You are on page 1of 4

ლევან ხალვაში

ფსიქოლოგიზმი ლინგვისტურ აზროვნებაში

ა. შლაიხერის ნატურალისტური კონცეფცია, მართალია, იძლეოდა გარკვეულ პასუხს კითხვაზე რა


არის ენა? - ენა არის ორგანიზმი. მაგრამ ვერაფრით უძლებდა კითხვას სად არის ენა,თუ კი ის
ორგანიზმია? ყოველგვარი ორგანიზმი წარმოადგენს მატერიალურ სუბსტანციას, რომელსაც
გარკვეული ადგილი უკავია სივრცეში. შეიძლება თუ არა იგივე ვთქვათ ენის შესახებაც? გრამატიკისა
და ლექსიკონის სახით გვაქვს კონკრეტული ენის აღწერა, მაგრამ სად არის თავად აღწერილი ენა? ამ
კითხვამ, ერთი მხრივ, შეუძლებელი გახადა შლაიხერის ნატურალისტული კონცეფცია და, მეორე
მხრივ , დასაბამი მისცა ფსიქოლოგისტურ მიმართულებას ენათმეცნიერებაში. ლინგვისტური
ფსიქოლოგიზმის მიმდევრებია: ჰ. შტაინთალი, ვ. ვუნდტი, ა. პოტებნია. ჰ. პაული, ფ.დე სოსიური, ი.
ბუდუენ დე კურტენე, ა. მარტი, ა. გარდინერი, კ. ბიულერი და სხვ. დასახელებული მეცნიერები
სხვადასხვა ლინგვისტუ სკოლის წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათ მეცნიერულ შეხედულებებს
ახასიათებს საერთო რამ, კითხვაზე „სად არის ენა?“ პასუხის გასაცემად ისინი მიმართავენ ადამიანის
ფსიქიკას. ამგვარი არჩევანის გაკეთებას მოითხოვდა როგორც ი. კანტის „წმინდა გონების კრიტიკა“,
რომელიც ადამიანისტვის რეალურად არსებულ სამყაროს განიხილავდა გონში, და მე-19 საუკუნეში
გაჩენილი ახალი ფილოსოფიური მიმართულება - პოზიტივიზმი, რომელმაც მეცნიერული კვლევის
ველი მკაცრად შემოსაზღვრა ემპირიით და ამით ბრძოლა გამოუცხადა მეცნიერებაში ყოველივე
არაემპირულს ანუ მეტაფიზიკურს სწორად ამ მეთოლოგიური პოზიციიდან მე-19 სს 70-80 წ.წ.
ლაიფციგის უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორებმა კარლს ბრუგმანმა, ჰერმან ოსტჰიპმა,
ბერტოლდ დელბრუკმა და ჰერმან პაულმა გაილაშქრეს ენათმეცნიერებაში ჩამოყალიბებული
ტრადიციის წინააღმდეგ. მეცნიერმა ფ. ცარნკემ ამ ენათმეცნიერებს Junggrammatiker („ახალგაზრდა
გრამატიკოსები“) უწოდა. ხუმრობით ნათქვამი სიტყვა შემდგომში ლინგვისტური სკოლის
სახელდებად გადაიქცა.

ახალგრამატიკოსთა (სხვაგვარად, ნეოგრამატიკოსთა) აზრით, ლინგვისტიკის ნაკლი იმაში


მდგომარეობდა, რომ ენათმეცნიერები სწავლობდნენ კონკრეტულ ენებს და ენას საზოგადოდ
როგორც ადამიანისაგან დამოუკიდებლად არსებულ ობიექტებს, რომელთა ფონეტიკური
ცვლილებები არ არის განპიროებული მათზე მოლაპარაკე ადამიანებით. მაგრამ, აღნიშნავენ ოსტჰოფი
და ბრუგმანი, ბგერათა ყველაზე მარტივი ცვლილებებიც კი, მაგლითად nb>mb; bn>mn; ar>ra
გაუგებარია, თუ კი მათ განვიხილავთ მხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით (Остгоф, Бругман, 148).
„ენა არ არის ისეთი რამ, რაც ადამიანთა გარეშე და მათ ზემოთ დგას და თავისთვის არსებობს,
ნამდვილად იგი არსებობს მხოლოდ ინდივიდში. ამდენად ენის ცხოვრებაში მომხდარი ყველა
ცვლილება შეიძლება მომდინარეობდეს მხოლოდ მოლაპარაკე ინდივიდებისაგან“ (Остгоф, Бругман,
153), ამიტომ, ასკვნიან ოსტჰოფი და ბრუგმანი, ენა უნდა განვიხილოთ სამეტყველო მოქმედებაში
(Остгоф, Бругман, 147). ადამიანური მეტყველების მექანიზმს ფიზიკურის გარდა აქვს ფსიქიკური
მხარეც, მხოოდ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით გავერკვევით ენაში მომხდარ ცვლილებებში.
„ენათმეცნიერები დიდი მონდომებით სწავლობდნენ ენებს, მაგრამ ძალიან ცოტას - ოლაპარაკე
ადამიანს“ (Остгоф, Бругман, 147). მართლაც, შლაიხერმა ენის ობიექტურად არსებობის თეორიული
დასაბუთებაც სცადა და ამით დააცილა ენა ადამიანს. ჰუმბოლდტთან შმოქმედია ენა და არა
ადამიანი: ენა წარმოქმნის გონს, კულტურას, ერს, ადამისნ, მთლიან სამყაროსაც, ამ თეორიებს
ახალგრამატიკოსები მიიჩნევებ მეტაფიზიკურ სპეკულაციებად, რადგან ისინი მოკლებული არიან
მეცნიერულ საფუძველს. კომპარატივისტი - ენათეცნიერები დადის წრეზე, როცა წინარე-ენის
აღსადგენათ იყენებენ წერილობითი ძეგლებიდან ცნობილ ძველი ენების მასალას, რადგან ასო-
ნიშნები ვერ გამოხატავენ ბგერებს ზუსტად, ძველი ტექსტები შედგენილია ლიტერატურული ენით
და არა ცოცხალი სასაუბრო ენით ან ხალხური კილოებით, რომლებიც გაცილებით უფრო
გამოხატავენ ენის ცხოვრებას. ენის ამდვილი სურათი არ შეიძლება მივიღოთ მისი მხოლოდ
ქაღალდზე შესწავლით. მეცნიერებმა უნდა დაანებონ თავი ბუნდოვან ჰიპოთეზებს და შეისწავლონ
ენობრივი რეალობა, ენის კვლევა უნდა იყოს ემპირიული, (Остгоф, Бругман, 149-152). რადგან ენის
ემპირიას მისი ბგერითი ფორმა წარმოადგენს, ნეოგრამატიკოსებთან კვლევის ცენტრა გადაინაცვლა
სამეტყველო ბგერებზე. ნეოგრამატიკოსთა თანამედნროვე გერმანელი ენათმეცნიერი გ. კურციუსი
წერდა: „მეცნიერულად შეიძლება გამოკვლეულ იქნეს მხოლოდ ის, რაც კანონზომიერია და შინაგანად
ურთიერთკავშირსია; იმის შესახებ კი, არც ნებსმიერია, შეიძლება მხოლოდ რაღაცას მივხვდეთ,
მაგრამ მეცნიერულ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ... სწორედ ბგერათა ცხოვრებაში სეიძლება ყველაზე
დიდი ატყუარობით დავადგინოთ მყარი კანონები, რომლებიც თითქმის ისევე თანმიმდევრულად
მოქმედებენ, როგორც ბუნების ძალები“ (Кодуков, с. 73). ფონეტიკურ ცვლილებათა მიზეზად
კურციუსი წარმოთქმის მოსახერხებლობას თვლიდა. მან სწორად შეამჩნია, რომ ფონეტიკურ
ცვლილებებს გარკვეული მიმართულება ახასიათებს, ასე, მაგალითად, „ მსკდომები იქცევიან
ნაპრალებად“ (t>J) და არა პირიქით. ნეოგრამატიკოსებმა გაიზიარეს და განავითარეს კურციუსის ეს
მოსაზრება. მათ არა მარტო დაადგინეს და აღწერეს მრავალი ბგერითი კანონი, არამედ ჩამოაყალიბეს
თეორია ფონეტიკური კანონების შესახებ:

- ფონეტიკურ კანონს აქვს მატერიალური, ბგერითი ხასიათი და არ არის დამოკიდებული სიტყვის


ლექსიკურ მნიშვნელობაზე.

- ბგერითი კანონი ეს ისეთი ცვლილებებია, როდესაც ბგერა იცვლება მეზობელი ბგერების,


ფონეტიკური პოზიციისა და მახვილის გავლენით.

- ფონეტიკური კანონი რეგულარულია, სოციალურად განპირობებულია.

„ჩვენ მიერ დადგენილი ბგერითი კანონები სხვა არაფერია, თუ არა ერთგვაროვნებანი, რომლებიც
წარმოიშვება გარკვეულ ენასა და გარკვეულ დროში და რომელთაც მხოლოდ ამ ენის და დროისთვის
აქვთ ძალა“ - დელბრუკი

მე- 17-18 სს. გალილეისა და ნიუტონის შემდეგ კლასიკურმა მექანიკამ ბუნების მრავალი მოვლენა
ახსნა, რამაც მექანიკის კანონების გააბსოლუტება გამოიწვია, ე.წ. მექანიციზმი, რომელიც მექანიკის
კანონებს უნივერსალურად აცხადებს და მექანიკური კანონებით ხსნის ყოველივეს, მაგალითად
ბიოლოგიურ, ფსიქიკურ, ქიმიურ, სოციალურ მოვლენებს. პოზიტივიზმის ფუძემდებელმა ო. კონტმა
მექანიკა გამოაცხადა ყველა მეცნიერების საფუძვლად. ამ კონცეფციის თანახმად ყოველი მოვლენის
არსი შეიძლება დავიყვანოთ მექანიკის კონონამდე, რომელმაც არ იცის გამონაკლისი.

ლინგვსვისტიკაშიც ნეოგრამატიკოსებმა წამოაყენეს შემდეგი დებულება: ბგერითი კანონი


უგამონაკლისოა, თუ ის მოქმედებს ენაში, მას ყელა სიტყვა ექვემდებარება, სადაც დაცულია
შესაბამისი პირობები.

კანონი როგორც შესასწავლი ობიექტის იმპლიკაციურად დაკავშირებული თვისებები


ბუნებისმეცნიერებაში რეტროსპექციით- წარსული რეალიების რეკონსტრუქციის მიზნით პირველად
გამოიყენა ჟ. კიუვემ. ჩ დარვინი სახეობათა ევოლუციის თეორიაც არსებულ ორგანიზმთა
ურთიერთმიმართების ასახსნელად მიმართავდა წარსულს. მსგავსად მე-19 საუკუნის ლინგვისტიკაც
ენათა შორის დაფიქსირებულ მსგავსებას ხსნიდა მხოლოს ისტორიულად:

სანკრიტი რუსული

bhu - быть

bharati - брать

bhătr - брат

bhaga - Бог

budh - будить

sŭnu - сын

mătr - матерь

მოყვანილ მაგალითებში შეიძლება გამოვყოთ ბგერათა რეგულარული შესატყვისობა:

სანსკრიტი რუსული

bh - b

b - b

dh - d

ŭ - (ы)

u - (ъ)

ă - a

a - o

აღნიშნული გვიქმნის საფუძველს წინარეინდოევროპულ ენაში ვივარაუდოთ: ფშვინვიერი და


არაფშვინვიერი თანხმოვანი ბგერების და გრძელი და მოკლე ხმოვანი ბგერების არსებობა.

„ჩემთვის უცნობია“, - წერს ჰ. პაული, - „როგორ შეიძლება წარმატებით ვიმსჯელოთ ენაზე მისი
ისტორიული ჩამოყალიბების დადგენის გარეშე“ (Пауль 43). ამ სიტყვებით გერმანელი მეცნიერი
აღიარებს ენათა ისტორიულ- სედარეით კვლევას ლინგვისტური ანალიზის ერთადერთ ჭეშმარიტ
მეთოდად მაშინაც კი, როცა მკვლევარი განიხილავს ენის განვითარების ერთ რომელიმე საფეხურს,
რადგან მოცემული ენობრივი ვითარების ასახსნელად, ენობრივ ფაქტებს შორის კანონზომიერებათა
დასადგენად მან (მკლევარმა) ყველა შემთხვევაში უნდა მიმართოს ისტორიულ პროცესს. ამრიგად,
პაულთან ისტორიული გაუტოლდა მეცნიერულს. მისი შეფასებით, აღწერითი გრამატიკა, რომელმაც
უნდა დააფიქსიროს ენობრივი ფაქტები (ფორმები, წესები), სინამდვილეში გვთავაზობს ენორივი
ფაქტების მხოლოდ აბსტრაქციებს, რადგან ვერ ადგენს კაუზალურ კავშირებს და ამიტომ ვერ იძლევა
ენის ცხოვრების მეცნიერულ სურათს (Пауль 46). „ენის მეცნიერულად შესწავლისათვის არ არსებობს
სხვა ხერხი ისტორიულის გარდა“ (Пауль 42), პაულის ეს დარწმუნება სურვილია შეარიგოს ენათა
ისტორიული კვლევა პოზიტივიზმის მოთხოვნებთან, დაუკავშიროს ისტორიული პრინციპი
რეალობასთან. მაგრამ „როგორც აკუსტიკურ-ფიზიოლოგიური პროდიქტი სიტყვა ქრება როგორც კი
ამოძრავეული სამეტყველო ორგანოები დაუბრუნდება უძრავ მდგომარეობას“ (Пауль 50). ამიტომ
ლინგვისტური კვლევის ნამდვილი ობიექტია არა მეტყველების ბგერითი კომპლექსები, არამედ
ადამიანთა სულში მოცემულიმათი წარმოდგენები, რომელთა დინამიკური ერთობლიობა
(„ფსიქიკური ორგანიზმი“) მეტყველების დროს ქვეცნობიერებიდან ამოდის გონის ნათელ ნაწილში.
პაულის თანახმად, „ყოველივე ეს მიეკუთვნება ენის ისტორიას და ამის გარეშე შეუძლებელია
მივარწიოთ განვითარების სრულ გაგებას“ (Пауль 46). ფსიქიკური პროცესის ლინგვისტიკის მთავარ
ობიექტად აღიარებით პაულმა გაამართლა ფსიქოლოგიზმი ენათმეცნიერებაში, მისი თქმით:
„ენათმეცნიერება ყველაფრამდე უნდა იყოს ფსიქოლოგისტური, იქაც კი, სადაც საქმე ეხება ერთეული
ფაქტების კონსტატაციას“ (Пауль 44).

ინდივიდის სულში არსებული სამეტყველო წარრმოდგენათა ერთობლიობას პაული უწოდებს


ინდივიდუალურ ენას (Пауль 54), მისი კონცეფციის თანახმად, კომუნიკაცია წარიმართება ადამიანთა
ინდივიდუალური ენების ურთიერთზემოქმედების შედეგად წარმოქმნილი უზუსის მეშვეობით.
მაგრამ ინდივიდის ფსიქიკაში ასახული სამეტყველო გამოცილება შეიძლება წარმოადგენდეს
მხოლოდ უზუსის თავისებურ და ამ გაგებით ინდივიდუალურ ასახვას, რომელიც არ შეიზლება
წარმოქმნიდეს უზუსს, რადგან თავად არის უზუსის ნაწილი. უზუსს შეიძლება წარმოქმნიდეს
უნიკალური ინდივიდუალური ენა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ როგორც ინდივიდისთვის
თანდაყოლილი თვისება. პაულის კონცეფციაში სადმე არ ჩანს ეროვნული ენა. ახალგრამატიკოსებთან
ეროვნული ენა შესაძლებელი დარჩა მხოლოდ ქაღალდზე, რეალობაში კი მისი ადგილი დაიკავა
უზუსმა.

You might also like