You are on page 1of 5

შუმანის გეგმა

სტუდენტი: ლიკა ბერიძე

საგანი: თანამედროვე ევროპის ისტორია

კურსის ხელმძღვანელი: ოლივერ რაისნერი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020
1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა,
წამოაყენა წინადადება, ფოლადისა და ქვანახშირის ინდუსტრიების გაერთიანებასთან
დაკავშირებით, რის შედეგადაც 1952 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის
თანამეგობრობა (ECSC). სწორედ შუმანის გეგმა გახდა ევროკავშირის შექმნის საფუძველი.
ეს გეგმა მდომარეობდა შემდეგში, რომ საფრანგეთისა და დასავლეთ გერმანიის
ფოლადისა და ქვანახშირის წარმოება ერთი მმართველობის ქვეშ ყოფილიყო, რაც
უზრუნველყოფდა ამ მრეწველობის განვითარებას. ასევე ორი ქვეყნის მიერ საერთო
პროდუქციის წარმოება, განაპირობებდა ქვეყნებს შორის მჭიდრო და მეგობრულ
კავშირს.1 რაც შეეხება, ისტორიულ ფონს, როგორც წესი ომების შემდეგ, მდგომარეობა
შედარებით წესრიგდება, თუმცა ეს ევროპას ნამდვილად არ შეხებია, ორ მსოფლიო ომში
გამოვლილი ევროპა ამჯერადაც არ იყო კარგ სიტუაციაში, მძვინვარებდა „ცივი ომი“,
ევროპაში სუფევდა შიში, ტერორი, დაძაბულობა და კიდევ ბევრი არასახარბიელო რამ.
პოლიტიკურ არასტაბილურობას, თან ერთვოდა ეკონომიკური პრობლემებიც, რაც
დაკავშირებული იყო, ფოლადის ჭარბწარმოებასთან, აღარ იყო მოთხოვნა, შესაბამისად ამ
პროდუქტზე ფასიც მცირდებოდა, რაც ნამდვილად ხელის შემშლელი ფაქტორი იყო
ევროპის ქვეყნებისთვის. რობერტ შუმანს ბრიტანელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ
დაეკისრა საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება, რომ გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკა, დასავლურ ქვეყნებში დაებრუნებინა. შუმანს აღნიშნული გეგმის შედგენაში
დაეხმარა ჟან მონე, რომელიც მანამდეც დამოუკიდებლად მუშაობდა ამ საკითხზე, ჟან
მონემ თანამოაზრეებთან ერთად შეადგინა რამდენიმე გვერდიანი პროექტი, რომელსაც
ევროპის კეთილდღეობის იდეის ხორცშესხმა შეეძლო.2

ეს პროექტი მიზნად ისახავდა, ერთიანი ევროპის შექმნას, სადაც იქნებოდა საერთო


ბაზარი და გაფართოვდებოდა წარმოება, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებდა ადამიანთა
ცხოვრების დონეს. ამ ერთგვარი გეგმით საფრანგეთმა გერმანიას მეგობრობის ხელი
გაუწოდა, რათა თანამშრომლობით მიეღწიათ სასურველი მიზნებისთვის. დეკლარაციამ
წინა პლანზე წამოწია სხვადასხვა პრინციპები, რაც ევროპული ინტეგრაციის პროცესს

1
კაპანაძე სერგი, გოგოლაშვილი კახა. ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები. 20-21 გვ. თბილისი
2006.
2
ფონტენი პასკალ, „ევროპის გაერთიანების ახალი იდეა: შუმანის დეკლარაცია 1950-2000“ , 11-12 გვ.
ნამდვილად სპეციფიკურს ხდიდა. ეს იყო ერთგვარი ევროპის მშენებლობის
მამოძრავებელი დოქტრინა. პირველ რიგში, დეკლარაციის თანახმად, მშვიდობის
დამყარება გარანტირებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული
საფრთხეების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომები გატარდებოდა. ერთიანი ევროპის
შექმნა ერთბაშად ვერ მოხდებოდა, ამისთვის საჭირო იყო სხვადასხვა მიღწევების
შედეგად ნამდვილი სოლიდარობის დამყარება. გარდა ამისა, გერმანიისა და
საფრანგეთის მყარი კავშირი და მეგობრობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების საერთო მმართველობის ქვეშ მოქცევა კი,
ნიშნავდა ეკონომიკური ინტერესების გაერთიანებას, რაც ყველასთვის ერთიანად
მომგებიანი და ხელსაყრელი იქნებოდა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ
ორგანიზაცია უმაღლეს ორგანოს დაქვემდებარებოდა, ხოლო ამ ორგანოს
გადაწყვეტილებები ყველა წევრი ქვეყნისთვის შესასრულებლად სავალდებულო
ყოფილიყო. გარდა ამისა, გაერთიანების ყველა წევრი თანაბრად უზრუნველყოფილი
იქნებოდა სამრეწველო პროდუქციით, რითაც წარმოიქმნებოდა ჭეშმარიტი ეკონომიკური
ურთიერთობები. საერთო ეკონომიკური კავშირი ქვეყნების ერთიანობას ნიშნავდა, რის
საფუძველზეც ძველი შუღლი და დაძაბული ურთიერთობები აღარ იარსებებდა, ასევე
თავიდან იქნებოდა აცილებული ნებისმიერი ომი და ძალადობა. იმისათვის, რომ
აღნიშნული მიზნები განხორციელებულიყო, საფრანგეთმა დაიწყო სხვადასხვა
საფუძვლებზე საუბარი. ესენი იყო, პირველ რიგში, წარმოების განვითარება, პროდუქტის
ხარისხის ზრდა, ექსპორტის განვითარება, დასაქმებულ პირთა პირობების გაუმჯობესება.
ასევე რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო არის გაერთიანების წევრი ქვეყნების
საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლება, კერძოდ, ბაჟის მოხსნა. გარდა
ამისა თითოეული ქვეყანა იმ რაოდენობის პროდუქციას მიიღებდა, რასაც საჭიროებდა.
საყურადღებოა ისიც, რომ ორგანიზაციის საქმიანობასა და განხორციელებულ მიზნებთან
დაკავშირებით, მმართველ ორგანოში წარმოდგენილ გაეროს უფლებამოსილ პირს
გაეროსთვის უნდა წარედგინა ანგარიში.

შუმანის გეგმას ძირფესვიანად უნდა შეეცვალა ევროპაში არსებული მდგომარეობა. ეს


საფრანგეთის მხრიდან ერთგვარი გამოწვევაც იყო, გაეკეთებინა ის, რაც მანამდე ევროპაში
შეუძლებლად ითვებოდა. გაფართოებული ბაზარი, გაზრდილი პროდუქცია და ხარისხი,
დაბალი ფასები. შუმანის მიზანი იყო, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ევროპის
მთლიანობისა და ქვეყნებს შორის ომების თავიდან ასაცილებლად. ჩემი აზრით,
ევროპული ინტეგრაციის სპეციფიკურობა გამოიხატებოდა ასევე იმაშიც, რომ უმაღლესი
ხელისუფლება დაკომპლექტებული იქნებოდა დამოუკიდებელი პირებისგან, და რაც
მთავრია მისი გადაწყვეტილებები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად სავალდებულო
გახდებოდა, მიუხედავად ქვეყნის სიდიდისა, მოსახლეობის რაოდენობისა თუ სხვა
ფაქტორებისა, ანუ ყველა ქვეყანა ისარგებლებდა ერთნაირი უფლებებით და
განახორციელებდა ერთნაირ მოვალეობებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1) კაპანაძე სერგი, გოგოლაშვილი კახა. „ევროკავშირის პოლიტიკა და ინსტიტუტები“.


20-25გვ. თბილისი,2006.
http://eeas.europa.eu/archives/delegations/georgia/documents/virtual_library/29_01_boo
k_ka.pdf 08.06.2020.
2) ფონტენი პასკალ, „ევროპის გაერთიანების ახალი იდეა: შუმანის დეკლარაცია 1950-
2000“. 10-16გვ. http://www.parliament.ge/files/387_612_621171_eu_idea_ge.pdf
08.06.2020
3) „1950 წლის 9 მაისის დეკლარაცია“. შუმანის გეგმის (1950წ.) ანალიზი.
https://moodle.iliauni.edu.ge/mod/turnitintooltwo/view.php?id=29779 08.06.2020

You might also like