You are on page 1of 14

მონეტარული სისტემა

ლექცია 6
29.03.23
ფულის
მნიშვნელობა
- დღეს დღეობით ნებისმიერი მომსახურებისა თუ საქონლის მისაღებად ფულის გადახდით შეგვიძლია. თავად ბანკნოტებს თავისთავად
არანაირი ღირებულება არ აქვთ

- გარიგებებში ფულის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა მრავალრიცხოვან რთულს საზოგადოებაში

- წარმოიდგინეთ, ეკონომიკაში არ არსებობს ფული, ანუ არ არსებობს ერთეული, რომელსაც საქონლისა თუ მომსახურების გაცვლისთვის
ვიყენებთ, ამ შემთხვევაში ადამიანები მხოლოდ ერთი საქონლისა თუ მომსახურების მეორეზე გაცვლის იმედზე იქნებიან.

- ბარტერი - ერთი საქონლისა თუ მომსახურების მეორეზე გაცვლა


და მაინც რა არის ფული?

- ფული ეკონომიკაში არსებული აქტივების


სიმრავლეა, რომელსაც ადამიანები
რეგულარულად იყენებენ სხვა
ადამიანებისგან საქონლისა და
მომსახურების შესაძენად

- ეკონომისტთა განმარტებით, ფული


შეიცავს სიმდიდრის იმ რამდენიმე
სახეობას, რომლებიც რეგულარულად
მიიღება გამყიდველების მიერ საქონლისა
თუ მომსახურების სანაცვლოდ
ფულის ფუნქციები

- გაცვლის საშუალება - ისაა რასაც მყიდველები გამყიდველებს აძლევენ საქონლისა და


მომსახურების შეძენისას

- ღირებულების საზომის - ფუნქციას ადამიანები ფასების განსაზღვრისა და ვალების აღრიცხვისათვის


იყენებენ. როდესაც ეკონომიკური ღირებულების გაზომვა და აღრიცხვა გვინდა ვიყენებთ ფულს
როგორც ღირებულების საზომს.

- დაგროვების საშუალება - ესაა ადამიანების მიერ მსყიდველობითი უნარის აწმყოდან მომავალში


გადატანის განსაკუთრებული შესაძლებლობა. თქვენ ფული შეგიძლიათ შეინახოთ და მომავალში
შეიძინოთ საქონელი ან მომსახურება

- ფულზე საუბრისას მნიშვნელოვანი ტერმინის ლიკვიდურობა - აქტივის უნარი სწრაფად გადაიცვალოს


ეკონომიკაში არსებულ გაცლის საშუალებაზე. შესაბამისად აქტივი მით უფრო ლიკვიდურია, რაც
უფრო სწრაფად შეიძლება მისი ფულზე ან მსგავს გაცვლით საშუალებაზე გადავცლა
ფულის სახეობები - საქონლური ფული - ფული რომელიც რეალური
ღირებულების მქონე ქონების ფორმას იღებს.
რეალური ღირებულება ნიშნავს, რომ ერთეულს
გარკვეული ღირებულება ექნება მაშინაც კი როდესაც
მას ფულად არ გამოვიყენებთ

- დეკრეტული ანუ ქაღალდი ფული - ფული რომელსაც


რეალური ღირებულება არ გააჩნია. სიტყვა
დეკრეტული შემთხვევით არაა ნახმარი. მაგალითად
თამაშ მონოპოლიის ფულსა და ჩვენი ქვეყნის ფულს
შორის რა განსხვავებაა, ერთით რატომ შეგვიძლია
მაღაზიაში ვაჭრობა და მეორეთი არა? ეს იმიტომ, რომ
მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომელიც მთავრობის
მიერ დაბეჭდილ ფულს ფულად აცხადებს.
ფული ეკონომიკაში

- ფულის მასა - ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა. მისი ნაწილია ნაღდი


ფული. ანუ ბანკნოტებისა და მონეტების ერთობლიობა

- მაღაზიებში და არამარტო თანხის გადახდის თანამედროვე საშუალება - ბარათით


გადახდაც ძალიან მოსახერხებელია. ბარათი მიბმულია ბანკზე არსებულ ანგარიშზე,
რომელზეც განთავსებულია თქვენი თანხა. შესაბამისად ლოგიკურია ეს თანხაც
შევიყვანოთ ფულის მასაში

- ფულის მასის მოცულობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფულის


მასაში შედის არამარტო ნაღდი ფული, არამედ საბანკო ანგარიშებზე არსებული
ულიც, რომლის გამოყენება საქონლისა და მომსახურების ყიდვის მიზნით იოლია
ფედერალური სარეზერვო
სისტემა / ეროვნული ბანკი
- როდესაც ეკონომიკა კანონით შემოღებული ქაღალდის რომელიმე ორგანომ პასუხი უნდა
აგოს ამ სისტემის ფუნქციონირების დარეგულირებაზე

- შეერთებულ შტატებში ასეთი სისტემა ფედერალური სარეზერვო სისტემის სახელითაა


ცნობილი, საქართველოში კი ეროვნულ ბანკს

- საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ისტორიას გაეცანით მითითებულ ლინკზე

- ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება ცხრა
წევრისაგან.

- ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის


საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის სამი
ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.
ეროვნული ბანკი
- ეროვნული ბანკის მისია: ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან
[სტაბილურ] განვითარებაზე ზრუნვა; ფასების სტაბილურობის
უზრუნველყოფა; ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილური
და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა

- ეროვნული ბანკი მოქმედებს როგორც ბანკების ბანკი და


ამოწმებს საბანკო სისტემის სიჯანსაღეს ქვეყანაში

- ეროვნული ბანკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისიაა


ქვეყანაში ფულის მიწოდების კონტროლია

- ფულის მიწოდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები


შეადგენენ მონეტარულ პოლიტიკას

- მონეტარული პოლიტიკის - ცვლილებით ეროვნულ ბანკს


შეუძლია ფულის რაოდენობა გაზარდოს ან შეამციროს
ბანკები და ფულის
მიწოდება

- როგორც ვთქვით, ფულის რაოდენობა არამარტო


ბანკნოტები და მონეტებია, არამედ ბანკებში
არსებული ჩვენი ფულიც

- რადგანაც ფულის გარკვეული რაოდენობა ბანკში


ინახება, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ბანკებს
შეუძლიათ შეცვალონ ეკონომიკაში არსებული
ანაბრების რაოდენობა და აქედან გამომდინარე
ფულია მიწოდებაც

- იმის საილუსტრაციოდ თუ რა გავლენა შეიძლება


ჰქონდეს ფულის მიწოდებაზე ბანკებს განვიხილოთ
მაგალითი
100-პროცენტიანი რეზერვის
საბანკო სისტემის უმარტივესი
შემთხვევა
- წარმოვიდგინოთ მსოფლიო რომელშიც არც ერთი ბანკი არ არის. ასეთ მსოფლიოში ნაღდი ფული
ფულის ერთადერთი სახეა

- ასევე დავუშვათ, რომ ნაღდი ფულის მთლიანი რაოდენობაა 100 ლ, შესაბამისად ფულის მიწოდება
100-ის ტოლია

- ახლა კი წარმოვიდგინოთ რომ ვიღაცამ გახსნა ბანკი - 1-ლი ეროვნული ბანკი, რომელიც მხოლოდ
ფულის შენახვაში ეხმარება მოსახლეობას და სესხებს არ გასცემს

- დეპოზიტებს, რომელსაც ბანკი სესხისთვის არ იყენებს რეზერვები ეწოდება, ამ ეკონომიკაში გამოდის


რომ მთელი არსებული ფული რეზერვადაა გადადებული, ანუ 100% რეზერვის საბანკო სისტემა
გვაქვს

- თუ ჩვენი მაგალითის მიხედვით მთელი ფული ბანკში ინახება და ბანკი ამ ფულს არ გაასესხებს, ბანკს
ფულის მიწოდებაზე არანაირი გავლენა არ ექნება და ეკონომიკაში ფულის რაოდენობა ისევ 100ლ
იქნება
ფულის შექმნა ნაწილობრივი
რეზერვების საბანკო სისტემაში
- ბანკში არსებული 100ლ-ს მთლიანად რეზერვებში ყოფნა უქმად არ არის
აუცილებელი, იმიტომ რომ ეს თანხა ზოგს უბრალოდ შენახული აქვს დიდი ხნით

- შესაბამისად ბანკს შეუძლია ფულის ნაწილი გასცეს სესხებად, რომ გამოიყენოს იმან
ვისაც ეს სახლების, ქარხნების, სწავლის ფულის გადასახდელად სჭირდებათ

- თუმცა მთელი 100 ლ-ის გასესხება არ იქნება ჭკვიანური, გარკვეული თანხა


რეზერვებში უნდა შეინარჩუნონ თუ რომელიმე დეპოზიტორს თანხის გატანა მოუნდება
ბანკში იყოს ეს მოთხოვნილი თანხა.

- ახალ სისტემას, სადაც არაა აუცილებელი მთელი ფული ბანკის რეზერვებში


ინახებოდეს ნაწილობრივი რეზერვების საბანკო სისტემა ეწოდება
ნაწილობრივი
რეზერვების
საბანკო სისტემა
- ვთქვათ პირველი ეროვნული ბანკი გადაწყვეტს,
რომ შეინახოს დეპოზიტების მხოლოდ 10%, ანუ
ჩვენს შემთხვევაში 100 ლ-ის 10%-ს ინახავს და
90ლ-ს ასესხებს

- ამგვარად, დეპოზიტორებს ბანკში ისევ 100


ლარი აქვთ და გარდა ამისა ბანკმა შეძლო 90
ლარის გასესხება, ანუ ფულის მიწოდება 90-ის
ტოლია.

- როდესაც ბანკი რეზერვებში დეპოზიტების


მხოლოდ ნაწილს ინახავს ამით ისინი ფულს
ქმნიან
ფულადი მულტიპლიკატორი
- ახლა დავუშვათ, პირველი ეროვნული ბანკიდან მიღებული სესხით - 90ლ-ით, მსესხებელმა რაიმე იყიდა.
გამყიდველმა, რომელმაც ეს 90 ლარი მიიღო, მიღებული თანხა არ დახარჯა და შეინახა მეორე ეროვნულ
ბანკში

- მეორე ეროვნულ ბანკში ჩავთვალოთ რომ რეზერვის ზომა ისევ 10%-ს ანუ მეორე ეროვნულ ბანკს შეუძლია
81 ლარი გაასესხოს, ამ გზით მეორე ეროვნული ბანკი ეკონომიკაში დამატებით 81 ლარს ქმნის

- თუ ეს 81 ლარი მესამე ბანკის დეპოზიტზე აღმოჩნდება, მესამე ბანკს შეუძლია გაასესხოს 72 ლარი.

- თანხა, რომელიც საწყისმა 100 ლარმა შეაქმნა გამოიყურება შემდეგნაირად

- 90+81+72 = 243, ანუ 100 ლარით შეიქმნა დამატებით 243 ლარი და ეკონომიკაში ჯამურად ბრუნავს 343
ლარი. თუ ამ პროცესს გავაგრძელებდით უკანასკნელ ლარამდე მივიღებდით, რომ 100 ლარით შეიქმნა
1000 ლარი

- ფულის იმ რაოდენობას, რომელსაც საბანკო სისტემა ქმნის რეზერვების თითოეული დოლარიდან ფულადი
მულტიპლიკატორი ეწოდება
მონეტარული კონტროლის
ინსტრუმენტები
- ოპერაციები ღია ბაზარზე - როდესაც სამთავრობო ობლიგაციებს ყიდულობს სებ-ი და ყიდის. როდესაც
ყიდულობს ეკონომიკაში მეტი ფულის მიწოდებას ახორციელებს, ხოლო როდესაც ყიდის ფულის
მიწოდებას ამცირებს

- სარეზერვო მოთხოვნები - მაგალითად თუ ეროვნული ბანკი მოითხოვს რომ ბანკებმა დეპოზიტების


უფრო მეტი პროცენტი შეინახონ და არ მისცემს უფლებას გასესხებისა, მაშინ ბანკებს ნაკლები საშუალება
ექნებათ დამატებითი ფული შექმნან. რაც მეტი იქნება სარეზერვო მოთხოვნა, მით ნაკლები ფულის
მიწოდების საშუალება ექნებათ ბანკებს

- დისკონტის განაკვეთი - კომერციულ ბანკებს ხშირად სჭირდებათ დამატებითი თანხა, რომელსაც


ეროვნული ბანკისგან სესხულობენ ხოლმე. მაგალითად როდესაც სარეზერვო მოთხოვნების
შესრულებისთვის საკუთარი რეზერვის გაზრდა სურს. ასეთ სესხებს ეროვნული ბანკი გარკვეული
პროცენტით გასცემს. სწორედ ამ პროცენტს ეწოდე ბა დისკონტის განაკვეთი. დისკონტის განაკვეთის
გაზრდით ბანკებს ნაკლები სურვილი აქვთ ეროვნული ბანკიდან ფულის გამოტანის

You might also like