You are on page 1of 2

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი

ქრისტი ფაღავა

ტურიზმი-2 კურსი

10-16-2020

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო)


გაეროს სპეციალიზებული სააგენტო. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო
უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას,
მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა
პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად

მსოფლიო მემკვიდრეობა ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა


განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, უპირატეს ამოცანებად
მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც კომისიის


აზრით უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების
თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება ძეგლის
ორიგინალურობა, აუთენტურობა (ისტორიული ნამდვილობა) და მისი ერთიანობა
(მთლიანობა). გარდა ამისა ძეგლი უნდა აკმაყოფილებდეს იუნესკოს ერთ ან რამდენიმე
კრიტერიუმს ათიდან. 2005 წლის დასაწყისამდე კულტურული და ბუნების ძეგლებისათვის
კრიტერიუმები ცალ–ცალკე იყო, 2005 წლის შემდეგ კი ყოველი ძეგლისათვის საერთო
კრიტერიუმები შემუშავდა.

საქართველოში არსებული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში შემავალი ძეგლები-მცხეთა


— ქალაქი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის
ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7940 კაცი 2014 წ. არის
რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი.
ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის
მრავალი ძეგლია.

ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი[1]. მდებარეობს


მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის
წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების


საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო-
აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით
აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა
დროინდელი ძირითადად XII-XIII სს.შენობები. არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული
მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი [1].

მისის ჰარისმა გამოფენაში უნდა ჩასვას უძველესი ისტორიული ძეგლები, უმჯობესია


ყურადღება გაამახვილოს ანტიკურ სამყაროზე,აუდიტორიას წარმოდგენა უნდა შეექმნას იმ
პერიოდის ერსა და კულტურაზე

You might also like