You are on page 1of 7

5.

,,რეინის კაპიტალიზმის“ ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი


ევროპული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითრების იმ
მაჩვენებლებთან ერთად, რომლებიც მათ აკავშირებთ, არსებობს ევროპული ეკონომიკის
და პოლიტიკის ისეთი თავისებურებები, რომლებიც საწინააღმდეგო გავლენას ახდენენ
ინტეგრაციის პროცესზე. ამიტომაც საჭიროა აღვნიშნოთ დღევანდელ ევროპაში
არსებული რამდენიმე საწინააღმდეგო სახელმწიფო.
გაერთიანებული ევროპის შექმნაზე ძალზე დიდი გავლენას ახდენენ, წინააღმდეგობები
ქვეყნების ჯგუფებს და ცალკეულ ნაციონალურ ეკონომიკებს შორის. განსხვავებების
მიხედვით ევროკავშირში შეიძლება გამოვყოთ ევროპული გაერთიანების მთავარი
ნაწილები:
• რეინის კაპიტალიზმის ქვეყნები - გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც უძღვებიან
ევროკავშირს;
• იტალია, რომელიც ასევე ითვლება „რეინის კაპიტალიზმის“ ქვეყნად;
• დიდი ბრიტანეთი, რომლის ეკონომიკა და პოლიტიკა აშშ-ს ეკონომიკასთან და
პოლიტიკასთან ახლოს დგას;
• „პატარა“ განვითარებული ქვეყნების ჯგუფი;
დასავლეთ ევროპაში - ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდების სამეფო;
ჩრდილოეთ ევროპაში - დანია, ირლანდია, ფინეთი და შვედეთი;
ცენტრალურ ევროპაში - ავსტრია;
• საშუალოდ განვითარებული ქვეყნები - საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია,
რომლებიც სამხრეთ ევროპულ ჯგუფს ქმნიან;
• ევროკავშირში 2004 წლის მაისში მიღებული ქვეყნები - უნგრეთი, კვიპროსი, ლატვია,
ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი და ესტონეთი.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ამერიკული ეკონომიკის მოდელი წარმოადგენს
საწარმოს და ეკონომიკის ინტერესების მჭიდრო გადაბმულობას, როდესაც ნებისმიერი
მეწარმის საქმიანობის მიზანი არის მოგების მოკლევადიანი მიღება და რაციონალურობა,
რომელიც შეზღუდულია ეკონომიკისა და ტექნიკის განვითარებით. ამ შემთხვევაში
ეკონომიკას ფინანსები მართავენ.
დასავლეთ ევროპამ ამჯობინა სოციალური საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უფრო
ესადაგებოდა რეგიონალურ რეალობას, იმდენად რამდენადაც ამერიკული მოდელის
შემოღების მცდელობას შეეძლო არაპროგნოზირებადი შედეგები მოეტანა. მაგალითად
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, მათ შორის იაპონიაში, ამერიკული ეკონომიკის
მოდელის შემოღების მცდელობამ აზია 1997-1998წწ ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
შთამბეჭდავად გამოიყურება, დასავლეთ ევროპის სოციალური პოლიტიკა,
განსაკუთრებით „რეინის კაპიტალიზმის ქვეყნებში“:

Prepared by: Tornike Mzhavanadze


სოციალური ხარჯები %
ქვეყანა
1971 წ. 1990 წ.

საფრანგეთი 63,6 66,3


გერმანია 54,5 59,4
იტალია 53,3 52,0

„რეინის კაპიტალიზმის’’ ქვეყნების თავისებურება, რომლებიც ევროკავშირის ბირთვს


ქმნიან, მდგომარეობს იმაში, რომ 2500 წლის განმავლობაში ისინი არიან დასავლეთი
კულტურისა და ცივილიზაციის მთავარი მატარებელი. ამ ქვეყნების ეკონომიკა
წარმოადგენს „სოციალურ-დემოკრატიულ საბაზრო სისტემას, რომელიც რეგულირდება
მისი კულტურული ტრადიციების მიხედვით და აერთიანებს ინდივიდუალიზმის
ელემენტებს, სოციალური დაცვის კორპორატიულ და სახელმწიფო სტრატეგიებს,
სახელმწიფო ელიტების ჩარევას და მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს,
მეორე ადგილზე ათავსებს სახელშეკრულებო სამართალს, რომლის ლიდერობა არის
თვითრეგულირებადი, ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემების
დამახასიათებელი.“

გერმანია- გაერთიანებული ევროპის ლიდერი

„რეინის კაპიტალიზმის“ ქვეყნებიდან ევროკავშირში წამყვანი როლი გერმანიას


ეკუთვნის, რომელსაც ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიოში მესამე

Prepared by: Tornike Mzhavanadze


ადგილი უჭირავს. დასავლეთ ევროპაში ის პირველია მოსახლეობის რაოდენობის
მიხედვით - 80,7 მლნ (2014წ.), მე-3 ტერიტორიის მიხედვით – 357,0 ათასი კვ/კმ. 2014
წლის მიხედვით მშპ (ნომინალი) შეადგენს 3.876 ტრილიონ დოლარს, ხოლო მშპ (მუპ)
3.338 ტრილიონ დოლარს, ერთ სულ მოსახლეზე კი 41 248 დოლარი. გერმანია არის
ძლიერი სამრეწველო სახელმწიფო: 2000 წელს მისი წილი მსოფლიო სამრეწველო
წარმოებაში 6,42 % შეადგენდა. გარე სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით(1,3
ტრილიონი დოლარი) 2003 წელს ის ცოტათი ჩამორჩებოდა აშშ-ს (2,0 ტრილიონი
დოლარი), ხოლო ექსპორტის მიხედვით ის პირველ ადგილს იკავებდა მსოფლიო
ბაზარზე და დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კაპიტალის
ექსპორტიორი და იმპორტიორი.
ეს მიღწევები განპირობებულია გერმანული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების
მოდელით, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში მიიღეს, მეორე მსოფლიო ომში ქვეყნის
სწრაფი რეაბილიტაციის მიზნით. „გერმანული საოცრების“ ფუძე არის შერეული
ეკონომიკის სისტემა, რომელიც არის კომპრომისი თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკის
სახელმწიფო რეგულირებას შორის. ამჟამად გერმანია სოციალურ საჭიროებებზე ხარჯავს
მშპ-ს დაახლოებით 30 %.
იმის გათვალისწინებით, რომ გერმანია არ ფლობდა მინერალური რესურსების
მარაგებს და არც სოფლის მეურნეობისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებს, წარმატებას
მიაღწია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მეშვეობით. ქვეყანას გააჩნია სამეცნიერო
კვლევების უძველესი ტრადიცია ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ქიმია, ოპტიკური
ფიზიკა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, მედიცინა და სხვები. 200-ზე მეტ მსხვილ
სამეცნიერო ცენტრში დასაქმებულია დაახლოებით 500 ათასი ადამიანი.
მიღწევები მეცნიერებაში გერმანულ კომპანიებს დიდ უპირატესობას აძლევენ
კონკურენტულ ბრძოლაში. სახელმწიფო ეხმარება ფუნდამენტალური კვლევების
განხორციელებაში, მხარს უჭერს გერმანელი მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო
სამეცნიერო პროგრამებში. ასტიმულირებს მცირე ბიზნესის კვლევას და განვითარებას
(Research and Development). კვლევაზე და განვითარებაზე მშპ-ში გაწეული ხარჯების
მიხედვით (3%) გერმანია შედის მსოფლიოს პირველ ხუთეულში, ამასთან ერთად ყველა
ხარჯის 60%-ზე მეტი ეკუთვნის კერძო საწარმოებს. მართალია, ეკონომიური
სირთულეების დროს ხდება კორპორაციების საინვესტიციო აქტივობის შემცირება.
„ეკონომიკური საოცრების’’ შექმნის მნიშვნელოვან ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე
ფართომასშტაბიანი ომისშემდგომი დახმარება ამერიკული „მარშალის გეგმის“
მიხედვით, საწარმო და სამეცნიერო კადრების მაღალი კვალიფიციურობა, მსოფლიო
საწარმოო კავშირებში აქტიური მონაწილეობა და მოხერხებული შიდა ეკონომიური
პოლიტიკა. წლების განმავლობაში ქვეყანა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, მშპ-ს ზრდა
წელიწადში 8,5% აღწევდა, მაშინ როდესაც ფასები სტაბილური რჩებოდა. ამ პერიოდში
ფორმირდება ისეთი ცნებები, როგორიცაა „გერმანული ხარისხი“, „გერმანული
შრომისუნარიანობა“ და „გერმანული პასუხისმგებლობა“.
გერმანია, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის პირველი დადგა
სტრუქტურული ცვლილებების და პოსტინდუსტრიული ეკონომიკის შექმნის გზაზე.
შესაბამისად მშპ-ს სტრუქტურაში შემცირდა წარმოების წილი და გაიზარდა
მომსახურების წილი - შესაბამისად შემცირდა მატერიალური წარმოების ტრადიციული

Prepared by: Tornike Mzhavanadze


სფეროები - შავი მეტალურგია, გემთმშენებლობა, ტექსტილის წარმოება და გაიზარდა
საქონლის რაოდენობა, დამატებითი მაღალი ღირებულებით. ტექნიკური ცვლილებების
მნიშვნელობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში ცვლილებების
მიხედვით. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევდა
ენერგიის განახლებად წყაროებს: ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს მზის
ენერგიის გადამუშავებაში, 2004 წელს გერმანიაში აშენდა მსოფლიოში უმსხვილესი მზის
ელექტროსადგური.
ავტომობილების, თვითმფრინავების, ქიმიური და ფარმაკოლოგიური პროდუქტების
წარმოებამ განაპირობა ექსპორტის ზრდა, რომელიც გერმანული ეკონომიკის
მამოძრავებელი ძალა გახდა.
გერმანიის მონაწილეობა ევროინტეგრაციაში ითხოვდა ფულადი პოლიტიკის
სერიოზულ კოორდინაციას და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა უცხოური
ინვესტიციებისთვის, მისი ხელფასის მაღალი დონით და განვითარებული სოციალური
პროგრამებით, ქვეყანის წინაშე აყენებდა არა მარტივ ამოცანას შეენახა თავისი საქონლის
კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე.
ამ პერიოდში მკაფიოდ გაიზარდა კაპიტალის კონცენტრაცია. თანამედროვე გერმანულ
გადამუშავების წარმოებაში 100 უმსხვილესი ფირმა იძლევა საერთო ბრუნვის 60% და
სამსახურით უზრუნველყოფს მოსახლეობის 50%-ზე მეტს. ქიმიურ წარმოებაში «BASF»,
«Hoechst» და «Bayer» კონცერნების პროდუქცია შეადგენს გაყიდვების 30%-ზე მეტს,
«Siemens» და «Bosch» აწარმოებენ ელექტროტექნიკური წარმოების 20%-ზე მეტს, «Daimler-
Benz» და «Volkswagen» უზრუნველყოფენ ავტომობილების წარმოების 15 %. კომპანია
«Merck» არის მსოფლიო ფარმაკოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი. ჯგუფი «RWE»
– ევროკავშირში მესამე ენერგოკომპანია, რომელმაც 2004 წელს გააფართოვა თავისი
პროფილური ბიზნესი: მან 30 მილიარდზე მეტი თანხის აქტივები შეეძინა, მათ შორის
ამერიკული კომპანიის «American Water Works», «ჩეხური გაზის კომპანიის» და სხვების.
კაპიტალის ცენტრალიზაციის უმაღლესი დონე მიღწეულია საბანკო-საკრედიტო
სფეროში. ბანკებს შორის მთავარ პოზიციებს იკავებს Deutsche Bank, რომელიც
ევროკავშირის პირველობის პრეტენდენტია. ნიშანდობლივია, რომ ამერიკული
კორპორაციის «Citigroup» მცდელობას გაეკონტროლებინა Deutsche Bank, შეხვდა
სერიოზული წინააღმდეგობა გერმანული ბანკის მხრიდან, რომელიც აღელვებული იყო
ნეგატიური პოლიტიკური შედეგებით.
გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი Commerzbank გეგმავს გადაიტანოს ნაწილი
ოპერაციების მართვა თავის შვილობილ ბანკში პოლონეთში Bre Bank (ამ ბანკის მხოლოდ
ინტერნეტ ბანკინგის მომსახურებით სარგებლობს 670 ათასი კლიენტი). სავარაუდოა, რომ
Bre Bank მოემსახურება კორპორატიულ კლიენტებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში -
Commerzbank-ისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეგიონში.
უცხოური კომპანიები, ასევე, აქტიურად შედიან გერმანულ ბაზარზე. მაგალითად,
ლუდსახარშ წარმოებაში წამყვან პოზიციებს ნელ-ნელა იკავებენ უცხოური გიგანტი
ფირმები: მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა ბელგიური ჯგუფი «Interbrew»
(წელიწადში 15.8 მილიონი წარმოებით), მე-2 ადგილზე - დანიური კონცერნი «Carlsberg»
(8,4 მილიონი წელიწადში).

Prepared by: Tornike Mzhavanadze


კაპიტალის დეცენტრალიზაციის და წარმოების კონცენტრაციის მაღალი დონის
მიუხედავად, პატარა და საშუალო ფირმები ქმნიან ეროვნული მშპ-ს დაახლოებით 50%-ს
და უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების 60%-ზე მეტს. ზოგ მათგანს „შეუმჩნეველი
გამარჯვებულიც“ კი შეარქვეს. ეს ტერმინი ბიზნეს-ლექსიკაში შევიდა გერმანელი
ეკონომისტი გ. სიმონის პუბლიკაციის მერე, სადაც აღწერილია ევროპული ნაკლებად
ცნობილი კომპანიების საქმიანობა, რომლებიც შეუმჩნევლად იპყრობენ მთელ მსოფლიო
ბაზარს თავის სფეროში («Herbert Kannegiesser», მაგალითად, უშვებს მოწყობილობას
სამრეწველო რეცხვისთვის). მათი წარმატების საფუძველი ვიწრო სპეციალიზაციაა,
თანამედროვე ტექნოლოგიების შემოღება, უმაღლესი ხარისხი და წარმოების მოცულობის
სწრაფი ზრდა. ავტორი ამტკიცებს, რომ ასეთი „გამარჯვებულების’’ გარეშე ევროპულ
ეკონომიკას გაცილებით გაუჭირდებოდა.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საშუალო დონის ევროპული კომპანია სულაც არ არის
გამარჯვებული. მაგალითად, 2003 წელს ბანკროტი გახდა 150 ათასი კომპანია (ეს 10,7%-
ით მეტია, ვიდრე 2002), სამუშაო 1,6 მლნ ადამიანმა დაკარგა. მაგრამ, ბანკროტის
მიუხედავად, მეწარმეები ისევ აგრძელებენ ახალი ფირმების შექმნას, თან უფრო სწრაფად,
ვიდრე ძველები იხურება. გერმანიის ყველა საოჯახო საწარმოს დაახლოებით მეოთხედი
1990 წლის მერე გაჩნდა.
გერმანიის ეკონომიკის სტრუქტურა (მშპ-ს წილი 2003 წელს).
სოფლის
მეურნეობა
მომსახურე 3%
მრეწველობ
ბის სფერო ა
65% 32%

დიდი ცვლილებები ხდება სოფლის მეურნეობაში და მომსახურების სფეროში


(ვაჭრობა, ტრანსპორტი, სახელმწიფო მართვა, ტურიზმი). ნაციონალურ ბიზნესში
მომსახურების სფეროს მნიშვნელობის გაზრდას ხელს უწყობს სახელმწიფოს
ეკონომიკური პოლიტიკის სოციალური მიმართულება, სახელმწიფოს აქტივობა
განათლების სფეროში, გარემოს დაცვაში, სამედიცინო მომსახურებაში, საცხოვრებლის
მშენებლობაში, სოციალურ უზრუნველყოფაში.
გერმანული მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაში წამყვანი როლი ენიჭება გარე
ეკონომიკური კავშირების განვითარებას, ეკონომიკის მდგომარეობის მსოფლიო
ეკონომიკურ კავშირებში მონაწილეობის შედეგების გათვალისწინებით.

Prepared by: Tornike Mzhavanadze


წილი მშპ, %
ვაჭრობის სფერო
1960 წ. 2002 წ.

ექსპორტი 13,7 36,1


იმპორტი 10,5 31,5

ქვეყნის გარე ეკონომიკის პოლიტიკის საფუძველი არის ევროკავშირის ქვეყნებთან


(პირველ რიგში საფრანგეთთან), აშშ-სთან და იაპონიასთან კავშირის განვითარება. დიდი
ყურადღება ექცევა გერმანული ფირმების არსებობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის,
ლათინური ამერიკისა და აფრიკის სამხრეთის ქვეყნების ბაზრებზე. ქვეყანა ცდილობს
გახდეს მიმზიდველი ინვესტიციებისთვის, ამიტომ მთავრობა იღებს ზომებს
საშემოსავლო გადასახადის შემცირებისთვის (დღესდღეობით ის მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე მაღალია).
მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისთვის, ასევე, გარკვეული ზომების მიღება
სოციალურ სფეროში, ვინაიდან ის ეხება სამუშაო ძალის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ დროს
განიხილება საკითხი შრომითი კვირის ხანგრძლიობის შეცვლაზე. მაგალითად, შრომითი
კვირა გერმანელი მეტალურგებისთვის და ელექტრო საწარმოების მუშებისთვის უნდა
გაიზარდოს 35 საათიდან 40 საათამდე, მაგრამ ზედმეტი მუშაობა ანაზღაურდება
ჩვეულებრივი წესით. 40 საათიან შრომით კვირაზე გადასვლის ერთ-ერთი პირობა
დასაქმებულების ნახევარზე მეტის მაღალი კვალიფიციური დონის არსებობაა.
საწარმოები, რომლებიც ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, შეიძება მიიღონ ახალი კვოტა,
თუ ატარებენ კვლევას და შემოაქვთ განვითარების პროგრამები. სამრეწველო გიგანტების
უმეტესობა დაინტერესებულია ასეთი რეფორმების გატარებით.
2004–2005 წწ შემცირდა საშემოსავლო გადასახადი, ასევე შემცირდა უმუშევრებზე
შეღავათები (ეს უნდა იყოს სწრაფი დასაქმების სტიმული).
შეწუხებას ქვეყანაში იწვევს დემოგრაფიული სიტუაცია, კერძოდ სირთულეები
მოსახლეობის რეპროდუქციასთან დაკავშირებით. 1991–2002 წლების პერიოდში ყოველ
წელს კვდებოდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე იბადებოდა. თუმცა, ქვეყნის მოსახლეობა
არა მხოლოდ არ მცირდება, არამედ ცოტათი იზრდება კიდეც, იმიგრაციის ხარჯზე.
XX საუკუნის ბოლოს გერმანია შეეჯახა ზრდადი უმუშევრობის პრობლემას
ამავდროულად შეიქმნა უკმარისობა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების
(პროგრამისტები, ბიო ტექნიკოსები და სხვ.) და მუშების არაპოპულარულ სფეროში.
ამდენად ეკონომიკის დინამიკურობისთვის საჭირო გახდა შრომითი მიგრაციის
გაფართოვება.
თანამედროვეობის მკაფიო ეკონომიკური პრობლემების რიცხვს ეკუთვნის ე.წ. შავი
ბაზრის არსებობა, რომლის მოცულობა 364 მლრდ ევროს აღწევს (მშპ-ს 17%). ყველაზე
გავრცელებულია გადასახადების გადაუხდელობა მშენებლობის და მომსახურების
სფეროებში. ასე, არალეგალური შრომის გამოყენება მშენებლობებზე და სარემონტო
სამუშაოების დროს მიიღო ისეთი მასშტაბები, რომ შეიძლება ვილაპარაკოთ „მაფიოზური
სტრუქტურების“ გაჩენაზე ეკონომიკის ამ სფეროში. მთავრობა ცდილობს გამოასწოროს

Prepared by: Tornike Mzhavanadze


სიტუაცია, 2004 წელს მიღებული იყო კანონპროექტი „შავ“ დასაქმებასთან ბრძოლის
შესახებ“.
საინვესტიციო აქტივობის ამაღლებისთვის, გერმანიის მთავრობამ 2001 წელს
გამოიმუშავა გრძელვადიანი განვითარების პროგრამა „დღის საკითხი 2010“. მაგრამ, 2002-
ში ზოგი მიღწევის მიუხედავად, მშპ-ში ინოვაციური ხარჯების წილის გაზრდა ჯერ ვერ
ხერხდება.
ეკონომიკური ინსტიტუტის «Ifo»,-ს ანალიტიკოსების აზრით, გერმანიას ემუქრება
სახელმწიფო ვალის მკაფიო გაზრდა (% მშპ-ში):
1974 г – 17,7;
2004 г –60 მეტი;
2050 г (პროგნოზი) – 195.
სიტუაციის გასანეიტრალებლად ინსტიტუტის სპეციალისტების რეკომენდაციაა
გაიზარდოს მშრომელთა პენსიაზე გასვლის ასაკი 67 წლამდე და მოხდეს სამედიცინო
დაზღვევის სისტემის ნაწილობრივი პრივატიზაცია. თუმცა, ფედერალური მთავრობა არ
არის მზად წავიდეს საპენსიო ასაკის გაზრდაზე, რადგან ჯერ საჭიროა შეიქმნას პირობები
მოხუცი ხალხის დასაქმებისთვის. ახლა კი, უმუშევრობის პირობებში, ეს შეუძლებელია.
დღეს დღეობით გერმანიის ტერიტორიაზე არსებობს სამი მსხვილი რეგიონი -
დინამიურად განვითარებადი სამხრეთი, ჩამორჩენილი ჩრდილოეთი („ძველი მიწები“)
და აღმოსავლეთი („ახალი მიწები“), რომლებიც განსხვავდებიან წარმოების
სპეციალიზაციის, მრეწველობის ტიპების და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების
კომპლექსის მიხედვით. სამხრეთი არის ქვეყნის ახალი სფეროების შეკრება, უმსხვილესი
კონცერნების სამეწარმეო ბაზა, ძლიერი კვლევით-სამეცნიერო და საგანმანათლებლო
ცენტრი. აქ ბევრი უნივერსიტეტია, მათ შორის ყველაზე პრესტიჟულები. აქ ჩამოედინება
სახელმწიფოს კვლევის და მეცნიერების ასიგნების მნიშვნელოვანი ნაწილიც. სამხრეთი -
რეგიონია, სადაც უმუშევრობა მეტია, მეტი ადამიანი ღებულობს სოციალურ დახმარებას.
გერმანიის აღმოსავლეთი - ისტორიაში უპრეცედენტო ექსპერიმენტის რაიონია:
სოციალისტური წარმოების გაქრობა (რომელიც 40 წელის ვითარდებოდა)
კაპიტალისტური ეკონომიკის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის მსხვრევა,
გარე ეკონომიკური კავშირების გადა ორიენტირება.
მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის ეკონომიკური ერთობის მიღწევა.
ყველა რეფორმასთან ერთად, გერმანია იმედოვნებს შეინარჩუნოს თავისი პროდუქციის
კონკურენტუნარიანობა და დაამტკიცოს საბაზრო ბიზნესის სოციალური მოდელის
действенность, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია უზრუნველყოფს ქვეყანაში
სტაბილურობას და კარგ შემოსავალს.

Prepared by: Tornike Mzhavanadze

You might also like