You are on page 1of 5

• სვეტიცხოვლის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო

მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ცნობილია თავისი


განსაკუთრებული საყოველთაო ღირებულებითა და
კულტურული მნიშვნელობით. იგი საქართველოში ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ და არქიტექტურულ
ღირსშესანიშნაობად ითვლება.
• სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო
ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის.
იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს
სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV
საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა
ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც
ჩვენამდე არ მოუღწევია.
• 1813 წლის 30 ოქტომბერს ექზარქოს ვარლაამის დროს
განახლებულ იქნა სვეტიცხოვლის კარიბჭე, რასაც
ადასტირებს ეპიგრაფიკული წარწერა.
• ძეგლთა დაცვის სიაში იმიტომ შეიტანეს რომ
დაბის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესია
• დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს
სოფელ დაბაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი
საქართველოში ერთ–ერთი უძველესი და უძლიერესი
სალოცავია, რომელიც დაბურულ ტყეში მდებარეობს და
გზიდან არ მოჩანს. ტაძარს სანახევროდ გამოქვაბული
ფარავს. ეს ეკლესია XIV საუკუნის ქართული
ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ძეგლია.
აშენებულია მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს, 1333 წელს,
მოლარეთუხუცესის მიერ.
• განსაკუთრებით საყურადღებოა ტაძრის მრავალრიცხოვანი
ჩუქურთმები. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. მას ორი–
ჩრდილოეთის და დასავლეთის შესასვლელი აქვს.
პირველი სადაა, ხოლო მეორე, თავის სარკმელთან ერთად
ორნამენტებითა და თაღოვანი ჩარჩოებით არის მორთული.
არსებობს თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ
სალოცავისთვის კარი რამოდენიმეჯერ შეუბამთ, მაგრამ
უშედეგოდ – ის ყოველთვის ვარდებოდა

You might also like