You are on page 1of 4

1

კოვიდ-19 ის გავლენა მსოფლიოსა და კონკრეტული ქვეყნების


ეკონომიკაზე

გიორგი ბიწაძე

ეკონომიკის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი

PWS 3110: აკადემიური წერა

ლექტორი: ხატია ჯანგავაძე

ნოემბერი 24, 2022


ლიტერატურის მიმოხილვა
ლიდა ვეინსტოკი 2021 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში ,,კოვიდ-19 და აშშ-ს
ეკონომიკა”, გვაცნობს იმ საინტერესო მასალებსა და ინფორმაციებს, რომლებიც
კოვიდ პანდემიის დროს იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და უდიდესი
გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე. მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ სწორედ ამ
პერიოდში დაფიქსირდა უმუშევრობის ყველაზე მაღალი პროცენტული
მაჩვენებელი, კერძოდ, 2020 წლის აპრილში. მრავალი ეკონომიკური მაჩვენებელი
დღესაც მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი ეკონომიკური მოქმედებები
არ არის ბოლომდე აღმოფხვრილი.

ავტორის კვლევები გვიჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების


ეკონომიკა ყოველ წელს უმჯობესდება და უბრუნდება პანდემიამდე მყოფ
ნიშნულებს. მაგალითად, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის აპრილამდე
უმუშევრობის დონე საგრძნობლად შემცირდა. ასევე ის თვლის, რომ მომავალი
რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფაქტორი კიდევ გააგრძელებს კლებას და 2026
წლისთვის უმუშევრობის დონე დაახლოებით 4% ზე ნაკლები იქნება.

კაურ მანპრიტი და საი რავი თავიანთ სტატიაში ,,The spread of Covid-19 and it’s
impact on indian economy” აქვეყნებენ იმ მონაცემებს, რომლებიც გვიჩვენებენ თუ
რა ზიანი მიაყენა უკვე ინდოეთს 21 საუკუნეში არსებულბა ყველაზე დიდმა და
ძლიერმა პანდემიამ. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ამბობდნენ, რომ
შესაძლოა ამ პერიოდში დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური
კრიზისი იყოს დიდი დეპრესიის კრიზისის შემდგომ. 2020 წლის 25 მარტიდან
ინდოეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა 3 კვირიანი სრული კარანტინი, როდესაც
ყველა სასწავლო დაწესებულება და უამრავი კომპანია დაიკეტა. შეწყვიტა მუშაობა
ყველა ბიზნეს სექტორმაც. სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ ჩაკეტავდა ყველა
‘’კარს” და აკრძალავდა ყველა მგზავრობას ამ პერიოდის განმავლობაში. ამ
ყველაფერმა კი უდიდესი დარტყმა მიაყენა ინდოეთის ეკონომიკას, რადგან
ტურიზმი რეალურად აღარ იყო ქვეყანაში და ამასთანავე ყველა ბიზნეს სექტორიც
შეჩერებული იყო. 50 მილიონზე მეტი მიგრანტი დაუბრუნდა საკუთარ მშობლიურ
მიწებს, რადგან კოვიდ პანდემიის დროს უმუშევრად დარჩნენ. 2021 წლისთვის
ეკონომიკური ზარალი სერიოზული იყო და ქვეყანა კიდევ თუ ამ ტემპით
განაგრძობდა ცხოვრებას მალე შეიძლებოდა ფატალურ შედეგამდეც მისულიყვნენ
და მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბის უკიდურეს ზღვარზე მივიდოდა.
თავის სტატიაში ,, Support Measures Introduced to Mitigate the Consequences of
COVID-19 on the Latvian Population and Economy” ლაგზდინა დაიგაც გვესაუბრება
იმ პრობლემებზე, რომლებიც კორონა ვირუსმა გამოიწვია ლატვიის
სახელმწიფოში. მოცემულ სტატიაში ავტორი ცდილობს, რომ მკაფიოდ გვიჩვენოს
ლატვიის მდგომარეობა კოვიდ პანდემიის დროს. თუ რა გავლენა იქონია კორონა
ვირუსმა ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ მდგომარეობაზე.
Სახელმწიფოში 2020 წლის პირველ ნახევარში ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო,
რადგან ვირუსი ახალი იყო და შედარებით ნაკლები ცნობა ჰქონდათ მასზე. ამ
პერიოდში ქვეყნის ხელისუფლებას მოუწიათ ყველაზე მძიმე მოქმედებების
გატარება და სახელმწიფოს მთლიანად ჩაკეტვა. აღარ მუშაობდა საზოგადოებრივი
ტრანსპორტი შეწყდა ყველა სახის ღონისძიება იქნებოდა ეს: სპორტული,
სოციალური, საგანმანათლებლო თუ სხვა. ამ ყველაფერმა კი პირდაპირი გავლენა
იქონია მოსახლეობის, როგორც ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ასევე მატერიალურ
მდგომარეობაზე. Სახელმწიფოში მრავალი პიროვნება სამსახურის გარეშე დარჩა.
ავტორმა უმთავრესი ყურადღება სახელმწიფოს ჩართლობაზე გაამახვილა.
გვიჩვენა თუ რა რეფორმები გაატარა ლატვიის ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის
მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის დროს
მრავალი პიროვნება, როგორც თვითდასაქმებული, ასევე ოფიციალური
სამსახურის მქონე მოქალაქე, სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩა. ამისთვის
სახელმწიფომ შემოიღო რეფორმა, რომლის თანახმადაც, ის პიროვნებები,
რომლებიც 2020 წლის 14 მარტიდან 30 ივნისამდე სამსახურის გარეშე დარჩა
სახელმწიფოსგან მიიღებდნენ ყოველთვიურ “ხელფასს” მაქსიმუმ 700 ევროს
ოდენობით. Ამისთვის ლატვიის სახელმწიფოს ჯამში 17.5 მილიონი ევროს გაღება
მოუწია, რაც დამეთანხმებით პატარა ევროპული ქვეყნის ბიუჯეტისთვის ძალიან
დიდი თანხაა. სტატიის ამ მონაკვეთით ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ლატვიის ხელისუფლება ნამდვილად ფიქრობდა ქვეყნის მოსახლეობაზე და მათი
ცხოვრების შედარებით გასამარტივებლად ყველანაირ ხერხს იყენებდნენ. იმ
ადამიანებზე იზრუნეს, რომელთაც თავისდა დამოუკიდებლად მოაკლდათ
ოჯახის სარჩენი და თავის გასატანი რესურსი.(გ.ბიწაძე შუალედური)
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტატიაა ,,Global, Pandemic Impact on World
EconomyEconomics” სადაც აღწერილია პანდემიის გავლენა მთლიან ეკონომიკაზე.
ყველაფერი 2019 წლიდან იწყება, როდესაც ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში დააფიქსირეს
გაურკვეველი სახის ვირუსი. ამის შემდეგ ის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას
და კონტინენტს მოედო. შეჩერდა მსოფლიოში ტურისტული თუ სხვა სახის
მიმოსვლები. Ბევრი ქვეყანა სრულიად იზორილებული გახდა გარკევული დროის
განმავლობაში. თითოეულ ქვეყანაში გაჩნდა გარკვეული სახის კრიზისები, თუმცა,
რა თქმა უნდა, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში უფრო მაღალი
ეკონომიკური კლებაა მოსალოდნელი, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში.

აღნიშნული წყაროები საშუალებას გვაძლევს ნათლად დავინახოთ თუ რა


ვითარება იყო მთელ მსოფლიოში გლობალური პანდემიის არსებობის დროს.

You might also like