You are on page 1of 4

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

შუალედური გამოცდა

სპეციალობა:ეკონომიკა

სასწავლო კურსი: მიკროეკონომიკის შესავალი

სტუდენტი:

ვარიანტი III

ღია კითხვები

1)მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს მოთხოვნათა რაოდენობას, ხოლო მიწოდების მრუდი


მიწოდებული საქონლის რაოდენობას.

2)გადასახადები ბაზრის მონაწილეების დანაზოგებს ამცირებს.

3)უარყოფითი გარეგანი ეფექტია მაგ:მანქანის გამონაბოლქვი. მანქანის გამონაბოლქვის


საშუალებით ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გარკვეული ნაწილი რჩება.

დადებითი გარეგანი ეფექტის მაგალითად შეგვიიძლია მოვიყვანოთ განათლება, რადგან უფრო


განათლებული საზოგადოება ხელს უწყობს განვითარებას და ტექნოლოგიური მიღწევების
გავრცელებას.

4)კერძო გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს, რადგან იგი სცდება


დადგენილი ნორმების ზღვარს.

5)უბილეთო მგზავრი არის ის ვინც სარგებლობს საქონელს, მაგრამ ამისათვის გადახდას თავს
არიდებს. საზოგადოებრივი საქონლის მიწოდებისას ჩნდება ბევრი ,,უბილეთო მგზავრი’’, ამის
გამო მტავრობა უნდა დააწესოს გადასახადები, რითაც მოგვარდება ,,უბილეთო მგზავრის’’
პრობლემა.

6)1. ფასები იზრდება, როდესაც მთავრობა ძალიან ბევრს ფულს ბეჭდავს. გერმანიაში 1921 წელს
ყოველდღიური გაზეთი 0,30 მარკა ღირდა, ხოლო 1922 წლისათვის ორ წელიწადზე ნაკლები
დროის შემდეგ იგივე გაზეთი 70000000 მარკა გახდა. ეს ეპიზოდი ისტორიაში ინფლაციისა და
ფასების ზრდის ყველაზე საინტერესო მაგალითია.

2.ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების წარმოების უნარზე.


მაგალითად: 2003 წლის მონაცემებით საშუალო ამერიკელის წლიურმა შემოსავალმა 37500-სს
შეადგენდა, ხოლო მექსიკელის 8950-ს. მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობას უფრო
უკეთესი ცხოვრების დონე და სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ, ვიდრე დაბალშემოსავლიანებს.
3.მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას შორის
ალტერნატივის წინაშე. გრძელვადიან პერიოდში ფასების მატება ფულის მასის ზრდის
უმთავრესი შედეგია, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ის უფრო რთულ და წინააღმდეგობრივ
მოვლენად შეიძლება გადაიქცეს.

7)ეკონომიკური წრებრუნვის მოდელი ჩვენ გვიჩვენებს თუ როგორ მოძრაობს რესურსების


ნაკადი საოჯახო მეურნეობებსა და ფირმებს შორის.

8)მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით=მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული


ცვლილება/ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.

9)დეფიციტს ფასის ზედა ზღვარი იწვევს, რადგან ის წონასწორული რაოდენობის ქვემოთაა.

10)ნორმატიული დებულება არის, დებულება იმის შესახებ, თუ როგორია სამყარო.

თეორიული საკითხები

1)

გარეგანი ეფექტები არის ერთი პიროვნების ქმედების გავლენა, მეორე პიროვნების


ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუ ეს გავლენა მეორე პიროვნებისთვის წამგებიანია, ასეთ
გარეგან ეფექტს უარყოფითი გარეგანი ეფექტი ეწოდება. მაგალითად: ქარხანა ამზადებს რაიმე
პროდუქციას და გამოყოფილი აირი მომწამვლელია, ეს ნიშნავს იმას, რომ რაიმე პროდუქციის
წარმოების დანახარჯები საზოგადოებისთვის უფრო მეტია, ვიდრე მწარმოებლისთვის.

გარეგანი ეფექტების ზემოქმედებას ეკონომიკაზე მივყავართ საბაზრო ჩავარდნამდე,


რადგან პროდუქტის ან მომსახურების ფასის წონასწორობა ზუსტად არ ასახავს მოცემული
პროდუქტის ან მომსახურების რეალურ ხარჯებსა და სარგებელს. გარეგანმა ეფექტებმა,
რომელიც არსებობს დადებითიც და უარყოფითიც, შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც
ცალკეული ინდივიდის, ისე მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე. ეკონომიკაში
არსებობს ოთხი სხვადასხვა სახის გარეგანი ეფექტი: დადებითი მოხმარება, დადებითი
წარმოება, უარყოფითი მოხმარება და უარყოფითი წარმოება. სახელწოდებებიდან გამომდინარე
დადებით გარეგან ეფექტებს აქვთ დადებითი ეფექტი, შესაბამისად, უარყოფითს საპირისპირო
შედეგები მოჰყვება. მაგალითად, დაბინძურება ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი
უარყოფითი გარეგანი ფაქტორია. ფაბრიკა-ქარხნები, ელექტროსადგურები და ავტომანქანები
უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. ეს უარყოფითად აისახება იმ
ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ მათ მახლობლად. დადებითი გარე ეფექტები წარმოიშობა,
მაგალითად, ისეთი პროდუქტის ან წარმოების მეთოდის გამოგონებით, რომელსაც მოიხმარს
არა მარტო გამომგონებელი, არამედ, ბაზრის ყველა დანარჩენი მონაწილეც. გამოგონების
ინდივიდუალურ ხარჯებს ამ შემთხვევაში უპირისპირდება საზოგადოებრივი სარგებელი,
რომელიც ბევრად აღემატება ინდივიდუალურ სარგებელს. დადებითი გარეგანი ეფექტის
მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ განათლება. ცხადია, განათლებული ადამიანი მეტ
სარგებელს იღებს, ამასთან, არსებობს პოზიტიური გავლენა განათლებული ადამიანის მიღმა,
როგორიცაა ნაკლები დანაშაული და მეტი სტაბილურობა,ასეთი ადამიანები უფრო
ინტელექტუალური და მცოდნე მოქალაქეები არიან. ყველა ეს ფაქტორი დადებითადაა
დაკავშირებული განათლების დონესთან. ამიტომ განათლება იქნება უფრო ნაკლები მის
წონასწორულ დონე, თუკი სარგებელი, რასაც განათლება გვაძლევს არ იქნება
გათვალისწინებული.

ამოცანა 1

ა)მთავრობა გაყიდის 160 ერთეულს. ნატახტარი იყიდის 80 ერთეულს, ტკბილი ქვეყანა 40


ერთეულს, ხოლო ნიკორა 80 ერთეულს.

ბ)ხარჯი არის, ნატახტარის-1400ლ,ტკბილი ქვეყნის-2000 ლ,ნიკორასი 500 ლ. სულ 3900ლ.

გ)არ ექნებათ გაყიდვის უფლება, ნატახტარი 2400, ტკბილი ქვეყანა 3000 და ნიკორა 1200. სულ
6600 ლ.

ამოცანა 2

ა)ამ შემთხვევაში ბაზარზე იქნება სიჭარბე

ბ)ფასის ქვედა ზღვარის დაწესებამ შეიძლება შეამციროს მათი მთლიანი შემოსავლები, იმ


შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ელასტიკურია.
თეორიული საკითხების გრაფიკი

You might also like