You are on page 1of 12

ნინი ცუცუნაშვილი

ლიკა თოდუა
ლინა კოსიანი

უმუშევრობა
ნინი ჩხაიძე
ნიკა ხოჯევანიშვილი
ანოტაცია
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
უმუშევრობით გამოწვეული სოციალური
და ეკონომიკური შედეგები განიხილება
ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ
პრობლემებთან ერთად, როგორიცაა
სიღარიბე და სოციალური სტაბილურობა.
უმუშევრობა გვევლინება ქვეყნებში
სიღარიბისა და კრიმინალის ზრდის
განმაპირობებელ მთავარ ფაქტორად. ის
ზრდის სოციალურ რისკებს, აფერხებს
ეკონომიკურ ციკლებს და საფრთხეს
უქმნის ქვეყნის მომავალს. სტატიაში
განხილულია უმუშევრობის არსი, სახეები
და წარმოქმნის მიზეზები. ასევე,
ვისაუბრებთ უმუშევრობის სოციალურ-
ეკონომიკურ შედეგებზე და დაწვრილებით
განვიხილავ საქართველოს მაგალითს.

09/23/2021
2
რას ნიშნავს უმუშერობა სტატისტიკის მიხედვით?
საქსტატი  დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკის შემუშავებისას ხელმძღვანელობს
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიით, რომლითაც ასევე
ხელმძღვანელობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. აღნიშნული მიდგომა ხელს
უწყობს ქვეყნებს შორის ოფიციალური სტატისტიკის ურთიერთშესადარისობას. საქსტატი
სამუშაო ძალის სტატისტიკას აქვეყნებს წელიწადში ერთხელ. ქვემოთ მოცემულია
საქართველოს შრომის  ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩო და 2015 წლის
პროცენტული მაჩვენებლები, რაც შემდგომში განსახილველი საკითხების უფრო
ნათლად ილუსტრირებისთვის დაგვჭირდება.

09/23/2021
3
09/23/2021
4
უმუშევრობის არსი და სახეები
უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის თანხმლები სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა. უმუშევრობის
პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს თავის სამუშაო ძალას.
შრომის ბაზარზე დარღვეულია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა . სწორედ ამიტომ,
სამუშაო ძალის მიწოდება აღემატება მასზე მოთხოვნას. მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობა
შეიძლება არსებობდეს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. [1]
უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის განუყოფელი მოვლენაა, რაც იმით აიხსნება, რომ დინამიკურ
საზოგადოებას ესაჭიროება სივრცე შრომის ბაზარზე. ასეთ სივრცედ ეკონომისტები მიიჩნევდნენ
სამუშაო ძალის სიჭარბეს და მიუთითებდნენ, რომ მისი გარკვეული დონით არსებობოა სრულიად
დასაშვებია სრული დასაქმების პირობებში. ამდენად, უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გარდაუვალ თვისებას წარმოადგენს.
უმუშევრობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა ახასიათებს იმ დაუსაქმებელ ადამიანთა
კატეგორიას, რომლებიც შრომის ბაზარზე წონასწორობის მუდმივი რყევის შედეგად , მოკლებულნი
არიან მუშაობის შესაძლებლობებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებიდან
გამომდინარე, ადამიანი უმუშევრად რომ ჩაითვალოს უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ
ყველა მოთხოვნას:
1.იყოს „სამუშაოს გარეშე“ ე. ი. არ გააჩნდეს ანაზღაურებად სამუშაო გარკვეული დროის
განმავლობაში;
2.„მზად იყოს მოცემულ მომენტში მუშაობისათვის“ ე. ი . მზად იყოს იმუშაოს დაქირავებით ან თვითონ
დასაქმდეს;
3.„ეძებდეს სამუშაოს“ ე. ი. კონკურენტულ ღონისძიებებს ახორციელებდეს ანაზღაურებადი სამუშაოს
მოსაძებნად
0 9 / 2 3 / 2 0 2 1 . 
5
ნახაზი 1: კლასიკური (სტრუქტურული)
ნახაზი 2: კეინზიანური უმუშევრობის
უმუშევრობის წარმოშობა და მასთან
წარმოშობა
ბრძოლა

09/23/2021
6
უმუშევრობა საქართველოს დასაქმების პოლიტიკის
კვალდაკვალ

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ -ეკონომიკური პრობლემაა ,


განსაკუთრებით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ. პანდემიამ , როგორც საქართველოში ,
ასევე მსოფლიოში, რამდენიმე  თვით სრულიად გააჩერა ეკონომიკა და შეცვალა ადამიანების ცხოვრების
რიტმი. დღეს, თითქმის ყველა ქვეყანაში, კორონავირუსის პირველი ტალღა გადავლილია და მთავრობები
ცდილობენ აქტიური ეკონომიკური პოლიტიკით მოსახლეობა კვლავ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნონ ,
თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის (მეორე ტალღა) გათვალისწინებით და იმ დანაკარგით რაც სხვადასხვა
კომპანიებმა COVID-19-ით მიიღეს რეაბილიტაციის პროცესები საკმაოდ ნელა მიმდინარეობს .
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დასაქმების პრობლემა კორონავირუსამდეც იყო , მიუხედავად იმისა ,
რომ ყოველწლიურად მცირე პროგრესი გვქონდა დასაქმების კუთხით . შესაბამისად , დღეს , ჩვენმა
ხელისუფლება განსაკუთრებით უნდა ეცადოს ეფექტური დასაქმების პოლიტიკა წარმართოს , რათა
ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყოს ხელი .

09/23/2021
7
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
(საქსტატი) მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის საშუალო
მაჩვნებელი ქვეყანაში 11.6% იყო, რაც წინა წლებთან
შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა
ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სადაც 
უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი 6.7%-ია, ორჯერ
მაღალია. 2019 წელს, საქართველოში  ეკონომიკურად
აქტიური იყო  1.911.2 მილიონი ადამინი, მათგან 1.690.2
მილიონი დასაქმებული, ხოლო 221.0 ათასი დაუსაქმებელი. 
მართალია ყოველწლიურად დაუსაქმებელი ადამინების
რაოდენობა მცირდებოდა და 2020 წელსაც წინასწარი
მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა
შემცირებულიყო, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა
პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა .
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში 
უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3
პროცენტი შეადგინა. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით
შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის
დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტით, ხოლო
სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2
პროცენტით. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ
დასაქმების პრობლემა შექმნა როგორც საქართველოში,
ასევე მსოფლიოში. საერთაშორისო მონეტარული ფონდის
(IMF) კვლევით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი
უმუშევრობა განვითარებულ ქვეყნებშიც.

09/23/2021
8
საქართველოს მთავრობა დასაქმების აქტიურ პოლიტიკას მიმართავს , რაც გულისხმობს სტარტაპების
წახალისებას, სახელმწიფო სამსახურების შექმნას, პროფესიული გადამზადების პროგრამებს , ახალი
სამუშაო ადგილების შექმნას და ა.შ. მიუხედავად ამისა,  უმუშევრობა გაცილებით მაღალია ვიდრე
განვითარებულ ქვეყნებში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც ვერ ხდება უმუშევრობის სწრაფად
შემცირება არის ის, რომ დასაქმებული ადამინების დიდი ნაწილი მუშაობს აგრარულ სექტორში ,
რომლის პროდუქტულობაც თანდათან მცირდება, რაც ზოგადად ეკონომიკური კუთხით თუ შევაფასებთ
პრობლემა საერთოდ არ არის. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებაში აგრარული
სექტორის წილი საშალოდ 1.1% ია, საქართველოში კი 6.22%. მთავარი პრობლემა , მდგომარეობს იმაში ,
თუ დასაქმებული ადამიანების რამდენი პროცენტი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.22% -ს .
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევით, საქართველოში დასაქმებული
ადამინების დაახლოებით 39% მუშაობს სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად აგრარულ სექტორში
დასაქმებული ადამიანის შრომა საშუალოდ, 7-ჯერ უფრო არაეფექტიანია ვიდრე სხვა სექტორში
დასაქმებულის 
საქართველოში უმუშევრობას ორი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს : მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია .
დღეისათვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი , რამდენი სამუშაოს მსურველიც არის გარკვეული
ხელფასის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში , უმუშევრობის შემცირების ერთადერთი გზა
საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე , სამუშაო ადგილების მატებაა . საქართველოში საშუალო და უმაღლესი
განათლების არასასურველი ხარისხის გამო პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება . ასიათასობით
უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა , რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლადაა საჭირო .
მთავრობას არ შეუძლია უმუშევრობის პრობლემა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდით გადაჭრას , ეს მხოლოდ ბიუროკრატიული
ხარჯების ზრდას გამოიწვევს და ისევ ეკონომიკას დააწვება ტვირთად , რაც ნიშნავს , რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდის
გამო კერძო სექტორში დასაქმებულები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ .
უმუშევრობის პრობლემის სრულად გადაჭრა შეუძლებელია , ხოლო მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია , ოღონდ არა
მყისიერად ან 1-2 წელიწადში. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი (მაგალითად , იაპონია , სინგაპური , გერმანია ) მოსახლეობის 2-3%
უმუშევარია. ეს მოსახლეობის ის ნაწილია , რომელიც უკეთ ანაზღაურებად სამსახურს ან მისი პროფესიის შესაფერის სამსახურს ეძებს .

09/23/2021
10
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს უმუშევრობის შემცირებას გარკვეულწილად ტექნოლოგიური
პროგრესიც ანელებს. ხელით შრომა სულ უფრო ნაცვლდება ტექნიკით , კომპიუტერებით . მაგალითად , ფულის
ჩასარიცხმა აპარატებმა გააქრო ათასობით მოლარისა და ოპერატორის სამუშაო ადგილი . დიდ ქარხნებსაც კი
აღარ ჭირდებათ ათიათასობით თანამშრომელი . თავის მხრივ , ახალი ტექნოლოგიების შექმნა აჩენს ახალ
სამუშაო ადგილებს, მაგრამ ეს ხდება თანამედროვე ტექნიკა -ტექნოლოგიების მწარმოებელ და არა
მომხმარებელ ქვეყნებში.
მთავარი საკითხი ალბათ მაინც განათლებაა , სადაც უნდა მოხდეს ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან , ამის
რესურსი მარტივი მოსაძებნია იმ ბევრი არაეფექტური პროგრამების ხარჯზე , რომელსაც უფრო პოლიტიკური
დანიშნულება აქვს (თუნდა ხვნა–თესვის უფასო პროგრამები ), მთავარი ამ ნაწილში პროფესიული
გადამზადების ცენტრების შექმნაა რეგიონებში , რომლებმაც ბიზნესის და დასაქმების მსურველების ინტერესები
და უნარჩვევები ერთმანეთს უნდა დაუახლოოს.
გმადლობთ
ყურადღებისათვის!

You might also like