You are on page 1of 16

ავტორი: გიორგი უცუნაშვილი

ხელმძღვანელი: გიგი ყუფარაძე


უნივერსიტეტი: სულხან-საბა ორბელიანი

თემა: რაჭა-ლეჩხუმი,ქვემო სვანეთი


ტური რაჭა-ლეჩხუმი,სვანეთი. დღე 1

• ნიკორწმინდის ტაძარი
• საყინულეს გამოქვაბული
• ხოტევი(ეკლესია და ციხე)
• ბარაკონი
• მრავალძალი
• ვახშამი და განთავსება საოჯახო სასტუმროში
ნიკორწმინდის ტაძარი
• ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის
მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს
რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს
პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა
ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ
საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.
საყინულეს გამოქვაბული
• საყინულე — ბუნებრივი
გამოქვაბული რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ
ნიკორწმინდიდან 3 კმ-ში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. გამომუშავებულია
ქვედაცარცულ კირქვებში. გამოქვაბულში გვხვდება ყინულის სტალაქტიტები,
სტალაგმიტები, საუკუნოვანი ყინულის სვეტები (ზოგი სვეტის სიმაღლეა 8
მეტრი, ხოლო გარშემოწერილობა 20 მეტრი და კასკადები.
• საყინულე - კლდეში შეჭრილი ღრმა გამოქვაბული, ბუნებრივი ჭა, სადაც წლის
ნებისმიერ დროს ტემპერატურა ნული გრადუსია, კლდიდან  გამონაჟონი
წყლის წვეთები კი მიწაზე დაცემისთანავე ყინულად იქცევა.
ხოტევი
ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდა
მოგვითხრობს: თითქოს იმერეთის ერთ
მეფეს გადმოუსახლებია აქ
თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე
აუშენებიათ, როდესაც ციხის მშენებლობა
დაუმთავრებიათ, სწორედ იმ დროს გზად
გაუვლია მეფეს: იგი ციხეში შესულა და
თავადებისათვის უკითხავს: „ხო ტევი ხართ
ამ ციხეშიო?“ ამის შემდეგ დაურქმევიათ
თავადებს ამ ციხისათვის ხოტევის ციხე ,
შემდეგ ეს სახელი მთელს სოფელზე
გავრცელებულა.
ბარაკონი

ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური


ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი
ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო. ეკლესია
ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო
ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი
ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ
საძირკვლის ქვები. როსტომ რაჭის
ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო
ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა.
მრავალძალი
მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების
ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული
ეკლესია მდებარეობს ონის
მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში.
ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. 
საოჯახო სასტუმრო „მონადირის სახლი“

საოჯახო სასტუმრო რაჭაში "მონადირის სახლი“ სასტუმრო


მდებარეობს რაჭაში, ონის რაიონში, ულამაზეს ადგილას. ტყის პირას,
წყნარ და მყუდრო ადგილას, სასტუმროს აქვს ულამაზესი ინტერიერი
და ექტერიერი, სატელიტური ტელევიზია და ინტერნეტი. სააბაზანო,
ოთახებს აქვს საერთო, რომელიც მდებარეობს პირველ სართულზე.
ტური რაჭა-ლეჩხუმი,სვანეთი. დღე II

ონის ებრაელთა სინაგოგა


უწერის ეკლესია (მჟავე წყლები)
გლოლის ციხე (სადილი კუროტ შოვში)
კურორტ შოვის დათვალიერება (მჟავე წყლები)
ონის ებრაელთა სინაგოგა
ონის სინაგოგა აშენებულია 1895 წელს.1991 წელს კი მოხდა
მისი რესტავრაცია.მას ყავს წინამძღოლი რაბინი .ადრე
ონში უამრავი ებრაელი ცხოვრობდა ეხლა კი 20მდე
ებრაელი შემორჩენილი.ონის სინაგოგა ვარშავის
პროექტით არის აგებული.;სინაგოგა”წარმოადგება
ბერძნულ სიტყვისგან,რაც სიტყვისიტყვით თავყრილობას
ნიშნავს.ანუ Yავშეყრის ადგილი.
უწერის ეკლესია

სოფ. უწერაში კურორტის ტერიტორიაზე მდებარეობს  X-


XI  ს.ს  ღმრთისმშობლის ეკლესია რომელიც ძალზე მომხიბვლელი
სანახავია. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „რიონის ჩრდილოთ არის
ეკლესია სიონი დიდი ამ ეკლესიასა შინა მკვიდრობს თმა ერთი
ნაწნავი და იტყვიან თამარ მეფისა“. დავით ბაქრაძემ და პრასკოვია
უკაროვამაც ყურადღება გაამახვილეს ძველი და სახელგანთქმული
ტაძრისადმი. ძეგლი შეისწავლა ხელოვნებათმცოდნე რუსუდან
მეფისაშვილმა.
გლოლის ციხე
მდ. ჭანჭახის მარჯვენა ნაპირზე, გორაკზე,
რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა
ზედაქალაქს უწოდებს, შემორჩენილია შუა
საუკუნეების ციხის, განვითარებული შუა
საუკუნეები 2 ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა
ნანგრევები. ერთი, შედარებით დიდი,
ეკლესია წმინდა გიორგისა შემოსილია
სუფთად გათლილი მოყვითალო შირიმის
კვადრებით. ინტერიერში მოხატულობის
კვალია. მოხატული ყოფილა მეორე,
ნახევრად დამუშავებული დიდრონი ქვით
ნაგები მიქელგაბრიელის ეკლესიაც.
კურორტი შოვი
ბალნეოკლიმატური კურორტი შოვი, რომელიც მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის
რეგიონში 147 კმ დაშორებით ქუთაისიდან, ითვლება ყველაზე მაღალმთიან
კურორტად საქართველოში (1600 მ ზღვის დონიდან). გარშემორტყმულია მთავარი
კავკასიონის ქედის მწვერვალებით, კურორტი ცნობილია თავისი ფიჭვის ტყეებითა და
მინერალური წყლებით. ზამთარი ზომიერად რბილია და თოვლიანი, ზაფხული
ზომიერად თბილი. აქ არის აბსოლუტურად სუფთა ჰაერი.
ტური რაჭა-ლეჩხუმი,ქვემო სვანეთი
ლაილაში
თაბორი
სურმუში
ღუ
ლაილაში
სოფელი ლაილაში ლეჩხუმში მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მეტრზე, მდინარეების ლაჯანურისა
და ასკისწყლის წყალგამყოფი ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. სოფელი გამოირჩევა ბუნების სილამაზით და
უამრავ ტურისტს იზიდავს. ლაილაში განსაკუთრებით ცნობილია მთის ფერდობზე მოწყობილი აუზით, საიდანაც
მთებისა და ლაჯანურის წყალსაცავის შესანიშნავი ხედები იშლება. თავად ლაჯანურის წყალსაცავიც ულამაზეს
სანახაობას წარმოადგენს, მწვანე მთებს შორის მოქცეული მოლივლივე მომწვანო-მოლურჯო წყალი საოცარ გარემოს
ქმნის. სოფელში შემორჩენილია XIX საუკუნის ეკლესიები. ცნობილია X საუკუნის ლაილაშის ბიბლია, რომელიც
ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ლაილაში წერილობით წყაროებში პირველად XVIII
საუკუნეში იხსენიება, თუმცა სოფელი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან, ყოფილა დასახლებული.
1912 წელს აკაკი წერეთელმა რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა და მისი მოგზაურობის დასასრული სწორედ სოფელი
ლაილაში იყო. სოფლის კადრები ჩანს რეჟისორ ვასილ ამაშუკელის მიერ გადაღებულ აკალი წერეთლის
მოგზაურობის ამსახველ დოკუმენტურ ფილმშიც.

You might also like