You are on page 1of 3

დასავლეთ სამყაროს ეკონომიკური განვითარება 1973-2000 წლებში

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დასავლეთ სამყაროს ეკონომიკის განვითარება


შენელდა, თუ 1948-1973 წლებში ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის საშუალო ზრდა 1.7 %-დან
(ახალი ზელნადია) 8 %-მდე (იაპონია) იყო, 1973-დან 0.5 %-დან (შვეიცარია) 3.6 %-მდე
შემცირდა.

ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.

მთავრობის ეკონომიკაში ჩარევა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები მთლიანი შიდა


პროდუქტის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1960 წელს დასავლეთის ქვეყნებში
აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 29 % იყო, 1980 წელს 44 %-მდე გაიზარდა, ხოლო 2000
წელს 48 %-ს მიაღწია. ხარჯების ზრდა პირველ რიგში პოლიტიკური ფილოსოფიის ცვლილებამ
გამოიწვია, თანამედროვე ლიბერალიზმის სოციალიზმთან დაახლოებამ. დასავლეთის
ქვეყნებში მინიმლისტური სახელმწიფოს იდეა კიდევ უფრო მეტად ჩაანაცვლა საყოვეთაო
კეთილდღეობის სახელმწიფო იდეამ, რაც მთავრობის როლის ზრდაში გამოიხატა. გაზრდილი
ჩარევის ძირითადი ნაწილი მოდიოდა სოციალური ხარჯების ზრდაზე. 1990 წლისათვის
სოციალური ხარჯები მშპ-ის 16 %-დან 32 %-მდე მერყეობდა.

70-იანი წლებიდან შენელდა ტექნოლოგიური პროგრესი, მათ შორის გერმანიაში და


იაპონიაშიც, რომლებიც წინა ათწლეულებში ლიდერ პოზიციებზე იყვნენ ტენოლოგიების
განვითარების ტემპის მიხედვით.

1973 წლის პირველმა სანავთობო შოკმა საკმაოდ დააზარალა დასავლეთ ქვეყნების


ეკონომიკას. ნავთობზე ფასი გაიზარდა 4-ჯერ. მეორე სანავთბო შოკი იყო 1979 წელს, როდესაც
ფასი 3-ჯერ გაიზარდა.

ეკონომიკის ზდის ტემპის შენელება ასევე განპირობებული იყო კლებადი მარჟინალური


ზრდის ეფექტის გამო, რაც გულისხმობს ყოველ მომდევნო წელს იმავე ზრდის ტემპის მიღწევის
გართულებას, ანუ თავდაპირველ ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად განაპირობებდა მეორე
მსოფლიო ომის გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა დასავლეთის ქვეყნებში. მაგალითად,
ყოველ მომდევნო წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას სჭირდება უფრო მეტი
ინვესტიცია, შრომა და ტექნოლოგია, ვიდრე წინა წელს.

1
დასავლეთის ქვეყნების გამდიდრებამ და შრომის სახელმწიფოს მიერ დარეგულირებამ
მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულ ადამიანთა მუშაობაზე დახარჯული დრო. 70-იანი
წლებიდან სამუშაო კვირა განისაზღვრა 40-44 საათით, ხოლო დამატებით საათებზე
დამსაქმებელმა 25 % ან 50 %-ით მეტი უნდა გადაუხადოს დასაქმებულს. 2000 წლიდან
საფანგეთში 35 საათიანი სამუშაო კვირა დააკანონეს. 2004 წლიდან ევროკავშირში განისაზღვრა
მაქსიმალური სამუშაო დრო, ეს არის კვირაში 48 საათი. დასაქმებულს არ შეუძლია 48 საათზე
მეტი იმუშაოს. შრომის ასეთმა დარეგულირებამ საგრძნობლად შეამცირა დასავლეთის
ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე სამუშაო დრო. თუ 1900 საუკუნის ბოლოს საშუალო წლიური
სამუშაო დრო 1300 საათი იყო, 1950 წელს 950 საათამდე შემცირდა, ხოლო მე-20 საუკუნის
ბოლოს უკვე 600 საათი იყო. ბუნებრივია, სამუშაო დროის შემცირება მხოლოდ რეგულაციების
შედეგი არ იყო, სიმდიდრის და კაპიტალის დაგროვება, ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო
ნაკლებად აიძულებდა ადამიანებს ბევრი ეშრომათ. თუმცა, „აზიურ ვეფხვებში“ და ჩინეთში
დღესაც 1000 საათზე მეტს მუაობენ, რაც ერთ დასაქმებულზე გამომუშავებული პროდუქტის
რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მეორე საუკუნის ბოლო ათწლეულის უდიდესი პროგრესი იყო საინფორმაციო (პირველ


რიგში ინტერნეტი) და საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება. მსოფლიოში მილიონობით
ადამიანისთვის იოლად ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია საერთაშორისო ბაზრების,
რესურსების, ინვესტირების და დასაქმების შესახებ.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან სწრაფად იზრდება განვითარებადი ქვეყნების წილი


საერთაშორისო ვაჭრობაში და ინვესტივიების მოზიდვაში. თუმცა საერთაშორისო ვაჭრობის 65
% ჯერ კიდევ დასავლეთის ქვეყნებზე მოდიოდა საუკუნის დასასრულს.

ამ პერიოდს თან ახლავს ურბანიზაციის დონის ზრდა, რაც აისახა დასაქმების სექტორულ
გადანაწილებაში. საუკუნის ბოლოს დასავლეთის ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში ქვეყნების
მიხედვით მაქსიმუმ 5 % იყო დასაქმებული, მრეწველობაში კი 15-25 %, დანარჩენი დაქმებული
იყო მომსახურების სექტორში. მაგალითად, აშშ-ის მოსახლეობის 80 პროცენტი დასაქმებული
იყო მომსახურების სექტორში.

70-იანი წლების მნიშვნელოვაი ცვლილება იყო სავალუტო რეჟიმის ცვლილება, ბრეტონ


ვუდსის სისტემა, რომელიც ფიქსირებული სავალუტო კურსის რეჯიმს გულისხმობდა,
შეიცვალა მცურავი ვალუტის კურსის რეჟიმით. დასავლეთის ქვეყნების ვალუტების კურსი
2
აღარ იყო დაფიქსირებული დოლარის მიმარ, პირიქით კურსის დაიწყო მერყეობა. 1985 წლიდან
ძრითადად დაიწყო მართვადი ცურვა, რაც გულისხმობს, რომ გარკვეულ სიტუაციებში
მთავრობა ერევა ვალუტის კურსის ჩამოყალიბებაში, რომ სწრაფად არ მოხდეს კურსის
გაუფასურება ან გამყარება.

მნიშვნელოვანი იყო 1999 წლიდან ევროს შემოღება ევროკავშირის ქვეყებში, რომელმაც


2002 წლიდან ჩაანაცვლა ევროკავშრის უმეტესი ქვეყნების ვალუტები. დღეს 28 სახელმწიფოდან
ევრო მიმოქცევაში არის 18 ქვეყანაში
(Austria, Belgium, Cyprus, Estonia, Finland, France,Germany, Greece, Ireland, Italy, Latvia, Luxembour
g, Malta, the Netherlands, Portugal, Slovakia, Slovenia, Spain). ევრო გახდა მეორე მნიშვნელოვანი
საერთაშორისო ვალუტა დოლართან ერთად.

გარდა იმისა, რომ მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში დასავლეთის ქვეყნებმა დიდ
წარმატებას მიაღწიეს ცივ ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, 80-იან წლებში ეკონომიკურ
წარმატებასაც მიაღწიეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ (UK). ეს წარამტება განაპირობეს
აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და ინგლისის პრემიერ მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა.
მათმა გაატარეს კონსერვატიული ეკონომიკური რეფორმები, რაც გულისხმობდა
მონეტარისტული პოლიტიკის გამკაცრებას (ფულის მიწოდების კონტროლი), სახელმწიფო
საწარმოების პრივატიზაციას, გადასახადების და ბიუროკრატიის შემცირებას, რეგულაციების
შემცირებას. შედეგად, აშშ-ის და ინგლისის ეკონომიკა 80-იან წლებში საშუალოდ 4-5 %-ით
იზრდებოდა, რაც მნიშველოვნად მაღალი ზრდის ტემპია განვითარებული ეკონომიკის მქონე
ქვეყნებისთვის.

1973-2000 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა საერთაშორისო ინტეგრაციების მასშტაბები.


ევროკავშირში 9 ქვეყანა იყო 1973 წელს, 2000 წელს კი 15 ქვეყანა. ამავე პერიოდში OECD-ის
ქვეყნების რიცხვი 24-დან 34-მდე გაიზარდა, ხოლო NATO-ს წევრების რიცხვი 16-დან 28-მდე
გაიზარდა.

You might also like