You are on page 1of 5

ლიხტენშტაინი

ლიხტენშტაინი (– ლიხტენშტაინის სამთავრო) – სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში.

ფართობი – 157 კმ2.

მოსახლეობა – 35,8 ათ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – გერმანული.

დედაქალაქი – ქ. ვადუცი.

ისტორია

ლიხტენშტაინი შელენბერგის სათავადოს და ვადუცის საგრაფოს გაერთიანებით შეიქმნა .


ლიხტენშტაინების გვარი მეთორმეტე საუკუნიდან მოდის. 1608 წელს კარლ ფონ
ლიხტენშტაინმა მიიღო თავადობა და ლიხტენშტაინის პირველი თავადი გახდა . კოალიციური
ომის დროს 1799 წელს სათავადო ფრანგებმა, შემდეგ კი ავსტრიელებმა დაიპყრეს . ომის
შემდეგ, 1806 წლის 12 ივლისს ლიხტენშტაინმა დამოუკიდებლობა მიიღო . 1862 წელს თავადმა
იოჰან მეორემ მოაწერა ხელი კონსტიტუციური მონარქიის გამოცხადებას . სწორედ ამ დროს
აირჩიეს პირველი ლანდტაგი.

გიორგი
გეოგრაფია

ლიხტენშტაინის სამთავრო სუვერენული ქვეყანაა. იგი მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას


შორის, მდინარე რაინის ნაპირთან. ლიხტენშტაინის დედაქალაქია ვადუცი, უდიდესი ქალაქი -
შაანი. ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ამასთან იგი ერთადერთი ასეთი ქვეყანაა,
რომელსაც არ ესაზღვრება არც ერთი საზღვაო ქვეყანა. ლიხტენშტაინი ჯუჯა სახელმწიფოა და
მისი ფართობი 160,48 კმ²–ია. საზღვრის სიგრძეა 76,6 კმ. ტერიტორია შეიცავს როგორც ვაკეს ,
აგრეთვე ალპებს. ყველაზე მაღალი მთა არის გრაუშპიცი - 2599 მ. ქვეყანაში ორი მდინარეა -
რაინი და ზამინა. ქვეყნის მაქსიმალური სიგრძეა 24,56 კმ, სიგანე - 12,36 კმ. ერთადერთი ტბა
ლიხტენშტაინში არის გამპრინერ ზეელე (გერმ. das Gampriner Seele), რომელიც 1927 წელს
მდინარე რაინის ადიდების შედეგად წარმოიქმნა.

რეზი
ლიხნტეშტაინში, მცირე ფართობის და ღარიბი რესურსების მიუხედავად , ეკონომიკის დონე
ძალიან მაღალია. ქვეყანაში გაცილებით მეტი კომპანიაა, ვიდრე მაცხოვრებელი. ქვეყანაში
წელიწადში 1.786 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იწარმოება და
საშუალოდ 25 000 დოლარი მოდის ერთ სულ მოსახლეზე. ინდუსტრიულ სექტორში ცნობილი
ფირმებია Hilti (საბურღი ტექნიკა); Ivoclar Vivadent (სტომატოლოგიური ტექნიკა); Hoval
(გათბობის და ვენტილაციის სისტემები); Ospelt-Gruppe და Halicona (საკვები პროდუქტები);
Neutrik (ელექტროტექნიკა) და სხვა. განვითარებულია მეტალურგია, ზუსტი
მანქანათმშენებლობა, ოპტიკა, ვაკუუმ-ტექნიკა, ტექსტილის , კერამიკის წარმოება ,
ფარმაცეპტიკა. სოფლის მეურნეობაში გავრცელებულია მეცხოველეობა (ძირითადად რძის
პროდუქტები), მოჰყავთ მარცვლეული კულტურა, კარტოფილი, ბოსტნეული. აგრეთვე
განვითარებულია მებაღეობა, გაშენებულია ვენახები და წურავენ ღვინოს . ლიხტენშტაინის
მოსახლეობა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას მუშა ხელზე. ამიტომ სამუშაოდ დადიან აგრეთვე
მეზობელი ავსტრიიდან და შვეიცარიიდან.

ცარციძე
ლიხტენშტაინის ტერიტორიაზე ალპების მდებარეობის გამო, ტურიზმის ძირითად წყაროს
სამთო-სათხილამურო კურორტები წარმოადგენს. ასეთი კურორტია მალბუნი. არის
სათხილამურო სკოლები. ზაფხულში სპეციალური სააგენტოები ორგანიზებას უწევს
ექსკურსიებს. ქვეყანაში არის რამდენიმე ციხესიმაგრე (ვადუცის, გუთენბერგის ), იმართება
მუსიკალური და თეატრალური ღონისძიებები. აღსანიშნავია აგრეთვე ხელოვნების მუზეუმი ,
ლიხტენშტაინის სახელმწიფო მუზეუმი და თეატრი „Theater am Kirchplatz“.

ლადო
ლიხტენშტაინში კონსტიტუციური მონარქიაა, რაც დაფუძნებულია დემოკრატიულ
პარლამენტზე. სახელმწიფო ენა გერმანულია, ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი. 1989 წლიდან
სახელმწიფოს მეთაური არის თავადი Hans Adam II. von und zu Liechtenstein. სახელმწიფო
საქმეებს 2004 წლიდან მეთაურობს მემკვიდრე პრინცი Alois von und zu Liechtenstein.
საკანონმდებლო ორგანო, ერთპალატიანი ლიხტენშტაინის ლანდტაგი, შედგება 25
დეპუტატისგან, რომელსაც ირჩევს ხალხი 4 წელიწადში ერთხელ. აღმასრულებელ
ხელისუფლებას წარმოადგენს მთავრობის მეთაური და 4 საბჭო. ქვეყნის მეთაურს შეუძლია
მთავრობის და პარლამენტის დათხოვნა. სასამართლო ხელისუფლება შედგება უზენაესი
სასამართლოს 5 მოსამართლისგან. მათ ნიშნავს თავადებისგან შემგარი ორგანო. 1868 წლიდან
სათავადოს არ ჰყავს ჯარი. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას კი პოლიცია იცავს. ლიხტენშტაინის
საელჩოებია ვენაში, ბერნში, ბერლინში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში და ნიუ
იორკში (გაერო). ადმინისტრაციული დაყოფა - 2 ისტორიული რეგიონი - ობერლანდი (ცენტრი
ვადუცი) და უნტერლანდი (ცენტრი შელენბერგი). ამას გარდა ქვეყანა 11 ეპარქიად იყოფა.

ლუკა

You might also like