You are on page 1of 7

ლექტორი: ნინო პაპაჩაშვილი

უნივერსიტეტი: სულხან-საბა ორბელიანის


უნივერსიტეტი

ფაკულტეტი: ტურიზმი

თემა:ლიხტენშტაინი
ლიხტენშტაინი

ლიხტენშტაინი (– ლიხტენშტაინის სამთავრო ) – 


სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში.

ფართობი – 157 კმ2.

მოსახლეობა – 35,8 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – გერმანული.

დედაქალაქი – ქ. ვადუცი .

2
ლიხტენშტაინი შელენბერგის
სათავადოს და ვადუცის საგრაფოს
გაერთიანებით შეიქმნა.
ლიხტენშტაინების გვარი მეთორმეტე
საუკუნიდან მოდის. 1608 წელს კარლ
ფონ ლიხტენშტაინმა მიიღო
ისტორია თავადობა და ლიხტენშტაინის
პირველი თავადი გახდა. კოალიციური
ომის დროს 1799 წელს სათავადო
ფრანგებმა, შემდეგ კი ავსტრიელებმა
დაიპყრეს. ომის შემდეგ, 1806 წლის 12
ივლისს ლიხტენშტაინმა
დამოუკიდებლობა მიიღო. 1862 წელს
თავადმა იოჰან მეორემ მოაწერა
ხელი კონსტიტუციური მონარქიის
გამოცხადებას. სწორედ ამ დროს
აირჩიეს პირველი ლანდტაგი.

3
გეოგრაფია

ლიხტენშტაინის სამთავრო სუვერენული ქვეყანაა . იგი


მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის , მდინარე
რაინის ნაპირთან . ლიხტენშტაინის დედაქალაქია ვადუცი ,
უდიდესი ქალაქი - შაანი . ქვეყანას არ აქვს ზღვაზე
გასასვლელი , ამასთან იგი ერთადერთი ასეთი ქვეყანაა ,
რომელსაც არ ესაზღვრება არც ერთი საზღვაო ქვეყანა .
ლიხტენშტაინი ჯუჯა სახელმწიფოა და მისი ფართობი 160,48
კმ²–ია. საზღვრის სიგრძეა 76,6 კმ . ტერიტორია შეიცავს
როგორც ვაკეს , აგრეთვე ალპებს . ყველაზე მაღალი მთა არის
გრაუშპიცი - 2599 მ . ქვეყანაში ორი მდინარეა - რაინი და
ზამინა . ქვეყნის მაქსიმალური სიგრძეა 24,56 კმ , სიგანე - 12,36
კმ. ერთადერთი ტბა ლიხტენშტაინში არის გამპრინერ ზეელე
(გერმ . das Gampriner Seele), რომელიც 1927 წელს მდინარე
რაინის ადიდების შედეგად წარმოიქმნა . 4
ეკონომიკა

ლიხნტეშტაინში, მცირე ფართობის და ღარიბი


რესურსების მიუხედავად, ეკონომიკის დონე ძალიან
მაღალია. ქვეყანაში გაცილებით მეტი კომპანიაა, ვიდრე
მაცხოვრებელი. ქვეყანაში წელიწადში 1.786 მილიარდი
აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იწარმოება და
საშუალოდ 25 000 დოლარი მოდის ერთ სულ
მოსახლეზე. ინდუსტრიულ სექტორში ცნობილი ფირმებია
Hilti (საბურღი ტექნიკა); Ivoclar Vivadent
(სტომატოლოგიური ტექნიკა); Hoval (გათბობის და
ვენტილაციის სისტემები); Ospelt-Gruppe და Halicona
(საკვები პროდუქტები); Neutrik (ელექტროტექნიკა) და
სხვა. განვითარებულია მეტალურგია, ზუსტი
მანქანათმშენებლობა, ოპტიკა, ვაკუუმ-ტექნიკა,
ტექსტილის, კერამიკის წარმოება, ფარმაცეპტიკა.
სოფლის მეურნეობაში გავრცელებულია მეცხოველეობა
(ძირითადად რძის პროდუქტები), მოჰყავთ მარცვლეული
კულტურა, კარტოფილი, ბოსტნეული. აგრეთვე
განვითარებულია მებაღეობა, გაშენებულია ვენახები და
წურავენ ღვინოს. ლიხტენშტაინის მოსახლეობა არ
აკმაყოფილებს მოთხოვნას მუშა ხელზე. ამიტომ
სამუშაოდ დადიან აგრეთვე მეზობელი ავსტრიიდან და
შვეიცარიიდან.

5
ვადუცი
ტურიზმი
ლიხტენშტაინის ტერიტორიაზე   ალპების მდებარეობის
გამო,  ტურიზმის  ძირითად წყაროს სამთო -
სათხილამურო კურორტები წარმოადგენს . ასეთი
კურორტია მალბუნი. არის სათხილამურო სკოლები .
გუთენბერგი
ზაფხულში სპეციალური სააგენტოები ორგანიზებას
უწევს ექსკურსიებს . ქვეყანაში არის რამდენიმე
ციხესიმაგრე (ვადუცის , გუთენბერგის ), იმართება
მუსიკალური და თეატრალური ღონისძიებები .
აღსანიშნავია აგრეთვე ხელოვნების მუზეუმი ,
ლიხტენშტაინის სახელმწიფო მუზეუმი და თეატრი
„Theater am Kirchplatz“.
Theater am Kirchplatz

6
7

You might also like