You are on page 1of 10

ინფორმაცია დაბალი ნომინალის მონეტებთან დაკავშირებით

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა „საქართველოს ეროვნული ბანკის


შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული
კანონის პროექტი და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. აღნიშნული
კანონპროექტები 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედებას
ითვალისწინებს. კერძოდ, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას 1 თეთრის სიზუსტით
განხორციელების პრინციპი „დამრგვალების მეთოდით“ იცვლება.

ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა და პრაქტიკული დაკვირვების


შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და
მომსახურების ობიექტების მიერ ანგარიშსწორების პროცესში „ხურდის“ სახით
დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან მონეტებს, ვინაიდან მათი დაბალი მსყიდველობითი
უნარის გამო ვერ ხერხდება ამ მონეტების შემდგომი გამოყენება.
კანონპროექტის მიღების მიზეზია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ
რიგში, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ არ ხდება ამ მონეტების ბრუნვა, იგი მიმოქცევაში
გადის და ილექება, რასაც ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ამ ნომინალის
მონეტების შემოსავალ-გასავლის მაჩვენებლები და შესაბამისად დალექვის კოეფიციენტი,
რომელიც წლების განმავლობაში იზრდება და ამ პერიოდისათვის 1 თეთრიანი
მონეტისათვის 98%-ს, ხოლო 2 თეთრიანი მონეტისათვის 74%-ს შეადგენს(იხ. გრაფიკი
N1). გარდა იმისა რომ აღნიშნული მონეტები არ წარმოადგენს გადახდის სრულყოფილ
საშუალებას, მიმოქცევაში მათი ბრუნვა დამატებით გაუმართლებელ ფინანსურ
ხარჯებთანაა დაკავშირებული. კერძოდ: 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი
საშუალოდ - 0.021 ლარს შეადგენს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს, რაც
მნიშვნელოვნად აღემატება მათ ნომინალურ ღირებულებას. აღსანიშნავია ის გარემოება,
რომ დღემდე ამ მონეტებით მიმოქცევის შეუფერხებელი უზრუნველყოფისათვის სებ-ის
მიერ წლიურად გასაწევი ხარჯები საშუალოდ 462,000 ლარს შეადგენს. ამასთან თანდათან
იზრდება ამ მონეტების საშუალო წლიური გაცემები და თუ შენარჩუნდება გაცემების
ზრდის ასეთი ტემპი საპროგნოზო გათვლებით მომავალი 10 წლის განმავლობაში ამ
მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი დაახლოებით 9,9 მლნ ლარს გაუტოლდება.
ასევე გასათვალისწინებელია, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში
ბრუნვასთან (დახარისხების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ა.შ.) დაკავშირებული
მაღალი ხარჯები და დამუშავების ტექნიკური სირთულეები.
გრაფიკი N1

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევაში


დალექვის %
120.0% 1 თეთრი 2 თეთრი
100.0%

80.0%

60.0%

40.0%

20.0%

0.0%

გარდა იმისა, რომ აღნიშნული მონეტები არ წარმოადგენს გადახდის სრულყოფილ


საშუალებას და არ გააჩნია მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში მათი ბრუნვა
დამატებით გაუმართლებელ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 1 ცალი 1
თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი საშუალოდ - 0.021 ლარს შეადგენს, ხოლო 2
თეთრის მონეტის - 0.033 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მათ ნომინალურ
ღირებულებას. ასევე გასათვალისწინებელია, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების
მიმოქცევაში ბრუნვასთან (დახარისხების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და ა.შ.)
დაკავშირებული მაღალი ხარჯები და დამუშავების ტექნიკური სირთულეები.

დაბალი ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან დაკავშირებით მსოფლიო პრაქტიკის


გაცნობისა და ზემოხსენებული საკითხის დარეგულირების მიზნით, მოკვლეულ იქნა ამ
კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება. შესწავლილ იქნა 20
ქვეყანა(იხ. დანართი N1), მათ შორის, ჩეხეთი, უნგრეთი, შვეიცარია, დანია, ისრაელი,
ფინეთი, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სინგაპური, რომლებმაც შეწყვიტეს
დაბალი ნომინალის მონეტების ემისია. შესაბამისად, ამ მიდგომით მიმოქცევაში
შეამცირეს ან საერთოდ ამოიღეს მიმოქცევიდან დაბალი ნომინალის მონეტები.

ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ შესწავლილი ქვეყნების დიდმა ნაწილმა არა


მხოლოდ შეწყვიტა ემისია არამედ დაბალი ნომინალის მონეტებს დაუკარგა გადახდის
კანონიერი საშუალების სტატუსი და შესაბამისად დანერგა დამრგვალების პრინციპი.
მაგალითად, ჩეხეთი, უნგრეთი, შვეიცარია, დანია, ისრაელი, შვედეთი, ნორვეგია, ახალი
ზელანდია.
იმ ქვეყნების პრაქტიკის გამოცდილების შესწავლამ და დაკვირვებამ,
სადაც დამრგვალების მეთოდი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, გვიჩვენა, რომ ნაღდი
ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ინფლაციას არ იწვევს.
დამრგვალების სიმეტრიულობიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ფასი ზრდის
მიმართულებით, ზოგ შემთხვევაში კი კლების მიმართულებით შეიცვლება.

როგორ ხდება დამრგვალება

საყურადღებოა, რომ კანონპროექტის მიხედვით, ფასის დამრგვალების მეთოდი


გამოიყენება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო უნაღდო
ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, რაც ასევე
გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილების
აუცილებლობას.

ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ,


როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამოდენიმე
პროდუქტის/მომსახურების ჯამური ფასი არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე. ამ შემთხვევაში
ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე
შემდეგი პრინციპით:

 1 და 2 თეთრზე დამთავრებული ფასი მრგვალდება 0-მდე;


 3 და 4 თეთრზე დამთავრებული ფასი მრგვალდება 5-მდე;
 6 და 7 თეთრზე დამთავრებული მრგვალდება 5-მდე;
 8 და 9 თეთრზე დამთავრებული ფასი მრგვალდება 0-მდე.

კანონპროექტით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები


თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე დარჩება უცვლელი და დამრგვალების პრინციპი
გავრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული
პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში ისე რამოდენიმე
პროდუქტის ან მომსახურების ფასების საერთო ჯამზე.

მაგალითად, პროდუქტის/მომსახურების ფასი, რომელიც მთავრდება 9 თეთრზე დარჩება


ანალოგიურად, ხოლო რამოდენიმე 9 თეთრზე დამთავრებული ფასის მქონე
პროდუქტის/მომსახურების შეძენისას მათი საერთო ჯამი დამრგვალდება მეტობით ან
ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე (მაგ. 3 ერთეული x 1.99₾ = 5.97₾ შენაძენის
შემთხვევაში, დამრგვალების შემდეგ გადასახდელი თანხა იქნება 5.95₾).

ხშირად დასმული კითხვები


 რატომ გახდა საჭირო 1 & 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ ნომინალის მონეტების დაბალი მსყიდველობითი


უნარის გამო ვერ ხერხდება მათი შემდგომი გამოყენება, არ ხდება ამ მონეტების ბრუნვა,
იგი მიმოქცევაში გადის და ილექება. შესაბამისად, დალექვის კოეფიციენტი ამ
პერიოდისათვის 1 თეთრიანი მონეტისათვის 98%-ს, ხოლო 2 თეთრიანი მონეტისათვის
74%-ს შეადგენს. ამასთან ერთად, როგორც პრაქტიკული დაკვირვების შედეგებმა აჩვენა,
ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები არ იღებენ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების
მიერ ანგარიშსწორების პროცესში „ხურდის“ სახით დაბრუნებულ 1 და 2 თეთრიან
მონეტებს.

გარდა იმისა, რომ აღნიშნულ მონეტებს არ გააჩნიათ მსყიდველობითი უნარი,


მიმოქცევაში მათი ბრუნვა დამატებით გაუმართლებელ ფინანსურ ხარჯებთანაა
დაკავშირებული. კერძოდ, 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯი საშუალოდ -
0.021 ლარს შეადგენს, ხოლო 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარს, რაც მნიშვნელოვნად
აღემატება მათ ნომინალურ ღირებულებას. ასევე გასათვალისწინებელია, 1 და 2 თეთრის
ნომინალის მონეტების მიმოქცევაში ბრუნვასთან (დახარისხების, შენახვის,
ტრანსპორტირებისა და ა.შ.) დაკავშირებული მაღალი ხარჯები და დამუშავების
ტექნიკური სირთულეები.

 რა გავლენას მოახდენს 1 & 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება


ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე? გამოიწვევს თუ არა იგი ფასების ზრდას?

კანონპროექტით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპის შესაბამისად, ფასები


თითოეულ პროდუქტზე და სერვისზე დარჩება უცვლელი და დამრგვალების პრინციპი
გავრცელდება მხოლოდ ნაღდიანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული
პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევაში ისე რამოდენიმე
პროდუქტის ან მომსახურების ფასების საერთო ჯამზე.

უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით, რაც


თავის მხრივ გამორიცხავს ცალკეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების
ცვლილებას.

განვიხილოთ რამოდენიმე განსხვავებული ფასის მქონიე პროდუქტის შეძენის ან


მომსახურების გაწევის პროცედურა, როდესაც ნაღდი ანგარიშსწორებისას
პროდუქტების/მომსახურების საერთო ჯამი ან ცალკეული პროდუქტის/მომსახურების
შეძენისას ფასი არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე,

მაგალითი 1
თუ პროდუქტის/მომსახურების N1-ის ღირებულება 0.99 ლარია, პროდუქტი #N-ის
ღირებულება 0.76₾, ხოლო პროდუქტი N3-ის ღირებულება 0.82₾ -ს შეადგენს,
მომხმარებელს ზემოაღნიშნული სამი პროდუქტის ყიდვისას ჯამში 2,55₾ -ის გადახდა
მოუწევს, რადგან 0.99 + 0.76 + 0.82 = 2,57₾ -ის დამრგვალების შემდეგ კი გადასახდელი
თანხა 2,55₾ იქნება, ანუ 0,02 თეთრით ნაკლები.

მაგალითი 2

თუ პროდუქტის/მომსახურების N1-ის ღირებულება 0.53 ლარია, პროდუქტი N2-ის


ღირებულება 0.42₾ , პროდუქტი N3-ის ღირებულება 0.36₾ -ს, ხოლო პროდუქტი N4-ის
ღირებულება 0.27₾-ს შეადგენს, მომხმარებელს ზემოაღნიშნული ოთხი პროდუქტის
ყიდვისას ჯამში 1.60₾-ის გადახდა მოუწევს, რადგან 0.53 + 0.42 + 0.36 + 0.27 = 1,58₾ -ის
დამრგვალების შემდეგ კი გადასახდელი თანხა 2,60₾ იქნება, ანუ 0,02 თეთრით მეტი.

განვიხილოთ ერთეული პროდუქტის შეძენისა და მომსახურების გაწევის შემთხვევები,


როდესაც ფასი არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე,

მაგალითი 1

თუ N1 პროდუქტის/მომსახურების ფასია 0.58₾, ამ შემთხვევაში, დამრგვალების


პრინციპის გამოყენებით მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა დამრგვალდება
ზემოთ 0.60₾ -მდე.

მაგალითი 2

თუ N2 პროდუქტის/მომსახურების ფასია 0.92₾ -ს, ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხა


დამრგვალდება დაბლა 0.90₾ -მდე.

 როგორ ხდება დამრგვალების მეთოდის გამოყენება?

დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაღდი ფულით


ანგარიშსწორებისას ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამოდენიმე
პროდუქტის/მომსახურების ჯამური ფასი არ მთავრდება 0-ზე ან 5-ზე. ამ შემთხვევაში
ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე
შემდეგი პრინციპით:

 0.21₾ ან 0.22₾ -ზე დამთავრებული ფასი დამრგვალდება 0.20₾ -მდე;


 0.23₾ ან 0.24₾ -ზე დამთავრებული ფასი დამრგვალდება 0.25₾ - მდე;
 0.26₾ და 0.27₾ -ზე დამთავრებული ფასი დამრგვალება 0.25₾ -მდე;
 0.28₾ და 0.29₾ -ზე დამთავრებული ფასი დამრგვალდება 0.30₾ -მდე

 გამოიწვევს თუ არა დამრგვალება ინფლაციას?


იმ ქვეყნების პრაქტიკის გამოცდილების შესწავლამ და დაკვირვებამ, სადაც
დამრგვალების მეთოდი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, გვიჩვენა, რომ ნაღდი
ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდის გამოყენება ინფლაციას არ იწვევს.

 დამრგვალების მეთოდი მოქმედებს თუ არა უნაღდო ანგარიშსწორებისას?

თანხის დამრგვალება მოხდება მხოლოდ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ხოლო


უნაღდო ანგარიშსწორება განხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით.

 რა რეაგირება უნდა მოახდინოს მოლარემ, თუ მომხმარებელი უკმაყოფილებას


გამოთქვამს საერთო თანხის დამრგვალებისას?

2019 წლის 1-ლი იანვრიდან დამრგვალების მეთოდის გამოყენება ნაღდი ფულით


ანგარიშწორებისას სავალდებულოა და რეგულირდება კანონით.

 ვალდებული ვარ თუ არა გამოვიყენო დამრგვალების მეთოდი?

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დამრგვალების მეთოდის


გამოყენება გახდება სავალდებულო.

 რა პერიოდის განმავლობაში შემეძლება 1 და 2 თეთრიანი მონეტებით სარგებლობა


ანგარიშსწორების პროცესში?

2019 წლის 1-ელ იანვრამდე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს


ერთი თეთრის სიზუსტით.

2019 წლის 1-ლი იანრიდან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ


თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან


დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს
სამართლებრივი აქტით.

 სად შეიძლება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლა?

მონეტების გადაცვლა შესაძლებელი იქნება კომერციულ ბანკებსა და საქართველოს


ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

 რა არის 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლის მაქსიმალური


რაოდენობა?

1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების გადაცვლის რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების


გადაცვლის ოპერაციები?
2019 წლის 1-ლი იანვრიდან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან,
მათ შორის ამ მონეტების გადაცვლასთან დაკავშირებული საკითხები,
დარეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.

 არის თუ არა დაგეგმილი 5 თეთრის ნომინალის მონეტის მიმოქცევიდან ამოღება?

5 თეთრის ნომინალის მონეტის მიმოქცევიდან ამოღება არ იგეგმება.

დანართი 1

ქვეყნები რომლებიც აღარ ახორციელებენ ემისიას და იყენებენ დამრგვალების სისტემას

აქვს გადახდის
მიმოქცევაში ცვლილების
აღარ ხდება კანონიერი
N ქვეყანა შემდეგი ყველაზე განხორციელების
ემისია საშუალების
დაბალი ნომინალი წელი
სტატუსი
1 ავსტრალია 1 & 2 Cent 5 cent 1992 კი
2 სინგაპური 1 cent 5 cent 2002 კი
3 ფინეთი 1 & 2 Cent 5 cent 2002 კი
4 ახალი ზელანდია 1; 2 & 5 Cent 10 Cent 1989 & 2006 არა
5 შვეიცარია 1 centime 5 centime 2007 არა
6 დანია 25 Øre 50 Øre 2008 არა
7 ჩეხეთი 50 Heller 1 Czech kroner 2008 არა
8 უნგრეთი 1 & 2 forint 5 forint 2008 არა
9 ისრაელი 1 & 5 agorot 10 agorot 1991 & 2008 არა
10 მალაიზია 1 sen 5 sen 2008 კი
11 შვედეთი 50 Öre 1 kroner 2010 არა
12 ვანუატუ 1 & 2 Vatu 5 vatu 2011 კი
13 ნორვეგია 50 Øre 1 krone 2012 არა
14 კანადა 1 cent 5 cent 2013 კი
15 ჰოლანდია 1 & 2 cent 5 cent 2014 კი
16 ბელგია 1 & 2 cent 5 cent 2014 კი
17 ირლანდია 1 & 2 cent 5 cent 2015 კი
18 ჩილე 1&5$ 10 $ 2017 კი
19 აღმოსავლეთ კარიბია 1 & 2 Cent 5 Cent 2015 კი
20 იტალია 1 & 2 Cent 5 Cent 2018 კი

ცხრილში წლების მიხედვით აღნიშნულია შესწავლილი 20 ქვეყანა, რომლებმაც შეწყვიტეს


დაბალი ნომინალის მონეტების ემისია, შესაბამისად ამ მიდგომით მიმოქცევაში შეამცირეს ან
საერთოდ ამოიღეს დაბალი ნომინალის მონეტები. ყველა მათგანი იყენებს დამრგვალების
სისტემას.

1) ავსტრალია - პრეს რელიზი გამოაქვეყნეს 1990 წელს რაც იუწყებოდა 1 & 2 ცენტი მონეტების
მიმოქცევიდან ამოღებას. გადაწყვეტილება მიიღეს მონეტების დაბალი მსყიდველობითი უნარისა
და წარმოების მაღალი ხარჯების გამო. ცვლილებები განხორციელდა 1992 წელს, 1 & 2 cent
მონეტები ინარჩუნებენ გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს:

წყარო: https://www.ramint.gov.au/one-cent ; https://www.ramint.gov.au/two-cents

2) სინგაპური - 2002 წლის 1 აპრილიდან სინგაპურის ცენტრალური ბანკი წყვეტს 1 cent მონეტის
გამოშვებას მიმოქცევაში, თუმცა მონეტას შეუნარჩუნდა გადახდის კანონიერი საშუალების
სტატუსი. მონეტის გამოყენება მოსახლეობის მიერ არ ხდებოდა აქტიურად, მიმოქცევაში
გაშვებული 50 მილიონიდან ცენტრალურ ბანკს უბრუნდებოდა მხოლოდ 3 მილიონი.

წყარო: http://www.mas.gov.sg/news-and-publications/media-releases/2002/no-more-1-cent-coins-from-
bccs--27-feb-2002.aspx

3) ფინეთი - ფინეთი ანგარიშსწორებისას იყენებს დამრგვალების მეთოდს უახლოეს 5 ცენტამდე.

წყარო: https://www.suomenpankki.fi/en/money-and-payments/euro-coins/

4) ახალი ზელანდია - 1989 წლის 31 მარტს მიმოქცევიდან ამოიღეს 1 & 2 cent მონეტები, გადახდის
კანონიერი საშუალების სტატუსი გააუქმეს 1990 წლის 30 აპრილს.
2006 წლის 31 ივლისს მიმოქცევიდან ამოიღეს 5cent მონეტა, რომელის გადახდისუნარიანობა
გაგრძელდა 2006წლის 1-ლ ნოემბრამდე.

წყარო: https://www.rbnz.govt.nz/notes-and-coins/coins/history-of-new-zealand-coinage

5) შვეიცარია - 1978 წლის 1იანვარს ცენტრალურამ ბანკმა გამოითხოვა 2 centime მონეტები,


მონეტების გადაცვლა ნომინალური ღირებულებით კი შესაძლებელი იყო 1979 წლის 30
ივნისამდე.

2007 წლის 1 იანვარს ამოიღეს 1 Centime მონეტებიც რომელთა გადაცვლა ნომინალური


ღირებულებით შესაძლებელია 2026წლის 31 დეკემბრამდე.

წყარო: https://www.snb.ch/en/iabout/cash/id/cash_coins#t4;
https://www.snb.ch/en/iabout/cash/id/qas_muenzen_1#t3

6) დანია - 25Øre მონეტებს გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2008 წლის 1-ლ ოქტომბერს
გააუქმდა. მონეტების გამოცვლა შესაძლებელი იყო 2011 წლის 1-ლ ოქტომბრამდე

წყარო: http://www.nationalbanken.dk/en/banknotes_and_coins/Pages/default.aspx

http://www.nationalbanken.dk/en/about_danmarks_nationalbank/frequently_asked_questions/Pages/Exc
hange-of-withdrawn-banknotes-and-coins.aspx

7) ჩეხეთი - 2008წლის 31 აგვისტოს ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკმა მიმოქცევიდან 50 Heller მონეტა


ამოიღო, რომლის გამოყენება ტრანზაქციებში 2008 წლის 1 სექტემბრამდე შეიძლებოდა.
მონეტების გადაცვლა ცენტრალურ ბანკში კი 2014 წლის აგვისტოს ბოლომდე გრძელდებოდა.

წყარო: https://www.cnb.cz/en/public/media_service/press_releases_cnb/2007/070802_50heller.html

8) უნგრეთი - https://www.mnb.hu/en/banknotes-and-coins/coins/coins-withdrawn-since-1946

9) ისრაელი - 1991წლის 1 აპრილს 1agora მონეტებს გაუუქმდა გადახდის კანონიერი საშუალების


სტატუსი ხოლო 2008 წლის 1 იანვარს 5agora მონეტებს

წყარო:http://www.boi.org.il/en/NewsAndPublications/PressReleases/Pages/070716e.aspx

10) მალაიზია - http://www.bnm.gov.my/index.php?ch=en_misc&pg=en_archive&ac=507

11) შვედეთი - http://www.riksbank.se/en/Notes--coins/Coins/Invalid-coins/

12)ვანუატუ -
http://www.rbv.gov.vu/attachments/article/253/RBV%20statement%20on%20status%20of%20Vt1%20an
d%20Vt2%20and%20Rounding%20-%20English.pdf

13) ნორვეგია - http://www.norges-bank.no/en/notes-and-coins/Coins/50-ore-coin-1996-2011/

http://www.norges-bank.no/en/Published/Circulars/2011/Regulation-relating-to-withdrawal-of-50-ore-
coins-as-legal-tender/

https://www.norges-bank.no/en/notes-and-coins/Withdrawn-notes-and-coins/Guidelines-exchange-
withdrawn-banknotes-coins/
14)კანადა - http://www.mint.ca/store/mint/about-the-mint/phasing-out-the-penny-
6900002#.WbaKgLIjGM8;http://www.mint.ca/store/mint/about-the-mint/faqs---consumers-
6900004?cat=FAQs+-+Consumers&nId=6900004&nodeGroup=About+the+Mint#.WbaKzrIjGM8

15) ჰოლანდია - ჰოლანდიაში მოქმედებს დამრგვალების მექანიზმი, გამყიდველებს აქვთ უფლება


საერთო ფასი დაამრგვალონ უახლოეს 0 ან 5 ცენტამდე, თუმცა 1 და 2cent მონეტები კიდევ რჩება
გადახდის კანონერ საშუალებათ.

წყარო: https://www.dnb.nl/en/payments/dnb-en-euromunten/index.jsp

16) ბელგია - https://www.nbb.be/doc/ts/publications/principle_rounding_up_down131206fr.pdf

17) ირლანდია - https://www.centralbank.ie/consumer-hub/rounding

18) ჩილე - 2017 წლის 1-ლი ნოებრიდან ჩილეს ცენტრალური ბანკი წყვეტს 1 და 5$ მონეტების
გამოშვებას, მათი გადახდის კანონიერი საშუელების სტატუსის შენარჩუნებით, ამ დროიდან
ტრანზაქციების განხორციელებისას ამოქმდდება დამრგვალების სისტემა რომელიც გულისხმობს
უახლოეს 10ერთეულებამდე დამრგვალებას.

1Cent მონეტა მიმოქცევიდან ამოიღეს- 1976წ

5Cent – 1977წ

10Cent – 1980წ

წყარო:http://www.billetesymonedas.cl/Monedas/CeseEmisionMonedas1y5;
https://en.ucoin.net/table/?country=chile&period=87

19) აღმოსავლეთ კარიბია - ცენტრალური ბანკის ოფიციალურ გვერდზე არსებული განცხადებით


2015 წლის 1-ლი ივლისიდან კომერციული ბანკები ვეღარ მოახდენენ 1 & 2 cent მონეტების
ინკასაციას. დაბალი ნომინალის მონეტები რომლებიც ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან გადახდის
კანონიერი საშუალების სტატუს შეინარჩუნებენ 2020 წლის 30ივნისამდე. ცენტრალურმა ბანკის
მიერ შეიმუშავებული დამრგვალების წესი გამყიდველებსა და მომხმარებლებს მისცემს
საშუალებას ანგარიშწორება მოახდინონ ნაკლები შეფერხებით.

წყარო: https://www.eccb-centralbank.org/p/withdrawn-coins

20) იტალია - 2017 წელს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ 2018 წლიდან იტალიის
ცენტრალური ბანკი შეწყვეტს 1 & 2Cent მონეტების გაშევბას მიმოქცევაში. ოფიციალური რელიზი
იტალიის ცენტრალური ბანკის ვებ გვერდზე ჯერ არ განთავსებულა.

წყარო: https://www.neweurope.eu/article/italy-abolish-1-2-cent-coins/ ; http://www.dw.com/en/italy-


to-stop-producing-1-and-2-cent-coins/a-39020206 ;
http://www.numismaster.com/ta/numis/Article.jsp?ad=article&ArticleId=28636 ;

You might also like