You are on page 1of 14

ბიჭიკო ჩხაიძე

ინფლაცია და საქართველოს ეკონომიკური პრობლემები

საშინაო ნაშრომი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ბიზნესის ფაკულტეტის

საგანმანათლებლო პროგრამა

აკადემიური წერის საფუძვლები

ლექტორი: შორენა მახაჭაძე

ბათუმი

2024

განაცხადი

1
როგორც წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი ჩემი
ორიგინალური ნამუშევარია და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე
გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ
მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული
სათანადო წესების შესაბამისად.

ბიჭიკო ჩხაიძე

27.01.2024

სარჩევი

1. შესავალი ------------------------------------------------------------------------------ 4
2. ინფლაციის არსი და მისი მნიშვნელობა ------------------------------------------ 5

2
1.1 ინფლაცია და მისი როლი საქართველოში ----------------------------------- 5
1.2 ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები ------------------------------ 7
3. საქართველოს ეკონომიკის ძირითადი პრობლემები ---------------------------- 9
2.1 სხვადასხვა მოსაზრებები აქტუალურ პრობლემებზე ---------------------- 9
2.2 მოსახლეობის ხედვა და პრობლემათა დაძლევის გზები ------------------ 11
4. დასკვნა ------------------------------------------------------------------------------ 14
5. ბიბლიოგრაფია --------------------------------------------------------------------- 15

შესავალი

საკვლევი პრობლემის აღწერა: ნაშრომში „ინფლაცია და


საქართველოს მოსახლეობის პრობლემები“ განხილული იქნება,

3
მოსახლეობის სხვა ძირითად პრობლემებთან ერთად, ინფლაციის როლი
საქართველოში და მისი ზეგავლენა მოსახლეობაზე.
კვლევის აქტუალობა და მნიშვნელობა: განვიხილავთ ინფლაციის
მნიშვნელობას, მის აქტუალობას. თვალსაჩინოებისათვის გამოყენებული
იქნება, სტატისტიკური მონაცემები და მიმოვიხილავთ საკვლევი საკითხის
შესახებ სამეცნიერო ლიტერატურას. ასევე განვიხილავთ მოსახლეობის
სხვა ძირითადი პრობლემების მნიშვნელობასა და აქტუალობასაც.
კვლევის მიზანი და ამოცანები:
1. გავეცნოთ მოსახლეობის ძირითად პრობლემებს და ინფლაციის არს.
2. შევადაროთ თეორიები, პოზიციები თუ შეხედულებები.
3. გავაანალიზოთ მოცემული საკვლევი პრობლემა.
საკვლევი კითხვა:
1. რა არის ინფლაცია?
2. რა ზეგავლენა აქვს ინფლაციას საქართველოს მოსახლეობაზე?
3. როგორ შეძლებს ქვეყანა ინფლაციასთან გამკვლავებას?
4. რა ძირითადი პრობლემები აქვს საქართველოს მოსახლეობას?
5. შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ პრობლემების აღმოფხვრას?

ინფლაცია და საქართველოს ეკონომი პრობლემები


1. ინფლაციის არსი და მისი მნიშვნელობა
1.1 ინფლაცია და მისი როლი საქართველოში
ინფლაცია დიდი ხანია რაც არსებობს, რისი გამომწვევი მიზეზიც
ნაწილობრივ ფულის წარმოშობასთან არის კავშირში, იგი არა მარტო
საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოშია, როგორც აქტუალური

4
და მნიშვნელოვანი პრობლემა. ინფლაცია - ეს არის ფულის მსყიდვე-
ლუნარიანობის დაქვეითება მისი გაუფასურება, იგი პირდაპირი
თარგმანით „გაბერვას ნიშნავს“. ინფლაციის დროს ფულადი
ერთეული უფასურდება და საქონელზე ფასი იზრდება, იგი წმინდა
სოციალურ ეკონომიკური მოვლენაა. ის მრავალი ქვეყნისათვის, მათ
შორის საქართველოსთვის ეკონომიკის განვითარების მთავარი
ხელშემშლელი პრობლემაა. თავიდან იგი მხოლოდ საგანგებო
ვითარებებში იჩენდა თავს, როგორიცაა ომი. რაც გამოწვეული იყო
ომში მყოფი ქვეყნების მიერ ხარჯების დაფარვის მიზნით, ბევრი
ფულის ბეჭვდით. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში მრავალი
ქვეყნისათვის ინფლაცია ეკონომიკის ქრონიკულ დაავადებად იქცა.

ინფლაციის მრავალი სახეობაა ფასების ზრდის ტემპის მიხედვით:


მცოცავი ინფლაცია, გალოპირებული ინფლაცია, ჰიპერინფლაცია,
ბალანსირებული ინფლაცია, არა ბალანსირებული ინფლაცია,
მოსალოდნელი და მოულოდნელი ინფლაცია. ასევე არის
მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია, ხარჯებით გამოწვეული
ინფლაცია, ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია და სექტორული
ინფლაცია. რთულია ინფლაციის ერთი ტიპის მეორისაგან
განსხვავება, ინფლაცია ეკონომიკაში წარმოებული მომსახურებისა
და საქონლის საშუალო ფასის ზრდაა. მისი უარყოფითი შედეგების
გამო იგი მსოფლიოშიც და მათ შორის საქართველოშიც,
მოსახლეობაში იწვევს უარყოფით ემოციებს.
ინფლაცია ქვეყნის ბევრ ასპექტს ეხება, ამიტომაც იგი
სახელმწიფოსათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია.
საქართველოში სახელმწიფო ინფლაციის დარეგულირებისათვის,
სხვადასხვა გზებს მიმართავს. სახელმწიფო იყენებს როგორც
მონეტარულ, ასევე ფისკალურ პოლიტიკას. მონეტარული პოლიტიკა
მართავს ქვეყანაში ვალუტის მარაგს, ფასების სტაბილურობის,
სრული დასაქმებისა და ფინანსური სტაბილურობისათვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას 2009
წლიდან ახორციელებს. ინფლაცია ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

5
საფრთხეს უქმნის თუ კი მისაღებ დონეზე მაღალია. როგორც სხვა
ქვეყნებისათვის საქართველოსათვისაც ინფლაციასთან ბრძოლა
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.
საქართველოში ინფლაციის დონედ განისაზღვრება 3,0%.
საქართველოში ინფლაცია განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიის
შემდგომ იზრდება, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
საქართველოსათვის ინფლაცია განსაკუთრებული პრობლემა იყო
თავდაპირველად, რადგანაც იგი პოსტკომუნისტური ქვეყანა იყო.
„პოსტკომუნისტური საქართველო, სამწუხაროდ, მიეკუთვნება იმ
ქვეყნების რიგს, რომელთაც მოუწიათ ჰიპერინფლაციურ სპირალში
მოხვედრა. კერძოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
აღდგენის საწყის ეტაპზე საქართველოს მთავრობის და ეროვნული
ბანკის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ქვეყანაში ჰიპერინფლაცია
განვითარდა“ (ვლადიმირ პაპავა, ვახტანგ ჭარაია, 2017, 3).
როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა საწყის
ეტაპზე, მთავრობისა და ეროვნული ბანკისაგან იყო არასწორი
ნაბიჯები გადადგმული და ქვეყანაში განვითარდა ჰიპერინფლაცია. ამ
პრობლემის დასაძლევად საქართველოში გატარდა კომპლექსური
ხასიათის ეკონომიკური რეფორმა, და მიღწეულ იქნა
მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ამ მაგალითითა და
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სტაბილურობის
შენარჩუნება ფასებზე გახდა სავსებით ნათლად და ლოგიკურად
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარი
მიზანი. ასე რომ ინფლაციის როლი საქართველოში ადრეც და ახლაც
იყო და რჩება, როგორც აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემა.

ამ ყოველივედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაცია


მეტად მნიშვნელოვანი როლის მქონე საკითხია საქართველოში და ის
არ წარმოადგენს ერთ-ერთ რიგით პრობლემას.

1.2 ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები

6
პოლიტიკოსების აზრით ინფლაცია საქართველოს მოსახლეობის
ნომერ პირველი პრობლემაა, ინფლაციასთან დაკავშირებით ორი
მწვავე პრობლემა დგას, უპირველესად ის, რომ ფასები იზრდება,
ხოლო მეორე ის, რომ ფული უფასურდება. ასევე აღსანიშნავია ის,
რომ საქართველოში ინფლაციასთან ერთად ვალუტა არ
დევალვირდება და ეს ნეგატიური ფაქტორი არ არის საქართველოში,
განსხვავებით სხვა ქვეყნებისა, სადაც ინფლაციაც არის და ვალუტაც
დევალვირდება. ასე რომ ინფლაციას შეუძლია გამოიწვიოს ვალუტის
დევალვირებაც. საქართველოს მოსახლეობის
პრობლემები განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში, უმეტესად
დაკავშირებული არის ინფლაციასთან, ინფლაცია კი განსაკუთრებით
პანდემიის პერიოდში შეინიშნებოდა. მართალია ფასები იზრდებოდა,
თუმცა ეროვნულმა ბანკმა გადადგა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები,
ინფლაციის ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

პოლიტიკოსის ნათია თურნავას სტატიაში: „ინფლაცია


საქართველოს ნომერ პირველი პრობლემაა“ ნათქვამია, რომ
საქართველოს მოსახლეობისათვის წინა პერიოდში, კოვიდ-19
პანდემიამდელ დროს მოსახლეობისათვის ფასების ზრდა არასდროს
ყოფილა ნომერ პირველი პრობლემა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ
„საქართველოს ბოლო ათი წლის განმავლობაში 3-4% მეტი
ინფლაციის დონე არ ჰქონია“ (იხ. www.https://tabula.ge, 20.12.2021).

ინფლაცია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს


გამოწვევაა, იგი გლობალური პრობლემაა. ინფლაცია წარმოადგენს
საქართველოს კრიტიკულ პრობლემას, თუმცა ასევე მთელ
მსოფლიოშიც ამ მხრივ მძიმე ვითარებაა. მაღალი ინფლაცია
მოსახლეობისთვის წარმოადგენს კრიტიკულ პრობლემას.
ლოგიკურიცაა რომ საქართველოში ყველაზე მაღალი ინფლაციის
მაჩვენებელი კოვიდ-19 პანდემიის დროს შეინიშნებოდა და რა თქმა

7
უნდა, ეს რეალობა მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მძიმე
აღმოჩნდა.
ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები უამრავია და ეს ხშირად არის
მძაფრი პოლიტიკური დებატების საფუძველი.
პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ინფლაცია იყო
დაახლოებით 10 პროცენტი წლის განმავლობაში, რაც იყო ბევრად
უფრო დაბალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში ჩვენ გარშემო და თუნდაც
ევროპაში“ (იხ. www.https://factcheck.ge 26.12.2022). აქედან
გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსათვის ინფლაცია
არ არის ისეთი მწვავე პრობლემა დღეს, როგორც ეს იყო კოვიდ-19
პანდემიის პერიოდში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს
საქართველოს მოსახლეობას ინფლაციასთან დაკავშირებული
პრობლემები არ აწუხებს. ხოლო იგივეს ვერ ვიტყვით ევროპაზე,
სადაც ინფლაციის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო წლის
განმავლობაში. ამიტომაც გარდაუვალია ინფლაციასთან
დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება. ინფლაცია
იწვევს ეკონომიკურ პრობლემებს, რაც რათქმაუნდა ქვეყნის
ეკონომიკისათვის მეტად რთული გამოწვევაა. ინფლაციასთან
დაკავშირებული პრობლემები არ არის მარტივად გადასაწყვეტი და
აღმოფხვრადი. ამისათვის მთავრობას უამრავი დაკვირვებისა და
გადაწყვეტილებების მიღება ესაჭიროება, და რა თქმა უნდა თავად
ეკონომისტებსაც რომელთა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სადა-
მკვირვებლო და საანალიზო პრობლემასაც წარმოადგენს ინფლაცია.
საგარეო ფაქტორების მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენის
ინდიკატორია, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ და მეზობელ
ქვეყნებში არსებული ინფლაციის განსაკუთრებულად მაღალი
მაჩვენებლები. NDI-ს კვლევების მიხედვით, 33%-თვის მთავარი
ეკონომიკური პრობლემა ფასების ზრდაა, რაც უშუალოდ
ინფლაციასთანაა დაკავშირებული. 20%-თვის ეკონომიკური
პრობლემა დაბალი ხელფასებია, რაც ასევე ინფლაციასთანაა
დაკავშირებული, 11%-თვის კი დაბალი ხელფასები და ესეც ასევე
კავშირშია ინფლაციასთან. ასე რომ ინფლაციას შეუძლია უამრავი

8
პრობლემის გამოწვევა, რომელთა გადაჭრა ნამდვილად არ არის
მარტივი საქმე, პოლიტიკოსებისა და ეკონომისტებისათვის.

2. საქართველოს ეკონომიკის ძირითადი პრობლემები


2.1 სხვადასხვა მოსაზრებები აქტუალურ პრობლემებზე
გარდა ინფლაციისა, რომელიც არა მარტო საქართველოსთვისაა
აქტუ-ალური პრობლემა, არამედ მსოფლიოსთვისაც, არის კიდევ
უამრავი აქტუალური პრობლემა, რომელთა ნაწილიც ასევე
ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემებია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხშირად
მოიაზრებენ რეგიონის
ყველაზე განვითარებულ ქვეყნად, ჩვენზე ბევრად განვითარებულ
ევროპასთან შედარებით, არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა
საქართველოში. გიორგი ცხადიას ბლოგში ვკითხულობთ, რომ
„დღევანდელი მთავრობა, ცვლილებების განხორციელებაზე
მაინცდამაინც არ არის მომართული...არის ისეთი პრობლემებიც
რომლებიც უბრალოდ ცხოვრების წესისა და მმართველობის ფორმის
ცვლილებას მოითხოვს“ (იხ. www.https://radiotavisupleba.ge 07.2018).
საქართველოს მოსახლეობაში გამოიყოფა 10 მნიშვნელოვანი
პრობლემა და ესენია, 1. შრომის გაუსაძლისი პირობები, რაც
გულისხმობს რომ ქართული კერძო კომპანიების უმეტესობაში
დასაქმებულების შრომითი უფლებები დაცული არ არის. 2. ჰაერის და
ზოგადად გარემოს დაბინძურება, ეს აიხსნება იმით, რომ მსოფლიოში
საქართველო 2018-წლის მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებდა
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით. 3.
უკონტროლო საგზაო მოძრაობა, საქართველოში საგზაო წესებს
მაინცდამაინც პატივს არ სცემენ, ქართვე-ლი მძღოლების უმეტესობა
მასობრივად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს. „თუ წესები არ
დაარღვიე, ქალაქში ვერ იმოძრავებ“ - ასეთია დევიზი ქართველი
მძღოლების უმეტესი ნაწილისა. 4. გამწვანებული საოჯახო სივრცის
ნაკლებობა, შენდება ახალი უბნები მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ

9
შენობებთან ერთად საოჯახო სივრცეების გაშენებაც არის საჭირო. 5.
საცობები, საცობებში უამრავი საწვავი იხარჯება და ეს ხალხის
ეკონომიკური მდგომარეობისათვის ნამდვილად არ არის
სასარგებლო. 6. ტროტუარების არარსებობა ან ავტომანქანებით
ტროტუარების კოლონიზება, საქართველოში იმ მარტივ საკითხზეც
ვერ თანხმდებიან, რომ არ შეიძლება ტროტუარზე ავტომანქანების
დაყენება. 7. გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 8.
ვალუტის კურსის არასტაბილურობა, 9. სამეურნეო პრობლემები და 10.
არასაკმარისი ხელფასები, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის
არსებული ხელფასები არ არის საკმარისი.

Edison Research-ის 2020 წლის კვლევის შედეგების მიხედვით,


„საქართველოს მოსახლეობის 61% - საქართველოს მნიშვნელოვან
პრობლემად ასახელებს სიღარიბეს, 48% - მზარდ ფასებს, 26% -
ოკუპირებულ ტერიტორიებს, 16% - ჯანდაცვას“ (იხ.
www.https://formulanews.ge 16.07.2020). ამავე კვლევების მიხედვით,
საქართველოს მოსახლეობის 58% - თვლის, რომ ქვეყანა არასწორი
მიმართულებით ვითარდება, ხოლო 42% ამბობს, რომ სწორი
მიმართულებით ვითარდება.
თუ ვიმსჯელებთ ხალხის მოსაზრებებით, საქართველოს
მოსახლეობისათვის მთავარ პრობლემას მაინც უმუშევრობა ან
არასაკმარისი, ზოგ შემთხვევაში კი დაბალი ხელფასები
წარმოადგენს. რთულია ყურადღება გაამახვილო ერთეულ
პრობლემებზე საქართველოზე საუბრისას, რადგან ჩვენ უამრავ
პრობლემას ვაწყდებით, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ასპექტში.
საშუალოდ საქართველოში სოფლად
მცხოვრები მოსახლეობის 97% და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის
27% შეშას მოიხმარს გათბობისათვის. შეშის ჭრის მოცულობა ტყეების
განახლებადობის ზღვარს აჭარბებს. ეს კი იწვევს ბუნებრივ
კატასტროფებს რაც საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ ძვირი
უჯდება.

10
საქართველოს ეკონომიკა დღეისათვის არ წარმოადგენს, ძლიერ
ეკონომიკას, ეს კი განპირობებულია საქართველოში არსებული
უამრავი, მნიშვნელოვანი თუ არა მნიშვნელოვანი პრობლემების
არაეფექტური გადაჭრის ხერხებით და არასაკმარისი მცდელობებით
თუ მიდგომებით.

2.2 მოსახლეობის ხედვა და პრობლემათა დაძლევის გზები


მიუხედავად პრობლემათა სიმრავლისა, ყოველი პრობლემის
გადაჭრის ხერხის შემუშავებაა შესაძლებელი, ზოგის რთულად და
ზოგის მარტივად.
საქართველოში და ასევე როგორც მსოფლიოში კოვიდ-19
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გახდა პოპულარული
ციფრული ტექნიკის დანერგვა, ზოგ სფეროში კი გაუმჯობესება
საჭირო. ციფრული ტექნიკის წყალობით შეძლო ბევრმა ბიზნესმა და
მათ შორის საქართველოში არსებულმა ბიზნესებმაც, მუშაობის
გაგრძელება, ასევე სკოლები რომლებიც ონლაინ სწავლების
ტექნოლოგიით აგრძელებდა სწავლებას. ეს მაგალითები გვიჩვენებს
იმას, რომ ყოველი პრობლემიდან შესაძლებელია მისი გადაჭრისა და
მოგვარების ხერხების მოძიება. ინფლაცია კოვიდ-19 პანდემიის
დროს საკმაოდ კრიტიკული საკითხი იყო, როგორც მთავრობისათვის
ასევე საქართველოს მოსახლეობისათვის. მიუხედავად სირთულისა
აქაც მოიძებნა პრობლემასთან ბრძოლის ხერხები, კერძოდ კი
ეროვნულმა ბანკმა მოკლევადიან პერიოდში გადადგა მეტად
მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ასევე მონეტარული პოლიტიკა იქნა
გამკაცრებული, რაც ინფლაციის მოთოკვისკენ გადადგმული ნაბიჯია.
მოსახლეობა
ინფლაციასთან დაკავშირებით ძალიან ნეგატიურადაა განწყობილი,
თუმცა თითოეულის აზრით მნიშვნელოვანია გამოსავლის გზების
ძიება და ინფლაციის მოთოკვისაკენ გადადგმული ნაბიჯები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოში მწვავედაა
ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემები და მოსახლეობის

11
უკმაყოფილება. მოსახლეობის აზრით მთავრობამ უნდა
გააკონტროლოს ხელფასების რაოდენობა, უკიდურეს შემთხვევაში კი
მან უნდა დააწესოს მინიმალური ხელფასი. თუმცა საზოგადოება ვერ
ითვალისწინებს იმას, რომ ხელფასის სახელმწიფოს მხრიდან
დაწესება, კერძო ბიზნესებს მოტივაციას გაუქრობს, აწარმოონ
თავიანთი ბიზნესები და ეს ყოველივე კი გამოიწვევს უმუშევრობის
ზრდას. ერთი პრობლემის მოგვარებით მეორე პრობლემა იზრდება,
ხალხისათვის საკმარისი ხელფასების მთავრობისაგან დაწესება
გამოიწვევს, უმუშევრობის ზრდას. ასევე აქვე გაჩნდება
ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის მაგალითად
შეგვიძლია მოვიყვანოთ ბინებზე ქირის ფასის, სახელმწიფოსაგან
განსაზღვრა, ამით კი ბინის მფლობელებს მოტივაცია დაეკარგებათ
რომ გააქირაონ თავიანთი ბინები, და როდესაც ბინა სარემონტო
მდგომარეობაში აღმოჩნდება ისინი უბრალოდ გადაწყვეტენ, რომ
ქირის ფასიდან გამომდინარე მის სარემონტოდ ხარჯების გაწევა არ
ღირს.
ასე რომ ყოველთვის მთავრობას არ შეუძლია, პრობლემების
მოგვარება, ზოგჯერ ისიც კი ჯობს რომ არაფერი გააკეთოს, რათა
ამით მეორე უფრო კრიტიკული პრობლემა არ წარმოშვას.
მიუხედავად ზემოთ ხსენებული პრობლემათა გადაჭრის
სირთულეებისა, არსებოს ისეთი პრობლემები რომელთა გადაჭრა
მთავრობას მარტივად შეუძლია. ან ისეთი პრობლემებიც რომელთან
ბრძოლაც არ იწვევს ახალი პრობლემის წარმოჩენის საშიშროებას.
პოზიტიური ფაქტორია ისიც, რომ ზოგჯერ პრობლემასთან
საბრძოლველად გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანია, რომ ზოგჯერ
აზრი აქვს მცდელობას. თუმცა თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს კარგად
დაკვირვება სჭირდება, რადგანაც ერთი პრობლემის მოგვარებამ არ
წარმოშვას ახალი პრობლემა. ხანდახან კი სხვა ქვეყნების მაგალითზე
და
შედეგებზე დაკვირვებით მოქმედებაც წარმატებულია, თუ
გათვალისწინებულია ქვეყნის შესაძლებლობები და სურვილი.

12
დასკვნა
ინფლაცია მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი პრობლემაა
მთელს მსოფლიოში, იგი განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში
შეინიშნებოდა. ინფლაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ
არის მარტივად აღმოფხვრადი, თუმცა ყოველი პრობლემის
გადაჭრის ხერხის შემუშავება არის შესაძლებელი.
კოვიდ-19 პანდემიამ დაგვანახა, რომ ციფრული ტექნიკა მეტად
მნიშვნელოვანი და საჭიროა ბიზნესისათვის. ონლაინ სივრცის
წყალობით, კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში, უამრავმა ბიზნესმა
მოახერხა საქმიანობის გაგრძელება და ბიზნესის შენარჩუნება.
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ პრობლემასთან ეფექტურ
ბრძოლას დადებითი შედეგი მოაქვს, რაც მნიშვნელოვანია არა
მარტო ცალკეული ბიზნესებისა და ადამიანებისათვის, არამედ
ეკონომიკისათვისაც.
ასევე არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრა მთავრობას
მარტივად შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პრობლემასთან
საბრძოლველად გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანია, თითოეულ
ნაბიჯს კარგად დაკვირვება სჭირდება, ასე იქნება შესაძლებელი ერთი

13
პრობლემის გადაჭრით ახალი პრობლემის წარმოშობის თავიდან
არიდება.
საქართველოს ეკონომიკისათვის მეტად მნიშვნელოვან თემას
წარმოადგენს ინფლაცია, თუმცა აქაც მოიძებნება ეფექტური გზები
მასთან საბრძოლველად. ინფლაციასთან ბრძოლის ყველაზე
ეფექტური გზაა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ასევე
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისაგან
გადაიდგას მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინფლაციასთან
საბრძოლველად.
საქართველოს მოსახლეობის აზრით, მთავარ ეკონომიკურ
პრობლემას, უმუშევრობა და არასაკმარისი, ზოგ შემთხვევაში კი
დაბალი ხელფასები წარმოადგენს.
ბიბლიოგრაფია

1. გიორგი ცხადია, ბლოგში, 07.2018, იხ.


www.https://radiotavisupleba.ge
2. ვლადიმერ პაპავა, ვახტანგ ჭარია „ექსპერტის აზრი“, 2017, იხ.
https://gfsis.org.ge/files/library/opinion-papers/77-expert-opinion-
geo.pdf
3. ნათია თურნავა, „ინფლაცია მოსახლეობის ნომერ პირველი
პრობლემა“ 20.12.2021, იხ. www.https://tabula.ge
4. Edison Research, 16.07.2020, იხ.
www.https://formulanews.ge

14

You might also like