You are on page 1of 2

როცა ვაანალიზებთ კულტურული ტურისტების წილს შეფასების მეთოდიკის მიხედვით,

ვხედავთ, რომ კულტურული ტურიზმის მცირე მაჩვენებელი შეადგენს საშუალოდ 16%, ხოლო
უფრო ფართო -დაახლოებით 47%-ს.

მოკლედ, ამ კვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ კულტურული ტურიზმის წილი ტურიზმის
მთლიან ინდუსტრიაში 35-40%-ის ფარგლებშია.

რომელთა მარკეტინგულ პოლიტიკაში სპეციალურადაა ჩასმული კულტურული ტურიზმი (66%),


ვიდრე სხვა ქვეყნებში (17%). ქვეყნებს, სადაც არის კულტურისა და ტურიზმის გაერთიანებული
სამინისტროები, ჰქონდათ ტურიზმის ზრდის უფრო მაღალი ტემპი (21%), ვიდრე სხვა ქვეყნებს
(17%). ქვეყნები, რომლებშიც არ ხდება კულტურული ტურიზმის სტატისტიკის წარმოება,
აფიქსირებენ ზრდის ნაკლებ ტემპს (15%), ვიდრე ის ქვეყნები, სადაც ხდება დათვლა (19,5%).

გამოკითხვაში მონაწილე 69 ქვეყნიდან მხოლოდ 22-მა შეძლო კულტურული ტურიზმის შიდა


ბაზრის მოცულობის შეფასება.

კითხვაზე, გაიზარდა თუ არა კულტურული ტურიზმის შიდა ბაზრის სავარაუდო მოცულობა, მტო -
ს წევრმა მხოლოდ 16 ქვეყანამ შეძლო მონაცემების წარმოდგენა.

როდესაც ხდება ტურისტთა მოზიდვისათვის სტრატეგიის შემუშავება, საჭიროა მათი


მოტივაციების შესწავლა და გათვალისწინება, რადგან ამა თუ იმ დესტინაციის კულტურის
მიმართ ვიზიტორებს აქვთ სხვადასხვა ხასიათისა და ხარისხის ინტერესები

ეროვნული და საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების


საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ მოტივების ორი ჯგუფი: ა) კულტურული
ღირსშესანიშნაობების მონახულების მოტივების მთავარი ჯგუფი: • ახალი გამოცდილებისა და
შთაბეჭდილებების მიღება; • დასვენება (რელაქსაცია, რუტინისაგან თავის დაღწევა); • ახალი
ცოდნის მიღება/უკეთ გაგება. ბ) მნიშვნელობის თვალსაზრისით, მოტივების მეორე ჯგუფი: •
აქტივობების ჩვეული წესი დასვენების (შვებულების) დროს; • ხათრით (კამპანიისთვის); •
ღირსშესანიშნაობების მონახულება ნაწილი ტურისტებისათვის შეიძლება გამომდინარეობდეს
კულტურულ სექტორში პროფესიული საქმიანობიდან.

კულტურული ტურისტები კულტურული მოიტვაციის მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ


კატეგორიებად: • მიზანზე ორიენტირებული კულტურული ტურისტები, რომლებიც
მოგზაურობენ თავიანთი კულტურული ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ამას აღწევენ
ღირსშესანიშნაობათა მონახულებით; • ტურისტები, რომლებიც კულტურულ
ღირსშესანიშნაობების მონახულებას თვლიან რეკრეაციული საქმიანობის მიმზიდველ
ფორმად. მათი მოგზაურობა შეიძლება იყოს მოტივირებული კულტურული მიზნებით, მაგრამ
ნაწილობრივ, სხვა ტურისტულ აქტივობებთან ერთად; • ტურისტები, რომელთა კულტურული
მოტივაცია საკმაოდ სუსტია იმისათვის, რომ გახდეს მოგზაურობის სტიმული, მაგრამ ამა თუ იმ
დესტინაციაში ყოფნისას ისინი სარგებლობენ შესაძლებლობით, რათა მოინახულონ
ტურისტული ღირსშესანიშნაობები; • ტურისტები, რომელთაც საერთოდ არ გააჩნიათ
კულტურული ინტერესები, რომლებიც ამა თუ იმ დანიშნულების ადგილზე ყოფნისას არ
მოინახულებენ კულტურულ ღისშესანიშნაობებს. თუ კი ისინი მაინც მოინახულებენ ასეთ
ობიექტებს, მაშინ ეს დაკავშირებულია სხვა სოციალურ მოტივებთან.

მიზანზე ორიენტირებული ანუ პირველადი მოტივაციის მქონე კულტურული ტურისტები

რეკრეაციაზე ორიენტირებული კულტურული ტურისტები

ტურისტები, რომელთაც გააჩნიათ თანმხლები კულტურული მოთხოვნილებები

შემთხვევითი კულტურული ტურისტები, რომელთაც არ გააჩნიათ კულტურული


მოთხოვნილებები

კულტურული ტურიზმის ბაზარი გეოგრაფიულად შეიძლება დაიყოს შემდეგ სეგმენტებად: •


ამერიკა • აზია-წყნარი ოკეანეა (APAC) • ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (EMEA)

გავიხსენოთ მტო-ს მიერ შემოთავაზებული კულტურული რესურსების ოთხ კატეგორია:

• მატერიალური მემკვიდრეობა: მაგ. მსოფლიო და ეროვნული მემკვიდრეობის ობიექტები,


ძეგლები, ისტორიული ადგილები და შენობები, არქეოლოგია.

• არამატერიალური მემკვიდრეობა: მაგ. ხელოსნობა და ხალხური რეწვა, გასტრონომია,


ტრადიციული ფესტივალები, ტრადიციული მუსიკა, ზეპირსიტყვიერი ტრადიციები , რელიგია.

• თანამედროვე კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია: მაგ. კინო, საშემსრულებლო


ხელოვნება, დიზაინი, მოდა, ახლი მედია.

• სხვა: მაგ. სპორტი, განათლება, ჯანმრთელობა, შოპინგი

უცხოელი ვიზიტორებიდან ყველაზე საინტერესოა ის კატეგორიები, რომელთა


საქართველოში სტუმრობის მიზანი იყო:

• დასვენება, გართობა, რეკრეაცია;

• მეგობრებისა და ნათესავების მონახულება;

• ბიზნესი და პროფესიული საქმოანობა.

You might also like