You are on page 1of 4

მესამე სლაიდი

ინფლაციის ბევრად მისაღები განმარტებაა – ფასების საერთო დონის ზრდა, მიმოქცევის


არხების ფულადი მასით გადატვირთვა საქონელთბრუნვის მაღალი მოთხოვნიდან
გამომდინარე, რაც იწვევს ფულადი ერთეულის გაუფასურებას და შედეგად ფასის
ზრდას.

ინფლაციის გამომწვევი მიზეზებია :

 დისპროპორციულობა – სახელმწიფო შემოსავლებისა და ხარჯების


არაბალანსირებულობა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც
ხშირ შემთხვევაში იფარება სენიორაჟის გამოყენებით. სენიორაჟი არის
შემოსავალი, რომელიც მიღებულია ფულის დაბეჭდვის შედეგად. [2]
 ინფლაციურ-სახიფათო ინვესტიციები – ძირითადად ეკონომიკის
მილიტარიზაციას გულისხმობს.
 თავისუფალი ბაზრისა და კონკურენციის არარსებობა – თანამედროვე ბაზარი
გარკვეულ დონეზე ოლიგოპოლიზირებულია. ოლიგოპოლისტი ისწრაფვის
შეინარჩუნოს ფასების მაღალი დონე და დაინტერესებულია დეფიციტის
შექმნით.
 იმპორტირებული ინფლაცია – მისი როლი ეკონომიკის ღიაობის ზრდასთან
ერთად იზრდება, სახელმწიფოს ბრძოლის შესაძლებლობები გარკვეულწილად
შეზღუდული ხდება.
 ინფლაციური მოლოდინი – ამის მაგალითები ყოველდღიურ ცხოვრებაში
შეინიშნება. [1] თუ არსებობს ინფლაციის მოლოდინი, მაშინ ასეთი სიტუაცია
იწვევს მოთხოვნის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკაში სირთულეებს
წარმოშობს და საზოგადოების მოთხოვნის რეალურ სურათს ცვლის.
მეოთხე სლაიდი
ზოგადად ეკონომისტები 4 ტიპის ინფლაციას გამოყოფენ:

მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მთლიანი მოთხოვნა ეკონომიკაში


აჭარბებს არსებულ მიწოდებას, ანუ სხვაგვარად ეს არის მონეტარული ინფლაცია.
ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია, როდესაც მზა პროდუქტებსა და მომსახურებაზე
ფასები იმატებს ნედლ მასალაზე ფასების ზრდის გამო ან როდესაც ხელფასების მატება
წარმოებული პროდუქციის ერთულ ფასს ზრდის.
ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია ანუ დაწესებული ფასის ინფლაცია, როდესაც
რამდენიმე ბიზნესი გადაწყვეტს, მოუმატოს ფასებს საკუთარი მოგების გაზრდის
მიზნით. მას სხვანაირად ოლიგოპოლიურ ინფლაციასაც უწოდებენ. ოლიგოპოლიებს
შეუძლიათ დააწესონ საკუთარი ფასები და გაზარდონ ისინი კარტეულური
გარიგებებით.
სექტორული ინფლაცია, როდესაც ერთ დარგში ფასების ზრდა სხვა სექტორში ზრდის
ფასებს. ამის მაგალითია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც
საკვებისა და სხვა სექტორებში ფასების ზრდას იწვევს. [1]
ფასების ზრდის ტემპების მიხედვით განასხვავებენ:

მცოცავი ინფლაცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შედარებით ფასების ზრდის


დაბალი ტემპი (წელიწადში 10% ან ოდნავ მეტი). ასეთი ტიპის ინფლაცია
დამახასიათებელი განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების 
უმეტესობისთვის და არ წარმოადგენს უჩვეულო მოვლენას.
გალოპირებული ინფლაცია – ფასების ზრდის 20-200%-ით ხასიათდება.
ჰიპერინფლაცია, რომლის დროსაც ფასები ასტრონომიულად იზრდება,
კატასტროფულად განსხვავდება ფასები და ხელფასები, საზოგადოების ყველაზე
უზრუნველყოფილი ფენების კეთილდღეობა ინგრევა, მსხვილი კომპანიები მოგების
გარეშე რჩებიან.

მეხუთე სლაიდი
პირველი ესაა საბაზრო სისტემის მექანიზმების ყოველმხრივი განმტკიცება. აქ
მოიაზრება, მაგალითად, იმპორტული საბაჟო გადასახადების შესუსტება, მცირე
ბიზნესის წახალისება, გაყიდვების დივერსიფიკაციის სტიმულირება, ფასების
ლიბერალიზაცია და არასრულყოფილი კონკურენციის აღკვეთა. 

მეორე პირობა ისეთი მთავრობის არსებობაა, რომელიც ურყევად იცავს უმართავი


ინფლაციის თანდათანობითი აღმოფხვრის კურსს და სარგებლობს მოსახლეობის
უმრავლესობის ნდობით. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობა მიზნად ისახავს სრულიად
გარკვეულ, პრაქტიკულად განხორციელებად ანტიინფლაციურ ამოცანებს.

ანტიინფლაციური სტრატეგიის განუყოფელი კომპონენტია გრძელვადიანი ფულადი


პოლიტიკაა. მისი განმასხვავებელი თავისებურება ფულის მასის ყოველწლიურ მატებაზე
მკაცრი ლიმიტების შემოღებაა. ეს მაჩვენებელი ყალიბდება რეალური წარმოების ზრდის
გრძელვადიანი ტემპისა და ინფლაციის ისეთი დონისგან, რომელსაც მთავრობა
მისაღებად თვლის და მისი გაკონტროლების ვალდებულებას იღებს.

ანტიინფლაციური რეგულირების კიდევ ერთი სტრატეგიული ამოცანაა ბიუჯეტის


დეფიციტის შემცირებაა მისი სრული ლიკვიდაციის პერსპექტივით. დაფინანსების
ნებისმიერი წესის დროს ის გარდაუვალად აძლიერებს ინფლაციას. ამ პრობლემის
გადაჭრა შესაძლებელი ხდება ორი გზით – გადასახადების გადიდებით ან სახელმწიფო
ხარჯების შემცირებით.

მეექვსე სლაიდი
საქართველოში 2009 წლიდან ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი
ინფლაციის თარგეთირებაა, ამ რეჟიმის დროს წინასწარ ხდება  ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებლის განსაზრვრა, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული საშუალოვადიან
პერიოდში, მას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და ამის შემდეგ ამტკიცებს პარლამენტი

ინფლაციის თარგერთირებისას მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი


მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთია, მისი ცვლილებით ქვეყნის ცენტრალური ბანკი
ცდილობს გავლენა უფრო გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთზე მოახდინოს, ასევე
გასესხების განაკვეთსა და საბოლოო ჯამში ერთობლივ მოთხოვნაზე.

მეშვიდე სლაიდი
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს ფიქსირდებოდა, ეს ის პერიოდია, როდესაც
საქართველოში დეფლაციის – ფასების საერთო შემცირების ეტაპი იყო და -3,3%-ს
შეადგენდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს შეინიშნებოდა და 14,3%-ს
გაუტოლდა.

გრაფიკიდან ჩანს, რომ საბაზო ინფლაცია მეტად არასტაბილური მოვლენაა. წლიური


ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილება შემდეგ
სასაქონლო ჯგუფებზე:

 სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასების 11,3%-იანი ზრდა;


 ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასების 11,2%-იანი ზრდა;
 ტრანსპორტი: ფასების 3,3%-იანი ზრდა.

ბოლო წლებში საქართველოში თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ზრდამ 


შესაბამისი პროდუქციის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. რამაც ამ პროდუქციის
მოხმარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია და ასევე გავლენა ინფლაციის
მაჩვენებელზე იქონია. აქედან გამომდინარე, ინფლაციის ძირითად მაჩვენებელთან
ერთად საქსტატი ახალ ინდიკატორს-ინფლაციას თამბაქოს გარეშე გაიანგარიშებს და
აქვეყნებს.

მეცხრე სლაიდი

თუმცა, ყველაფერი ისე კარგად არ განვითარდა, როგორც ამას მოსახლეობა ელოდა. 2021
წელს ახალი შტამების გავრცელების კვალობაზე მეტად გართულდა ეკონომიკური
მდგომარეობაც. ჩაკეტილმა ეკონომიკამ თავისი შედეგი გამოიღო და ქვეყნის
მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა კატასტროფულად გაზრდილი ფასები.

მეათე სლაიდი
აქამდე, საქართველოში 2000-იანი წლების შემდგომ პერიოდში ყველაზე მაღალი
ინფლაცია 2011 წელს შეინიშნებოდა და ის 14.3 %-ს შეადგენდა. მთელი 2021 წლის
განმავლობაში ინფლაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, რამაც, საბოლოო ჯამში
მიგვიყვანა წლიურ 13.9%-მდე.

მიუხედავად ეროვნული ბანკის მცდელობებისა, მთელი ზაფხულის განმავლობაში ის


კვლავ იზრდებოდა და საბოლოოდ 12.8% შეადგინა 2021 წლის აგვისტოში. დეკემბერს,
ინფლაციამ პიკს მიაღწია და 13.9% შეადგინა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ
ვუბრუნდებით 2011 წლის მონაცემს (14.3%), რაც იმას გულისხმობს, რომ
კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი დიდი ზარალია
საქართველოსთვის.

მეთერთმეტე სლაიდი

როგორც ვხედავთ, ინფლაცია 2020-2022 წლების განმავლობაში 2-ზე მეტჯერ არის


გაზრდილი, რაც არც ქვეყნის ეკონომიკისთვის, არც მითუმეტეს მოსახლეობისთვის
კარგს არაფერს ნიშნავს. დღესდღეობით ინფლაციის დონე 13.7%-ს წარმოადგენს და
ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ რეალისტური სცენარით ინფლაცია 2022 წლის მე-3
კვარტლისთვის 4%-მდე დაეცემა, რაც მეტ-ნაკლებად დაასტაბილურებს საქართველოს
ეკონომიკის მდგომარეობას.

მეთორმეტე სლაიდი

ამ ინსტრუმენტების გამოყენებით ეროვნული ბანკი ფინანსურ ბაზარზე საპროცენტო


განაკვეთს არეგულირებს. ფასიანი ქარალდების გაყიდვით საბანკო რესურსები
მცირდება,  შესაბამისად მცირდება ფულის მასის მიწოდება და საბანკო სისტემიდან
ჭარბი ლიკვიდურობის ამოღება ხორციელდება, სადეპოზიტო სერთიფიკატები და
სახაზინო ფასიანი ქაღალდები დაბალი რისკის მატარებელ აქტივთა ჯგუფს
განეკუთვნება და კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს საკრედიტო პორტფელის
რისკიანიბა შეამციროს.

გამორიცხული არაა, როცა მთავრობა ცდილობს ინფლაციის შეზღუდვას, მაგრამ აკეთებს


მას ძალიან აჩქარებით, სახელმწიფო ხარჯების მასირებული შემცირების გრძელვადიანი
შედეგების გაუთვალისწინებლად, ის წააწყდება დეფიციტის გაზრდის, ინფლაციის
დაჩქარების უკუმოქმედ ეფექტს.

You might also like