You are on page 1of 2

მოქალაქეობა - VIIკლასი III გაკვეთილი - 16. 04.

2020

თემა - „ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა“


„ვიცავ ჩემი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას“

კულტურული მემკვიდრეობა არის ქვეყნისა და მისი ხალხის ტრადიციები, რწმენა და


მიღწევები სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ყოფა-ცხოვრებაში.

საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ განმარტავს, რომ არსებობს


ორი სახის კულტურული მემკვიდრეობა - მატერიალური და არამატერიალური.

მატერიალური - ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი


ნებისმიერი სახის მხატვრული, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე ნივთი,
როგორიცაა: ნაგებობა, ქანდაკება, მხატვრობის ნიმუში, ხელნაწერი წიგნი და სხვა.

არამატერიალური - ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, ლიტერატურა,


თაეტრი, ზღაპრები, ენები, რიტუალები, ფესტივალები, ხალხური რეწვა და სხვა.

ბუნებრივ მემკვიდრეობას განეკუთვნება:

 თვითნაბადი ლანდშაფტები;
 სამეცნიერო ან ესთეტიკური ღირებულების გეოლოგიური და ფიზიკური
წარმონაქმნები (მაგ., კაცხის სვეტი);
 ტერიტორიები, რომლებიც მოიცავს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველებისა
და მცენარეების სამყოფელს (მაგ., ნაკრძალები);
 მღვიმეები;

XIX საუკუნეში ილია წავჭავაძე წერდა: „დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის
გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა“. მნიშვნელოვანია ჩვენი წინაპრების შრომითა და ნიჭით
შექმნილი მემკვიდრეობის დაცვა. ეს ყველას გვევალება: რიგით მოქალაქეებს, საქართველოს
სტუმრებს, მთავრობას.

ვანდალიზმი არის საზოგადოების ან კერძო პირების კუთვნილი მატერიალურ


ფასეულობათა და კულტურის ძეგლთა უაზრო, სასტიკი, ბოროტი და უმეცარი განადგურება
ან განადგურებაში მონაწილეობა.

მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი 1703 ძეგლი. აქედან სამი (გელათის


მონასტერი, მცხეთის ისტორიული მონუმენტები, ზემო სვანეთი) საქართველოში
მდებარეობს.

გაეცანით საჭირო რესურსებს:

 www.heritagesites,ge საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის


ეროვნული სააგენტო;
 www.apa.gov.ge დაცული ტერიტორიები

You might also like