You are on page 1of 5

თემა 4.

ფულადი პოლიტიკა
ფულის განმარტება: ფული ესაა საქონელ-მომსახურების ღირებულების ანაზღაურების, ამ
ღირებულების გაზომვის და შენახვის საშუალება. ანუ ფული ესაა განსაკუთრებული
საქონელი. მსოფლიოში რა სახის საქონელიც არსებობს, ამათი საყოველთაო ექვივალენტია.

ფულის ფუნქციები:

 ღირებულების გაზომვის ფუნქცია


 მიმოქცევის ფუნქცია
 დაგროვების ფუნქცია

ღირებულების გაზომვის ფუნქცია - საქონლის ფულით შეფასება საშუალებას გვაძლევს


გავერკვეთ თუ რომელ საქონელს რა ფარდობითი ღირებულება გააჩნია.

მიმოქცევის ფუნქცია - ეს გულისხმობს, რომ ფული ხელს უწყობს საქონელ-მომსახურების


გაცვლას, ანუ ერთმანეთში მიმოქცევას. მიმოქცევის ფუნქციის საშუალებით ჩვენ ვიღებთ იმ
საქონელს, რომელიც გვჭირდება.

დაგროვების ფუნქცია - ადამიანთა უმეტესობა როდესაც შემოსავალს იღებს, ამ სემოსავალს


მთლიანად არ ხარჯავს და გარკვეულ ნაწილს ინახავს. ფულის შემოსავლის შენახვა
შესაძლებელია სხვადასხვანაირი ფორმით.

კაცობრიობა სანამ თანამედროვე ფულად სისტემაზე გადავიდოდა, ითვლებოდა, რომ


ქვეყანაში იმდენი ფული უნდა ყოფილიყო, ანუ სახელმწიფოს იმდენი კუპიურა უნდა
დაებეჭდა, რამდენი ოქრო და ვერცხლიც ექნებოდა ხაზინაში. ასეთ ფულად სისტემას
უწოდებდნენ ოქროს სტანდარტს. ოქროს სტანდარტის დროს ფული მიბმული იყო ოქროზე.

როდესაც ეკონომიკა ინდუზტრიალიზაციის ხანაში შევიდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში,


ოქროს სტანდარტს აღმოაჩნდა ისეთი თვისება, რაც ეკონომიკის განვითარებას უშლიდა ხელს.
ერთის მხრივ სწრაფი ტემპებით იზრდებოდა წარმოება და ეს მზარდი წარმოება სულ უფრო
და უფრო ისაკლისებდა ფულს. იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ ასწრებდა ამ ფულის
გამოშვებული ოდენობით ოქროს მობილიზებას და საცავებში აკუმულირებას. ვერ
ხერხდებოდა ამ პროდუქციის გასაღება. ანუ ოქროს სტანდარტი იწვევდა ფულის დეფიციტს.
საზოგადოების ხელში არ იყო ფული, რომ შეძლებოდათ შეეძინათ მათთვის საჭირო
პროდუქტი, მაშინ როდესაც პროდუქცია ხელმისაწვდომი იყო. საბოლოოდ, ოქროს
სტანდარტი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სახელმწიფოს საჭირო დროს გაეტარებინა
მასტიმულირებელი ფულადი პოლიტიკა, ანუ მიმოქცევაში საჭირო ან საჭიროზე ცოტა მეტი
ფულის გაშვებით წაეხალისებინათ წარმოება.

თანამედროვე ფულადი სისტემა ნიშნავს იმას, რომ ფული მიბმულია საქონელზე.


სახელმწიფო ვალდებულია იმდენი ფულის არსებობა უზრუნველყოს ბაზარზე, რამდენი
საქონელიც იწარმოება. როგორც კი ფული დამოკიდებული გახდა საქონელ-მომსახურებაზე,
ამ საქონლის შესაძენად და საწარმოებლად ფულზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის გაჩნდა
ქრონიკული დისბალანსი. ანუ ფული ყოველთვის საჭიროზე მეტი იყო ან საჭიროზე ნაკლები.
ფულის მიმოქცევაში გაშვება ფეხს ვერ უბამდა საქონლის წარმოების მოცულობას.

თანამედროვე ფულად სისტემაზე გადასვლამ ანუ ფულის საქონელზე მიბმამ გამოიწვია


ფულის უკმარისობა და ასევე იმის საჭიროება, რომ ფულზე გამუდმებით ყოფილიყო
სახელმწიფოს მხრიდან ზემოქმედება. დაუშვებელია ფულის სრული კონტროლის უფლების
გადაცემა იმ ორგანოსათვის, რომელმაც შესაძლოა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს

4
ფუნქცია მინიჭებული აქვს ეროვნულ ბანკს. სწორედ ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი და
ამოცანაა ფულის მიმოქცევაზე ზედამხედველობა, მისი გაუფასურების თავიდან აცილება,
ინფლაციისა და დეფლაციის კონტროლი.

ფულადი მასის გაზომვის მიზნით ეროვნული ბანკი იყენებს ფულის აგრეგატებს. ფულადი
აგრეგატები ესაა ფულის მასის მაჩვენებლები, რომლითაც ხდება ფულის გაანგარიშება, მისი
ინდექსაცია. ფულის აგრეგატები შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვანაირია, ამიტომ მათ
ყოფენ შემდეგ კატეგორიებად: M 1 (ესაა ნამდვილი ფული); M2; M3 და ა.შ.

M1 ესაა მაჩვენებელი, რომელიც ასახავს მიმოქცევაში არსებული ფაქტობრივი ფულის


მოცულობას. ანუ რამდენია ნაღდი ფული, ქაღალდის ბანკნოტები, ლითონის მონეტები. M1
მოიცავს ერთის მხრივ ნაღდ ფულს, ხოლო მეორეს მხრივ იმ სახსრებს, რომელთა გადაქცევა
ნაღდ ფულად ადვილია. ეროვნული ბანკი იმისათვის რომ გაიგოს რამდენი ფული სჭირდება
ეკონომიკას, ერთ ერთ ასეთ მაჩვენებლად იყენებს M1 აგრეგატს.

ნაღდი ფული + მოთხოვნამდე ანაბრები = M1

მოთხოვნამდე ანაბრები ესაა დეპოზიტი, რომელსაც არ გააჩნია დაბრუნების განსაზღვრული


ვადა.

M2 იგივეა რაც M1 + კომერციულ ბანკებში ეროვნულ ვალუტაში განთავსებული ვადიანი ან


შემნახველი ანაბრები. M2 ნიშნავს, რომ ის შეიცავს ისეთ ფულს, რომელიც უშუალოდ
გამოყენება გარიგებებში. თუმცა M2 ფულის ყიდვა-გაყიდვაში გარიგებებში მონაწილეობა
უფრო რთულია ვიდრე M1. ვინაიდან M2 - ის გარკვეული ნაწილი განთავსებულია ვადიან
ანაბრებზე. სესაბამისად მისი სწრაფი ლიკვიდურობა ვერ მოხერხდება.

M3 აგრეგატი ცნობილია როგორც ფართო ფული. მოიცავს M 1-ს და ასევე M2 + კომერციულ


ბანკებში უცხოურ ვალუტაში განთავსებული ანაბრები.

როგორც კი იზრდება ფულის პარამეტრები, კერძოდ, M1 M2 M3 და ა.შ., მით უფრო მცირდება


ფულადი აგრეგატების ლიკვიდურობა. რაც უფრო მაღალია ფულადი აგრეგატი, მით უფრო
შემოსავლიანია ის მესაკუთრესათვის.

ფულის მიმოქცევა ამ ფულადი აგრეგატების წონასწორობას ეფუძნება. შესაბამისად ამ


ფინანსური მაჩვენებლის სხვადასხვაგვარი შეპირისპირებით ეროვნული ბანკი განსაზღვრავს
აქვს თუ არა ადგილი ამ წონასწორობის დარღვევას, იზრდება თუ არა ქვეყანაში ინფლაცია,
ხომ არ იქმნება ქვეყანაში ფულის დეფიციტი.

ფული მიმოქცევაში უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა გარიგებების შესრულებისათვის.


რაც უფრო მეტი გარიგება შედგება, რაც უფრო მეტი იქნება გარიგებების ფასები, მით უფრო
მეტი ფული იქნება საჭირო ეკონომიკისათვის და პირიქით. ამასთან გასათვალისწინებელია
ფულის სიჩქარე, ანუ ის ფაქტორი, რომ ფულის ერთი და იგივე ერთეული გარკვეული
პერიოდის განმავლობაში შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე გარიგებას.

ფიშერის გაცვლის განტოლება (MV=PY, საიდანაც M=PY/V) მიმოქცევაში ფულის


გაანგარიშების ერთ-ერთი ფორმულაა.

MV=PY

სადაც M - ფულის მასაა.

V - სიჩქარეა

4
P - საშუალო ფასებია, რომლითაც ქვეყანაში იყიდება საქონელი ან მომსახურება.

Y - საქონლის ან მომსახურების რაოდენობაა.

თუ M=PY/V, ეს იმას ნიშანვს, რომ ფული იმდენია რამდენიც სჭირდება ეკონომიკას.

თუ M ¿PY/V, ეს ნიშნავს, რომ ფულის მასა იმაზე მეტია ვიდრე საჭიროა ეკონომიკის
მომსახურებისათვის. ანუ დაწყებულია ინფლაციური პროცესები.

უტოლობა შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ ეროვნული ბანკი ახორციელებს გარკვეულ


მანიპულაციებს. მაგალითად შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს. საპროცენტო განაკვეთის
შემცირება ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობისაათვის ფული უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უტოლობა თავისით აღმოიფხვრება, რადგანაც გაზრდილ
ერთობლივ მოთხოვნას (ერთობლივი მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია ფულის მასის ზრდამ
საზოგადოებაში) აუცილებლად მოყვება ფასების ზრდა. როგორც კი გაიზრდება ფულის მასა,
გაიზრდება ფასებიც.

თუ M ¿PY/V, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკას არ ყოფნის ფულადი სახსრები, გამყიდველები ვერ


ყიდიან პროდუქციას იმის გამო რომ საზოგადოებაში არ არის ფული და ასევე საზოგადოება
ვერ ყიდულობს პროდუქციას რადგან ამისთვის არ არის საკმარისი თანხა. ამ უტოლობის
მიზეზი შეიძლება იყოს ფულის მიმოქცევის სიჩქარის შემცირება, ეს ნიშნავს, რომ გაჩერდა
ფულის გადარიცხვების კომპიუტერული სისტემები, შესაბამისად შენელდება პროდუქციის
რეალიზაცია. გაჩნდა ფულის დეფიციტი. მიმოქცევასი ნაკლებია ფულის მასა. შეიქმნება
დეფლაცია.

ინფლაცია

ინფლაცია გამოწვეულია იმით, რომ მიმოქცევაში მეტი ფულია, ვიდრე რეალურად საჭიროა.
ინფლაციის შედეგად ერთობლივი მოთხოვნა მეტია ერთობლივ მიწოდებაზე. ადამიანები
მზად არიან გადაიხადონ უფრო მეტი. შესაბამისად ეს გამოიწვევს ფასების ზრდას.

ინფლაციის დროს, განსაკუთრებით ჰიპერინფლაციისას, ფული უფრო სუსტად ასრულებს


თავის ფუნქციებს. ფული უფასურდება. ამ დროს ადამიანები ერიდებიან ფულის გადაცვლას
პროდუქციაზე, თანდათანობით კარგავს თავის მთავარ მიმოქცევის ფუნქციას, როგორც
გაცვლის საშუალების ფუნქციას.

ადამიანებმა იმისათვის, რომ თავი დაიცვან ინფლაციისაგან, ისინი იწყენებ ფულის გაცვლას
ისეთ აქტივებზე, რომელიც არ კარგავს ფასეულობას. მაგ: ყიდულობენ ძვირფას ლითონებს,
სხვა ქვეყნის ვალუტებს და ა.შ. ამ პროცესებში ფული კარგავს თავის ფუნქციას, კერძოდ,
დაგროვების ფუნქციას.

გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯები - როდესაც ქვეყნის ვალუტა ქრონიკულად


უფასურდება, ამ დროს ადამიანთა გარკვეული ნაწილი როგორც კი აიღებს შემოსავალს
ეროვნულ ვალუტაში, ლარში, მას მაშინვე ცვლიან უცხოურ ვალუტაში, დოლარში. როგორც კი
დასჭირდებათ ფული ვთქვათ პროდუქციის შესაძენად, მიდიან ჯიხურში, თანხას
გადაცვლიან კვლავ ლარში. ასევე როგორც კი დასჭირდებათ თანხა, ყოველთვის მიდიან
ჯიხურში ლარში გადასაცვლელად და ამ სირბილში იცვითავს ფეხსაცმელს. ამ ტიპის ხარჯებს
ეკონომისტები უწოდებენ გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯებს.

ინფლაციისას ფასები როდესაც მუდმივად იცვლება, მწარმოებლები და მომხმარებლები


ფასების მეშვეობით ვერ იღებენ სწორ და სანდო ინფორმაციას ერთმანეთზე. ანუ ინფლაციის

4
დროს ბაზრის მონაწილეები დეზორიენტირებულნი ხდებიან. არ იცი რა შეიძინო ან რა
გაყიდო და რა ფასში. ფულს უქვეითდება ღირებულების საზომი ფუნქცია.

ინფლაცია ასევე იწვევს შემოსავლების გაუფასურებას. ადამიანები სულ უფრო ნაკლებ


პროდუქციას ყიდულობენ. ასევე კლებულობს ინვესტიციური აქტივობაც, ვინაიდან ერთის
მხრივ უფასურდება ინვესტიციები წყარო, დანაზოგები. ხოლო მეორეს მხრივ, ინვესტორები
ფეხს ითრევენ ისეთ ქვეყანაში ფულის დაბანდებისგან, სადაც არასტაბილური ფასებია და ვერ
ითვლიან თუ რა მოგება დარჩებათ საინვესტიციო პროექტიდან.

ინფლაციის დროს უსამართლოდ ნაწილდება შემოსავალი და ქონება. ინფლაციით


სარგებლობენ დებიტორები (ვინც ვალს იღებს) და ზარალობენ კრედიტორები (ვინც ვალს
გასცემს). ეს ხდება იმიტომ, რომ ფული სესხის გაცემის მომენტში უფრო მეტადაა
მყიდველობითუნარიანი, ვიდრე მისი დაფარვის დროს.

ინფლაციის დროს გამყიდველებს გამუდმებით უწევთ ფასების შეცვლა.

ინფლაცია ყოველთვის არ ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დაბეჭდა ზედმეტი ფული.


არის მოთხოვნის ინფლაციაც. ესაა სიტუაცია, როდესაც მომხმარებელი რაღაც მიხეხის გამო
მზადაა უფრო მეტი საქონელი შეიძინოს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. მაგ: კომერციული
ბანკების მიერ იაფი კრედიტის გაცემა. ამის შედეგად ერთობლივმა მოთხოვნამ გადააჭარბა
ერთობლივ მიწოდებას. საზოგადოებას გაუჩნდება გაზრდილი ფულადი მასა ვიდრე ამის
საჭიროებაა.

არსებობს დანახარჯების ინფლაცია - ეს ხდება მაშინ როდესაც იზრდება რაღაც ნედლეულის


ხარჯი. მაგ: გაძვირდა ნავთობი, გაზი, დენი და ა.შ. ეს გამოიწვევს მწარმოებლის ხარჯების
ზრდას.

ინფლაციის სახეობები:

 ზომიერი ( ზომიერად იზრდება ფასები)


 ჭენებადი (ათობით, ასობით პროცენტებით იზრდება ფასები)
 ჰიპერინფლაცია (წარმოუდგენელი ტემპებით იზრდება ფასები)

დეფლაცია- ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს ფირმებისთვის, რადგან ფულია რ არის საკამრისი,


ვერ იყიდებ აპროდუქცია , ფირმები იღებენ კალებ შემოსავალს , რადგან ვერ ახერხებენ ყველა
დანახარჯის შემცირებას. მაგ; როდესაც ფასები ეცემა ფიმები ხელფასებს ვერ ამცირებენ,
რადგან შონტრაქტები აქვთ მუშაკებთან გაფორმებული, ამიტომაც იწყებენ წარმოების
შემცირებას .

დეფლაციისას ქვეითდება კრედიტის გაცემის მოტივაცია ,რადგან ‘’ხვალ დასაბრუნებელი


ფული დღევანდელზე უფრო იაფია’’.

ინფლაციასთან ბრძოლის ფინსკალური გზები

ნებისმიერი სახელმწიფოს ამოცანა არის ის, რომ მიზნობრივ დონეზე შეინარჩუნოს


გაუფასურება .3-4 % -ის ფარგლებში გაუფასურება არის ერთგვარი მოტივაცია
მწარმოებლებისთვის ,რომ მეტი პროდუქცია შექმნან.

ინექცია ხდება ერთგვარი ,ამიტომაც როდესაც ბიუჯეტის დამტკიცება ხდება, მიზნობრივ


ინფლაციასაც ითვალისწინებენ . ჩვენ შეგნებულად მივდიართ გაუფასურებაზე , ეს ყოველივე
ვნებს მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას , მეორეს მხრივ ამით წარმოებას ხელი ეწყობა

4
მოკლევადიან პერიოდში, მეტი იწარმოება და მთლიანობაში საზოგადოება ამით
სარგებლობს . მიზნობრივი ინფლაციაეკონომიკის ზრდას უწობს ხელს, მაგრამროგორც კი
უკვე მიზნობრივს სცდება , იქ ველას ვნებს.

ინფლაციის თარგეთურება აის წინასწა დაგეგმილი, გამიზნული ინფლაცია.

ინფლაციასთან ბრძოლა შეუძლია , როგორც მთავრობას, ისე ეროვნულ ბანკს.

სახელმწიფო ინფლაციასთან ბრძოლისთვის იყენებს ფისკალურ პოლიტიკას : საბიუჯეტო-


საგადასახადო მეთოდებით,ინფლაციის ტემპების შემცირება - ხარჯების შემცირებით ან
გადასახადების გაზრდით,ამის შედეგად მიმოქცევაში შემცირდება ფულის მასა, რომლის
გადაჭარბება ,ამის შემცირება შეუძლებელია გადასახების ან სახლმწიფო შესყიდვების
თვალსაზრისით.მასის შემცირება კი შეამცირებს, ადამიანებისა და ფირმების მხრიდან
პროდუქციის შეძენის ხარჯებს- შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეს კი ნიშნავს ,რომ ის
თანდათანობით გაუტოლდება ერთობლივ მიწოდებას , ინფლაცია კიარის მოთხოვნის
გადაჭარბება.

ეროვნული ბანკი ფულის მასაზე ემოქმედებს ფულადი პოლიტიკის გატარებით: მაგ; მას
შეუძლია სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე გაიდოს ან იიდოს- ამას ეწოდება ოპერაციები
ღია ბაზარზე.

მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკს უნდა ფულის ამსის შემცირება შეუძლია გაყიდოს
ობლიგაცია, ხოლო მაშინ ,როდესაც ეკონომიკა დეფლაციური პროცესებისკენ
მიდის ,ეროვნული ბანკი იდულობს ობლიგაციებს.

კიდევ ერთი ინსტრუმენტია საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ანუ იმ საპროცენტო


განაკვეთის გაზრდა ან შემცირება რითაც ეროვნული ბანკი სესხს აძლევს კომერციულ ბანკებს
ანუ რეფინანსირების განაკვეთი. ისინი ამ სესხებს გაასესხებენ გაზრდილი მოცულობით
ფირმებზე ან ხალხზე. თუ გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი , ეს ართულებს
ხელმისაწვდომობას ინვესტიციებზე , მცირდება ხარჯვა-ერთობლივი მოთხოვნა., როდესაც
ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს ამცირებს საბოლოოდ ეს მიდის ინფლაციის
ზრდამდე.

ასევე ერთ-ერთ ინსტუმენტად ითვლება ცენტრალური ბაკის მიერ კომერციული


ბანკისთვის სავალდებულო რეზერვების ცვლილება- მას უწოდებენ სარეზერვო ნორმას , მისი
ცვლილენითაც შესაძლებელია ინფლაიაზე ზეგავლენა.

ნებისმიერი ანტიინფლაციური მონეტარული პოლიტიკა,სინონიმად იყენებენ შემაკავებელ


მონეტარულ პოლიტიკას , ამას სახელმწიფო მაშნ მიმართავს ,როცა გადახურებაა ეკონომიკის.
ინფლაციურ პოლიტიკას კი უწოდებენ ისეთ პოლიტიკას, როცა სტიმულაცია ხდება
ეკონომიკის , გაუფასურება აუმჯობესებს ეკონომიკის მუშაობას , ამას უწოდებენ
მასტიმულირებელ ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას, მას იყენებენ მაშინ , როცა ეკონომიკა
ეცემა.

You might also like