You are on page 1of 7

საქართველოს კულტურული

მემკვიდრეობა
საქართველოს ხელისუფლება  აქტიურად ახორციელებს
ქვეყნის ტერიტორიაზე თუ მეზობელი ქვეყნების
ტერიტორიებზე
არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის
მნიშვნელოვანი ძეგლების და  ისტორიული რაიონებისა
აღდგენა-რესტავრაციას. 
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო
საზოგადოებისთვის ჩვენი ეროვნული
იდენტობის გამოცნობის,
მრავალსაუკუნოვანი
კულტურის და ისტორიის მტკიცე საბუთი.
საქართველოში 7 650 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი
ძეგლია აღრიცხული. 4 221 კულტურული მემკვიდრეობის
მოძრავი ძეგლი,
48 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის
ნუსხაში დღეისათვის, შეტანილია
კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი:
• მცხეთის ისტორიული ძეგლები 
• გელათის სამონასტრო კომპლექსი 
• ზემო სვანეთი
UNESCO-ს არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის მსოფლიო ნუსხაში წარმომადგენლობით
სიაში შესულია:
• ქართული მრავალხმიანობა
• ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული
ტრადიციული მეთოდი, 
• ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.
• ქართული ჭიდაობა
ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს
(ICOMOS) ინიციატივით 1983 წელს, გაერთიანებული ერების
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO)
18 აპრილი მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღედ
გამოაცხადა.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და
მატერიალური განვითარების მატიანე, ერის თვითშეგნების
ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის
უწყვეტობის წინაპირობა და კაცობრიობის საერთო საგანძურის
განუყოფელი ნაწილია“ (საქართველოს კანონი კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის შესახებ).

You might also like