You are on page 1of 2

ნარკისოსი.

ექო

გიორგი კაპანაძე

,,ფეხის გულები ნაზია მისი, არა მიწაზე,

კაცთა თავებზე მიირხევა ნელის რონინით“.

ჰომეროსი

თვალწარმტაცი ნიმფისაგან დაიბადა - არანაკლებ წარმტაცი ნარკისოსი. ვინც კი


თვალს მოჰკრავდა ყველა გზნებისგან დნებოდა. ალბათ ამის გამო იყო, რომ მისანს
ჰკითხეს თუ მიაღწევს მოხუცებულობამდეო და მუცლითმოგვმა მიუგო, რომ თუ
თავის თავს არ იხილავდა მიაღწევდა. მაგრამ ამ წინასწარმეტყველების არ სჯეროდათ
დიდად მის მსმენელთ. ნარცისი ისეთი ლამაზი და მშვენიერი იყო უკვე თექვსმეტი
წლისა, რომ ისევე აღაგზნებდა ქალის გულებს, როგორც კაცთა. მაგრამ სილამაზესთან
ერთად მას ამპარტავნებაც უხვად ჰქონდა ,,მომადლებული“ და ამის გამო არავის
გვერდით არ იკარებდა. ერთხელ იგი ნიმფა ექომ იხილა, ირმებისთვის მახების
დაგების დროს. მაშინ იგი სხეულითაც იყო ,,შემოსილი“. მას საუბარი უყვარდა,
თუმცა, ახლა მხოლოდ სიტყვების არეკვლა შეუძლია. იუნოსაგან დაისაჯა იგი
ამგვარად, რადგანაც ნიმფებში ,,მოსიარულე“ იუპიტერის სანახავად და მისი
პარტნიორების დასასჯელად მიმავალ ქალღმერთს, იგი ხანგრძლივი ყბედობით
აჩერებდა გზაზე, რა დროსაც ნიმფები თავს შველოდნენ. მან, ერთ უდაბურ ველზე
ნარცისს მოკრა თვალი და გამოედევნა, რაც უფრო უახლოვდებოდა გზნების ალი მით
უფრო ედებოდა. უნდოდა დალაპარაკებოდა ბიჭს მაგრამ ხმას ვერ იღებს და მის
ბგერებს ელოდება. ნარცისმა თავის მხლებლებს მიმართა და მისი სიტყვის ბოლო
ნაწილი გაიმეორა ექომ. შემდეგ მოსვლაზე ჩამოვარდა სიტყვა და ნიმფამაც გაიმეორა.
ექო გამოვიდა მისი სიტყვების გამგონე და უნდოდა მკლავები შემოეხვია მისთვის,
მაგრამ ნარცისი ძალიან ამპარტავანი და ამაყია და მას ირიდებს. ნიმფა ძალიან
შეწუხდა, გაიპარა და ერთ-ერთ მღვიმეს შეაფარა თავი, იქ იტანჯებოდა მარტოსული,
ჩამოხმა, გაილია და მხოლოდ ხმა და ძვლებიღა შერჩა. ბოლოს კი ძვლებიც
გაუცამტვერდა. ნარცისი ნიმფისაგან დაიწყევლა რომ ვერ მისვდეს სატრფოს. ნარცისი
ნადირობისგან დაღლილი ერთ-ერთ ადგილას შესვენებას ესწრაფვის, სადაც
ულამაზესი და ხელუხლებელი ნაკადული ჩამოედინება და გარშემო მცენარეებითაა
შემოღობილი. წყურვილის მოკვლა მოუნდა, მაგრამ სხვა რამემ ,,მოკლა“ მან
საკუთარი თავის ანარეკლი დაინახა და იგი შეუყვარდა. გახევდა მარმარილოს
ქანდაკებასავით. ანარეკლის დაჭერას ლამობს, რომ მოეხვიოს და აკოცოს მაგრამ
ამაოდ. ვერც დაღლილობამ და ვერც შიმშილმა ვერ მოსწყვიტა თავის სახებას,
გაოცებული ჩასცქერის მას. იგი გამწარებული ტყეს მიმართავს, ნუთუ გინახავთ
ოდესმე ამგვარად შეყვარებული ადამიანიო, თქვენ რომელთაც ბევრი შეყვარებულის
მესაიდუმლე ხართო. იგი მოსთქვამს და საკუთარი სხეულისგან განრიდებას
შესთხოვს ღმერთებს. ნაკადულში ჩაიხედავს და აცრემლდება, ცრემლები კი მისი
ანარეკლის გაქრობას გამოიწვევს. გამწარდა ტანსაცმელი შემოიხია და თვითგვემას
მოჰყვა. ამ დროს ექო მიუახლოვდა მას. უკანასკნელი სიტყვების დროს. მშვიდობაზე
მშვიდობით შეეპასუხა. ნარცისი დაქანცული სხეულით ბალახზე გაწვა. იგი მოკვდა
და სტიქსის მდინარეში სადაც ქარონს მკვდართა სულები ჰადესში გადაჰყავს, იქაც კი
წყალში იმზირებოდა საკუთარი თავის დასანახად. ხოლო იმ ადგილას სადაც იგი
,,აღესრულა“ ოქროსფერი, ქათქათა ფურცლებად გადაფურჩქნილი ყვავილი დახვდათ
მიმსვლელთ.

You might also like