You are on page 1of 2

არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა ერის კულტურათა დაახლოება უკეთ

წარმოაჩენს თითოეული მათგანის უნიკალურობასა და თავისთავადობას.

თითოელი ერის კულტურა უნიკალურია. მასშია ასახული ერის წარსული, ისტორია,


ტრადიცია და სწორედ კულტურაა ის მახასიათებელი, რაც სახელმწიფოს
უნარჩუნებს თავის უნიკალურ ეროვნულ ნიშას. მას სასიცოცხლო მნიშვნელობა
აქვს ერის თვითმყოფადობისთვის და ბევრი პატარა სახელმწიფო, მათ შორის
საქართველოც სწორედ კულტურამ გადაარჩინა უზარმაზარი ტირანებისგან
დაჩრდილვას.
ჩვენი კულტურა ჩვენთვის ბუნებრივი გარემოა და შესაძლოა აღარც ვახსენებთ და
ვაფასებთ ისე როგორც საჭიროა, თუმცა როგორც კი სხვა ქვეყნის კულტურა იჩენს
ჩვენს მახლობლად თავს, მაშინვე ვხედავთ საკმაო განსხვავებებს იმისთვის, რომ
აღმოვაჩინოთ საკუთარი კულტურის უნიკალურობა, ამ შემთხვევაში კი ზემოთ
მოცემულ მოსაზრებას სრულიად ვეთანხმები. სამყაროში უამრავი განსხვავებული
კულტურაა და მათი მრავალფეროვნება ქმნის გარემოს ისე საინტერესოს,
როგორიც არის.
კულტურების გაცვლა უძველესი დროიდან მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ჩვენს
წელთაღრიცხვამდე ალექსანდრე მაკედონელსაც ჰქონდა მცდელობა
ერთმანეთისთვის შეერწყა დასავლური და აღმოსავლური (აზიური) კულტურები,
რაც მისი გარდაცვალების შემდეგ ელინისტურ ეპოქაში გამოვლინდა. მიუხედავად
ამ ორი დიდი კულტურის დიფუზიისა, მათ არ დაუკარგავთ პირვანდელი სახე,
რადგან შერწყმაში ორივე თანაბრად მონაწილეობდა, თუმცა როგორც კი ერთი
კულტურა მეორეს თავს მოეხვევა და გადაჯაბნის, ეს ნამდვილად არ მოიტანს
სასიკეთო შედეგს.
საქართველოს მაგალითზე რომ განვიხილოთ, ვფიქრობ რომ, ჩვენს კულტურას
სჭირდება დაცვა, რადგან ბრმად არ აიზილოს უცხოურ კულტურებში. ეს
ყველაფერი კი 21 საუკუნის გლობალიზაციის ხანაში არც ისე რთული
წარმოსადგენია.
ბოლოს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსხვავებული კულტურების დაახლოება
ნამდვილად შესაძლოა სასიკეთო აღმოჩნდეს ჩვენივე უნიკალურობის
შესამჩნევად, თუმცა იმისთვის, რომ იგი სხვა კულტურაში არ გაითქვიფოს
აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს ეროვნული თვითშეგნება,
რათა ჩვენმა კულტურამ ჩვენს ფეხდაფეხ იარსებოს და მხოლოდ ისტორიაში არ
დარჩეს.

2017
I
მურმან ლებანიძის ლექსი „ლეგენდად დარჩეს“ მოგვითხრობს პატარა ისტორიას
ორ დიდ პოეტზე - ტიციანსა და გალაკტიონზე, რაც მათ განსაკუთრებულ
ურთიერთობას უსვამს ხაზს. როგორც ავტორი ამტკიცებს, ეს ამბავი მხოლოდ
სიმართლეა, არცერთი სიტყვით მეტი, ან ნაკლები. მისი წყარო კი თავად
გალაკტიონია. ამ უკანასკნელის შინაგანი ბუნება კი იმდენად არაამქვეყნიურია ,
რომ ალბათ გამიჭირდება მარტივად დახასიათება და მისი მხატვრული სახის
მიწიერ ჩარჩოებში მოქცევა. გალაკტიონი ჩემთვის არამხოლო მეოცე საუკუნის ,
არამედ ყველა დროის უდიდესი პოეტია, რომლის გენიალურობას ვერცერთი
ეპოქა დაიტევს. და როცა ასეთ ხელოვან ადამიანზე ვსაუბრობთ არცაა გასაკვირი
რომ მის გვერდით ყოველთვის მარტოობაა. ტექსტშიც ასეთ მარტოსულ
პიროვნებადაა დახატული, რომლის გენიას ყველა ვერ შეიცნობს და არცაა
გასაკვირი, რომ ვერც იმ რეგვენებმა გაიგეს გალაკტიონის ფასი. ის მუდამ მარტო
დადიოდა, ღვინოს დარდს უზიარებდა და პოეზიას აფარებდა თავს. ტიციანისგან
განსხვავებით, მისთვის უცხო იყო თავმომწონე ახალგაზრდებთან ერთად დროის
ტარება და ხალისი. ტიციანს შეეძლო მიწიერი ცხოვრებისთვისაც დაეთმო დრო.
სავარაუდოდ ის აქაც თავის მეგობარ ცისფერყანწელებთან ერთად იზიარებდა
სუფრას, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ ევროპული სიმბოლიზმით და თავადაც
ცდილობდნენ საქართველოშიც ჩაეყარათ საფუძველი ახალი ეპოქისთვის .
ტიციანი მუდამ ევროპულ ყაიდაზე გადაპრანჭული დადიოდა გულზე წითელი
მიხაკითა და ევროპული ბანტით, რაცას ავტორიც უსვამს ხაზს შემდეგი
ეპითეტებით: „ჩვენი ლორდი“, „ჩვენი დენდი“.
თავად ეს ნაწარმოები ნამდვილად აღძრავს მკითხველში სენტიმენტალურ
გრძნობებს. თავისი ეპითეტებით, მეტაფორებითა და წერის კულტურით, ავტორმა
შეძლო, რომ მკითხველის გულამდე სწორად მიეტანა ამ ორი ადამიანის ფაქიზი და
ბავშვურად გულწრფელი ურთიერთობა, რომელიც ღირსია, რომ თაობებს
ლეგენდად შემოვუნახოთ.

You might also like