You are on page 1of 9

ევროპა და საქართველო

სავარჯიშო ტესტები

შემოხაზეთ სწორი პასუხი:


1. ჩამოთვლილთაგან ევროკავშირის წევრი ქვეყანაა:
ა) ნორვეგია;
ბ) ჩინეთი;
გ) ხორვატია;
დ) ინდოეთი.
2. ჩამოთვლილთაგან ევროკავშირის წევრი ქვეყნა არ არის:
ა) გერმანია;
ბ) საფრანგეთი;
გ) ჩეხეთი;
დ) შვეიცარია.

3. ევროპის ტერიტორიაზე 4 მთავარი რელიგიური მიმდინარეობაა. მათგან


ყველაზე მეტ ქვეყანაში გავრცელებულია
ა) კათოლიკური რელიგია;
ბ) მართლმადიდებლური რელიგია;
გ) პროტესტანტული რელიგია;
დ) მუსულმანური რელიგია.

4. დააკავშირეთ ევროპის ქვეყნები შესაბამის დედაქალაქებთან


პორტუგალია ოსლო
ნორვეგია ლუბლიანა
სან-მარინო სკოპიე
სლოვაკეთი ლისაბონი
სლოვენია პოდგორიცა
ყაზახეთი სან-მარინო
მონტენეგრო ბრატისლავა
ჩრდილოეთ მაკედონია ნურ-სულთანი

5. ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად   წამოაყენა -------------------


რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის
შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას
მაშინ განვითარება არ მოჰყოლია.

1
ა) შარლ დეგოლმა;
ბ) უისტონ ჩერჩილმა;
გ) ჯორჯ მარშალმა;
დ) ჰარი ტრუმენმა.

6. 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and
Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო. გადაწყდა, რომ შექმნილიყო
დამოუკიდებელი სუპრაეროვნული (ზეეროვნული) ორგანო, ე.წ. ,,უმაღლესი ხელისუფლება”
(High Authority), რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან
და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს სახელმწიფოები იყო:
ა) დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი;
ბ) ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი;
გ) საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია, დანია;
დ) ბელგია, ნიდერლანდები. ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და დასავლეთ გერმანია.

7. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP)


ა) ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაა მისი საზღვრების სამხრეთით და აღმოსავლეთით
მდებარე მეზობელი ქვეყნების მიმართ და იგი აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის
ძირითად მექანიზმს წარმოადგენს;
ბ) ხორციელდება იმ მიზნით, რომ მეზობელ ქვეყნებს გაუნაწილოს ევროკავშირის
სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა და დაეხმაროს მათ შიდა რეფორმების
განხორციელებაში;
გ) მოწოდებულია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური,
ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერისაკენ, რაც
დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებით, ერთიანი და
თავისუფალი ევროპის იდეის განხორციელებას ემსახურება;
დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია.

8. ევროკავშირის ეს ინსტიტუტი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის


საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, 
რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს (ერთიანი საგარეო და
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების გარდა). იგი პრაქტიკაში განახორციელებს
ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს.
იგი აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულების პროცესს.
ა) ევროპარლამენტი;
ბ) ევროკავშირის საბჭო;
გ) ევროკომისია;
დ) ევროსასამართლო.

2
9. შემოხაზეთ არასწორი დებულება:
ა) პოლიტიკური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, 1949 წელს დაარსდა.
მისი მუდმივი შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). ევროპის საბჭო
წარმოადგენს 46 დემოკრატიულ ქვეყანას და მისი მიზანია ყველა წევრ ქვეყანაში ადამიანის
უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვა;
ბ) პოლიტიკური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, 1949 წელს დაარსდა.
მისი მუდმივი შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). ევროპის საბჭო
წარმოადგენს 46 დემოკრატიულ ქვეყანას და მისი მიზანია ევროპაში დემოკრატიული
სტაბილურობის განმტკიცება პოლიტიკურ, სამართლებრივ და საკონსტიტუციო რეფორმათა
მხარდაჭერის გზით ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე;
გ) პოლიტიკური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, 1949 წელს დაარსდა.
მისი მუდმივი შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). ევროპის საბჭო
წარმოადგენს 46 დემოკრატიულ ქვეყანას და მისი მიზანია ევროპის კულტურული
თვითმყოფადობის განვითარების ხელშეწყობა, სადაც განათლებას განსაკუთრებული როლი
ენიჭება; სოციალური ინტეგრაციისა და სოციალურ უფლებათა მხარდაჭერა.
დ) პოლიტიკური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, 1949 წელს დაარსდა.
მისი მუდმივი შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). ევროპის საბჭო
წარმოადგენს 46 დემოკრატიულ ქვეყანას და მისი მიზანია ევროპის კულტურული
თვითმყოფადობის წაშლა და ერთიან კულტურად ქცევა.

10. მსოფლიო ეკონომიკაში სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკების ჩამოყალიბებას:


ა) არ შექვს პრინციპული ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკაში;
ბ) ხელს უწყობს ცალკეულ ქვეყნებს შორის უთანხმოების წამოქმნას, რაც შემდეგ გადადის
„სავაჭრო ომებში“;
გ) უქმნის რიგ დაბრკოლებას საერთაშორისო ვაჭრობას, რაც დამახასიათებელია ნებისმიერი
ჩაკეტილი ფორმირებისათვის;
დ) ხელს უწყობს ვაჭრობის განვითრებას ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის.

11. სახელმწიფოთაშორისო რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის საწყის ეტაპზე


ხორციელდება:
ა) სავაჭრო შეზღუდვების გაუქმება ურთიერთვაჭრობაში;
ბ) კოორდინირებული ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკის გატარება;
გ) წარმოების ყველა ფაქტორის თავისუფალი გადაადგილება ერთიანი ეკონომიკური
სივრცის ფარგლებში;
დ) ერთიანი ვალუტის შემოღება.

12. ჩამოთვლილთაგან სახელმწიფოთაშორისი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის


დამამათავრებელი ეტაპია:
ა) თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა;

3
ბ) საერთო ბაზრის შექმნა;
გ) ეკონომიკური კავშირის შექმნა;
დ) საბაჟო კაშირის შექმნა.

13. „A“ და „B“ ქვეყანამ ხელშეკრულება გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მესამე
ქვეყნების მიმართ საერთო საგარეო საბაჟო ტარიფების დაწესებით. ამ ქვეყნების გაერთიანება
ნიშნავს, რომ შეიქმნა:
ა) თავისუფალი ვაჭრობის ზონა;
ბ) საბჟო კავშირი;
დ) საერთო ბაზარი;
ე) ეკონომიკური კავშირი.

14. თანამედროვე ევროკავშირის წინამორბედი ევროგაერთიანება შეიქმნა:


ა) 1871 წელს;
ბ) 1945 წელს;
გ) 1957 წელს;
დ) 1992 წელს.

15. ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის


ა) 50%-ზე მეტია;
ბ) 30%-ია;
გ) 9,7%-ია;
დ) 5,7%-ია.

16. შენგენის შეთანხმება ითვალისწინებს:


ა) საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას ხელმომწერ სახელმწიფოთა
შორის;
ბ) მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის;
გ) კაპიტალდაბანდებათა თავისუფლებას ხელმომწერ სახელმწიფოებში;
დ) ყველა ზემოთჩამოთვლილს.

17. შემოხაზეთ სწორი დებულება:


ა) საქართველო არის შენგენის ზონის წვერი ქვეყანა;
ბ) საქართველო არ არის შენგენის ზონის წევრი ქვეყანა.

18. შემოხაზეთ სწორი დებულება:

4
ა) დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს,
შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება;
ბ) დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად ბიომეტრიულ პასპორტის
ფლობისა, არ შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება.

 
19. ევროკავშირის გაფართოება განხორციელდა
ა) ოთხჯერ;
ბ) ხუთჯერ;
გ) ექვსჯერ;
დ) შვიდჯერ.

20. „ევროპეიზაცია“ გულისხმობს:


ა) ინსტიტუტების განვითარებას ევროპულ დონეზე;
ბ) ევროპის პოლიტიკური ორგანიზაციისა და ინსტიტუტების ფორმათა მიმსგავსებას
დანარჩენ მსოფლიოში;
გ) წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ცვლილებებს;
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილს.

21. მაასტრიხტის კრიტერიუმების მიხედვით ევროპის მონეტარულ კავშირში


გასაწევრიანებლად საჭიროა, რომ ქვეყნის ინფლაციის დონე
ა) იყოს ნულის ტოლი;
ბ) უტოლდებოდეს ევროკავშირის ყველა ქვეყნის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს;
გ) არ აღემატებოდეს ევროკავშირის სამი ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნის
საშუალო მაჩვენებელს 1,5%-ზე მეტად;
დ) არ აღემატებოდეს ევროკავშირის სამი ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნის
საშუალო მაჩვენებელს 5,5%-ზე მეტად.

22. მაასტრიხტის კრიტერიუმების მიხედვით ევროპის მონეტარულ კავშირში


გასაწევრიანებლად საჭიროა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ვალის დონე
ა) იყოს ნულის ტოლი;
ბ) უტოლდებოდეს ევროკავშირის ყველა ქვეყნის სახელმწიფო ვალის საშუალო მაჩვენებელს;
გ) არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3 %-ს;
დ) არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 60 %-ს.

23. ევროპა ფართობით


ა) მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია;
ბ) ყველაზე დიდი კონტინენტია;
გ) ყველაზე პატარა კონტინეტია;

5
დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია.

24. შემოხაზეთ სწორი დებულება:


ა) ევროკავშირის სასამართლო სისტემაში განიხილება დავა ევროკავშირის ორგანოებს შორის;
დავა ევროკავშირის ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის; დავა წევრ სახელმწიფოებს
შორის;
ბ) ევროკავშირის სასამართლო სისტემაში განიხილება დავა რომელიმე წევრი ქვეყნის
ფიზიკურ პირებს შორის;
გ) ევროკავშირის სასამართლო სისტემაში განიხილება დავა კომპანიებსა და მის
თანამშრომლებს შორის.
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

25. ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, ევროპის ცენტრალური ბანკის,


რომელიც დაარსდა 1998 წელს და მდებარეობს ფრანკფურტში (გერმანია), მიზანია
ა) ევროკაშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაცია;
ბ) ევროკავშირის ფარგლებში სამუშაო ძალის შეუზღუდავი გადაადგილება;
გ) ფასების სტაბილურობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ევროს იყენებენ  და
ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების კონტროლის გზით სტაბილური ფინანსური
სისტემის შენარჩუნება;
დ) იმ ქვეყნების შემოერთება ევროკავშირში, რომელთაც სურს ევროს შემოღება.

26. იმ ქვეყნების ბანკების თანამშრომლობას, სადაც ევრო ოფიციალურ ვალუტადაა


გამოცხადებული, ეწოდება ევროსისტემა. ამ სისტემის წევრია ევროკავშირის
ა) 9 ქვეყანა;
ბ) 19 ქვეყანა;
გ) 26 ქვეყანა;
დ) ყველა ქვეყანა.

+++

27. ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს ევროგაერთიანება, რომელსაც საფუძველი


ჩაეყარა 1957 წელს და გააერთიანა სამი ორგანიზაცია:
ა) ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება
და ატომური ენერგიის ევროპული გაერთიანება;
ბ) ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და
ატომური ენერგიის ევროპული გაერთიანება;
გ) ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება, ატომური ენერგიის ევროპული
გაერთიანება და ევროსაბჭო;
დ) ევროსაბჭო, ევროპარლამნტი და ევროპის სასამართლო.

6
28. შენგენის ზონა შექმნილია შენგენის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით
დადგინდა, რომ
ა) მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის დაიწყება უვიზო მიმოსვლა;
ბ) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) წევრ ქვეყნებსა და
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განხორციელდეს უვიზო მიმოსვლა;
გ) ზონაში შემავალ სახელმწიფოებს შორის შიდა საზღვრები გაუქმებულიყო, ხოლო გარე
საზღვრები გამაგრებულიყო. ასევე ქვეყნები ვალდებულნი არიან რომ ერთიანი პოლიტიკა
შეიმუშავონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო
საპოლიციო-სასამართლო სისტემის შექმნას;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

29. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა აერთიანებს:


ა) მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს;
ბ) ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს;
გ) ლათინოამერიკულ განვითრებად ქვეყნებს;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

30. შემოხაზეთ არასწორი დებულება:


ა) ევროზონა, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება ევროს სივრცე, დღეისათვის არის
ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის ფულადი კავშირი, რომლებმაც ევრო (€) მიიღეს როგორც
ძირითადი ვალუტა და ერთადერთი იურიდიული საშუალება. ევროზონის მონეტარული
ორგანოა ევროსისტემა. ევროკავშირის რვა წევრი განაგრძობს საკუთარი ეროვნული
ვალუტის გამოყენებას, თუმცა მათი უმეტესობა მომავალში ევროს მიღების ვალდებულებას
მიიღებს.
ბ) ევროზონა, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება ევროს სივრცე, დღეისათვის აერთიანებს
ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანას და ყველა ამ ქვეყანაში ევრო (€) ძირითადი ვალუტაა;
გ) ევროზონა, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება ევროს სივრცე, გულისხმობს ყველა იმ
ქვეყანის გაერთიანებას, სადაც ეროვნულ ვალუტასთან ერთად ევრო მიმოიქცევა და
სარეზერვო ვალუტად გამოიყენება;
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.

31. ეს ქვეყნა ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა. ევროკავშირიდან მის გასვლას 2016 წლის
რეფერენდუმით დაუჭირა მხარი ადგილობრივმა მოსახლეობამ. გასვლის პროცესი
გაჭიანურდა და ოფიციალურად 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყო. ეს პროცესი
ცნობილია შემდეგი სახელწოდებით:
ა) ლისაბონის პროცესი;
ბ) მაასტრიხტის პროცესი;
გ) გრეკსიტი (Grexit);

7
დ) ბრექსიტი (Brexit).

32. ამ წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას (Association


Agreement - AA) მოეწერა ხელი. ამ მოვლენით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
თვისებრივად ახალ ფაზაში გადავიდა და საქართველოს პროდასავლური განვითარების
ახალი ლეგიტიმური საფუძვლები შეიქმნა.
ა) 1992 წელს;
ბ) 1996 წელს;
გ) 2014 წელს;
დ) 2020 წელს.

33. 1993 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ კოპენჰაგენის სამიტზე აღიარა აღმოსავლეთ და
ცენტრალური ევროპის ქვეყნების უფლება, შეუერთდნენ ევროპის კავშირს, თუ
დააკმაყოფილებენ შემდეგი სამი ჯგუფის კრიტერიუმებს (რომელსაც მოგვიანებით
კოპენჰაგენის კრიტერიუმები ეწოდა). იგი მოიცავს: პოლიტიკურ, ეკონომიკურ და
სამართლებრივ კრიტერიუმებს. მიუსადაგე შესაბამისად:

ა) პოლიტიკური კრიტერიუმი: 3 1. ევროპის კავშირის სხვადასხვა


პოლიტიკური, ეკონომიკური და
ფულადი სახის მიზნებისადმი
2 ერთგულება.
ბ) ეკონომიკური კრიტერიუმი: 2. მოქმედი საბაზრო ეკონომიკა და
უნარი მონაწილეობა მიიღოს
ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის
1 სფეროებში;
გ) გაერთიანების სამართლის 3. სტაბილური ინსტიტუტები,
გადმოტანა ქვეყნის შიდა რომლებიც წარმოადგენენ დემოკრატიის,
სამართალში (ინკორპორირება): კანონის უზენაესობის, ადამიანის
უფლებებისა დაცვისა და უმცირესობათა
პატივისცემის გარანტიას;

34. თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია აერთიანებს:


ა) ბალკანეთის ქვეყნებს;
ბ) სკანდინავიის ქვეყნებს;
გ) ნორვეგიას, ისლანდიას, შვეიცარიას და ლიხტენშტაინს;
დ) ნორვეგიას, ისლანდიას, ირლანდიას და დანიას.

35. ჩამოთვლილთგან რომელი ქვეყნები გამოირჩევიან განვითარების უმაღლესი

მაჩვენებლებით, მათ შორის განათლების, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის,


8
სამოქალაქო თავისუფლებების, ცხოვრების ხარისხის და ადამიანის განვითარების
ინდიკატორებით:
ა) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები;
ბ) ნორდიკული ქვეყნები;
გ) აფრიკული კავშირის ქვეყნები;
დ) ჩამოთვლილთგან არც ერთი.

You might also like