You are on page 1of 6

ბიბლიოგრაფიის დამოწმების წესები

დამოწმება ტექსტში
(შიდატექსტური დამოწმება ერთი ავტორის შემთხვევაში)

როგორც ვიცით, ,,აჭარული კილოს ლექსიკურ ფონდში ერთ-ერთ


თვალსაჩინო ფენას წარმოადგენს ძველი ქართულის ლექსიკა.
აჭარულმა შემოინახა ბევრი არქაული სიტყვა იმ მნიშვნელობით, რაც
მათ ძველ ქართულში ჰქონდათ” (შანიძე, 1980:32), გარდა ამისა,
აჭარულში ბევრია თურქიზმები, რუსიზმები. აღსანიშნავია, რომ
საკვლევი სოფლის მეტყველებაც ამის ნათელი მაგალითია.
დამოწმება ტექსტში რამდენიმე ავტორის
შემთხვევაში

არგუმენტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს


მსჯელობისათვის ნათელის
მოფენას. ,,მისი მიზანია მსჯელობის,
ჭეშმარიტების ჩვენება“ (გოჩიტაშვილი...,
2013:67).
გამოყენებული ლიტერატურის სია
წესები 1
(გვარების მიხედვით ლაგდება ანბანურ რიგზე)

1. გოჩიტაშვილი ქ., შაბაშვილი გ., შარაშენიძე ნ., ,,აკადემიური წერა“,


გამომცემლობა ,,საიმედო“, თბ., 2013;

2. შანიძე ა., ,,ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“, თხზულებანი თორმეტ


ტომად, ტომი III, თბ., 1980;
ინტერნეტ წყაროების მითითება
ლინკი უნდა იქნას მითითებული სრულად
კონკრეტული ვებგვერდიდან ვისიმე ავტორის სტატიის გამოყენებისას,
ჩვეულებრივად ავტორის გვარი, სტატია, ვებ-გვერდზე განთავსების თარიღი
დაშემდეგ ლინკი, მაგ.:
1. ბოლქვაძე მ., ,,მორფემების საკითხისათვის ქართულში“, 2010 წ. გვერდის
განახლების თარიღი 2008 წ., ინფორმაციის მოძიების თარიღი 2022 წ. 11 ნოემბერი -
http://corpora.co/#/
უცხოენოვანი ლიტერატურის მითითება

უცხოური ლიტერატურის მითითების შემთხვევაში, ჯერ ვწერთ ანბანურ რიგზე


დალაგებულ ქართულენოვან ლიტერატურას, შემდეგ ვაგრძელებთ ანალოგიური
პრინციპით უცხოური ლიტერატურის ჩამოწერას.

You might also like