You are on page 1of 5

1 ევროკავშირის ისტორია

1.1 ხანგრძლივი მშვიდობის იდეა და რობერტ შუმანის დეკლარაცია

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ორმა დამანგრეველმა ომმა, ევროპის კონტინენტი


მძიმე რეალობის წინაშე დააყენა. იმ დიდმა ადამიანურმა და მატერიალურმა
დანაკარგმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია, მშვიდობიანი
თანაცხოვრების გზის გამონახვა ევროპელი ლიდერებისთვის მთავარ პრიორიტეტად
აქცია.

აცნობიერებდნენ, რომ ახალი, მშვიდობიანი ეპოქის შექმნა მხოლოდ გაერთიანებით


იყო შესაძლებელი. ამ სულისკვეთებით, 1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, გამოცდილი პოლიტიკოსისა და დიპლომატის,
ჟან მონეს გეგმის საფუძველზე დასავლეთ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის
ინდუსტრიების ინტეგრირების წინადადება წამოაყენა. ამ წინადადებამ , რომელიც
შუმანის დეკლარაციის სახელით არის ცნობილი, ქვანახშირისა და ფოლადის
თანამეგობრობას ჩაუყარა საფუძველი.

1.2 ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა

ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა 1951 წელს პარიზის


ხელშეკრულებით დაარსდა. მან ექვსი ევროპული სახელმწიფო - საფრანგეთი,
დასავლეთ გერმანია, იტალია, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები
გააერთიანა. ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის ფარგლებში, ოთხი
ევროპული ინსტიტუტი შეიქმნა: უმაღლესი ხელისუფლება, საპარლამენტო ასამბლეა,
საბჭო და მართლმსაჯულების სასამართლო.

1.3 ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის


თანამეგობრობა

1957 წელს, რომის ხელშეკრულებით, დამფუძნებელმა ქვეყნებმა -საფრანგეთმა,


დასავლეთ გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა, ორი
გაერთიანება შექმნეს:

1) ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა, ევრატომი - მიზნად ისახავდა


ატომური

ენერგიის მშვიდობიანი გამოყენებისთვის ერთიანი ბაზრის შექმნას .

2) ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა - სავაჭრო ბარიერებისგან თავისუფალი


ერთიანი ევროპული ბაზარი შექმნა. ეკონომიკურმა თანამეგობრობამ გაერთიანების
ფარგლებში მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი
მიმოქცევა გახადა შესაძლებელი.

ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის დაფუძნებიდან პირველი 10 წელი -


ვაჭრობის მოცულობა გაოთხმაგდა

1.4 ევროპული თანამეგობრობა

1965 წლის 8 აპრილს, ბრიუსელში, სამთავრობოთაშორის კონფერენციაზე


დამფუძნებელმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს შერწყმის ხელშეკრულებას,
რომლის შედეგად ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა, ევრატომი

1
და ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა გაერთიანდა და ერთი ქოლგის ქვეშ
მოექცა. შეიქმნა ევროპული თანამეგობრობა - თანამედროვე ევროკავშირის
წინამორბედი.

1.5 ევროგაერთიანების გაფართოება

ევროპული თანამეგობრობის პირველი გაფართოება 1973 წელს მოხდა -


გაერთიანებული სამეფოს, დანიისა და ირლანდიის შეერთებით. 1981 წელს ევროპული
თანამეგობრობის წევრი გახდა საბერძნეთი, ხოლო 1986 წელს - ესპანეთი და
პორტუგალიაც. 1995 წელს ავსტრიის, ფინეთისა და შვედეთის მიერთების შემდეგ,
ევროპული თანამეგობრობის წევრთა რიცხვი თხუთმეტამდე გაიზარდა.

1.6 შენგენის ხელშეკრულება

1985 წელს, ქალაქ შენგენში, ლუქსემბურგში - საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ,


ბელგიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შენგენის
ხელშეკრულებას. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საზღვრების შიდა კონტროლს
შეამცირებდნენ და საბოლოოდ შენგენის ზონაში მოქალაქეთა თავისუფალ
გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. მოგვიანებით, ხელშეკრულებას სხვა ევროპული
სახელმწიფოებიც შეუერთდნენ და დღევანდელი მდგომარეობით მის
შემადგენლობაში 25 ევროპული სახელმწიფოა.

1.7 მაასტრიხტის ხელშეკრულება და თანამედროვე ევროპის კავშირი

გერმანიის გაერთიანებამ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა


კონტროლიდან გათავისუფლებამ, საბჭოთა კავშირის დაშლამ, ევროპაში ახალი
რეალობა შექმნა. გამოწვევებზე საპასუხოდ 1992 წელს ნიდერლანდების ქალაქ
მაასტრიხტში ხელი მოეწერა „ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებას“ (TEU), რომლის
საფუძველზეც თანამედროვე ევროპის კავშირი შეიქმნა. მაასტრიხტის ხელშეკრულებამ
შემოიღო ევროკავშირის მოქალაქეობა, შექმნა ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკა, ევროს შემოსაღებად საფუძველი მოამზადა, დააარსა ევროპის
ცენტრალური ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკების სისტემა. ამასთან ,
ევროპარლამენტს საკანონმდებლო და საზედამხედველო როლები გაუზარდა .

1.8 ევროპის კავშირის შემდგომი გაფართოება, „ბრექსიტი“ და ახალი


გაფართოების პერსპექტივები

2004 წელს ევროკავშირის ისტორიაში გაერთიანების ისტორიაში ყველაზე დიდი


გაფართოება მოხდა. კავშირს შეუერთდნენ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი,
ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, კვიპროსი და მალტა. 2007
წელს ევროკავშირს ბულგარეთი და რუმინეთი შეემატა. 2013 წელს კი - ხორვატია.

ექვსი გაფართოების შემდეგ, ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების


საფუძველზე, 2017 წელს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ,
ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა წამოიწყო, რაც 2021 წლის 1 იანვარს
ბრიტანეთის მიერ კავშირის საბოლოოდ დატოვებით დასრულდა.

დღევანდელი მდგომარეობით ევროკავშირში გაწევრიანებასთან ყველაზე უფრო


ახლოს არიან „კანდიდატი სახელმწიფოს“ სტატუსის მქონე ქვეყნები - ალბანეთი,
მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.

2
2 ევროკავშირის ღირებულებები

ევროკავშირის ხელშეკრულება

მუხლი 2

კავშირი ეფუძნება ღირსების პატივისცემას, თავისუფლებას, დემოკრატიას,


თანასწორობას, სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებების, მათ შორის
უმცირესობათა უფლებების პატივისცემას. ეს ღირებულებები საერთოა ყველა
წევრი სახელმწიფოსთვის, სადაც საზოგადოებაში პლურალიზმი,
დისკრიმინაციის აკრძალვა, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა
დაქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობაა უპირატესი.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ისტორიული ღირებულებებს, ადამიანის უფლებებს ,


კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას კიდევ მრავალი შეემატა, კავშირი საკუთარ
თავსღირებულებების გაერთიანებად აღიქვამს. სოციალური თანასწორობის
პრინციპზე დამყარებული გაერთიანება ცდილობს სოციალური უსაფრთხოების
მაღალი დონე უზრუნველყოს და განსაკუთრებულად დაიცვას ყველაზე უფრო
მოწყვლადი ჯგუფები.

2021 წელს ევროკავშირს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა, მშვიდობასა და


შერიგებაში შეტანილი წვლილისთვის

ევროკავშირის ცდილობს, რომ მისი ღირებულებებისადმი პატივისცემა უზრუნველყოს


არა მხოლოდ გაერთიანების შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ნებისმიერი
სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, ვალდებულია მის
ტერიტორიაზე საერთო ევროპული ღირებულებების დაცვა უზრუნველყოს.

3 ევროკავშირის ინსტიტუტები

3.1 ევროპული პარლამენტი (European Parliament)

ევროპარლამენტი ყველაზე დიდი და ერთადერთი საერთაშორისო ორგანოა


მსოფლიოში, რომელიც პირდაპირი წესით აირჩევა. ევროპარლამენტს 700-ზე მეტი
წევრი ჰყავს, რომლებიც 27 წევრი ქვეყნის 462 მილიონზე მეტ მოქალაქეს
წარმოადგენენ.

ევროპულ პარლამენტი ევროკავშირში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა . მისი


კომპეტენციის სფეროებს განეკუთვნება საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა ,
საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა და ევროკავშირის აღმასრულებელ
ხელისუფლებაზეზედამხედველობა. ევროკავშირში ძირითადი კანონმდებლის როლი
ევროკავშირის საბჭოს ეკუთვნის, ხოლო, ევროპარლამენტს, მხოლოდ
თანაკანონმდებლის როლი აქვს. ევროპარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს
ევროკავშირის საბჭოს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებაში. პარლამენტი
ამტკიცებს კომისიის პრეზიდენტს, უფლება აქვს ევროკომისიის მთლიანი კოლეგია
დაამტკიცოს და შეუძლია ევროკომისია დაითხოვოს.

დაახლოებით 4,000 მგზავრი 180 მილიონი ევრო წელიწადში

3
ევროპარლამენტის სხდომები ძირითადად სტრასბურგში მიმდინარეობს , თუმცა , რიგ
შემთხვევებში დამატებითი პლენარული და კომიტეტების სხდომები ბრიუსელში
ტარდება. ევროპარლამენტი თარჯიმნების ყველაზე დიდი დამსაქმებელია
მსოფლიოში. 350 მუდმივად დასაქმებულ თარჯიმანს, დატვირთულ პერიოდებში
დაახლოებით 400 დროებით დასაქმებული ემატება

3.2 ევროპული საბჭო (European Council) ევროპული საბჭო ადგენს ევროკავშირის


პოლიტიკურ დღის წესრიგს.

მისშემადგენლობაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ან მთავრობის


მეთაურები, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შედიან .
ხელმძღვანელი საბჭოს პრეზიდენტია, რომელსაც წევრები 2,5 წლის ვადით ირჩევენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წარმოადგენს ევროკავშირს სხვა სახელწმიფოებთან
ურთიერთობაში. ევროპული საბჭო შეიმუშავებს გაერთიანების განვითარების
გრძელვადიან გეგმას, ასევე, ახალ პოლიტიკურ მიმართულებებს, საერთო საგარეო და
უსაფრთხოების პოლიტიკას. ევროპული საბჭოს გენერალური სამდივნო ბელგიაში,
ბრიუსელში მდებარეობს.

3.3 ევროკავშირის საბჭო (Council of the European Union)

ევროკავშირის საბჭო წევრი სახელმწიფოების მინისტრებისგან დაკომპლექტებული


ევროკავშირის ცენტრალური საკანონმდებლო და გადაწყვეტილების მიმღები
ორგანოა. საბჭოს 6 თვის ვადით ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო ხელმძღვანელობს და
შესაბამისად, განასხვავეთევროკავშირის საბჭო, ევროპული საბჭოდა ევროპის საბჭო.

საბჭოს პრეზიდენტის და სხდომების თავმჯდომარის მოვალეობას ის მინისტრი


ასრულებს, რომლის ქვეყანაც მოცემულ ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირის
პრეზიდენტია.

საბჭო 10 ძირითად თემაზე შესაბამისი შემადგენლობით იკრიბება:

 საგარეო საქმეები;
 მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები;
 ეკონომიკური და ფინანსური საქმეები;
 კონკურენცია, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა და
მომხმარებელთა საქმეები;
 განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი; გარემო;
 სოფლის მეურნეობა და თევზჭერა; ტრანსპორტი, კომუნიკაციები და
ენერგეტიკა;
 ზოგადი საქმეები.
ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნო ბრიუსელში მდებარეობს .

3.4 ევროპული კომისია (European Commission)

ევროპულ კომისია პასუხისმგებელია ევროკავშირის კანონმდებლობის ინიცირებაზე,


მის აღსრულებაზე და ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე, გეგმავს
ბიუჯეტს, ევროკავშირს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს და ა .შ . ევროკომისია
წევრი სახელმწიფოების მთავრობების მიერ წარდგენილი 27 კომისრისგან შედგება,
რომლებიც ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინებით დამოუკიდებლად
მოქმედებენ. ევროკომისია 5 წლის ვადით ინიშნება, მას პრეზიდენტი
ხელმძღვანელობს. კომისია, პრეზიდენტის თანხმობით, კომისრების სიას ამტკიცებს.

4
პრეზიდენტი განსაზღვრავს კომისრების პორტფელებს მათი პასუხისმგებლობის
სფეროებზე.

3.5 ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო (Court of Justice of the European


Union)

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო გაერთიანების სასამართლო


ხელისუფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს წევრი სახელმწიფოების მიერ
ევროკავშირის კანონმდებლობის დაცვასა და მის ერთგვაროვან ინტერპრეტაციას . ის
ორ სასამართლოს აერთიანებს: მართლმსაჯულების სასამართლოს და საერთო
სასამართლოს. თითოეული სასამართლო, წევრი სახელმწიფოების მთავრობების
მიერ წარდგენილი 27 მოსამართლისგან შედგება, რომლებიც 6 წლის ვადით
ინიშნებიან და ასევე, თითოეული სასამართლოსთვის 3 წლის ვადით ირჩევენ
პრეზიდენტს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს სათაო ოფისი
ლუქსემბურგში მდებარეობს.

3.6 ევროკავშირის სიმბოლოები

ევროკავშირის ძირითადი სიმბოლოებია ევროკავშირის დროშა, ევროკავშირის ჰიმნი ,


ევროპის დღე, ევროკავშირის დევიზი და ევრო.

 ევროკავშირის დროშა - ევროპული ერთობისა და იდენტობის სიმბოლოა. ლურჯ


ფონზე წრიულად დატანილი 12 ვარსკვლავი ხალხებს შორისმშვიდობას და
სოლიდარობას აღნიშნავს;
 ევროკავშირის ჰიმნი - „ოდა სიხარულისა“ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9
სიმფონიის ნაწილია. 1985 წელს ევროკავშირის ლიდერებმა ის ოფიციალურად
აღიარეს გაერთიანების ჰიმნად;
 ევროპის დღე - ყოველი წლის 9 მაისს აღინიშნება და ევროპის კონტინენტზე
მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა. თარიღი დაკავშირებულია ისტორიულ
„შუმანის დეკლარაციასთან“, რომელიც რობერტ შუმანმა 1950 წლის 9 მაისს
პარიზში წარმოადგინა. ევროპის დღის აღსანიშნავად, მაისის დასაწყისში
ევროკავშირის ინსტიტუტები ბრიუსელსა და სტრასბურგში მოქალაქეებისთვის
იღება.
 ევროკავშირის დევიზი - „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ (United in Diversity)
2000 წელს სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარებული ღია კონკურსის
საფუძველზე შეირჩა;
 ევრო - ოფიციალური ვალუტაა ევროკავშირის 19 წევრ სახელმწიფოში. ევროს ,
როგორც ევროკავშირის ოფიციალური ვალუტის შემოღებას 40 წელზე მეტი
დასჭირდა და საბოლოოდ, 2002 წლიდან მიმოქცევაში ჩაეშვა მისი ბანკნოტები
და მონეტები.

You might also like