You are on page 1of 3

ზღაპრის დრო იყო, არის და, როგორც ჩანს, ყოველთვის

იქნება
ლიტერატურის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალი სხვადასხვა ჟანრი ,
სხვადასხვა სტილის, წყობის და შინაარსის მქონე ნაწარმოები იქნა შექმნილი . დღეს , ჩვენ
არაერთგვაროვან, საინტერესო და მეტწილად ფანტასტიკურ, ფოლკლორის ჟანრში
შემავალ ნაწარმოებს, ზღაპარს განვიხილავთ. ზღაპარი არის სიკეთეების დაუშვრეტელი
საუნჯე, ოცნებების სამყარო, რომელიც საკუთარი დაუვიწყარი პერსონაჟებითა და
სიუჟეტით წაგიტაცებს და ცაში აღგაფრენს. ეს არის მცირე თხზულება, რომელიც თავისი
მოქმედი პირების, გმირების მაგალითზე გვიჩვენებს სიკეთის, სათნოების, სიყვარულისა
და ემპათიის ნამდვილ ფასს, გვეხმარება ჩვენ თანამედროვე , ხშირად არამდგრად და
დაცემულ სამყაროსგან განცალკევებასა და ამ მწარე რეალობისგან დასვენებაში , რაც
ყველას, დიდსა თუ პატარას, მოხუცსა თუ ახალგაზრდას, მთელი ცხოვრების გზაზე
ესაჭიროება. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზღაპრის დრო იყო, არის და,
როგორც ჩანს, ყოველთვის იქნება.

ამ ნოველის ავტორი თავისი არაჩვეულებრივი სტილისა და წერის უჩვეულო მანერით


წარმოდგვიდგენს მოცემულ დებულებას. თავად ნაწარმოები აღწერს ეგრედ წოდებული
ბრძენკაცებისა და მეზღაპრეების დაუმთავრებელ, „მარადიულ“ დაპირისპირებას ,
რომელსაც ფონად უძღვება ზოგადი სურათი საახალწლო დღესასწაულისა. თხზულების
დასაწყისშივე მწერალი გვიყვება ქრისტეშობისთვის მთავარი დამახასიათებელი
ატრიბუტების და ადამიანთა მზადების, საერთო სიხარულისა და სილაღის შესახებ . ამ
მცირე მონაკვეთიდანაც კი, ჩანს, რომ დეკემბერი ძველ ქართულ სოფლებში
განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ცოტა არ იყოს მისტიკური ხასიათის მატარებელი
თვეა, რაც სავარაოდოდ განპირობებულია არა მხოლოდ ახალი წლის მოახლოებით,
არამედ, ქრისტეშობის დღესასწაულით და ქართველების რელიგიურობით . სავარაუდოდ ,
დეკემბრის პატარა იესოსთან, პატარა მხსნელთან და ზოგადად ბავშვთან , დაბადებასთან ,
ახალ სიცოცხლესთან დაკავშირება გახდა ნამდვილი ქრისტიანების მხიარულების და
სიამოვნების ჭეშმარიტი მიზეზი, რადგან თავდაპირველად, ზუსტად ამ დღესასწაულის
აღნიშვნა იყო ქართველების მრავალსაუკუნოვანი, „ზამთრის“ ტრადიცია და არა იმ ნაძვის
ხეების მორთვა, რომლებმაც ჩვენამდე, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მე-19 საუკუნეში
მოაღწიეს. საკუთარი წეს-კანონების მქონე, მივიწყებულ სოფლებში კი გაცილებით უფრო
გვიან. მეზღაპრეობის ჩამოყალიბებაც ზუსტად ქართველების კულტურისა და რელიგიის
ნაყოფია, რომელიც მოცემული დღესასწაულის საოჯახო, იმედის მომცემ და სევდის
განმქარვებელ ატმოსფეროს კიდევ უფრო ალამაზებდა. ავტორი საკუთარ თხზულებაში
აღწერს:“ გიორგობისთვე, დაიწყებოდა წვიმები, მერე - ქრისტეშობისთვე მოიყოლებდა
ყინვასა და თოვლს, შეიბუდებოდნენ შინ ადამიანებიც, საქონელიც, გატკბებოდა ცეცხლი ,
ცეცხლისპირას - მასლაათი. გაიმართებოდნენ წელში მეზღაპრეები..““. მოცემული
მონაკვეთი ნათლად გვიჩვენებს, რომ ნამდვილი სოფლელი ქართველისთვის , ლაღი ,
მხიარული ადამიანისთვის ისეთი უმნიშვნელო რამ, როგორიცაა ცუდი ამინდი , ქარბუქი ,
თოვლი თუ საშინელი წვიმები, ვერ გაანადგურებს, ვერ შეუშლის ხელს მის ნამდვილ
მისწრაფებას: ზეიმსა და საოჯახო გართობას. მეზღაპრეები კი, იმავე რთული
გარემოპირობების მიუხედავად, რაღაც ჯადოსნური გზით მაინც აღწევენ ჩვეულებრივი
მოკვდავების სახლებში ხალხისა და, რაც მთავარია, ბავშვების გასართობად , ამას კი
თავისმხრივ,ზრდასრულების უმეტესობისგან მხოლოდ დადებითი რეაქცია მოჰყვება , რაც
გვიმტკიცებს:“ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული “. „მეზღაპრე ჰყვებოდა
ტკბილად სასმენ ამბებს: როგორ გახდა ღარიბი დედაბრის შვილი დიდხელმწიფის სიძე ,
როგორ შეირთო დედინაცვლის მიერ მოძულებული გოგო უფლისწულმა, როგორ დაისაჯა
ბოროტი ვეზირი..“. ყველაფერი რაც მოჰყვა მეზღაპრემ რეალურ სამყაროში და
მითუმეტეს იმ დროს არ ხდებოდა ან მეტად იშვიათი შემთხვევა გახლდათ . ეს არის
ფანტაზია, ჩვეულებრივი გამონაგონი და შეიძლება ითქვას სისულელე და ტყუილიც კი ,
ხოლო ჩვენ ვიცით:“ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.
ოჯახის უფროსი არ იზიარებდა თავისი ოჯახისწევრების სიხარულს. ვითომდა
გადაუდებელი საქმით გართული, გვერდულად თუ გამოხედავდა მეზღაპრეს და
ნაძალადევ ღიმილს უწყალობებდა. ავტორს ტყუილად არ გაუმახვილებია ყურადღება
წარმოდგენილი პერსონაჟის ბრძენკაცობაზე. კაცმა, ისევე როგორც დანარჩენებმა , იხილა
მთხრობელის წარმოდგენა თუმცა ხალხისგან განსხვავებით, სულ სხვანაირად
გაათვიცნობიერა. სტუმრის ხუმრობამ და ლაზღანდარობამ მასში სიხარულისა და
აღტაცების მაგივრად სკეპტიციმი დაბადა, რასაც მოჰყვა ორი ურთიერთ საწინააღმდეგო
პიროვნების, პესიმისტისა და ოფტიმისტის დაპირისპირება. ბრძენკაცი ასახავს რეალიზმს ,
იმ მწარე სამყაროს, რომელშიც ადამიანი განწირულია ცხოვრებისთვის , მეზღაპრე კი ,
პირიქით, დამრთგუნველ სინამდვილეს გაურბის და ოცნების სამყაროსკენ მიემართება ,
რაც მის შეხედულებებს რომანტიზმის ხასიათს სძენს. მაგრამ საკითხავია , ვინაა მართალი ?
გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანი, ცეცხლზე დაკიდებულ ხოხობსავითაა , მუდამ ელის
ფრთების შესხმასა და გაფრენას. მართალია, რომ იშვიათია, ამგვარი რამ ბუნებრივად ,
თავად ინდივიდის ინიციატივის გარეშე მოხდეს, მაგრამ ამაზე ფიქრი, მსჯელობა და
აზროვნება აძლევს ადამიანს კარგი დასასრულის იმედს. პიროვნება არ ვარდება
პესიმიზმში, ის დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა მოხვდეს, ის მოიგებს , რადგან ის მისი
ცხოვრების, მისი ზღაპრის მთავარი გმირია. მაშასადამე, ზღაპრის დრო მუდამ იყო , არის
და იქნება, ადამიანის ასაკისა თუ გამოცდილების მიუხედავად.

წარმოდგენილი საკითხი არა მხოლოდ მოცემულ ნაწარმოებშია განხილული . ჩარლზ


დიკენსის „საშობაო სიმღერა“-ში მოცემულია ისეთივე სკეპტიციზმისა და ოფტიმიზმის
ჭიდილი. სიუჭეტის თანახმად, ებენიზერ სკრუჯს, სიმდიდრეზე დახარბებული მოხუცს ,
მხოლოდ მოხვეჭა და ფულის დაგროვება ადარდებს. მთავარი პერსონაჟი არ აფასებდა
შობასა და ზღაპრებს, იყო თვითშეყვარებული პესიმისტი. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ,
როდესაც მას გამოეცხადა მისი ძველი მეგობრის, მარლის სული. სულებთან ერთად
მოგზაურობისას მან ისწავლა, რომ არსებობს უპირობო სიყვარული, ემპათია , მიუხვდა
შობისა და ზოგადად, დღესასწაულების ნამდვილ ფასს. წარმოდგენილ ნაწარმოებში ,
მოხუცი ასრულებს ბრძენკაცის როლს, მეზღაპრედ კი სულები, თავად სიუჟეტი და , რაც
მთავარია, ავტორი გვევლინება. უკიდურესი უიმედობა, ბოროტება და ამპარტავნობა
შიგნიდან ანადგურებს, კლავს ადამიანს. თვითგანადგურებისკენ მსწრაფველი პერსონაჟი ,
თავიდან სწავლობს, მთელი ნარმოების მანძილზე შეინიშნება მისი სულიერი
განვითარების ერთიანი ხაზი, რომელიც არ გაწყვეტილა. ამ ყველაფერში და , კერძოდ ,
ზღაპრის ნამდვილი კონცეფციის აღქმაში, შეუძლებელის დაჯერებაში ზუსტად
ფანტასტიკას, ჩვენ სამყაროში შეუძლებელს აქვს წვლილი. სულებმა დანარჩენთან ერთად
ასწავლეს მოხუცს, რომ ზღაპრის დრო იყო, არის და, როგორც ჩანს, ყოველთვის იქნება .

საბოლოოდ მინდა გავიმეორო, რომ ზღაპარი არის სიკეთეების დაუშვრეტელი საუნჯე ,


ჯადოსნური სამყარო, რომელიც ჩაგვითრევს მისი დაუვიწყარი , ფანტასტიკური სიუჟეტით ,
მიგვანიჭებს სითბოსა და სინათლეს, უზრუველჰყოფს ლაღი, მხიარული და უბრალოდ
სასიამოვნო ატმოსფერის არსებობას და, რაც მთავარია ჩვენი მომავლის იმედად იქცევა .

You might also like