You are on page 1of 13

ევროსაბჭო

ორგანიზაცია შეიქმნა 5.V.1949 ქ. ლონდონში დასავლეთ ევროპის ათი სახელმწიფოს (ბელგია,


დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია,
საფრანგეთი და შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ამ ორგანიზაციის წესდების
ხელმოწერის შედეგად. 1949-70 წლებში ორგანიზაციაში გაწევრიანდა დასავლეთ ევროპის
კიდევ 8 სახელმწიფო. 1990 წლამდე ეს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებად
რჩებოდა. 1989 წელს მან შემოიღო ქვეყნებისათვის სპეციალური სტუმრის სტატუსის
მინიჭების ინსტიტუტი, როთაც ხელი შეუწყო ამ ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებთან
ურთიერთობის დამყარებას.

პოსტკომუნისტურ სივრცეში განვითარებულმა პროცესებმა ეს-ს წევრთა შემადგენლობაზეც


იქონია გავლენა. ქ. ვენაში 8-9.X. 1993 ჩატარდა ეს-ს წევრი სახელმწიფოების სამიტი, სადაც
ოფიციალურად დადასტურდა ამ ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა: მასში
გაწევრიანდა ყოფილი სოციალისტური ბანაკის მრავალი სახელმწიფო.

საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა 1999 წელს (ზურაბ ჟვანიამ აქ წარმოთქვა თავისი
ცნობილი ფრაზა სიტყვით გამოსვლისას: „მე ვარ ქართელი მასაშასადამე მე ვარ ევროპელი“)

დღეისთვის დამფუძნებელი 10 სახელმწიფოს გარდა, საბჭოს წევრია კიდევ 37 სახელმწიფო:

ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ეს-ს წევრი. თუ საბჭო დარწმუნდება,


რომ ამ სახელმწიფოში დაცულია სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

ეს - არის საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომლის მიზანია: ადამიანის


უფლებათა, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა: ევროპული
კულტურის თვითმყოფადობის აღქმისა და განვითარებისათის ხელშეწყობა: ევროპის
თანამეგობრობის წინაშე მგდგარი პრობლემების (ეროვნული უმცირესობის დაცვა, ბრძოლა
ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, გარემოს დაუცველობის, ადამიანის კლონირების, შიდსის,
ორგანიზაბული დანაშაულის წინააღმდეგ და ა. შ.) გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიება;
პოლიტიკური, საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის გზით ევროპაში
დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება.

ევროსაბჭო განიხილავს ევროპის თანამეგობრობის ყველა უმნიშვნელოვანეს საკითხს, გარდა


თავდაცვის საკითხებისა. მისი მოქმედების პროგრამა მოიცავს ისეთ ძირითად სფეროებს,
როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები,
თანამშრომლობა სამართლებრივ დარგში, სოციალური და ეკონომიკური საკითხები,
ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი
დემოკრატია, და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონალური
დაგეგმარება.

1
ევროპის საბჭოს სიმბოლოები

ევროპის დროშა და ჰიმნი არჩეული და დამტკიცებული იქნა ევროპის საბჭოს მიერ მანამადე
სანამ ისინი ევროკავშირის სიმბოლოები გახდებოდნენ. ამჟამად ისინის ევროპის ერთიანი
თვითმყოფადობის ემბლემას წარმოადგენენ.

ევროპის დროშა
ცისფერ ფონზე გამოსახული თორმეტი ოქროსფერი ვარსკვლავის წრე წარმოადგენს ევროპის
ხალხების სიმბოლოს, წრე მათი ერთობის
გამოხატულებაა. ვარსკვლავთა რაოდენობა
უცვლელია – ვარსკვლავი ყოველთვის
თორმეტია. ეს არის ერთიანობისა და
ჰარმონიის სიმბოლო, რომელიც მოციქულთა
რაოდენობას, იაკობის შვილებს, ჰერაკლეს
საგმირო საქმეებს, წელიწადის თორმეტ თვეს
და ა.შ. მოგვაგონებს.
1949 წელს მისი დაარსებიდან ევროპის საბჭომ
გაათვითცნობიერა, რომ აუცილებელი იყო, დამკვიდრებულიყო ევროპის სიმბოლო,
რომლსაც ევროპელები გაითავისებდნენ. 1955 წლის 25 ოქტომბერს ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაამტკიცა ემბლემა ცისფერ ფონზე გამოსახული
თორმეტი ოქროსფერი ვარსკვლავის წრით. 1955 წლის 9 დეკემბერს ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ვარსკვლავებით მოოჭვილი დროშა და იმავე წლის 13
დეკემბერს იგი ოფიციალურად იქნა წარდგენილი პარიზში.

სიმბოლო მთელი ევროპისთვის


1983 წელს ევროპარლამენტმა, ევროკავშირის არჩევითმა ორგანომ, მიიღო ევროპის საბჭოს
მიერ შექმნილი დროშა და რეკომენდაცია გაუწია ევროპულ თანამეგობრობებს,
დაემკვიდრებინათ ის თავიანთ სიმბოლოდ. ევროკავშირის ინსტიტუტებმა 1986 წლიდან
დაიწყეს დროში გამოყენება, ევროპის საბჭოსგან თანხმობის მიღების შემდეგ, 1985 წლის
ივნისში.

მას შემდეგ ევროპის დროშა იქცა იმ საერთო პოლიტიკური მისსი სიმბოლოდ, რომელიც
აერთიანებს ყველა ევროპელს და უფრო მაღლა დგას ვიდრე მათ განსხვავებულობა.

ევროსაბჭოს ინსტიტუტები

მინისტრთა კომიტეტი

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს


ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ
დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. მინისტრთა კომიტეტი ერთდროულად
სამთავრობო ორგანოც არის, სადაც, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, განიხილება
წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ევროპული საზოგადოების

2
წინაშე მდგომი პრობლემებისადმი და ფორუმიც, სადაც ხდება საერთო-ევროპული
მიდგომების ჩამოყალიბება მათთან მიმართებაში. საპარლამენტო ასამბლეასთან
თანამშრომლობით, მინისტრთა კომიტეტი დგას ევროპის საბჭოს ძირითად ფასეულობათა
სადარაჯოზე და ზედამხედველობს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების
აღსრულებას.

ორგანიზაციასთან მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად, 1951 წლის მაისში მინისტრთა


კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს, დაენიშნათ თავიანთი მუდმივი წარმომადგენლები.
მუდმივი წარმომადგენლები სტრასბურგში ბინადრობენ. ისინი, ჩვეულებრივ, ელჩის,
ცალკეულ შემთხვევებში კი საქმეთა რწმუნებულის (chargés d'affaires) რანგის მქონე
მაღალჩინოსანი დიპლომატები არიან.
1952 წელს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ
მინისტრს მიეცა უფლება, დაენიშნა მოადგილე. მოადგილეებს გააჩნიათ გადაწყვეტილების
მიღების იგივე უფლებამოსილება, რაც მინისტრებს. ჩვეულებრივ, მოადგილე
იმავდროულად არის წევრი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენელიც.

მინისტრთა კომიტეტი ასრულებს სამმაგ როლს:

 როგორც მთავრობების წარმომადგენელი, რაც საშუალებას აძლევს მათ, თანასწორ


საფუძველზე წარმოადგინონ ეროვნული მიდგომები ევროპული საზოგადოების წინაშე
მდგარი პრობლემების მიმართ;
 როგორც კოლექტიური ფორუმი, სადაც მუშავდება საერთო-ევროპული პასუხები
მსგავს გამოწვევებზე;
 საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, როგორც მცველი ფასეულობებისა, რისთვისაც
არსებობს ევროპის საბჭო.

მინისტრთა კომიტეტის მუშაობის განრიგით გათვალისწინებულია მინისტერიალის


ჩატარება წელიწადში ერთხელ, სიმბოლურად, 5 მაისს. საგანგებო გარემოებების არსებობის
შემთხვევაში შესაძლებელია მეორე შეხვედრის ჩატარება იმავე წლის
განმავლობაში. მინისტერიალის თარიღსა და ადგილს ადგენს მინისტრთა კომიტეტი.
სხდომები ორ ნაწილად იყოფა: ოფიციალური სესია და არაოფიციალური დისკუსიები.

მინისტრთა მოადგილეების დონეზე კვირაში ერთი შეხვედრა


იმართება. მინისტრთა მოადგილეების შეხვედრები, ჩვეულებრივ, მინისტრთა კომიტეტის
სხდომათა დარბაზში ეწყობა.

მოადგილეები კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ხვდებიან ერთმანეთს ასევე დამხმარე


ჯგუფების ფარგლებშიც.

მინისტრები
თავიანთ ყოველწლიურ სხდომებზე მინისტრები მიმოიხილავენ ევროპული
თანამშრომლობის მდგომარეობასა და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებს.

მინისტრთა მოადგილეები
მინისტრების სახელით მოქმედი მოადგილეები ასრულებენ მინისტრთა კომიტეტის
ყოველდღიური სამუშაოს უმთავრეს ნაწილს.

3
ისინი ცალკე შეხვედრებს უძღვნიან ადამიანის უფლებათა საკითხებს (განჩინებათა
აღსრულება) და წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებების შესრულებას.

1999 წლის სექტემბრიდან, მინისტრთა მოადგილეები იკრიბებიან ყოველ ოთხშაბათს.

თავმჯდომარეობა
მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გარდამავალია. ის იცვლება ყოველი მორიგი
სხდომისათვის, ექვს თვეში ერთხელ, წევრ სახელმწიფოთა ინგლისური ალფავიტის
თანმიმდევრობით.

საქართველომ მინისტრთა კომიტეტს პირველად მის ისტორიაში უხელმძღვანელა 2019 წლის


ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე.

მინისტრთა მოადგილეების ბიურო


მინისტრთა მოადგილეების დახმარების მიზნით, 1975 წელს შეიქმნა ბიურო. 2001 წლის
მაისიდან ის წარმოდგენილია ექვსი წევრით: მიმდინარე თავმჯდომარე, ორი ყოფილი
თავმჯდომარე და სამი მომავალი თავმჯდომარე.

ბიურო დაახლოებით თვეში ორჯერ იკრიბება და ახორციელებს მართვისა და პროტოკოლის


ფუნქციებს, მათ შორის, მინისტრთა კომიტეტის შეხვედრათა ორგანიზებას. ის გვევლინება,
ასევე, სადისკუსიო ფორუმის როლში, რომელიც ახდენს საქმიანობის კოორდინირებას
თავმჯდომარეთა მონაცვლეობის პირობებში, რაც კერძოდ უკავშირდება თავმჯდომარეობის
პროგრამების შედგენასა და განხორციელებას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა
თავმჯდომარეობებსა და მათ პროგრამებს შორის უწყვეტობის უზრუნველყოფაში ეკისრება
მოადგილეთა ვიცე-თავმჯდომარეს, მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან
თანამშრომლობით.

მომხსენებელი ჯგუფები, სამუშაო ჯგუფები და თემატური კოორდინატორები


მომხსენებელი ჯგუფების სისტემა შემოღებულ იქნა მოადგილეების მიერ 1985 წელს. ეს
ჯგუფები ხელს უწყობენ მოადგილეთა შეხვედრების ორგანიზებას. ამ ჯგუფებში შედიან
თვით მოადგილეები, რომელთაც ხშირად მათი წარმომადგენლები ცვლიან, ხოლო
დახმარებას უწევენ სამდივნოს წევრები.
1999 წელს განხორციელდა მომხსენებელი ჯგუფების რეორგანიზება, იმისათვის რათა
ასახულიყო ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა (ერთი ჯგუფი თითოეული
დირექტორატისათვის), განსაკუთრებული საქმეებისთვის კი დანიშნულ იქნენ დამატებითი
მომხსენებლები.

სამუშაო ჯგუფები იქმნება დროებით (ad hoc) საფუძველზე, დროის განსაზღვრულ პერიოდში
კონკრეტული საკითხების მოგვარების მიზნით.

სამდივნო
მინისტრთა კომიტეტის სამდივნო (SECCM) წარმოდგენილია გენერალური სამდივნოს
დაახლოებით 26 წევრით. მას თავმჯდომარეობს "მინისტრთა კომიტეტის მდივანი",
რომელსაც გააჩნია გენერალური დირექტორის რანგი.

4
სამდივნო მომსახურებას უწევს მინისტრებისა და მათი მოადგილეების შეხვედრებს. მის
მრავალ კომისიას. შედგება დაახლოებით 1300 თანამშრომლისაგან. სამდივნოს სათავეში
უდგას გენერალური მდივანი, რომელსაც ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა;
ეს-მ შეიმუშავა მრავალი ფუძემდებლური საერთაშორისო კონვენცია, რომელთაგან
ზოგიერთი წინ უსწრებდა გაეროს სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ასეთია, მაგალითად,
ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ
(1950), რომელშიც მოგვიანებით შეტანილ იქნა მნიშვნლოვანი დამატებები კონვენციის 12
ოქმის სახით. ასევე აღსანიშნავია ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც მიღებულ იქნა
1961 წელს, ხოლო 1996 წელს მიღებულ იქნა მისი გადასინჯული ტექსტი. დღეისათის ეს-ს
სულ მიღებული აქვს 170-ზე მეტი დოკუმენტი, რომლებიც ეხება ეროვნულ უმცირესობებს,
რეგიონალურ ენებს, არჩევნების დემოკრატიზხაციას, წამების აკრძალვას და სხვ.
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლო.

2. საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული


პარლამენტების წევრები არიან. ისინი იკრიბებიან წელიწადში ოთხჯერ ყველაზე
მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და მოითხოვენ ევროპის ქვეყნების
მთავრობები
საგან
ინიციატივას
ა და
გამოხმაურებ
ას. ეს
პარლამენტა
რები
თავიანთი
ამომრჩევლი
ს - 800
მილიონი
ევროპელის -
სათქმელს
ახმოვანებენ
და მათთვის
მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად ევროპული ქვეყნების მთავრობები,
რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები,
ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას. ეს სხდომა ყველაზე მასშტაბურად
წარმოადგენს ევროპის დემოკრატიულ სინდისს.

იდეების სამჭედლო
1949 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, PACE, რომელსაც ხშირად
ევროპის საბჭოს გამწევ ძალას უწოდებენ, ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ინიციატივების
ავტორია (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია). ამ ორგანოსთან შეთანხმება
სავალდებულოა ევროპის საბჭოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების

5
ინიცირებისთვის. ის ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მოსამართლეებსა და ადამიანის უფლებათა კომისარს, აგრეთვე ევროპის საბჭოს გენერალურ
მდივანს, მის მოადგილეს და თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები -


რეკომენდაციები, რეზოლუციები და მოსაზრებები - სახელმძღვანელოს ფუნქციას ასრულებს
მინისტრთა კომიტეტისთვის, ეროვნული მთავრობების, პარლამენტებისა და პოლიტიკური
პარტიებისთვის. ამ დოკუმენტების მოთხოვნათა გათვალისწინება და საკანონმდებლო
საქმიანობასა და პრაქტიკაში მათი შესრულება დადებითად აისახება ევროპელთა ცხოვრების
ხარისხზე.

3. ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესი

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და


რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი პან-
ევროპული პოლიტიკური კრებაა,
რომელიც 200 000-ზე მეტი
ხელისუფლების 636 წარმომადგენელს
აერთიანებს 47 ევროპული ქვეყნიდან.
კონგრესის დანიშნულებაა დემოკრატიის
მხარდაჭერა ადგილობრივ და რეგიონულ
დონეზე, ადგილობრივი და რეგიონული
მთავრობების შესაძლებლობების
გაუმჯობესება და ხელისუფლების თვითმმართველობების გაძლიერება. მისთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ქარტიის მიერ ადგილობრივი
თვითმმართველობებისთვის დადგენილი პრინციპების შესრულება. ის ხელს უწყობს
დელეგირებისა და რეგიონალიზაციის პროცესებს და ქალაქებსა და რეგიონებს შორის
თანამშრომლობას.

კონგრესი რეგულარულად ახორციელებს მონიტორინგის ვიზიტებს, რათა შეაფასოს,


რამდენად სრულდება საბჭოს წევრ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის
ევროპული ქარტიის მოთხოვნები. ამ ვიზიტების შედეგად შემუშავებული მოსაზრებები
მონიტორინგის ანგარიშებში აისახება. ანგარიშების საფუძველზე კი კონგრესი გასცემს
რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ქვეყნებისთვის. ის შეიმუშავებს
ასევე რეზოლუციებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა შესაძლებლობების
გაუმჯობესების მიზნით.

კონგრესის მეთვალყურის როლი წევრი ქვეყნების მთავრობებთან კონსტრუქციული


პოლიტიკური დიალოგის საფუძველია. კონგრესი ხელს უწყობს მათ, მაქსიმალურად
გაითვალისწინონ ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბი და შესაბამისი ხელისუფლებები
სრულად ჩართონ თავიანთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. კონგრესი უზრუნველყოფს
ასევე სუბსიდიარობის პრინციპის დაცვას, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობათა და
ფინანსური რესურსების გადანაწილებას ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ და
რეგიონულ მთავრობებზე. კონგრესის მიერ შემუშავებული დასკვნებისა და მოსაზრებების
საფუძველზე ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა
განხორციელდა.

6
არჩევნებზე დაკვირვება
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი 1990 წლიდან არის ჩართული
ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში.

კონგრესმა დღემდე თითქმის 100 სადამკვირვებლო მისია განახორციელა. ადგილობრივ


არჩევნებზე დაკვირვება მისი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს მიმართულება
კონგრესის ძირითადი საქმიანობის - ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპული
ქარტიის შესრულების პოლიტიკური მონიტორინგის - ნაწილია, რაც ევროპაში
ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
კონგრესის მუშაობის შედეგები: კონვენციები და ქარტიები
დაფუძნებიდან დღემდე კონგრესმა არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება შეიმუშავა, მათ
შორის - „ევროპის ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. ეს დოკუმენტი
საერთაშორისო ნიშნულად იქცა ამ სფეროში, რადგან სწორედ ამ ხელშეკრულებით
განისაზღვრა ერთიანი ევროპული სტანდარტები ადგილობრივი მთავრობების უფლებათა
დასაცავად.
პარტნიორი ქსელები და ასოციაციები
კონგრესი აქტიურ როლს ასრულებს პროექტებში, რომელთა მიზანია ადგილობრივი
დემოკრატიის მხარდაჭერა და რეგიონული თუ საერთაშორისო თანამშრომლობის
გაღრმავება ევროპის მასშტაბით. ის ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებსა
და დემოკრატიულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობას და ახალი ტიპის ევროპული
რეგიონის ჩამოყალიბებას.

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საერთაშორისო სასამართლო, რომელიც შეიქმნა 1959 წელს.

1998 წლიდან იგი გახლავთ სრულ განაკვეთზე მომუშავე სასამართლო, სადაც ფიზიკურ
პირებს პირდაპირი მიმართვის უფლება აქვთ.

თითქმის ორმოცდაათი წლის


განმავლობაში სასამართლომ
გამოიტანა 10,000-ზე მეტი
გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებები სავალდებულოა
მოცემული ქვეყნებისათვის და
იწვევს მთავრობების მიერ მათი
კანონმდებლობისა და
ადმინისტრაციული პრაქტიკის
ცვლილებას მრავალ სფეროში.
სასამართლოს პრაქტიკა კონვენციას
ძლიერ ცოცხალ ორგანიზმად
აქცევს, რომელიც მზადაა შეხვდეს
ახალ გამოწვევებს და მოახდინოს
კანონის უზენაესობისა და

7
დემოკრატიის კონსოლიდაცია ევროპაში.

სასამართლო სტრასბუგში, ადამიანის უფლებათა შენობაში მდეობარეობს, რომელიც


ბრიტანელი არქიტექტორის ლორდ რიჩარდ როჯერსის მიერ 1994 წელს იქნა
დაპროექტებული. შენობა ცნობილია მთელს მსოფლიოში. სწორედ ამ შენობიდან ხდება 800
მილიონი ევროპელის უფლებების პატივისცემაზე ზედამხედველობა სასამართლოს მიერ,
რომლებიც ევროპის საბჭოს იმ 47 წევრი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელთაც
რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

როგორ მუშაობს სასამართლო


ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 25-ე მუხლი ამბობს, რომ: „სასამართლოს უნდა
ჰქონდეს რეესტრი, რომლის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სასამართლოს
დებულებით.“

რეესტრის მოვალეობაა, იურიდიული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა გაუწიოს


სასამართლოს, რათა მან შეუფერხებლად შეასრულოს მართლმსაჯულების ორგანოს
ფუნქცია. რეესტრი იურისტების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისა და
მთარგმნელებისგან შედგება.
ამჟამად მასში დაახლოებით 640 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 270 იურისტი და 370
დამხმარე კადრია (იხილეთ სქემა). რეესტრის თანამშრომლები ევროპის საბჭოს
თანამშრომლები არიან და მისი პერსონალისთვის დადგენილ რეგულაციებს
ექვემდებარებიან. რეესტრის თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი უვადო კონტრაქტით
მუშაობს და მათ შეუძლიათ კარიერული წინსვლა თავად რეესტრში ან ევროპის საბჭოს სხვა
სამსახურებში. მათი დაქირავება ღია კონკურსების წესით ხდება. რეესტრის ყველა წევრს
მოეთხოვება დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მკაცრი მოთხოვნების დაცვა.
რეესტრის ხელმძღვანელი (რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს ექვემდებარება) არის
პლენარული სასამართლოს მიერ არჩეული პირი (კონვენციის 25-ე (e) მუხლი). მას ჰყავს
ერთი ან ორი მოადგილე, რომლებსაც ასევე პლენარული სასამართლო ირჩევს. სასამართლოს
მართლმსაჯულების ხუთივე სექციას ემსახურება შესაბამისი სექციის რეესტრის
ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

რეესტრის მთავარი ფუნქციაა ინდივიდების მიერ წარდგენილი სასამართლო განაცხადების


გაფორმება და მომზადება. რეესტრის იურისტები 31 საპროცესო განყოფილებად არიან
დანაწილებულები და თითოეულს საკუთარი ადმინისტრაციული დამხმარე გუნდი ჰყავს.
იურისტები ამზადებენ დოკუმენტებს და ანალიტიკურ შენიშვნებს ყველა
მოსამართლისათვის. მათი მოვალეობაა ასევე მხარეებთან მიმოწერა პროცედურულ
საკითხებთან დაკავშირებით. რეესტრის იურისტები თავად არ ანაწილებენ საქმეებს: ამათუიმ
განყოფილებისთვის საქმის გადაცემა შესაბამისი ენისა და საკანონმდებლო სისტემის ცოდნის
მიხედვით ხდება. რეესტრის მიერ სასამართლოსთვის მომზადებული ყველა დოკუმენტი
სასამართლოს ორი ოფიციალური ენიდან ერთ-ერთზე მზადდება (ინგლისურად ან
ფრანგულად)

რეესტრს აქვს სხვა განყოფილებებიც, რომლებიც შემდეგ სფეროებს ფარავენ: საინფორმაციო


ტექნოლოგიები, პრეცედენტურ სამართალთან დაკავშირებული ინფორმაცია და
პუბლიკაციები; კვლევა და ბიბლიოთეკა; სამართლიანი დაკმაყოფილება; პრესა და
საზოგადოებრივი ურთიერთობები; ენების დეპარტამენტი და საერთაშორისო

8
ადმინისტრაცია. მას აქვს ასევე ცენტრალური განყოფილება, რომელსაც კორესპონდენციის,
დოკუმენტებისა და არქივების მართვა ევალება.

5. ადამიანის უფლებათა კომისარი

ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი სტრუქტურაა,


რომლის მოვალეობაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება ევროპის საბჭოს წევრ
ქვეყნებში.

ამ ინსტიტუტის დაფუძნება ევროპის საბჭოს


სახელმწიფოებისა და მთავრობების
მეთაურების მეორე სამიტზე გადაწყდა,
რომელიც სტრასბურგში, 1997 წლის 10-11
სექტემბერს გაიმართა. 1999 წლის 7 მაისს
მინისტრთა კომიტეტმა
მიიღო რეზოლუცია რომელმაც საფუძველი
ჩაუყარა კომისრის სამსახურს და განსაზღვრა
მისი მოვალეობები.
ადამიანის უფლებათა კომისარი დამოუკიდებელი და არასამართლებრივი ინსტიტუციაა,
რომელიც შეიქმნა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვისა და
ამ თემაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით. ამ სამსახურის საქმიანობა სამი ძირითადი
მიმართულებისგან შედგება:

 ვიზიტები წევრ ქვეყნებში; დიალოგი ეროვნულ ხელისუფლებებთან და სამოქალაქო


საზოგადოებასთან
 თემატური ანგარიშები და კონსულტაციები ადამიანის უფლებების დაცვის
საკითხებზე
 საქმიანობა ცნობიერების ამაღლების მიზნით

კომისარს ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მინისტრთა კომიტეტის მიერ


წარდგენილი სამი კანდიდატურიდან. კომისარი ინიშნება ექვსწლიანი ვადით და მისი
მანდატის გაგრძელება შეუძლებელია.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამჟამად ქალბატონი დუნია მიატოვიჩია. ის


პირველი ქალია, რომელაც ეს თანამდებობა დაიკავა. მისი წინამორბედები ნილს
მუიჟნიეკსი (2012-2018), თომას ჰამარბერგი (2006-2012)და ალვარო ხილ-რობლესი (1999-
2006) იყვნენ.
ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატი
ადამიანის უფლებათა კომისრის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ევროპის საბჭოს
ადამიანის უფლებათა კომისრის რეზოლუციით (99) 50. ამ რეზოლუციის თანახმად,
კომისარს ევალება:

 ადამიანის უფლებათა დაცვის მეთვალყურეობა, წევრი ქვეყნების დახმარება


ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტების შესრულებაში;

9
 ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების
ხელშეწყობა ადამიანის უფლებათა საკითხებზე;
 საკანონმდებლო და პრაქტიკული დარღვევების გამოვლენა ადამიანის უფლებათა
საკითხებში;
 ადგილობრივი ომბუდსმენებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ეროვნული
სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა; და
 რეგიონის მასშტაბით კონსულტაციის გაწევა და ინფორმირება ადამიანის უფლებათა
დაცვის საკითხებზე.

კომისარი რეგულარულად ახორციელებს მონიტორინგის ვიზიტებს ევროპის საბჭოს წევრ


ქვეყნებში, რათა შეაფასოს ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის
მიმართულებით. ვიზიტების განმავლობაში კომისარი ხვდება მთავრობის, პარლამენტის,
სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და
ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სტრუქტურების
წარმომადგენლებს. ის ესაუბრება რიგით მოქალაქეებსაც, რომლებიც ჩივიან ადამიანის
უფლებათა შელახვის ფაქტებზე. კომისარი ათვალიერებს ადამიანის უფლებათა
თვალსაზრისით განსაკუთრებულად მოწყვლად ადგილებს, როგორებიცაა საპატიმროები,
ფსიქიატრიული საავადმყოფოები, თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრები,
სკოლები, მზრუნველობამოკლებულ და ობოლ ბავშვთა თავშესაფრები და სხვა დაუცველი
ჯგუფების განსახლების ადგილები.

ვიზიტის შემდეგ, კომისარს შეუძლია გაუგზავნოს საგანგებო ანგარიში შესაბამისი ქვეყნის


ხელისუფლებას. ეს ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული
ვითარების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს, რომელსაც ახლავს სასარგებლო
საკანონმდებლო და პრაქტიკული რჩევების შემცველი რეკომენდაციები პრობლემატური
საკითხების გადაჭრისთვის. გარდა ამისა, კომისარს აქვს უფლება, წარსდგეს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, როგორც მესამე მხარე, წარუდგინოს მას
ინფორმაცია წერილობითი სახით ან მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოსმენებში.

კომისარი აქტიურ თემატურ მუშაობას ეწება ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან


დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. ის აწვდის დაინტერესებულ მხარეებს რჩევებსა და
ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის საკითხებზე, შეიმუშავებს
მოსაზრებებს, საგანგებო დოკუმენტებსა და ანგარიშებს.
ამგვარად, კომისრის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია რეფორმების წახალისება ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროში საგრძნობი წინსვლის მიზნით. რადგანაც კომისრის ოფისი
არასამართლებრივი ინსტიტუციაა, ის ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე ვერ
მოქმედებს. დამაჯერებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კონკრეტული
ადამიანების უფლებების შელახვის ფაქტებს ეხება, კომისარს შეუძლია მოსაზრებების
შემუშავება და მასშტაბური ინიციატივების წამოწყება. კომისარი თანამშრომლობს
საერთაშორისო და ეროვნულ ინსტიტუციებთან და ადამიანის უფლებების დაცვის
მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმებთან. კომისრის ოფისის ყველაზე მნიშნველოვანი
მთავრობათაშორისი პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი
სააგენტოები, ევროკავშირი და ეუთო. კომისარი მჭიდროდ თანამშრომლობს აგრეთვე
ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან,
უნივერსიტეტებთან და თემატურ ჯგუფებთან.

10
6. ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები

1952 წლიდან, როცა ევროპის საბჭოს არასამთავრობო


ორგანიზაციების საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა,
საგრძნობლად გაძლიერდა ევროპის საბჭოს
თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან,
როგორც სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებთან. 2003 წელს მონაწილის სტატუსის
შემოღებამ, საერთაშორისო არასამთავრობო
ორგანიზაციებს საშუალება მისცა კიდევ უფრო
აქტიურად ჩაერთონ ევროპის საბჭოს პოლიტიკასა და სამუშაო პროგრამებში და ხელი
შეუწყონ ევროპის საბჭოსა და მის წევრ სახელმწიფოებში მომუშავე სხვადასხვა
ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია


ამჟამად 400-ზე მეტ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს მონაწილის
სტატუსი. 2005 წლიდან დღემდე ისინი იკრიბებიან საერთაშორისო არასამთავრობო
ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების
საყრდენს „ოთხმხრივ დიალოგში“ ევროპის საბჭოს, მინისტრთა კომიტეტს, საპარლამენტო
ასამბლეასა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესს შორის. ეს სტატუსი
საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები
ჩართოს მთავრობათაშორის საქმიანობებში და ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრებისა და
ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების დიალოგს იმ ორგანიზაციებთან და
ჯგუფებთან, რომლებიც საზოგადოების თანამედროვე გამოწვევებზე
მუშაობენ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია ამჟამად ევროპის
საბჭოს ერთ-ერთ ინსტიტუციადაა აღიარებული.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის მანდატი


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია წამყვანი სტრუქტურაა,
რომელიც აერთიანებს მონაწილის სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო
ორგანიზაციებს. ამ ფორმატში იკვეთება ზოგადი სამოქმედო კურსი ევროპის საბჭოს
„ოთხმხრივ დიალოგში“ ამ ორგანიზაციების ჩასართავად და მონაწილის სტატუსის
მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ევროპის
საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური როლის გაძლიერებას.

ეს კონფერენცია განსაზღვრავს პოლიტიკის მიმართულებებს, ადგენს და ამტკიცებს


სამოქმედო პროგრამებს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია იკრიბება წელიწადში ორჯერ


სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგითი სესიების დროს.

ევროსაბჭო და საქართველო

საქართველოს ეს-ში მიღებისას (1999) ხელშეკრულებით დაეკისრა ვალდებულებათა მთელი


რიგის, შესრულება, რომლის რეალიზაციის შემოწმება მონიტორინგის მექანიზმით

11
ხორციელდება. ეს ჯგუფი სისტემატიურად ჩამოდის საქართველოში და ადგილზე სწავლობს
ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას.

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოების


პროცესში. ეს მხარდაჭერა თანამშრომლობის მრავალფეროვანი ინიციატივების საშუალებით
ხორციელდება.

მიმდინარე პროექტები

 დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის


ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში
 მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში
 კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში
 საპარლამენტო ზედამხედველობის მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში
 სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო
რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები
 სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და
ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში
 ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში
 არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა
მხარდაჭერა (JADES)
 საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და
სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში
 ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და
გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში
 ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ
სისტემაში

დასრულებული პროექტები

 სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში


 ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და
პრევენცია
 საარჩევნო მხარდაჭერის პროგრამა
 ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში,
ფაზა 1
 მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში
 ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა
 თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება
საქართველოში
 საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება
 იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა ზრდა
 თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში (COMUS)

12
 დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ სხვა პირთა საკითხებში სახალხო
დამცველის აპარატის დახმარების პროექტი
 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა
 მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება
 ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება
 სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება
 ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის
სხვა დაწესებულებებში
 ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული
ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია
 ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის
სხვა დაწესებულებებში II
 მედია პლურალიზმისა და ინტერნეტ თავისუფლების ამაღლება
 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება

13

You might also like