You are on page 1of 2

მითი და ფენტეზი

გიორგი კაპანაძე

,,წმინდა გიორგის, აბაკო ქარქაშაძის მამა ხბოდ გადოუქცევია“.

მხ/ფ ,,დაკარგული სამოთხე“

ზემოთხსენებული, გენიალური ქართული ფილმიდან, ციტატა შემთხვევით არ


მომიტანია. ეს მომენტი, ძალიან ნიშანდობლივი და თვალსაჩინო გამომზეურებაა, იმ
იდეებისა რაზეც გვიწევს საუბარი ამ კურსის განმავლობაში. კერძოდ: ფილმის ეს
ნაწყვეტი, ძალიან ფანტასამოგორიული და ,,ფენტეზურია“ რაღაც გაგებით.
მოგვეხსენება შინაარსი: გაღარიბებულ აზნაურ კალმახიძეებსა და მათ მეზობელ
გლეხ ამბაკო ქარქაშაძეს, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ ერთმანეთისთვის
გამოცხადებული, ხან ერთი ოჯახი ესტუმრება მაშინდელ ღარიბ, უძალო და
უმოქმედო ეკლესიის მესვეურთ და მოწინააღმდეგეთა სახლი-კარს გადასცემს
ხატზე(წმინდა გიორგის) სხვადსხვა ძღვენის თანხლებით, ხან კიდევ მეორე უფრო
დიდი შესაწირავით. მღვდელიც, მადისაღმძვრელი შესაწირავთა გამოისობით, დიდი
სიამოვნებით გამოაბრძანებს ხატს ეკლესიიდან და აწყევლინებს მომმდურავ
მხარეებს ერთმანეთს. ეს სწორედ ის მღვდელია რომელიც ერთ-ერთ კალმახიძესთან
ერთად , ფილმის დასაწყისში, სადაც მთვრალი აზნაური წარმოსახვით მტერს
ნათხოვარი ხმლით ეომება და ბახუსის ვერაგობის წყალობით მიწაზე დანარცხებული
აღმოჩნდება, მამაო ,,ვითომ“ გააცოცხლებს და ფეხზე დააყენებს ,,ლაზარესავით“.
სწორედ აქ გადაულაპარაკებენ ერთმანეთს თუ რა კარგი იქნებოდა მართლა რომ
შეეძლოს მას მიცვალებულთა ფეხზე დაყენება, რამდენ ფულს ვიშოვიდითო. ამბაკო
ქარქაშაძის მამის ხბოდ გადაქცევაც ამ იდეის გაგრძელებაა, როდესაც კალმახიძე
,,მოკვდა“ მამაომ დიდი გულისყურით ილოცა და იგი დედამიწისკენ შემოატრიალა.
თავის მხრივ კი აზნაურმა ,,იქაური“ ამბების მოყოლა დაიწყო და ძღვენი ძღვენზე
მიატანინა გაბრუებულ მოსახლეობას. ხოლო ხბოდ გადაქცევა უბრალოდ პირადი
შურისძიების მაგალითი იყო. თუმცაღა დროა შევჩერდე, თორემ მთელი დავალება ამ
ფანტასმაგორიული ფილმის გარჩევად გადაიქცევა.

ზემოთ მოყვანილი მაგალითიც გამოდგებოდა, ჩემი აზრით, ფენტეზის


განსახილველად, ლოკალური ფენტეზის მაინც. მაგრამ, არა ეს უბრალოდ შესავლის
გალამაზებისა და საუბრის განწყობის შესაქმნელად ვიმუსაიფე. ახლა უშუალოდ
მითსა და ფენტეზზე.

დავიწყებ მითის მაგალითებით და აღარ დავიწყებ აღწერას თუ რა არის მითი და


როგორ მოქმედებს იგი ადამიანთა სულიერ განწყობებსა თუ ზოგადად სოციუმის
კოლექტიური მსოფლმხედველობის ფორმირებასა და ცნობიერების ჩამოყალიბებაზე.
პიდაპირ მაგალითზე გადავალ.
მითი.

მაგ:

არ ვიქნები ორიგინალური და პირდაპირ დავასახელებ იმას, რაც პირველად


მომივიდა, ვაგლახად ღვთისა, გონებაში. პირველი კი ,,აქტეონის“ მითი გამოკრთა
ჩემი ცნობიერების სიღრმეებიდან. მითი რომლის მიხედვითაც: სანადიროდ წასული
აქტეონი, მოულოდნელად მომსწრე გახდება თუ როგორ ბანაობს აფროდიტე თავის
მხევლებთან ერთად წყალში, აფროდიტე მას ირმად გადააქცევს და მონადირე
საკუთარი მწევრების ლუკმა გახდება. ეს მოკლედ ზერელე მაგალითის სახით, რაც
შეეხება იდეას: იდეა შემდეგია, არა მარტო ამ მითში არამედ ბევრ სხვა ადგილასაც
ვხვდებით პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია ,,სხვა სამხაროში“ გასვლასთან.
სხვა სამყაროში რომელშიც წესით არ უნდა შეგვებიჯებინა. ამ შემთხვევაში არ უნდა
შეებიჯებინა აქტეონს, იგი აღმოჩნდა ისეთ ადგილას, ისეთ ტყეში (ანუ ცნობიერების
ისეთ მდგომარეობაში) საიდანაც ,,მთელი“ უვნებელი დაბრუნება ძალიან ძნელია...
ანტონენ არტო, ნიცშე და ა.შ .. მან გადაკვეთა ასე ვთქვათ ღვთაებრივი საზღვარი და
ცნობიერების საუფლოში ჩაეფლო სადაც ამ სისასტიკის მსხვერპლი გახდა.

ფენტეზი

მაგ:

მითოლოგიური პასაჟის მოკლე აღწერის შემდეგ, ფენტეზის მაგალითის მოკლე


მიმოხილვა და მაგალითი: ვერც აქ ვერ ვიქნები ორიგინალური და აქაც იმავე წესით
ვიხელმძღვანელებ და დავასახელებ პირველივე გამონაშუქს ცნობიერებიდან და ეს
გახლავთ ,,ბეჭდების მბრძანებელი“ . ტოლკინის ფენტეზის ჟანრის შედევრი,
რომელსაც თითქმის ყველა იცნობს, ,,განვითარებულ“ ეპოქაში. დასასაბუთებლად
ერთი-ორ წინადადებას შემოვიტან რომ მართლაც ხსენებული ჟანრის ნაწარმოებია. აქ
ცოცხლდება წარმოსახვითი პერსონაჟები, წარმოსახვითი ადგილები, წარმოსახვითი
ამბები, არარეულური და ფანტასტიკური შემთხვევები და მსვლელობა. მის დაწერაზე
გავლენა მოუხდენია ფილოლოგიას, რელიგიას , მითოლოგიას. .. ხოლო თავად
ნაწარმოები კი გავლენას ახდენდა და ახდენს დღევანდელობაშიც, მუსიკაზე,
მხატვრობაზე და ა.შ. რაც ძალიან ნიშანდობლივი და თვალშისაცემია, რომ
წარმოსახვითი და არარეალური გავლენას ახდენს და მოქმედებს ,,ასე თუ ისე“
რეალურ საგნებზე , რომლებიც შემდეგ განაგრძობენ არარეალურის ასლად , და
შედეგად ვიღებთ უსასრლობას , ასლებისა და სიმულაციებისა, თუმცაღა ეს თემა ისევ
ბოდრიართან დამაბრუნებს და ამიტომ უბრალოდ მაგალითების მოხმობით
შემოვიფარგლები დღევანდელ დავალებაში. მადლობთ.

You might also like