You are on page 1of 5

სტუდენტი: მარიამ ქავთარაძე

ლექტორი: გივი ყუფარაძე

უნივერსიტეტი: სულხან-საბა ორბელიანი

თემა: წინანდალი
წინანდალი სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს
გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 560 მ.
თელავიდან 10 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2675
ადამიანი. სოფელი ცნობილია იმით, რომ აქ მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის
სახლ-მუზეუმი და XIX საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. სოფელი წინანდალი
საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას.
ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის
სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II-
ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში მისი
სასახლის შესახებ დღეისათვის მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ
სასახლე დღევანდელი ბაღის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. გარსევან
ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ურთერთობებში
და 1783 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს იოანე
ბაგრატიონთან ერთად. მეფე ერეკლემ მას დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის
მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. წინანდლის მამული
მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს,
პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786-1846) ერგო.
ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა და საიმპერატორო კარზე
იზრდებოდა.
იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ის ნათლული. 1818 წელს ალ. ჭავჭავაძემ
წამოიწყო ახალი სასახლის მშენებლობა. დიდძალი სტუმრიანობის გამო, ცხადი
გახდა, რომ სასახლე მასშტაბებში უნდა გაზრდილიყო. 1831 წელს წინანდალში
მშვენიერი ბაღით გარშემორტყმული დიდი სასახლე უკვე დგას, რაზეც მეტყველებს
გრიგოლ ორბელიანის ლექსი „ორი შენობა“ რომელშიც ავტორი გარსევან ჭავჭავაძის
ძველი სასახლისა და ალექსანდრეს ახალი სასახლის შედარებას ახდენს. ალ.
ჭავჭავაძეს ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ჰყავდა. უფროსი
ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე
გრიბოედოვის მეუღლე იყო მეორე - ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი
მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი - დავითი რუსეთის საიმპერატორო
სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა. მისი მეუღლე, ანა ბაგრატიონი,
საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII შვილიშვილი იყო. ალექსანდრეს
უმცროსი ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის
უფროსს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის. XIX საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ
ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები. სასახლეს ასევე
სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. წინანდლის
სასახლე XIX საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ
პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში ბოთლში ჩამოასხა ევროპული
წესით დამზადებული ქართული ღვინო. რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად
დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი. 1854 წელს, წინანდლის
მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს და გადაწვეს. ტყვედ აიყვანეს
დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები — სულ 24 ადამიანი.

შამილმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ შვილის ჯემალ-ედ-დინის


გათავისუფლება და მილიონი მანეთი მოითხოვა;მოლაპარაკების შედეგად თანხა 40
000-მდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი
და ნაფარეული დააგირავა.
ღირსშესანიშნაობები:
ჭავჭავაძეების სასახლე რედაქტირება
თელავის მახლობლად, წინანდალში მდებარეობს ცნობილი ქართველი პოეტისა და
საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786-1846) სახლმუზეუმი. მამამისი
გარსევან ჭავჭავაძე ქართლკახეთის მეფის ერეკლე II-ის (1744-1798) ელჩი იყო
რუსეთში. თვით პატარა ალექსანდრე კი რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ
მონათლა. ამდენად, მას ბავშვობიდანვე არისტოკრატიულ გარემოში უხდებოდა
ყოფნა. ევროპული განათლების, ცხოვრების წესის გავლენა იგრძნობა ალექსანდრე
ჭავჭავაძის მიერ მოწყობილ წინანდლის მამულში. იგი იყო პირველი, ვინც
საქართველოში შემოიტანა ეტლი და როიალი. მან ევროპელი დიზაინერების გეგმით
გააშენებინა წინანდლის ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა წინანდალი გადაჭიმული და
ევროპული, აზიური და ამერიკული წარმოშობის უამრავ ეგზოტიკურ მცენარეს
შეიცავს.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლემ რამდენიმეჯერ განიცადა სახეცვლილება:
ცნობილია, რომ ალექსანდრეს პირვანდელი სასახლე მოიცავდა 28 საძინებელსა და
რამდენიმე სალონს. სასახლე ფართე აივნებით იყო გარშემორტყმული. მისი შიდა
ინტერიერი ევროპულ სტილზე იყო მოწყობილი, რაც იმ დროისათვის უდიდეს
იშვიათობას წარმოადგენდა. 1854 წლის შამილის რაზმების შემოსევის შემდეგ
სასახლე გადაიწვა და გაიქურდა.ალექსანდრეს ვაჟმა, დავითმა, შეძლებისდაგვარად
მოახერხა სასახლის აღდგენა, მაგრამ ის მასშტაბებში საგრძნობლად შემცირდა. 1886
წლიდან, როცა სასახლე საიმპერატორო საუფლისწულო მამულების მფლობელობაში
გადავიდა, სასახლეში დიდი რეკონსტრუქცია დაიწყო. არქიტექტურულ სამუშაოებს
ცნობილი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ხელმძღვანელობდა. (მას არაერთი
შენობა აქვს აშენებული თბილისში: ღვინის პირველი ქარხანა მელიქიშვილის
ქუჩაზე; თეატრალური ინსტიტუტის შენობა რუსთაველის გამზირზე და სხვა.)

წინანდლის სასახლე რუსეთის საიმპერატორო ოჯახის საზაფხულო რეზიდენციად


უნდა გადაკეთებულიყო. მნიშვნელოვანია, რომ ალექსანდრე ოზეროვმა შენობის
გენერალური რეკონსტრუქციისას ალექსანდრესეული სასახლის კედელი ჩართო.
გასაბჭოების შემდეგ წინანდლის მამულები საბჭოთა ხელისუფლების ხელში
გადავიდა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში ღვინის ქარხნის სასტუმრო
განთავსდა. 1946 წლის 1 აგვისტოს კი გიორგი ლეონიძის თაოსნობით შენობაში
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. 1983 წლისათვის მუზეუმმა კიდევ
ერთი რეკონსტრუქცია განიცადა, შედეგად შენობამ ახალი საბჭოთა სტილის ელფერი
შეიძინა. 2007 წელს მუზეუმში მოხდა კაპიტალური რეკონსტრუქცია, შენობა
გათავისუფლდა საბჭოთა დროის ჩანართებისაგან, მიუახლოვდა ოზეროვის
დროინდელ სასახლეს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ალექსანდრესეული
აუთენტური კედლების ხილვა.
ალექსანდრე დიუმამ წინანდლის პარკს "ედემის ბაღი" უწოდა. ალექსანდრე
ჭავჭავაძე, მისი მეუღლე სალომე ორბელიანი და მათი ოთხი შვილი (დავით, ნინო,
ეკატერინე და სოფიო ჭავჭავაძეები) ცნობილი იყვნენ თავიანთი
სტუმართმოყვარეობით. წინანდალს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ: ალექსანდრე
დიუმა, ფრანგი ისტორიკოსი მარი-ფელისიტე ბროსე, რუსი პოეტები ალექსანდრე
პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი და ალექსანდრე გრიბოედოვი. ალექსანდრე
ჭავჭავაძემ ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგიის შემოტანით განაახლა
საქართველოში ათასწლეულებით დამკვიდრებული ღვინის წარმოების ტრადიცია.
გააუმჯობესა კახური ღვინის ხარისხი, შამპანური ღვინოებისა და კონიაკის
დასამზადებლად დანერგა და განავითარა ორიგინალური ტექნოლოგიები.
ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი ენოლოგი საქართველოში. მან წინანდალში
ღვინის საწარმო, ორთქლით არყის სახდელი საწარმო და უზარმაზარი მიწისქვეშა
ღვინის მარანი ააშენა, რომელშიც დიდი ქვევრები განალაგა და კასრების
სახელოსნოც გახსნა.
წინანდლის ენოთეკაში დღემდე დაცულია ალექსანდრე ჭავჭავაძის პირადი ღვინის
კოლექცია, რომელიც 70 მარკის 16500 ბოთლ ღვინოს შეიცავდა. ალექსანდრეს და
მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1846-1847 წლებში, წინანდლის მამულს მათი
შვილები: ჯერ ნინო, შემდეგ კი დავითი მართავდნენ.
1854 წლის 4 ივლისს შამილის რაზმებმა დაარბიეს წინანდლის სასახლე. შემდგომში
დავით ჭავჭავაძე ცდილობდა წინანდლის მამულის განვითარებას, ბანკიდან იღებდა
სესხს. თუმცა იგი ვერ აღმოჩნდა მამამისივით წარმატებული მეურნე, ვალები დაედო.
წინანდლის მამული რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების
საგვარეულო მიწები გაიყიდა. საბჭოთა პერიოდში წინანდალი სამთავრობო
რეზიდენცია იყო. 2007 წლიდან `აბრეშუმის გზის ჯგუფმა~ (შილკ ღოად Gროუპ)
შეისყიდა და რესტავრაცია ჩაუტარა წინანდლის მუზეუმს. მას მიენიჭა თანამედროვე
მუზეუმის ფუნქცია, მუზეუმის ნაწილი განკუთვნილია კერძო ან სახელმწიფო
ღონისძიებებისთვის. რესტავრაციის შემდგომი წინანდალი 4 ნაწილისგან შედგება:
სახლ-მუზეუმი, პარკი, სასტუმრო ცენტრი და ენოთეკა (ღვინის ქარხანა და მარანი).
წინანდლის ბაღი
წინანდლის ბაღი დღეს 12 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა ალექსანდრეს დროს იგი
გაცილებით დიდ ფართობს მოიცავდა. გადმოცემით ალექსანდრემ ევროპელი
დეკორატორები მოიწვია და ენერგიასა და ფულს არ ზოგავდა მის
გასამშვენიერებლად.
პარკი უნიკალურად ითვლება არა მხოლოდ მრავალფეროვანი დასავლური,
აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა
სიმრავლის გამო, (ურთხელი, Ginkgo Biloba, იაპონური კრიპტომერია, მაგნოლია,
Maclura Pomifera და სხვა.) არამედ, თავად პარკის დაგეგმარების თვალსაზრისითაც.

წინანდლის ბაღის თავისებურებას ქმნის არა მხოლოდ ადამიანის ხელთქმნილ


გარემოში სივრცის წინასწარ გათვლილი წყობა და განლაგება როგორც, მაგალითად,
ვერსალის ბაღია, არამედ უფრო ველური ბუნებრიობის და დეკორატორის მიერ
შექმნილი ლანდშაფტების ორგანული სინთეზი. ანუ, ევროპული პარკებისგან
განსხვავებით, წინანდლის ბაღი უფრო თავისუფალი დაგეგმარების პრინციპითაა
შექმნილი. ზოგიერთი სპეციალისტი მას ინგლისურ პარკებს ადარებს, როგორიცაა
რიჩმონდის პარკი, პარკი კიუ და სხვა.
დღესდღეობით ბაღში უხვადაა იაპონური ზღმარტლი, ტკბილი ჰოვენია, იაპონური
კომში, ხურმა, ზეთისხილი, იაპონური ქაღალდის ხე, ახალი ზელანდიის ხილი,
შინდი, წაბლი, წიწვოვნები, კორპის მუხა, ქაფურის ხე, დაფნა, ცხენისწაბლა, ხეშავი,
ხეჭრელი, წყავი და ა.შ.
წინანდლის ღვინის საცავი.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ XIX საუკუნის 30-იან წლებში წინანდალში გამართა ღვინის
საცავი, სადაც თავისივე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური ევროპული
ღვინის კოლექცია შეაგროვა. ამ საცავის ღირებულებას წარმოადგენს მასში არსებული
კლიმატისა და ტენიანობის იდეალური პირობები ღვნის დაძველებისა და
შენახვისათვის. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს (1888 წ) წინანდლის მამულის
საუფლისწულო მამულების საკუთრებაში გადასვლის შემდეგ აქვე დიდი ღვინის
ქარხანა აშენდა და აღნიშნული საცავი საგრძნობლად გაიზარდა. დღესდღეობით
ღვინის საცავში დაცული კოლექცია 16 500-მდე ბოთლს მოიცავს. მათ შორის ინახება
1814 წლის „პოლონური თაფლისა“ და 1861 წლის Chateau D’Yquem-ის უნიკალური
ბოთლები. კოლექციაში ასევე ინახება 1841 წელს ალექსანდრეს მიერ ბოთლში
პირველად ჩამოსხმული ღვინო „საფერავი“.

მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like