You are on page 1of 7

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

გამოცდა: ფინალური

გამოცდის ტიპი: წერითი

საგანი: მენეჯმენტის საფუძვლები

ლექტორი: მარიამ ხაჩიძე

m.khachidze@sabauni.edu.ge

გამოცდის თარიღი: XX/XX/XXXX

საგამოცდო ნამუშევრის მოწოდების ბოლო ვადა: XX/XX/XXXX

დავალებათა ტიპი და შეფასების მეთოდები

საგამოცდო კომპონენტი რაოდენობა ქულა მაქსიმალური ქულა მიღებული შენიშვნა


შეფასება

ტესტი 18 1 18

ღია კითხვა 7 1 7

თეორიული საკითხი 1 2.5 2.5


/ესსე/

ქეისი 1 2.5 2.5

ჯამი 27 30

ლექტორის ხელმოწერა: _____________________________

გამოცდის ხანგრძლივობა:
ნებადართული დამხმარე ლიტერატურა/საშუალებები:
1. ადამიანის მოტივაციის განმსაზღვრეს რომელ სამ ძირითად ფაქტორს ადგენს მოლოდინის
თეორია: (1 ქულა)
A. ინსტრუმენტულობა, აღიარება, ურთიერთობები;
B. მოლოდინი, ინსტრუმენტულობა, ვალენტობა;
C. ხელფასი, გარემო, მენეჯმერი;
D. ბონუსი, ხელფასი, აღიარება;
2. რამდენ საფეხურს მოიცავ მასლოუს მოთხოვნილებების იერარქია? (1 ქულა)
A. 4;
B. 5;
C. 6;
D. 7;
3. მიზნების მართვის მესამე საფეხური მოიცავს: (1 ქულა)
A. ორგანიზაციის თითოეულ დონეზე კონკრეტული მიზნები და ამოცანების განსაზღვა;
B. მენეჯეები და მათი ხელქვეითები ერთობლივად განსაზღვრავენ ხელქვეითების
მიზნებს;
C. მენეჯერები და მათი ხელქვეითები პერიოდულად აწარმოებენ მიზნების შესრულების
მიმართულებით ხელქვეითების პროგრესის მიმოხილვას;
D. ყველა პასუხი მცდარია;
4. მენეჯერული უნარ-ჩვევებს მიეკუთვნება შემდეგი უნარები: (1 ქულა)
A. კონცეფციული, ადამიანური, ტექნიკური;
B. კომპიუტერული, ემოციური, ანალიტიკური;
C. წერითი, საკომუნიკაციო;
D. ყველა პასუხი მცდარია;
5. კონტროლის პროცესი მოიცავს:
A. მეგობრული, ავტორიტარული, დემოკრატიული გარემოს შექმნას;
B. ავტორიტარული, დემოკრატიული და სოციალური პირობების უზრუნველყოფას;
C. საშუალო რგოლის, ზედა რგოლის, შუა რგოლის მენეჯმენტის შედეგების შესწავლას ;
D. მწარმოებლურობის სტანდარტების დამკვიდრებას, ფაქტობრივ მწარმოებლურობას,
შედარებას, შეფასებას;
6. რას წარმოადგნს ინსტრუმენტულ ფასეულობა? (1 ქულა)
A. პიროვნების შეხედულებას მის ცხოვრებისეულ მიზნებსა და ამოცანებზე;
B. პიროვნების შეხედულებას მისი საქმიანობაზე;
C. პიროვნების შეხედულებას მოქმედების მისთვის სასურველ მეთოდებსა და ქცევის
წესებზე;
D. ყველა პასუხი მცდარია;
7. განმარტეთ ემოციური ინტელექტი (1 ქულა)
A. ემოციური ინტელექტი არის უნარი, ჩაწვდე და მართო სხვა ადამიანების გაწყობა და
ემოციები;
B. ემოციური ინტელექტი არის უნარი, ჩაწვდე და მართო საკუთარი გაწყობა და
ემოციები;
C. ყველა პასუხი სწორია;
8. სამუშაო გარემო მოიცავს: (1 ქულა)
A. მომწოდებლებს, დისტრიბუტორებს, კლიენტებს, კონკურენტებს;
B. მომწოდებლებს, კლიენტებს, თანამშრომლებს, კონკურენტებს;
C. თანამშრომლებს, ორგანიზაციულ კულტურას, კონკურენტებს,
D. მომწოდებლებს, დისტრიბუტორებს, კონკურენტებს
9. მოგების, ლიკვიდურობის, კაპიტალიზაციის და აქტიურობის კომპონენტები მიეკუთვნება (1
ქულა):
A. იმპორტის და ექსპორტის კლასიფიკაციას;
B. მწარმოებლურობის ფინანსურ საზომებს;
C. კონტროლის პროცესს;
D. მართვის თავისებუირებებს;
10. რომელი მათგანი არ მიეკუთვნება ბაზარზე შესვლის ბარიერს? (1 ქულა)
A. მასშტაბის ეფექტი;
B. სავაჭრო ნიშნისადმი ერთგულება;
C. სამთავრობო დადგენილებები;
D. ეკონომიკური სიდუხჭირე;
11. რას ნიშნავს სამართლიანობის თეორია? (1 ქულა)
A. ყურადღებას ამახვილებს ადამიანების მიერ მათი სამსახურეობრივი შედეგებისა და
მათ მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისობის სამართლიანობაზე;
B. ყურადღებას ამახვილებს ადამიანების მიერ მათი სამსახურეობრივი შედეგებისა და
მათ მიერ შეტანილი წვლილის ანაზღაურების შესაბამისობის სამართლიანობაზე;
C. ყურადღებას ამახვილებს მუშების მოტივირებაზე, მეტი წვლილი შეიტანონ
სამსახურში ან ორგანიზაციაში;
D. სწორი პასუხია A და D
12. რამდენი ეტაპისგან შედგება გადაწყვეტილების მიღების პროცესი?(1 ქულა)
A. 6
B. 7
C. 8
D. 9
13. SWOT ანალიზი აერთიანებს: (1 ქულა)
A. სუსტ მხარეებს, ძლიერ მხარეებს, შესაძლებლობებს, მოსალოდნელ საშიშროებებს;
B. სუსტ მხარეებს, ძლიერ მხარეებს, შესაძლებლობებს, განვითარებას
C. სუსტ მხარეებს, ძლიერ მხარეებს, საფრთხეებს, საშუალებებს;
D. ყველა პასუხი მცდარია;
14. როგორი ტიპის უფლებამოსილებები არსებობს? ( 1ქულა)
A. ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული;
B. ცენტრალიზებული და კოლექტიური;
C. კაპიტალისტური და კომუნისტური;
D. რაციონალური და ირაციონალური;
15. როდის ვლინდება ტრანსფორმაციული მართვა (1 ქულა):
A. როდესაც მენეჯერებს აქვთ სერიოზული ზეგავლენა ხელქვეითებსა და
ორგანიზაციაზე მთლიანად;
B. როდესაც მენეჯერებს აქვთ სერიოზული ზეგავლენა მხოლოდ ხელქვეითებზე;
C. როდესაც მენეჯერებს აქვთ სერიოზული ზეგავლენა მხოლოდ ორგანიზაციაზე;
D. ყველა პასუხი მცდარია;
16. ფსიქოლოგიური გავლენა, რომელიც მიმართულებას აძლევს ორგანიზაციაში პიროვნების
ქცევას, ძალისხმევის დონეს და დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში - სიმტკიცეს- არის (1
ქულა) :
A. მოტივაცია;
B. ეკონომიკა;
C. ხელოვნური ინტელექტი;
D. კომუნიკაცია;
17. პერსონალური მართვის სტილი მოიცავს (1 ქულა) :
A. ექსპერტულ, წახალისების, იძულების, კანონიერ და ეტალონის სტილებს;
B. დიქტატორულ, ბრძანებით და დემონსტრაციული მართვის სტილებს;
C. მხოლოდ ავტოკრატიული მართვის სტილს;
D. უფლებამოსილებათა დელეგირებას;
18. ქარიზმატული, ინტელექტუალური და ინტეგრირებული ( ჩართული) სტილები აღწერს (1
ქულა) :
A. ლიდერთა ტიპებს;
B. თანამშრომელთა აღწერილობას;
C. სიტუაციური მართვის თავისებურებებს წარმოადგენს;
D. კომუნიკაციის შემადგენელი ელემენტებია.

ღია კითხვები:

19. ჩამოთვალეთ და განმარტეთ კონტროლის 4 საფეხური (1 ქულა)

20. იმსჯელეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და ეტაპებზე (1 ქულა) ;

21. განმარტეთ მოტივაციის მნიშვნელობა (1 ქულა)


22. განმარტეთ ლიდერობის არსი (1 ქულა)

23. რას ნიშნავს ჯგუფი და გუნდი (1 ქულა)

24. ჩამოწერეთ ჯგუფის განვითარების 5 ეტაპი (1 ქულა)

25. ჩამოაყალიბეთ: რას წარმოადგენს დაგეგმვა და რომელ დონეებს მოიცავს ის (1 ქულა)

26. თეორიული საკითხი: (2,5 ქულა)


სტრატეგიის ჩამოყალიბება და SWOT ანალიზი;

27. ქეისი (2,5 ქულა)

ქეისი: ჰიპერმარკეტი გუდვილი

გახსნის პერიოდში, გუდვილის მმართველობა მოიაზრებდა, რომ ჰიპერმარკეტის


მიზნობრივი სეგმნტი დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა უნდა ყოფილიყო. ამ სეგმენტს
წარმოადგენდნენ ის ადამიანები, რომლებიც საოჯახო საყიდლების 98% ბაზარსა და
ბაზრობაზე ახორციელებდნენ. მათთვის გუდვილში ყველაზე მომხიბვლელი ბაზრობაზე
უფრო დაბალი ფასი და უფო ორგაინზებული ინტერიერი უნდა ყოფილიყო.

ჰიპერმარკეტ გუდვილის გახსნამდე ექსპერტებს ეჭვი ეპარებოდათ ამ კომპანიის


წარმატებაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იდეა ძალიან ინოვაციური იყო და თბილისის
მოსახლეობას არ ჰქონდა მსგავსი საყიდლებზე სიარულის გამოცდილება. შედეგად,
საჭირო იყო დიდი მარკეტინგული ძალისხმევა და დიდი დრო იმისთვის, რომ
მიზნობრივ სეგმენტს საყიდლების კულტურა რადიკალურად შეეცვალა. ამ მოსაზრებას,
ის არგუმენტიც ემატებოდა, რომ გუდვილი დიდი დიღომის დასახლებაში არის
განლაგებული და საკმაოდ რთული მისადგომია. თუმცა, მმართვლობა
ადგილმდებარეობას ძლიერ და არა სუსტ მხარედ თვლიდა, რადგან მათი გამოკვლევით
დიდი დიღმის მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალშემოსავლიან ფენას
წარმოადგენდა.

გუდვილის გახსნის პერიოდში, მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტი ორი სახის იყო.


პირველი სახის - ის პროდუქტი, რომლებიც ბაზრობაზეც იყო წარმოდგენილი ბაზრობის
ფაებზე უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა. ხოლო მეორე სახის პროდუქტი მფლობელებმა
პატარა რაოდენობით, საცდელად ჩამოიტანეს და მაღაზიაში შემოიტანეს. ეს იყო
გერმანული საოჯახო პროდუქცია და ძალიან დიდი ფასნამატით იყიდებოდა.

შედეგით, როგორც ექსპერტები, ისევე გუდვილის მმართველობა გაკვრვებაში დარჩა.


ექსპერტები მართლები აღმოჩნდნენ იმაში, რომ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა
გუდვილის ხშირი სტუმარი არ იყო. მაგრამ, ამავდროულად გამოჩნდა ახალი ეგმენტი,
რომლებიც დღესდღეობით გუდვილის ლოიალურ მომხმარებლად გვევლინება. საშუალო
და მაღალშემოსავლიანი მომსახურება, რომლისთვისაც გუდვილის ყველაზე დიდ
ფასეულობას ყიდვის სიადვილე და ხარისხის გარანტია წარმოადგენდა.

გუდვილმა სეგმენტის ამ ცვლილებაზე დაახლოვებით 5 თვეში მოახდინა რეაგირება.


მაღაზიაში გაიზარდა ფასები და თუ მათ მიერ იმპორტირებული გერმანული პროდუქცია
დასაწყისში მთელი პროდუქციის მხოლოდ 5% - ს წარმოადგენდა, შემდეგ ეს წილი 40%-
მდე გაიზარდა.

დღესდღეობით გუდვილი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს ერთულად


გვევლინება.

კითხვები დისკუსიისთვის:

1. თქვენი აზრით, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა გუდვილი, უფრო


კონკურენტუნარიან გარემოში რომ გახსნილიყო?
2. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ის, რომ დაბალშემოსავლიანმა სეგმენტმა არ იარა
მათთვის განკუთვნილ მაღაზიაში?
3. თქვენი აზრით, რატომ შეცდნენ ექსპერტები?
4. მიმდინარე კონკურენტულ გარემოში, როცა „კარფურის“ მაღაზიათა ქსელი
გვევლინება ძლიერი კონკურენტის როლში, რა წარმოადგენს გუდვილის სისუსტეებს
და რატომ დაკარგა კლიენტების ნაწილი?

You might also like