Professional Documents
Culture Documents
Untitled
Untitled
ფაკულტეტი: ტურიზმი
ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
აღწერა
ტიპოლოგიურად წმინდა სამების ტაძარი ჯვრულ მოხაზულობაში ჩასმული ტრიკონქია, რვა ბურჯზე
დაყრდნობილი გუმბათით. ტაძარში მოხვედრა შესაძლებელია სამი მხრიდან — დასავლეთ, სამხრეთ და
ჩრდილოეთ მკლავებში დატანებული პორტალებიდან. ამათგან, მთავარი კარიბჭე დასავლეთ მკლავშია,
რომელსაც გარედან ვრცელი გალერეა აკრავს. ტრიკონქის მკლავები გუმბათქვეშა სივრცესთან ერთად
კათედრალის ერთიანი მთავარი მოცულობას წარმოადგენს, რომელსაც მოხდენილად აგვირგვინებს
მასიური გუმბათი. გუმბათის გარე რადიუსი 9.50 მეტრია.
მასშტაბი,პარამეტრები
იგი ძირითადად ორი ნაწილისაგან შედგება —
მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისაგან. საერთო
სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით
86.10 მეტრია (უშუალოდ ჯვარი 7,5 მეტრი
სიმაღლისაა). ლავრის მიწისქვეშა ნაწილში ორი
სართული მდებარეობს. ტაძრის ფუნდამენტი -14,07
მეტრის სიღრმეზეა, ქვედა სართულის იატაკი -13,07
მეტრზეა. (ამას ემატება 1 მეტრიანი ფუნდამენტი).
წმ. სამების ტაძრის საერთო სიმაღლე, ამ
მონაცემებით, 100,17 მეტრია (86.10+14.07). წმ.
სამების ტაძრის სიგრძე 70,450 მეტრი, სიგანე კი
64,68 მეტრია.