You are on page 1of 652

1

წინასიტყვაობა

ყველა იმ ადამიანთაგან, ვინც ღმერთმა შექმნა და შაითანმა


გზა-კვალი აურია, ცოტამ თუ იხილა სამყაროს ცენტრი - სადაც
არც სიკეთე სუფევს და არც ბოროტება, არც წარსული ჩანს და
არც მომავალი, არც „მე“ და არც „შენ“, არც ომი და არც ომის
მიზეზი.
არის მხოლოდ სიმშვიდის უნაპირო ზღვა...
რაც ამ ადამიანებს იქ დახვდათ, ისეთი მშვენიერი იყო, რომ
ამ სანახაობის შემხედვარეთ ენა წაერთვათ. ანგელოზებმა შეიბ-
რალეს ისინი და არჩევანი შესთავაზეს: „თუ გსურთ, რომ ენა
კვლავ ამოიდგათ, დავიწყებას მიეცით ყოველი, რაიც იხილეთ,
თუნდაც თქვენს გულებში სიცარიელემ დაისადგუროს. ხოლო
უკეთუ ისურვებთ, რომ ნანახი მშვენიერება მარად გახსოვდეთ,
თქვენს გონებას ისეთი ბინდი მოიცავს, რომ ცხადს მოლანდე-
ბისგან ვეღარ გაარჩევთ!“
იმ თითო-ოროლა ადამიანიდან, ვინც შემთხვევით აღმოჩნდა
ამ იდუმალებით მოცულ ადგილას (რომელიც არც ერთ რუკაზე
არ არის აღნიშნული), ზოგი სრულიად გაურკვეველ მდგომა-
რეობაში დაბრუნდა და დღემდე ვერ გაუგია, რა სწადია; ზოგს კი
უამრავი შეკითხვა უტრიალებს თავში. ვისაც სრულყოფილების-
კენ მიუწევდა გული, „მოყვარული“1 უწოდეს, ხოლო ვინც ცოდ-
ნას ესწრაფოდა, „ცოდნის მაძიებლად“ მოინათლა...“

1Ashiq - სუფიური ტერმინი. ვინც დაუღალავად და მგზნებარედ


ეძიებს უფალს და არასოდეს აძლევს თავს უფლებას, ეს ძიება
შეწყვიტოს (მთარგმნელის შენიშვნა).
2
ამას გვიამბობდა ოსტატი სინანი თავის ოთხ შეგირდს.
საუბრის დროს თავს გვერდზე გადახრიდა და მზერას ისე და-
ჟინებით მოგვაპყრობდა, თითქოს ჩვენს სულში ჩახედვას ლა-
მობდა.
ვიცოდი, რომ ამპარტავანი ვიყავი, ამპარტავნება კი ჩემებრ
უბირ ყმაწვილს სულაც არ შეეფერებოდა, მაგრამ მაინც მწამდა,
რომ ზემოხსენებულ ამბავს ოსტატი ყოველ ჯერზე სწორედ ჩემს
საგულისხმოდ ყვებოდა. დიდხანს აკვირდებოდა ჩემს სახეს,
თითქოს ჩემგან რაღაცას ელოდა. ასეთ დროს ყოველთვის
თვალს ვარიდებდი - მეშინოდა, მისთვის იმედი არ გამეცრუები-
ნა; მეშინოდა, რომ ვერ მივცემდი იმას, რასაც მთხოვდა, თუმცა
რიგიანად არც კი ვიცოდი, რა უნდა გამეღო.

ნეტავ რას ხედავდა ჩემს თვალებში? ნუთუ ხვდებოდა, რომ


სწავლისადმი მოწიწებულ დამოკიდებულებაში ტოლს არავის
დავუდებდი, მაგრამ ჩემი სიტლანქის გამო სიყვარულში ხელი
მომეცარებოდა? ნეტავ ახლა შემეძლოს, საპასუხო მზერა შევა-
გებო და თამამად ვუთხრა, რომ დროთა განმავლობაში, სწავ-
ლის სიყვარულთან ერთად, სიყვარულის სწავლაც მოვახერხე,
მაგრამ რომ ვიცრუო, ჯოჯოხეთში კუპრით სავსე ქვაბი დამხვდე-
ბა, მე კი ვერავინ დამარწმუნებს, რომ ბერმუხასავით დროულ
კაცს ეს დღე ხვალ არ მომადგება კარზე.

3
ჩვენ ექვსნი ვიყავით: ოსტატი, ოთხი შეგირდი და თეთრი სპი-
ლო. ვაშენებდით მეჩეთებს, ხიდებს, მედრესეებს, ქარვასლებს,
თავშესაფრებს, აკვედუკებს... ეს ყველაფერი იმდენად დიდი
ხნის წინ იყო, რომ ჩემს მეხსიერებაში თვით ყველაზე თვალში-
საცემი და მკვეთრი ნაკვთები გაიცრიცა და ახლა ტკივილად
დაღვრილი, წყალწყალა მოგონებების ამარა ვარ დარჩენილი.
როცა იმ დღეებს ფიქრებით ვუბრუნდები, ყოველთვის თვალწინ
მიდგება მათი ლანდები. ახლა ვფიქრობ, რომ ოდესღაც თი-
თოეული მათგანი უნდა დამეხატა. იქნებ ასე აღარ შევეწუხებინე
დანაშაულის გრძნობას, მათი სახეების მივიწყების გამო რომ არ
მასვენებს...
აი, სხვა რამ კი ცოცხლად მახსოვს: მაგალითად, სიტყვიერი
დაპირებები, რომლებიც არც ერთმა ჩვენგანმა არ შეასრულა.
განა საოცრება არ არის, რომ სახე - სრულიად ხელშესახები,
ხორციელი რამ - დროთა განმავლობაში ორთქლდება, სიტყვა
კი, რომელიც სუნთქვის შედეგად არის აღმოცენებული, სამუდა-
მოდ რჩება!
ერთიმეორის მიყოლებით გამომეცალა ყველა.
რატომ წავიდნენ ჩემზე ადრე? ან მე რად გამოვეკერე ცას? ეგ
მხოლოდ და მხოლოდ უფალმა უწყის.
ყოველდღეე ვფიქრობ სტამბოლზე. მისი მეჩეთების ეზოებში
უამრავი ხალხი ირევა. ისინი ვერაფერს ხვდებიან, ვერაფერს ხე-
დავენ. იქნებ ისიც კი ჰგონიათ, რომ ეს მეჩეთები ნოეს დროს
აიგო. ნურას უკაცრავად! ისინი ჩვენ ავაგეთ: მაჰმადიანებმა და
ქრისტიანებმა, ხელოსნებმა და გალერის მონებმა, ადამიანებმა
და ცხოველებმა.
დღე დღეს მისდევდა, ჩვენ კი ვშრომობდით და ვშრომობ-
დით...

4
მაგრამ სტამბოლი გულმავიწყი ქალაქია. იქ სიტყვები წყალ-
ზე წერია. მხოლოდ ჩემი ოსტატის ნახელავია მყარი და უქცევე-
ლი, რადგან ის სათქმელს ქვის ენაზე ამბობდა.
მუშაობის დროს ერთი ექვის ქვეშ საიდუმლო შევინახე.მ მას
შემდეგდ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ის ახლაც იქ არის და
ელის, როდის აღმოაჩენენ. ნეტავ თუ მიაგნებს ვინმე? ეგ არავინ
იცის, მაგრამ ჩემი ოსტატის მიერ აღმართულ ასობით ნაგებობა-
თაგან ერთ-ერთის საძირკველში სამყაროს ცენტრი იგულეთ!
აგრა, ინდოეთი, 1632 წელი.

5
სტამბოლი. 1574 წლის 22 დეკემბერი

შუაღამე გადასული იყო, როცა სიბნელის უძირო წიაღიდან


უცებ მრისხანე ღრენა ჩაესმა. იმწამსვე იცნო სულთნის სასახ-
ლის ყველაზე დიდი კატის - ქარვისთვალება და ოქროსბეწვიანი
კასპიური ვეფხვის ხმა. გულმა რეჩხი უყო: ნეტავ ვის უნდა შეეწუ-
ხებინა ნადირი? ასეთ დროს, წესით, ღრმა ძილით უნდა სძინე-
ბოდა ყველას - ადამიანებს, მხეცებსა და ჯინებს. (არაბ. ‫جن‬/ ‫الجني‬.
არაბულ მითოლოგიაში ცეცხლისგან შექმნილი არსება. ბორო-
ტი ან კეთილი სული.) ასეთ დროს შვიდ ბორცვზე გაშენებულ ქა-
ლაქში, ღამის მზირების გარდა, მხოლოდ ორი ჯურის ხალხი
ფხიზლობდა: ვინც ლოცულობდა და ვინც სცოდავდა.
თუმცა არც ჯაჰანს ეძინა. მუშაობდა.
- ჩვენნაირებისთვის შრომა იგივე ლოცვაა. ის არის ღმერ-
თთან ურთიერთობის ჩვენეული გზა, - ხშირად ეუბნებოდა ხოლ-
მე ოსტატი.
- თავად რით გვპასუხობს? - ჰკითხა ჯაჰანმა ერთხელ, კარგა
ხნის წინ, როცა შედარებით ახალგაზრდა იყო.
- მეტ სამუშაოს გვაკისრებს! - უთხრა ოსტატმა.
„თუ ამ ნათქვამს დაეჯერება, გამოდის, რომ უფალთან საკმა-
ოდ ახლო ურთიერთობა დამიმყარებია,“გ- გაიფიქრა მაშინ ჯა-
ჰანმა, რადგან ერთის ნაცვლად ორ ხელობას მისდევდა და ორ-
მაგი ჯაფა ადგა: ერთდროულად მაჰაუტიც2 იყო და მხაზველიც.
თუმცა მასწავლებლად მხოლოდ ერთს მიიჩნევდა, პატივს სცემ-

2 სპილოს გამრეკი (ჰინდი).

6
და, ეთაყვანებოდა და გულის სიღრმეში იმასაც ნატრობდა, რომ
მისთვის ეჯობნა. ოსტატს სინანი ერქვა და იგი სულთნის კარზე
მთავარი ხუროთმოძღვარი გახლდათ. სინანს ასობით მოწაფე,
ათასობით მუშა, უამრავი მიმდევარი და თანაშემწე შეეძინა,
მაგრამ შეგირდად მხოლოდ ოთხი ადამიანი ირჩია. ჯაჰანს ეამა-
ყებოდა, რომ ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა, თუმცა, მეორე
მხრივ, ეს ამბავი საგონებელში აგდებდა: ოსტატმა, რომელსაც
სასახლესთან არსებულ სკოლაში უამრავი ნიჭიერი ახალბედა
ჰყავდა, არჩევანი მასზე, რიგით მსახურზე, სპილოების უბირ
მომთვინიერებელზე შეაჩერა. ნაცვლად იმისა, რომ ამის გამო
თავი დაეფასებინა, ჯაჰანს გული შფოთვით აევსო. თავში სულ ის
აზრი უტრიალებდა, ვაითუ იმედი გავუცრუო ერთადერთ ადამი-
ანს, რომელსაც ჩემი სწამსო.
ამჯერად ჯაჰანს ჰამამის3 აშენება ჰქონდა დავალებული. ოს-
ტატის მოთხოვნები სრულიად მკაფიო იყო: მარმარილოთი მო-
პირკეთებული აუზი, რომელიც ქვევიდან თბებოდა; მის კედლებ-
ში საგანგებოდ დატანებული, ორთქლის გამოსაშვები მილები;
კამაროვანი გუმბათი და ორი კარი, რომელიც ორ საპირისპირო
ქუჩაზე გამოდიოდა, რათა ქალებსა და მამაკაცებს ერთმანეთი
არ ენახათ. იმ ავბედით ღამეს, სულთნის სამხეცეში, თავის ფარ-
დულში, უხეშად გამოჩორკნილ მაგიდასთან, სწორედ ამ შენო-
ბის გეგმაზე მუშაობდა ჯაჰანი. სკამის საზურგეს მიაწვა, წარბები
შეჭმუხნა და გეგმა ყურადღებით შეისწავლა. სინატიფესა და
ჰარმონიას მოკლებულ ტლანქ ნამუშევრად მოეჩვენა ამ წუთებ-
ში თავისი ნახაზი. როგორც ყოველთვის, ქვედა სართულების

3 ჰამამი - თურქული აბანო.

7
გეგმის შედგენა უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე გუმბათისა. ჯა-
ჰანი ორმოცს გადაცილებული კაცი იყო (სწორედ ამ ასაკში იქცა
მუჰამედი წინასწარმეტყველად), თავის ხელობაშიც საკმაოდ გა-
წაფული გახლდათ, მაგრამ თაღებსა და ჭერზე მუშაობას დღემ-
დე ერჩივნა, შენობების საძირკველი შიშველი ხელებით ეთხა-
რა. ნატრობდა, ნეტავ ასცდენოდა ასეთი სამუშაო, ნეტავ შეძლე-
ბოდათ ადამიანებს, უშიშრად და ღიად მიეშვირათ ზეცისთვის
თავი, ვარსკვლავებისთვის ემზირათ, მათი მზერაც ეგრძნოთ და
დასამალი არაფერი ჰქონოდათ...
გულამღვრეული ჯაჰანი უკვე მზად იყო ახალი ნახაზის შესაქ-
მნელად (ქაღალდს კარის მწერლებს ჰპარავდა ხოლმე), მაგრამ
ამ დროს კვლავ გაისმა ვეფხვის ხმა. ჯაჰანი წამოიმართა, თავი
ასწია და სმენად იქცა. ეეს იყო გამაფრთხილებელი ხმა - რი-
ხიანი, თავხედური და სისხლის გამყინავი. მხეცი უხილავ მტერს
აფრთხილებდა, ახლოს არ გამეკაროო. ჯაჰანმა კარი შეაღო და
ირგვლივ გამეფებულ წყვდიადს ჩააშტერდა. ვეფხვმა კიდევ ერ-
თხელ დაიღრინა, ამჯერად უფრო ხმადაბლა, მაგრამ არანაკლე-
ბი მუქარით. უცებ ყველა სულდგმულმა ერთხმად ატეხა გნიასი:
აქეთ თუთიყუში აჭყივლდა ბნელში, იქით მარტორქამ დაიღნავ-
ლა; მას დათვი შეეხმიანა ბრაზიანი ბურდღუნით; შორიახლოს
ლომმაც ამოიბრდღვინა, რასაც პასუხად ლეოპარდის სისინი
მოჰყვა. სადღაც, მოშორებით კურდღლებმა ააბაკუნეს უკანა თა-
თები, როგორც ჩვეულებრივ იქცევიან ხოლმე, როცა ფრთხები-
ან. სამხეცეში ხუთიოდე მაიმუნი იყო, მაგრამ ისეთი წიოკობა და
ღრიანცელი ატეხეს, კაცი იფიქრებდა, სათვალავი არა აქვთო.
ცხენებიც ახვიხვინდნენ და აწრიალდნენ თავიანთ თავლებში. ამ
აურზაურში ჯაჰანს წამით სპილოს დრტვინვაც ჩაესმა. ხანმოკ-
ლე, უსიცოცხლო ხმა იყო, თითქოს სპილოს არ სურდა, რომ სა-

8
ერთო მღელვარებას აჰყოლოდა. ცხადი იყო, ცხოველები რაღა-
ცამ დააფრთხო. ჯაჰანმა ლაბადა მოისხა, ზეთის ლამპარს ხელი
დაავლო და ეზოში გავიდა. ზამთრის ყვავილებისა და ველური
მცენარეების სურნელით გაჯერებული ჰაერი საოცრად სუფთა
იყო. ორი ნაბიჯიც კი არ ჰქონდა გადადგმული, რომ რამდენიმე
მომთვინიერებელი დაინახა. ხის ქვეშ მოეყარათ თავი და რაღა-
ცას ჩურჩულებდნენ. ჯაჰანს თვალი რომ მოჰკრეს, მომლოდინე
მზერა მიაპყრეს, მაგრამ მისგან ვერაფერი მოისმინეს, შეკით-
ხვების გარდა.
- რა ხდება?
- აბა, რა გითხრა, ხომ ხედავ, როგორ შფოთავენ ცხოველე-
ბი... - უპასუხა დარამ, ჟირაფის მომთვინიერებელმა, რომელიც
თვითონაც მოუსვენრად წრიალებდა.
- მგელი გამოჩნდა ალბათ, - თქვა ჯაჰანმა.
ასეთი რამ ადრეც მოხდა. ორი წლის წინ, ერთ სუსხიან ზამ-
თრისპირს, ქალაქში მგლები ჩამოვიდნენ და ერთბაშად მოედ-
ნენ ებრაელების, მაჰმადიანებისა და ქრისტიანების უბნებს. რამ-
დენიმე მათგანმა რაღაც მანქანებით სასახლის ჭიშკარიც კი გა-
მოარღვია, სულთნის იხვებს, გედებსა და ფარშავანგებს დაერია
და ისეთი ამბავი დაატეხა, ბუჩქნარის ტოტებიდან სისხლიანი
ბუმბულის ჩამოცლას რამდენიმე დღე დასჭირდა. ამჯერად ქა-
ლაქი თოვლით არ იყო დაფარული, არც განსაკუთრებულად
ციოდა. ის, რაც ცხოველებს ახლა ასე აფორიაქებდა, სავა-
რაუდოდ, სასახლის შიგნით ხდებოდა.
- ყველა კუთხე-კუნჭული დაიარეთ! - ბრძანა ლომების მომ-
თვინიერებელმა ოლევმა, დათვივით ზორზოხა კაცმა, რომელ-
საც ცეცხლისფერი თმა და ასეთივე ფერის ხუჭუჭა ულვაში ჰქონ-
და. ოლევის უკითხავად აქ გადაწყვეტილებებს არავინ იღებდა.

9
ამ თამამ, ბრგე ვაჟკაცს ყველა მსახური დიდ პატივს სცემდა. რა
გასაკვირია, მოკვდავი, რომელიც ლომზე ბატონობს, თვით
სულთნის აღტაცებასაც კი იმსახურებს ალბათ...
მსახურები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ და იქაურობა გულმოდ-
გინედ დაათვალიერეს, საჩიხეები, თავლები და გალიები მოჩ-
ხრიკეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ცხოველებიდან არც
ერთი არ გაქცეულიყო. სულთნის სამხეცის ყველა ბინადარი ად-
გილზე აღმოჩნდა: ლომები, მაიმუნები, აფთრები, ირმები, მე-
ლიები, სიასამურები, გარეული თხები, გარეული კატები, ჯეირ-
ნები, გიგანტური კუები, შვლები, სირაქლემები, ბატები, მაჩ-
ვზღარბები, ხვლიკები, კურდღლები, გველები, ნიანგები, ციბე-
ტები,4 ლეოპარდი, ზებრა, ჟირაფი, ვეფხვი და სპილო.
ბოლოს ჯაჰანი ჩოტას მიადგა. ეს იყო ოცდათხუთმეტი წლის,
ექვსი წყრთის სიმაღლის, უჩვეულოდ თეთრი შეფერილობის
მამრი სპილო. ჩოტა მოუსვენრად ბორგავდა. ყურები ქარისაგან
დაბერილი აფრებივით ჰქონდა გაშლილი. ჯაჰანმა ალერსით
შეჰღიმა ცხოველს, რომლის ზნე კარგად იცოდა.
- რაო? საფრთხე იყნოსე? - ჰკითხა, ფერდზე ხელი ჩამოუსვა
და მუჭით მიაწოდა დაშაქრული ნუში, რომელსაც ყოველთვის
თოფრით დაატარებდა. ჩოტა სასუსნავს არასოდეს იწუნებდა.
ახლაც ხორთუმის ერთი მოქნევით გაიქანა პირში ნუშის კაკლე-
ბი, მაგრამ თან ჭიშკარს თვალს არ აშორებდა, მთელი თავისი
მასიური სხეულით აწვებოდა წინა ფეხებს და თავისი მგრძნო-
ბიარე ტერფებით თითქოს მიწას შეზრდოდა. იდგა ასე გალურ-
სული და ცდილობდა, იოტისოდენა ჩქამიც არ გამოჰპაროდა.

4 ციბეტი, იგივე ვივერა, ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი.

10
- დაწყნარდი, ყველაფერი კარგად არის, - დაუყვავა ჯაჰანმა,
თუმცა ამ სიტყვების არც თვითონ სჯეროდა და არც სპილოს.
უკან მობრუნებულმა ჯაჰანმა თვალი მოჰკრა, როგორ უმტკი-
ცებდა ოლევი მომთვინიერებლებს, დაიშალეთ, საშიში არაფე-
რიაო.
- მაშ, ეს მხეცები... - შეედავა ვიღაც.
ოლევმა ლაპარაკი არ აცალა და ჯაჰანზე მიუთითა.
- ეს ინდოელი მართალია. ან მგელი იქნებოდა, ან ტურა. რაც
არ უნდა ყოფილიყო, უკვე აღარსად ჩანს. თქვენც წადით და
დაიძინეთ!
ამჯერად აღარავინ შეწინააღმდეგებია. თავის ქნევითა და
ბურდღუნით წალასლასდნენ ყველანი თივით დატენილი თავი-
ანთი ლეიბებისკენ, რომლებიც ერთადერთ უსაფრთხო და
თბილ ადგილად ეგულებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი
რწყილებით იყო სავსე.
მხოლოდ ჯაჰანი ითრევდა ფეხს.
- შენ რაღას უდგახარ, მმაჰაუტო? - ჰკითხა ჯაჰანს კატომ, ნი-
ანგის მომთვინიერებელმა.
- ახლავე მოვალ! - უპასუხა ჯაჰანმა და კვლავ შიდა ეზოსკენ
გაიხედა, ყსაიდანაც უცნაური, დახშული ბგერები ისმოდა.
შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მარცხნისკენ გაეხვია და ხითა
და ქვით ნაგები თავისი ფარდულისთვის მიეშურებინა, პირი
მარჯვნისკენ იქცია და მიადგა მაღალ გალავანს, რომელიც ორ
ეზოს საზღვრად გასდევდა. ჯაჰანი ისე ფრთხილად მიაბიჯებდა,
თითქოს საბაბს ეძებდა, რომ გადაეფიქრებინა და კვლავ თავის
ნახაზებს მიჰბრუნებოდა. შორიახლოს ერთი იასამანი იდგა. ხეს
რომ მიაღწია, ვიღაცის ჩრდილი დალანდა. ბინდით მოცული და
არაამქვეყნიური იერის მქონე ეს ფიგურა ისე ჰგავდა მოჩვენე-

11
ბას, რომ ჯაჰანმა გაქცევა დააპირა. გაიქცეოდა კიდეც, ეს კაცი
სწორედ ამ დროს რომ არ მობრუნებულიყო მისკენ და სახე არ
ეჩვენებინა. ციმბირელი ტარასი აღმოჩნდა! ეს ის ციმბირელი
ტარასი იყო, ყველა სენსა და განსაცდელს რომ გაუძლო და სხვა
ბინადრებზე დიდხანს დაჰყო სულთნის კარზე. მას უნახავს, რო-
გორ მოდიოდნენ და მიდიოდნენ სულთნები; უნახავს, როგორ
კნინდებოდნენ აღზევებულნი და როგორ გორავდნენ წუმპეში
ოდესღაც გოროზი ჩალმებით შემკული თავები...
- ორადორი რამ არის ამქვეყნად მყარი და უქცეველი: ციმბი-
რელი ტარასი და სიყვარულით გამოწვეული მწუხარება. სხვა
ყველაფერი ნიავქარს მიჰყვება! - ოხუნჯობდნენ ხოლმე მსახუ-
რები.
- შენა ხარ, ინდოელო? -გგამოსძახა ტარასმა. - რაო, გაგაღ-
ვიძეს მხეცებმა?
- კი, გამაღვიძეს, - უპასუხა ჯაჰანმა, - შენ თუ გაიგონე ეს ხმე-
ბი?
მოხუცმა თანხმობის თუ უარყოფის ნიშნად რაღაც გაურკვევ-
ლად ჩაიდუდღუნა.
- აი, იქიდან მომესმა, - არ ცხრებოდა ჯაჰანი, კისერს იწვდიდა
და დაჟინებით მისჩერებოდა მის წინ აღმართულ ონიქსისფერ
გალავანს, რომელიც წყვდიადს უჩინრად ერწყმოდა. ამ წუთებში
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ შუაღამის ბინდში სულე-
ბი დაბორიალობდნენ, კვნესოდნენ და გოდებდნენ. ამ ფიქრმა
ჯაჰანს ჟრჟოლა მოჰგვარა...
უეცრად ეზოს რაღაც ყრუ გრუხუნმა დაუარა, რასაც მოჰყვა
გამალებული ნაბიჯების ხმა, თითქოს შორიახლოს კარგა მოზ-
რდილმა ბრბომ ჩაირბინა. საიდანღაც, სასახლის სიღრმეები-
დან, ქალის კივილი გაისმა. ეს ველური, მძვინვარე ხმა, რომე-

12
ლიც ადამიანისას ნაკლებად ჰგავდა, თითქმის იმწამსვე გა-
დაიზარდა ყრუ ქვითინში. უცებ კიდევ ერთმა შეკივლებამ გააპო
ღამის წყვდიადი. კაცი იფიქრებდა, რომ ეს მეორე ხმა პირველის
ექო იყო. შემდეგ ასევე უეცრად მოიცვა ყოველივე სრულმა სი-
ჩუმემ, ჯაჰანმა კი უნებურად კვლავ გალავნისკენ გაიწია.
- სად მიდიხარ? ეს ხომ აკრძალულია?! - თვალები დაუბ-
რიალა შეშინებულმა ტარასმა.
- მინდა გავიგო, რა ხდება, - თქვა ჯაჰანმა.
- გიჯობს, თავი შეიკავო... - ჩაილაპარაკა მოხუცმა.
ჯაჰანი შეყოყმანდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით.
- დავხედავ იქაურობას და წამში მოვბრუნდები.
- ძალიანაც მინდა, რომ ეს არ გააკეთო, მაგრამ განა მომის-
მენ?!. - ამოიოხრა ტარასმა. - შორს მაინც ნუ წახვალ. ბაღში
დარჩი და გალავანს არ მოსცილდე. გესმის ჩემი?
- ნუ ღელავ. ფრთხილად ვიქნები. მალე მოვალ.
- დაგელოდები, იცოდე. შენს დაბრუნებამდე არ დავიძინებ.
ჯაჰანმა ეშმაკურად ჩაიცინა და უპასუხა:
- ძალიანაც მინდა, რომ ეს არ გააკეთო, მაგრამ განა მომის-
მენ...
არცთუ დიდი ხნის წინ, თავის მასწავლებლთან ერთად, ჯაჰან-
მა სამეფო სამზარეულოების გადაკეთებაზე იმუშავა. ჰარამხა-
ნაც ერთად გააფართოვეს. ეს აუცილებლობა იმით იყო ნაკარნა-
ხევი, რომ ჰარამხანის ბინადართა ოდენობამ ბოლო წლებში
საგრძნობლად იმატა. მთავარი ჭიშკრით რომ არ ესარგებლათ,
მუშებმა გზის დასამოკლებლად გალავანში ღიობი გამოჭრეს,
მაგრამ როცა იატაკზე დასაგები ფილების პარტიამ დააგვიანა,
ხსენებული ღიობი ალიზითა და თიხით ამოავსეს. ჯაჰანმა ლამ-
პარი მოიმარჯვა და გალავანს ჯოხის კაკუნით ჩამოუარა. ერ-

13
თხანს მხოლოდ მძიმე ხათქა-ხუთქი ჩაესმოდა. შემდეგ უეცრად
გაისმა ფუყე ხმა, რომელიც იმაზე მიანიშნებდა, რომ ამ ადგი-
ლას ღრუ იყო. ჯაჰანი გაჩერდა, ჩაიმუხლა და აგურებს ხელი
მთელი ძალით ჰკრა. თავიდან კედელმა წინააღმდეგობა გაუწია,
მაგრამ ბოლოს მის ძალას მაინც დაჰყვა. ჯაჰანმა ლამპარი ად-
გილზე დატოვა (იმ განზრახვით, რომ უკან მობრუნებისას თან
წაიღებდა), ხვრელში გაძვრა და მეორე ეზოში გადავიდა. მთვა-
რის შუქი ძრწოლისმომგვრელ და ავბედით იერს ჰფენდა ვარ-
დნარს, რომელიც ამჯერად ვარდების სასაფლაოდ ქცეულიყო.
ბუჩქები, გაზაფხულზე რომ წითლად, ვარდისფრად და ყვითლად
ხასხასებდნენ და ღვიოდნენ, ახლა ჩამომჭკნარიყვნენ და ზღვის
მოვერცხლილი ზედაპირივით გადაშლილიყვნენ მის წინ. ჯაჰანს
გული ისე გამალებით და ისე ხმამაღლა უცემდა, შეეშინდა, არა-
ვინ გაიგონოსო. მოწამლული საჭურისების, ჰარამხანის მოგუ-
დული ხარჭების, თავმოკვეთილი ვეზირებისა და ბოსფორში
ჩაგდებული, მოფართხალე ტომრების გახსენებისას ტანზე ბუსუ-
სებმა დააყარა. ამ ქალაქში ზოგნი ბორცვზე შეფენილ საფლა-
ვებში განისვენებდნენ, ზოგნიც - ზღვის უძირო წიაღში.
ჯაჰანის თვალწინ ერთი მარადმწვანე ხე იდგა. ნატვრის ხე.
მის ტოტებზე ასობით თავსაბურავი, თასმა, გულსაკიდი და მაქ-
მანი ეკიდა. როცა ჰარამხანის ხარჭები ან ოდალისკები5 იდუ-
მალ ზრახვებს, ღმერთის გარდა, ვერავის უზიარებდნენ, საჭური-
სებს იბარებდნენ და ნატვრის ხის ტოტებზე თავიანთი ჯინჯილე-
ბის ჩამოკიდებას ავალებდნენ. საჭურისები თხოვნას ასრულებ-
დნენ და, სხვების სამშვენისებთან ერთად, ხეზე მათ ნივთებსაც

5 ჰარამხანის პირისფარეში.

14
ჰკიდებდნენ. ცხადია, ხსენებულ ქალებს სხვადასხვა, ხშირად
ერთმანეთის საწინააღმდეგო მისწრაფებები ამოძრავებდათ,
ამიტომ ხეს ეკლებივით ესხა ერთმანეთთან მოკინკლავე სათ-
ხოვრები და საომრად შემართული ნატვრები, მაგრამ, მიუხედა-
ვად ამისა, მაინც მშვიდობიანი იერი ჰქონდა. ახლაც კი, როცა
ნაზი სიო მის ფოთლებს აშრიალებდა და უამრავ ნატვრა--
სათხოვარს ერთმანეთში ურევდა, ისეთი მშვიდობიანი ჩანდა,
რომ ჯაჰანი უნებურად მიეახლა, თუმცა ტარასს შეჰპირდა, შორს
არ წავალო.
ეზოს ბოლოში ქვითკირის შენობა იდგა. ჯაჰანს ამ სახლს ოც-
დაათიოდე ნაბიჯი აშორებდა. ნატვრის ხის ტანს ნახევრად ამო-
ფარებულმა სამალავიდან ფრთხილად გამოიჭყიტა, მაგრამ იმ-
წამსვე შეიმალა და მეორედ გამოხედვა კარგა ხანს ვეღარ გაბე-
და.
ათამდე ყრუ-მუნჯი აქეთ-იქით დარბოდა. შენობის სხვადას-
ხვა კარიდან გადი-გამოდიოდნენ. ხელში სავსე ტომრების
მსგავსი რაღაც ფუთები ეჭირათ. მათი ჩირაღდნების შუქი ჰაერს
ქარვისფერი ზოლებით სერავდა, და როცა ეს ზოლები ერთმა-
ნეთს კვეთდა, კედელზე ასვეტილი ჩრდილები კიდევ უფრო წაგ-
რძელებული ჩანდა. სანახაობით გაოგნებულმა ჯაჰანმა უნებუ-
რად განზე ისკუპა და სახლს უკნიდან შემოუარა. მყისვე იგრძნო
მიწის მსუყე სუნი. მისი ნაბიჯები ისეთი მოუხელთებელი და შე-
უმჩნეველი იყო, როგორც ჰაერი, რომლითაც სუნთქავდა. ჯაჰან-
მა სახლს ნახევარწრე შემოარტყა და მის შორეულ კუთხეში,
ერთ კარს მიადგა. მისდა გასაოცრად, კართან გუშაგი არ იდგა.
ჯაჰანს ბევრი არ უფიქრია, ისე შეაბიჯა შენობაში. თავადაც იცო-
და: ფიქრებს რომ აჰყოლოდა, შიშისგან ძვრას ვეღარ იზამდა.
შიგნით ნესტი და სიგრილე დახვდა. ხელის ცეცებით გააგრძელა

15
გზა ნახევრად ბნელში, თუმცა კეფაზე ბუსუსებმა დააყარა და
თმა ყალყზე დაუდგა. სინანულის დრო აღარ იყო. უკან დასახევი
გზა მოჭრილი ჰქონდა და მხოლოდ წინ უნდა ევლო. კკედელ--
კედელ მიიწევდა შენობის სიღრმეში და სულ უფრო გამალებით,
მძიმედ სუნთქავდა. ბოლოს ფეხაკრეფით შეაბიჯა სუსტად განა-
თებულ დარბაზში და ირგვლივ მიმოიხედა. სადაფით მოპირკე-
თებულ მაგიდებზე მინის თასები იდგა; ტახტები ყურთბალიშე-
ბით იყო მოფენილი; კედელზე მოოქროვილ-მოჩუქურთმებულ
ჩარჩოში ჩასმული სარკეები ეკიდა, ჭერიდან გობელენები ეშვე-
ბოდა, იატაკზე კი სავსე ტომრები ეყარა. ჯაჰანმა უკან გაიხედა,
და როცა დარწმუნდა, რომ არავინ მოსდევდა, კვლავ განაგრძო
ფეხაკრეფით გადაადგილება, მაგრამ უცებ ისეთი რამ დაინახა,
ძარღვებში სისხლი გაეყინა: ხელი! ფერგამკრთალი და მოჩვა-
რული ხელი ბუდიდან გადმოვარდნილი ჩიტივით ესვენა ცივ
მარმარილოზე. ჯაჰანს თითქოს რაღაც გარეშე ძალამ უბიძგა,
ჯვალოს ტომრებს პირი შემოხსნა და გაოგნებისგან თვალები
აახამხამა, თითქოს მზერა უარყოფდა იმის აღიარებას, რასაც
გული იმწამსვე მიხვდა: ხელს მკლავი მოჰყვა, მკლავს კი - გუ-
ლის ფიცარი. რა ტომრები, რის ტომრები! მმის წინ გვამები იყო
გამწკრივებული. ბავშვების გვამები! ოთხნი იყვნენ, ყველანი ბი-
ჭები. სიმაღლის მიხედვით, ერთმანეთის გვერდიგვერდ იწვნენ.
ყველაზე უფროსი მოზარდი იყო, ყველაზე უმცროსი კი - ჯერ კი-
დევ ძუძუთა ჩვილი. მათი სამეფო სამოსი სრულ წესრიგში იყო.
ჩანდა, ვიღაცას ეზრუნა იმაზე, რომ უფლისწულებს ღირსება სიკ-
ვდილის შემდეგაც შერჩენოდათ. ჯაჰანის მზერა ერთ-ერთი მათ-
განის ნეშტმა მიიპყრო. თეთრ-ყირმიზა ბიჭი იყო. ჯაჰანმა მის ხე-
ლისგულებს დახედა. მიხვეულ-მოხვეული, მრუდე ხაზები ერ-
თმანეთში ისე ირეოდა, როგორც ქვიშაზე ჩხირით გამოყვანილი

16
ღარები. „ქალაქის მარჩიელთაგან ნეტავ რომელი იწინასწარ-
მეტყველებდა ეგზომ წარჩინებულ სეფეწულთა ამგვარ უეცარ და
სავალალო აღსასრულს?“ გაიფიქრა ჯაჰანმა. არადა, მიცვალე-
ბულები მშვიდად განისვენებდნენ. კანი ისე უბზინავდათ, თით-
ქოს შიგნიდან ანათებდა. „იქნებ სულაც არ მომკვდარან. მხო-
ლოდ მოძრაობა და მეტყველება შეწყვიტეს და რაღაც ისეთად
იქცნენ, რაც ჩემს აღქმას აღარ ემორჩილება და რაც მხოლოდ
მათ უწყიან. ამადაც შერჩენიათ სახეზე ეს უცნაური გამომეტყვე-
ლება, თითქოს იღიმიანო...“ უნებურად გაიფიქრა ჯაჰანმა. იდგა
ერთიანად აცახცახებული და განძრევის თავი აღარ ჰქონდა.
მხოლოდ მოახლოებული ნაბიჯების ხმამ გამოარკვია გაოგნე-
ბის ბურუსიდან. ერთი შეტორტმანდა, რის ვაი-ვაგლახით, მაგ-
რამ დროულად ჩამოაფარა მიცვალებულებს ჯვალო, ადგილი-
დან მოსწყდა და კუთხეში, ჭერიდან გადმოკიდებული გობელე-
ნის უკან მიიმალა. ყრუ-მუნჯები ოთახში შემოვიდნენ, კიდევ ერ-
თი ცხედარი შემოასვენეს და სხვების გვერდით, იატაკზე ფრთხი-
ლად დაასვენეს. მხოლოდ მაშინ შენიშნა ერთ-ერთმა მათგანმა,
რომ მიცვალებულს ქსოვილი შემოცლილი ჰქონდა. ახლოს
მიიწია და მიმოიხედა. ნეტავ რა მოხდა? რომელიმე მათგანმა
გვამი ამ მდგომარეობაში დატოვა თუ ოთახში ვიღაც უცხო შე-
მოიპარა? ყრუ-მუნჯმა ამხანაგებს ანიშნა, ახლოს მოსულიყვნენ.
ყველამ ერთად დაიწყო ოთახის ჩხრეკა. კუთხეში მარტოდმარ-
ტო შეყუჟულ ჯაჰანს, რომელსაც მკვლელებისგან სიფრიფანა
ქსოვილი ჰყოფდა, შიშისგან სუნთქვა შეეკრა და გაიფიქრა: „ე-
სეც ასე. მოვიდა ჩემი აღსასრული. აი, სანამდე მიმიყვანა ამდენ-
მა ცრუპენტელობამ.“ უცებ რატომღაც ბაღის გალავანთან და-
ტოვებული, ქარში მოციმციმე ლამპარი მოაგონდა და ამ ფიქ-
რმა უცნაური სევდა მოჰგვარა. მერე თავისი სპილოც გაახსენდა

17
და ოსტატიც. გაახსენდა და თვალები აუწყლიანდა. „ორივეს ალ-
ბათ უდრტვინველად სძინავს ამ წუთებში,“ გაუელვა გონებაში
და ამჯერად ფიქრებით საყვარელ ქალს მისწვდა, „ახლა ყველა-
ნი ტკბილ სიზმრებს ხედავენ თავ-თავიანთ სასთუმალზე, მე კი
სიცოცხლეს უნდა გამოვესალმო მხოლოდ იმიტომ, რომ უადგი-
ლო ადგილას ამოვყავი თავი და ისეთი რამ ვნახე, რაც არ უნდა
მენახა.“
ცნობისმოყვარეობამ დამართა ეს ყველაფერი. მოუთოკავმა,
მოურიდებელმა ცნობისმოყვარეობამ, რომელსაც მისთვის მთე-
ლი ცხოვრება მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. ჩუმად დაწყევ-
ლა საკუთარი თავი: მ
„ჩემი საფლავის ქვას ალბათ კოხტად გამოყვანილი
ასოებით, აი, ამგვარი წარწერა უნდა ამშვენებდეს:
ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს თავისდა ჭირად ცნობისმოყვა-
რეობით შეპყრობილი, მხეცთა მომთვინიერებელი, ხუროთმოძ-
ღვრის შეგირდი. ილოცეთ მისი უბირი სულისთვის.
მაგრამ ვაი, რომ გვერდით არავინ მყავს, ვისაც ამ უკანას-
კნელ სათხოვარს დავუბარებდი.“
იმავე საღამოს სტამბოლის მეორე ბოლოში, ერთი დიდი სახ-
ლის კაჰია (მთურქ. მნე ქალი.) ფხიზლობდა. მაჯაზე კრიალოსა-
ნი ეკიდა და მის მძივებს ცერათითით მარცვლავდა. ღაწვებდაჩა-
მიჩებულს, გალეულსა და კუზიანს, ასაკთან ერთად, სიბრმავეც
მორეოდა, მაგრამ როცა საქმე ბატონის კარ-მიდამოს ეხებოდა,
თვალი კარგად უჭრიდა. არაფერი გამოეპარებოდა: არც ერთი
წვრილმანი, არც ერთი მოშლილი ანჯამა თუ კიბის ჭრაჭუნა სა-
ფეხური. ამ ჭერქვეშ არავინ იყო ისეთი, ვინც ამ სახლს მასზე
უკეთ იცნობდა. არც ამ სახლის პატრონს ჰყავდა მასზე ერთგუ-
ლი ვინმე. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ მსახურთა

18
სამყოფლიდან გამოსული ხვრინვა არღვევდა. კაჰიას დროდად-
რო ბიბლიოთეკის მიხურული კარიდანაც ჩაესმოდა ნაზი, ძლივს
გასაგონი ფშვინვა. ამ ოთახში სინანს ეძინა. ოსტატი ამჯერადაც
გვიანობამდე მუშაობდა. საღამოს, ჩვეულებრივ, საკუთარ ოჯახ-
თან ერთად ატარებდა და სავახშმოდ აუცილებლად მიაშურებდა
ხოლმე ჰარემლიკს,6 სადაც მისი ცოლი და ქალიშვილები ცხოვ-
რობდნენ, და სადაც ვერც ერთი შეგირდი ფეხს ვერ შეადგამდა.
მაგრამ ამაღამ (რაც სხვა დროსაც არაერთხელ მომხდარა) მთე-
ლი დღის ნამარხულევმა ოსტატმა პური გატეხა, თავის ნახაზებს
მიუბრუნდა და იქვე ჩაეძინა, წიგნებითა და გრაგნილებით სავსე
ოთახში, რომელიც ამ დიდი სახლის სხვა ოთახებზე ადრე ეგებე-
ბოდა ამომავალ მზეს. კაჰია ასეთ დროს ნოხზე ლეიბს უგებდა
ხოლმე. ახლაც მოუმზადა ლოგინი.ო
ოსტატი ოთხმოცდახუთი წლის იყო, მაგრამ ძალიან ბევრს
მუშაობდა. ამ ასაკში ადამიანმა უნდა დაისვენოს, კარგად იკვე-
ბოს და, შვილებითა და შვილიშვილებით გარემოცულმა, დრო
ლოცვაში გაატაროს. თუ ძალა კიდევ შემორჩა, ეს დრო მექის
მოსალოცად უნდა გამოიყენოს და თუ გზად გარდაიცვლება, მით
უკეთესი მისი სულისთვის. მაშ, რატომღა არ ემზადებოდა ოსტა-
ტი იმქვეყნიური ცხოვრებისთვის, და თუ ემზადებოდა, სამშენე-
ბელო მოედნებზე რაღა უნდოდა? მტვრითა და ტალახით რატომ
თხუპნიდა თავის მოხდენილ ხალათებს? კაჰია თავად ოსტატსაც
კიცხავდა იმის გამო, რომ საკუთარ თავზე ნაკლებად ზრუნავდა,
თუმცა არც სულთანს ინდობდა და არც მის ნაზირ-ვეზირებს,
რომლებიც ამ კაცს ასე უმოწყალოდ ამუშავებდნენ. ყველაზე მეტ

6 ქალების სამყოფელი, საქალებო.

19
რისხვას სინანის შეგირდებს ატეხდა თავს, რადგან ისინი თავი-
ანთ ბატონს ტვირთს არ უმსუბუქებდნენ. ზარმაცი ბიჭბუჭები!
თუმცა ბიჭბუჭებიც აღარ ეთქმოდათ უკვე. კაჰია ოთხივეს იმ
დღიდან იცნობდა, როცა ისინი ჯერ კიდევ უვიცი ახალბედები იყ-
ვნენ. ნნიკოლა ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე მოკრძალებული
იყო მათ შორის; დაუდი, სწავლას მოწყურებული და მუყაითი,
მაგრამ მოუთმენელი. იუსუფი, უტყვი და უამრავი საიდუმლოს
მატარებელი, როგორც უღრანი, შეუვალი ტყე; დაბოლოს, ინ-
დოელი ჯაჰანი, რომელიც ყოველთვის შეკითხვებს სვამდა: „ეს
რა არის?“ „ასე რად ხდება?“ „ეს როგორ მოხდა?“ თუმცა პასუ-
ხებს თითქმის არასოდეს ისმენდა.
ფიქრსა და ლოცვაში წასულმა კაჰიამ თვალები მილულა და
მიღმიერ, უძირო უფსკრულში ჩაიხედა. ცერი, საჩვენებელი თი-
თი და შუათითი, რომლითაც ქარვის მძივებს ათამაშებდა, უცებ
ჰაერში გაუშეშდა. თანდათან უკლო ბურტყუნსაც: „აჰმადული-
ლა, აჰმადულილა...“7 თავი ჩაქინდრა, პირი დააღო და მძიმედ
ამოიხვნეშა. ზუსტად ნამდვილად ვერ იტყოდა, წამი გავიდა მას
შემდეგ თუ საათი, როცა შორიდან მოღწეულმა ხმაურმა გამო-
აღვიძა. ფლოქვების თქარუნი და ქვაფენილზე მოგრუხუნე ბორ-
ბლების ხმა იყო. საიდანღაც ეტლი მოექანებოდა და გეზი აშკა-
რად მათკენ ჰქონდა აღებული. სინანის სახლი ერთადერთი საც-
ხოვრებელი გახლდათ ამ მიყრუებულ ქუჩაზე, და თუ ეტლი აქეთ
გამოუხვევდა, ეჭვი აღარ დარჩებოდა, რომ ვიღაც სწორედ მათ
უპირებდა სტუმრობას.

7 ალაჰს დიდება.

20
აკანკალებულმა კაჰიამ უჟმურის ლოცვა ჩაიბურდღუნა და
ასაკისთვის შეუფერებელი სიმარდით წამოიჭრა ფეხზე. მოკლე
ნაბიჯებით, ბარბაცით ჩაიარა კიბე, დერეფანს ჩაუყვა და შიდა
ეზოში გამოვიდა. ტერასებითა და აუზით დამშვენებული, უტკბი-
ლესი სურნელებით გაჟღენთილი ბაღი სიამით ავსებდა მნახვე-
ლის გულს. ოსტატმა ეს ბაღი თავად გააშენა, წყალი კი სულ-
თნის საგანგებო ნებართვით გამოიყვანა, რითიც თავის მტრებს
შური და ზიზღი აღუძრა. მშვიდად და უდრტვინველად ბრუნავდა
წყლის ბორბალი. კაჰიამ დანამდვილებით იცოდა, რომ ამ რიტ-
მულ, თანაზომიერ ღუღუნს არაფერი დაარღვევდა და იგი სრუ-
ლებით არ ჰგავდა ცხოვრების დინებას, რომელსაც წინასწარ ვე-
რავინ განსაზღვრავს.
ამასობაში ვერცხლისფერი ნამგალა მთვარე ღრუბელს
მიეფარა და ერთმანეთთან შერწყმული ცა და დედამიწა წამით
ტყვიისფერ ბურუსში ჩაინთქა. კაჰიას ხელმარჯვნივ, ბილიკის პი-
რას, ფერდზე შეფენილი ჭალა შრიალებდა, მის ქვევით კი - ბოს-
ტანი, სადაც კაჰიას მწვანილეული და ბოსტნეული მოჰყავდა.
დედაბერი ბილიკს ჩაუყვა და ეზოსკენ წაფრატუნდა. ერთ მხარეს
ჭა იყო გამართული, ზამთარ-ზაფხულ ყინულივით ცივი წყლით.
მეორე კუთხეში მიჯრით მიწყობილი საპირფარეშოები იდგა,
რომლებსაც კაჰიამ, ჩვეულებისამებრ, გვერდი აუარა. აქ ჯინები
ქორწილს იხდიდნენ და ვინც მათ ასეთი ბნელი ღამით შეაწუხებ-
და, განკითხვის დღემდე ხეიბარი დარჩებოდა. ჯინების წყევლას
ისეთი ძალა ჰქონდა, რომ შვიდ თაობას ეყოფოდა!კკაჰიას ღა-
მის ქოთნით სარგებლობაც არანაკლებ ეზარებოდა, ვიდრე ღამ-
ღამობით საპირფარეშოში სირბილი, ამიტომ დღის მეორე ნახე-
ვარში ჭამა-სმაზე ხელს იღებდა, რათა უდროო დროს საკუთარი
სხეულის ახირებებს არ შეეწუხებინა. შეშფოთებულმა მიაღწია

21
ჭიშკრამდე, რომელიც ქუჩაში გადიოდა. სამი რამ იყო ამქვეყ-
ნად, რისგანაც კაჰია სასიკეთოს არაფერს ელოდა: ადამიანი,
რომელმაც სული შაითანს მიჰყიდა; ქალი, რომელიც სილამა-
ზით ამაყობს; და ახალი ამბავი, რომელიც დილამდე არ იცდის.
სწორედ ამ დროს გაჩერდა ეტლი მაღალ მესერთან. ცხენმა
ხმადაბლა ჩაიხვიხვინა. გაისმა მძიმე ნაბიჯები. კაჰიას ოფლის
სუნი ეცა, მაგრამ ვერ მიხვდა, ცხოველს ასდიოდა თუ შიკრიკს.
მოხუცი ქალი არ ჩქარობდა იმის გამორკვევას, თუ ვინ იყო ეს
დაუპატიჟებელი სტუმარი. ჯერ სურა „ალ ფალაქი“ უნდა ჩაეკით-
ხა შვიდგზის: „თქვი, საშველად მივაშურებ უფალს ცისკრისას,
სიავისგან იმისა, რაიცა მან შექმნა. სიავისგან წყვდიადისა, რო-
ცა იგი ფარავს, სიავისგან კვანძებზე მბერავ ჯადოქართა...“8
ამასობაში შიკრიკმა თავაზიანად, მაგრამ დაჟინებით დააკა-
კუნა ალაყაფზე. ამგვარი კაკუნი, თუ დროზე არ უპასუხებ, ბრა-
ხუნში გადაიზრდება ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა. ახალგაღვი-
ძებულმა მსახურებმა მხრებზე შალები და ლაბადები მოისხეს,
ლამპრები მოიმარჯვეს და ერთიმეორის მიყოლებით გაცვივ-
დნენ ბაღში. კაჰია მიხვდა, რომ დაყოვნება აღარ ივარგებდა,
ჩაიბუტბუტა: „ბისმილა ალ რაჰმან ალ რაჰიმ...“9 და ურდული
გადასწია. ამასობაში მთვარე ღრუბლიდან გამოსრიალდა და
უცნობიც გამოჩნდა. ტანმორჩილი, ჩასკვნილი კაცი იყო. თვა-
ლის ჭრილის მიხედვით თათარს ჰგავდა. მხარზე ტყავის მათარა
ჰქონდა გადაკიდებული, გაბღენძილი და წარბშეკრული იდგა,

8 ყურანი, სურა ჩXIII, ცისკარი. თარგმანი გიორგი ლობჟანიძისა.


9 სახელითა ალაჰისათა, მოწყალისა მწყალობელისა.

22
აშკარად ვერ მალავდა გაღიზიანებას იმის გამო, რომ ამდენი
ხალხი შეჰყურებდა.
- სასახლიდან მოვდივარ, - გამოაცხადა რიხიანად.
სიჩუმე, რომელიც მის სიტყვებს მოჰყვა, ნამდვილად არ მეტ-
ყველებდა იმაზე, რომ მასპინძლებს ამ ამბის მოსმენამ ასიამოვ-
ნა.
- თქვენს ბატონთან სიტყვა მაქვს, - თქვა შიკრიკმა, მხრებში
გაიშალა და ნაბიჯის გადმოდგმა დააპირა, მაგრამ კაჰიამ ხელი
აუქნია და გააჩერა.
- მარჯვენა ფეხით შემოდიხარ?
- რაო?
- ზღურბლზე გადმოსვლისას პირველი ნაბიჯი მარჯვენა ფე-
ხით უნდა გადმოდგა! - გაუმეორა დედაბერმა.
შიკრიკმა ჯერ ფეხებზე დაიხედა (თითქოს ეშინოდა, რომ ფე-
ხები სადმე გაექცეოდა) და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოდგა
ფრთხილი ნაბიჯი. როგორც კი თავი ეზოში დაიგულა, გამოაცხა-
და, რომ თვით სულთანმა გამოგზავნა ფრიად საშურ საქმეზე.
თუმცა თქმა არც სჭირდებოდა, ამას ყველანი ისედაც მიხვდნენ.
- ნაბრძანები მაქვს, სულთანს კარის ხუროთმოძღვართუხუ-
ცესი ვაახლო, - დასძინა მან.
კაჰია ცახცახმა აიტანა და ფერი წაუვიდა. ერთი ჩაახველა,
მაგრამ სათქმელი პირზე დაადგა. ძალიან უნდოდა, ამ კაცის-
თვის ეთქვა, ოსტატს ისედაც ცუდად სძინავს და ნუ შეაწუხებო,
მაგრამ ცხადია, მსგავსი რამ ხმამაღლა არ უთქვამს.
- აქ მომიცადე, - უთხრა სტუმარს, თავი მოაბრუნა, სივრცეს
მზერა მოავლო და თვალები მოუსვენრად ააცეცა.
- გამომყევი, ჰასან! - უთხრა ბოლოს ერთ-ერთ მსახურ ბიჭს,
რომლის იქ ყოფნა სუნით იგრძნო (ბიჭს მუდამ ცხიმის სუნი ას-

23
დიოდა. გარდა ამისა, გამუდმებით წუწნიდა ხოლმე მიხაკით შე-
ზავებულ კანფეტებს და სანამ სახლიდან გამოვიდოდა, ერთი
ასეთი სასუსნავი პირში ახლაც ჩუმად ჩაეგდო).
მოხუცი ქალი და მსახური სახლისკენ დაიძრნენ. ბიჭი ლამ-
პრით ხელში მისდევდა დედაბერს. სახლში რომ შევიდნენ, მათ
ფეხქვეშ იატაკის ფიცრები აჭრაჭუნდა. კაჰიას თავისთვის ჩაეღი-
მა: ოსტატმა, რომელმაც ამდენი დიდებული შენობა აღმართა,
საკუთარ სახლში იატაკის შეკეთებას საშველი ვეღარ დააყენა!
ბიბლიოთეკაში შესულებმა უცებ იგრძნეს წიგნების, მელნის,
ტყავის, ცვილის, კედრის კრიალოსნებისა და კაკლის ხისგან
დამზადებული წიგნის თაროების სურნელი.
- გაიღვიძეთ, ეფენდი! - წასჩურჩულა კაჰიამ თავის ბატონს
აბრეშუმივით ნაზი ხმით, და მის მოუსვენარ, ხშირ სუნთქვას
მიაყურადა.
მცირე ხანში კვლავ შეეხმიანა, ამჯერად უფრო ხმამაღლა.
სინანი არ განძრეულა. ბიჭი ყურადღებით დააკვირდა ოს-
ტატს, რომელიც მანამდე ასე ახლოს არასოდეს ენახა: გრძელი,
კეხიანი ცხვირი; ღრმა ღარებით დასერილი ფართო შუბლი; ხში-
რი და ჭაღარა წვერი, რომელსაც ფიქრში წასული ოსტატი ყო-
ველთვის მოუსვენრად წიწკნიდა ხოლმე; მარცხენა წარბზე შე-
მორჩენილი ნაიარევი - ყმაწვილკაცობის სახსოვარი, როცა მა-
მისეულ სადურგლოში მუშაობისას თავი სოლს ჩამოჰკრა...
ბიჭმა ახლა ოსტატის ხელებს შეავლო თვალი. ეს იყო ღია
ცის ქვეშ მუშაობას შეჩვეული ადამიანის ხელები: ღონიერი, გამ-
ხდარი თითებითა და უხეში, დაკოჟრილი ხელისგულებით. როცა
კაჰიამ მესამედ უხმო, სინანმა თვალები გაახილა, ლოგინზე წა-
მოჯდა და თავს წამომდგარი ორი ფიგურის დანახვისას სახეზე
ჩრდილმა გადაურბინა. რაკი ასეთ გვიან საათებში მის გაღვიძე-

24
ბას ბედავდნენ, ან რაიმე უბედურება უნდა მომხდარიყო, ან ქა-
ლაქი ერთიანად გადაბუგულიყო.
- შიკრიკი გვეახლა, - განუმარტა კაჰიამ.
სინანი საწოლზე ნელა წამოიწია და თქვა:
- იმედია, კარგი ამბები მოიტანა, ინშალა!
ბიჭმა დოქი და ჯამი მოიმარჯვა და თავის ბატონს ხელ-პირის
დაბანასა და ჩაცმაში მიეშველა, რამაც ძალიან მნიშვნელოვან
ადამიანად აგრძნობინა თავი. ოსტატმა ღია ფერის პერანგი და
კარგა ხნის ნახმარი, ბეწვით გაწყობილი, ყავისფერი ხალათი
შეარჩია.
ბოლოს სამივენი კიბეს ჩაუყვნენ. შიკრიკმა მათი დანახვისას
თავი მდაბლად დახარა და თქვა:
- შეწუხებისთვის დიდ ბოდიშს გიხდით, ეფენდი, მაგრამ ნაბ-
რძანები მაქვს სასახლეში თქვენი წაყვანა.
- ვალდებულება - ვალდებულებაა... - მიუგო სინანმა. უ
- არ შეიძლება, ოსტატს ბიჭი ვაახლოთ? - ჩაერია კაჰია.
შიკრიკმა წარბები შეკრა და სინანს ჯიქურ მიაშტერდა.
- ნაბრძანები მაქვს, მხოლოდ თქვენ წაგიყვანოთ.
კაჰიას ნაღველივით მწარე ბრაზი მოაწვა ყელში. სიამოვნე-
ბით მიახლიდა უკმეხ სიტყვებს, მაგრამ სინანმა მხარში ალერ-
სიანად წაავლო ხელი და დაამშვიდა:
- ყველაფერი კარგად იქნება.
ხუროთმოძღვარი და შიკრიკი სახლიდან გამოვიდნენ და
წყვდიადში შეაბიჯეს. ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა. ერთი
ძაღლიც კი არ ჩანდა სადმე, არადა, ამ ქალაქში მაწანწალა ძაღ-
ლებისგან ტევა არ იყო.
როცა სინანმა ეტლში მოიკალათა, შიკრიკმა კარი მიხურა და
გვერდით მიუსკუპდა კოფოზე მჯდომ მეეტლეს, რომელსაც მთე-

25
ლი ამ ხნის განმავლობაში სიტყვა არ დაუძრავს. ცხენები შე-
ტორტმანდნენ და მალე ჯაყჯაყით გაუყვნენ ნაცრისფერ, უბად-
რუკ ქუჩებს. სინანი შეწუხებული იყო, მაგრამ არაფერს იმჩნევ-
და. გზას რომ გაუდგნენ, ფარდა გადასწია და გარეთ გაიხედა.
ეტლი ხან მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მიექანებოდა, ხან მწუხა-
რედ თავჩაქინდრული ხეების ტოტებქვეშ მიძვრებოდა, ოსტატის
ფიქრები კი ამ დროს იმ ადამიანებს დასტრიალებდა, რომლებ-
საც ახლა თავიანთ სამყოფლებში ეძინათ - მდიდრებს ქონაქებ-
ში,10 ღარიბებს კი ქოხებში.
ერთმანეთის მიყოლებით ჩაუარეს ებრაულ, სომხურ, ბერ-
ძნულ და ლევანტურ უბნებს. ოსტატი გზადაგზა აკვირდებოდა
ქრისტიანულ ტაძრებს, რომლებსაც ზარის დაკიდება აღკვეთი-
ლი ჰქონდათ; აკვირდებოდა სინაგოგებს და მათ ოთხკუთხა
ეზოებს; ტყვიის ფირფიტებით გადახურულ მეჩეთებს; ალიზითა
და ხით ნაგებ, მიღრეცილ-მოღრეცილ სახლებს, რომლებიც ერ-
თმანეთისკენ თითქოს სანუგეშოდ მიიწევდნენ. სახლის აგებისას
აქ თვით წარჩინებულებიც კი ცუდად გამომწვარ აგურს იყენებ-
დნენ. ოოსტატს მეათასედ გაუჩნდა კითხვა: ასეთი მდიდარი და
ლამაზი ქალაქი ასე ცუდად აგებული სახლებით რატომ იყო გა-
დაჭედილი?
ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს სულთნის სასახლეს და მის
პირველ ეზოში გაჩერდნენ. გაწვრთნილმა მხელის ბიჭებმა მარ-
დად მიირბინეს ეტლთან და სტუმრებს გადმოსვლაში დაეხმარ-
ნენ. სინანი და შიკრიკი დაიძრნენ შუა კარიბჭისკენ, რომელსაც,
სულთნის გარდა, ცხენით ვერავინ გაივლიდა. ჩაუარეს მარმა-

10 სასახლე ოსმალეთის იმპერიაში.

26
რილოს შადრევანს, რომელსაც ბნელში რაღაც არაამქვეყნიური
ელვარება გადასდიოდა, და შორიდანვე დალანდეს დიდი ფან-
ჩატურები, რომლებიც პირქუშ გოლიათებს ჩამოჰგავდნენ. დიდი
ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც სინანმა ჰარამხანა და სამეფო
სამზარეულოები გააფართოვა, ამიტომ ეს გარემო სრულებით
არ ეუცხოებოდა. უცებ ოსტატი გაჩერდა. სიბნელეში ვიღაცის
თვალები ელავდა. გაზელი აღმოჩნდა. დიდი, სხივოსანი,
წყლიანი თვალებით მისჩერებოდა სტუმარს. ირგვლივ სხვა
ნადირ-ფრინველიც ბლომად იყო: ფარშავანგები, კუები, სირაქ-
ლემები და ანტილოპები. ყველა მათგანი სრულიად გაუგებარი
მიზეზით ფხიზლობდა და შფოთავდა. ღამის სუფთა ჰაერს სიგრი-
ლე ეპარებოდა. ნაწვიმარი იყო და ბალახი მორჩილად წვებოდა
მგზავრების ფეხქვეშ. გუშაგები განზე გადგნენ და ახალმოსულე-
ბი გაატარეს. ოსტატმა და მისმა ამალამ ჩაუარეს ქვის მასიურ
შენობას, რომელსაც საავდრო ღრუბლის ფერი დაჰკრავდა; ორ-
პირ ქარში მოცახცახე სანთლებით განათებული პირველი დარ-
ბაზი უკან მოიტოვეს, კიდევ ორი დარბაზი გაიარეს და მეოთხეში
შეჩერდნენ. შიკრიკმა ბოდიში მოიხადა და თვალს მიეფარა. სი-
ნანმა თვალები მოჭუტა, რათა ამ ვეებერთელა სივრცისთვის
მზერა შეეჩვია. თითოეული დოქი, თითოეული ყურთბალიში,
თითოეული ჩუქურთმა იდუმალებით მოცულ, ძრწოლის მომ-
გვრელ ჩრდილებს ჰფენდა დარბაზის კედლებს, და ეს ჩრდილე-
ბი ისე ცმუკავდნენ და იკლაკნებოდნენ, თითქოს ოსტატისთვის
რაღაცის თქმას ლამობდნენ. დარბაზის ერთი კუთხე შედარებით
სუსტად იყო განათებული. სინანმა იატაკზე მიმოყრილ ტომრებს
მოჰკრა თვალი და შეცბა. პირმოხსნილი ტომრიდან მიცვალებუ-
ლის სახე ჩანდა. სინანი მოიბუზა, მხრები აიწურა და თვალები
აუწყლიანდა. მთლად ნორჩი ყმაწვილი ესვენა მის წინ...

27
ოსტატს ბევრი არ უფიქრია. ყველაფერი გასაგები იყო...
ეს რომ მოსალოდნელი იყო, ადრეც სმენოდა, მაგრამ ამ
მითქმა-მოთქმას თავიდან ყური არ ათხოვა. გაოგნებულმა და
შეშფოთებულმა ბარბაცით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და კე-
დელს მიეყრდნო. როდის-როდის ამოიდგა ენა და ლოცვა დაიწ-
ყო. სვენებ-სვენებით ლოცულობდა, ხვნეშითა და ოხვრით წარ-
მოთქვამდა თითოეულ სიტყვას. ის იყო, ბოლო სიტყვა - „ამინ!“ -
უნდა წარმოეთქვა და სახეზე ორივე ხელი ჩამოესვა, რომ უცებ
უკნიდან ჭრაჭუნი მოესმა. ოსტატმა ლოცვა დაასრულა და კე-
დელზე ჩამოკიდებული ფარდაგისკენ გაიხედა, რადგან დარწმუ-
ნებული იყო, რომ ხმები იქიდან მოდიოდა. შიშისგან პირი უშრე-
ბოდა, მაგრამ ფარდაგამდე მაინც მილასლასდა, გვერდზე გა-
დასწია და დამფრთხალი, გაფითრებული ლანდი შერჩა ხელში.
- ჯაჰან, შენა ხარ?
- ოსტატო!
- აქ რას აკეთებ?
ჯაჰანი სამალავიდან გამოვიდა და მადლი შესწირა თავის
ბედნიერ ვარსკვლავს, რომელმაც სულთამხუთავი ყრუ--
მუნჯების ნაცვლად, ოსტატის სახით, მხსნელი მოუვლინა. ჯაჰანი
მუხლებზე დაეცა, მოხუცს ხელზე ეამბორა და მისი ხელი შუბლზე
მიიკრა.
- ყოველთვის ვიცოდი, რომ წმინდანი იყავით, ოსტატო, ახლა
კი ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი. თუ აქედან ცოცხალმა გამო-
ვაღწიე, ამას ყველას ვამცნობ!
- ჩუ! სისულელეებს ნუ ამბობ და ნუ ყვირი! აქ როგორ მოხ-
ვდი? - ჰკითხა ოსტატმა, მაგრამ ახსნა-განმარტებების დრო
აღარ იყო. დერეფანში ფეხის ხმა გაისმა. მაღალ ჭერსა და მოჩუ-
ქურთმებულ კედლებს ნაბიჯების ექომ დაუარა.

28
ჯაჰანს იმედი ჰქონდა, რომ შეუმჩნეველი დარჩებოდა და ოს-
ტატს ახლოს მიუჩოჩდა. წამიც და დარბაზში ამალის თანხლე-
ბით სულთანმა მურად III-მ შემოაბიჯა. ტანმორჩილი, მაგრამ
საკმაოდ წარმოსადეგი კაცი იყო. არწივისებური ცხვირი ჰქონ-
და, გრძელი, მოოქროსფრო წვერი, თამამი მზერა, თაფლისფე-
რი თვალები და მოშვილდული წარბები. თავიდან დუმდა, რო-
გორც ჩანს, ფიქრობდა, სასაუბროდ რა ტონი შეერჩია: ლმო-
ბიერი, უხეში თუ რისხვით სავსე. ამასობაში სინანმა აზრი მოიკ-
რიბა და მბრძანებელს ხალათის კალთაზე ემთხვია, მისმა შე-
გირდმა კი თავი მდაბლად დაუხარა და ადგილზე გახევდა. მის
წინ ახლა იდგა უფლის ჩრდილი დედამიწაზე, (ერთ-ერთი გად-
მოცემის (ჰადისის) მიხედვით, მბრძანებელს აბრეშუმის მდიდ-
რული სამოსი არ მოუწონეს. ვინმე აბუ ბაკრატმა ასე უპასუხა
მათ: „დადუმდით! მბრძანებელი ალაჰის ჩრდილია დედამიწაზე.
ვინც მას დაამცრობს, ალაჰისგან დამცრობა ელის!“) მისთვის
თვალის გასწორება კი იოლი ნამდვილად არ იყო.
კაცმა რომ თქვას, ჯაჰანი თავად სულთანმა როდი დააბნია.
ის უფრო აშფოთებდა, რომ მბრძანებელმა დარბაზში მიუსწრო.
მურადი სულ ახლახან გახდა სულთანი. მამამის სელიმს, რო-
მელსაც მეტსახელად ლოთი შეარქვეს, ჰამამში მარმარილოს
იატაკზე ფეხი მოუცურდა და იქვე ამოხდა სული. მეჭორეების
მტკიცებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ იგი გალეშილი იყო; არადა,
მანამდე სულ იფიცებოდა, ღვინოს არასოდეს გავეკარებიო.
იმავე დღეს, შებინდებამდე, მურადს ხოტბა შეასხეს, ქება--
დიდებით აავსეს, ფოიერვერკების გუგუნში, ბუკ-ნაღარისა და
დოლების ბრაგუნში, თავისი წინაპრის, ოსმანის ხმალი შეაბეს
და ახალ ფადიშაჰად გამოაცხადეს. შორიახლოს ზღვა შრიალებ-
და და ოხრავდა. ჯაჰანი განძრევას ვერ ბედავდა, სამარესავით

29
დუმდა და შუბლზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. იდგა და
უსიტყვოდ აყურადებდა სიჩუმეს, რომელმაც მხრები დაუმძიმა
და ბაგე ისე ახლოს მიატანინა იატაკთან, რომ შეეძლო ეკოცნა
კიდეც მისთვის, როგორც გულცივი სატრფოსთვის.
- ეს რა ხდება? მიცვალებულებს აქ რა უნდათ?! არა გრცხვე-
ნიათ? - წამოიძახა სულთანმა, როგორც კი იატაკზე მიმოყრილ
ტომრებს დახედა.
- ბოდიშს გიხდით, მბრძანებელო. გვეგონა, კიდევ ერთხელ
მოისურვებიდით მათთვის თვალის შევლებას. ახლავე საცხედ-
რეში გადავასვენებთ და გავაპატიოსნებთ, - სასწრაფოდ მიუგო
ამალის ერთ-ერთმა წევრმა. სულთანმა არაფერი უპასუხა და
მის წინ მუხლმოყრილ ფიგურებს მიუბრუნდა.
- ხუროთმოძღვარო, ეს შენი ერთ-ერთი შეგირდია?
- დიახ, მეუფეო. ოთხიდან ერთ-ერთი გახლავს, - უპასუხა სი-
ნანმა.
- ჩემი ბრძანებით, მარტო უნდა მხლებოდი, ნუთუ შიკრიკმა
ჩემს სიტყვას გადაუხვია?
- ჩემი ბრალია, - მიუგო სინანმა, - პატიებას გთხოვ. ამ ასაკში
დამხმარე მჭირდება.
სულთანი მის სიტყვებს ჩაუფიქრდა და იკითხა:
- რა ჰქვია?
- ჯაჰანი, ჩემო სვებედნიერო მბრძანებელო. ალბათ გახსოვთ
ეს კაცი: სასახლის მაჰაუტია, თეთრ სპილოს უვლის.
- მხეცების მომთვინიერებელი და ხუროთმოძღვარი? - ჩაეცი-
ნა სულთანს. - ეგ როგორ?
- თქვენს დიდებულ პაპას, სულთან სულეიმანს ემსახურებო-
და, განუსვენოს ალაჰმა! როცა შევატყვეთ, რომ ხიდების მშენებ-

30
ლობის ნიჭი მოსდგამს, წამოვიყვანეთ და ყმაწვილობიდან
ვწვრთნით.
სულთანმა ყური არ ათხოვა და ისე ხმადაბლა ჩაიბურტყუნა,
თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო:
- ჰოო... პაპაჩემი უდიდესი ხელისუფალი იყო.
- პაპათქვენი იმ წინასწარმეტყველივით ღირსსაქებარია, ვის
სახელსაც ატარებდა, მბრძანებელო.
სულეიმან დიდებული, კანონშემოქმედი, მართლმორწმუნე-
თა მეუფე და წმინდა ქალაქთა ქომაგი. კაცი, რომელმაც ორ-
მოცდაექვსი ზამთარი იმეფა და ამ დროის განმავლობაში უნა-
გირზე მეტხანს იჯდა, ვიდრე ტახტზე. ახლაც კი, როცა მას მიწა
ფარავს და მისი სუდარაც კი დიდი ხნის გახრწნილია, მისი სახე-
ლი მხოლოდ ჩურჩულით წარმოითქმის.
- ალაჰის წყალობა მას! - თქვა სულთან მურადმა და ხმაში
ბზარი შეეპარა. - ამაღამ მასზე ვფიქრობდი და ჩემს თავს ვკით-
ხე, ნეტავ რას იზამდა ჩემს ადგილას? დარწმუნებული ვარ, პაპა-
ჩემიც ამავე ზომებს მიიღებდა. სხვა არჩევანი არ არსებობდა.
ჯაჰანი მიხვდა, რომ სულთანი მიცვალებულებს გულისხმობ-
და და პანიკურმა შიშმა შეიპყრო.
- ჩემი ძმები ახლა სამყაროს შემოქმედთან არიან, - თქვა
სულთანმა.
- დე, ზეცა იყოს ამიერიდან მათი სავანე! - თქვა სინანმა.
ერთხანს სიჩუმე მეფობდა. შემდეგ კვლავ სულთანი ალაპა-
რაკდა:
- ხუროთმოძღვარო, ჩემმა სასიქადულო მამამ, სულთან სე-
ლიმმა, თუ არ ვცდები, თავისთვის აკლდამის აშენება გიბრძა-
ნა...

31
- დიახ, უზენაესო ხელმწიფევ. მას სურდა, რომ აია სოფიაში
დაკრძალულიყო.
- მაშ, შეუდექი სამუშაოს, ნუღარ აყოვნებ! ნებას გრთავ, ყვე-
ლაფერი ისე გააკეთო, როგორც საჭიროა.
- გავიგე, მბრძანებელო.
- ჩემი სურვილია, ჩემი ძმები მამაჩემის გვერდით დაიკრძა-
ლონ. ისეთი დიდებული ტურბე11 უნდა ააშენო, რომ ადამიანებმა
საუკუნეების მანძილზე ილოცონ მათი უმანკო სულებისთვის.
სულთანი წამით დადუმდა და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ
დასძინა:
- მაგრამ... ძალიან თვალშისაცემ ნაგებობას ნუ წამოჭიმავ.
აკლდამის ზომები გადაჭარბებული არ უნდა იყოს.
ჯაჰანმა ცალი თვალით დაინახა, როგორ გაფითრდა სინანი,
და სწორედ ამ დროს იგრძნო რაღაც სურნელი, უფრო სწორად,
რამდენიმე სურნელის ნაზავი. სავარაუდოდ, ეს იყო ღვიისა და
არყის ხის მორჩების სუნი, რომელიც თელის დამწვარი მერქნის
მკვეთრ სუნს ერეოდა. ოღონდ ძნელი გასარკვევი იყო, მბრძა-
ნებლის სხეული აფრქვევდა ამ არომატს თუ ოსტატ სინანისა. პა-
ნიკური შიშით შეპყრობილმა ჯაჰანმა სულთანს კვლავ ისე მდაბ-
ლად დაუხარა თავი, რომ იატაკს ლამის შუბლით შეეხო. ისიც
გაიგონა, როგორ ამოიხვნეშა სულთანმა, თითქოს კიდევ სურდა
რაღაცის თქმა. მაგრამ ამჯერად მბრძანებელმა დუმილი არჩია.
სამაგიეროდ, ისე ახლოს მოიწია, რომ თავისი სხეულით სან-
თლის შუქი გადაფარა. ჯაჰანმა მის მზერას ვეღარ გაუძლო და
აკანკალდა. გულმა რეჩხი უყო: ნეტავ ხომ არ მიხვდა სულთანი,

11 აკლდამა (თურქ.)

32
რომ ჯაჰანი სასახლის ეზოში უკითხავად შემოიჭრა? სულთანმა
მბრძანებლური მზერა კიდევ ერთი წამით შეავლო ჯაჰანს, შემ-
დეგ კი, ვეზირებისა და მცველების თანხლებით, იქაურობას
გაეცალა.
მაშ ასე: 1574 წლის ენკენისთვეს, რამადანის პირველ დღეებ-
ში, კარის ხუროთმოძღვართუხუცეს სინანსა და მის შეგირდ ჯა-
ჰანს (რომელსაც ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო,
მაგრამ მას მაინც დაესწრო) დაევალათ აია სოფიას ეზოში ისე-
თი ძეგლის დადგმა, რომელიც დიდებულებითა და შთამბეჭ-
დაობით ხუთი სეფეწულის (სულთან მურადის ძმების) შესაფერი-
სი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამავდროულად, ადამიანების ყუ-
რადღება არ უნდა მიეპყრო და არ შეეხსენებინა მათთვის, თუ
როგორ მოაშთეს ისინი სულთნის ბრძანებით იმავე ღამეს, როცა
ხსენებული სულთანი ტახტზე ავიდა. რა იცოდნენ ჯაჰანმა და
მისმა ოსტატმა, რომ წლების შემდეგ, როცა თავად სულთან მუ-
რადი გარდაიცვლებოდა, მის საკუთარ, ცხრამეტსავე ვაჟსაც
ასევე მოაშთობდნენ მშვილდის ლარებით (აბრეშუმისგან რომ
იყო დამზადებული), რათა მათი კეთილშობილი სისხლი არ
დაღვრილიყო... და რომ მათი სიკვდილის ღამესაც ამღამინდე-
ლივით იკვნესებდა ქარი, სულთნის სამხეცეში ნადირი იყმუვ-
ლებდა,მ მოკლულები კი, ბედის უცნაური ახირებით, იმავე აკ-
ლდამაში დაიკრძალებოდნენ, რომელიც ხუროთმოძღვრის შე-
გირდმა ააგო.

33
ოსტატამდე

წინასწარმეტყველ იაკობს თორმეტი ვაჟი ჰყავდა, წინასწარ-


მეტყველ იესოს - თორმეტი მოციქული; წინასწარმეტყველი
იოსები, ვისი ამბავიც ყურანის მეთორმეტე სურაშია მოთხრობი-
ლი, თავისი მამის საყვარელი შვილი იყო; ებრაელები თორმეტ
ცალ პურს აწყობდნენ სუფრაზე; სოლომონის ტახტს თორმეტი
ოქროს ლომი ედგა დარაჯად; ტახტისკენ ექვსი საფეხური
ადიოდა, და რადგან აღმასვლას დაღმასვლა მოსდევს, ამ საფე-
ხურების ჯამიც თორმეტს აღწევდა. ჰინდოსტანის მიწაზე თორმე-
ტი უმთავრესი აღმსარებლობა იყო გავრცელებული. მუჰამედ
წინასწარმეტყველს, შიიტური რწმენით, თორმეტი იმამი ჩაენაც-
ვლა; ქალწულ მარიამის ტახტს თორმეტი ვარსკვლავი ამშვენებ-
და, ხოლო ყმაწვილი, სახელად ჯაჰანი, სულ თორმეტი წლისა
იყო, როცა სტამბოლი პირველად იხილა. სიფრიფანა, გარუჯუ-
ლი და მდინარის თევზივით მოუსვენარი ბიჭი თავისი ასაკის-
თვის მეტად ტანდაბალი იყო, მაგრამ თივის ზვინივით გრუზა
თმა ისე წამოსკუპებოდა თავზე, თითქოს სურდა, მისთვის სიმაღ-
ლე შეემატებინა. თმა იყო პირველი, რაც ადამიანებს ჯაჰანის
დანახვისას თვალში ხვდებოდათ. მერეღა ამჩნევდნენ ყაჩაღის
მჯიღივით ვეებერთელა ყურებს. თუმცა დედა სულ ეუბნებოდა,
მოვა დრო და გოგონებს შენი თვალისმომჭრელი ღიმილი
მოაჯადოებს, რადგან ღიმილის დროს მარცხენა ღაწვზე რბილ
ცომში ჩარჩენილი ხაბაზის ნათითურივით ლამაზი ნაჩვრეტი
გაჩნდებაო. დიახ,ა ასე ამბობდა დედა, და ჯაჰანსაც სჯეროდა მი-
სი. ვარდის კოკრებივით წითელი ტუჩების, აბრეშუმივით
პრიალა თმის, ტირიფის მორჩივით წვრილი წელის პატრონი,
34
შველივით ცქვიტი, ხარივით ღონიერი, ბულბულივით ტკბილ-
ხმოვანი ქალი გეყოლება გვერდით, რომელიც ამ ტკბილ ხმას
პატარებისთვის იავნანის სამღერლად გამოიყენებს და არა სა-
ლაყბოდ, ქმრის მიმართ კი ურჩობას არასოდეს გამოიჩენსო.
აი, ასეთ რჩეულს უსურვებდა ალბათ დედა, ცოცხალი რომ
ყოფილიყო. მაგრამ დედა ამქვეყნიდან წავიდა. ექიმი ამ ამბავს
შავნაღვლიანობას აბრალებდა, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ჯა-
ჰანმა იცოდა: ქალი ცემა-ტყეპას გადაჰყვა. ჯაჰანის პირუტყვი მა-
მინაცვალი, რომელიც ასევე მისი ბიძაც იყო, ცოლს დღენიადაგ
ცემდა, დაკრძალვისას კი ისე გულამოსკვნით ქვითინებდა, თით-
ქოს ქალის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი სულ სხვა ვინმე ყოფი-
ლიყო. მას შემდეგ ჯაჰანს მთელი არსებით სძულდა ეს კაცი. რო-
ცა ხომალდზე ფეხი შედგა, ინანა, შურისძიების გარეშე რომ ტო-
ვებდა მშობლიურ სახლს. თუმცა ისიც იცოდა: რომ დარჩენილი-
ყო, ბიძამისს აან თავად მოკლავდა, ან მასვე შეაკვდებოდა.
რადგან ჯაჰანი ჯერ კიდევ ნორჩი იყო და ძალითაც არ გამოირ-
ჩეოდა, საფიქრებელია, რომ სწორედ მეორე ვარაუდი გამარ-
თლდებოდა. „მოვა შურისგების დრო. სატრფოსაც ვიპოვი. ვი-
ქორწინებ. ორმოცი დღე და ღამე ვიზეიმებთ, ტკბილეულითა და
სიცილ-ხარხარით ვიჯერებთ გულს. პირველ ქალიშვილს დედის
სახელს დავარქმევთ...“
ეს იყო ოცნება, რომელსაც ჯაჰანი არავის ანდობდა. როცა კა-
რაველამ ნავსადგურს მიაღწია, ბიჭმა ათასნაირი სახეობის
ფრინველი დაინახა: თოლიები, მექვიშიები, მეჭვავიები, ბეღუ-
რები, ჩხიკვები და კაჭკაჭები. ერთ-ერთ მათგანს ნისკარტით ოქ-
როსფერი, ბრჭყვიალა სამკაული მიჰქონდა. ზოგი მათგანი, სი-
მამაცით თუ სიბრიყვით, ადამიანის სიახლოვეს არ ერიდებოდა

35
და აფრებზე ჯდებოდა. ჰაერში რაღაც უცხო, ავი სურნელი
ტრიალებდა.
ღია ზღვაში რამდენიმეკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ქა-
ლაქს რა თვალი მოჰკრა, ჯაჰანს უცნაური გრძნობა დაეუფლა,
ალბათ უფრო იმიტომ, რომ ნისლიანი დღე იყო. უმზერდა წყლი-
სა და ხმელეთის შერწყმის ადგილს, მონაცრისფრო ზოლის სა-
ხით რომ ილანდებოდა შორიდან, და ვერ გარკვეულიყო, სტამ-
ბოლისკენ მიიწევდა ახლა მისი გემი თუ პირიქით - შორდებოდა.
რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა, მით უფრო უძლიერდებოდა
ეს მოჩვენებითი შეგრძნება, თითქოს ხმელეთი ზღვას შედნობო-
და, ტალღების ქიმებზე წამოსკუპებული, ბუნდოვანი მოხაზულო-
ბის ქალაქი კი რეტდასხმულივით ქანაობდა და წარამარა ფერს
იცვლიდა. იმთავითვე ამგვარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე
სტამბოლმა, ოღონდ მაშინ არ იცოდა, რომ ეს შთაბეჭდილება
ცხოვრების მანძილზე აღარასდროს შეიცვლებოდა.
ბიჭი აუჩქარებლად დააბიჯებდა გემბანზე და ყველას ფეხებში
ებლანდებოდა, მაგრამ მეზღვაურები ისეთი დაკავებულები იყ-
ვნენ, რომ მისთვის არ სცხელოდათ. ჯაჰანი პირველად მიუახ-
ლოვდა ხომალდის კიჩოს. ქარი სახეში სცემდა, მაგრამ ამის-
თვის ყურადღება არ მიუქცევია. ჯიქურ გაუსწორა თვალი სტამ-
ბოლს და მის გულში ჩახედვა სცადა. თავიდან ბუნდოვნად ხე-
დავდა, მაგრამ თანდათან ბურუსი გაიფანტა. თითქოს ვიღაცამ
ფარდა გადასწია. ახლა მკაფიოდ გამოიკვეთა, მის წინ ერთბა-
შად გადაიშალა და აბრდღვიალდაა შუქ-ჩრდილებიანი, აქა-იქ
კვიპაროსების ჭალებით მოფენილი, აღმართ-დაღმართებიანი
ქალაქი - სტამბოლი, რომელსაც პირველივე დანახვისას ეტყო-
ბოდა, რომ წინააღმდეგობების ბუდე იყო. ყოველ ნაბიჯზე თავის
თავს უარყოფდა, ყველა უბანში ნირს იცვლიდა, ერთდროულად

36
მოსიყვარულეც იყო და გულქვაც, უხვად გასცემდა და თითქოს
იმწამსვე უკან იბრუნებდა თავისსავე ნაბოძვარს. ეს ვეება ქალა-
ქი ყველა მიმართულებით მიიწევდა: მარჯვნივ, მარცხნივ და ზე-
მოთ, ცის დასალიერისკენ. სულ სადღაც მიილტვოდა და არასო-
დეს იყო კმაყოფილი. მაინც აჯადოებდა მზერას. ჯაჰანი სრული-
ად უცხო იყო მისთვის, მაგრამ ბიჭმა უცებ იგრძნო, როგორ მო-
ექცა მისი მომნუსხველი ზემოქმედების ქვეშ.
ჯაჰანმა ხომალდის ტრიუმში შეიხედა. იქ, საქონლის გადა-
საყვან ყუთში, უსიცოცხლოდ მიგდებულიყო გაფუყული სპილო.
- აჰა, მოვედით! აბა, გამოიხედე! - შესძახა ჯაჰანმა, მაგრამ
მის ხმას რიხი აკლდა, რადგან დანამდვილებით მართლაც არ
იცოდა, სად ჩამოვიდნენ. თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონ-
და, რაც არ უნდა დახვედროდა ცხოველს ამ ახალ სამეფოში, იმ
მოგზაურობაზე უარესი ხომ არა და არ იქნებოდა, რომელიც გა-
დაიტანეს...
ჩოტა ფეხმორთხმით იჯდა და ისე უცნაურად განაბულიყო, ჯა-
ჰანმა წამით ისიც კი გაიფიქრა, გული ხომ არ გაუჩერდაო. მაგ-
რამ როცა მიუახლოვდა და მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფშვინვა
გაიგონა, შვება იგრძნო. ოღონდ ეგ იყო: თვალები ძველებურად
აღარ უციმციმებდა, კანს კი მბზინვარება აკლდა, რადგან წინა
დღეს არც არაფერი უჭამია და არც ძილი გაჰკარებია. ყბის ქვეშ
უშველებელი კოპი აჯდა და ხორთუმიც შეშუპებული ჰქონდა.
ბიჭმა წყალი შეასხურა, თუმცა გული ეთანაღრებოდა, ამ მიზნით
კვლავაც ზღვის წყალს რომ იყენებდა. საქმე ის იყო, რომ მლაშე
წყალი სპილოს კანზე მარილის ლაქებს ტოვებდა, რაც ქავილსა
და გაღიზიანებას იწვევდა.

37
- აი, სასახლეში რომ მივალთ, მტკნარი წყლით დაგბან! - შეჰ-
პირდა ჯაჰანი და შეშუპებულ ადგილებზე ფრთხილად მოაფ-
რქვია დაფქული კურკუმა.
ცხოველმა წონაშიც დაიკლო. მოგზაურობის ბოლო დღეები
განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მისთვის.
- აი, ნახავ, სულთნის ცოლს როგორ შეუყვარდები. ჰარამხა-
ნის გოგოები ხომ მთლად თავზე შემოგევლებიან, - უთხრა ჯა-
ჰანმა. უცებ გაახსენდა, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობა არსე-
ბობდა და დასძინა:
- თუ ცუდად მოგექცევიან, დაკრავ ფეხს და გაიქცევი. მეც თან
გამოგყვები.
ალბათ კარგა ხანს გააგრძელებდა ასეთ საუბარს, მაგრამ ამ
დროს კიბეზე ნაბიჯების ხმა ჩაესმა. ტრიუმში მეზღვაური შემოიჭ-
რა და დაიბღავლა:
- კაპიტანს შენი ნახვა უნდა. ახლავე წამოდი!
წამიც და ბიჭი უკვე კაპიტნის კართან იდგა. ოთახიდან ხვე-
ლებისა და ფურთხების ხმა ისმოდა. ეს კაცი ჯაჰანს შიშს ჰგვრი-
და, თუმცა ამას არასოდეს იმჩნევდა. კაპიტანი გარეტი ყველას-
თვის ცნობილი იყო, როგორც გარეტ გიაური, იგივე დელიბაშ
რეისი, ანუ შეშლილი კაპიტანი. ეს კაცი ერთ წამს რომელიმე
მეზღვაურს რომ მხიარულად ეხუმრებოდა, მეორე წამს შეეძლო,
ხმალი ეშიშვლა და თანამოსაუბრე ნაკუწებად ექცია. ჯაჰანს
მსგავსი რამ არაერთხელ უნახავს. ინგლისის ზღვისპირა ქალაქ-
ში დაბადებულმა ამ ზღვის მგელმა, რომელსაც ნელ ცეცხლზე
შებრაწული ღორის ფაშვი და ერთი ყლუპი ლუდი ამქვეყნად ყვე-
ლაფერს ერჩივნა, თანამემამულეებს ყველასათვის გაუგებარი
მიზეზით აქცია ზურგი და ოსმალეთის საზღვაო ფლოტს შეუერ-
თდა, თავისი საიდუმლო კი გულში შეინახა. უშიშარი ხასიათის

38
წყალობით მან სულთნის სასახლის კეთილგანწყობა მოიხვეჭა
და საკუთარი ფლოტის მფლობელიც კი გახდა.
სულთან სულეიმანს ძალიან აოცებდა და ახალისებდა ეს კა-
ცი: იგი ქრისტიანთა ხომალდებს ისეთი დაუნდობლობით ძარ-
ცვავდა, როგორიც ოსმალ ნაოსნებს არასოდეს გამოუჩენიათ.
მფარველობაც აღუთქვა, ოღონდ ბოლომდე მაინც არ ენდობო-
და, რადგან კარგად იცოდა: ის, ვინც თავისიანებს ზურგში დანას
ჩასცემს, მეგობრად არც სხვას გამოადგება. კარზე თუ ისეთი
ცხოველი მოგადგა, რომელმაც მზრუნველ პატრონს ხელები და-
უკბინა, ოთახში ნუ შემოუშვებ, რადგან კბილს შენც გაგკრავს...
კაპიტანი ჯაჰანს სამუშაო მაგიდასთან დახვდა. ამჯერად ნაკ-
ლებად დაუდევრად გამოიყურებოდა. გულმოდგინედ დაბანილ,
დავარცხნილ, ზეთით დამუშავებულ, მუქწაბლისფერ მის წვერს
ახლა უფრო ღია, თითქმის მოყვითალო ფერი დაჰკრავდა.
ნაიარევი მარცხენა ყურიდან ტუჩის კუთხემდე სწვდებოდა და
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს პირი ამ ნაიარევის
გაგრძელება იყო. თავისი ყოველდღიური ყავისფერი პერანგი
გადაეგდო და ახლა ღია ფერის განიერ პერანგსა და აქლემის
ბეწვის შარვალში იყო გამოწყობილი. ყელს ფირუზის ავგაროზი
უმშვენებდა. მაგიდაზე სანთლის ნამწვი და დიდი დავთარი ედო,
რომელშიც მთელი დღის ნაალაფარს აღნუსხავდა. ბიჭმა შეამ-
ჩნია, რომ მისი შემოსვლისთანავე კაპიტანმა დავთარი დაკეცა,
თუმცა ამის საჭიროება ნამდვილად არ იყო, რადგან ჯაჰანმა
კითხვა არ იცოდა. ბიჭი ასოებთან არ მეგობრობდა. ფორმები და
ფიგურები - აი, ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მეგობრები. ტალახს,
თიხას, თხისა და ხბოს ტყავს, ყველა სახის მასალას იყენებდა
სახატავად. ამ მოგზაურობის დროსაც უამრავი ჩანახატი გააკე-

39
თა, მეზღვაურების პორტრეტები იქნებოდა ეს თუ ხომალდის გა-
მოსახულება.
- როგორც ხედავ, სიტყვის კაცი ვარ, მშვიდობით ჩამოგიყვა-
ნე! - თქვა კაპიტანმა გარეტმა და მთელი ძალით გადმოაფურ-
თხა.
- სპილო ავად გამიხდა, - უთხრა ბიჭმა და თვალი ჯამისკენ
გააპარა, რომელშიც ლორწოვანმა დორბლმა ტყაპანი მოადინა,
- რატომ არ დამრთეთ ნება, რომ ყუთიდან გამომეყვანა?
- როცა ფეხს მიწაზე დაადგამს, უცებ მოიკეთებს, - უპასუხა კა-
პიტანმა დამრიგებლური ტონით, - რად გინდა ეგ სპილო? შენი
მაინც არ არის.
- არა, სულთნისაა.
- ჰოდა, ეგრე... თუ იმას გააკეთებ, რასაც ახლა გეტყვი, შენც
იხეირებ და მეც.
ჯაჰანმა თვალები დახარა. ეს ქარაგმული ლაპარაკი მისგან
ადრეც სმენია, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ დროთა განმავლო-
ბაში მიავიწყდებოდა. ახლა კი ხედავდა, რომ ამ კაცს არაფერი
დავიწყებოდა.
- სულთნის სასახლე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა სავსე, -
დაიწყო კაპიტანმა, - ქურდისთვის ნამდვილი სამოთხეა. როცა
იქ მოხვდები, რაღაცები უნდა წამომიღო. ოღონდ იქაურობას ნუ
გადააქოთებ, თორემ თურქები ხელებს დაგაჭრიან. თანდათან,
ნელ-ნელა იქურდე!
- ვერ შევძლებ, იქ ხომ ყველგან გუშაგები დგანან... - ჩაილა-
პარაკა ჯაჰანმა, მაგრამ კაპიტანმა არ დააცადა და პირში ეცა:
- რაო?! როგორ თუ ვერ შეძლებ? ხომ არ დაგავიწყდა, იმ უბე-
დურ მაჰაუტს რაც დაემართა?

40
- არა, არ დამვიწყებია, - უპასუხა ჯაჰანმა და სახეზე ნაცრის-
ფერი დაედო.
- დაიმახსოვრე, შენც იგივე ბედი გეწეოდა! მე რომ არ ვყოფი-
ლიყავი, შენისთანა ლაწირაკი იმ ამბავს ვერ გადაურჩებოდა.
- შენგან დავალებული ვარ, - ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ჰოდა, ეგ შენი მადლიერება ცარიელი სიტყვებით კი არა,
ძვირფასი თვლებით უნდა გამოხატო! - კაპიტანმა ჩაახველა და
ტუჩიდან დორბლი გადმოეკიდა. მერე ბიჭს ხელი სტაცა და ახ-
ლოს მოიზიდა. - ჩემს ბიჭებს თავისუფლად შეეძლოთ, ეგ შენი
სპილო აეკუწათ და ზვიგენებისთვის მიეგდოთ საჯიჯგნად. შენ
კი... შენ კი კარგად ეხმარეთ... და როცა შენი კოპწია უკანალი
მობეზრდებოდათ, შენი თავი საროსკიპოსთვის მიეყიდათ. ასე
რომ, ჩემი ვალი გაქვს, ლაწირაკო. ახლავე ეახლები სულთანს
და თავს მხეცების მომთვინიერებლად შეასაღებ.
- ვაითუ შეამჩნიონ, რომ სპილოებისა არაფერი გამეგება?! -
შეედავა ჯაჰანი.
- თუ შეამჩნიეს, ჩაფლავდები და ეგ იქნება, - თქვა კაპიტანმა
და მჟავე სუნი შეაფრქვია, - მაგრამ უნდა იყოჩაღო. შენ ხომ
ჭკვიანი ბიჭი ხარ. სანამ ხელს არ გაიწაფავ, დაგელოდები.ა აი,
მერე კი მოგნახავ, და თუ ჩემს სიტყვას გადაუხვევ, ღმერთს გე-
ფიცები, შენს თავს ცოცხლად გამოვაფატრინებ ან კიდევ მთელ
ქვეყანას მოვდებ, რომ მატყუარა ხარ! ალბათ იცი, როგორ ისჯე-
ბიან ისინი, ვინც სულთანს ატყუებს. ძელზე აგაბრძანებენ, იცო-
დე. ჯერ მაღლა და მაღლა აგწევენ, შემდეგ კი ძირს ჩამოგაგდე-
ბენ და რკინის კაუჭზე წამოგაგებენ. სამი დღე არ ამოგხდება სუ-
ლი. წარმოიდგინე, სამი მურტალი დღე! ხვეწნას დაიწყებ, მომ-
კალითო!

41
ჯაჰანმა კაპიტნის მკლავებიდან თავი გამოითავისუფლა,
კაიუტიდან გამოვარდა, გემბანი გადაირბინა, ტრიუმში ჩავიდა
და კუთხეში, სპილოს გვერდით მიიყუჟა. ეს უტყვი, სნეული ცხო-
ველი მისი ერთადერთი მეგობარი იყო. ჯაჰანი პატარა ბავშვი-
ვით აქვითინდა. თუმცა იმ დროს მართლაც ბავშვი იყო...
როცა გემი ნაპირს მოადგა, მგზავრები ტვირთის გადმოზიდ-
ვას დაელოდნენ. ბიჭი იჯდა, გემბანზე ატეხილ ჩოჩქოლს აყურა-
დებდა და განძრევას ვერ ბედავდა, მიუხედავად იმისა, რომ სუფ-
თა ჰაერი ენატრებოდა და შიმშილი კლავდა. უკვირდა, ვირთხე-
ბი რომ აღარსად ჩანდნენ. ნუთუუ მღრღნელებიც, პატიოსანი
მგზავრების მსგავსად, დამწკრივდნენ და ნაპირზე ჩამოვიდნენ?
ჯაჰანმა უცებ წარმოიდგინა სხვადასხვა მიმართულებით მოსუნ-
სულე ათობით ვირთხის მოწითალო-მოშავო კუდები. წარმოიდ-
გინა, როგორ მოედებოდნენ მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით ამ ჭი-
ანჭველის ბუდეს, რომელსაც სტამბოლი ერქვა. ბოლოს ლოდი-
ნი მობეზრდა და ავიდა გემბანზე, რომელიც, მისდა სასიხარუ-
ლოდ, ცარიელი დახვდა. მზერით დაუარა ნავსადგურს და
დაინახა, როგორ ელაპარაკებოდა კაპიტანი ვიღაც მოხდენი-
ლად ჩაცმულ, ჩალმიან უცნობს, რომელიც აშკარად დიდმოხე-
ლე იყო. ჯაჰანს რომ თვალი მოჰკრა, კაპიტანმა ხელით მოუხმო.
ბიჭმა მონჯღრეულ ფიცარზე გადმოირბინა, ძირს ჩამოხტა და
მიუახლოვდა.
- კაპიტანი ამბობს, რომ მაჰაუტი ხარ, - თქვა დიდმოხელემ.
ჯაჰანი წამით შეყოყმანდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლ-
მე, როცა ადამიანი ტყუილის სათქმელად ემზადება.
- დიახ, ეფენდი. ჰინდოსტანიდან გეახელით სპილოსთან ერ-
თად.

42
- მართალს ამბობ? - უცნობს სახეზე ეჭვის ჩრდილმა გადაურ-
ბინა. - ჩვენი ენა საიდანღა იცი?
ჯაჰანი ამ შეკითხვას ელოდა.
- შაჰის კარზე მასწავლეს თქვენი ენა. ცოტაც მგზავრობისას
ვისწავლე. კაპიტანი მეხმარებოდა.
- ძალიან კარგი. სპილოს ხვალ, ნაშუადღევს გადმოვიყვანთ,
- თქვა დიდმოხელემ, - ახლა კი ტვირთს უნდა მივხედოთ.
შეშფოთებული ჯაჰანი მუხლებზე დაემხო:
- ჰქენით სიკეთე, ეფენდი, ცხოველი ავად არის. ტრიუმში კი-
დევ ერთი ღამე თუ გაატარა, უეჭველად დაიღუპება.
დიდმოხელე ჯერ გაკვირვებული დუმდა, შემდეგ თქვა:
- როგორ გყვარებია...
- ეს კარგი ბიჭია! - თქვა კაპიტანმა და გულღიად გაიღიმა,
თუმცა თვალებში კვლავინდებური სუსხი ედგა.
ხომალდიდან სპილოს გადმოყვანა ხუთ მეზღვაურს დაეკის-
რა. მეზღვაურები ცხოველს ზიზღით შეჰყურებდნენ, იქაურობას
გინებით იკლებდნენ და ბაგირებით მთელი ძალით ექაჩებოდ-
ნენ. ჩოტა ადგილიდან არ იძროდა. ჯაჰანი თვალს ადევნებდა
მეზღვაურების ჯახირს და მოუსვენრობა წამიწამ სულ უფრო მე-
ტად იპყრობდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყდა, რომ სპილოს
ყუთიდან გამოთრევას სჯობდა, ცხოველი ხომალდიდან ყუ-
თიანად, ჯალამბრით გადმოეტვირთათ. საქმეში მტვირთავების
მთელი გუნდი ჩაერთო. მუშებმა ტრიუმის ურდულები გახსნეს
და ყუთს ოთხივ მხრიდან ასწლოვან მუხებზე მიმაგრებული ბა-
გირები გამოაბეს. როცა ყველაფერი მზად იყო, ბაგირებს ერ-
თდროულად მოქაჩეს და დაძაბულობისგან ლოყებდაბერილებ-
მა ერთმანეთს ხელი წააშველეს. ამ წვალებასა და გაწევ--
გამოწევაში ყუთს უზარმაზარი ფიცარი მოსძვრა და გემბანზე

43
ბრაგვანი გაადინა. იქ მყოფნი სასწაულებრივად გადარჩნენ. ყუ-
თი თანდათან მოსწყდა გემბანს და ჰაერში გაშეშდა. ნაპირზე
თავმოყრილი ხალხი პირდაღებული მისჩერებოდა სპილოს,
რომელიც ყუთის ღრიჭოებიდან ჩანდა. მათ თვალწინ ჰაერში
ეკიდა რაღაც არსება, ნახევრად ფრინველი და ნახევრად ხარი,
რომელსაც იმამები დაბატ-ალ არდს უწოდებდნენ და ამტკიცებ-
დნენ, რომ იგი დედამიწაზე განკითხვის დღეს უნდა გამოჩენი-
ლიყო. ზოგიერთებმა მეზღვაურებს ხელიც კი წააშველეს. ბრბო
თანდათან სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა. ბოლოს
ნავსადგური ხალხით გაივსო, რომელთაგან ზოგი სეირს უყუ-
რებდა, ზოგი კი ბაგირებს ექაჩებოდა. ჯაჰანი აქეთ-იქით აწყდე-
ბოდა და თავადაც ცდილობდა მუშებისთვის ხელის წაშველებას,
მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ბოლოს ყუთი შემზარავი ბრაგვა-
ნით დაეშვა ნაპირზე და სპილომ მის ხუფს თავი აჰკრა. მტვირ-
თავებს მისი გამოშვება არ სურდათ, ემანდ, არ დაგვერიოსო.
ბიჭს კარგა ხანი დასჭირდა მათ დასარწმუნებლად, რომ ჩოტა
არაფერს დაუშავებდათ. გალიიდან გამოშვებულ სპილოს ფე-
ხებმა უმტყუნა და სიმებდაწყვეტილი მარიონეტივით დაენარცხა
ძირს. სიქაგამოცლილი ცხოველი ადგილიდან არ იძროდა და
თვალებს არ ახელდა, თითქოს არ სურდა იმის ცქერა, რაც მის
ირგვლივ ხდებოდა. ბევრი ჯაჯგურის, გაწევ-გამოწევისა და მათ-
რახის ტლაშუნის შემდეგ მტვირთავებმა მოახერხეს და იგი გი-
განტურ საზიდარზე მოათავსეს, რომელშიც ათამდე ცხენი
შეებათ. ჯაჰანმაც ზედ შეხტომა დააპირა, მაგრამ უცებ ვიღაცამ
მკლავში ხელი ჩაავლო.
კაპიტანი გარეტი იყო.
- კარგად მეყოლე, შვილო, - თქვა ხმამაღლა, სხვების გასა-
გონად, შემდეგ კი ჩურჩულით დასძინა:

44
- აბა, შენ იცი, ჩემო პატარა ქურდბაცაცა. მმომიტანე ალმასე-
ბი და ლალები. ოღონდ გახსოვდეს: თუ რამე უკუღმართობა გა-
მიბედე, მაგ კვერცხებს დაგაჭრი, იცოდე.
- მენდეთ, ბატონო... - წაილუღლუღა საზიდარზე აბობღებულ-
მა ჯაჰანმა, მაგრამ მისი სიტყვები, როგორც კი ბაგეს მოს-
წყდნენ, ქარმა იმწამსვე თან გაიყოლა.
სადაც არ უნდა გამოჩენილიყვნენ ახალჩამოსულები, შეშინე-
ბული და აღფრთოვანებული ადამიანები განზე დგებოდნენ და
გზას უთმობდნენ. ქალები ბავშვებს იხუტებდნენ, მათხოვრები
ხურდის ჩასაყრელ ჯამებს მალავდნენ; ბერიკაცები, ყავარჯნებს
იმარჯვებდნენ, ქრისტიანები პირჯვარს იწერდნენ, მუსლიმები
შაითნის დასაფრთხობად სურებს გალობდნენ; იუდეველები
ლოცულობდნენ; ევროპელებს თან ახალისებდათ და თან ძრწო-
ლას ჰგვრიდათ ეს სანახაობა. ერთ ზორბა, შავტუხა ყაზახს ფერი
ისე ეცვალა, თითქოს მოჩვენებას გადაეყარაო. ისე ბავშვურად
შეეშინდა, რომ ჯაჰანს უნებურად სიცილი წასკდა. მხოლოდ პა-
ტარებს უბრწყინავდათ თვალები. იდგნენ და თეთრ ცხოველზე
თითით ანიშნებდნენ. ჯაჰანი გზადაგზა ხედავდა გისოსებიან
ფანჯრებს მიღმა მიმალულ ქალთა სახეებს; კედლებზე აკრულ,
ფრინველთა მოჩუქურთმებულ სასახლეებს, ( ოსმალეთის იმპე-
რიაში ფრინველებს მინიატურულ, ულამაზეს სასახლეებს უგებ-
დნენ და შენობის კედლებზე ამაგრებდნენ.) გუმბათებს, რომლე-
ბიც ჩამავალი მზის უკანასკნელ სხივებს ირეკლავდნენ, სხვა-
დასხვა სახეობის ხეებს - წაბლს, ცაცხვს, კომშს... სადაც არ
გაიხედავდა, ყველგან თოლიები და კატები ირეოდნენ. ეს ორი
არსება აქ აშკარად თავის ნებაზე იყო მიშვებული. მკვირცხლი
და თავხედი თოლიები ჰაერში წრეებს ხაზავდნენ, დროდადრო
ძირს ეშვებოდნენ, ხან მეთევზის კალათს მისცვივდებოდნენ და

45
თევზის სატყუარებს იტაცებდნენ, ხან ქუჩის მოვაჭრის ლანგარზე
დაწყობილ, შემწვარი ღვიძლის ნაჭრებს დაავლებდნენ ნის-
კარტს, ხანაც რაფაზე გასაგრილებლად გამოდებულ, ახალგა-
მომცხვარ ღვეზელს... მმაგრამ ამის გამო არავინ წუხდა. მაში-
ნაც კი, როცა ფრინველებს ხელით იგერიებდნენ და უქშევდნენ,
ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ამას უხალისოდ, მხო-
ლოდ საჩვენებლად აკეთებდნენ.
ჯაჰანმა მალე შეიტყო, რომ ქალაქს ოცდაოთხი კარიბჭე
ჰქონდა და სამი პატარა ქალაქისგან შედგებოდა: ეს გახლდათ
სტამბოლი, გალათა და უსქუდარი. ბიჭმა ისიც შეამჩნია, რომ
ადამიანებს სხვადასხვა ფერის სამოსი ეცვათ, თუმცა ვერ მიმ-
ხვდარიყო, ეს რა წესის მიხედვით ხდებოდა. მეთულუხჩეები ლა-
მაზი ჩინური ფინჯნებით ხელში დარბოდნენ; მეწვრილმანეებიც
აქვე ტრიალებდნენ და ყველაფერს ჰყიდდნენ - მუშკი იქნებოდა
ეს თუ შებოლილი თევზი;
აქა-იქ, პაწაწინა ქოხმახებში თიხის ჭურჭლით რაღაც სასმე-
ლი იყიდებოდა.
- შარბათია! - ჩაილაპარაკა ჯაჰანის თანამგზავრმა და ტუჩები
გაილოკა, მაგრამ ბიჭს ამ სასმელის შესახებ წარმოდგენაც კი
არ ჰქონდა.
გზადაგზა დიდმოხელე ყველას და ყველაფერს უსახელებდა:
- ეს ბიჭი ქართველია, ეს კი - სომეხი. იქ რომ გაძვალტყავე-
ბული კაცი დგას, დავრიში გახლავს, გვერდით კი თარჯიმანი უდ-
გას. მწვანე სამოსში გამოწყობილ კაცს რომ უყურებ, იმამია,
მხოლოდ მათ აქვთ უფლება, იმ ფერის ტანსაცმლით შეიმოსონ,
რომელსაც უპირატესობა თავად წინასწარმეტყველმა მიანიჭა.
კუთხეში რომ ხაბაზი დგას, ბერძენია. საუკეთესო პურს აცხობენ
ეგ ურჯულოები, მაგრამ არც გაბედო მისი გასინჯვა, რადგან თი-

46
თოეულ პურზე ჯვარია გამოსახული. ერთი რომ ჩაკბიჩო, უმალ
ქრისტიანად მოიქცევი. აი, ის ნოქარი კი ებრაელია. ქათმებს ყი-
დის, მაგრამ თვითონ ვერ კლავს, ხახამს აკვლევინებს და ამაში
ფულს უხდის. აი, ის ყურებგახვრეტილი ვაჟბატონი, მხრებზე
რომ ცხვრის ტყავი აქვს მოსხმული, ტორლაკია. ზოგი ამბობს,
წმინდა სულიაო. მე თუ მკითხავ, ერთი უქნარა ვინმეა. ააი, იმათ
კი იანიჩრებს უწოდებენ. დააკვირდი. ამ ადამიანებს წვერის
მოშვება ეკრძალებათ და მხოლოდ ულვაშს ატარებენ.
მაჰმადიანებს ჩალმები ეხურათ, ებრაელებს - წითელი ქუდე-
ბი, ქრისტიანებს კი - შავი. აარაბი, ქურთი, ნესტორიანელი, ჩერ-
ქეზი, ყაზახი, თათარი, ალბანელი, ბულგარელი, ბერძენი, აფხა-
ზი და პომაკი - ყველა თავისი გზით მიდიოდა, მაგრამ მათი
ჩრდილები ერთმანეთში ირეოდა.
- აქ სამოცდათორმეტ-ნახევარი ტომი ბინადრობს, - თქვა
დიდმოხელემ, - ყველას თავისი ადგილი აქვს და რადგან თავისი
საზღვარი ყველამ იცის, მშვიდობიანად ვცხოვრობთ.
- ნახევარ ტომში ვის გულისხმობთ? - იკითხა ჯაჰანმა.
- ვის და აცინგანებს!ა ამ ხალხს არავინ ენდობა. მათ ცხენზე
ამხედრება ეკრძალებათ და მხოლოდ სახედრებით დადიან. გამ-
რავლების უფლება არა აქვთ, მაგრამ მაინც მრავლდებიან.
არაფრის რცხვენიათ. იცოდე, ერიდე ამ წყეული, აქოთებული
ურჯულოების ხროვას!
ჯაჰანმა თავი დაუქნია და მტკიცედ განიზრახა, თავი ყველას-
გან შორს დაეჭირა, ვინც ბოშას ოდნავ მაინც ჩამოჰგავდა.
თანდათან სახლების რაოდენობამ იკლო. გამოჩნდა უფრო
მაღალი ხეები და ქალაქის გუგუნიც მიწყდა.

47
- სანამ სულთანს ვეახლებით, ალბათ სპილო უნდა მოვამზა-
დო, - აწრიალდა ჯაჰანი, - ინდოელი შაჰის საჩუქარი ლამაზად
უნდა გამოიყურებოდეს!
- შენ რა, არ იცი, ყმაწვილო?! შენი ფადიშაჰი აღარ არის! - შე-
უბღვირა დიდმოხელემ.
- რას გულისხმობ, ეფენდი?
- რას და სანამ გემით აქეთ მოემგზავრებოდი, შაჰ ალ აზიმ
ჰომაიუნს ტახტი ხელიდან გამოეცალა. როგორც ამბობენ, ცო-
ლისა და ორიოდე მსახურის ამარაა დარჩენილი. ამიერიდან ის
ქვეყანას აღარ მართავს.
ჯაჰანს პირკატა ეცა. რა ბედი ეწევა სპილოს, თუკი მეფე, რო-
მელმაც იგი გამოაგზავნა, უკვე აღარ მეფობს? ბიჭს ეჭვი არ ეპა-
რებოდა, რომ თუ სულეიმანი სპილოს უკან გააბრუნებდა, ცხო-
ველი გზაში დაიღუპებოდა.
- ჩოტა კიდევ ერთ მოგზაურობას ვეღარ გადაიტანს, - უთხრა
თანამგზავრს შეშფოთებულმა.
- ნუ გეშინია, არ გააბრუნებენ, - სასახლეში ათასგვარი ცხო-
ველი გვყავს, თეთრი სპილო კი არასოდეს გვყოლია, - მიუგო
დიდმოხელემ.
- როგორ ფიქრობთ, მოეწონებათ?
- სულთანს ამეებისთვის არა სცხელა, უფრო მნიშვნელოვანი
საქმეები აქვს. აი, სულთნის მეუღლე კი...
დიდმოხელე ანაზდად დადუმდა და რაღაცას დაჟინებით ჩააშ-
ტერდა. ჯაჰანმა მზერა გააყოლა და შორიდანვე დალანდა ფერ-
დობზე აღმართული ვეებერთელა შენობა.მ მისი ჩირაღდნები
ბნელში ციმციმცებდნენ, ჭიშკრები კი ისე იყო ჩარაზული, რო-
გორც მკაცრად მოკუმული, საიდუმლოს არგამთქმელი ბაგეები.
- ეს სულთნის სასახლეა? - წასჩურჩულა ჯაჰანმა.

48
- დიახ! - აისე ამაყად მიუგო დიდმოხელემ, თითქოს სასახლე
მამამისს ეკუთვნოდა. - შენ ახლა აღმოსავლეთისა და დასავლე-
თის მეუფის საბრძანებელს ხედავ!
ჯაჰანი გაიბადრა. „ალბათ ყველა დარბაზი აბრეშუმითა და
ფარჩით არის მორთული დაყ სადაც არ გაიხედავ, ყველგან
მხიარული კისკისი ისმის. სულთნის მეუღლეს კი ვეებერთელა
ალმასები აქვს, და თითოეულს ჰარამხანის ხარჭებზე უფრო ლა-
მაზი სახელი ჰქვია,“ - გაიფიქრა თავისთვის.
ამასობაში იმპერიულ კარიბჭეს მიაღწიეს და მკაცრად გამომ-
ზირალ გუშაგებს ჩაუარეს.ა ამ უკანასკნელებს ჩოტას მიმართ
არავითარი ინტერესი არ გამოუვლენიათ, თითქოს თეთრ სპი-
ლოს ყოველდღე ხედავდნენ.
ცოტაც და გამოჩნდა შუა ჭიშკარი, რომელსაც ორივე მხარეს
კონუსისებური კოშკურები ამშვენებდა. კედლებზე ჩირაღდნები
გიზგიზებდა. ჯაჰანი და მისი მეგზური ეტლიდან ჩამოვიდნენ.
უცებ ქარმა წამოუქროლა და რაღაც საძაგელი სუნი მოიტანა.
ჯაჰანმა უნებურად ზევით აიხედა, შორიახლოს ასვეტილ ჩრდი-
ლებს დააკვირდა და ადგილზე გაშეშდა: მის წინ სამი ძელი იდ-
გა: ერთი მოკლე, ორიც - შედარებით მაღალი. თითოეულ მათ-
განზე მოკვეთილი თავი იყო წამოცმული, შეშუპებული, წითელი,
საზარელი სახეებითა და თივით ამოვსებული პირებით. ეს თავე-
ბი ყველას თვალწინ, ნელ-ნელა ლპებოდა. უცებ ბიჭმა რაღაც
მოძრაობას შეასწრო თვალი: გაუმაძღარი მატლები შეუჩერებ-
ლად ფუთფუთებდნენ ადამიანის გახრწნილ ხორცში.
- მოღალატეები... - ჩაილაპარაკა დიდმოხელემ და გვერდზე
გადააფურთხა.
- კი, მაგრამ ასეთი რა ჩაიდინეს? - იკითხა ჯაჰანმა ჩამწყდარი
ხმით.

49
- არ გამოვრიცხავ, რომ ღალატი იყო. ან ღალატი, ან ქურდო-
ბა. ჰოდა, მიიღეს საკადრისი. ყველა უკუღმართს ასე ემართება,
- უპასუხა დიდმოხელემ. გაოგნებული და გაფითრებული ჯაჰანი,
რომელმაც ამ ვეებერთელა სვეტების გვერდით თავი ჯუჯად იგ-
რძნო და მეტყველების უნარი წაერთვა, მასიური ალაყაფისკენ
წალასლასდა. ერთი სული ჰქონდა, უკანმოუხედავად გაქ-
ცეულიყო, მაგრამ სპილოს ვერასგზით დატოვებდა. ამიტომ სახ-
რჩობელაზე გაყვანილი მსჯავრდებულივით მინებდა ბედისწე-
რას (რომელსაც ვერსად წაუვიდოდა, მაგრამ ვერც ეგუებოდა),
თავის თანამგზავრს ფეხდაფეხ გაჰყვა და სულთან სულეიმანის
სასახლეში შეაბიჯა.
იმ ღამეს (და შემდგომშიც), ჯაჰანს ბევრი არაფერი უნახავს.
მხოლოდ მასიურ კედლებს მოჰკრა თვალი, რკინის მოქლონე-
ბიან გიგანტურ კარსა და შიდა ეზოს, რომელიც ალბათ მთელ
დუნიას დაიტევდა. ასე ეგონა, თავისი დღე და მოსწრება რომ ამ
სასახლეში ეცხოვრა, ბოლომდე მაინც ვერ დაათვალიერებდა.
მასპინძლები სტუმრებს ისლით გადახურულ, მაღალჭერიან,
სოხანიან თავლაში შეუძღვნენ. ეს ჩოტას ახალი სახლი იყო.
თავლაში გაურკვეველი ასაკის პირქუში, ძარღვიანი და ღო-
ნიერი კაცი დახვდათ. როცა ცხოველებს წამლობდა, მართლაც
რომ ჯადოსნური ხელების პატრონი გახლდათ, მაგრამ როცა
საქმე ადამიანების სნეულებებზე მიდგებოდა, სრულიად უძლუ-
რი იყო. ამ კაცს ციმბირელ ტარასს ეძახდნენ.
ცხენები არსად ჩანდნენ, მაგრამ მათი წრიალი და ხვიხვინი
კარგად ისმოდა. აშკარა იყო, რომ ცხოველებს სტუმრების სიახ-
ლოვე აფორიაქებდათ.
- ცხენებს უხსოვარი დროიდან სძულთ სპილოები. არადა, ეს
შიში სრულიად უსაფუძვლოა. სად გაგონილა, სპილო ცხენს ერ-

50
ჩოდეს? - თქვა ტარასმა, შემდეგ ჩოტას პირის ღრუ, თვალები,
ხორთუმი და ექსკრემენტები დაუთვალიერა და ჯაჰანს თვალები
საყვედურით დაუბრიალა. ბიჭი სირცხვილისგან ერთბაშად და-
პატარავდა. ერთი ხომალდით იმგზავრეს, მაგრამ ცხოველი
სულს ღაფავდა, თავად ჯაჰანი კი სავსე მთვარესავით იყო გა-
ბადრული, რომელიც ახლა ზემოდან დაჰყურებდათ.
ტარასმა რაღაც აქოთებული მალამოთი მარჯვედ და ფრთხი-
ლად დაუზილა ჩოტას შეშუპებული ადგილები, შემდეგ მისი
ხორთუმი დაქუცმაცებული ფოთლებითა და სურნელოვანი, ფი-
სისებური მასით სავსე უხეშ ტომარაში გაახვია. როგორც ჯაჰან-
მა მოგვიანებით შეიტყო, იმ სურნელოვან ნივთიერებას მირონი
ერქვა. ბიჭს გულით სურდა, როგორღაც ხელი წაეშველებინა ტა-
რასისთვის, ამიტომ ჭურჭელს ხელი დაავლო და სულ მალე
ფოთლების, ვაშლების, კომბოსტოს ფურცლებისა და თივის ზვი-
ნებს სუფთა წყალიც შეემატა. იმ ნაგვის შემდეგ, რომელსაც
ცხოველი მგზავრობისას ჭამდა, ეს ნამდვილი ნადიმი იყო, მაგ-
რამ ჩოტას აღარაფრისთვის სცხელოდა. ჯაჰანს გული შურით
აევსო.ო ახლა ის ორ ცეცხლშუა იყო: თან მთელი არსებით სურ-
და, რომ ამ კაცს ცხოველი გამოეჯანმრთელებინა, თან შიშით
აღარ იყო იმის გამო, რომ სპილო თავის მკურნალს მასზე მეტად
შეიყვარებდა. მართალია, ჩოტა სულთან სულეიმანს საჩუქრად
მიუძღვნეს, მაგრამ ჯაჰანი მას თავისად მიიჩნევდა.
ამ ფიქრებით დამძიმებული ჯაჰანი მასპინძლის თანხლებით
გარეთ გავიდა, სადაც გულითადი ღიმილით კიდევ ერთი ადა-
მიანი მიეგება. ინდოელი აღმოჩნდა, სახელად სანგრამი ერქვა,
სიხარულით აღარ იყო იმის გამო, რომ მშობლიურ ენაზე ხმის
გამცემი გამოუჩნდა, და ახლა სტუმრისკენ ისე გაფაციცებით

51
მოემართებოდა, როგორც შემცივნებული კატა მიიწევს ხოლმე
თბილი ღუმლისკენ.
- კუშ ამდიდ, იე აბ ააპკა რაჰააიშ ჰაი! (კეთილი იყოს შენი ფე-
ხი ახალ სახლში.) - უთხრა ჯაჰანს მოახლოებისთანავე.
ბიჭი გაქვავებული სახით მისჩერებოდა უცნობს.
- რა მოგივიდა? ვერ გაიგე, რაც გითხარი? - ჰკითხა სანგრამ-
მა ამჯერად თურქულად.
- რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ, - მიუგო ჯაჰანმა და დაუსა-
ხელა მშობლიური სოფელი, რომელიც ისეთი მაღალმთიანი
იყო, რომ მის ოჯახს ლამის ღრუბლებს ზემოთ, ცასა და ხმე-
ლეთს შორის ედო ბინა. ჯაჰანმა დები და გარდაცვლილი დედა
გაიხსენა. საუბრისას ხმა ოდნავ უთრთოდა. სანგრამი დაბნეულ
მზერას არ აშორებდა. ის იყო, რაღაც მნიშვნელოვანის თქმა
დააპირა, მაგრამ ეს წამიერი აზრი ერთბაშად ჩამოიშორა, ამო-
იხვნეშა და ისევ გაიღიმა:
- კარგი. მოდი, ფარდულში წაგიყვან და ყველას გაგაცნობ, -
უთხრა სტუმარს.
გზას გაუდგნენ.ე ბაღის ბილიკი გველივით მიიკლაკნებოდა
ფანჩატურებს შორის, დიდი გუბურისკენ, რომელშიც უამრავი
სახეობის თევზი დგაფუნობდა. სანგრამი გზადაგზა ოსმალთა წე-
სებს აცნობდა ჯაჰანს. ბიჭი სასახლის ცხოვრებასთან დაკავში-
რებით უამრავ შეკითხვას უსვამდა, მაგრამ ყოველ ჯერზე პასუ-
ხად მხოლოდ მოგუდული ჩურჩული ესმოდა. თუმცა რაღაც--
რაღაცები გზადაგზა მაინც გაიგო. მართალია, ჯერ არ ენახა და
არც მათი ხმა სმენოდა, მაგრამ შეიტყო, რომ აქ ლომები, ჯიქე-
ბი, ლეოპარდები, მაიმუნები, ჟირაფები, აფთრები, ირმები, მე-
ლიები, ყარყუმები, ფოცხვრები, ციბეტები, ძაღლები და გა-
რეული კატები ცხოვრობდნენ. ხელმარჯვნივ, აკაციის ხეებქვეშ

52
იდგა გალიები, რომლებშიც გარეული ცხოველები ჰყავდათ გა-
მომწყვდეული. სწორედ მათი გამოკვება, მოწესრიგება, მორჯუ-
ლება და დღედაღამ დაცვა ევალებოდათ ამ ადამიანებს. სულ
ახლახან ჰაბეშიდან მარტორქა ჩამოიყვანეს, მაგრამ მალევე
დაიღუპა. ის ცხოველები, რომლებიც მოთხოვნას არ აკმაყოფი-
ლებდნენ, თავიანთ მომთვინიერებლებთან ერთად, ქალაქის
სხვა სამხეცეებში გადაჰყავდათ ხოლმე. ყველაზე დიდი ზომის
ცხოველებს პორფიროგენიტის ძველ სასახლეში ათავსებდნენ.
იმპერიის რეზიდენცია, რომელიც ერთ დროს ბიზანტიის წარჩი-
ნებულთა და პორფიროსანთა საბრძანებელს წარმოადგენდა,
ახლა სულთნის მხეცებს მასპინძლობდა. სხვა მხეცები აია სოფი-
ას შორიახლოს, ერთ ძველ ეკლესიაში იყვნენ დაბინავებულნი.
ჩოტასაც, სავარაუდოდ, იქ უკრავდნენ თავს, მაგრამ რადგან ის
ჯერ კიდევ ნორჩი იყო და იშვიათი შეფერილობით გამოირ-
ჩეოდა, ჯერჯერობით მისი სერალში დატოვება გადაწყდა.
ცხოველების მომვლელებიდან ზოგი წარმოშობით იმპერიის
სხვადასხვა კუთხიდან იყო, ზოგიც ისეთი კუნძულებიდან ჩამო-
ეყვანათ, რუკაზეც რომ არ ჩანდა. ისინი, ვინც ფრინველებზე
აგებდნენ პასუხს, ფრინველთა საჩიხის სამხრეთით ცხოვრობ-
დნენ. გაზელები, ფარშავანგები, შვლები და სირაქლემები გან-
თიადიდან შებინდებამდე დაეხეტებოდნენ ბაღის ტერიტორიაზე.
სულთნის სამხეცე თავისებური სამყარო იყო, მაგრამ, მრისხანე
ბინადრების მიუხედავად, მის კედლებს მიღმა განლაგებულ ქა-
ლაქს სისასტიკით მაინც ვერ შეედრებოდა.
სასახლის გარეული ცხოველები ორ სახეობად იყვნენ დაყო-
ფილნი: ნაწილი მოუშინაურებელი იყო, ნაწილს კი ერთგვარი
დეკორაციის ფუნქცია ჰქონდა. პირველები მნახველს სწორედ
თავიანთი ველური ბუნებით იზიდავდნენ, მეორენი კი - ლამაზი

53
გარეგნობით. როგორც ლეოპარდი ვერ გაერეოდა ბულბულის
მარაქაში, ასევე ვერ იმეგობრებდნენ მათი მომვლელებიც. შე-
დარებით მრისხანე ცხოველების მომთვინიერებლები განცალ-
კევებით იდგნენ. ამ კედლებში მობინადრე ასობით მონას შო-
რის მათ არც განსაკუთრებულ ანაზღაურებას უხდიდნენ და არც
გამორჩეულად კვებავდნენ, მაგრამ უთუოდ მეტ პატივში ჰყავ-
დათ. ჯაჰანის ბინა ხისა და გამომწვარი აგურისგან აგებულ ფარ-
დულს წარმოადგენდა. ამ შენობაში ცხრა კაცი სახლობდა: ზორ-
ზოხი, წითურთმიანი და წითურულვაშა კაცი, რომელსაც ლომე-
ბი ებარა და სახელად ოლევი ერქვა; ელამი ეგვიპტელი, სახე-
ლად დარა, რომელიც ჟირაფს უვლიდა; ნიანგების აფრიკელი
მომვლელი, რომელსაც სხეული იარებით ჰქონდა დაფარული
და სახელად კატოს ეძახდნენ; აქვე იყვნენ ჩინელი ტყუპები,
რომლებიც მაიმუნებს უვლიდნენ და როგორც ჯაჰანმა მოგ-
ვიანებით შეიტყო, გული თრიაქისკენ მიუწევდათ; აქვე იყო დათ-
ვის მწვრთნელი, რომელსაც მირკა ერქვა და თავისი განიერი
მხრებითა და მძიმე თათებით თავადაც დათვს ჩამოჰგავდა.
ფარდულის ბინადრებს შორის იყო, აგრეთვე, ჯიშიანი ცხენების
მომვლელი ორი ჩერქეზი მეჯინიბე, დაბოლოს - მკურნალი ციმ-
ბირელი ტარასი, რომელიც ჯაჰანმა სხვებზე ადრე გაიცნო. მას-
პინძლები სტუმარს დუმილით მიეგებნენ. აშკარა იყო, რომ მის-
მა სინორჩემ ყველანი გააოცა. ერთხანს ამრეზილები იდგნენ,
მერე კი ერთმანეთს გადახედეს, თითქოს ისეთი რაღაც იცოდნენ
მასზე, რასაც თავადაც ვერ ხვდებოდა.
ცოტა ხანში სანგრამმა სუთლაჩით 12 სავსე ჯამი მოუტანა.

12 ბრინჯის დესერტი (თურქ.)

54
- მიირთვი, სახლი გაგახსენდება, - უთხრა ბიჭს და მერე შეთ-
ქმულივით წასჩურჩულა:
- მათი საჭმელი ჩვენსას ვერ შეედრება. შეჩვევა მოგიწევს.
ჯაჰანი გამგელებული ეცა საჭმელს და წამში გადასანსლა.
მასპინძლები უსიტყვოდ, გაოგნებულები მისჩერებოდნენ. ბიჭს
ამ კერძმა შიმშილი ვერ მოუკლა, მაგრამ სხვა არაფერი შეუთა-
ვაზებიათ და არც თვითონ მოუთხოვია. შემდეგ ის სამოსი მოირ-
გო, რომელიც მოუტანეს: განიერსახელოებიანი, ღია ფერის პე-
რანგი, ცხვრის უსახელო ტყაპუჭი, ფართხუნა შარვალი და ტყა-
ვის წუღები. ჯაჰანმა ტანთ ჩაიცვა და, სანგრამთან ერთად, სასე-
ირნოდ გავიდა. მსახურმა რაღაც ცვილისებური მასა დააგუნდა-
ვა და პირში ჩაიგდო. რა იცოდა მაშინ ჯაჰანმა, რომ ეს პასტა სა-
ნელებლებითა და ოპიუმით იყო შეზავებული. ცოტა ხანში სან-
გრამს სახე მოულბა, ლაპარაკის საღერღელი აეშალა და ჯაჰანს
სულთან სულეიმანის მიერ დაწესებული დუმილის კანონის შე-
სახებ უამბო. მართალია, პირველ და მეორე ეზოებზე ეს წესი
ისეთი სიმკაცრით არ ვრცელდებოდა, როგორც მესამესა და მე-
ოთხეზე, მაგრამ ხმამაღალი ლაპარაკი, სიცილი და ყვირილი
ყველგან აკრძალული იყო.
- სიმღერაზე რას იტყვი? - იკითხა ჯაჰანმა. - ჩოტას ძილის წინ
იავნანების მოსმენა უყვარს.
- სიმღერა? როგორ გითხრა... - ჩაფიქრდა სანგრამი, რო-
მელსაც ზემოთ ჩამოთვლილი წესების აზრი ხეირიანად თავა-
დაც არ ესმოდა. - სიმღერა დაშვებულია, ოღონდ ხმადაბლა, -
თქვა ბოლოს.
ამ საუბარში იყვნენ, როცა ბაღის გალავანს მიაღწიეს და შე-
ჩერდნენ. მაღალი ნაძვები გუშაგებივით იდგნენ ირგვლივ და გა-
ფარჩხული ტოტებით საჩრდილობელს ქმნიდნენ.

55
- ამ გალავანს არ უნდა გასცდე, - მკაცრად დაარიგა სანგრამ-
მა.
- რატომ?
- ნურაფერს მკითხავ. უფროსებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩი-
ლო.
ჯაჰანმა მუცელში რაღაც უსიამოვნო, მტკივნეული ბიძგი იგ-
რძნო. როგორც ჩანს, ეს სახეზეც დაეტყო, რადგან სანგრამმა
ნათქვამს დასძინა:
- სახე გღალატობს.
- რას გულისხმობ?
- როცა რაღაც გსიამოვნებს, ზედ გეტყობა. როცა შეშინებული
ხარ, ესეც აშკარად ჩანს, - თქვა სანგრამმა და თავი გააქნია, -
გრძნობებს ქალები ვერ მალავენ ხოლმე, იმიტომ, რომ სუსტები
არიან. საბედნიეროდ, ისინი სახეს პირსაბურავებით იფარავენ.
მამაკაცს კი თავის მოთოკვა უნდა შეეძლოს.
- რა უნდა ვქნა? - იკითხა ჯაჰანმა.
- სახე გაიქვავე და გული დაიხშე, თორემ არ დაგინდობენ და
ბოლოს არც ერთი არ შეგრჩება, - თქვა სანაგრამმა.
დაახლოებით ერთ საათში ჯაჰანი უკვე უხეშ ლეიბზე იწვა. ეს
იყო მისი პირველი ღამე სტამბოლში. ბიჭი ღამის ხმებს აყურა-
დებდა. სადღაც ახლოს ბუ კიოდა. შორიდან ძაღლების ყეფა მო-
ისმოდა. ფარდულშიც არანაკლები ხმაური იდგა, მისი თანამო-
ბინადრეებიდან ზოგი ხვრინავდა, ზოგი საწოლში წრიალებდა,
ზოგი საუბრობდა, ზოგი ქარებს უშვებდა, ზოგიც ძილში კბილებს
აკრაჭუნებდა. ერთ-ერთი მათგანი ისეთ ენაზე ლაპარაკობდა,
რომელიც ჯაჰანს ადრე არასოდეს გაეგონა. ამ აურზაურს ბუყბუ-
ყით აჰყვა მისი მუცელიც. მოაგონდა გემრიელი სადილები, გან-
საკუთრებით, სანელებლებით შეკმაზული ხორციანი ღვეზელე-

56
ბი, მაგრამ მსგავსი მოგონებები ყოველთვის დედას ახსენებდა
და ეს ფიქრი სასწრაფოდ მოიშორა. ფანჯრისკენ მიბრუნდა და
ცას ახედა. როგორ არ ჰგავდა იგი იმ ლაჟვარდოვან შორეთს,
რომელსაც ხომალდის გემბანიდან ყოველდღე ხედავდა...
ჯაჰანს ეგონა, ვეღარასოდეს დაიძინებდა, მაგრამ დაღლი-
ლობა მაინც მოერია. შუა ძილში რომ იყო, რაღაცამ წამოახტუ-
ნა. შფოთიან, შავბნელ სიზმრებს თავი დააღწია და სწრაფად წა-
მოჯდა. ვიღაც კეფაში ასუნთქებდა და თეძოებზე ეხახუნებოდა.
უცნობმა ცალი ხელი პირზე დაადო, მეორეთი კი მის შარვალს
სწვდა. ბიჭმა გაიბრძოლა და მისი მკლავებიდან თავი გამოითა-
ვისუფლა, მაგრამ ის ვიღაცა უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მთე-
ლი ძალით მოაწვა. ჯაჰანს სუნთქვა შეეკრა. მხოლოდ მაშინ მიხ-
ვდა უცნობი, რომ ბიჭს ახრჩობდა, და ხელი გაუშვა. ჯაჰანმა
დრო იხელთა და ცერში კბილებით ჩააფრინდა. სიმწრის ოხვრამ
ანაზდად დაარღვია ირგვლივ გამეფებული სიჩუმე. აკანკალებუ-
ლი ბიჭი ფეხზე წამოხტა. მის წინ, სანთლის მბჟუტავ შუქზე, დათ-
ვის მომთვინიერებელი იდგა.
- მოდი ჩემთან, - ჩაისისინა მირკამ.
ჯაჰანი მიხვდა, რომ ეს კაცი სხვებისგან მალულად მოქმედებ-
და, ამიტომ დუმილის კანონი არად ჩააგდო და მთელი ხმით აყ-
ვირდა. ამ წუთებში მისთვის სულერთი იყო, რა მოხდებოდა, თუ
გუშაგები მის ყვირილს გაიგონებდნენ.
- აბა, გაბედე და კიდევ ერთხელ დამაკარე თითი! ჩემი სპი-
ლო ზედ გადაგივლის, იცოდე. ვერ გადაგვირჩები!
მ მირკა წამოდგა, შარვალი აიწია, გაღვიძებულ მომთვი-
ნიერებლებს ზედაც არ შეხედა, თავის ლეიბს მიაშურა და
წაიბუტბუტა:
- შენი სპილო ჯერ პატარაა.

57
- გაიზრდება! - შეუღრინა ჯაჰანმა.
ბიჭმა შეამჩნია, რომ ოლევი ამ ყველაფერს აკვირდებოდა და
საქციელს უწონებდა.
- მამათმავალო, თუ კიდევ ერთხელ ამ ინდოელისთვის თითი
დაგიკარებია, ყვერებით კედელზე მიგაჭედებ, იცოდე! - გამოს-
ძახა ლომის მომთვინიერებელმა მირკას.
- ჯანდაბაში წასულხარ! - უპასუხა მირკამ.
ბიჭი გულის ფანცქალით მიფორთხდა თავის ლოგინთან და
ამჯერად ფანჯრისკენ ზურგით დაწვა, რათა ოთახისკენ თვალი
ფხიზლად სჭეროდა. ის დდღე იყო და ის დღე - ჯაჰანი მიხვდა,
რომ ამ სასახლეში მუდმივი სიფხიზლე მართებდა, ძილშიც კი.
„არა, აქ დიდხანს ვეღარ გავჩერდები, დროზე უნდა მივაგნო
სულთნის სიმდიდრეს, ტომრები ავავსო და აქედან ავიბარგო,“ -
გაიფიქრა თავისთვის. თეთრი სპილოს დატოვება რომ მოუწევ-
და, ესეც გაახსენდა და გულს დარდი შემოაწვა, მაგრამ რაღას
იზამდა, ჩოტა მეფეების საკადრისი, დიდებული ქმნილება იყო,
თვითონ კი ვის რაში სჭირდებოდა? რა იცოდა მაშინ, რომ იმ წუ-
თებში არც ჩოტას ეძინა, სმენად იყო ქცეული და მოუსვენრად
წრიალებდა. საიდანღაც, ღამის უძირო წიაღიდან, სადაც სამყა-
როს ფერები მელანივით შავ წყვდიადში ინთქმებოდა, სპილოს
იმ ცხოველის სუნი მოსდიოდა, რომლისაც ამქვეყნად ყველაზე
მეტად ეშინოდა - ეს გახლდათ ვეფხვი.

დანამდვილებით ვერავინ იტყოდა, რამდენი სული ბინად-


რობდა სასახლის კედლებში. ციმბირელი ტარასი, რომელმაც აქ
სხვებზე მეტხანს იცხოვრა, ამტკიცებდა, რომ ამ ადამიანთა რიც-
ხვი ვარსკვლავების, მწირის წვერ-ულვაშის თმის ღერებისა და

58
იმ საიდუმლოებების რიცხვს აჭარბებდა, რომლებსაც ლოდო-
სი13 აქეთ-აქით დააქროლებდა. სხვების ვარაუდით, ეს რიცხვი
ოთხ ათასს აღწევდა. ჯაჰანი დროდადრო გაოცებული აშტერდე-
ბოდა სასახლის გიგანტურ ალაყაფს (რომელიც მსახურების სამ-
ყოფელს სულთნის ეზოებისგან ჰყოფდა) და უჩნდებოდა კითხვა:
მაინც რა ჯურის ხალხი ცხოვრობდა ამ ჭიშკრის მიღმა? ჯაჰანი
არ იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ცნობისმოყვარეობა კლავ-
და. ყველა მომთვინიერებელი, რომელიც აქ გაიცნო, გამუდმე-
ბით ეჩურჩულებოდა სასახლის სხვადასხვა ბინადრების შესახებ
- ჰალვის გამკეთებელი იქნებოდა ეს, ღონისძიებების განმკარ-
გულებელი თუ ჭაშნაგირი. მომთვინიერებლებს ერთი სული
ჰქონდათ, რაც შეიძლება, მეტი გაეგოთ. გამალებით ჭორაობ-
დნენ და ყველა წვრილმანს შაქარყინულივით აგემოვნებდნენ.
მაგრამ ყველაზე მეტად ჰარამხანის გოგოებისა და ოდალისკე-
ბის ჟინით იწვოდნენ, რადგან ამ ქალებს, სულთნისა და საჭური-
სების გარდა, არავინ ხედავდა, მომთვინიერებლების ფანტაზიას
სრული გასაქანი ეძლეოდა და ცარიელი ფურცლებივით სუფთა
სახეებს ისეთ ფერებში ხატავდნენ, როგორც თავად მოესურვე-
ბოდათ. თუმცა სულთნის რჩეული ქალების გაჭორვას ჩურჩუ-
ლითაც კი ვერავინ ბედავდა. ამ მხრივ გამონაკლისი იყო სულ-
თნის ცოლი, რომელიც აშკარად ყველას სძულდა და ცილისწა-
მების ღირსად თვლიდა. რას არ ყვებოდნენ ჰარამხანის შესახებ.
ზოგი ამბავი ნამდვილი იყო, ზოგიც - ფანტაზიის ნაყოფი. ჰარამ-
ხანის კართან გუშაგებად შავკანიანი მონები იდგნენ. ეეს ადა-
მიანები ისე სასტიკად დაასაჭურისეს, რომ მხოლოდ იმ მილაკე-

13 ძლიერი ზღვაური სტამბოლში.

59
ბის მეშვეობით შარდავდნენ, რომლებსაც ტომსიკებით თან
დაატარებდნენ. რაკი ისლამი კასტრაციას კრძალავდა, ქრის-
ტიანი და ებრაელი დალალები მონით მოვაჭრეებს ურიგდებოდ-
ნენ, რომ ეს პროცედურა სხვაგან ჩატარებულიყო. ბიჭებს აფრი-
კის ყველაზე მიყრუებულ ადგილებში ატყვევებდნენ და კაცობას
ართმევდნენ. ცოცხლად დარჩენილებს ყიდულობდნენ და ხო-
მალდებით სტამბოლში გადაჰყავდათ. გზაშიც ბევრი იღუპებო-
და. მათ გვამებს წყალში ყრიდნენ ხოლმე. თუ ამ ჭაბუკებს ბედი
გაუღიმებდა და სათანადო ნიჭიც მოსდგამდათ, გარკვეული წინ-
სვლა ელოდათ. აი, ასე ცოცხლობდა ეს ცოდვილი ხელობა, რო-
მელზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებდა, მაგრამ რომელშიც
ყველას მიუძღოდა წვლილი. სანგრამი ამბობდა: ამ ბიჭებს მარ-
ტო კვერცხები კი არა, გულები ამოაცალესო. რადგან ისინი არა-
ვინ დაინდო, თავადაც არავის ინდობდნენ. ამიტომ, თუ ქალი ჰა-
რამხანიდან გაიქცეოდა, მმისი მდევრები სწორედ საჭურისები
ხდებოდნენ.
ჰჰარამხანის ფარული, მაგრამ სისხლსავსე ცხოვრება სასახ-
ლის ცხოვრების მუდმივი თანმდევი იყო. მმას „დარუსაადს“, ანუ
ბედნიერების სახლს უწოდებდნენ. მისი თითოეული დარბაზი
ფარულად უკავშირდებოდა სულთნის დედის, ვალიდეს საძინე-
ბელს. სწორედ ამ ადამიანს ეჭირა თვალი ასობით ქალზე. წლო-
ბით სწორედ ის აკვირდებოდა, თუ რას ჭამდნენ, რას სვამდნენ,
რას იცვამდნენ და მთელი დღის განმავლობაში რას აკეთებდნენ
ჰარამხანის ბინადრები. ერთი ფინჯანი ყავა ვერ მოდუღდებოდა,
ერთი სიმღერაც კი ვერ გაჟღერდებოდა, ვერც ერთი ხარჭა ვერ
შეხვდებოდა სულთანს ამ ქალის ხელდასხმის გარეშე. მთავარი
შავი საჭურისი (საჭურისები საკმაოდ გავლენიანი პირები იყვნენ
სულთნის კარზე, რომლებიც ბევრ რამეს წყვეტდნენ. ამ პოზი-

60
ციაში, ტრადიციულად, შავკანიანებიც აუცილებლად ფიგური-
რებდნენ.) მისი თვალები და ყურები იყო. მაგრამ ვალიდე გარ-
დაიცვალა და მთელი მისი ძალაუფლება სულთნის მეუღლეს გა-
დაეცა. ამ ქალს სახელად ჰჰიურემი ერქვა, თუმცა ბევრი ჟადის,
ანუ კუდიანს ეძახდა. მას არც თაყვანისმცემლები აკლდა და არც
მტრები. დადიოდა ხმები, რომ ჰიურემს სულთანი მოჯადოებული
ჰყავდა: ხან ალუბლის შარბათში ურევდა ჯადოს, ხან ბალიშის
ქვეშ აპკურებდა, სავსემთვარეობის დროს კი მის ტანსაცმელს,
მალულად, კვანძებად კრავდა.
სულთანმა სამასწლიანი ტრადიცია დაარღვია და ისეთი ქორ-
წილი გადაიხადა, რომ ამ ამბავს ქალაქის ყველა დუქანში, ყვე-
ლა საროსკიპოსა და თრიაქის მწეველთა ყველა ბუნაგში დღემ-
დე ყვებოდნენ. მართალია, ჯაჰანმა არც აქაური დუქნები იცოდა,
არც საროსკიპოები და არც თრიაქის მწეველთა ბუნაგები, მაგ-
რამ, სამაგიეროდ, სანგრამი ყველგან იყო ნამყოფი და ბიჭთან
ჭორები ხშირად მოჰქონდა. სასახლის სხვა ბინადართა ასავალ-
დასავალსაც, ძირითადად, ამ კაცისგან იგებდა.
კკუდიანი იყო თუ არა, ეგ დანამდვილებით არავინ იცოდა,
მაგრამ სულთნის ცოლს იშვიათი ნივთებისა და უცნაური ადა-
მიანებისკენ გული ნამდვილად მიუწევდა და ყველა ღონეს ხმა-
რობდა, რომ ისინი ხელში ჩაეგდო. ასე აღმოჩნდა მის განკარგუ-
ლებაში ჯუჯა ქალი (მასზე პატარა ადამიანს მთელ იმპერიაში
ვერ იპოვიდით), საიდუმლო უჯრებიანი მუსიკალური ზარდახშა,
ხვლიკისკანიანი გლეხის გოგო და თვალ-მარგალიტით მორთუ-
ლი სათამაშო სახლი.ყ ყველაფერს ერთნაირი გატაცებით იძენ-
და მბრძანებლის მეუღლე. ფრინველებიც უყვარდა და მათ საჩი-
ხეს ხშირად სტუმრობდა. ერთ-ერთი თუთიყუში - მწვანემუც-
ლიანი და მეწამულფრთებიანი მაკაო - მისი ნებიერა იყო.

61
ჰიურემი მას ლაპარაკს ასწავლიდა, და როცა სულთანი სუ-
ლეიმანი ჩამოივლიდა, ფრინველი გაზეპირებულ სიტყვებს თა-
ვისი საზარელი ხმით წამოიჩხავლებდა ხოლმე, რითიც სულ-
თანს ღიმილს ჰგვრიდა.
ჰიურემს გაზელებიც უყვარდა და კვიცებიც, მაგრამ მტაცებ-
ლებს იშვიათად, თითქმის არასოდეს ეკარებოდა. „მით უკეთე-
სი!“ - ფიქრობდა ჯაჰანი, რადგან მისი ძლიერ ეშინოდა. ანკი რო-
გორ არ უნდა შინებოდა ამ გულთამხილავი და ადამიანთა სუ-
ლებზე მონადირე ქალისა?

პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში სულთნის კარზე


განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჩოტა თანდათან მოსუ-
ლიერდა, წონაში მოიმატა და გუნებაც გამოუკეთდა. მისთვის
ორი ასალი დაამზადეს - ერთი ყოველდღიური გამოყენების-
თვის, ლურჯი ხავერდისა, ვერცხლმკედით მოქარგული; ერთიც -
სადღესასწაულო, ოქროსფერი, მძიმე სტავრისგან შეკერილი.
ჯაჰანს სიამოვნებდა, როცა ნაქარგს თითისწვერებით ეხებოდა.
ამიერიდან აღარ მისტიროდა ძვირფას ტანსაცმელს, რომელიც
შაჰმა ჰომაიუნმა სპილოსთან ერთად გამოატანა, კაპიტან გარე-
ტის მეზღვაურებმა კი იმ ავბედითი მოგზაურობისას უსირცხვი-
ლოდ წაჰგლიჯეს.
ღამღამობით, როცა თვალებს დახუჭავდა, ბნელში მამინაც-
ვლის სახე აეტუზებოდა ხოლმე. ასეთ წუთებში ბიჭს გაორებული
გრძნობა უჩნდებოდა. ერთი მხრივ, გულით ნატრობდა მშობლი-
ურ სოფელში დაბრუნებას და იმ კაცის მოკვლას, რომელიც დე-
დამისს მუცელში წიხლებს უშენდა, მიუხედავად იმისა, რომ იცო-
და (ან კი როგორ არ უნდა სცოდნოდა!), ქალი ორსულად იყო.

62
მაგრამ მისი არსების მეორე, უფრო გონიერი ნაწილი ჩასჩურჩუ-
ლებდა, რომ დაბრუნებას წინ არაფერი ედგა, ოღონდ მოგვიანე-
ბით აჯობებდა. „თუ სულთნის თვალ-მარგალიტების ხელში ჩაგ-
დება მოვახერხე, ვითომ რა დაშავდება, ცოტა ჩემთვისაც რომ
დავიტოვო? კაპიტანი გარეტი მაინც ვერაფერს გაიგებს. დავ-
კრავ ფეხს და სიმდიდრით ზურგგამაგრებული დავუბრუნდები
მშობლიურ სახლს,“ - ფიქრობდა თავისთვის. იქ დები მიეგებე-
ბოდნენ, ერთბაშად გადაავიწყდებოდათ მისი უეცარი წასვლით
გამოწვეული მწუხარება, ხელებს დაუკოცნიდნენ, ჯაჰანი კი ფერ-
ხთით დაუწყობდა სულთნის ავლადიდებას: ალმასებს, ზურმუხ-
ტებსა და ნეფრიტს. ერთ მშვენიერ დღეს კი... ერთ მშვენიერ
დღეს თვალს დაადგამდა ნორჩ ასულს - სავსე მთვარესავით
მშვენიერს, მარგალიტისდარი კბილებითა და კომშივით მკვრი-
ვი ძუძუებით. ცხადია, ასული გვერდს აუვლიდა, მაგრამ მალუ-
ლად მაინც აჩუქებდა ღიმილს, მჯაჰანი კი მას რაიმე საზარელი
საფრთხისგან იხსნიდა, ყაჩაღების ბანდა იქნებოდა ეს თუ რომე-
ლიმე მრისხანე მტაცებელი (აქ წარმოსახვა ყოველ ჯერზე სხვა-
დასხვა ვერსიას აწვდიდა). კოცნისას ქალის ბაგეების სურნელი
წვიმის წვეთების სურნელს მოაგონებდა, მისი ხვევნა კი დათაფ-
ლული ლეღვივით გაუტკბებოდა. ერთმანეთი შეუყვარდებოდათ
და მას შემდეგ ქალის ალერსი სხეულს ყოველდღე ნელსაცხებე-
ლივით დაუამებდა. ამ ნეტარებას ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს
და წლების შემდეგ, როცა, მობერებულები, ერთმანეთის მკლა-
ვებში დალევდნენ სულს, ადამიანები მათ დედამიწის ზურგზე
უბედნიერეს წყვილად მოიხსენიებდნენ.
სამხეცეში გატარებული პირველი დღეები ბევრად უფრო მძი-
მე იქნებოდა ჯაჰანისთვის, ლომების მომთვინიერებელი ოლევი
რომ არ ყოფილიყო. სწორედ მან გაუწია მფარველობა. აამ სა-

63
ოცრად მამაც, თავზეხელაღებულ კაცს ერთი უცნაურობა სჭირ-
და: თავის ულვაშს ზედმეტად ელოლიავებოდა. დღეში ხუთჯერ
ივარცხნიდა, ცვილით იმუშავებდა და სუნამოს აპკურებდა. ჯაჰა-
ნის მსგავსად, ოჯახი მასაც შორეულ მხარეში ჰყავდა მიტოვებუ-
ლი. ძველ ცხოვრებას ჯერ კიდევ ათი წლის ასაკში გამოემშვი-
დობა, როცა მონებით მოვაჭრეებმა გაიტაცეს. მისი შემდგომი
ბედი მისმა მწითურმა თმამ, ჯანსაღმა აღნაგობამ და განსაკუთ-
რებულმა სიმამაცემ გადაწყვიტა. ოჯახს მოწყვეტილი ყმაწვილი
ოსმალეთის სულთნების კარზე მოიყვანეს და მას შემდეგ
აქაურობა არასოდეს დაუტოვებია. როგორც კი მზე ამოიწვერე-
ბოდა, მომთვინიერებლები მარმარილოთი მოპირკეთებულ
აუზს მიადგებოდნენ და გაყინული წყლისაგან აწითლებული ხე-
ლებით პირს იბანდნენ. შუადღისას შვრიის შეჭამანდსა და პურს
იყოფდნენ, საღამოობით ცხვრის დუმიან ფლავს შეექცეოდნენ,
ხოლო როცა ბინდი ჩამოწვებოდა, ბობღია ტილების ბუდეებად
ქცეულ უხეშ ტომრებზე მიეყრებოდნენ და იძინებდნენ. სადაც
გაიხედავდით, ყველგან ტილების ჭუპრები ეყარა. რწყილებს
ხომ ნუღარ იკითხავთ. ისინი ხან ცხოველების ბეწვში იბუდებ-
დნენ და ადამიანებს ახტებოდნენ, ხან კი - პირიქით; წარამარა
იკბინებოდნენ, დაკბენილი სხეულები მოგვიანებით საზარელი
წყლულებით იფარებოდა. დროდადრო მომთვინიერებლები ყვე-
ლა ცხოველს ამოწმებდნენ, ბეწვსდ უხილავდნენ და დაფხვნილი
ქაფურით, ილითა და სამკურნალო მცენარეებით უწმენდდნენ,
მაგრამ რაც უნდა გულმოდგინედ ეძებნათ, თითო-ოროლა რწყი-
ლი ყოველთვის ეპარებოდათ. ეს კი სრულიად საკმარისი იყო.
კვირაში ორჯერ მთავარი თეთრი საჭურისი შემოივლიდა
ხოლმე შესამოწმებლად. ეს კაცი ყველასთვის მიხაკ ქამილ აღას
სახელით იყო ცნობილი. დატუქსვით არავის ტუქსავდა, არც ხმას

64
იმაღლებდა, მაგრამ სასახლეში ყველაზე მეტად ამ ადამიანის
ეშინოდათ. მისი ბოღმიანი, ხანჯალივით ბასრი მზერა ყველას
თავზარს სცემდა. ამ კაცს იმდენად ფერმკრთალი კანი ჰქონდა,
რომ მის ქვეშ ნატიფი ორნამენტივით მოჩანდა ერთმანეთზე გა-
დახლართული, წვრილ-წვრილი ძარღვები. ერთთავად თვალე-
ბამოღამებული დადიოდა ქამილ აღა. როგორც ამბობდნენ, გა-
თენებამდე დერეფნებში დაბორიალებდა, რადგან ღამ-ღამობით
ძილი ისევე არ ეკარებოდა, როგორც სანადიროდ გამოსულ ბუს.
ერთი ლაქაც რომ სადმე ენახა, იმწამსვე აიმრიზებოდა. მომთვი-
ნიერებლებმა ეს იცოდნენ და ცხოველთა სადგომებს გაუთავებ-
ლად ხეხავდნენ, ქოთნებში შარდს არ აჩერებდნენ და მიწაზე გა-
ნავალს, სალაფავის ჩასასხმელ ჯამებს კი გულმოდგინედ ასუფ-
თავებდნენ. ჯაჰანი არ იყო დარწმუნებული, რომ ცხოველებს ეს
ყველაფერი გულზე ეფონებოდათ. ბუნებრივ პირობებს მოკლე-
ბულები, ვეღარც საკუთარ სუნს გრძნობდნენ და ვეღარც თანა-
მოძმეებისას, ეს კი მათ აბნევდა და ტერიტორიაზე ორიენტირე-
ბის უნარს უკარგავდა. არც ერთ მომთვინიერებელს არ ჰყოფნი-
და გამბედაობა, რომ საჭურისისთვის ეს გაემხილა. ამიტომ ცხო-
ველებზე გულმოდგინე ზრუნვას წამითაც არ წყვეტდნენ. მათი
ცხოვრება ხომ ამ ქმნილებებზე იყო დამოკიდებული: თუ ცხოვე-
ლი ჯანზე იყო, მომთვინიერებელსაც კარგად მიუდიოდა საქმე;
თუ ცხოველს კეთილგანწყობა მოაკლდებოდა, მომთვინიერებე-
ლიც აღარავის სჭირდებოდა.
ერთხელ, აპრილის შუა რიცხვებში, უცნაური რამ მოხდა. ჯა-
ჰანს ჩოტა თავლაში მიჰყავდა. ბილიკს რომ მიუყვებოდა, ბუჩ-
ქებში რაღაც ფაჩუნის ხმა ჩაესმა. ძლივს გასაგონი ხმა იყო, მაგ-
რამ ბიჭს ელდა ეცა. თავიდან წაუყრუა, მაგრამ ყურადღება წამი-
თაც არ მოუდუნებია. უცებ ბუჩქიდან მოქარგულმა ქოშმა ამოყო

65
თავი, სოროდან გამომძვრალი გველის წიწილივით. ჯაჰანი მიხ-
ვდა, რომ ეს ქალის ფეხი იყო, და ახლა თავს იმტვრევდა, ვინ უნ-
და ყოფილიყო იგი. მომთვინიერებელთა რიგებში ქალი არ ჭა-
ჭანებდა. ჰარამხანის ტურფებს ასე შორს გასვლა არ შეეძლოთ,
მით უმეტეს, თანმხლები ხანდაზმული ქალების გარეშე. ჯაჰანმა
დაასკვნა, რომ ვიღაცას თეთრი სპილოს ახლოდან დათვა-
ლიერება სურდა და, რომ არ დაეფრთხო, თავი შორს დაიჭირა.
აიმ დღეს გზა ისე განაგრძო, უცნობი მოთვალთვალისთვის ხე-
ლი არ შეუშლია, მაგრამ ქალმა სტუმრობას მოუხშირა. ცხადია,
ყოველთვის ფარულად აკეთებდა ამას, მაგრამ ჯაჰანს მის ფეხ-
ქვეშ ტოტების ტკაცუნი და მისი კაბის შრაშუნი გარკვევით ჩაეს-
მოდა. ბიჭი თანდათან შეეჩვია იდუმალებით მოცულ მზირს, და
რაკი ეს უკანასკნელი ასე ფრთხილობდა, ჯაჰანი კი ამ ყველა-
ფერს მშვიდად იღებდა, ერთმანეთს ალბათ არასოდეს გა-
მოელაპარაკებოდნენ, საქმეში ბზიკი რომ არ ჩარეულიყო.
იმ დილით ჯაჰანი სპილოს კუდზე მიკრულ ტალახის ბელტს
აშორებდა, როცა უცებ იქაურობა ვიღაცის ყვირილმა შეაზანზა-
რა. ანაზდად ცოცხალ ღობეს უცნობი გოგონა გადმოევლო.
თმააწეწილი დარბოდა, ხელებს იქნევდა და უწყვეტ ნაკადად,
სხაპასხუპით ისროდა რაღაც გაურკვეველ სიტყვებს. ჯაჰანს
გვერდით ჩაუქროლა, თავლაში შევარდა და კარი ისე ძლიერად
მიიჯახუნა, რომ ისევ გაიღო.
- აქშა! მოშორდი! - წამოიძახა ჯაჰანმა და დიდი ფოთოლი მო-
უქნია ბზიკს, რომელიც გოგონას მოსდევდა. მწერი მმრისხანედ
ზუზუნებდა, ერთხანს გამწარებული აწყდებოდა აქეთ-იქით და
ბოლოს გეზი ვარდის ბუჩქისკენ აიღო.
- წავიდა! - თქვა ჯაჰანმა.

66
- გამოვდივარ. თავი დახარე, ფარეშო! - გამოსძახა გოგონამ
და თავლიდან გამოვიდა. მაღალი იყო, ტანკენარი და შოლტი-
ვით მოქნილი. უცებ ცხვირი აიბზუა და გამოაცხადა:
- ალაჰმა მომიტევოს ჩემი სიტყვები, მაგრამ მართლა ვერ გა-
მიგია, ეს ბზიკები რისთვის გააჩინა! - თქვა და გაოცებული
გაემართა სპილოსკენ, რომელსაც ასე ახლოს პირველად ხე-
დავდა. ჯაჰანმა მალულად შეავლო მზერა. გოგონას ღაწვებს
ყვავილის მტვერივით უფარავდა წვრილი ჭორფლი. ისეთი ბაცი
მწვანე ფერის კაბა ეცვა, რომ მზის შუქზე თეთრი ჩანდა; შილი-
ფად მოსხმული თავსაბურავიდან დატალღული თმა მოუჩანდა.
- ჩემმა ძვირფასმა მამამ თუ ნახა ეს ცხოველი? - იკითხა გო-
გონამ.
ჯაჰანი ახლაღა მიხვდა, ვის ელაპარაკებოდა, ნერწყვი გაჭირ-
ვებით გადაყლაპა, თავი რაც შეიძლება მდაბლად დაუხარა და
უპასუხა:
- მის უდიდებულესობას, მიჰრიმაჰს ვახლავარ!
სულთნის ასულმა დაუდევრად დაუკრა თავი, თითქოს თავის
წოდებას არად აგდებდა. შემდეგ მუქი ქარვისფერი თვალები
კვლავ სპილოს მიაპყრო.
- იქნებ მისი მოფერება გსურთ, თქვენო უდიდებულესობავ?
- ხომ არ მიკბენს?
- გარწმუნებთ, თქვენო უმაღლესობავ, ჩოტა სიკეთის განსა-
ხიერებაა, - გაეღიმა ჯაჰანს.
გოგონამ ცხოველს შიშნარევი მზერა შეავლო, მიუახლოვდა
და მის დანაოჭებულ კანს ხელი ჩამოუსვა. ჯაჰანს კიდევ ერთი
შესაძლებლობა გამოუჩნდა, რომ სტუმარს ყურადღებით დაკ-
ვირვებოდა. ჯერ შვიდი რძისფერი მარგალიტით შემკული ძვირ-
ფასი ყელსაბამი მოხვდა თვალში (თითოეული მარგალიტი სი-

67
დიდით ბეღურის კვერცხს აღემატებოდა), შემდეგ მზერა მის ხე-
ლებზე გადაიტანა. უნატიფესი ხელები ჰქონდა. ამ წუთებში გულ-
ხელდაკრეფილი იდგა და თითებს ნერვიულად იფშვნეტდა. სწო-
რედ ამ ჟესტმა საბოლოოდ მიახვედრა ჯაჰანი: გარეგნულად
თვალისმომჭრელ, ერთი შეხედვით, მისგან ეგზომ განსხვავე-
ბულ სტუმარს ზუსტად მასავით უძგერდა გული. ასე რომ არ ყო-
ფილიყო, ვერასოდეს გაუბედავდა იმის თქმას, რაც უთხრა:
- ადამიანებს ცხოველებისა ეშინიათ, მაგრამ ბოროტები სწო-
რედ ჩვენა ვართ და არა ისინი. ნნიანგი და ლომიც კი არ არის
ჩვენზე გულმხეცი.
- ნუ მაცინებ! ეგ ხომ ყველაზე მრისხანე ცხოველებია. გალი-
ებში რომ არ ვამწყვდევდეთ, ალბათ ერთ ლუკმად არ ვეყოფო-
დით!
- თქვენო ბრწყინვალებავ, რაც აქ ვარ, ჯერ არც ერთხელ მი-
ნახავს, რომ ცხოველი ადამიანს თავს ესხმოდეს. თუ შიმშილით
სულს არ ამოხდი, ცხოველი არაფერს დაგიშავებს. თუ არ შეაწუ-
ხებ, არც თვითონ შეგაწუხებს. აადამიანი კი სულ სხვაა. შია თუ
არ შია, მაინც ბოროტებისკენ მიუწევს გული. აბა, დაუფიქრდით,
სად დაგეძინება უფრო მშვიდად? მუცელამოყორილი უცნობის
თუ კარგად გამოკვებილი ლომის გვერდით?
გოგონამ ჯიქურ შეხედა და უპასუხა:
- უცნაური ბიჭი ჩანხარ. რამდენი წლისა ხარ?
- თორმეტის.
- მე შენზე უფროსი ვარ და მეტი ვიცი.
ჯაჰანმა ქედი მოწიწებით მოუხარა, მაგრამ ღიმილისგან თავი
ვერ შეიკავა. გოგონას მთავარი არ უთქვამს: ის წარჩინებული
გვარისა იყო, ჯაჰანი კი - არა. შენზე უფროსი ვარო, ისე უთხრა,
თითქოს თანასწორები იყვნენ, ან ოდესმე გახდებოდნენ.

68
სანამ წასვლას დააპირებდა, გოგონამ ერთი შეკითხვაც და-
უსვა:
- რა გქვია?
ჯაჰანი გაწითლდა. რატომღაც თავისი სახელის წარმოთქმა
ისე ეთაკილა, თითქოს რაღაც უაღრესად პირადული, იდუმალე-
ბით მოცული ცნობა უნდა გაემხილა.
- სპილოს ჩოტა ჰქვია, თქვენო უმაღლესობავ,მ მე კი - ჯაჰანი.
ამაგრამ დედაჩემმა...
- რაო, დედაშენმა?
ჯაჰანს ეს არავისთვის უთქვამს და ახლა ნამდვილად ვერ
გეტყოდათ, რატომ ვერ დამალა.
დ- დედაჩემმა ჰიაცინტი შემარქვა.
- რა სასაცილო სახელია ბიჭისთვის! - გადაიკისკისამ მიჰრი-
მაჰმა, მაგრამ დროზე მიხვდა, რომ ჯაჰანს გული ატკინა და უცებ
დადინჯდა.
- რატომ გეძახდა ასე?
- როცა დავიბადე, უცნაური, იისფერი თვალები მქონდა. დე-
დამ მითხრა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ორსულობის დროს ჰიაცინ-
ტებს ვჭამდიო.
- ჰიაცინტისფერი თვალები... - წაიბუტბუტა მიჰრიმაჰმა, - ახ-
ლა სად არის დედაშენი?
- აღარ არის ამქვეყნად, თქვენო უმაღლესობავ.
- მაშ ობოლი ყოფილხარ. ზოგჯერ მმეც ობლად ვგრძნობ
ხოლმე თავს...
- თქვენი წარჩინებული მშობლები ცოცხლები არიან, ღმერ-
თმა გიდღეგრძელოთ...
ამ საუბარში რომ იყვნენ, უკნიდან ქალის ხმა გაისმა.

69
- თქვენო ბრწყინვალებავ, რამდენი ხანია, დაგეძებთ! აქ მარ-
ტო რამ მოგიყვანათ?
გამოჩნდა ჩასკვნილი, ლოყებღაჟღაჟა ქალი, რომელსაც გამ-
ჭრიახი მზერა და უკმაყოფილოდ მოკუმული, წვრილი ტუჩები
ჰქონდა. მის მკვეთრად მოხაზულ, პირქუშ ყბებს თუ დააკვირდე-
ბოდით, ასე გეგონებოდათ, რომ კრიჭა ჰქონდა შეკრული. ქალ-
მა სპილოს და მაჰაუტს ზედაც არ შეხედა. საერთოდ, თავი ისე
ეჭირა, თითქოს ამ ყვავილებითა და ცხოველებით სავსე წალ-
კოტში არაფერი იყო ყურადღების ღირსი, სულთნის ასულის
გარდა.
მიჰრიმაჰი ჯაჰანს მიუბრუნდა და ეშმაკური, მხიარული ღიმი-
ლით უთხრა:
- ეს ჩემი დადაა!14 სულ ჩემზე წუხს და ქოთქოთებს.
- როგორ არ უნდა შევწუხდე, როცა ჩემი თვალისჩინი სინათ-
ლით არის სავსე, ეს ოხერი დუნია კი ასე ბნელია?! - თქვა ძიძამ.
დ- სამწუხაროდ, დადა ცხოველებს ვერ იტანს... - ჩაეცინა მიჰ-
რიმაჰს, - მხოლოდ ერთი ცხოველი უყვარს ამქვეყნად: თავისი
კატა დარიჩინი.
ჯაჰანმა და მიჰრიმაჰმა ერთმანეთს ძლივს შესამჩნევი, ნამა-
ლევი და იდუმალებით სავსე მზერა მიაგებეს.
უცებ მიჰრიმაჰი აწრიალდა და ძიძას ჰკითხა:
- დედა-ბატონს ხომ არ ვუკითხივარ?
- რა თქმა უნდა, გიკითხა! ჰამამში ბანაობს-მეთქი, ასე მოვახ-
სენე.

14 (თურქ.) ძიძა.

70
- ჩემო მხსნელო! რა მეშველებოდა უშენოდ? - გაუღიმა მიჰ-
რიმაჰმა, შემდეგ ხელი ისე ასწია, თითქოს უხილავ ცხვირსა-
ხოცს იქნევდა, და სპილოს მიმართა:
- ნახვამდის, ჩოტა! ალბათ კიდევ მოგაკითხავ!
ცხოველს მშვიდობა დაუბარა, მის მომვლელს კი ერთი სიტ-
ყვა არ აღირსა და ძიძის თანხლებით ბაღის ბილიკს ჩაუყვა.
ჯაჰანი მარტო დარჩა და კარგა ხანს გონს ვერ მოეგო.
თავში ათასი უპასუხო კითხვა უტრიალებდა, მისნ ყნოსვას ჯე-
რაც სწვდებოდა ნელსაცხებლების სურნელი, მკერდში კი აქამ-
დე უცნობ, უცნაურ ბიძგებს გრძნობდა.
ჯაჰანს ეგონა, რომ სულთნის ასული აღარასდროს დაბრუნ-
დებოდა, ის კი მაინც მოვიდა და, გულითად ღიმილთან ერთად,
სპილოს სასუსნავიც გამოიყოლა თან. ოღონდ ეს არც ვაშლი
გახლდათ და არც მსხალი. ათასნაირი მეფური ნუგბარი მიარ-
თვა ჩოტას: ნაღებმოსხმული ლეღვი, იების ნაყენზე დამზადებუ-
ლი შარბათი, ვარდისმურაბიანი მარციპანი და თაფლში მოხარ-
შული წაბლი. ჯაჰანმა კარგად იცოდა, რომ ერთი ოყა(თურქ. წო-
ნის ერთეული.) ასეთი წაბლი ბაზარში არანაკლებ ოთხი ასპერი
ღირდა. როცა სერალის ცხოვრება თავს მოაბეზრებდა ან დააფ-
რთხობდა, გოგონა გულის მოსაოხებლად თეთრი სპილოს სანა-
ხავად მოიჩქაროდა. ჩოტას ყოველთვის გაოცებული შესცქერო-
და, თითქოს ამ ვეებერთელა არსების ასეთ უცნაურ მორჩილე-
ბას ვერ იჯერებდა. ჩოტა ამ სამხეცის სულთანი იყო, მაგრამ მის
მამას სრულებით არ ჰგავდა.
მიჰრიმაჰის ეს მისვლა-მოსვლა არანაირ განაწესს არ ემორ-
ჩილებოდა. ზოგჯერ კვირაობით არ ჩანდა ხოლმე („ნეტავ რას
აკეთებს ამდენ ხანს იმ იდუმალებით მოცულ ზარდახშაში - სულ-
თნის სასახლის საქალებოში?“ - ფიქრობდა ასეთ დროს ჯაჰანი),

71
მერე კი უეცრად გამოჩნდებოდა და ზედიზედ ყოველდღე აკით-
ხავდა სამხეცეს თავისი ძიძის, ჰესნა ხათუნის თანხლებით. ძიძა
შორიახლოს ჩერდებოდა და ელოდებოდა. სპილოსადმი მიჰრი-
მაჰის ასეთი ინტერესი გულს უღრღნიდა, მაგრამ მიუხედავად
იმისა, რომ თავის აღსაზრდელს ცხოველისადმი ასეთ სიყვა-
რულს არ უწონებდა, მაინც ცდილობდა, ეს ყველაფერი საიდუმ-
ლოდ დარჩენილიყო.
ასე ჩაიარა წელიწადმა. დადგა სულის შემხუთველი ზაფხუ-
ლი. ამასობაში ჯაჰანმა თავი მოუყარა ცოტაოდენ ნაქურდალს,
რომელსაც გულმოდგინედ ინახავდა: ეს იყო კარის მებაღის ნა-
ქონი ვერცხლის კრიალოსანი; ახალბედა საჭურისის ოქრომკე-
დით ნაქარგი აბრეშუმის ცხვირსახოცი; სასახლის საკუჭნაოდან
მოპარული ნუშითა და ფსტით სავსე ფიალები; ოქროს ბეჭედი,
რომელიც ერთხელ სამხეცეში სტუმრად მოსულ უცხოელ დეს-
პანს დაუვარდა.
ჯაჰანს კარგად ესმოდა, რომ კაპიტან გარეტს ეს წვრილმანე-
ბი არ დააკმაყოფილებდა. არადა, სულთნის ძვირფასეულობის
სამალავს ვერა და ვერ მიაგნო. სიმართლე რომ ითქვას, დროთა
განმავლობაში სამხეცეს ისე შეეჩვია, რომ გარეტის დავალებაზე
სულ უფრო იშვიათად ფიქრობდა. კაპიტანს მისთვის მას შემდეგ
აღარაფერი შემოუთვლია, თუმცა ეს კაცი სიზმარში ხშირად ევ-
ლინებოდა წყვდიადიდან გამოსული ბნელეთის მაცნის სახით.
მისი ასეთი გაუჩინარების მიზეზს ჯაჰანი ვერაფრით მიმხვდარი-
ყო და მხოლოდ ვარაუდობდა, რომ სადღაც, მორიგი მოგზაურო-
ბისას, მას სავალალო აღსასრულმა უწია.
ჯაჰანი და სულთნის ასული თითქმის არ საუბრობდნენ და თუ
საუბრობდნენ, მხოლოდ ჩოტას ახსენებდნენ, ცხოველმა კი ამა-
სობაში თანდათან მოიკეთა, გაიზარდა და ხორცი მოიკიდა. ამი-

72
ტომაც გაიოცა ბიჭმა, როცა მიჰრიმაჰმა სრულიად მოულოდნე-
ლად ჰკითხა, ჰინდოსტანში როგორ ცხოვრობდი და აქ როგორ
აღმოჩნდიო.
ბიჭმაც მოხსნა გუდას თავი და ამბავი წამოიწყო. სულთნის
ასულს იასამნის ხის ქვეშ მოეკალათებინა, ჯაჰანი კი მის წინ
მუხლებზე იდგა. მიჰრიმაჰი მზერას არ აშორებდა, ჯაჰანი კი
თვალს ვერ უსწორებდა. გოგონა ისე ახლოს იჯდა, რომ ჯაჰანს
მისი თმის სურნელიც კი სწვდებოდა, მაგრამ ბიჭს წამითაც არ
ავიწყდებოდა, რომ მათ ერთმანეთისგან მთელი სამყარო ჰყოფ-
და.

73
ამბავი, რომელიც სულთნის ასულს მაჰაუტმა
მოუთხრო

ჰინდოსტანის მორჭმულ და მადლიან მიწაზე ცხოვრობდა ერ-


თი ღარიბი ყმაწვილი, სახელად ჯაჰანი. იმ შარაგზიდან, რომელ-
ზეც შაჰ ჰომაიუნის სასახლის მცველები ყოველდღე დააბიჯებ-
დნენ, ორიოდ ნაბიჯში პატარა ქოხი ედგა. ბიჭის გარდა, ამ ჭერ-
ქვეშ ცხოვრობდა მისი ხუთი და, დედა და მამინაცვალი, რომე-
ლიც ამავე დროს მისი უფროსი ბიძა იყო. ჯაჰანი ცნობისმოყვა-
რე ყმაწვილი გახლდათ და ჩხირკედელაობა უყვარდა. ტალახი
იქნებოდა თუ ხე, ქვა თუ ხის ტოტები, ყველაფერს ამ საქმისთვის
იყენებდა. ერთხელ ეზოში ვეებერთელა ღუმელი გააკეთა, რი-
თიც დედას დიდად ასიამოვნა, რადგან, სხვა ღუმლებისგან გან-
სხვავებით, ეს ღუმელი მახრჩობელა კვამლს არ უშვებდა.
ექვსი წლის იყო ჯაჰანი, როცა მამამისი (მამა ოდესღაც
დიახაც ჰყავდა) უეცრად გაუჩინარდა. რამდენჯერაც ჰკითხა დე-
დას მისი ადგილსამყოფელის შესახებ, მისგან ყოველთვის ერ-
თსა და იმავე პასუხს ისმენდა:
- წავიდა, შვილო, წყალს გაჰყვა... ხომალდით გაემგზავრა
შუქ-ჩრდილიანი ქალაქისკენ, სადაც სხვა მბრძანებლები სხედან
და სადაც აურაცხელი ავლადიდება მოიპოვება. სხვა ბიჭი დედას
ალბათ მიუხვდებოდა ამ უწყინარ ტყუილს, მაგრამ ჯაჰანს წლები
დასჭირდა საიმისოდ, რომ სწორი აზრი გამოეტანა ამ ნაკლებ-
დამაჯერებელი გამონაგონიდან, რომელსაც დედა მის გარშემო
სიფრიფანა აბლაბუდასავით ქსოვდა. მაშინაც კი, როცა დედა
ცოლად გაჰყვა მაზლს (კაცს, რომელიც მას მუდმივად დასცინო-
და), ჯაჰანს არ სურდა იმის აღიარება, რომ მამა აღარასდროს
74
დაუბრუნდებოდა. უმწეო ბრაზით შეპყრობილი ბიჭი ხედავდა,
როგორ იჯდა მისი ბიძა მამამისის სავარძელში, როგორ ეძინა
მამამისის საწოლში და როგორ ღეჭავდა მამამისის ბეტელს,15
თანაც მადლობის ერთი სიტყვაც კი არასოდეს წამოსცდებოდა.
რაც არ უნდა გაეკეთებინა ცოლს, ამ კაცს არაფერი აკმაყოფი-
ლებდა. მის დანთებულ ცეცხლს მუდამ სითბო აკლდა, მის ხელ-
ში რძე მუდამ იჭრებოდა, მის გამომცხვარ პურებს მუდამ ჩალის
გემო ჰქონდა, ხოლო ქალის სხეული, რომელსაც ღამღამობით
ეუფლებოდა, ჩირადაც არ უღირდა, სანამ ვაჟიშვილს არ ეღირ-
სებოდა. ბუზღუნისა და ბილწისტყვაობის გარდა, ეს კაცი კიდევ
ერთი საქმიანობით იყო დაკავებული: საომარ სპილოებს ზრდი-
და. იერიშის მიტანასა და ხოცვა-ჟლეტას ასწავლიდა ამ მშვიდო-
ბისმოყვარე ცხოველებს. ამ საქმეში მას ჯაჰანის დები ეხმარე-
ბოდნენ, ჯაჰანი კი - არასოდეს. ბიჭს ისე სძულდა თავისი მამი-
ნაცვალი, რომ მასაც და მის ცხოველებსაც თავს არიდებდა. გა-
მონაკლისი იყო ერთადერთი სპილო - ფაქიზა. ათასი დღე გავი-
და მას შემდეგ, რაც ფაქიზა დამაკდა, მაგრამ არა და არ ადგებო-
და საშველი მის მორჩენას. სამმა შემოდგომამ და სამმა ზამ-
თარმა ჩაიარა. ისევ მოვიდა გაზაფხული. შარაგზის პირას კასი-
ებმა ოქროსფერი კვირტები მოისხეს. ახლომახლო ფერდები
მინდვრის ყვავილებით შეიმოსა; გველებმა ღრმა ძილს თავი წა-
ართვეს, მაგრამ სპლიყვი არა და არა ჩანდა. ამასობაში ფაქიზამ
იმდენი ხორცი მოიკიდა, რომ მოძრაობა უჭირდა.ა დაღონებუ-
ლი მიათრევდა უსიხარულო დღეებს, თვალის ქუთუთოები კი
ისევე ჰქონდა დამძიმებული, როგორც გული. ყოველ დილით ჯა-

15 მმცენარე, რომელსაც ინდოეთში საღეჭად იყენებენ.

75
ჰანს მისთვის სუფთა წყალი და საკვებით სავსე სათლი მოჰქონ-
და. ჩამოუსვამდა ხელს დანაოჭებულ კანზე და წასჩურჩულებდა:
- იქნებ დღეს გაგვითენდეს ის დიდი დღე, ჰა?
ფაქიზა ნელა, უხალისოდ წამოყოფდა თავს, მაგრამ მაინც
მიანიშნებდა თავის პატრონს, რომ მისი სიტყვები გაიგონა და,
დაღლილობის მიუხედავად, მის იმედს თავადაც იზიარებდა.
შემდეგ მზე გამოკრთებოდა ცაზე, ჰორიზონტს მეწამულად
შეაფერადებდა და მორიგი დღეც გათენდებოდა. წვიმების სეზო-
ნამდე რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი. ჰჰაერი დაიხუთა და
აუტანელი ნესტით გაიჟღინთა. ჯაჰანს უკვე ეჭვი ღრღნიდა, რომ
სპლიყვს დედის საშოში რაღაც ზიანი მიადგა. ისიც კი გაიფიქრა,
რომ ფაქიზას მუცელი სხვა მიზეზით გაებერა და ამ გაფუებულ
ხორცში ახლა სრულიად არაფერი იყო, სიცარიელის გარდა.
არადა, რამდენჯერაც ყურს მიადებდა მის ვეებერთელა, მოჩვა-
რულ მუცელს, რომელიც ლამის მიწაზე დასთრევდა, ყოველ-
თვის ჩაესმოდა სუსტი, მილეული, მაგრამ უწყვეტი გულისცემა.
იქ იყო პატარა. იქ იყო, მაგრამ სრულიად გაუგებარი მიზეზით
დროს წელავდა, იცდიდა, იმალებოდა...
ამასობაში ფაქიზას პირის გემო ეცვალა. უცნაურ რაღაცებს
ეტანებოდა, მაგალითად, დიდი სიამოვნებით ისრუტავდა ტალა-
ხიან გუბეებს; გამხმარი თიხის დანახვისას ტუჩებს ილოკავდა;
ნაკელისგან შეკრულ აგურს ციცქნიდა და თუ მოიხელთებდა,
თავლის შეთეთრებული კედლებიდან ჩამოცვენილი კირის ფიფ-
ქებსაც ხარბად სანსლავდა. ჯაჰანის ბიძა ამის გამო შოლტით
გვერდებს უჭრელებდა.
ფაქიზას ყოველდღე აკითხავდნენ ტყის გადაღმა მობინადრე
ოჯახის წევრები. დამწკრივებულები დაადგებოდნენ გზას და ფა-
ქიზას სახლს ძუნძულით ჩაუვლიდნენ. ამ მსვლელობისას

76
მტვრიან ბილიკს მზერას წამითაც არ აცილებდნენ და მხოლოდ
მათთვის გასაგონ, უცხო რიტმს აყოლებდნენ მძიმე ნაბიჯებს.
ნაცნობ კარ-მიდამოს რომ მიუახლოვდებოდნენ, მამრები გაინა-
ბებოდნენ, მდედრები კი ქოხს ახლოს მოუჩოჩდებოდნენ და ფა-
ქიზას თავიანთ ძველისძველ ენაზე ეხმიანებოდნენ. ეზოში წამო-
წოლილი ფაქიზა ყურებს დაცქვეტდა, და თუ ძალას მოიკრებდა,
თავის თანამოძმეებს დროდადრო პასუხობდა, ჩემ გამო ნუ წუხ-
ხართო! თუმცა მეტწილად დუმდა... ჯაჰანი ვერ ხვდებოდა, შიში
ამუნჯებდა თუ თავისიანების სიყვარული უამებდა გულს და იმი-
ტომ ინაბებოდა.
ამ საოცრების სანახავად ჯაჰანის ოჯახს ადამიანებიც აკით-
ხავდნენ. საიდან აღარ მოდიოდა ეს ხალხი: ინდოელები თუ მუს-
ლიმები, სიქები თუ ქრისტიანები - ყველა ჯაჰანის ქოხის ირ-
გვლივ ირეოდა. მოჰქონდათ გვირგვინები და ნაირფერი ყვავი-
ლები, ანთებდნენ სანთლებს, აკმევდნენ გუნდრუკს და მღეროდ-
ნენ. ასე ამბობდნენ, უნდა დავლოცოთ ჩვენი პატარა, რომელიც
უჩინარ სამყაროს თავის წიაღში ჭიპლარით ჰყავს დაბმული და
გასაქანს არ აძლევსო. ზოგჯერ ჭინჭებსაც ჰკიდებდნენ ბანიანის
ხეზე, იმ იმედით, რომ ზეცა მათ ლოცვებს შეისმენდა. ისე არ და-
იშლებოდნენ, რომ ფაქიზასთვის ხელი არ ჩამოესვათ. თან აღ-
თქმას დებდნენ, ხელებს იქამდე არ დავიბანთ, სანამ ჩვენი ნატ-
ვრა არ ასრულდებაო. ზოგიერთი ისე კადნიერდებოდა, რომ კუ-
დიდან ერთ-ორ ღერ თმასაც ამოაწიწკნიდა; ასეთებზე ჯაჰანს
ფხიზლად ეჭირა თვალი.
ცხოველების მკურნალებიც ხშირად მოდიოდნენ. ზოგს სპი-
ლოს დახმარების სურვილი ამოძრავებდა, ზოგს კი - უბრალო
ცნობისმოყვარეობა. ერთ-ერთ მათგანს შრი ზიშჰანი ერქვა.
ხმელ-ხმელი, წარბებმომშვილდული კაცი იყო. უცნაური ჩვევა

77
ჰქონდა: ხეებს, ქვებსა და ლოდებს ეხუტებოდა, რათა მათში სი-
ცოცხლის ფეთქვა შეეგრძნო. შარშან კლდიდანაც კი ჩამოვარ-
და, როცა ჩამავალი მზის მკლავებში მოქცევა განიზრახა და წო-
ნასწორობა დაკარგა. ორმოცი დღე უსიტყვოდ და გაუნძრევლად
იწვა ლოგინში. მმხოლოდ დროდადრო აახახამხამებდა ხოლმე
თვალებს, თითქოს ძილშიც განაგრძობდა ვარდნას. ცოლს უკვე
გამოტირებული ჰყავდა, მაგრამ ორმოცდამეერთე დღეს ზიშხა-
ნი უცებ წამოიწია, წამოფორთხდა და ფეხზე დადგა. მართალია,
სიქა გამოცლილი ჰქონდა, მაგრამ სხვა მხრივ სრულიად ჯან-
მრთელი ჩანდა. მას შემდეგ ამ კაცს გონება ბირდაბირივით
აქეთ-იქით დაურბოდა. ამ უბედური შემთხვევის შედეგთან და-
კავშირებით აზრი ორად გაიყო: ზოგნი მიიჩნევდნენ, რომ ამ ამ-
ბავმა ზიშჰანი რაღაც უცხო, სხვა ბრძენ კაცთათვის სრულიად
მიუღწეველ სამყაროს აზიარა. სხვები ამტკიცებდნენ, რომ
ჭკუიდან შეიშალა და წმიდათაწმიდა რიტუალების შესრულებას
იმ დღიდან ვეღარავინ ანდობდა. ასე იყო თუ ისე, ეს კაციც მოად-
გა ჯაჰანის კარს, თვალდახუჭულმა მიადო ყური ფაქიზას მუ-
ცელს და ისეთი ყრუ ხმით ამოიხავლა, თითქოს ახლაც იმ ხრა-
მის ფსკერიდან ამოსძახოდა ადამიანებს, რომელშიც იმ დღეს
ფეხი ჩაუცდა:
- პატარა გვისმენს!
თავზარდაცემულ და აფორიაქებულ ჯაჰანს სუნთქვა შეეკრა.
- რისი თქმა გინდა? ჩვენი ხმა ესმის?
- რა თქმა უნდა. თუ იყვირებთ და ბილწ სიტყვებს გააგონებთ,
არასოდეს გამოვა.
ჯაჰანს პირკატა ეცა. გგაახსენდა, რა ხშირად ისმოდა მის
ოჯახში ლანძღვა-გინება და ბრაზიანი ქოქოლა. აშკარა იყო, პა-
ტარა სპლიყვი მისმა პირუტყვმა ბიძამ დააფრთხო.

78
დასტაქარმა ჯაჰანს დაკოჟრილი თითი დაუქნია და თქვა:
- მომისმინე, შვილო. ეს უბრალო სპლიყვი არ არის.
- რას გულისხმობ?
- მეტისმეტად მგრძნობიარეა, არ უნდა დაბადება. შენ უნდა
დაამშვიდო. დდაარწმუნე, რომ ყველაფერი კარგად იქნება, და
რომ ეს დუნია არც ისე ბოროტია. ააი, ნახავ, ისარივით გამო-
ვარდება გარეთ. გულით შეიყვარე და ისიც არასოდეს მიგატო-
ვებს, - დაარიგა ზიშჰანმა და ბიჭს თვალი ისე ჩაუკრა, თითქოს
ამ წუთიდან ისინი რაღაც დიდი საიდუმლოს თანაზიარები გახ-
დნენ.
იმ დღეს საგონებელში ჩავარდნილი ჯაჰანი მოქუფრულ ცას
აჰყურებდა და თავს იმტვრევდა: როგორ უნდა დაერწმუნებინა
პატარა სპილო, რომ ამქვეყნად მოსვლა ნამდვილად ღირდა?
სპილოებისთვის საუბარი უცხო არ არის. დრტვინვით, ბუბუნითა
და ღრიალით ყოველთვის ამბობენ ხოლმე თავიანთ სათქმელს,
მაგრამ ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ დასახულ ამოცანას თავს
ვერ გაართმევდა, განა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ენა არ ეს-
მოდა, არამედ იმიტომაც, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდა.
მართლაც, რა იცოდა ჯაჰანმა სამყაროზე, რომელიც ამ მესერს
მიღმა, კვერცხის ნაჭუჭივით პატარა და მყიფე მისი გულის კედ-
ლებს მიღმა გადაშლილიყო?
სადღაც შორს, ცაზე ელვა გამოკრთა. ჯაჰანი ქუხილს
დაელოდა, მაგრამ ეს ხმა არა და არ გაისმა. სწორედ დროის ამ
მოკლე შუალედში, როცა ბიჭი რაღაცის მოლოდინში განაბული-
ყო, უცებ გაურბინა გონებაში ახალმა აზრმა. დიახ, სამყაროზე
ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ სამყაროს წინაშე შიში მისთვის
უცხო არ იყო. პატარაობისას, თუ რამე დააფრთხობდა, დედის
თმისქვეშ იმალებოდა, რომელიც ისეთი გრძელი იყო, რომ მუხ-

79
ლებამდე სწვდებოდა. ჯაჰანმა სახლში შეირბინა. დედა თავის
ქმარს ვარცლში აბანავებდა და ზურგს უხეხავდა. ჯაჰანის ბიძას
ბანაობა სძაგდა და ამაზე არასოდეს დათანხმდებოდა, რწყი-
ლებს რომ არ შეეწუხებინა. წყლიდან რომ ამოდიოდა, მხოლოდ
კანის ფერი ჰქონდა შეცვლილი, გუნება კი - არასოდეს. ახლაც,
სანამ ქაფურის ზეთი თავის ჯადოსნურ საქმეს აკეთებდა, თვალ-
დახუჭული იწვა ვარცლში. ჯაჰანმა დედას ანიშნა, ეზოში გამომ-
ყევიო, შემდეგ თვალის დახამხამებაში შეყარა თავისი დები
(რომლებსაც დედისგან მემკვიდრეობით მხოლოდ ხშირი თმა
ერგოთ და არა სილამაზე) და თავისთვისვე მოულოდნელი სი-
თამამითა და დაბეჯითებით სთხოვა, ფაქიზას ირგვლივ დამდგა-
რიყვნენ. მისდა გასახარად, ყველამ ერთმანეთს ჩაჰკიდა ხელე-
ბი. არც კი გაღიმებიათ, თითქოს უცნაური არაფერი ხდებოდა.
მერე ჯაჰანის მითითებით ცხოველს ახლოს მიუჩოჩდნენ, ზურგე-
ბი ქარს მიუშვირეს, თავები დახარეს, გრუზა დალალები ააშ-
რიალეს და სპილოს უზარმაზარ მუცელს ააფარეს. ეს სქელი სა-
ბურველი მფრინავ ხალიჩასავით ჩამოეკიდა ჰაერში. ჯაჰანს ქო-
ხიდან მამინაცვლის ბღავილი მოესმა. ცხადი იყო, ეს ხმა დედის
ყურამდეც აღწევდა, მაგრამ ადგილიდან არც ერთი ქალი არ
დაძრულა. რაღაც მშვენიერი და მომნუსხველი ტრიალებდა ჰა-
ერში. იმ წუთებში სიტყვები რომ ეპოვა, ჯაჰანი ალბათ ამას მად-
ლის გადმოსვლას უწოდებდა.
- გამოდი, პატარავ! დამიჯერე, აქაურობა არც ისე ცუდია! -
წასჩურჩულა ბიჭმა დედის საშოში შეყუჟულ სპლიყვს.
მოგვიანებით დედამისი ქმარმა ურჩობისთვის ცემა. ჯაჰანი
შეეცადა ჩარეულიყო, მაგრამ თავისი წილი ორიოდე ალიყური
თვითონაც იგემა. იმ ღამით თავლაში ეძინა. დილით საოცარ სი-
ჩუმეში გამოეღვიძა.

80
დედა! - დაიძახა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
პპასუხად ჩამიჩუმი არ ისმოდა.
ჯაჰანი ფაქიზას თავზე წამოადგა. სპილოს თავიდან არაფერი
ეტყობოდა, მაგრამ უცებ მკერდში რაღაც შეუტოკდა, ერთხელ,
ორჯერ... ახლაღა შეამჩნია ბიჭმა, რომ ცხოველს გავა შეშუპებუ-
ლი ჰქონდა. კვლავ უხმო დედას და დებს, მაგრამ მიხვდა, რომ
არც ერთი მათგანი შინ არ იყო. ფაქიზამ საყვირივით დასჭექა,
მისი საშო კი ამასობაში მთელი ძალით დაიკრუნჩხა და უზომოდ
გაფართოვდა. ჯაჰანს სხვა ცხოველების (ცხენების, თხების) მშო-
ბიარობა ადრეც ენახა, მაგრამ სპილოს მშობიარობას არასო-
დეს შესწრებია. საკუთარ თავს კი შეახსენა, რომ ეს ფაქიზას მე-
ექვსე ნაშიერი იყო და დედა სპილომ კარგად იცოდა, რაც უნდა
გაეკეთებინა, მაგრამ შინაგანმა ხმამ, უფრო ბრძენმა და გონი-
ერმა, დროზე გააფრთხილა, რომ ბუნების ბრმად ნდობა და
თვითდინებაზე მიშვება არ ივარგებდა და ცხოველს დახმარება
სჭირდებოდა. ოღონდ იმავე ხმას არაფერი უთქვამს, ახლა უნდა
გაეკეთებინა ეს თუ მოგვიანებით. უ
ამ ფიქრებში რომ იყო ჯაჰანი, უცებ გამოჩნდა პარკი - მდინა-
რის ქვასავით სველი და ლორწოვანი. პარკი მიწაზე დაენარცხა,
გასკდა და იქიდან სითხემ იხუვლა, რის შემდეგაც ნაყოფი, სის-
ხლთან და ლორწოვან, გამჭვირვალე სითხესთან ერთად გა-
საოცარი სისწრაფით გამოვარდა დედის საშოდან.
ბიჭია, ბიჭი!
რეტდასხმული, უმწეო პატარა ისეთი დაღლილი ჩანდა, თით-
ქოს დიდი გზა გამოევლო. ფაქიზამ შვილი დაყნოსა და ხორთუ-
მის წვეტი ნაზად ამოჰკრა, შემდეგ კი გამჭვირვალე, სლიპი მომ-
ყოლი ერთ წამში გადასანსლა. ამასობაში ღამურასავით ბრმა
სპლიყვი რის ვაივაგლახით წამოდგა ფეხზე. მთელი სხეული

81
რძისფერი ბეწვით ჰქონდა დაფარული. ჯაჰანი ყველაზე მეტად
მისმა ზომამ და ფერმა გააკვირვა. მის წინაშე ამქვეყნად ყველა-
ზე პატარა, თანაც ბამბის ქულასავით ქათქათა სპილო იდგა! ფა-
ქიზას ნაშიერს სხვა ახალშობილი სპილოები ზომით თითქმის
ნახევარჯერ აღემატებოდნენ. ჩოტას მათსავით მოკლე ხორთუმი
ჰქონდა და რძის პირველ ყლუპებს ისიც პირით დაეწაფა, მაგ-
რამ, მათგან განსხვავებით, დედას მუხლებამდეც კი ვერ სწვდე-
ბოდა. ფაქიზა თავიდან რბილად, შემდეგ კი სულ უფრო მოუთ-
მენლად აგულიანებდა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. ჯაჰანი
მიხვდა, რომ რაღაც უნდა ეღონა, და თავლის კუთხეში, სადაც
ათასი წვრილმანი ინახებოდა, ზამთრის საკვებით სანახევროდ
სავსე კასრს მიადგა. კასრი რომ გადასწია, მის ფეხებთან ვირ-
თხამ გაიშლიგინა და ფეხები ერთ წუთში საუკუნის მტვრით
დაეფარა. ჯაჰანმა კასრი გადმოაპირქვავა და დედა-შვილთან
მიაგორა,მ მერე სახლში გაქანდა და პატარა ქვაბი მოარბენინა,
კასრი ცხოველებს რაც შეიძლება ახლოს მიუჩოჩა და ზედ აძ-
ვრა. შეაძრწუნა დედა სპილოს შეშუპებული ძუძუსთავების და-
ნახვამ. ფრთხილად მოუჭირა ცერი და საჩვენებელი თითი, იმ
იმედით, რომ სპილოს თხასავით მოწველიდა, მაგრამ ცხოვე-
ლის ძუძუებიდან ერთი წვეთი რძე არ გადმოვიდა. ჯაჰანმა ამჯე-
რად მეტი ძალა დაატანა. ფაქიზა ისე შეტორტმანდა, რომ ბიჭი
ლამის კასრიდან გადმოაგდო. ჯაჰანმა სუნთქვა შეიკრა, ერთ--
ერთ ძუძუსთავს პირი ჩაავლო და მოქაჩა. რძის გემო და სუნი
რომ იგრძნო, გულისრევა მოეძალა. ვერასდროს წარმოიდგენ-
და, რომ რძე ასე უსაშველოდ ყარდა. მეორე და მესამე მცდე-
ლობა პირველზე წარმატებული არ აღმოჩნდა. ჯაჰანი ეზოში გა-
ვარდა და გული აერია. სპილოს რძის მგავსი ადრე სხვა არაფე-
რი გაესინჯა. უჩვეულოდ სქელი და ცხიმიანი სითხე ერ-

82
თდროულად ტკბილიც იყო და მწკლარტეც. ჯაჰანს ოფლისგან
კეფა დაუსველდა და თავბრუ დაეხვა, მაგრამ ცხვირზე ხელსა-
ხოცი აიფარა და შვება იგრძნო. ამის შემდეგ საქმე უკეთ წაუვი-
და. წოვდა, რძეს ჭურჭელში აფურთხებდა, კვლავ წოვდა და
კვლავ აფურთხებდა. როცა ქვაბის მესამედი გაივსებოდა, კას-
რიდან ჩამოდიოდა და საჩუქარი დიდის ამბით მიჰქონდა ახალ-
შობილთან. მთელი დღე ამ საქმიანობით იყო დაკავებული.
სპლიყვი ყოველ ჯერზე ერთი ამოსუნთქვით, სიამოვნებით
სვრეპდა წვალებით გამოწველილ რძეს. ბიჭმა დაახლოებით ათ-
ჯერ გაიმეორა ეს „მარშრუტი“, შემდეგ კი საკუთარ თავს დასვე-
ნების უფლება მისცა. ჩამოჯდა, გაშეშებული ყბები მოისრისა და
ახალშობილს დახედა. პატარა სპილო პირს სასაცილოდ პრუ-
წავდა, თითქოს ეშმაკურად იღიმებოდა. პასუხად ჯაჰანმაც
გაუღიმა და ამ წუთიდან მიხვდა, რომ ისინი ძუძუმტეები გახ-
დნენ.
- სახელად ჩოტას16 დაგარქმევ, მაგრამ დიდი და ძლიერი უნ-
და გაიზარდო, იცოდე! - უთხრა სპლიყვს, რომელმაც თანხმობის
ნიშნად რაღაც სასაცილო ხმა ამოუშვა.
თავიდან ვინ აღარ ცდილობდა მისთვის საკუთარი სურვილი-
სამებრ სახელის გადარქმევას, მაგრამ არც იმ დროს და არც
შემდგომში სპილო არც ერთ სხვა სახელს არ გამოხმაურებია,
გარდა იმისა, რომელიც ჯაჰანმა უბოძა. ჩოტა იყო და ჩოტად
დარჩა. სამ კვირაში იმოდენა გაიზარდა, რომ დედის ძუძუებს
თავისუფლად სწვდებოდა. მალე უკვე ეზოში დაბაჯბაჯებდა, წი-
წილებსა და ჩიტებს აწიოკებდა და დიდი გატაცებით ეცნობოდა

16 პატარა.

83
გარესამყაროს. ჯოგის ყველა მდედრი ზედ დაჰფოფინებდა და
ესიყვარულებოდა. ისიც იფერებდა ამას და განუწყვეტლივ ცელ-
ქობდა. თან ძალიან მამაცი იყო. არც ჭექა-ქუხილის ეშინოდა და
არც შოლტისა. მხოლოდ ერთი რამ ავსებდა შიშით მის გულს. ეს
ხმა დროდადრო უღრანი ტყის წიაღიდან აღწევდა და ღვარცო-
ფივით აწყდებოდა მახლობელ ველ-მინდვრებს. ეს იყო ვეფხვის
ხმა.
ჯაჰანმა ამბავი დაასრულა. ერთი საათი მუხლებზე იდგა და
საუბრისას ბალახს დასცქეროდა. თხრობას რომ მორჩა, ვერც
მაშინ გაუსწორა თავის მსმენელს თვალი. აარადა, ეს რომ
გაებედა, უთუოდ დაინახავდა, როგორ გადაურბინა სულთნის
ასულს ბაგეზე დილის ნისლივით შეუმჩნეველმა, ნაზმა ღიმილ-
მა.
- შემდეგ რა მოხდა? - იკითხა მიჰრიმაჰმა.
მაგრამ სანამ ჯაჰანი პირს გააღებდა, საუბარში ძიძა ჩაერია:
- უკვე გვიანია, ჩემო დიდებულო ქალბატონო. დედაშენი სა-
დაცაა, დაბრუნდება.
- კარგი, დადა, წავიდეთ, - ამოიოხრა მიჰრიმაჰმა, გრძელი
ხალათი გაისწორა, წამოდგა და ტანის ნაზი რხევით ჩაუყვა ბა-
ღის ბილიკს. ჰესნა ხათუნი ერთხანს უსიტყვოდ აკვირდებოდა,
შემდეგ, როცა გოგონა თვალს მიეფარა, ისე ალერსიანად და ჩუ-
მად ალაპარაკდა, რომ ჯაჰანმა მის სიტყვებში მუქარანარევი
საყვედური მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ ამოიკითხა.
- „ჰიაცინტისფერი თვალები...“, „სპილოს ძუძუმტე...“ უც-
ნაური ვინმე ხარ, ინდოელო... ან კიდევ ნიჭიერი მატყუარა. თუ
მართლა ატყუებ ჩემს გულმოწყალე პატარა ქალბატონს, ვფი-
ცავ, ამას უეჭველად შევიტყობ და მწარედ განანებ...

84
მიჰრიმაჰის მორიგი სტუმრობისას ძიძა შვიდი ნაბიჯის მოშო-
რებით იდგა და მიცვალებულივით დუმდა. სულთნის ასული ჩა-
მავალი მზის შუქზე განსაკუთრებით ლამაზი ეჩვენა ჯაჰანს.
თითზე კაკლის ოდენა, მტრედის სისხლისფერი ალმასი უბზი-
ნავდა. ჯაჰანმა იცოდა, ეს პატიოსანი თვალი ხელში რომ ჩაეგ-
დო, ამქვეყნად უმდიდრესი ადამიანი გახდებოდა. მაგრამ ისიც
იცოდა, რომ ამ გოგოს ვერასოდეს ვერაფერს მოჰპარავდა. მიჰ-
რიმაჰი ჩოტას ქლიავის ჩირით გაუმასპინძლდა და იასამნის
ქვეშ ჩამოჯდა. მის დალალებს მინდვრის ყვავილებისა და ველუ-
რი მცენარეების სურნელი ასდიოდა.
- მინდა ვიცოდე, რა მოხდა შემდეგ, - უთხრა ჯაჰანს.
ბიჭი კანკალმა აიტანა, მაგრამ თავს მოერია და მშვიდად
ჩაილაპარაკა:

85
ამბავი, რომელიც მაჰაუტმა სულთნის ასულს
მოუთხრო

ჩოტას დაბადებიდან ერთი წელი რომ გავიდა, შაჰ ჰუმაიუნმა


თავის დიდებულ სასახლეში უჩვეულო კაცი ისტუმრა. ეს გახ-
ლდათ ოსმალეთის ადმირალი, რომელმაც მთელი ფლოტი და
თავისი ეკიპაჟის ნახევარი საშინელ შტორმში დაკარგა. შაჰმა
მისი ნაამბობი მოისმინა და შინ დასაბრუნებლად ახალ კარავე-
ლებს დაჰპირდა.
- ზღვაში იმიტომ გავედი, რომ ურჯულოებს შევრკინებოდი.
მაგრამ ქარიშხალმა თქვენს მიწას მომაყენა, - თქვა ოსმალომ, -
ახლა მესმის, რატომ მოხდა ეს:ა ალაჰმა ინება, რომ შაჰის გუ-
ლუხვობა ჩემი თვალით მენახა და სულთნისთვის ამბავი მიმეტა-
ნა.
ჰომაიუნს მისი სიტყვები გულზე მოეფონა, საჩუქრად ძვირფა-
სი სამოსი და თვალ-მარგალიტი უბოძა, შემდეგ კი დასასვენებ-
ლად თავის ოთახებს მიაშურა და სწორედ იქ, ვარდის ფურცლე-
ბით სავსე აბაზანაში ეწვია ერთი აზრი. მის გასაჭირს ბოლო არ
უჩანდა: მტრები მრავლად ჰყავდა, მათ შორის მისი სისხლით ნა-
თესავებიც ერია. მართალია, აწ გარდაცვლილმა მამამისმა თა-
ვის დროზე დაბეჯითებით ურჩია, მოძმეს ნუ დაუშავებ, თუნდაც
ამას იმსახურებდესო, მაგრამ საკითხავი ეს იყო: თუ არავის
დაუშავებდა, როგორღა უნდა მოეგერიებინა ეს ხალხი? ან თუ
არ დაამარცხებდა, ძალაუფლებას როგორღა შეინარჩუნებდა?
იწვა დედიშობილა, ორთქლისგან სუნთქვაშეკრული, და ფიქრე-
ბით ამ თავსატეხს უტრიალებდა. უცებ მისი მზერა ვარდის ფურ-
ცელმა მიიპყრო. ისე ლამაზად მოცურავდა, თითქოს ვიღაცის
86
უხილავი ხელი მართავსო. უცებ ფურცელმა მისკენ გამოუხვია
და გულზე მიეკრა. კეთილშობილ, მისტიკისადმი მიდრეკილ
შაჰს აღტაცების ოხვრა აღმოხდა. იმ წუთებში ეჭვი არ ეპარებო-
და, რომ ეს რაღაცის მაუწყებელი ნიშანი იყო. ვარდის ფურცელ-
მა მის ყველაზე სუსტ წერტილზე - გულზე მიუთითა. „არა,
გრძნობებმა ძალა არ უნდა გამომაცალოს,“ გაუელვა თავში.
რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ
დაღუპული ხომალდის კაპიტანი ამ ვარდის ფურცელივით სწო-
რედ განგებამ მოაყენა კარზე. ღმერთი იმაზე მიანიშნებდა, რომ
მტრებისთვის ომი უნდა აეტეხა და საჭიროების შემთხვევაში და-
სახმარებლად ოსმალებისთვის მიემართა.
თხემით ტერფამდე გალუმპული შაჰი აბაზანიდან ერთობ ნა-
სიამოვნები გამოვიდა.

ორ მაჰმადიანურ სულთანათს შორის ურთიერთობა თითქმის


არ წყდებოდა - აქეთ-იქით მიმოდიოდნენ ვაჭრები, ემისრები,
მისტიკოსები, მსტოვრები, ხელოსნები და მწირები. იყო ათას-
გვარი ძღვენის გაცვლა-გამოცვლაც - აბრეშუმის ქსოვილები იქ-
ნებოდა ეს თუ ძვირფასი თვლები, ხალიჩები თუ სანელებლები,
სადაფის ზარდახშები თუ მუსიკალური საკრავები, ლომები, ავა-
ზები, კობრები, ჰარამხანის ქალები თუ საჭურისები. ერთი
მბრძანებელი მეორეს დიდის ამბით რომ მოიკითხავდა, პასუხიც
(დადებითი იქნებოდა თუ უარყოფითი) ასეთივე მოქარგული და
ხატოვანი ენით დაწერილი უსტარის სახით უბრუნდებოდა უკან.
ჰუმაიუნს - მშვიდობისმყოფელსა და უფლის ჩრდილს დედა-
მიწაზე - დიდ ცნობისმოყვარეობას აღუძრავდა სულეიმანი, რო-
მელიც ზღვასა და ხმელეთს აზანზარებდა. მსტოვრებისგან სმე-

87
ნოდა, რომ სულთანი ძილის წინ სოლომონის ბეჭედს იკეთებდა,
რომელიც თავის დროზე მის სეხნიას ცხოველებზე, ადამიანებსა
და ჯინებზე ბატონობის ძალას ანიჭებდა. სულეიმანის ძალმოსი-
ლებაც ეჭვგარეშე იყო, მაგრამ მაინც ჩნდებოდა კითხვა: ნეტავ
რა სისუსტეები და შიშები იმალებოდა მისი ძვირფასი ხალათე-
ბის უბეში, რომლებსაც, ხალხის თქმით, ყოველდღე იცვლიდა?
ჰუმაიუნს სულთნის ჰარამხანის დედოფალზე, ჰიურემზეც ბევ-
რი რამ სმენოდა. არცთუ დიდი ხნის წინ ამ ქალს ეგვიპტიდან
ათასი წყვილი საფოსტო მტრედი მოჰგვარეს თურმე. შიკრიკე-
ბად გამოწვრთნილმა, ბრჭყალებზე პაწაწინა ბარათებგამობ-
მულმა ფრინველებმა ზღვები და მდინარეები გადმოლახეს და
სტამბოლს მოადგნენ.დ და როცა ისინი გალიებიდან გამოუშვეს,
ცა ისე ჩამობნელდა, რომ დაფეთებული ხალხი მეჩეთებს მიაწ-
ყდა, განკითხვის დღე დაგვიდგაო!
ჰუმაიუნმა გადაწყვიტა, ოსმალეთის სულთნის მეუღლე არნა-
ხული ძღვენით გაეოცებინა. ამ ძღვენს ორმაგი დანიშნულება
ჰქონდა: თან პატივი უნდა მიეგო სულთნისთვის, თანაც უნდა შე-
ეხსენებინა, რომ მისი ძალაუფლება ყველგან არ ვრცელდებოდა
და მას საზღვარი ჰქონდა. შაჰი მოსასხამში გაეხვია და უხმო თა-
ვის სტუმართუხუცეს ჯოჰარს, რომლის სიბრძნეში ეჭვი არასო-
დეს შეჰპარვია.
- ერთი ეს მითხარი, ჯოჰარ, ძღვნად რა უნდა მივართვა კაცს,
რომელსაც ყველაფერი აქვს?
- არცა აბრეშუმი და არცა პატიოსანი თვლები, არცა ოქრო და
არცა ვერცხლი... მე თუ მკითხავ, ცხოველი აჯობებს. ცხოველს
პიროვნული თვისებები გააჩნია, თანაც ყველა მათგანს თავისე-
ბური ხასიათი აქვს, - უპასუხა ჯოჰარმა.

88
- მაინც რომელი ცხოველი გამოხატავს ყველაზე ზუსტად ჩვე-
ნი იმპერიის დიდებულებას?
- სპილო, ჩემო მბრძანებელო. ამქვეყნად ყველაზე დიდი
ცხოველი ეგ არის.
შაჰ ჰუმაიუნი ჩაფიქრდა.
- მსურს სულთანს მივანიშნო, რომ ჩემი სამეფო მის დახმარე-
ბას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდებულია და
ასეთი ცხოველებით არის მდიდარი.
- თუ ასეა, სპლიყვი გაუგზავნეთ, მბრძანებელო. ამ გზით მი-
ახვედრებთ, რომ ჯერ ბრძოლის თავი არა გვაქვს და დახმარება
გვჭირდება, მაგრამ მოვა დრო, გავიზრდებით და ვიბრძოლებთ,
ბრძოლას კი, უფლის ნებით, გამარჯვებით დავაგვირგვინებთ.
დილით ჯოჰარი ჯარისკაცების თანხლებით მოადგა ჯაჰანს,
რომელიც ამ დროს სპილოს აპურებდა. ჩოტა უკვე რვა კანტარს
იწონიდა და მის სხეულს კვლავინდებურად სპილოსძვლისფერი
დაჰკრავდა. ასეთი საპატიო სტუმრის მობრძანებით ფრთაშეს-
ხმულმა ჯაჰანის ბიძამ ჯოჰარს მონური მორჩილებით მოუხარა
ქედი და მის წინაშე ლამის მიწაზე განერთხა.
- რას გვიბრძანებ, ჩვენი კეთილშობილი შაჰის კეთილშობი-
ლო მსახურო?
- შევიტყვე, თეთრი სპილო გყოლია, -უ უთხრა ჯოჰარმა, - უნ-
და გამატანო. შაჰს მისი ოსმალეთში გაგზავნა აქვს განზრახუ-
ლი.
- ნება შენია. ეს დიდი პატივია ჩემთვის!
- ვერ ვიჯერებ, ნუთუუ ატან?! - გაისმა უცებ უკნიდან.
ყყველამ მოიხედა და ჯაჰანს მიაპყრო თვალი.
ბიძამისი კვლავ დაემხო სტუმრის წინ და შეჰღაღადა:

89
- აპატიე, ჩემო ბატონო, ერთი თვეა, რაც დედა მოუკვდა. სა-
შინელი სენი შეეყარა ჩემს ცოლს. წინა დღეს მშვენივრად იყო,
დილით კი ხელიდან გამოგვეცალა. ორსულად იყო საბრალო.
აამ ბავშვმა არც კი იცის, რას ამბობს. მწუხარებამ გონება
აურია.
- დედაჩემი შენ მოკალი, ბოროტო. ყოველდღე ცემდი!.. -
შეუტია ჯაჰანმა, მაგრამ მამინაცვალმა სილა გააწნა და წაქცე-
ულმა ბიჭმა სათქმელი ვეღარ დაასრულა.
- ნუ ურტყამ შენს ვაჟს! - უბრძანა ჯოჰარმა.
- მე მისი ვაჟი არა ვარ! - წამოიძახა ჯაჰანმა.
- მამაცი ბიჭი ხარ, გეტყობა... - ჩაეღიმა ჯოჰარს. - მომიახ-
ლოვდი, მინდა შემოგხედო.
ჯაჰანი იძულებული იყო, ბრძანება შეესრულებინა, რადგან
ბიძამისი ქორულ მზერას წამითაც არ აშორებდა.
- მაინც რატომ არ გემეტება? - ჰკითხა ჯოჰარმა.
- ჩოტა სხვა სპილოებს არ ჰგავს: ის სხვანაირია. ვერსად გა-
ვუშვებ.
- კარგია, ცხოველები რომ გიყვარს. მაგრამ, გარწმუნებ, შენი
სპილო კარგად იქნება. ოსმალეთის სულთნის კარზე მას ისე მო-
ეპყრობიან, როგორც სეფეწულს. შენი ოჯახი კი დაჯილდოვდება,
- თქვა ჯოჰარმა, შემდეგ ხელის ბიჭი იხმო და ქისა მოატანინა.
ჯაჰანის ბიძას მონეტების დანახვისას თვალები გაუბრწყინდა და
სტუმარს მიმართა:
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, ბატონო. რა ჭკუა მოეკითხება?
ცხოველი შენია, წაიყვანე, სადაც გსურს.
ასე გადაწყდა ჩოტას ბედი. ჯაჰანმა მოგზაურობისთვის მისი
მომზადება თავად იკისრა. ჯერ სამკურნალო ბალახები აჭამა,
რომლებიც კუჭის მოქმედებას უწყობდა ხელს, შემდეგ დაბანა

90
და კანი ნელსაცხებლებით დაუმუშავა, შემდეგ ტერფები დაუმუ-
შავა და ფრჩხილები დააჭრა. უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ
მოგზაურობისას ჩოტას სულ სხვა თანმხლები ეყოლებოდა.
ეს საქმე ჯაჰანზე ხუთი წლით უფროს, უფრო გამოცდილ მაჰა-
უტს დაეკისრა. დაბალი, ჩასკვნილი ახალგაზრდა კაცი იყო, წაწ-
ვეტებული ნიკაპითა და ახლო-ახლოს ჩამჯდარი, პატარა თვა-
ლებით. სახელად გურაბი ერქვა. ეს სახელი ჯაჰანს სამუდამოდ
დაამახსოვრდა. ან კი ვის შეუძლია მტრის სახელის დავიწყება...
სასახლიდან მასიური, მოვერცხლილ-მოოქროვილი, ყვავი-
ლებითა და ფოჩებით მორთული გალია გამოაგზავნეს. ჯაჰანს
თვალები ცრემლით აევსო. ჩოტა, ეს ცქვიტი და ლაღი არსება,
რომელიც გაჩენის პირველივე წუთიდან მუდამ მხიარულ გუნე-
ბაზე იყო, ახლა ბოროტმოქმედივით ჯაჭვით უნდა დაებათ და გა-
ლიაში ბოქლომით უნდა ჩაეკეტათ. ბიჭი ძალიან ეცადა, შე-
გუებოდა იმ აზრს, რომ ამხელა ცხოველის ზღვით გადაყვანა
სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი ზა-
რავდა.მ მთლიანად გაინაპირა მწუხარებამ. ცოტას ჭამდა და
ცოტას ლაპარაკობდა. მისი დები ძალიან წუხდნენ ამის გამო;
ასე გასინჯეთ, ბიძამაც კი დაანება თავი. დროდადრო გურაბი შე-
მოივლიდა ხოლმე, ვითარებაში გასარკვევად, და როგორც თვი-
თონ ამბობდა, ცხოველის უკეთ გასაცნობად. ჯაჰანი ქორულ
მზერას არ აშორებდა სტუმარს და გულზე მალამოსავით ედებო-
და, როცა სპილო თავის ახლა მაჰაუტს ყურადღებას არ აქცევდა.
- აბა, დაიჭი! - შესძახებდა ხოლმე გურაბი ჩოტას და ყავარ-
ჯენს მოუღერებდა.
ჩოტა ადგილიდან არ იძროდა და ზედაც არ უყურებდა.
- მოდი, ეს ჯოხი გამომართვი! - შესძახებდა ხოლმე ჯაჰანი და
სპილოც მაშინვე მორჩილად გამოუხვევდა მისკენ.

91
ორ ახალგაზრდას შორის რამდენჯერმე მუშტი-კრივამდეც კი
მივიდა საქმე. რადგან ჩოტა ჯაჰანის გარდა არავის უსმენდა, და-
სახული ამოცანის გასაიოლებლად გადაწყდა, რომ ბიჭი სპი-
ლოს გოას ნავსადგურამდე გაჰყოლოდა; იქ ჩოტას სხვა ხომალ-
დზე აიყვანდნენ და სტამბოლის გზას გაუყენებდნენ, ჯაჰანი კი
აგრაში უნდა დაბრუნებულიყო.
იმ დილით, როცა ჯაჰანი სამშობლოს ტოვებდა, უფროსმა დამ
გვერდზე გაიყვანა და კარგა ხანს სუნთქვაშეკრული იდგა, თით-
ქოს ეშინოდა, რომ ჰაერის გამოშვებისთანავე ძმაც ხელიდან გა-
მოეცლებოდა.
- მიდიხარ! - ამოთქვა ბოლოს, თითქოს ქვეყნიერებას ახალ
ამბავს ამცნობდა.
- ჩოტას დავეხმარები და ძიასთან ერთად სულ რამდენიმე
დღეში დავბრუნდები, - უპასუხა ჯაჰანმა და დის გამომცხვარი
პური ბოხჩაში ჩაიდო.
- არავინ იცის, რამდენად ხანგრძლივი გზა გელის. ამ დილით
ჩემს თავს ვკითხე, დედა რომ ცოცხალი იყოს, რას გირჩევდა?
ღმერთს ვეხვეწე, რომ ჩემთვის მისი ნება ეკარნახა და შენთვის
გადმომეცა, მაგრამ უფლისგან პასუხი ვერ მივიღე.
ჯაჰანმა თავი ჩაქინდრა. მასაც გულით ეწადა იმის გაგება, თუ
რას ეტყოდა დედა, ცოცხალი რომ ყოფილიყო.ა ამ დროს გარეთ
გაიხედა და ათასფრად აჭრელებული, გაბრდღვიალებული ჩოტა
დაინახა. გლეხებს მისი სხეული და ხორთუმი გულდასმით
მოეხატათ, მისი ასალი კი ლამაზი კილიტებით მოერთოთ. მის
შემხედვარე ჯაჰანს უნებურად აღმოხდა შემდეგი სიტყვები:
- დედა ალბათ ასე მეტყოდა: „იყავი კეთილი ცხოველებისა
და სუსტების მიმართ.“

92
დები ერთბაშად გაიბადრნენ და სხვა დროს ყოველთვის სევ-
დით სავსე, მუქი თვალები სიხარულით აუკიაფდათ. მართალია.
„რასაც არ უნდა აკეთებდე, არავის დაუშავო და არც სხვებს
დაეჩაგვრინო.ნ ნურც შენ ატკენ გულს ვინმეს და ნურც თავად
დარჩები გულნატკენი.“ ეს იქნებოდა დედის მთავარი სათქმე-
ლი.

გოას ნავსადგურს ტყვიისფერი ზეცა დაჰყურებდა, შორიდან


აგორებულ ღრუბლებს თან მოჰყვა ზურგის ქარი, რომელსაც
რამდენიმე დღე ელოდნენ. მეზღვაურებმა აფრები გაშალეს და
ავი თვალის დასაფრთხობად ძველ, დახეულ შარვალს წყალში
გადაუძახეს. გურაბი შემოდგომის ფოთლებისფერ, მოქარგულ
ქურთუკში იყო გამოწყობილიდ და ჩამოკონკილ ჯაჰანთან შედა-
რებით ნამდვილ მაჰარაჯას ჰგავდა.
- შეგიძლია მიბრძანდე. დდღეიდან აღარ გვჭირდები, - შეუბ-
ღვირა ბიჭს.
- არსადაც არ წავალ, სანამ ხომალდი არ დაიძრება, - უპასუ-
ხა ჯაჰანმა.
- ტუტუცო ლაწირაკო! - შეუტია გურაბმა.
ჯაჰანმა ხელი ჰკრა. გურაბი ამას არ ელოდა, წაიქცა და ტან-
საცმელი დაისვარა. მერე წამოდგა და დაისისინა:
- მოგკლავ, იცოდე!
ჯაჰანი გურაბის დარტყმებს ადვილად იცილებდა, რადგან
თავდაცვაში ჯერ კიდევ მამინაცვალთან დაპირისპირებების
დროს გაიწაფა (ეს უკანასკნელი ახლა განზე იდგა და ამ მუშტი--
კრივს ხალისით ადევნებდა თვალს). ჯაჰანზე ბევრად მაღალ და
ასაკით უფროს გურაბს, წესით, თავისი მოწინააღმდეგე კარგა

93
მაგრად უნდა მიებეგვა, მაგრამ ვერაფერი დააკლო. ბიჭის თვა-
ლებში ადრეც არაერთხელ ჰქონდა შემჩნეული ეს მოუთოკავი
ჟინი. გარდა ამისა, გურაბისთვის ჩოტა ჩვეულებრივი ცხოველი
იყო, ჯაჰანისთვის კი ერთადერთი და განუმეორებელი მეგობარი
და ძუძუმტე.
- ჯანდაბისკენ გზა გქონია!.. - თქვა ბოლოს გურაბმა და ჩხუბს
თავი ანება.
აკანკალებული ჯაჰანი ჩოტასკენ გაემართა, მაგრამ ცხოველ-
თან მიახლოებამ კიდევ უფრო გაუღრმავა გულში შეპარული
სევდა.
- მშვიდობით, ჩემო ძმაო... - უთხრა სპილოს.
ჯაჭვით დაბმულმა სპილომ ხორთუმი მოიქნია.
- კარგად იქნები, სულთანი თბილად მიგიღებს, მისი ცოლს კი
ძალიან შეუყვარდები, ენდე ჩემს სიტყვას, - წასჩურჩულა ჯაჰან-
მა.
აამ სიტყვებით და ცრემლიანი თვალების ფშვნეტით გაეცალა
ჯაჰანი ჩოტას. თუმცა შორს წასვლა მაინც ვერ შეძლო, კედელს
ამოეფარა და იქიდან მალულად განაგრძობდა თვალთვალს.
ცოტა ხანში დაბრუნდა გურაბიც, რომელსაც დასვრილი ტანსაც-
მელი მოეწესრიგებინა. როცა დარწმუნდა, რომ მეტოქე მოიშო-
რა, სპილოს დამცინავად შესძახა:
- რაო, პირუტყვო? შევრჩით ერთმანეთს მე და შენ, არა? თუ
არ დამემორჩილები, შიმშილით სულს ამოგხდი, იცოდე!
სპილოს ხომალდზე აყვანა სახუმარო საქმე არ იყო, მით უმე-
ტეს, რომ ჩოტა თავისი გალიისკენ არც კი იხედებოდა. როცა ეს
წუთიც დადგა, გურაბმა ცხოველს ადგომა უბრძანა, მაგრამ სპი-
ლომ ყურიც არ გააპარტყუნა. გურაბმა წკეპლა დაუშინა. ჩოტა
ადგილიდან არ დაიძრა. გურაბმა კიდევ ერთხელ დაჰკრა წკეპ-

94
ლა. ჯაჰანს გონება დაუბნელდა. ცხადი იყო: ამ ბოროტი მაჯლა-
ჯუნას ხელში სპილო ცოცხალი ვერ მიაღწევდა ოსმალთა მიწამ-
დე.
ამასობაში ხალასებმა17 ხომალდის დატვირთვა თითქმის და-
ასრულეს. ნაპირზე მხოლოდ ჩოტა და რამდენიმე ნივთი დარჩა.
გურაბმა მტვირთავებს უხმო. გამოჩნდა ოთხი კაცი, რომლებმაც
სპილოს სხეულზე ბაგირები შეაბეს. ჩოტა უკმაყოფილოდ აიმ-
რიზა და ბრაზიანად ჩაიბუბუნა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერ-
თი წლისა იყო, ძალა ერჩოდა და საკმაოდ საშიში იყო, ამიტომ
მტვირთავების რიცხვი ათამდე გაიზარდა. ყველა ერთად დაეჭი-
და ცხოველს და როგორც კი გალიაში უკრეს თავი, რკინის კარი
გადარაზეს. ჩოტამ ტკივილით სავსე მზერა მოავლო მიდამოს.
ახლაღა მიხვდა, რომ ხაფანგში აღმოჩნდა. გყუთს ჯაჭვები
მოაბეს და ჯალამბრის მეშვეობით ხომალდზე აიტანეს. ჰაერში
გამოკიდებულმა ჩოტამ თვალები გააჭყიტა. უკანასკნელად შე-
ავლო თვალი შორეულ ტყეებს და დანისლულ ველ-მინდვრებს,
სადაც ლაღად და თავისუფლად დააბიჯებდნენ მისი თანამოძ-
მეები. სწორედ მაშინ იმარჯვა ჯაჰანმა. მმის წინ დიდი ყუთი იდო.
ყუთს რამდენიმე ფიცარი მორღვეული ჰქონდა და ღრიჭოში მისი
შიგთავსი - ქსოვილში შეფუთული ამანათები გმოჩანდა. ამ ყუთს
სულ ბოლოს უპირებდნენ ხომალდზე ატვირთვას. ჯაჰანმა ჯერ
სპილოს გადახედა, შემდეგ ყუთს შეავლო თვალი. როცა დარ-
წმუნდა, რომ არავინ ხედავდა, ნახევრად სავსე ყუთთან მიიპარა
და შიგ შეიყუჟა. ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა იმის გა-
ფიქრებისას, თუ როგორ დაუწყებდა ბიძამისი ძებნას. მერე ქან-

17 მეზღვაური (ჰჰინდ.)

95
დაკებასავით გაშეშდა და ლოდინი დაიწყო. ცოტა ხანში (ეს დრო
ჯაჰანს საუკუნედ მოეჩვენა) რაღაც ბიძგი იგრძნო, შემდეგ კი
უცებ ისე შეტორტმანდა, ძვლებმა სულ ჭახაჭუხი ატეხა. აშკარა
იყო, მტვირთავებს უკვე მიჰყავდათ ხომალდისკენ, თანაც არ-
ცთუ ისე ფრთხილად, როგორც იმედოვნებდა. როცა ყუთმა გემ-
ბანის ფიცარნაგზე ბრაგვანი მოადინა და ჯაჰანმა მის სახურავს
თავი აჰკრა, ბიჭი მიხვდა, რომ უკვე ხომალდის ბორტზე იყო.
ოთხანძიან კარაკს18 „ცხრათვალა მზე“ ერქვა. მის ცხვირსა
და კიჩოზე კაპიტნის ორი ჯიხური იდგა. მთავარი ანძის კოშკურა-
ში გარუჯული მეზღვაური იჯდა. აქვე ეწყო დამატებითი აფრები,
რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ქარის ახირებების მიხედ-
ვით უნდა გამოეყენებინათ. გემზე, სამოცდათვრამეტი მეზ-
ღვაურის გარდა, თითო-ოროლა მისიონერი, მწირი, დესპანი,
ვაჭარი და წოწიალის მოყვარული რამდენიმე შარახვეტია იმყო-
ფებოდა. ჯაჰანი ცდილობდა დღის სინათლეზე გარეთ არ გამო-
სულიყო, მაგრამ როცა მზემ უკან დაიხია და გემბანის ფიცარ-
ნაგზე ჩრდილი ჩამოწვა, ყუთიდან გამობობღდა და სპილოს ძებ-
ნა დაუწყო. დიდხანს არ უძებნია, ტრიუმის ერთ ბნელ და უსაშვე-
ლოდ ჩანესტიანებულ კუთხეში მიაგნო. მაჰაუტი არსად ჩანდა.
ჯაჰანის დანახვისას ჩოტამ ტკბილად ჩაიღუღუნა. ბიჭი გვერდით
მიუჯდა და შეჰპირდა, რომ ზრუნვას არ მოაკლებდა, სტამბო-
ლამდე მშვიდობით ჩაიყვანდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბ-
რუნდებოდა თავის დებს.
მეორე დილით რომ გაეღვიძა, კუჭი დამშრალ ჭასავით ჰქონ-
და გამოცარიელებული. წამოდგა და გემბანზე გამოვიდა. მეზ-

18 ხომალდის ნაირსახეობა.

96
ღვაურმა, რომელსაც მის ვინაობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა და
არც აინტერესებდა, ცოტაოდენი პური და წყალი უწილადა. ჯაჰა-
ნი ჩოტას მიუბრუნდა. სპილო ისევ მარტო იყო. გურაბი აშკარად
არ აპირებდა მის გვერდით ტრიუმში ჯდომას. გათამამებულმა
ჯაჰანმა ჩოტასთან სიარულს მოუხშირა და იმდენი ქნა, რომ ბო-
ლოს „დანაშაულზე“ წაასწრეს.
- შენ, ეი! - გაისმა ნაცნობი ხმა.
ჯაჰანი მოტრიალდა და შემოსასვლელში კოპებშეკრული გუ-
რაბი დაინახა.
- აქ რა ჯანდაბა გინდა? - უყვირა მაჰაუტმა.
- თავად სად ბრძანდები? რამდენჯერაც მოვედი, ჩოტა მარტო
დამხვდა! - შეუტია ჯაჰანმა.
- შენ რა კუჭი გეწვის? ეს წყეული პირუტყვი სულთნისაა და
არა შენი! - შეუღრინა გურაბმა.
ერთმანეთს კარგა ხანს უყვიროდნენ, მაგრამ ცემა-ტყეპას
ორივე მოერიდა. ამ აურზაურზე მეზღვაურებმა მოირბინეს და
მოჩხუბრები მიჰგვარეს კაპიტანს, შავგვრემან, ოპიუმის მოყვა-
რულ კაცს, რომელსაც მაღალქუსლიანი ჩექმები ეცვა და როცა
დადიოდა, გემბანს რაკარუკი გაუდიოდა.
- ერთი სპილო და ორი მომთვინიერებელი? აქ ერთი კაცი
ნამდვილად ზედმეტია! - გამოაცხადა მან.
- ამ საქმისთვის მე ამირჩიეს, ეს ჯერ ბღარტია! - უთხრა გუ-
რაბმა.
- მე მიყვარს ეს სპილო, ამას კი - არა! - აღშფოთდა ჯაჰანი.
- ჩუმად! - გააწყვეტინა კაპიტანმა. - მე თვითონ გადავწყვეტ,
ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა წავიდეს.
თქმით კი თქვა, მაგრამ არ შეასრულა. დღე დღეს მისდევდა,
გურაბი და ჯაჰანი გაურკვევლობაში იყვნენ, ერთმანეთს თავს

97
არიდებდნენ და სპილოს რიგრიგობით უვლიდნენ. მათ კარგად
კვებავდნენ, ყოველ შემოხვევაში ლორი, მშრალი ნამცხვარი,
ზღვის ორცხობილა და ცერცვი არ აკლდათ. ტრიუმში გამომ-
წყვდეული, მწირი კვებით დაზაფრული ჩოტა კი დღითიდღე წო-
ნაში იკლებდა.
მეზღვაურები ძალიან ცრუმორწმუნეები იყვნენ. ზოგიერთ
სიტყვას, როგორც „უბედურების მომტანს,“ მკაცრი ტაბუ ედო.
ასეთი სიტყვები გახლდათ: ჩაძირვა, კლდე, კატასტროფა. სიტ-
ყვა „შტორმის“ წარმოთქმაც იკრძალებოდა, თუნდაც იმ შემ-
თხვევაში, როცა შტორმი უკვე მძვინვარებდა. სირინოზების გა-
ლობის გაგონებისას წყალში მხარუკუღმა მარილი უნდა გადა-
გეყარა, რადგან მათი პირით ადამიანებს ეშმაკეული უხმობდა.
ეკიპაჟის წევრებმა შელოცვებიც იცოდნენ და მათ ხშირად
იმეორებდნენ. სტვენას არ ერიდებოდნენ, მაგრამ ღამით არასო-
დეს უსტვენდნენ. თუ რაიმე არასასურველ ხმას გაიგონებდნენ,
იფურთხებოდნენ და ფეხებს აბაკუნებდნენ. ალმაცერად უყურებ-
დნენ გადაყირავებულ სათლებს, აბურდულ ბაწრებს, გაღუნულ
ლურსმნებს და ორსულ ქალებს. ჯაჰანი გაოცდა, როცა აღმოაჩი-
ნა, რომ მათ ვირთხები უყვარდათ. ცნობილია, რომ მღრღნელე-
ბი გემს დაღუპის წინ ტოვებენ, ამიტომ გემზე მათი ყოფნა თავის-
თავად მიანიშნებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და გულს ნუ-
გეშით ავსებდა. სამაგიეროდ, თუ ანძაზე ყვავი შემოჯდებოდა,
ფრინველს წყევლა-კრულვით იკლებდნენ და უქშევდნენ. ერთ--
ერთმა მეზღვაურმა ბიჭს ისიც გაუმხილა, რომ გამგზავრებამდე
ჯადობაზი მოინახულა და მისგან სამი ზურგის ქარი შეიძინა.
მეტსაც ვიყიდდი, მაგრამ სულ ერთი ვერცხლი მქონდა და სამს
დავჯერდიო...

98
ერთ დღესაც ვირთხები ანაზდად გაუჩინარდნენ, მოკრიალე-
ბული ლაჟვარდი უცებ შავად მოიქუფრა და ცოტა ხანში მოვიდა
ის, რის სახელსაც ხმამაღლა არავინ ახსენებდა: კოკისპირული
წვიმა! შხეფებს მეზღვაურების სახეებზე ტლაშატლუში გაჰქონ-
დათ, ტალღების სიმაღლე წამიწამ მატულობდა და სულ მალე
გემბანი წყლით აივსო. შტორმული აფრების გაშლა ვერ მოხერ-
ხდა, ხომალდის საჭე კი დაიმსხვრა და წყალს გაჰყვა. „მოვიდა
აღსასრული,“ გაიფიქრა ჯაჰანმა. თუმცა მაშინ ნამდვილად არ
იცოდა, რომ აღსასრული მართლაც მიუახლოვდა და ეს არა
მხოლოდ თვითონ, არამედ სპილოსაც ეხებოდა. შტორმის მესა-
მე დღეს მეზღვაურთა ერთი ჯგუფი კიბით ტრიუმში ჩავიდა. ჯა-
ჰანს მათი სახეების დანახვისას ძარღვებში სისხლი გაეყინა.
- ეს ცხოველი უნდა მოშორდეს აქედან! - კბილებში გამოცრა
ერთ-ერთმა მეზღვაურმა.
- არ უნდა ამოგვეყვანა. თეთრი სპილო რომ თარსია, დროზე
უნდა მივმხვდარიყავით. სულ ამის ბრალია, რაც ხდება, - კვერი
დაუკრეს ამფსონებმა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ქარიშხალი ჩვენ გამოვიწვიეთ?
ხომ არ შეიშალეთ? - შეუტია ჯაჰანმა, მაგრამ ყური არავინ ათ-
ხოვა და მისი სიტყვები მეზღვაურების ყაყანში ჩაიკარგა. ბიჭი
უმწეოდ მიუბრუნდა გურაბს და ჰკითხა:
- რატომ ხარ ასე უმოქმედოდ?
- რა უნდა ვქნა? - მხრები აიჩეჩა გურაბმა. - წადი და კაპიტანს
დაელაპარაკე.
ჯაჰანი წამოხტა და გემბანზე ავიდა. იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი
ტრიალებდა.
აზვირთებული წყალი ყოველი მხრიდან აწყდებოდა ხო-
მალდს. თავით ფეხამდე გაწუწული და რეტდასხმული ბიჭი

99
მოაჯირებს ჩაებღაუჭა, წყალს რომ არ წაეღო. რის ვაი--
ვაგლახით მიაგნო კაპიტანს, რომელიც ძაღლივით ყეფდა და
ბრძანებებს იძლეოდა, ხელი ჩაავლო და შეევედრა, მასთან ერ-
თად ტრიუმში ჩასულიყო და სანამ სპილოს რამეს დაუშავებ-
დნენ, თავისი ხალხი როგორმე დაეშოშმინებინა.
- რას იზამ, ამ შტორმმა ცოტა შეაჯანჯღარა ჩემი ბიჭები. არ
უნდათ გემზე თეთრი სპილოს დანახვა და არც გაემტყუნებათ.
- მაშ რას გვიპირებთ, წყალში უნდა გადაგვიძახოთ?
კკაპიტანი ისე დაჟინებით მიაშტერდა, თითქოს ეს აზრი
ჭკუაში დაუჯდა.
- შენ შეგიძლია დარჩე, ცხოველი კი უნდა მოვიშოროთ.
- მე ვერ დავუშვებ, რომ ჩოტა დაახრჩონ.
- სპილოებმა ცურვა იციან.
- ამ ამინდში? - წამოიძახა ცრემლმორეულმა ჯაჰანმა, და
უცებ ახალმა აზრმა იმედის ნაპერწკალი გაუჩინა.
- სულთან სულეიმანს რა პასუხს აძლევთ,ე ეს ხომ მისი საჩუ-
ქარია!
- ზღვის რისხვას სულთნის რისხვა სჯობს, - უპასუხა კაპიტან-
მა.
- თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, გემზე თეთრი სპილოს ყოფნა
უბედურების მომტანია,მ მაგრამ მისი მოკვლა განა უარეს დღე-
ში არ ჩაგაგდებთ?!
კკაპიტანმა ულვაში მოიკვნიტა და ჩაილაპარაკა:
- ნავს მოგცემ. აქ, შორიახლოს ერთი კუნძული მეგულება,
მშვენივრად იქნები.
მეზღვაურებმა სასწრაფად ჩამოუშვეს გემბანზე ერთი კანჯო,
გთვალებდაჭყეტილი მაჰაუტები კი გაოგნებულები შესცქეროდ-
ნენ ამ ყველაფერს.

100
- აბა, ჩახტით! - ბრძანა კაპიტანმა.
- რას ამბობთ,მ მე ამ სპილოსთან არაფერი მესაქმება. ის ჩე-
მი არ არის! - გამოაცხადა გურაბმა.
- ჰოო... შენ რას იტყვი? - მიმართა კაპიტანმა ჯაჰანს.
შიშისგან გონდაკარგული ბიჭი უსიტყვოდ ჩაჯდა ნავში, რად-
გან მიხვდა, რომ მის ნაცვლად გადაწყვეტილება უკვე მიღებული
იყო და მას აღარავინ არაფერს ეკითხებოდა.
- ეს ამბავი სოლომონ წინასწარმეტყველის მონათხრობს მა-
გონებს, - თქვა კაპიტანმა და სწორედ ამ დროს გემბანს მორიგი
ტალღა მოაწყდა, - ერთი ახალშობილის დედობას ორი ქალი
იჩემებდა, - განაგრძო გარეტმა, - ცრუ დედა ამბობდა, მოდი,
შუაზე გავყოთო, ნამდვილი დედა კი არ ეთანხმებოდა.ა აი, ახლა
კი გამოჩნდა, ვინ არის ნამდვილი მაჰაუტი და ვინ - თვითმარ-
ქვია!
ჩოტა გემბანზე ამოიყვანეს. დაზაფრულ ცხოველს სველ ფი-
ცარნაგზე ფეხი წარამარა უცურდებოდა. ამაოდ ეცადნენ მის ნავ-
ში მოთავსებას, ამიტომ პირდაპირ ზღვაში გადაუძახეს. წყალში
ჩავარდნილმა სპილომ გამაყრუებლად დასჭყივლა. გააფთრე-
ბულმა, შავმა ზვირთებმა ხახა დააღეს და ვეება ცხოველი პატა-
რა ნიჟარასავით ერთ წამში შთანთქეს.
- როგორღა გადარჩით? - იკითხა თავზარდაცემულმა სულ-
თნის ასულმა, როცა ჯაჰანმა თხრობა დაასრულა.
- ზღვამ ერთ კუნძულზე გამოგვრიყა. იქედან კი სხვა ხომალ-
დმა გამოგვიყვანა. ხომალდს „ბეჰემოთი“ ერქვა, - უპასუხა ჯა-
ჰანმა.
გგოგონამ შვებით ამოისუნთქა და ჩაიღიმა.
- იქ როგორღა ექცეოდნენ სპილოს?

101
- ცუდად, თქვენო უმაღლესობავ. საშინელი ხალხი იყო. შუა
გზაში რომ ვიყავით, მეზღვაურები ავად გახდნენ. ისეთი სურა-
ვანდი შეეყარათ, მტრისას! უცებ ვიღაცამ თქვა, სპილოს ხორცი
ასეთ დროს მისწრებააო, და ჩოტა კინაღამ დაკლეს. კაპიტანმა
გარეთმა გვიხსნა. სწორედ მას ვუმადლით ჩვენს გადარჩენას.
დანარჩენი უკვე მოგეხსენებათ. სტამბოლს მოვადექით და აქ
მოგვიყვანეს.
- ცუდია, შენი ამბავი რომ დასრულდა, - ამოიხვნეშა მიჰრი-
მაჰმა, - ზედიზედ ათასი დღე რომ გელაპარაკა, სიამოვნებით
მოგისმენდი. ხალხი ოცნებობს ასეთ საგმირო საქმეებზე.
ჯაჰანს გული აემღვრა. რა სისულელე იყო მისი მხრიდან
თხრობის შეწყვეტა! უუნდა გაეგრძელებინა! ააი, წავა ახლა
სულთნის ასული. წავა და... რომ აღარ დაბრუნდეს, რა ეშველე-
ბა მაშინ? ამ აზრმა სასტიკად დაზაფრა და გადაწყვიტა, თხრობის
გასაგრძელებლად რაიმე საბაბი მოეძებნა. სწორედ იმ დროს,
როცა ფიქრებით ამ თავსატეხს უტრიალებდა, უცებ რაღაც
ხრიალი და ხველა მოესმა. ჰესნა ხათუნი იყო. წელში მოდრე-
კილ დედაბერს სახე აჭარხლებოდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტად,
ხმაურიანად სუნთქავდა. ხუთვა აწუხებდა და ახლა მორიგი შე-
ტევა ჰქონდა. სულთნის ასულმა და მაჰაუტმა ხელი წააშველეს,
ხესთან მიიყვანეს და დასვეს. მიჰრიმაჰმა მკვირცხლად ამოიღო
ძიძის ბოხჩიდან პატარა ქისა, გახსნა და ცხვირთან მიუტანა. ჰა-
ერში მკვეთრი სუნი დატრიალდა.
ა„აი, თურმე რისი სუნი ასდის სულთნის ასულს...“ ეს ხომ სამ-
კურნალო მცენარეების სუნია, რომლებსაც ძიძა ყველგან თან
დაატარებს,“ გაიფიქრა ჯაჰანმა.
ძიძამ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და თანდათანობით
სული მოითქვა.

102
- წავიდეთ, დადა, - უთხრა მიჰრიმარმა, - ალბათ ძალიან დაგ-
ღალე.
- წავიდეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, - მიუგო ძიძამ, თავსაფა-
რი გაისწორა და წამოდგა.
მიჰრიმაჰი სპილოსკენ მოტრიალდა და ნაზად წაიდუდუნა:
- კარგად იყავი, ჩოტა. რამდენი რამე გადაიტანე, შე საბრა-
ლოვ. ნახე, რა სასუსნავები მოგიტანო სასახლიდან! - თქვა და
თვალი ბიჭისკენ გააპარა.
- ყოჩაღ, სპილო რომ არ მიატოვე, ჰიაცინტისთვალებავ. კე-
თილი ბიჭი ყოფილხარ...
- თქვენო უდიდებულესობავ... - დაიწყო ჯაჰანმა, მაგრამ ვე-
ღარ გააგრძელა.
უცებ სულთნის ასულმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც ჯაჰანი თა-
ვის დღეში ვერასოდეს წარმოიდგენდა: ხელით შეეხო! თითები
სახეზე ჩამოუსვა და ლოყაზე ნაზად მოუჭირა, თითქოს იმ ერთა-
დერთ ნაჩვრეტს ეძებდა, რომელიც ახლა მორცხვობისგან ღაწ-
ვებშეფაკლულ ჭაბუკს აღარც კი ეტყობოდა.
- კეთილი გული გქონია, მაჰაუტო. ნეტავ მეტ დროს ვატარებ-
დეთ ერთად...
გაოგნებულ ჯაჰანს მოძრაობის უნარი წაერთვა და სუნთქვა
შეეკრა, ხმის ამოღებასა და მადლიერების გამოხატვაზე ხომ
ლაპარაკი ზედმეტი იყო. ახლა არც სიხარულის თავი ჰქონდა და
არც ახალი ამბების შეთხზვის. უსიტყვოდ გააყოლა თვალი მიჰ-
რიმაჰს და მისი დაბრუნება ინატრა.
- ჰეი, მაჰაუტო, სად ჯანდაბაში ხარ?
ჯაჰანმა გამოიხედა და მთავარი თეთრი საჭურისი შერჩა
ხელში.
- სად იყავი? - ჰკითხა დოინჯშემოყრილმა საჭურისმა.

103
- აქაურობას ვალაგებდი... - ჩაილაპარაკა ჯაჰანმა.
- წადი, მოემზადე. დიდი მუფთი გვეწვია და სპილოს გამოყვა-
ნას ითხოვს.
- რრ...რისთვის?
მმიხაკ ქამილ აღამ ნაბიჯი წინ გადმოდგა და ბიჭს სილა გააწ-
ნა.
- შენ ვინ რას გეკითხება? გააკეთე, რასაც გიბრძანებ!
ჯაჰანმა სხვა მომთვინიერებლების დახმარებით სპილოს
ზურგზე ტახტრევანი დაადგა. როცა ჩოტა მზად იყო, საჭურისმა
ყველას ზიზღნარევი მზერა შეავლო და თქვა:
- წაბრძანდი. გზას სანგრამი გიჩვენებს. დღეს ვიღაც მწვალე-
ბელს ასამართლებენ!

პარასკევი დღეც გათენდა. დილიდან ცრიდა. ქალაქში დიდი


ფუსფუსი იყო. ჯაჰანი და სანგრამი ტახტრევანზე ისხდნენ და
ტაატით მიუყვებოდნენ ბორცვებზე შეფენილი ქალაქის ქუჩებს.
ის, რაც მთვრალმა თეთრმა საჭურისმა არ გაამხილა, ჯაჰანმა
სანგრამისგან შეიტყო. მათი ამოცანა შემდგომში მდგომარეობ-
და: დიდ მუფთის უნდა ხლებოდნენ და ქალაქის მოედანზე წაეყ-
ვანათ, სადაც მას მკრეხელური მოსაზრებებით განთქმული სუ-
ფი19 უნდა დაეკითხა. მთავარ რჯულისკაცს სულთანმა ამ საქმის-
თვის სპილო გაუგზავნა, ამით კი მიანიშნა, რომ ულემებს20

19 სუფი - მისტიკური მოძღვრების, სუფიზმის მიმდევარი.


20
ულემი - მაჰმადიანი სწავლული ღვთისმეტყველი და სამარ-
თლისმცოდნე.

104
სრულ მხარდაჭერას უცხადებდა. თავად სულთანმა მუფთის მიწ-
ვევა არ მიიღო და სასამართლოზე დასწრება არ ისურვა, რაც
იმას გულისხმობდა, რომ საღვთო საკითხებზე კამათს თავს არი-
დებდა.
ამასობაში ჩაუარეს სასაფლაოს, რომელიც ოქროს რქას21
გადაჰყურებდა.უ უცებ სპილო გაჩერდა. ჯაჰანმა წკეპლა დაჰ-
კრა, მაგრამ ცხოველი გაშეშებული იდგა.
- უცნაური რამ მსმენია ამ ცხოველებზე, - თქვა სანგრამმა. -
ამბობენ, რომ ისინი სიკვდილის ადგილს თავად ირჩევენ. რო-
გორც ჩანს, ამანაც შეიგულა სათავისო ადგილი.
- რაებს ამბობ? ჩოტა ჯერ ნორჩია! - შეუტია შეშფოთებულმა
ჯაჰანმა.
სანგრამმა მხრები აიჩეჩა.
საბედნიეროდ, სპილომ გზა განაგრძო და ეს საუბარი ისევე
სწრაფად ამოიწურა, როგორც დაიწყო.
შუადღისას მიაღწიეს დიდი მუფთის საცხოვრებელს. ეს იყო
ვეება სახლი, კირქვით ნაგები ჩუქურთმიანი სამტრედით, ჩარ-
დახიანი ფანჩატურითა და კონსოლებიანი, მრგვალი ფანჯრე-
ბით, რომლებიც ბოსფორს გადაჰყურებდა. ჯაჰანმა ინტერესით
შეათვალიერა იქაურობა და შეამჩნია, რომ ფანჯრები, ძირითა-
დად, ჩრდილოეთისკენ იყო გაჭრილი. არსად ჩანდა ფერადი შუ-
შები, რაც მისი აზრით, დასანანი იყო, რადგან ისინი მზის შუქს
ლამაზად აირეკლავდნენ და შენობას მეტ ლაზათს შესძენდნენ.
ქაღალდის მოპარვა რომ შეძლებოდა, სიამოვნებით ჩაიხატავდა

21ზღვის ვიწრო ყურე სტამბოლში, მთავარი შესასვლელი ბოს-


ფორში.

105
ამ კარ-მიდამოს, ოღონდ ნახატს მისთვის სასურველ დეტალებს
დაუმატებდა.
ამასობაში დიდი მუფთიც გამოჩნდა. ჯაჰანი მიესალმა. დდი-
დი მუფთის ცოლებსა და შვილებს სპილო ადრე არასოდეს ენა-
ხათ და ახლა ცხოველს ფარდებიდან და ეტლის კარების ღრი-
ჭოებიდან უჭვრეტდნენ. კიბისა და რამდენიმე მსახურის დახმა-
რებით მოხუცმა მუფთიმ ჰაუდაზე22 მოიკალათა. ჯაჰანი,
ჩვეულებისამებრ, ჩოტას კეფაზე შეაჯდა, სანგრამმა კი გზა ფე-
ხით გააგრძელა.
- ოდესმე ვინმე თუ ჩამოვარდნილა ჰაუდიდან? - იკითხა დიდ-
მა მუფთიმ, როცა დაიძრნენ.
- გარწმუნებ, ჩელები, მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა, -
დაამშვიდა ჯაჰანმა.
- ინშალა, იმედია, პირველი არ ვიქნები!
ჯაჰანის გასაკვირად მოხუცმა მგზავრობა საკმაოდ კარგად
გადაიტანა. სპილოს გაბარიტების გათვალისწინებით მეტისმე-
ტად ვიწრო ქუჩაბანდებს მოერიდნენ და ჩაქჩაქით გაუყვნენ შე-
დარებით განიერ ქუჩებს, მით უმეტეს, რომ გამვლელებსაც ძა-
ლიან აინტერესებდათ დიდი მუფთის ნახვა. ყველას როდი ეძ-
ლევა სულთან სულეიმანის სპილოზე ამხედრების შესაძლებ-
ლობა!
ბოლოს მიადგნენ მოედანს, სადაც დიდძალი ხალხი ელო-
დათ. ადამიანები ხელების ქნევითა და შეძახილებით მიეგებნენ
ახალმოსულთ, მაგრამ ძნელი სათქმელი იყო, ვის უფრო ეკუთ-
ვნოდა ეს გულითადი სალამი - ჩოტას თუ მუფთს.

22 პპალანკინი, სპილოს ზურგზე დასაჯდომი ტახტრევანი.

106
დიდი მღელვარება იგრძნობოდა ირგვლივ. ყველა მომნუს-
ხველი სანახაობის მოლოდინში იყო. როგორც კი სპილოდან ჩა-
მოიყვანეს, დიდმა მუფთმა პარასკევის ლოცვა წამოიწყო, ულე-
მებმა და ასობით მოქალაქემ კი ბანი მისცა. ჯაჰანი და სანაგრა-
მი სპილოს გვერდით იდგნენ, ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ და
დროდადრო თვალს იმ ადგილისკენ აპარებდნენ, სადაც ზორბა
ტანის გუშაგები იდგნენ. ვიღაც უცნობი თავისთვის ლოცულობ-
და. ხან ჩაიმუხლებდა, ხანაც ფეხზე წამოდგებოდა. აშოლტილი
კაცი იყო, ნატიფ, კეთილშობილ სახეზე რამდენიმე დღის
გაუპარსავი წვერი მოსდებოდა. ამ კაცს სახელად ლეილი ჰქვია,
მაგრამ ყველა მაჯნუნ შეიხს ეძახისო, ამცნო ჯაჰანს სანგრამმა.
შეიხ მაჯნუნი ყველაზე ახალგაზრდა იყო სუფი სწავლულებსა
და პარასკევის მლოცველებს შორის. აამ კაცს შემოდგომის წვი-
მასავით ღია ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, სახეზე საღებავის
შხეფებივით აჩნდა წვრილი ჭორფლი, მის ფაფუკ თმას ოქროს-
ფერი დაჰკრავდა. წინააღმდეგობებით სავსე ადამიანი ჩანდა:
სამყაროს მამოძრავებელი იდუმალი ძალების მიმართ ბავშვუ-
რი ცნობისმოყვარეობაც აღბეჭდოდა სახეზე და დიდი ხნის დაღ-
ვინებული ბრძენკაცის მშვიდი, აუმღვრეველი გამჭრიახობაც;
თავზეხელაღებულ სიმამაცესაც ავლენდა და გაუბედაობასაც;
ენერგიითაც აღსავსე იყო და კაეშნითაც. შეიხ მაჯნუნს სიტყვა
უჭრიდა და მარიფაში23 ჩინებულად ერკვეოდა, ამიტომ მისი ქა-
დაგებები ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ მათ იმპე-
რიის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან ჩამოსულ მორწმუნეებთან
ერთად სკეპტიკოსებიც ესწრებოდნენ. მისი ნაზი და დამამშვიდე-

23 მისტიკური მოძღვრება.

107
ბელი ხმა განსაკუთრებულ მელოდიურობას სწორედ მაშინ
იძენდა, როცა ემოციები მოეძალებოდა. მისი მოძღვრება ულე-
მებს საგონებელში აგდებდა და მოსვენებას უკარგავდა. თუმცა
ეს ანტიპათია ცალმხრივი არ გახლდათ. დღე ისე არ ჩაივლიდა,
რომ მაჯნუნ შეიხს სასულიერო პირები არ გაეღიზიანებინა და
მასხრად არ აეგდო.
- როცა ადამიანი უმაღლეს ცოდნას ეზიარება, ჰარამსა და ჰა-
ლალს24 ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს. რწმენის ნამდვილი
არსი, მისი გულისგული - აი, რა არის მთავარი! - ხშირად ამბობ-
და იგი.
სუფიები, რომლებმაც ხსენებული ცოდნის უმაღლეს წერ-
ტილს მიაღწიეს, ულემების კანონებით აღარ იყვნენ ხელფეხშეკ-
რულნი. მათი აზრით, ეს კანონები მასებისთვის იყო გამოგონი-
ლი; ადამიანებისთვის, რომლებსაც ფიქრი არ სურდათ და ერ-
ჩივნათ, რომ მათ ნაცვლად სხვას ეფიქრა.
მაჯნუნ შეიხი საუბრობდა ღმერთისადმი და მოყვასისადმი
სიყვარულზე; საუბრობდა სამყაროზე, მის განუყოფლობაზე, და,
ამავდროულად, თითოეული უმცირესი ნაწილაკის მნიშვნელო-
ბაზე. ლოცვა სიყვარულის გამოხატულებად მიაჩნდა, ხოლო
თვით სიყვარული მისთვის სრულიად განძარცული იყო შიშისა
და ცრუ მოლოდინებისაგან. აადამიანი, მისი აზრით, არც მო-
თუხთუხე ქვაბების შიშს უნდა შეეწუხებინა და არც ქალწული ჰუ-
რიებით25 ტკბობის ვნებიან სურვილს, რამეთუ - ჯოჯოხეთიცა და

24 ჰარამი - აკრძალული, ჰალალი - ნებადართული.


25
ჰური, ჰურია - მუსლიმთა რწმენის მიხედვით, სამოთხის ბინა-
დარი მშვენიერი ქალი.

108
სამოთხეც, ტანჯვაცა და სიხარულიც, აქ და ამ წუთში ხდებოდა.
„როდემდე უნდა უფრთხოდეთ უფალს, იმის ნაცვლად, რომ შე-
იყვაროთ იგი?“ - ხშირად ეკითხებოდა ათასი ჯურის მიმდევრებს,
ხელოსნებს, გლეხებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც მონუსხუ-
ლებივით უგდებდნენ ყურს ენამზეობით განთქმულ მოძღვარს.
მაჯნუნ შეიხი გლახაკებსა და უპოვრებს თავისი იდეებით ხიბ-
ლავდა, მდიდრებს კი - დარბაისლური ქცევით. ამბობდნენ, რომ
თვით ქალები, უბირი ოდალისკები და ბოღმიანი საჭურისები
ვერ მალავდნენ მოწიწებას ამ ადამიანის მიმართ. იგივე ითქმო-
და იუდეველებზე, ქრისტიანებსა და ზოროასტრიზმის მიმდევ-
რებზეც კი, რომელთა წმინდა წიგნი თვალით არავის ენახა.
პარასკევის ლოცვა დასრულდა. რჯულისკაცებმა ადგილები
დაიკავეს. მაჯნუნ შეიხმა თვალები ნამძინარევი ბავშვივით მო-
იფშვნიტა და სათითაოდ დააკვირდა ადამიანებს, რომლებსაც
მისთვის დაკითხვა უნდა მოეწყოთ.
- აბა, თუ იცი, რაში გდებთ ბრალს? - ჰკითხა დიდმა მუფთიმ.
- იმაში, რასაც თქვენ მწვალებლობას უწოდებთ. მაგრამ ეს
ბრალდება უსაფუძვლოა, - უპასუხა სუფიმ.
- მაგასაც ვნახავთ. ერთი ეს მითხარი, რომ გიბრძანებია,
ღმერთი ვარ და ყველა ჩვენგანი ღმერთიაო, ეგ მართალია?
- მე იმის თქმა მსურდა, რომ დამბადებელი ყველა ადამიანში
სუფევს, უბრალო მჭედელი იქნება ის თუ ფაშა. ყდიახ, სასიცოც-
ხლო წყარო ოდითგან ყველას ერთი გვაქვს.
- ეგ როგორ?
- როგორ და უფალმა არა მხოლოდ ხატად თვისად შეგვქმნა
ყველანი, არამედ თავისი ღვთაებრივი არსიც მოგვმადლა.
- ესეც გიბრძანებია, ღმერთის არ მეშინიაო. მართალია?

109
- რად უნდა მეშინოდეს იმისა, რასაც ვეთაყვანები? ნუთუ
თქვენ გეშინიათ იმათი, ვინც გიყვართ?
ბრბოში ბუბუნი გაისმა.
- სიჩუმე! - წამოიძახა ვიღაცამ.
- მაშ, შენი პირით აღიარებ, რომ უფალთან მსგავსებას იჩე-
მებ?
- თქვენ გგონიათ რომ ღმერთი თქვენა გგავთ: ბრაზიანი, შუ-
რისძიების სურვილით შეპყრობილი... მე კი მითქვამს: ღმერთში
ყველაზე უარესი ადამიანური თვისებების ძიებას გიჯობთ, ადა-
მიანში ღვთის საუკეთესო თვისებების არსებობა იწამოთ.
ერთ-ერთმა სწავლულმა, სახელად ებუსუუდ ეფენდიმ,
საუბარში ჩარევის ნებართვა ითხოვა:
- თუ გესმის, რომ ის, რაც ახლა წამოგცდა, სუფთა წყლის
მკრეხელობაა?
- ნუთუ?! - მაჯნუნ შეიხი წამით გაჩუმდა, თითქოს თავის ნააზ-
რევსა და მკრეხელობას შორის შესაძლო სავარაუდო კავშირს
ეძებდა.
ებუსუუდის სახეს ჩრდილმა გადაურბინა.
- იმის ნაცვლად, რომ სინდისმა შეგაწუხოს, სასამართლოს
მასხრად იგდებ. აბა, რა გითხრა, გონება აშკარად დახშული
გაქვს.
- მასხრად ნამდვილად არავის ვიგდებ, - მიუგო მაჯნუნმა, -
ეგეც რომ არ იყოს, ჩემსა და შენს შორის დიდი განსხვავება სუ-
ლაც არ არის. განა შენშიც არ ბუდობს ის, რაც ჩემში გძაგს?
- რა თქმა უნდა, არა! ჩვენ შორის უსაზღვროდ დიდი განსხვა-
ვებაა და შენი ღმერთიც ნამდვილად არა ჰგავს ჩემსას! - შეედავა
ებუსუუდი.

110
- დაფიქრდი, განა ეს მკრეხელობა არ არის, ორ ღმერთზე რომ
საუბრობ, მაშინ, როცა ღმერთი ერთია?! - ჰკითხა შეიხ მაჯნუნმა.
ბბრბოში ჩურჩული ატყდა.
ამჯერად საუბარში მუფთი ჩაერია. მმან ჩაახველა და ბრალ-
დებულს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- კეთილი. მაშ, კიდევ გვიამბე რაიმე ღმერთის შესახებ.
- ალაჰი არც მეფეა, არც რაჯა და არც ფადიშაჰი, რომელიც
ზეციურ ტახტზე ზის, ზემოდან გადმოგვყურებს და ყველა ჩვენს
ცოდვას იწერს, რათა შემდგომ, როცა ჟამი დაჰკრავს, სასტიკად
დაგვსაჯოს. ღმერთი არც ვაჭარია და არც ნოქარი, რომ ცოდვე-
ბი გვიანგარიშოს და დავთარში აღნუსხოს, - თქვა მაჯნუნმა.
სასამართლომ ეს პასუხები არ მოიწონა. ბრალდებულს ყო-
ველი მხრიდან კითხვები მიაყარეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთსა
და იმავე პასუხს ისმენდნენ. ბოლოს მაჯნუნ შეიხმა მათ შემდეგი
სიტყვებით მიმართა:
- თქვენ ზღვარს მივლებთ და მეუბნებით, რომ იმ ადგილას
უნდა გავჩერდე, ის ადგილი კი ჩემთვის მხოლოდ დასაწყისია!
რასაც თქვენ ჰარამს უწოდებთ, ჩემთვის სუფთა ჰალალია.
თქვენ ამბობთ, რომ პირში წყალი უნდა ჩავიგუბო, მაგრამ რო-
გორღა გავაკეთო ეს, როცა ჩემი პირით ღმერთი საუბრობს?
ამასობაში შებინდდა,მ მახლობელი ბორცვების თავზე ცა მე-
წამულად შეიფაკლა. სადღაც შორს, ბუნდოვნად გამოკრთა ნავ-
ზე ანთებული ლამპრის ციმციმა შუქი. თოლიებმა დამპალი
ხორცის ნაკუწი ვერ გაიყვეს და აჭყივლდნენ. ხალხმა მოიწყინა.
ანაზდად ჩაცხრა უწინდებური მათი აღტყინება. მათ წინაშე უამ-
რავი ამოცანა იყო, მუცლები ჰქონდათ ამოსაყორი, ცოლები კი -
დასაკმაყოფილებელი. ხალხი თანდათან დაიშალა და მოედანზე

111
მხოლოდ მწვალებლის მიმდევრები დარჩნენ. ყველა მათგანს
სახეზე ეტყობოდა, რომ მოძღვარს ბოლომდე უერთგულებდნენ.
- ბოლო შესაძლებლობას გაძლევთ, - უთხრა მუფთიმ ბრალ-
დებულს, - თუ აღიარებ, რომ ღმერთს გმობდი და დაიფიცებ,
რომ მსგავსი უხამსობა აღარასოდეს წამოგცდება, იქნებ გაპატი-
ოთ კიდეც. ახლა კი აღიარე: ინანიებ თუ არა?
- რა უნდა მოვინანიო? - კითხვა შეუბრუნა მაჯნუნ შეიხმა და
მხრებში თამამად გაიშალა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ საბო-
ლოო გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა.მ- ვეთაყვანები იმას,
რაც სათაყვანებელია. ისიც სიყვარულით მპასუხობს. სიყვარუ-
ლი რაღა დასანანია? სანანებელს რა გამოლევს ამქვეყნად? სი-
ხარბე. ულმობლობა. სიცრუე -ააი, ეს არის სავალალო და არა
სიყვარული!
ამ ფორიაქსა და შფოთვაში ჯაჰანმა ვერც კი შენიშნა, რომ
ჩოტას აღვირს უხეშად ექაჩებოდა. სპილომ უკმაყოფილო ხმა
ამოუშვა და ყველას ყურადღება მიიპყრო.
- განა ეს ქმნილება... - თქვა უცებ მაჯნუნ შეიხმა და ჩოტას აღ-
ტაცებული მზერა შეავლო, - განა ეს ქმნილება სამყაროს მშვე-
ნიერებისა და მრავალფეროვნების ცოცხალი დასტური არ
არის? შეხედეთ, როგორ ირეკლება მასში მთელი ყოფიერება!
არადა, ზოგი ალბათ ფიქრობს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ
ცხოველია და სხვა არაფერი. როცა ვკვდებით, ჩვენი სული ერ-
თი სხეულიდან მეორეში ინაცვლებს. ამიტომ სიკვდილი სინამ-
დვილეში არც არსებობს. ჩვენ არც ზეცა გველის და არც ჯოჯოხე-
თი, რომლისაც ასე გვეშინია.მ მე არ მჭირდება დღეში ხუთჯერ
ლოცვა ან მთელი რამადანის განმავლობაში მარხვის შენახვა.
მათთვის, ვინც საკმაოდ ამაღლდა, ჩვეულებრივი წესები სათვა-
ლავში ჩასაგდები აღარ უნდა იყოს.

112
უუხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა რაღაცის მოლოდინ-
ში გაისუსა.
- მაშ, გაცნობებთ, რომ ბრალდებულს მისი საქციელის უმარ-
თებულობაში დარწმუნების შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მან
თავისი ბედი თავად გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც მზე სამგზის
ჩავა, ის სიკვდილით დაისჯება, ხოლო ყველა მისი მიმდევარი
დაპატიმრებული იქნება. ვინც ცოდვას მოინანიებს, შევივრდო-
მებთ. სხვები კი მის ბედს გაიზიარებენ! - გამოაცხადა დიდმა
მუფთიმ.
ჯაჰანმა მზერა მიწას მიაპყრო, რადგან ამ ყველაფრის ცქერა
უკვე აღარ შეეძლო. ბიჭი ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოერ-
კვა, როცა სპილო მეორედ ახსენეს.
- ერთი აზრი მეწვია და თუ დიდი მუფთი ნებას მომცემს, მო-
გახსენებთ, - თქვა ებუსუუდ ეფენდიმ, - როგორც მოგეხსენებათ,
სტამბოლის მცხოვრებლებს ძალიან უყვართ სულთნის თეთრი
სპილო. მოდით, ეს რჯულგანდგომილი კაცი ამ ცხოველს მივუგ-
დოთ გასათელად. ეს სეირი არავის დაავიწყდება!
დდიდი მუფთი შეფიქრიანდა.
- ასეთი რამ სხვა დროს არასოდეს გაკეთებულა...
- ბატონებო, სასჯელის ამ ფორმას ჰინდოსტანში იყენებენ.
ქურდებს, მკვლელებსა და მოძალადეებს ხშირად სწორედ სპი-
ლოებს აქელინებენ. აამან კარგი შედეგი გამოიღო. მივუშვათ
სპილო და მაგალითი ვუჩვენოთ ყველას, ვინც ამ მწვალებლის
მოსაზრებებს იზიარებს.
დდიდი მუფთი წამით კვლავ დაფიქრდა.
- რატომაც არა! - თქვა ბოლოს.
ყველა ჯაჰანისა და ჩოტასკენ მიტრიალდა. მაჰაუტმა პირი
გააღო, მაგრამ, პანიკური შიშით შეპყრობილმა, თავიდან სიტ-

113
ყვა ვერ დაძრა... გული გამალებით უცემდა. ბოლოს ძლივძლი-
ვობით ამოთქვა:
- გევედრებით, ყოვლად პატივცემულო სწავლულნო. ჩოტას
მსგავსი რამ არასოდეს გაუკეთებია. არც კი იცის, როგორ მოიქ-
ცეს.
- განა შენ ჰინდოსტანის მკვიდრი არ ხარ? - იკითხა ებუსუუდ
ეფენდიმ ეჭვიანად.
- დიახ, ეფენდი... - ჩაილაპარაკა გაფითრებულმა ჯაჰანმა.
დდიდმა მუფთიმ საბოლოო სიტყვა თქვა:
- მაშ, ასწავლე სპილოს, რაც უნდა გააკეთოს. ამისთვის სამი
დღე მომიცია!
ჩაიარა სამმა დღემ. ფოთოლივით ათრთოლებული ჯაჰანი
სპილოს ზურგზე იჯდა და მილეთის ხალხს გადასცქეროდა.
უუცებ სულ ახლოდან, ერთი ხელის გაწვდენაზე, თვალი მოჰკრა
კაცს, რომელიც მიწაზე პირაღმა იწვა. მაჯნუნ შეიხი იყო. ხელ-
ფეხგაბაწრულს თვალებიც ახვეული ჰქონდა. იწვა, ლოცულობ-
და და მისი ნაზი ბუტბუტი ბრბოს აყალმაყალში ინთქმებოდა.
- მიდი, ჩოტა! - შესძახა ჯაჰანმა სპილოს, მაგრამ მის ხმას რი-
ხი აკლდა.
სპილო ადგილიდან არ დაიძრა.
- გაინძერი, პირუტყვო! - შეჰყვირა ბიჭმა.
რა არ იღონა, ხან ჯოხი ჰკრა, ხან ხის ხელკეტი უთავაზა, ხან
დაემუქრა, ხან ქოქოლა დააყარა, ხანაც თხილი და ვაშლი
გაუწოდა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლოს, როგორც იქნა, ინე-
ბა ჩოტამ ადგილიდან დაძვრა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ
მსჯავრდებული გადაეთელა, უკან დაიხია, გაინაბა და ყურები
მოუსვენრად ააპარტყუნა. მოსამართლეებმა დაინახეს, რომ მა-
ყურებელმა მოიწყინა და განაჩენი შეცვალეს. გადაწყდა, რომ

114
მწვალებელი და მისი მიმდევრები ტრადიციული ხერხით დაესა-
ჯათ: მაჯნუნ შეიხი და მისი ცხრა შეგირდი ჩამოახრჩვეს, მათი
ცხედრები კი ბოსფორში ჩაყარეს.
ერთ-ერთი ბოლო შეგირდი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გა-
დარჩა, რომ სასამართლოს მსვლელობისას სამოგზაუროდ იყო
წასული, სრუტესთან იმ ადგილას იცდიდა, სადაც ხმელეთი
ზღვაში იყო შეჭრილი. მან იცოდა, რომ ბოსფორის დინება გვა-
მებს მისკენ წამოიღებდა, სათითაოდ ამოასვენა ისინი წყლიდან,
გააპატიოსნა, ემთხვია და მიწას მიაბარა. ოღონდ, სტამბოლის
სხვა ისლამური საფლავებისგან განსხვავებით, მათ საფლავებს
ქვები არ ამშვენებდა.

სამხეცეში დაბრუნებულ ჯაჰანს ეგონა, რომ სულთანი სპი-


ლოს მაშინვე მოიკითხავდა, მაგრამ გავიდა რამდენიმე კვირა
და მბრძანებლისგან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ჯაჰანმა ივარაუდა,
რომ მბრძანებელი ან ბრძოლის ველზე იმყოფებოდა, ან კიდევ
გზაში იყო. იმ იშვიათად შემთხვევებში, როცა სულთანი სასახ-
ლეში იმყოფებოდა, ის ან სახელმწიფო საქმეებში, ან ჰარამხა-
ნის ჩახლართულ ინტრიგებში გახლდათ ჩაფლული. ჯაჰანი ლო-
დინს მაინც განაგრძობდა, მაგრამ ერთ დღეს სულთნის ნაც-
ვლად მისი მეუღლე მოადგა. სწრაფად და მოულოდნელად, კა-
ტის ჩუმი ნაბიჯებით მიუახლოვდა და სახტად დატოვა. ბაღი ერთ
წამში დაცარიელდა, სულთნის მეუღლის ამალა კი, ჩვეულებისა-
მებრ, შვიდი ნაბიჯის მოშორებით დადგა. ქალს მეწამული, ყარ-
ყუმის ბეწვით გაწყობილი კაბა ეცვა, თავზე ფოჩებიანი ქუდი ეხუ-
რა, შუათითზე რომელიღაც უცხო ფრინველის კვერცხისოდენა
ზურმუხტის ბეჭედი ეკეთა. დედის აშოლტილი ფიგურის უკან

115
სრულიად განყენებული სახით, ყველასა და ყველაფრისგან მო-
შორებით იდგა სულთნის ასული მიჰრიმაჰი. ქუდზე მიმაგრებუ-
ლი გამჭვირვალე მანდილის ბოლოებს ნიავი უფრიალებდა. სა-
ხეგაბადრულს მწითურ თმაში მზის კაშკაშა სხივები უთამაშებდა.
ჯაჰანის დანახვისას ნაკადულის ფსკერიდან ამოღებული, სველი
კენჭების მსგავსი, წყლიანი თვალები აუციმციმდა, და როცა ბი-
ჭის აღტაცებული საპასუხო მზერაც დაიჭირა, ბაგეზე ღიმილი
აუთამაშდა და წინა ორ კბილს შორის ღარი გამოუჩნდა, რაც მის
სახეს მხიარულ და ონავრულ გამომეტყველებას სძენდა. ჯაჰანი
პირს უმწეოდ აღებდა, თითქოს ენა წინ უსწრებდა და პატრონის
დაუკითხავად ლამობდა ქალიშვილთან გამოლაპარაკებას. ჭა-
ბუკი უკვე მზად იყო, მისკენ ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ საჭურისმა
სილა გააწნა და დატუქსა:
- მუხლი მოიყარე! როგორ ბედავ?!
ჯაჰანი შეცბა და ისე სწრაფად ჩაიკეცა, რომ მუხლებით ქვებს
დაეხეთქა. ირგვლივ მყოფებს სიცილი წასკდათ, ბიჭი კი ჭარხა-
ლივით გაწითლდა.
ჰიურემმა ამ სცენას ყურადღება არ მიაქცია და ჯაჰანს ისე ახ-
ლოს ჩაუარა, რომ ბიჭს სახეზე მისი კაბაც კი გაეხახუნა.
- ვინ უვლის ამ ცხოველს? - იკითხა სულთნის მეუღლემ.
- მე ვუვლი, სულთანო... - თქვა ჯაჰანმა.
- რა ჰქვია?
- ჩოტა, თქვენო უმაღლესობავ.
- რისი გაკეთება შეუძლია?
ჯაჰანს ეს შეკითხვა ისე ეუცნაურა, რომ წამით პასუხიც კი და-
უგვიანა.
- როგორ გითხრათ... კეთილშობილი ცხოველია.

116
არ შეეძლო, თორემ იმასაც სიამოვნებით ეტყოდა, რომ სპი-
ლოებს სხეულის გარდა გულიც დიდი აქვთ; რომ, სხვა ცხოვე-
ლებისგან განსხვავებით, მათ ესმით სიკვდილ-სიცოცხლის არ-
სი; რომ ისინი რიტუალებსაც კი მართავენ, როცა მორიგი
სპლიყვი იბადება, ან როცა თანამოძმე ეღუპებათ; რომ ლომი
მრისხანეა, ვეფხვი - დიდებული, მაიმუნი - ჭკვიანი, ფარშავანგი
- ლამაზი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთდროულად მხოლოდ სპი-
ლოშია თავმოყრილი...
ჰიურემი ვერ მიუხვდა და უბრძანა:
- აბა, გვაჩვენოს, რა ეხერხება.
- როგორ გითხრათ... საცირკო ილეთები არ ეხერხება, - უპა-
სუხა ჯაჰანმა.
ბიჭი დედოფლის სახეს ვერ ხედავდა, რადგან ზევით ახედვას
ერიდებოდა. სამაგიეროდ ხედავდა აბრეშუმის მაშიებით შემო-
სილ მის მოგრძო, ლამაზ ტერფებს. ჰიურემი მოხდენილი, ნარ-
ნარი ნაბიჯით დაიძრა სპილოსკენ და ჰარამხანის ქალებს წკეპ-
ლის მოტანა უბრძანა. მისი ბრძანება მყისვე შეასრულეს. ჯაჰანს
ეგონა, დედოფალი სპილოს ცემას უპირებდა და შიშით გული
გადაუქანდა, მაგრამ ჰიურემმა წკეპლა ჰაერში აიქნია და ბიჭს
ჰკითხა:
- აბა, ამას თუ დაიჭერს?
სანამ ჯაჰანი პასუხს მოიფიქრებდა, ჰაერში ასროლილმა
წკეპლამ კამარა შეკრა და სპილოს უკანა ფეხებთან დაეცა. ცხო-
ველმა ხორთუმი ისე მოიქნია, თითქოს უჩინარ ბუზს იგერიებდა,
ადგილიდან დაძვრა კი არც უფიქრია. სულთნის მეუღლემ დამ-
ცინავად ჩაიფხუკუნა და იმ წუთებში ჯაჰანმა მისი თვალით
დაინახა ჩოტა - ზორზოხი, ჭამად ქცეული, არაფრის მაქნისი არ-
სება.

117
- მაშ, გამოდის, რომ ამ ცხოველს სრულიად არაფერი შეუძ-
ლია? - იკითხა ჰიურემმა, თუმცა ეს მტკიცება უფრო იყო, ვიდრე
შეკითხვა.
- თქვენო უდიდებულესობავ, ეს საომარი სპილოა. მის წინაპ-
რებსაც ამისთვის ზრდიდნენ. ჯერ ნორჩია, მაგრამ ბრძოლის
ველზე უკვე დაამტკიცა თავისი სიმამაცე.
ჰიურემი მისკენ მოტრიალდა. ეს ბიჭი სასახლის განაწესს აშ-
კარად არ იცნობდა.
- მეომარიო? ასე თქვი?
- დიახ, ჩოტა მეომარია.
უპასუხა ჯაჰანმა და იმწამსვე მწარედ ინანა, რომ იცრუა.
- თუ ასეა, გაგმართლებია და ეგ არის. ეეს-ესაა ომი დაიწყე-
ბა! - მშვიდად ჩაილაპარაკა სულთნის მეუღლემ, შემდეგ მთავა-
რი თეთრი საჭურისისკენ გაიხედა და უბრძანა:
- ახლავე მიჰგვარეთ ეს ცხოველი ჩვენს მამაც ჯარისკაცებს!
საუბარი ამით დასრულდა. ჰიურემი სწრაფად გაეცალა
იქაურობას, პირისფარეშები და ჰარამხანის ტურფები კი მორჩი-
ლად, გოგმანით გამოუდგნენ უკან. მიხაკ ქამილ აღამ სპილოსა
და მაჰაუტს ამრეზით შეხედა და ამალას დაეწია.
თუმცა ყველა არ წასულა. სულთნის ასული და მისი ძიძა ად-
გილზე დარჩნენ. იდგნენ და ბიჭს უსიტყვოდ მისჩერებოდნენ.
- შენ დედა-ბატონს აწყენინე. ეს ჯერ არავის გაუბედავს... -
თქვა მიჰრიმაჰმა.
- არ მინდოდა... - ჩაილაპარაკა ცრემლმორეულმა ჯაჰანმა.
- მითხარი, რა გაწუხებს ასე ძალიან?
- ამ სპილომ ბრძოლა არ იცის, თქვენო უმაღლესობავ.
ჩაილაპარაკა ჯაჰანმა და მიჰრიმაჰს მზერა გაუსწორა. მარ-
თალია, თავი მყისვე მორცხვად დახარა, მაგრამ წამის იმ ერთ

118
გაელვებაში მაინც მოასწრო სულთნის ასულის თვალების ნახვა.
ოვალურ სახეზე შორიშორს ჩამჯდარ, დედისეულ თვალებში გო-
გონას ეშმაკური ცეცხლი უკიაფებდა.
- ასეთი სულელი ნამდვილად არ მეგონე, - უთხრა ჯაჰანს, -
ერთი ეს მითხარი, ომში თუ ყოფილხარ ოდესმე?
ბიჭმა უარის ნიშნად თავი გაიქნია.
მახლობელი ხიდან ყვავის ჩხავილი მოისმა. როყიო, ხრინ-
წიანი, გამაფრთხილებელი ხმა იყო.
- ჰოო, არც მე ვყოფილვარ, მაგრამ დედა-ბატონზე მეტი მი-
მოგზაურია. ამ მხრივ ჩემს კეთილშობილ ძმებსაც კი ვჯობივარ!
ჩემს სათაყვანებელ მამას ისე ვუყვარვარ, რომ ადრე სულ
მთხოვდა, სხვადასხვა მხარეში თან ვხლებოდი. ბევრი ქვეყანა
მოვიარეთ ერთად. მხოლოდ ჩვენ ორნი ვმგზავრობდით... - გო-
გონას ხმაში სევდა შეეპარა და განაგრძო: - თუმცა ახლა აღარ-
სად დავყავარ. ბავშვი აღარ ხარო, ასე მეუბნება. უცხოთა
თვალს მარიდებს. ჩემი ძმები გადამფრენი ჩიტებივით თავისუფ-
ლები არიან. ეჰ, ნეტავ მეც ბიჭად დავბადებულიყავი...
ამ წინადადებამ ჯაჰანი საგონებელში ჩააგდო და პასუხი რომ
ვერ მოიფიქრა, სულთნის ასულს, წესისამებრ, უსიტყვოდ ქედი
მოუხარა, მაგრამ გოგონას მისი ეს მორჩილება მხოლოდ აღი-
ზიანებდა.
- აბა, შეადარე: შენ ბიჭი ხარ და ომში წასვლის გეშინია. მე
ქალი ვარ და ერთი სული მაქვს, მამაჩემს ომში ვეახლო. ნეტავ
შეგვეძლოს ადგილების გაცვლა, ცოტა ხნით მაინც...
იმ საღამოს ჯაჰანმა გამბედაობა მოიკრიბა, მთავარ თეთრ
საჭურისს ეახლა და განუმარტა, ჩოტა ჯერ ნორჩია და საბ-
რძოლველად მზად არ არისო. კკარგა ხანს იმეორებდა ერთსა
და იმავეს, ენის ბორძიკით. განა იმიტომ, რომ მსმენელს მისი არ

119
ესმოდა, უბრალოდ, ეშინოდა, რომ თუ საუბარს შეწყვეტდა, ტი-
რილი წასკდებოდა.
- თუ მებრძოლი სპილოა, რაღა მომზადება უნდა? იქნებ შაჰმა
მოგვატყუა? - ჰკითხა საჭურისმა.
- მეომარი სპილოა, მაგრამ გაწვრთნილი არ არის. რაღაც--
რაღაცების ჯერ კიდევ ეშინია, - უპასუხა ბიჭმა.
- მაინც რისა? - იკითხა საჭურისმა.
ჯაჰანმა ნერწყვი სიმწრით გადაყლაპა და უპასუხა:
- ვეფხვების. შემიმჩნევია, რამდენჯერაც ვეფხვი დაიღ-
რიალებს, საცოდავად იბუზება. არ ვიცი, ასე რატომ ხდება, მაგ-
რამ...
- თუუ ასეა, შიში ნურაფრისა ექნება, - ჩაეცინა ქამილ აღას, -
შავ ბოგდანიაში26 ვეფხვები არ არიან.
- შავ ბოგდანიაში?! - ჩაეკითხა ჯაჰანი.
- დიახ, სწორედ იქ მიემართება ამ დღეებში ჩვენი ჯარი. ახლა
კი მომწყდი თავიდან და ამ სისულელეებით მეორედ ნუღარ შე-
მაწუხებ!
ჯაჰანს ლომების მომთვინიერებელმა ოლევმა უშველა. სწო-
რედ მმან განუმარტა ბიჭს, რომ ერთხელ გაცემული ბრძანება
აუცილებლად უნდა შესრულებულიყო, ამიტომ ბევრი დრო
ჰქონდათ თუ ცოტა, სპილო როგორმე უნდა გაეწვრთნათ. თუ
ვეფხვების ეშინოდა, ამ შიშის დაძლევა უნდა ესწავლებინათ. ამ
მიზნით ოლევმა სადღაც ვეფხვის ტყავი ამოქექა და სანგრამს
ცხვარი მოაყვანინა.უ ამ უმანკო, გულუბრყვილო, უაზროდ თვა-

26
თურქები ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეების სამთავროს, რომ-
ლის ტერიტორიაზეც ახლა მოლდოვა მდებარეობს.

120
ლებგადმოკარკლულ ცხოველს დღისით საძოვარზე უშვებდნენ,
ღამით კი თავლაში ამწყვდევდნენ. ოლევმა ერთ-ერთ მზარეულ
ბიჭს ხის პატარა კასრი გაუწოდა და უბრძანა, ეს ჭურჭელი ახ-
ლად დაკლული ქათმის სისხლით გაევსოთ. მეორე დილით, რო-
ცა ჩოტა ეზოში სეირნობდა, ოლევმა იმავე ბიჭს სთხოვა, ვეფ-
ხვის ტყავი ტანზე ჩამოეცვა. ყმაწვილს ტყავი მხრებზე მოასხეს
და ყელთან გაუნასკვეს. ოლევმა ბიჭი დაარიგა, სპილოს ირ-
გვლივ ოთხ ფეხზე გაიარ-გამოიარე და ცხოველივით იღ-
რიალეო.
- კმარა! ახლა კასრი გადმოაპირქვავე! - გაისმა კიდევ ერთი
შეძახილი და ბიჭმაც ბრძანება შეასრულა.
სპილო იდგა და უცნაური არსებისკენ თვალს აპარებდა. იმ
დღეს ჩოტას არც საჭმელი მიუტანეს და არც სასმელი, სამა-
გიეროდ ეშვები აულესეს და ჯაჭვით დააბეს. მეორე დღეს ოლევ-
მა ვეფხვის ტყავი ფუჩეჩით დატენა და გალიასთან მიაგდო. ჩო-
ტას არც ამჯერად მოუტანეს საჭმელი, მხოლოდ ცოტაოდენი წყა-
ლი დაალევინეს და სასეირნოდ არ გამოუშვეს. შეწუხებული
ცხოველი კვლავინდებურად ალმაცერად უყურებდა ვეფხვის
ტყავს და თავისი უბედურებისთვის პასუხს მხოლოდ მას სთხოვ-
და.
მესამე დღეს ოლევმა ცხვარი მოაყვანინა და ტყავი გადააცვა.
საბრალო ცხოველი ამაოდ ცდილობდა ტყავის მოშორებას,
რადგან ოლევს მისი შიგნითა მხარე ნაძვის ფისით დაემუშავები-
ნა. და აი, შიმშილისა და წყურვილისგან გავეშებული სპილო და
შიშისგან გონდაკარგული ცხვარი თავლაში ერთად შეამწყვდი-
ეს. ოლევი სავსე კასრს დასწვდა და ცხვარს სისხლი გადაასხა.
ვეფხვის ბეწვი და ცხვრის მატყლი წითლად შეიღება. თავლაში
სისხლის მქისე, გულისამრევი სუნი დატრიალდა. ოლევმა

121
ცხვარს თავზე ქსოვილი გადააფარა. გადაირია დაბრმავებული
ცხოველი. მისი დაძაბულობა თანდათან ჩოტასაც გადაედო. სპი-
ლომ ფეხები ააბაკუნა. დაფეთებული ცხვარი აქეთ-იქით მიაწ-
ყდა და შემთხვევით სპილოს დაეჯახა. ჩოტამ ხორთუმი მოიქნია
და ერთი ძალუმად დაჰკრა. ცხვარი აყირავდა, მაგრამ წონასწო-
რობა იმწამსვე აღიდგინა, სული მოითქვა და ისეთი საშინელი
ხმა ამოუშვა, რომელიც ჯაჰანს შემდგომშიც კარგა ხანს ჩაესმო-
და. აკანკალებულმა ბიჭმა თავლის კარი მიხურა, კარს ყურით
მიეკრა და სმენად იქცა, სახელურს კი ისე მაგრად ჩაებღაუჭა,
რომ თითები ასტკივდა. თავლიდან ცხვრის გაბმული ბღავილი
ისმოდა. ძარღვებში სისხლი გაეყინებოდა ამ ხმის გამგონეს.
თითქოს ჯოჯოხეთის წიაღიდან აღწევდა ეს შესაბრალისი ვაება
და გოდება. თუმცა თანდათანობით ყველა ხმა მიწყდა. ჯაჰანმა
და ოლევმა კარი შეაღეს. თავლაში სისხლის, შარდისა და ექ-
სკრემენტების აუტანელი სუნი იდგა, კუთხეში კი უსულოდ ეგდო
დასახიჩრებული ცხვარი.

იმ ღამით ჯაჰანი სამხეცის ეზოში, მომთვინიერებლების მიერ


დანთებულ კოცონთან იჯდა. კოცონში კედრის სურნელოვანი
ფიჩხი ხრჩოლავდა. ადამიანები მოგუდული ხმით ბაასობდნენ,
ყალიონების ბოლი ჰაერში ტრიალებდა. თრიაქის ბურანში გახ-
ვეული ჩინელი ტყუპები სხვებისთვის უხილავ რაღაცებს და ვი-
ღაცებს უცინოდნენ.
მთვარე ახლა სულ დაბლიდან ჩამოჰყურებდა სტამბოლს.
ვარსკვლავებით დაცხრილული ცა საცერს ჩამოჰგავდა, და მათი
შუქი თითქოს ამ საცრიდან ეფრქვეოდა ღამის ქალაქს. ჯაჰანის
აღელვებულ სულში ამჯერად გაუსაძლისმა დაღლილობამ

122
დაისადგურა. რას აკეთებდა აქ, მხეცების გარემოცვაში? რა დაჰ-
კარგოდა ამ შორეთში, თავისი ახლობლებისგან სამუდამოდ
მოწყვეტილს? გოგოები ალბათ გათხოვდნენ და შვილები გააჩი-
ნეს... ჯაჰანს თვალწინ დაუდგა თავისი დები. ახლა ალბათ ისი-
ნიც ისხდნენ ასეთსავე კოცონთან, რომლის სითბო ჯაჰანამდე
ვერასოდეს მიაღწევდა. ამ ფიქრებმა სასოწარკვეთილებით აავ-
სო ჭაბუკის გული. იმის ნაცვლად რომ შინ დაბრუნებულიყო, ომ-
ში წასვლა უწევდა.…
პარასკევ დილით, ლოცვის შემდეგ, სულთნის ბრძანებით,
გაისმა საომარი ბუკ-ნაღარა; აბრაგუნდა ბრინჯაოსგან ჩამოს-
ხმული უშველებელი დოლი, რომელსაც ყოველი ლაშქრობის
წინ შვიდჯერ ჩამოჰკრავდნენ ხოლმე, და ეს ჟრუანტელის მომ-
გვრელი ხმა უმალ დაუვლიდა მარმარილოს დარბაზებს, ვარ-
დნარსა და სამხეცეს, ერთნაირად აზანზარებდა მდიდრებისა და
ღარიბების უბნებს.
ჯაჰანი ხედავდა, როგორ ემზადებოდა ბრძოლისთვის მთელი
ქალაქი. ჯარისკაცის ვალი უკლებლივ ყველა მამაკაცს უნდა
მოეხადა. იანიჩრები კაზარმებს ტოვებდნენ, ფაშები ცხენებს კაზ-
მავდნენ; ყველამ იარაღი აისხა: ხელოსანმა თუ ნოქარმა, მება-
ღემ თუ ხაბაზმა, მზარეულმა თუ თერძმა, ნალბანდმა თუ ბეწ-
ვეულით მოვაჭრემ, ხარაზმა თუ მექოთნემ, ფეიქარმა თუ
მთრიმლავმა, მესანთლემ თუ მეშუშემ, ტყისმჭრელმა თუ კალა-
ტოზმა, მჭედელმა თუ დურგალმა, მეთუნუქემ თუ მეთოკემ, ვირ-
თაგვებზე მონადირემ თუ მეკასრემ, მშვილდების ოსტატმა თუ
მენიჩბემ, თევზის გამყიდველმა თუ მეფრინველემ. ასე გასინ-
ჯეთ, მჩხიბავებმაც კი იარაღი აიღეს ხელში! ყველა ხელობის
წარმომადგენლებში იგრძნობოდა საომარი მზადება. თვით მე-
ძავებმაც კი ატეხეს საქმიანი ფაციფუცი. დიდი და პატარა სულ-

123
თნის კარის ვარსკვლავთმრიცხველს მისჩერებოდა. სწორედ
მას უნდა გამოეცხადებინა ომის დასაწყებად ხელსაყრელი დღე,
რადგან ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა: ზეიმებსა და ქორწი-
ლებს, წინადაცვეთასა და საომარ მოქმედებებს. ბოლოს, ვარ-
სკვლავებზე რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ, ეს თარი-
ღიც დადგინდა:მ მზე ოცგზის რომ ჩავიდოდა, მხოლოდ მას შემ-
დეგ უნდა გასდგომოდა გზას ოსმალთა ლაშქარი. ცნობილია,
ომის დროს მტერს მანამდე უნდა დაასწრო, სანამ თავად დაგად-
გება თავზე. ამიტომ ოქროს რქასა და მდინარე პრუტს შორის
მანძილი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაელახათ. ჯაჰანს უბ-
რძანეს, სპილოსთან ერთად ჯარს წინ გასძღოლოდა. აფორიაქ-
და მაჰაუტი. გული არ უდგებოდა დელიბაშების ანუ თავზე ხელა-
ღებულების სიახლოვეს. მეტისმეტად ახირებულები, ტლანქები
და ველურები იყვნენ ეს ბეწვეულში გამოწყობილი, თავით ფეხე-
ბამდე სვირინგებით მოხატული, ყურებდახვრეტილი, თავგადა-
ხოტრილი კაცები, რომელთა რიგებში სასტიკი დამნაშავეებიც
ერია. მოდიოდნენ, ბუკ-ნაღარას მოაჟღრიალებდნენ, სხვადას-
ხვა ზომის დოლებს მოაბრაგუნებდნენ და ისე ღრიალებდნენ,
საფლავებში მკვდრებსაც კი სწვდებოდა მათი ხმა.მ ამ გნიასის
გამგონე მტერიც შეკრთებოდა ალბათ. სპილო ხომ მთლად და-
საბმელი გახდა. ჯაჰანი საგონებელში ჩავარდა. როგორმე უნდა
გამოენახა საუკეთესო გზა ამ გასაჭირიდან თავის დასაღწევად.
თუმცა ხმის ამოღება არ დასჭირვებია, ყველაფერი თავისთავად
მოხდა: იმ დილით, როცა შავ ბოგდანიაში ფეხი შედგეს, ჯარის-
კაცების გამაყრუებელმა ჟრიამულმა ჩოტა ისე გააბრაზა, რომ
ერთი მათგანი ლამის ფეხებით გადათელა. ამ მიზეზით, სპილო
და მაჰაუტი უკანა რიგებში, ცხენოსნებთან გადაიყვანეს, მაგრამ
ამჯერად ცხენები გაოჩნდნენ. ბოლოს ჯაჰანს და ჩოტას ადგილი

124
ისევ შეუცვალეს და ქვეითთა რაზმში უკრეს თავი.ა იმ წუთიდან
ყველაფერი მოგვარდა. სასახლის ბაღებში თვეობით გამომ-
წყვდეულ ჩოტას ღია სივრცე და ხანგრძლივი სიარული ეამა და
ახლა ლაღი, მოქნილი ნაბიჯით მიიწევდა წინ. ჯაჰანი კეფაზე შე-
აჯდა და როცა ადამიანების უნაპირო ზღვას თვალი გადაავლო,
განცვიფრებული დარჩა. აქლემებს სანოვაგე მოჰქონდათ, ხარე-
ბი ზარბაზნებსა და ფილაკავანებს მოათრევდნენ, ალებარდით
შეიარაღებულ მეომრებს მუზარადებს ცხენის ძუის გრძელი ფო-
ჩები უმშვენებდათ. დავრიშები უფალს გალობით განადიდებ-
დნენ, იანიჩრების აღა ამაყად იჯდა თავის ულაყზე, არაბულ მე-
რანზე ამხედრებულ სულთანს ორივე მხრიდან მცველები მოჰ-
ყვებოდნენ - მარცხნიდან ცაცია მშვილდოსნები, მარჯვნიდან კი
მემარჯვენეები. სპას მედროშე მიუძღოდა და შავი ცხენის ძუით
შემკული შვიდი დროშა მოჰქონდა. ლატნებზე გამობმული ცხე-
ნის კუდებისა და ბაირაღების, ლახვრებისა და ნამგალა აზიური
ხმლების, მოკლე ცულებისა და არკებუზების ქნევით, ხელშუბე-
ბით, მომცრო ფარებითა და მშვილდ-ისრებით შეჭურვილი ათა-
სობით ადამიანი მიიწევდა წინ. ჯაჰანს არასოდეს ენახა ერთად
შეყრილი ამდენი ადამიანი.ე ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა,
თითქოს ხალხმრავალი ურდო კი არა, ერთი ვეება გოლიათი
მიაბიჯებდა მის წინ. ფეხების ბაკუნი და ფლოქვების თქარუნი იქ
მყოფს ერთდროულად თავბრუს ახვევდა და თმას ყალყზე უყე-
ნებდა.
ცოტა ხანში სულთნის სპამ ქარის საწინააღმდეგო მიმართუ-
ლებით, აღმართ-აღმართ იწყო სვლა, და ამ ახალ სივრცეს ახლა
ისეთი დაჟინებით მიაპობდა, როგორც ალესილი დანა ეკვეთება
ხოლმე ხორცს. ჯაჰანი ცოტა ხნით ჩამოხტა სპილოდან და ფე-
ხით გავლა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს გაიცნო ერთი ქვეითი

125
მეომარი. კალიასავით ცქვიტი კაცი იყო, ტიკით სასმელ წყალს
მიეზიდებოდა.
- მტრებს მუსრს რომ გაავლებ, სულ სხვა კაცი ხდები, თით-
ქოს ნაბიჯიც გეცვლება, - თქვა ჯარისკაცმა, - ხომ იცი, თითო
მუდრეგის მოკვეთილი თავისთვის ზეცაში თითოო სასახლე
გვერგება!
ჯაჰანმა სამოთხეზე ბევრი არაფერი იცოდა. ვერც იმას მიმ-
ხვდარიყო, რად სჭირდებოდათ ადამიანებს ზეცაში სასახლეები.
ამიტომ დუმილი არჩია. მისი თანამოსაუბრე მოჰაჩის ომში იყო
ნამყოფი და მოჰყვა იქაურ ამბებს:
- ერთიანად ამოვწყვიტეთ ურჯულოები. დახოცილი ჩიტები-
ვით ცვიოდნენ მიწაზე. ხმლებმოღერებული გვამებით მოიფინა
იქაურობა. განუწყვეტლივ წვიმდა, მაგრამ რაღაც ოქროსფერ
ნათებას მაინც მოვკარი თვალი... - დასძინა ჩურჩულით.
- რას გულისხმობ? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- გეფიცები! მთელ მინდორს გადაეფინა თვალისმომჭრელი
შუქი. ალაჰი მხარს გვიჭერდა!
ამის თქმა იყო და უცებ განწირული კივილი გაისმა. მეთაურე-
ბი აქეთ-იქით მიაწყდნენ და ღრიალით დაიწყეს ბრძანებების გა-
ცემა. მეომართა რიგებში ჩურჩული გაისმა.
სადაც ადრე მყარი მიწა იყო, იქ ახლა უზარმაზარი ღრუ მო-
ჩანდა. თითქოს დაბრმავებული ადამიანის ცარიელი თვალბუდე
აჰყურებდა ზეცას. მიწამ ხახა დააღო და ცხენოსანთა დიდი ნაწი-
ლი შთანთქა. ეს იყო მტრის მიერ კარგად შენიღბული ხაფანგი:
ღრმა ორმოში ალესილი სარები ჰქონდათ ჩაფლული და ჯარის-
კაცებიც სწორედ ამ ორმოში ჩაცვივდნენ. ყველა მათგანმა მყის-
ვე დალია სული, მხოლოდ ერთი შავი ცხენი, რომელსაც სარი
ყელში ჰქონდა გაჩრილი, ჯერ კიდევ სუნთქავდა. მშვილდოსანმა

126
ისარი ესროლა და მის ტანჯვას ბოლო მოუღო. გაჩაღდა კამათი.
ორმოდან ამოესვენებინათ დაღუპულები და სხვაგან დაეკრძა-
ლათ თუ ადგილზე დაეტოვებინათ? დრო აღარ ითმენდა, დღის
შუქი თანდათან ილეოდა, ამიტომ ცხენებმა და ადამიანებმა ერ-
თად ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი. „რა უსამართლობაა,
მხოლოდ ადამიანები იხილავენ სამოთხეს, რადგან მოწამებრი-
ვი სიკვდილი ერგოთ, მათ თანმხლებ და მათ გამო დახოცილ
ცხოველებს კი სამოთხის კარიბჭესთან არავინ მიუშვებს,“
გაუელვა ჯაჰანს, მაგრამ ეს ფიქრი არავისთვის გაუნდია.
გამთენიისას ჯარმა გზა განაგძო. დაუღალავად მიუყვებოდ-
ნენ სადაფისფრად მოელვარე ველ-მინდვრებსა თუ ოღროჩოღ-
რო მთა-გორებს, მზესთან ერთად დგებოდნენ და შებინდებისას
კარვებს შლიდნენ. ეექვსი დღე-ღამე გალიეს ამ სიარულში და,
როგორც იქნა, მიაღწიეს მდინარე პრუტის ნაპირებს. წყლის ზე-
დაპირს ნისლის მანდილი დაჰფარფატებდა. გაღმა ნაპირზე ვე-
რასგზით გადავიდოდნენ, რადგან მდინარეზე არც ნავი ჩანდა და
არც ხიდები. გგაისმა ბრძანება, გადაწყვეტილების მიღებამდე
კარვები გაეშალათ და კარგად დაესვენათ.
ჩოტამ დრო იხელთა, მდინარის ტოტში გატოპა, დაჭაობებულ
წუმპეში მხიარული ჭყვიტინით ჩაყურყუმელავდა და ისეთ ნეტა-
რებას მიეცა, რომ მთელი ლაშქარი მას მისჩერებოდა.
- რას აკეთებს? - იკითხა ქვეითმა ჯარისკაცმა.
- ტალახით იფარავს ტანს.
- რისთვის?
- მათ ჩვენსავით ოფლი არ სდით, - განუმარტა ჯაჰანმა, - წყა-
ლი სხეულს უგრილებთ, ტალახი კი მზისგან იცავთ. ასე მასწავ-
ლა ტარასმა.
- ტარასი ვინღაა?

127
- როგორ გითხრა... სულთნის სასახლეში ერთი მოხუცი მომ-
თვინიერებელია, - დაუდევრად მიუგდო ჯაჰანმა, - ცხოველების
შესახებ ყველაფერი იცის.
ჯარისკაცს თვალები აუციმციმდა და ნიშნის მოგებით ჰკითხა:
- მაშ, სპილოების შესახებ ტარასისგან შეიტყვე? თავად რა-
ტომ არ იცოდი შენი ცხოველის ზნე?
ჯაჰანი უცებ შეცბა და თვალი აარიდა. ეეს რა წამოსცდა! ყო-
ველთვის ასე ხდებოდა: როცა ვინმეს თავისი სულის ნიჟარას გა-
უხსნიდა, ამას შემდგომში აუცილებლად ნანობდა.
მალე აშკარა გახდა, რომ ამ შეფერხებით ყველაზე მეტად ჩო-
ტამ იხეირა. მდინარის პირას დაუსრულებელი ყურყუტი არც
იანიჩრებს ეპრიანებოდათ, რომლებსაც გამარჯვება და ძარცვა--
გლეჯა ენატრებოდათ. სანამ წინ მიიწევდნენ და მოძრაობდნენ,
ძლიერი ქარი სახეში სცემდათ. რომ დაბანაკდნენ, ქარი ჩაცხრა
და კოღოები გამოჩნდნენ. ისეთი გააფთრებით იკბინებოდნენ,
თითქოს მტერს საგანგებოდ ჰყავდა დაგეშილი. ჯარისკაცები
დაიძაბნენ, ცხენებმა მოსვენება დაკარგეს. მარბიელებს
სოფელ-სოფელ წოწიალითა და სანოვაგის მოპოვებით სიქა
გასძვრათ, ამიტომ ჯარისკაცული წვნიანი დღითიდღე სულ უფ-
რო უგემური ხდებოდა.
ამასობაში სამშენებლო რაზმმა ხიდის აგებას მიჰყო ხელი.
ისინი თავიანთ საქმეს კარგად აკეთებდნენ, მაგრამ თითქოს
შაითანი ჩაერიაო, ხიდის საყრდენების დარჩენილი ნაწილიც
მოულოდნელად ჩამოიშალა. ერთი კვირის თავზე მორიგი ხი-
დის საძირკველი ჩაიყარა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი
სანაპირო ბურჯები გაცილებით სქელი და მყარი იყო, ხიდი კი-
დევ უფრო სწრაფად ჩამოინგრა, თანაც ამას ათამდე ჯარისკაცის
დაშავება და ერთის დაღუპვა მოჰყვა. რაც შეეხება მესამე ხიდს,

128
მისი მშენებლობის წამოწყება მხოლოდ სუსტი მცდელობა იყო
და სხვა არაფერი. ჭაობიანი მიდამო, გადარეული მდინარე...
დაზაფრული ჯარისკაცები, რომლებსაც დაღლილობა უკვე
ძვლებში ჰქონდათ გამჯდარი, ისე ჩაითრია უმოქმედობისა და
უძრაობის წუმპემ, როგორც იქაური ჭაობიანი ნიადაგი ითრევდა
მათ ფეხებს. ჯაჰანს არც უფიქრია, ქვეითი ჯარისკაცისთვის
ეკითხა, რას ფიქრობდა ამ სიძნელეებზე. იცოდა, რა პასუხსაც
მიიღებდა: ყოვლისშემძლე უფალს, რომელმაც ამ ხრიოკ და
უსიცოცხლო მიწაზე აქამდე გვატარა, ერთბაშად მივავიწყდი-
თო...
თუ ასე გაგრძელდებოდა, ოსმალეთის ჯარი საკუთარი სულ-
სწრაფობის გამო ომის დაწყებამდე დამარცხდებოდა.

129
ოსტატი

ჯარი მდინარე პრუტის ნაპირზე კარგა ხანს შეყოვნდა. ოსმა-


ლეთის არმიას მტრისგან გიჟმაჟი, ღრმა მდინარე ჰყოფდა. გა-
მარჯვების წყურვილით შეპყრობილ იანიჩრებს ერთ სული ჰქონ-
დათ, როდის მიაღწევდნენ გაღმა ნაპირს. ერთ დილით ჯაჰანმა
დაინახა ზემბერექჩიბაში,27 რომელიც თავქუდმოგლეჯილი გარ-
ბოდა მისკენ. ჯაჰანს ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა, ამი-
ტომ მისთვის გზის დათმობა ვერ მოასწრო და შეეჯახა.
- როგორ არის შენი სპილო? - ჰკითხა ჯაჰანს ზემბერექჩიბაშ-
მა და წელში სწრაფად გაიმართა.
- კარგად არის, ეფენდი, ბრძოლისთვის მზად არის.
- ინშალა, ომში მალე ჩავებმებით. ოღონდ ეგ წყეული მდინა-
რე გადაგვალახინა!.. - თქვა ზემბერექჩიბაშმა და დიდ კარავში
შერგო თავი, რომლის შესასვლელთან ორი ჯარისკაცი გუშა-
გობდა. ჯაჰანმა იცოდა, იქ არ შეესვლებოდა, მაგრამ თავი ვერ
შეიკავა და ისე თამამად გაჰყვა უკან, რომ გუშაგებს ზემბერექჩი-
ბაშის თანმხლები პირი ეგონათ და დაუბრკოლებლად შეუშვეს.
კარავში იმდენი ხალხი ირეოდა, რომ ბიჭისთვის ყურადღება
არავის მიუქცევია. თაგვივით გასუსული ჯაჰანი კუთხეში ორ მსა-
ხურ ბიჭს შორის მიიყუჟა და თვალი შეავლო ნაჭრის კედლებს,
ხასხასა ფერებს, ფარჩის ყურთბალიშებს, ნოხებს, ნუგბარით
სავსე ლანგრებს, მაყლებს, ლამპრებსა და საკმევლის სურნე-

27სულთნის პირადი მცველი, ვინც მას მეჩეთში ან ნადირობისას


ახლდა თან.

130
ლოვან კვამლს. ერთი კი გაუელვა გონებაში, კაპიტან გარეთის-
თვის რამე ხომ არ მომეპარაო, მაგრამ ამაზე ფიქრმაც კი შეზა-
რა. იქ ბრძანდებოდა დიდვეზირიც, რომელსაც ყანჩის ბუმბუ-
ლით გაწყობილი ჩალმა ეხურა. ქარვისფერ ხალათში შემოსი-
ლი სულთანი ქანდაკებასავით იჯდა კარვის შორეულ კუთხეში
აღმართულ, ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ტახტრევანზე. იქიდან
უკეთ ხედავდა ყველას და ყველაფერს.მ მის გვერდით, ორივე
მხრიდან, შეიხ ალ-ისლამი, იანიჩარ აღა და სხვა ნაზირ--
ვეზირები გამწკრივებულიყვნენ და ვითარებასთან დაკავშირე-
ბით შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ძირითადად, იმაზე ბჭობდნენ,
თუ როგორ ეპოვათ მდინარეში ფონი, სადაც ნიადაგი უფრო მყა-
რი იქნებოდა და ხიდის აშენება მოხერხდებოდა. ამას რამდენი-
მე კვირა (იქნებ თვეც კი) დასჭირდებოდა, მაგრამ არანაკლებ
შემაშფოთებელი იყო ისიც, რომ ხელსაყრელი ამინდი ხელიდან
ეცლებოდათ.
- მოწყალეო მბრძანებელო! - თქვა ლუტფი ფაშამ. - არის ერ-
თი კაცი, ვინც მყარ ხიდს აგვიშენებს.
- ვის გულისხმობ? - დაინტერესდა სულთანი.
- შენი ერთ-ერთი რჩეული იანიჩარია, სინანი ჰქვია, - უპასუხა
ლუტფი ფაშამ.
აამ დროს ხსენებული პიროვნებაც გამოჩნდა და სულთნის
წინაშე მუხლი მოიყარა. ეს ყველაფერი ჯაჰანისგან რამდენიმე
ნაბიჯის მოშორებით ხდებოდა და ბიჭი მის სახეს კარგად ხედავ-
და: განიერი შუბლი, ჩამოთლილი ცხვირი და მუქი თვალები
ჰქონდა, რომლებიც სიმშვიდეს ასხივებდნენ. მოგვიახლოვდიო,
რომ უბრძანეს, ისე მოიხარა, თითქოს თავს ქარიშხლისგან
იცავდა, ხოლო როცა შეიტყო, რისთვის დაიბარეს, უპასუხა:

131
- სვებედნიერო სულთანო! ხიდი აუცილებლად გვექნება.
ალაჰის წყალობით!
- შენი აზრით, რამდენი დღე დასჭირდება მის აგებას? - ჰკით-
ხა სულთანმა სულეიმანმა.
სინანი ცოტა ხანი დაფიქრდა და უპასუხა:
- ათი, მბრძანებელო.
- რატომ ფიქრობ, რომ გამოგივა ის, რაც სხვებმა ვერ
მოახერხეს?
- მბრძანებელო, იმ სხვებმა მშენებლობა ნაუცბათევად დაიწ-
ყეს, თუმცა გულში უკეთური განზრახვა არ ედოთ. მე კი ხიდებს
ჯერ გონებაში ვაგებ და მხოლოდ მას შემდეგ ვაქცევ ქვად! - იყო
პასუხი.
უცნაური პასუხი კი მოისმინა, მაგრამ სულთანი აშკარად ნა-
სიამოვნები დარჩა. სინანმა ბრძანება ყურად იღო და ისევე აუჩ-
ქარებლად გაეცალა იქაურობას, როგორც მოვიდა. ჯაჰანს რომ
ჩაუარა, თვალი გაუსწორა და უცებ ისეთი რამ გააკეთა, რაც ამ
რანგის კაცისგან ჯაჰანს ჯერ არასოდეს ენახა: გაიღიმა!
სწორედ მაშინ ეწვია ერთი აზრი. თუ ამ კაცთან ერთად იმუშა-
ვებდა, სულთან სულეიმანის სიმდიდრე მისთვის ხელმისაწვდო-
მი გახდებოდა. აკი ყველა ამბობდა: ვინც ბრძოლის ველზე ივაჟ-
კაცებს, სულთანი ვერცხლის ფულითა და ძვირფასი თვლებით
სავსე ზანდუკებს ჩუქნისო. ჯაჰანი კარვიდან გამოიპარა, ოსტატს
წამოეწია და შესძახა:
- დამელოდეთ, ეფენდი! მე სპილოს მომთვინიერებელი ვარ.
- ვიცი, ვინცა ხარ. ვხედავ ხოლმე, ცხოველს რომ უვლი, -
თქვა სინანმა.
- ჩოტა ბარე ორმოც ჯარისკაცს აჯობებს ღონით. მუშაობის
დროს ძალიან დაგეხმარებოდათ...

132
- შენ თუ გაგეგება რამე მშენებლობისა?
- აბა, რა გითხრათ... ჰინდოსტანში ქვისმთლელთან მიმუშა-
ვია.
სინანმა თვალი ჯიქურ გაუსწორა და მის ნათქვამს ცოტა ხნით
ჩაუფიქრდა.
- დიდვეზირის კარავში რას აკეთებდი?
- ჩუმად შევიპარე, - არ დაუმალა ჯაჰანმა.
სინანს თვალებში სითბო ჩაუდგა და ბიჭს შემდეგი სიტყვებით
მიმართა:
- ვფიქრობ, სპილოც გამოგვადგება და შენებრ საზრიანი და
ცნობისმოყვარე ყმაწვილებიც.
ჯაჰანმა იგრძნო, როგორ აეწვა ღაწვები. ასეთი ქათინაური
ცხოვრებაში პირველად ესმოდა. ასე შეუერთდნენ ჯაჰანი და მი-
სი სპილო კალატოზების მთელ არმიას. ასე დაიწყო ბიჭმა სინა-
ნად წოდებულ უცნობთან მუშაობა.
მშენებლებს ერთი სული ჰქონდათ, სამუშაო დაეწყოთ, მაგ-
რამ პირველ დღეს თითიც კი არავის გაუნძრევია. მეორე დღე-
მაც ასე ჩაიარა. სინანი აშკარად ფეხს ითრევდა, მდინარის ნა-
პირზე ბოლთას სცემდა, სადღაც შორს იმზირებოდა, წყალში ჯო-
ხით იქექებოდა, ზომებს იღებდა, გრაგნილებში რიცხვებს იწერ-
და და ორაკულების ცხრილებსა და სქემებზე არანაკლებ იდუმა-
ლებით მოცულ ჩანახატებს აკეთებდა. ჯარისკაცებმა მოსვენება
დაკარგეს. წამდაუწუმ კითხულობდნენ, რაღას ველოდებითო.
ღამღამობით კარვებსა და კოცონებთან ისხდნენ და ჩურჩულებ-
დნენ, ეს სინანი ამ საქმისთვის სრულიად შეუფერებელი კაციაო.
მესამე დღეს ოსტატმა მშენებლობის დაწყების შესახებ გამო-
აცხადა, მაგრამ ყველას გასაოცრად სანაპირო ზოლიდან ორი

133
დონუმით28 დაშორებული ადგილი აირჩია. აქ მდინარე გაცილე-
ბით განიერი იყო. მიზეზი რომ ჰკითხეს, ასე უპასუხა:
- ხიდი მოკლეც შეიძლება იყოს და გრძელიც. ეგ არ არის
მთავარი. მთავარია გრანიტივით მყარი საძირკველი!
ჩოტა ხის მასალას ეზიდებოდა და მშენებლობის ადგილს ქვე-
ბით ხერგავდა. ეეს იმისთვის კეთდებოდა, რომ კონსტრუქცია
დინებისგან დაეცვათ. სპილო აძალიან გამოადგათ. ამ სწრაფ
მდინარეში ჩასვლისას ადამიანებს წყალი ლამის ნიკაპამდე
სწვდებოდათ, სპილოს კი წყალში გატოპვა სრულებით არ უძ-
ნელდებოდა. მშენებლები მასიურ, წყალგაუმტარ, თიხითა და
კირით ამოგმანულ კასრებს ღრმა ორმოებში ფლავდნენ. ტა-
ლახში ამოგანგლული, ოფლად გაღვრილი ჩოტა მუშებთან ერ-
თად ეწეოდა ამ მძიმე ჭაპანს. უცნაური ხალხი იყო ეს მუშები.
უჯიათები და სიტყვაძვირები იყვნენ, მაგრამ დიდი სიყვარულით
ეკიდებოდნენ ყველაფერს, რაც მათთვის მშობლიური იყო. თუ
ვინმე ქვისმთლელთა და ხუროთმოძღვართა მფარველ წმინდა-
ნებსა და წინასწარმეტყველებს - სეთსა და ააბრამს ახსენებდა,
მარჯვენა ხელს იმწამსვე გულზე მიიდებდნენ. მათ გარემოცვაში
ჯაჰანი გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს. ამ ადამიანების მსგავ-
სად, მასაც ფარულ სიამოვნებას ჰგვრიდა ქვის ქვაზე დადება.
იმ დღიდან, რაც სინანს ეს საქმე დაეკისრა, ხიდი ზუსტად ათ
დღეში აშენდა. ცხენზე ამხედრებულმა სულთანმა ცალი ხელით
სადავე ჩაბღუჯა და პირველმა გაიარა ხიდზე. უუკან დიდვეზირი
და ამალის სხვა წევრები მიჰყვნენ. მათ შორის იყო ლუტფი ფა-

28 დღიური სახნავი მიწის მონაკვეთი.

134
შა, რომელსაც ძალიან ეამაყებოდა, ასეთი ხუროთმოძღვარი
რომ აღმოაჩინა.
ყველამ გაიხარა, როცა სულთნის ამალა გაღმა ნაპირზე გა-
ვიდა. ამის შემდეგ ხიდზე გადასვლა ექვს-ექვსად გამწკრივე-
ბულმა მეომრებმაც დაიწყეს. აქა-იქ ლოცვა ისმოდა. აამ ადა-
მიანებს ომისა არ ეშინოდათ, მაგრამ წყალი ძლიერ აფრთხობ-
დათ.
დადგა ჯაჰანისა და ჩოტას ჯერიც. სპილო ადგილიდან დაიძ-
რა, მაგრამ სუბაშმა გააჩერა:
- ცხოველი მოიცდის. ძალიან მძიმეა!
ჩოტას სინანი გამოექომაგა:
- ეფენდი, თუ საჭირო გახდა, ეს ხიდი ორმოცდაათი სპილოს
სიმძიმეს აიტანს.
- თუკი შენ ასე ამბობ... - ჩაიბურტყუნა სუბაშმა და თანხმობა
მისცა.
- წამოდი, ერთად გადავიდეთ! - შესთავაზა ოსტატმა ჯაჰანს.
ასე გადალახეს ახალი ხიდი. სპილო მათ უკან მობაჯბაჯებდა.
როგორც კი გაღმა გავიდნენ, სინანს სასწრაფოდ უხმეს. ოსტატ-
მა ნაბიჯს აუჩქარა. ჯაჰანი და სპილოც უკან გაყვნენ, რადგან
მათთვის გაჩერება არავის უბრძანებია.
დიდგვაროვნები ემორიგ საკითხზე ბჭობდნენ: რა ბედი უნდა
სწეოდა ხიდს მას შემდეგ, რაც ჯარი იქაურობას დატოვებდა? ჯა-
ჰანი მათი სახის გამომეტყველების მიხედვით ხედავდა, რომ
მდგომარეობა დაიძაბა. ლლუტფი ფაშამ გამოთქვა სურვილი,
სათვალთვალო კოშკურა აეშენებინათ და ხიდის დასაცავად სა-
განგებო რაზმი გამოეყოთ. დიდვეზირი და რუმელიის მთავარ-
მართებელი სოფუ მეჰმედ ფაშა ამ საკითხზე ვერ მორიგდნენ და
გადაწყვიტეს, რჩევა ხუროთმოძღვრისთვის ეკითხათ.

135
- ბატონებო, თუ კოშკურას ავაშენებთ, მტერი მასაც და ხიდ-
საც ერთდროულად დაიკავებს და ზურგიდან ჩაგვისაფრდება, -
თქვა სინანმა.
- რას გვთავაზობ? - ჰკითხა დიდვეზირმა.
- ეს ხიდი საკუთარი ხელებით ავაგეთ და საკუთარივე ხელე-
ბით შეგვიძლია დავანგრიოთ, - მიუგო სინანმა, - უკან რომ მოვ-
ბრუნდებით, ახალი ხიდის აშენებას ვერავინ დაგვიშლის!
ლლუტფი ფაშა, რომელმაც დივანს სინანის კანდიდატურა
შესთავაზა და ახლა მისგან მორჩილებას ელოდა, განრისხდა.
- მხდალო! ალბათ იმის შეგეშინდა, რომ ხიდის სადარაჯოზე
შენ დაგტოვებენ!
სინანი გაფითრდა, მაგრამ მშვიდად მიუგო:
- ჩემო მბრძანებლებო, მე იანიჩარი გახლავართ. თუ სულ-
თანმა კოშკურის აშენება და მისი დაცვა მიბრძანა, მის ბრძანე-
ბას შევასრულებ. მაგრამ აზრი მკითხეთ და მეც გულწრფელად
გიპასუხეთ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- არაბები გემებსაც კი წვავენ... - ჩაილაპარაკა მთავარმარ-
თებელმა.
- ეს გემი არ არის. არც ჩვენ ვართ ბედუინები! - მიახალა
ლუტფი ფაშამ და სინანს ამრეზით გადახედა.
ბჭობა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ სულთანმა, რომელსაც
ამ დავის შესახებ სასწრაფოდ მოახსენეს, მოგვიანებით გადაწ-
ყვეტილება თავად მიიღო. აშკარა იყო, მან ლუტფი ფაშას აზრს
სინანის აზრი არჩია: ხიდის დაშლა გადაწყდა.
ჯაჰანი მალე მიხვდა, რომ ნგრევა შენებაზე გაცილებით ადვი-
ლი იყო. მაინც ეტკინა გული, როცა ასეთი ტანჯვა-წამებით ნაგ-
როვებ და ერთმანეთზე კოხტად შემოწყობილ ქვებს პანტაპუნ-

136
ტით დაუწყეს ძირს ჩამოყრა. ჯაჰანი ყველაზე მეტად არ ეთანხმე-
ბოდა სინანს.ა ასე ადვილად როგორ გაიმეტა მათი ნაოფლარი?
ამიტომ, როგორც კი დრო იხელთა, ოსტატს ენის ბორძიკით შეჰ-
ბედა:
- პატიებას გთხოვ, ეფენდი, მაგრამ ვერ გამიგია, ამას რატომ
აკეთებ? ჩვენ ხომ ამდენი ვიშრომეთ...
- არა უშავს, უფრო გულმოდგინედ ვიშრომებთ, - იყო პასუხი.
- მაინც რა იოლად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება... ნუთუ არ
გენანებათ?
სინანმა ბიჭს ისე შეხედა, თითქოს ერთმანეთს დიდი ხნის წინ,
სხვა დროებაშიც კარგად იცნობდნენ.
- ჩემი პირველი მასწავლებელი მამაჩემი იყო. ჩვენში ტოლს
ვერავინ უდებდა და დურგლის ხელობას ბავშვობიდან მა-
ზიარებდა. ყოველ ზატიკზე29 ორმოცდღიან მარხვას ინახავდა.
ერთხელ ხისგან ბატკნის გამოთლა მთხოვა. რამდენიც არ გა-
მოვთალე, ყველა დამიწუნა და წამართვა.
- დავამტვრიე შენი ნახელავი. მიდი, ახალი გააკეთე! - მეუბ-
ნებოდა ყოველ ჯერზე. აღშფოთებას ვერ ვმალავდი, მაგრამ
საოცარი ის იყო, რომ ბატკნები დღითიდღე უფრო ლლამაზი გა-
მომდიოდა.
ჯაჰანს მამინაცვალი მოაგონდა და სხეული დაეჭიმა. გაახსენ-
და, როგორ დასცინა ერთხელ ამ კაცმა, როცა დედისთვის ეზოში
ღუმელი ააწყო. წლების შემდეგაც არ გაჰქრობოდა გულში
ღრმად ჩარჩენილი, მოუნელებელი ბოღმა.
სინანმა კი განაგრძო:

29 ზატიკი - სომხების აღდგომა.

137
- როცა მამა ამქვეყნიდან წავიდა, მის ფარდულში ერთი ზან-
დუკი ვიპოვეთ. იმ ზანდუკში დამხვდა ყველა ბატკანი, რომელიც
ბიჭობაში გამოვთალე. სათითაოდ ყველა შეუნახავს მამას...
- მესმის, რომ უკეთეს ხელოსნად გაქცია, მაგრამ გულიც ხომ
გატკინა? - თქვა ჯაჰანმა.
- ზოგჯერ, სულმა რომ იხაროს, გული უნდა გეტკინოს, შვი-
ლო, - უპასუხა ოსტატმა.
- არ მესმის, ეფენდი. ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი ნამუ-
შევარი ვიღაცამ ნიავქარს გაატანოს.
- დაოსტატება თუ გინდა, ნახელავი ბევრჯერ უნდა გაანადგუ-
რო.
- ეგრე რომ ვიქცეოდეთ, ყველაფერი მიწასთან გასწორდებო-
და და ამქვეყნად ერთი შენობაც აღარ იარსებებდა, - შეედავა ჯა-
ჰანი.
- ჩვენ შენობებს არ ვანგრევთ, შვილო. ჩვენ მათი ფლობის
სურვილს ვსპობთ საკუთარ თავში, რამეთუ მათი მფლობელი
მხოლოდ ღმერთია. ქვაც მან შექმნა და ოსტატობაც მან მოგ-
ვმადლა.
- არ მესმის... - კვლავ ჩაილაპარაკა ჯაჰანმა, ამჯერად უფრო
ჩუმად.
ასე დატოვეს მშენებლებმა მდინარე პრუტის ნაპირებზე ოფ-
ლი, რწმენა და ჯაფა. ვინც ამ ნანგრევებს თვალს შეავლებდა, ვე-
რასოდეს მიხვდებოდა, რომ ამ ადგილას ერთ დროს საუცხოო
ხიდი იყო.

ბრძოლის წინა ღამე უფრო ღრმად აღიბეჭდა ჯაჰანის სულში,


ვიდრე შემდგომი ღამეები. იმ ღამით ჯერ კიდევ შერჩენილი

138
ჰქონდა სულის სიმრთელე და გაუტეხელობა, და სხვანაირ სამ-
ყაროში რომ ეცხოვრა, მუდამ ასეთად დარჩებოდა. იმ ღამეს
ლეიბზე იწვა და მიჰრიმაჰზე ფიქრობდა. ვერა და ვერ აღწევდა
თავს ამ ფიქრებს. თვალები თავისას არ იშლიდნენ და მისდაუნე-
ბურად უხატავდნენ სხვადასხვა სურათს: ხან თმას ივარცხნიდა
სულთნის ასული, ხან ვარდნარში დასეირნობდა და ირგვლივ
ყველაფერს თავისი ღიმილით ასხივოსნებდა. ეგ კიდევ არაფე-
რი. ჯაჰანს ყურში მისი ხმაც კი ჩაესმოდა. სრულიად უძლური
იყო. მისმა გრძნობებმა დაუკითხავად, არსაიდან გამოიხმეს მიჰ-
რიმაჰის ხატება.
მზის ჩასვლის შემდეგ ბანაკში განწყობა შეიცვალა და მეომ-
რები მოუსვენრობამ შეიპყრო. ჩამობნელდა თუ არა, დაძაბუ-
ლობამ საგრძნობლად იმატა. არც ერთი ჯარისკაცი (წოდების
მიუხედავად) არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, რომ ამ ვარ-
სკვლავებით მოჭედილ ცას უკანასკნელად არ შესცქეროდა. რო-
ცა მზე ამოიწვერებოდა და მტერი ისე ახლოს მოვიდოდა, რომ
მის სუნსაც კი იგრძნობდნენ, ისინი უყოყმანოდ შეასრულებდნენ
თავიანთ მოვალეობას, მაგრამ ახლა ყველა მათგანი გაურკვევ-
ლობის ბურუსში დაცურავდა და რწმენასა და ეჭვებს, სიმამაცესა
და სიმხდალეს, ერთგულებასა და ღალატს შორის მერყეობდა.
როგორ არ სურდათ ავის მოლოდინით ძარღვებაშლილებს ამ
ხრიოკ, გატიალებულ ტრამალზე სიკვდილი, სადაც მათ ხორცს
სვავები დაინაწილებდნენ, ძვლებს საფლავი არ ეღირსებოდათ,
სულებს კი სამარადჟამოდ უნდა ებოგინათ. ყცხადია, ყველას
ერჩივნა, კვიპაროსებითა და გაკვირტული ვარდებით მოფენილ,
მყუდრო საგოდებელში დაკრძალულიყო. იქ, სადაც მიწა უცხო
არ იყო, იქ, სადაც ადამიანებმა მათი სახელები იცოდნენ და მა-
თი სულებისთვის თითო-ოროლა ლოცვას არ დაიშურებდნენ.გ

139
გამარჯვებისა და მდიდრული ნადავლის დაპირებები სმენას
დიახაც ატკბობდა, მაგრამ სიცოცხლე მაინც უფრო ტკბილი იყო.
ბევრმა ისიც კი გაივლო გულში, მოდი, ცხენს შევკაზმავ და ვე-
ლად გავიჭრები, სახლში თუ არ წამესვლება, თავს მაინც ვუშვე-
ლიო. დოლებმა დაღამება დიდი ხნის წინ ამცნეს ჯარისკაცებს,
მაგრამ მათ თვალებს ძილი არ ეკარებოდა. კარვებში განუწ-
ყვეტლივ ისმოდა მოგუდული ბუტბუტი. ყვებოდნენ ამბებს, ერ-
თმანეთს საიდუმლოებებს ანდობდნენ, ლოცულობდნენ... არტი-
ლერისტების კარავთან ჯაჰანი შემთხვევით წააწყდა ყუმბარ-
თმტყორცნელს, რომელიც მისთვის სრულიად უცხო ენაზე მღე-
როდა. იანიჩართა რიგებში ათასი ჯურის ადამიანი იბრძოდა.
ზოგი ბალკანეთის მკვიდრი იყო, ზოგიც - ანატოლიისა. ამ ადა-
მიანებმა წინა ცხოვრებასთან დაკავშირებული მოგონებები ზან-
დუკებში ჩაკეტეს და გასაღებები გადააგდეს, მაგრამ როცა სიკ-
ვდილის პირისპირ აღმოჩნდნენ, ზანდუკები თავისით გაიხსნა და
იქედან ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ოდესღაც ნანახი და მივიწყებული სიზ-
მრის მსგავსად იწყო ამოფრქვევა მათმა ბავშვობამ.
ჯაჰანმა სპილოსთვის საჭმლის მოტანა მოიმიზეზა და სათ-
ლით ხელში ბანაკი დაიარა. სწორედ აქ შეეჩეხა დავრიშებს,30
რომლებიც თავიანთ ბზრიალა ცეკვას ასრულებდნენ. მარჯვენა
ხელს ზეცისკენ იშვერდნენ, მარცხენას კი - მიწისკენ. ერ-
თდროულად იღებდნენ და გასცემდნენ, ყველასგან მკვდრებად
შერაცხულნი, მაგრამ მაინც ყველა ცოცხალზე მეტად ცოცხლე-
ბი...( სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა

30
დავრიში, დერვიში - მოხეტიალე მაჰმადიანი ბერი, ხშირ შემ-
თხვევაში სუფიზმის მიმდევარი.

140
„იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა“, რაც რიტუალური
ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმა-
ვების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან
და მის მადლთან ზიარების საშუალებას წარმოადგენს. სუ-
ფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოც-
ხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავ-
როს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ,
როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსუ-
ლი ისლამი.)
იატაკთან ხშირი შეხების გამო შუბლმიჭყლეტილ ღვთისმო-
სავ მაჰმადიანებს მუხლქვეშ პაწაწინა ხალიჩები გაეფინათ და
ლოცულობდნენ. ერთ მეიარაღეს პატარა კოლოფში მორიელი
ჰყავდა დამწყვდეული და ამ კოლოფს სარტყელში ინახავდა.
ურჯულოთ თუ ტყვედუ ჩავუვარდი, თავს ამას დავაკბენინებო,
უთხრა ჯაჰანს... ა
აქა-იქ იანიჩრების მოგუდული გინებაც ისმოდა. თანამებ-
რძოლები ერთმანეთში ხშირად კინკლაობდნენ, მაგრამ მეორე
დღეს ეს ჩხუბი აღარავის ახსოვდა. მეძავები, რომლებსაც ბრძო-
ლის წინ მუშაობა ეკრძალებოდათ, მაინც მალულად დაძვრე-
ბოდნენ კარვებს შორის. ეს ღამე მათთვის განსაკუთრებულად
შემოსავლიანი იყო, რადგან მათი ნუგეში ახლა უამრავ მამაკაცს
სჭირდებოდა. ჯაჰანის წინ ლაბადებში გახვეული, პირშებურული
სამი მეძავი მიაბიჯებდა. ბიჭმა ჩვეული ცნობისმოყვარეობა გა-
მოიჩინა და უკან დაედევნა. ერთი მათგანი, ახალგაზრდა და ეშ-
ხიანი ქალი, რომელიც ებრაულ ყაიდაზე იყო ჩაცმული, უცებ გა-
ჩერდა და უკან მოიხედა.
- რაო, მამაცო ჯარისკაცო, არ გეძინება? - ჰკითხა ბიჭს და-
თაფლული ხმით.

141
- მე ჯარისკაცი არა ვარ, - უპასუხა ჯაჰანმა.
- ვაჟკაცი კი ჩანხარ, - მიუგო ქალმა.
ჯაჰანმა პასუხი ვერ მოიფიქრა და მხრები აიჩეჩა.
ქმეძავმა კიდევ უფრო გულღიად გაუღიმა და უთხრა:
- აბა, ერთი, დამენახე!
როგორც კი ქალი ხელით შეეხო, ჯაჰანი გველნაკბენივით
შეხტა, მაგრამ ლამაზმანმა ხელკავი გამოსდო და ისე მაგრად
მიიკრა, რომ ბიჭმა ძვრა ვეღარ ქნა. ქალს ნაზი თითები ჰქონდა,
მის სხეულს კვამლისა და სველი ბალახის სუნი ასდიოდა. ჯაჰან-
მა აკანკალებული სხეულის დაოკება სცადა და ხელიდან დაუს-
ხლტა.
- ნუ წახვალ! - შეევედრა ქალი გულმოკლული სატრფოს სევ-
დიანი ხმით.
ეს თხოვნა მოულოდნელი და ისეთი გულწრფელი იყო, რომ
ბიჭი სახტად დარჩა. გზა რომ გააგრძელა, ქალი ფაციფუცით
დაედევნა. მისი კაბის შარიშურმა ჯაჰანს სახურავზე დაბუდებუ-
ლი მტრედების ფრთების შრაშუნი მოაგონა. ბიჭმა წინ გაიხედა
და წყვდიადს ისე მიაჩერდა, თითქოს ღამე თავის ბნელ წიაღში
რაღაც გამოცანას მალავდა, რომელიც უნდა ამოეხსნა. თუმცა
დიდხანს აღარ შეყოვნებულა. უკვე გვიანი იყო და კუდში ადევ-
ნებული მეძავის თანხლებით ბანაკში ხეტიალი კარგს არაფერს
უქადდა.
ჯაჰანმა გზა განაგრძო და უხალისოდ გაემართა თავისი კარ-
ვისკენ, სადაც სამი მეჯინიბე დახვდა.
- ჰეი, ინდოელო, რა ქენი, შველი მოინადირე?
- თვითონ მოვიდა... - შეუღრინა ჯაჰანმა.
წამით ყველა დაფიქრდა. შემდეგ უფროსმა მეჯინიბემ მეძავი
ლოგინში შეიპატიჟა და საფასურად თავისი ლამაზი წაღები შეს-

142
თავაზა. ჯაჰანი მოგონილი გულგრილობით შეიყუჟა კუთხეში და
ლეიბი გაშალა, მაგრამ ძილი არ მიეკარა. ერთხანს ამრეზილი
უსმენდა ღრენასა და ქოშინს, და როცა ეგონა, რომ ყველაფერი
დასრულდა, იდაყვზე წამოიწია და ირგვლივ მიმოიხედა. სან-
თლის მბჟუტავ შუქზე დაინახა ორივე. მამაკაცი ქალს ზედ დამ-
ხობოდა და მთელი სხეულით ხტოდა და ტოკავდა. მოჩვარული
ქალი უსიცოცხლოდ გართხმულიყო მის ქვეშ, თვალები ფარ-
თოდ გაეხილა და თითქოს ვიღაც უხილავის ჩრდილს მისჩერე-
ბოდა. მერე გვერდზე გადაბრუნდა და ჯაჰანის მზერას შეეჩეხა.
მის თვალებში ჯაჰანმა მისი სამყარო დაინახა. მის მარტოობაში
თავისი მარტოობა ამოიცნო. უცებ სნეულად იგრძნო თავი, რეტი
დაესხა და ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს მის ქვეშ მიწა აყი-
რავდა. სწორედ იმ წუთებში უმტყუნა ფხიზელმა გონებამ და მის
გულში რაღაც დაუოკებელი, ველური ძალა აზვირთდა. თურმე
იყო მის ბუნებაში ბნელი მხარე. თურმე ჰქონდა მისი სულის
სახლს იდუმალი სარდაფი, რომლის არსებობა ყოველთვის
იცოდა, მაგრამ ადრე იქ არასოდეს ჩაეხედა. მაჰაუტი წამოხტა
და მეჯინიბეს ეცა. მეჯინიბე გონს გვიან მოეგო, ამიტომ ჯაჰანმა
ხელი წაავლო, ქალს მოსწყვიტა, ხელი ჰკრა და ძირს დააგორა,
თუმცა ამ დროს თვითონ უფრო მეტი ზიანი და ტკივილი მიადგა,
ვიდრე მოწინააღმდეგეს. მეჯინიბე არ გაბრაზებულა. გაოგნებუ-
ლი უფრო ჩანდა. ერთხანს თვალებდაჭყეტილი უყურებდა ჯა-
ჰანს, შემდეგ გონს მოეგო, პირი გესლიანად მოეღრიცა და
ახარხარდა. სხვა მეჯინიბეებიც აჰყვნენ. ჯაჰანმა მეძავს შეხედა
და დაინახა, რომ ისიც იცინოდა. აკანკალებული მაჰაუტი კარვი-
დან გამოიპარა. ახლა ძალიან უნდოდა ენახა ჩოტა, რომელიც
ყოველთვის თვინიერებითა და კეთილი ზნით გამოირჩეოდა და
რომლისთვისაც, ადამიანებისგან განსხვავებით, დიდგულობაც

143
უცხო იყო და სიავეც. სპილოს დღის განმავლობაში სულ რამდე-
ნიმე საათი ეძინა; ახლაც, ჩვეულებისამებრ, ფეხზე დამდგარი
თვლემდა. სანამ ჯაჰანი წყალს უცვლიდა და საკვების თადარიგს
იჭერდა, გონებაში სულ იმ მეძავის სახე უტრიალებდა. თვალწინ
ედგა, როგორ შეახო ხელი ქალმა, როგორ მოსდევდა ფეხდა-
ფეხ, როგორ გაიშოტა ჭუჭყიან ლეიბზე, ნახევრად შიშველი...
მაგრამ როცა ჭაბუკი დასასვენებლად თივის ზვინზე წამოწვა
და თვალები მილულა, ზმანებაში ამჯერად მიჰრიმაჰი ეწვია.
წარმოიდგინა, როგორ დაიხარა მისკენ საკოცნელად სულთნის
ასული. წარმოიდგინა და დაფეთებულმა თვალები დააჭყიტა.
ეუხერხულა, ასეთი ფიქრი რომ შეჰკადრა დიდგვაროვან ქალს,
რომელიც სრულებით არ ჰგავდა იმ წამხდარ, უთვისტომო კახ-
პას. თუმცა რამდენი არ ეცადა, ვერც იმ კახპაზე ფიქრი მოიშალა
და ვერც სულთნის ასულზე ოცნება.
მეორე დილით, გამთენიისას, ლოცვამ გააღვიძა. მეჯინიბეები
უკვე ფეხზე იდგნენ და საომრად ემზადებოდნენ. რამდენიც არ
ეცადა, ჯაჰანმა მათ სახეებზე დანაშაულის ან დაღლილობის ნა-
სახიც კი ვერ აღმოაჩინა, თითქოს წინა ღამით არაფერი მომხდა-
რიყო.

ომს საკმაოდ მოსაწყენი და ხანგრძლივი პრელუდია უძღოდა


წინ, თვითონ ბრძოლამ კი ელვისებური სისწრაფით ჩაიარა. ყო-
ველ შემთხვევაში, ჯაჰანს ასე მოეჩვენა. თავიდან რაღაც გუგუ-
ნის ექო ჩაესმა. შორიდან აგორებული ხმა თანდათან ახლოვდე-
ბოდა. ამ წუთიდან მტერი აღარ ჰგავდა ბუნდოვან აჩრდილს, მას
უკვე გამოკვეთილი სახე ჰქონდა, უფრო სწორად, სახეები, რომ-
ლებიც ათასობით მეომრის მუზარადებიდან იჭყიტებოდნენ. სპი-

144
ლოზე ამხედრებულმა ჯაჰანმა ბრძოლის ველს თვალი მოავლო.
სადღაც შორს, სადაც ორი ჯარი უკვე ერკინებოდა ერთმანეთს,
ბუნებრივი ფერები ერთმანეთს ერწყმოდა და ახლა მის თვალ-
წინ ერთი დიდი, ნაცრისფერი მორევი გადაშლილიყო. აქა-იქ
გაიელვებდა, შემდეგ კი კვლავ მიინავლებოდა შუქის ნაპერწკა-
ლი. იყო ხმლების კვეთება. საითაც გაიხედავდი, თვალი ყველ-
გან ან პრიალა რკინას ხვდებოდა, ან ადამიანის ძვალ-რბილს.
აქეთ შუბები, სატევრები და დანები ტრიალებდა, იქით კი ბორ-
ძიკობდნენ, პანტაპუნტით ცვიოდნენ და მიწაზე უსულოდ ეცე-
მოდნენ ადამიანები. ირგვლივ ყურთასმენა აღარ იყო: ისმოდა
რკინის ნალებიანი ფლოქვების თქარათქური, ფოლადის ჟღა-
რუნი, ფილაკავანების ზათქი და ზრიალი, ბღავილი, ხავილი და
დაუსრულებელი შეძახილები: „ალაჰ! ალაჰ!“
ისინი სულთნისთვის იბრძოდნენ. იბრძოდნენ უფლისთვის...
მაგრამ გარდა ამისა, ყველა იმ წყენის საპასუხოდ იბრძოდნენ,
რომელიც პატარა ბიჭობიდან დაუთმენიათ: მათრახი იქნებოდა
ეს, ხელკეტი თუ მუშტი. სისხლი სისხლს ერთვოდა და გუბეებით
დაფარული მიწა თანდათან შავად იღებებოდა. დაძაბულობის-
გან ღაწვებდაბერილ მეომრებს პირზე დუჟი ადგებოდათ, ცხენე-
ბი კი გამალებით დააგელვებდნენ უნაგირიდან წამომდგარ
მხედრებს. მთელ არემარეს მოსდებოდა აზავთებული კვამლი
და ბუღი. ჯერ კიდევ შუადღე იყო, მაგრამ დღის შუქი თანდათან
ილეოდა, რადგან ცას კვამლის სუდარა ეფარა. დაფეთებული
ჩოტა აქეთ-იქით აწყდებოდა. ლითონის ფირფიტებისგან შეკრუ-
ლი აბჯარი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ შესჩვეოდა, მოძრაობაში
ხელს უშლიდა. ეშვები ხანჯლებივით ჰქონდა ალესილი. ჯაჰანი
მასთან გამოლაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ მისი სიტყვები იმ
ღრიანცელში ინთქმებოდა. უცებ ბიჭმა შორიდან რაღაც მოძ-

145
რაობა შენიშნა. ზორბა ფრანკი, რომელსაც ცალ მხარზე არბა-
ლეტი ეკიდა, ერთ-ერთ იანიჩარს მიეჭრა. იანიჩარმა წაიბორძი-
კა, ხელშუბი გაუვარდა და გაოგნებულმა ადგომა ვერ მოახერხა.
პირველი დარტყმა კი აიცდინა, მაგრამ როცა ფრანკმა მეორედ
შემოუქნია, ხმალი მხარში მოხვდა. ჯაჰანს ბევრი არ უფიქრია,
სპილოს პირი უქცია და ორთაბრძოლის ადგილს მიუახლოვდა.
ჩოტა ფრანკს ეკვეთა, მუცელში ეშვი გაუყარა და ხორთუმით ჰა-
ერში აიტაცა.
- კმარა, ჩოტა! - შესძახა ჯაჰანმა. - კმარა, წავიდეთ!
სპილო წამით დაემორჩილა და აყვირებული ჯარისკაცი ძირს
დასცა, მაგრამ იმწამსვე კვლავ აიტაცა და ეშვი ამჯერად მკერ-
დში ჩაასო. ჯარისკაცის პირიდან სისხლმა ითქრიალა. გაოცებუ-
ლი იმზირებოდა, თითქოს თვალებს არ უჯერებდა, რომ სიცოც-
ხლე ცხოველმა მოუსწრაფა. ჯაჰანი შეძრწუნებული ადევნებდა
თვალს ამ ყველაფერს. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ჩოტას სრუ-
ლებით ვერ მართავდა. პირიქით - სპილო ამ წუთებში თავის
ჭკუაზე დაატარებდა, მას კი მხოლოდ მაყურებლის როლში უწევ-
და ყოფნა.
ამასობაში ჩოტა მტრის რიგებში შეიჭრა და ჯარისკაცებს
დაერია. დაავლებდა ხორთუმს, აიტაცებდა, შემდეგ მოიქნევდა
და ძირს ანარცხებდა;გ გზადაგზა ორი ფრანკი გასრისა; ერთ ჯა-
რისკაცს შედარებით მეტი დრო მოანდომა და კარგა ხანს კატა--
თაგვობანა ეთამაშა, თითქოს მისი ტანჯვის გახანგრძლივება
სურდა. შემდეგ ოსმალო იანიჩარსაც დაეძგერა, რადგან მტერსა
და მოყვარეს აღარ არჩევდა. ეს კაცი სრულიად შემთხვევით გა-
დაურჩა სპილოს ფეხქვეშ გასრესას.
დიახ, ბრძოლა სწრაფად დასრულდა, მაგრამ შემდგომში ჯა-
ჰანმა ეს ყველაფერი თავის გონებაში არაერთხელ გააცოცხლა.

146
კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა ადამიანთა სიკვდილის სცენებს,
რომლებსაც თავისი თვალით შეესწრო, მაგრამ იმ წუთებში ვერ
ხედავდა; იხსენებდა შეძახილებს, რომლებიც მის ყურს სწვდე-
ბოდა, მაგრამ იმ წუთებში არ ესმოდა. ათწლეულების შემდეგ,
უკვე ხანდაზმულ ასაკშიც კი, არაერთხელ გახსენებია სისხლით
მორწყული, ატალახებული ველი, ადამიანის ხორცის ნაკუწებგა-
მობმული, ალმოდებული ისრები, შუაზე გახლეჩილი ცხენები...
იხსენებდა ამ ყველაფერს და სადღაც, დროის საბურველს მიღ-
მა, ყოველთვის, ყოველთვის ილანდებოდა იმ მეძავის დამცინა-
ვი სახე.
მოგვიანებით, ცეცხლის ენებს შორის ჯაჰანმა თვალი მოჰკრა
მეომარს, რომელიც გაჭირვებით მობარბაცებდა. სახე ნიღაბს
მიუგავდა, მკერდი კი შუბისწვერით შუაზე ჰქონდა გადახლეჩი-
ლი. მან მყისვე იცნო ქვეითი ჯარიკაცი, რომელსაც გზაში დაუმე-
გობრდა.
- შეჩერდი, ჩოტა! ჩამომსვი ახლავე! - შეუძახა სპილოს, მაგ-
რამ ცხოველმა ორივე ბრძანებას წაუყრუა. ჯაჰანი დაუფიქრებ-
ლად ჩამოხტა მისი ზურგიდან და მძიმედ დაენარცხა მიწაზე,
შემდეგ კი სწრაფად მიეჭრა ჯარისკაცს, რომელიც უკვე მუხლებ-
ზე იდგა. დაჭრილი თითებს ისე ამოძრავებდა, თითქოს უჩინარ
თოკს ებღაუჭებოდა, ცხვირიდან წანწკარით მოსდიოდა სისხლი;
რამდენიმე წვეთი ყელზე შებმულ ავგაროზზეც დაეწვეთა. ჯაჰან-
მა მაჰაუტის ზედა სამოსი გაიხადა და მჭიდროდ გადააკრა ჭრი-
ლობაზე, რომლიდანაც შუბისწვერი ამოჩრილიყო. შემდეგ დაჭ-
რილს გვერდით მიუჯდა და მისი მკლავი ხელისგულებში მოიქ-
ცია. მაჯისცემა თანდათან სუსტდებოდა. უცებ დაჭრილს გუ-
ლიანად გაეღიმა. ძნელი სათქმელი იყო, რამ გამოიწვია ეს ღი-
მილი: ნაცნობი სახის დანახვამ შვება მოჰგვარა თუ ჯაჰანი სხვა

147
ვინმეში შეეშალა. კბილებაკაწკაწებული რაღაცას გაურკვევ-
ლად ბუტბუტებდა. ჯაჰანი დაიხარა და ყური მიუგდო. მეომრის
გახურებულმა ღაწვმა სახე გაუთბო.
- ხედავ სინათლეს?
ჯაჰანმა თავი ოდნავ დაუქნია.
- მე კარგად ვხედავ. ლლამაზია...
ჯარისკაცმა აშკარა შვება იგრძნო, რაღაცამ ელვის სისწრა-
ფით, ჩრდილივით გადაურბინა მის სახეს, მერე ყბა ჩამოუვარდა
და თვალები ღიად დარჩა, თითქოს იმ ღრუბელს მისჩერებოდა,
რომელიც ამ დროს ბრძოლის ველს ზემოდან დასცქეროდა.
როცა ყველაფერი დასრულდა და ოსმალურმა ჯარმა ტრიუმ-
ფალურ გამარჯვებას მიაღწია, ჯაჰანს საერთო მხიარულების გა-
ზიარება გაუჭირდა. ქანცმილეული ჭაბუკი ლასლასით გაეცალა
ბანაკს და ბრძოლის ველზე გავიდა. ეს საკმაოდ უგუნური ნაბიჯი
იყო, მას ხომ იარაღიც კი არ ჰქონდა თან, გარდა დანისა, რომ-
ლის ხეირიანად ხმარებაც კი არ იცოდა. მაინც მიიწევდა ტორ-
ტმანით ნისლის სუდარაში გახვეულ, ადამიანთა გვამებით მო-
ფენილ ველზე (ეს ადამიანები სულ რამდენიმე საათის წინ ვიღა-
ცის ვაჟები, ქმრები და ძმები იყვნენ!) მიდიოდა და ასე ეჩვენებო-
და, რომ ამ მოჟამული, ბუღში გახვეული ველით თავდებოდა
სააქაო, და თუ გზას გააგრძელებდა, ქვეყნის დასალიერს მიად-
გებოდა და უფსკრულში გადაიჩეხებოდა. იცოდა, რომ ჩოტა
მშიერ-მწყურვალი იყო და შველას მისგან ელოდა, მაგრამ ახლა
ყველაზე ნაკლებად მისი ნახვა სურდა. დროდადრო რაღაც
რბილსა და ამობურცულს წამოჰკრავდა ხოლმე ფეხს. შეშფოთე-
ბულმა გვიანღა აღმოაჩინა, რომ ეს ადამიანების მოკვეთილი კი-
დურები იყო. იქაურობა სასტიკად ყარდა. აქა-იქ გაისმოდა შემ-
ზარავი ხმები: დამწვარი ხის ტკაცატკუცი, უმხედროდ დარჩენილ

148
ცხენთა ფლოქვების თქარათქური და ჯერ კიდევ ცოცხალი ჯა-
რისკაცების გმინვა, რომელიც თითქოს არსაიდან აღწევდა.
უცებ ისეთი ტკივილი იგრძნო, რომლის მსგავსი ადრე არასო-
დეს განეცადა. სხეული მოისინჯა, მაგრამ ტკივილის წყაროს ვერ
მიაგნო. თითქოს ამ ტკივილს ყველგან ერთდროულად გრძნობ-
და - თავის არეშიც და კიდურებშიც; მაგრამ, ამავდროულად, რა-
ღაც მოუხელთებელი შეგრძნება იყო, რომელიც ხან ძვლებს უღ-
რღნიდა, ხან კიდევ გულ-მუცელში ჩაფრენოდა და მოსვენებას
არ აძლევდა.მ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო, იქვე ჩაიკეცა და
გული აერია. თუმცა ცოტა ხანში გზა მაინც განაგრძო. ინსტინქტი
გამალებით მიაქანებდა წინ და ისიც შეშლილივით მიაპობდა
ბრძოლის ველს. ტერფები ეტკინა, წვივები რუმბივით დაუსივდა,
შუბლი ოფლით დაეცვარა. ბოლოს ერთ დაკორძილ, ბებერ ხეს
მიადგა და მის ქვეშ ჩამოჯდა. მოშორებით ოსმალოთა ერთი
ჯგუფი უზარმაზარ ორმოს თხრიდა. საქმეს რომ მორჩებოდნენ,
დაღუპულები უნდა ამოეცნოთ და თანამოძმეები ერთად დაეკ-
რძალათ. სრულიად გაურკვეველი იყო, რა ბედი ეწეოდა მოწი-
ნააღმდეგე ფრანკების გვამებს. ჯაჰანი ისე გაიტაცა ამ ფიქრებ-
მა, რომ ადამიანის მოახლოება ვერც კი გაიგო.
- აქ რას აკეთებ, ინდოელო? - გაისმა უკნიდან ვიღაცის ხმა.
ჯაჰანს სუნთქვა შეეკრა, სწრაფად მოტრიალდა და შესძახა:
- ოსტატო!
- აქ შენი ადგილი არ არის, შვილო, - უთხრა სინანმა.
ან კი თავად სინანს რა ესაქმებოდა ბრძოლის ველზე? თუმცა
ბიჭს ახლა მსგავსი ფიქრებისთვის არ სცხელოდა.
- არ მინდა დაბრუნება, - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ჯა-
ჰანმა.

149
სინანმა მის შეშუპებულ თვალებსა და დაღრეჯილ სახეს მზე-
რა შეავლო და მის გვერდით დინჯად ჩამოჯდა. მზე ჩადიოდა და
ცის დასალიერს გზადაგზა ალისფრად ფერავდა. ცაზე გადაიქ-
როლა ყარყატების გუნდმა, რომლებსაც გეზი თბილი ქვეყნების-
კენ ჰქონდათ აღებული. ჯაჰანს ტირილი წასკდა. სინანმა საქამ-
რედან დანა ამოიღო, შორიახლოს მიგდებულ ჯირკს ნაფოტი ჩა-
მოასხიპა და სანამ ამ ნაფოტისგან რაღაცას თლიდა, მშობ-
ლიური სოფლის, აღირნასის ამბავი წამოიწყო. წვრილად უამბო
ბიჭს, სადაც დაიბადა. ეს იყო მესერშემოვლებული ყანების, სომ-
ხური და ბერძნული, უზარო ეკლესიებისა და სევდიანი სიმღერე-
ბივით მოზუზუნე, სუსხიანი ქარების მხარე. იქ შეექცეოდა დედის
მომზადებულ მაწვნის შეჭამანდს, რომელსაც ზამთარში ცხლად
მიირთმევდნენ, ზაფხულში კი - ცივად; იქ ასწავლიდა დურგლო-
ბას მამამისი, რომლის სახელოსნოში ხის უმცირესი ნაფოტიც კი
ცოცხალივით სუნთქავდა. როცა იანიჩარი გახდა და მაჰმა-
დიანობა მიიღო, მყისვე შეუერთდა ჰაჯი ბექთაშის საძმოს, რო-
მელსაც ეს სახელი იანიჩართა მფარველი დავრიშის პატივსაცე-
მად უბოძეს. მერე იყო ომები: როდოსში, ბელგრადში, ირანში,
კორფუში და ბაღდადში, რასაც ყველაზე სისხლიანი მოჰაჩის
ომი მოჰყვა. რა აღარ ენახა თავისი თვალით: მამაცთა შორის
უმამაცესნი თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ ბრძოლის ველი-
დან, ხოლო გაუბედავნი არაერთგზის ლომგულებად ქცეულან
მის თვალწინ.
- ჩემი სპილო... - წაიბუტბუტა ჯაჰანმა, როცა ხმის ამოღება
შეძლო, - მე და ოლევმა მას კაცისკვლა ვასწავლეთ.ჰ ჰოდა,
ისიც მისდგა და დახოცა. რომ იცოდეთ, რამდენი დახოცა...…
სინანმა ხეზე კვეთა შეწყვიტა და უთხრა:
- ცხოველს ნუ გაუწყრები. ნურც თავს დაიდანაშაულებ.

150
ჯაჰანს გააჟრჟოლა.
- როცა ის ხიდი ავაშენეთ, თავი სასარგებლო კაცად ვიგრძე-
ნი, ეფენდი. ნეტავ იქიდან ფეხი არ მოგვეცვალა...
- როცა რაღაცას გულით აკეთებ, გრძნობ, როგორ დაიძრება
შენში მჩქეფარე ნაკადი - სიხარულის მდინარე!
- ეგ ვინა თქვა? - იკითხა ბიჭმა.
- ერთმა პოეტმა და ბრძენკაცმა, - მიუგო სინანმა და ჯაჰანს
შუბლზე ხელი დაადო.
ბიჭს შუბლი უხურდა.
- შენ ეს მითხარი, კიდევ გინდა რამე ააშენო? - ჰკითხა ოს-
ტატმა.
- დიახ, ძალიან მინდა, - მიუგო ჯაჰანმა.
როცა სიბნელე ჩამოწვა, ორივენი ბანაკისკენ გაემართნენ.
გზად ერთი შეკაზმული ცხენი შეხვდათ. ცხოველი აქეთ-იქით აწ-
ყდებოდა, მხედარი კი არსად ჩანდა. სინანმა ბიჭი ცხენზე შესვა,
აღვირი ხელში დაიჭირა და ბანაკისკენ გაუძღვა, შემდეგ ჯაჰანი
თავის კარავში შეიყვანა და მეჯინიბეები გააფრთხილა, ბიჭი და-
ასვენეთ და სპილოს მიხედეთო.
სიცხისგან გათანგულმა ჯაჰანმა ღამე მტანჯველ ძილ--
ღვიძილში გაატარა. სინანი თავზე ადგა, სახესა და მკლავებზე
ძმრის საფენებს ადებდა და თან ხეზე კვეთას განაგრძობდა. გა-
რიჟრაჟზე, როცა სიცხემ იკლო, ოსტატმა მუშტი გაუშალა და
ხელში საჩუქარი ჩაუდო. ახალგაღვიძებული ჯაჰანი ოფლში ცუ-
რავდა, მაგრამ თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა. უცებ ხელზე
დაიხედა და აღმოაჩინა, რომ ხის სპილო ეჭირა, ოღონდ ცხო-
ველს გაბასრული, მომაკვდინებელი ეშვების ნაცვლად პირიდან
ორი ყვავილი ჰქონდა გამოჩრილი.

151
ქალაქი თავის ჯარს ელოდებოდა. როგორც კი ინათა, ხალხი
ბლანტი შურუბივით31 გამოიზლაზნა ქუჩებსა და მოედნებზე. ზო-
გი ხეებზე მიცოცავდა, ზოგიც სახურავებზე ადიოდა. მთელი გზა,
ადრიანოპოლის კარიბჭიდან სულთნის სასახლემდე, ხალხით
იყო გადაჭედილი. ათასობით ადამიანს სწყუროდა გამარჯვე-
ბულთა მისალმება. სტამბოლი, თავისი მიხვეულ-მოხვეული ქუ-
ჩებით, მიწისქვეშა გასასვლელებითა და დახურული ბაზრებით,
საუკეთესო სამოსში გამოწყობილიყო და ამჯერად ღიმილად იღ-
ვრებოდა.
- ჯარისკაცები მოდიან! - წამოიძახა შადრევანზე წამოსკუპე-
ბულმა ქუჩის ბიჭუნამ. მისმა სიტყვებმა ჯერ აუზის ზედაპირს გა-
დაუქროლეს, გაიფანტნენ, ბრბოს ბოლო რიგებს მიაწყდნენ და
იქიდან მუჯლუგუნებით კვლავ მოაღწიეს ქალაქის ცენტრამდე.
თან გზადაგზა იცვლებოდნენ, და როცა ამ წამოძახილის ექომ
კვლავ ბიჭუნამდე მოაღწია, მისი ნათქვამი უკვე სულ სხვაგვა-
რად ჟღერდა:
- სულთანი ფულს არიგებს!
სიხარულითა და სიამაყით აღსავსე მოქალაქეები სულ უფრო
ახლოს მოიწევდნენ. ყველას სურდა, თავისი თვალით ენახა ოს-
მალეთის სულთანი. აქ იყვნენ სოვდაგრები, რომლებსაც ქისები
საქამრეებში ჰქონდათ ჩაკერებული; აქ იყვნენ ღვიძლის გამ-
ყიდველები, რომლებსაც ხორცის ნაჭრები სარებზე მიემაგრები-
ნათ და მაწანწალა კატები კუდში დასდევდნენ; აქ იყვნენ სუ-
ფიები, რომლებსაც პირზე ღმერთის ოთხმოცდაცხრამეტი სახე-

31 სქელი სიროფი, რომელსაც აღმოსავლეთში მიირთმევენ.

152
ლი ეკერათ;32 აქ ტრიალებდნენ მელნით თითებმოსვრილი მე-
დავთრეები, კისერზე ჯამებჩამოკიდებული მათხოვრები, ციყვის
თათებივით მარჯვე ხელების მქონე ჯიბის ქურდები, ფრანკისტა-
ნიდან33 ჩამოსული, გაოგნებისგან თვალებდაჭყეტილი მოგ-
ზაურები და ტკბილმოუბარი, ცბიერად მოღიმარი ვენეციელი
მსტოვრები.
ცოტა ხანში სულთნის რჩეულმა, საზეიმოდ მორთულმა მცვე-
ლებმა თაღოვანი კარიბჭის ქვეშ ჩაიარეს.ა მხედრები აკაციების
დიდებულ ხეივანს ჩაუყვნენ და ცხენები საზეიმო ჩორთით მიუშ-
ვეს. მათ უკან მოსდევდა ჯიშიან არაბულ ულაყზე ამხედრებული,
ლაჟვარდისფერ ხალათში გამოწყობილი სულეიმან დიდებული.
მბრძანებელს თავზე ისეთი მაღალი ჩალმა ეხურა, რომ იქვე, ჰა-
ერში მოფარფატე, გზააბნეულ ყარყატს იგი თავის ბუდეში შეეშა-
ლა. ისმოდა აღტაცებული გმინვა, რასაც თან ერთვოდა ლოცვე-
ბი და ქება-დიდება. ვარდის ფურცლები ბზრიალით ეშვებოდა
ფანჯრებიდან და აივნებიდან. სპილო და მისი მაჰაუტი აუკან მიჰ-
ყვებოდნენ აბჯარასხმული ჯარისკაცების დაუსრულებელ რი-
გებს. ზოგი მხედრული ნაბიჯით მიიწევდა წინ, ზოგიც - ცხენდაც-
ხენ, ზოგს კი ცხენები აღვირით მოჰყავდა. თავიდან ჯაჰანს ნაბ-
რძანები ჰქონდა, რომ სპილოს კეფაზე მოჰქცეოდა, ტახტრევანი
კი იანიჩრების აღასთვის დაეთმო. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი
რომ გაიარეს, გაფითრებულმა აღამ მოითხოვა, ძირს ჩამომიყ-

32მაჰმადიანთა რწმენით, ალაჰს 99 სახელი აქვს და ვინც ამ სა-


ხელებს დაიმახსოვრებს, სამოთხეში მოხვდება.
33აღმოსავლეთში ფრანკისტანს უწოდებდნენ ზოგადად ევრო-
პას, ფრანკებს კი ევროპელებს.

153
ვანეთო. რა ქარტეხილები არ გამოუვლია წარჩინებულ ოსმა-
ლოს, მაგრამ ეს ჯაყჯაყი მეტისმეტი აღმოჩნდა მისთვის.
ჯაჰანმა ტახტრევანზე ისე მოიკალათა, თითქოს უცხოეთში
დიდი ხნით გადახვეწილი უფლისწული იყო და ახლა შინ ბრუნ-
დებოდა. უჩვეულოდ საამურმა განცდამ შეიპყრო ჭაბუკი. პირვე-
ლად მიავიწყდა ბრძოლის ველი და გვამების სიმყრალე, რო-
მელსაც ბრძოლის შემდეგ კიდევ დიდხანს გრძნობდა და ასე ეჩ-
ვენებოდა, რომ თავადაც ყარდა. მალე სრულიად აშკარა გახდა,
რომ თეთრი სპილო ყურადღების ცენტრში იყო. სულთნის გარ-
და, სხვას არავის რგებია ამდენი ტაში და აღტაცება. ყველა ჩო-
ტასკენ იშვერდა თითს, ხელს უქნევდა, უცინოდა და ტაშს უკრავ-
და. ქსოვილებით მოვაჭრემ ფერადი ლენტების შეკვრა ესრო-
ლა, ბოშა გოგონამ კოცნა გაუგზავნა და აკისკისდა; ხის ტოტზე
აბობღებული ერთი მეძველმანე ეშვებზე წაეპოტინა, მაგრამ ვერ
მისწვდა და ძირს ჩამოვარდა. გულთბილი მასპინძლობით გახა-
ლისებული ჩოტა ყოჩაღად მიიწევდა წინ და კუდს მხიარულად
მიიქნევდა. ჯაჰანს კი ამ დროს თავისი საფიქრალი უტრიალებდა
თავში. ასეთ მნიშვნელოვან ადამიანად თავი არასოდეს უგ-
რძნია. ალერსიანად ესალბუნებოდა მის სულს მდიდარი წარმო-
სახვით ნაკარნახევი თამამი აზრი, რომ მთელ სამყაროში თუ
არა, ამ ქალაქში მაინც დაიმკვიდრა მანამდე ცარიელი, მხო-
ლოდ მისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებული ადგილი. ლო-
ყებშეფაკლული, კმაყოფილი მოაბიჯებდა ქალაქის ქუჩებში და
ხალხს ხელს უქნევდა.
სამხეცეში ჩოტას ისე მიეგებნენ, როგორც გმირს. გგადაწყდა,
რომ მას ქალაქის სხვა სამხეცეებში აღარ გაამწესებდნენ და აქ,
სულთნის სერალში დატოვებდნენ. სპილოს დღიური ულუფა
გაუორმაგეს და ნება დართეს, რომ ეზოს ბოლოში, წყლის შრო-

154
შანებით დაფარულ აუზში ყოველკვირა აბაზანა მიეღო, ამ პრი-
ვილეგიით კი არც ერთი სხვა გარეული ცხოველი არ სარგებ-
ლობდა, რადგან მათ სამხეცის ტერიტორიიდან არასოდეს უშ-
ვებდნენ. ჯაჰანს თანდათან გული მოუბრუნდა და სპილოს ბრძო-
ლის ველზე გამოვლენილი უსაქციელობა აპატია, დანის პირი-
ვით ალესილი მისი ეშვები ორი აბრეშუმის ბურთულით დაამ-
შვენა, ახალი ასალი თავისი ხელით შეუკერა, მოსართავები
ვერცხლისფერი ეჟვნებით შეუმკო და ზედ, ავი თვალის დასაფ-
რთხობად, ლურჯი თვლები დაუკერა.
ერთმანეთის მიყოლებით ჩაიარა ზანტმა, მშვიდმა გან-
თიადებმა. ეს იყო ნეტარებით სავსე დღეები. ასეთ დღეებს ხში-
რად მხოლოდ მაშინ ვაფასებთ ხოლმე, როცა ისინი უკვე ჩავლი-
ლია. ამჯერადაც ასე მოხდა.
რამდენიმე დღეც მიილია. ჯაჰანი თავლას წმენდდა, როცა
ლომების მომთვინიერებელი დაადგა თავზე.
- ბარათი მოგივიდა, - უთხრა ოლევმა.
- ვისგან? - იკითხა ჯაჰანმა ჩამწყდარი ხმით.
- არ მინახავს. გუშაგისთვის ჩაუბარებია, შენთვის გადასაცე-
მად, - უპასუხა ოლევმა და დაკეცილი პერგამენტი ამოიღო.
- მე წერა-კითხვა არ ვიცი! - მიახალა ჯაჰანმა, თითქოს ამ წე-
რილში გადმოცემული საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან
მისი წაუკითხაობა იხსნიდა.ა არადა, ტყუოდა. აამ ბოლოს დროს
ციმბირელი ტარასის დახმარებით ანბანს სწავლობდა და იმ
დღიდან, რაც ასოების საიდუმლოს გასაღები უპოვა, სულ წიგ-
ნებში იქექებოდა, თუმცა ხელნაწერის ამოკითხვა ჯერ კიდევ ეძ-
ნელებოდა.
- წასაკითხი არაფერია, უკვე შევამოწმე, - უთხრა ოლევმა.

155
ჯაჰანმა პერგამენტი გამოართვა, გახსნა და ქაღალდის გლუვ
ზედაპირზე ნახატი დაინახა. სპილოს გამოსახულება იყო, არც
ისე ოსტატურად შესრულებული, მაგრამ სრულიად მკაფიო.
ზურგზე ყურებპარტყუნა ბიჭი ეჯდა. ცხოველს გაბადრულ სახეზე
ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა, ბიჭს კი გულში შუბი ჰქონდა
გაყრილი. შუბის წვერიდან სისხლი მოწვეთავდა, ზედიზედ სამი
წვეთი. ეს იყო ნახატის ერთადერთი ფერადი დეტალი და ცხა-
დად ჩანდა, რომ ავტორს ნამდვილი სისხლი გამოეყენებინა.
- არ ვიცი, ეს რას ნიშნავს... - ძლივს ამოთქვა კრიჭაშეკრულ-
მა ჯაჰანმა და წერილი გვერდზე მოისროლა.
- ჰოდა, ძალიან კარგი, - მხარი აუბა ოლევმა, - მოდი, დავხი-
ოთ და ეს ამბავი არავის გავუმხილოთ. მაგრამ დაფიქრება მა-
ინც გმართებს: რა ნაბიჯები უნდა გადადგა იმ შემთხვევაში, თუ
ამის გამომგზავნი (ვინც არ უნდა იყოს) აქ გამოგეცხადა. სასახ-
ლის გალავანი საკმაოდ მაღალია, მაგრამ არც იმდენად, რომ
ბოროტებისგან გიხსნას!

როცა სულთნის მეუღლემ სამხეცე მეორედ მოინახულა, სპი-


ლოს მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება გამოავლინა: ამჯე-
რად მის ქცევაში სიმპათია, მეტიც - ერთგვარი სითბო და კე-
თილგანწყობაც კი იგრძნობოდა. კვლავ გაიშრიალა მისმა კა-
ბამ, კვლავ მოუყარა მუხლი ჯაჰანმა, ამალა კი კვლავაც მოშო-
რებით იდგა, როგორც ყოველთვის, ისე მდუმარედ, რომ კაცს
მის არსებობაში ეჭვი შეეპარებოდა. მიჰრიმაჰი კი კვლავაც თავ-
შეკავებული ღიმილით აკვირდებოდა ამ სცენას.

156
- ამბობენ, რომ შენმა სპილომ ბრძოლის ველზე ძალიან იმა-
მაცა... - ჩაილაპარაკა ჰიურემმა ისე, რომ მაჰაუტისკენ არც კი
გაუხედავს.
- დიახ, თქვენო უდიდებულესობავ, - უპასუხა ჯაჰანმა, თუმცა
არ კი გაუმხილა, როგორ წამოიცვა სპილომ ეშვებზე ჯარისკაცე-
ბი და რა დამნაშავედ გრძნობდა თავს ჯაჰანი იმის გამო, რომ
ცხოველს ამის გაკეთება ასწავლა.
- ჰმ... თუმცა ისიც გავიგე, რომ თავად დიდი ვაჟკაცობა არ გა-
მოგიჩენია, შეგშინებია და ბრძოლის ველიდან აკანკალებული
გამოქცეულხარ. მართალია? - ჰკითხა ჰიურემმა.
ჯაჰანს მკვდრისფერი დაედო.ნ ნეტავ ვინ ჩურჩულებდა მის
ზურგსუკან?
სულთნის მეუღლემ ელვისებური მზერა ესროლა, მისი აზრე-
ბი უცებ წაიკითხა და თქვა:
- მტრედებს ყოველი მხრიდან მოაქვთ ხოლმე ჩემთან ამბები.
ჯაჰანი ძალიან შეეცადა, თავი გულგრილად მოეჩვენებინა,
მაგრამ ქალის სიტყვები მყისვე დაიჯერა. თვალწინ დაუდგა
სულთნის საფრინველეებიდან აფრთხიალებული და მთელ ქვეყ-
ნიერებას მოდებული მტრედები, რომლებსაც ნისკარტებით მოჰ-
ქონდათ ჰიურემისთვის აქა-იქ წამოკრეფილი ჭორების ნაფლე-
თები.
- ისიც გავიგე, რომ შენი სპილო ხალხის ნებიერია და ყველას
უყვარს. ასე მითხრეს, რომ ამ თეთრმა ცხოველმა მეტი აღ-
ფრთოვანება დაიმსახურა, ვიდრე იანიჩრების აღამ... ჰ
ჰიურემი დადუმდა და ბიჭს დაფიქრება აცალა.
ჯაჰანმა იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო. ჩოტა სიყვარულის
ზღვაში ბანაობდა, რაც ბრძოლის შემდეგ თვით ჯარის მე-
თაურებსაც კი არ ღირსებიათ.

157
ჰიურემმა კი განაგრძო:
- აი, რას გეტყვი... ამ დღეებში ორი უფლისწულის - ჩვენი ვა-
ჟების - წინადაცვეთას ვაპირებთ. აღლუმიც გვექნება. დიდი აღ-
ლუმი...
ჯაჰანი მოიბუზა და შეეცადა გამოეცნო, საით მიჰყავდა საუბა-
რი სულთნის მეუღლეს.
- მე და შენს სახელგანთქმულ სულთანს გვსურს, რომ ამ აღ-
ლუმში სპილომ მონაწილეობა მიიღოს.
- გასაგებია, მაგრამ...…- დაიწყო ჯაჰანმა.
სულთნის მეუღლე უკვე წასვლას აპირებდა. უცებ სწრაფად
მოტრიალდა და ჰკითხა:
- მაგრამ რაო, ინდოელო?
ჯაჰანმა ბგერებისა და სიტყვების ნაცვლად მძივებად გადმო-
აფრქვია ოფლის წვეთები.
- ფრთხილად იყავი. ზოგიერთებს გულზე არ ეხატები. ასე
ჰგონიათ, რომ მთლად სანდო კაცი არა ხარ. იმასაც გვირჩევენ,
რომ შენ და ეს შენი ნადირი იმ დანგრეულ ეკლესიაში დაგაბინა-
ოთ, სხვა დიდ ცხოველებთან ერთად. იქნებ მართლებიც არიან,
მაგრამ მე გენდობი, ყმაწვილო. გენდობი და ამ ნდობას ნუ გა-
მიცრუებ, - უთხრა სულთნის მეუღლემ.
- რა თქმა უნდა, თქვენო უდიდებულესობავ, - ჩაილაპარაკა
ჯაჰანმა და ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა.
ჰიურემს ჩვევად ჰქონდა: ადამიანთან საუბრისას მუქარასა
და ტკბილსიტყვაობას ერთმანეთს უნაცვლებდა და იქამდე არ
მოეშვებოდა, სანამ არ დაარწმუნებდა, რომ სურვილის შემთხვე-
ვაში მისი განადგურება თავისუფლად შეეძლო. როცა ავ ქა-
დილს ერთ-ორ საამებელ სიტყვას დასძენდა, ადამიანები იბნე-
ოდნენ და მის წინაშე თავს ვალდებულად გრძნობდნენ. მაგრამ

158
ჯაჰანმა მისი ამ თვისების შესახებ მხოლოდ მოგვიანებით შეიტ-
ყო.
სულთნის მეუღლე წავიდა. სეფექალები ფაციფუცით გაჰყვნენ
უკან, მაგრამ ორი ადამიანი ადგილიდან არ დაძრულა. ეს გახ-
ლდათ მიჰრიმაჰი და ჰესნა ხათუნი.
- დედა-ბატონს ძალიან მოსწონს თეთრი სპილო, - თქვა სულ-
თნის ასულმა და სასაცილოდ დაიმანჭა, როგორც ეს სჩვევიათ
გოგონებს, რომლებიც მშობლების საუბრის კილოს ბაძავენ, -
თუ მაყურებელს კარგად გაართობ, დედაჩემსაც შეუყვარდები,
დედაჩემის სიყვარული კი შენცა და შენს სპილოსაც მხოლოდ
ბედნიერებას მოგიტანთ.
- ჩოტა ვერავის გაართობს, ეგეთები ნამდვილად არ ეხერხე-
ბა... - ჩაილაპარაკა ჯაჰანმა ისეთი დაბალი ხმით, რომ თავადაც
დაეჭვდა, მართლა წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები.
- მახსოვს, ეგ ადრეც გითქვამს, - თქვა მიჰრიმაჰმა და თავის
ძიძას ხელით რაღაც ანიშნა. მოხუცმა გრძელი ხალათის ჯიბი-
დან ათამდე პატარა რგოლი ამოიღო.
- მოდი, ამით დაიწყე, - შესთავაზა ბიჭს მიჰრიმაჰმა, - მე და
დადა მოვალთ ხოლმე და შევამოწმებთ, როგორ მიგდის საქმე.
შემდეგი კვირა ჯაჰანს სხვა არაფერი უკეთებია: ჩოტას რგო-
ლებს ესროდა, მაგრამ სპილო ზედაც არ უყურებდა. რგოლები
დიდმა სალტეებმა შეცვალა, სალტეები - ბურთებმა, ბურთები კი
- ვაშლებმა. მხოლოდ ბოლო საშუალებამ გაჭრა. ჩოტას მოეწო-
ნა ვაშლებით თამაში, ჰაერშივე დაავლებდა ხოლმე პირს და
პირდაპირ სტომაქში გადაუძახებდა.
ძიძა და მიჰრიმაჰი ყოველდღე მოდიოდნენ. როცა ჩოტა
ახალ ილეთს სწავლობდა, სულთნის ასული ხოტბას ასხმადა და
ნუგბარით აჯილდოებდა, ხოლო როცა სპილოს რამე არ გა-

159
მოუვიდოდა, არანაკლებ ტკბილი სიტყვებით აგულიანებდა.
ცხოველმა კვლავ დააახლოვა მაჰაუტი და სულთნის ასული.
თუმცა ბავშვი უკვე არც ერთ მათგანს აღარ ეთქმოდა. ორივე
სწრაფად გაიზარდა. ძალიან კი ცდილობდნენ, ერთმანეთის-
თვის სხვა თვალით არ შეეხედათ, მაგრამ ერთმანეთის
სხეულებში უნებურად ამჩნევდნენ ამ ცვლილებებს, ჰესნა ხათუ-
ნი კი ამ ყველაფრის უტყვი და პირქუში მოწმე იყო.

ჯაჰანი სულთნის ასულს თანდათან ასწავლიდა ყველაფერს,


რაც სამხეცეში დასახლების დღიდან თავად ისწავლა: როგორ
გამოეცნო მუხის ასაკი მის განაკვეთზე გამოსახული რგოლების
მიხედვით; როგორ შეენახა მკვდარი პეპლები; როგორ იქცეოდა
ხის ფისი თვალისმომჭრელ ქარვად... ისიც უამბო, რომ სირაქ-
ლემები ცხენებზე სწრაფად დარბოდნენ, ვეფხვის ტანზე კი ზო-
ლები ისეთივე განუმეორებელ ნახატს ქმნიდნენ, როგორც ადა-
მიანის თითის ანაბეჭდები.
გოგონა დღითიდღე ნდობით ეკიდებოდა. დროდადრო თავა-
დაც მოუთხრობდა ამბებს. ხან ბავშვობას იხსენებდა, ხან ძმებსა
და დედას გადასწვდებოდა. ის ერთადერთი ქალიშვილი იყო
სულთნის ვაჟებს შორის (რომელთაგან ერთ-ერთს ტახტზე ას-
ვლა ელოდა), ამიტომ მარტოსულად გრძნობდა თავს და ხში-
რად ჩიოდა:
- ძმებს ვუყვარვარ, მაგრამ საკმარის ყურადღებას არასოდეს
მითმობენ. მე სხვანაირი ვარ, და რადგან სხვებს არ ვგავარ,
თავს მარტო ვგრძნობ. გესმის თუ არა ჩემი, ჯაჰან?

160
ჯაჰანი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა, რადგან არაფერი
ესმოდა ისე კარგად, როგორც განსხვავებულობის გამო მარტო
დარჩენილი ადამიანის სევდა.
ერთადერთი პიროვნება, რომელზეც მიჰრიმაჰი არასოდეს
საუბრობდა, მამამისი გახლდათ. ორივეს, მაჰაუტსაც და სულ-
თნის ასულსაც, თავი ისე ეჭირათ, თითქოს ეს ადამიანი არც კი
არსებობდა, თუმცა გულის სიღრმეში ორივემ იცოდა: სულთანს
რომ თავისი ქალიშვილის ოინების შესახებ ოდესმე შეეტყო, ჯა-
ჰანისთვის ჯოჯოხეთის კარიბჭე გაიხსნებოდა და ბიჭი არათუ
სამსახურს დაკარგავდა, არამედ ყველასგან სამარადჟამოდ მი-
ვიწყებული, საპყრობილეში გალევდა წუთისოფელს.

წინადაცვეთასთან დაკავშირებული ცერემონიების დაწყებამ-


დე ქალაქში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. თავიდან მისმა ნიშ-
ნებმა ქალაქის შემოგარენში, უსქუდარის ნავსადგურის მიმდე-
ბარე ქოხმახებში იჩინა თავი და იქაურობას ხანძარზე უსწრაფე-
სად მოედო. სენიქ ქოხიდან ქოხში გადადიოდა, ჰაერში უბედუ-
რება ტრიალებდა. სიკვდილი სქელი ბურუსივით ჩამოწვა სტამ-
ბოლის თავზე და ყველა ჭუჭრუტანასა და ნაპრალში გაჟონა. ხან
ზღვაური დააფრიალებდა აქეთ-იქით, ხან პურის ცომში ღვიოდა
საფუარივით, ხანაც ბლანტ, მწარე ყავაში თუხთუხებდა. ხალხმა
თანდათან მოძრაობა და მიმოსვლა შეწყვიტა. თავყრილობების
შიშითა და რიდით ყველამ მარტოობას მისცა თავი. საღა-
მოობით სამარისებურ სიჩუმეშიც კი ვეღარ გაიგონებდით ნიჩბე-
ბის ტლაშუნსა და მენავეთა ბუტბუტს, რადგან არავის ჰქონდა
ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლის სურვილი, თუ ამის განსა-
კუთრებული საჭიროება არ არსებობდა. სტამბოლელებს ასე

161
არასოდეს შინებიათ ბრბოში გარევისა, დდა ასე არასოდეს მო-
რიდებიან ღვთის გმობას, რადგან ღმერთი შავი ჭირის აფეთქე-
ბის პირველ დღეებში საკმაოდ ჭირვეულ ზნეს იჩენდა. ადა-
მიანებს ყველაფერი აშინებდათ: შემთხვევით წამოცდენილი
სიტყვა იქნებოდა ეს, ოდნავი შეხება თუ საეჭვო სუნი, რომელიც
მათ ნესტოებს დროდადრო მისწვდებოდა. ყველა კარებს რაზავ-
და და ფანჯრებს დარაბებით აბნელებდა, რათა თავი აერიდები-
ნა მზის სხივებისთვის, რომლებიც სენს ავრცელებდნენ. ყველა
უბანი თავის თავში ჩაიკეტა, ყველა ქუჩა იქცა აუღებელ ციხესი-
მაგრედ, რომელშიც ფეხის შედგმას ვეღარავინ ბედავდა. ყველა
მოგუდული ხმით ჩურჩულებდა, წელში მოხრილი დაიარებოდა
და მოკრძალებულად იმოსებოდა. სელის ნატიფი ქსოვილები
უხეშმა ჯვალომ შეცვალა. ქალებმა ლამაზ ვარცხნილობებზე
უარი თქვეს, ოქროს მონეტებს დოქებსა და ზანდუკებში უკრეს
თავი და ღრმა ორმოებში დაფლეს; მდიდართა ცოლებმა ღვთის
წყალობის მოპოვების იმედით ძვირფასი სამოსი გადაინახეს და
თავიანთი მოახლეების კაბები მოირგეს. შეშინებული ადამიანე-
ბი აღთქმას დებდნენ, მექას მოვილოცავთ და არაბეთის ღარიბ--
ღატაკებს დავაპურებთო. სტამბოლი ღმერთთან გარიგებას ცდი-
ლობდა - თავის ყოველდღიურ ჩვევებს თმობდა, სამსხვერპლო
კრავებს სწირავდა, ლოცვებს არ აკლებდა, მაგრამ ამ გარიგე-
ბისგან ზარალის მეტს ვერაფერს ხედავდა.
იუმრუჩუკები - ასეთი, შეუფერებლად ლამაზი სახელწოდება
ჰქონდა იმ წყლულებს, რომლებიც დაავადებულებს იღლიებ-
ქვეშ, თეძოებზე და კისერზე უჩნდებოდათ. ყურადღებით დაკ-
ვირვებისას ამ გამონაყარში ზოგიერთი უცდომლად არჩევდა აზ-

162
რაელის34 საზარელ სახეს. დაცემინება უბედურების მომასწავე-
ბელი ნიშანი იყო. ამ ხმის გაგონებისას ხალხი სასტიკად ფრთხე-
ბოდა, რადგან სენი სწორედ ცემინებით იწყებოდა. შემდეგ
სხეული იფარებოდა მუწუკებით, რომლებიც დღითიდღე დიდდე-
ბოდა და მუქდებოდა. ამას მოჰყვებოდა ცხელება და გულისრე-
ვა. ამბობდნენ, რომ ეს სენი ქარს დაჰქონდა და ჭვარტლივით
შავ, თვალშეუვალ ღამის ჰაერს შხამით ავსებდა.
ოთახებში, სადაც ავადმყოფები იღუპებოდნენ, კედლებს
ძმრით რეცხავდნენ, კირით ათეთრდებდნენ, მექიდან ჩამოტა-
ნილ წმინდა წყალს აპკურებდნენ და ამ საცხოვრებლებს სამუ-
დამოდ ტოვებდნენ. გული არავის უდგებოდა იქ, სადაც ავი აჩ-
რდილი ბუდობდა.
სენი არც მდიდრებსა და ძლევამოსილებს ინდობდა, რაც
ზოგს ნუგეშით ავსებდა, ზოგს კი იმედს საბოლოოდ აკარგვინებ-
და. როცა მამაკაცი ავადდებოდა, ცოლები მის მოვლას ერთმა-
ნეთს ეცილებოდნენ. როგორც წესი, ეს მოვალეობა, საბოლო-
ოდ, ყველაზე უფროს ან უშვილო ცოლს ეკისრებოდა. ზოგჯერ
ავადმყოფების მოსავლელად ხარჭებიც მოჰყავდათ, თუმცა იყ-
ვნენ მამაკაცები, რომლებსაც ოთხ-ოთხი ცოლი და ათობით
ხარჭა ჰყავდათ, მაგრამ მაინც მარტოობაში ხდებოდათ სული.
გვამებს ხარებშებმული ოთხთვალებით ეზიდებოდნენ ქალაქი-
დან. ბორბლებს ქვაფენილზე ღრჭიალი გაჰქონდა, ოთხთვა-
ლებს კი მძაფრი, უსიამოვნო სუნი მიჰყვებოდა. ბორცვებზე შე-
ფენილი, გადაჭედილი სასაფლაოები აითის დღესასწაულზე
დაკლული, გამოფატრული, გატყავებული და ხეებზე დაკიდებუ-

34

163
ლი ცხვრებივით გაიფუყა. მესაფლავეები დღითიდღე სულ უფრო
ღრმა და განიერ სამარეებს თხრიდნენ, რადგან ათობით ადამი-
ანს ზოგჯერ ერთად კრძალავდნენ. არავინ ამხელდა იმას, რომ
მიცვალებულთა უმრავლესობას განბანისა და სუდარის გარეშე
ისტუმრებდნენ საიქიოში. ბევრ მათგანს საფლავის ქვაც არ
ღირსებია. გლოვა ფუფუნებად იქცა, რომელზეც ხელი ყველას
არ მიუწვდებოდა. მიცვალებულები რომ სათანადოდ დაეტირე-
ბინათ, საამისოდ სიკვდილს ცოცხლების ტანჯვაზე უნდა აეღო
ხელი. როცა სენი უკან დაიხევდა, მხოლოდ მას შემდეგ იჯერებ-
დნენ გულს ნათესავები და ახლობლები მკერდში მჯიღის ცემითა
და ცრემლისღვრით, ახლა კი გლოვა დამარილებულ ხორცთან,
გამხმარ პილპილთან და მწნილთან ერთად უნდა შეენახათ სარ-
დაფებში, რათა სხვა, უფრო მშვიდობიან დროს მთელი გულით
მინებებოდნენ.
სტამბოლელები სავაჭრო ხომალდებს ტვირთის ჩამოცლას
არ აცლიდნენ და ნავსადგურებიდან უკან აბრუნებდნენ; ქარავ-
ნებს შორიდან უთვლიდნენ, რომ გეზი ეცვალათ.
ეს სენი, სხვა უამრავი ბოროტების მსგავსად, დასავლეთიდან
შემოიჭრა. ამიტომ მოგზაურებს, მოხეტიალე დავრიშებს, მომ-
თაბარე ტომებს, მაწანწალებს, ბოშებსა და ყველა ჯურის უთვის-
ტომოებს ალმაცერად უყურებდნენ.
შუა ზაფხულში სახადმა დიდვეზირ აიას ფაშას დარია ხელი.
არადა, ამ ადამიანს ხალხი ყოვლისშემძლედ მიიჩნევდა. სერა-
ლი ძლიერ ააფორიაქა მისმა სიკვდილმა. ცხადი იყო - ამ გადამ-
დებ სენს სასახლის კედლებიც კი ვეღარ აკავებდა. რამდენიმე
დღეში ოთხი ხარჭაც დაავადდა.
და მოედო ჰარამხანის დერეფნებს შიში, და იყო სახე მისი
სურმაზე უშავესი...

164
ხმა დაირხა, ჰიურემი ბავშვებთან ერთად ოთახში ჩაიკეტა,
სულთნის გარდა არავის იკარებს, მსახურებს აღარ ენდობა, საჭ-
მელსაც თავად იმზადებს, წყალსაც თავად იდუღებს და ტანსაც-
მელსაც კი თავად ირეცხავსო. სამხეცეში ოთხი მომთვინიერებე-
ლი დაიღუპა, ყველა მათგანი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა
იყო. ციმბირელი ტარასი თავის ქოხში შეიკეტა, რადგან ყველას
სძულდა იმის გამო, რომ სიბერისა და სუსტი აღნაგობის მიუხე-
დავად, ჯერ კიდევ ცოცხლობდა. ჩაიარა დღეებმა, როცა ხალხი
ქუჩაში გამოჩენას ერიდებოდა. ახლა ყველა მეჩეთებში მიიჩქა-
როდა, რათა ელოცათ და მოენანიებინათ, მოენანიებინათ და
ელოცათ. ეს უბედურება ხომ მათმა ცოდვებმა მოიტანა. სწორედ
იმ ცოდვებმა, რომლებიც ოდესღაც ჩაუდენიათ და კვლავაც უეჭ-
ველად ჩაიდენდნენ.
„ეს ღვთის რისხვაა. ადამიანი სუსტია. უძლურია მისი
სხეული,
ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ ამ სხეულებზე შავ-შავი ვარდე-
ბი ამოიკვირტა?“
ჯაჰანი ყურს უგდებდა ამ სიტყვებს და გული ყელში ებჯინებო-
და. თან სჯეროდა მათი და თან არა. ნუთუ უფალმა ადამიანი მან-
კიერად მხოლოდ იმიტომ გააჩინა, რომ შემდეგ მისი დასჯის სა-
ბაბი ჰქონოდა?
- ზღვარს გადავაბიჯეთ! - ამბობდნენ იმამები.
- ცოდვით აივსო ქვეყანა! - ამბობდნენ მღვდლები.
- სინანული გვმართებს! - ამბობდნენ რაბინები.
ჰოდა, ხალხიც ინანიებდა. ათასობით ადამიანი ცდილობდა
ცოდვებისგან გათავისუფლებას. ბევრი მათგანი ღვთისმოსავი
გახდა, მაგრამ სულთანს ამ მხრივ ვერავინ უსწრებდა. ღვინის
სმა აიკრძალა, სირაჯები სასტიკად ისჯებოდნენ, მუსიკალურ

165
საკრავებს კოცონებში აგდებდნენ, დუქნები დაიკეტა, საროსკი-
პოები დაილუქა, თრიაქის მწეველთა ბუნაგები დარჩეული ნიგ-
ვზის ნაჭუჭებივით გამოცარიელდა. მქადაგებლებს მხოლოდ
ორი რამ ეკერათ პირზე - შავი ჭირი და მკრეხელობა. ისინი ამ-
ტკიცებდნენ, რომ ეს ორი რამ ისე იყო ერთმანეთში გადახლარ-
თული, როგორც თმის ღერები ოდალისკას ნაწნავში.
შემდეგ, თითქოს პირი შეკრესო, ადამიანებმა უცებ შეწყვიტეს
ამ უბედურების საკუთარ თავზე გადაბრალება. გაისმა ხმები,
რომ ქალაქში სენი სხვებმა შემოიტანეს. დიახ, სხვებს მოეკით-
ხებოდათ ეს დანაშაული, თავიანთი ურჯულოებისა და უზნეობის
გამო. შიში სიძულვილში გადაიზარდა, სიძულვილი - რისხვაში;
რისხვას კი, ალმოდებული გორგალივით, დიდხანს ვეღარაფერი
აჩერებს, იგი ვინმეს უთუოდ უნდა დაეჯახოს.
ივლისის ბოლოს გალათას კოშკის მიმდებარე ებრაელთა
უბანში ბრბო შეიჭრა. სახლების კარები კუპრით მოთხუპნეს, მა-
მაკაცები ცემეს, ხოლო რაბინს, რომელმაც მოძალადეებს წინა-
აღმდეგობა გაუწია, ხელკეტებით სული ამოჰხადეს. ხმა დაირხა,
რომ იუდეველმა ხარაზმა სტამბოლის ავზები და ჭები დაწამლა
და სენი ამ გზით გაავრცელა. უამრავი ადამიანი დააპატიმრეს
და დანაშაული აღიარებინეს. იმ ფაქტს, რომ ეს აღიარებები ადა-
მიანებს წამებით გამოსძალეს, მეორეხარისხოვან წვრილმანად
მიიჩნევდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ. განა სულ რამდენი-
მე წლის წინ არ გამოაძევეს იუდეველები საქსონიიდან? განა
ორი იმდენი იუდეველი სამარცხვინო ბოძთან არ დაწვეს ფრან-
კისტანში? იყო მიზეზი, რის გამოც უბედურება ამ ხალხს აჩრდი-
ლივით თან სდევდა. ისინი ხომ ბავშვებს იტაცებდნენ, რათა სის-
ხლი თავიანთ შავბნელ რიტუალებში გამოეყენებინათ! ბრალ-
დებების რიცხვი ისე იზრდებოდა, როგორც მდინარე დიდდება

166
ხოლმე წვიმიან დღეებში. ბოლოს სულთანმა სულეიმანმა გა-
მაფრთხილებელი ფირმანი გამოსცა. ამიერიდან ადგილობრივი
ყადები ვეღარ შეძლებდნენ ებრაელების წინააღმდეგ არაერ-
თხელ გამოყენებული ცილისწამების35 საფუძველზე განაჩენის
გამოტანას, ხოლო ისინი, ვინც ეს უკვე ჩაიდინა, ამ ნაბიჯს მწა-
რედ ნანობდნენ. ბრალდებებმა მყისვე იკლო. თურმე ებ-
რაელებს ამ ამბებთან არაფერი ესაქმებოდათ. ქრისტიანები -
აი, ვინ აღმოჩნდნენ დამნაშავეები! ეეს ის ხალხი იყო, ჰამამებს
რომ არ ეკარებოდა და ჭუჭყში იხრჩობოდა; ეს ის ხალხი იყო,
ცოლებთან შეწყვილების შემდეგაც რომ არასოდეს ბანაობდა,
ღვინოს რომ ეძალებოდა და თითქოს ეს ცოდვები არ კმაროდა,
ამ სასმელს იესოს სისხლად მიიჩნევდა, თავად იესოს კი თავხე-
დურად ღმერთს უწოდებდა! ყველაზე უარესი ის იყო, რომ ეს
ადამიანები ღორის ხორცს ჭამდნენ - იმ ცხოველის ხორცს, რო-
მელიც წუმპეში კოტრიალობს და მატლიან საჭმელს ნთქავს.
სწორედ ამ ღორისმჭამელების გავრცელებული უნდა ყოფილი-
ყო ეს სახადი. ჰოდა, ვინც ადრე ებრაელთა უბნებს აწიოკებდა,
ახლა ქრისტიანების უბნებს დაერია. მოგვიანებით აჯანყებული
ბრბოს თავკაცობა ეიუფში მცხოვრებმა ერთმა მეუნაგირემ იკის-
რა. ქრისტიანები და ებრაელები წიგნის36 ხალხია, და თუმცა
მცდარ გზას ადგანან, დაშავებით არაფერს აშავებენო, ქადაგებ-
და. დანაშაული ამჯერად მათ კი არა, სუფიებს დაეკისრათ -
ბზრიალა ცეკვების მოყვარულ, მგალობელ ხალხს. ანკი ვინ უნ-

35საუბარია ქრისტიანთა სისხლის სარიატუალო მიზნებით გამო-


ყენების ბრალდებაზე (ინგლ. Blood libel)
36 იგულისხმება ბიბლია.

167
და ყოფილიყო იმ ადამიანზე საშიში, ვინც საკუთარ თავს მაჰმა-
დიანს უწოდებდა, ისლამთან კი საერთო არაფერი ჰქონდა? განა
სუფიები არ ამტკიცებდნენ, რომ არც ჯოჯოხეთის შიში ჰქონდათ
და არც სამოთხისკენ მიუწევდათ გული? განა ისინი არ მიმარ-
თავდნენ ღმერთს ისე, თითქოს ის მათი ტოლი და სწორი ყოფი-
ლიყო? მეტიც - განა იმასაც არ ამბობდნენ, რომ ღმერთს სამო-
სელქვეშ დაატარებდნენ?
დიახ, ამ მკრეხელებმა დაატეხეს ქალაქს ეს უბედურება...
ბრბო ქუჩებს ზვერავდა, ხელკეტებს იქნევდა და მწვალებ-
ლებზე გამალებით ნადირობდა. მოძალადეებს არც სუბაში აჩე-
რებდა და არც მისი გუშაგები. არც მოგვიანებით დაუპატიმრები-
ათ ვინმე. პარასკევს, საღამოს ლოცვის შემდეგ, ეს ხალხი პე-
რას37 მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს მოედო. მამაკაცები (მათ რი-
გებში პატარა ბიჭებსაც კი ნახავდით), ჩირაღდნებით ხელში
დააბიჯებდნენ, გზადაგზა ხალხს იყოლიებდნენ, საროსკიპოებში
იჭრებოდნენ, მეძავები და მათი დალალები გარეთ გამოჰყავ-
დათ, შენობებს კი ცეცხლს უკიდებდნენ. ერთი ქალი, რომელსაც
სიმსუქნის გამო მოძრაობა უჭირდა, ბოძზე მიაკრეს და ფაშფაშა
სხეული მათრახით აუჭრელეს. ეს არ იკმარეს. ერთი ჰუნსა38 ჩა-
იგდეს ხელში, გააშიშვლეს, სხეული ფურთხით დაუფარეს, თავი-
დან ფეხებამდე გაპარსეს და განავალში უკრეს თავი. მაგრამ,
როგორც ხალხი ამბობდა, ყველაზე მეტი ზიანი ერთ ჯუჯა ქალს
მიაყენეს. ამის მიზეზი ბოლომდე არავინ იცოდა. დადიოდა ხმე-
ბი, რომ ამ ქალს მთავარ თეთრ საჭურისთან ჰქონდა კავშირი და

37 სტამბოლის ერთ-ერთი უბანი.


38 ჰერმოფროდიტი, ქალკაცა (თურქ.)

168
მუხანათური შეთქმულებების დიდოსტატი იყო. მეორე დილით,
მზე რომ ამოიწვერა, სისხლსა და ფეკალიებში ამოგანგლულს,
ცხვირჩალეწილს, ნეკნებჩამსხვრეულს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოც-
ხალს, მაწანწალა ძაღლები დაადგნენ თავზე.
ამ განუკითხაობაში სუბაშები მხოლოდ მაშინ ჩაერივნენ, რო-
ცა ბრბომ წარჩინებულთა დასჯაც განიზრახა და დაიწყო ქადი-
ლი, ცოტა ხანში სასახლესაც მივადგებითო. თერთმეტი კაცი შე-
იპყრეს და იმავე დღეს ჩამოახრჩვეს. მათი სხეულები სხვების
დასანახად კარგა ხანს ქანაობდა ქარში. იმ დროისთვის, როცა
სენმა უკან დაიხია, სტამბოლის მოსახლეობა 5 742 სულით ნაკ-
ლებს ითვლიდა, სასაფლაოებზე კი ტევა აღარ იყო.
იმავე კვირას ჯაჰანმა კიდევ ერთი უტიფარი წერილი მიიღო,
რომელსაც კაპიტანი გარეთი ამჯერად ხელს დაუფარავად აწერ-
და. ჯაჰანმა მზარეული ბიჭის ხელით ნაოსანს რამდენიმე გადა-
ნახული მონეტა გაუგზავნა იმ იმედით, რომ ეს კაცი ცოტა ხნით
მაინც მოასვენებდა. ამ საფიქრალით დამძიმებულ ჭაბუკს ქალა-
ქის ახალი ჭორებისთვის არ ეცალა და ბევრი რამ გვიან შეიტყო.
ამასობაში ლუტფი ფაშამ, რომელმაც მდინარე პრუტზე ხიდის
აშენებისას სწორი არჩევანი გააკეთა, შემდეგ კი თავისსავე არ-
ჩეულ ოსტატს კრიჭაში ჩაუდგა, გარდაცვლილი დიდვეზირის,
აიას ფაშას ადგილი დაიკავა, ახალგარდაცვლილი ასაკოვანი
კარის ხუროთმოძღვრის თანამდებობა კი მემკვიდრეობით სი-
ნანს ერგო. ქალაქში ამბობდნენ, რომ ეს ორი, ერთმანეთთან
სრულიად შეუთავსებელი ადამიანი ასე ერთდროულად სწორედ
ბედის უკუღმართობით დაწინაურდა, თითქოს ღმერთს სურდა
გაეგო, ვინ ვის აჯობებდა.

169
სტამბოლის დიდებულ საასპარეზო მოედანს საუკუნეების
განმავლობაში აურაცხელი ზეიმი უნახავს და ასეთ დროს მისი
ტრიბუნები ყოველთვის თავაწყვეტილი და ხმაურიანი ხალხით
იყო გადაჭედილი. წარმოდგენებს ყველა ასაკის მაყურებელი
ესწრებოდა. თუ წარმოდგენა მოწონებას იმსახურებდა, ადა-
მიანები ფეხზე დგებოდნენ და ისე ხარხარებდნენ, თითქოს მის
დადგმაში დიდი წვლილი მიუძღოდათ. მაგრამ თუ სანახაობის-
გან სიამოვნებას ვერ იღებდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ, იგინე-
ბოდნენ და რაც ხელში მოხვდებოდათ, ყველაფერს მოედნისკენ
ისროდნენ. ეს საზოგადოება, რომლის გართობაც თითქოს არც
ისე ძნელი იყო, მაგრამ ნასიამოვნები მაინც არასოდეს რჩებო-
და, თვით კონსტანტინეს39 დროიდანაც კი ნაკლებად შეცვლი-
ლიყო. შუაგულში ოქროსფერი ფოჩებით დამშვენებული ტრიბუ-
ნა იყო მოწყობილი. სულთანი სულეიმანი მაღალ სავარძელში
იჯდა, საიდანაც ყველაფერს ხედავდა და თავადაც კარგად ჩან-
და. ახოვანსა და გრძელკისერას მოკლედ გაკრეჭილი წვერი უმ-
შვენებდა სახეს. მის ამალაში იყვნენ მისი დის მეუღლე - დიდვე-
ზირი ლუტფი ფაშა და დივანის სხვა წევრები. სულთნის თანამეც-
ხედრე, მოახლეებით გარემოცული, სტავრის მძიმე ფარდის
უკან იჯდა. სხვა ქალებსაც აბრეშუმის ფარდები და გისოსები
იცავდა ბრბოს მზერისგან. სულთნის ჰარამხანის წევრების გარ-
და, აქ სხვა ქალებს ვერ ნახავდით. უცხოელი ემისრებისთვის
ცალკე ფარდულში მოეყარათ თავი. ვენეციის ელჩი წელგამარ-
თული იჯდა, სახის სრულიად განყენებული გამომეტყველებით.

39კონსტანტინე დიდი - რომის იმპერატორი 306 წლიდან. 330


წელს დააარსა იმპერიის ახალი დედაქალაქი კონსტანტინოპო-
ლი.

170
ზიმარაზე40 საფირონის გულსაბნევი ჰქონდა მიმაგრებული, რაც
ჯაჰანის მზერას არ გამოჰპარვია. ვენეციელ ბაილოს41 გვერდს
უმშვენებდნენ რაგუზის დესპანი, ფლორენციელი მედიჩების
წარმომადგენლები, გენუის პოდესტა, (ადმინისტრაციის ხელ-
მძღვანელი შუა საუკუნეების ევროპულ ქალაქ--
სახელმწიფოებში.) პოლონეთის მეფის ლეგატი და ფრანკისტა-
ნის სახელოვანი მოგზაურები. ეეს ადამიანები რომ უცხოელები
იყვნენ, ამაზე უცდომლად მიანიშნებდა არა მხოლოდ მათი სა-
მოსი, არამედ სახის გამომეტყველებაც, რომელშიც ერ-
თდროულად იგრძნობოდა ზიზღი და ეჭვი. ზეიმი რამდენიმე დღე
გრძელდებოდა. ლამპრების, ჩირაღდნებისა და ფოიერვერკების
შუქით განათებული სტამბოლი ღამღამობით ნორჩი პატარძლის
თვალებივით ელვარებდა. კაიკები42 მეტეორების სისწრაფით
დასრიალებდნენ ოქროს რქის მოსარკულ ზედაპირზე. ტკბი-
ლეულით მოვაჭრეები მაყურებელთა რიგებში ზღვის ურჩხულე-
ბისა და ჭრელ-ჭრელი, უცხო ფრინველების ფორმის შაქარყინუ-
ლებს დაატარებდნენ. ქუჩებში ყვავილწნულებისგან გაკეთებუ-
ლი უზარმაზარი ჩარჩოები გამოეფინათ. იმ დღეებში იმდენი
ცხვარი დაიკლა, რომ სასაკლაოების უკან მორაკრაკე ნაკადუ-
ლები ალისფრად შეიღება. მსახური ბიჭები ლანგრებით დაარბე-

40მწარჩინებული მამაკაცის უსახელო, ბეწვით გაწყობილი მო-


სასხამი.
41ბაილო - ვენეციის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენელი
სხვა ქვეყნებში.
42
თევზსაჭერი იალქნიანი მცირე გემი, გავრცელებული იყო ახ-
ლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში.
171
ნინებდნენ ცხვრის დუმის ცხიმით გაჟღენთილ ბრინჯს. მათ, ვინც
ამ კერძით სტომაქი უკვე ამოიყორა და წყურვილი შარბათით
მოიკლა, ზერდეს43 სთავაზობდნენ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა
მირთმეული კერძებით მდიდარიცა და ღარიბიც ერთნაირი
სიამოვნებით იტკბარუნებდა პირს.
სულთნის ორი ვაჟი, ას ღარიბ ბიჭუნასთან ერთად, წინადაც-
ვითეს. მესანთლეების, კირის გამომწველებისა და მეწვრილმა-
ნეების ვაჟები მათ უდიდებულესობებთან ერთად ყვიროდნენ
სიმწრისგან, ახლა კი ყველანი ღამის პერანგებით იწვნენ ლოგი-
ნებში და გადატანილი ტანჯვის გახსენებისას ჩუმად სლუკუნებ-
დნენ, თუმცა დროდადრო ხითხითებდნენ კიდეც, რადგან,
უსიამოვნო მოგონების გაქარვების მიზნით, მათთვის საგანგე-
ბოდ ჩრდილების თეატრის წარმოდგენა გაიმართა. თვალებდაჭ-
ყეტილი ჯაჰანი თავზარდაცემული დაიარებოდა ამ ჩოჩქოლსა
და რიარიაში. ბიჭს ნაბრძანები ჰქონდა, რომ სპილოსთან ერ-
თად წარმოდგენა ბოლო დღეს გაემართა. გამთენიისას ჩოტა
მოიყვანა და იპოდრომის თავლებში დააბინავა. ჩოტას სძულდა,
როცა ფეხებზე ბორკილებს ადებდნენ, თუმცა თავლაში სიამოვ-
ნებით მოიკალათა და ვაშლებისა და ნედლი ფოთლების სან-
სლვა დაიწყო. ჯაჰანს მისი თავდაჯერება შურდა და ნატრობდა,
მასაც სცხებოდა ცხოველის ეს აუმღვრეველი სიმშვიდე. წინა ღა-
მე მოუსვენარ წრიალსა და ფეთებაში გაატარა. ახლაც სტკიოდა
სიმწრით დაკვნეტილი ტუჩები. სხვა ცხოველებმა: ლომებმა,
ვეფხვებმა, მაიმუნებმა, სირაქლემებმა, გაზელებმა და ეგვიპტი-
დან ახალჩამოყვანილმა ჟირაფმა წარმოდგენაში უკვე მიიღეს

43 ზაფრანით შეზავებული ტკბილი ფლავი.

172
მონაწილეობა. ბაზიერებმაც ზარ-ზეიმით ჩამოიარეს, ჩაჩებით
თავდახურული ფრინველებით ხელში; მეფოკუსეებმა რგოლები
ატრიალეს, ფაკირებმა ცეცხლის ენები ყლაპეს, ჯამბაზებმა კი
თვალუწევდენელ სიმაღლეზე გაბმულ ბაგირს გადაურბინეს.
დადგა გილდიების ჯერი: ჩაქუჩებითა და საჭრეთლებით ხელში
დაიძრნენ მოედნისკენ ქვისმთლელები; მებაღეები ვარდებით
სავსე ურიკებს მოაგორებდნენ, ხუროთმოძღვრებს კი თავიანთი
ხელით აგებული მინიატიურული მეჩეთების მაკეტები მოჰქონ-
დათ. სწორედ ამ უკანასკნელებს მოუძღოდა წინ სინანი, რო-
მელსაც ყარყუმის ბეწვით გაწყობილი ხალათი ეცვა. ოსტატმა
ჯაჰანს თვალი მოჰკრა და თბილად გაუღიმა. ალბათ ბიჭიც არ
დააყოვნებდა საპასუხო ღიმილს, ასეთი აღელვებული რომ არ
ყოფილიყო.
ბოლოს დადგა ჯაჰანისა და ჩოტას ჯერიც. ბიჭმა ილოცა, თავ-
ლის კარი გააღო და სპილო გამოუშვა. ჯერ იმ ობელისკს
ჩაუარეს, რომელიც იმპერატორმა თეოდოსიუსმა ალექსან-
დრიიდან დიდი ხნის წინ ჩამოატანინა, შემდეგ კი დაადგნენ ფე-
ხებისა და ცხენის ფლოქვების ათასობით ნაკვალევით გადათე-
ლილ ბილიკს. ჩოტას სულთნის მეუღლის ნაჩუქარი, მწვანე ხა-
ვერდისგან შეკერილი, წითლად მოხატული ასალი ეფარა. ზედ
დაკერებული პაწაწინა სარკეები მზეზე ბრჭყვიალებდა. მათი და-
ნახვისას მაყურებელმა ყიჟინა დასცა. ჯაჰანს სპილო აღვირით
მოჰყავდა, მაგრამ ცხოველი მაინც იმ სიჩქარით მიაბიჯებდა,
როგორც თავად სურდა.
სულთნის ტრიბუნას რომ გაუსწორდნენ, ორივენი ერთბაშად
შედგნენ. ჯაჰანმა სულთანს მზერა გაუსწორა. მბრძანებელი წარ-
ბშეუხრელად, გაქვავებულივით იჯდა. ხელმარცხნივ აღმართულ
ტიხარს მიღმა ამალიანად მოკალათებულიყო მისი თანამეცხედ-

173
რე. ჯაჰანი ჰიურემს ვერ ხედავდა, მაგრამ მისი ეჭვით სავსე თვა-
ლები და გამჭოლი მზერა მაინც თვალწინ დაუდგა. ის აზრი, რომ
მშვენიერი მიჰრიმაჰიც სადღაც იქვე იჯდა და მის ყოველ მოძ-
რაობას აკვირდებოდა, კიდევ უფრო მეტად აფორიაქებდა ისე-
დაც მოსვენებადაკარგულს. პირი გაუშრა, გული აემღვრა და
მუხლები აუკანკალდა. ათრთოლებულმა ჯიბეები მოიქექა, მატ-
ყლის ნართი ამოაძვრინა და სპილოს მიუგდო. ჩოტამ ფთილა
ხორთუმით დაიჭირა და უკან დაუბრუნა. ეს ილეთი რამდენჯერ-
მე გაიმეორეს. შემდეგ ჯაჰანმა მიჰრიმაჰის ნაჩუქარი
ბრჭყვიალა რგოლები ამოიღო და ჩოტას სათითაოდ ესროლა.
სპილო რგოლებს ჰაერში იჭერდა და ხორთუმის ერთი მოქნე-
ვით, დაუდევრად აგდებდა გვერდზე, შემდეგ კი მთელი თავისი
ვეება სხეულით ქანაობდა და ცეკვავდა. მაყურებლებმა იქაურო-
ბა ხარხარით აიკლეს. ჯაჰანმა წკეპლა აღმართა და სპილო და-
ტუქსა. ჩოტა გაიტრუნა და დაიმორცხვა. მაყურებელს ისეთი
შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ესეც წარმოდგენის ნაწილი იყო.
შერიგების ნიშნად ბიჭმა სპილოს ვაშლი შესთავაზა. სანაც-
ვლოდ ჩოტამ ბიჭის ხალათზე მიბნეული ნარგიზი ჩამოწყვიტა და
გაუწოდა. მაყურებელი ისევ ახარხარდა. ამის შემდეგ ჯაჰანმა
თავზე გირჩი დაიდო და წონასწორობის შენარჩუნება სცადა.
პირველ გირჩს მეორე დაამატა, მეორეს - მესამე... ბოლოს შვი-
დი გირჩი შემოაწყო ერთმანეთს და ცხოველს შესძახა:
- ამიყვანე!
სპილომ ხორთუმი დაავლო და ისე ფრთხილად შემოისვა
ზურგზე, რომ არც ერთი გირჩი არ გატოკებულა.
- ჩამომსვი! - უბრძანა ჯაჰანმა. ჩოტა დინჯად, დიდი მონდომე-
ბით დაიხარა. ჯაჰანი გარინდული იჯდა და წონასწორობის შე-
ნარჩუნებას ცდილობდა. ნიავი ყოველი წამოქროლებისას ზედ

174
აშრობდა სახეზე წურწურით ჩამოსულ ოფლის წვეთებს. სპილო-
ებს მუხლები არა აქვთ და დაჩოქება უჭირთ. ჯაჰანს იმედი ჰქონ-
და, რომ ზღვისა და ხმელეთის მბრძანებელი ამას გაიგებდა და
შრომას დაუფასებდა. როგორც იქნა, მოახერხა ჩოტამ ფეხის
მორთხმა. ჯაჰანმა იმწამსვე მკლავები გაშალა და საზეიმო ყიჟი-
ნა დასცა. სწორედ ამ დროს დაინახა ბიჭმა, რომ მათკენ რაღაც
მოექანებოდა. ცოტაც და, ეს ნივთი მასთან ახლოსე მიწაზე
დაეცა. ჯაჰანი სპილოს ზურგიდან ჩამოხტა და ნივთი აიღო. მო-
ნეტებით სავსე ქისა აღმოჩნდა - სულთან სულეიმანის გულუხვი
საჩუქარი. მაჰაუტმა მბრძანებელს თავი დაუკრა, სპილომ კი
საყვირივით დასჭექა. გადარეულ მაყურებელს ვეღარაფერი აკა-
ვებდა.
დაიწყო წარმოდგენის ბოლო ნაწილი. ამჯერად ჩოტას ისლა-
მი უნდა განესახიერებინა და შებრძოლებოდა ტახს, რომელიც
ქრისტიანობას განასახიერებდა. ამ წარმოდგენაში, წესისამებრ,
დათვი და ღორი მონაწილეობდნენ, მაგრამ რადგან სპილო უფ-
რო დიდებული სანახავი იყო და უთუოდ მაყურებლის ნებიერაც
გახლდათ, ბოლო წუთში გადაწყდა, რომ ეს როლი ჩოტას უნდა
რგებოდა. ამასობაში გამოჩნდა ეშვებმოღერებული ტახი, რომე-
ლიც ჩლიქებით მიწას თხრიდა. ჯაჰანს შიშისგან გულ-მუცელი
ამოუტრიალდა. ეს ნადირი, ცხადია, ჩოტაზე გაცილებით პატარა
იყო, მაგრამ მის მოძრაობებში საოცარი გაშმაგება იგრძნობო-
და, წარმოდგენაც კი ჭირდა, რა უნდა ყოფილიყო ასეთი რისხვის
მიზეზი. როგორც კი ხუნდები ჩამოხსნეს, ცხოველი ისრის სის-
წრაფით დაიძრა მათკენ და ჯაჰანი დროზე რომ არ გაწეულიყო,
ალბათ ეშვებს ფერდში გაუყრიდა. მაყურებელი აკივლდა და
ახორხოცდა. აშკარა იყო, თუკი სპილო და მისი მაჰაუტი იმედს
გაუცრუებდა, ხალხი ტახის მხარეს დაიჭერდა. ჯაჰანი არ იყო ერ-

175
თადერთი, ვისაც შიშისგან მოქმედების უნარი წაერთვა. შეძრწუ-
ნებულმა ბიჭმა დაინახა, რომ თვალებმილულული ჩოტა ადგი-
ლიდან არ იძროდა, თითქოს მიწას მიეზარდაო. რა არ იღონა,
ხან ყვირილით და წკეპლით შეაგულიანა, ხან ტკბილი სიტყვე-
ბით შეეცადა მის მოთაფლვას, ხანაც ათასნაირ სასუსნავსა და
ტალახის აბაზანებს შეჰპირდა. არაფერმა გაჭრა. სპილო, რო-
მელმაც ბრძოლის ველზე მტრის ჯარისკაცები დააწიოკა და ბევ-
რი მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა, გაქვავებულივით იდგა
ერთ ადგილას.
ამასობაში ღორს სპილოს მიმართ ინტერესი დაეკარგა, ჯაჰა-
ნისკენ გამოექანა, დაეძგერა და წააქცია.
- ეჰეი! -გგაისმა უცებ და თითქოს არსაიდან გამოჩნდა დათ-
ვის მომთვინიერებელი მირკა, რომელიც შეძახილებით შეეცადა
ღორის ყურადღების მიპყრობას. ხელშუბით შეიარაღებული
მირკა თავის ბაჯბაჯა აღსაზრდელს წინ მოუძღოდა. ეს თამაში
ორივესთვის ნაცნობი იყო. დათვმა ერთი შეუღრინა ხახადაფჩე-
ნილ ტახს, რომელიც გაავებული ღრუტუნით გამოექანა მისკენ.
ჯაჰანი თითქოს რაღაც ბუნდოვანი პირბადიდან შესცქეროდა ამ
ყველაფერს. ცხოველების საზარელ ხმებს კი მაყურებლის ღრი-
ანცელი ფარავდა. დათვი თავისი მოკაუჭებული, ალესილი
ბრჭყალებით მუცელში ჩააფრინდა ტახს, გამოფატრა და წელები
დააყრევინა. ჰაერში გულისამრევი სუნი დატრიალდა. ტახი ერ-
თხანს უკანა ფეხებს ასხმარტალებდა, და როცა უკვე სულს ღა-
ფავდა, ისეთი გულისგამაწვრილებელი და არაბუნებრივი ხმით
დასჭყივლა, რომ მაყურებელი სულით ხორცამდე შეძრა. მირკამ
მომაკვდავ ცხოველს ფეხი დაადგა და ხალხს მიესალმა. მორიგი
ქისა ამჯერად მას ერგო საჩუქრად. როცა ქისას იღებდა, მირკამ
ჯაჰანისკენ გაიხედა და დაუფარავი გესლით ჩაიღიმა. თაგვივით

176
დაპატარავებულმა ჯაჰანმა მისი მზერა აირიდა და ინატრა, ნე-
ტავ მიწა გამისკდებოდესო.
სანამ მაჰაუტი გაუჩინარებას ნატრობდა, სპილოს თანდათან
ბრაზი ეკიდებოდა. საქმე ის იყო, რომ მაყურებლები უკვე კენ-
ჭებს უშენდნენ. გამწარებულმა ცხოველმა ყურები ააპარტყუნა
და ერთი ძალუმად დასჭექა. ასეთი დიდი ცხოველის მოთმინები-
დან გამოყვანა ხუმრობა არ იყო. ადამიანებს გული მიეცათ და
სხვა საგნების სროლაც დაუწყეს: ზოგი ხის კოვზებს უშენდა, ზო-
გიდ - დამპალ ვაშლებს, ზოგი - ხანჯლის ქარქაშებს, ზოგიც -
ახლო-მახლო ხეებიდან მოწყვეტილ წაბლს. ჯაჰანი ჩოტას სიმ-
შვიდისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მისი ხმა იმ ღრიანცელში კო-
ღოს ბზუილივით იკარგებოდა. უცებ სპილო ტრიბუნებისკენ და-
იძრა. ნირწამხდარი ჯაჰანი ცხოველს ხელების ქნევითა და ყვი-
რილით გამოუდგა. ბიჭი ხედავდა, როგორ შეეცვალა მაყურე-
ბელს სახის გამომეტყველება: უწინდელი გაოგნება ამჯერად პა-
ნიკურმა შიშმა შეცვალა. ადამიანები აქეთ-იქით დარბოდნენ,
ყვიროდნენ, წაქცეულებს ზედ ახტებოდნენ. ჯაჰანი ჩოტას დაეწია
და კუდში ხელი ჩაავლო. იყო იმის საშიშროება, რომ ცხოველი
არც მას დაინდობდა და გადათელავდა, მაგრამ იმ წუთებში ბიჭი
არაფერზე ფიქრობდა. შუბებით შეიარაღებულმა მცველებმა
სპილოს ალყა შემოარტყეს, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ
იცოდა, როგორ უნდა ემოქმედათ. ჩოტამ დროშები ჩამოხია,
ტიხრები დაამსხვრია და უცხოელი ელჩების ტრიბუნაში შეიჭრა.
ვენეციის ელჩმა თავის დახსნა სცადა, მაგრამ ტრიბუნიდან თავ-
დაყირა ჩამოგორდა. სწორედ ამ დროს ვიღაცამ ფეხი წამოჰკრა
და ძვირფასი ზიმარა ტანზე შემოახია. ჯაჰანმა კარგად დაინახა,
როგორ ჩამოუვარდა მკერდიდან ძვირფასი საფირონი. ბიჭმა
გაიხედ-გამოიხედა, და როცა დარწმუნდა, რომ არავინ უყურებ-

177
და, ნივთს ფეხი დაადგა, თვალის დახამხამებაში დაავლო ხელი
და საქამრეში შეიჩურთა, მაგრამ როგორც კი მიტრიალდა, ელ-
და ეცა. სპილოს უკვე სულთნის ტრიბუნამდე მიეღწია. სულთანი
სულეიმანი არ გატოკებულა. სარგადაყლაპულივით იჯდა, ქვედა
ყბა ოდნავ გამოწეული ჰქონდა. მის სახეზე კაცი ვერაფერს
ამოიკითხავდა.
სულ სხვაგვარად იქცეოდა დიდვეზირი ლუტფი ფაშა. იდგა და
პირზე დუჟმომდგარი გაჰყვიროდა მრისხანე ბრძანებებს. თით-
ქოს მისი სიძულვილი იგრძნოო, სპილო პირდაპირ დიდვეზი-
რისკენ დაიძრა, მიუახლოვდა, თავზე ჩალმა ახადა და ჰაერში
ისე აიქნია, თითქოს მწვრთნელის კიდევ ერთ დავალებას ასრუ-
ლებდა.
- მცველებო, აქეთ! - იყვირა ლუტფი ფაშამ.
ჯაჰანმა ცალი თვალით დაინახა, როგორ დაუმიზნა ჩოტას
ისარი ერთ-ერთმა მშვილდოსანმა; ყვირილით გაექანა მისკენ,
მაგრამ მშვილდოსანმა დაასწრო და ისარი სწორედ იმ წამს გა-
მოსტყორცნა. ბიჭმაა მარჯვენა მხარში აუტანელი ტკივილი იგ-
რძნო, ერთი შეჰბღავლა, დაბარბაცდა და წაიქცა. მისი ხმის გა-
გონებისას სპილო თანდათან დაცხრა. პირველ რიგებში მსხდო-
მი მაყურებლებიც მიყუჩდნენ და მდუმარედ მიაჩერდნენ მიწაზე
გართხმულ, დასისხლიანებულ მაჰაუტს. უცებ სულთანი დინჯად,
მშვიდად წამოიმართა და ისეთი რამ გააკეთა, რასაც არავინ
ელოდა: გულიანად ჩაიხითხითა. რა მოხდებოდა, ჩოტა რომ
დიდვეზირის ნაცვლად ზღვისა და ხმელეთის მბრძანებელს დას-
ხმოდა თავს? ამის წარმოდგენა არავის შეეძლო, მაგრამ აშკარა
იყო: ჯაჰანი იმ წუთებში სულთნის მხიარულმა განწყობამ იხსნა.
ვიღაცამ ლუტფი ფაშას დასვრილი, დაჭმუჭნილი ჩალმა აიტაცა
და პატრონს მოწიწებით გაუწოდა. დიდვეზირმა ჩალმა აიღო,

178
მაგრამ თავზე აღარ დაიხურა. მაყურებლები რიგრიგობით დაუბ-
რუნდნენ თავიანთ ადგილებს. ჩოტამ კი, ვითომც აქ არაფერიო,
გასასვლელისკენ არხეინად გაალაჯა.
- ეს რა ჩაიდინე, შე ჩლუნგო! აი, ნახავ, კვერცხები თუ არ და-
გაჭრეს! მაგასაც არ გაკმარებენ, სასაკლაოზე წაგათრევენ და
კომბოსტოსა და ნიორთან ერთად მოგშუშავენ, მე კი დილეგში
მიკრავენ თავს და იქ ამომხდება სული! - მისძახოდა საკაცეზე
გაშოტილი ჯაჰანი.
ამ წუთებში როგორ უნდოდა, წიხლებით აეყირავებინა ყვე-
ლაფერი, რასაც ირგვლივ ხედავდა; მაგრამ, მიუხედავად იმისა,
რომ თავში ასეთი ფიქრები უტრიალებდა, დამძიმებული სხეული
სრულებით არ ემორჩილებოდა. ერთადერთი, რაც ახლა ამ
მტანჯველ ტკივილს გადასწონიდა, იყო ბრაზი - ოღონდ არა
სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართ.
ცოტა ხანში ჯაჰანი ეტლით მიიყვანეს სულთნის სამხეცეში.
ოლევმა ჯერ ავადმყოფს შეავლო თვალი, შემდეგ მისი მხრიდან
გამოჩრილი ისარი შეათვალიერა და ჩინელ ტყუპებს თავის ქნე-
ვით რაღაც ანიშნა. ძმები სადღაც გაუჩინარდნენ და ცოტა ხანში
ოპიუმით სავსე ტომარა მოარბენინეს.
- რა გიდევთ მაგ ტომარაში? აან ეგ სამართებლები რისთვის
გინდათ? - იკითხა ოფლში გაწუწულმა, გაფითრებულმა, ტუჩება-
ცახცახებულმა ჯაჰანმა.კ..
- დიდი ცნობისმოყვარე ვინმე ხარ, ყმაწვილო, - უთხრა
ოლევმა და სხვადასხვა ზომის ლითონის ხელსაწყოები ლანგარ-
ზე დააწყო, - ისარი უნდა ამოგაცალო.
- როგორ? - გაიოცა ჯაჰანმა, მაგრამ პასუხის ნაცვლად მას-
ლაკად წოდებული, გამხმარი კანაფის ფოთლებისგან დამზადე-
ბული, მომწვანო, აყროლებული ნახარში მიაწოდეს. ბიჭს პირვე-

179
ლივე ყლუპმა რეტი დაასხა, მაგრამ როცა ჭიქა ბოლომდე ჩაწ-
რუპა, ქვეყანა უცნაურად გასხივოსნებული ეჩვენა, სამყაროს
ფერები კი ანაზდად ერთმანეთში აირია. ჯაჰანი ბაღში გაიყვა-
ნეს, რათა ჯერ კიდევ შემორჩენილ დღის სინათლეზე უკეთ ემუ-
შავათ.
- აბა, ეს ჩაკბიჩე! - უბრძანა ოლევმა.
გაოგნებული ბიჭი პირში ჩაჩრილ ჭინჭს კბილებით ჩააფრინ-
და, თუმცა ამან დიდი შედეგი ვერ გამოიღო: როცა ისარს აც-
ლიდნენ, ისე აყვირდა, ქანდარაზე შემომსხდარი ფრინველები
შიშისგან შეფრთხიალდნენ.

იმ საღამოს ტკივილებისგან გათანგული ჯაჰანი ჯერ კიდევ


ლოგინში იწვა, როცა მისი ქოხის ზღურბლზე ღაწვებჩაცვენილი,
მოქუფრული სინანი გამოჩნდა და ზუსტად ისე ჩაიმუხლა მის
წინ, როგორც იმ უმთვარო ღამით, ბრძოლის ველზე.
- ხომ კარგად ხარ? - ჰკითხა ოსტატმა შეგირდს.
ბიჭი პასუხის ნაცვლად საცოდავად დაიღრიჯა და თვალები
ცრემლით აევსო.
- საცირკო წარმოდგენებით ხალხის გართობა მთლად შენი
საქმე არ არის, შვილო, - უთხრა სინანმა, - მაგრამ შენი გამბე-
დაობა და ცხოველისადმი სიყვარული მაინც აღტაცებას იწვევს.
- როგორ ფიქრობ, დავისჯები? - ჰკითხა ბიჭმა.
- მე მგონი, უკვე საკმარისად დაისაჯე და ჩვენმა სულთანმა ეს
იცის, - უპასუხა ოსტატმა.
- აი, ლუტფი ფაშას კი ნამდვილად ვძულვარ... - თქვა ჯაჰანმა.
- ჰო, მაგას არც მე ვახატივარ გულზე, - ამჯერად გაცილებით
ხმადაბლა ჩაილაპარაკა სინანმა.

180
- ალბათ ხიდის გამო, არა? - დააზუსტა ჯაჰანმა.
- ურჩობის გამო! ვერა და ვერ დაუვიწყებია ის ამბავი. შეჩ-
ვეულია, რომ მის სიტყვას ყველა კანონად მიიჩნევს. ხომ იცი,
გულწრფელ ადამიანს სიმართლის თქმას არასოდეს პატიობს
ის, ვინც გარშემორტყმულია მლიქვნელებით, ყოველ ნაბიჯს
რომ უწონებენ და უქებენ, - უპასუხა სინანმა.
ამასობაში თანდათან ბინდი ჩამოწვა და სინანმა ბიჭს მისი
ცხოვრების შესახებ გამოკითხვა დაუწყო. ჯაჰანმაც უამბო თავი-
სი დების, მამინაცვლის და დედის სიკვდილის შესახებ. ქალაქში
ჩამოსვლის დღიდან პირველად მოჰყვა სრულ სიმართლეს, ყო-
ველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და გამონაგონის გარეშე, თუმცა უნ-
და ითქვას, რომ ჰინდოსტანი არც ერთხელ არ უხსენებია.
- უკან თუ აპირებ დაბრუნებას? - ჰკითხა სინანმა.
- ვაპირებ, როცა გავმდიდრდები და ძალას მოვიკრებ. უნდა
ვიჩქარო, ჩემს მამინაცვალს იქამდე უნდა გავუსწორდე, სანამ
მთლად არ დაბერებულა.
- მაშ, იმ მიზნით ბრუნდები, რომ დედის გამო შური იძიო?
- დიახ, ასეა. ვფიცავ, რომ ამას გავაკეთებ. ღმერთი მყავს მო-
წამე!
სინანი წამით ფიქრებში ჩაიძირა, შემდეგ კი ასეთი შეკითხვა
დაუსვა:
- იმ ნახატზე, შენ რომ გამომიგზავნე, ვისი სახლია გამოსახუ-
ლი?
- დიდი მუფთის სახლია, ოსტატო. მწვალებელი რომ დაკით-
ხა, სწორედ იმ დღეს ვესტუმრე იქაურობას. თუმცა ნახატში რამ-
დენიმე ცვლილება შევიტანე.
- რატომ?

181
- შევამჩნიე, რომ ცოტა ქარიანი ადგილია, ეფენდი. როგორც
ჩანს, ამ მიზეზით ჩაუსვამთ შენობაში პატარა ზომის ფანჯრები.
მაგრამ პატარა ფანჯარა საკმარ შუქს არ ატარებს. ჰოდა, მეც ვი-
ფიქრე, მეორე სართულზე რომ გისოსებით შემოზღუდული გა-
ლერეა აშენებულიყო, სახლში მეტი შუქი შეაღწევდა და ქალე-
ბიც ისე დატკბებოდნენ ზღვის ხედით, რომ გარედან ვერავინ
დაინახავდა.
სინანმა ცალი წარბი აწკიპა და ჩაილაპარაკა:
- გასაგებია. ნახატი არ დაიწუნება...
- მართლა მოგეწონა? - ჩაეკითხა დაეჭვებული ჯაჰანი.
- კარგი იქნებოდა, ალგებრა და ფართობის აზომვა შეგესწავ-
ლა. რიცხვებში აუცილებლად უნდა ერკვეოდე. ხიდის მშენებ-
ლობის დროს ყურადღებით გაკვირდებოდი. ჭკვიანი ბიჭი ხარ,
ცნობისმოყვარე, ყველაფერს სწრაფად ითვისებ. შენგან მშენე-
ბელი გამოვა. ეეგ ნიჭი აშკარად მოგდგამს.
ჯაჰანს ამ სიტყვებისგან გულს მოეფონა და უპასუხა:
- მსიამოვნებდა, ხიდის მშენებლობაში რომ გეხმარებოდი.
ჩოტამაც იხალისა. არ უყვარს, როცა სულ თავლაშია გამოკეტი-
ლი.
- ნიჭიერი ყმაწვილი ხარ, მაჰაუტო. მინდა დაგეხმარო. მაგ-
რამ ნიჭიერი სხვაც ბევრია ამქვეყნად...
სინანი დადუმდა. ალბათ სურდა, რომ მისი სიტყვები ბიჭს
კარგად გაეთავისებინა.
- თუ ამ საქმეში დაწინაურება გწადია, ყველა უნდა დაარწმუ-
ნო, რომ პირველობის ღირსი სწორედ შენ ხარ, - დასძინა ბო-
ლოს.
„რა უცნაურად ლაპარაკობს,“ გაიფიქრა ჯაჰანმა და განმარ-
ტების მოლოდინში თვალები დააჭყიტა, მაგრამ ამაოდ. მათ შო-

182
რის მდუმარება ჩადგა და ოსტატმა მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ
გააგრძელა ლაპარაკი:
- აბა, მიმოიხედე. ყველა მამაკაცი, ვისაც აქ ხედავ, ადამის
შვილია, ღატაკი იქნება თუ მდიდარი. არც მამაშენის ვინაობას
აქვს მნიშვნელობა და არც შენს წარმომავლობას. აღმასვლის
მსურველს ერთადერთი რამ მართებს - ბევრი უნდა იშრომოს.
ოსმალეთის სასახლეში სხვანაირად არ გამოვა.
ჯაჰანმა თავი ჩაქინდრა.
- ნიჭიერი ხარ, მაგრამ მასწავლებელი გჭირდება, - განაგრძო
ოსტატმა, - ენები უნდა ისწავლო. თუ შემპირდები, რომ ამ საქმეს
გულს დაუდებ, სასახლის სკოლაში გაკვეთილებს დაგასწრებ. ამ
სასწავლებელში უმაღლესი თანამდებობის პირებს მიუღიათ გა-
ნათლება. მათსავით მიზანსწრაფული უნდა იყო. წლიდან წლამ-
დე თავი არ უნდა დაზოგო.
- შრომის ნამდვილად არ მეშინია, ეფენდი, - თქვა ჯაჰანმა.
- ვიცი, მაგრამ წარსული ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაით-
ხოვო, - თქვა სინანმა და ფეხზე წამოდგა, - სიძულვილი გალიაა,
ნიჭი კი - დატყვევებული ფრინველი. დაამსხვრიე გალია, გამო-
უშვი ფრინველი და მაღლა ააფრინე. ხუროთმოძღვრება სარკეა,
რომელიც სამყაროში არსებულ ჰარმონიასა და წონასწორობას
ასახავს. თუ ამ თვისებებს გულით არ ატარებ, ვერაფერს ააშე-
ნებ, იცოდე.
- არ მესმის... რატომ მეხმარები? - ჰკითხა დარცხვენილმა ჯა-
ჰანმა.
- შენი კბილა რომ ვიყავი, გამიმართლა და კარგი ოსტატი
შემხვდა. დიდი ხნის გარდაცვლილია, განუსვენოს უფალმა.
მხოლოდ ამით შემიძლია სიკეთისთვის მადლი მივაგო: სხვებს
ვეხმარები, - მიუგო სინანმა, - გარდა ამისა, შიგნიდან რაღაც

183
ჩამძახის, რომ ის არა ხარ, რაც ერთი შეხედვით ჩანს. შენ და ეგ
სპილო ძმებივით ხართ,მ მაგრამ არა მგონია, მაჰაუტი იყო, შვი-
ლო. ააქ რაღაც სხვა ამბავია. შენ ჩემთვის სიმართლე ბოლომდე
არ გითქვამს.
- ეგ სპილო ჩემი ოჯახის წევრია, - თავაუღებლად ჩაილაპარა-
კა ჯაჰანმა.
სინანმა ნელა ამოიხვნეშა და უპასუხა:
- კარგი. მიდი, დაისვენე,ა საუბარი კი მერე გავაგრძელოთ.
როცა ოსტატმა თავლა დატოვა, ჯაჰანს ღაწვზე ცრემლი ჩა-
მოუგორდა და ხელზე დაეწვეთა. შემცბარმა დახედა ცრემლს.
თითქოს მხარში იყო დაჭრილი და კიდურებიც სტკიოდა, მაგრამ
მაინც ვერ გარკვეულიყო, საიდან მოდიოდა ნამდვილი ტკივი-
ლი.

სასახლის მესამე ეზოში განლაგებული სკოლა სამას ორმოც-


დაორ მოწაფეს ითვლიდა. ისლამის კანონის, ჰადისების, ფილო-
სოფიის, წინასწარმეტყველთა ცხოვრების, ყურანის, აგრეთვე
მათემატიკის, გეომეტრიის, გეოგრაფიის, ასტრონომიის, ლოგი-
კისა და მჭევრმეტყველების გაკვეთილებს უნიჭიერესი დევრიშ-
მე44 ბიჭები ესწრებოდნენ. ზემოთჩამოთვლილ დისციპლინებ-
თან ერთად, ამ სკოლაში იმდენი ენა ისწავლებოდა, რომ მის
მოწაფეებს ბაბილონის ორომტრიალშიც კი არაფერი გაუჭირდე-

44დევრიშმე - ე.წ. სისხლით გადასახადი. ასევე ეწოდებოდათ


კარგი გარეგნობის, განსაკუთრებით გონიერ ქრისტიან ბიჭუ-
ნებს, რომლებიც ოჯახებიდან მიჰყავდათ და, მაჰმადიანებად
მოქცეულებს, სულთნის სამსახურში აყენებდნენ.

184
ბოდათ. მოსწავლეები შესაძლებლობების მიხედვით იწაფებოდ-
ნენ პოეზიაში, მუსიკაში, კალიგრაფიაში, დეკორატიული ფილე-
ბით მოკირწყვლაში, კერამიკოსობაში, ხესა და სპილოს ძვალზე
კვეთაში, ლითონის დამუშავებასა და იარაღის დამზადებაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ ზოგი უმაღლეს თანამდებობებს
იკავებდა მთავრობასა და სამხედრო სფეროში, ზოგიც მეცნიერი
და ხუროთმოძღვარი ხდებოდა.
ყველა მასწავლებელი მამაკაცი იყო, ზოგიერთი მათგანი სა-
ჭურისი გახლდათ. ხელში გრძელი ჯოხები ეჭირათ, რომლებსაც
უმნიშვნელო ურჩობის შემთხვევაშიც კი უყოყმანოდ იყენებ-
დნენ. დერეფნებში სრული სიჩუმე სუფევდა. მკაცრი იყო სკო-
ლის განაწესი. ალბანელების, ბერძნების, ბულგარელების, სერ-
ბების, ბოსნიელების, ქართველებისა და სომხების შვილები
ახალწვეულთა რიგებს ავსებდნენ, რაც თურქების, ქურთების,
ირანელებისა და ბოშების შვილებზე არ ვრცელდებოდა. ჯაჰანი
თანაჯგუფელებს გაჭირვებით ეწეოდა და სკოლიდან გარიცხვას
ყოველ წამს ელოდა, მაგრამ დღე დღეს მისდევდა და კვირა -
კვირას, მეცადინეობები კი ძველებურად გრძელდებოდა.
იმ წელს რამადანი შუა ზაფხულს დაემთხვა. დღეები დამძიმ-
და, ღამეები კი ნაირნაირ სურნელებად და საამურ ბგერებად და-
იღვარა. დუქნები და სავაჭრო წერტები უფრო დიდხანს მუშაობ-
და, ხალხი შუაღამემდე ირეოდა ბაზრობებზე. მარხვას უკლებ-
ლივ ყველა ინახავდა: იანიჩრები თუ სწავლულები, ხელოსნები
თუ მათხოვრები. თქვენ წარმოიდგინეთ, ბანგით თრობას შეჩ-
ვეული ადამიანებიც კი არ არღვევდნენ საყოველთაო წესს, ჩუმ-
ჩუმად ყლაპავდნენ მოწითალო-მოყავისფრო ნაზავს, რომელიც
მათ კუჭში ნელ-ნელა ლღვებოდა და თრიაქისგან თავის შეკავე-
ბას უადვილებდა.

185
ჯაჰანი და ჩოტა მაშინაც კია არავინ მოიკითხა, როცა იდმა45
ჩაიარა. თითქოს ყველას დაავიწყდა, რომ სულთნის სამხეცეში
სპილო იმყოფებოდა. ჯაჰანი ძლიერ დაღონდა. ეჭვი ჰქონდა,
რომ ამ ყველაფრის უკან დიდვეზირი იდგა. ცხადი იყო, ამ კაცმა
არ აპატია ჩოტას, რაც მოედანზე მოხდა, და ახლა ხელსაყრელ
მომენტს ეძებდა, რომ ორივესთვის ტყავი გაეძრო. რა იცოდა მა-
შინ ბიჭმა, რომ ეს შიშის მომგვრელი ლუტფი ფაშა, იმპერიის
მეორე პირი და წარჩინებული კარისკაცი, რომელსაც ცოლად
სულთან სულეიმანის და ჰყავდა, დიდ შარში იყო გახვეული.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გალათას კოშკის მიმდებარე


საროსკიპოში ერთ-ერთმა მეძავმა, თეთრი კანის გამო სახელად
„ქაიმაქი“46 რომ შეარქვეს, მუშტართან (მდიდარ, მაგრამ შეუბ-
რალებელ, ტლუ მამაკაცთან) სარეცლის გაზიარებაზე უარი გა-
ნაცხადა. მამაკაცმა ჯერ ხელით სცემა, მაგრამ ამით არ დაკმა-
ყოფილდა და შოლტი დაუშინა, რომელსაც მუდამ თან დაატა-
რებდა. კონსტანტინოპოლის საროსკიპოების დაუწერელი კანო-
ნის მიხედვით, მსგავსი ქმედება ყოვლად დაუშვებელი გახ-
ლდათ. მეძავის მიმართ ცუდი მოპყრობა, ასე თუ ისე, გასაგები
იყო, მაგრამ მისი გაშოლტვა არსად თქმულა და გაგონილა. სა-

45მუსლიმური დღესასწაული, რომელიც რამადანის დასრულე-


ბას აღნიშნავს.
46 Kaymak - ნაღები (თურქ.)

186
როსკიპოს ყველა ბინადარი „ქაიმაქის“ მისაშველებლად გამო-
იქცა. მუშტარი ნეხვით მოთხუპნეს,მ მაგრამ ეს ვაჟბატონი იმ
ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ვინც მარცხს ადვილად
ეგუება. მაშინვე ეახლა ყადის და პირზე დუჟმომდგარმა მოახსე-
ნა თავისი საჩივარი. ყადი მეძავებისა და მათი შუამავლების
რისხვას მოერიდა და ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა. ამ ამბავ-
მა ლუტფი ფაშას ყურამდე მიაღწია. ავხორცობისგან ქალაქის
გაწმენდა დიდვეზირს კარგა ხნის წინ ჰქონდა განზრახული. სა-
როსკიპოების დახურვისკენაც კი მიუწევდა გული, მათ ზნედაცე-
მულ ბინადრებს კი ისეთ შორეულ ადგილებში უპირებდა გადა-
სახლებას, საიდანაც ისინი ვერასოდეს დაბრუნდებოდნენ. შოლ-
ტით ნაცემი კახპის სახით მას დიდი ხნის ნანატრი შესაძლებლო-
ბა გამოუჩნდა. ერთი ქალის დასჯით სტამბოლში მეტისმეტად
მომრავლებული სხვა თავისუფალი ქცევის ქალებისთვისაც ჭკუა
უნდა ესწავლებინა. ლუტფი ფაშამ ყადის განაჩენი არად ჩააგდო
და გამოაცხადა, რომ მომხდარში დამნაშავე სწორედ მეძავი
იყო, ამიტომ, მისი ბრძანებით, „ქაიმაქისთვის“ გენიტალიები უნ-
და მოეკვეთათ, ვირზე უკუღმა შეესვათ და ქალაქის ქუჩებში ჩა-
მოეტარებინათ, რათა ყველას ენახა, რა ელოდა მის მსგავს ქა-
ლებს. ასეთი სასჯელის შესახებ ადრე არავის არაფერი სმენო-
და. როცა შაჰ სულთანმა (სულთან სულეიმანის დამ) შეიტყო, რა
განაჩენი გამოუტანა მისმა ქმარმა უბედურ ვარსკვლავზე გაჩე-
ნილ დედაკაცს, შეძრწუნდა. ეს ქალი ყველა თავისი ახირების
უსიტყვოდ შესრულებას შეჩვეული იყო და ახლაც გადაწყვიტა,
ქმარს შეწინააღმდეგებოდა, იმ იმედით, რომ დიდვეზირი გადაწ-
ყვეტილებას შეცვლიდა. ამიტომ დაელოდა, როდის დაასრუ-
ლებდა ქმარი მადისაღმძვრელ ვახშამს - შიგნეულის წვნიანს,
ნიორში ჩაშუშულ ხოხობს, უზბეკურ ქიშმიშიან ფლავსა და თა-

187
ვის საყვარელ ფახლავას. შაჰ სულთანს ასე სწამდა: თუ ქმრის
სტომაქს დააამებდა, მის ვნებებსაც დააცხრობდა. როგორც კი
მსახურებმა დაბალი ტაბლა უკან წაიღეს, ცოლ-ქმარს ვარდის
წყლით ხელები დაბანეს, ყავა ჩამოუსხეს და სასახლის დერეფ-
ნებში გაუჩინარდნენ, შაჰ სულთანმა თავისთვის ჩაიბუტბუტა:
- გააგიჟა ხალხი იმ მეძავის ამბავმა...
დიდვეზირმა არაფერი უპასუხა.
სარკმელში მზის ნარინჯისფერი შუქი შემოიპარა და ირ-
გვლივ ყველაფერს იდუმალი, ძრწოლისმომგვრელი ელფერი
შესძინა.
- მართალია, რომ ეს ქალი ასეთი სასტიკი ფორმით დაისჯე-
ბა? - ტკბილად ჩაეკითხა ქმარს შაჰ სულთანი.
- რასაც ვთესთ, იმას ვიმკით, - თქვა ლუტფი ფაშამ.
- მეტისმეტი ხომ არ იქნება?
- მეტისმეტიო? რა ბრძანებაა! ზედმიწევნით შესაფერისი სას-
ჯელია.
- ნუთუ თანაგრძნობა შენთვის უცხოა, ჩემო მეუღლევ? - იკით-
ხა ქალმა და ხმაში ზიზღი გამოერია.
- თანაგრძნობა მხოლოდ მათთვის უნდა გაიმეტო, ვინც მას
იმსახურებს, - იყო პასუხი.
აკანკალებული შაჰ სულთანი ფეხზე წამოდგა და წარმოთქვა
სიტყვები, რომელთა წარმოთქმას მის გარდა ვერავინ გაბედავ-
და:
- ამაღამ ჩემს ლოგინში არ დაგინახო. არც ხვალ და არც შემ-
დგომ დღეებში.
ლუტფი ფაშა გაფითრდა. როგორ ჩაუშხამა სიცოცხლე ამ
ქორწინებამ. რა სულელები იყვნენ ისინი, ვისაც მისი შურდა,
აქაოდა, სულთნის სიძე ხარო! სულთნის დაზე ან ქალიშვილზე

188
დაქორწინება ხომ წყევლის ტოლფასი სასჯელი იყო, რომელსაც
კაცი მტერსაც არ უსურვებდა! ამ ქალთან რომ ექორწინა, ცხოვ-
რების თანამგზავრთან, ოთხი შვილის დედასთან გაყრა მოუწია,
რადგან სულთნის და მეორე ცოლი ვერ გახდებოდა. რა მიიღო
მადლობის ნაცვლად ამ ქალისგან? არაფერი! მორჩილების ერ-
თი წვეთიც კი არ ერია მის სისხლში. ქმრის ყველა ნაბიჯს ცხვი-
რაბზუებით ხვდებოდა და მსახურების თანდასწრებითაც კი აბუ-
ჩად იგდებდა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლუტ-
ფი ფაშას სწორედ ბოღმამ ათქმევინა ის, რაც ცოლს პასუხად
აკადრა:
- შენს ლოგინს საერთოდ არაფრად ვაგდებ!
- როგორ ბედავ? - შეუტია შაჰ სულთანმა, - შენ ხომ ჩემი ძმის
მონა ხარ!
ლუტფი ფაშამ წვერში ხელი წაივლო და რამდენიმე ღერი
მოიწიწკნა.
- თუ ვინმემ ამბავი მომიტანა, რომ სასჯელის ამ ფორმას მი-
მართე და იმ საცოდავ ქალს ტანჯვა მიაყენე, იცოდე, ჩემი ქმრო-
ბა აღარ გეღირსება!
ამ სიტყვებით შაჰ სულთანი სწრაფად გავიდა ოთახიდან და
ბრაზისგან ათუხთუხებული ქმარი მარტო დატოვა.
სინამდვილეში, სხვა ბევრი ადამიანის მსგავსად, შაჰ სულთა-
ნიც ელოდა, რომ დიდვეზირი პატიმარ ქალს ბოლო წუთში მა-
ინც შეიწყალებდა. ამით ორ კურდღელს მოკლავდა: ყველა
ცოდვილის გულში შიშს დასთესდა და ლმობიერებისთვის პატი-
ვისცემას დაიმსახურებდა. რაოდენ დიდი იყო მისი განცვიფრე-
ბა, როცა ერთ სუსხიან დილით ორმა მაცნემ ქალაქს ყვირილ--
ყვირილით ჩამოუარა და განაჩენის აღსრულების შესახებ აუწყა.

189
შინ დაბრუნებულ ლუტფი ფაშას რისხვით ანთებული ცოლი
მიეგება.
- სირცხვილი შენი. ქქვის გული გქონია! - შეუტია ქალმა,
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა: მსახურები ყურებდაცქვეტილე-
ბი უსმენდნენ.
- ენას კბილი დააჭირე, ცოლო. ქმარს ასე არ ელაპარაკებიან!
- იყო პასუხი.
- შენს თავს ქმარს როგორ უწოდებ? ბედკრულ დედაკაცს
მოერიე, სხვა არაფერი შეგიძლია!
ბრაზისგან გონდაკარგულმა ლუტფი ფაშამ ქალს ხელი ჰკრა,
ფილებიან იატაკზე წააქცია და სილა გააწნა.
- შენისთანა ჯოჯოხეთის მოციქულს ცოლად ცოცხალი თავით
აღარ გავუჩერდები! - ტირილით მიახალა შაჰ სულთანმა, დდა
ისეთი უშვერი სიტყვებით გამოლანძღა, რომ მეორე დღეს მათი
გამეორება თვით მეჭორეებსაც კი ეხამუშათ. ლუტფი ფაშამ
კვერთხს სტაცა ხელი. სწორედ ამ დროს შემოიჭრა ოთახში შავი
საჭურისი, რომელსაც ფეხდაფეხ შემოჰყვნენ მოახლეები, მუშე-
ბი, მრეცხავები, მზარეული და მისი თანაშემწე ბიჭები. ლუტფი
ფაშა გაკოჭეს, პირში ჩვარი ჩასჩარეს და, თავიანთი ქალბატო-
ნის ხელდასხმით, კარგად მიბეგვეს. მეორე დილით სულთანმა
სულეიმანმა შეიტყო, რომ დიდვეზირი მის დას კვერთხით ცემას
უპირებდა. მოვიდა ლუტფი ფაშას აღსასრული. თანამდებობი-
დან გათავისუფლებული და ქონებაჩამორთმეული დიდვეზირი
დემოტიკაში ისე სწრაფად გადაასახლეს, რომ ბარგის ჩალაგება
და ახლობლებთან გამომშვიდობებაც კი ვერ მოასწრო.
ჯაჰანმა ეს ამბავი სამხეცეში შეიტყო და გაოგნებული დარჩა.
რა სწრაფად იცვლებოდა ყველაფერი?! როგორ ენარცხებოდნენ
ძირს ადამიანები, თან რამოდენა სიმაღლეებიდან! ეს მათაც კი

190
ემართებოდა, ვინც ხელშეუხებელი ეგონა... ან იქნებ სწორედ
მათ, და სხვას არავის... თითქოს ყველა ამ ადამიანს მხოლოდ ეს
ორი გზა ედო წინ, ორი უჩინარი მრუდი - აღმასვლა და დაღმას-
ვლა; ოღონდ ორივე შემთხვევაში მათ მდგომარეობას მათივე
სიტყვები და საქმეები განაპირობებდა.

ერთხელ, შუადღისას, ფიქრებში ჩაძირული ჯაჰანი სკოლი-


დან სამხეცეში ბრუნდებოდა. თავის ფარდულს რომ მიუახლოვ-
და, ვიღაცის ხველების ხმა ჩაესმა. ძარღვებში სისხლი გაეყინა -
ოთახში კაპიტანი გარეტი ელოდა.
- ეს ვინ მოსულა! რა მოულოდნელობაა! მოკეანე მოვიარე,
ახლახან დავბრუნდი და ვიფიქრე, მოდი ერთი, ჩემს პატარა
ქურდბაცაცას მივაკითხავ, ალბათ ვენატრები-მეთქი!
ჯაჰანმა დუმილი არჩია. ხმა რომ ამოეღო, კაპიტანს ნამდვი-
ლად ვერ გამოაპარებდა, რომ შიშით გული ელეოდა. კ
გარეტი, როგორც ყოველთვის, მთვრალი იყო. პირიდან ლუ-
დის საშინელი სუნი ამოსდიოდა. კბილები მიჯრით მიწყობილ,
კუპრით გადაგლესილ კასრის ფიცრებს მიუგავდა. იდგა და ბიჭს
თვალს არ აშორებდა.
- რა მოგდის? ისე მიყურებ, თითქოს მოჩვენება დაინახე!
- მკვდარი მეგონე, - აღიარა ბიჭმა, - რამდენი ხანი გავიდა...
- ჩემი გემი მორევმა ჩაითრია. თვრამეტი კაცი დამეღუპა იმ
ჯოჯოხეთურ შტორმში. ბედმა გამიღიმა და გადავრჩი, მაგრამ
ჯერ ტყვედ ჩავვარდი, მერე კი ციება ავიკიდე. ცოცხლებში აღა-
რავის ვეგულებოდი. ერთი სიტყვით, ჯოჯოხეთში ვიმოგზაურე,
მაგრამ ეგ წყეული ადგილი ძალიან არ მომეწონა და უკან დავ-
ბრუნდი. რაო, არ გიხარია ჩემი ნახვა?

191
- მიხარია, - ჩაილაპარაკა ბიჭმა.
გარეტმა ალმაცერად გადმოხედა და უთხრა:
- კარგა ხანია, აქა ხარ. აბა, რა მოიპარე? მიჩვენე. სულთნის
ქალიშვილი ისე გელოლიავება, წესით, განძი უნდა გქონდეს
შეგროვებული.
ჯაჰანს პირკატა ეცა. „ყველგან ჯაშუშებია... ასე რომ არ იყოს,
მიჰრიმაჰის შესახებ საიდან შეიტყობდა?“ გაიფიქრა ბიჭმა, მაგ-
რამ კაპიტანს, რაც შეეძლო, მშვიდად უპასუხა:
- ეს ადვილი საქმე არ არის, ეფენდი. სასახლის კარებთან გუ-
შაგები დგანან...
- მიპასუხე რომ გეკითხები: რა გაქვს ჩემთვის შემონახული?!
- ალესილი ხანჯალივით გაიჟღრიალა კაპიტნის ხმამ. სახეზე
მგლისფერი დაედო. ნაიარევიც კი გაუშავდა ერთბაშად. ჯაჰანს
მოპარული ნივთები იასამნის ქვეშ ჰქონდა დაფლული. გარეტმა
საფირონის გულსაბნევი სასწრაფოდ დაითრია და ამ დროს ისე-
თი უცნაური ხმა ამოუშვა, თითქოს იხრჩობაო. ჯაჰანმა შიშით
თვალები დააჭყიტა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ კაპიტანი იცინო-
და. ხითხითით გული რომ იჯერა, ისევ შეკრა კოპები და იღ-
რიალა:
- სულ ეს არის? შენ მე ვინ გგონივარ, ყეყეჩო?
- სიმართლეს გეუბნ...
კაპიტანმა დასრულება არ აცალა, ელვისებური მოძრაობით
იძრო ხანჯალი და ბიჭს ყელზე მიაბჯინა.
- მატყუარები არ მიყვარს. არც არასდროს მიყვარდა. დამისა-
ხელე თუნდაც ერთი მიზეზი, ცოცხლად რატომ არ უნდა გაგატყა-
ვო ახლავე?!
ყელზე ხანჯალმიბჯენილმა ჯაჰანმა ნერწყვი გაჭირვებით გა-
დაყლაპა და უპასუხა:

192
- ახალი ამბავი მაქვს შენთვის.კ კარის ხუროთმოძღვართან
დავიწყე მუშაობა.
- მერე?
- სულთნისთვის მეჩეთებს ავაშენებთ. ასეთ დროს უამრავი
ფული შემოდის.
ცივ ლითონს თითქოს ელვარება შემოაკლდა. შეშლილმა კა-
პიტანმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ბიჭს ისე მიაჩერდა, თით-
ქოს ცხოვრებაში პირველად ხედავდა.
- ილაპარაკე!
- სულთანს ძალიან მოსწონს ის ნაგებობები, რომლებსაც
მისთვის და მისი ოჯახისთვის ოსტატი სინანი აშენებს. წარმოიდ-
გინე, სამშენებლო ქვებზე მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ძვირფას
ქვებზე, - თქვა ჯაჰანმა.
- ჰო, კარგი, ყაბულსა ვარ, - წასჩურჩულა კაპიტანმა ჩახლე-
ჩილი ხმით, - თუ სასახლიდან ვერაფერი გამოგაქვს, მშენებლო-
ბიდან წამოიღე. ჭკუა იხმარე, შენი ოსტატის ნდობა მოიპოვე და
სალარო მოიგდე ხელში. ხომ გახსოვს, იმ წყეულ გემზე სიცოც-
ხლე რომ გაჩუქე? ეგ წყალობა უკან არ წამაღებინო, იცოდე!
- კარგი, ეფენდი. გპირდები, რომ ამდენი ხნის ლოდინს არ
განანებ და სიმდიდრით აგავსებ. ინშალა, ეს მალე მოხდება! -
უპასუხა ჯაჰანმა და იმ წუთებში თავისი სიტყვების მართლა სჯე-
როდა.

ზაფხულის მიწურულს ოსმალთა მიწას ახალმა სენმა დარია


ხელი. გამონაყარი, გულისრევა და ცხელება გარდაუვალი სიკ-
ვდილით სრულდებოდა. ამ წითელ ლაქებს ხალხი შაითნის
ფურთხს უწოდებდა. რამდენიმე დღეში საკმაოდ ბევრი ადამიანი

193
გამოესალმა სიცოცხლეს. მათ შორის იყო შეჰზადე47 მეჰმედი,
ოცდაერთი წლის ყმაწვილი, სულეიმანისა და ჰიურემის ვაჟი, მა-
თი თვალის ჩინი. სულთანი გაანადგურა ამ უბედურებამ. ძაძებ-
ში გახვეულს აღარავის ნახვა სურდა, მთელი დღე ლოცვად იყო
დავარდნილი. სტამბოლიც მასთან ერთად გლოვობდა. ადა-
მიანები ლამპრების შუქს ახშობდნენ და ჩურჩულით საუბრობ-
დნენ. დახლები ადრე იკეტებოდა; ქორწილები და ბარმიცვასა
და წინადაცვეთასთან დაკავშირებული ზეიმები დროებით გა-
დაიდო. სერაის კარიბჭის ირგვლივ უხმოდ დასრიალებდნენ
თევზსაჭერი ნავები, თითქოს მწუხარება მძინარე ბავშვი იყო და
მის გაღვიძებას ყველა ერიდებოდა. დადუმდნენ ბაზრის მეზღაპ-
რეები, მოხეტიალე პოეტები, ქუჩის მეწვრილმანეები. მენესტრე-
ლებმაც კი ჩაიკმინდეს ხმა, სხვა დროს რომ სიმღერით იღვიძებ-
დნენ და სიმღერით იძინებდნენ...
ამ დუმილს ერთადერთი რამ, წვიმა არღვევდა. ისეთი თქეში
იყო, თითქოს გარდაცვლილის გამოტირება ყველაზე მეტად თა-
ვად ზეცას სურდა. სწორედ ერთ ასეთ დღეს ერგოთ ჩოტას და ჯა-
ჰანს უდიდესი პატივი: სამხეცეში სულთანი ესტუმრათ! მბრძანე-
ბელს ღაწვები ჩასცვენოდა, სახეზე მოყვითალო ფერი დაჰკრავ-
და, მხრებში მოხრილიყო. საოცრად არ ჰგავდა იმ ადამიანს, ვი-
საც ჯაჰანმა ერთ დღეს, საასპარეზო მოედანზე, პატივი მიაგო.
ფეხდაფეხ მცველები რომ არ შემოჰყოლოდა, ალბათ ვერც კი
იცნობდა. მსწრაფლ მიეჭრა სტუმარს და ქედი მოუხარა. სულ-
თანმა კი ასეთი სიტყვებით მიმართა:
- მახსოვხართ შენცა და შენი სპილოც.

47 სულთნის შვილების ტიტული ოსმალეთის იმპერიაში.

194
იმ ავბედითი დღის გახსენებისას ჯაჰანი შეცბა და გაწითლდა.
- მხარი თუ მოგირჩა? - ჰკითხა სულთანმა.
- დიახ, მბრძანებელო.
- ეს ნადირი რას ჭამს ხოლმე? აბა, მიამბე...
ჯაჰანმა გუდას პირი მოხსნა და დიდი გატაცებით უამბო იმის
შესახებ, თუ როგორ უყვარდა ჩოტას ტალახში კოტრიალი, ჭყუმ-
პალაობა და პირის ჩატკბარუნება, თუმცა საუბრისას გრძნობდა,
რომ დამწუხრებულ სულეიმანს ყურადღების სხვა საგანზე გადა-
ტანა უფრო ესაჭიროებოდა, ვიდრე ეს ცნობები.
- თუ გინდა, რომ ტკივილი მიაყენო, ხორთუმში უნდა სწვდე.
ეგ არის მისთვის ყველაფერი: ცხვირიც, პირიც, ზედა ტუჩიც,
მკლავიცა და ხელის მტევანიც. ხორთუმით ყნოსავს ყველაფერს,
ხორთუმით ჭამს და სვამს, შხაპის მიღებისას წყალს ხორთუმით
ისრუტავს, ხორთუმით იქავებს ყურებს და ნამძინარევ თვალებ-
საც ხორთუმით იფშვნეტს, - ყვებოდა ჯაჰანი და ამ ჩამონათვალს
თითქოს ბოლო არ უჩანდა.
- მოგეხსენება, მბრძანებელო, ადამიანები ცაციებიც არიან
და მემარჯვენეებიც. იგივე ითქმის სპილოებზეც, ოღონდ ამჯე-
რად ეშვებზეა საუბარი. ჩოტა მარცხენა ეშვს უფრო მარჯვედ ხმა-
რობს, - დაასრულა ჯაჰანმა.
- უცნაურია, ასეთ ბუმბერაზ ცხოველს ასეთი უსუსური და
წვრილი კუდი რომ აქვს, - თქვა სულთანმა, - როგორ ფიქრობ,
ალაჰმა ამით მიგვანიშნა, რომ სისუსტეები თვით უძლიერესთაც
მოსდგამთ?
ჯაჰანი დაიბნა და სათქმელს თავი ვერ მოუყარა. ასაბედ-
ნიეროდ, სულთანმა არ აცალა და საუბარი თავად განაგრძო.
- კარის ხუროთმოძღვარმა მაუწყა, რომ შენ და შენი სპილო
მშენებლობისას ეხმარებით ხოლმე.

195
- დიახ, თქვენო უდიდებულესობავ.
- მაშ, მოემზადე. მალე ისევ მოგიწევს ამ საქმეში მისი ჩარ-
თვა.
მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო ჯაჰანმა, რას გულისხმობდა
ზღვისა და ხმელეთის მპყრობელი. საქმე ის გახლდათ, რომ მან
გარდაცვლილი ვაჟიშვილის პატივსაცემად სინანს მეჩეთის აგე-
ბა დააკისრა. „წუთისოფელი ხანმოკლეა. ის, რაც დღეს არის,
ხვალ ნიავქარს მიაქვს. მაშ, სეფეწულისადმი შეწირული ძვირ-
ფასი ძეგლი მაინც იყოს მყარი ქვისგან, მარმარილოსგან ნაგე-
ბი...“

შვიდ სექტემბერს (ახალი საქმის დასაწყებად ხელსაყრელი


ეს თარიღი კარის ვარსკვლავთმრიცხველმა - თაკიუდინმა შეარ-
ჩია) ჯაჰანი უკვე სამშენებლო მოედანზე იდგა და თვალს ადევ-
ნებდა, როგორ დაჰკრეს მიწას პირველი ნიჩაბი.პ ორმოცი
დედალ-მამალი სამსხვერპლო ცხვარი დაიკლა იმ დღეს. ცხოვე-
ლების სისხლი მომავალი ნაგებობის ოთხივე კუთხეში მიმოაბ-
ნიეს, ხორცი კი დიდ ქვაბებში მოხარშეს და ღატაკებსა და კეთ-
როვნებს ჩამოურიგეს. იმ ჩოჩქოლში ჯაჰანმა მაღალი ჩალმით
თავშებურულ და ფრიალა მანტიით შემოსილ ებუსუუდ ეფენდი-
საც მოჰკრა თვალი.
ახლახან ამ ადამიანმა შეიხ-ალ-ისლამის48 თანამდებობას
გამოჰკრა ხელი და ახლა ერთობ მედიდურად ეჭირა თავი. მისმა
დანახვამ ჭაბუკს ჟრჟოლა მოჰგვარა და ტკივილიანი მოგონებე-

48 უმაღლესი სასულიერო პირი.

196
ბი აღუძრა. დღემდე ახსოვდა მაჯნუნ შეიხად წოდებული „მწვა-
ლებელი“, მისი ხავერდოვანი ხმა, მოხდენილი პირისახე და აუმ-
ღვრეველი მზერა.
ცოტა ხანში სამშენებლო მოედანს ყველა გაეცალა: სულთა-
ნიც, დივანის წევრებიცა და მოსეირეებიც. ადგილზე მხოლოდ
მშენებლები დარჩნენ. ასობით მუშა შეუდგა საქმეს. ჯაჰანმა შე-
ამჩნია, რომ მათ რიგებში ორგვარი ხალხი ერია: ერთნი თვა-
ლებში არასოდეს გიყურებდნენ, მეორენი კი ამას დროდადრო
მაინც ბედავდნენ. პირველები გალერის მონები იყვნენ, ფეხებზე
ბორკილები ედოთ და მორჩილებას წკეპლამ შეაჩვია. მათ შო-
რის იყვნენ მეზღვაურები, გლეხები, მწირები და მოგზაურები,
რომელთა ცხოვრების ბორბალი უკუღმა ისე სწრაფად დატრი-
ალდა, რომ ზოგიერთი მათგანი ვერც კი გარკვეულიყო: გან-
ვლილი ცხოვრება იყო სიზმარი თუ თვალი ამ წუთებში ატყუებ-
დათ. ეს ქრისტიანი მონები ორცხობილებითა და წყალწყალა
წვნიანით იბრუნებდნენ სულს და გარიჟრაჟიდან შებინდებამდე
აგებდნენ მაჰმადიანურ ტაძრებს. მაგრამ იყვნენ კალატოზები,
მიწის მუშები, დურგლები, კირითხუროები, მჭედლები, მეშუ-
შეები და მხაზველები, რომლებიც, ჯაჰანის მსგავსად, მოხალი-
სეებად მუშაობდნენ. მათ დღეში ორ ასპერს უხდიდნენ, უფრო
გემრიელ საკვებს სთავაზობდნენ და უკეთ ეპყრობოდნენ. თი-
თოეული მათგანი ამა თუ იმ გილდიას მიეკუთვნებოდა. ყველა
ხარჯს ათისთავები ადევნებდნენ თვალყურს, მედავთრეები კი
წერილობით აღნუსხავდნენ. საითაც გაიხედავდით, ყველგან
ფუსფუსი გაჩაღებულიყო. შეუჩერებლად მუშაობდნენ ლითონის
ჭოჭონაქები, ჯალამბრები, ამწეები და გვარლები. მშენებლობის
დაწყებამდე სინანმა დურგლებს თავი მოუყარა და საფეხურე-
ბიანი ბორბლით აღჭურვილი უზარმაზარი ამწე ააწყობინა. ამ

197
დანადგარს რიგრიგობით ამუშავებდნენ. ზოგჯერ ნელი ნაბიჯით,
ზოგჯერ სირბილით ამოძრავებდნენ ბორბალს, რომელიც
ვეებერთელა ქვებს მაღლა ეზიდებოდა. ჯაჰანს სამშენებლო
მოედანი რაღაცით ხომალდის გემბანს აგონებდა. საერთო ალ-
ბათ ის იყო, რომ იქაც და აქაც ადამიანები გუმანით გრძნობ-
დნენ: ერთი მათგანის მარცხი ყველას მარცხით დასრულდებო-
და, წარმატებას კი ყველა ერთნაირად, მცირე ულუფებად, წვნი-
ანში ჩაყრილი შაშხის დაქუცმაცებული ნაჭრების მსგავსად
გაიყოფდა. შენობის აგებისას ან ზღვით მოგზაურობისას ადა-
მიანები ერთმანეთის თვალყურის დევნებას სწავლობდნენ, ამ
იძულებითი ერთობის საფუძველზე თავისებური საძმო იქმნებო-
და და, შედეგად, მშრომელთა რიგებში უსიტყვო ურთიერთგაგე-
ბა დამყარდა. თითოეულ ადამიანს ესმოდა, რომ დასახული
ამოცანა ყველაფერს წონიდა და წინსვლის ერთადერთი გზა არ-
სებობდა: ყველას, როგორც ერთს, თავდაუზოგავად და შეთან-
ხმებულად უნდა ეშრომა. ამიტომ თავიანთი ანტიპათიები და და-
პირისპირებები გვერდზე უნდა გადაედოთ. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში იფეთქებდა ამბოხი, რომელიც ყველაფერს თავდაყი-
რა დააყენებდა.
სხვათა შორის, მუშები მეზღვაურებზე არანაკლებ ცრუმორ-
წმუნეები აღმოჩნდნენ. ლურსმნის ჩაჭედებისას არც სტვენა შე-
იძლებოდა, არც ჩურჩულით საუბარი და არც გინება. სამივე ეს
ქმედება, ცრურწმენის თანახმად, შაითანს იზიდავდა, ის კი მას-
თან ურთიერთობის მსურველებს დიდხანს არ ალოდინებდა და
მიპატიჟებას დაუყოვნებლივ იღებდა. ხოლო თუკი მისი მობრძა-
ნებისას კედელს თუნდაც ერთი ლურსმანი მოხვდებოდა, მისი
ნიშატი ამ ნაგებობაზე საუკუნოდ აღიბეჭდებოდა. ამ წესს მხო-
ლოდ მუსლიმები როდი მისდევდნენ. ასევე იქცეოდნენ ქრის-

198
ტიანებიცა და იუდეველებიც. ავი თვალის დასაფრთხობად ხუ-
როები ნაგებობის კედლებში პურის ნაჭერსა და ერთ კვნიტ მა-
რილს ტოვებდნენ. მშენებლობის სიახლოვეს არც ორსული ქა-
ლი უნდა გაჭაჭანებულიყო, არც ცისფერთვალება და არც კურ-
დღლისტუჩიანი ადამიანი. იგივე ითქმოდა ჟღალთმიანებზეც.
თვით ოსტატმა სინანმაც კი ვერ აიძულა თავისი ხელქვეითები,
რომ მწითური კაცის გვერდიგვერდ ემუშავათ.
ეჭვის თვალით უყურებდნენ, აგრეთვე, რამდენიმე ცხოველს:
ბაყაყს, ღორსა და სამფეხა თხას. სამაგიეროდ, არავინ ერჩოდა
გველს, მორიელს, ხვლიკს, მუხლუხოსა და ჭიაყელას. მაწანწა-
ლა ძაღლების ხროვებიც თავისუფლად დათარეშობდნენ სამშე-
ნებლო მოედანზე. ერთ-ერთი ისლამური სექტის წარმომადგენ-
ლებს, შაფიებს თუ არ ჩავთვლით, სხვა მუშაკაცებს სიამოვნებ-
დათ კიდეც ამ ერთგული და მადლიერი ცხოველის სიახლოვე.
ობობა განსაკუთრებულ პატივში იყო, როგორც მუჰამედ წინას-
წარმეტყველის მხსნელი. ( მგადმოცემის თანახმად, მუჰამედ წი-
ნასწარმეტყველი მდევარს გამოქვაბულში დაემალა, გამოქვა-
ბულის შესასვლელი კი ობობამ აბლაბუდით ამოქოლა, რამაც
მდევარს აფიქრებინა, რომ გამოქვაბულში დიდი ხნის მანძილზე
არავინ შესულიყო. ) ამ მწერის მოკვლა, მით უმეტეს, ფეხით გას-
რესა უდიდეს ცოდვად ითვლებოდა. ჯაჰანის სასიხარულოდ, ეს
ადამიანები სიკეთის მაუწყებელ კიდევ ერთ სულდგმულად სპი-
ლოს მიიჩნევდნენ! ზეცა იქნებოდა თუ დედამიწა, ყველგან რა-
ღაც იდუმალი მინიშნებების ძიებაში იყვნენ. ამიტომ ფხიზლად
აკვირდებოდნენ ბუნებას: გაფრენილ ჩიტს თვალს აყოლებდნენ;
მუშაობისას შემთხვევით ამოთხრილ ხის ფესვსაც კი ყურადღე-
ბით ჩაჰკირკიტებდნენ; თუ ქარი მქისე, უსიამოვნო სუნს მოიტან-
და, მყისვე დაასკვნიდნენ, რომ იმ წუთებში ვიღაც გრძნეული

199
ბანგს ამზადებდა. ასეთ დროს დაირაზმებოდნენ ხოლმე, მიდა-
მოს მოედებოდნენ და ყველა კუთხე-კუნჭულს გულმოდგინედ
მოჩხრეკდნენ. მერე დაავლებდნენ ხელს რომელიმე მეთევზეს,
გლახაკს ან მიხრწნილ დედაბერს, ჯადობაზობას დასწამებდნენ
და უთუოდ სიკვდილითაც დასჯიდნენ, ყოველ ჯერზე სინანი რომ
არ ჩარეულიყო და ამ საბრალო ადამიანების გათავისუფლება
არ მოეთხოვა.
სამშენებლო მოედანზე ტრაბახიც არ ითვლებოდა საწაღმარ-
თო საქმედ. ადამიანს თავისი მიღწევების შესახებ დიდი გატაცე-
ბით არასოდეს უნდა ელაპარაკა და თუ რამეს გეგმავდა, აუცი-
ლებლად უნდა დაეყოლებინა „ინშალა!“, რადგან ყველაფერი
ღვთის ხელში იყო და თავად ადამიანს არაფერი მოეკითხებოდა.
თუ ვინმეს საჯაროდ ჩამოახრჩობდნენ, მშენებლები სახრჩობე-
ლის ძელებს ნაფოტებს ჩამოაცლიდნენ ხოლმე და თილისმებად
იყენებდნენ, რაც ჯაჰანს ყოველთვის საგონებელში აგდებდა:
ერთი ადამიანისთვის როგორ უნდა მოეტანა სიკეთე მეორე ადა-
მიანის უბედურებას?
ოსტატი სინანი ამ ცრურწმენებს დიდად არ ეწინააღმდეგებო-
და, მაგრამ თავად აშკარად არ იზიარებდა. თუმცა ჯაჰანმა შეამ-
ჩნია, რომ ოსტატიც თავისებურად ცრუმორწმუნე კაცი იყო. და-
ვიწყოთ იმით, რომ ყელზე თილისმა49 ეკიდა. გარდა ამისა, სა-
ნამ ახალი ნაგებობის დაგეგმვას შეუდგებოდა, სამი დღე მარხუ-
ლობდა; დაბოლოს - მშენებლობას რომ მორჩებოდა, რაოდენ
დიდებული ნაგებობაც არ უნდა ყოფილიყო, ერთ ხარვეზს აუცი-

49
ერთმანეთზე დაკრული ღია და მუქი ფერის ტყავის ორი რგო-
ლი

200
ლებლად ხელუხლებლად დატოვებდა, უკუღმა ამოტრიალებუ-
ლი კრამიტი იქნებოდა ეს, არასწორად დადებული ქვა თუ კიდე-
ჩამომსხვრეული მარმარილოს ფილა. ეს ხარვეზები მხოლოდ
გამოცდილ თვალს არ უნდა გამოჰპარვოდა, მიმსვლელ--
მომსვლელებისთვის კი შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო. უზა-
დო მხოლოდ ღმერთი იყო ამქვეყნად...
ოსტატს ერთგული ათისთავი ჰყავდა - ლიბანის მთების
მკვიდრი, გაქრისტიანებული არაბი გაბრიელი, მეტსახელად
თოვლისკაცი. ამ ადამიანს თმაც, კანიც, წამწამებიცა და წარბე-
ბიც თაბაშირივით ქათქათა ჰქონდა, თვალები კი, კურდღლის
მსგავსად, მზეზე ვარდისფრად უელავდა. ახალბედა მშენებლები
დროდადრო ჯიუტობდნენ, „თარსს“ უწოდებდნენ და მის ხელ-
ქვეითობაზე უარს ამბობდნენ. სინანი ექომაგებოდა და ამტკი-
ცებდა, დაბადებიდან ასეთია, მაგრამ მასზე უკეთესი ათისთავი
დუნიაზე არ მოიძებნებაო.
მშენებლებს ჩოტა ეხმარებოდა. ბაგირებსა და თოკებს ექაჩე-
ბოდა, ფიცრებს დაათრევდა და მორებს ერთმანეთზე აწყობდა.
ერთხელ, როცა სპილო მარმარილოს სვეტს ეზიდებოდა, ბაგირი
გაწყდა და სვეტი გადმოყირავდა. გაბრიელ თოვლისკაცი უთუ-
ოდ ქვეშ მოექცეოდა, ბოლო წამს გვერდზე რომ არ გამხტარი-
ყო.
სხვა მხრივ, მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, დღე მოვ-
ლენებით ღარიბი იყო, სამუშაო კი - მდორე და უსიხარულო. მა-
ჰაუტი და მისი სპილო ყოველ ცისმარე დღეს გადიოდნენ სასახ-
ლის ტერიტორიიდან და იანიჩართა კაზარმების მიმდებარე სამ-
შენებლო მოედანს მიაშურებდნენ, ხოლო მზის ჩასვლისთანავე
იმავე გზით უკან ბრუნდებოდნენ. ქალაქის მცხოვრებლებმა ბიჭ-
სა და სპილოს თვალი შეაჩვიეს და ზოგჯერ შარაგზაზეც ეგებე-

201
ბოდნენ. ამას მეტწილად ბავშვები აკეთებდნენ. ზოგიერთებს
სწამდათ, რომ სპილოს გავლილ გზაზე ნიადაგი სამკურნალო
თვისებებს იძენდა და ცხოველის კვალდაკვალ მიწის ბელტებს
აგროვებდნენ.
ჯაჰანი სამშენებლო მოედანზე უკლებლივ ყველას აკვირდე-
ბოდა და ყველაფერს სწრაფად ითვისებდა, მაგრამ განსაკუთრე-
ბულ ინტერესს მასში მაინც სინანის შეგირდები იწვევდნენ. ოს-
ტატთან სხვებზე მეტად დაახლოებული ეს ადამიანები სულ სამ-
ნი იყვნენ: ერთ-ერთი მათგანი ანატოლიის მკვიდრი იყო.ა ამ ტა-
ნად, შავგვრემან, რაღაც სახადის გამო ბავშვობაშივე დაკოჭლე-
ბულ ჭაბუკს ნიკოლა ერქვა. ერთი ჩვევა ჰქონდა ნიკოლას: შე-
ნობის წინ დადგებოდა, კარგად დააკვირდებოდა, მერე თვა-
ლებს დახუჭავდა და ნანახს ცოტა ხანში დაწვრილებით ჩაიხა-
ტავდა.
მეორე შეგირდი - ახოვანი, ზორბა კაცი, ირანის მახლობ-
ლად, საზღვრისპირა სოფელში იყო დაბადებული. მშობლები
მძარცველებმა მოუკლეს და მას შემდეგ ბაბუა ზრდიდა. სახე-
ლად დაუდი ერქვა და გონება სამართებელივით უჭრიდა.
მესამე შეგირდი მუნჯი იყო და იუსუფი ერქვა. ეს ახალგაზრდა
რიცხვებში ისე კარგად ერკვეოდა, რომ სინანი აზომვის შედე-
გად მიღებულ ციფრებს ყოველ ჯერზე მას ამოწმებინებდა. უწვე-
რულ ჭაბუკს დიდრონი, მწვანე თვალები ჰქონდა. პატარა ბიჭო-
ბისას ხელები დაეწვა და მუდამ ირმის ტყავის ხელთათმანებით
დადიოდა. მშენებლებიდან ბევრი ერჩოდა და სინანის შიში რომ
არ ჰქონოდათ, ალბათ კარგ დღეს არ დააყრიდნენ. მუნჯმა შე-
გირდმა ეს კარგად იცოდა და გალერის მონების მსგავსად, მუ-
დამ მიწას ჩაშტერებოდა. როგორც კი შესაძლებლობა გამოუჩ-
ნდებოდა, ჯაჰანი ამ ახალგაზრდებს ფეხაკრეფით მიეპარებოდა

202
ხოლმე და მათ ნახაზებს ჩუმად უჭვრეტდა, სამხეცეში დაბრუნე-
ბისას კი ნანახს ხან სველ თიხაზე, ხანაც ქვიშაზე ზედმიწევნით
ზუსტად ხატავდა. ჭაბუკს უცნაური გაორება დასჩემდა. ერთი
მხრივ, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავგამოდებით ეშრო-
მა და იმ სამ შეგირდს დამსგავსებოდა, მაგრამ მისი მეორე „მე“
სულ სხვა ჭკუაზე იყო და ფიქრი მუდამ ქურდობისა და გაქცევის-
კენ გაურბოდა. ამ ორ არსებას შორის იმოდენა უფსკრული იყო,
რომ ჭაბუკს მისი გადალახვა დღითიდღე სულ უფრო დაუძლე-
ველ ამოცანად ეჩვენებოდა; თუმცა ისიც ესმოდა, რომ, ადრე თუ
გვიან, არჩევანის გაკეთება მოუწევდა.
იანვარში ამინდი გამკაცრდა. სახლების ლავგარდანებიდან
ძრწოლისმომგვრელი სილამაზის ლოლუები გადმოეკიდა.
სქელ, თეთრ საბანში გახვეული სტამბოლი ძილს მინებდა. მაგ-
რამ მშენებლობა მაინც გრძელდებოდა. გალერის მონებმა ფე-
ხებზე ჭინჭები შემოიხვიეს, მაგრამ ამ ნაფლეთებიდან მაინც
მოუჩანდათ გაწითლებული, შეშუპებული თითები. ერთ ასეთ
სუსხიან დილას მაჰაუტი და სპილო ჩვეულებისამებრ გამოვიდ-
ნენ სასახლიდან და გზას გაუდგნენ. უუცებ შუა გზაზე ძაღლი გა-
მოუხტათ. ცხოველი გაცხარებით ყეფდა და ისე წრიალებდა,
თითქოს მათთვის რაღაცის ჩვენება სურდა.
- წამოდი, ერთი, ვნახოთ, რა უნდა! - ჩამოსძახა ჩოტას მის კე-
ფაზე მოკალათებულმა ჯაჰანმა, შემდეგ სპილოს მიმართულება
მკვეთრად შეაცვლევინა და ძაღლს ფეხდაფეხ გაჰყვა. ძაღლი
ფრიად კმაყოფილი დარჩა იმით, რომ უყურადღებოდ არ დატო-
ვეს, მარცხნივ გაუხვია და ნაპირს მიადგა. სანაპირო ზოლის
გასწვრივ წყალი მთლიანად ყინულს დაეფარა. სპილო სრული-
ად მოულოდნელად წინ გაიჭრა.
- მოიცა, რას სჩადი! - შეუძახა ჯაჰანმა.

203
ჩოტამ ყური არ ათხოვა, ყინული ჩაამსხვრია და მუცლამდე
წყალში შეტოპა. თუმცა იმავ წამს ყველა ერთად გაშეშდა: სპი-
ლოც, მაჰაუტიცა და ძაღლიც. იქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე,
წყალში ვიღაცის გვამი ეგდო. სავარაუდოდ, ჰარამხანის ხარჭა
იყო. სახეზე მოიისფრო-მოლურჯო ფერი დაჰკრავდა. მისი და-
ლალები ტალღებს ეცეკვებოდნენ. ტანსაცმლისა და სამკაულე-
ბის მიხედვით, შეძლებული ოჯახის წვერი ან სულაც სასახლის
მკვიდრი უნდა ყოფილიყო. ჯაჰანმა ძვირფასი ნივთის ხელში
ჩაგდება გადაწყვიტა და ჩოტას დასჭყივლა. მიზანი არცთუ შორს
იყო, მაგრამ სპილო გაუნძრევლად იდგა. კომიკურ მდგომა-
რეობაში აღმოჩნდა წყალში ჯიუტად ატუზული ცხოველის ზურ-
გზე შემომჯდარი ჯაჰანი. შეეცადა, პანიკას არ აჰყოლოდა, მაგ-
რამ შიშმა მაინც დარია ხელი და მიშველეთო, აყვირდა. საბედ-
ნიეროდ, ამ დროს სახედარშებმულმა ფორანმა ჩამოიარა. ფო-
რანში ხუთი ბოშა იჯდა. ვითარებაში მშვიდად გაერკვნენ, შემ-
დეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა კოფოზე მჯდარ ახოვან მამაკაცს
მიმართა:
- რა ვქნათ, ბალაბან? დავეხმაროთ?
- ჰო, ქალს მაინც წავაშველოთ ხელი... - იყო პასუხი.
- ხომ არ შეიშალეთ? ეგ ქალი უკვე მკვდარია! ჩვენ დაგვეხმა-
რეთ! - იღრიალა ჯაჰანმა.
ბალაბანად წოდებულმა კაცმა ცალი ხელით აღვირი ჩაბღუჯა,
მარდად წამოხტა და ფორნის ჩარდახზე აძვრა. სწორი, თითქოს
საჭრეთლით გამოთლილი ნაკვთები ჰქონდა, თუმცა არაერ-
თგზის ჩამსხვრეული ცხვირი კარგა გვარიანად გამრუდებოდა.
განდეგილივით გრძელთმიანს ოდნავ გახსნილი ბაგეებიდან ოქ-
როს კბილი მოუჩანდა, ქუდს კი თეთრი ყანჩის ბუმბული უმშვე-

204
ნებდა. ეს კაცი ერთდროულად შერეკილსაც ჰგავდა და დარ-
ბაისელ წარჩინებულსაც.
- აბა, გაბედე და კიდევ ერთხელ მაკადრე ასეთი სიტყვები.
ენას ამოგაძრობ და კატებს მივუგდებ, იცოდე! - შეუტია ჯაჰანს.
მაჰაუტმა ხმა ჩაიკმინდა. ბოშებმა თოკები დააძვრეს და სა-
ხელდახელოდ განასკვეს. ერთი ქამანდი სპილოს გამოაბეს
ხორთუმზე, მეორე მკვდარ ქალს ხელზე გადაახვიეს და ორივენი
ნაპირისკენ გამოათრიეს. ჩოტა უხალისოდ დაიძრა ადგილიდან.
რამდენჯერმე წაიბორძიკა კიდეც და ჯაჰანი კინაღამ წყალში ჩა-
აგდო. როცა ხმელეთს მიადგნენ, ჭაბუკმა შვებით ამოისუნთქა
და ძირს ჩამოხტა. უცებ გაახსენდა, რა უთხრა იმ დღეს დიდმო-
ხელემ, როცა სპილოსთან ერთად სასახლეში მიჰყავდა. აი, ვინ
ყოფილან ეს ბოშები. ეს სამარცხვინო, „ნახევარტომი...“
ჯაჰანი ფრთხილად მიუახლოვდა მათ და უთხრა:
- სიცოცხლე გვაჩუქეთ... დიდი მადლობა ამისთვის!
- სიცოცხლე ამ შენს სპილოს ვაჩუქეთ, - მიუგო ბალაბანმა, -
ერთი ასეთი ჩვენცა გვყავს. დიდებული ცხოველები კი არიან...
- როგორ? სპილო თქვენცა გყავთ? - ყურებს არ დაუჯერა ჯა-
ჰანმა.
- ჰო, გვყავს. გულბაჰარი ქვია. ისე, შენსას რაღაც უცნაური
ფერი ადევს... - ჩაილაპარაკა ბალაბანმა და ამფსონებისკენ
თვალი გააპარა. ამ უკანასკნელებს მკვდარი ქალისთვის ყელსა-
ბამი ჩამოეხსნათ და ახლა კვლავ წყალში გადაძახებას უპირებ-
დნენ.
- რას სჩადით, ნუთუ წესიერი საფლავი არ უნდა ეღირსოს?! -
აღშფოთდა ჯაჰანი.
- ბოშებს რომ ვინმემ მკვდარი უნახოს, როგორ გგონია, მად-
ლობას ეტყვიან? მკვლელობას ჩვენ დაგვაბრალებენ და დილეგ-

205
ში გვიკრავენ თავს! ნაპირზე დატოვებაც არ ივარგებს - ძაღლები
მიესევიან და დაგლეჯენ. იყოს წყალში, ნაკლები შარია! - გაიკ-
რიჭა ბალაბანი. - თუ ყელსაბამის ამბავი არ გასვენებს, ჩათვა-
ლე, რომ ეგ ჯილდო იმ სატანჯველისთვის გვერგო, რაც ოდესმე
გადაგვხდენია. ამ ქალს მაინც აღარაფერში დასჭირდება.
ჯაჰანმა არ გაუმხილა, თავადაც რომ იგივე განზრახვა ედო
გულში, ბოშებს მიუახლოვდა და ჩურჩულით ჰკითხა:
- როგორ ფიქრობთ, ეს ქალი მოკლულია?
- სიამოვნებით ამოგაძრობდი მაგ ენას. ჭკუას მაინც ისწავლი-
დი, - უპასუხა ბალაბანმა, - მაგრამ, მოდი, ორ რჩევას მოგცემ.
პირველი: თუ არ იცი, პასუხს რა უყო, შეკითხვას ნუ დასვამ!
- მეორე? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- მიდი, შენს გათოშილ სპილოს მიხედე, ვერა ხედავ, რა დღე-
შია?!
ჯაჰანმა ხმამაღლა შეჰყვირა და ჩოტას მიეჭრა. სპილოს კანი
ყინულის თხელი ფენით იყო დაფარული. ფერიც შეეცვალა: მის
თეთრ კანს ამჯერად რაღაც უსიამოვნო ვარდისფერი დაჰკრავ-
და. იდგა და ერთიანად ცახცახებდა.
ამასობაში ბოშებმა თავიანთ ფორანს მიაშურეს და წასვლას
დაადგნენ.
ჯაჰანი უკან გამოუდგა.
- ნუ წახვალთ, გევედრებით! იქნებ მასწავლოთ, რით ვუშვე-
ლო?!
- ჩვენ ერთი წამალი ვიცით მხოლოდ: რამე უნდა დაალევინო.
მაგალითად, რაკი,50 - უთხრა ბალაბანმა.

50 თურქეთში გავრცელებული სპირტიანი სასმელი.

206
- რაკი? იქნებ მაშოვნინოთ სადმე... - სთხოვა ჯაჰანმა.
- არ არი იოლი საქმე. დიდია ეგ ოხერი. ერთი კასრი მაინც
დასჭირდება, - თქვა ბალაბანმა.
ბოშებმა ერთმანეთს სწრაფად, კვიმატი ღიმილით გადახე-
დეს.
- თუ მოვიტანეთ, ვინ გადაგვიხდის? - ჰკითხა ჯაჰანს ერთ--
ერთმა მათგანმა.
- კარის ხუროთმოძღვარი სინანი გადაგიხდით, - შეჰპირდა
ჯაჰანი და გულით ინატრა, რომ ნათქვამი არ გაცრუებოდა.
ბოშებმა ნახევარი კასრი სასმელი და რამდენიმე ჭიქა მოიტა-
ნეს. „ნუთუ ეს ყველაფერი ნაპარავია?“ გაიფიქრა ჯაჰანმა, მაგ-
რამ შეკითხვის დასმა ვერ გაბედა. ბოშებმა სასმელი წყლით
გააზავეს და სპილოს ხორთუმი კასრში ჩააყოფინეს, შემდეგ კი,
თითქოს ცხოველს მაგალითს აძლევენო, თითო ჭიქა თავადაც
გადაჰკრეს. სპილომ პირველი ყლუპი უკანვე ამოაპურჭყა და
ირგვლივ ყველა გაწუწა, მაგრამ როგორც ჩანს, სასმელს გემო
გაუგო, კვლავ დაეწაფა და სმა მშვიდად განაგრძო.

ერთ საათში მიაღწიეს სამშენებლო მოედანს. ჯაჰანს ჩოტა სა-


დავით მოჰყავდა, ბოშები კი ფორანში ისხდნენ და მხიარულად
მღეროდნენ.
- სად იყავით? - ჰკითხა სინანმა და რიგრიგობით გადახედა
ჯერ ბიჭს, შემდეგ სპილოს, ბოლოს კი ბოშებს.
- გზაში რაღაც შეგვემთხვა. განსაცდელიდან აი,ა ამ ხალხმა
გვიხსნა, - უპასუხა ჯაჰანმა.
სინანი მოქანავე ცხოველს კარგად დააკვირდა და იკითხა:
- ეს სპილო მთვრალია?

207
შემდეგ ბოშებზე მიუთითა და ისევ იკითხა:
- ესენიც მთვრალები არიან?
ჯაჰანმა კასრის ამბავი უამბო. ოსტატმა გულიანად ჩაიხითხი-
თა და თქვა:
- გალეშილ სპილოს წმინდა მეჩეთის მშენებლობაზე ვერ და-
ვუშვებ. წადი, და სანამ არ გამოფხიზლდება, ნუ მოიყვან.
- კეთილი, ოსტატო, - ჩაილაპარაკა მღელვარებისგან ყელ-
გამშრალმა ჯაჰანმა, - ძალიან ხომ არ მიბრაზდები?
სინანმა ამოიოხრა.
- სიცოცხლეს თავგამოდებით ებღაუჭები და ეს სულაც არ
არის ცუდი. მაგრამ ცნობისმოყვარეობა, თუ მას ლაგამი არ
ამოსდე, შეიძლება საზიანო თვისებად იქცეს. შენი წვრთნა უნდა
გაგრძელდეს.
- ეგ როგორ?
- სასახლის სკოლაში სწავლა უნდა განაგრძო. როცა ნიკო-
ლას თავისუფალი დრო ექნება, ხატვაში გამეცადინებს, დაუდი -
გეომეტრიაში, იუსუფი კი რიცხვებში გაგარკვევს. შენ ჩემი შე-
გირდების შეგირდი უნდა გახდე.
ჯაჰანს ამ ყველაფრის მნიშვნელობა ბოლომდე არ ესმოდა,
მაგრამ იმასაც მიხვდა, რომ განსაკუთრებული პატივი ერგო,
ამიტომ დაიხარა, ოსტატს ხელზე ემთხვია და უთხრა:
- დიდი მადლობა, ოსტატო, მე...
სწორედ ამ დროს გაისმა ყურთასმენის წამღები გრუხუნი.
ყველანი, მათ შორის ბოშებიც, იქითკენ გაიქცნენ. რამდენიმე
ფიცარი თოკებიდან ჩამომწყდარიყო და ხარაჩოების ნახევარი
ჩამოეშალა, თუმცა დაშავებით არავინ დაშავებულა, რაც სას-
წაულის ტოლფასი იყო. ხე-ტყე ძვირად ფასობდა, ამიტომ ხარა-

208
ჩოები ბაგირებით აჰქონდათ და ფიცრებს ბჯენებზე ამაგრებ-
დნენ.
- ავი თვალი გვეცა ალბათ... - თქვა ჯაჰანმა, - სხვას რას და-
ვაბრალო ერთ დღეში ამდენი უბედური შემთხვევა!
- მოიცა, ნუ ამბობ იმას, რაც ჯერ არ იცი... - მოისმა უცებ უკნი-
დან.
ბალაბანის ხმა იყო. ჯაჰანი მისკენ მიტრიალდა. ბოშას ხელში
თოკი ეჭირა. როცა დაინახა, რომ თავისი შენიშვნით ყველას ყუ-
რადღება მიიპყრო, თავი დაუდევრად გაიქნია და დასძინა:
- ეს შემთხვევით არ მომხდარა, ვიღაცამ თოკები გადაჭრა.
- ვის უნდა დასჭირვებოდა ამის გაკეთება? - გაიკვირვა სინან-
მა.
- ვინ იცის? - ნაღვლიანად ჩაეღიმა ბალაბანს. - შაითანს საბა-
ბი არასოდეს დაელევა...
- შაითანს აქ რა უნდა? ჩემი ხელქვეითები გამრჯე ხალხია, -
შეედავა სინანი.
- შენ უკეთ გეცოდინება, - მიუგო ბალაბანმა, - მაგრამ ჩემი
სიტყვაც გახსოვდეს, ეფენდი. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამ
ხალხში იქნებ მოღალატეც ერიოს... თქვენს ადგილას მაინც
ფხიზლად ვიქნებოდი.

დამნაშავე არ მოიძებნა. სასახლის სკოლას, სამხეცესა და


სამშენებლო მოედანს შორის გაბმულ ჯაჰანს ფიქრისთვის არ
ეცალა. ჭამაც კი ფეხზე უწევდა. ბიჭს კარგად ესმოდა, რომ ოს-
ტატ სინანის შეგირდობა მისგან დაუსრულებელ, თავგამოდე-
ბულ შრომას ითხოვდა. ამ ბოლო დროს შეიხ-ალ-ისლამისგან
კიდევ რამდენიმე შეკვეთა მიიღეს. მთელი ქვეყანა მეჩეთებით

209
უნდა მოეფინათ. ბრძანება ბრძანებას მოსდევდა. ხალხს მკაც-
რად აფრთხილებდნენ: ვინც პარასკევის ლოცვას არ დაესწრე-
ბოდა, სამაგალითოდ დაისჯებოდა. თითოეული მაჰმადიანი,
სოფლად იქნებოდა თუ ქალაქად, ვალდებული იყო, დღეში ხუთ-
ჯერ ელოცა და უახლოესი სამწყსოს წევრი გამხდარიყო. შედე-
გად, მლოცველთა რიცხვი გაორმაგდა, სინანსა და მის შეგირ-
დებს კი იმდენი სამუშაო გამოუჩნდათ, ადრე რომ არასოდეს
ჰქონიათ. როგორც კი შეჰზადეს მეჩეთი დაასრულეს, მორიგ
მშენებლობას შეუდგნენ. ჯაჰანს ერთხელაც არ გამოუჩნდა შე-
საძლებლობა, რომ თანხის შესანახი სკივრიდან თუნდაც ერთი
ასპერი მოეპარა. ყველა ხარჯი საგულდაგულო მეთვალყუ-
რეობის ქვეშ იყო და დავთრებში დაწვრილებით აღინუსხებოდა.
მაგრამ სანამ ჯაჰანი კაპიტან გარეტისთვის ნაპარავი ქონების
გადაცემასა და მამინაცვლის დასჯაზე ფიქრობდა, შენობების და-
გეგმარებასა და ხაზვაში თავისთვისვე შეუმჩნევლად გაიწაფა.
ამ ხნის განმავლობაში მიჰრიმაჰისგან ერთი ცნობაც არ მოს-
ვლია, შეხვედრაზე რომ არაფერი ვთქვათ. უცნაური ის იყო, რომ
განშორებისას ეს ადამიანი ჯაჰანისთვის კიდევ უფრო ძვირფასი
გახდა. მიჰრიმაჰთან გატარებული დღეების შესახებ ტკბილ მო-
გონებებს გულში ჩუმად იხვევდა და ამ ხვაშიადს მხოლოდ ჩო-
ტას უმხელდა. ამასობაში სპილო დღითიდღე იზრდებოდა და
თანდათან მადაც განუზომლად მოემატა.

ზაფხულში სინანმა და მისმა ოთხმა შეგირდმა უდიდესი საქმე


წამოიწყეს: ეს გახლდათ სულეიმანიე - მეჩეთი, რომლის აგება
სულთანმა საკუთარი სახელის საუკუნოდ განდიდების მიზნით
განიზრახა. სანამ პირველ ქვას დადებდა, სინანმა ყასბებს ძრო-

210
ხისა და ცხვრის ხორცი მოატანინა. ლეშები კაუჭებით ჩამოკი-
დეს და სხვადასხვა ადგილას დატოვეს. სინანი ყოველდღე ამოწ-
მებდა ხორცს. იქ, სადაც ლპობა უფრო სწრაფად მიმდინარეობ-
და, ტენიანობა უფრო მაღალი იყო. მოგეხსენებათ, ნესტი შენო-
ბას ისე ღრღნის, როგორც ჩრჩილი ქსოვილს. ამიტომ ერიდებო-
და ოსტატი ნესტიან ადგილებს და ისეთი ადგილის შერჩევას
ცდილობდა, სადაც ჰაერი მშრალი იყო, ნიადაგი კი - საკმარი-
სად მყარი. შენობას მიწისძვრისთვის უნდა გაეძლო. ფერდზე
აღმართულ მეჩეთს მთელი ქალაქისთვის ზემოდან უნდა გად-
მოეხედა, იმ მბრძანებლის მსგავსად, რომლის სახელსაც ატა-
რებდა.
სამშენებლო მასალები დიდი რუდუნებით იყო შერჩეული.
ტყვიასა და რკინას სერბია და ბოსნია აწვდიდათ, ხე-ტყეს - ვარ-
ნა, მარმარილო კი არაბთა მიწებიდან ჩამოჰქონდათ, სწორედ
იმ ადგილებიდან, სადაც ოდესღაც სოლომონ მეფის სასახლე
იდგა და სადაც ამ პრიალა ქვის ზედაპირზე ჯერაც ირეკლებოდა
შიბას დედოფლის თვალწარმტაცი ხატება. ერთი გიგანტური კო-
ლონა ბაალბექიდან, ანუ მზის ქალაქიდან ჩამოიტანეს. სტამბო-
ლის მთავარი საასპარეზო მოედნიდან ჩვიდმეტი სვეტი წა-
მოიღეს, რითიც დედოფალ თეოდორას აჩრდილი შეაწუხეს და
განარისხეს.
ასობით გალერის მონა და დაქირავებული მუშა ჩაერთო მშე-
ნებლობაში. თითქმის ნახევარი მათგანი ქრისტიანი იყო. მათ
რიგებში ცოტაოდენი იუდეველიც ერია, დანარჩენები კი მაჰმა-
დიანები იყვნენ. სამუშაო რიგიანად რომ წარმართულიყო, სი-
ნანმა მუშების თითოეულ რაზმს ათისთავები მიუჩინა, მაგრამ
წესრიგს თავადაც მუდმივად ადევნებდა თვალს და სამშენებლო
მოედანზე დაუსრულებლად მიმოდიოდა.

211
- ოსტატო, რატომ ჩოტას არ გამოიყენებთ? ყველგან წაგიყ-
ვანდათ, სადაც მოისურვებდით, - უთხრა ერთხელ ჯაჰანმა.
- ამას რას მეუბნები, ცხოველს როგორ უნდა შევაჯდე? - გაიკ-
ვირვა სინანმა, მაგრამ როცა ბიჭმა ტახტრევანი მოიტანა, სპი-
ლოს ზედ დაადგა და გასეირნება შესთავაზა, უარი აღარ უთ-
ქვამს.
სანამ დაიძრებოდნენ, ჯაჰანმა სპილოს წასჩურჩულა:
- აბა, შენ იცი! ოსტატს ნუ შეაწუხებ. ზედმეტ ნჯღრევას აარი-
დე!
სპილომ და მისმა მხედარმა დინჯი ნაბიჯით ჩაუარეს სამშე-
ნებლო მოედანს და მოხრეშილ ბილიკს ზღვისკენ ჩაუყვნენ. ცო-
ტაც და მხარდამხარ მომუშავე ადამიანთა ხმები შორეულ, მოგუ-
დულ ზუზუნად იქცა. ბოლოს სვლა შეანელეს და ნაპირიდან
ბოლქვებად ამოფრქვეულ მსუბუქ ნისლს თვალი გააყოლეს.
- ერთი უყურეთ, სპილოს მართვა მეც შემძლებია! - წამოიძა-
ხა სინანმა ბავშვური სიხარულით.
ის დღე იყო და ის დღე. ხუროთმოძღვარი და სპილო მშენებ-
ლობის პროცესს ერთად ადევნებდნენ თვალყურს, მათი დანახ-
ვა კი მუშებს ღიმილს ჰგვრიდა. ყველა მუყაითად შრომობდა.
ჰაერი მათი ოფლითა და მტვრით იყო გაჟღენთილი, მაგრამ
სტამბოლი - ავსიტყვაობისა და ცილისწამების ეს ბუდე მაინც არ
ცხრებოდა. რას არ ამბობდნენ მეჭორეები. მათი აზრით, ასეთი
გრანდიოზული სამუშაოს შესრულება სინანის ძალებს აღემატე-
ბოდა; სამშენებლო ხე-ტყესა და მარმარილოს ოსტატი საკუთა-
რი საცხოვრებლის გასაფართოებლად იყენებდა; ქრისტიანად
დაბადებულს ასეთი მოცულობის მეჩეთის აღმართვა არ ხელე-
წიფებოდა, და ამ ამოცანას რომც გამკლავებოდა, შენობის გუმ-
ბათი, ადრე თუ გვიან, მაინც თავზე ჩამოექცეოდა. გულს უკლავ-

212
და ჯაჰანს ეს ცილისწამება. ზოგჯერ დაუძლეველ სურვილს
გრძნობდა, ახლო-მახლო ქუჩების გასწვრივ ჩამწკრივებული
სახლების ბინადართა გასაგონად მთელი ხმით ეყვირა, ენები
დააყენეთო.ყ ყოველ გარიჟრაჟს ახალი იმედით ეგებებოდა,
რომ წუხანდელ ჭორებს ქარი გაფანტავდა, მაგრამ ყოველღამე
ახალ-ახალი ბრალდებების სიმძიმით დათრგუნვილი იძინებდა.
ერთ დღეს მშენებლებს თვით სულთანი ესტუმრა. როგორც კი
ფლოქვების თქარათქური ჩაესმა, ჯაჰანი მიხვდა, რომ ჭორებმა
მბრძანებლის ყურამდე მიაღწია და გული აუმღვრია. ერთ წამში
შეწყდა ჩაქუჩების, ბირდაბირებისა და ცულების ხმა. ულაყზე ამ-
ხედრებული სულთანი ქარივით შემოიჭრა ამ მდუმარე სივრცე-
ში, სადავეებს მოქაჩა და იქ მყოფთ თვალები დაუბრიალა. ტანთ
მოკრძალებული ყავისფერი შალის კაბა ემოსა. სადღა იყო მმი-
სი თვალისმომჭრელი, ხასხასა ფერის, ატლასის ხალათები. მას
შემდეგ, რაც ასაკში შევიდა და ნიკრისის ქარებმა შეაწუხა, უფ-
რო ღვთისმოსავი გახდა. აღარც ღვინოს ეკარებოდა, აღარც სა-
ლაღობოდ მიუწევდა გული. სასახლეში შემორჩენილ მუსიკა-
ლურ საკრავებს მისი ბრძანებით კოცონში გადაუძახეს. დივანის
გადაწყვეტილებით, დუქნები, საროსკიპოები და ახლახან გახ-
სნილი ყავახანებიც დაიხურა. აკრძალვა ე.წ. ნადუღარ სასმე-
ლებსაც კი შეეხო. მათ შორის იყო ბოზა,51 რომელსაც აქ ყო-
ველთვის დიდი გასავალი ჰქონდა.
ძალიან აშინებდა ჯაჰანს ეს კაცი, ეს ახალი სულეიმანი...
სინანმა ქედი მოუხარა სულთანს და უთხრა:

51ფფერმენტირებული სასმელი, რომელიც გავრცელებულია


სერბიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და თურქეთში.

213
- თქვენო უდიდებულესობავ, თქვენი სტუმრობა დიდი პატი-
ვია ჩვენთვის.
- მართალია თუ არა ის, რასაც შენზე ამბობენ? მიპასუხე! - უბ-
რძანა სულთანმა.
- მაინც რა უნდა შეეტყო მბრძანებელს ჩემისთანა მოკრძალე-
ბულ ჭიანჭველაზე? - ჰკითხა სინანმა.
- ამბობენ, რომ ძვირფას დროს ზიზილ-პიპილებზე ფლანგავ.
ასეა თუ არა?
- გარწმუნებ, ჩემო სულთანო, რომ ამ მეჩეთის შიდა და გარე
მორთულობაზე ერთნაირად ვზრუნავ და ძალისხმევას არ ვაკ-
ლებ. მინდა მთელი ჩემი ოსტატობა მოვახმარო...
- კმარა! - მოუჭრა სულთანმა. - მორთულობისთვის არა მცხე-
ლა. არც შენ უნდა გქონდეს მისი დარდი. თუ ჭკუა ჯერ კიდევ შეგ-
რჩენია, გიბრძანებ, სამუშაო სწრაფად დაასრულო. ერთი დღეც
არ დააყოვნო, იცოდე! მე გუმბათის ნახვა მსურს და არა მოკაზ-
მულობის!
მუშებისა და შეგირდების წინაშე დატუქსულ ოსტატს სახეზე
მკვდრისფერი დაედო, მაგრამ მაინც მშვიდად უპასუხა:
- ეს ორი რამ, გუმბათიცა და მოკაზმულობაც, განუყოფელია,
მბრძანებელო.
- ხუროთმოძღვარო! ოდესმე თუ გსმენია, რა ბედი ეწია ჩემი
წინაპრის, მეჰმედ ხანის მშენებელს? ეს კაცი შენი სეხნია იყო.
ცუდად ხომ არ გენიშნა?
სინანმა დაყვავებით, ფრთხილად მიმართა, თითქოს უსაქ-
ციელო მოზარდს ელაპარაკებოდა:
- ვიცი, მსმენია ამ კაცის ამბავი, მბრძანებელო.
- მაშ ისიც გეცოდნება, რა ელოდება მათ, ვინც პირობას არ
ასრულებს. ნუ დაემსგავსები ამ ადამიანებს!

214
როცა სულთანი წავიდა, მშენებლებმა მუშაობა განაგრძეს,
მაგრამ უწინდებური შემართება აღარსად იყო. აქაურობამ ერ-
თბაშად ფერი იცვალა, თითქოს ჰაერში სასოწარკვეთილების
სუნი დატრიალდა. ფეხს არავინ ითრევდა, არც სამუშაოსთვის
აურიდებია ვინმეს თავი, მაგრამ ყველა დამფრთხალი ჩანდა.
რისთვისღა იდგამდნენ წელებზე ფეხს, თუ სულთანს ვერ აამებ-
დნენ? რისთვისღა შრომობდნენ ასე თავგამოდებით, თუ ეს შრო-
მა სათანადოდ არ დაფასდებოდა? ჯაჰანს ძალიან უნდოდა ოს-
ტატთან გასაუბრება და შესაფერის მომენტს ელოდა, მაგრამ ეს
შესაძლებლობა მხოლოდ კვირის ბოლოს გამოუჩნდა. გრაგნი-
ლებში ჩაფლული, თავჩაქინდრული სინანი რაღაცას ხატავდა.
შეგირდის დანახვისას გაიღიმა და ჰკითხა:
- როგორ მიდის შენი მეცადინეობა?
- იმედი მაქვს, მალე იამაყებ ჩემით, ოსტატო.
- თქმა არ უნდა, ეგრე იქნება.
- ოსტატო, სულთანმა იმ დღეს ვიღაც ხუროთმოძღვარი გიხ-
სენა. სეხნიები ხართო, ასე ბრძანა. რა დაემართა იმ კაცს?
- ჰოო... ატიკ სინანი... - ჩაილაპარაკა ოსტატმა და ისე და-
დუმდა, თითქოს მისი გვარსახელის ხსენებაც კმაროდა, მაგრამ
ცოტა ხანში ამბავი მაინც წამოიწყო. აღმოჩნდა, რომ ხსენებული
ატიკ სინანი კონსტანტინოპოლის დამპყრობლის, სულთან ფა-
ტიჰის კარის ხუროთმოძღვარი იყო. ეს მუყაითი და ერთგული
კაცი თავის საქმეში მალე დაოსტატდა და სანამ სულთნისთვის
მეჩეთის აგებას შეუდგებოდა, ყველაფერი მშვენივრად იყო. ფა-
ტიჰს სურდა, რომ ეს მეჩეთი ყოფილიყო ყველაზე დიდებული შე-
ნობა, რაც კი ოდესმე აგებულა (მათ შორის იგულისხმებოდა აია
სოფიაც). ამ მიზნით მოატანინა ყველაზე მაღალი სვეტები, რაც
კი ქვეყნად მოიძებნებოდა. როცა სულთანმა შეიტყო, რომ კარის

215
ხუროთმოძღვარმა ხსენებული სვეტები დაუკითხავად დაამოკ-
ლა, სულ ცეცხლი ყარა და ოსტატი თავისი გეგმების განგებ ჩაშ-
ლაში დაადანაშაულა. რამდენი უმტკიცა საბრალო ატიკ სინან-
მა, სტამბოლი მიწისძვრების ქალაქია, ეს სვეტები უსაფ-
რთხოების მიზნით დავამოკლე, რათა შენობა უფრო მყარი ყო-
ფილიყოო, მაგრამ ფატიჰი ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა. ოს-
ტატს დილეგში უკრეს თავი, ჯერ ხელები მოკვეთეს, შემდეგ კი
ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. ოსმალეთის ამ ნიჭიერ
ხელოვანს მარტოობაში, ზღვისპირა საპყრობილის ერთ-ერთ
ბნელ საკანში ამოხდა სული.
- ვისაც ამ ამბის სიმართლეში ეჭვი ეპარება, შეუძლია, ეს ყვე-
ლაფერი მისი საფლავის ქვაზე ამოიკითხოს, - დასძინა ნაამბობს
სინანმა.
ჯაჰანს ქვედა ტუჩი აუცახცახდა. აქამდე ეგონა, საფრთხე მხო-
ლოდ ქურდებსა და ბოროტმოქმედებს ემუქრებოდათ, ახლა კი
ხედავდა, რომ პატიოსანი ოსტატების სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა
და მბრძანებლის გამბრაზებელს სახრჩობელა არ ასცდებოდა.
როგორ უნდა ემუშავა ადამიანს ასეთი დაძაბულობის პირობებ-
ში?
სინანმა ბიჭს შეხედა და მხარზე ხელი დაადო:
- ნიჭი ღვთიური მადლია. ამ ნიჭის სრულყოფისთვის ადამი-
ანმა ბევრი უნდა იშრომოს. აი, რა არის ჩვენი მთავარი საკეთე-
ბელი.
- გეთანხმები ოსტატო, მაგრამ ნუთუ არ გეშინია...
- შვილო, სულთნის რისხვას მეც შენზე არანაკლებ ვუფრთხი.
მაგრამ დამიჯერე, ამის გამო არ მადგას ამხელა ჯაფა. ჯილდოს
იმედი ან სასჯელის შიში რომ არ იყოს, განა ნაკლებს ვიშრომებ-
დი? არა მგონია. მე ღვთივკურთხეული ნიჭის სადიდებლად ვიღ-

216
წვი. ყველა ხელოსანი თუ ხელოვანი ღვთაებრივთან არის ნა-
ზიარები. შენ თუ გეგულება თავი მათ რიცხვში?
- არაფერი მესმის, - დაიჭყანა ჯაჰანი.
- მოდი, ერთ საიდუმლოს გაგანდობ, - თქვა სინანმა, - წარმო-
იდგინე, რომ ყველა ნაგებობის საძირკეველში (მნიშვნელობა
არა აქვს, დიდი იქნება ის თუ პატარა), სამყაროს ცენტრია მოქ-
ცეული. თუ ასე იფიქრებ, სამუშაოს მეტი მზრუნველობითა და
სიყვარულით მოეკიდები.
- არც ეგ მესმის... - ტუჩი აიბზუა ჯაჰანმა.
- მოვა დრო და გაიგებ, - თქვა სინანმა, - ხუროთმოძღვრება
ღმერთთან საუბარია, ხოლო ღმერთის ხმა ისეთი რიხით და ზავ-
თით არსად ჟღერს, როგორც სამყაროს გულში.
ჯაჰანი გამოცოცხლდა და ყურები ცქვიტა.
- მაინც სად არის ეს ადგილი, ოსტატო? - ჰკითხა ოსტატს, მაგ-
რამ სინანმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო. უცებ გაბრიელ თოვ-
ლისკაცმა მოირბინა. სახეზე მკვდრისფერი ედო.
- დავიღუპეთ, ოსტატო. ტვირთი, ჩვენი ტვირთი...
საქმე ის გახლდათ, რომ მშენებლები ალექსანდრიიდან მარ-
მარილოს დიდ პარტიას მთელი ოთხი კვირა ელოდნენ. რო-
გორც იყო, მოაღწია ხომალდმა, მაგრამ... ძვირფასი ტვირთის
გარეშე. კაპიტანს შეკითხვები დააყარეს. მმისი განმარტებით,
ხომალდი ისეთ საშინელ შტორმში მოყვა, რომ სამშენებლო მა-
სალის ნახევარს წყალში გადაუძახეს. მისი ნაამბობი არავინ
დაიჯერა, მაგრამ დამტკიცებითაც ვერაფერი დაუმტკიცეს. სინა-
ნი იძულებული გახდა, შენობის გეგმაში ცვლილებები შეეტანა
და სვეტების რაოდენობა შეემცირებინა.
ამასობაში სულთანს მოთმინება დღითიდღე ელეოდა იმის
გამო, რომ მისი სახელობის მეჩეთის მშენებლობა დათქმულ ვა-

217
დებში ვერ ხერხდებოდა. საუცხოო სილამაზის სვეტები, რომ-
ლებსაც სულეიმანიე უნდა დაემშვენებინა, ახლა წითელი ზღვის
ფსკერზე ესვენა და თევზების საბრძანებლად გადაქცეულიყო.

- მაჰაუტო! სადა ხარ? - დაიძახა უცებ ვიღაცამ.


ჯაჰანი თავლიდან გამოვიდა და სუნთქვა შეეკრა. მის წინ მიჰ-
რიმაჰი იდგა. ხასხასა ლურჯი აბრეშუმის კაბა ეცვა, ამჯერად
სრულიად მარტო იყო და მასპინძელს ისეთი ნაზი მზერა შეაგე-
ბა, რომ ჯაჰანს ტანში მსუბუქმა ჟრჟოლამ დაუარა.
- რა პატივია თქვენი სტუმრობა... - წაიბუტბუტა ჭაბუკმა და
მის წინაშე მუხლი მოიყარა.
- შენს სპილოს ახალი ამბავი მოვუტანე, - თქვა მიჰრიმაჰმა,
წამით შეყოვნდა და სიამოვნებით დააკვირდა, როგორ აცმუკდა
ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ჯაჰანი.
- ავსტრიელმა ელჩმა სასახლეში მხატვარი მოგვგვარა, - გა-
ნაგრძო მიჰრიმაჰმა, - ამბობენ, თავი დიდ შემოქმედად მოაქ-
ვსო. მამაჩემს თხოვნით მიმართეს, მისთვის ცხოველის დახატ-
ვის ნება დაერთო.
- ჩვენმა კეთილშობილმა სულთანმა რა ბრძანა?
- უარის თქმა დააპირა, მაგრამ გავესაუბრე და გადაიფიქრა.
დავარწმუნე, რომ ნახატი ლამაზი გამოვა. ფრანკისტანის მეფე-
ებსა და დედოფლებს მხატვრები ხშირად ხატავენ. მმსგავსი რამ
მდაბიო ვაჭრებისთვისაც კი აღარ არის უცხო. შენ წარმოიდგინე,
არც მდაბიო ქალებისთვის! - დასძინა მიჰრიმაჰმა.
ჯაჰანმა შეატყო, რომ ასეთ რამეს თვითონაც ნატრობდა, და
ფრთხილად შეაპარა:^

218
- თქვენი უდიდებულესობა თუუ ინებებდა ოდესმე, რომ მისი
პორტრეტი დაეხატათ?
- რა სულელური შეკითხვაა?! - აღშფოთდა სულთნის ასული. -
განა არ იცი, რომ ეს შეუძლებელია?
დაფეთებულმა ჯაჰანმა ბოდიში მოუხადა. ვერაფრით მიმ-
ხვდარიყო, თავაზიანობის ზღვარს გადააბიჯა თუ რაღაც ისეთი
შეიტყო, რაც, წესით, არ უნდა სცოდნოდა. ერთი სული ჰქონდა,
გაემხილა, რომ მისი გონების უძირო წიაღში მუდამ ცოცხლობ-
და მიჰრიმაჰის სახის თითოეული ნაკვთი; რომ ფიქრში მუდამ ამ
სახეს ძერწავდა და რამდენჯერაც თვალებს დახუჭავდა, თვალ-
ნათლივ ხედავდა ამ სახეს - ხან გაღიმებულს, ხან წარბშეყ-
რილს, ხან ტკბილმოუბარს, ხანაც მთვარესავით გაბადრულს...
- მე მხატვარი არა ვარ, მაგრამ თქვენ კი დაგხატავდით,
თქვენო უდიდებულესობავ, - თქვა მოულოდნელად გათამამე-
ბულმა ჭაბუკმა, - დამიჯერეთ, ამას ვერავინ შეიტყობს!
- რისი თქმა გინდა? აი, ასე, მოურიდებლად დამხატავ და
ამით ძალიან გამაბედნიერებ? - შეუტია მიჰრიმაჰმა.
ჯაჰანი ვერ მიხვდა, უწყრებოდა სულთნის ასული თუ მასხრად
იგდებდა. მაგრამ ის აზრი, რომ მათ საზიარო საიდუმლო გამო-
უჩნდათ, ძალიან გაუტკბა და ამგვარი შესაძლებლობის არსებო-
ბა უნებურად ირწმუნა.
მიჰრიმაჰი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და ჰკითხა:
- რატომ გგონია, რომ ასეთი თავხედობის უფლებას მოგცემ?
- იმიტომ, რომ ასეთი თვალით სხვა ვერავინ გხედავთ, ჩემ
გარდა... - ათრთოლებული ხმით წასჩურჩულა ჯაჰანმა.
შემდეგ თვალები დახუჭა და დაელოდა სასჯელს, რომელიც,
მისი აზრით, სრულიად გარდაუვალი იყო. მიჰრიმაჰმა კი, მისდა
გასაოცრად, დუმილი ამჯობინა.

219
ავსტრიის ელჩი ბუსბეკი ცნობისმოყვარე კაცი იყო. ყოველ-
თვის, როცა სასახლეში სახელმწიფო საქმეებზე სამსჯელოდ იწ-
ვევდნენ, შეხვედრის შემდეგ სამხეცის დათვალიერებას ითხოვ-
და ხოლმე. ცხოველები ძლიერ აინტერესებდა და უყვარდა. თუ
რამ ცხოველზე ხელი მიუწვდებოდა, იძენდა და საელჩოს ტერი-
ტორიაზე აბინავებდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მის
ბაღს ნოეს კიდობანიც კი უწოდეს.ა აქ ბინადრობდნენფ ირმები,
სინდიოფალები, სიასამურები, ფოცხვრები, არწივები, მაიმუნე-
ბი, უცნაური სახელების მქონე რეპტილიები, ჯორები, დათვი,
მგელი და მაჰმადიანი მსახურების მუდმივი შეშფოთების საგანი
- ღორიც კი! მაგრამ ელჩს საყვარელ ცხოველებად მაინც ვეფ-
ხვები და ჩოტა მიაჩნდა. სწორედ ბუსბეკმა მიჰგვარა სულთანს
მხატვარი მელქიორ ლორკი.52 მას შემდეგ, რაც ოსმალეთის მი-
წას ფეხი დაადგა, ეს კაცი მუდამ მუშკეტებიან იანიჩრებს, საომა-
რი დოლებით დატვირთულ აქლემებს, ტვირთისგან წელში მოხ-
რილ მებარგულებს და გზისპირას მიმობნეულ ძველ ნანგრევებს
ხატავდა, მაგრამ ორი აუსრულებელი ნატვრა ჯერ კიდევ არ ას-
ვენებდა: მანტიებსა და იაშმაკებში გამოწყობილი ოსმალო ქა-
ლებისა და სულთან სულეიმანის სპილოს დახატვა სურდა.
მეორე ნატვრა მალე აუსრულდა, ნებართვა მიიღო და იმ დღი-
დან ჯაჰანისა და ჩოტას ცხოვრება შეიცვალა. კვირაში ორჯერ
მაჰაუტს სპილო ელჩის რეზიდენციაში მიჰყავდა. ბუსბეკს მიაჩ-
ნდა, რომ ცხოვრებაში ორად-ორი სიკეთე არსებობს: წიგნები და

52 დანიელი გრავიორი და ფერმწერი (1526-1583).

220
მეგობრები. ოღონდ, მისი აზრით, წიგნი ბევრი უნდა გქონოდა,
მეგობრები კი თითზე ჩამოსათვლელიც უნდა გეკმარა. როცა
მიხვდა, რომ ჯაჰანი უბირი მომთვინიერებელი არ იყო, დაუახ-
ლოვდა და ხშირად ემუსაიფებოდა, როგორც უცხოელი უცხო-
ელს.
- თურქები ქაღალდს დიდ პატივს სცემენ, - უთხრა ერთხელ
ჭაბუკს, - ერთი ნაგლეჯი რომ იპოვონ სადმე, აუცილებლად
აიღებენ, რათა ფეხი არავინ დააბიჯოს. განა გასაკვირი არ არის,
რომ ქაღალდის ასეთ თაყვანისმცემლებს წიგნები სრულებით
არ აინტერესებთ?
- ჩემს ოსტატს აინტერესებს წიგნები, - თქვა ჯაჰანმა.
- თუუ ეგრეა, ღმერთმა ჯანის სიმრთელე მისცეს! - თქვა ბუს-
ბეკმა. - მაგრამ ამ ქვეყანაში კიდევ ერთი რამ მაოცებს: თურქებს
თანმიმდევრულობის გრძნობა არა აქვთ. ეს აქ ჩამომსვლელმა
ყველა უცხოელმა უნდა იცოდეს. ისტორიის ნაცვლად რაღაც
დომხალი აქვთ თავში. მათთვის დღევანდელი დღე ხვალინ-
დელს წინ უსწრებს, ხვალინდელმა კი შეიძლება გუშინდელს და-
ასწროს.
მისგანვე შეიტყო ჯაჰანმა კიდევ ერთი უცნაური რამ: თურმე
სპილო მის მეფესაც ჰყოლია და სახელად სულეიმანი რქმევია!
- ეს სულაც არ არის შეურაცხყოფა, - დაარწმუნა ბუსბეკმა, -
მე თუ მკითხავ, პატივისცემის ნიშანია!
სანამ ელჩი ჯაჰანს ცხოველებსა და მათ ქცევაზე ელაქლაქე-
ბოდა, ჟანგისფერ სამოსში გამოწყობილმა, მკაცრად გამომზი-
რალმა მელქიორმა ჩოტა ბაღში გაიყვანა, ჯაჰანის ჭოჭმანი
არად ჩააგდო და სპილო აკაციის ხის ქვეშ დააყენა.
კარგი კაცი ჩანდა მელქიორი, მაგრამ, სხვა მხატვრების
მსგავსად, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა. თავის

221
დროზე ეს პროფესია მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად
აირჩია და მას აქეთ მუდამ წარბშეკრული დადიოდა, თითქოს
გონებაში კვლავაც განაგრძობდა მათთან კინკლაობას. რო-
გორც კი მხატვარმა ჩოტა ადგილზე დააყენა და მოლბერტი გა-
მართა, სპილომ ხორთუმი იშვირა და ხის ტოტი დაითრია.
- ეჰეი! შეჩერდი! -უშესძახა მელქიორმა.
სპილომ ყურიც არ გააპარტყუნა.
მხატვარი მაჰაუტს მიუბრუნდა:
- რა სჭირს, ხომ არ შია?
- არა, საკმაოდ მსუყედ ისაუზმა, - უპასუხა ჯაჰანმა.
- მაშ, ფოთლებს რატომ ჭამს?
- რას ვიზამთ, ცხოველია, ბატონო... - ჩაილაპარაკა მაჰაუტმა.
მელქიორმა ჯერ ცივი მზერა შეავლო, თითქოს იმის გამორ-
კვევას ცდილობდა, მასხრად ხომ არ მიგდებსო, შემდეგ კი გააფ-
რთხილა:
- სხვა დროს უკეთ უნდა აჭამო!
ჯაჰანმა მითითება ყურად იღო და ჩოტას დღიური ულუფა
გაუორმაგა, მაგრამ ცხოველი აკაციის ფოთლებს მაინც მა-
დიანად სანსლავდა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ მხატვარი
სეანსების ადგილის შეცვლას დათანხმდა და ამჯერად გველი-
ვით დაკლაკნილ, მიყრუებულ ქუჩაბანდში გადაინაცვლა, სადაც
დანჯღრეული სახლები იდგა. ბუსბეკი ზედა სართულის ფანჯრი-
დან ადევნებდა თვალს მათ მუშაობას. საქმე ის იყო, რომ ორ იმ-
პერიას შორის ურთიერთობა მოულოდნელად გაუარესდა და
ელჩი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. სანამ მელქიორი ჩოტას
ხატავდა, ჯაჰანი ელჩთან საუბრობდა, რაც მასზე უდავოდ სასი-
კეთო გავლენას ახდენდა, რადგან ეს უკანასკნელი მცენარეების
სფეროში ღრმად იყო განსწავლული.

222
მელქიორმა ჩოტას პორტრეტი ორ თვეში დაასრულა. ამ მოვ-
ლენის აღსანიშნავად ბუსბეკმა სტუმრები - ფაშები, ვეზირები და
ემისრები მიიპატიჟა. ჯაჰანმა გაოცებით შენიშნა: მიუხედავად
იმისა, რომ ელჩს სახლიდან გამოსვლა ჯერ კიდევ ეკრძალებო-
და, სტუმრები უყოყმანოდ ეწვივნენ. კუთხეში მიდგმულ მოლ-
ბერტს თეთრი ტილო ჰქონდა გადაფარებული და საზეიმო წუ-
თებს ელოდა. ლურჯ ხავერდში შემოსილი მელქიორი გაბადრუ-
ლი იდგა. „ნეტავ ყველა მხატვარი ასეთია?“ გაიფიქრა ჯაჰანმა
უკვე მერამდენედ. მართლაც, ამ კაცს ერთი საქებარი სიტყვაც
კი გულზე ეფონებოდა და სიხარულისგან იფურჩქნებოდა. მხატ-
ვარმა თავიდანვე მოითხოვა, რომ სპილოს ამ ზეიმში მონაწი-
ლეობა მიეღო. ჩოტა ბაღის ბოლოში იდგა. ვინმესთვის ფეხი
რომ არ დაებიჯებინა, ჯაჰანმა ცხოველი მახლობელ ბერმუხაზე
მიაბა. დადგა ფარდის ახდის დრო. სტუმრები აფუსფუსდნენ და
ტილოს მიუახლოვდნენ. რაკი ამ პორტრეტზე ადამიანი არ იყო
გამოსახული, ინტერესს თვით ღვთისმოსავი მაჰმადიანებიც არ
მალავდნენ. როგორც იქნა, ნახატს ფარდა ახადეს და ჯაჰანმა
ფრიად უცნაური გამოსახულება იხილა. ჩოტა თავისთავს არ
ჰგავდა. ეშვები გაცილებით დიდი და ბასრი ჰქონდა და ისე
მრისხანედ იმზირებოდა, თითქოს მზად იყო, ჩარჩოდან გადმომ-
ხტარიყო და დამსწრეებს დარეოდა. თვითონ ქუჩა, სახლები და
ცა ისე დამაჯერებლად იყო გამოსახული, რომ მნახველს მათ-
თვის ხელის შევლების სურვილი უჩნდებოდა. ნახატიდან საამუ-
რი სითბო გამოსჭვიოდა. აღტაცებულმა სტუმრებმა ტაში დას-
ცხეს, ბუსბეკმა კი მხატვარი ქისით დააჯილდოვა. მმცირედი გა-
სამრჯელო ჯაჰანსაც ერგო იმ დახმარებისთვის, რომელიც ამ ნა-
წარმოების შექმნაში მხატვარს გაუწია. ღვინით აქოთებული
მელქიორი ბიჭს გადაეხვია. ერთ საათში ჯაჰანმა წასვლა დააპი-

223
რა, წამით მოლბერტთან შეჩერდა და გული გადაუქანდა: ნახა-
ტის ზედა ნაწილი აღარსად ჩანდა. ფაფუკი ღრუბლის ადგილას
ახლა დიდი ხვრელი იყო. ჯაჰანის გულმა ბაგაბუგი ატეხა, მმიტ-
რიალდა და დაინახა, რომ სპილოს თოკი გაეწყვიტა. ჩოტას ბრა-
ლეულობაში ეჭვი თითქმის არ ეპარებოდა, და ეს ეჭვიც საბო-
ლოოდ მაშინ გაუქარწყლდა, როცა ცხოველის ერთ-ერთ ეშვზე
ლურჯი საღებავის ნარჩენები შენიშნა. ჯაჰანმა სადავეებს მოქა-
ჩა, ელჩის საცხოვრებელს უსიტყვოდ გაეცალა, ჭიშკარი გა-
მოიხურა და სპილოსთან ერთად მინებდა საღამოს ნიავს. მელ-
ქიორი მას შემდეგ აღარ უნახავს. მხოლოდ მოგვიანებით შეიტ-
ყო, რომ მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა და თავისი აღმოსავ-
ლური კოლექციით სახელიც კი მოიხვეჭა. თუმცა ამ ნამუშევ-
რებს შორის სულთან სულეიმანის სპილოს პორტრეტი არ იყო.

გამოხდა ხანი. სულეიმანიეს მშენებლობა დასასრულს მიუახ-


ლოვდა. ამასობაში სულთანს ნიკრისის ქარებმა შემოუტია. ფე-
ხები შეუშუპდა და კანი ისე დაუსკდა, რომ ყველა ფორიდან სით-
ხე მოჟონავდა. სულთანი იძულებული შეიქნა, ფეხები დოლბან-
დით გადაეხვია. სხვაც ბევრი ჰქონდა სადარდებელი: მის კისერ-
ზე იყო იმ ადამიანების სისხლი, ვინც ოდესღაც ეძვირფასებოდა.
ეს გახლდათ დიდვეზირი იბრაჰიმი და უფროსი ვაჟი მუსტაფა.
ორივეს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, მაგრამ ორივე ერ-
თმანეთის მიყოლებით დაასჯევინა. სტამბოლში შეთქმულებები
ბობოქრობდა. ამან აფიქრებინა ჯაჰანს, რომ სულთნისგან გან-
კარგულებებს კარგა ხანს ვერ გაიგონებდა. როგორ შეცდა!
გლოვისა და ავადმყოფობის მიუხედავად, მბრძანებელი ვერ ის-
ვენებდა და შიკრიკების პირით უწინდებურად უთვლიდა მშენებ-

224
ლებს მოკლე მითითებებს, ერთ მშვენიერ დღეს კი სამშენებლო
მოედანს კვლავაც ეწვია. ტკივილებისგან ღონემიხდილი მაინც
მრისხანედ აბრიალებდა თვალებს. მშენებარე მეჩეთს ზედაც არ
შეხედა, თითქოს ამხელა ნაგებობა იქ არც კი იდგა. შემდეგდ
ცხენი ადგილიდან მოწყვიტა და ჭენებით გასწია სინანისკენ.
- ხუროთმოძღვარო, ძალიან აგვიანებ. ჩემი მოთმინება იწუ-
რება.
- გარწმუნებთ, თქვენო უდიდებულესობავ, ამ მეჩეთს ღვთის
ნებით მალე დავასრულებ.
- კიდევ რამდენი დრო დაგჭირდება?
- ორი თვე, მბრძანებელო!
სულთანმა იქაურობას კუშტი მზერა შეავლო და უპასუხა:
- ორი თვე! ამ ვადას ერთი დღეც არ უნდა გადააცილო, იცო-
დე! თუ ამ დროისთვის მეჩეთის კლიტენი არ ჩაგიბარებია, სხვა-
ნაირად დაგელაპარაკები.
როცა სულთანი წავიდა, აღელვებულმა მუშებმა ერთმანეთს
გადახედეს. არავინ იცოდა, როგორ უნდა შეესრულებინათ ეს
მოთხოვნა ასეთ მოკლე ვადაში. შიში და შფოთვა ისე ათუხთუხ-
და, როგორც ცეცხლზე შემოდგმულ ქოთანში მდუღარე წვნიანი.
სიკვდილით დასჯის საფრთხით შეძრწუნებული მშენებლები სა-
მუშაოს მიტოვებაზე აჩურჩულდნენ. ერთხელაც, როცა სინანი
საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვითარება უმართავი გახდა, ჯაჰა-
ნის დახმარებით სპილოზე ამხედრდა და ტახტრევნიდან მუშებს
სიტყვით მიმართა:
- ძმებო! ამ დილით აქ ერთი ფუტკარი დაფრინავდა. თქვენ
თუ შეამჩნიეთ?
არავინ უპასუხა.

225
- ჩემთვის გავიფიქრე, მეც ასეთივე პაწაწინა ქმნილება რომ
ვიყო, თითოეული ადამიანის მხარზე წამოსკუპება და მისი აზრე-
ბის მიყურადება შემეძლოს, ნეტავ რას გავიგონებდი-მეთქი...
ბრბო შეიშმუშნა.
- ალბათ წუხილისა და შფოთვის გამომხატველ ბგერებს მოვ-
კრავდი ყურს, - განაგრძო ოსტატმა, - ზოგიერთი თქვენგანი
მართლაც ვერ ისვენებს და ჰგონია, რომ თუ ამ მეჩეთს დროზე
არ დავასრულებთ, შარში ამოვყოფთ თავს. სხვები ამტკიცებენ,
რომ ეს არ მოხდება. დამიჯერეთ, თუ სულთანი კმაყოფილი არ
დაგვრჩება, არავის არაფერი ემუქრება, ჩემ გარდა.
- რა იცი, რომ შენთან ერთად თავებს ჩვენც არ წაგვაცლიან? -
თამამად იკითხა ერთ-ერთმა მუშამ, რომელსაც სახის დამალვა
არც უფიქრია.
თანხმობის ნიშნადბ ბრბომ ბუტბუტით ააყოლა ხმა.
- ყური დამიგდეთ, - განაგრძო სინანმა, -აამ ადგილას ადრე
ტრიალი მინდორი იყო. მოვედით, ქვა ქვას დავადეთ და თანდა-
თან აღვმართეთ წმინდა მეჩეთი. ერთმანეთის მხარდამხარ
ზამთარ-ზაფხულ ვეწეოდით ამ ჭაპანს. ერთმანეთს უფრო ხში-
რად ვხედავდით, ვიდრე ცოლ-შვილს...
მუშების რიგებში ჩურჩული გაისმა.
- ჩვენი სიკვდილის შემდეგ აქ ხალხი ივლის, - განაგრძო ოს-
ტატმა, - მათ ჩვენი სახელები არ ეცოდინებათ, მაგრამ ჩვენს
მიღწევას თავისი თვალით იხილავენ და არასოდეს დაგვივიწყე-
ბენ.
- ნეტავი შენ! - წამოიძახა ერთ-ერთმა მშენებელმა, მაგრამ
სინანმა სვენებ-სვენებით განაგრძო:
- თუ მარცხი ვიწვნიე, ეს მხოლოდ ჩემი მარცხი იქნება, ხოლო
თუ წარმატებას მივაღწიე, მას ყველანი გავიზიარებთ.

226
- ამას სულელები ვგონივართ! - ისევ გაისმა ვიღაცის ხმა.
ვერ დააჯერა ოსტატმა თავისი ხელქვეითები. კაცი, რომელ-
საც თავიდან ნდობა გამოუცხადეს და მოწიწებით ეპყრობოდნენ,
უეცრად იქცა ადამიანად, რომელიც მათ სიცოცხლეს საფრთხე-
ში აგდებდა.
- ძმებო! - თქვა ბოლოს სინანმა, - ვხედავ, ვერ გარწმუნებთ.
ამიტომ გადავწყვიტე, სათქმელი წერილობით ჩამოვაყალიბო
და წერილი დავბეჭდო. თუ რამე მოხდა, ეს უსტარი ჩვენს კე-
თილშობილ სულთანს გადაეცით. თქვენი ნდობისთვის ჯილდოს
სახით გასამრჯელო დაგირიგდებათ.
ამჯერად ყველა დადუმდა. ეს დუმილი თანხმობისა და მოწო-
ნების ნიშანი იყო. სინანი თავისი მოხდენილი კალიგრაფიით წე-
რას შეუდგა. სულეიმანიეს მეჩეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ
მარცხზე მხოლოდ თავად აგებდა პასუხს, წარმატება კი ჯერ უფ-
ლის წყალობად, შემდეგ კი მშენებლების დამსახურებად უნდა
მიეჩნიათ. ასეთი იყო წერილის შინაარსი. სინანმა უსტარი ხელ-
მოწერით დააგვირგვინა, დაბეჭდა და მეჩეთის გალავანთან,
ისეთ ადგილას დაფლა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი
პოვნა არავის გაძნელებოდა.
მეორე დილით სამუშაოზე უკლებლივ ყველა გამოცხადდა.
მშენებლებს ბაქშიში53 დაურიგდათ. ჯაჰანმა მოახერხა და ეს
განხეთქილება სათავისოდ გამოიყენა: ფულის შესანახი სკივრე-
ბიდან რამდენიმე ასპერი მოიპარა, ხოლო შინაგანი ხმა, რომე-
ლიც ამ დანაშაულისთვის მწარედ საყვედურობდა, მყისვე ჩაახ-
შო და თავის თავს შეახსენა, რომ ოსტატს კი არა, ულევი სიმ-
დიდრის პატრონს - ოსმალეთის სულთანს ძარცვავდა.

53 ზოგადად ქრთამს ნიშნავს. აქ: ფულადი ჯილდო.


227
მშენებლებმა შეწყვეტილი სამუშაო განაახლეს და გვიანო-
ბამდე შრომობდნენ. მშენებლობის პროცესში დამატებით ჩარ-
თეს ათობით მუშახელი. ერთბაშად დასაქმდნენ უმუშევარი
ქვისმთლელები, მეჩუქურთმეები თუ მხაზველები. ყველას ეგო-
ნა, რომ სინანი შიშით ხელ-ფეხს ვეღარ გაანძრევდა, მაგრამ პი-
რიქით მოხდა - ოსტატი ისეთი ენერგიით შეუდგა შრომას, რომ
ცა და ქვეყანა შეაზანზარა. მისი შემართებით შთაგონებულმა
შეგირდებმაც გამოიდეს თავი. მშენებლობის ხარჯებმა იმატა.
სულეიმანიეს მეჩეთი ხაზინას 54, 697, 560 ასპერი დაუჯდა.
კარის მთავარი ხუროთმოძღვრის თვალს იმ ორომტრიალ-
შიც კი არაფერი ეპარებოდა. ყველა დეტალი მისი დაჟინებული
ყურადღების საგანი იყო, იზნიკის სახელოსნოებში დამზადებუ-
ლი, ხასხასა ფირუზისფერი, წითელი და თეთრი ფილები იქნე-
ბოდა ეს თუ კარის კალიგრაფის, მოლა ჰასანის მიერ შესრულე-
ბული ულამაზესი თულუთების54 სახით კედლებზე მიწერილი
ალაჰის, მუჰამადისა და ალის სახელები. მნახველები აღტაცე-
ბით შეჰყურებდნენ მეჩეთის შიდა მორთულობას, მაგრამ ნაგე-
ბობის საიდუმლოებებს შეუიარაღებელი თვალით ვერავინ ხე-
დავდა. მაგალითად, თითქმის ვერავინ ამჩნევდა, რომ გვერდი-
თა კედლებში, რომლებსაც საყრდენი ფუნქცია არ ჰქონდათ და
გუმბათის ტვირთი არ ამძიმებდათ, ურიცხვი სარკმელი იყო და-
ტანებული, და სარკმლებიდან დღის შუქი ისე ნაზად იღვრებო-

54თულუთი — ერთ-ერთია არაბული ისლამური კალიგრაფიის


ექვსი ძირითადი სახიდან. ხასიათდება ასოთა განსაკუთრებით
მოქნილი მოხაზულობებით და ხშირად გამოიყენებოდა მეჩეთე-
ბისა და სხვა რელიგიური ნაგებობების მოსაკაზმად. განსაკუთ-
რებით პოპულარული გახდა ოსმალეთის იმპერიაში.

228
და, როგორც ქალის ძუძუდან - თბილი რძე. ვერც ქვის შვერილე-
ბის საგანგებო წყობას ამჩნევდა ვინმე, რაც სმენადობას აძ-
ლიერებდა და, შედეგად, ქადაგებისას იმამის ყოველი სიტყვა
სამწყსოს ნებისმიერ წევრამდე მკაფიოდ აღწევდა. ჭერში მურა-
ნოს შუშის ლამპრები და სარკის ნატეხებისგან აწყობილი ბურ-
თები, აგრეთვე, რკინის კაუჭებზე დამაგრებული, ნატიფი გემოვ-
ნებით მოხატული და აბრეშუმის ფოჩებით შემკული, სირაქლე-
მის კვერცხები იყო ჩამოკიდებული. შუშის ბურთებში მი-
ნიატიურული მეჩეთები იყო მოთავსებული. შენობის ცენტრში
მასიური, მოოქროვილი სფერო ეკიდა. შებინდებისას, როცა
ლამპრები ინთებოდა და სარკეები მათ შუქს ირეკლავდნენ,
მთელი მეჩეთი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მზე გადაეყლაპა.
ხალიჩებს ხომ ნუღარ იტყვით! იატაკზე ასობით ხალიჩა ეფინა.
ისინი სულეიმანიეს მეჩეთისთვის კაიროსა და კურეს უთვალავ-
მა მკვიდრმა - ადგილობრივმა ქალებმა და გოგონებმა საგანგე-
ბოდ მოქსოვეს. კოლოსალური ზომების მეჩეთს ვეება გუმბათი
აგვირგვინებდა. ორსართულიანი გალერეა უჩვეულო იერს
სძენდა ნაგებობას. ოთხი მინარეთი ცას სწვდებოდა. ცენტრში
განთავსებული ტახტრევანი ეყრდნობოდა წითელი გრანიტის
ოთხ სვეტს, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებდნენ წინას-
წარმეტყველის მეგობრებს, ხალიფებს - აბუ ბაქარს, ომარს, ოს-
მანსა და ალის. მეჩეთის კედლებზე ამოტვიფრული ყურანის თი-
თოეული სურა შეიხ ალ-ისლამ ებუსუუდის შერჩეული იყო. ეს
სურები შეახსენებდა მაჰმადიანებს, რომ დღეში ხუთჯერ უნდა
ელოცათ და სამწყსოს მრწამსისთვის არასოდეს გადაეხვიათ.
შიიტ სპარსელებთან დაპირისპირების დროს ოსმალო მმართვე-
ლები სუნიტური ისლამის თავგამოდებული მიმდევრები გახ-

229
დნენ და ამ ღვთისმოსაობას, თუნდაც გარეგნულად, დღითიდღე
სულ უფრო გულმოდგინედ ავლენდნენ.
ერთ ნახვად ღირდა ფერდზე შეფენილ ტერასებზე აღმართუ-
ლი, სკოლით, ბიბლიოთეკით, საავადმყოფოთი და სავაჭრო
წერტებით გარშემორტყმული მეჩეთი. მედრესესთან ერთად, აქ
დავრიშების სავანე, სასტუმრო ოთახები, სამზარეულო, საცხო-
ბი, სატრაპეზო, უპოვართა თავშესაფარი, სამედიცინო სასწავ-
ლებელი და ქარვასლაც იყო განლაგებული. იმ დროისთვის,
როცა სინანმა და მისმა შეგირდებმა ბოლო ქვა დადეს, უკვე
აღარაფერს ჰქონდა ძველებური სახე, აღარც ქალაქს და აღარც
სულთნის ტახტს. სანამ მეჩეთი შენდებოდა, მსოფლიო უფრო
ბნელ და პირქუშ ალაგად გადაიქცა, სულთანი კი უფრო სევდიან
კაცად. ასეა - დიდებული ნაგებობები არ იცვლება, მათი დამგეგ-
მარებლები, ამშენებლები და მომხმარებლები კი მუდმივად იც-
ვლიან ნირს.
ვინ აღარ მოინახულა სულეიმანიე, რომელმაც ყველა სხვა
მეჩეთი დაჩრდილა. დამთვალიერებლებს შორის იყვნენ: ვენე-
ციის ბაილო, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და თვით შაჰ თამაზის
დესპანიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სამეფო ხან-
გრძლივი შუღლისგან მხოლოდ ისვენებდა, საბოლოო მშვიდო-
ბას კი ვერა და ვერ მიაღწია.
- ჩემმა ხუროთმოძღვარმა ისეთი მეჩეთი ამიშენა, რომელიც
განკითხვის დღემდე გაძლებს! - გამოაცხადა თვალებგაბრწყი-
ნებულმა სულთანმა.
- როცა ჰალაჯ მანსური მკვდრეთით აღდგება და დამავანდის
მთას შეაზანზარებს, შენი მეჩეთი მაშინაც კი არ გატოკდება,
მბრძანებელო!.. - მიუგო სინანმა.

230
სულთანმა მოოქროვილი გასაღები აიღო და დამსწრეთ მი-
მართა:
- ვინ არის თქვენ შორის ყველაზე ღირსეული? მსურს სწორედ
მან გამომართვას ეს კლიტე და გახსნას ბჭე!
ჯაჰანმა ირგვლივ მიმოიხედა. ყველა, ვინც ადრე ოსტატს ბო-
როტად ქირდავდა, ახლა მდუმარედ იდგა და იღიმებოდა.
- არც ერთ თქვენგანს არ დაუმსახურებია მსგავსი პატივი ისე,
როგორც მთავარ ხუროთმოძღვარს, - თქვა სულთანმა და სი-
ნანს მოუბრუნდა:
- ძალიან გიფასებ იმას, რომ არ დამაღალატე!
სინანი წამოწითლდა და თვალები დახარა. შემდეგ გასაღები
გამოართვა, ჭიშკარი გააღო და სულთანი ეზოში შეიპატიჟა.
სხვები ფეხდაფეხ მიჰყვნენ მბრძანებელს. ჯაჰანი, რომელსაც
გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ დღეს არაფერს გამოჰკლებოდა,
ბრბოში ხვლიკივით გაძვრა.
მის ირგვლივ იმპერიის უმდიდრესი ადამიანები ირეოდნენ.
თითებზე პატიოსანი თვლები უელავდათ, მოხდენილი კაბების
ჯიბეებიდან სავსე ქისები ჰქონდათ გამოჩრილი. მარცხნივ ფაშ-
ფაშა კაცი, რუმელიის ყადი იდგა და ერთ-ერთ დიდმოხელეს
გაცხარებით ექაქანებოდა. ხელზე მუქი წითელი ფერის
კრიალოსანი ეკიდა. მეჩეთის შესასვლელს რომ უახლოვდე-
ბოდნენ, ჯაჰანი ყადის დაეჯახა და თავი მოისაწყლა, აქაოდა, ამ
ორომტრიალში ხელი მკრეს და ფეხი გამიცურდაო.
- მომიტევე, ეფენდი! - მოუბოდიშა ჭაბუკმა, მაგრამ ყადიმ
თვალები დააბრიალა და განზე გაიხედა. სწორედ ამ დროს
აიტაცა ბრბომ და კარისკენ გააქანა, ჯაჰანმა კი დრო იხელთა და
კრიალოსანი ისე ჩამოჰგლიჯა, ყადი ვერაფერს მიხვდა. მასთან
ხელახალი შეხვედრის თავიდან ასარიდებლად ჯაჰანი საპირის-

231
პირო მიმართულებით დაიძრა. კარგა ხანს იდგა განცალკევე-
ბით, სანამ სტუმრების უმრავლესობა მეჩეთიდან გამოვიდოდა
და მიმდებარე ნაგებობების დათვალიერებას შეუდგებოდა. ჭა-
ბუკმა ჯიბეში ხელი ჩაიყო, ნაპარავი სამკაული თითებით მოსინ-
ჯა და მეჩეთში შეაბიჯა. თავიდან ყოჩაღად იყო, მაგრამ კაპიტან
გარეტის გახსენებისას გუნება ეცვალა და მოუსვენრობამ შეიპ-
ყრო. ეს კაცი ახლა მორიგ მოგზაურობაში იყო და, სავარაუდოდ,
ორ თვეში დაბრუნდებოდა. ჯაჰანს თავისი ნადავლი სადმე უსაფ-
რთხო ადგილას უნდა შეენახა და გზიდან მობრუნებული კაპიტ-
ნისთვის გადაეცა. მაინც არ ასვენებდა სამკაულის გაყიდვაზე და
ამ თანხით მიჰრიმაჰისთვის საჩუქრის შეძენაზე ფიქრი. არჩევა-
ნი რომ ჰქონოდა, ალბათ სადაფისა და კუს ბაკნისაგან დამზადე-
ბულ სავარცხელს მიართმევდა ძღვნად. ბოლო დროს მიჰრი-
მაჰს ჩუმ-ჩუმად ხატავდა ხოლმე, მაგრამ თავისი ნამუშევრებით
კმაყოფილი არასოდეს რჩებოდა. ნამდვილად არ ეგონა, რომ
გონებაში ლამის სამარადჟამოდ ამოტვიფრული სახის ქაღალ-
დზე გადატანა ასე გაუძნელდებოდა. ამ ფიქრებით გართულმა
ზღურბლს გადააბიჯა და უცებ გაჩერდა. სარკმლებიდან უც-
ნაური, ფერადი შუქი იღვრებოდა: მეწამული, კობალტისფერი,
სინგურისფერი... უცებ გაახსენდა, პატარა ბიჭობაში არყის ხის
ქვეშ რომ წვებოდა და ცარგვალს ისე გაფაციცებით აკვირდებო-
და, თითქოს იქ ზეციურ სავანეს ეძებდა. თუ ცა ჩამოიქცა, ხეები
შეაკავებენო, არწმუნებდა საკუთარ თავს. ასე ბევრჯერ მოქ-
ცეულა, მაგრამ ერთხელ უცნაური რამ მოხდა. იმ დღეს ცას მეწა-
მული დაჰკრავდა, ღრუბლები კი ისე დაბლა მიცურავდნენ, ლა-
მის ხელით ჩაებღუჯა. ფოთლების სიმწვანე ზეცის ლაჟვარდს ერ-
წყმოდა. ისეთი უჩვეულო გრძნობა იყო, ბიჭს სული შეეხუთა.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა, მაგრამ აღმაფრე-

232
ნის ის უცნაური განცდა დღემდე ახსოვდა. ახლაც, როცა იდგა
და ოთხ გიგანტურ ბურჯზე დაშენებულ გუმბათს აღტაცებით ას-
ცქეროდა, იგივე განცდა დაეუფლა. მიუხედავად იმისა, რომ
აქაურობა ათასჯერ ჰქონდა ნანახი, ამ წუთებში მაინც ახლებუ-
რად ხედავდა და ასე ეჩვენებოდა, რომ ეს გუმბათიც ცის კამა-
რას ერთვოდა. ჯაჰანი მუხლებზე დაემხო, შემდეგ ხალიჩაზე წა-
მოწვა, თვალები დახუჭა, ხელ-ფეხი ფართოდ გაშალა და ისევ იმ
არყის ხის ქვეშ გართხმულ, ცისკენ მომზირალ პატარა ბიჭად იქ-
ცა. მეჩეთში სხვა არავინ იყო. ჯაჰანმა ამ ვეება სივრცეში უმცი-
რეს წერტილად იგრძნო თავი და უცებ ეწვია აზრი, რომ მთელი
ქვეყნიერება ერთ უკიდეგანო სამშენებლო მოედნად ქცეულიყო.
როცა ოსტატი და მისი შეგირდები ამ მეჩეთს აგებდნენ, თავად
სამყარო მათ ბედისწერას განაგებდა. ჯაჰანს ადრე არასოდეს
უფიქრია, რომ ღმერთი ხუროთმოძღვარი იყო. ქრისტიანები,
იუდეველები, მაჰმადიანები, ზოროასტრიზმის და უამრავი სხვა
აღმსარებლობის წარმომადგენელი ამ ერთი უჩინარი გუმბათის
ქვეშ ცხოვრობდა. სადაც თვალი მიუწვდებოდათ, ყველგან ზე-
ნაარის ნახელავი ხვდებოდათ.
იდგა ჯაჰანი ნაპარავი კრიალოსნით ხელში, და გულში ვერ
იტევდა მადლიერების ყოვლად აუხსნელ გრძნობას, წინააღმდე-
გობრივ განცდებს, შინაგან ქაოსსა და მღელვარებას. იდგა სუ-
ლეიმანიეს მეჩეთის ამ დიდებული გუმბათის ქვეშ ცხოველთა
მოთვინიერების ეს საუკეთესო ოსტატი და, ამავე დროს, ყოვ-
ლად უმწიფარი შეგირდი. თითქოსდ დროც გაჩერდა მასთან ერ-
თად, და ამ წუთებში ისე მოეჩვენა, რომ თავისდაუნებურად, ერ-
თი ნაბიჯით მიუახლოვდა სამყაროს ცენტრს.

233
დროდადრო ოსტატი სინანი შეგირდებს და ახალბედებს
სხვადასხვა საქმეს აკისრებდა: ხან ბაზარში უშვებდა მელნის სა-
ყიდლად, ხან ძველი ეკლესიების ნანგრევებში ქექვას ავალებდა
იმის გამოსარკვევად, თუ რა მიზეზით დაინგრა შენობის ესა თუ
ის ნაწილი, ან სხვა ნაწილებს რა მიზეზით არ შეეხო ნგრევის
პროცესი. შეგირდები, მისი ბრძანებით, ქალაქის მიმდებარე
ბორცვებსაც ხშირად ლაშქრავდნენ ნიადაგის მოსასინჯად, რა-
თა გაერკვიათ, სად უფრო მეტი ჭიაღუა ბუდობდა. ზოგჯერ, მისი
მითითებით, მოწაფეები მთელ დღეს ნეის გამომთლელ ოსტა-
ტებთან ატარებდნენ, რათა გაეგოთ, როგორ გამოსცემდა ასეთი
მარტივი მუსიკალური საკრავი ასეთ ომახიან, დიდებულ ბგე-
რებს! ოსტატი ითხოვდა, რომ ზემოთ ხსენებული, თუნდაც ყვე-
ლაზე უმნიშვნელო ამოცანების შესასრულებლად შეგირდებს
ყველა ღონე ეხმარათ. მაგრამ შეგირდები ასეთ დროს მუდამ
ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, თავ-თავიანთ დავალებებს
ერთმანეთს ადარებდნენ, იბოღმებოდნენ და უკმაყოფილოდ
ბუზღუნებდნენ. ჯაჰანს ამ მხრივ გამოცდილება აკლდა, ამიტომ
ეს კინკლაობაც ასცდა, მაგრამ ხუთშაბათს, ნაშუადღევს, ვითა-
რება შეიცვალა. თითქოს დაკარგული დროის ანაზღაურებას
ცდილობსო, სინანმა ერთის ნაცვლად ორი დავალება დააკისრა.
ჭაბუკი ჯერ სირაქლემების კვერცხებით მოვაჭრეებს უნდა შეხ-
ვედროდა და გადაეცა მათთვის, რომ ოსტატს მათი საქონელი
უახლოეს მომავალში დასჭირდებოდა, შემდეგ კი წიგნის გამ-
ყიდველი უნდა ენახა. სინანს შესაძენი წიგნის სახელწოდება არ
დაუსახელებია; ადგილზე გაიგებო, უთხრა. ჯაჰანს მისი საქ-
ციელი ცოტა ეუცნაურა, მაგრამ არ აღელვებულა. „რა ადვილი
დავალებები მომცა, ამას ბავშვიც კი შეასრულებს,“ გაიფიქრა
ბიჭმა, როცა სამშენებლო მოედანს ტოვებდა. განზრახული

234
ჰქონდა, ოსტატის დანაბარები ისე სწრაფად და უნაკლოდ შეეს-
რულებინა, რომ სინანს შემდგომში მისთვის გაცილებით სე-
რიოზული დავალებები დაეკისრებინა.
- ჰა, რა ხდება? - გაისმა უცებ უკნიდან.
ჯაჰანი მობრუნდა და სამი შეგირდი დაინახა. იდგნენ და პირ-
ში მისჩერებოდნენ.
- ისეთი არაფერი. სირაქლემის კვერცხები უნდა შევუკვეთო
და წიგნი ვიყიდო.
- პერაში რომ მეწიგნეა, იმასთან ხომ არ გიშვებს? - ჰკითხა
ნიკოლამ.
ჯაჰანმა თავი დაუქნია. სამივე შეგირდს სახეზე ჩრდილმა გა-
დაურბინა.
- გილოცავ, ახალბედავ! - წამოიძახა დაუდმა. - მაგ ბებერ
ვაცთან ოსტატი მხოლოდ რჩეულებს აგზავნის!
ჯაჰანს ამის გაგონება ძალიან ესიამოვნა, მაგრამ თან
უსიამოვნოდ გაჰკრა უხერხულობის გრძნობამ.
- თავს ძალიან მოკრძალებულად ნუ მოაჩვენებ. შენი ცოდნა
გამოამჟღავნე. მოეწონება! - დაარიგა ნიკოლამ.
იუსუფმა თანხმობის ნიშნად ჩაიღიმა.
- ოღონდ თუ არ იყვირე, სიმეონს ვერაფერს გააგონებ, ყრუა!
- დასძინა დაუდმა.
ჯაჰანმა რჩევისთვის მადლობა გადაუხადა. ჩოტას დატოვება
და სხვებისთვის გადაბარება ძალიან არ უყვარდა, მაგრამ თადა-
რიგი მაინც დაიჭირა, დილაადრიან შეაჯდა ერთ ზანტ, უსიცოც-
ხლო ცხენს და გზას გაუდგა. თან ოსტატის გამოტანებული ქისა
მიჰქონდა. გზად აბიბინებული მინდორ-ველები და მწკრივებად
ჩარიგებული კვიპაროსებით მოფენილი სასაფლაოები ხვდებო-
და. ასე მიიწევდნენ ცხენი და მხედარი უნპაკანის მიწებისკენ.

235
დანიშნულების ადგილს რომ მიუახლოვდა, ჯაჰანმა გზის გამრუ-
დებას თავი არ აარიდა და ნავსადგურში გაიარა. როცა შეეძლო,
ყოველთვის სიამოვნებით აკითხავდა ამ ადგილს, თითქოს საკუ-
თარი თავის დარწმუნება სურდა, რომ თუ ძალიან მოიწყენდა,
ერთ-ერთ ხომალდს შეახტებოდა და მიაშურებდა მშობლიურ
სახლს, რომელიც, მისი ღრმა რწმენით, ჯერ კიდევ ელოდა. ნავ-
სადგური სხვადასხვა ხმითა და სურნელით იყო სავსე. ტალღე-
ბის შხუილი, თოლიების ჭყიპინი და ხმამაღალი, უხეში ბრძანე-
ბები ბორკილების ჟღრიალსა და წკეპლის ტკაცუნს ერთვოდა.
ზღვის წყალმცენარეების მძაფრი სუნით გამსჭვალულ ჰაერში
ოფლისა და ექსკრემენტების სუნიც ტრიალებდა, რომელიც ფე-
ხაწყობით მიმავალ ასობით ადამიანს ასდიოდა. ისინი ამასწი-
ნანდელ საზღვაო ბრძოლაში გამარჯვებული მეომრების მიერ
ჩამოყვანილი ტყვეები იყვნენ. ამ ბავშვებს, მოხუცებს, ქალებსა
და მამაკაცებს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ სახელები ერ-
ქვათ და საკუთარი ოჯახები ჰქონდათ; ახლა კი ეწვივებზე შებმუ-
ლი ხუნდების ჟღარუნით მიიწევდნენ წინ, რაღაცას დაჟინებით
ჩასცქეროდნენ, მაგრამ ვერაფერს ხედავდნენ, თითქოს იქ იყ-
ვნენ და, იმავდროულად, სხვაგან ქროდა მათი გონება. ჯაჰანმა
ცხენიდან ისკუპა და შეუერთდა ხალხმრავალ ჯგუფს, რომელიც
ამ უსიხარულო მსვლელობას თვალს ადევნებდა. თხემით ტერ-
ფამდე ჭუჭყში ამოგანგლული ზოგიერთი ტყვე ცდილობდა,
ოდესღაც კოხტა სამოსი ახლაც მოხდენილად და ღირსეულად
ეტარებინა. ჯაჰანის ვარაუდით, ისინი წარჩინებულები უნდა ყო-
ფილიყვნენ. სხვები კი ისეთ ძონძებში იყვნენ გახვეულები,
ეიუფის55 მათხოვრებიც რომ იუკადრისებდნენ. თუმცა არავითა-

55 ეეიუფი - სტამბოლის ერთ-ერთი უძველესი უბანი.


236
რი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმას, თუ ვინ იყვნენ ისინი წინა
ცხოვრებაში. ამ წუთებში მათ თავზე წკეპლა დასტრიალებდათ
და ეს წკეპლა განურჩევლად ყველას ზურგზე ეშვებოდა. ზედამ-
ხედველები ამას მათი დაჩქარების მიზნით არ აკეთებდნენ, სხვა
მიზანი უფრო ამოძრავებდათ: იმ ტკბილი ზმანებებიდან სურდათ
მათი გამოფხიზლება, რომლებსაც ახლა ეს ადამიანები თავს
აფარებდნენ.
ჯაჰანი ისევ შეახტა ცხენს, ბაზრისკენ გააჭენა, გაესაუბრა უამ-
რავ ვაჭარს, რომლებიც, სხვა საქონელთან ერთად, სირაქლე-
მის კვერცხებსაც ყიდდნენ, და გადასცა ოსტატის დანაბარები
იმის შესახებ, რომ სინანს უახლოეს დროში მათი საქონელი
უსათუოდ დასჭირდებოდა.
კარის ხუროთმოძღვართუხუცესი სირაქლემის კვერცხებს
ობობების საწინააღმდეგოდ იყენებდა, რათა მეჩეთებს აბლაბუ-
და არ მოსდებოდა. ორივე მხარეს გახვრეტილი და ჭერში ჩამო-
კიდებული სირაქლემის კვერცხი უშვებდა სუნს, რომელიც ადა-
მიანს არ აწუხებდა, მწერებს კი აფრთხობდა. ვაჭრებმა ჭაბუკს
ყური დაუგდეს, მაგრამ როცა ჯაჰანმა დააზუსტა, იქნებოდა თუ
არა საქონელი მზად ერთ თვეში, ყველა მათგანმა მხოლოდ ერ-
თი სიტყვით უპასუხა:
- ინშალა!
ჯაჰანი ბოლომდე ვერ დარწმუნდა, რომ პირველი დავალება
შესრულებული ჰქონდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და მეორის
შესასრულებლად გაემართა.
როცა წიგნით მოვაჭრის ორსართულიან, კარგა გვარიანად
შელახულ სახლს მიადგა, ცხენს ისევე გაუხარდა მისი თავიდან
მოცილება, როგორც თავად ჯაჰანს ცხენთან განშორება. ბიჭს
შეგირდების ნათქვამი კარგად ახსოვდა და კარზე ხმამაღლა და-

237
აბრახუნა. კარი გაიღო და სიბერისგან აკანკალებული, გაავებუ-
ლი კაცი გამოჩნდა.
- სალამ ალექიუმ, თქვენთან ჩემმა ოსტატმა გამომგზავნა...…
- რა გაღრიალებს, ყრუ ხომ არ გგონივარ, ჩერჩეტო?! -
შეუტია მასპინძელმა.
- არა, რას ბრძანებ... ეფენდი... - შეცბა ჯაჰანი.
- ვინ არის შენი ოსტატი? - ჰკითხა წიგნით მოვაჭრემ კუშტად,
მაგრამ სინანის სახელის გაგონებისას სახე მოულბა და ჩაილა-
პარაკა:
- ჰო, კარგი, შემოდი.
შიგნით რომ შევიდნენ, ახალგამომცხვარი პურის სურნელი
ორთავეს თბილი საბანივით შემოეხვია. კუთხეში გაძვალტყავე-
ბული დედაბერი მოკუნტულიყო საკერავით ხელში.
- ეს ჩემი ცოლია, ესთერი. ნუ შევაწუხებთ, - ჩაილაპარაკა სი-
მეონმა.
აუჩქარებლად ჩაუყვნენ ბნელ, ორპირი ქარებით გამსჭვა-
ლულ დერეფნებს. სახლი ლაბირინთს ჰგავდა. კედლებს ყავის-
ფერი და შავი ტყავის ყდებგადაკრული ტომეულებით სავსე თა-
როები მიუყვებოდა. ზოგი მათგანი მეკობრეებს შორეულ კუნძუ-
ლებზე მოგზაურობისას, საპორტო ქალაქებში ან მტრის ხომალ-
დების ბიბლიოთეკებიდან ჰქონდათ მოპარული. ზღვის მგლებმა
სიმეონის გატაცების შესახებ კარგად იცოდნენ და ეს წიგნები
მისთვის კარგა გვარიანი თანხის საფასურად ჩამოჰქონდათ.
რაც შეეხება სხვა წიგნებს, ისინი ფრანკთა მიწებიდან იყო ჩამო-
ტანილი. აქ სამედიცინო ხელშეკრულებებსაც ნახავდით და ეს-
პანელი ექიმებისა და ფრანკი დიდგვაროვნების ნაქონ ტო-
მეულებსაც. სხვები სტამბოლსა და სალამანაკაში იყო გამოცე-
მული. სეფარიდი ებრაელები სულთნის ნებართვით საკუთარ

238
წიგნებს გამოსცემდნენ. ერთ კუთხეში მათემატიკის ხელნაწერი
სახელმძღვანელოები იყო ჩარიგებული, რომელთა ავტორი თა-
ვისი დროის გამოჩენილი სწავლული მოლა ლუტფი გახლდათ.
გვერდების კიდეებზე ქარების მიმართულებებისა და ჰაერის ნა-
კადების სქემები, აგრეთვე, ვარსკვლავებისა და ციური სხეულე-
ბის გამოსახულებები იყო მიხატული. აქვე იყო ესპანეთიდან ახ-
ლად ჩამოტანილი, რაინდ ზიფარის წიგნი; ანტონიო და სანგა-
ლოს გრავიურები; ტრაქტატები სათაურით: Regole generali di
architettura;56 ვიტრივიუსის მოოქროვილკიდეებიანი ლათინუ-
რი ხელნაწერი, სახელწოდებით De Architectura;57 ლეონ ბატის-
ტა ალბერტის ტრაქტატი სათაურით De re aedificatoria, რაც სი-
მეონმა შემდეგნაირად თარგმნა: „შენების ხელოვნება“. აქვე
იყო კიდევ ერთი ფოლიანტი, რომლის ავტორს მეტად უცნაური
სახელი, იბნ მაიმონი ერქვა, თვით წიგნის სახელწოდება კი შემ-
დეგნაირად ჟღერდა: „სახელმძღვანელო გზააბნეულთათვის“,
რაც, ჯაჰანის აზრით, სწორედ რომ მისთვის იყო ზედგამოჭრი-
ლი.
ბოლოს მიადგნენ სახლის უკანა მხარეს განლაგებულ ერთ
დიდ, ჩაბნელებულ ოთახს. ოთახის შუაში კარადა იდგა, უამრავი
უჯრითა და ჩახლართული, გრეხილი ორნამენტებით. სიმეონმა
ბიჭს ხელით სკამზე მიანიშნა და ჰკითხა:

56
ბოლონიელი არქიტექტორის, ვინმე სებასტიანო სერიოს ავ-
ტორობით
57ეს უკანასკნელი ბუდას ( თანამედროვე ბუდაპეშტი, რომელიც
1541 წელს ოსმალებმა 145 წლით დაიპყრეს.) დაპყრობის
დროს იქნა აღმოჩენილი და საბოლოოდ სტამბოლში დაიდო ბი-
ნა

239
- როგორ არის შენი ოსტატი? კარგა ხანია, არ მინახავს.
- მოკითხვას გითვლის, - უპასუხა ჯაჰანმა, - წიგნის შერჩევა
კი შემომთავაზა, მაგრამ სათაური არ დაუსახელებია.
- ეგ არ არის ძნელი. ჯერ ის მითხარი გულწრფელად, ცოდნის
მაძიებელი ხარ თუ არა?
- რა ვიცი... სასახლის სკოლაში დავდივარ... - ჩაილაპარაკა
გაოცებულმა ჯაჰანმა.
- ეგ არ მიკითხავს. მოწაფე და ცოდნის მაძიებელი ერთი და
იგივე როდია.
ჯაჰანს ნიკოლას რჩევა გაახსენდა. ცხადი იყო, რომ დადგა
შესაფერისი მომენტი და ამ ანჩხლი კაცის გამოწვევა უნდა
მიეღო.
- ადამიანი, რომელიც სამშენებლო მოედანზე ათენ-აღამებს,
ძალაუნებურად ხდება ცოდნის მაძიებელი.
სიმეონმა დამცინავად უპასუხა:
- მე რომ მკითხო, ჩვენმა სულთანმა (უფალმა მოიღოს მასზე
წყალობა!) სიბრიყვეზე გადასახადი უნდა დააწესოს. თითო
ბრიყვული სიტყვისთვის თითო მონეტა რომ დააგროვოს, მისი
ხაზინა დოვლათით აივსება.
ჯაჰანს უცებ ეწვია აზრი, რომ ამხანაგებმა შეცდომაში შეიყვა-
ნეს. ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებდა და ამბობდა, ამ ბერი-
კაცს მხოლოდ აღიზიანებდა.
- სხვები თუ ყოფილან შენთან? - იკითხა ჯაჰანმა მიკნავებული
ხმით.
- როგორ არა, ბევრჯერ, - მიუგო სიმეონმა, - გაგიმართლა,
სინანის მოწაფე რომ ხარ. ნეტავ თავად თუ ხვდები ამას?

240
ჯაჰანმა მზერა აარიდა და თავი საზიზღარ თვითმარქვიად იგ-
რძნო. „ერთი იცოდეს, სამშენებლო მოედანზე ქურდობა რომ
ვცადე...“ გაიფიქრა თავისთვის, მასპინძელს კი უპასუხა:
- ვცდილობ, რაც შემიძლია, ეფენდი.
- ოსტატი ოსტატია, მაგრამ წიგნს არაფერი სჯობს, იცოდე. ვი-
საც ბიბლიოთეკა აქვს, მას ათასობით მასწავლებელი ჰყავს.
თქვენს წინასწარმეტყველს უთქვამს: „ეძიე ცოდნა, თუნდაც
ამისთვის ჩინეთს მოგიწიოს გამგზავრებამ.“ ჩემსას კი ასე უბ-
რძანებია: „ღმერთმა იმისთვის შეგვქმნა, რომ შევიცნოთ იგი.“
უვიცებს ასე ჰგონიათ: ამქვეყნად მხოლოდ იმისთვის მოვე-
დით, რომ ვიომოთ, შევწყვილდეთ და გავმრავლდეთ. არადა,
ჩვენი საქმე ცოდნის გაღრმავებაა. აი, რისთვის მოვევლინეთ
ქვეყნიერებას.
სიმეონი დადუმდა.
- ერთი ეს მითხარი, ღმერთს თუ ესაუბრები? - ჰკითხა ბიჭს.
- ვლოცულობ ხოლმე.
- ეგ არ მიკითხავს, შტერო. თუ ხუროთმოძღვრობა გსურს,
ისეთ ვიღაცას უნდა ესაუბრო, ვინც შენზე დიდია.
ჯაჰანმა თვალები დახარა.
- ღმერთს ჩემი გასაჭირით არ ვაწუხებ ხოლმე. აი, ჩემს სპი-
ლოს კი ვესაუბრები. ჩოტა ჩემზე დიდიც არის და ჩემზე ბრძენიც.
მართალია, სულ ნორჩია, მაგრამ ასე მგონია, რომ დაიბადა, უკ-
ვე ასი წლის იყო.
როცა ჯაჰანმა თავი ასწია, მოხუცი კაცის მზერაში რაღაც ისე-
თი დაიჭირა, რაც ჯერ კიდევ წუთის წინ არ შეუმჩნევია. ეჭვი არ
იყო, სიმეონს სტუმარი თვალში მოუვიდა.
- კეთილი სული ჩანხარ, მაგრამ ცოტა არ იყოს, გზააბნეული.
იმ ნავს ჰგავხარ, ორი მენიჩბე რომ მართავს და ორივეს სხვა-

241
დასხვა მიმართულებით მიჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუ-
თარ გულისგულამდე ჯერაც ვერ ჩაგიღწევია.
ჯაჰანს ოსტატის სიტყვები გაახსენდა და უნებურად გააჟრჟო-
ლა. სიმეონმა კი განაგრძო:
- ახლა ეს მიბრძანე: მაინც რისი აშენება გიყვარს ყველაზე
მეტად?
- ხიდების! - უპასუხა ბიჭმა.
ამასობაში გაწვიმდა. დერეფნის სიღრმიდან შარიშური გაის-
მა. ვიღაცამ წიგნის გვერდი გადაფურცლა.
„სიმეონის ცოლი კითხულობს ნეტავ, თუ ამ სახლში სხვებიც
არიან?“ გაუელვა ჯაჰანს. აამ წუთებში ისიც კი გაიფიქრა, რომ
სინანის ერთ-ერთი შეგირდი იქ იყო, სადღაც იმალებოდა და
ყურს უგდებდა. ჯაჰანმა წიგნებით მოვაჭრეს შეხედა, თითქოს
მისგან ამ ეჭვის დადასტურებას ითხოვდა, მაგრამ სიმეონი ამ
დროს სკივრში იქექებოდა და მისთვის არ ეცალა. ცოტა ხანში
სკივრიდან ნახაზი ამოიღო და ჭაბუკს უჩვენა:
- შეხედე.ე ეს ოქროს რქაზე გადებული ხიდია. ლეონარდოს
ნამუშევარია.
ჯაჰანი გაისუსა. ეს სახელი ოსტატისგან ჰქონდა გაგონილი.
- ლეონარდოს დახმარებისთვის მაშინ სულთან ბაიაზიდმა
მიმართა, მან კი თავისი ნახატები, და მე თუ მკითხავ, არცთუ
მოკრძალებული წერილი გამოუგზავნა. ლეონარდო იუწყებოდა,
რომ ხიდის აშენებაც შეეძლო და ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სხვა
რამის გაკეთებაც; მაგალითად, ბოსფორზე მოძრავი ხიდის აგე-
ბა, - განუმარტა სიმეონმა და ახლა სხვა სკივრი გახსნა, რომელ-
შიც, მისი თქმით, მიქელანჯელოს ჩანახატები ინახებოდა. ძირი-
თადად, პანთეონის, ფლორენციის კათედრალის და აია სოფიას
გუმბათების პროექტები იყო.

242
- მიქელანჯელოს გული მოუწევდა აქეთ. ყოველ შეთხვევაში,
წერილებით სწორედ ამას გვამცნობდა.
- მასთან მიმოწერა გქონდათ? - იკითხა ჯაჰანმა.
- დიდი ხნის წინ. მაშინ ლლეონარდო ახალგაზრდა იყო. მეც
ყრმა ვიყავი. მას ლევანტში მუშაობის სურვილი ჰქონდა. მე ვა-
გულიანებდი. ჩვენი სულთანიც მიესალმებოდა ამას. მე მათი
თარჯიმანი ვიყავი. ფრანცისკანელი ბერებიც თარჯიმნობდნენ,მ
თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ საქმეს ხელი შეუწყვეს.
მათ არ უყვართ თურქები...
სიმეონი ერთხანს ფიქრებს მიეცა, შემდეგ განაგრძო:
- ლეონარდო ოქროს რქაზე ხიდის გადებას აპირებდა. ხიდზე
ობსერვატორია და ბიბლიოთეკა უნდა განლაგებულიყო. ამ ყვე-
ლაფრის მეთვალყურეობა მე მეკისრებოდა...
მოხუცი გაწბილებული ჩანდა.
- მაინც რა მოხდა?
- გადაარწმუნეს. ასე უთხრეს, სჯობს პაპის ხელში მოკვდე,
ვიდრე ოსმალეთის სულთნის ხელით დაჯილდოვდეო. ამით დამ-
თავრდა ყველაფერი. რომი რომია, სტამბოლი კი სტამბოლი.
მას შემდეგ ამ ორი ქალაქის დაახლოებაზე ხმას აღარავინ
იღებს.
სიმეონმა ამოიოხრა და დასძინა:
- თუმცა თვალი დღემდე აქეთ უჭირავს.
- ვის გულისხმობ, ეფენდი?
- რომს ვგულისხმობ. შენს ოსტატს ყურადღებით მისჩერებია,
- უპასუხა სიმეონმა.
ჯაჰანს გააჟრჟოლა. გაახსენდა ჩამოშლილი ხარაჩოები და
ჩაჭრილი თოკები. გაახსენდა მარმარილოს პარტია, რომელმაც
სტამბოლამდე ვერ მოაღწია. ნუთუ ყველა ამ უბედური შემთხვე-

243
ვისა და უიღბლობის უკან რაღაც ძალა იმალებოდა? რომის თვა-
ლი. ბიჭმა აზრების მოკრება სცადა, მაგრამ სანამ სიმეონი წიგნს
ეძებდა, ფიქრები გიჟური სისწრაფით დაურბოდა თავში.
უცებ სიმეონმა თაროდან გრავიურებით ილუსტრირებული
ფოლიანტი ჩამოიღო და უთხრა:
- აჰა, შენი იყოს. უთხარი ოსტატს, რომ ეს წიგნი შეგირჩიე.
ჯაჰანმა წიგნს არც კი დახედა და ქისას დასწვდა, მაგრამ სი-
მეონმა შორს დაიჭირა.
- ეგ ფული შენთვის შეინახე, ახალგაზრდავ. იტალიური ის-
წავლე. თუ ხიდების კაცი ხარ, ბევრი ენის ცოდნა გმართებს, -
უთხრა ჭაბუკს და წიგნი იღლიაში ამოუდო. ჯაჰანმა ვერაფერი
უპასუხა და უსიტყვოდ გავიდა გარეთ, სადაც ცხენი ელოდა. სი-
ნანის სახლს რომ მიადგა, მაშინღა გაახსენდა საჩუქრის დათვა-
ლიერება. ეს იყო „ღვთაებრივი კომედია“, რომლის ავტორი ვინ-
მე დანტე გახლდათ. როცა ჯაჰანმა წიგნი სინანს უჩვენა, ოსტატ-
მა მხიარულად გაიღიმა და თქვა:
- როგორც ჩანს, სიმეონს მოეწონე. თავისი საყვარელი წიგნი
უჩუქებია შენთვის.
- ასე მითხრა, იტალიური ისწავლეო.
- სწორი უთქვამს.
- კი მაგრამ, ვინ უნდა მასწავლოს ეს ენა?
- რა თქმა უნდა, თავად სიმეონმა. დაუდს, ნიკოლასა და
იუსუფსაც ის ასწავლიდა.
ჯაჰანს გული მოეწურა. აქამდე ეგონა, რომ მოხუცი მეწიგნე
სწორედ მას ანიჭებდა უპირატესობას.
- როცა ენას ეუფლები, ციხესიმაგრის გასაღები გიპყრია
ხელთ. აი, შიგნით რას იპოვი, ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, -
უთხრა სინანმა.

244
ჯაჰანს ცოცხლად წარმოუდგა თვალწინ, როგორ შედიოდა
ციხესიმაგრეში და როგორ ეპატრონებოდა იქაურ ავლადიდე-
ბას, სახე გაებადრა და უპასუხა:
- გასაგებია, ოსტატო!

ასე შეეჩვია ახალბედა შეგირდი წიგნის მაღაზიას, რომელიც


თანდათანობით ნავსაყუდელად, მშობლიურ სახლად ექცა. ამ
კედლებში უცხოდ აღარ გრძნობდა თავს. წიგნებში ჩაკარგულმა
საკუთარი თავი იპოვა. იტალიურის ცოდნა რომ გაიღრმავა, ლა-
თინურსა და ფრანგულს მიადგა, თანდათან ხატვაშიც გაიწაფა,
ახალბედობიდან შეგირდობამდე გზა გაიკვალა და ბოლოს მის
წინ სინანის ბიბლიოთეკის კარიც გაიხსნა. იყო კიდევ ერთი წიგ-
ნსაცავი, კარის ხუროთმოძღვართა ერთგვარი შტაბბინა, რომე-
ლიც ვეფაში (სტამბოლის ერთ-ერთი უბანი.) მდებარეობდა. ჯა-
ჰანი სხვადასხვა მიზნით მასაც წლობით სტუმრობდა, მაგრამ
ისე არაფერი სიამოვნებდა, როგორც სიმეონის სახლში ყოფნა,
სადაც მელნის, ტყავისა და ახალგამომცხვარი პურის სურნელი
ტრიალებდა.

ჩოტა დრტვინავდა, საყვირივით ჭექდა და ბოლთას სცემდა.


ამ მდგომარეობაში ერთხელ თუ ორჯერ ადრეც ყოფილა, მაგ-
რამ ეს გააფთრება მხოლოდ დროებითი იყო, ახლა კი ამ მდგო-
მარეობას თავს ვერასგზით აღწევდა. გაბოროტებულმა, უმარ-
თავმა ცხოველმა წინა დღეს მსახურები ისე დააფრთხო, რომ ჯა-
ჰანი იძულებული გახდა, ჯაჭვით დაება, მაგრამ დილით სპილომ
აიწყვიტა და ხეს დაეძგერა. ცხოველის ყურებთან განლაგებული

245
ჯირკვლები უსიამოვნო სუნის მქონე, ცხიმოვან სითხეს გამო-
ყოფდა და ჯაჰანმა იცოდა, რომ ეს ერთადერთ რამეს მოასწავებ-
და: სპილო ახურებული იყო.
სტამბოლში ჩოტასთვის ჯუფთის პოვნას ფიქრშიც ვერავინ
გაივლებდა. ეს იგივე იყო, რომ აგვისტოში თოვლი გენატრა.
სულ ამაოდ დაიარა ჯაჰანმა მთელი ქალაქი. სადაც არ მივიდა,
ჯერ მასხრად აიგდეს, შემდეგ კი ცხვირწინ კარი მიუხურეს. ლო-
მების მომთვინიერებელმა ოლევმაც კი არ იცოდა, რა ეღონა,
რაც ცხოვრებაში პირველად მოხდა.
როცა მიჰრიმაჰი ძიძასთან ერთად სამხეცეს ეწვია და ჩოტა
მოიკითხა, ჯაჰანს ოფლმა დაასხა. ცხადი იყო, სპილოს ვერ ანა-
ხებდა, მაგრამ მიზეზის ახსნა ისე უსაშველოდ ერცხვინებოდა,
რომ ლამის სუნთქვა შეეკრა. მიჰრიმაჰს მისმა ასეთმა დაფეთე-
ბამ სიცილი მოჰგვარა, მაგრამ როცა ალაპარაკდა, ხმაში სევდა
გაერია:
- რას იზამ, გაიზარდა შენი სპილო. ის საყვარელი სპლიყვი
უკვე აღარ არის. ბავშვურ უმანკოებას ოდესღაც ყველანი ვემ-
შვიდობებით.
ჯაჰანს მღელვარებისგან ენა წაერთვა და გაჭირვებით ამო-
ღერღა:
- თქვენო უმაღლესობავ, ეს პერიოდი აუცილებლად ჩაივ-
ლის. ჩოტა არ შეცვლილა. გვესტუმრეთ ხოლმე, გთხოვთ!
მმიჰრიმაჰმა თვალი აარიდა და პირი მზისკენ იბრუნა.
- ერთი ეს მითხარი, მაჰაუტო: ქარის დაჭერა თუ შეგიძლია?
ან ციდან მთვარის ჩამოღება? არის რაღაცები, რასაც ვერავინ
შეცვლის. ამ სიმართლეს თვალი უკვე გავუსწორე და, ადრე თუ
გვიან, შენც იმავეს გააკეთებ.

246
უცებ, თითქოს მის სიტყვებს პასუხობსო, ჩოტა აზმუვლდა, აწ-
რიალდა და ბორკილები ააჟღარუნა. ჯაჰანი ამ ხმებმა ისე დააფ-
რთხო, რომ მიჰრიმაჰის სიტყვებზე დაფიქრების თავიც აღარ
ჰქონდა.
როცა სულთნის ასული და ძიძა წავიდნენ, ერთი აზრი ეწვია:
უცებ გაახსენდა ბოშები, რომლებმაც ცხოველთან ერთად გაყი-
ნული წყლიდან ამოათრიეს და სიცოცხლე აჩუქეს. განა მათ არ
ახსენეს იმ დღეს, რომ სპილო ჰყავთ? ბიჭმა თავისი იმედიანი ვა-
რაუდი სხვა მომთვინიერებლებსაც გაუზიარა, მაგრამ მათ პასუ-
ხად მხოლოდ თავი გაიქნიეს:
- ბოშები წოწიალა ხალხია. სად უნდა სდიო?
ბოლოს ისევ ოსტატმა უშველა: სამუშაოდან გაათავისუფლა,
ეტლიც გამოუყო, ვერცხლის ფულიც გაატანა და უთხრა:
- წადი, შენს მხეცუნას ცოლი უპოვე და გააბედნიერე. მარტო
ამქვეყნად მხოლოდ ღმერთია!
ჯაჰანმა და მეეტლემ გაზაფხულის კარიბჭე უსიტყვოდ
გაიარეს და შორს, ცის კაბადონზე მიმქროლავ, შევარდისფრე-
ბულ ღრუბლებს გახედეს.
ბოშების პოვნას რამდენიმე საათი დასჭირდა. როგორც იქნა,
გამოჩნდა შორიდან მათი ფორნები, დახვეული ქვეშაგები და მე-
სერზე გადმოკიდებული ტანსაცმელი, რომელიც ნაცრისფერ მი-
დამოს მკვეთრი, ცინცხალი ფერებით ახალისებდა. ჯაჰანის მე-
ეტლე მათ სათოფეზე არ გაეკარა. ამ მოხეტიალე ხალხზე ბევრი
რამ სმენოდა და მათთან შეხვედრა არ სურდა.
- ფრთხილად იყავი, - უთხრა ჯაჰანს, - თუ სასმელი შემოგთა-
ვაზეს, პირი არ დააკარო. ეშმაკი, ჯინი და ბოშა ერთია, იცოდე.
ყველა მათგანს შენი სული სწყურია!

247
ჯაჰანმა ხელი დაუქნია, ეტლიდან ჩამოვიდა და სითამამე გზა-
დაგზა რომ არ შემოლეოდა, ნაბიჯს აუჩქარა. ბანაკისკენ მიმა-
ვალ ბილიკზე მის ფეხსაცმელებს ხრაშახრუში გაჰქონდა. ცოტაც
და მიადგა ცინგლიანი, ფეხშიშველა ბავშვების დიდ გუნდს. ერთ
ქალს ტყუპები მკერდზე მიეკრა და თითო ჩვილს თითო ძუძუს
აწოვებდა. ჯაჰანს მისი მკერდისკენ თვალი გაექცა. ქალმა ეს
მზერა დაიჭირა და ბრაზიანად შეუბღვირა. დარცხვენილმა მაჰა-
უტმა თვალი აარიდა, ერთ-ერთ ბიჭუნას მიუახლოვდა და ჰკით-
ხა:
- თქვენი ბელადი აქ არის?
პატარა ბოშა ხმაამოუღებლად იდგა. ჯაჰანს ეჭვიც კი შეეპა-
რა, რომ ბიჭმა მისი ნათქვამი გაიგონა.
- რა გინდა? - ისე მოულოდნელად გაისმა უკნიდან ხრინწიანი
ხმა, რომ ჯაჰანი შეხტა. მოტრიალდა და ორი დაბღვერილი მამა-
კაცი დაინახა.
- თქვენი წინამძღოლის ნახვა მინდა... ბალაბანი ჰქვია, - უთ-
ხრა მასპინძლებს.
- საიდან იცნობ? - ჰკითხეს ბოშებმა.
ჯაჰანმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვას მოუყარა თავი:
- როგორ გითხრათ... ერთხელ სიკვდილს გადამარჩინა...
ბოშებმა კარავთან მიიყვანეს. კარავი ისეთი ხასხასა ლურჯი
ფერის იყო, რომ სულთნის საფრინველეში მობინადრე ჩხიკვებ-
საც კი შეშურდებოდათ. კედლებზე ნოხები ეკიდა ცხოველებისა
და ფრინველების გამოსახულებებით. ერთ-ერთ ნოხზე ამოქსო-
ვილი იყო აბრამი, რომელიც შვილის სანაცვლოდ შესაწირ
ვერძს იჭერდა. ერთ კუთხეში, ღუმელთან მამაკაცების ჯგუფი იჯ-
და. ბალაბანიც იქ იყო.

248
- ეს ვინ მოსულა! - წამოიძახა ბოშების წინამძღოლმა. - აბა,
ერთი, მოგვახსენე, რისთვის მოსულხარ?
- დახმარება მჭირდება. ჩემმა სპილომ ჭკუა დაკარგა. ამძუვ-
ნებულია. გამახსენდა, თქვენ რომ მითხარით, დედალი სპილო
გვყავსო...
ბიჭმა წინადადების დასრულება ვერ მოასწრო. ბალაბანი
ყელში სწვდა, დანა დააძრო და იღრიალა:
- ჰაიტ, შე ეშმაკის ფეხო! ამას რას მიბედავ? სპილოების მა-
ჭანკლობაღა მაკლია! რა ვქნა, აქ გამოგჭრა ყელი თუ გარეთ გა-
ვიდეთ?!
- გულში ცუდი არაფერი მიდევს, ეფენდი. ცხოველისთვის
ვზრუნავ, - მიელაქუცა ჯაჰანი.
- მე რა თავში ვიხლი ამ ყველაფერს? - უყვირა ბალაბანმა და
ხელი ჰკრა.
- თუ თქვენი სპილო დამაკდება, ორი სპილო გეყოლებათ და
ორმაგ სარგებელს ნახავთ, - უთხრა ჯაჰანმა.
ბალაბანმა მისი სიტყვები აწონ-დაწონა, მაგრამ აინუნშიც არ
ჩაუგდია.
- კიდევ რას მთავაზობ?
ჯაჰანმა სინანის ნაჩუქარი ვერცხლი უჩვენა, მაგრამ ბალაბა-
ნი თავისას არ იშლიდა:
- კიდევ?
ჯაჰანმა გადაწყვიტა, სხვა გზით შემოევლო.
- ეს სპილო სულთნის საკუთრებაა. თუ არ დამეხმარები,
სულთანი გაწყრება.
- სულთანიო?!
ჯაჰანმა თავი დაუქნია. აამჯერად დარწმუნებული იყო, რომ
მისმა ხრიკმა გაჭრა და ბალაბანი მის ხელში იყო.

249
- ოჰ, შე საზიზღარო გომბეშო! - იღრიალა ბოშამ, ყურთბა-
ლიშს წიხლი ჰკრა და კედელს მიანარცხა. ყურთბალიში აბრამ-
სა და ვერძს მიეჯახა და უკან გადმოვარდა.
- ძალიან გულუხვი კი ყოფილა შენი სულთანი, ეს დაგრეხი-
ლი უზალთუნი რომ გაიმეტა!
- გევედრები, დამეხმარე. ხუროთმოძღვარ სინანს მუშაობის
დროს სპილო სჭირდება! - არ მოეშვა ჯაჰანი.
მტანჯველმა დუმილმა კარგა ხანს გასტანა. ბოშები ერთმანე-
თისკენ თვალს აპარებდნენ, მაგრამ ჯაჰანი ამ მზერების მნიშ-
ვნელობას ვერ ხვდებოდა. ბოლოს ბალაბანმა მხრები აიჩეჩა და
ალაპარაკდა:
- გულბაჰარი ლოტოსის ყვავილივით ლამაზია. მისი ხელი შე-
გიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში მთხოვო, თუ ამას დაიმსახუ-
რებ.
- რა უნდა გააკეთოს ჩემმა სპილომ? - გაიოცა ჯაჰანმა.
- შენმა სპილომ კი არა, შენ! - განუმარტა ბოშამ.
ჯაჰანმა იხტიბარი არ გაიტეხა და ვაჟკაცურად გაიჯგიმა, მაგ-
რამ ხმა ჩაუწყდა და ძლივძლივობით ამოღერღა:
- მე?
ამ დროს გამოჩნდა ქალი, რომელიც ტყუპებს ძუძუს აწოვებ-
და. ლანგარზე სასმელები და სიროფით გაჟღენთილი, ზეთში
შებრაწული ცომეული ეწყო.
- ჯერ ეს გასინჯე. ის, ვინც ჩემთან პურს გატეხს, ჩემი მტერი
აღარაა, - უთხრა სტუმარს ბალაბანმა.
ჯაჰანი წამით შეყოყმანდა. შემდეგ ცომის ტკბილი ბურთულა
პირში ჩაიგდო და დააგემოვნა.
- ახლა კი დალიე. ხომ იცი, მრუდე გზაზე სწორად ვერავინ გა-
ივლის.

250
- არ შეგვრჩეს ცოლ-შვილი, თუ ეს ჭიქები ერთი გადაკვრით
არ ჩავცალეთ! - თქვეს ბოშებმა.
ჯაჰანმა მათ მიბაძა და მღვრიე სითხე ელვის სისწრაფით გა-
დაუშვა მუცელში, შემდეგ ცარიელი ჭიქა მათსავით ხმაურით
დაანარცხა ხის ტაბლაზე და პირიც მათსავით ხელით მოიწმინ-
და. სასმელმა შიგანი ჩაუთუთქა, მაგრამ, მისდა გასაოცრად,
სიამოვნებაც მოჰგვარა. ბოშებმა ცუღლუტური ნიშნის მოგებით
და ყმაწვილკაცური ხალისით, დაწვრილებით აღუწერეს ბიჭს
ყველაფერი, რაც ამის შემდეგ მათი კარნახით უნდა გაეკეთები-
ნა.
- არჩევანი შენზეა, ან აგვყევი, ან წადი! - გამოაცხადა ბალა-
ბანმა.
- ეგრე იყოს, ყაბულსა ვარ! - მიუგო წამიერი დუმილის შემ-
დეგ ჯაჰანმა.
ძნელი სათქმელი იყო, ჩოტას სიყვარულმა გააკეთებინა ეს,
სიჯიუტემ თუ წუთის წინ მირთმეულმა სასმელმა.
მამაკაცები გავიდნენ და ჯაჰანი ქალებს შეატოვეს. უტიფარმა
დედაკაცებმა უცხო სტუმარს მოურიდებლად წააშველეს ხელი
და მოცეკვავის ტანსაცმელი მოარგეს. ეს გახლდათ იისფერი
შარვალი და მოკლე, მოქარგული ჟილეტი, რომელიც ბიჭს შიშ-
ველ მუცელს არ უფარავდა. ამის შემდეგ ქალებმა სახე ფხვნი-
ლით შეუთეთრეს, რომელსაც ბრინჯის სუნი დაჰკრავდა, თვალე-
ბი სურმით მოუხატეს, ღაწვები და ტუჩები, როგორც თავად განუ-
მარტეს, დაჭყლეტილი ხოჭოებისაგან დამზადებული ნაზავით
შეუფერადეს. შემდეგ თითები ინით შეუწითლეს და კისერზე ვარ-
დის წყალი აპკურეს, კინკრიხოზე კი ცხენის კუდი მიაბეს და მისი
აღკაზმულობა ამ უცნაური „ვარცხნილობით“ დააგვირგვინეს.

251
ბალაბანი და მისი დოსტები კარავში ამჯერად მუსიკოსების
თანხლებით დაბრუნდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელებს სიცილი
ეძალებოდათ და საკრავებს ერთი რიგიანი ბგერაც კი ვერ დააც-
დენინეს. ერთხანს არეულ-დარეულად აჟღარუნებდნენ სიმებსა
და ბუკ-ნაღარას. ბოლოს ერთ-ერთ მათგანს ხარხარი აუტყდა
და სხვებიც მხიარულად აჰყვნენ. ჯაჰანი მაინც აცეკვდა, თუკი ამ
ტლანქ მოძრაობებს ცეკვა ერქვა. ბოშები თვალს ადევნებდნენ
მის მოძრაობებს, სვამდნენ და მხიარულად ხითხითებდნენ, მაგ-
რამ როცა ერთ-ერთი მათგანი ჯაჰანს არცთუ კეთილი განზრახ-
ვით წაეპოტინა, ბალაბანმა თავში ციცხვი ჩაჰკრა და შეუძახა:
- წესიერად!
ამის შემდეგ ბიჭმა უფრო ხალისიანად დაიწყო როკვა. იმედი
ჰქონდა, თუ გარიგების პირობებს თავის მხრივ პირნათლად შე-
ასრულებდა, ბოშებიც იმავეს გააკეთებდნენ.
რამდენიმე საათში ჯაჰანი კარვიდან გამოვიდა. ტანთ თავისი
ძველი სამოსი ეცვა, მაგრამ ხელებსა და თვალებზე ჯერ კიდევ
შემორჩენოდა სურმა და ინა. მეეტლე აღარსად ჩანდა, მაგრამ
ჯაჰანი არ დაღონებულა. ფეხით სიარული აღარ მოუწევდა - დე-
და სპილო მის განკარგულებაში იყო!
ჯაჰანმა გულბაჰარი ოთხ დღეში დააბრუნა. მთელი დღე ეძებ-
და და გაჭირვებით მიაგნო ძველი ადგილიდან აყრილ ბოშებს.
ბანაკში მისულს ერთმა მოკუნტულმა ბოშა დედაბერმა გეს-
ლიანი ღიმილი მიაგება, მაგრამ ბიჭმა აინუნში არ ჩააგდო.
- მოცეკვავე გვესტუმრა! - დასჭყივლა ბოშა ბიჭუნამ.
მის ნათქვამს ხითხითი მოჰყვა.
- გილოცავ! შენი სპილო ამიერიდან უმანკო აღარ არის! -
გამოაცხადა ბალაბანმა.

252
- გულბაჰარმა ჩოტა მსოფლიოში უბედნიერეს სპილოდ აქ-
ცია, -უპასუხა ჯაჰანმა გაუბედავი ღიმილით. უცებ რაღაც გაახ-
სენდა და დასძინა:
- უკვე მეორედ გააკეთე ეს, ბალაბან: სულზე მომისწარი!

ყოველ ოთხშაბათს ოსტატი სინანი შეგირდებს შინ იბარებდა


და რომელიმე შენობის დაგეგმარებას ავალებდა - აკვედუკი იქ-
ნებოდა ეს, მედრესე, აბანო თუ ბედესტენი.58 ახალგაზრდები
გულმოდგინედ მუშაობდნენ, რადგან ეს მათთვის არა მხოლოდ
საკუთარი ნიჭის წარმოჩენის, არამედ მეტოქის დაჩრდილვის სა-
შუალებაც გახლდათ. ოსტატი ხშირად იოლ დავალებას აკის-
რებდა, მაგალითად, ერთოთახიანი ქოხის გეგმის დახაზვას
სთხოვდა, მაგრამ იყო გაცილებით რთული ამოცანებიც: ყმაწვი-
ლებს სასახლის აგებისას სვეტების რაოდენობა ისე უნდა შეემ-
ცირებინათ, რომ ეს შენობის გამძლეობაზე არ ასახულიყო; კი-
რი, რომელიც ნაგებობას საიმედოდ კრავდა, ისე უნდა დაემუშა-
ვებინათ, რომ მისი გაშრობისას კედლებზე მახინჯი ბზარები არ
გაჩენილიყო; გარდა ამისა, სწორად უნდა გაემართათ და აეწ-
ყოთ მიწისზედა და მიწისქვეშა წყალსადენების ჩახლართული
ქსელი. მსგავსი სავარჯიშოებისთვის თითოეულ მოწაფეს თავი
დამოუკიდებლად უნდა გაერთმია. ტექნიკური წვრილმანების
გაზიარება აკრძალული არ იყო, მაგრამ ერთმანეთის ნახაზების
ნახვა ყოვლად დაუშვებელი გახლდათ.

58 დახურული ბაზარი (თურქ.)

253
- მშენებლობა გუნდური სამუშაოა. შეგირდობა კი - არა! -
ხშირად ეუბნებოდა ოსტატი ახალგაზრდებს.
- რატომ გვიშლი ერთმანეთის ნამუშევრების დათვალიერე-
ბას? - ჰკითხა ერთხელ ჯაჰანმა.
- იმიტომ, რომ შედარებას დაიწყებთ. თუ სხვებზე უკეთ მიიჩ-
ნიეთ თავი, ქედმაღლობა წაგახდენთ, ხოლო თუ სხვისი ნახაზი
უკეთესად მოგეჩვენათ, შური მოგიშხამავთ გუნებას. ზიანი ყვე-
ლა შემთხვევაში გარდაუვალია, - განუმარტა ოსტატმა.
ერთ დღეს, როცა შეგირდებმა დავრიშთა სავანის დაგეგმა-
რება დაასრულეს, მსახურმა აუწყა, რომ ოსტატი ბიბლიოთეკაში
ელოდათ. შეგირდებმა ყალმები გვერდით გადადეს და ცნობის-
მოყვარეობით ანთებულები, უსიტყვოდ დაიძრნენ ბიბლიოთე-
კისკენ. ოსტატის ოთახი სავსე იყო გაუხსნელი და გაშლილი
გრაგნილებით. შუაგულში, მუხის მაგიდაზე ხის მაკეტი იდგა.
- აქ მოდით! - უხმო ყმაწვილებს სინანმა.
ოთხივენი გაუბედავად, ბორძიკით მიუახლოვდნენ მაგიდას.
- აბა, თუ იცით, ეს რა შენობაა?
დაუდმა მაკეტი კუშტად შეათვალიერა და დაასკვნა:
- ურჯულოების სალოცავს ჰგავს.
- რა საუცხოო გუმბათი აქვს... - ჩაილაპარაკა ნიკოლამ.
- სად არის ეს შენობა? - იკითხა ჯაჰანმა.
- რომში, - უპასუხა სინანმა და ხელი ისე აიქნია, თითქოს რო-
მი თავისი ოთახის ფანჯრებს მიღმა ეგულებოდა. ოსტატმა იქვე
აღნიშნა, რომ ტაძარს სან პიეტრო ერქვა და როცა მისი მშენებ-
ლობა დასრულდებოდა, მისი გუმბათი სიდიდით საქრისტიანოს
ყველა გუმბათს გადააჭარბებდა. უამრავი არქიტექტორი მუშა-
ობდა ამ ტაძარზე, ზოგი ძველი ბაზილიკის დანგრევასა და ახ-
ლიდან აშენებას გეგმავდა; სხვები მის აღდგენას აპირებდნენ.

254
საბოლოო გეგმა სანგალომ მოამზადა, მაგრამ მალევე გარდა-
იცვალა და, პაპის განკარგულებით, სამუშაო მიქელანჯელოს
დაეკისრა. ჯაჰანმა, რომელსაც ეს სახელი წიგნებით მოვაჭრის-
გან უკვე გაგონილი ჰქონდა, ყურები ცქვიტა. სინანის თქმით, მი-
ქელანჯელოს, რომელიც უკვე ახალგაზრდა აღარ იყო, ორი არ-
ჩევანი ჰქონდა. აან წინა გეგმები უნდა დაეწუნებინა, ან მხო-
ლოდ მათ მიხედვით ემუშავა. საბოლოო გადაწყვეტილება არა
მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის ხასიათსაც გამოავლენდა. სინა-
ნი ისე მგზნებარედ ყვებოდა ამ ყველაფერს, რომ შეგირდებიც
აფორიაქდნენ, თუმცა ერთი ფიქრი მაინც ყველა მათგანს უტ-
რიალებდა თავში: რისთვის უამბობდა ოსტატი ამ ყველაფერს?
სინანმა მათი ეს განწყობა თვალის ერთი შევლებით დაიჭირა
და თქვა:
- მინდა, სან პიეტრო მოინახულოთ, შეისწავლოთ მისი აგებუ-
ლება და იქაურ ოსტატთა ნახელავი ჩვენსას შეადაროთ. თუ
გსურთ, თქვენს საქმეში კარგად გაიწაფოთ, სხვების ნამუშევ-
რებს უნდა გაეცნოთ.
შეგირდებს მისი ნათქვამის ბოლომდე გასაცნობიერებლად
რამდენიმე წუთი დასჭირდათ.
- მაშ, შენი სურვილია, რომ ფრანკების მიწას ვესტუმროთ და
ეკლესიები მოვინახულოთ? - შეჭოჭმანდა დაუდი.
- ჩვენ ჩვენი წინასწარმეტყველის რჩევას მივდევთ: საითაც
პირს ვიზამთ, ყველგან ცოდნას ვეძიებთ... - თქვა სინანმა და
უამბო, როგორ ისწავლა ბევრი რამ ფრანკთა მიწებზე, ბალკა-
ნეთში, ანატოლიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ერაყსა და კავკასიაში
მოგზაურობის დროს.
- ქვა უმოძრაოა, ცოდნის მაძიებელი კი ერთ ადგილას არა-
სოდეს ჩერდება, - თქვა სინანმა.

255
- გეთანხმებით, ოსტატო, მაგრამ აბა, ქრისტიანებმა რა უნდა
გვასწავლონ? განა პირიქით, ჩვენგან არ უნდა მიიღონ ცოდნა?
- ნებისმიერი კარგი ოსტატი შენი მასწავლებელია. მნიშვნე-
ლობა არა აქვს, სადაურია იგი. მთელი ქვეყნიერების ხელოვა-
ნებსა და ხელოსნებს ერთი მრწამსი აერთიანებს.
ამ სიტყვებით სინანმა კარადიდან ორი ხავერდგადაკრული
კოლოფი ამოიღო. ერთი წვრილი და მოგრძო იყო, მეორე კი -
მომრგვალებული. პირველში დიდი ზომის ვერცხლის ქინძისთა-
ვი იდო, მეორეში - მწიფე ვაშლის ზომის, ჩაზნექილი შუშა.
- ეს რა არის? - იკითხა ნიკოლამ იდუმალი ჩურჩულით, თით-
ქოს ამ წუთებში რაღაც შავბნელი, ჯადოსნური რიტუალის მოწმე
გახდა.
- ეს პრიზმაა, - განუმარტა სინანმა, - ამით ვამოწმებთ ხოლმე
მზის სხივების მოძრაობას შენობის შიგნით. ტაძრის აგებისას ეს
ხელსაწყო განსაკუთრებით გამოსადეგია.
- ეს რაღაა? - იკითხა ჯაჰანმა და ქინძისთავი ხელისგულზე ჩი-
ტის ბარტყივით დაისკუპა.
- ამით ხმას ვამოწმებთ. შენობაში იმ დროს უნდა შეხვიდე,
როცა იქ ნაკლები ხალხია. ქინძისთავი თავთან უნდა მიიტანო,
ძირს დააგდო და დააკვირდე: უცებ შეწყდება მისი წკარუნი თუ
დიდხანს გაგრძელდება და შენობის ყველა კუთხე-კუნჭულს მის-
წვდება. თუ ბგერა ხანგრძლივი აღმოჩნდა, შენს თავს უნდა
ჰკითხო: როგორ მიაღწია ამას შენობის ამგებმა? შესაძლებე-
ლია თუ არა, რომ ოსტატის მეცადინეობით ბგერამ წყლის ნაკა-
დივით, შეუფერხებლად იდინოს? ტაძრებში მსგავს ეფექტს ეგ-
რეთ წოდებული მოჩურჩულე გალერეების მეშვეობით აღწევენ.
აბა, ყური უგდეთ: უმცირეს გაფაჩუნებსაც კი გაიგონებთ!

256
სინანმა ბიჭებს სეტყვასავით, სხაპასხუპით მიაყარა ეს ყვე-
ლაფერი. ასე თვალგაბრწყინებული და გაბადრული ადრე არა-
სოდეს უნახავთ თავიანთი ოსტატი. მისი თქმით, სიბრძნის სამი
წყარო არსებობდა ამქვეყნად, რომელსაც ნებისმიერი ხელოვა-
ნი ხარბად უნდა დასწაფებოდა: ეს გახლდათ წიგნები, სამუშაო
და გზები. ანუ კითხვა, პრაქტიკა და მოგზაურობა.
- სამწუხაროდ, ყველა თქვენგანს ვერ გავუშვებ, - განაგრძო
სინანმა, - სამუშაო აქაც ბევრი გვაქვს. იმსჯელეთ და გადაწყვი-
ტეთ, ვინ უნდა წავიდეს. მოგზაურობა, სავარაუდოდ, ხუთ კვი-
რამდე გასტანს.
ნიკოლამ, დაუდმა, იუსუფმა და ჯაჰანმა ერთმანეთისკენ მა-
ლულად გააპარეს თვალი. გახევებულები იდგნენ. მათ გულში
ახლა წინააღმდეგობრივი განცდები ებრძოდა ერთმანეთს: ერ-
თი მხრივ, თავიანთი გაბედულებით ოსტატზე შთაბეჭდილების
მოხდენა სურდათ, მეორე მხრივ კი, იქ ამჯობინებდნენ დარჩე-
ნას, სადაც მათთვის ყველაფერი ასე ნაცნობი იყო. პირველი ნა-
ბიჯი იუსუფმა გადმოდგა და უარის ნიშნად თავი გააქნია. ჯაჰანს
მისი გადაწყვეტილება სრულებით არ გაკვირვებია. იუსუფს ხომ
დიდი პლანეტის ორბიტაზე მოტრიალე პატარა პლანეტის მსგავ-
სად, მუდამ თავისი ოსტატის სიახლოვეს ყოფნა ერჩივნა.
- სხვები რას იტყვით? - იკითხა სინანმა.
- ვერც მე წავალ, - თქვა ჯაჰანმა, - სპილოს ვინ უნდა მიხე-
დოს?
სინამდვილეში ეს სირთულეს არ წარმოადგენდა. ოსტატს
რომ სასახლის დიდმოხელეებთან ეს საკითხი მოეგვარებინა,
ჯაჰანს მეგობრებიც იოლად შეცვლიდნენ, მაგრამ საქმე ის იყო,
რომ მას მხოლოდ ჩოტა არ ადარდებდა. მიჰრიმაჰის სიახლო-
ვეს ყოფნა ეწადა. ამ ბოლო დროს სულთნის ასული სამხეცეს

257
სულ უფრო ხშირად სტუმრობდა და თავის ლამაზ, ჭმუნვით სავსე
თვალებს მოუსვენრად აცეცებდა, თითქოს რაღაცის თქმა სურდა
და ვერ ამბობდა.
- ჩემი მშობლები დაბერდნენ, ასე დიდი ხნით ვერ მივატოვებ,
- თქვა ნიკოლამ.
ყველამ დაუდს მიაპყრო მზერა.
- მე წავალ, ოსტატო, - ამოიხვნეშა დაუდმა.
სინანმა მადლიერების ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია და შე-
გირდებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- თუ რომელიმე თქვენგანი აზრს შეიცვლის, რამდენიმე დღე-
ში შემატყობინეთ.

მიჰრიმაჰი ორი დღე აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ, სამხე-


ცეში ჰესნა ხათუნი გამოცხადდა და ჯაჰანს სერალიდან ახალი
ამბავი მოუტანა:
- ნუ ელოდები. სულთნის ასული თხოვდება!
- რას ამბობ, დადა?
მოხუც ქალს უცებ ასთმის შეტევა დაეწყო და მთელი სხეული
დაეკრუნჩხა. შემდეგ ქისა ამოიღო და მისი შიგთავსი დაყნოსა.
ჰაერში სამკურნალო მცენარეების მძაფრი სურნელი დატრიალ-
და.
- დადას ნუ დამიძახებ. მხოლოდ მიჰრიმაჰს აქვს ამის უფლე-
ბა.
- კარგი, მიამბე, რაც ხდება, - სთხოვა ჯაჰანმა, რომელსაც
თვალთმაქცობისა და ცერემონიების თავი აღარ ჰქონდა. ძიძა-
მაც დაიწყო: თურმე მიჰრიმაჰი ორმოციოდე წლის ფრიად პა-
ტივმოყვარე კაცს, ვინმე რუსტემ ფაშას ჰყავდა დანიშნული. მარ-

258
თალია, სასიძო სულთნის მეუღლის გარდა არავის მოსწონდა,
მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო.
როცა ძიძა წავიდა, ჯაჰანმა ახალ ნახაზზე იმუშავა, თავლა გა-
მოგავა, საკვებურები გარეცხა, სპილოს საომარი ჯავშანი დაფე-
რა, სპილოს კანი ზეთით გაუპრიალა, დაწყებული ნახაზი
გაანადგურა და ახალი წამოიწყო, ყველა კარის ანჯამა გაპოხა,
კიდევ ერთი ჩანახატი გააკეთა და ისიც მყისვე გაანადგურა.
ამ ფუსფუსში ჩოტას დაპურებაც კი დაავიწყდა.
იმ დღესვე სამხეცე ჭორების მორევმა ჩაითრია. ყყველა მიჰ-
რიმაჰის მომავალ ქორწინებაზე ლაპარაკობდა. შუაღამისას ჯა-
ჰანმა ვეღარ მოითმინა და გარეთ გამოიპარა. უზომოდ მოქან-
ცულს შეშუპებული ხელ-ფეხი უფეთქავდა, მკერდის არეში კი
ისეთ ტკივილს გრძნობდა, აქამდე რომ არასოდეს განუცდია.
მალე მიაღწია გალავანს, რომელიც სამხეცის ტერიტორიას
შიდა ეზოსგან ყოფდა, მაგრამ ამ წუთიდან ნამდვილად აღარ
იცოდა, რა უნდა ეღონა. უკან დაბრუნდა და მიადგა იასამნის
ნაცნობ ხეს. აქ იჯდა ხოლმე მიჰრიმაჰი, როცა ჯაჰანი ჩოტას და-
ბადებისა და ჰინდოსტანიდან ჩამოსვლის ამბებს უყვებოდა. ხე
ბნელში ისე ელვარებდა, თითქოს მიღმიერი სამყაროს კარიბჭეე
იყო. ბიჭი ხეს ყურით მიეკრა და შეეცადა როგორმე გაერჩია,
რას ეუბნებოდა დედამიწა, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ მდუმარე-
ბა, ჯიუტი, უხიაგი მდუმარება მეფობდა. ამასობაში ქარმა წამო-
უქროლა და ჰაერს სიგრილე შეერია. სასახლეს სევდის ბურუსი
გადაეფინა. ჯაჰანი გაუნძრევლად იჯდა იმ იმედით, რომ ღამის
სიცივე სხეულში გაუჯდებოდა და გრძნობებს მოუდუნებდა, მაგ-
რამ ამ ხერხმა არ გაჭრა. კვლავინდებურად გრძნობდა. კვლა-
ვინდებურად სტკიოდა...

259
მეორე დილით ჭაბუკმა ოსტატს წერილი, უფრო სწორად,
მოკლე ბარათი გაუგზავნა:
ღრმად პატივცემულო ოსტატო,
თუ კვლავაც მსურველი ხარ ჩემი გამგზავრებისა, დაუდს
რომში სიხარულით ვეახლები.
შენი მოკრძალებული შეგირდი
ჯაჰანი.

მიადგნენ რომს. ქალაქს, რომლის წარსული მარმარილოში


იყო გამოკვეთილი. როცა მის ქუჩებში შეაბიჯეს, წვიმდა. ეს იყო
ალერსივით ნაზი, მსუბუქი ჟინჟღლი. ბიჭებმა ცხენები ჩორთით
მიუშვეს და ერთხანს უმისამართოდ მიიწევდნენ წინ. მათთვის
ყველა სახე უცნობი იყო, ყოველი ახალი ქუჩა - წინა ქუჩაზე გა-
მაოგნებელი. გზად ხვდებოდათ ხიდები, მომრგვალებული და
ისრული თაღები, წვრილმოვაჭრეებითა და მათი მუშტრებით
სავსე მოედნები. ჯაჰანმა რიგიანად თავადაც არ იცოდა, რას
ელოდა, მაგრამ ამ ვეება, ცოცხალმა ქალაქმა მის მოლოდინს
აშკარად გადააჭარბა. დამორცხვებული, გალურსული ყმაწვი-
ლები ცხენდაცხენ უსიტყვოდ მიიკვლევდნენ გზას ხალხმრავალ
ბრბოში. როცა ძველი ფორუმის ნანგრევებს მიადგნენ, ცხენები
შეაყენეს და ძრწოლით მიაპყრეს მზერა ამ სანახაობას. ხედავ-
დნენ შავკაბიან ბერებს, მწყობრი ნაბიჯით წყვილ-წყვილად მიმა-
ვალ დაქირავებულ ჯარისკაცებსა და მათხოვრებს, რომლებიც
სტამბოლის უპოვართაგან არაფრით განსხვავდებოდნენ. რომა-
ელ ქალებს ყელზე სუნამოიანი გულქანდები ეკიდათ. ისინი არც
თმას იფარავდნენ და არც გულმკერდს. როცა ფაშფაშასახე-
ლოებიან კაბაში გამოწყობილ რომელიმე დიდგვაროვან ქალს

260
ან მის მოახლეს შეეჩეხებოდნენ, დაუდი ჭარხალივით წითლდე-
ბოდა, ჯაჰანი კი მალულად უჭვრეტდა. მოსაღამოებულზე მიაღ-
წიეს დანიშნულების ადგილს, რომლის მისამართი წიგნებით
მოვაჭრე სიმეონმა გამოატანა. ხსენებულ სახლს საკმაოდ ადვი-
ლად მიაგნეს: ერთ-ორ გამვლელს დაეკითხნენ და მათაც მშვი-
დად მიუთითეს ებრაულ უბანზე, თუმცა ამ გასაუბრების დროს
დაჟინებულ მზერას არ აშორებდნენ.
რომაელი ლეონ ბუენდიას წიგნის მაღაზია საოცრად ჰგავდა
სტამბოლელი სიმეონ ბუენდიას წიგნის მაღაზიას. ეეს შენობაც
მოკირწყლულ, ხმაურიან ქუჩაზე მდებარეობდა და საღებავგაც-
ლილი, ძველთაძველი ხის კარი ჰქონდა, მისი ოთახები კი წიგ-
ნებითა და ხელნაწერებით იყო სავსე. აქაც მოხუცი, დიდყურა და
წარბებაწკიპული კაცი მიეგებათ, თუმცა ძმასავით აღრენილი არ
იყო.
- სიმეონი მოკითხვას გითვლით, - უთხრა ჯაჰანმა იტა-
ლიურად, როცა ბერიკაცმა სტუმრები მაგიდასთან მიიპატიჟა და
ნუშის ნუგბარი შესთავაზა.
- როგორ არის ჩემი უმცროსი ძმა? - იკითხა ლეონმა.
- მუშაობს, კითხულობს და ბუზღუნებს, - უპასუხა ჯაჰანმა.
ლეონმა გულითადად გაიღიმა და თქვა:
- ყოველთვის ასეთი უკმეხი ვინმე იყო.
- ძალიან უნდა, რომ საცხოვრებლად სტამბოლში გადახვი-
დეთ, - შენიშნა ჯაჰანმა.
- ჰო, ასე ჰგონია, რომ იქ უკეთესობაა. მე კი მინდა, რომ აქ
დასახლდეს. ეგრეა, მოკვდავები ვართ. გადაწყვეტილებები
ცხვრებსა ჰგავს, ჩვევები კი - მწყემსებს.
ჯაჰანი მის სიტყვებს ჩაუფიქრდა, დაუდმა კი მასპინძელს მი-
მართა:

261
- გვსურს მიქელანჯელოს ვესტუმროთ.
წიგნების გამყიდველმა თავი უარის ნიშნად გაიქნია.
- თქვენს ოსტატს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ უნდა გაიგოთ,
რომ ეს არ არის იოლი. ილ დივინო (ღვთაებრივი (იტალ.)) არა-
ვის იკარებს. ორი წელი გავიდა, ის კი ახლაც გლოვობს.
- ვინ გარდაეცვალა? - იკითხა ჯაჰანმა.
- ჯერ ძმა დაკარგა, მერე კი საყვარელი შეგირდი. ამ ამბავმა
ბოლო მოუღო... - მიუგო ლეონმა.
„ნეტავ ჩვენი ოსტატი რამდენ ხანს იგლოვებს, მის შეგირდს
რომ რამე მოუვიდეს?“ - უნებურად გაიფიქრა ჯაჰანმა.
წიგნით მოვაჭრემ სტუმრებს ისიც უამბო, რომ შეგირდი სახე-
ლად ურბინო მიქელანჯელოსთან თოთხმეტი წლის ასაკიდან
ცხოვრობდა და ისინი ოცდაექვსი წლის განმავლობაში განუყ-
რელები იყვნენ. ოსტატს თავისი ნიჭიერი შეგირდი იმდენად უყ-
ვარდა, რომ ავადმყოფობის ბოლო თვეებში მასზე ზრუნვის უფ-
ლებას არავის აძლევდა და დღედაღამ თვითონ ადგა თავზე. ყო-
ველთვის ჭირვეული კაცი იყო, მაგრამ ურბინოს სიკვდილის
შემდეგ მთლად გაბოროტდა და უმცირესი მიზეზი კმაროდა იმი-
სათვის, რომ აფეთქებულიყო.
- ილ დივინო ადამიანებს არ სწყალობს, მაგრამ ვინც უყვარს
(ასეთები ცოტანი არიან), გადამეტებულად უყვარს! - თქვა ლე-
ონმა.
ჯაჰანმა წარბები შეკრა და დაფიქრდა. მათი ოსტატი ასეთი
არ იყო. სინანს არც სძულდა ადამიანები და არც თავს არიდებდა
მათ. ეს გაწონასწორებული და ზრდილი კაცი ყველას მიმართ
ერთნაირად კეთილი იყო. „ყველას მიმართ ერთნაირი შემწყნა-
რებლობით განწყობილი ადამიანი შორს არ დგას იმისგან, ვი-
საც ბოლომდე არავინ უყვარს.ა ამიტომ იქნებ ისეთი ოსტატის

262
გვერდით მუშაობა სჯობდეს, რომელიც შენი ჩათვლით ყველას
კი არა, შენ გარდა არავის სწყალობს,“ გაიფიქრა ჯაჰანმა.
ლეონმა თხრობა განაგრძო:
- ერთსაც გეტყვით: ილ დივინოსადმი ცუდი დამოკიდებულე-
ბა ცალმხრივი ნამდვილად არ არის.
- მტრები ჰყავს? - იკითხა დაუდმა.
- დიახ. არც თაყვანისმცემლები აკლია და არც მოძულეები.
მხოლოდ უფალმა უწყის, ვინ ვის აჭარბებს. როცა სან პიეტროს
მშენებლობას არცთუ დიდი ხალისით მოჰკიდა ხელი, იმთავით-
ვე ბევრი მეტოქე გამოუჩნდა, და მას აქეთ მისი აღტაცებული
მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რიცხვი გაორმაგდა. მარ-
თალია, მუშაობისას ბრამანტეს გეგმის უმეტესი ნაწილი გა-
მოიყენა, მაგრამ თავისი წინამორბედი მაინც საქვეყნოდ დაამ-
ცირა. ამის შემდეგ მასზე ისედაც გადამტერებულ ადამიანებს
გულს რაღა მოულბობდა? ცნობილია მისი დამოკიდებულება
სანგალოს მიმართაც: სანგალოს გეგმა არაფრად ვარგა, განა-
თება სუსტია და, საერთოდ, მის ნახელავს საძოვრად თუ გა-
მოიყენებო, უბრძანებია.
- როგორ თუ საძოვრად? - გაოცდა ჯაჰანი.
- ჰო, საძოვრად. ასე უთქვამს, სანგალოს პროექტი ჩლუნგ პი-
რუტყვზე, ხარებსა და ცხვრებზეა გათვლილი და ხელოვნებას-
თან საერთო არაფერი აქვსო. ეს სიტყვები, ცხადია, სულაც არ
ეპრიანათ სანგალოს თაყვანისმცემლებს.
ჯაჰანმა ამოიოხრა. ამაშიც განსხვავებული კაცი იყო მისი ოს-
ტატი. ბიჭს ვერასგზით წარმოედგინა, რომ სინანს ოდესმე სხვა
ხუროთმოძღვარი გაექირდა, ცოცხალი იქნებოდა ის თუ გარ-
დაცვლილი.

263
- გვსმენია, რომ მიქელანჯელოს პაპი უჭერს მხარს... -
ჩაილაპარაკა ფრთხილად.
- ეგრეა, - კვერი დაუკრა ლეონმა, - მისი უწმინდესობა რომ
არა, ამ კაცს ალბათ აკუწავდნენ! -აამ სიტყვებს რომ ამბობდა,
ლეონი უცებ აწრიალდა, მოძრაობისას სანთელი ჩაუქრა და მი-
სი სახე ერთბაშად ბნელმა შთანთქა.
- თქვენს ოსტატსაც ჰყავს ალბათ მტრები... - უთხრა სტუმ-
რებს.
დაუდმა და ჯაჰანმა ერთმანეთს გადახედეს. უცნაურ რამეს კი
ამბობდა ბერიკაცი, მაგრამ ეს სიმართლე იყო...
- დიახ, ჰყავს... - ჩაილაპარაკა დაუდმა თავის ქიცინით.
ლეონმა სტუმრებს ისიც უამბო, რომ მიქელანჯელოს მტრებს
ხუროთმოძღვარი და მოქანდაკე, ვინმე ნანი დი ბაჩო ბიჯო ედგა
სათავეში.
- უცნაურია, არა? რაც უფრო ახლობელი ჩანს ადამიანი, მით
მეტია ალბათობა, რომ ის მტრად მოგეკიდება.
წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, მოხუცს უცებ სახე დაეღრიჯა
და სავარძელში უხერხულად შეიშმუშნა, თითქოს მიხვდა, რომ
ზედმეტი მოუვიდა.
- ალბათ დაგღალეთ. წასვლა აჯობებს... - უთხრა ჯაჰანმა.
- ჩემთან სიამოვნებით დაგაბინავებდით, მაგრამ... - აქ ლე-
ონმა ისევ ამოიოხრა და სტუმრებს დაწვრილებით განუმარტა,
რაც აფერხებდა.
თურმე საღამოობით ჭიშკარი იკეტებოდა და ამ წუთიდან ებ-
რაელთა უბანში ფეხს ვეღარავინ შეადგამდა, ხოლო თუ აქ
მცხოვრებს სტუმარი ეწვეოდა, ადგილობრივი ხელისუფლების-
თვის უნდა შეეტყობინებინა. ბიჭებმა მოხუცი კაცის შეწუხება
აღარ ისურვეს და სთხოვეს, მათთვის ბინა მიესწავლებინა. ლე-

264
ონმა მსახურს (დაახლოებით, რვა წლის ბიჭს) უხმო და დაავა-
ლა, ოსმალეთიდან ჩამოსული სტუმრები ერთ ფუნდუკში წაეყვა-
ნა, სადაც მათსავით ხელოვნების მსახურები იყვნენ დაბინავე-
ბულნი. ახალგაზრდები კვლავ გავიდნენ რომის ქუჩებში და მათ
წინ მიმავალ მსახურს ჩორთით გამოუდგნენ. გზადაგზა ხედავ-
დნენ შუშის სარკმლებიან მდიდრულ სახლებს და ბაზრებს, სა-
დაც შამფურებზე მთლიანი გოჭები იბრაწებოდა. ჯაჰანს ეჭვი გა-
უჩნდა, რომ ბიჭი გზას განგებ არ ამოკლებდა. განა იმიტომ, რომ
მათთვის ქალაქის დათვალიერების საშუალება მიეცა; პირიქით
- აშკარად სურდა, ქალაქისთვის ახალჩამოსული სტუმრები ეჩ-
ვენებინა.ყ ჭაბუკები თავიანთი სამოსის გამო მართლაც ყველას-
გან გამოირჩეოდნენ.
ერთხელ, როცა ჯაჰანი დაუდისკენ მიტრიალდა და გამოლა-
პარაკება დაუპირა, გუმანით იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა და
ადგილზე გაშეშდა. შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ მათ ვიღაც
ფეხდაფეხ მოსდევდა. ჭაბუკმა მიდამოს ეჭვნარევი მზერა მოავ-
ლო.
ბოლოს მიადგნენ ორსართულიან შენობას, რომელიც ძეხვი-
სა და ოფლის სუნად ყარდა. ახალგაზრდები ოთახსა და ღამის
ქოთანს სამ ადამიანთან - მხატვართან, ბუნებისმეტყველების
სასწავლებლის სტუდენტთან და ბანქოს მოთამაშესთან იყოფ-
დნენ.
მეორე დილითვე გასწიეს ილ დივინოს საცხოვრებლისკენ და
აღმოაჩინეს, რომ მისი მიგნება სულაც არ იყო ძნელი, რადგან
რომში ბავშვებმაც კი იცოდნენ, სად ცხოვრობდა ეს დიდი კაცი.
თუმცა მის სახლში შეღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ყმაწვი-
ლებმა მის თანაშემწეს თავიანთი ვინაობა დაუსახელეს და ამ-
ცნეს, რომ ოსმალეთის სასახლის მთავარი ხუროთმოძღვრის

265
წარგზავნილები იყვნენ. მასპინძელმა თავაზიანად, მაგრამ მტკი-
ცედ განუმარტა, რომ მიქელანჯელოს არავის ნახვა არ სურდა.
- ამას საკუთარი თავი ვინ ჰგონია?! - აღრიალდა დაუდი, რო-
ცა სახლს საკმაო მანძილზე მოშორდნენ. - რატომ გვამცირებს
ასე?!
- ხომ გაიგონე, რასაც ხალხი ამბობს, პაპის ნახვაც კი არ უნ-
დაო! - უთხრა ჯაჰანმა.
დაუდმა ენა დააწკლაპუნა.
- ამ ურჯულოებს ერთი კარგი ჭკუის სწავლება არ აწყენდათ.
ამას როგორ გვიბედავენ?!
მომდევნო დღეებში ახალგაზრდებმა სინანის თხოვნა შეას-
რულეს და ეკლესიები დაათვალიერეს. რომაული კირი გაცილე-
ბით დაბალი ხარისხის იყო, მაგრამ უფრო თბილი ფერი დაჰ-
კრავდა. ადგილობრივი მცხოვრებლები დუღაბის მისაღებად ამ
კირს პოცოლანად წოდებულ ერთგვარ მოყავისფრო სითხეში
აზავებდნენ. გაშრობისას ხსენებული დუღაბი ლამაზ, ფხვიერ
ფორმას იღებდა და მშენებლობის დროს ხშირად გამოიყენებო-
და, თუმცა დროთა განმავლობაში მახინჯი, ობის მსგავსი ფენით
იფარებოდა. ჯაჰანმა და დაუდმა ჩანაწერები გააკეთეს და ქალა-
ქის შენობები ჩაიხატეს. კარგა ხანს დაბორიალებდნენ ლაბი-
რინთივით ჩახლართულ ქუჩაბანდებში, ბოლოს კიდევ ერთ ბა-
ზილიკას მიადგნენ და გაოგნებულები მიაჩერდნენ. მაგრამ სან
პიეტროსგან მიღებული შთაბეჭდილება მაინც ვერაფერს შეედ-
რებოდა. ზამთრის სუსხიანი დილის ცივი შუქით განათებული,
წრიული ფორმის ტაძარი გაღვიძებისას თვალსა და ხელს შუა
გამსხლტარი, ტკბილი სიზმარივით მოუხელთებელი და მაცდუ-
რი იყო. მშენებლობის დასრულებას ჯერ კიდევ პირი არ უჩანდა,
მაგრამ როცა ყმაწვილებმა მათთვის ხელმისაწვდომი ყველა ნა-

266
ხაზი გულდასმით შეისწავლეს, ადვილად წარმოიდგინეს, რა დი-
დებული იქნებოდა დასრულებული ნაგებობა, თავისი საძირ-
კვლით, ყელით, გუმბათითა და თაღებით. ქვის, ქვიშისა და
ახალდახერხილი ხის სუნი, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებ-
და, მნახველებს თითქოს სამოსზე ეკვროდა და დიდხანს თან
სდევდა. ჯაჰანმა დაასკვნა, რომ კაცობრიობა, ძირითადად, ტაძ-
რების ორგვარ სახეობას აგებდა: ერთნი, რომლებიც ცისკენ მი-
ისწრაფოდნენ, და მეორენი, რომლებიც ზეცას მიწასთან აახლო-
ებდნენ.დ თუმცა დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე მესამე სა-
ხეობაც. ასეთი ტაძრები ზემოთ ხსენებულ ორივე ეფექტს ერ-
თდროულად ქმნიდნენ. მათ შორის იყო სან პიეტროც. როცა ჯა-
ჰანი ტაძრის წინ იდგა და გონებაში მის სრულყოფას ცდილობ-
და, უცნაური განცდა დაეუფლა: თითქოს სამყაროს ცენტრი სწო-
რედ აქ იყო.
მუშები სამშენებლო მასალების მორიგ, ცუდი ამინდის გამო
დაგვიანებულ პარტიას ელოდნენ. სინანის შეგირდებისთვის ეს
ვითარება ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან ტაძრის ირგვლივ
თავისუფლად და შეუმჩნევლად შეეძლოთ გადაადგილება. მოგ-
ვიანებით მახლობელ ბორცვზეც ავიდნენ და კიდევ უამრავი ჩა-
ნახატი გააკეთეს -ქ ტაძრის ქვედა კი იქნებოდა ეს, გიგანტური
პილასტრები თუ ჯვარედინი პილონები. ცალ-ცალკე აღებული
თითოეული ეს დეტალიც კი სხვა არაფერი იყო, თუ არა უზადო
მშვენიერების მარადიული სადიდებელი.
ყმაწვილები ყოველ ცისმარე დღე მიდიოდნენ მიქელანჯე-
ლოსთან, მაგრამ მის ზღურბლს ვერც ერთხელ ვერ გადააბიჯეს.
შესასვლელში გუშაგივით იდგა ოსტატის შეგირდი (დიდგვარო-
ვანი წარმომავლობის მხატვარი) და სახლში არავის უშვებდა.
აამ კაცს სახელად ასკანიო ერქვა. ჯაჰანს სხვა დროს არასოდეს

267
ენახა შეგირდი, რომელიც ოსტატს ასე თავგამოდებით უფ-
რთხილდებოდა.
- ილ დივინო საამქვეყნო კაცი არ არის, - თქვა ასკანიომ და
სტუმრებს ჯიქურ შეხედა. მანვე უამბო სტუმრებს, რომ მისი ოს-
ტატი საჭმელზე უარს ამბობდა და მხოლოდ პურით იბრუნებდა
სულს.
- მთელი იტალიის ვერცხლი რომ თავზე დააყარო, მაინც სი-
ღარიბეში იცხოვრებს, - დასძინა მან.
- ასეთ სიმდიდრეში ღარიბულად რატომ უნდა იცხოვრო? -
იკითხა დაუდმა.
- მარტივი ამბავია. მას მიწიერი წვრილმანები არ აინტერე-
სებს.
- მართალია, რომ მიქელანჯელოს ფეხზე გაუხდელად სძი-
ნავს და არასოდეს ბანაობს? - არ ცხრებოდა დაუდი, რომელიც
აშკარად ასკანიოს გაღიზიანებას ცდილობდა.
ასკანიოს ღაწვები აეწვა.
- რასაც გეტყვიან, ყველაფერს ნუ დაიჯერებთ. ეს ბოროტი ქა-
ლაქია. მიქელანჯელოს ფლორენციელი მეგობრები უხმობენ და
დაბრუნებას სთხოვენ, მან კი რომი არ დატოვა. მმისი ეს ნაბიჯი,
ხელოვნების ტრფიალის გარდა, იმითაც აიხსნება, რომ ის სიტ-
ყვის კაცია! დაუფასეს თუ არა რომაელებმა ეს ერთგულება? არა
და არა! ამ ქალაქში რაც მეტს გასცემ, მით მეტს გთხოვენ. იცით,
რას ამბობს ჩემი ოსტატი? მადლიერებას სიხარბე უხუჭავსო
თვალებს!
ასკანიოს ერთი რამ არ გაუმხელია: როგორ წუხდნენ ქალა-
ქის მცხოვრებლები იმის გამო, რომ მიქელანჯელო სან პიეტროს
დასრულებამდე ვერ მიაღწევდა. ასაკში შესულ ოსტატს შემარ-
თება მართლაც აკლდა, სხეულიც დაუსუსტდა, თუმცა გონება სა-

268
მართებელივით უჭრიდა. მმას უამრავი სენი სჭირდა - მუცლის
ქარიც აწვალებდა და კუჭის ტკივილიც, თირკმლის კენჭოვანი
დაავადება კი ისე ჰქონდა გამწვავებული, რომ ზოგჯერ შარდვაც
კი უჭირდა. „ნეტავ ჩვენს ოსტატსაც თუ ეშინია სიკვდილის? სინა-
ნის მსგავსი მუყაითი და თავგამოდებული ოსტატი ალბათ ძნე-
ლად ეგუება იმ აზრს, რომ ის მოკვდავია. მის მიერ აგებული შე-
ნობები დარჩება, მაგრამ საკუთარ წარმავალობაზე ფიქრი ალ-
ბათ დღითიდღე სულ უფრო მეტად უმძიმებს გულს,“ გაუელვა ჯა-
ჰანს, მაგრამ ამაზე დიდხანს არ უფიქრია. საკითხს მოგვიანე-
ბით, წლების შემდეგ ჩაუღრმავდა.
ერთ დღესაც, ილ დივინოს მონახულების მორიგი, ამაო
მცდელობის შემდეგ ყმაწვილებმა ქალაქის სასადილოში შეიხე-
დეს. კვამლისა და ცხიმის მქისე სუნი ცას სწვდებოდა. ჯაჰანმა და
დაუდმა გველთევზას გულსართიანი ღვეზელი, შებრაწული
მწყრები და „ტორონედ“ წოდებული ტკბილეული შეუკვეთეს.
სწორედ მაშინ შეამჩნია ჯაჰანმა კაცი, რომელიც მათ უთვალ-
თვალებდა. უუცნობს ცხვირი ჭიქაში ჩაერგო და სახე თითქმის
არ უჩანდა.
- არ გაიხედო. ვიღაც კუდში დაგვდევს... - წასჩურჩულა ჯაჰან-
მა დაუდს.
- ვინ უნდა იყოს? - გაიოცა დაუდმა და სწრაფად მიტრიალდა.
უცნობი მყისვე წამოხტა, მაგიდას ხელი ჰკრა და ქუჩაში შეშ-
ლილივით გავარდა.
სინანის შეგირდები ერთმანეთს მიაშტერდნენ.
- ქურდბაცაცა იქნება, - მხრები აიჩეჩა დაუდმა, - მიხვდა, რომ
უცხოელები ვართ და ფულის აწაპნა დაგვიპირა.
რომში ყოფნის მეათე დღეს მიქელანჯელოს სახლს უკანას-
კნელად მიადგნენ. ასკანიო საქმეებზე იყო წასული და ჯერ არ

269
დაბრუნებულიყო. მისი ადგილი სხვა, უფრო ახალგაზრდა და აშ-
კარად უფრო კეთილგანწყობილ შეგირდს დაეკავებინა. სტუმ-
რებმა თავი ისე წარუდგინეს, თითქოს აქ პირველად იყვნენ, და
სთხოვეს, რომ ოსტატისთვის მათი სტუმრობის შესახებ ეუწყები-
ნა. მათდა გასაოცრად, შეგირდმა გულთბილად მიიღო, თავი და-
უქნია და ოთახში შევიდა. ცოტა ხანში მობრუნდა და მოახსენა,
რომ მიქელანჯელო მათთან შეხვედრას დათანხმდა. ჯაჰანმა და
დაუდმა განცვიფრება არ შეიმჩნიეს და შეგირდს უკან გაჰყვნენ.
ჯაჰანი მიხვდა, რომ ასკანიო მიქელანჯელოს მათ სტუმრობას არ
უმხელდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ილ დივინოსგან
უარყოფით პასუხს მიიღებდა. „შეგირდები თავიანთ ოსტატებს
მამებად აღიქვამენ და ეს ზედმეტი მზრუნველობაც ამით აიხსნე-
ბა,“ დაასკვნა ჭაბუკმა.
სტუმრები დიდ ოთახში შეიყვანეს. ირგვლივ უწესრიგოდ იყო
მიმოყრილი საღებავები, თუნუქის ქილები, საჭრეთლები, ჩაქუ-
ჩები, გრაგნილები, წიგნები და ტანსაცმელი. ოთახში ქუჩის ხმა-
ურს რომ არ შემოეღწია, ფფანჯრებზე მკვეთრი ფერის, მძიმე
ფარდები იყო ჩამოფარებული, რაც იქაურობას რაღაც არამიწი-
ერ ელფერს სძენდა. ამ ზედახორის შუაგულში სარგადაყლაპუ-
ლივით იდგა კაფანდარა მოხუცი და თხის ქონისაგან ჩამოქნი-
ლი სანთლების შუქზე ადამიანის ფიგურას (მამაკაცის თავსა და
ტორსს) აქანდაკებდა. ერთი სანთელი შუბლზე შემოკრულ ლი-
თონის სალტეზე ჰქონდა მიმაგრებული. ოსტატს, განიერი მხარ-
ბეჭისა და დაკუნთული მკლავების მიუხედავად, არც ტანმაღალი
ეთქმოდა და არც ბრგე. პატარა, მუქი ფერის თვალები ჰქონდა,
სახის გამომეტყველება - გოროზი და პირქუში, ცხვირი კი -
ბრტყელი. ჯაჰანს სრულებით არ მოუვიდა თვალში მისი შავი, ჭა-
ღარაშერეული, გაბურძგნილი წვერი. სამაგიეროდ, გრძელ, გამ-

270
ხდარ, ფერმკრთალ თითებს თვალი ვერ მოაცილა, მიუხედავად
იმისა, რომ დამტვრეული, დაკვნეტილი ფრჩხილები მტვრითა
და ჭუჭყით ჰქონდა ამოგლესილი.
- დიდი მადლობა, რომ გვისტუმრე, ოსტატო, - უთხრა ჯაჰანმა
და თავი მდაბლად დაუხარა.
ილ დივინოს მისკენ არც გამოუხედავს, ისე უპასუხა:
- ერთხელ თქვენი სულთნისგან წერილი მივიღე.
- ალბათ აწ გარდაცვლილი სულთან ბაიაზიდი იყო, - უპასუხა
დაუდმა.
მიქელანჯელომ წაუყრუა და საუბარი განაგრძო:
- თქვენ ქანდაკებებს არ აკეთებთ. არ მესმის და ვერასოდეს
გავიგებ, რატომ უწოდებთ ამას კერპთაყვანისმცემლობას. თუმ-
ცა თქვენმა სულთანმა გულუხვობა გამოიჩინა. ოსმალეთში ჩა-
მოსვლის სურვილი ნამდვილად მქონდა, მაგრამ ხელი ალბათ
იმიტომ შემეშალა, რომ ეს დიდი სირცხვილი ამცდენოდა.
საკუთარ სამყაროში ჩაძირული ყველა ადამიანის მსგავსად,
ისიც უხეში, ხორხისმიერი ხმით ლაპარაკობდა, თანაც ისე სწრა-
ფად, რომ იტალიურის სუსტად მცოდნე დაუდსა და ჯაჰანს მისი
გაგება ძალიან გაუჭირდათ.
- როგორ არის თქვენი ოსტატი? - იკითხა მიქელანჯელომ.
ახალგაზრდებს აქ ჩამოსვლის უმთავრესი მიზანი მხოლოდ
ახლა გაახსენდათ და მასპინძელს სინანის წერილი უჩვენეს. ილ
დივინომ დასვრილი ხელისგულები არანაკლებ დასვრილ წინ-
საფარზე შეიხოცა და წერილს ბეჭედი ახსნა. როცა კითხვა დაას-
რულა, სახე შეეცვალა. რაღაც ისეთი გამოკრთა მის თვალებში,
რაც მანამდე არ ემჩნეოდა. ჩანდა, რომ ვერ იყო მშვიდად.
- თუ ჩვენს ოსტატთან პასუხის გაგზავნას ინებებთ, შიკრიკო-
ბას სიამოვნებით გაგიწევთ, - უთხრა დაუდმა.

271
მიქელანჯელომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, უამრავი
წვრილმანით გადატვირთულ მაგიდასთან მიიჭრა, ნივთები
ძირს ჩამოყარა, ადგილი გამოითავისუფლა, დაჯდა და შუბ-
ლშეჭმუხნილმა წერა დაიწყო. სანამ ოსტატი წერდა, ყმაწვილებ-
მა, რომლებისთვისაც დაჯდომა არავის შეუთავაზებია, ოთახის
დათვალიერება გადაწყვიტეს. დაზგაზე სან პიეტროს ორი მაკე-
ტი იდგა. ერთი ხის იყო, მეორე - თიხის. ახალგაზრდებმა შენიშ-
ნეს, რომ მიქელანჯელოს შენობის ფასადი გადაეკეთებინა,
პორტიკი ჩამოეშორებინა და გუმბათის დასაყრდენი, მზიდი კედ-
ლებისთვის ფორმა შეეცვალა. აღარსად ჩანდა პატარა სარ-
კმლებიც. მათ ადგილას უფრო დიდი ზომის ფანჯრები იყო, რომ-
ლებიც მეტ შუქს ატარებდა.
უცებ გაისმა რაღაც ძლიერი ტკაცუნის ხმა, რომელმაც მო-
ნუსხული ჭაბუკები ერთბაშად გამოაფხიზლა. საქმე ის იყო, რომ
მიქელანჯელომ წერა დაასრულა და ცვილს დაუწყო ძებნა, სიჩ-
ქარეში კი რომელიღაც გრაგნილს ხელი წამოჰკრა და შუშის მა-
თარა დაამსხვრია. დიდხანს ეძებეს ბეჭედიც, წერილის დასაბეჭ-
დად. ხან წიგნებქვეშ ჩაიხედეს, ხან უჯრები დაათვალიერეს, ხა-
ნაც ყუთები გადაქექეს. ბოლოს, როგორც იქნა, მიქელანჯელომ
ცვილი დაადნო, წერილს ბეჭედი დაჰკრა, თასმა შემოახვია და
მოულოდნელად ასეთი რამ თქვა:
- სანგალომ ნახაზების დასრულებას წლები მოანდომა, მე კი
თხუთმეტ დღეში მოვრჩი!
თავის საქმეში კი იყო ჩართული, მაგრამ როგორც ჩანს, სან
პიეტროს მიმართ სტუმრების ინტერესი არ გამოჰპარვია. ამ სიტ-
ყვების წარმოთქმისას გულისწყრომა ვერ დამალა, რაც ჯაჰანს
ძალიან გაუკვირდა. უცნაური იყო, რომ ხელოვანი, რომელიც
უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა, აჩრდილთან განაგ-

272
რძობდა ჭიდილს. ისიც გაიფიქრა ჯაჰანმა, რომ მიქელანჯელოს
ხასიათი ქანდაკებას უფრო შეეფერებოდა, ვიდრე ხუროთმოძ-
ღვრებას. თუმცა ეს აზრი ხმამაღლა არ გამოუთქვამს. ჭაბუკმა
ცხენის ულამაზესი გამოსახულება დაათვალიერა და შენიშნა:
- გატყობთ, ცხოველები გიყვართ, ოსტატო.
- მე მათ ვსწავლობ, - უპასუხა მიქელანჯელომ და იქვე განუ-
მარტა, რომ გვამებსა და სნეული ცხოველების ლეშებს კვეთდა,
რათა კუნთების, ნერვებისა და ძვლების აგებულება შეესწავლა.
- მე თეთრი სპილო მყავს, - ამაყად გამოაცხადა ჯაჰანმა, -
მშენებლობაზე ვამუშავებთ ხოლმე.
- შენი ოსტატი მშენებლობისას სპილოს იყენებს? ეგ მეც არ
მაწყენდა, - თქვა მიქელანჯელომ, შემდეგ სტუმრებს სულეიმანი-
ეს მეჩეთის შესახებ გამოკითხვა დაუწყო და სინანს ამ ნამუშევ-
რისთვის ხოტბა შეასხა. „ნეტავ საიდან გაიგო?“ გაუკვირდა ჯა-
ჰანს და მოხერხებულად გამოკითხვა დაუპირა, მაგრამ სწორედ
ამ დროს მხატვარმა ხელი აღმართა და თქვა:
- altro non mi achade.59
ჭაბუკები ჩუმად გაეცალნენ იქაურობას, იმავე კვირას თავ--
თავიანთ ულაყებს შეახტნენ და სტამბოლისკენ გასწიეს. ჯაჰანს
თავისი ცხენი ძალიან შეუყვარდა, მაგრამ მაინც ჩოტა ენატრე-
ბოდა. არ ასვენებდა იმაზე დარდი, რომ მომთვინიერებელი,
რომელსაც სპილო ჩააბარა, დაკისრებულ მოვალეობას თავს
რიგიანად ვერ გაართმევდა. იმის შიშიც ჰქონდა, რომ სპილო
საჭმელზე უარს იტყოდა (რასაც ეს ცხოველები ხშირად აკეთე-
ბენ, როცა თავს მიტოვებულად გრძნობენ). რაც უფრო უახლოვ-

59 სხვა არაფერი მაინტერესებს (იტალ.)

273
დებოდნენ სტამბოლს, მით უფრო ძლიერად უტევდა ეს უსიამოვ-
ნო განცდა. რომში ყოფნისას მიჰრიმაჰზე ფიქრებს როგორღაც
იგერიებდა, მაგრამ ახლა ამ მოგონებებმა ისე იხუვლა, რო-
გორც დიდი ხნით დამწყვდეული ჭორომი მიაწყდება ხოლმე
მდინარის ჯებირებს. დასასვენებლად რომ ჩამოსხდნენ, ჯაჰანმა
შეამჩნია, რომ დაუდს რაღაც დარდი არ ასვენებდა. იცოდა, რომ
მისი ამხანაგი ობოლი იყო და ბაბუამ გაზარდა, ამიტომ ბავშვო-
ბის შესახებ გამოკითხვა დაუწყო.
- აბა, რა გითხრა... ერთი გზააბნეული, დაბოღმილი ბიჭი ვი-
ყავი, როცა სინანმა მიპოვა, ცოდნას მაზიარა და ჩემი ბედი სამუ-
დამოდ შეცვალა... - სევდიანად უპასუხა დაუდმა. თავ-თავიანთ
ფიქრებში ჩაძირულმა ახალგაზრდებმა გზა განაგრძეს და ად-
რიანოპოლამდე ხმაამოუღებლად იარეს. ამასობაში სიბნელე
ჩამოწვა. მგზავრებმა ცხენები ნავარდით მიუშვეს და სვლა მხო-
ლოდ მაშინ შეანელეს, როცა ზურგები ასტკივდათ, ცხოველებს
კი პირზე დუჟი მოადგათ.გ გზისპირას ერთი ფუნდუკი შეხვდათ
და ღამის გათევაც იქ გადაწყვიტეს. ფუნდუკში ტევა არ იყო. საკ-
მაოდ ვრცელ სასადილო დარბაზს ისეთი დაბალი ჭერი ჰქონდა,
რომ აქ მოსულ სტუმრებს თავის დახრა უწევდათ. კუთხეში ქვის-
გან უხეშად გამოთლილი ბუხარი იყო, ცეცხლზე გამურული ქვა-
ბი თუხთუხებდა, გრძელ მაგიდებთან კი სტუმრები - ყველა ასა-
კისა და აღმსარებლობის მამაკაცები ისხდნენ. როგორც კი ჯა-
ჰანმა და დაუდმა დარბაზში შეაბიჯეს, ყველა მათკენ მოტრიალ-
და. ხმაურმა უცებ იკლო. მათ გამოჩენას სიხარულით არავინ
შეხვედრია. ახალგაზრდებმა ერთ-ერთი მაგიდის ბოლოში ცა-
რიელი ადგილი შენიშნეს და სტუმრებს მიუსხდნენ. ჯაჰანმა ირ-
გვლივ მიმოიხედა. ხელმარცხნივ ერთი გალეული, შეჭაღარავე-
ბული კაცი ეჯდა. სავარაუდოდ, მედავთრე უნდა ყოფილიყო,

274
რადგან თითები მელნით ჰქონდა მოთხუპნული. მოპირდაპირე
მხარეს უცნობ, ჩალისფერთმიან ფრანკს მოეკალათებინა და
წვნიანის ოხშივრით ხელებს ითბობდა. ფფრანკმა ახალმოსუ-
ლებს მისალმების ნიშნად ქუდი მოუხადა.
- იცნობ? - ჰკითხა დაუდს ჯაჰანმა.
- საიდან უნდა ვიცნობდე ვინმეს ამ სოროში? - გაიკვირვა და-
უდმა.
ამასობაში ჯუჯა მიმტანმა ფაციფუცით ჩამოატარა სასმელე-
ბით სავსე ლანგარი. უცებ ვიღაცამ კვანტი გამოსდო. ჯუჯა წაიქ-
ცა და ჭიქები იატაკზე დაუგორდა. ატყდა სიცილ-ხარხარი. ჯუჯა
უცებ წამოდგა. სახე უხურდა, მაგრამ თავი მშვიდად ეჭირა.
სტუმრები სუფრას ისე მიუბრუნდნენ, თითქოს წუთის წინ მათ
ნაცვლად ვიღაც სხვა ხარხარებდა და ღრიალებდა.
ვახშამმა სიჩუმეში ჩაიარა. დაუდი მწუხრის ლოცვის აღსავ-
ლენად კიბეებს აუყვა, ჯაჰანმა კი გადაწყვიტა, დარბაზში ცოტა
ხნით კიდევ დარჩენილიყო. უცებ ისეთი სიმშვიდის გრძნობა
დაეუფლა, ადრე რომ არასოდეს განუცდია. მართალია, მიტოვე-
ბულ შუქურასავით მარტო იყო, მაგრამ ამ წუთებში ისე ეჩვენე-
ბოდა, თითქოს გარს თანამეინახეები ეხვივნენ. ოღონდ ვინ ან
რა უწევდა თანამეინახეობას, თავადაც არ იცოდა. დერთი რამ
ცხადი იყო: დიდი ხნის განმავლობაში პირველად გაუნელდა
მიჰრიმაჰის დაქორწინებით გამოწვეული ტკივილი.
- შენი მეგობარი წავიდა? - ჰკითხა უცებ ვიღაცამ.
ჯაჰანმა თავი ასწია. ჩალისფერთმიანი ფრანკი იდგა და დაჟი-
ნებით მისჩერებოდა.
- შეიძლება ჩამოვჯდე? - იკითხა ფრანკმა და ისე დაჯდა, შეპა-
ტიჟებას აღარ დალოდებია. შემდეგ თითები დაატკაცუნა და ჯუ-
ჯას უხმო. წუთიც და მათ სუფრაზე დოქი გაჩნდა.

275
- მოდი, დავლიოთ! - შესთავაზა ფრანკმა ჯაჰანს.
ღვინოს ხის ქერქისა და გამხმარი ვარდის ფურცლების გემო
დაჰკრავდა.უ უცნობმა მოგზაურმა, რომელსაც სახელად ტომა-
ზო ერქვა, ჯაჰანზე ჭკვიანი კაცის შთაბეჭდილება მოახდინა. იტა-
ლიელი აღმოჩნდა. აღმოსავლეთს მივემგზავრები, ერთი სული
მაქვს, აია სოფიას როდის ვნახავო. მიმტანმა ჯერ ჭიქები შეუვ-
სო, მოგვიანებით კი ღვინო დოქშიც ჩაამატა. ჯაჰანი და ტომაზო
მეგობრულად ბაასობდნენ, თუმცა ჯაჰანს ამ საუბრიდან თით-
ქმის არაფერი დაამახსოვრდა.
- ჩვენმა ოსტატმა ცოდნის გასაღრმავებლად რომში მიგვავ-
ლინა, - უთხრა ტომაზოს და, მიუხედავად იმისა, რომ კარგა გვა-
რიანად იყო შეზარხოშებული, ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავს იმ
წერილის შესახებ, რომელიც ახლა სტამბოლში მიჰქონდა. ყვე-
ლა იმ ადამიანის მსგავსად, ვისაც რამდენიმე დღის განმავლო-
ბაში არავისთან უსაუბრია, ჯაჰანმაც მოხსნა გუდას პირი და თა-
ნამეინახეს თავისი გეგმები გადმოულაგა. ყოველ მის სიტყვას
თითქოს წურწურით გასდიოდა მათრობელა ღვინის ნაჟური. მას
შემდეგ, რაც მიჰრიმაჰის ქორწინების ამბავი შეიტყო, შინაგანი
ხმა ჩასჩურჩულებდა, რომ წარმატებისთვის რაც შეიძლება
სწრაფად უნდა მიეღწია. ტომაზომ თანამოსაუბრეს თვალი გაუს-
წორა და დინჯად წარმოთქვა:
- ნუთუ ის, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, ასე მნიშვნელოვა-
ნია? იქნებ პირიქით, მეტი წონა სწორედ იმას აქვს, რასაც არ ვა-
კეთებთ?
- რას გულისხმობ? - ჰკითხა ჯაჰანმა და მორიგი ჭიქა ჩაცალა.
- ვთქვათ, ტყეში მიდიხარ და ამ დროს ქალს ხვდები. ქალი
სრულიად მარტოა, შეგიძლია დაეუფლო, მაგრამ ამას არ აკე-
თებ. სწორედ აქ ჩანს, რა კაციც ხარ. თუნდ სხვა შემთხვევა ავი-

276
ღოთ: ვთქვათ, ვინმე გაგინებს; შეგიძლია ცხვირში მუშტი უთავა-
ზო, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებ, შენი რაობაც სწორედ აქ გა-
მოჩნდება.
- მაშ გამოდის, რომ არაფრის გაკეთება გმირობაა? - ჩაილა-
პარაკა ჯაჰანმა.
- ეგრეა, - გაეღიმა ტომაზოს, - როცა რაღაცას აშენებ, მასა-
ლად ხეს, ქვასა და რკინას იყენებ, მაგრამ სხვა სამშენებლო „მა-
სალაც“ არსებობს: ეს არის უხილავი. (სუფიური ტერმინია.
დიადი უხილავი, ის რაც თვალს ეფარება, როცა ადამიანი აღარ
არსებობს, რადგან ის მთლიანად შეერწყა ღმერთს.) შენი ოსტა-
ტი მას კარგად იცნობს.
ჯაჰანს მუცელში რაღაცამ გაჰკრა.
- ჩემს ოტატს საიდან იცნობ?
- შენს ოსტატს ყველა იცნობს, - თქვა ტომაზომ, წამოდგა და
ჯუჯას ხურდა მიუგდო, - ახლა კი უნდა წავიდე, მეგობარო.
ჯაჰანს გულის სიღრმეში ეამა, ვახშმის საფასური ტომაზომ
რომ დაფარა. ოსტატის ნაჩუქარი ფული ღვინოში რომ დაეხარ-
ჯა, თავს დამნაშავედ იგრძნობდა.
- თუ წინსვლა გწყურია, მაგას რა სჯობს. ღმერთი შეგეწევა.
ოღონდ იმ უბადრუკებს ნუ დაემსგავსები... - უთხრა ტომაზომ
წასვლის წინ.
ჯაჰანი მეორე სართულზე ავიდა. დაუდს ათამდე სხვა მგზავ-
რთან ერთად ეძინა. ჯაჰანი ფანჯარასთან მილასლასდა. გარე-
დან ჭრიჭინობელის ხმა აღწევდა. სადღაც ბუ კიოდა. მომაჯა-
დოებელი საღამო იყო, მთვარე ოქროს ნამგალივით ეკიდა ცა-
ში. ჯაჰანის წინ მარაოს მსგავსად გადაშლილიყო თვალწარმტა-
ცი ბაღი. საყვავილეებს რიყის ქვები ჰქონდა შემოვლებული.
ტკბილმა სურნელებამ პირზე ნერწვი მოაყენა. როცა ამ სურნე-

277
ლით ტკბებოდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ეს სიტყვები ეცნო-
ბოდა. დიახ, დანტეს „ჯოჯოხეთში“ ამოიკითხა ისინი. „ნუ გახდე-
ბი იმ წაწყმედილ სულთაგან ერთ-ერთი, ვინც არც სამდურავი
დაიმსახურა და არც ქება.“
მეორე დილით, ახალგაღვიძებულმა დაუდმა და ჯაჰანმა აღ-
მოაჩინეს, რომ გაძარცულები იყვნენ. ფეხსაცმელი, საფულეებ-
ში ჩარჩენილი ბოლო მონეტები, ვერცხლის ქინძისთავი, ბრო-
ლის ბურთულა და ნახაზების შესანახი ბოხჩა - ყველაფერი სად-
ღაც გაუჩინარებულიყო. არსად ჩანდა ჯაჰანის ტყავისყდიანი
დღიური და ბეჭედიც, რომელსაც ამ დღიურში ინახავდა. მოგ-
ზაურობისას გულმოდგინედ შესრულებული ყველა ჩანახატი წა-
ღებული იყო. გამქრალიყო მიქელანჯელოს წერილიც.
- სამშენებლო ნახაზები ნეტავ რომელ ყაჩაღს დასჭირდა? -
აღშფოთდა ჯაჰანი.
- ალბათ ძვირფასეულობა ეგონათ... - სევდიანად ჩაილაპა-
რაკა დაუდმა.
უცნაური ის იყო, რომ ფუნდუკის სხვა სტუმრებს არაფერი
დაუკარგავთ. ქურდმა (ვინც უნდა ყოფილიყო იგი) სწორედ სინა-
ნის ეს ორი შეგირდი ამოიღო მიზანში. ჯაჰანი და დაუდი ამაოდ
ეძებდნენ დაკარგულ ნივთებს. კარგა ხანს ღნაოდნენ და სლუკუ-
ნებდნენ პატარა ბავშვებივით,ბ ბოლოს შეწუხებულებმა,
შეურაცხყოფილებმა და დათრგუნვილებმა დატოვეს იქაურობა.
ორივე საკუთარ თავს ადანაშაულებდა: ჯაჰანი წინა ღამის ლო-
თობისთვის კიცხავდა თავს, დაუდს კი ის ვერ მოენელებინა, ასე
ადრე მკვდარივით რომ ჩაეძინა. ამიერიდან ვერავინ ვერასო-
დეს გაიგებდა, რა მისწერა პასუხად ილ დივინომ ოსტატ სინანს.
რომის მთავარი ხუროთმოძღვრისა და სტამბოლის მთავარი ხუ-
როთმოძღვრის მიმოწერა შეწყდა, თანაც ეს არ იყო პირველი

278
შემთხვევა. შეგირდები სინანის სახლს ხელცარიელები მიად-
გნენ. მათი ხანგრძლივი მოგზაურობიდან თითქოს აღარაფერი
დარჩენილიყო, სახსრების ტკივილისა და მეხსიერებაში შემორ-
ჩენილი სან პიეტროს გარდა, რომელიც თანდათან ფერ-
მკრთალდებოდა.
ერთ დღეს ჯაჰანს გარეტი ესტუმრა. მარილის, ოფლისა და
სასმელის მქისე სუნით აქოთებულმა კაპიტანმა თითქოს აჩრდი-
ლივით, უჩინრად გამოარღვია სასახლის კარიბჭე. ეს კაცი გულ-
ზე არავის ეხატებოდა, მაგრამ ვერც წყენინებას უბედავდა ვინმე,
ამიტომ ყველა თავს არიდებდა, მას კი სწორედ ეს უნდოდა.
ჯაჰანმა თავიდანვე შეამჩნია, რომ კაპიტანი ჯანზე ვერ იყო.
მისპ პირისკანს, რომელსაც სხვა დროს ოსმალთათვის სრული-
ად არადამახასიათებელი ვარდისფერი დაჰკრავდა, ახლა სიყ-
ვითლე შეჰპარვოდა. ტუჩები დასკდომოდა, ღაწვები ჩასცვენო-
და. „ალბათ ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მორიგი სენი გა-
დაიტანა, ან კიდევ ცოდვებმა უწია და ახლა ეს უშხამავს სულს,“
გაიფიქრა ჯაჰანმა.
- ჰოო... კაი ხანია არ მინახავხარ, - დაიწყო გარეტმა, - ამას-
წინათ გავიფიქრე, მოდი, ერთი მივაკითხო იმ ბიჭს, მაჰაუტად
რომ თავი მოაქვს, და ერთი-ორი სიტყვა ვუთხრა-მეთქი. მოვედი
და რა გავიგონე! აქ არ ბრძანდება, რომში გახლავთო! გაგმარ-
თლებია და ეგ არის. როგორ მოგეწონა იქაური საროსკიპოები-
?ა არც მე მაწყენდა, ხომ იცი?! მაგრამ ვაი, რომ რომში არავინ
მაგზავნის! ააბა, სად არის ჩემი ანაზღაურება? მითხარი, რა ჩა-
მოუტანე შენს ძველ მეგობარს?
- სტამბოლში რომ ვბრუნდებოდით, გაგვქურდეს, - უპასუხა
ჯაჰანმა.

279
- ეს რა მითხარი! მიდი, მიდი, მომიყევი! მიყვარს, როცა ზღაპ-
რებს მიამბობენ!
დროებით მაინც რომ დაედუმებინა, ჯაჰანმა სულეიმანიეს სა-
ზეიმო გახსნის დროს მოპარული ლალის კრიალოსანი მიაჩეჩა.
არადა, ამ ნივთის გაყიდვას და მიჰრიმაჰისთვის საჩუქრის შეძე-
ნას გეგმავდა. ეჰ, რა ჩერჩეტი იყო...
- სულ ეს არის, შე დოყლაპიავ?! - უკმაყოფილოდ აიმრიზა კა-
პიტანი, როგორც კი ნაალაფარს თვალი შეავლო.
არა, ჯაჰანის ავლადიდება ამით არ ამოიწურებოდა. ბიჭს იმა-
ვე ხის ქვეშ კიდევ ერთი კოლოფი ჰქონდა ჩაფლული, რომელ-
შიც სულთნის სამზარეულოდან მოპარული ვერცხლის დანები,
მიჰრიმაჰის კაბიდან ჩამოწყვეტილი მარგალიტი, ოქროსწვე-
რიანი კალამი, სულთნის საკუჭნაოებიდან წამოღებული ქილა
თაფლი და ჰესნა ხათუნის თმის სარჭი ინახებოდა. იმ დღეს ძი-
ძამ მორიგი სასუსნავი მიართვა. ამ დროს ხუთვამ შემოუტია,
წელში მოიხარა და ბიჭის თითებთან თავი ისე ახლოს მიიტანა,
რომ მისი თმის სარჭის ხელიდან გაშვება აფსუსი იქნებოდა. ჯა-
ჰანს შეშლილი კაპიტნისთვის ამ ნივთების გადაცემა აზრად არ
მოსვლია. სათავისოდ ინახავდა იმ შემთხვევისთვის, თუ საქმე
ცუდად წაუვიდოდა და ოსმალეთიდან გაქცევა მოუწევდა. მაგ-
რამ კაპიტნის გაცუცურაკება იოლი არ იყო.
- მოთმინება მელევა. რა ცუდია, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა
ხარ. რომ იცოდნენ, რა ტყუილებს კადრულობ, ცოცხლად გაგატ-
ყავებდნენ.
ჯაჰანს გააჟრჟოლა, მაგრამ იმასაც ხედავდა, რომ თავად კა-
პიტანი ხელს არ აკარებდა და მუქარასაც ერიდებოდა. ცხადი
იყო, ამ კაცს რაღაც აკავებდა.

280
- შენი პრინცესა, როგორც ამბობენ, ძალიან უბედურად
გრძნობს თავს. საწყალი!მ მთელი ქვეყნის სიმდიდრე მის ხელ-
შია, მაგრამ სიყვარული ვერა და ვერ ეღირსა... - ჩაილაპარაკა
გარეტმა.
- დიდი ხანია, არ მინახავს... - მოიბუზა ჯაჰანი.
- ოოო, ეგ არაფერი. სულ მალე ნახავ! ხომ იცი, თეთრი სპი-
ლო როგორ უყვარს!
ჯაჰანი მიხვდა, რომ კაპიტანს მიჰრიმაჰის უიღბლო ქორწინე-
ბის შესახებ უკვე შეეტყო. როგორც ჩანს, მთელი ქალაქის
მსგავსად, მანაც იცოდა, რომ გოგონა მთელ დღეებს ტირილში
ატარებდა თავის ლამაზ, განმარტოებულ სახლში.ა ამ კაცის-
თვის ისიც იყო ცნობილი, რომ სულთნის ასულს ჩოტა უყვარდა
და, სავარაუდოდ, არც ჯაჰანის მიმართ იყო გულგრილი; შესაბა-
მისად, დიდხანს არ დააყოვნებდა და სამხეცეში, ადრე თუ გვიან,
აუცილებლად გამოჩნდებოდა. ერთი სიტყვით, კაპიტან გარე-
ტისთვის ჯაჰანი ოქროს კვერცხების მდებელი ქათამი იყო. ამი-
ტომაც არ ჩქარობდა მის დაკვლას.
უუცებ ბიჭმა გული მოიცა, თამამად გაიღიმა და უთხრა:
- ახლა კი წადი, თორემ საცაა თეთრი საჭურისი დაგვადგება
თავზე. კარგი დღე არ გელის, აქ თუ მოგისწრო.
კკაპიტან გარეტს ყბა ჩამოუვარდა და სათქმელს თავი ვერ
მოუყარა.
- წადი, წადი! - შეუძახა ჯაჰანმა. - თუ რამე ჩავიგდე ხელში,
შეგატყობინებ.
გარეტმა ბიჭი თვალებით დასუსხა, მაგრამ წინააღმდეგობა
აღარ გაუწია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს კაცი მუქა-
რის გარეშეე გაეცალა იქაურობას. ჯაჰანმა კი შემდეგი აღმოაჩი-
ნა: ასეთი ნაძირლები, რომლებიც ყველას ძრწოლას ჰგვრიან,

281
სინამდვილეში ადამიანების სისუსტეების ხარჯზე ხეირობენ. თუ
სერალის კედლებში თავის გატანა სურდა, საკუთარ სულში იდუ-
მალი ჰარამხანა უნდა აეშენებინა და ბოქლომი დაედო ყველა
შიშის, წუხილის, საიდუმლოსა და გულაცრუებისთვის, რომე-
ლიც სულს უმღვრევდა. ამ ჰარამხანაში სულთანიც თავად უნდა
ყოფილიყო და საჭურისიც. შიგ შეჭვრეტა კი არავისთვის დაენე-
ბებინა. თვით ოსტატისთვისაც კი!

282
გუმბათი

ჯაჰანს სამუდამოდ დაამახსოვრდა 1562 წელი - წელი ბედ-


ნიერებისა, რომლის მსგავსი, მისი ღრმა რწმენით, ყველა ადა-
მიანის ცხოვრებაში არსებობდა. ბედნიერების ეს განცდა დღი-
თიდღე იზრდებოდა და ფრთებს ისხამდა, მაგრამ ყველაფერი
სწორედ მაშინ დამთავრდა, როცა ეგონა, რომ დასასრული
აღარ ექნებოდა.
ნეტარება მაშინ დაიწყო, როცა სინანმა მიჰრიმაჰის სახელო-
ბის მეჩეთის მშენებლობას მიჰყო ხელი. მმას შემდეგ, რაც მამამ
ქალიშვილს ვრცელი მიწები და სიმდიდრე უბოძა, მიჰრიმაჰი იმ-
პერიის ყველაზე მდიდარ და გავლენიან ქალად იქცა. ადამიანე-
ბი მის წყენინებას ძალიან უფრთხოდნენ. ეს შეგირდებსაც ეხე-
ბოდა და სინანსაც, რომელიც მისი თანდასწრებით თავს მშვი-
დად ვერ გრძნობდა. მის სიახლოვეს ყველა ცივ ოფლში იწურე-
ბოდა, ჯაჰანის გარდა, რომელიც ისე გაგიჟებით ეტრფოდა, რომ
შიში აღარც კი ახსოვდა. და თუკი უსხვა შეგირდებს ახალ-ახალი
აზრების გამოთქმის თავი არ ჰქონდათ, ჯაჰანი პირიქით,
იდეებით იყო სავსე. თავგამოდებით შრომობდა და, მიუხედავად
იმისა, რომ ჯერ კიდევ შეგირდი იყო, ოსტატი ამ მოწადინებას ძა-
ლიან უფასებდა. სინანი სულთნის ასულთან მშენებლობის შესა-
ხებ სასაუბროდ ხშირად დადიოდა და ჯაჰანი ყოველთვის თან
მიჰყავდა. სადაც უნდა ყოფილიყო და რაც უნდა ეკეთებინა, პირ-
ველი რამდენიმე თვის განმავლობაში ჯაჰანი ფიქრებით ოსტა-
ტის მიერ საოცრად ფაქიზად შესრულებულ მონახაზს უტ-
რიალებდა, მის სრულყოფაზე ოცნებობდა და ღამღამობით თავს
იმტვრევდა, თუ როგორ უნდა განეხორციელებინა ეს ჩანაფიქ-
283
რი. ძილშიც კი მიჰრიმაჰის მეჩეთის ქვებს ეზიდებოდა. დადგა
ჟამი და ეს ზღვარი საბოლოოდ გადალახა, შვიდგუმბათიანი მე-
ჩეთის გეგმა დახაზა და მთავარ ხუროთმოძღვარს აჩვენა.
- გამოდის, რომ ჩემი პროექტი გვერდზე გადადე და საკუთა-
რი შექმენი... - უთხრა სინანმა, მაგრამ მის ხმაში წყენაზე მეტად
გაოცება ჟღერდა.
- მაპატიე, ოსტატო, უპატივცემულობა აზრად არ მომსვლია.
ასე მგონია, მეჩეთის შესასვლელი საოცარი სანახავი უნდა იყოს
და მნახველზე მოულოდნელი ეფექტი მოახდინოს.
სინანს შეეძლო მაშინვე დაეტუქსა, მაგრამ ასე არ მოქცეულა,
ნახაზი ყურადღებით შეისწავლა და იკითხა:
- რატომ შვიდი?
ჯაჰანს პასუხზე უკვე ნაფიქრი ჰქონდა.
- დედამიწას შვიდი შრე აქვს; მლოცველი ქააბას შვიდჯერ უვ-
ლის გარშემო; შვიდი - წმინდა რიცხვია!
სინანი დაფიქრდა, შემდეგ გრაგნილი დაკეცა და თქვა:- ახა-
ლი ნახაზები გააკეთე. უკეთ იმუშავე, თუ გინდა, რომ ანგარიში
გაგიწიო.
ჯაჰანი ასეც მოიქცა. განუწყვეტლივ ხატავდა, ზომავდა, ოცნე-
ბობდა, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ უმხელდა იმას, რომ ამ
მეჩეთით მიჰრიმაჰისთვის მათი შეხვედრის დღის შეხსენება
სურდა. სწორედ იმ დღის შეხსენება - როცა ჯერ კიდევ პატარა,
შვიდი მარგალიტის მძივით ყელდამშვენებული გოგონა ბზიკმა
შეაშინა. ჯაჰანის გეგმის მიხედვით შენობას მარმარილოსა და
გრანიტის რაც შეიძლება მსუბუქი, მიჰრიმაჰის კაბისა და მანდი-
ლის ფერი სვეტები უნდა ჰქონოდა. გუმბათი ოთხ კოშკურას უნ-
და დაყრდნობოდა, რადგან იმ პირველი შეხვედრის დღეს ბაღში
ზუსტად ოთხნი იყვნენ: სულთნის ასული, ჰესნა ხათუნი, მაჰაუტი

284
და სპილო. მაღლა აჭრილი ერთადერთი მინარეთი მიჰრიმაჰის
ტანივით ნატიფი და მოხდენილი უნდა ყოფილიყო. თავად მე-
ჩეთს ბევრი სარკმელი უნდა ჰქონოდა როგორც გუმბათზე, ისე
სალოცავ დარბაზში. ეს იმისთვის, რათა მიჰრიმაჰის თმას მზის
სხივები აერეკლა.
მთელი კვირა გაშმაგებით შრომობდა ჯაჰანი. კვირის ბოლოს
სინანმა გვერდით გაიყვანა და უთხრა:
- კარგა ხანია, თვალს ვადევნებ შენს თავგამოდებულ ჯაფას.
ბოლომდე მზად არა ხარ, მაგრამ ძალა ნამდვილად შეგწევს და
ხასიათის სიმტკიცეც მოგდგამს. ვხედავ, რომ ამ საქმეში შემიძ-
ლია მეტი პასუხისმგებლობა დაგაკისრო. შეიტანე ცვლილებები,
ნებას გრთავ!
ჯაჰანი ოსტატის ხელს დასწვდა, ჯერ ეამბორა, შემდეგ კი შუბ-
ლზე მიიკრა. მისი ცხოვრება (როგორიც უნდა ყოფილიყო იგი
მანამდე) ამიერიდან სულ სხვანაირი იქნებოდა. არც ერთი სხვა
ნაგებობის მშენებლობისას აღარ გასწევდა იგი ამდენ ძალის-
ხმევას და ყოველ წვრილმანს ასე ქანცის გაწყვეტამდე აღარას-
დროს ჩაუღრმავდებოდა.
უნდა ითქვას, რომ ჯაჰანის ამ თავგამოდებამ სხვა შეგირდე-
ბის გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა თავად ჯაჰანი ამას მხოლოდ
მაშინ მიხვდა, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო.
მიჰრიმაჰის მეჩეთის მშენებლობა დასასრულს უახლოვდე-
ბოდა, როცა ოსტატი და მისი შეგირდები რთულ მდგომარეობა-
ში აღმოჩნდნენ. საქმე ის გახლდათ, რომ ძველი წყალსადენების
შეკეთება უკვე გადაუდებელ აუცილებლობად იყო ქცეული. სიძ-
ველისგან გამოჭმული აკვედუკები დამარცხებული გოლიათები-
ვით ადგნენ თავზე და საფრთხეს უქმნიდნენ სტამბოლს, რომ-
ლის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, წყალზე მოთხოვნილე-

285
ბაც განუხრელად იზრდებოდა. საავადმყოფოებისა და ფუნდუკე-
ბის, სასაკლაოებისა და ჰამამების, მეჩეთების, ეკლესიებისა და
სინაგოგების ქვეშ, მიწის წიაღში, ანკარა წყაროები მიედინებო-
და, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. სინანმა მზადყოფნა გამოთქვა,
საქმეს დაუყოვნებლივ შესდგომოდა, ოღონდ ურჯულოების ხე-
ლით ოდესღაც გაყვანილი წყალსადენების აღდგენა არ აკმაყო-
ფილებდა და უფრო გაბედული, შორს მიმავალი ზრახვები ედო
გულში. ოსტატს სურდა, წყალი მთელი ქალაქისთვის მიეწოდე-
ბინა და ამ მიზნით ქვის ხიდების მთელი წყება, შლუზები და მი-
წისქვეშა გვირაბები აეგო, ღია და დახურული ავზების მეშ-
ვეობით კი ქალაქი ზაფხულის გვალვების დროს მოემარაგებინა.
ეს იყო უაღრესად თამამი წამოწყება. სინანს მის გამო კარგა
ბლომად მტერი გამოუჩნდა, მაგრამ ძლევამოსილებით ვერც
ერთი მათგანი ვერ შეედრებოდა სულთნის კარისკაცს, ახალ
დიდვეზირსა და მიჰრიმაჰის მეუღლეს - რუსტემ ფაშას. ეს კაცი
სინანის გეგმებს თავიდანვე დაუპირისპირდა. ქალაქის სუფთა
წყლით მომარაგებას ახალმოსახლეების ზრდა უნდა გამოეწვია,
რასაც მეტი ქოხი და მეტი ავადმყოფობა მოჰყვებოდა. რა თავში
იხლიდა ისედაც გადაჭედილი სტამბოლი ახალმოსახლეებს,
ოცნებებითა და იმედგაცრუებებით სავსე ხურჯინებით რომ მო-
ადგებოდნენ ქალაქს?
რუსტემს ბევრმა დაუჭირა მხარი, თუმცა საამისოდ ყველას
თავისი მიზეზი ჰქონდა. სინანის მეტოქე ხუროთმოძღვრებს მისი
ნიჭის შურდათ და ძალიან არ უნდოდათ, რომ მისთვის ასეთი
უზარმაზარი უფლებამოსილება მიენიჭებინათ (ვაითუ წარმატე-
ბისთვის მიეღწია!) რიგითი მცხოვრებლები დაჟინებით ამტკი-
ცებდნენ, ეს კაცი უბრალო მოკვდავია, მთებში წყალი როგორ
უნდა მოიპოვოს, ფერჰადი ხომ არ არის, ბეჰისთუნის მთებიდან

286
შირინისთვის რძე რომ დაჰქონდაო. სასულიერო პირები ამბობ-
დნენ, მიწას ხელი არ ახლოთ, თორემ ჯინები გაიღვიძებენ და კა-
ცი ობრიობას უბედურებას მოსწევენო.
ამ შეხლა-შემოხლაში სინანი მშვიდად განაგრძობდა მუ-
შაობას. ჯაჰანისთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ ახერ-
ხებდა ამდენი ორგული ადამიანის გარემოცვაში რწმენის შენარ-
ჩუნებას, ან ამდენ ავსიტყვაობას მოთმინებიდან როგორ არ გა-
მოჰყავდა მისი ოსტატი. მას ცილისწამებაზე ცილისწამებით არც
ერთხელ უპასუხნია. მის შემხედვარე ჯაჰანს კუ აგონდებოდა,
ბავშვები რომ ჯოხით აწვალებენ, ის კი ბაკანში ჰყოფს თავს და
ელის, როდის ჩაცხრება მათი გააფთრებული ჟინი. სწორედ ასე
იცდიდა სინანად წოდებული კუ, ოღონდ შუალედებში, როცა
თავს ანებებდნენ, შეუჩერებლად შრომობდა.
წყალგაყვანილობის ამ დიდი ქსელზე მუშაობისას ოსტატის
თანაშემწეობა ნიკოლას და ჯაჰანს დაეკისრათ. მათი მოვა-
ლეობა იყო ზომების აღება, კუთხეებისა და დახრილობის გა-
მოთვლა, ძველი ბიზანტიური წყალგაყვანილობის ხარვეზების
შესწავლა და აამ ხარვეზთა გამოსწორების გზების ძიება. რო-
გორც კი ამ ინფორმაციას მოიპოვებდნენ, კვლევების შედეგები
სულთნისთვის უნდა მოეხსენებინათ. შეგირდებს ასეთი ნდობა
ძალიან ახარებდათ, მაგრამ, სასიამოვნო მღელვარებასთან ერ-
თად, მტანჯველი განცდებიც აწუხებდათ. ყველა იმ სამუშაოდან,
რომლებიც წლობით შეუსრულებიათ, ეს ყველაზე რთული იყო,
მაგრამ ასე თავგამოდებით იმიტომ როდი შრომობდნენ, რომ
სულთანზე შთაბეჭდილება მოეხდინათ ან დიდვეზირი გაეწბი-
ლებინათ. შეჭირვებული ოსტატის მხარდაჭერა - აი, რა იყო მათ-
თვის მთავარი. ამიტომ ცდილობდნენ წყაროებისა და ჭაბურღი-
ლების, ღელეების, ჭებისა და მიწისქვეშა ავზების ადგილმდება-

287
რეობის დადგენას. ამ ყველაფერს რუკაზე აღნიშნავდნენ და გა-
ნუწყვეტლივ ფიქრობდნენ, როგორ დაეკავშირებინათ ზემოთ
ჩამოთვლილი ნაგებობები მიწისქვეშა თუ მიწისზედა არხების
მეშვეობით.
ხუთშაბათ საღამოს საზეიმოდ გამოწყობილი, ჩანაფიქრები-
თა და იმედებით სავსე ოსტატი და მისი ორი შეგირდი ხალისით
გაუდგნენ გზას სასახლისკენ. რუსტემი თავაზიანად, მაგრამ ცი-
ვად მიეგება სტუმრებს. აკანკალებული სხეულის დასაოკებლად
ჯაჰანმა მუშტები შეკრა და ხელისგულებს ფრჩხილებით ჩააფ-
რინდა. ძალიან არ უნდოდა, შიშით ათრთოლებული წარმდგა-
რიყო ამ ხორვატის წინაშე, რომელმაც მიჰრიმაჰი მოსტაცა.
დიდვეზირს არაფერი შეუმჩნევია. ახოვანი აღნაგობის, ცბიერე-
ბისა და გაქნილი გონების წყალობით ამ კაცმა საკმაოდ ბევრი
ჯილდო მოიხვეჭა. ახლაც ისეთი პირი უჩანდა, რომ სინანს კრი-
ჭაში ჩაუდგებოდა. მას ანატოლიიდან ჩამოსახლებული ხალხი
ისე სძულდა, რომ მზად იყო მათთვის ქალაქის მცხოვრებთა კე-
თილდღეობის ხარჯზე შეეშალა ხელი.
სტუმრები მისაღებ დარბაზში შეიპატიჟეს. ოქსინოებით მოფე-
ნილ, ძვირფასი თვლებით მოოჭვილ ტახტზე სულთანი სულეიმა-
ნი იჯდა. დარბაზში გამეფებულ სიჩუმეს კუთხეში მოჩუხჩუხე
შადრევნის ხმა არღვევდა. ცისქვეშეთის მპყრობელს შავი სიასა-
მურის ბეწვით გაწყობილი ყვითელი ატლასის კაბა ეცვა. სტუმ-
რებს თბილად მიესალმა, თუმცა მის ხმაში მძიმე, ხისტი ინტონა-
ციები აშკარად იგრძნობოდა. სხვათა შორის, ასეთი ხალისიანი
ფერის სამოსი რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად ეც-
ვა. მისი ორი ვაჟი ერთმანეთს მოსისხლე მტრად ექცა, მაგრამ
ისე არაფერს შეუძრავს, როგორც ჰიურემის დაკარგვას. აღარ
იყო ამქვეყნად ქალი, რომელსაც სასიყვარულო ლექსებს უძ-

288
ღვნიდა; აღარ იყო ამქვეყნად მისი ხუთი შვილის დედა; დედო-
ფალი, რომელიც ერთდროულად სძაგდათ და უყვარდათ; მიჯნუ-
რი, რომელიც ჰარამხანის ტურფებს შორის ყველაზე მაღლა აიჭ-
რა; აღარ იყო მოცინარი,60 რომელიც ისე გარდაიცვალა, რომ
ვერც ერთი ვაჟის ტახტზე ასვლას ვერ მოესწრო.
თვალებდახრილმა შეგირდებმა მბრძანებლის წინაშე სამჯერ
ჩაიმუხლეს და ოსტატთან ერთად ტახტისკენ დაიძრნენ. ხალიჩის
ფაფუკი ბეწვი რბილად ეგებოდათ ფეხქვეშ. მოგვიანებით ჯაჰანი
მოციმციმე სანთლების თბილ შუქსაც გაიხსენებს და დარბაზის
ფანჯრებში შემოპარულ ცაცხვის სურნელსაც, რომელიც იმ წუ-
თებში გულს სიმშვიდით უვსებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხის-
კენ გახედვას ერიდებოდა.
- აბა, ხუროთმოძღვარო, დამიმტკიცე შენი სიმართლე! - მი-
მართა სინანს სულეიმანმა.
ოსტატმა თავის შეგირდებს თავი დაუქნია. ახალგაზრდებს
ნახაზები აქლემის ტყავზე ჰქონდათ შესრულებული. ტყავი ისე-
თი სიფრიფანა იყო, რომ შუქს ატარებდა. ოთხი ასეთი ნახაზი წა-
რადგინეს ნიკოლამ და ჯაჰანმა. ერთ-ერთი ეტრატი გადაშალეს
და სულთანს პირველი ნამუშევარი წარუდგინეს, სინანი კი ამა-
სობაში ანგარიშს აბარებდა, გეგმებს უზიარებდა და დროდად-
რო რომელიმე დეტალზე ამახვილებდა ყურადღებას. სულთანი
და დიდვეზირი მდუმარედ უგდებდნენ ყურს. შეგირდებმა ზედი-
ზედ გადაშალეს მეორე და მესამე ტყავის გრაგნილიც. აქ სხვა-
დასხვა ზომის აკვედუკები და მათი მდებარეობა იყო აღნიშნუ-
ლი.

60 Hurrem - სპარსულად მოცინარს, მხიარულს ნიშნავს.

289
ყველაზე მეტი მღელვარება სწორედ მეოთხე გეგმასთან იყო
დაკავშირებული. აქ მიწისქვეშა წყაროების შემაერთებელი
მილსადენების მთელი ლაბირინთი იყო გამოსახული, მაგრამ
სინანმა და მისმა შეგირდებმა იგი გვერდზე გადადეს. უფრო კე-
თილგანწყობილ დამთვალიერებელს სინანი ამ ნამუშევარს არ
დაუმალავდა, მაგრამ ამჯერად ალღომ უკარნახა, რომ მისი გა-
მომზეურება არ ღირდა, მასპინძლებს კი ორიოდ სიტყვით განუ-
მარტა, რომ გეგმა სავენტილაციო არხების მეშვეობით ბაღ--
ვენახებისა და კერძო ეზოების წყლით მომარაგებას ითვალისწი-
ნებდა. თანაც დასძინა, რომ არ არსებობდა იმაზე კეთილშობი-
ლი საქმე, ვიდრე მწყურვალის დარწყულება.
სულთანი სულეიმანი კარგა ხანს დუმდა, შემდეგ დიდვეზირს
მიუბრუნდა და აზრის გამოთქმა სთხოვა. რუსტემიც სწორედ ამ
მომენტს ელოდა. სვენებ-სვენებით, უნდილად ალაპარაკდა,
აქაოდა, რა ვქნა, ძალიან მეძნელება ამის თქმა, მაგრამ სხვა რა
ჩარა მაქვსო.
- ხუროთმოძღვარი სინანი დიდოსტატია. ჩინებული ჩანაფიქ-
რიც გაგვიზიარა. მაგრამ ვშიშობ, მას არ ესმის, რომ ეს საქმე
მხოლოდ უბედურებას მოგვიტანს.
- რას გულისხმობ, დიდვეზირო?
- ჩემო სულთანო, ძალიან ძვირადღირებული საქმე აქვთ ჩა-
ფიქრებული. ჩვენი ხაზინა ამას ვერ გაუძლებს!
- შენ რას იტყვი? - ჰკითხა სულეიმანმა სინანს.
- ხარჯების შემცირების ათასგვარი გზა არსებობს, - მიუგო
ოსტატმა, - მარშრუტებს შეძლებისდაგვარად დავამოკლებთ, მა-
სალებსაც საჭიროებისამებრ შევარჩევთ.
- ამით რას მიაღწევთ? ქალაქს კიდევ მოაწყდება ხალხი, ქოხ-
მახები სოკოებივით მომრავლდება; ხანძარი რომ გაჩნდეს, ჩაქ-

290
რობას როგორ აპირებთ?! - ჩაერია დიდვეზირი. პასუხს აღარ
დაელოდა, შუბლი ხელსახოცით მოიწმინდა და განაგრძო:
- გადაიჭედაე ქალაქი! აღარ გვინდა ამდენი ხალხი!
სინანს სახე მოეღრუბლა.
- დიდვეზირო, ახალმოსახლეთა რიცხვს სულთანი განსაზ-
ღვრავს, მაგრამ მათ, ვინც აქ უკვე ცხოვრობს, წყალი სჭირდე-
ბა...
კარგა ხანს გასტანა ხუროთმოძღვართუხუცესისა და დიდვე-
ზირის ამ ორთაბრძოლამ. ბოლოს სულთანს მოსწყინდა და
ბრძანა:
- კმარა! ორივე მხარის აზრი მოვისმინე, საბოლოო გადაწ-
ყვეტილება ჩემზეა და მას სულ მალე შეიტყობთ.
სინანი და მისი შეგირდები უკანსვლით გავიდნენ დარბაზი-
დან, რუსტემ ფაშა კი დარბაზში დარჩა, რაც ჯაჰანმა უსამარ-
თლობად მიიჩნია. ცხადი იყო, მათ არყოფნაში დიდვეზირი
მბრძანებლის გადარწმუნებას შეეცდებოდა. ჯაჰანმა დიდხანს
იმტვრია თავი, როგორ ეშველა საქმისთვის. თუ რომელიმე მათ-
განი სულთანს დიდვეზირის დაუსწრებლად გაესაუბრებოდა, მი-
სი გადმობირება იქნებ მოეხერხებინა კიდეც. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, სინანსა და მის შეგირდებს არავითარი შანსი აღარ
ჰქონდათ.
მძიმე დღით მოქანცული შეგირდები იმ ღამით ოსტატის სახ-
ლში დარჩნენ. ჯაჰანს იმედი ჰქონდა, რომ მსჯელობა აქაც გაგ-
რძელდებოდა, მაგრამ სინანს უქმი ლაყბობა არ უყვარდა და შე-
გირდებს მეცადინეობისკენ მოუწოდა. ღონემიხდილმა ახალგაზ-
რდებმა ნავახშმევს დასაძინებლად გასწიეს. სწორედ იქ, ბნელ
ოთახში, როცა თავის ლეიბზე შამფურივით ტრიალებდა, ჯაჰანს
ერთი აზრი ეწვია. ოთახი ხელის ცეცებით გადაჭრა, ტკბილად

291
მძინარე ნიკოლას მიადგა, მხარში ხელი წაავლო და შეანჯღრია.
ნიკოლა სიზმრიდან გამოერკვა.
- ვინ არის?
- ჩუმად! მე ვარ.…
- ჯაჰან! რა ხდება?
- არ მეძინება. მთელი ღამე ვფიქრობდი დღევანდელ ამბებზე.
- არც მე მძინებია, - თქვა ნიკოლამ, თუმცა წამის წინ მკვდა-
რივით ეძინა.
- როგორ მიიღებს ჩვენი სულთანი სამართლიან გადაწყვეტი-
ლებას, თუკი დიდვეზირი მუდამ თან ახლავს? ოსტატი სულთანს
მხოლოდ დროდადრო ხედავს, რუსტემს კი მისი ნახვა ყოველ-
თვის შეუძლია.
- მართალი ხარ, მაგრამ, აბა, რა უნდა ვქნათ...
- მგონი, ვიცი, რაც უნდა ვქნათ. ერთი აზრი მომივიდა, - თქვა
ჯაჰანმა, - არის ადგილი, სადაც დიდვეზირი სულთანს არასოდეს
აწუხებს.
- რაო?! ჰარამხანაში აპირებ შესვლას?! - შეიცხადა ნიკოლამ.
- არა, ჩერჩეტო, - სიცილით გააწყვეტინა ჯაჰანმა, - სხვა ად-
გილს ვგულისხმობ, სადაც სულთანს დიდვეზირი არასოდეს ახ-
ლავს თან. აბა, გამოიცანი!
- ვერა, ვერ ვხვდები. უნდა მითხრა! - სთხოვა ნიკოლამ.
- ნადირობას ვგულისხმობ. როცა სულთანი სანადიროდ წავა,
თან გავყვები და ჩვენს განზრახვებს გავაცნობ. ის მეტიჩარა
დიდვეზირი გვერდით რომ არ ეყოლება, უფრო ცოცხლად იაზ-
როვნებს.
- ბრწყინვალე გეგმაა, - თქვა ნიკოლამ.
ორივემ კარგად იცოდა, რომ დიდვეზირს ნადირობა სძაგდა.
უსაშველო სიტლანქის გამო მუდამ სხვებს ჩამორჩებოდა ხოლ-

292
მე. ნადირის კვალდაკვალ აღმა-დაღმა სიარულზე ხომ ლაპარა-
კი ზედმეტი იყო.
- ჩვენს ოსტატს მოულოდნელ საჩუქარს გავუკეთებთ. ჯერ ნუ-
რაფერს ეტყვი, - თქვა ჯაჰანმა.
ნიკოლა ჩურჩულზე გადავიდა:
- ემანდ, შარში არ ამოყო თავი...
- ნუ გეშინია, თუ ყური არ მათხოვა, მოვბრუნდები და ეგ იქნე-
ბა.
- მეც რომ გამოგყვე?
- არა, სჯობს, მარტო წავიდე. გპირდები, არაფერს დაგიმა-
ლავ.
- ფრთხილად იყავი, იცოდე.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
გარეგნული თავდაჯერების მიუხედავად, მთელი დარჩენილი
კვირა ჯაჰანმა მოუსვენარ ბორგვაში გაატარა. მისი გონება ფუტ-
კრების მოზუზუნე სკას ჰგავდა. ნერვები აეწეწა, გონებაში განუწ-
ყვეტლივ სიტყვასიტყვით იმეორებდა იმას, რაც სულთნისთვის
უნდა ეთქვა. იმ დღეებში სამხეცის სხვა მუშაკების დახმარებით
წვრილად გამოიკვლია, როდის და სად აპირებდა სულთანი სა-
ნადიროდ წასვლას. სხვათა შორის, ჯაჰანს ნიკოლასთვის თავი-
სი გეგმა ბოლომდე არ გაუმხელია. საქმე ის გახლდათ, რომ თან
ჩოტას წაყვანასაც აპირებდა. აქამდე სრულიად ამაო იყო ყველა
მისი მცდელობა, სულთნისთვის ეს ცხოველი შეეყვარებინა, ახ-
ლა კი იმედოვნებდა, რომ მაჰაუტიცა და სპილოც აუცილებლად
მოინადირებდნენ მბრძანებლის გულს.
ეს დღეც დადგა. ჯაჰანმა ზურგზე ტყავის ჩანთა მოიგდო, სპი-
ლოზე ამხედრებულმა დილაადრიან ჩაუარა ბაბ-ი-ჰუმაიუნის

293
ვეებერთელა კარიბჭეს და გუშაგებს ხელი დაუქნია. ის იყო, გეზი
აია სოფიასკენ უნდა აეღო, რომ ერთ-ერთმა გუშაგმა მიაძახა:
- საით გაგიწევია?
- ჩვენს სულთანს, სამყაროს შემწესა და მფარველს, იღ-
ბლიანი მშვილდის წაღება დაავიწყდა. ნაბრძანები მაქვს, ახლა-
ვე დავაწიო!
- კი მაგრამ, ცხენოსნები ვერ გამოუშვეს? - იკითხა მეორე გუ-
შაგმა.
- სპილო ცხენზე უფრო სწრაფია! - არ დაიბნა ჯაჰანი.
გუშაგებმა ჩაიხითხითეს.
- შენი ნათქვამი უნდა შევამოწმო, - თქვა პუცებ პირველმა გუ-
შაგმა.
- კი ბატონო, დაგელოდები. ოღონდ, თუ სულთანმა თავისი
იღბლიანი მშვილდი დროზე არ მიიღო, განრისხდება და ეს სუ-
ლაც არ იქნება ჩემი ბრალი! - თქვა ჯაჰანმა.
გუშაგებმა ულვაშები მოიკვნიტეს და ჭაბუკს ყურადღებით და-
აკვირდნენ. ფიქრის დრო ნამდვილად ჰქონდათ, რადგან ჯაჰანი
საკმაოდ დინჯად ირჯებოდა. ბოლოს, თითქოს უჩინარი ძაფით
გადაბმულებმა, ერთდროულად მიიღეს გადაწყვეტილება და
განზე გადგნენ.
- წადი, - თქვა მეორე გუშაგმა, - მისცხე მაგ შენს სპილოს, არ
დაგაგვიანოს!
ჯაჰანი ასეც მოიქცა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალა-
ქიდან გავიდა. ძალიან არ უნდოდა, რომ ჩოტას ვინმე გადაეთე-
ლა, ამიტომ როცა სტამბოლის ხედები და ხმაური უკან დარჩა,
სპილო ძუნძულით მიუშვა.
როგორც იყო, მიაღწიეს ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნის
მიმდებარე ერთ ფიჭვნარს. ჯაჰანს ადრეც სმენოდა, რომ სულ-

294
თანს ხრამის პირას უყვარდა ნადირის მიმწყვდევა, ამიტომ გა-
დაწყვიტა, სწორედ აქ დალოდებოდა. ლოდინში კარგა ხანი გა-
ვიდა. თუმცა ჯაჰანი ისე ღელავდა, რომ იქნებ მოეჩვენა კიდეც.
„ბუჩქებში არ იყვნენ ჩასაფრებულნი და ემანდ, შემთხვევით, ის-
რები არ დამიშინონ!“ გაუელვა უნებურად. ათასგვარი სხვა საფ-
რთხეც წარმოუდგა თვალწინ, მაგრამ ამ დროს შორიდან ძაღ-
ლების ყეფა მოესმა. ექვსიოდე ძაღლი უახლოვდებოდა ფიჭ-
ვნარს.დ ბოლოს ნადირიც გამოჩნდა. ირემი! ცხოველი ტყიდან
გამოქანდა და ბორძიკ-ბორძიკით გასწია ხრამის პირისკენ. ერ-
თი ისარი ყელში ჰქონდა გაყრილი, მეორე - გულმკერდში. სა-
ოცრება იყო, ფეხზე ჯერ კიდევ რომ იდგა. ჯაჰანი სპილოდან ჩა-
მოხტა. ირემი უკვე სულ ახლოდან ჩანდა. დიდებული სანახავი
იყო. ქორბუდა რქები მზეზე უზბინავდა; ციებიანივით უელავდა
დიდრონი, წყლიანი თვალები. სისხლის სუნით აღგზნებულმა
ჩოტამ ეშვები მოიღერა, მაგრამ ირემს უკვე საამქვეყნო პირი
აღარ ჰქონდა. ერთბაშად ნესტოები დაებერა, პირი დააღო
(თითქოს რაღაცის თქმა უნდაო) და იქვე ჩაიკეცა. ჯაჰანი მყისვე
გაქანდა მისკენ, მაგრამ გზად ხის ფესვებს წამოედო, და სანამ
ირმამდე მიაღწევდა, ხუთი მწევარიც გამოჩნდა. გაცხარებით
ყეფდნენ, ცხოველის ლეშს წრე შემოარტყეს და ჯაჰანი ახლოსაც
არ მიაკარეს. ჭაბუკი უნებურად მიტრიალდა და დაინახა ცხენზე
ამხედრებული სულთანი, რომელიც ჯიქურ მისჩერებოდა. აკან-
კალებული ჯაჰანი მიწაზე განერთხა მის წინ და შეჰღაღადა:
- მბრძანებელო!
- საიდან მოხვედი? ან ამ სპილოს აქ რა უნდა? - იკითხა სულ-
თანმა.
- შენი მორჩილი მსახური ვარ. აქ იმისთვის გეახელი, რომ
რაღაც გითხრა, თუ ნებას დამრთავ.

295
- შენ ჩემი მაჰაუტი არა ხარ? - დააზუსტა სულთანმა.
- დიახ, მბრძანებელო, - მიუგო ჭაბუკმა.
როგორც ჩანს, სულთანს დავიწყებოდა, რომ ეს ადამიანი ჯერ
კიდევ გუშინ იდგა მის წინ და ნახაზებს უჩვენებდა. ო
- ოსტატ სინანის შეგირდიც გახლავარ, მბრძანებელო, - შეახ-
სენა ჯაჰანმა, - ჩემი თხოვნაც სწორედ ამასთან არის დაკავშირე-
ბული.
სანამ სულთანი ჯაჰანს ესაუბრებოდა, მსახურებმა ნანადირე-
ვი ცხენშებმულ ორთვალაზე შეაგდეს და გზას გაუყენეს, მწევრე-
ბი კი ორთვალას ყეფით აედევნენ.
- სპილო უკითხავად რატომ წამოიყვანე? - ჰკითხა სულთანმა
ჭაბუკს, - განა არ იცი, რომ ადამიანები გაცილებით ნაკლები და-
ნაშაულისთვის წკეპლით ისჯებიან?
- პატიებას გთხოვ, მბრძანებელო. აუცილებლად უნდა მენა-
ხე. სპილო კი იმ იმედით წამოვიყვანე, რომ შენს ყურადღებას
ასე უფრო ადვილად მივიპყრობდი.
იმ წუთებში ჯაჰანს თავის აწევა რომ გაებედა, დაინახავდა,
რომ სულთანს ჩაეღიმა და თვალის უპეებზე წვრილი ნაოჭები
დააჩნდა.
- ასეთ თვითნებობას უმიზეზოდ არ ჩაიდენდი, - თქვა სულ-
თანმა.
- მბრძანებელო, თუ ნებას დამრთავ... - დაიწყო ჯაჰანმა აკან-
კალებული ხმით. შემდეგ ნელა გაშალა აქლემის ტყავის გრაგ-
ნილი (რომელიც წინა დღეს სულთანს რაღაც მოსაზრებით არ
უჩვენეს) და განუმარტა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სინანის
გეგმა; რამდენი მოხუცი, ავადმყოფი, უმწეო და არასმქონე
ილოცებდა სულთნის მზეგრძელობისთვის, როცა წყურვილს მო-
იკლავდა.

296
მბრძანებელი ყურს უგდებდა და დროდადრო შეკითხვებს უს-
ვამდა. ჯაჰანს გული სიხარულით აევსო: თურმე არ შემცდარა,
როცა ამტკიცებდა, რომ სასახლის კედლებს მიღმა სულეიმანი
სულ სხვა, უფრო კეთილი კაცი იყო.
- შენმა ოსტატმა თუ იცის, აქ რომ ხარ? - იკითხა მბრძანებელ-
მა.
- არა, არ იცის. რომ გაიგოს, ძალიან გამიწყრება.
- წესით, მეც უნდა გაგიწყრე, მაგრამ არ ვბრაზობ. აშკარაა,
რომ შენს ოსტატს თაყვანს სცემ. ყველა შეგირდი რომ ასე ერ-
თგულობდეს, სინანი ბედნიერი კაცი იქნებოდა, - თქვა სულთან-
მა და მისი ბაგეების კუთხეებში ღიმილი გამოკრთა.
სწორედ ასეთ წუთებში შემოგვეპარება ხოლმე ამპარტავნე-
ბა, რომელიც უკუღმართულ აზრებს გვკარნახობს. სწორედ ასეთ
წუთებში ჩამოგვაჯდება ხოლმე მხარზე შაითანი და ვითომ გუ-
ლუბრყვილოდ ჩაგვჩურჩულებს: „მიდი, მეტი მოითხოვე! რატო-
მაც არა?!“
- მბრძანებელო, ნებას თუ დამრთავ, კიდევ ერთი რამ განა-
ხო? - მიმართა ჯაჰანმა სულთანს.
სულთანმა ოდნავ დაუკრა თავი. მაჰაუტმა უბიდან პერგამენ-
ტი ამოიღო და გაშალა. ეს მისი საკუთარი ნახაზი იყო - შვიდთა-
ღიანი ქვის ხიდის გეგმა. მის მიხედვით, ხიდის ბურჯები ძლიერი
დინებისგან ქვის შვერილებს უნდა დაეცვა. ფეხით მოსიარუ-
ლეებისა და ცხოველების სავალი ნაწილი ცალკე უნდა ყოფილი-
ყო გამოყოფილი, ხიდის გასაწევი მასიური კონსტრუქციები კი
საქონლისა და მგზავრების ნაკადს დაარეგულირებდა. თუ სულ-
თანი ამ ხიდს სინანის წყალსადენებთან ერთად მოიწონებდა, ჯა-
ჰანი სახელს მოიხვეჭდა. „წყლის ხუროთმოძღვარი!“ „სინანის
საოცარი აღმოჩენა!“ - ასე უწოდებდნენ ალბათ, და, ვინ იცის, იქ-

297
ნებ ორთაღშიც კი მიეღოთ! როგორც წესი, აღმასვლის გზაზე
შემდგარი შეგირდი ტრიალ მინდორზე ზლაზვნით მიმავალი კუს
ნაბიჯებით მოძრაობდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ჯაჰანი გამო-
ნაკლისი ყოფილიყო? მარტო ის რად ღირდა, რომ მისი წარმა-
ტება მიჰრიმაჰის ყურამდე მიაღწევდა!
სულთანმა ნახაზს მხოლოდ წამით შეავლო თვალი და სადა-
ვეები მოქაჩა.
- გამბედაობას გიქებ, ყმაწვილო. მაგრამ გამბედაობას საფ-
რთხეც ახლავს. გახსოვდეს, მბრძანებლები გადაწყვეტილების
მიღებამდე ბევრ რამეს ითვალისწინებენ. შინ დაბრუნდი და ჩემს
განკარგულებას დაელოდე, - თქვა და ცხენი ადგილიდან დაძრა.
ამალა, ძაღლები და ცხენები უკან გაჰყვნენ და ისეთი ქარიშხა-
ლი დაატრიალეს, რომ მისი ძალა მოშორებით მდგომმა ჯაჰან-
მაც იგრძნო.
ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. სინანის შეგირდმა შვე-
ბით ამოისუნთქა და ზეცას მადლობა შესწირა.
მეორე დღეს, სამშენებლო მოედანზე, ჯაჰანთან ნიკოლამ მი-
ირბინა და ჰკითხა:
- რა ქენი? აბა, მიამბე!
- ვნახე და ველაპარაკე კიდეც, - უპასუხა ჯაჰანმა.
- რას ამბობ?! - თვალები დაჭყიტა განცვიფრებულმა ნიკო-
ლამ.
- დიახაც! - მიუგო ჯაჰანმა დაუფარავი სიამაყით. - ჩვენს სულ-
თანს აშკარად აქვს სურვილი, რომ ახალი აკვედუკი და ხიდი
ავაშენოთ.
- რა ხიდი?
- იმ ხიდზე ველაპარაკე, მე რომ დავგეგმე.
- ოსტატთან შეუთანხმებლად?!

298
ჯაჰანი უხერხულად შეიშმუშნა და პასუხი დაუგვიანა. მთელი
დღე ელოდა ხელსაყრელ მომენტს, რომ ოსტატს გასაუბრებო-
და, მაგრამ ეს წუთი არა და არ დადგა.
მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე სამშენებლო მოედანს ოთ-
ხი იანიჩარი ეწვია.
- სალამ ალეიქუმ, ჯარისკაცებო, აქ რამ მოგიყვანათ? - მი-
მართა ახალმოსულებს სინანმა.
- ერთ-ერთი თქვენიანის წასაყვანად მოვედით, ოსტატო.
- აქ რაღაც შეცდომაა. ჩემი მუშები პატიოსანი ადამიანები
არიან, - უპასუხა სინანმა.
- მუშა არ გახლავს, შეგირდია! - შეუსწორეს იანიჩარებმა.
ჯაჰანმა მათ საუბარს ყური მოჰკრა, გუმანით იგრძნო გარ-
დაუვალი უბედურების მოახლოება და ახალმოსულებისკენ
გაემართა.
- რომელ მათგანს გულისხმობთ? - იკითხა სინანმა.
ჯარისკაცმა ჯაჰანი დაასახელა.
- ჯაჰანი შესანიშნავი მოწაფეა, - ჩაილაპარაკა სინანმა და
გაოცებისგან თვალები აახამხამა.
- დიდვეზირის ბრძანებაა, ოსტატო, - მიუგო იანიჩარმა, რო-
მელიც სინანს დიდ პატივს სცემდა და სულაც არ სურდა, მისი
ერთ-ერთი შეგირდი ძალით წაეყვანა.
- ვერ დავიჯერებ, რომ ამ ყმაწვილმა ცუდი საქციელი ჩაიდი-
ნა, - არ ცხრებოდა სინანი.
პასუხის გაცემა არავინ ისურვა. უხერხულ სიჩუმეში ჯაჰანის
ბუტბუტი გაისმა:
- მომიტევე, ოსტატო...
ოსტატს სახე სიმწრით დაეღრიჯა. თურმე მის ზურგსუკან რა-
ღაც ხდებოდა, მან კი არაფერი იცოდა. მაინც მიუხლოვდა თავის

299
შეგირდს, მხრებზე ხელები დაადო და ისე მოუჭირა, თითქოს ამ
გზით სურდა, მთელი თავისი შინაგანი სიმტკიცე მისთვის გა-
დაეცა.
- რაც უნდა მოხდეს, არ მიგატოვებ, იცოდე. შენ მარტო არა
ხარ. შეგეწიოს უფალი!
ჯაჰანს სუნთქვა შეეკრა და სიტყვის დაძვრაც კი ვერ გაბედა
იმის შიშით, რომ ქვითინი აუტყდებოდა. ჯარისკაცები მორიდე-
ბით ამოუდგნენ ორივე მხრიდან და ხელებზე ბორკილები მხო-
ლოდ მაშინ დაადეს, როცა სამშენებლო მოედნის ხმაური შორე-
ულ ზუზუნად იქცა. გაკოჭილი მაჰაუტის დანახვისას რუსტემ ფა-
შამ მისკენ თითი გაიშვირა და შესძახა:
- შენ არ იყავი, თავხედო, სულთანს რომ ჩაუსაფრდი და ჩემ
ზურგსუკან გველივით მიუხოხდი?
აკანკალებულ ჯაჰანს კეფაზე ოფლმა დაასხა.
- გინდა, ამ ქვეყნის ხაზინა ნიავქარს გაატანო, არა? მე შენ შე-
სახებ უკვე ყველაფერი შევიტყვე! ირანის ჯაშუში ხარ. ხომ ასეა?!
- დიდვეზირო, - მიუგო ჯაჰანმა ჩამწყდარი ხმით, - მზად ვარ,
წმინდა ყურანზე დავიფიცო, რომ ჯაშუში არ გახლავარ. ცუდი
განზრახვა ნამდვილად არ მქონია.
- მაგასაც ვნახავთ!.. - თქვა რუსტემმა და მცველებს უხმო.
ასე ამოყო თავი სინანის ურჩმა შეგირდმა შვიდკოშკიან ციხე-
სიმაგრეში, (იგულისხმება ცნობილი ციხესიმაგრე იედიყულე.)
მხოლოდ იმიტომ, რომ სურდა, თავის ოსტატს ქალაქისთვის
წყლის მიწოდებაში დახმარებოდა. ამ საპყრობილეში სული უამ-
რავ ადამიანს ან ტუსაღს ამოხდომოდა, ცოცხლად გამოსული კი
იშვიათად თუ ენახა ვინმეს.

300
- რა გქვია? - მეორედ ჰკითხა ციხის მწერალმა.
ჯაჰანისთვის დუმილი მხოლოდ ზიანის მომტანი იყო. მაგრამ
მაინც მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ მისი სახე-
ლი იმ დავთარში შეეტანათ, რომელშიც სტამბოლის ყველა ნა-
ძირალა აღნუსხულიყო. წამიწამ ემატებოდა შიში, რომ თუ იქ
ერთხელ მოხვდებოდა, ამ ჯურღმულში სამარადჟამოდ ჩაიმარ-
ხებოდა.
- მიპასუხე, რომ გეკითხები. თუ არ მიპასუხებ, ენას ამოგაჭ-
რი, იცოდე! - თვალები გადმოუბრიალა ციხის მწერალმა, რომ-
ლის საუბრის მანერა, მისი ხელწერისგან განსხვავებით, სინატი-
ფეს სრულიად იყო მოკლებული.
- კარგი, თავი დაანებე, ქათამს რაღა შეშინება უნდა! - წას-
ჩურჩულა უფროსმა ბადრაგმა, რომელიც მათ საუბარს ყურს უგ-
დებდა.
- ეს ქათამი სულთნის კარზეა გაზრდილი, ეფენდი, - უპასუხა
მწერალმა.
- მაგასაც ვნახავთ. როცა გაპუტავენ, ყველა ქათამი ერ-
თნაირი ხდება! - თქვა ბადრაგმა.
- მართალია, ეფენდი! -კვერი დაუკრა მწერალმა.
ბადრაგს დანა პირს არ უხსნიდა, გაქვავებული სახით იდგა
და ბიჭს მისჩერებოდა. ეს წვრილსახა, მხრებში მოხრილი კაცი
ჯაჰანს ერთ თანასოფლელ ბიჭს აგონებდა, რომელიც გომბეშო-
ებს იჭერდა, ჯოხზე აბამდა და დანით ფატრავდა, თანაც ისე, რომ
სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ შეუტოკდებოდა.
- ასეთი ჯერ არავინ გვყოლია, რას იტყვი? - ისე გადაულაპა-
რაკა უფროსმა ბადრაგმა მწერალს, თითქოს ჯაჰანი იქ არც კი
ყოფილიყო.
- კი, კარგი ნადავლია.

301
- დიდვეზირის მონადირებული გახლავს!
ჯაჰანი მიხვდა, რომ ამ ორ კაცს მის შესახებ უკვე ყველაფერი
მოეხსენებოდა. ვინაობას სულ ტყუილად ეკითხებოდნენ, ბორ-
კილებსაც სულ ტყუილად არ ხსნიდნენ. მათ კარგად იცოდნენ,
რომ ეს კაცი არსად გამქცევი არ იყო, უბრალოდ, მისი წვალება
სიამოვნებდათ, ჯაჰანი კი თავისი დუმილით ამ სატანჯველს მხო-
ლოდ ახანგრძლივებდა.
- ჩვენი სულთნის სპილოს მომთვინიერებელი და კარის ხუ-
როთმოძღვართუხუცესის შეგირდი გახლავართ, - როგორც იყო,
ამოთქვა ხრინწიანი, ჩამწყდარი ხმით. მის სიტყვებს ხანმოკლე
პაუზა მოჰყვა, რომელსაც მხოლოდ მწერლის კალმის ფხაჭუნი
არღვევდა.
- მეცოდება ეს უბედური. რას იტყვი, ეფენდი?
- ეგრეა. საცოდავია ყველა პატარა კაცი, ვისაც დიდი მტერი
ჰყავს.
ჯაჰანმა ნერწყვი სიმწრით გადაყლაპა და ჩაილაპარაკა:
- ჩემი ოსტატი აუცილებლად გამიყვანს აქედან.
უფროსი ბადრაგი ისე ახლოს მივიდა ჯაჰანთან, რომ ჭაბუკმა
მისი უსიამოვნო სუნთქვაც კი იგრძნო.
- აქ ვინც ჩალპა, თითო ოსტატი ყველას ჰყავდა. მერე რა?! ეგ
ოსტატები მათ დასაფლავებაზეც კი არ მისულან!
მწერალმა ჩაიხითხითა.
- ჩემი ოსტატი სხვა კაცია, - თავისას არ იშლიდა ჯაჰანი.
- მამალს, რომელიც დროზე ადრე ყივის, დაკვლა არ ასცდე-
ბა! - მოუჭრა უფროსმა ბადრაგმა და გუშაგებს გასძახა:
- წააბრძანეთ ეს უფლისწული თავის სასახლეში!
გუშაგებმა ჯაჰანთან ერთად ჯერ ბინძური, ნესტიანი დერეფა-
ნი გაიარეს, შემდეგ კიბეს ჩაუყვნენ და ისეთ ვიწრო გასას-

302
ვლელს მიადგნენ, რომ გვერდიგვერდ სიარული გაუჭირდათ.
ხავსისგან გამწვანებულიკ კედლების ბზარებიდან ლორწო მო-
ჟონავდა. რაც უფრო ქვემოთ ჩადიოდნენ, მით უფრო სასტიკად
ყარდა იქაურობა და მით უფრო შემზარავი სიბნელე გამეფებუ-
ლიყო ირგვლივ. უცებ ჯაჰანი რაღაცას წამოედო და მიხვდა, რომ
ეს რაღაცა ოდესღაც ცოცხალი იქნებოდა. ახლა ისინი კოშკის
სარდაფში იმყოფებოდნენ. აქა-იქ რამდენიმე სანთელი ენთო,
მაგრამ მაინც ისე საშინლად ბნელოდა, კაცი იფიქრებდა, რომ
უკვე დაღამდა. არადა, ჯაჰანმა იცოდა, რომ აქ დილით მოიყვა-
ნეს. კედლებს ორივე მხრიდან ჩალეწილი კბილებივით მიუყვე-
ბოდა საკნების კარის ნიშები. და აი, ისინიც გამოჩნდნენ; ღაწ-
ვებჩაცვენილნი, გაძვალტყავებულნი, ტანმაღალნი თუ ტანმორ-
ჩილნი, ახალგაზრდანი თუ ხანდაზმულნი. ერთნი რკინის გისო-
სებს შუბლით მიყრდნობოდნენ და ახალმოსულს თვალებით
ხვრეტდნენ; მეორენი ზედაც არ უყურებდნენ და ზურგშექცევით
იდგნენ; სხვები დაბებკილ ლეიბებზე გაშოტილიყვნენ; ზოგი გი-
სოსებიდან ერთი ჩამჩა წყლისთვის იშვერდა ხელს; დროდადრო
ვიღაცის შეშლილი სახე გამოკრთებოდა ხოლმე წყვდიადიდან;
ექსკრემენტებით პირთამდე სავსე სათლები შიგთავსს ვეღარ
იტევდა და განავლის გროვებს მათ გვერდით, იატაკზეც დაინა-
ხავდით. ერთმა ტუსაღმა ჯაჰანს რაღაც ხრინწიანად წასჩურჩუ-
ლა და როცა ბიჭი მისკენ მიტრიალდა, სახეში შეაფურთხა. ბიჭს
ხელზე ბორკილები ედო, ამიტომ სახიდან ლორწოს ჩამოშორე-
ბას მხრებით შეეცადა. ტუსაღმა ერთი გადაიხარხარა, მაგრამ
ბაგე რომ მოკუმა, მას შემდეგაც კარგა ხანს გრძელდებოდა ეს
ჟრუანტელის მომგვრელი, ამაზრზენი სიცილი. ჯაჰანს მუხლები
მოეკვეთა. ასე ეჩვენებოდა, რომ ამ წუთებში თვითონ კოშკი
დასცინოდა. მართალია, თავადაც ქურდი გახლდათ, მაგრამ ამ

303
ხალხს ნამდვილად არ ჰგავდა. ესენი ყაჩაღები, მკვლელები, მო-
ძალადეები და ავაზაკები იყვნენ. მათ რიგებში ჯაჰანის ადგილი
არ იყო. ბოღმა მწარე ბალღამივით მოაწვა ყელში და სული
შეუხუთა.
- გაიარე! - უღრიალა გუშაგმა.
უცებ ზემოდან რაღაც წრიპინი გაისმა. გუშაგმა იმ ადგილს
ჩირაღდანი მიანათა. ღამურა აღმოჩნდა. ჯაჰანს გაუკვირდა, რო-
გორ შემოაღწია აქ ამ არსებამ, მაგრამ ფიქრის დრო არ იყო, გუ-
შაგებმა ჟანგიანი კარი შეაღეს და ცარიელ დილეგში უკრეს თა-
ვი.
- ესეც თქვენი სატახტო დარბაზი, თქვენო მეუფებავ!
ჯაჰანმა ცოტა ხანში სიბნელეს თვალი შეაჩვია. ჭერქვეშ ექ-
ვსიოდე ღიობი იყო - პაწაწინა, ხურდა ფულისოდენა ჭუჭრუტანე-
ბი. სწორედ აქედან მოჟონავდა დღის შუქი. აქედანვე აღწევდა
სუფთა ჰაერი, თუკი ამას ჰაერი ერქვა. ბიჭი მხოლოდ ქვის კედ-
ლებს, ჭუჭყიან იატაკს, გაცრეცილ ჭილოფებსა და ხის ორ
სათლს ხედავდა. ერთს განავალი მიხმობოდა, მეორე წყლით
იყო სავსე და მის ზედაპირზე მკვდარი მწერები ტივტივებდნენ.
- ეჰეი! აქ რატომ არ შემოგვიყვანეთ? - გამოსძახა ვიღაცამ
გუშაგებს და შემდეგ დიდი გატაცებით დაიწყო იმის აღწერა, თუ
რა ელოდა ბიჭს მის ხელში. მის ყოველ ავხორც და უტიფარ
ფრაზას თავაშვებული ხარხარი მოჰყვებოდა. ეს ხორხოცი კარ-
გა ხანს გრძელდებოდა. ის პატიმარი ისევ უხამსობებს აფრქვევ-
და და ტუჩებს აწკლაპუნებდა, სხვები კი გესლიანად იკრიჭებოდ-
ნენ. უცებ ყველა ერთად ამღერდა. ატყდა ბრახაბრუხი, ჭახაჭუხი
და ფეხების ბრაგუნი. ისეთი გნიასი იდგა, რომ ჯაჰანმა უნებუ-
რად გააპარა თვალი მათი საკნისკენ, რომელიც, მისი საკნისგან
განსხვავებით, სანთლების შუქით იყო გაჩახჩახებული. უცებ

304
ერთ-ერთი პატიმარი, ხუჭუჭთმიანი, ნუშისთვალება, ლოყებდაჩ-
ვრეტილი ჭაბუკი აცეკვდა, სხვები კი სტვენითა და შეძახილებით
აგულიანებდნენ. ყმაწვილი ნება-ნება ირხეოდა. ცოტა ხანში პე-
რანგი გაიხადა. ჭიპზე პაწაწინა მარგალიტი უციმციმებდა, ჭიპს
ქვემოთ კი იმოდენა წარწერა ჰქონდა ამოსვირინგებული, რომ
ჯაჰანმა მისი ამოკითხვაც კი შეძლო: „მიყვარხარ.“
- მიდი, მიდი, ქაიმაქ!
- გააქან-გამოაქანე ეგ შენი ფუმფულა გავა! - მისძახოდნენ
აქეთ-იქედან. შეგულიანებულმა ქაიმაქმა სხეული მთელი ძა-
ლით გაატოკა.
რაც უფრო ძლიერად ტორტმანებდა და ფართხალებდა, მით
უფრო ურცხვად ჟღერდა იმ პატიმრის სახუმარო შეძახილები. ჯა-
ჰანმა შეამჩნია, რომ სხვები (ოთხიოდე კაცი) ამ შარიან კაცს უფ-
რთხოდნენ და ნაძალადევად ხითხითებდნენ. სხვათა შორის, ჯა-
ჰანისა და მანამდე ნანახი სხვა პატიმრებისგან განსხვავებით, ამ
საკანში ბორკილი არავის ედო. „ნეტავ რატომ სარგებლობენ ამ
უპირატესობით?“ - გაუკვირდა მაჰაუტს.
მოცეკვავე ჭაბუკს, ჯაჰანთან ერთად, შარისთავიც დაჟინებით
მისჩერებოდა. უცებ უკნიდან მთელი ძალით დაეძგერა და სხე-
ულზე უტიფრად აეკრა. მისი ამფსონები აღმუვლდნენ. ქაიმაქი
წამოწითლდა და ნერვიულად ჩაიღიმა. ეს ხმაური, ცხადია,
ყველგან ისმოდა, მაგრამ გუშაგები უცებ სადღაც გაუჩინარდნენ.
შფოთისთავმა ფეხსაცმლიდან სამართებელი დააძრო,მ მის ცივ,
ალესილ პირს ენა აუსვა და ქაიმაქს ყელზე მიაბჯინა. ჭაბუკს სიმ-
წრისგან ადამის ვაშლი აუთამაშდა, მაგრამ როკვას მაინც გა-
ნაგრძობდა. ეს სამეული: მოძალადე, მოცეკვავე და ბასრი სა-
მართებელი თითქოს რაღაც დროით ერთ პატარა, განცალკევე-
ბულ საუფლოში ჩაიკეტნენ, სადაც სხვას არავის შეესვლებოდა.

305
შემდეგ მოძალადე გვერდზე გადგა და სახელო აიკაპიწა. მარ-
ცხენა მკლავი ერთიანად დალილავებული და დასერილი ჰქონ-
და. ზოგი ჭრილობა უკვე მოშუშებული იყო, ზოგიც სულ ახალი.
პატიმარმა მაჯიდან იდაყვამდე ერთი ხელის დასმით დაისერა
მკლავი. სისხლი იატაკზე დაეწვეთა. ჯაჰანმა ახლაღა შეამჩნია,
რომ იატაკი მოშავო ლაქებით იყო დაფარული. ძალიან ცდი-
ლობდა, ნანახი არად ჩაეგდო, მაგრამ სხეული ერთბაშად მოეჩ-
ვარა. რომ შეძლებოდა, ამ კაცს სიამოვნებით მოკლავდა.
სწორედ ამ დროს აიჭრა ჰაერში ხამაღალი შეძახილი:
- აბა, გეყოფათ, თქვე მუდრეგებო!
ეს ბრძანება თითქოს საიდანღაც, მიღმიერი სამყაროდან
ჟღერდა, მაგრამ მისი ექო სწრაფად მოედო საპყრობილის კედ-
ლებს და აურზაური ერთ წამში ჩააცხრო. ჯაჰანმა დერეფანს
თვალი შეავლო და ბოლო საკანში ჩახედვა სცადა. თავიდან ვე-
რაფერი დაინახა, მაგრამ ბნელში თანდათან გამოიკვეთა ნაც-
ნობი სახე. ბალაბანი!
- ბიჭებმა ცოტა წაიხალისეს... - ჩაიდუდღუნა შარისთავმა.
- ჰოდა, მაგ შენს ბიჭებს გადაეცი, რომ თავი ამატკივეს! - გა-
მოსძახა ბოშამ.
შარისთავმა ამფსონებს ხელი აუქნია. ყველანი საკნის კუთ-
ხეში მიიყუჟნენ. მოცეკვავე ყმაწვილმაც უხალისოდ აითრია ფე-
ხი.
- კიდევ ერთ რამეს გეტყვით, - თქვა ბალაბანმა.
- ჰა?..
- თავი დაანებე მაგ სამართებლის ტრიალს, აბდულა. ამოვი-
და ყელში ამდენი სისხლი!
- ასე ამ ახალბედას გამო მოვიქეცი, - უპასუხა აბდულამ, რო-
მელსაც აშკარად ეწყინა, დაღვრილი სისხლი რომ არ დაუფასეს.

306
- კმარა. მორჩა ზეიმი! - თქვა ბალაბანმა, საკნის გისოსებს მი-
ადგა და ჯაჰანიც მაშინ დაინახა.
- ერთი ამას უყურეთ! ინდოელო, შენა ხარ?!
ბალაბანის საკანში კიდევ ხუთი ბოშა იჯდა, მისი უერთგულე-
სი დოსტი. ხუთივემ სათითაოდ გამოყო თავი გისოსიდან და ჯა-
ჰანს მიესალმა.
- როგორ აღმოჩნდი ამ ნეხვის ბუდეში? - ჰკითხა ბალაბანმა.
- დიდვეზირი გავანაწყენე, - უპასუხა ჯაჰანმა, - შენ?
- მე... აბა, რა გითხრა. დიდი არაფერი დამიშავებია, ყადის წა-
ვეთამაშე!
თურმე ბალაბანს ყადისთვის ეტლი მოეპარა და სასჯელს
ამისთვის იხდიდა. ამ ყადიმ ადრე მისი გარე ბიძაშვილი ჩააყუდა
ციხეში, ბაბუის ძმა კი ჩამოახრჩობინა. შურისძიების მიზნით, ბა-
ლაბანმა და მისმა ამფსონებმა ყადის ძვირფასეულობა და
მდიდრული ხალათები მოჰპარეს, მისი ფარშავანგები შამფურზე
წამოაცვეს, მისი მეოთხე ცოლი გაიტაცეს და მის თავლებს ცეც-
ხლი წაუკიდეს. მაგრამ ბოშები მხოლოდ მაშინ დაიჭირეს, როცა
მათ ყადის ახალთახალ, ფრანკისტანიდან ჩამოყვანილ, რომე-
ლიღაც დიდგვაროვნის ნაქონ ეტლს დაადგეს თვალი. აქ, შვიდ-
კოშკიან საპყრობილეში, ბალაბანი ნამდვილი მეფე გახლდათ.
ამ უბადრუკ სოროში მისი საკანი ოაზისად ექციათ - ირგვლივ
რბილი ყურთბალიშები მიმობნეულიყო, საკნის გასათბობად მა-
ყალი დაედგათ, ყავის ასადუღებელი სპილენძის ჭურჭელიც
მოემარაგებინათ, მოჩუქურთმებული სავარძელი კი ბალაბანს
ტახტის მაგივრობას უწევდა. პატიმრები ან თაყვანს სცემდნენ, ან
თავს არიდებდნენ და ცდილობდნენ, მისთვის გზა არ გადაეღო-
ბათ, რადგან ციხის გარეთ ყველა მათგანს ჰყავდა საყვარელი
ადამიანები: მშობლები, ცოლები, შვილები... ყველაზე თავზეხე-

307
ლაღებული პატიმარიც კი ხვდებოდა, რომ თუ ბალაბანს რამეს
დაუშავებდა, ბოშების მოდგმის თუნდაც ერთი წარმომადგენ-
ლისგან აუცილებლად მიიღებდა საპასუხო დარტყმას. ბალაბანი
იმხელა ტომის წინამძღოლი გახლდათ, რომ ამ ტომში ბოშების
ზუსტი ოდენობა თავადაც არ უწყოდა. მაგრამ ამ კაცის მიმართ
ასეთი მოწიწებული დამოკიდებულების მთავარი მიზეზი მაინც
სხვა იყო: პატიმრებსა და გუშაგებს ბოშური წყევლის შიში ჰქონ-
დათ! სავსემთვარეობისას წარმოთქმული ამ წყევლის ძალა
შვიდ თაობას სწვდებოდა და დამნაშავის გარდაცვალების შემ-
დეგაც კი იტანჯებოდნენ მისი შვილიშვილები. ჯაჰანმა ეს ყველა-
ფერი პირველსავე დღეებში შეიტყო, მაგრამ მისთვის რომ გე-
კითხათ, ყველაზე შთამბეჭდავი მოარული ლეგენდა თავად ბა-
ლაბანი გახლდათ. სინანის შემდეგ ყველაზე ჭკვიან ადამიანად
სწორედ ის ეჩვენებოდა. ოღონდ მისი ოსტატის გონება უძირო
ტბასავით მშვიდი და აუმღვრეველი იყო, ბალაბანის გონება კი
კალაპოტიდან გადმოსულ, აბორგებულ, შმაგ მდინარეს ჰგავდა.
ასეთ ყოფაში იყო ჯაჰანი. ღამღამობით გაეხვეოდა ხოლმე
ჩრჩილით გამოჭმულ საბანში, რომელსაც ყველა იმ ადამიანის
სუნი ჰქონდა შემორჩენილი, ვინც კი მის ქვეშ ოდესმე წოლილა.
საკანში ხშირად ისე ციოდა, რომ კბილს კბილზე აცემინებდა და
ეს ხმა ქვისმთლელთა საჭრეთლების ხმაურს აგონებდა. კედ-
ლის ღრიჭოებში ქარი სისინებდა, აქა-იქ მწერები დაცოცავდნენ
და ვირთხები დაშლიგინებდნენ. იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთ-
ერთ ასეთ არსებას შეეძლო, ყურში ჩასძრომოდა ან მისთვის
ცხვირი მოეჭამა, ისეთ თავზარს სცემდა, რომ მთელ ღამეებს
ბორგვაში ატარებდა. სიმწრისგან კრიჭაშეკრულს თავის ტკივი-
ლი ტანჯავდა. ჩოტაც ძალიან ენატრებოდა. მიჰრიმაჰის ნახვა და
მისი ხავერდოვანი ხმის გაგონებაც სწყუროდა. თავისი წინა

308
ცხოვრება ოდესღაც ვიღაცის მონათხრობ, მეხსიერებაში ბუნ-
დოვნად შემორჩენილ ზღაპრად ეჩვენებოდა. გუშაგები ბორო-
ტად იღრინებოდნენ, დღეები ნელა მიცოცავდნენ. დრო იქცა
ხვეულ კიბედ, რომელიც არსაით მიიწევდა. მარტოობას კიდევ
მოერეოდა როგორმე, მაგრამ ყველამ რომ მიატოვა, ეს ვერ
მოენელებინა. როგორ არ ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით
გაეგო, ოსტატმა სინანმა ერთი ბარათი მაინც რად არ აღირსა.
თავიდან დერეფანში ფეხის ნაბიჯების გაგონებისას სულ ეგონა,
რომ გუშაგები მის გასათავისუფლებლად მოდიოდნენ. ახლა კი
უკვე აღარავის ელოდა და დარწმუნებული იყო, რომ ყველას
მიავიწყდა. დროდადრო წარმოიდგენდა ხოლმე კვლავინდებუ-
რად არხეინად მოფუსფუსე იუსუფს, ნიკოლას, დაუდსა და ოს-
ტატ სინანს, რომლებსაც მისი არყოფნა სულაც არ ადარდებ-
დათ; თვალწინ დაუდგებოდა ვენეციური სარკის წინ ჩამოსკუპე-
ბული, საკუთარ ანარეკლს მიჩერებული მიჰრიმაჰი, დანაკარგს
ჩუმად, მაგრამ არცთუ თავგადაკლულად რომ გლოვობდა;
აგონდებოდა ჩოტა და სამხეცეში მომუშავე თავისი ამხანაგები,
რომლებიც საკუთარ სამყაროში ჩაკეტილიყვნენ. წყენამ, აღ-
შფოთებამ და რისხვამ დაიბუდა ჯაჰანის სულში და მის თმაში
მოფუთფუთე ტილებზე უფრო სწრაფად მოედო მთელ მის არსე-
ბას. დღეში ერთხელ პატიმრებს ობიანი პურის ნაჭერს და შვრი-
ის ფაფაში არეულ, დაქუცმაცებულ ხრტილებს ურიგებდნენ. ჯა-
ჰანს გულს აზიდებდა და ძლივძლივობით ყლაპავდა ამ სისაძაგ-
ლეს. სწორედ აქ გაიგო პირველად, რომ შიმშილს შეეძლო, ადა-
მიანისთვის საოცარი ოინები მოეწყო. დღედაღამ საჭმელზე ფიქ-
რობდა, თავში ათასგვარი ნუგბარი უტრიალებდა. ეგ კიდევ არა-
ფერი, საკუთარ თავთან ლაპარაკი დასჩემდა. გონებაში ცხარედ
ეკამათებოდა მათ, ვინც მას ოდესღაც რამე აწყენინა - კაპიტანი

309
გარეტი იქნებოდა ეს, მიხაკ ქამილ აღა თუ დათვის მომთვი-
ნიერებელი მირკა. ძილსა თუ ღვიძილში განუწყვეტლივ ეკინ-
კლავებოდა ამ ადამიანებს. აბდულა თავისი საკნიდან გესლიანი
ღიმილით უთვალთვალებდა, თითქოს უნდოდა ბოლომდე დარ-
წმუნებულიყო, რომ ეს ახალგაზრდა კაცი თანდათან მას ემსგავ-
სებოდა...
ასეთ ყოფაში კიდევ ერთმა თვემ ჩაიარა. ერთ დღესაც გუშა-
გებმა ახალი პატიმარი მოიყვანეს. ბიჭს, თავისდა ჭირად, ულა-
მაზესი სახე ჰქონდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქურდბა-
ცაცა იყო. საკანში გადაყვანამდე ორივე ფეხზე ას-ასი წკეპლა
უთავაზეს და ახლა გაჭირვებით დალასლასებდა. სასჯელის შემ-
დეგ, წესისამებრ, ჯალათს ხელზე ემთხვია, აქაოდა, დიდი მად-
ლობელი ვარ, ჭკუა რომ მასწავლე და ჭეშმარიტების გზაზე და-
მაყენეო; ეს არ აკმარეს და მისი გაწკეპლვით „დაღლილი“ ჯა-
ლათისთვის ფულის გადახდაც კი მოსთხოვეს. საბრალოს ჯიბე-
ში ერთი ასპერიც არ აღმოაჩნდა. კვლავ დაუშინეს წკეპლა და
შვიდკოშკიან ციხესიმაგრეში უკრეს თავი. ჯაჰანთანაც საკმარი-
სი ადგილი იყო, მაგრამ ყმაწვილი მოპირდაპირე საკანში
მოათავსეს. აბდულამ, ცხადია, არ დააყოვნა, თავისებურად შე-
უჩნდა და გასაქანს არ აძლევდა. ბიჭმა გააფთრებული წინააღ-
მდეგობა გაუწია. ჯაჰანს ხშირად ესმოდა მისი შიშნარევი, აკან-
კალებული ხმა. რამდენიმე დღეში საცოდავს თვალები
ამოუღამდა, რადგან ერთი წუთითაც არ ჰქონდა წაძინების სა-
შუალება და მუდამ ფხიზლობდა.
ერთ დილით, გამთენიისას, ძლივს ჩაძინებული ჯაჰანი რაღაც
მოგუდულმა ხმებმა ფეხზე წამოაგდო. პირველად ქაიმაქი
დაინახა. ჭაბუკი საკნის კუთხეში იჯდა და წარბებს იქნიდა. სხვე-
ბი კამათელს აგორებდნენ, ყაყანებდნენ და იგინებოდნენ. მერე

310
იმ ორსაც მოჰკრა თვალი: აბდულას იმ ახალმოსული ყმაწვი-
ლისთვის ყელზე სამართებელი მიებჯინა, ძალით გაეჩუმებინა
და შარვლის ჩახდას უპირებდა, საკანში მყოფები კი არაფერს
იმჩნევდნენ.
ჯაჰანი გისოსებს მიაწყდა და მთელი ხმით დაიბღავლა:
- ბალაბან!!!
პასუხად ჩამიჩუმი არ ისმოდა.
- ჰეი, ბალაბან!
- რა გინდა? - ბრაზიანად შეეხმიანა ბოშა, - რას ყროყინებ ვი-
რივით?
- ნახე, ბიჭი რა დღეშია!
- მერე რა ვქნა?
- დაეხმარე!
- ყველა ყეყეჩს თუ დავეხმარე, მოსაფსმელად ვეღარ მოვიც-
ლი!
- ის ხომ ჯერ მთლად ბავშვია...
- იცი, რას გეტყვი? თუ ჩაქუჩი ხარ, დაარტყი, თუ ლურსმანი
ხარ, დარტყმა აიტანე!
- ჯანდაბა შენს თავს! გააკეთე რამე, თორემ...
ჯაჰანს ხმა ჩაუწყდა და ნერწყვი ძლივძლივობით გადაყლაპა.
დაუმთავრებელი წინადადება ჰაერში ჩამოეკიდა. ნეტავ რით უნ-
და შეეშინებინა ეს ბოშა?
- გამოდის, რომ აბდულაზე უკეთესი არაფრით ხარ... - დასძი-
ნა ბოლოს დაღლილი ხმით.
- არც არასდროს მითქვამს, რომ მასზე უკეთესი ვარ, - უპასუ-
ხა ბალაბანმა.
აბდულამ ჩაიხითხითა, ბიჭს თეძოებზე ხელი ჩამოუსვა და ჯა-
ჰანს გამოსძახა:

311
- თუ ამის გადარჩენა გინდა, მოდი, ადგილი გაუცვალე!
სანამ ჯაჰანი რამეს მოიფიქრებდა, უხერხული სიჩუმე ჩამო-
ვარდა. ბალაბანი, ქაიმაქი, ახალი პატიმარი და საკნების სხვა
ბინადრები გატრუნულები ელოდნენ მის პასუხს. ჯაჰანი სირ-
ცხვილისგან იწვოდა, მაგრამ ისიც ესმოდა, რომ ახლა აბდუ-
ლასთვის რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, რაც მასზე დიდ შთაბეჭდი-
ლებას მოახდენდა. როგორც იყო, მოუყარა სათქმელს თავი და
გამოაცხადა:
- მე სპილო მყავს. კარგა ბლომად ხალხი მოიგდო ფეხქვეშ.
აქედან რომ გავალ, გეფიცები, შენს თავსაც გადავათელინებ!
- სპილო რაღა ჯანდაბაა? - გამოსძახა გაოგნებულმა აბდუ-
ლამ.
- გარეული ცხოველია. სახლზე დიდი! - უპასუხა ჯაჰანმა.
- შენ ჰაშიში ხომ არ გიყლაპია? ნეტავ სად იშოვე? - ჩაიქირქი-
ლა აბდულამ.
- არ გეხუმრები, სპილო ამქვეყნად ყველაზე დიდი ცხოველია.
თუ მოგადგა, გაგაბრტყელებს, იცოდე! - უთხრა ჯაჰანმა.
- ტყუი! - მიახალა აბდულამ.
- გიჯობს, დაუჯერო, - ჩაერია უცებ ბალაბანი, - სპილო მეცა
მყავს. ჩვენი სპილოები ამასწინათ შეუღლდნენ. ძალიან ჭკვიანი
ნადირია. შენ ნამდვილად გჯობია ჭკუით. ჰოდა, თუ ჩაუვარდი,
გომბეშოსავით გაგსრესს, იცოდე!
რაკი ბიჭს ბალაბანი გამოექომაგა, აბდულა მიხვდა, რომ სე-
რიოზული საფრთხე ემუქრებოდა.
- რას ჭამს ეგ ნადირი? - იკითხა კოპებშეკრულმა.
- რას ჭამს და, ადამიანის ხორცს! - უპასუხა ჯაჰანმა.
- კაი, ერთი! - გამოსძახა აბდულამ, მაგრამ მის ხმას თავდაჯე-
რება აკლდა.

312
ამასობაში ბიჭმა დრო იხელთა, აბდულას მკლავებიდან თავი
გაითავისუფლა, საკნის კუთხეში მიიყუჟა და მთელი დღე ხმა
აღარ ამოუღია. მისდა ბედად, უახლოეს დროში გათავისუფლება
ელოდა. ჯაჰანს ეს ძალიან უხაროდა, მაგრამ მასთან გამომშვი-
დობების დრო რომ მოვიდა, თავი ვერ ასწია. მოთენთილი იყო,
წყურვილი კლავდა და ამცივნებდა. მისთვის დრო თითქოს გა-
ჩერდა. სიცხით გათანგულს ჰალუცინაციები ჰქონდა და ამ ზმა-
ნებებში ხან მიჰრიმაჰს კოცნიდა, ხან სინანთან ერთად იცინოდა,
ხან ნიკოლასთან, იუსუფსა და დაუდთან ერთად დასეირნობდა.
ეგ კიდევ არაფერი, დროდადრო გჰულები და იფრითებიც61 კი
ელანდებოდა. ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით აბეზრებდა
თავს, გინდა თუუ არა, ეს ნახარში დამილიეო.
- იფრითის ხელიდან არაფერს დავლევ! - ეუბნებოდა ჯაჰანი.
- ვინ არის იფრითი, შე ჭკუასუსტო? - ჩასძახა ვიღაცამ.
ჯაჰანმა თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა.
- ბალაბან, შენა ხარ?
- მე ვარ, მიდი, დალიე! ვერა ხედავ, სიცხისგან იწვი!
ბოშას ცალი ხელით ჭიქა ეჭირა, მეორეთი კი ჯაჰანს წამოდ-
გომაში მიეშველა და თავი კედელზე მიადებინა.
- აქ რას აკეთებ?
- შენ გივლი.
- ჩემს საკანში როგორ შემოხვედი?
- ამ დერეფანში რაც საკნებია, ყველას გასაღები მე მაქვს.
- რაო?!

61გჰული, იფრითი - ჯინების ნაირსახეობები, გიგანტური, ფრთო-


სანი, ცეცხლოვანი არსებები.

313
- ჩუ! მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ერთი ეს მითხარი, ცოლი
თუ გყავს?
- არა.
- სატრფოზე რას იტყვი? ჰა? წარმოიდგინე დიდი ძუძუები,
თბილი დუნდულები... იფიქრე, რომ ეს შარბათი მან მოგიმზადა.
მოწრუპე, ნუ აწყენინებ!
ჯაჰანი ვერასდიდებით წარმოიდგენდა, რომ მიჰრიმაჰს შეეძ-
ლო, მისთვის ან სხვა ვინმესთვის, შარბათი მოემზადებინა. თვა-
ლები დახუჭა და ჩაიბუტბუტა:
- ვერ დავლევ.…
- მენდე, დალიე! - არ ეშვებოდა ბალაბანი.
- არა ხარ შენ სანდო კაცი. იმ ბიჭს რატომ არ დაეხმარე?
- ის ბიჭი ჩემიანი არ იყო, - ამოიოხრა ბალაბანმა, - ჩვენთვის
ერთგულების ფიცი არ დაუდია. ყველას რომ გამოვესარჩლო,
ჩემი ხალხი ხელიდან წამივა, მე კი გასაჭირი ისედაც თავზე საყ-
რელად მაქვს. ხომ გაგიგია, სადაც ორი ბოშა მოიყრის თავს, იქ
სამ აზრს მაინც მოისმენო.
- მაშ, მხოლოდ შენიანებს ეხმარები?
- ჰო, მხოლოდ ჩემს მოდგმას.
- ჯანდაბამდე გზა ჰქონია მაგ შენს მოდგმას!
- წესიერად ილაპარაკე! რატომ უნდა დავეხმარო ყველა ნაძი-
რალას, ვინც ამ სოროში ამოყოფს თავს?
- მე რატომღა მეხმარები?! შევცდი... თურმე აბდულაზე უარე-
სი ყოფილხარ!
- არ გამიბედო ასეთი ლაპარაკი, თორემ ენას ამოგაძრობ!
- მიდი, ამომაძრე, მაინც აღარაფერში მჭირდება.
- აი, თუ ჩემიანი გახდები... მაშინ შეგიძლია მითხრა, რაც გინ-
და, - თქვა უცებ ბალაბანმა.

314
ჯაჰანს ხველა აუტყდა; კარგა ხანს ახველებდა. მთელი ტანით
ცახცახებდა და მხრები უტოკავდა.
- გამაგებინე, რას ამბობ, - უთხრა ბალაბანს, როცა ხმის ამო-
ღება შეძლო.
- მოდი, ასე მოვრიგდეთ. შენ ეს დამილიე და ცოტა მოსული-
ერდი. მე კი ამ გაზაფხულზე დიდ ზეიმს მოვაწყობ და იქ საპატიო
ბოშად გამოგაცხადებთ. იქნებ გადარჩე ენის ამოგლეჯას.
ჯაჰანს სიცილი წასკდა.
- რა გაცინებს? - თვალები გადმოუბრიალა ბალაბანმა.
- სხვა რამე მაცინებს. რა ზეიმი, რის ზეიმი?! აქედან როდის
უნდა გავაღწიო?
- ეგ აქ უნდა ჩალპეს! - დაიძახა უცებ აბდულამ, რომელიც
მათ საუბარს აყურადებდა.
- მოკეტე! - უყვირა ბალაბანმა, შემდეგ კი ჯაჰანს უფრო ხმა-
დაბლა გადაულაპარაკა:
- მოდი, ეს დალიე და ბოშების მარაქაში გაგრევ. დიდებული
ნახარშია, დაკი დეის (ბებია დედის მხრიდან.) რეცეპტითაა მომ-
ზადებული.
ჯაჰანს იმის თავიც არ ჰქონდა, რომ ეკითხა, ეგ ვინღააო. ცო-
ტა მოწრუპა და სითხე უკანვე ამოაფურთხა.
- ფუუუ, ეს რა საძაგლობაა!
ბალაბანმა მოუთმენლად ამოიოხრა, ბიჭი მხარზე მიიკრა,
თავი ელვის სისწრაფით გადაუწია და სითხე ძალით ჩაასხა პირ-
ში. სუნთქვაშეკრულ ჯაჰანს აზიდებდა, იფურთხებოდა, ახველებ-
და, მაგრამ ნახევარი ჭიქა მაინც დალია.
- კარგია! - თქვა ბალაბანმა, ჟილეტის უბიდან ცხვირსახოცი
ამოიღო,ო ჯაჰანს შუბლზე შემოაკრა და უთხრა:
- მაშ, ასე. ამ გაზაფხულზე ჩვენიანი ხდები!

315
ჯაჰანი ავადმყოფობას მოერია. ძნელი სათქმელია, რამ განა-
პირობა მისი გამოჯანმრთელება: ნახარშმა, რომელსაც მთელი
კვირა დღეში სამჯერ სვამდა, თუ იღბალმა, რომლისაც ნაკლე-
ბად სჯეროდა. ერთი რამ დღესავით ნათელი იყო: თანდათან ისე
მოიკეთა, რომ ხაზვასაც კი მიჰყო ხელი. მართალია, საპყრობი-
ლეში იმედის ნასახი არსად ჩანდა, მაგრამ, სამაგიეროდ, განა-
ვალი უხვად მოიძევებოდა. სათლები იშვიათად იცლებოდა
ხოლმე. ამ მხრივ არც ჯაჰანის სათლი იყო გამონაკლისი, ამი-
ტომ მისი საკნის ერთ კუთხეში განავლის მთა იდგა. ძველ დრო-
ში ხუროთმოძღვრები თავიანთ ნახაზებს იატაკზე გაფენილ თა-
ბაშირის ფირფიტებზე ასრულებდნენ. ჯაჰანმაც იატაკზე დაიწყო
ხატვა, ოღონდ ყალმად ჩხირს იყენებდა, მელნად კი - განავალს.
ჯერ ქარვასლის გეგმა დახაზა, მაგრამ მალევე წაშალა. შემდეგ
მიჰრიმაჰის შესაფერისი, დიდი სახლის გამოსახვა სცადა, მაგ-
რამ ნამდვილი შედევრი მაინც ციხის შენობა იყო. ჰორიზონტა-
ლურ ნაგებობას ჭერში დიდი ღიობები ჰქონდა, საიდანაც შუქიცა
და სუფთა ჰაერიც უხვად აღწევდა. აქ ახალგაზრდებსა და მოხუ-
ცებს ერთ საკანში არასდროს ათავსებდნენ და არც ბორკილები
ედო ვინმეს. ციხეს სახელოსნოები ჰქონდა მიშენებული. აქ პა-
ტიმრებს შეეძლოთ, დურგლისა და ქვისმთლელის ხელობას და-
უფლებოდნენ. ჯაჰანს შენობების დაგეგმარება ყოველთვის დიდ
სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ადრე იმათ განცდებზე არასო-
დეს უფიქრია, ვისაც ამ ნაგებობების კედლებში უნდა ეცხოვრა.
ახლა კი საქმეს სულ სხვანაირად მიუდგა და ადამიანების საჭი-
როებები არანაკლები მზრუნველობით გაითვალისწინა, ვიდრე
თავად შენობებისთვის საჭირო წვრილმანები.
- რას აკეთებ? - ჰკითხა ბალაბანმა, რომელმაც საკანში კიდევ
ერთხელ შემოაკითხა.

316
- დავრდომილთა თავშესაფარს ვხატავ. ეს სამზარეულოა, ეს
კი - ბიბლიოთეკა. თითოო ბრძენკაცმა თითო დღე რომ დაუთ-
მოს მის ბინადართა განათლებას, მათხოვრებიც კი დიდი ავლა-
დიდების პატრონები გახდებიან.
- გაგიჟებულხარ, შე უბედურო, და ეგ არის, - ჩაილაპარაკა
ბალაბანმა, მაგრამ თვალი უნებურად მეორე ნახაზისკენაც გაექ-
ცა და იკითხა:
- ეგ რაღაა?
- საავადმყოფოა. იმათთვის, ვინც ჩემზე მეტად ურიკინებს.
ოღონდ ეს შენობა ადამიანებს თავის კედლებში კი არ მოიმ-
წყვდევს, არამედ შეიხიზნავს.
- ჰო, კარგი, ხატვას გარეთაც მოასწრებ. შენთვის ახალი ამ-
ბავი მაქვს. დიდვეზირმა შეგიწყალა! - უთხრა ბალაბანმა.
- საიდან იცი?
- სასახლეში ჩემი ხალხი მყავს.
ჯაჰანს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.
- რატომ უნდა შევეწყალებინე? ნუთუ რამე შეიცვალა?
- რა გემართება?! - გაღიზიანდა ბალაბანი და ხელები აღშფო-
თებით აიქნია, - დაიჩოქე და ალაჰს მადლობა შესწირე! აღარ
მოგბეზრდა ეს შეკითხვები? კაცი რომ იხრჩობა, გველსაც კი ებ-
ღაუჭება. ასეთ დროს არავინ კითხულობს, გველი შხამიანია თუ
არა. წამოდექი, ერთი, შემოგხედო...

გათენებას აღარაფერი აკლდა, როცა ჯაჰანს ნაბიჯების ხმა


შემოესმა. ცოტა ხანში საკლიტურმა გაიჩხაკუნა და საკანში ორი
გუშაგი შემოვიდა. ჯაჰანს ბორკილები შემოხსნეს და ფეხზე წა-
მოაყენეს. რამდენიც უნდა ემტკიცებინა ბალაბანს, მაჰაუტს მისი

317
მაინც არ სჯეროდა და დარწმუნებული იყო, მოსაკლავად მიჰყავ-
დათ. როცა შეატყვეს, რომ ფეხს ითრევდა, გუშაგებმა ხელი
ჰკრეს, ოღონდ ამჯერად არცთუ უხეშად. თანაგრძნობის ამ გა-
მოვლინებამ ჭაბუკს ეჭვები გაუმყარა და გუშაგებს ჰკითხა:
- ჩამოსახრჩობად მიგყავართ, არა?
- არა, ჭკუათხელო. თავისუფალი ხარ, - იყო პასუხი.
ჯაჰანმა ყურებს არ დაუჯერა და ბალაბანის საკანს მიადგა.
ბოშებს ეძინათ. ბიჭს გული დასწყდა, დაუმშვიდობებლად რომ
ტოვებდა ამ ადამიანებს. შუბლიდან მათი ბელადის ცხვირსახო-
ცი მოიხსნა და გისოსებზე ჩამოკიდა. შემდეგ ქაიმაქს შეავლო
თვალი, რომელიც ამ დროს რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებ-
და. იქვე აბდულა მიწოლილიყო და მშვიდად ეძინა. მისი შემ-
ხედვარე კაცი იფიქრებდა, რომ ეს ადამიანი ძალადობისგან
შორს იყო.
ამასობაში ციხის დერეფანი ჩაიარეს და კიბეებს აუყვნენ. სა-
ნამ სართულ-სართულ ზევით-ზევით მიიწევდნენ, ჯაჰანს ერთი
კითხვა უტრიალებდა თავში. ვინ და რატომ გამოიხსნა საპყრო-
ბილიდან?
გარეთ ეტლი ელოდებოდა.
- სად მივდივართ? - ჰკითხა მეეტლეს.
- ნაბრძანები მაქვს, თქვენი თავი ჩემს დიდ ქალბატონს, მიჰ-
რიმაჰს მივგვარო, - უპასუხა მეეტლემ.
აი, თურმე ვინ გადაარჩინა. ჯაჰანი ეტლის ფანჯრიდან უმზერ-
და ბურუსში გახვეულ ზღვას, მუქმწვანე ფიჭვნარსა და ნიავს
აყოლილ, ცაში მოფარფატე, ორკაპა კუდებით დამშვენებულ
ფრანებს. ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ციხემდე, მაგრამ
ჯაჰანს ძველებურად მაინც აღარაფერი ეჩვენებოდა. ასეა, როცა
ადამიანის ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილება ხდება, მას

318
უნებურად უჩნდება მოლოდინი, რომ სამყაროც ფერს იცვლის.
ჯაჰანმა ეტლის სარკმლიდან თავი გაყო და მეეტლეს გასძახა:
- დიდ ქალბატონს ასე ვერ ვეახლები. გევედრები, ჯერ ჰამამ-
ში წამიყვანე!
- არა, ნაბრძანები მაქვს, სულთნის ასულს აახლავე მივგვა-
რო შენი თავი.
- შემიბრალე, ეფენდი. ასეთ მდგომარეობაში როგორ დავე-
ნახო?!
მეეტლემ მხრები აიჩეჩა. მისთვის სულ ერთი იყო.
- მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა, - უპასუხა უხეშად.
ჯაჰანი გაცოფდა. უკვე აღარ შეეძლო ამდენი უგულო ადა-
მიანის ატანა.
- ყური მიგდე: ეს წუთია, ციხიდან გამოვედი, მაგრამ მზად
ვარ, მოგკლა და ისევ უკან შევბრუნდე!
მეეტლემ რაღაც ჩაიბურდღუნა, მაგრამ ყოფილ პატიმართან
შედავებას მოერიდა, ეტლი შემდეგ მოედანზე გააჩერა, ვიწრო
ქუჩაბანდზე გადაუხვია და უახლოეს ჰამამს დაუწყო ძებნა.
ჰამამის მეპატრონემ ჯაჰანის შეშვება არ მოისურვა და მხო-
ლოდ მას შემდეგ დათანხმდა, როცა მეეტლემ ფული ჩაუჯიბა.
როგორც კი კანზე ცხელი წყალი შეეხო, ჭაბუკს ტკივილნარევი
ნეტარებისგან სახე დაეღრიჯა. თბილ მარმარილოზე რომ
გაიარა, ასე მოეჩვენა, თითქოს ღრუბლებზე დააბიჯებდა. ექვსი
თვის მანძილზე პირველად გაიპარსა პირი. ახმახი ქურთი ტელა-
კი62 ამრეზილი ჩანდა. ძნელი სათქმელი იყო, იმ დილით ვინმემ
უსამართლოდ გაანაწყენა თუ ზედმეტად ცხარე საუზმემ გაუფუჭა

62 მეაბანოე.

319
გუნება, მაგრამ ბიჭის სხეულს ისე გამეტებით და სწრაფად ხე-
ხავდა, რომ მომუშტული ხელები დაძაბულობისგან აუფორაჯდა.
ჯაჰანს მთელი სხეული ყაყაჩოსავით აუწითლდა. აყროლებული
დილეგის ჭუჭყი მისი კანიდან შავ ბელტებად ცვიოდა. რეტდას-
ხმული ჭაბუკი წამოდგა, ბურუსში გახვეული სააბაზანოდან გავი-
და და გარეთ საგანგებოდ მოწყობილ ფიცარნაგზე გაიშოტა.
აბანოს ოხშივრის შემდეგ ძლიერ ეამა მისი სიგრილე. ცოტა ხან-
ში მარწყვის შარბათი მიართვეს. სანამ სასმელს წრუპავდა,
დრო იხელთა და ირგვლივ მიმოიხედა. შორიახლოს ვიღაც ჩას-
კვნილი, ლოყებღაჟღაჟა კაცი თვლემდა. სავარაუდოდ, ვაჭარი
იქნებოდა. იქვე სხვა უცნობიც იჯდა, თვალებს აქეთ-იქით აცე-
ცებდა, ყვრიმალზე დიდი იარა აჩნდა, ფეშტამალით დაფარულ
ფეხებს მოუსვენრად ატოკებდა. ჯაჰანის გვერდით ერთი კაცი
მოკალათებულიყო, ეროვნებით ყაზახი. ისიც ყურადღებით და-
აკვირდა ჭაბუკს, მაგრამ საგულისხმო რომ ვერაფერი დაინახა,
ზურგი შეაქცია.
ცოტა ხანში ორი ყმაწვილი გამოჩნდა. უწვერულები იყვნენ,
დიდრონ თვალებს აბრიალებდნენ. გაირკვა, რომ ისინი იმ ჩას-
კვნილ კაცს ჰყავდა დაბარებული. ჯაჰანი მიხვდა, რაც ხდებოდა:
ეს ყმაწვილები აბანოს რჩეულ მუშტრებს ცალკე ოთახებში გარ-
კვეულ მომსახურებას უწევდნენ. ჯაჰანს ქაიმაქი და აბდულა გა-
ახსენდა, სხეული დაეძაგრა და სახე აერია.
- რაო, ბიჭები არ გიყვარს? - წასჩურჩულა ვიღაცამ.
ჯაჰანის გვერდით, მარმარილოს იატაკზე, კიდევ ერთი უცნო-
ბი წამოსკუპებულიყო. ერთიანად გაბანჯგვლულს შავი ბალანი
მხრებზეც კი მოსდებოდა.
- არ მიყვარს ეგეთები... - ჩაილაპარაკა ჯაჰანმა. უ

320
უცნობმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ თან
უტიფრად გაიკრიჭა და უთხრა:
- ხომ გაგიგია, „ნორჩი ყმაწვილი ზაფხულში გაგრილებს, ცო-
ლი კი ზამთარში გათბობსო.“
- მირჩევნია ზაფხულში თხელი საბანი დავიხურო, ზამთარში
კი - სქელი! - უპასუხა ჯაჰანმა.
უცნობმა პასუხად მხოლოდ ჩაიხითხითა.
ამასობაში მეეტლეს ჯაჰანის ახალი სამოსის თადარიგი
დაეჭირა. ჭაბუკმა ტანთ ჩაიცვა და ჰამამიდან გამოვიდა. გასას-
ვლელში იმ ორ ახალგაზრდას მოჰკრა თვალი. იდგნენ და ჩურ-
ჩულებდნენ. ერთ-ერთ მათგანს აქჩე63 ეჭირა და ისეთი მოწიწე-
ბით ატრიალებდა ხელში, თითქოს ეს რაღაც იდუმალი სამყა-
როს კარიბჭის გასაღები ყოფილიყო.
იმავე საღამოს ჯაჰანმა ბოსფორის სანაპიროს მიაშურა და
აფორიაქებულმა შეაბიჯა მიჰრიმაჰის დიდებულ სახლში. ცხადი
იყო - გული ისევ გულობდა, დროს სულაც არ გაენელებინა მისი
განცდები. რომ დამშვიდებულიყო, რამდენჯერმე სწრაფად
შეისუნთქა და სულთნის ასულის წინაშე მუხლი მოიყარა.
- როგორ გაძვალტყავებულხარ! - შეიცხადა მიჰრიმაჰმა და
ხელი პირზე იტაცა.
ჯაჰანმა გამბედაობა მოიკრიბა, ამოხედა და მზერა გაუსწო-
რა. ქალის ყელს მარგალიტების ასხმა ამშვენებდა. ძვირფას
თვლებს მზის შუქზე თვალისმომჭრელი ბზინვარება გადას-
დიოდა. ტანთ უნაზესი აბრეშუმის ხასხასა მწვანე კაბა ეცვა. რო-
გორც გათხოვილ ქალს, ახლა უკვე სულ სხვაგვარად ეჭირა თა-

63 ვერცხლის მონეტა.

321
ვი. მსუბუქი პირბადიდან ბუნდოვნად ილანდებოდა მისი ლამა-
ზი, მაგრამ სევდიანი სახე. ჯაჰანს ცხოვრებაში პირველად ეამა
სხვისი დარდი. ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ მიჰრიმაჰი მასზე წუხ-
და. მეტიც - იქნებ უყვარდა კიდეც! ამ აზრმა ისე ააღელვა, რომ
გული ლამის საგულედან ამოუვარდა.
ქალბატონის ბრძანებით, მსახურებმა ნაირნაირი კერძები
მოარბენინეს. მიჰრიმაჰი ჯაჰანს ყველაფრის გასინჯვას აძალებ-
და. რა აღარ მიართვეს სტუმარს: ცხვრის მოშუშული ხორცი, ვა-
ზის ფოთოლში გახვეული ტოლმა, სიროფში ამოვლებული
ქლიავის ჩირი, ათასგვარად შეფერადებული, დაშაქრული ნუ-
ში... ეგ კიდევ არაფერი. პაწაწინა ლამბაქით ისეთი კერძი
მოუტანეს, რაც არასოდეს გაესინჯა: ხიზილალა! რა უცნაურია
ბედი. წინა დღეს იატაკზე იჯდა და განავალში იქექებოდა, ახლა
კი აბრეშუმის ბალიშებზე წამოსკუპებულიყო და სათაყვანებელი
ქალის მიერ მორთმეულ ხიზილალას შეექცეოდა! ჭაბუკმა წამით
თვალები დახუჭა. ვერ გარკვეულიყო, რა უფრო ჰგავდა სინამ-
დვილეს? ცხადში ხდებოდა ეს ყველაფერი თუ ვიღაცის ცხოვრე-
ბას გვერდიდან ადევნებდა თვალს?
- გახსოვს, ამბებს რომ მიყვებოდი? - ჩაილაპარაკა მიჰრიმაჰ-
მა თითქმის ჩურჩულით.
- რა დამავიწყებს, თქვენო უმაღლესობავ.
- მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო. მთლად ბავშვები ვიყა-
ვით. ზღაპრის სიტკბო ბოლომდე რომ შეიგრძნო, ბავშვი უნდა
იყო, ასე არ არის? თუმცა ვინ იცის, იქნებ ზრდასრულ ასაკშიც...
მიჰრიმაჰი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ საუბარი
ნაბიჯების ხმამ შეაწყვეტინა. ვიღაც კიბეზე ამოდიოდა. ჯაჰანი
მხრებში გაიმართა და მისი ქმრის, რუსტემ ფაშას მოლოდინში
გაილურსა, მაგრამ როცა თავი მოატრიალა, მიჰრიმაჰის ძიძა,

322
ჰესნა ხათუნი შერჩა ხელში. მოხუც ქალს პატარა გოგონა ახ-
ლდა თან. ბავშვმა დედას მოწიწებით დაუკრა თავი და ჯაჰანს
დიდრონი, თაფლისფერი თვალებით მიაჩერდა.
- აიშე, ჩემო სიხარულო, მიესალმე სტუმარს. ის ნიჭიერი ხუ-
როთმოძღვარია, ოსტატ სინანთან ერთად ლამაზი მეჩეთები
ააშენა. აი, ისინი, რომლებზეც მე და შენ ხშირად ვსაუბრობთ
ხოლმე, - უთხრა მიჰრიმაჰმა.
- ჰო, დედა, - ჩაილაპარაკა ბავშვმა სრულიად უინტერესოდ.
- კიდევ, იცი, რას აკეთებს? თეთრ სპილოს უვლის! - დასძინა
მიჰრიმაჰმა.
აიშეს სახე გაებადრა.
- შენ ის არა ხარ, პატარა სპილოს დედიკოს რძის დალევაში
რომ მიეხმარა?
ჯაჰანს სული შეუგუბდა. თურმე მის ნაამბობს მიჰრიმაჰი
შვილს გადასცემდა! ჭაბუკს ღიმილი მოჰგვარა იმ აზრმა, რომ ამ
ოჯახის იდუმალ სივრცეში შეაღწია და დედა-შვილის ძილისპი-
რული საუბრების განუყოფელ ნაწილად იქცა, თანაც ისე, რომ
ამის შესახებ თავად არც კი იცოდა! ჯაჰანმა მიჰრიმაჰისკენ
გაიხედა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ურთიერთგაგე-
ბის ტკბილმა გრძნობამ შრიალა სიოსავით ჩაიქროლა მათ შო-
რის.
- იქნებ მობრძანდე და ჩვენი სპილო მოინახულო? - ჰკითხა
ჯაჰანმა გოგონას.
აიშემ ტუჩები მოკუმა და ცოტა ხნით ჩაფიქრდა, მაგრამ ნე-
ბართვის მისაღებად დედას კი არა, ძიძას შეხედა. ჯაჰანმაც მიაპ-
ყრო მზერა მოხუც ქალს, რომელიც განზე იდგა და მათ საუბარს
მდუმარედ უგდებდა ყურს. კიდევ უფრო დაბერებული ეჩვენა
ჰესნა ხათუნი; ღაწვები შემოდგომის ფოთლებივით ჩამოსჭკნო-

323
ბოდა, მაგრამ მისი შეუვალი, მკაცრი მზერის მიუხედავად, ჯა-
ჰანს ფიქრები მაინც ერთი მიმართულებით გაურბოდა: აი, ასეთი
იქნებოდა ალბათ მისი ცხოვრება, ბედს რომ სწეოდა და რუსტემ
ფაშას ადგილას ამოეყო თავი. ეს გოგონა მისი შვილი იქნებო-
და, ეს კედლები ფარივით დაიცავდა სოფელ-ქვეყნის ავ--
კარგისგან, ფანჯრიდან გადაშლილ ამ დიდებულ ხედს ყოველ
დილით იხილავდა, ხოლო სულთნის ასული, რომელსაც იდუ-
მალ ეტრფოდა, ცოლობას გაუწევდა. არასოდეს, თვით ბნელ
დილეგში გატარებულ შემზარავ დღეებშიც კი არ უნატრია მას
ადამიანის სიკვდილი ისე, როგორც ახლა რუსტემ ფაშას სიკ-
ვდილს ნატრობდა. უცებ იგრძნო, რომ კუთხეში რაღაცამ ძლივს
შესაჩნევად გაიფაჩუნა. ჰესნა ხათუნი თვალის დაუხამხამებ-
ლად, ჯიქურ მიშტერებოდა და ტუჩებს ისე აცმაცუნებდა, თითქოს
ვიღაცას ელაპარაკებაო. ჯაჰანს ტანზე ბუსუსებმა დააყარა. კარ-
გად იცოდა, რომ ეს დედაბერი მის აზრებს კითხულობდა და ამას
მის საწინააღმდეგოდ აუცილებლად გამოიყენებდა.
ციხიდან გათავისუფლების მეორე დღეს გულდამძიმებულს
გაეღვიძა. ერთხანს გაოგნებული და თვალებდაჭყეტილი იჯდა
და ვერ გარკვეულიყო, სად იმყოფებოდა. მომთვინიერებლები
უკვე ფეხზე იყვნენ და საქმიანად ფუსფუსებდნენ. ჯაჰანს გარე-
დან ლეოპარდის ღრენა ჩაესმა. ლოგინიდან წელი აითრია, ეზო-
ში გაბარბაცდა, შადრევნიან აუზს მიადგა და პირზე წყალი შეის-
ხა. წვეთები წვრილ-წვრილი მარგალიტებივით მიმოიბნა მანა-
ნის ფოთლებზე. ნიავს საიდანღაც მაცოცხლებელი სურნელი
მოჰქონდა. ცხოველები ზანტად დაალაჯებდნენ თავ-თავიანთ გა-
ლიებში. ჯაჰანმა მთელი წუხანდელი საღამო ჩოტასთან ერთად
გაატარა, მაგრამ ამ დილით ისევ მოენატრა მისი ნახვა. მოგ-
ვიანებით ოსტატთან სტუმრობას აპირებდა. თან უხაროდა და

324
თან მოუსვენრად წრიალებდა. საქმე ის იყო, რომ იმ დღეს მტკი-
ცედ ჰქონდა განზრახული, ოსტატისთვის შეკითხვები დაესვა:
რატომ არ მიაკითხა საპყრობილეში, და თუ ეს საპატიო მიზეზით
ვერ შეძლო, წერილი მაინც რატომ არ მისწერა? შუადღისას მი-
ადგა კიდეც სინანის სახლს, მაგრამ თუ რამ წყენა ედო გულში,
ერთბაშად ქარს გაჰყვა, როცა ოსტატი დაინახა და მის თვალებ-
ში სიყვარული ამოიკითხა. „ნეტავ ცხონებულ მამაჩემს თუუ შე-
მოუხედავს ასე თბილად ჩემთვის?“ გაუელვა ჯაჰანს. ჭაბუკი
დაიხარა და ოსტატს ხელზე მთხვევა დაუპირა, მაგრამ სინანმა
თავისკენ მიიზიდა, გულში ჩაიკრა და გაბზარული ხმით უთხრა:
- მოდი, ერთი, შემოგხედო. როგორ გამხდარხარ, შვილო...
ოთახში უსინათლო კაჰია შემოვიდა. ამ ბოლო დროს დედის
ყველა მოვალეობას მისი ვაჟი გასცნობოდა და ჯაჰანი ხვდებო-
და, რომ შვილი დედის ადგილს სულ მალე დაიკავებდა. შე-
გირდს მწარე ნაღველი მოაწვა. ინატრა, სიკვდილის წინ მოხუც-
თან გამომშვიდობება მოესწრო და მისი დალოცვა მოესმინა.
- ვაჭამოთ რამე, - ჩაულაპარაკა სინანმა კაჰიას.
- საწყალი ბიჭი! - წამოიძახა დედაბერმა და რაც ძალი და ღო-
ნე ჰქონდა, წაცუხცუხდა თადარიგის დასაჭერად.
ცოტა ხანში მსახურებმა დაბალი ტაბლა, ხელსახოცები და
ხის კოვზები მოარბენინეს და სუფრა გააწყვეს: თაფლით, კარა-
ქითა და ნაღებით სავსე ფიალები, პურის ნაჭრები, მჟავე ყურ-
ძნის ბადაგი, ჰალვა, პიტნითა და ქიშმიშით შეზავებული, შედე-
დებული რძე.
- აბა, შეუდექი! - ბრძანა სინანმა.
ჯაჰანს არ შიოდა, მაგრამ მაინც დამორჩილდა. როცა ლუკმა
ყელზე დაადგა და ჭამა ვეღარ გააგრძელა, სინანმა, რომელიც
თვალს წამითაც არ აშორებდა, წასჩურჩულა:

325
- შენ იმისთვის დაგსაჯეს, რომ მე ჩავეგდეთ ხელში. ეგ ყვე-
ლამ იცის.
ჯაჰანმა საჭირო სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. სინანს წარ-
მოდგენა არ ჰქონდა, რა ბოღმა უდუღდა მის შეგირდს გულში,
ამიტომ საუბარი მშვიდად განაგრძო:
- სულთანს სურს, რომ თან გიახლო. როგორმე შენი უმწიკ-
ვლო სახელი უნდა აღვადგინოთ.
- მე ისიც კი არ ვიცი, რას მაბრალებდნენ, - თქვა ჯაჰანმა.
ოსტატი მცირე ხანს დუმდა. ბოლოს თქვა:
- ღალატს.
იმას, რაც ამ წუთებში ჯაჰანმა განიცადა, სევდა უფრო ეთქმო-
და, ვიდრე შიში.
- რუსტემ ფაშაც იქ იქნება? - ჰკითხა ოსტატს, რადგან ყველა-
ზე ნაკლებად ახლა მაგ კაცის მახინჯი სახის დანახვა სურდა.
- უდავოდ, - უპასუხა სინანმა, - ხელზე უნდა ეამბორო და პა-
ტიება სთხოვო. შეძლებ?
- რას მივაწერო ეს უეცარი გულმოწყალება? რა შეიცვალა? -
დაინტერესდა ჯაჰანი.
- მეც ეგ კითხვა მიტრიალებს თავში, - უპასუხა ოსტატმა, - რა-
ღაც მიზეზი უთუოდ არსებობს, მაგრამ ჯერ ვერ მივმხვდარვარ,
რა ხდება. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენმა სულთანმა ჩემი ნახვის
სურვილი გამოთქვა.
ჯაჰანმა არაფერი უპასუხა. მიზეზი უდავოდ მიჰრიმაჰი იყო.
ალბათ ის დაელაპარაკა თავის ქმარს ან კიდევ მამას შეევედრა,
რომ ამ ორი ხუროთმოძღვრისთვის კიდევ ერთხელ დაეგდო ყუ-
რი. გაახსენდა სულთნის ასულის გადაკრული საუბარი, ქარს
აყოლილი ბაბუაწვერას ღინღლივით მსუბუქი და ძლივს შესამ-
ჩნევი ქარაგმები, რომლებიც მხოლოდ იმაზე მეტყველებდა,

326
რომ მიჰრიმაჰს გული მისკენ მიუწევდა. მაჰაუტმა თავიც კი ჩა-
ქინდრა იმის შიშით, რომ ოსტატს მისი ფიქრები არ ამოეკითხა.
დადგა სულთანთან სტუმრობის დღეც. ჯაჰანმა ახალთახალი
ტანსაცმელი ჩაიცვა - ღია ფერის ბამბის შარვალი, სელის პე-
რანგი და ტყავის ჭვინტიანი ფეხსაცმელი. ეს ყველაფერი მის-
თვის ოსტატს ეყიდა, რათა ჭაბუკი სულთნის წინაშე ღირსეულად
წარმდგარიყო. თავად ოსტატიც საგულდაგულოდ გამოეწყო,
მოყავისფრო ხალათი ჩაიცვა და თავი ხახვის ფორმის ფუმფულა
ჩალმით დაიმშვენა. კაჰიამ ბუტბუტით წარმოთქვა დედისგან
საუკუნის წინ ნასწავლი ლოცვები და მიმავალთ თავზე შვიდი
იმამის ნაკურთხი ვარდის წყალი აპკურა.
გარეთ სულთნის გამოგზავნილი ეტლი ელოდათ. ეს კარგი
ნიშანი იყო და აშკარად იმაზე მიუთითებდა, რომ მბრძანებელი
მათ ანგარიშს უწევდა. ოსტატმა და შეგირდმა ეტლში ნახაზე-
ბიანი გრაგნილები ჩაალაგეს და ადგილები დაიკავეს. მთელი
გზა გგულმუცელი უტრიალებდათ და კრიჭაშეკრულები ისხდნენ.
სწორედ ამ განწყობით შეაბიჯეს სასახლის დარბაზებში.
სულთანი სულეიმანი მოწვეულებს გულითადად მიესალმა.
მის გვერდით, ხელმარცხნივ ზორზოხი დიდვეზირი გამოჯგიმუ-
ლიყო. ხელმარჯვნივ შეიხ-ულ-ისლამი64 და იანიჩარ აღა ედ-
გნენ. ორივეს გულზე ხელები დაეკრიფა, სტუმრებს მისჩერებო-
და და სრულებით არ მიიჩნევდა საჭიროდ მათ მიმართ ცივი და-
მოკიდებულების შენიღბვას.
- კარის ხუროთმოძღვართუხუცესო, ამ პატივცემულ ადა-
მიანებს შენთან კითხვები აქვთ. პასუხის გაცემას თუ ინებებ?

64 თურქეთის უმაღლესი მუფთი.

327
სინანმა სულთანს ქედი მოუხარა და მიუგო:
- ეს დიდი პატივია, სვებედნიერო მეუფევ.
პირველად შეიხ-ულ-ისლამი, ებუსუუდ ეფენდი ალაპარაკდა.
მის სახეზე ისევე ვერ ამოიკითხავდით ვერაფერს, როგორც სიძ-
ველისგან გაცრეცილ ხელნაწერში.
- ჩვენს ქალაქში არის ხიდები, რომლებიც ოდესღაც ურჯუ-
ლოებმა ააგეს, მაგრამ ამ ნაგებობებმა დროს ვერ გაუძლეს და
ჩამოიქცნენ. ეს იმიტომ მოხდა, რომ მშენებლებს რწმენა აკ-
ლდათ. ჭეშმარიტი რწმენა.
სინანმა ჰაერი ჩაისუნთქა და უპასუხა:
- უფალმა გონება იმისთვის გვიბოძა, რომ სათანადოდ გამო-
ვიყენოთ. ბევრი ძველი ხიდი მართლაც ნანგრევებად იქცა, რად-
გან მყარ მიწაზე არ იყო აშენებული. სანამ ხიდს ავაგებდეთ, ჯერ
უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმ ადგილას წყალი მეჩხერია, მიწა -
მყარი, დინება კი - მშვიდი. მართალი ბრძანეთ, ხიდები რწმენით
შენდება, მაგრამ მათ აშენებას ცოდნაც არანაკლებ სჭირდება.
სულთანმა სულეიმანმა ხელი აიქნია და ამჯერად იანიჩარ
აღას ანიშნა, ილაპარაკეო.
- მბრძანებელო, თქვენი ქვეშევრდომი სინანი, როგორც ვატ-
ყობ, დარწმუნებულია, რომ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს,
თუ რამდენი წყალია დედამიწის შვიდი შრის ქვეშ. საოცარია!
ჩვენ ეგ კაცი ხუროთმოძღვარი გვეგონა და არა გრძნეული. არა-
და, გამოდის, რომ მისტიკურ მოძღვრებებსაც ფლობს!
ჯაჰანი მიხვდა, საითაც უბერავდა ქარი. შიშისგან ფერი ეცვა-
ლა, რადგან კარგად იცოდა, რას უქადდა ბედი შავ მაგიასთან
თანაზიარობაში ბრალდებულთ.

328
- მარჩიელობისა არაფერი გამეგება, - უპასუხა სინანმა იანი-
ჩარ აღას, - მიწისქვეშ წყლის ოდენობა სათანადო ხელსაწ-
ყოებით დგინდება ხოლმე.
- რა ხელსაწყოებზეა საუბარი? - ჩაეკითხა იანიჩარ აღა, -
ალაჰისგანაა ისინი თუ შაითნისგან?
- რა თქმა უნდა, ალაჰისგან, - უპასუხა სინანმა, - მას სურს,
რომ ცოდნა გავიღრმაოთ.
- წყალი ალ-ხიდრმა აღმოაჩინა, ალაჰმა სამოთხის წალკოტი
დაუმკვიდროს, შენც მისებრ წმინდანობას ხომ არ იჩემებ? -
ჩაერია საუბარში შეიხ-ულ-ისლამი.
- წმინდანის ფეხის ფრჩხილადაც არ ვღირვარ, - თქვა სინან-
მა, - ალ-ხიდრი წინასწარმეტყველ მოსესთან ერთად მოგ-
ზაურობდა და სამყაროს საიდუმლოებებს ხსნიდა. მის ცოდნას-
თან შედარებით ჩემი ცოდნა ზღვაში წვეთია. მაგრამ მჯერა, თუ
ყველაფერს სწორად გამოვითვლით, უჩინარი წყაროების ად-
გილმდებარეობას აუცილებლად დავადგენთ.
სულთანი დიდვეზირს მიუბრუნდა:
- შენ რას იტყვი, ფაშა?
რუსტემმა ჩაახველა და უპასუხა:
- მინდა ვიცოდე, რამდენი თანხის დახარჯვას აპირებს ხუ-
როთმოძღვართუხუცესი. ვშიშობ, ხაზინა არ დაიცალოს.
სინანი ამ შეკითხვას ელოდა და უპასუხა:
- ორი არჩევანი გვაქვს. ხარჯების ოდენობა ჩვენი სულთნის
ნებაზე იქნება დამოკიდებული.
- რას გულისხმობ, ხუროთმოძღვარო? - დაინტერესდა სულ-
თანი.
- მბრძანებელო, ჩვენი მიზანია, ქალაქს სუფთა წყალი მივა-
წოდოთ. საამისოდ ასობით მუშახელი გვჭირდება. თუ გნებავთ,

329
ამ საქმისთვის გალერის მონები გამოვიყენოთ. ისინი უსასყიდ-
ლოდ იმუშავებენ. ქვეშევრდომები ხომ უხვადა გყავს...
- მეორე გზაზე რას იტყვი?
- შეგვიძლია, ნამდვილი ოსტატები დავიქირაოთ და იმის მი-
ხედვით გადავუხადოთ, თუ რა უნარებს გამოიჩენენ და რა სამსა-
ხურს გაგიწევენ. ისინი კი სანაცვლოდ ოფლს დაღვრიან და
ილოცებენ თქვენთვის.
- შენ რა, გგონია, ხაზინას ლოცვებითა და ოფლით შეავსებ? -
იკითხა რუსტემმა.
სულთანმა მის შენიშვნას წაუყრუა და სინანს შეკითხვით მი-
მართა:
- თავად რომელ გზას ირჩევდი?
- ვფიქრობ, უმჯობესია, მუშებს შრომა ავუნაზღაუროთ და მა-
თი მადლი მოვისხათ. მართალია, ეს ხაზინას დაეტყობა, მაგრამ
ტახტისთვისაც და ხალხისთვისაც ასე აჯობებს.
ჯაჰანი გაფითრდა და უბედურების მოლოდინში გაირინდა.
ხანგრძლივი, უხერხული სიჩუმის შემდეგ სულთანმა ხელი აღ-
მართა და თქვა:
- კარის ხუროთმოძღვართუხუცესი მართალია. წყლის გაცემა
მადლია და უხვადაც უნდა გაიცეს. მე მივცემ წყალს ჩემს ხალხს.
მუშებიც საკადრის გასამრჯელოს მიიღებენ. მაგრამ იცოდე, - იქ-
ვე დასძინა მან სინანის საყურადღებოდ, - ახალი ხიდის აშენების
ნებას აღარ გრთავ. აკვედუკების განახლება უნდა ვიკმაროთ!
დარბაზი შეიშმუშნა. ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა თავ-
ში: „მაინც ვინ გაიმარჯვებს ამ დავაში, თუკი გამარჯვება ვინმეს
უწერია?“
- მბრძანებელო, შენი ნებართვით, მუშაობისას ჩემს ინდოელ
შეგირდს ამოვიყენებ გვერდში, - თქვა სინანმა.

330
სულთანმა წვერზე თითები ჩამოისვა და ჯაჰანს ჯიქურ შეხე-
და.
- მახსოვს ეგ ყმაწვილი. კარგია, ასეთი ერთგული შეგირდი
რომ გყავს, - შემდეგ რამდენიმე წამით დადუმდა და დიდვეზირს
მიმართა:
- რას იტყვი, ფაშა? ვაპატიოთ?
რუსტემ ფაშამ თვალები ეშმაკურად დააკვესა და ჯაჰანს ხელი
გაუწოდა. სინანმა შეგირდი თავის დაქნევით შეაგულიანა და ჯა-
ჰანმაც თავის შინაგან განწყობასთან სრულიად შეუთავსებელი
საქციელი ჩაიდინა: რეტდასხმულმა ნაბიჯი წინ გადადგა, დიდვე-
ზირის ფუმფულა, ბეჭდებით დამშვენებულ ხელს ემთხვია და
შუბლით მიეკრა. „რა სიამოვნებით ავწაპნიდი ახლა ერთ-ერთ
ბეჭედს. ხომ ავინაზღაურებდი იმ სატანჯველს, რომელიც ციხეში
გამოვიარე,“ გაიფიქრა თავისთვის.
- უფალმა გიკურთხოს მარჯვენა, - უთხრა რუსტემმა და ამ
ტკბილი სიტყვებისთვის სრულიად შეუფერებელი, ცივი მზერა
მიაპყრო.
უკან რომ ბრუნდებოდნენ, ოსტატმა და შეგირდმა მარმარი-
ლოთი მოპირკეთებული დერეფნები გაიარეს. ისე იყვნენ აღელ-
ვებულები, ხმაამოუღებლად სიარული ძალიან უჭირდათ. ჯაჰან-
მა იცოდა, რომ ამ წუთებში მხოლოდ მას არ უძგერდა შიშით გუ-
ლი. ოსტატიც კარგა გვარიანად დამფრთხალი ჩანდა. უკვე მე-
რამდენედ აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში, მაშინ როცა
გულში სხვა არაფერი ედო, გარდა იმისა, რომ მუშაობა სწყურო-
და. უკვე მერამდენედ გადაიდო მისი სასჯელი. თითქოს რაღაც
უჩინარი ძალა, იდუმალებით მოცული ქომაგი ერეოდა მის
ცხოვრებაში, და როცა გზაზე სირთულეები ეღობებოდა, მფარვე-
ლი ანგელოზივით მუდამ გვერდით ედგა.

331
სამხეცეში დაბრუნებულ ჯაჰანს მომთვინიერებლები ეშმაკუ-
რი ღიმილით მიეგებნენ.
- წამოდი! - უთხრა ოლევმა და მკლავი შემოხვია.
- სად? - იკითხა ჯაჰანმა.
- მაგას ნუ მკითხავ, - მიუგო ოლევმა და იდაყვი ოდნავ წაჰ-
კრა, - ციხიდან ახლად გამოსულ კაცს ცოტა გახალისება სჭირ-
დება.
ჯაჰანი გაოცდა, როცა ოლევმა თავლისკენ გაუხვია, სადაც
წმინდა სისხლის რჩეული რაშები ჰყავდათ დამწყვდეული. ყო-
ველ მათგანს ავი თვალის დასაფრთხობად ლურჯი თილისმა
ჰქონდა ყელზე შებმული. მათი მიახლოება რომ იგრძნო, მთავა-
რი თეთრი საჭურისის ულაყმა - ქარიშხალამ - კეთილშობილმა,
გოროზმა, ეულმა არსებამ, ჩუმად ჩაიხვიხვინა... ოლევმა ალერ-
სიანად დაუსვა ხელი და ყურში ტკბილი სიტყვები ჩასჩურჩულა.
- აღარ იტყვი, რა ხდება? - იკითხა ჯაჰანმა მოუთმენლად.
- შენ ყოველთვის გინდოდა ამ ცხენით განავარდება. ჰოდა,
მიიღე ჩვენგან ეს საჩუქარი.
- კი მაგრამ, ქამილ აღა...
ოლევმა ხელი აუქნია და მოკლედ მოუჭრა:
- ნუ გეშინია, ყველაფერი მოგვარებულია. ქამილ აღა ამაღამ
სასახლეში არ იქნება. „მჭმუნვართა“ ჰამამშია წაბრძანებული.
ნუ მკითხავ, სად არის ეგ ადგილი, მაინც ვერაფერს გეტყვი.
- ამ ცხენს რა უნდა ვუყო? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- არაფერი. შეახტი და აი, იმ ბორცვს ჭენებით ჩაუყევი, - უთ-
ხრა ოლევმა და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა.

332
მოგვიანებით თავლიდან ვიღაცის ჩრდილი გამოენთო. ეს,
სიფრთხილის მიზნით, ქარიშხალას ზურგზე გაწოლილი ჯაჰანი
იყო, რომელმაც ცხენი წყვდიადში შეაგელვა. წინასწარ მოქ-
რთამულმა ჭიშკრის მცველებმა ცხენსა და მის მხედარს ზედაც
არ შეხედეს. ჭაბუკმა იმ მხარეს გასწია, საითაც ოლევმა მიუთი-
თა, ქარს სიამოვნებით მიუშვირა სახე და ცხოვრებაში პირვე-
ლად იგემა შეუზღუდავი თავისუფლების სიტკბო. მაგრამ ცოტა
ხანში სვლა შეანელა. შორიახლოს ფორანი იდგა, რომელიც ბო-
შებით იყო სავსე!
- რა ხდება?! - წამოიძახა ჯაჰანმა, - ციხიდან როდის გამოხვე-
დით?!
- ოოო, ჩვენ შენს გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე უნ-
და გამოვეშვით, მაგრამ შენს შეწყალებას დაველოდეთ! - უპასუ-
ხა ბალაბანმა.
- რა?! ამას მიმალავდით? - გაოგნდა ჯაჰანი, - ამ შუაღამისას
აქ რას აკეთებთ?
- ლომების კაცმა სიტყვა დაგვაბარა, - მიუგო ბალაბანმა და
ქარიშხალას სადავეები თავის ფორანს უკნიდან მიაბა, - შენმა
მეგობრებმა ერთმანეთში იჩურჩულეს და გადაწყვიტეს, ცოტა
გაეხალისებინეთ. შენ ამას იმსახურებ!
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - იკითხა დაეჭვებულმა ჯაჰან-
მა.
ბოშებმა ერთმანეთს კვიმატური ღიმილით გადახედეს.
- მაგას მალე ნახავ, - თქვა ბალაბანმა და სანამ ჯაჰანი უპასუ-
ხებდა, სახედარს მათრახი გადაჰკრა.
ფორანი დაიძრა, ჯაჰანის ცხენიც ფეხდაფეხ მიჰყვა.
ერთხანს ჯაყჯაყით მიუყვებოდნენ სოფლის შარაგზებს, ველ--
მინდვრებსა და საცალფეხო ბილიკებს. შემოდგომის სუსხიანი

333
საღამო იყო, ზევიდან შავად მოხავერდებული ზეცა გადმოჰყუ-
რებდათ, ჩრდილო-დასავლეთით აგორებული ნისლის ბოლქვე-
ბი ქალაქისკენ მიიწევდნენ და მის შემოგარენს უახლოვდებოდ-
ნენ. დაკლაკნილი ქუჩები და მორკალული ხიდები თანდათან
ეხვეოდნენ ნისლის ფაფუკ საბანში და მალე ჩვენი მგზავრებიც
სტამბოლმა შთანთქა. ისეთ ვიწრო ქუჩებში უწევდათ გადაადგი-
ლება, რომ ფორნის ბორბლები ქარიშხლისგან ნორჩი ხეებივით
გადაქცეული ქოხმახების კედლებს ეხახუნებოდა. აქ ყველა უბა-
ნი ერთმანეთზე მიყრუებული, დახავსებული და მოჟამული იყო.
ბალაბანი მთელი გზა ხმას არ იღებდა. მხოლოდ თითო-ოროლა
თოლიის წამოჭყივლება, ფლოქვების თქარათქური და ქვაფე-
ნილზე ბორბლების რახრახი ესმოდათ. უცებ ფორანი გაჩერდა
და მგზავრები ძირს ჩავიდნენ. ჯაჰანი ცხენიდან ჩამოხტა და სუ-
ლი მოითქვა, მაგრამ როცა მიმოიხედა, მიდამო ეუცხოვა.
- გამოადგი ფეხი! - მუჯლუგუნი წაჰკრა ბალაბანმა, - მოძ-
რაობას არაფერი სჯობს ამქვეყნად!
შემდეგ მარჯვენა ხელი გულზე მიიდო და თავისიანებს მიუბ-
რუნდა:
- თქვენ კი წადით. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
ჯაჰანი მორჩილად გაჰყვა ბოშების ბელადს. მათ ყნოსვას ყო-
ველი მხრიდან სწვდებოდა ათასგვარი არომატი, რომელიც თან-
დათან სულ უფრო ძლიერდებოდა. ჟასმინის სურნელი ზღვის
მძაფრ სურნელს ერთვოდა, ქარს კი დროდადრო ნივრიანი სა-
დილების მსუყე ოხშივარი მოჰქონდა. მომთვინიერებლები ცხო-
ველებისგან ბევრ რამეს სწავლობენ. ჯაჰანმა ჩოტასგან ყნოსვის
ხელოვნება აითვისა და ახლა ზღვაურის სურნელში რომელიღაც
სახლიდან გამოსული ნელსაცხებლების სუნი გაარჩია.

334
- ვერ ხვდები, სად მოგიყვანე? საროსკიპოში ვართ! - ჩაიხით-
ხითა ბალაბანმა.
ჯაჰანს ფერი ეცვალა და ჩაიდუდღუნა:
- არ წამოვალ.
- რაო?!. კახპების გეშინია? მოდი, შევიდეთ და იქაურობას
თვალი შევავლოთ. თუ არ მოგეწონა, წამოვალთ და ეგ იქნება.
თუ მოგატყუო, დე, ჩემმა სისხლმა შეღებოს ის მიწა, რომელზეც
დგახარ. წამოდი, ინდოელო, დამიჯერე. გაიხსენე, რა გამო-
ვიარეთ ციხეში!
ჯაჰანი დაიბნა. ვერც უარს ეუბნებოდა და ვერც თანხმდებო-
და. ბალაბანი ხელის კვრით აგულიანებდა, თან განუწყვეტლივ
ელაპარაკებოდა, რათა მისი შიში როგორმე გაეფანტა:
- სტამბოლის საროსკიპო, ცოტა არ იყოს, თურქული ზღაპრის
დასაწყისს ჩამოჰგავს: „იყო და არა იყო რა...“ ხომ გაგიგია?
მეძავებს შეუძლიათ, თვეობით იცხოვრონ ერთ ჭერქვეშ, და
როცა გგონია, რომ სულ ეგრე იქნება, უცებ სადღაც უჩინარდე-
ბიან, სახლი კი ნაჭუჭივით ცარიელი გხვდება. მართალია, იშ-
ვიათად და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგრამ ზოგჯერ
გათხოვილებიც ხდებიან მეძავები. ეს ის თითზე ჩამოსათვლელი
ქალები არიან, გაძარცული საკუჭნაოს თაგვებივით ღარიბები
რომ გახლავან და ქმრები რომ ომში ჰყავთ გასტუმრებული. ქა-
ლაქის ბევრ უბანში კახპებს ქოქოლას აყრიან და ქვებს უშენენ.
ასეთი ქალები დილით რომ იღვიძებენ, სახლის ზღურბლი კუპ-
რით მოთხუპნული ხვდებათ, მათ კედლებზე კი სალანძღავი სიტ-
ყვებია მიჯღაბნილი. დროდადრო მათ აპატიმრებენ და ციხეშიც
კი სვამენ. ჯორებზე უკუღმაც შეუსვამთ და ქუჩებში ჩამოუტარე-
ბიათ, აქაოდა, ყველა ამათ მსგავს ქალს იგივე ბედი ეწევაო.
მაგრამ ყადებსაც სხვებივით აქვთ თავგზა აბნეული და მერ-

335
ყეობენ, - დასძინა ბალაბანმა, - მათ სძაგთ მეძავები და ამ ხე-
ლობას ბოროტებად მიიჩნევენ, მაგრამ იმასაც უწევენ ანგარიშს,
რომ საროსკიპოები იბეგრება და მათგან ხაზინა ხეირობს. გამო-
ნაკლისი მხოლოდ რამადანია, წელიწადის სხვა დროს კი სიძვა
ერთადერთი კანონდარღვევაა, რომელიც კიდევაც ითვლება და-
ნაშაულად და კიდევაც არა. ყველაზე მეტი სიმკაცრე ეიუფის
უბანმა გამოიჩინა და ამასწინათ რამდენიმე ბრძანება გამოსცა.
დუქნები დაიკეტა; დაიკეტა საროსკიპოები და ყავახანებიც, სა-
დაც აზარტული თამაშები იყო დაშვებული. ცუდი სახელის მქონე
ყველა ქალი უბნიდან გააძევეს, მათ შორის ისეთებიც, ვინც ამ
ხელობას თავი დაანება და ოჯახი შექმნა. მათი ბედი რომ არ
გაიზიარონ, მეძავები ერთ ადგილას არ ჩერდებიან და ქარს
აღმა-დაღმა დაჰყვებიან.
- მეძავობა ქარივითაა, - თქვა ბალაბანმა, - გალიაში რომ შე-
ამწყვდიო, ხვრელებიდან გამოიპარება.
ამასობაში საროსკიპოს მიადგნენ. კარი შავკანიანმა მამა-
კაცმა გააღო, ბალაბანის დანახვისას თავი მდაბლად დახარა და
ჩაილაპარაკა:
- მობრძანდი, უფროსო.
- უფროსს რატომ გეძახის? ეს სახლი შენია? - გაოცდა ჯაჰანი.
ბალაბანმა მსახურს ცივად შეხედა, შემდეგ ჯაჰანს მიუბრუნ-
და, ორივე ხელი აღაპყრო და აქაქანდა:
- ერთი გაღლეტილი ბოშა ვარ. როგორ გგონია, ამ სახლს
ბორბლები აქვს? როგორ უნდა ვიყო აქაურობის უფროსი? გამო-
ადგი ფეხი, დროს ნუღარ ვკარგავთ!
მსახურმა სტუმრები მეორე სართულზე აიყვანა. ვიღაცუ ხან-
დაზმული ქალი ბალაბანს დიდის ამბით მიესალმა. სახე ნიგვზის
ლებანივით ჰქონდა დანაოჭებული. გვერდით კალათა ედგა,

336
რომელშიც დედა კატა და ბურთივით ჩამრგვალებული, ნისლის-
ფერი ღინღლით დაფარული ექვსი კნუტი მოკალათებულიყო.
- ესენი აქ დაიბადნენ. ყველა მათგანს ჩემი გოგოების სახე-
ლები ჰქვია, - გამოაცხადა დედაბერმა.
მოგვიანებით ჯაჰანმა ხსენებული გოგოების სახელებიც
გაიგო:
არაბი ფატიმა, ვენეციელი ნეფისე, ქურთი კამერი, ჩერქეზი
ნარინი, თურქი ზარიფე, ებრაელი ლეა და სომეხი ანი. მათგან
მარჯვნივ და მარცხნივ, დაკეტილი ოთახებიდან ჯაჰანს დრო-
დადრო ბუტბუტი მოესმოდა. ბალაბანმა ხელი ჰკრა, ერთ-ერთ
ოთახში გაიყვანა, ბალიშებზე ჩამოსვა და წაიბუტბუტა:
- მე წავალ, მუსიკოსებს მოვძებნი.
მალე მოახლეც გამოჩნდა ლანგრით ხელში. ცეცხლისფერი
თმა ჰქონდა და ორივე ღაწვზე ნაიარევი აჩნდა. ისეთი თვალე-
ბით იმზირებოდა, თითქოს აქედან შორს იყო და დიდი ხნის წი-
ნანდელ სხვა საღამოებს იხსენებდა. ლანგარზე წყალი, ღვინო,
თხის ყველი, ლეღვის ჩირი, მოხალული ნუში და მწნილით სავსე
თეფშები ეწყო.
ქალმა ეს ყველაფერი დაბალ ტაბლაზე დადგა და სტუმარს
ჰკითხა, კიდევ რამეს ხომ არ ინებებო. ჯაჰანმა უარის ნიშნად
თავი გაიქნია და ხალიჩაზე გამოყვანილ ნახატებს მიაპყრო მზე-
რა. როცა მოახლე წავიდა, ოთახში ერთმანეთის ფეხდაფეხ ორი
ქალი შემოვიდა. ერთი ისეთი მსუქანი იყო, რომ სამკეცი ღაბაბი
ჰქონდა. მის ღაჟღაჟა, ჩამრგვალებულ ღაწვებს რომ შეხედა, ჯა-
ჰანმა გაიფიქრა, ჩოტა რომ აქ იყოს, ვაშლები ეგონება და შესან-
სლავსო. ამ ფიქრმა ღიმილი მოჰგვარა.
- რაო? მოგეწონე? - გაიბადრა ქალი.

337
- არა! - მიახალა ჯაჰანმა, მაგრამ მიხვდა, რომ უხეშად გა-
მოუვიდა და სასწრაფოდ დასძინა: - უფრო სწორად, მომეწონე,
მაგრამ არც ისე...
ქალებმა ჩაიხითხითეს. მსუქანმა უფრო გულიანად გაიცინა
და ფუმფულა მუცელი აუთახთახდა. შემდეგ ტუჩები გაილოკა და
ჯაჰანისკენ გადაიხარა.
- მე რომ მიყურებ, სამი ძუძუ მაქვს, მუცელში კი ურჩხული მი-
ზის და სწორედ მაშინ გამოდის, როცა მშია. ძირითადად, მამაკა-
ცებს ვჭამ ხოლმე!
ჯაჰანს ელდა ეცა და თვალები დააჭყიტა, ქალები კი ისევ
ახორხოცდნენ.
- შეგიძლიათ, ბალაბანს დაუძახოთ? რაღაც მაქვს მისთვის
სათქმელი, - სთხოვა ჯაჰანმა.
ქალები მიხვდნენ, რომ მეტისმეტი მოუვიდათ და ერთმანეთს
შეშფოთებულებმა გადახედეს.
ოთახი ისე დაიხუთა, რომ სუნთქვა ჭირდა. ჯაჰანი წამოდგა,
ბუტბუტით მოიბოდიშა და ოთახიდან ისრის სისწრაფით გავარ-
და. ქალებიც წამოხტნენ და უკან დადევნება დააპირეს. ჯაჰანმა
ეს შეამჩნია, კარი მიიხურა და ურდული ჩამოსწია. კიბეზე რომ
ჩადიოდა, მოახლეს შეეჯახა, რომელსაც ლანგარი მოჰქონდა.
- რაო, მიდიხარ? - ჰკითხა მოახლემ.
- დიახ, ჩოტა მელოდება.
- ჩოტა შენი ცოლია?
- არა, ჩემი სპილოა. უზარმაზარი ცხოველია, - გაეღიმა ჯა-
ჰანს.
მოახლეს შავი თვალები აუჟუჟუნდა და ჩაილაპარაკა:
- ვიცი, სპილო რაც არის.

338
უცებ ოთახში ჩაკეტილმა ქალებმა კარებზე დააბრახუნეს. ჯა-
ჰანს ფერი წაუვიდა. ეგღა მაკლია, დამიჭირონო, გაიფიქრა და
დაფეთებულმა მიმოიხედა.
- წამოდი, - უთხრა მოახლემ და მკლავში ხელი წაავლო.
საიდუმლო გასასვლელით სადღაც გაძვრნენ და ერთ ჭრაჭუ-
ნა კიბეს მიადგნენ. სხვენში კიდევ ერთი ოთახი აღმოჩნდა. ქალ-
მა სტუმარი სწორედ იქ შეიყვანა. ჭერი ისეთი დაბალი იყო, რომ
შესვლისას იძულებულები იყვნენ, თავი დაეხარათ. სამა-
გიეროდ, სარკმლიდან ნახევარმთვარით განათებული მიდამოს
წარმტაცი ხედი გადაიშალა. შრიალა ფიჭვნარს მიღმა შავ ზო-
ლებად დასერილი ზღვა მოჩანდა, ოღონდ წყალს რაღაც უძრა-
ვი, მყარი მასის სახე ჰქონდა, თითქოს ქალაქს აბრეშუმის
ვეებერთელა თავშალი მოეხვია მხრებზე.
ჯაჰანმა წვრილად უამბო მოახლეს, რაც ქვევით გადახდა.
ქალმა ბევრი იცინა, მერე კი ჭაბუკს თავისი სახელი ამცნო - პე-
რი. ადრე ჯარისკაცებს დავყვებოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც
ერთმა ჯარისკაცმა დამასახიჩრა (ბრძოლის ველზე იმდენი საში-
ნელება ნახა, რომ ჭკუიდან შეიშა ლა და ჯავრს მეძავებზე იყრი-
და), ახლა აღარავის ვუნდივარო.
- ვერ დავიჯერებ, რომ არავის უნდიხარ. იმ ქალებს გაცილე-
ბით სჯობიხარ, ქვევით რომ დამხვდნენ, - უთხრა ჯაჰანმა.
ქალმა აკოცა. ჯაჰანმაც კოცნით უპასუხა და მერე კარგა ხანს
გრძნობდა მისი ენის სიტკბოს. ქალი თმაზე მიეფერა და შეჭმუხ-
ნულ შუბლზე ნაზი, თბილი თითები ჩამოუსვა.
- პირველად ხარ... ხომ ასეა? - ჰკითხა ბოლოს.
ჭაბუკის აჭარხლებული სახე სრულიად დამაკმაყოფილებე-
ლი პასუხი იყო მისთვის. ქალმა ლოგინზე წამოაწვინა და ტან-
საცმლის გახდა დაუწყო. როცა ჯაჰანმა კანზე მისი ბაგეების შე-

339
ხება იგრძნო, ძლიერმა სურვილმა წამოუარა. ნეტარების ეს სა-
უფლო მისთვის იმდენად უცხო იყო, რომ მისი არსებობის შესა-
ხებ არაფერი იცოდა. მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდა, როგორ
გაუმართლა, ასეთმა ქალმა რომ გაუკვალა გზა.
როცა პერის გვერდით ბნელ ოთახში ეძინა, დაესიზმრა, თით-
ქოს ჩოტაზე ამხედრებული მიუყვებოდა რომელიღაც უცხო მი-
დამოს; დიდი სახლების სახურავებზე მიბობღავდნენ და ერთი
სახურავიდან მეორეზე ხტებოდნენ. შემდეგ შორიდან მიჰრიმა-
ჰის სახემაც გამოანათა. ტანთ თეთრი სელის კაბა ემოსა, თმა
ქარში უფრიალებდა.
- მომიცადე! - შეჰბღავლა ჯაჰანმა, მაგრამ ვერ გააგონა.
კვლავ და კვლავ ეძახდა, მაგრამ სრულიად ამაოდ.
- ჩუ... გაიღვიძე! - წასჩურჩულა ვიღაცამ.
ჯაჰანი უცებ ვერ მიხვდა, სად იყო. როცა გამოერკვა, ერთთა-
ვად ცივ ოფლში ცურავდა. წამოხტა და აჩქარებით ჩაცმა დაიწ-
ყო, თან წაიბუტბუტა:
- უნდა წავიდე.
მერეღა დაინახა ქალი, რომელიც სახემოქუფრული იჯდა.
- ბოდიშს გიხდი... არ ვიცი... უნდა გადაგიხადო?...
პერიმ თავი მიაბრუნა და წაიჩურჩულა:
- არა, ჩემი არაფერი გმართებს...
ჯაჰანი ახლოს მიუჩოჩდა და თმაზე მიეალერსა. თავიდან
შფოთავდა, მაგრამ ეს განცდა თანდათან დანაშაულის მტან-
ჯველ გრძნობაში გადაიზარდა. ჯაჰანი მიხვდა, რომ დროზე უნდა
წასულიყო. პერის არ უნდა შეემჩნია, რომ ის, რაც მათ შორის
მოხდა, მასში ახლა მხოლოდ სინანულს იწვევდა.
- ძილში ლაპარაკობდი, - უთხრა პერიმ, როცა ოთახის კარს
უღებდა.

340
- ძალიან შეგაწუხე?
პერიმ შეკითხვას წაუყრუა, შემდეგ კი ჩაილაპარაკა:
- არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ის შენს გულშია. თავად თუ იცის,
ასე რომ გიყვარს?
საქციელწამხდარი ჯაჰანი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
ადრე ვერასოდეს გაბედავდა, სიყვარული ეწოდებინა იმისთვის,
რასაც მიჰრიმაჰის მიმართ გრძნობდა, მაგრამ სხვისი პირიდან
გაგონილი და სამზეოზე გამოტანილი ეს სიტყვა ფრთხილად
აიტაცა და გულში სათუთად ჩაიკრა.

აკვედუკების შესაკეთებლად ას ოცდაათი მუშა იქირავეს. ეს


ადამიანები ორ გუნდად იყვნენ დაყოფილნი. პირველი გუნდი
დასავლეთის ფრთაზე მუშაობდა, მეორე კი - განსაკუთრებულად
დაზიანებულ შუა ნაწილში. ოთხი შეგირდი ამ დროს მიმდებარე
მინდორ-ველების სიღრმესა და სიმაღლეს ასტროლაბის მეშ-
ვეობით ზომავდა. სინანმა ჩვეულებისამებრ დაარიგა შეგირდე-
ბი, რომ მათ ამ გამოკვლევების დროს წარსულის ოსტატთა მე-
თოდები გამოეყენებინათ. საჭირო იყო გარკვევა, როგორ მიაღ-
წიეს ბიზანტიელებმა ასეთ წარმატებას და რატომ განიცადეს
ასეთი მარცხი, როცა მუდმივად სრულყოფისკენ მიისწრაფოდ-
ნენ. დაუდსა და იუსუფს, რომლებიც გეომეტრიაში კარგად ერ-
კვეოდნენ, წყალგაყვანილობის სისტემის შემოწმება დაევალათ,
ნიკოლა და ჯაჰანი კი ბორცვებზე ზევით-ქვევით არბოდ--
ჩამორბოდნენ და ყველა დაზიანებულ არხსა და დანაგვიანებულ
მილსადენს დავთარში აღნუსხავდნენ. იყო ადგილები, სადაც
წყალი პირდაპირ ხეობაში ჩაედინებოდა, და რადგან მიწისქვეშა
წყალსადენები უკიდურესად მოძველებულიყო, მიწასვე უბრუნ-

341
დებოდა და ადამიანებისთვის სრულიად გამოუსადეგარი გახ-
ლდათ. შეგირდებმა ჯებირები ააშენეს და წყლის ნაკადს ქალა-
ქისკენ უქციეს პირი.
ახალი არხები მინდვრის გაყოლებითაც გათხარეს, შლუზები-
ან ავზებზე მიმაგრებული სპილენძის ხელსაწყოს მეშვეობით ზო-
მავდნენ და გულმოდგინედ ანგარიშობდნენ გზად დაგროვილი
წყლის ოდენობას.
ერთ კვირაში ჯაჰანმა უცნაური რამ შენიშნა: მუშები უფრო-
სებს არად აგდებდნენ და ბრძანებებს უხალისოდ ასრულებდნენ.
რაც უფრო ყურადღებით აკვირდებოდა, მით უფრო რწმუნდებო-
და, რომ ლურსმნის ჩაჭედება, ფიცრის მოტანა და სხვა მსგავსი
წვრილმანი საქმეებიც კი ეზარებოდათ და საბაბს ეძებდნენ, რომ
სამუშაოსთვის თავი აერიდებინათ. არადა, ეს წვრილმანი საქ-
მეები უმნიშვნელო სულაც არ იყო და, შედეგად, მუშაობა ფერ-
ხდებოდა. ჯაჰანმა დაიმარტოხელა ერთ-ერთი მხაზველი, ეროვ-
ნებით ქურთი, სახელად სალაჰადინი, რომლის ცოლმა იმ დღე-
ებში ტყუპი გააჩინა. სალაჰადინი პატიოსანი კაცის სახელით
სარგებლობდა და ჯაჰანსაც იმედი ჰქონდა, რომ მისგან სიმარ-
თლეს გაიგებდა.
- რა ხდება, რატომ ითრევთ ფეხს?
სალაჰადინმა მზერა აარიდა და ჩაილაპარაკა:
- რა ვიცი, ვმუშაობთ, ეფენდი...
- როგორ თუ მუშაობთ, ვერა ხედავთ, როგორ ჩამოვრჩით?! -
შეუტია ჯაჰანმა.
სალაჰადინი წამოწითლდა:
- რატომ არ გაგვაფრთხილეთ, რომ აქ წმინდანი იყო დამარ-
ხული?
- ეგ ვინ გითხრათ?

342
სალაჰადინმა მხრები აიჩეჩა და პიროვნებების დასახელება-
ზე უარი თქვა.
ჯაჰანმა კითხვა შეუნაცვლა:
- საიდან მოვიდა ეს ამბავი?
- ხალხმა მისი აჩრდილი ნახა, - უპასუხა სალაჰადინმა და ჯა-
ჰანს ისე შეხედა, თითქოს მისგან დასტურს ელოდა.
- წამებული მაჰმადიანი ჯარისკაცის აჩრდილია, რომელმაც
ურჯულოებთან ბრძოლის დროს ჰპოვა აღსასრული. ისარმა
მკერდი გაუპო, მაგრამ ორი დღე მაინც შეუჩერებლად იბრძოდა.
მესამე დილას წაიქცა და სწორედ აქ დაიკრძალა, ახლა კი მშე-
ნებლობის ხმაურით შეწუხებული სული მუშებს ეცხადება და
ხალხი მისი წყევლის შიშით აღარ არის, - დაასრულა სალაჰა-
დინმა.
- სისულელეა. ვინც ამ ჭორს ავრცელებს, ჩვენს ოსტატს ერ-
ჩის, - თქვა ჯაჰანმა.
- არა, ეს ჭორი არ არის, ეფენდი, - შეედავა სალაჰადინი, - მუ-
შებმა მართლა ნახეს მისი აჩრდილი!
- სად ნახეს? - იკითხა ჯაჰანმა და ხელები აღშფოთებით აიქ-
ნია, - აბა, მაჩვენე!
მისდა გასაოცრად, სალაჰადინმა თავი ხარაჩოებისკენ გაიქ-
ნია.
- რაო, იმის თქმა გინდა, რომ აჩრდილმა ხარაჩოებში დაიბუ-
და? - დამცინავად ჰკითხა ჯაჰანმა,მ მაგრამ სალაჰადინმა წარ-
ბშეუხრელად უპასუხა:
- დიახ, სწორედ იქ ხედავენ ხოლმე.
ჯაჰანი მთელი დღე ხარაჩოებზე დაბობღავდა, ფიცრებს ამოწ-
მებდა, თოკებს ამაგრებდა, უსაფრთხოების ზომებს იღებდა და
ბრაზიანად უბღვერდა ყველას, ვინც თვალს გაუსწორებდა.

343
- რაღაც უყურადღებობას გატყობ, - უთხრა ერთხელ დაუდმა,
როცა ფართობის აზომვის შედეგებს ამოწმებდნენ.
- ბოდიშს გიხდი. გონება სხვაგან გამირბის, - ამოიოხრა ჯა-
ჰანმა.
იმ წუთებში მისი ყურადღება მართლაც მიიპყრო ერთმა გა-
რემოებამ: მეორე სართულის გასწვრივ, ფიცარნაგზე რამდენიმე
მუშა მიმოდიოდა. ერთ-ერთ მათგანს სათლი მოჰქონდა. ეს კაცი
უცებ ისე შექანდა, თითქოს ვიღაც უჩინარმა ხელი ჰკრაო. მუშამ
წონასწორობა სწრაფად აღიდგინა, მაგრამ ჯაჰანს თმა ყალყზე
დაუდგა. როცა ხე-ტყის ნაკლებობას განიცდიდნენ, ფიცარნა-
გებს ბაგირებით ჰკიდებდნენ, მაგრამ ეს ფიცარნაგი მიწაზე იყო
მიმაგრებული და ძელებს ეყრდნობოდა. ადგილიდან რომ და-
გეძრა, თოკები უნდა მოგეშვა.
- რა ხდება, ხომ მშვიდობაა? - იკითხა დაუდმა, როცა მის მზე-
რას თვალი გააყოლა.
უცებ შემაძრწუნებულმა კივილმა შეძრა იქაურობა და მშენებ-
ლობის ხმაური გადაფარა. ერთი ფიცარი ქარს აყოლილი ფო-
თოლივით დაბზრიალდა ჰაერში და მიწას დაენარცხა, მეორე კი
თავზე დაეცა ქვისმთლელს, რომელმაც შემზარავი ხმა ამოუშვა.
ხალხი მიმოიფანტა, რადგან ზემოდან წვიმასავით იხუვლა ხის
მასალამ და ლითონმა.
- ყიამეთ, ყიამეთ!65 - იყვირა ვიღაცამ. ხარებმა ბღავილი ატე-
ხეს, ფეხმოტეხილი, ნესტოებდაბერილი ცხენი მიწაზე დაგორდა
და აფართხალდა. ჯაჰანმა ამ აურზაურში ჩოტა ვერ დაინახა. ერ-
თი კვირის წინ დიდი ამბით აწყობილი ხარაჩოები თვალის და-

65 აპოკალიპსი (თურქ.)

344
ხახმებაში დაიშალა და ძირს ჩამოცვივდა. ყველაზე მეტად მა-
ღალ სართულებზე მომუშავე ხალხი დაზარალდა, მაგრამ არც
სხვებს დაადგათ კარგი დღე, რადგან ჩამოშლილი ფიცრები
თავზე აცვიოდათ. რვა კაცი დაიღუპა, მათ შორის იყო სალაჰა-
დინიც.

სინანი და მისი ოთხი შეგირდი გასალს66 მიუახლოვდნენ.


- შეიძლება განბანას დავესწროთ?
გასალი შეყოყმანდა, მაგრამ ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ და-
თანხმდა (ალბათ ხუროთმოძღვართუხუცესი თუ ეცნო ან გარ-
დაცვლილის დამწუხრებულ ნათესავში შეეშალა).
- მობრძანდი, ეფენდი.
- ვინ გამომყვება? - მიუბრუნდა სინანი თავის შეგირდებს.
იუსუფმა მზერა აარიდა და წამოწითლდა; ნიკოლამ, რომე-
ლიც მაჰმადიანი არ იყო, გამოთქვა ვარაუდი, რომ გასალს მისი
იქ ყოფნა არ მოეწონებოდა;დ დაუდს უეცრად ცვილისფერი
დაედო და გამოაცხადა, ბავშვობაში რომ გვამები მაქვს ნანახი,
ჯერ არ დამვიწყებია და კიდევ ერთი გვამის ყურება ნამდვილად
არ მსურსო.
ჯერი ჯაჰანზე მიდგა.
- წამოვალ, - თქვა მან.
სალაჰადინის შიშველი სხეული ცივ მარმარილოზე ესვენა.
დაზიანებული ადგილები სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის

66
პირი, რომელიც მიცვალებულთა განბანის რიტუალს ასრუ-
ლებს.

345
სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული, მაგრამ ჯაჰანს ისე ეჩვე-
ნებოდა, თითქოს ეს ყველაფერი ვიღაცამ საგანგებოდ მიახატა,
და ვინმეს გულდასმით რომ ჩამოეწმინდა, სიცოცხლის ნიშან-
წყალი დაეტყობოდა.
- ჩვენი სხეული უფალმა სასახლესავით ააგო და გასაღები
ჩვენვე ჩაგვაბარა, - თქვა სინანმა ისეთი ჩუმი ხმით, რომ მის
ზურგს უკან მდგარმა გასალმა იფიქრა, ლოცულობსო.
„სხეული... სასახლე... რა უცნაურ რამეს ამბობს!“ გაიფიქრა
ჯაჰანმა, რომელიც ახლა ვერაფერს ხედავდა, დაბეჟილი ხორ-
ცის გარდა. სინანმა თითქოს მისი აზრები წაიკითხა, მოუბრუნდა
და სთხოვა, მომიახლოვდიო.
- ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. მის გულისგულში
წესრიგი და ჰარმონიაა. შეხედე წრეებსა და კვადრატებს. დააკ-
ვირდი მათ თანაზომიერ აგებულებას. ადამიანის ორგანიზმიდან
ოთხი ძირითადი სითხე გამოიყოფა - სისხლი, ყვითელი ნაღვე-
ლი, შავი ნაღველი და ლორწო. მუშაობისას ოთხი სახის მასა-
ლას ვიყენებთ: ხეს, მარმარილოს, შუშასა და ლითონს.
ჯაჰანმა და გასალმა ერთმანეთს გადახედეს. ჯაჰანი კარგად
მიხვდა, რასაც ფიქრობდა ეს კაცი, რადგან თავადაც იგივე აზრი
უტრიალებდა თავში: შიშობდა, რომ მის ოსტატს მწუხარებამ და
დაღლილობამ ჭკუა დააკარგვინა.
- სახე ფასადია, თვალები - ფანჯრები, პირი კარია, რომლი-
თაც სამყაროში უნდა შევაბიჯოთ, ფეხები და მკლავები კიბეები-
ა... - დასძინა სინანმა, შემდეგ წყლით სავსე ტოლჩა ჰაერში
წრიულად დაატრიალა, წყალი გადმოასხა და სხეულის განბანას
ისეთი რუდუნებით შეუდგა, რომ გასალმა ადგილიდან დაძვრა
ვეღარ გაბედა.

346
- ამიტომ, როცა ადამიანს უყურებთ, მონა იქნება ის თუ ვეზი-
რი, მაჰმადიანი თუ წარმართი, პატივი უნდა სცეთ. გახსოვდეთ:
უკანასკნელი მათხოვარიც კი სრასასახლის პატრონია! - დაას-
რულა სინანმა.
- დიდ პატივს გცემთ, ოსტატო, - შეედავა ჯაჰანი, - მაგრამ მე
ამ სრულყოფილებას ვერ ვხედავ. თვალში მხვდება ჩალეწილი
კბილები, გამრუდებული ძვლები... ამას რომ ვამბობ, ყველა
ჩვენგანს ვგულისხმობ... ზოგი კუზიანია, ზოგიც...
- ზედაპირზე შეიძლება ბზარები იყოს, მაგრამ შენობა უზა-
დოა, - მიუგო ოსტატმა.
მათ ზურგს უკან მდგარი, კისერწაგრძელებული გასალი თავს
თანხმობის ნიშნად აკანტურებდა. შესაძლოა, სინანის მელო-
დიური ხმა უფრო დამაჯერებლად ჟღერდა მისთვის, ვიდრე მისი
აზრები.
ამის შემდეგ ხმა აღარავის ამოუღია. მიცვალებული ორჯერ
განბანეს: ერთხელ - ცხელი, მეორედ კი - ნელთბილი წყლით.
შემდეგ თხემით ტერფამდე ქათქათა სუდარაში გაახვიეს, გარეთ
მხოლოდ მარჯვენა ხელი დაუტოვეს და ეს ხელი ფრთხილად
დაუდეს გულზე, თითქოს ამ ჟესტით სააქაოს ემშვიდობებოდა,
საიქიოს კი სალამს აძლევდა. იმამმა სამარესთან ლოცვა წარ-
მოთქვა. ამ კაცს იმოდენა ჩიყვი ჰქონდა, რომ სასულეზე აწვებო-
და და სუნთქვის დროს პირიდან უხეში, ხიხინა ბგერები ამოს-
დიოდა. ე
- დიდი ნუგეშია, ამ ადამიანებმა სწორედ სამშენებლო
მოედანზე რომ დალიეს სული. მათ ზოგიერთებივით წამხდარი
ქალებისკენ როდი მიუწევდათ გული; ისინი არც ლოთობდნენ,
არც თამაშობდნენ და არც ბილწისტყვაობდნენ; მათ პატიოსანი,
მძიმე შრომის დროს მოუსწრო სიკვდილმა. და როცა განკით-

347
ხვის ჟამი დადგება (ეს კი გარდაუვალია!), უფალი აუცილებლად
გაითვალისწინებს ამ გარემოებას, - თქვა მან.
- სალაჰადინმა სამზეო მაშინ დატოვა, როცა ხიდს აშენებდა.
ამიტომ, როცა საიქიოში გადასვლისას თმის ბეწვივით წვრილ
და გველთევზასავით მოლიპულ სირათის ხიდზე67 გადაივლის,
წყვილი ანგელოზი მხარში ამოუდგება, ხელს წააშველებს და
ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩავარდნას ააცილებს! - დასძინა იმამმა.
ვერავინ გაუბედა შესწორება, რომ სალაჰადინი სინამდვილეში
ხიდის კი არა, აკვედუკის შეკეთებისას დაიღუპა.
მიცვალებული მოთქმა-გოდებით წაასვენეს სასაფლაოზე. მი-
სი ნათესავები ღარიბი ხალხი იყო და სამარის ქვის საფასური
სინანმა გადაიხადა. სალაჰადინის მამამ, მწუხარებისა და ასა-
კისგან წელში მოხრილმა კაცმა, დიდ პატივად შერაცხა, მისი
შვილის დაკრძალვას სინანის მსგავსი კაცი რომ დაესწრო, ლას-
ლასით მოვიდა ოსტატთან და მასა და მის შეგირდებს სათითა-
ოდ მადლობა გადაუხადა. სამაგიეროდ, სალაჰადინის ძმამ
შორს დაიჭირა თავი.ა არც ისე ძნელი შესამჩნევი იყო, რომ ეს
თოთხმეტიოდე წლის ყმაწვილი თავისი დანაკარგის გამო პასუ-
ხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებდა. ერთი შეხედვაც კმარო-
და საიმისოდ, რომ ჯაჰანი მიმხვდარიყო: მისი სახით კიდევ ერ-
თი მტერი შეიძინეს. როცა მისი ძმის კუბოს ნიჩბებით მიწის ბო-
ლო ბელტები მიაყარეს და უკან მიბრუნებულ მოტირლებს გაჰ-
ყვა, ჯაჰანი სალაჰადინსის ძმას წამოეწია და უთხრა:
- დე, უფალი შეეგებოს შენს ძმას სამოთხეში!

67
მაჰმადიანთა რწმენით, ეს ხიდი ჯოჯოხეთის უფსკრულზეა გა-
დებული და მართალნი სამოთხისკენ მიჰყავს.

348
სალაჰადინის ძმამ არაფერი უპასუხა. უხერხული სიჩუმე ჩა-
მოვარდა. ორივე იცდიდა, როდის ალაპარაკდებოდა მეორე.
ბოლოს სიჩუმე ისევ ყმაწვილმა დაარღვია და იკითხა:
- ჩემი ძმის გვერდით თუ იყავი, როცა დაიღუპა?
- იქვე, ახლოს ვტრიალებდი, - მიუგო სინანმა.
- მას ხომ აჩრდილმა ჰკრა ხელი. ვერ დაინახე?
- ამ ადამიანებისთვის ხელი არავის უკრავს. ეს შემთხვევი-
თობა იყო, - უპასუხა აღელვებულმა ჯაჰანმა, თუმცა ამ შემთხვე-
ვის უცნაურობას გულის სიღრმეში თავადაც ვერ უარყოფდა.
- აჩრდილს თქვენი შეჩერება უნდა. თუ არ მოასვენებთ, ამ
უბედურებას დასასრული არ ექნება. მაგრამ თქვენს ოსტატს
არაფერი ადარდებს. ის მკვდრებს პატივს არ სცემს, - თქვა სა-
ლაჰადინის ძმამ.
- არ ხარ მართალი. ჩემი ოსტატი კეთილი კაცია, - შეედავა ჯა-
ჰანი.
ბიჭი ბრაზისგან გაშავდა და ჩაილაპარაკა:
- შენი მეგობარი არ შემცდარა. მაგ თქვენი ჩაქუჩებითა და სა-
ხედრებით წმინდა ადგილს ბილწავთ. ყველას ჯოჯოხეთი გე-
ლით, იცოდეთ!
ამასობაში ბრბომ დაშლა დაიწყო. ჯაჰანმა მგლოვიარეთა
შორის ოსტატი შენიშნა. სინანი გაჭირვებით მოლასლასებდა
ჭიშკრისკენ, თითქოს ვიღაცის უჩინარი ხელი მიათრევდა მისი
ნების საწინააღმდეგოდ.
- ჩემს ოსტატს ნურაფერში ადანაშაულებ, - მისუსტებული
ხმით გაუმეორა ჯაჰანმა სალაჰადინის მგლოვიარე ძმას.
სასაფლაოდან რომ გამოვიდნენ, უეცრად ძლიერმა ქარმა წა-
მოუქროლა და მათ ირგვლივ მტვრის კორიანტელი დააყენა.
მოგვიანებით, კარგა ხნის შემდეგ გაახსენდება ჯაჰანს, რომ იმ

349
აურზაურში სალაჰადინის ძმისთვის მთავარი შეკითხვა არ დაუს-
ვამს: მაინც ვინ იყო მის მიერ ხსენებული მეგობარი და რატომ
გაუჩნდა იმ ადამიანს ავი წინათგრძნობა?
მეორე დღეს სამშენებლო მოედანზე მუშების მხოლოდ ნახე-
ვარი გამოცხადდა.
- ესეც თქვენი დაქირავებული მუშახელი! - წამოიძახა დაუდ-
მა, -სამუშაოებისთვის გალერის მონები რომ აგვეყვანა, ეს არ
მოხდებოდა! ხომ ხედავთ, რა მოგვიტანა ჩვენმა სიკეთემ?
- ოსტატს დამატებითი მუშახელის პოვნა არ გაუჭირდება, -
შეედავა ნიკოლა, და მოგვიანებით გაირკვა, რომ არც შემცდა-
რა. სინანს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მტკიცედ
ჰქონდა გადაწყვეტილი და ახალი მუშახელი სულ მალე აიყვანა.
ეს ძნელი სულაც არ აღმოჩნდა, რადგანა ამ ქალაქში სამუშაოს
მაძიებელი მრავლად იყო. შიმშილით გამოწვეული სატანჯველი
ადამიანებში გაცილებით მეტ შიშს იწვევდა, ვიდრე წმინდანის
წყევლა. თითქოს დალაგდა ყველაფერი. მუშაობა განახლდა და
მშენებლობა გარკვეული დროის განმავლობაში უბედური შემ-
თხვევებისა და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. ამასო-
ბაში შემოდგომამაც შემოაბიჯა ქალაქში. ჰაერს სუსხი შეეპარა
და ცოტა ხანში წყალდიდობამაც არ დააყოვნა. წყალმა სახლე-
ბი, დუქნები, სალოცავები და სამეურნეო ნაგებობები წალეკა და
გიჟური სისწრაფით მოედო მინდორ-ველებს. აკვედუკებისკენ
გაყვანილმა არხებმა წყლის ნაკადი ვეღარ დაიტია და ხარა-
ჩოები ერთბაშად გამხმარი პურივით ჩამოიფშვნა. წყალდიდო-
ბისთვის მზად არავინ აღმოჩნდა. დაშავებით არავინ დაშავებუ-
ლა, მაგრამ მშენებლები სამუშაოს რამდენიმე კვირით მოს-
ცდნენ. დაიკარგა დიდძალი სამშენებლო მასალა. სტიქიამ მეჭო-
რეების მიერ გავრცელებულ ვერსიას საფუძველი გაუმყარა და,

350
თუ ადრე ბოლომდე დარწმუნებული ვერავინ იქნებოდა, ახლა
ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ სინანი და მისი ხალხი დაწყევ-
ლილი იყო.
შეგირდები სულიერად გატყდნენ. აქამდე მათმა ოსტატმა
ყველა დაბრკოლების გადალახვა მოახერხა (რაგინდ დიდი და
საფრთხის მომცველი ყოფილიყო ეს დაბრკოლებები), მაგრამ
ამჯერად სულ სხვა სიძნელემ იჩინა თავი: აჩრდილი როგორღა
უნდა მოეგერიებინა სინანს? შესაკეთებელი სამუშაოები შეჩერ-
და. რა არ იღონა ოსტატმა, მაგრამ მუშაობის გაგრძელებაზე ერ-
თი ადამიანიც კი ვერ დაიყოლია. მუშებმა ხუროთმოძღვართუ-
ხუცესი საყვედურებით აავსეს, სულთნის გულის მოსაგებად საფ-
რთხეში გვაგდებო.
- ვის სჭირდება წყალი, თუკი ის კრულია? რად უნდა შევაკე-
თოთ ურჯულოების დროიდან შემორჩენილი ეს აკვედუკები, თუ
კერპთაყვანისმცემლობის გავრცელებას არ ვუწყობთ ხელს? -
ამბობდნენ ისინი.
ჯაჰანი გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ამ ხალხმა მაჰ-
მადიანი წამებულის აჩრდილი ერთბაშად მიივიწყა, შიშის ასა-
გორებლად სხვა ხელჩასაჭიდი საბაბი გამონახა და ახლა ამ სა-
ბაბს ებღაუჭებოდა. მოჩვენებითი მორჩილებისა და სიმშვიდის
მიუხედავად, ისინი მორიგი ბნელი ჭორის გასავრცელებლად
შემთხვევას ხელიდან არ უშვებდნენ და როგორც კი შეგირდები
თვალს მოაშორებდნენ, მყისვე იწყებდნენ ერთმანეთში ჩურ-
ჩულს.
ასე ჩაიარა ერთმა კვირამ.
ერთ დღეს სინანი სამშენებლო მოედანზე ვიღაც ტანმორჩილ,
ძარღვმაგარ კაცთან ერთად გამოჩნდა. ორივენი ახლად აწყო-
ბილ ხარაჩოებზე ავიდნენ.

351
- მუშაკაცებო! ათისთავებო! დღეს, ჩვენდა საბედნიეროდ, პა-
ტივცემული ხოჯა (რელიგიური მოძღვარი, მოქადაგე.) გვესტუმ-
რა! - შესძახა დამსწრეთ სინანმა
და ხელი უცნობისკენ გაიშვირა.
უცნობმა ნაბიჯი წინ გადადგა. დაძაბული ჩანდა, სიმაღლეზე
დგომას მიუჩვეველს სახეზე მკვდრისფერი ედო. უცებ თვალები
დახუჭა და ყურანის ლექსები ააჟღერა. მოგვიანებით გაირკვა,
რომ მას ხოჯა ბულბულს ეძახდნენ. ბოსნიაში დაბადებულს
ღმერთთან შვიდ ენაზე შეეძლო საუბარი და უამრავი აღმსარებ-
ლობისა და სექტის კარგი მცოდნე გახლდათ. ამ ერთი შეხედვით
ჩვეულებრივი კაცის ხმაში რაღაც ისეთი იგრძნობოდა, რამაც
მუშები ერთბაშად მოხიბლა.
- განაგრძეთ თქვენი საქმე და სხვებს ნუ დაძრახავთ, რამეთუ
შაითანს ასეთ სიმაღლეზე ფრენა სწორედ ამ ორი ფრთის - სი-
ზარმაცისა და ცილისწამების წყალობით ძალუძს! - მიმართა
დამსწრეთ ხოჯამ.
მას შემდეგ ეს კაცი ყოველდღე მოდიოდა მშენებლობაზე,
დამტვერილი თმითა და ტალახიანი ფეხსაცმლით, დილიდან სა-
ღამომდე გვერდში ედგა მუშებს, ნაკურთხ წყალს აპკურებდა და
წარმოთქვამდა ჯევშენის ლოცვას, რომელიც, მისი თქმით, პირ-
ველად მთავარანგელოზმა გაბრიელმა წარმოთქვა, როცა წი-
ნასწარმეტყველ მუჰამედს შიში შეატყო და მისი დაცვის საჭი-
როება დაინახა. განსაცდელის შიში ხომ არც წინასწარმეტყველ-
თათვის იყო უცხო...
ხოჯამ აკვედუკებიც აკურთხა და ერთნაირად შეშინებული ებ-
რაელები, ქრისტიანები და მაჰმადიანები საბოლოოდ დაამშვი-
და.

352
- ამიერიდან შეგიძლიათ სამუშაოს შეუდგეთ. აქაურობა გან-
წმენდილია. ეს ადგილი ისეთივე სპეტაკია ახლა, როგორც დე-
დის რძე! - დაასკვნა ბოლოს.
მშენებლები დამორჩილდნენ. ფრთხილად, ნელ-ნელა მიჰ-
ყვნენ საქმეს და სამუშაო ისე სრულყოფილად შეასრულეს, რომ
სინანს მოსისხლე მტრებმაც კი ვერ მოსდეს შარი. ნასიამოვნებ-
მა სულთანმა სულეიმანმა ხუროთმოძღვარი საჩუქრებითა და
ქება-დიდებით აავსო და ინსან-ალ ქამილი (ის, ვინც სრულყო-
ფას მიაღწია.) უწოდა. სწორედ მაშინ მიხვდა ჯაჰანი, რომ მისი
ოსტატის ძლიერების საიდუმლო არც სიხისტეში იყო (სინანი არ
გახლდათ ხისტი კაცი) და არც შეუვალობაში (შეუვალიც ნაკლე-
ბად ეთქმოდა). ცვლილებებისთვის ფეხის აწყობის, ძნელბედო-
ბის ჟამს გამძლეობის გამოჩენისა და წაქცევის შემდეგ კვლავ
და კვლავ წამოდგომის უნარი - აი, რა გახლდათ მისი ძალა. და
თუ ჯაჰანი ხისგან იყო ნაგები, დაუდი - ლითონისგან, ნიკოლა -
ქვისგან, იუსუფი კი - შუშისგან, სინანი უდავოდ წყლის პირმშო
გახლდათ: როცა წინ რამე ეღობებოდა, გეზს იცვლიდა: ქვევი-
დან, ზევიდან, შემოვლით თუ მრავალი სხვა შესაძლებელი ხერ-
ხით იკაფავდა გზას, ნაპრალებში პოულობდა გასასვლელს და
ასე მიიწევდა წინ.

რა საშინელი ღამე იყო! ჩოტას ტკივილები სტანჯავდა. გათე-


ნებამდე ღმუოდა, დრტვინავდა და ხორთუმს აქეთ-იქით იქნევ-
და. ისეთ დღეში ჩავარდა, რომ ჯაჰანი იძულებული გახდა, მის
გვერდით დაეძინა, თუკი ამას ძილი ერქვა. საკმარისი იყო, ცხო-
ველის პირის ღრუ ერთხელ დაეთვალიერებინა, რომ მისი წუხი-

353
ლის მიზეზს მაშინვე მიმხვდარიყო: უკანა ქვედა კბილი სასტი-
კად გაშავებოდა და ღრძილი ჩირქით ავსებოდა. ჯაჰანს გაახსენ-
და შარშანდელი ზაფხული, როცა კბილის ტკივილისგან თავად
იტანჯებოდა. მაშინ სულთნის თავლების ზედამხედველის პი-
რადმა დალაქმა (შუა საუკუნეებში დალაქები მცირე ოპერაციებ-
საც აკეთებდნენ.) შეიბრალა, აყვირებულ ჭაბუკს კბილი რის
ვაივაგლახით ამოუღო და ამ უბედურებას წერტილი დაუსვა,
მაგრამ ჯაჰანს ვერ წარმოედგინა, რომ სტამბოლში თუნდაც
ერთ ადამიანს იპოვიდა, რომელიც სპილოსთვის კბილის ამო-
ღებას გაბედავდა.
- რა მოგივიდა? - ჰკითხა თავლაში შემოსულმა ციმბირელმა
ტარასმა მისი შეწუხებული სახის დანახვისას. - შუბის წვერზე წა-
მოცმული მოკვეთილი თავი უფრო ბედნიერად გამოიყურება,
ვიდრე შენ!
- ჩოტას ამბავი მაწუხებს. მოკლა კბილის ტკივილმა! - უპასუ-
ხა ჯაჰანმა.
- ეჰ, ნეტავ ახლა ტაიგაში ვიყოთ, - ამოიოხრა ტარასმა, - ერ-
თი მცენარე ვიცი, წამში მოარჩენდა შენს ჩოტას. ბებიაჩემს უყ-
ვარს ეგ მცენარე.
ჯაჰანმა გაოგნებისგან პირი დააღო:
- როგორ, ბებიაშენი ცოცხალია?
- ცოცხალია და თუ ვინმეს დაწყევლილი ჰქვია, სწორედ ის
არის! -თქვა ტარასმა.
ჯაჰანი კიდევ უფრო გაოცდა.
- ამაზე მეტი წყევლა რაღა უნდა იყოს, ვინც გიყვარს, ყველა
რომ დაგეხოცება, შენ კი ჯერაც პირში სული გიდგას... - განუ-
მარტა ტარასმა.

354
წლების შემდეგაც ემახსოვრება ჯაჰანს ეს წუთი, მაგრამ ახლა
ტარასის სიტყვებმა ქარის წამოქროლებასავით, ელვის სისწრა-
ფით ჩაუშხუილა ყურთან.
- წადი და ბევრი ნიორი მომიტანე, კამაც მოაყოლე და მიხა-
კის ზეთიც. ცოტაოდენი ანისულიც დამჭირდება. ეს ყველაფერი
ერთმანეთში უნდა აურიო, - დაარიგა ტარასმა.
ჯაჰანმა დასახელებული ინგრედიენტები სამზარეულოდან წა-
მოიღო და ფილთაქვაში იქამდე ნაყა, სანამ ერთგვაროვან, წე-
ბოვან მასად არ აქცია. ტარასმა ნახელავი მოუწონა და უთხრა:
- ახლა ეს მალამო სპილოს ღრძილებზე წაუსვი. შვებას აუცი-
ლებლად იგრძნობს,ე ოღონდ დროებით. კბილის ამოღება მა-
ინც მოგიწევს.
ჯაჰანი მისი მითითებების შესასრულებლად თავლაში გაიქცა.
სპილომ ისეთი წინააღმდეგობა გაუწია, რომ ჯაჰანმა მალა-
მოს ნახევარიც კი ვერ იხმარა, თანაც დარწმუნებული არ იყო,
რომ ზუსტად იმ კბილზე წაუსვა, რომელიც ცხოველს აწუხებდა.
ჩოტას პირიდან საშინელი სუნი ამოსდიოდა. ჭამით ვერაფერს
ჭამდა და შიმშილმა, როგორც ყოველთვის, სისხლი აუდუღა. ჯა-
ჰანმა ორი ყელსახვევი ერთმანეთს გადააბა, დარჩენილი მალა-
მო ზედ წაუსვა, ცხოველს ნატკენ ადგილას დაადო და თავი შეუკ-
რა. საბრალო ჩოტა ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა, ასეთ
დღეში რომ არ ყოფილიყო, ჯაჰანს გულიანად გაეცინებოდა. მა-
ჰაუტი ქუჩაში იმ იმედით გავიდა, რომ ცხოველთა დასტაქარს ან
დალაქს მოძებნიდა. პირველმა პაციენტის ვინაობა რომ შეიტ-
ყო, ხარხარი აუტყდა. მეორეს ისეთი მრისხანე გამომეტყველება
ჰქონდა, რომ ჯაჰანმა მისი სამხეცეში წაყვანა თავად ვერ გაბე-
და. უკვე ფარ-ხმალი ჰქონდა დაყრილი, როცა უცებ გაახსენდა

355
ადამიანი, რომელმაც ამქვეყნად ყველაფერი იცოდა. ეს გახ-
ლდათ წიგნებით მოვაჭრე სიმეონი.
გალათას კოშკის მიმდებარე უბანში მილეთის ხალხი
ირეოდა. აქ მსხვილი სოვდაგრებიც ტრიალებდნენ და მეწვრილ-
მანეებიც; უცხო ქვეყნების დესპანები და მათი თარჯიმნები გვერ-
დიგვერდ მისეირნობდნენ და ხარებშებმულ ოთხვალებს გზას
უთმობდნენ; შავკანიან მონებს რომელიღაც ელჩი ტახტრევნით
მიჰყავდათ; მაწანწალა ძაღლები ხროვებად დაძრწოდნენ;მ
ახალგაზრდა მამაკაცები იეშივას სკოლაში მიიჩქაროდნენ; კუთ-
ხეში მიყუჟული მოხუცები ჩურჩულებდნენ; ვიღაც ქალს პატარა
ბიჭუნა ხელჩაკიდებული მოჰყავდა; ქარს ბზრიალ-ბზრიალით
დაჰქონდა ესპანური, ფრანგული და არაბული სიტყვები. ჯაჰანს
ჩოტას ტანჯვა გაახსენდა და ნაბიჯს აუჩქარა, მაგრამ უცებ გა-
ჩერდა და ერთ წერტილს მიაშტერდა. მის წინ, სიმეონის სახლი-
დან რამდენიმე ნაბიჯში, სწორედ ის მოგზაური იდგა, რომელსაც
ერთხელ გზისპირა ფუნდუკში ღვინოზე დაეწვია. გვერდით სინა-
ნის მუნჯი შეგირდი, იუსუფი მიჰყვებოდა. იმ კაცმა მუნჯს რაღაც
გადაულაპარაკა, იუსუფს მისთვის არც შეუხედავს, თავი დაუქ-
ნია და თვალს მიეფარა. ჯაჰანს უცებ მოაწყდა მოგონებები. გა-
ახსენდა, რომიდან მომავალს ვიღაცამ ნივთები რომ მოპარა.
უცებ აზრად მოუვიდა, რომ ეს ადამიანი იმ საქმესთან რაღაც
კავშირში იყო და ხმამაღლა მიაძახა:
- ჰეი, ტომაზო!
იტალიელი მოტრიალდა, ჯაჰანი რომ დაინახა, თვალები
ავად მოჭუტა, ისრის სისწრაფით მოქუსლა და ბრბოში მიიკარგა.
ჯაჰანი კარგა ხანს მისდევდა. ბოლოს მიხვდა, რომ ვერ
დაეწეოდა, გულშეღონებული გამობრუნდა უკან და სიმეონს
კარზე მიუკაკუნა.

356
- ხომ მშვიდობაა? - ჰკითხა წიგნებით მოვაჭრემ.
- რამდენიმე წუთის წინ აქ იუსუფს ხომ არ ჩამოუვლია, ქერა
კაცთან ერთად?
- ვინ ქერა კაცთან? იუსუფი რამდენიმე კვირაა არ მინახავს! -
გაიკვირვა მოხუცმა.
ჯაჰანმა ამოიოხრა.
- ეგ იქით იყოს. ახლა თქვენი დახმარება მჭირდება.
- კარგ დროს მოხვედი, ესპანეთიდან ახალი წიგნები ჩამომ-
დის. გემი საცაა აქ იქნება, - აცნობა სიმეონმა.
- წიგნებს მოგვიანებით ვნახავ,ა ახლა კი ჩემს სპილოს დახ-
მარება სჭირდება, - უპასუხა ჯაჰანმა და თავისი გასაჭირი გაან-
დო.
სიმეონი დამცინავად დაიჭყანა.
- აბა, რა გითხრა, მოაზროვნე კაცი ვარ, ცხოველების მკურ-
ნალობა ნამდვილად არ მეხერხება!
- იქნებ ვინმე მიმასწავლო?
- ისევ შენ თუ უშველი. ერთი წიგნი მაქვს, ჩავიხედავ და ვნა-
ხავ, ასეთ დროს რა უნდა გაკეთდეს. მერე კი შენ იცი...
- კეთილი, - უპასუხა ჯაჰანმა მიკნავებული ხმით.
- დამამშვიდებელი უნდა მისცე. ბოზას თუ მიაძალებ, კარგი
იქნება. საძილე წამალიც არ აწყენს. ადრე ექიმბაშები ამ საქმის-
თვის კონიოს ხმარობდნენ, მაგრამ მისგან მორჩენილი ცოტა
ვინმეს თუ უნახავს, დახოცილები კი - იცოცხლე! ჩვენს დროში ამ
მიზნით ძაღლყურძენასა და მანდრაგორას იყენებენ. ალბათ გე-
ცოდინება ამ მცენარის თვისება: როცა მას მიწიდან ფესვიანად
თხრიან, ადამიანივით ყვირილს იწყებს. თუმცა ყველაფერს მა-
ინც ოპიუმი სჯობს. გალენი ამ საშუალებას სიყვითლის, წყალ-

357
მანკის, თავის ტკივილის, ხველებისა და უგუნებობის სამკურნა-
ლოდ იყენებდა.
ჯაჰანის ასაკისა და აგებულების ადამიანისთვის, ცხადია,
ორი კოვზიც იკმარებდა, მაგრამ მთასავით ცხოველს, აბა, რამ-
დენი უნდა დაელია? სიმეონმა წარბები აწკიპა და ჩაფიქრდა.
- ერთი კასრი დაგჭირდება! - თქვა ბოლოს.
- ამდენი საიდან მოვიტანო? - შეიცხადა ჯაჰანმა.
- მთავარ თეთრ საჭურისს სთხოვე, მაგისთვის შეუძლებელი
არაფერია, საოცრებებს სჩადის! - დაარიგა სიმეონმა.
ჯაჰანმა წიგნი იღლიაში ამოიჩარა და სასახლეში დაბრუნდა.
ავი წინათგრძნობა და ეჭვები გულს უღრღნიდა. მიხაკ ქამილ
აღასთან საქმის დაჭერა არავის სურდა. არც ჯაჰანს ჰქონდა და-
ვიწყებული, როგორ დატუქსა საჭურისმა სტამბოლში ჩამოს-
ვლისთანავე. მაინც მოიკრიბა გამბედაობა და შინ მიაკითხა.
მისდა გასაოცრად, ქამილ აღამ თბილად მიიღო და ოპიუმით
სავსე კასრიც უსიტყვოდ მისცა. საიდან მოიპოვა ამდენი ოპიუმი,
ჯაჰანს აღარ გაურკვევია, რადგან სულთნის კარზე წლობით
ცხოვრებისას დუმილის კანონი ზედმიწევნით კარგად ჰქონდა
შესწავლილი.
ორმა მომთვინიერებელმა ჩოტას ზედა ყბა აუწია და ქვედა
ყბა გაუკავა. ტკივილით გათანგულ სპილოს წინააღმდეგობის
თავი აღარც ჰქონდა. მომთვინიერებლებმა დიდი ძაბრი მოიშვე-
ლიეს და, წამლის ზემოქმედების გასაძლიერებლად, მოჩვარულ
პირში ერთი ტოლჩა წითელი ღვინოც ჩაასხეს. ჩოტას თანდათან
სუნთქვა დაუმშვიდდა. ერთბაშად ცვილივით ჩამოიღვენთა და
თვალები აუწყლიანდა. ფეხებმა ვეებერთელა წონას ვეღარ გა-
უძლეს და ცოტა ხანში სპილო ძირს დაებერტყა. ჯაჰანმა და მის-
მა მეგობრებმა ბაგირებით, ჯაჭვებითა და თოკებით გაკოჭეს,ე

358
რათა წამლით აღგზნებული ცხოველი გაღვიძებისას თავს არ
დასხმოდათ. ჯაჰანმა დრო იხელთა და საქმეს შეუდგა. ჯერ საჭ-
რეთელი მოიმარჯვა, შემდეგ - ჩაქუჩი. ჟირაფის მომთვინიერებე-
ლი დარა, ნიანგის მომვლელი კატო და ოლევი, რომელსაც ლო-
მები ებარა, რიგრიგობით ეხმარებოდნენ. ატყდა კაკუნი და რა-
ხარუხი. კარგა ხანს იჯაჯგურეს და როცა ამ გაწევ-გამოწევის შე-
დეგად კბილი საბოლოოდ მოირყა, ჯაჰანმა მიზანს მიაღწია. ახ-
ლად ამოღებული კბილი იმ გიგანტური გველის ეშვს ჩამოჰგავ-
და, რომელსაც მედებად წოდებული მეზღაპრეები ყავახანებში
ხშირად ახსენებდნენ.
- ეგ კბილი მე უნდა მომცე, - უბრძანა მთავარმა თეთრმა სა-
ჭურისმა ჯაჰანს და თვალები დაუბრიალა.
ჯაჰანი ახლაღა მიხვდა, თავიდან რატომ ელაპარაკებოდა ეს
კაცი ასე ტკბილად. საქმე ის იყო, რომ სულთნის მეუღლის უც-
ნაური კოლექცია მისი გარდაცვალების შემდეგ სწორედ ქამილ
აღამ მიითვისა და ახლა სურდა, ამ კოლექციისთვის ჩოტას კბი-
ლიც შეემატებინა. ჯაჰანს თვალწინ დაუდგა ეს შემზარავად უც-
ნაური ნივთები და გააჟრჟოლა.

როცა რუსტემ ფაშას გარდაცვალების ამბავი შეიტყო, ჯაჰანი


აღელდა, მაგრამ მის განცდებს მწუხარება ნამდვილად არ ახ-
ლდა. წავიდა სულთნის ასულის, მიჰრიმაჰის მეუღლე; მისი სამი
შვილის მამა; სულთნის რჩეული, რომელიც მიჰრიმაჰს ყოველ-
ღამე ეხებოდა. წავიდა დევრიშმე, რომელმაც გარკვეულ სიმაღ-
ლეებს საკმაოდ მოკლე დროში მიაღწია; წავიდა დიდვეზირი,
რომელსაც ყველა ძრწოლითა და მოწიწებით შესცქეროდა; წა-

359
ვიდა კაცი, რომელმაც ჯაჰანს საპყრობილეში უკრა თავი და გა-
თავისუფლებისას საამბოროდ ხელი გაუწოდა...
გაირკვა, რომ თურმე რუსტემ ფაშას წყალმანკი აწუხებდა.
სულ ეს იცოდა ჯაჰანმა მისი ავადმყოფობის შესახებ. ახალგაზ-
რდა კაცი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ეს ადამიანი გონებიდან
ერთხელ და სამუდამოდ ამოეშალა, მაგრამ დღე არ გავიდოდა,
მასზე ახალი ამბავი არ შეეტყო და მის მიმართ სიძულვილი
დღითიდღე ემატებოდა.
რუსტემ ფაშას გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე მიჰრი-
მაჰმა სინანი იხმო. თან თხოვნაც შემოუთვალა, ინდოელი შე-
გირდიც თან იახლეო.
- კარის ხუროთმოძღვართუხუცესო, მსურს ჩემი აწ განსვენე-
ბული მეუღლის სახელზე განსაკუთრებული სილამაზის მეჩეთი
ამიშენო, დე, ზეცაში განისვენოს მისმა სულმა, - თქვა მიჰრიმაჰ-
მა, რომელსაც ქვრივის შესაფერისი თალხი სამოსი ეცვა.
სანამ სინანი მიჰრიმაჰს ესაუბრებოდა, ოსტატის ზურგს ამო-
ფარებულ ჯაჰანს ხელები ერთმანეთზე გადაეჭდო, ხალიჩას დას-
ჩერებოდა და თავისას ფიქრობდა: ამ მეჩეთის მშენებლობაში
მონაწილეობა მასაც უნდა მიეღო და სადმე აუცილებლად უნდა
დაეტოვებინა ნიშანი. ეს ნიშანი ბევრს არავის უნდა შეემჩნია,
მაგრამ მისი მნიშვნელობა გამგებს უნდა გაეგო. სწორედ იქ,
რუსტემ ფაშასადმი მიძღვნილ ძეგლში გახლდათ მისადმი უარ-
ყოფითი დამოკიდებულების გამომხატველი ამ ნიშნის ადგილი.
ასე ეფიქრებოდა ჯაჰანს, და თუ მსგავსი აზრების გულში გავლე-
ბა ცოდვად მიიჩნეოდა, მზად იყო, თავი ცოდვილად ეცნო.
ამასობაში მიჰრიმაჰი, რომელიც მის გულისნადებს ვერ
ხვდებოდა, საუბარს განაგრძობდა. თანხებზე არც კი იფიქროთ,
ყველა ხარჯს მე დავფარავო, აღუთქვა ხუროთმოძღვარს. მისი

360
გეგმით, მეჩეთს ვრცელი ეზო უნდა ჰქონოდა და იქ სავაჭრო
წერტები უნდა განელაგებინათ, რომლებიც მეჩეთს შემოსავალს
მოუტანდა. მიჰრიმაჰის სურვილით, იატაკზე დასაგებად იზნიკში
დამზადებული, მომწვანო, საფირონისფერი და შედედებული
სისხლივით მუქი წითელი ფილები უნდა გამოეყენებინათ:
- ყველაფერი ისე იქნება, როგორ ინებებთ, თქვენო უდიდებუ-
ლესობავ, - თქვა სინანმა.
- ნაგებობა დიდებული უნდა იყოს. ისეთი, როგორიც ჩემი აწ
გარდაცვლილი მეუღლის კეთილშობილ სახელს ეკადრება, -
თქვა მიჰრიმაჰმა.
ჯაჰანმა ჩუმად ამოიოხრა. ასპიტივით წამოყო თავი მის სულ-
ში აღშფოთებამ და ზიზღმა და ძალაუნებურად ინანა, ფუფუნების
ამ საუფლოში რომ გამოჰყვა თავის ოსტატს.
მიჰრიმაჰს მისი შფოთვა შეუმჩნეველი არ დარჩენია, მოუბ-
რუნდა და ჰკითხა:
- კარგა ხანია სპილო არ მინახავს. როგორ არის?
- ძალიან ენატრებით, თქვენო უდიდებულესობავ, - მშვიდად
უპასუხა ჯაჰანმა.
მიჰრიმაჰმა მისი სახე ყურადღებით შეათვალიერა და არ გა-
მოჰპარვია, თუ რა დამღა დატოვა ამ სახეზე დრო-ჟამმა.
- როგორ მიხვდი, რომ ვენატრები?
- არაერთხელ შემიმჩნევია. თვალს არ აშორებს ხოლმე იმ
ბილიკს, რომელსაც თქვენი უმაღლესობა ჩვენთან სტუმრობი-
სას ამშვენებდა.
მიჰრიმაჰმა ხელი აღმართა, თითქოს სურდა იმ ჰაერს შეჰხე-
ბოდა, რომელიც მათ შორის ტრიალებდა.

361
- გადაეცი ჩოტას, რომ სხვაგან ვიყავი, სხვა ცხოვრებამ ჩა-
მითრია. მაგრამ კვლავაც ვესტუმრები, რადგან მისი მსგავსი
თეთრი სპილო არასოდეს მინახავს.
- ძალიან გაუხარდება, თქვენო უმაღლესობავ.
- ისიც გადაეცი, რომ ეს ყველაფერი ჩემდაუნებურად ხდებო-
და.
ჯაჰანმა ცას ახედა და ჰაერში ატაცებული, ლაღად მოფარფა-
ტე, ლამაზი ფრანი დაინახა.
- დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გაიგებს. იმაშიც დარ-
წმუნებული ვარ, რომ თქვენს დაბრუნებას კვლავაც მოუთმენ-
ლად ელის. სპილოებს არაფერი ავიწყდებათ, - მიუგო ჯაჰანმა.მ
მიჰრიმაჰმა თავი ნელა დააქნია.
- ახლა კი შეგიძლია წახვიდე. ღმერთი იყოს შენი მფარველი.
ოსტატი და შეგირდი უკვე წასვლას აპირებდნენ, როცა მიჰ-
რიმაჰმა ჩაიბუტბუტა:
- შენ ამბობ, რომ სპილოებს არაფერი ავიწყდებათ. სპი-
ლოების მომთვინიერებლებზე რას იტყვი?
ჯაჰანი გაფითრდა და მზერა ოსტატზე გადაიტანა. სინანი გა-
ოგნებული ჩანდა იმით, რომ საუბარმა ასეთი პირადული ფორმა
მიიღო, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჯაჰანს აღარც
არაფრის დამალვა სურდა და აღარც თავის მოკატუნება. ქალს
თავი მდაბლად დაუხარა და მიუგო:
- არც მათ ავიწყდებათ, თქვენო უმაღლესობავ. არც მათ...

სატახტო ქალაქი სტამბოლი ხანძრებითა და მიწისძვრებით


იყო მოქანცული, მაგრამ ახალმოსახლეებს მაინც ვერ იტევდა.
ნექტრით სავსე მცენარესავით ყოველი მხრიდან იზიდავდა ათა-

362
სი ჯურის ხალხს. იყო ჩოჩქოლი, ყველა რაღაცას ეძიებდა, ყვე-
ლა რაღაცას მიელტვოდა. ვინ აღარ მოიყარა თავი მისი ცის
ქვეშ.ა ამ ადამიანთა რიცხვი იმ ვარსკვლავების რიცხვს აჭარ-
ბებდა, რომლებსაც ქვემოდან ასცქეროდნენ მუსლიმნი, ქრის-
ტიანენი, იუდეველნი, მორწმუნენი და ურწმუნონი, ათასგვარი
სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები. ყველა ერთხმად ესა-
უბრებოდა ღმერთს, ყველა შევრდომებასა და კეთილდღეობას
ევედრებოდა. ეს ვედრებები ქარს აქეთ-იქით დაჰყვებოდა და
თოლიების ჭყივილს ერთვოდა. ჯაჰანს სულ უკვირდა, ამ აურზა-
ურში როგორ უნდა გაეგონა ყოვლისშემძლეს ამდენი სათხოვა-
რი?!
ზაფხულის მიწურულს ოსტატ სინანს შეიხ-ულ-ისლამი ებუსუ-
უდ ეფენდი დაუპირისპირდა. მისი თქმით, რეკონსტრუქციის
დროს აია სოფიიდან წამოღებული ფილები დაწყევლილი იყო
და სტამბოლელებს უამრავი უბედურება სწორედ ამიტომ დაატ-
ყდა თავს. სინანმა გადაწყვიტა, შეგირდების დახმარებით, ისინი
სულთნის მეუღლის - ჰიურემის აკლდამაში მოეთავსებინა, იმ
იმედით, რომ განსვენებულს საწინააღმდეგო არაფერი ექნებო-
და.
1566 წელს მაისის პირველ დღეს ომი გამოცხადდა. ამჯერად
ოსმალების სამიზნედ სიგეთვარის68 ციხესიმაგრე იქცა. სულ-
თნის ლაშქარს კვლავაც დასჭირდა სპილო. ჯაჰანს გულზე შე-
მოეყარა, მაგრამ ბედს დამორჩილდა. ერთი მხრივ, სინანის-
თვის შეგირდობა უნდა გაეწია, ხელობა დაეხვეწა, მაგრამ სულ-
თნის პირადი მაჰაუტის მოვალეობასაც ვერსად გაექცეოდა.

68 პატარა ქალაქი და ციხესიმაგრე უნგრეთში.

363
ბელგრადს ივნისში მიაღწიეს. მჩქეფარე, დიდებული და წარ-
მტაცი მდინარე დუნაი შხუილით მიუყვებოდა თვალუწვდენელ
სივრცეს. სულთანმა სულეიმანმა, რომელიც ჯარს წინ მიუძღო-
და, უცებ სვლა შეანელა და თავისი ქურანა ჩორთზე გადაიყვანა.
ჯაჰანმა მაშინ არ იცოდა, რომ მბრძანებელს ნიკრისის ქარი
სტანჯავდა და ცხენზე ჯდომაც კი უძნელდებოდა. დიდვეზირმა
სოკოლუმ - გამჭრიახმა, დარბაისელმა და დინჯად მოუბარმა
კაცმა, „შევარდნის თვალად“ წოდებული ბოსნიური სოფლიდან
წამოყვანილმა დევრიშმემ - ერთი პირობა საკაცეზე გადაწვენა
დაუპირა, მაგრამ ეს აზრი მალევე უკუაგდო. ამის შემხედვარე
ჯარისკაცები უთუოდ სულით დაეცემოდნენ, რადგან დავრდომი-
ლი, ჯანმილეული მთავარსარდლის ცქერას ეს ხალხი ბაყაყების
წვიმის საკუთარი თვალით ხილვას ამჯობინებდა. სწორედ მაშინ
გამოინახა გამოსავალი: ჩოტა! ჯაჰანს სათანადო მითითება
მიეცა: სპილო უნდა მოემზადებინა იმისთვის, რომ აღმოსავ-
ლეთსა და დასავლეთის მბრძანებელი ეტარებინა.
- ყველა ღონე იხმარე! ცხოველმა კარგად უნდა იცოდეს, თუ
ვინ მართავს მას! - ასეთი იყო ბრძანება.
ჯაჰანი დილაადრიან ეახლა სულთანს, რომელსაც რამდენი-
მე წლის განმავლობაში ასე ახლოდან პირველად ხედავდა. სუ-
ლეიმანის ფერგაცლილმა პირისკანმა ბუხარში დიდი ხნის წინ
მინავლული, გაცივებული ნაცარი მოაგონა. მაღალი შუბლი,
რომელიც მიჰრიმაჰს მემკვიდრეობით ერგო, ნაოჭებით ჰქონდა
დაღარული, თითქოს დრომ თავისი მელნით გამოიყვანა ზედ
იდუმალებით მოცული უცხო წარწერები. ჯაჰანმა ქედი მოუხარა
და მისი ხალათის ბოლოს ემთხვია (უნდა ითქვას, რომ ეს ხალა-
თი მდიდრული ქსოვილისგან არ იყო შეკერილი, რადგან სულ-
თანი ფუფუნებას კვლავინდებურად თავს არიდებდა). მცველები

364
ტახტრევანზე ასვლაში დაეხმარნენ. როცა მბრძანებელი მოკა-
ლათდა, ჯაჰანმა ჩოტას კეფაზე თავისი ადგილი დაიკავა და გზას
გაუდგნენ.
აგვისტოს მეხუთე დღეს მიაღწიეს სიგეთვარის ციხესიმაგრეს.
იმ დილით სულის შემხუთველი სიცხე იყო. ჯარი ბაბუაწვერებით
მოჩითულ მინდორს მიადგა და იქვე დაბანაკდა. ჯერ ხარებშებ-
მული ოთხთვალებით მოზიდეს ციხესიმაგრის ასაღებად გამიზ-
ნული ათობით ზარბაზანი, შემდეგ კი შვიდი თეთრი ცხენის ძუით
დამშვენებული სულთნის კარავიც აღმართეს მახლობელ ბორ-
ცვზე. აქედან სულეიმანი კარგად ხედავდა ციხესიმაგრეს, რომ-
ლის აღების ფიცი ადრევე ჰქონდა დადებული. ციხის დამცვე-
ლებს გრაფი ნიკოლა სუბიჩ ზრინსკი სარდლობდა. მისმა მთანა-
მებრძოლებმა გალავანზე ვეებერთელა სისხლისფერი ტი-
ლოები გადმოფინეს.
- ეს რას ნიშნავს? - ჰკითხა ჯაჰანმა ქვეით ჯარისკაცს.
- იმას, რომ დაიხოცებიან და მაგ წყეული ციხესიმაგრიდან
ფეხს არ გამოადგამენ, - უპასუხა ჯარისკაცმა.
შეუპოვარი გრაფი და მისი ჯარისკაცები თავგამოდებით
იცავდნენ თავიანთ ციტადელს. დღე დღეს ემატებოდა, კვირა
კვირას. ასე ჩაიარა ერთმა თვემ. სიცხე აუტანელი გახდა. ოსმა-
ლო მეომრებს ფეტვი, მოხალული თხილი, შებოლილი ხორცი
და ცხენის რძისგან დამზადებული ყველის თითო ნაჭერი ურიგ-
დებოდათ. სტამბოლიდან ჩამორეკილი, დასაკლავად გამზადე-
ბული ცხვრის ფარები და თხის არვეებიც დღედღეზე ელოდნენ
თავიანთ აღსასრულს. ძნელი წარმოსადგენი იყო, ციხესიმაგრე-
ში გამომწყვდეული მოწინააღმდეგე როგორღა უმკლავდებოდა
შიმშილსა და სულ უფრო მზარდ დანაკლისს. სულთნის სპას ზე-
დიზედ მიჰქონდა იერიშები, მაგრამ ციხესიმაგრე მათ მედგრად

365
უძალიანდებოდა. ამ ბრძოლას ორივე მხრიდან მრავალი
მეომარი შეეწირა. მართალია, ოსმალთა ჯარმა მეტი დანაკლისი
განიცადა, მაგრამ თუკი სიგეთვარის დამცველთა რიგებში ასო-
ბით მეომარი ირიცხებოდა, ოსმალთა მხარეს ათასობით ადა-
მიანი იბრძოდა. დაღუპულებს ჭებივით ღრმა ორმოებში ასაფ-
ლავებდნენ და მორიგი იერიშისთვის ემზადებოდნენ, გრაფს კი
შიკრიკებს უგზავნიდნენ, დანებებას სთავაზობდნენ და უსაფ-
რთხოებას ჰპირდებოდნენ. სულთანმა სულეიმანმა ხორვატიის
მმართველის პოსტიც კი აღუთქვა ოსმალეთის პროტექტორატის
ქვეშ, მაგრამ გრაფი შიკრიკების პირით ერთსა და იმავე პასუხს
უთვლიდა:
- ბოლომდე ვიბრძოლებთ!
ოსმალურ ქვემეხთა გრგვინვის ექო მახლობელ ბორცვებს
აწყდებოდა. მტერი არ ნებდებოდა. დღის განმავლობაში და-
ზიანებული კედლების შეკეთებას ღამღამობით ქალები და ბავ-
შვები ცდილობდნენ. რას არ იყენებდნენ ამ მიზნით: ხის მასა-
ლას, ქსოვილებსა თუ ხალიჩებს. არაფერს ზოგავდნენ. ამ საქ-
მეს უმდიდრესი ოჯახის ნაქონი აბრეშუმის ძვირფასი გობელე-
ნიც კი შეეწირა. მასზე ქნარებით ხელში მოცეკვავე წყლის ნიმ-
ფები იყო გამოსახული. წყლის ზვირთებს ბადრი მთვარესავით
შუქს ჰფენდა მათი დალალები. ჯაჰანი თვალს ვერ აშორებდა ამ
მშვენიერებას. იანიჩრებიც უსიტყვოდ მისჩერებოდნენ. ამ გასხი-
ვოსნებული ედემის გამოსახულებას მართლაც ახლდა რაღაც
მომნუსხველი. მისი შუქმფინარი, მაცდური სინაზე ისე იზიდავდა
მნახველს, რომ ოსმალთა სარდლებმა ჯადოსნური ზემოქმედება
მიაწერეს და მისი განადგურების ბრძანება გასცეს. კედლის იმ
ნაწილს ჭურვები გამეტებით დაუშინეს და იქამდე არ მოეშვნენ,

366
სანამ ნათელი, ცინცხალი ფერებით მოხატული გობელენი გამუ-
რულ, უსახურ ჩვრად არ გადაიქცა.

სექტემბრის ერთ კრიალა დილით სპილოზე ამხედრებულ ჯა-


ჰანს სულთანი თავისი კარვისკენ მიჰყავდა. უცებ ისეთი ზათქი
გაისმა, რომ ჯაჰანს მისი ხმა შემდგომშიც კარგა ხანს ჩაესმოდა.
მიწა შეზანზარდა. აზვირთებული კვამლი ბოლქვებად აიჭრა ზე-
ცაში და ღრუბლებს მისწვდა. სპილო ისე შეტორტმანდა, რომ
თავისი მხედრები ლამის ძირს ჩამოყარა.
ჯაჰანმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დაუცაცხანა, მაგრამ
ცხოველი ჯიუტად მიშტერებოდა კუპრივით გაშავებულ ცას.
- რა ხდება, მაჰაუტო? - იკითხა ტახტრევნის ბალიშებზე მიწო-
ლილმა სულთანმა.
- მბრძანებელო, არსენალიც ააფეთქეს და... თავიც აიფეთ-
ქეს.
- რას ამბობ? - სულთანი წამოჯდა, წინ გადაიხარა და წაიბუტ-
ბუტა:
- ჰო, ეგრეა... მართალი ხარ...
მაჰაუტი და ბრძანებელი ერთხანს უსიტყვოდ მისჩერებოდნენ
აგიზგიზებულ ცეცხლს, თავზარდაცემული ჩოტა კი ხორთუმს გა-
მალებით იქნევდა და ყურებს აპარტყუნებდა. სულთანმა ცხოვე-
ლის შფოთვას ყურადღება არ მიაქცია და ჯაჰანს უბრძანა:
- ახლოს მივიდეთ, მინდა, კარგად დავინახო.
ჯაჰანი დამორჩილდა. გულში მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ
სპილო დასაბმელი არ გამხდარიყო, მაგრამ როცა ხანძრის ად-
გილს მიუახლოვდნენ, ცხოველზე მეტად თვითონ შეძრწუნდა.
მიწა განადგურებული იარაღის ნამსხვრევებითა და სხეულის

367
ნაფლეთებით იყო მოფენილი. აქმ მტერსა და მოყვარეს ნამდვი-
ლად ვერავინ გაარჩევდა. ჯაჰანს სუნთქვა შეეკრა, მის გულში
ერთბაშად აგორდა მოუთოკავი რისხვა. მწარე ნაღველი ისე
უეცრად მოადგა პირზე, რომ გულისრევას ცოტა დააკლდა. და-
ზაფრულმა სახეზე ხელები აიფარა.
- ნუ ტირი! ილოცე! - უბრძანა სულთანმა.
საკუთარი სისუსტით დარცხვენილი ჯაჰანი მხრებში გაიშალა.
- ვილოცებ ჩვენი ჯარისკაცების სულებისთვის, მბრძანებე-
ლო.
- არა, ყველასთვის ილოცე! მათ შორის განსხვავება უკვე
აღარ არის, - თქვა სულთანმა.
კაცი, რომელმაც ორმოცდაექვსი წელი იმეფა და ამ ხნის გან-
მავლობაში შეუსვენებლად იბრძოდა; ვინც თავისი გამორჩეული
დიდვეზირი (და ალბათ ერთადერთი ახლო მეგობარი) მოაკ-
ვლევინა; ვინც ხმაამოუღებლად და წარბშეუხრელად უყურა,
როგორ მოაშთეს მისი უფროსი მემკვიდრე, და როგორ მოინე-
ლა ძმაზე დარდმა მისი მეორე ვაჟი; ვინც მესამე შვილი შორე-
ულ ირანში სასიკვდილოდ გაიმეტა; ვინც ოსმალეთის სულთან-
თა შორის ყველაზე ძლევამოსილ სულთნად იქცა, ახლა ბაბუაწ-
ვერებით მოფენილ სიკვდილის ველს გაჰყურებდა და ამბობდა,
რომ ყველა ჯარისკაცი ერთი იყო, მტრის ციხესიმაგრის კედ-
ლებს შიგნით იქნებოდა ის თუ გარეთ, ქრისტიანი იქნებოდა თუ
მუსლიმი. და ამ სიტყვებით ჯაჰანს ისეთი თავსატეხი გაუჩინა,
რომელსაც ამოხსნა წლობით არ ეწერა.
მეორე დილით ბრძოლის ველზე ჯერ კიდევ დამწვარი ხორ-
ცის აუტანელი სუნი ტრიალებდა, რომელსაც უძლიერესი ქარიც
კი ვერ ფანტავდა. ჯაჰანს ეჩვენებოდა, რომ ეს სიმყრალე ყელში
ჰქონდა გაჩხერილი და სუნთქვას უშლიდა. მაინც მოამზადა ჩო-

368
ტა და მბრძანებელს, ჩვეულებისამებრ, კარავთან დაელოდა.
უცებ კარვიდან სოკოლუ გამოვიდა და წასჩურჩულა:
- მაჰაუტო, შენთან სიტყვა მაქვს.
ჯაჰანმა ოსმალურ სერალში არაერთი წელი გაატარა და კარ-
გად იცოდა, რომ თუ დიდვეზირს უბრალო მსახურთან საუბარი
სურდა, ეს უთუოდ რაღაც უბედურების მომასწავებელი იყო. სუნ-
თქვაშეკრული შეჰყვა კარავში დიდვეზირ სოკოლუს. აქ დღის
შუქი უხვად იფრქვეოდა. გარდა ამისა, კუთხეში ლამპარიც ციმ-
ციმებდა. საპირისპირო მხარეს, ხავერდით დაფარულ ტახტზე
გაუნძრევლად იწვა სულთანი სულეიმანი.
- ყური მიგდე, შვილო, - მიმართა ჯაჰანს ვეზირმა, - რასაც ახ-
ლა ხედავ, ჯერ არავინ იცის. ხომ გესმის, რასაც გეუბნები?
- ჩვენი მბრძანებელი... - დაიწყო ჯაჰანმა, მაგრამ ენა დაება.
- სამწუხაროდ, ასეა. ჩვენი სულთანი აღესრულა, დე, სამოთ-
ხეში განისვენოს მისმა სულმა. გლოვა წინა გვაქვს, ახლა კი მე
და შენ რთული მოვალეობა გვაკისრია.
შეძრწუნებული, თვალებდაჭყეტილი ჯაჰანი გალურსული იდ-
გა მიცვალებულის ფერხთით. სულთანი სულეიმანი სამოცდა-
თორმეტი წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან, ისე, რომ ბოლო
ტრიუმფს ვერ მოესწრო...
- როგორმე ეს ამბავი ჯარს უნდა დავუმალოთ, - ფრთხილად,
სვენებ-სვენებით დაიწყო სოკოლუმ, რომელიც დარწმუნებული
იყო, რომ, ფულის მსგავსად, სიტყვებიც უნდა გამოეზოგა.
- ჩვენი სულთანი სპილოზე უნდა შევსვათ. შენ კი, როგორც
ყოველთვის, მისი ტარება მოგიწევს, - დაასრულა სათქმელი.
აი, თურმე რას სთხოვდნენ: ჩოტას ზურგზე ცხედარი უნდა შე-
ესვა! ჯაჰანს სახე სიმწრით დაეღრიჯა და ჩუმად იკითხა:
- ვინმემ რომ გამოლაპარაკება მოუნდომოს?

369
- ახლოს არავინ გააკარო. იანიჩრებისთვის ისიც საკმარისია,
რომ შორიდან დაინახონ. მისი ხმის გაგონება არავის სჭირდება,
მთავარია, ყველას ცოცხალი ეგონოს! - უპასუხა დიდვეზირმა.
უცებ ნაბიჯების ხმა გაისმა. გუშაგებმა კარავში ვიღაც შემოიყ-
ვანეს. სოკოლუს ნაბრძანები ჰქონდა, რომ კარვის ზღურბლზე,
სანდო პირების გარდა, არავის გადმოებიჯებინა, თუმცა ტან-
მორჩილი, ხარივით სქელკისერა თათარი რომ დაინახა,
მიესალმა და უთხრა:
- აბა, მომიახლოვდი.
შემდეგ დხალათის უბიდან გრაგნილი ამოიღო, ემთხვია და
შუბლზე მიიდო.
- ეს გრაგნილი სეფეწულ სელიმს უნდა მიართვა.
თათარმა თავი მდაბლად დაუხარა.
- ქარის სისწრაფით უნდა იარო. არსად გაჩერდე, იცოდე. ჭა-
მის დროსაც ნუ ჩამოხვალ ცხენიდან. ნურც დაიძინებ. დრო არ
უნდა დაკარგო, იმპერიის ბედი ახლა შენზე ჰკიდია.
ძნელი სათქმელი იყო, რამდენი დრო დასჭირდებოდა გზას
სიგეთვარიდან ქუთაჰიამდე, რომელსაც უფლისწული სელიმი
მართავდა. გარდა იმისა, რომ მას მამის გარდაცვალების შესა-
ხებ დაუყოვნებლივ უნდა შეეტყო, თავადაც დროზე უნდა ჩაეღ-
წია სტამბოლში. ცარიელი ტახტი ავისმომასწავებელი ნიშანი
გახლდათ. მამის სიკვდილიდან შვილის ტახტზე ასვლამდე ყვე-
ლაფერი იყო მოსალოდნელი.
სოკოლუმ სადაფის კოლოფიდან ყურანი ამოიღო და თქვა:
- მინდა, წმინდა წიგნზე დაიფიცოთ ორივემ.
ჯაჰანმა და თათარმა მისი ბრძანება შეასრულეს, მაგრამ
დიდვეზირი ამითაც არ დაკმაყოფილდა და ორივეს სადაურობა
გამოჰკითხა.

370
- ჰინდოსტანიდან გახლავართ, - მიუგო ჯაჰანმა.
- მე ყაზანის მკვიდრი ვარ, - თქვა მალემსრბოლმა.
სოკოლუმ მოოქროვილი, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი
ხანჯალი იშიშვლა, ჯაჰანსა და თათარს უბრძანა, ხელები გამო-
მიწოდეთო, და ორივეს საჩვენებელი თითები დაუსერა. სისხლი
ხანჯლის ქარქაშს დაეწვეთა.
- თუ რომელიმე თქვენგანმა საიდუმლო გათქვა, ორივეს
მოგკლავთ! - გამოაცხადა დიდვეზირმა.
ჯაჰანს ვერ გაეგო, რატომ იყო მისი სიცოცხლე ვიღაც უცნობ-
ზე დამოკიდებული. როგორც ჩანს, თათარ მალემსრბოლსაც
იგივე აზრი ეწვია, რადგან ჯაჰანს მიუბრუნდა და ავად შეუბღვი-
რა. თუმცა უკმაყოფილების გამოთქმა ვერც ერთმა ვერ გაბედა.
სოკოლუმ თითების შესახვევად ორივეს აბრეშუმის ცხვირსახო-
ცები დაურიგა და თათარს მიმართა:
- ახლა კი წადი, შვილო. ალაჰი იყოს შენი წინამძღოლი.
ჯაჰანმა უკანასკნელად შეხედა ადამიანს, რომლის ერთგუ-
ლებაზეც ახლა მისი ბედი იყო დამოკიდებული. ორივემ გამომ-
შვიდობების ნიშნად თავი უსიტყვოდ დაუკრა ერთმანეთს. მაჰა-
უტმა მაშინ არ იცოდა, რომ წლების შემდეგ, როცა სულთან სუ-
ლეიმანის შვილიშვილი ტახტის შესანარჩუნებლად თავის ხუთი-
ვე ძმას დახოცავდა, შუაღამისას ოსტატ სინანს სასახლეში სწო-
რედ ეს კაცი მიიყვანდა.
თათრის წასვლისთანავე კარავში ექიმმა შემოაბიჯა. ეს იყო
სალამანკის მკვიდრი, ოდესღაც კათოლიკედ მოქცეული ებ-
რაელი, რომელიც კვლავ თავის სარწმუნოებას დაუბრუნდა. ოდ-
ნავ წამღერებით, სასიამოვნოდ საუბრობდა ოსმალურ ენაზე.
საიდუმლოს გაუთქმელობის შესახებ მასაც აღთქმა ჰქონდა და-
დებული, მაგრამ ამ რიტუალის დროს წმინდა წერილი არ გა-

371
მოუყენებიათ, რადგან მოსეს ხუთწიგნეული აქ არავის აღმოაჩ-
ნდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი თითი ბასრ ხანჯალს გადა-
ურჩა.
- შეუძლია დამეხმაროს? - იკითხა ექიმმა და ჯაჰანზე მიუთი-
თა.
სოკოლუ ამ დროს მათგან ზურგშექცევით იჯდა და სულთნის
ხელმოწერის მიბაძვას ცდილობდა, რადგან მისი სახელით წე-
რილები და ბრძანებულებები უნდა დაეგზავნა. მან ხელი თან-
ხმობის ნიშნად აიქნია, თავი ოდნავ მოაბრუნა და ჯაჰანს გა-
დაულაპარაკა:
- მიდი, მიეხმარე.
ექიმმა ქილას თავი მოხსნა და კარავში მირონის, დარიჩინი-
სა და ნელსაცხებლების მძაფრი სუნი დადგა. სულთანს ტანთ გა-
ხადეს და ამ ნაზავით მთელი სხეული დაუზილეს, მაგრამ ის, რაც
ჯაჰანმა შემდეგ იხილა, დიდი სურვილის მიუხედავად, აღარავის-
თვის გაუმხელია. ჟამი-ჟამ სიზმარში თუ ნახავდა ხოლმე ამ ჯო-
ჯოხეთურ სურათს. ჯარის მთავარმა დასტაქარმა მიცვალებულს
მკერდის მარცხენა მხარე გაუკვეთა და გული ამოუღო. მის ხე-
ლებში მოქცეული გული წითელ ფრინველს ჰგავდა და ჯაჰანს
წამით მოეჩვენა, რომ ის ჯერ კიდევ ფეთქავდა. ექიმმა ორივე ხე-
ლით დაიჭირა მბრძანებლის სხეულიდან ამოღებული გული და
ვერცხლის თასში მოათავსა, ჭრილობას კი თორმეტი ნაკერი
დაადო.
- ეფენდი, ამას რატომ ვაკეთებთ? - ჰკითხა ჯაჰანმა, რომელიც
ამ ყველაფერს გაოგნებული ადევნებდა თვალს.
- გული ჩვენი ყოფიერების, ჩვენი არსობის ღერძია, - იყო პა-
სუხი, - ეს სულთან სულეიმანის უკანასკნელი ნება იყო. ასე დაგ-

372
ვიბარა: აღსასრულმა აქ თუ მიწია, ჩემი გული ბრძოლის ველზე
უნდა დაფლათო.
ჯაჰანმა და ექიმმა ზანდუკებში ყველაზე ლამაზი ხალათი მო-
ძებნეს და მიცვალებულს ტანთ ჩააცვეს, შემდეგ წვერი ჩა-
მოუვარცხნეს, თვალები მურით მოუხატეს და ღაწვები ვარდის-
ფერი უმარილით შეუფერადეს. ახლა სულთანი სულეიმანი გა-
ცილებით უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდა, ვიდრე სიცოცხლე-
ში.
- ეს ხალათი უნდა გახადოთ! - ბრძანა უცებ სოკოლუმ, - ზედ-
მეტად თვალში საცემია. მბრძანებელი ასეთ ხალათებს აღარ იც-
ვამდა!
ჯაჰანმა და ექიმმა სადა ხალათი შეარჩიეს და ცხედარი ხელ-
მეორედ შემოსეს.
შებინდებისას სამმა რჩეულმა გუშაგმა ბანაკი დაიარა და
დიდვეზირს უპატაკა, რომ სიმშვიდე იყო. მათი დახმარებით სპი-
ლო კარვის შესასვლელს მიაყენეს. ჩოტა გრძნობდა, რომ რა-
ღაც ვერ იყო რიგზე და მოუსვენრად ცქმუტავდა.
- რა ხდება? - იკითხა გაღიზიანებულმა სოკოლუმ.
- დიდვეზირო, დრო მომეცი, ცხოველი უნდა მოვამზადო! -
სთხოვა ჯაჰანმა, შემდეგ ჩოტას მიუბრუნდა, დაუყვავა და აუხსნა,
რომ მიცვალებულის ტარება მოუწევდა, თანაც შეეცადა დაერ-
წმუნებინა, რომ ეს სულ რამდენიმე დღე გაგრძელდებოდა. კარ-
გა ხანს უქონავდა თავს, ვაშლებიც ბლომად მიართვა, საბოლო-
ოდ დააშოშმინა და დაითანხმა. ჯაჰანმა სპილოს კეფაზე ჩვეული
ადგილი დაიკავა და თვალი ზეცაში მოტრიალე სვავებისკენ
გააპარა. რამდენიმე მათგანი ძირს დაეშვა და ბრძოლის ველზე
მიმოფანტულ ცხედრებს დააჯდა. მაჰაუტმა ამ სანახაობას თვა-
ლი აარიდა.

373
ოსმალთა ჯარმა სიგეთვარის ალყის დროს ოცი ათასი კაცი
დაკარგა.
როცა უკან ბრუნდებოდნენ, გზაში შეიტყვეს, რომ უფლისწუ-
ლი სელიმი სტამბოლისკენ დაძრულიყო. შიკრიკს დავალება
პირნათლად შეესრულებინა. სოკოლუს გულზე მოეშვა. თავის
მოკატუნება საჭირო აღარ იყო. იმწამსვე უბრძანა გუშაგებს, სი-
მართლე გაემხილათ. სულთნის ცხედარი ჰაუდიდან ჩამოასვე-
ნეს და მოათავსეს ტახტრევანში, რომელშიც ორი ულაყი იყო
შებმული. ასე მიაღწიეს დედაქალაქს. სტამბოლელები სამგლო-
ვიარო პროცესიას გზაზე დახვდნენ. ათასობით ადამიანს მოეყა-
რა თავი. ისინი ტანსაცმელსა და თმას იგლეჯდნენ და მკერდში
მჯიღებს იშენდნენ. ჯაჰანი ხედავდა, როგორ იცრემლებოდნენ
უშიშარი მეომრები, როგორ ბავშვებივით ზლუქუნებდნენ მოწი-
ფული მამაკაცები.
მამის დაკრძალვას ელვისებური სისწრაფით მოჰყვა შვილის
ტახტზე ასვლა. სელიმმა გამოთქვა სურვილი, რომ ხალხს ეს ამ-
ბავი განსაკუთრებულად ეზეიმა. აქამდე მიწისძვრები, ჟამიანო-
ბა და ათასგვარი სხვა განსაცდელი ერთმანეთს მოსდევდა. სი-
ხარულისთვის და, მით უმეტეს, იმედისთვის ადგილი აღარ რჩე-
ბოდა. მაშ, კმარა გლოვა! ახლა ლხინის დროა!
სასულიერო პირები ისე აღშფოთდნენ, რომ თვით დიდვეზი-
რი სოკოლუც კი დაფრთხა, მაგრამ მისმა მრჩეველმა ფერიდუნ
ბეგმა დაარწმუნა:
- მიუშვით ხალხი, ცოტა გახალისდეს. ადამიანი ყაბზობას
დიდხანს ვერ უძლებს, მისი კუჭ-ნაწლავი დროდადრო მაინც უნ-
და დაიცალოს. იმხიარულონ, დიდვეზირო!
იმ დღეს, როცა სელიმი ტახტზე ავიდა, ჩოტას თავი ლამაზად
შეუმკეს და ზურგზე ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ასალი გა-

374
დააფინეს. სპილო სტამბოლის ქუჩებში დააბოტებდა და საზეიმო
მსვლელობას წინ მიუძღოდა. ხალხი ხელს უქნევდა, შეძახილე-
ბით ესალმებოდა, ხმამაღლა მღეროდა. „რა უცებ იცვლება ადა-
მიანების განწყობა! რა მოკლე მანძილია ჭირიდან ლხინამდე.
რა უცებ შრება ცრემლის მდინარეები! ვინძლო სიყვარულსაც
ასეთივე ელვის სისწრაფით ენაცვლება სიძულვილი, როგორც
გლოვას მხიარულება...“ ფიქრობდა განცვიფრებული ჯაჰანი.

როგორც კი ახალი სულთანი ტახტზე ავიდა, ჯაჰანმა და ჩო-


ტამ სამშენებლო მოედანს მიაშურეს და ისევ მუშაობაში ჩაერ-
თვნენ. სამხეცეს დილაობით ტოვებდნენ და ყოველთვის ერთი
და იმავე გზით მიდიოდნენ. საღამოობით, დაღლილები და მოწ-
ყურებულები, მტვრისა და ტალახის სუნით აყროლებულები
ბრუნდებოდნენ შინ. დაახლოებით ამ დროისთვის წამოიწყო სი-
ნანმა გრძელი, თაღოვანი, ფრიად მოხდენილი ხიდის მშენებ-
ლობა, რომელიც ბუიუქჩექმეჩეს ტბას ზღვასთან აკავშირებდა.
დეკემბრის ერთ ღამეს, როცა ნაგებობის ძირითადი ჩონჩხი უკვე
მზად იყო, მშენებლებმა ქალაქისკენ გასწიეს. ოსტატი და სამი
შეგირდი ეტლით მიდიოდა, ჩოტაზე ამხედრებული ჯაჰანი კი წინ
მიუძღოდათ. როგორც კი შარაგზიდან გადაუხვიეს, რაღაც
ხმაური ჩაესმათ. ყრუ გუგუნს, რომელიც საიდანღაც შორიდან,
ქალაქის წიაღიდან აღწევდა, გულგამგმირავი და სისხლის გამ-
ყინავი კივილი ერთვოდა. ჯაჰანმა ზევით აიხედა. ცას ტალღებად
გადასდიოდა თვალისმომჭრელად კაშკაშა, ნარინჯისფერი,
წითელ-ყვითელი ანარეკლები.
- ხანძარია! - იკივლა მაჰაუტმა.

375
მგზავრებმა ეტლი გააჩერეს და გადმოვიდნენ.
- სასწრაფოდ ხალხს უნდა დავეხმაროთ! - მიმართა შეგირ-
დებს თავზარდაცემულმა სინანმა.
- ამოდით, სპილო უფრო სწრაფად მიგვიყვანს! - შესთავაზა
ჯაჰანმა.
ოსტატი და სამი შეგირდი სპილოს ზურგზე ააცოცდნენ და
ტახტრევანზე მოკალათდნენ, ჯაჰანი კი, ჩვეულებისამებრ, ჩო-
ტას კეფაზე მოექცა. გამალებით მიჩაქჩაქებდნენ ქალაქის ქუ-
ჩებში და კვალდაკვალ მისდევდნენ სულისშემძვრელ ყიჟინას,
რომელიც ზეცას დამსხვრეული შუშის ნატეხივით სერავდა. ამა-
სობაში ძლიერმა და ცხელმა ქარმა წამოუქროლა და გამძვინვა-
რებული ცეცხლი ხის ქოხმახებს მოედო. ამ საშინელების შემ-
ხედვარე ჯაჰანი უმწეოდ ახამხამებდა თვალებს. ცეცხლის ენები
ხარბად ლოკავდნენ ზეცას და კაშკაშა, ცინცხალი ფერების ისეთ
კორიანტელს აყენებდნენ, რომ ცარგვალი ამ წუთებში მიწასა-
ვით მყარი და მკვრივი ჩანდა. აქ-იქ იფეთქებდა ხოლმე ცეც-
ხლის ალი და ხეები მურანოს შანდლებივით გიზგიზებდნენ.
საითაც გაიხედავდნენ, ყველგან ერთმანეთზე უარესი, გულსაკ-
ლავი სურათი ხვდებოდათ: თავგზააბნეული ცხოველები აქეთ--
იქით აწყდებოდნენ, ოჯახები თავიანთი მწირი ქონების გადარ-
ჩენას ცდილობდნენ, მამაკაცები სათლებსა და კასრებს დაათ-
რევდნენ, ქალებს შიშისგან მკვდრისფერი ედოთ, ძუძუთა ჩვი-
ლები გულამოსკვნით ტიროდნენ. მხოლოდ მოზრდილი ბავშვე-
ბი არ ეპუებოდნენ ხანძარს და ქუჩა-ქუჩა ისე დაკუნტრუშებდნენ,
თითქოს ეს ხანძარი უფროსების გამოგონილი რაღაც ახალი და
სახალისო თამაში ყოფილიყო. ყველას თვალწინ ცეცხლში მთე-
ლი უბნები ინთქმებოდა. რამდენიმე საათში დაინაცრა მოგონე-
ბების ბუდეებად ქცეული საცხოვრებლები - ოთახები, სადაც ქა-

376
ლები შვილებს აჩენდნენ, სადაც წინადაცვეთის რიტუალები
ტარდებოდა, სადაც ახალი სიცოცხლე ისახებოდა, სადაც
სნეულები უკანასკნელ წუთებს ითვლიდნენ. დარჩა მხოლოდ
ცეცხლის თანმხლები სიმხურვალე და აქა-იქ მიმოყრილი ტან-
საცმელი, ფეხსაცმელი, წვრილმანები და ერთ დროს მყარი კედ-
ლებიდან ჩამოშლილი აგურები.
ოსტატი და მისი შეგირდები ერთ დიდ ქუჩას მიადგნენ.
აქაურობისთვის ცეცხლს განსაკუთრებული ზიანი მიეყენებინა.
დაზაფრულმა სინანმა შეგირდებს სთხოვა, ძირს ჩამოსვლაში
მიშველებოდნენ. როგორც კარის მთავარმა ხუროთმოძღვარმა,
მან თავის დროზე ყველაფერი იღონა, რომ ქალაქისთვის ეს უბე-
დურება თავიდან აეცილებინა. მისი მითითებით, ქუჩები საგულ-
დაგულოდ იკირწყლებოდა, შენობები კი ხშირად მოწმდებოდა.
თუმცა ყველაფერი ამაო აღმოჩნდა...
იანიჩრები ზანტად დაიარებოდნენ აქეთ-იქით. მართალია,
დროდადრო რაღაც ბოხჩებს დაათრევდნენ და დაზარალებუ-
ლებსაც ესაუბრებოდნენ, მაგრამ ტყვიასავით მძიმე ნაბიჯებით,
ფეხათრევით მოძრაობდნენ. ერთ-ერთი იანიჩარი ფიცარზე იჯდა
და ერთ წერტილს მიშტერებოდა. სინანი მისკენ გაემართა და
ჰკითხა:
- რატომ არაფერს აკეთებთ?
იანიჩარი ამ შეკითხვას არ ელოდა, ვერც სინანი იცნო, მაგ-
რამ ზმანებიდან სწრაფად გამოერკვა და ჩაეკითხა:
- რაო?!
- ხალხს რატომ არ ეხმარებით? - გაუმეორა სინანმა.
- აბა, რას ვაკეთებ? - შეუბღვირა იანიჩარმა.
საუბარში მისი ამხანაგი ჩაერია:

377
- ცეცხლს იმიტომ არ ვაქრობთ, რომ აღას ბრძანებას ველო-
დებით, ის კი ლოგინად არის ჩავარდნილი.
სინანი მოიქუფრა.
- რაში გჭირდებათ ბრძანება? ასე უმოქმედოდ როგორ ხართ,
როცა ქალაქი იწვის?!
სანამ ოსტატი იანიჩრებს ელაპარაკებოდა, მაჰაუტს მეზობე-
ლი ქუჩიდან რაღაც ხმაური ჩაესმა, სპილოზე ამხედრებულმა
იქითკენ გასწია და ორ მოჩხუბარ ქალს დაადგა თავზე. ქალები
გააფთრებით უტევდნენ ერთმანეთს. მეზობლებმა ჯაჰანს მაშინ-
ვე განუმარტეს დავიდარაბის მიზეზი: თურმე ეს ქალები სამოგ-
ზაუროდ წასული ვაჭრების ცოლები იყვნენ. როცა ხანძარმა
იფეთქა, ბავშვებს ხელი დაავლეს და სახლიდან გამოცვივდნენ,
მაგრამ ერთი ჩვილი სახლში დარჩენოდათ და ახლა ამაში ერ-
თმანეთს ადანაშაულებდნენ. ჯაჰანმა აგიზგიზებულ შენობას და
აკივლებულ დედაკაცებს თვალი შეავლო და ჩოტას გადაულაპა-
რაკა:
- აქ მომიცადე, სახლში უნდა შევიდე.
ჩოტას წაყვანა არც უფიქრია, რადგან კარგად იცოდა, რომ
სპილო ცეცხლს სასტიკად უფრთხოდა. ნელა დაიძრა სახლის-
კენ, რომელიც ღველფივით, უალოდ იწვოდა. ჯაჰანი ძალიან
ფრთხილად მიაბიჯებდა და უმცირეს ხმაურს აყურადებდა. როცა
სახლის ზღურბლს გადააბიჯა, ყოველი მხრიდან შემოუტიეს ცეც-
ხლის ენებმა. ფასადის მხრიდან მეორე სართული მთლიანად
ჩამოშლილიყო, მაგრამ შენობის უკანა მხარე ჯერ კიდევ უვნებე-
ლი ჩანდა. ჯაჰანმა თითბრის შანდალს მოჰკრა თვალი, ჩვევას
არ უღალატა და ხელი სტაცა, თუმცა ნივთს არავითარი ღირებუ-
ლება არ გააჩნდა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯით წაიწია წინ და ამჯე-
რად უფრო გაუმართლა: ზურმუხტით მოოჭვილი ოქროს სამელ-

378
ნე იპოვა. ხველებ-ხველებით მიარღვევდა კვამლის საბურველს,
მაგრამ კვამლისგან თვალები ეწვოდა და ვეღარაფერს არჩევდა,
ხეირიანად არც კი იცოდა, საით მიიწევდა. ერთგან ჭერიდან ალ-
მოდებული ფიცარი ჩამოვარდა. ჯაჰანმა თავის არიდება სცადა,
მაგრამ ფიცარი მხარში დაეცა და წააქცია.
ეს უკვე ჩიხი იყო. გასასვლელი აღარსად ჩანდა.
უცებ წელზე რაღაც რბილი შემოეხვია და ჰაერში ასწია.
- ჩოტა! აქ როგორ მოხვდი?! - წამოიძახა მაჰაუტმა.
სპილომ თავისებურად გასცა პასუხი: სახლის (უფრო სწო-
რად, ნასახლარის) სიღრმეში გაიყვანა, თან გზადაგზა ყურებს
ისე ამოძრავებდა, თითქოს რაღაც მოუხელთებელი ბგერების
დაჭერას ცდილობდა. ცხადი იყო, მგრძნობიარე ტერფები ძლი-
ერ ეწვოდა, მაგრამ მაჰაუტს, რომელიც კვამლის ჩაყლაპვის ში-
შით პირს ვერ აღებდა და ყოველი ჩასუნთქვა ტკივილს ჰგვრი-
და, იმ წუთებში ამაზე არ უფიქრია. ჯაჰანმა ქურთუკი გაიხადა და
სახე შეიხვია, ჩოტა კი ამასობაში მსუბუქად, მაგრამ დაჟინებით
უბიძგებდა და წინ მიჰყავდა. ცეცხლის ალში გახვეულმა მაჰაუტ-
მა, როგორც იქნა, მეზობელ ოთახში შეაღწია და უცებ გაჩერდა.
სპილო მის ზურგს უკან იდგა და ელოდა.
და აი, ისიც გამოჩნდა: აკვანი! ზედ გადაფარებული გამჭვირ-
ვალე ქსოვილი ჩვილს ალბათ სუნთქვას უიოლებდა, თუმცა ჯა-
ჰანს არც კი შეუმოწმებია, ცოცხალი იყო თუ არა ბავშვი. სწრა-
ფად დაავლო ხელი პაწია ფუთას. სიკვდილთან მებრძოლმა
ჩვილმაც უცებ ჩასჭიდა ხელი. ტირილისგან ხმაჩახლეჩილს ვარ-
დის კოკორივით პირი მომუწული ჰქონდა, მაგრამ სიცოცხლის
ეს საოცარი ჟინი უნებურად ჯაჰანსაც გადაედო და სიმშვიდე
მოჰგვარა. სანამ ჩოტა და ჯაჰანი ზღურბლზე გამოჩნდებოდნენ,
მოსეირეთა რიცხვი სამჯერ გაზრდილიყო. ცეცხლმოკიდებულ

379
სახლში ცხოველის შევარდნის ამბავი ხალხისგან სინანსა და
მის შეგირდებსაც შეეტყოთ და ახლა ისინიც აქ იყვნენ. სპილოსა
და მის მხედარს პირველად ჩვილის დედა მიეჭრა. ჯერ ჯაჰანს
ბავშვი ხელიდან გამოჰგლიჯა, მერე კი მოჰყვა ერთდროულად
ლოცვას, სიცილსა და ტირილს, ჯაჰანს მადლობის სიტყვები
მიაყარა და ხელები დაუკოცნა, შემდეგ ჩოტას ეცა და მის სხე-
ულს დაეკონა ტუჩებით, თანაც სრულებით არ ეშინოდა, რომ
ცხოველი გადათელავდა.
ჯაჰანი ბარბაცით მიუახლოვდა ოსტატს, რომელიც მკლავებ-
გაშლილი მიეგება და წასჩურჩულა:
- გაბრაზებული ვარ შენზე,… მაგრამ რომ იცოდე, როგორ
მეამაყები! ჯაჰანს მეგობრებიც გადაეხვივნენ, მაგრამ მათ მზე-
რაში სიცივე იგრძნობოდა. ცხადზე ცხადი იყო, ვაჟკაცობით რომ
აჯობა, ეს უღრღნიდათ გულს. მოგვიანებით გაირკვა, რომ იანიჩ-
რების აღა მართლაც ავად იყო, თუმცა მისი პასიურობის მიზეზი
ამით სულაც არ აიხსნებოდა. საქმე ის გახლდათ, რომ ჯარი გა-
სამრჯელოს გაზრდას ითხოვდა და ახლა ხანძარი საბაბად გა-
მოიყენა იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი
იყო მისი როლი. რადგან დიდვეზირი გასამრჯელოს გაზრდას
აგვიანებდა, აღაც ამიტომ ითრევდა ფეხს და თავის იანიჩრებს
ცეცხლის ჩაქრობის ბრძანებას არ აძლევდა.
გამურული და ნაცარში ამოგანგლული მაჰაუტი და სპილო
ოსტატის სახლისკენ გაემართნენ. ჯაჰანმა ცხოველს ფეხები შე-
უხვია. ჩოტას ორი ფრჩხილი მოტეხილი ჰქონდა და სისხლი
სდიოდა. მთელი სხეული წყლულებით დაჰფარვოდა. იმღამინ-
დელი იარები სამუდამოდ მოუშუშებელი აღმოჩნდა მისთვის.

380
მოგვიანებით ჯაჰანი სინანის ბაღში იდგა და ქვევით გადაშ-
ლილ ქალაქს გადაჰყურებდა. აქა-იქ მოჩვენებებივით ალანძუ-
ლიყვნენ კვამლის გამჭვირვალე სვეტები. გამთენიისას ჩიტების
ჟღურტული აღარ გაისმა. ბუხრებში შეშა აღარ ტკაცუნებდა, თო-
ლიები ძველებურად აღარ დანავარდობდნენ. მიდამოს სრული
მდუმარება დაეპატრონა და ქალაქში უეცარი სუსხი ჩამოწვა,
რაც მხურვალე ღამის შემდეგ ძალიან უჩვეულო იყო.
როცა ცეცხლი მიინავლა, მკაფიოდ გამოჩნდა ზარალის მას-
შტაბები. ქვისგან ნაგები ებრაელთა უბნის გარდა, ყველა ქუჩა
ერთმანეთის მიყოლებით აღგვილიყო პირისაგან მიწისა.
- ცეცხლმა ჭკუა გვასწავლა. ეს ხანძარი ჩვენთვის ნამდვილი
გაკვეთილი იყო, - უთხრა ოსტატმა თავის შეგირდებს.
იმავე კვირას სინანი სასახლეს ეწვია, სათანადო ნებართვები
აიღო და მას შემდეგ დღესა და ღამეს ხაზვაში ასწორებდა. ქუჩე-
ბი ორივე მხარეს ერთი წყრთით უნდა გაფართოებულიყო, სახ-
ლების სიმაღლე კი ორ სართულს არ უნდა ასცდენოდა.
- ნაკლები ხე, მეტი ქვა და აგური! - ასეთი იყო ოსტატის გა-
დაწყვეტილება.
მაგრამ ამ ახალ წესებს ხალხი იმთავითვე არ დაემორჩილა.
არავინ დავობს, რომ ხანძარი კარგი მასწავლებელია, მაგრამ
სტამბოლი, სადაც დავიწყება უფრო იოლი იყო, ვიდრე დამახ-
სოვრება, გაკვეთილებს არასოდეს ითვალისწინებდა.

ერთ საღამოს ჯაჰანს სანგრამმა მოაკითხა და ისევ ისე მიარ-


თვა სუთლაჩით სავსე ჯამი, როგორც ოდესღაც, დიდი ხნის წინ.
სიბერეს ძალიან დაეჩიავებინა სანგრამი. დროდადრო კანკალს
ვერ ერეოდა და თავს ისე აქიცინებდა, თითქოს ვიღაც უჩინარ

381
თანამოსაუბრეს წინააღმდეგობას უწევდა. ჯაჰანმა ნუგბარი გა-
მოართვა და მადლობა გადაუხადა. სანგრამი ჭამის დროს
თვალს არ აცილებდა. ბოლოს ჰკითხა:
- გაიგე, შეშლილ კაპიტანს რა ჩაუდენია?
ჯაჰანს კოვზი ლამის ხელიდან გაუვარდა.
- არაფერი ვიცი.
- კაპიტან გარეტის ფლოტი ღია ზღვაში მტრის არმადას შეეჯა-
ხა. გაჩაღდა ბრძოლა. სწორედ მაშინ უგანა თურმე ნაოსანმა თა-
ვის მარჩენალ იმპერიას. ამ ვაჟბატონმა ოსმალთა ფლოტში სამ-
სახურით დაიწყო და რომის პაპის მეხოტბე გახდა. ახლა იცის,
რომ თუ ვინმეს ხელში ჩაუვარდა, ცოცხლად გამოშიგვნა არ ას-
ცდება, ამიტომ ოსმალთა მიწიდან ფეხი ამოიკვეთა. სტამბოლში
აღარასდროს ჩამოესვლება და ამას არც დარდობს. რადგან პაპ-
მა შეიფარა, ახალი დროშის ქვეშ ბრძოლამ სავსებით დააკმაყო-
ფილა და ოსმალო მეზღვაურებზე არხეინად ნადირობს, - თქვა
სანგრამმა.
ჯაჰანს ენა წაერთვა. ერთ წამში მოაწვა სულის შემძვრელი
მოგონებები. სწორედ კაპიტანი გარეტი იყო ის ადამიანი, რომ-
ლის გამოც მან სულთნის სამხეცეში ამოყო თავი. სწორედ მისი
გეგმით ინიღბებოდა ჯაჰანი ცხოველის მომთვინიერებლად და
სწორედ მან მიუჩინა ადგილი ოსმალურ სერალში, მბრძანებ-
ლის ავლადიდებისგან ერთი ხელის გაწვდენაზე. ან რაღა დაუდ-
გებოდა წინ ამ გეგმის განხორციელებას მას შემდეგ, რაც მისმა
ხელქვეითმა მეზღვაურებმა ნამდვილ მაჰაუტს პირდაპირ წყალ-
ში გადაუძახეს?
- რაღაც არ მომწონდა, ვერ იყო სრულ ჭკუაზე, - თავი იმარ-
თლა მაშინ გარეტმა, თუმცა ჯაჰანს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა-
ტომ არ მოუვიდა მას თვალში ადამიანი, რომელიც ვერც თურქუ-

382
ლად საუბრობდა და ვერც ინგლისურად, და მთელი დღე გემბა-
ნიდან წყალს გადაჰყურებდა.
ხომალდის ტრიუმში, ჰინდოსტანიდან წამოღებული გასაყიდი
საქონლისა და მომაკვდავი თეთრი სპილოს გარდა, არაფერი
იყო. ჯაჰანიც მამინაცვლის მოძულე, ოჯახიდან გამოქცეული ერ-
თი უბირი იუნგა გახლდათ ანატოლიის პატარა ქალაქიდან და
სპილოებისა არაფერი გაეგებოდა.
„რა უნდა, ნეტავ, რატომ მიხსენებს გარეტს ეს მოხუცი?“
გაუელვა უცებ.
- მაშ, შენ იცოდი, ვინც ვიყავი? - წაიჩურჩულა ჯაჰანმა.
- როგორ არ უნდა მცოდნოდა? ჰინდოსტანიდან ვარო, ამტკი-
ცებდი, არადა, ოთხი ენიდან არც ერთი არ გაგეგებოდა. რაღაც
გაუგონარ ამბებს ყვებოდი... - თქვა სანგრამმა.
- რატომ არ დამასმინე? ხომ შეგეძლო ყველასთვის გეთქვა,
ეს ბიჭი მატყუარააო...
სანგრამს ჩაეღიმა.
- ვაპირებდი, მაგრამ ტანჯვისთვის ვერ გაგიმეტე და გადავი-
ფიქრე. ისედაც გეტყობოდა, რომ ბევრი უბედურება იწვნიე. ზედ-
მეტი ტკივილი რაღად უნდა მომეყენებინა შენთვის?
ჯაჰანი წამოდგა და მოხუცს გაძვალტყავებულ ხელზე ემ-
თხვია.
- შენ ხომ მთლად ნორჩი იყავი მაშინ... - ჩაილაპარაკა მისი
ამ ჟესტით ნასიამოვნებმა სანგრამმა.
ჯაჰანმა ტუჩი მოიკვნიტა. რა უცნაური იყო ეს ყველაფერი.
მთელი ცხოვრება მიელტვოდა იმას, რაც არასოდეს მოხდებო-
და; ცხოვრება სძულდა იმის გამო, რომ მისთვის სახარბიელო
ბევრი ვერაფერი გაიმეტა, არადა, მის გვერდით იყვნენ ადა-

383
მიანები, რომლებიც შეუმჩნევლად ეხმარებოდნენ. სიკეთეს გას-
ცემდნენ და სამაგიეროს არ ითხოვდნენ.
სალაღობოდ განწყობილმა სულთანმა სელიმმა სამხეცის გა-
ფართოება და განახლება განიზრახა. მამამისისგან განსხვავე-
ბით, რომელსაც თავის სასახლეში მხეცების არსებობა არც კი
ახსოვდა, ახალი მბრძანებელი მათი ცხოვრებით ძალიან დაინ-
ტერესდა. გარეულ ცხოველებს ხშირად აკითხავდა, ზოგჯერ
მარტო, მეტწილად კი კარისკაცთა მცირე ამალის თანხლებით.
განსაკუთრებით „დიდი კატები“ - ვეფხვები, ავაზები და ლომები
იტაცებდა, თუმცა რატომღაც სირაქლემაც ჩაუვარდა გულში.
მაიმუნების უცნაური მოძრაობები და იდუმალებით მოცული ხმე-
ბიც აღუძრავდა ცნობისმოყვარეობას, მაგრამ ყველაზე მეტად
მაინც ჩოტა უყვარდა. ერთი სიამოვნება იყო მისთვის სპილოთი
გასეირნება. საამისოდ დიდი ჰაუდა შეუკვეთა, რომელსაც დასა-
კეცი კიბეც კი მოჰყვებოდა. სპილოს ახალი თავსაბურავიც ერგო
ძღვნად: კაშკაშა ფირუზისფერი, ოქროს ფოჩებითა და ფარშა-
ვანგის ფრთებით შემკული. ჯაჰანი სახტად დარჩა, როცა არანაკ-
ლებ თვალშისაცემი, სასაცილო სამოსი მასაც მიართვეს: ლურჯი
ტიტებით მოქარგული, პრიალა ვერცხლისფერი უსახელო ქურ-
თუკი და თეთრი ჩალმა. სულთანს ზიზილ-პიპილებისკენ თვი-
თონაც მიუწევდა გული და სიამოვნებდა, როცა მის ირგვლივ
ყველა მორთულ-მოკაზმული იყო. უყვარდა ჯუჯების, მუნჯების,
ტაკიმასხრების გარემოცვაში ყოფნა და ნაზირ-ვეზირების მომ-
ქანცველ ლაყბობას მათთან ურთიერთობას ამჯობინებდა.
პოეზიისა და მშვილდოსნობის მოყვარული სელიმი გულდარ-
დიანი, მჭმუნვარე კაცი იყო. მოკლეკისერასა და ღაწვებღაჟღა-
ჟას ისეთი დახრილი მხრები ჰქონდა, თითქოს რაღაც უხილავი
ტვირთის სიმძიმისთვის ვერ გაეძლოთ. ტახტზე არცთუ ნორჩ

384
ასაკში, ორმოცდაორი წლისა ავიდა. მთელი ცხოვრება ლოცუ-
ლობდა ამისთვის, შეთქმულებებს აწყობდა და ამ დღეს მოუთ-
მენლად ელოდა, მაგრამ როცა ეს დღე დადგა, მისთვის მზად არ
აღმოჩნდა. ჯაჰანს იგი სანთელს აგონებდა, ათრთოლებულ,
მბჟუტავ სანთელს, რომელსაც ქარის ერთი წამოქროლებაღა აკ-
ლდა. მისი ძმა ბაიაზიდი - მისი ყველაზე დიდი მეტოქე - ირანში
სიკვდილით დასაჯეს და სელიმი ტახტის ერთადერთი მემკვიდრე
აღმოჩნდა. თითქოს კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ
პირიქით კი მოხდა: ამ ამბავმა მოსვენება დაუკარგა. თუკი უფ-
ლისწულებს ასე იოლად, სინდისის ქენჯნის გარეშეე გაუსწორ-
დნენ, თავად ვის უნდა ნდობოდა ამქვეყნად? სულთანი ბევრს
სვამდა, ხარბად ჭამდა, ულამაზეს ქალებთან იყოფდა სარე-
ცელს;ნ ნადირობდა ირმებზე, იხვებზე, გნოლსა და ველურ ტახ-
ზე. მაინც ვერაფერი აოკებდა. მისი სამოსისთვის ერთი თვალის
შევლებაც კმაროდა, რომ დაგენახათ, როგორ განსხვავდებოდა
იგი მამამისისგან. ფუფუნების ჟინით შეპყრობილი, იშვიათი
თვლებით, ნატიფი დიბა-სტავრითა და მათრობელა სუნამოებით
ინებივრებდა თავს. თვალებს სურმით იღებავდა, რაც მის მზე-
რას მისი შინაგანი ბუნებისთვის სრულიად არადამახასიათებელ
სიხისტეს სძენდა. მყვირალა ფერის, ბუმბულით გაწყობილი მი-
სი ჩალმები სულთან სულეიმანის ჩალმებზე გაცილებით მაღა-
ლი და შთამბეჭდავი იყო. სხვადასხვა ქალისგან უამრავი შვილი
ჰყავდა.მ მაგრამ იყო ერთი ხარჭა, რომელმაც სხვები დაჩრდი-
ლა და მისი ცოლი გახდა. ეს გახლდათ ნურბანუ - მამაკაცების
მომჯადოებელი ვენეციელი ლამაზმანი. დედამ დაბადებისას ჩე-
ჩილია დაარქვა. თავად ამტკიცებდა, რომ წარჩინებულ ოჯახში
გაიზარდა და დიდგვაროვანი ქალბატონის ცხოვრება ელოდა,
თორმეტი წლის ასაკში კორსარებს რომ არ მოეტაცათ და მონად

385
არ გაეყიდათ. მის ნაამბობს ბევრ რამეს სხვები ამატებდნენ. ავი
ენები ამტკიცებდნენ,მ დიდგვაროვანი მამა კი ჰყავდა, მაგრამ
უკანონოდ დაიბადაო. ნურბანუს უწყვეტი მიმოწერა ჰქონდა ნა-
თესავებთან კორფუსა და ვენეციაში. წერილებს სწერდა, აგრეთ-
ვე, ვენეციის ბაილოს, დოჟსა და სენატს. პასუხად, წერილების
გარდა, საჩუქრებსაც იღებდა. სელიმის მსგავსად, ნურბანუსაც
უყვარდა ფუფუნება. რამდენიმე ხნის წინ ვენეციიდან ორი ფუმ-
ფულა, კოხტად გაკრეჭილი ფინია გამოუგზავნეს. ეს სასაცილო
გოშიები გვერდიდან არ სცილდებოდნენ და, მიუხედავად იმისა,
რომ მიწას არ აჩნდნენ, გარშემო არავის აჭაჭანებდნენ და წარა-
მარა ყეფდნენ. მათ საჭმელს წინასწარ ჭაშნაგირი სინჯავდა, რა-
თა რომელიმე ბოროტ სულს მათი მოწამვლა არ განეზრახა (ა-
მის მსურველები კი სასახლეში ბლომად იყვნენ).
ღამღამობით ბუხართან მოკალათებული მომთვინიერებლე-
ბი ნურბანუს შესახებ ხშირად საუბრობდნენ და ერთმანეთს
ათასგვარ ჭორ-მართალს უზიარებდნენ. დუმილის საყოველთა-
ოდ გავრცელებულ კანონს თითქოს ანგარიშს უწევდნენ, მაგრამ
მას უწინდებური სიმკაცრით აღარავინ იცავდა. მიუხედავად იმი-
სა, რომ სიტყვებს ფრთხილად არჩევდნენ და საიდუმლო ენას
იყენებდნენ, ჭორებით მაინც გულს იოხებდნენ. საერთოდ, სე-
რალში ბევრი რამ შეიცვალა. ერთბაშად ახმიანდა იქაურობა -
საჭურისების სამყოფელი იქნებოდა ეს თუ მთავარი დასტაქრის
კოშკი, უფლისწულების პალატები თუ ზულუფლუ ბალთაჯილა-
რის, ანუ ალებარდებით შეიარაღებული გუშაგების საძინებლე-
ბი.ყ ყველა იმ ხმას, რომელიც სულეიმანის დროს გულმოდგი-
ნედ იხშობოდა, ახლა გასაქანი მიეცა და ეს ხმები ქარბორბალა-
სავით მოედო სასახლის დერეფნებს. კარგ დარში სულთანი ამა-
ლის თანხლებით ნავით სიამოვნებით სეირნობდა. დასრიალებ-

386
დნენ ოქროს რქაზე, ჭამდნენ, სვამდნენ და მუშკით გაზავებულ
შაქარყინულს წუწნიდნენ, რათა მათი სუნთქვა უფრო ტკბილი
და საამო ყოფილიყო. სელიმს ასე სჯეროდა: სანამ სადავეები
მის დიდვეზირს, სოკოლუს ეპყრა ხელთ, იმპერიას არაფერი
გაუჭირდებოდა. ჩახლართულ სახელმწიფო საქმეებში თავად
სრულებით ვერ ერკვეოდა და ტახტით ხელფეხშებორკილს გუ-
ლის სიღრმეში პოეტობა ან მოხეტიალე მუსიკოსობა ერჩივნა.
სასულიერო პირებს მისი ქცევა ძალიან არ მოსწონდათ და ცოდ-
ვილად თვლიდნენ. იანიჩრებიც საყვედურობდნენ იმის გამო,
რომ ლაშქრობებისკენ გული არ მიუწევდა. ხალხი მამას ადა-
რებდა, სუსტ ადამიანად თვლიდა და ასეთი უგვანი შვილის გაჩე-
ნისთვის წყველიდა ჰიურემის აჩრდილს, რომელიც დღესაც დაძ-
რწოდა მარმარილოს დარბაზებში. სელიმი ხალხის დაშოშმინე-
ბას ცდილობდა, ფულით თაფლავდა და სიმდიდრეს ურიგებდა.
მისი ხელგაშლილობის წყალობით, ბინძური მითქმა-მოთქმა
უკან იხევდა და სველ სილაზე ჩხირით დაჯღაბნილი სიტყვები-
ვით უჩინარდებოდა. მაგრამ მხოლოდ დროებით...
სელიმის მხლებლები, ძირითადად, მგოსნები და მუსიკოსები
იყვნენ. მათ შორის იყო პოეტი ქალი, რომელსაც ჰუბი ხათუნი
ერქვა. თვალმინაბულს, საათობით შეეძლო ლექსების კითხვა.
ამ დროს მისი ხმა, ქარში მოფარფატე თოლიის მსგავსად, ხან
ზევით მიიწევდა და ხან ძირს ეშვებოდა.
სელიმს გვერდში ედგნენ ბალადების შემსრულებლებიც,
რომლებმაც იმპერიის ყველა კუთხის ჰანგი იცოდნენ, სულ მცი-
რე, ათ ენაზე მღეროდნენ და მსმენელს ხან ნეტარებიდან სასო-
წარკვეთილებაში აგდებდნენ, ხანაც პირიქით.

387
ერთი მხატვარი ტრიალებდა კიდევ სულთნის ამალაში. ოდ-
ნავ რომ შექეიფიანდებოდა, იქადნებოდა, წითელ საღებავს სა-
კუთარი სისხლით შევცვლიო!
ჯაჰანი ზემოთ ხსენებულ ყველა ადამიანს კარგად იცნობდა.
ისინი ხან ვარდნარში დაეხეტებოდნენ ლაღად და არხეინად, ხან
სამხეცეს მოაკითხავდნენ, ცხოველებს ათვალიერებდნენ და
ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ. ხმაურიანი ხალხი იყო, თა-
ვიანთი ბატონივით ქეიფისა და ღრეობის მოყვარული. უცებ და-
გადგებოდნენ თავზე. დღის ნებისმიერ მონაკვეთში იყო მოსა-
ლოდნელი მათი სტუმრობა.
ერთ ხუთშაბათ დღეს, შუაღამისას, მხეცების მომვლელები
სიცილმა და მუსიკის ჰანგებმა გააღვიძა. ნამძინარევი თვალები
აახამხამა ყველამ. ერთმანეთს გადახედეს და ვითარებაში გარ-
კვევა სცადეს.
- სად ჯანდაბაში არიან მსახურები?! - გაისმა ბნელში ვიღაცის
მჭექარე ხმა.
მომთვინერებლებმა ტანთ ჩაიცვეს და გარეთ გაცვივდნენ.
სულთანი და მისი სამი სტუმარი მხიარულ გუნებაზე ჩანდნენ. აშ-
კარა იყო, კარგა გვარიანად გალეშილები ბრძანდებოდნენ.
- სად არის მაჰაუტი?! - იღრიალა სელიმმა.
ჯაჰანმა ნაბიჯი წინ წადგა და თავი მდაბლად დაუხარა.
- სად დაიკარგე? სპილოთი გასეირნება გვინდა!
- ახლა ინებებთ, ჩემო სულთანო? - დააზუსტა ჯაჰანმა.
სულთნის ამალას სიცილი წასკდა, სელიმმა კი მაჰაუტს თვა-
ლები დაუბრიალა. ჯაჰანმა ბუტბუტით მოიბოდიშა და თავლაში
გაიქცა.

388
ჩოტამ უკმაყოფილოდ ჩაიზმუვლა. არა და არ ეთმობოდა სიზ-
მარეთი, სადაც წუთის წინ მხიარულად დანავარდობდა. ჯაჰანმა
ხან ხვეწნით, ხან მუქარით დაიყოლია და ზურგზე ჰაუდა დაადგა.
სულთანი, მუსიკოსი, პოეტი და მოხეტიალე მომღერალი სპი-
ლოს ზურგზე ააცოცდნენ. ჯაჰანმა შენიშნა, რომ სულთანს წონა
აეკრიფა. მოძრაობის დროს ქოშინებდა. მსახურებს ხორაგითა
და სასმელებით სავსე კალათები ეჭირათ. ყველა კალათა ტახ-
ტრევანზე თოკებით აიტანეს. ჩოტამ ჯაჰანი ხორთუმით აიტაცა
და კეფაზე შემოისკუპა.
ასე დაიწყო ღამის სეირნობა.
ჯაჰანს ეგონა, რომ სერალის ბაღებს არ გასცდებოდნენ, მაგ-
რამ როცა ჭიშკარს მიადგნენ, სელიმმა უბრძანა:
- გზა განაგრძე, მაჰაუტო!
- საით, მბრძანებელო?
- არ გაჩერდე, სანამ არ გეტყვი!
გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი გუშაგები განზე გადგნენ.
ნამძინარევი, აღრენილი ჩოტა მაჰაუტს არ ემორჩილებოდა და
ლოკოკინასავით მიიზლაზნებოდა. თუმცა ტახტრევანში მოკა-
ლათებულ მოსეირნეებს დარდი არაფრისა ჰქონდათ. ისმოდა
მხიარული ღიღინი, ჰაერში სტვირის ტკბილი ხმა ირხეოდა. ქა-
ლაქის ქუჩაბანდებში ფოთოლიც კი არ იძროდა და ადამიანის
ორანი არ იგრძნობოდა.
- მაჰაუტო, შეჩერდი! - ბრძანა სულთანმა.
ჯაჰანი დაემორჩილა.
- ჩახტი!
ჯაჰანმა კვლავ შეასრულა ბრძანება.

389
- აბა, დაიჭი! - ჩასძახეს ბავშვებივით ახითხითებულმა მოსე-
ირნეებმა და კალათი ძირს ჩაუშვეს. კალათში ღვინის ბოთლი
და ჭიქა იდო.
- დალიე! - ბრძანა უცებ სულთანმა.
- მბრძანებელო...
- მიდი, მიდი. შენ არ იცი, როგორ აღიზიანებს ფხიზელი კაცი
მთვრალს!
ჯაჰანმა ჭიქა შეავსო და გადაკრა, რასაც მხიარული ხორხოცი
მოჰყვა.
- კიდევ დალიე! - ჩამოსძახა აშკარად გახალისებულმა სულ-
თანმა.
ჯაჰანმა ვერც კი შეამჩნია, მთელი ბოთლი ისე გამოცალა. მა-
ჰაუტმა ჩოტას აყვანა სთხოვა, და როცა ცხოველმა ხორთუმით
აიტაცა, მის გარშემო ყველაფერი ურმის თვალივით დაბზრიალ-
და. იჯდა სახეაჭრელებული, გულში ჩუმად იხვევდა მოწოლილ
დარდსა და ტკივილს...
უცებ სულთანმა შეკითხვით მიმართა:
- ერთი ეს მითხარი, მაჰაუტო, ოდესმე შეყვარებული თუ ყო-
ფილხარ?
- თქვენო უდიდებულესობავ, სიყვარულზე ბევრი არაფერი
ვიცი, იმის გარდა, რომ გულს გტკენს, - უპასუხა ჯაჰანმა არცთუ
თავდაჯერებულად.
ამ დროს ჰაუდიდან ძალიან სევდიანი სიმღერა მოისმა და ჰა-
ერში ფრინველის ბუმბულივით აფარფატდა. პოეტმა კი ლექსი
წამოიწყო:
„დატკბი მშვენებით ვარდის სარკეში...“
ჯაჰანის ფიქრები ამ წუთებში ღმერთს მისწვდა. „ალბათ ახლა
ზემოდან გადმოგვცქერის. მხოლოდ მას ესმის ჩვენი გულისნა-

390
დები, ასე რომ გვტკივა ჩვენი უსუსურობა და ცხოვრების წარმა-
ვალობა....“ უცებ მაჰაუტმა ხელები აღმართა და ტაში დასცხო.
ასეთი სითამამისთვის სხვა დროს იქნებ შარშიც კი გახვეულიყო,
მაგრამ მის საქციელს ამჯერად მხოლოდ მხიარული სიცილი
მოჰყვა.
ანაზდად ჰაერში რაღაც საზარელი, ყმუილის მსგავსი ხმები
აიჭრა.
- ეს რაღა ჯანდაბაა? - გაიკვირვეს მოსეირნეებმა.
მათ წინ ვიღაც უცნობი ატუზულიყო. ახალგაღვიძებულს თვა-
ლები უაზროდ ჰქონდა დაჭყეტილი. კარის ზღურბლი, რომელ-
თანაც ისინი გაჩერდნენ, სავარაუდოდ, მისი საძინებელი იყო,
გალეშილს საკუთარი სახლისთვის ვერ მიეგნო და იქვე მიგდე-
ბულიყო. ჯაჰანმა იმ უბედურის გაფრთხილება სცადა, წინ გა-
დაიხარა და წასჩურჩულა:
- ხმა ჩაიკმინდე! ვერა ხედავ, სულთანია შენ წინ!
- კი, როგორ არა! - როყიოდ უპასუხა მთვრალმა, - ეს სულთა-
ნია! ესენი მთავარანგელოზები არიან,ე ეს კი (ჩოტასკენ გაიშვი-
რა თითი) ალბათ ზებანია!69 ეტყობა, უკვე მოვკვდი და ჯოჯოხეთ-
ში ამოვყავი თავი!
- ამ შუაღამისას ქუჩაში რა გინდა? - გააწყვეტინა სულთანმა.
- არაფერი, - უპასუხა მთვრალმა.
- ფეხზე ვეღარ დგახარ, მაინც არ გეყო და კიდევ სასმელს
დაეძებ, არა გრცხვენია? - გაუწყრა სულთანი.
მთვრალი დაიბნა და წინ ისე გადაიხარა, თითქოს ჩოტას
ხორთუმზე კოცნას უპირებდა.

69 ჯოჯოხეთის ბინადარი ურჩხული.

391
- რომ დავეძებ, ეგ მართალია. ოღონდ ღვინოს კი არა, სიყვა-
რულს! - თქვა ბოლოს.
მოსეირნეებმა გულიანად გადაიხარხარეს. სულთანმაც ბანი
მისცა, მიუხედავად იმისა, რომ კარგა გვარიანად იყო აღრენი-
ლი.
- ამ შუაღამისას ცარიელ ქუჩებში რა სიყვარული უნდა იპო-
ვო? ამაოდ დაშვრები! - უთხრა მთვრალს.
მთვრალმა თავი ასწია და ხელები გულზე დაიკრიფა.
- ალბათ ასეა. შენს თავზე რას იტყვი?
ჯაჰანს გული შეუღონდა. სულთნისთვის თვალის გასწორებას
ვერ ბედავდა. შიშით აღარ იყო იმ სასჯელის მოლოდინში, რომე-
ლიც ახლა, მისი აზრით, ამ ბედკრულ არსებას თავს უნდა დას-
ტყდომოდა. თუმცა სელიმს წარბიც არ შეუხრია და ლოთის მი-
მართ თანაგრძნობაც კი გამოიჩინა.
- დაიჭი! - შესძახა მთვრალს და იმავ წამს ქვაფენილზე რაღა-
ცამ დაიწკარუნა.
ლოთი დაიხარა და ბეჭედს გაოცებით ჩააშტერდა.
- თუუ იპოვე ის, რასაც ეძიებ, სასახლეში მეწვიე და გუშაგებს
ჩემი ბეჭედი აჩვენე. უთხარი, რომ იმპერიის მბრძანებლისთვის
ახალი ამბავი მოგაქვს.
მთვრალი ახლაღა მიხვდა, რომ ნამდვილად სულთანთან
ჰქონდა საქმე, ერთი შექანდა და მბრძანებელს ხელზე, ხალათის
კალთაზე ან ტერფზე მთხვევა დაუპირა, მაგრამ ვერც ერთს ვერ
მისწვდა და ჩოტას ფეხზე ხელი ჩამოუსვა.
- გაიწიე, არ გადაგთელოს! - ჩამოსძახა ჯაჰანმა.
მთვრალმა უკან დაიხია. სათქმელს თავს ვერ უყრიდა, იდგა
ბრინჯივით დაბნეული, ქანაობდა, მადლობის სიტყვებს ბუტბუ-
ტებდა და უხაროდა, რომ ცოცხალი გადარჩა.

392
- დავიძრათ, მაჰაუტო! - ბრძანა სელიმმა.
უკანა გზაზე მოსეირნეები მიყუჩდნენ და თითქოს უეცრად გა-
მოფხიზლდნენ კიდეც.

მას შემდეგ, რაც სპილო და მაჰაუტი ოსმალთა სულთნების


სერალში დასახლდნენ, ჩოტა არაერთხელ გამხდარა დაუდევა-
რი და ზოგჯერ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი, მაგრამ ის მაინც
ერთადერთი და განუმეორებელი იყო. სამხეცეში ხომ ერთი სპი-
ლო ჰყავდათ. ეგ კი არადა, მბრძანებლის კუთვნილი სპილო
მთელ სასულთნოში მხოლოდ ჩოტა იყო. მაგრამ ყველაფერი
მას შემდეგ შეიცვალა, რაც გალათას ნავსადგურში მორიგმა
ტვირთმა ჩამოაღწია. აპრილის თვე იყო. არღავანები უკვე ყვა-
ოდნენ, ქალაქს მათი სურნელი დასტრიალებდა, როცა ნავსად-
გურში დიდმა ხომალდმა ღუზა ჩაუშვა. სხვა ტვირთთან ერთად
გემს სამი ცხოველი ჩამოჰყვა: ზებრა, ჟირაფი და აფრიკული
სპილო. მტანჯველი მოგზაურობით ქანცგაცლილი, დავარდნი-
ლი ცხოველები სასახლეში საზიდრებით მოიყვანეს. ჟირაფმა,
რომელსაც შავი ენა და მშვიდობისმოყვარე, უწყინარი მზერა
ჰქონდა, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ იცოცხლა, მაჰმუდად წოდე-
ბულმა ოცი წლის ხვადმა სპილომ კი მოიკეთა და სამხეცეში
დარჩა. ცხოველს ერთი საკმაოდ არაკეთილგანწყობილი პი-
როვნება მოჰყვა თან. სახელად ბუზიბა ერქვა.
ამ დროისთვის ჩოტას უკვე ოცდაათი წელი შესრულებოდა.
დაჩაჩანაკებული ჯერ კიდევ არ ეთქმოდა, მაგრამ უწინდებური
სიმარჯვე ნამდვილად აკლდა. სამაგიეროდ, წლიდან წლამდე
სულ უფრო და უფრო გონიერი და გამჭრიახი ხდებოდა. ჯაჰანი
მიხვდა, რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას გამობრძმედილი მე-

393
ომრები ხანდაზმულ სპილოებს. ჯან-ღონით აღსავსე, ცქვიტი და
ნორჩი ცხოველი ხომ ახალგაზრდა ადამიანივით თავზეხელაღე-
ბულია.
მაჰმუდი ჩოტას შეუსახლეს, ბუზიბამ კი მომთვინიერებელთა
ქოხში დაიდო ბინა. ჯაჰანი ძალიან ეცადა, მისთვის თავი აერი-
დებინა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. საღამოობით ერ-
თად ვახშმობდნენ, დღის განმავლობაში ერთად უვლიდნენ მათ-
თვის მინდობილ ცხოველებს. ამ კაცს სიტყვა „ჰამამი“ ალბათ
გაგონილი ჰქონდა, მაგრამ მისი დანიშნულება არ ესმოდა. იშ-
ვიათად ბანაობდა და არასოდეს არაფერს ალაგებდა. სასახლე-
ში მიღებულ წესს არად აგდებდა და ხმაურით ჭამდა. სადილის
დროს ჯაჰანი ცდილობდა, მის გვერდით არ დამჯდარიყო, რად-
გან ბუზიბა იფურთხებოდა და ნამცეცებს აქეთ-იქით ყრიდა. ახა-
ლი ბინადრები გულზე არც სხვებს ეხატებოდათ. ჩოტა აფორიაქ-
და და აიმრიზა. თავიდანვე მოიძულა მაჰმუდი, რომელიც მის
თივას ახრამუნებდა, მის წყალს სვამდა და პირიდან გემრიელ
ლუკმას აცლიდა. თუმცა წყენას არც თვითონ არჩენდა: დრო-
დადრო წყლის ჭურჭელს უყირავებდა ან საჭმელს ჰპარავდა. მო-
გეხსენებათ, განრისხებული სპილო შეუპოვარი შურისმაძიებე-
ლი ხდება.
ერთ დილით მაჰმუდმა თავლაში იმ დროს შეუსწრო, როცა
ჩოტა მაჰმუდის ასალს ფეხებით ტკეპნიდა. ამ ასალს ბუზიბა თა-
ვის სპილოს სეირნობის წინ ახურავდა.
- სირცხვილი შენი! - წასჩურჩულა ჯაჰანმა, - ახლავე გაჩერ-
დი!
მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო, ჩოტას ასალი ჭუჭყში
ამოეგანგლა.
- რა ხდება? - გაისმა უცებ უკნიდან ბუზიბას ხმა.

394
ჩოტას უსაქციელობის მიჩქმალვას აზრი არ ჰქონდა. ჯაჰანს
ეს არც უცდია.
- აუცილებლად გავწმენდ, გეფიცები! - შეჰპირდა ბუზიბას.
ბუზიბა ქსოვილს დასწვდა და რაღაც ბოროტად ჩაილუღლუ-
ღა, თუმცა კმაყოფილი უფრო ჩანდა, ვიდრე ნაწყენი.
- შენ რა, სულელი გგონივარ? ძალიან კარგად ვხვდები, რომ
შენ და შენს ცხოველს ჩვენი გშურთ! - უთხრა ჯაჰანს.
- ცდები! - მიახალა ჯაჰანმა.
- ამის მიზეზიც კარგად ვიცი. მალე ორივეს აქედან მიგაბრძა-
ნებენ. ყველა ხედავს, რომელი სპილო სჯობს! - არ ცხრებოდა
ბუზიბა.
ჯაჰანი პირს უმწეოდ აღებდა, მაგრამ მის სიტყვებს ვერაფერი
დაუპირისპირა. თითქოს ვიღაც მიუხვდა ფარულ შიშებს და მისი
გულისნადები სამზეოზე გამოიტანა.
მეორე დღეს სამხეცეს სულთანი ამალითურთ ეწვია. ჯაჰანმა
ჩოტას მომზადება დააპირა, მაგრამ სელიმმა შეაჩერა:
- მოდი, ახალი სპილო გამოვცადოთ.
ბუზიბა სულთნის წინ მიწაზე გაიშოტა და შეჰღაღადა:
- მე და ჩემი აღსაზრდელი მზად ვართ ვემსახუროთ ოსმალთა
ტახტის მფლობელს, მართლმორწმუნეთა წინამძღოლს, წინას-
წარმეტყველის მემკვიდრეს, უფლის ჩრდილს დედამიწაზე, ყვე-
ლაზე დიდსულოვანსა და კეთილშობილს, ყველაზე მართალს იმ
მბრძანებელთა შორის, ვინც კი ოდესმე ტახტზე ასულა და კვლა-
ვაც ავა!
ჯაჰანს აქამდე არასოდეს სმენოდა ასეთი დათაფლული სიტ-
ყვები, რომლებსაც თითქოს წურწურით გასდიოდა ბლანტი, წე-
ბოვანი, ტკბილი წვენი. სულთანი ნასიამოვნები დარჩა. ჩოტას
ჰაუდა ელვის სისწრაფით დაადგეს მაჰმუდს, ჯაჰანის ქურთუკი

395
კი ბუზიბას გადაულოცეს. ეს სამოსი ჯაჰანს ადრე ჭირივით
სძულდა, მაგრამ გასხვისების შემდეგ მისთვის უჩვეულოდ ძვირ-
ფასი გახდა. სანამ ჯაჰანი სიმწრით ტუჩებს იკვნეტდა, ჩოტა კი
ხორთუმს აქეთ-იქით იქნევდა, მათი ადგილი მაჰმუდმა და მისმა
მაჰაუტმა დაიკავეს.
წავიდნენ ბუზიბა და მაჰმუდი. თვალს რომ მიეფარნენ, მას მე-
რეც კარგა ხანს მოჰქონდა ქარს მათი ნაბიჯების ხმა. ყოველ
შემთხვევაში გამწარებულ ჯაჰანს ასე ეჩვენებოდა. მაჰაუტმა
ალერსიანად ჩამოუსვა ხელი ჩოტას, რომელმაც ხორთუმი წელ-
ზე შემოხვია. კარგა ხანს იდგნენ ასე და ერთად ყოფნაში ჰპო-
ვებდნენ ნუგეშს.
მეორე დილით ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდა. თავლის
უკან ერთი ტბორი იყო. მის გარშემო მწვანე ხალიჩასავით ეფინა
ფაფუკი ხავსი. ჩვეულებრივი, თევზით სავსე გუბურა გახლდათ,
მაგრამ ჩოტას აქ ყოფნა ძალიან უყვარდა. ჯაჰანმა ითხოვა, რომ
ცხოველისთვის ზოგჯერ ამ გუბურაში ჩაყურყუმელავების ნება
მიეცათ. ეს თხოვნა დაკმაყოფილდა, რადგან სელიმს წყალში
მოჭყუმპალავე სპილოს ყურება ძალიან სიამოვნებდა.
როცა ჩოტა და ჯაჰანი გუბურას მიუახლოვდნენ, ჩოტას კუთ-
ვნილ ადგილას მაჰმუდი დახვდათ. ბუზიბაც იქ ბრძანდებოდა,
წყალში შიშველ ფეხებს ასხმარტალებდა და პირდაღებული და
თვალმინაბული ეფიცხებოდა მზეს. ჯაჰანმა ვითარება აწონ--
დაწონა. ჩხუბის ატეხვას აზრი არ ჰქონდა, ეს ამბავი მთავარი
თეთრი საჭურისის ყურამდე მიაღწევდა და შარი არ ასცდებო-
დათ. მაგრამ ამის მოთმენაც არ შეიძლებოდა. ჩოტა გვერდით
ედგა, თაგვივით გატრუნულიყო და თითქოს ისიც ფიქრობდა, რა
უფრო ხელსაყრელი იყო მისთვის.

396
ჯაჰანი ბუზიბას მიეპარა და მხარზე წაუთაქა. ბუზიბა ზმანებე-
ბიდან გამოერკვა და ადგილზე შეხტა.
- რა გინდა?
- ეს გუბურა ჩოტასია!
ბუზიბას გახევებულ სახეზე ერთი ნაკვთიც არ გატოკებულა.
თვალები დახუჭა, დაამთქნარა და კვლავ ზანტად გაუსვ--
გამოუსვა ფეხი წყლის ზედაპირს, თითქოს ჯაჰანი და ჩოტა პასუ-
ხის მოლოდინში იქ სულაც არ მდგარიყვნენ.
- წამოდი, ჩოტა, სხვა დროს მოვიდეთ, - უხალისოდ ჩაილაპა-
რაკა ჯაჰანმა, მაგრამ ერთი ნაბიჯიც კი არ ჰქონდა გადადგმული,
რომ წყლის დგაფუნი შემოესმა. დალოცვილმა ჩოტამ გააკეთა
ის, რისი გაკეთებაც ჯაჰანმა ვერ გაბედა. გუბურაში ჩავარდნილი
ბუზიბა იწყევლებოდა, ახველებდა, და ხელებს იქნევდა. ცურვა
აშკარად არ იცოდა, ამიტომ ჯაჰანმა დახმარება შესთავაზა:
- ხელი მომეცი, ამოგიყვან!
ბუზიბა მიხვდა, რომ გუბურა ღრმა არ იყო, ხელი აღარ გა-
მოუწოდა, წყლიდან თავისით ამოვიდა და, ბრაზისგან გაბერილ-
მა და გაწუწულმა, ჩოტასა და ჯაჰანს გვერდი აუარა.
ასე დაიწყო მათი ომი. დღე არ გაივლიდა, რომ ერთმანეთს
ყელში არ სწვდომოდნენ. საამისო საბაბი ყოველთვის მოიძებ-
ნებოდა. ჯაჰანი სინანთან მუშაობას გულს ვეღარ უდებდა, რად-
გან სულ იმის შიში ჰქონდა, მის არყოფნაში ბუზიბას ჩოტასთვის
არაფერი დაეშავებინა. მაჰაუტს ძილი დაუფრთხა, ჭამითაც ცო-
ტას ჭამდა. ხშირად ახსენდებოდა სინანის ოდინდელი შეგონება:
- წონასწორობა არის ის, რისი წყალობითაც ფეხზე ვდგა-
ვართ. ეს ადამიანსაც ეხება და შენობასაც.
არადა, ჯაჰანმა სწორედ წონასწორობა დაკარგა. იგივე ით-
ქმოდა ჩოტაზეც. სპილო დღედაღამ ფეხზე იდგა და თვალს ერთ

397
წერტილს არ აშორებდა, თითქოს მთელი არსებით ნატრობდა იმ
თავლის კედლებიდან თავის დაღწევას, რომელსაც მტერთან
იყოფდა.
ამ ტანჯვამ ორი კვირა გასტანა. ამასობაში ამინდიც გაფუჭდა,
ზაფხული ფეხაკრეფით ტოვებდა იქაურობას. უცებ ჯაჰანს ერთი
აზრი ეწვია: რაკი თრაკიიდან ახალდაბრუნებულ ბალაბანსა და
მის ბოშებს ამჯერად სამხრეთისკენ ეჭირათ თვალი, გადაწყვი-
ტა, მათი ბანაკი გამგზავრებამდე მოენახულებინა.
ბოშები ისე მიეგებნენ, როგორც დიდი ხნის წინ შორეთში გა-
დახვეწილ ძმას. ირგვლივ მადის აღმძვრელი სურნელი
ტრიალებდა. სტუმარს თამარინდის შარბათი, ყურძნის ბადაგი,
თხის ყველი, ისპანახის ფიდე (პიცის მსგავსი თურქული კერძი.)
და შებრაწული ხორცი მიართვეს. ირგვლივ ბავშვები დარბოდ-
ნენ, ქალები თუთუნს აბოლებდნენ, დედაბრები იცინოდნენ და
უკბილო პირებს აჩენდნენ. კარგად რომ დანაყრდნენ, სასახლის
ახალ-ახალ ჭორებს დანატრებულმა ბოშებმა სულთანი მოიკით-
ხეს, მაგრამ ჯაჰანმა განუმარტა, რომ უკან დაბრუნება იქამდე
უნდა მოესწრო, სანამ მის მიერ მოქრთამულ ხალხს საგუშაგოზე
სხვა არ შეცვლიდა.
- რამ მოგიყვანა ჩვენთან? - ჰკითხა ბალაბანმა.
- დახმარება მჭირდება, - უთხრა ჯაჰანმა, - იქნებ ცალკე გვე-
საუბრა?
- არ არის საჭირო. ეს ჩემი ოჯახია, - თქვა ბალაბანმა და ხე-
ლები გაშალა.
ჯაჰანი ახლოს მიუჩოჩდა და ჩურჩულზე გადავიდა.
- რამე თუ გეგულება ისეთი, რაც მამრს გულს აუჩქროლებს?
- მეგულება. მაგას სიყვარული ჰქვია! - ეშმაკურად გაიკრიჭა
ბალაბანი.

398
- სხვა რამეს გეუბნები. შეწყვილებას ვგულისხმობ. იქნებ
რაიმე ფხვნილი იცი ან სასმელი, რომელიც სურვილს იწვევს.
ბალაბანმა ღეჭვა შეწყვიტა და ჯაჰანს მიაშტერდა.
- ავად ხომ არ ხარ?
- ჩემთვის კი არა, სპილოსთვის მინდა.
- შენს სპილოს კიდევ ცეცხლის შენთება უნდა? რას ერჩი სა-
ცოდავ გულბაჰარს?
- ჩოტას არ ვულისხმობ, - განუმარტა ჯაჰანმა და წვრილად
უამბო, როგორ დაუკარგეს მოსვენება ახალმა სპილომ და მისმა
მაჰაუტმა.
ეგონა, რომ ბალაბანი მასხრად აიგდებდა, მაგრამ როცა
თხრობა დაასრულა, ბოშამ დინჯად დაუკრა თავი და უთხრა:
- ნუ დარდობ. დაგეხმარებით.
ჯაჰანმა ქისა ამოიღო და მაგიდაზე დადო.
- ამას სულთანი მიგზავნის თუ შენ მაძლევ? - იკითხა ბალა-
ბანმა.
- სულთანმა არაფერი იცის და არც უნდა იცოდეს, - გააფ-
რთხილა ჯაჰანმა.
- მაშინ ეგ ფული შენთვის შეინახე, - თავისებურად, როყიოდ
მიახალა ბალაბანმა, - ახლა კი წადი, საჭირო დროს ჩვენ თვი-
თონ მოგძებნით.
ჯაჰანი სამხეცეში დაბრუნდა. სირცხვილი, იმედი და დანა-
შაულის გრძნობა ერთდროულად თუხთუხებდა მის გონებაში კუ-
დიანის მომზადებული ჯადოსნური სასმელივით.
ორ დღეში პატარა ბიჭი მოადგა კარზე. ხელში რაღაც ქილა
ეჭირა.
- ეს თქვენთან გამომატანეს... - ჩაილაპარაკა ბავშვმა.

399
ჯაჰანი კარგად დააკვირდა. ბრიალა შავი თვალები, ნაჩვრე-
ტებიანი ლოყები, ზეთისხილისფერი კანი. რაღა კითხვა უნდო-
და, რომ ბიჭი ბალაბანის მოდგმისა იყო. ქილაში კურკუმის
მსგავსი, მოყვითალო ფხვნილი აღმოჩნდა. ჯაჰანმა თითი ამო-
უსვა და გასინჯა. ფხვნილს არცთუ მკვეთრი, ოდნავ მომლაშო
გემო ჰქონდა და მისი ჩამატება ნებისმიერ საკვებში შეიძლებო-
და. ჯაჰანმა სამზარეულოდან ბროწეულის შარბათი მოიპარა,
ხსენებული ფხვნილი მასში გააზავა, და როგორც კი ბუზიბა გა-
ვიდა, მის სპილოს გაუმასპინძლდა. მაჰმუდმა სასმელი სიამოვ-
ნებით ჩაწრუპა, მაგრამ ამას სრულიად არაფერი მოჰყოლია.
მეორე დღეს ჯაჰანმა ულუფა გაზარდა. ისევ არაფერი. სხვა გზა
არ იყო, ამჯერად ფხვნილი ბრინჯის ფაფაში გაურია და სანამ
მაჰმუდი ფაფას თქვლეფდა, ცხოველისთვის თვალი არ მოუშო-
რებია.
იმ ღამით მორიგი დროსტარების იშტაზე მოსული სულთანი,
ამალითურთ, დაბარებულივით მოადგა სამხეცის კარს და
დაიძახა:
- მაჰაუტო!
- დიახ, ჩემო მბრძანებელო! - შეეხმიანა ჯაჰანი და ქედი
მოუხარა.
- სად არის მეორე მაჰაუტი? - იკითხა სულთანმა.
ოფლში გაღვრილმა ბუზიბამ მაშინვე მოირბინა და მოახსენა:
- თქვენო უდიდებულესობავ, ამაღამ უნდა გვაპატიოთ. სპი-
ლო ვერა მყავს კარგად!
- რა სჭირს? - იკითხა სულთანმა.
პასუხის ნაცვლად თავლიდან საზარელი ღრიალი და ბრახუ-
ნი გაისმა. სულთანი ამ ხმებს მიჰყვა და თავლაში შევიდა. ამალა
უკან დაედევნა. საოცარი სანახაობა გადაიშალა მათ თვალწინ.

400
გააფთრებული მაჰმუდი თავისი ბაგის ერთ-ერთ ფიცარს თავით
შეჯახებოდა და ცალი ეშვი ფიცრებს შორის გაჭედვოდა. სპილო
ვეღარც წინ იძროდა და ვეღარც უკან. საშინლად შეშუპებული
ასოდან სითხე წურწურით ჩამოსდიოდა. გაავებული ცხოველი
განუწყვეტლივ ღმუოდა. მასთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა,
მათ შორის ვერც ბუზიბა.
ეს მაჰმუდის დასასრული იყო. ეშვი კი გამოუთავისუფლეს,
მაგრამ ვერასგზით დააშოშმინეს. ბოლოს ბორკილებიც კი
დაადეს, მაგრამ აიწყვიტა, თავლის კედლები გაანგრია და ხეებს
დაერია. თან შემზარავ ხმებს უშვებდა: საყვირივით სჭექდა,
ბრდღვინავდა და ღრიალებდა.
თვის ბოლოს მაჰმუდსა და ბუზიბას აია სოფიას მახლობლად
მდებარე ეკლესიაში უკრეს თავი.
ეჭვი არავის აუღია, ოლევის გარდა.
- ეს შენი ნახელავია. ხომ ასეა? - წასჩურჩულა ჯაჰანს კოპებ-
შეკრულმა ოლევმა.
ჯაჰანმა, რომელსაც ისედაც სინდისი აწუხებდა, პასუხი არ
გასცა. ოლევმა კი განაგრძო:
- კარგად მახსოვს ის დღე, როცა აქ ჩამოხვედი. შენი სპილო
სულ ნორჩი იყო მაშინ. შენც ბავშვი იყავი. მახსოვს, გაკვირდე-
ბოდი და ვფიქრობდი, ნეტავ როგორ უნდა გაძლოს ამ სასახლე-
ში ამ კეთილმა და მიამიტმა ბიჭმა-მეთქი. აი, როგორი გახდი.
ჩვენ დაგვემსგავსე! ძალიან ვწუხვარ ამის გამო...
ჯაჰანმა მზერა გაუსწორა და ჰკითხა:
- რისი თქმა გინდა?
- იმის თქმა მინდა, რომ იქ იბრძვი, სადაც საჭირო არ არის, -
უპასუხა ოლევმა, - გასაგებია, რომ ძალა გერჩის, მაგრამ
ფრთხილად იყავი, იცოდე. როცა ხელში ხმალი გიჭირავს, იარა-

401
ღი თავად გიმორჩილებს. არავის შეუძლია, ხმალი ისე მოიმარ-
ჯვოს, რომ ხელები სისხლით არ მოისვაროს.
- დარდი ნუ გაქვს, მე შევძლებ! - უპასუხა ჯაჰანმა, მაგრამ მა-
შინვე ინანა. ეს რა წამომცდა, ვაითუ ბედმა დამცადოსო...

სელიმს ტახტზე ასვლის დღიდან ერთი რამ დასჩემდა: რო-


გორც კი სტამბოლი გუნებას მოუშხამავდა (რაც ხშირად ხდებო-
და), მყისვე მიაშურებდა ადრიანოპოლს - ქალაქს, რომელშიც
ახალგაზრდობის წლები გაატარა. აქ, არაკეთილმოსურნე თვა-
ლებისა და გრძელი ენებისგან შორს, შეეძლო ენადირა, დრო
უქმად ეტარებინა და ექეიფა. ყველა იმ ადამიანის მსგავსად, ვი-
საც საზოგადოება არ სწყალობს, და ეს თავადაც კარგად იცის,
სულთანიც განსაკუთრებულად ემადლიერებოდა მათ, ვინც
მხარს უჭერდა. ადრიანოპოლის მცხოვრებლები კი მხარს ყო-
ველთვის უჭერდნენ. და აი, თავისი ხელმწიფობის მიწურულს სე-
ლიმმა გადაწყვიტა, ამ ერთგულებისთვის ჯილდოს სახით მეჩე-
თი არა სტამბოლში, არამედ ამ მყუდრო ქალაქში აეშენებინა.
როგორც კი მეჩეთისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ შეიტ-
ყო, ხალხმა ენები აილესა:
- თქვენ რა გგონიათ, სტამბოლს განგებ აარიდა თავი, არა-
სოდეს უომია და სატახტო ქალაქში ასეთი დიდებული ძეგლის
ასაშენებელი პირი არა აქვს!
- ანკი როგორ ააშენებს რამეს სულეიმანის მეჩეთის სიახლო-
ვეს, როცა მამამისის ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირს!
- ჰოდა, ადრიანოპოლიც ამიტომ აირჩია!
მოგეხსენებათ, სიტყვა ბალღამივით მწარეა. თუმცა სინანმა
და მისმა ოთხმა შეგირდმა სელიმიეს მეჩეთს აპრილში საძირ-

402
კველი მაინც ჩაუყარეს. სულთანმა დიდი ნდობის ნიშნად ხუ-
როთმოძღვარს ოქრო-ვერცხლით მოოჭვილი ხალათი უბოძა.
სამშენებლო მოედანზე მომუშავე დურგლები და გალერის მონე-
ბი მოლოდინად იყვნენ ქცეულნი. თუმცა თავადაც ვერ გარ-
კვეულიყვნენ, სასიკეთო რამეს ელოდნენ თუ პირიქით. უბრა-
ლოდ, ყველამ იცოდა, რომ რაღაც გამორჩეულსა და აქამდე არ-
ნახულს აძლევდნენ დასაბამს. როცა შრომობდნენ, სწორედ ეს
აზრი უტრიალებათ თავში. თუმცა, იმავდროულად, შიშიც არ ას-
ვენებდათ: როცა ასეთ დიდებულ რამეს ქმნი, უფალს მეტო-
ქეობას უწევ. იმამები, მღვდლები და რაბინები იხტიბარს არ
იტეხდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში არ გამორიცხავდნენ, რომ
ზოგჯერ ეჭვიანობა უფლისთვისაც არ იყო უცხო.
ამ მეჩეთის აშენების იდეა სულთანს ძილში ეწვია. მმას სიზ-
მრად მუჰამედ წინასწარმეტყველი გამოეცხადა. განა მისი სახე
იცნო (ანკი არსებობდა ქვეყნად სულდგმული, რომელსაც წინას-
წარმეტყველის სახე ერთხელ მაინც ენახა?), მისი ორანი იგ-
რძნო! სელიმმა წინასწარმეტყველს აღუთქვა, თუ კუნძულ კვიპ-
როსს დავიპყრობ, ჩამოტანილი ნადავლით ზღაპრულ ჯუმა მე-
ჩეთს (პპარასკევის მეჩეთი - დიდი მეჩეთი, სადაც იმამები ქადა-
გებენ და პარასკევის ლოცვა, ხუტბა იკითხება.) ავაშენებო. მუჰა-
მედმა მის გვერდით მდგარ ანგელოზებს ხელით რაღაც ანიშნა.
ისინიც ფარფატით აიჭრნენ ჰაერში, ციცინათელებივით აციმ-
ციმდნენ და გაუჩინარდნენ, მცირე ხანში კი გრაგნილით ხელში
დაბრუნდნენ. გრაგნილზე სელიმიეს გეგმა იყო გამოსახული.
სიზმრით მმონუსხულ, აფორიაქებულ სულთანს მეორე დი-
ლით გაღვიძება არ უნდოდა. ბოლოს მაინც წაართვა ძილს თავი
და სიზმარი დიდვეზირს უამბო. ცბიერი და გამჭრიახი სოკოლუ
მბრძანებლის სიზმრებს ორ სახეობად ჰყოფდა: სიზმრები, რომ-

403
ლებიც სულთანს არავისთვის (მათ შორის, დიდვეზირისთვის)
არ უნდა ეამბნა, და სიზმრები, რომლებიც, პირიქით, ყველას ყუ-
რამდე უნდა მიეტანა. სოკოლუმ დაასკვნა, რომ ეს ბოლო სიზმა-
რი მეორე ნაირსახეობას მიეკუთვნებოდა და ნაშუადღევს ამ სა-
კითხზე ნიშანჯისთან (თანამედროვე კანცელარიის უფროსი.)
ერთად იმსჯელა. ტკბილეულის მოყვარულმა ნიშანჯიმ საკითხი
ჰალვის დამზადების მთავარ ოსტატთან განიხილა, ამ უკანას-
კნელმა, თავის მხრივ, სიზმარი უამბო ვაჭარს, რომელიც სულ-
თნის სამზარეულოს თხილით მომარაგებაზე აგებდა პასუხს. ნა-
შუადღევს ეს ამბავი სასახლიდან თხილით სავსე ურემს გაჰყვა,
სერალის კედლებს გასცდა და სტამბოლის გარეუბნებს მისწვდა,
იქედან კი დაბახანებსა და ტყავის მთრიმლავების სახელოსნო-
ებს მოედო, და იმ დროისთვის, როცა ქალაქის თავზე მწუხრის
ლოცვის პირველმა სიტყვებმა გაიჟღერა, ახალი ამბავი უკვე
ასობით ადამიანმა იცოდა. ერთ კვირაში მთელმა ქალაქმა, მათ
შორის, ვენეციელმა ბაილომაც შეიტყო, რომ, წინასწარმეტყვე-
ლის მოთხოვნით, სულთანს კვიპროსი ურჯულო ქრისტიანების-
გან უნდა ეხსნა.
სელიმმა წინაპრების აკლდამები და წამებული აიუბის საფ-
ლავი მოინახულა. სულთანი გარდაცვლილთა სულებმა დალო-
ცეს და ომის დასაწყებად კურთხევა მისცეს. მაგრამ როცა ჟამმა
დაჰკრა, სელიმი კვიპროსისკენ მიმავალ ხომალდებს არ გაჰყვა.
გასამარჯვებლად სულაც არ იყო საჭირო, რომ მბრძანებელს
ხმალი ექნია. ამისთვის მისი სიზმარიც კმაროდა. დ
ნადავლი დიდი იყო! ოსმალებმა ნიქოზია დაიპყრეს და ისე
გაძარცვეს, რომ ქალაქს ვეღარავინ ცნობდა. ამას ფამაგუსტის
ალყაც მოჰყვა. ოსმალები თვეობით უტევდნენ ქალაქს და ბო-
ლოს, უამრავ ტყვესთან ერთად, ისიც ხელში ჩაიგდეს.

404
სანამ ომი მძვინვარებდა, ადრიანოპოლში ოსტატი და მისი
შეგირდები წელებზე ფეხს იდგამდნენ. სინანი მის წინაშეე
მდგარ ყოველ ახალ ამოცანას ისე აღიქვამდა, როგორც ერ-
თგვარ ჭუპრს, რომელსაც ქარტეხილების დროს თავს აფარებ-
და. ამ ჭუპრში ერთხელ რომ თავს დაიგულებდა, გარე სამყაროს
მთლიანად სწყდებოდა, აღარც ომებისთვის სცხელოდა და
აღარც ძლევამოსილი გამარჯვებებისთვის. თუმცა ისიც უნდა
ითქვას, რომ კუნძულის აღებამ მშენებლობას ბიძგი მისცა. საქ-
მე ის გახლდათ, რომ ომს დიდძალი ნაალაფარი თანხების შე-
მოდინება მოჰყვა, მუშახელმაც იმატა და სამშენებლო მასალა-
მაც. მაგრამ უცნაური რამ ხდებოდა: რაც უფრო მაღლა მიიწევდა
მისი სახელობის მეჩეთი, მით უფრო დაბლა ეშვებოდა თავად
სულთანი. შენობასა და ადამიანს შორის დამყარდა ურღვევი,
მაგრამ, ამავდროულად, ერთგვარი პირუკუ კავშირი, რომელიც
დღისა და ღამის კავშირს ჩამოჰგავდა. იმისთვის რომ ერთს ეარ-
სება, მეორე უნდა გამქრალიყო.
მეჩეთის კედელში ჩაჭედებული ყოველი ლურსმანი, ყოველი
ქვა რაღაცას აკლებდა სულთანს - ჯანმრთელობას, ბედნიერე-
ბას, ძალაუფლებას და, ყველაფერთან ერთად, ყისმათს!
შემოდგომის ერთ საღამოს, როცა მშენებლები რვა ვეება
ბურჯის აღმართვას ცდილობდნენ, ოსტატმა შეგირდებს შემო-
უთვალა, თქვენთან შეხვედრა მსურსო. სინანის კარავთან მი-
სულ ჯაჰანს სხვა შეგირდები შესასვლელთან დახვდნენ. ისიც იქ-
ვე ჩამოჯდა და დაელოდა, როდის დასრულდებოდა სინანისა და
მეშუშეების მორიგი თათბირი.
დაუდს, როგორც ყოველთვის, დანა პირს არ უხსნიდა და ეჭ-
ვები ღრღნიდა.

405
- რაღაც ვერ მიდის კარგად საქმე. ვშიშობ, ამ მეჩეთის დას-
რულებას საშველი არასდროს დაადგება, - თქვა მან.
საბედნიეროდ, მეშუშეები დროზე დაიშალნენ და ამ სულე-
ლურ ვარაუდებს წერტილი დაუსვეს.
ოსტატი ხალიჩაზე იჯდა. ხალიჩის შუაში აყვავებული ხეები
და ირმების ჯოგი იყო გამოსახული, კიდეებზე კი - ვეფხვები და
ლომები. ხალიჩა ხორასნის ქალაქ ჰერატში იყო მოქსოვილი.
იგი სულთანს ძღვნად ქურთმა ბეგმა მიართვა, რომელსაც ოსმა-
ლეთის მბრძანებელმა თავის დროზე დავრდომილთა თავშესა-
ფარი აუშენა. სინანს მარჯვენა ხელში კრიალოსანი ეჭირა და
აუჩქარებლად მარცვლავდა. ჯაჰანმა იცოდა, რომ სინანი
კრიალოსნებს განწყობის მიხედვით იცვლიდა: ლაჟვარდისფერი
ოპალის კრიალოსანს მაშინ ხმარობდა, როცა ფიქრებში იყო ჩა-
ძირული, ყვითელი ქარვისას ლხენის დროს ათამაშებდა ხელში,
შავი ონიქსისას კი მაშინ ირჩევდა, როცა მის გონებაში ახალი
ჩანაფიქრი მწიფდებოდა. იმ დღეს ღია მწვანე ბივრილის მძივე-
ბიანი კრიალოსანი ეჭირა ხელში, რაც იმას ნიშნავდა, რომ რა-
ღაც საზრუნავი არ ასვენებდა. მის წინ, დაბალ ტაბლაზე ყავა და
ჭიქა წყალი იდგა. იქვე გრაგნილიც იდო. ჯაჰანმა ნახაზს დახედა
და მყისვე იცნო აია სოფია.
შეგირდები ხალიჩაზე ჩამოსხდნენ და ოსტატს მიაჩერდნენ.
სინანი მდუმარედ დაელოდა, სანამ ახალგაზრდები მოხერხებუ-
ლად მოკალათდებოდნენ, კრიალოსანი უფრო სწრაფად აათა-
მაშა ხელში და ახლა სიჩუმეს მხოლოდ მძივების კაკუნი არ-
ღვევდა. ბოლოს ხმა ამოიღო და ახალგაზრდებს თავისი საწუხა-
რი გაანდო. აია სოფიას მიმდებარე ტერიტორია წლების მან-
ძილზე ქოხმახებით იყო გადაჭედილი. ყველა საცხოვრებელი
თავის დროზე უკანონოდ აშენდა. სტამბოლის მთავარ ყადის

406
ამასთან დაკავშირებით ბევრი საჩივარი შეუვიდა, მაგრამ მომ-
ჩივნები სულ ტყუილად ირჯებოდნენ.
როცა ვითარება აუტანელი გახდა, სინანმა სულთანს წერი-
ლობითი თხოვნით მიმართა, სადაც დაუნდობლად კიცხავდა
უვიც ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე ადლი მიწა ხელში ჩა-
იგდეს და საცხოვრებლებს ისე აგებდნენ, რომ არც მშენებლო-
ბისა გაეგებოდათ რამე და არც გარემოს უფრთხილდებოდნენ.
- ჩვენმა სულთანმა ყურად იღო თავისი მოკრძალებული მსა-
ხურის თხოვნა. ქალაქის მთავარი ყადი, მეჩეთის იმამი, რჯუ-
ლისკაცები და უხუცესი ხელოსნები სათათბიროდ დასხდნენ. მა-
თი მიზანი ზარალის შეფასება და სულთნისთვის ანგარიშის წარ-
დგენაა. ხელმწიფის თანხმობის შემთხვევაში, აია სოფიას შეკე-
თება უნდა დავიწყოთ, - თქვა სინანმა.
ჯაჰანი გაიბადრა. რამხელა პატივი იყო ხუროთმოძღვრების
ამ მარგალიტის - ერთ დროს ქრისტიანთა უსაყვარლესი ბაზი-
ლიკის, ახლა კი საუცხოო მეჩეთის განახლება! სწორედ მისმა
დიდებულებამ ათქმევინა იუსტინიანეს ცნობილი სიტყვები: სო-
ლომონ, ახლა კი ნამდვილად გაჯობეო! მაგრამ ამავე დროს ჯა-
ჰანი ხვდებოდა, რომ სინანმა თავის შეგირდებს სათქმელი ბო-
ლომდე არ გაუმხილა.
- თუ სულთნისგან ნებართვა მივიღეთ, მეჩეთის მიმდებარე
სახლებს რა ბედი ეწევა? - ჰკითხა ოსტატს.
სინანს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა და უპასუხა:
- ისინი უნდა აიღონ...
ჯაჰანს სუნთქვა შეეკრა. რაღა მიხვედრა უნდოდა იმას, რომ
მისი ოსტატი დიდი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა. საკითხი ასე
იდგა: ადამიანები თუ შენობა? ცხადი იყო, რომ სინანმა არჩევა-
ნი მეორეზე შეაჩერა.

407
რაოდენ გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, სულთანი მათ მოთ-
ხოვნას იმავე დღეს გამოეხმაურა. მბრძანებელმა გადაწყვიტა,
საკუთარი თვალით ენახა ის, რაც მეჩეთის ირგვლივ ხდებოდა,
ადგილზე ნაზირ-ვეზირების თანხლებით გამოცხადდა და ნაგე-
ბობას ირგვლივ შემოუარა. ნანახმა მასზე ენით უთქმელი, უმძი-
მესი შთაბეჭდილება მოახდინა. მეჩეთის კედლებს ყოველი
მხრიდან ბინძური არხები მიუყვებოდა, რომლებშიც დუნედ მი-
იზლაზნებოდა ამყაყებული წყალი. ვინმეს რომ თავის მოწესრი-
გების მიზნით მისი მოხმარება განეზრახა, კიდევ უარესად დაის-
ვრებოდა. არხის პირას ბაყაყები ყიყინებდნენ და ვირთხები დაშ-
ლიგინებდნენ. ირგვლივ ადამიანებისა და ცხოველების განავა-
ლი აზვინულიყო. არხში ძაღლის ლეში ეგდო. ცხოველს ყბა
მოგლეჯილი ჰქონდა, ღიად დარჩენილ, გაშეშებულ თვალებში
შიში ჩასდგომოდა. ყველა ის ადამიანი, ვინც მეჩეთის ირგვლივ
ცხოვრობდა, სტამბოლში ახალი ჩამოსული იყო. მათ მშობ-
ლიური სოფლები დატოვეს და სატახტო ქალაქს შეეხიზნენ, სა-
დაც არც თავშესაფარი ელოდათ, არც სანდო ნათესავი და არც
დასამუშავებელი მიწა. უბრალოდ, შეიტყვეს, რომ აია სოფიას
ირგვლივ დაუსახლებელი, ადვილად ხელმისაწვდომი ადგილე-
ბი მოიძევებოდა, ჩამოვიდნენ და აქ გაიდგეს ფესვები. მაგრამ
ძველისძველი ტაძარი მხოლოდ ღარიბთა სამოსახლოების მარ-
წუხებში როდი იყო მოქცეული. აქ სახელოსნოებს, თავლებს,
ცხვრის ბაკებს, საქათმეებსა და საპირფარეშოებსაც მრავლად
ნახავდით. ეს ყველაფერი მეჩეთისკენ მიიწევდა და შენობას ოთ-
ხივე მხრიდან ავიწროებდა. წნეხი იმდენად ძლიერი იყო, რომ

408
დასავლეთის კედელმა, სადაც ყველაზე მეტი სიმჭიდროვე იგ-
რძნობოდა, ვეღარ გაუძლო და ჩაიზნიქა.
სულთანი და მისი ამალა ხარაზის სახელოსნოში შევიდა. ში-
შისგან თვალებგადმოკარკლული, ენაჩავარდნილი ხარაზი
სულთნის დანახვისას კანკალმა აიტანა და ვერც ერთ შეკითხვას
ვერ უპასუხა. გასაკვირი იყო, გული რომ არ შეუღონდა. ქუჩის
ბოლოში ერთი ფარდული იდგა. აქ, ვეება ქვაბებში სანთლის
ქონის გამოსადნობად ცხოველის შიგანი თუხთუხებდა. იქაურო-
ბა ისე ყარდა, რომ სულთანმა აბრეშუმის ხელსახოცი ცხვირზე
აიფარა და გარეთ გავარდა. ამალა ფაცხაფუცხით დაედევნა.
ამ ჭრელი უბნის ერთ-ერთ მკვიდრს საქონლის სადგომი და
სამსართულიანი სახლი აეშენებინა, რომელსაც სტუდენტებსა
და მომლოცველებზე აქირავებდა. მეორე მოსახლეს ბაღში ჭის
გამართვა მოენდომებინა და იმხელა ორმო ამოეთხარა, რომ
ტაძარს საძირკველი მოერყა. მესამეს სახლი აშენებისთანავე
ჩამოექცა თავზე და დაშავებას სასწაულებრივად გადაურჩა, მაგ-
რამ სახლი ხელმეორედ ააგო და ახლა მის ბაღში სამშენებლო
ქვა-ღორღი ეყარა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ და ძაღლები
დასუნსულებდნენ.
იქაურობის დათვალიერებას რომ მორჩა, ულაყზე ამხედრე-
ბულმა მბრძანებელმა სინანს ჩამოსძახა:
- ხუროთმოძღვართუხუცესო, მომიახლოვდი!
სინანი მიუახლოვდა და თაყვანი სცა.
- აღმაშფოთებელია ეს ყველაფერი. მეჩეთი აუცილებლად უნ-
და განახლდეს!ე ეს ჩემი სურვილია! - ბრძანა სულთანმა.
სინანმა კვლავ დაუხარა თავი და მადლიერების ნიშნად თვა-
ლები დახუჭა.

409
- დამილოცნიხართ. დაუყოვნებლივ შეუდექით საქმეს. სადაც
საჭიროა, მეჩეთს საყრდენები მიაშველეთ. ეს ქოხები კი აიღეთ.
არც ერთი მათგანი არ აშენებულა ჩემი ნებართვით! - ბრძანა
სულთანმა, შემდეგ ბეჭდებით დამშვენებული ხელი აიქნია და
ორი მსახური იხმო. ერთი წინ მოდიოდა, მეორეს სიასამურით
გაწყობილი აბრეშუმის ხალათი მოჰქონდა. დიდვეზირმა მსა-
ხურს ხალათი გამოართვა, ჯერ კიდევ მუხლებზე დამხობილ სი-
ნანს გაუწოდა და ალერსიანად სთხოვა ფეხზე წამოდგომა.
ასე მიიღო ხუროთმოძღვარმა საპატიო ხალათი.
დაუდმა, იუსუფმა, ნიკოლამ და ჯაჰანმა ერთმანეთისკენ მზე-
რა გააპარეს. ოთხივეს უნებურად ჩაეღიმა.
- ახლა კი მუშაობას შეუდექით. - ბრძანა სულთანმა, სადავე
მოქაჩა და წასვლა დააპირა.
- თქვენო უდიდებულესობავ, უკანონოდ აშენებულ ნაგებობა-
თაგან ერთ-ერთში სასახლის საწყობია განთავსებული, გვაძ-
ლევთ თუ არა უფლებას, რომ ისიც სხვებთან ერთად დავანგრი-
ოთ? - ჰკითხა სინანმა.
სულთანი სელიმი შეყოყმანდა, მაგრამ დიდხანს არ უფიქრია.
- ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ, - თქვა ბო-
ლოს.
მეორე დღეს ზეირექისა და ქალენდერჰანეს უბნებიც შემოწ-
მდა. აქაც უამრავი უკანონოდ აშენებული სახლი დახვდათ. ოს-
ტატმა გადაწყვიტა, წმინდა მეჩეთის ირგვლივ ოცდათხუთმეტი
წყრთის მოცულობის ფართობი გაესუფთავებინა და ირგვლივ
ყველაფერი მიწასთან გაესწორებინა, შეგირდებს კი დაავალა,
რომ ამ სამუშაოს გეგმა დეტალურად გაეწერათ. გეგმის ერთი
ასლი დასამტკიცებლად სულთნისთვის უნდა გადაეცათ, მეორე
კი ვეფას სამშენებლო არქივში შეენახათ. დოკუმენტი შემდეგი

410
ვალდებულებების ნუსხას შეიცავდა: აია სოფიას დაზიანებული
კედლების გამაგრება; ახალი არხების მეშვეობით მეჩეთის სუფ-
თა წყლით მომარაგება; ტყვიის ფურცლებით შენობის ხელახა-
ლი გადახურვა; მინარეთის დამპალი და გამოხრული ხის საძირ-
კვლის აგურით ამოშენება; მედრესეს ირგვლივ ქოხების აღება
და სამი წყრთის სიგანის სივრცის გამოთავისუფლება; აია სოფი-
ას მარჯვნივ და მარცხნივ ოცდათხუთმეტი წყრთის სიგანის სივ-
რცის გაწმენდა და ყველა უკანონო შენობის დანგრევა; დან-
გრეული შენობებიდან მორჩენილი ქვების, აგურისა და ფიცრე-
ბის მეჩეთის შესაკეთებელ სამუშაოებში გამოყენება.
სულთანმა გეგმა არათუ მოიწონა, არამედ შესაბამისი ბრძა-
ნებულება გასცა:
ქალაქ სტამბოლის მთავარ ყადისა და აია სოფიას მეჩეთის
მეჭურჭლეს!
როცა მამცნეს, რომ დიდ მეჩეთს დროჟამისა და ადამიანთა
მიმტაცებლობის გამო ზიანი ადგება, და მისი შეკეთების შესახებ
თხოვნით მომმართეს, ხუროთმოძღვართუხუცესსა და სხვა
მცოდნე პირებთან ერთად (უფალმა სიბრძნე ნუ მოაკლოს მათ!)
მეჩეთის მიმდებარე სივრცე პირადად დავათვალიერე და მივე-
დი დასკვნამდე, რომ ეს სამუშაო დაუყოვნებლივ უნდა განხორ-
ციელდეს, რადგან წმინდა სავანეებზე ზრუნვა თვით ყოვლისშემ-
ძლე უფლის ნება და სულთნის კეთილშობილური მოვალეობაა!
მიბრძანებია და ვითხოვ ამ ბრძანების დაუყოვნებლივ აღ-
სრულებას: ხელი შევუწყოთ და საჭირო მასალებით მოვამარა-
გოთ ხუროთმოძღვართუხუცესი და მისი თანაშემწეები!

411
ბრძანებულებით ზურგგამაგრებულმა და ფრთაშესხმულმა
სინანმა, შეგირდებთან ერთად, სამუშაოსთვის მზადება დაიწყო.
მის განკარგულებაში იყო ჩაქუჩებითა და უროებით შეიარაღე-
ბული ოთხმოცდახუთი მუშა და დიდი რაოდენობით დენთი. აგ-
რეთვე, ცხოველები: ხარები, აქლემები, ჯორები და ჩოტა. მაგ-
რამ როცა მშენებლები აია სოფიას მიუახლოვდნენ, ბრბო უკვე
ელოდათ. მათ წინაშე ძვალ-რბილით ნაგები ცოცხალი კედელი
აღმართულიყო. ყოველი მხრიდან ჩანდა ბოღმიანი, ჩაცვენილი
თვალები და მკაცრად მოკუმული პირები, ჰაერში კი რისხვის
მქისე სუნი ტრიალებდა. ასეთ სიძულვილს შეუჩვეველი შეგირ-
დები სახტად დარჩნენ. ოსტატიც გაოცდა. სახეზე მკვდრისფერი
დაედო და თითქოს თვალის დახამხამებაში დაბერდა.
- რა ხდება? - იკითხა სინანმა.
- რა გასაკვირია, სახლებს ვუნგრევთ... - ჩაილაპარაკა ნიკო-
ლამ.
- ოსტატო, ნება მომეცი, გავესაუბრო, - ჩაერია დაუდი, - ისინი
ჩემი მშობლიური მხარიდან არიან. ჩემს ხალხს კარგად ვიცნობ.
მტრად ნუ მოვიკიდებთ ამ ადამიანებს!
- მართალს ამბობს. სანამ სამუშაოს შევუდგებით, იქნებ და-
ვარწმუნოთ და დავიყოლიოთ, - კვერი დაუკრა ჯაჰანმა.
სინანმა დათმო. მოსასხამი ტანზე ისე შემოიხვია, თითქოს
თავს ორპირი ქარისგან იცავსო, და დაუდს მიმართა:
- მიდი, დაუდ, დაელაპარაკე. დაარწმუნე, რომ ზარალს ავუ-
ნაზღაურებთ. სულთანმა ხომ სიტყვა მოგვცა...
შემდეგ მუშებს მიუბრუნდა:
- დაიშალეთ, დღეს სამუშაოს ვერ დავიწყებთ!

412
მეორე დილით ქუჩა ცარიელი დახვდათ. ირგვლივ სიმშვიდე
სუფევდა, მაგრამ უცებ სახეაჭარხლებულმა ათისთავმა მოირბი-
ნა, ოსტატს არც კი მიესალმა, ისე აქაქანდა:
- ვიღუპებით, ეფენდი!
- რა ხდება? - ჰკითხა სინანმა.
- სამუშაო იარაღები მოგვპარეს, ურიკები დაგვიმტვრიეს.
ცოცხალი თავით არ გვამუშავებენ ეგ ოხრები!
გაირკვა, რომ მეჩეთთან კიდევ უფრო მრავალრიცხოვან და
განრისხებულ ბრბოს მოეყარა თავი.
- რა უნდათ? -იკითხა ოსტატმა.
- ასე ამბობენ, ეს ურჯულოების ტაძარიაო! წარმოიდგინეთ,
რა თავგასულობაა! ძალიან კი მერიდება ამის თქმა, მაგრამ
თქვენც გივრცელებენ ჭორებს, ოსტატო! - თქვა გაბრიელ თოვ-
ლისკაცმა.
- მაინც რას ამბობენ? - იკითხა სინანმა.
გაბრიელმა თვალები დახარა.
- ასე ამბობენ, ეგ ოსტატი მაჰმადიანად მოქცეული ქრის-
ტიანია და ეკლესიის სასარგებლოდ მართლმორწმუნე მაჰმა-
დიანებს სახლებს იმიტომ უნგრევსო.
სინანი მოიღუშა და ჩაილაპარაკა:
- მეჩეთები, ეკლესიები და სინაგოგები ღმერთის სახელით
შენდება. როგორ შეიძლება მათი უპატივცემულობა?
ბრბოს არაფრის გაგონება არ სურდა. შეგირდები დღითიდღე
სულ უფრო დიდ სირთულეებს აწყდებოდნენ. მუშახელი დაფ-
რთხა. ერთ დღესაც ორი ცხოველი მკვდარი იპოვეს. ცხადი იყო,
მოწამლულები იყვნენ. ჯაჰანს შეეშინდა, ჩოტასთვის არაფერი
დაეშავებინათ და მას აქეთ სპილო მშენებლობაზე აღარ მოჰყავ-

413
და. მუშაობა შეუძლებელი გახდა. მშენებლები ერთ ლურსმან-
საც კი ვეღარ აჭედებდნენ და ქვას ქვაზე ვეღარ დებდნენ.
ერთ კვირაში სინანმა და მისმა შეგირდებმა დახმარებისთვის
მთავარ ყადის მიმართეს. ყადი წვერებშეჭაღარავებული კაცი
იყო, ქვეშქვეშა, ფრთხილი მზერის მქონე. ჯაჰანს ეჭვი არ ეპარე-
ბოდა, რომ მისი რისხვა უნებართვოდ დასახლებულებს დაატ-
ყდებოდა თავზე, მაგრამ ყადი რატომღაც სინანზე გაბრაზდა.
- თქვენმა ოსტატმა სულთანს თხოვნით მიმართა. ჩვენმა
დიდსულოვანმა მბრძანებელმაც ყურად იღო მისი თხოვნა. საქ-
მე კი, აი, სადამდე მივიდა! - გაუწყრა იგი სტუმრებს.
- ეფენდი, ნუთუ იმ ხალხს არაფერში ადანაშაულებთ? -
გაიოცა ჯაჰანმა, - მათ ხომ აია სოფიას ირგვლივ სახლები უკა-
ნონოდ ააშენეს, თანაც...
- გასაგებია! - გააწყვეტინა ყადიმ. - ვიფიქრებ, იქნებ რამე ვი-
ღონო. თუმცა ჩემგან სასწაულებს ნუ ელოდებით.
დაღონებული შეგირდები უკან გამობრუნდნენ. ჯაჰანი მიხ-
ვდა, რომ მათ დახმარებას ყველა თავს არიდებდა. ზოგს ბოღმა
უბორკავდა ხელ-ფეხს, ზოგს - სიზარმაცე, ზოგსაც სინანის წარ-
მატებისა შურდა.
ამ საქმეს, სავარაუდოდ, აღარაფერი ეშველებოდა, რამდენი-
მე დღის შემდეგ მორიგი ფეტვა70 რომ არ გამოსულიყო. დიდვე-
ზირის სიტყვები ქალაქს სეტყვასავით დააცხრა და ერთბაშად ჩა-
აქრო დიდი თუ მცირე ხანძარი.

70მუფთის მიერ გამოცემული წერილობითი განკარგულება, რო-


მელიც ეფუძნება რელიგიურ და იურიდიულ კანონებს.

414
კითხვა: მავანი ბრძანებს, რომ უწინდელი ეკლესიის და ამჟა-
მად წმინდა მეჩეთის მიმდებარე მიწებს ერთი მიზეზით არ თმო-
ბენ: ურჯულოთა ხელით აგებული შენობა, მათი აზრით, მაინც
დასანგრევადაა განწირული. მავანი ამ ადამიანებს მხარს უჭერს
და ამტკიცებს, რომ თავადაც ურჯულოა ის, ვინც ურჯულოთა
ტაძრის განახლებას ხელს მოჰკიდებს. რა უნდა ვიღონოთ ამ
ადამიანებისა და მათი მხარდამჭერებისე წინააღმდეგ?
პასუხი: ყველა, ვინც ამ მცდარ სიტყვას ამბობს, ურჯულო თა-
ვად არის და სასჯელი არ ასცდება. დაისჯებიან ისინიც, ვინც სა-
მუშაოს ხელს უშლის. მეჩეთის აღდგენა კი, შარიათის სამარ-
თლიანი კანონის თანხმად, შეუფერხებლად წარიმართება!
ის დღე იყო და ის დღე. საქმე წაღმა წავიდა. ქუჩაში თავმოყ-
რილ ბრბოს ვეღარსად ნახავდით. მხოლოდ დროდადრო ჰქონ-
და ადგილი უმნიშვნელო ინციდენტებს, მაგალითად, სამუშაო
იარაღების ქურდობას. სინანი სელიმიეს მეჩეთის დასასრულებ-
ლად ადრიანოპოლში დაბრუნდა და თან იუსუფიც წაიყვანა. ჯა-
ჰანი გაღიზიანდა. ერჩივნა, რომ იუსუფი გვერდით ჰყოლოდა და
მასზე თვალი სჭეროდა, რადგან ჯერ კიდევ არ დაუსვამს მის-
თვის კითხვები ტომაზოსთან საიდუმლო შეხვედრების შესახებ.
აია სოფიას შესაკეთებელი სამუშაოების მეთვალყურეობა
დაუდს, ნიკოლასა და ჯაჰანს დაეკისრათ. შეგირდები რამდენიმე
დღეში ერთხელ ოსტატს წერილს უგზავნიდნენ და ანგარიშს აბა-
რებდნენ, მაგრამ თანდათანობით წერილებმა იკლო და ოსტატ-
სა და შეგირდებს შორის უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ახალ-
გაზრდებს აღარ სურდათ სინანისთვის იმის გამხელა, რომ
მდგომარეობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. ჯაჰანი და მისი
მეგობრები ყოველდღეე აფრთხილებდნენ და ასაბარგებლად
საკმაო დროს აძლევდნენ ასაღებად გამზადებული ქოხების ბი-

415
ნადრებს, მაგრამ ხალხი ფეხს ითრევდა. დროდადრო ნახავდით
გულისმომკვლელ სცენებს: ოჯახები ტირილითა და წყველა--
კრულვით მიათრევდნენ ღარიბულ ბარგი-ბარხანას: სამზა-
რეულოს ნივთებს, ლამპრებს, ჭილოფებს, სათამაშოებს, აკ-
ვნებს, კილიმებსა და ჩიტის გალიებს.
ჯაჰანს ჩვევად ექცა: ფიქრები რომ მოეძალებოდა, დაადებდა
თავს და უბანს შემოივლიდა ხოლმე, ზოგჯერ რომელიმე მეგო-
ბართან ერთად, ზოგჯერ კი მარტო. ერთხელ ის და ნიკოლა ჭუჭ-
ყიან ქუჩაბანდს მიუყვებოდნენ. ნახევრად დაცარიელებულ სახე-
ლოსნოებს რომ ჩაუარეს, ორ ბავშვს შეეჩეხნენ. სავარაუდოდ,
და-ძმას, რადგან ერთმანეთს ძლიერ ჰგავდნენ. ჭორფლიანი სა-
ხეები ჰქონდათ, ეშმაკურად აელვარებდნენ მწვანე თვალებს.
ტილებისგან თავის დასაღწევად თმა მოკლედ ჰქონდათ შეკრე-
ჭილი. ორივე ფეხშიშველი იყო.
ჯაჰანმა ჩაიმუხლა და ბავშვებს გასძახა:
- ჰეი, პატარებო. აქ მარტო რატომ დადიხართ? სად ცხოვ-
რობთ?
გოგონამ ქუჩის ბოლოში მდგარი ქოხისკენ მიუთითა. დანა-
შაულის გრძნობით შეწუხებულმა ნიკოლამ და ჯაჰანმა ერთმა-
ნეთს გადახედეს. ამ ქოხს მეორე დილით აღებას უპირებდნენ.
ბიჭმა ჯაჰანს მკლავში ხელი წაავლო და მთელი ძალით მოქაჩა.
დაფლეთილი სახელოებიდან თეთრი ჩხირებივით გამოსჩროდა
გალეული მაჯები. ჯაჰანს ნირი წაუხდა. ბიჭი აშკარად სახლში
ეპატიჟებოდა.
- არა, ვერ გამოგყვები! - უნებურად, მკვახედ მიახალა პატა-
რას.

416
ბავშვებმა უკან არ დაიხიეს. ბიჭი ჯაჰანს მუდარით სავსე,
წყლიან თვალებს არ აშორებდა, გოგონამ კი ნიკოლას დაუწყო
ჯაჯგური. შეგირდებმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.
როგორც კი ფეხი შედგეს ქოხში, რომელსაც ეს ბავშვები
სახლს უწოდებდნენ, ნიკოლას და ჯაჰანს შმორის სულისშემხუთ-
ველი სუნი ეცათ. პირველ ოთახში, იატაკზე ავადმყოფი კაცი იწ-
ვა. თავზე თავით ფეხებამდე საბურველში გახვეული ქალი ადგა,
რომელიც უცხო სტუმრების დანახვისთანავე ოთახიდან ფაცხა-
ფუცხით გავიდა.
- ეს მამაჩემია, - თქვა გოგონამ.
უსიცოცხლოდ მიგდებულმა ავადმყოფმა შვილის ხმის გაგო-
ნებისას თავი მოაბრუნა. ტკივილით სავსე იყო მისი მზერა. გა-
ჭირვებით ამოიხავლა რაღაც. გოგონა თამამად დაიხარა, მიაყუ-
რადა, თავი დაუქნია და ჯაჰანს განუმარტა:
- მამა გეკითხებათ: თქვენ აზრაელი გქვიათ?
ჯაჰანს გააჟრჟოლა, სნეულს აშკარად მოლანდებები ჰქონდა,
რაკი სტუმარი სიკვდილის ანგელოზში შეეშალა. შინაგანი ხმა
კარნახობდა, რომ იქაურობას სასწრაფოდ უნდა გასცლოდა,
მაგრამ სულ სხვაგვარად მოიქცა - ავადმყოფს გამოჯანმრთელე-
ბა უსურვა და ბავშვებს სხვა ოთახებში შეჰყვა. ნიკოლა კოჭლო-
ბით მისდევდა უკან. მეორე ოთახში ტყუპ ჩვილს ეძინა. აკვანში
მწოლიარე, პირღია პატარებს თავზე მზის სხივები დასთამაშებ-
დათ. ერთ-ერთს ზედა ტუჩი დასახიჩრებული ჰქონდა, რის გამოც
გაჭრილი ვაშლივით ერთნაირ ტყუპებს ერთმანეთისგან ყველა
ადვილად გაარჩევდა.
ბავშვები მაინც არ ცხრებოდნენ და ჩაბნელებული, დაბალჭე-
რიანი დერეფნით სტუმრები უკანა ეზოში გაიყვანეს. შეგირდები
სახტად დარჩნენ, იმდენად ახლოს იყო ეს საცხოვრებელი აია

417
სოფიას კედლებთან. ერთ კუთხეში ცარიელი საქათმე იდგა,
მეორეში კარებმონჯღრეული საპირფარეშო. იქვე, კალათში, ძუ-
ძუებდაბერილი, ზოლიანი კატა მოკალათებულიყო, იმავე შეფე-
რილობის ხუთ კნუტთან ერთად. გოგონამ ერთ-ერთ კნუტს კი-
სერში ხელი წაავლო და გაძვალტყავებულ მკერდზე მიიკრა.
ალერსით ნასიამოვნები ცხოველი გაიტრუნა. გოგონამ სათუთი
ქმნილება ჯაჰანს გაუწოდა და უთხრა:
- წაიყვანე!
- ვერ წავიყვან! - უპასუხა ჯაჰანმა.
- წაიყვანე, შენი იყოს! - თავისას არ იშლიდა გოგონა, მაგრამ
ჯაჰანმაც არანაკლები სიჯიუტე გამოიჩინა.
- არ მჭირდება კნუტები!
- აქ თუ დარჩნენ, დაიხოცებიან! - თქვა დაღონებულმა გოგო-
ნამ.
უცებ ბიჭმა კნუტს ხელი დაავლო და ჯაჰანს მიაჩეჩა. დაფეთე-
ბულმა კნუტმა მაჰაუტს ცერი გაუჩხაპნა. ჯაჰანი შეხტა, მაგრამ
წამოყვირებისგან თავი შეიკავა და ბავშვებს უთხრა:
- დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენი კნუტების გადარჩენა
ნამდვილად არ შემიძლია!
სულით ხორცამდე შეძრული ახალგაზრდები ქოხში შებრუნ-
დნენ, ოთახები გაიარეს და ქუჩაში გავიდნენ. იქ უკვე მოეყარათ
თავი მეზობლებს, რომლებსაც მათი სტუმრობის ამბავი შეეტ-
ყოთ.
ვიღაცამ ქვა ისროლა და ნიკოლას მხარი ატკინა.
შეგირდები გაიქცნენ, მაგრამ გზა აებნათ, სადღაც სხვაგან
გაუხვიეს, მაყვლით გაბარდულ მინდორში აღმოჩნდნენ და წვი-
ვები ეკლებით დაეჩხვლიტათ. აქოშინებულებს ასი თვალი და

418
ასი ყური ჰქონდათ გამობმული, ემანდ, ბუჩქებიდან არავინ გა-
მოგვიხტესო. ნიკოლამ ნაბიჯი შეანელა და ამოიგმინა:
- არა, მე ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებ!
- ვერც მე! - მხარი აუბა ჯაჰანმა.
მეგობრები სამშენებლო მოედანს დაუბრუნდნენ. მათი და-
ნახვისას დაუდი მოიღუშა და იკითხა:
- ხომ მშვიდობაა?
ჯაჰანმა უამბო, რაც გადახდათ. ავადმყოფზეც უამბო, ბავ-
შვებზეც და მძინარე ჩვილებზეც.
- გრძნობებს ნუ აჰყვებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მათ იმ
ქოხის აშენების უფლება არ ჰქონდათ, - თქვა დაუდმა.
- რა ექნათ? მათ ხომ წასასვლელი არსად ჰქონდათ...
- ანაზღაურებას მიიღებენ. სულთანმა პირობა დადო!
- ყველამ ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის.
- მაშ, რა უნდა ვქნათ? - წაიბუტბუტა დაუდმა და წვერზე ხელი
ჩამოისვა, - ოსტატმა ხომ ეს საქმე ჩვენ მოგვანდო.
- თვითონ ოსტატი სად არის? სულთნის მეჩეთს აშენებს, ეს
დომხალი კი ჩვენ შეგვატოვა! - წამოსცდა ჯაჰანს, მაგრამ ეს
ღვარძლიანი სიტყვები მის ბაგეს მოსწყდა თუ არა, მაშინვე ინა-
ნა და ნათქვამს ესღა დასძინა:
- მაპატიე, დაუდ.
- უკვე გაპატიე, - ძმურად გაუღიმა დაუდმა.
მთელი კვირა ჭოჭმანობდნენ და ოსტატთან წერილის გაგზავ-
ნას სახვალიოდ დებდნენ. ერთმანეთსაც ერიდებოდნენ, თით-
ქოს რაც მეტ დროს დაჰყოფდნენ ერთად, უფრო დამნაშავედ იგ-
რძნობდნენ თავს. ამასობაში ოსტატმა თავის შეგირდებს წერი-
ლი თავად მისწერა. აი, მისი შინაარსიც:
ჩემო მუყაითო შეგირდებო!

419
სულთნის სახელობის მეჩეთის დაუყოვნებლივ დასრულება
რომ არ მეკისრებოდეს, ცხადია, თქვენ გვერდით ვიქნებოდი. ეს
გადაუდებელი საქმეა. ამან მაიძულა თქვენი დატოვება. ვიცოდი,
რომ აია სოფიაზე ზრუნვას ნამდვილად შეძლებდით. თუმცა ისიც
მესმის, რომ ეს ჩვენთვის ყველაზე რთული ამოცანა აღმოჩნდა.
ჩვენი ხელობიდან გამომდინარე, ადამიანებთან იშვიათად
გვაქვს ხოლმე საქმე.
ჩვენ ქვის კარიერებთან ვმეგობრობთ, ფილებს ვესაუბრებით,
მარმარილოს ჩურჩულს ვაყურადებთ. ამჯერად კი იმ ადამიანე-
ბის პირისპირ აღმოვჩნდით, რომელთა საცხოვრებლებს დან-
გრევას ვუპირებთ. არ არის ეს ადვილი საქმე. რომ შემეძლოს,
იმ ოჯახებს უსაფრთხო ადგილას დავასახლებდი და ხეხილის ბა-
ღებისთვის მიწის ნაკვეთებს დავურიგებდი. მაგრამ ეს ჩემს ძა-
ლებს აღემატება. ამას ვერც თქვენ გააკეთებთ.
გახსოვდეთ, რომ ქალაქები ადამიანებს ჰგვანან. ქალაქი
მხოლოდ ქვისა და ხისგან არ არის ნაგები, ის ძვალ--
რბილისგანაც შედგება. როცა აზიანებ, ქალაქს სისხლი სდის.
ყოველი უკანონო ნაგებობა სტამბოლის გულში ჩაჭედებული
ლურსმანია. ისევე გებრალებოდეთ დაჭრილი ქალაქი, როგორც
დაჭრილი ადამიანი.
უფალმა მოგმადლოთ ის, რასაც გულით მიელტვით. უფალმა
არ მოგაკლოთ სულიერი წონასწორობა.
ქვისმთლელთა და ხუროთმოძღვართა მფარველი წმინდანე-
ბის, სეთისა და აბრამის მოკრძალებული მოწაფე ს ი ნ ა ნ ი.
იმ შემოდგომაზე შეგირდებმა უამრავი ქოხი გაასწორეს მი-
წასთან. საკმაოდ სწრაფად მუშაობდნენ, მაგრამ ახალმოსახ-
ლეების რიცხვი კიდევ უფრო სწრაფად იზრდებოდა. სანამ ხსენე-
ბული შენობები ინგრეოდა და იქაურობა ქვა-ღორღისგან სუფ-

420
თავდებოდა, ქალაქის სხვა უბნებში ასეთივე უკანონო, არანაკ-
ლებ საფრთხისშემცველი და მახინჯი შენობები ჩნდებოდა.
კვლავაც არავინ უწევდა ანგარიშს სინანის მიერ ქუჩების სიგა-
ნესა და სახლების სიმაღლესთან დაკავშირებით შემუშავებულ
სავალდებულო წესებს. ჯაჰანი ვერ ისვენებდა. ადრე არასოდეს
უფიქრია, რომ ხუროთმოძღვარს, შენების გარდა, სხვა მოვა-
ლეობაც ეკისრებოდა: ქალაქის დაცვა საკუთარი მცხოვრებლე-
ბისგან, წარსულის კი - მომავლისგან!

გუმბათი - აი, რა იწვევდა ყველაზე მეტ ვნებათაღელვას. ხუ-


როთმოძღვართუხუცესისადმი მიწერილ წერილებში სულთანი
ითხოვდა, რომ სელიმიეს გუმბათი აია სოფიას გუმბათზე მაღა-
ლი უნდა ყოფილიყო. ის უნდა გამხდარიყო ერთგვარი ხმამაღა-
ლი განაცხადი ქრისტიანობაზე ისლამის გამარჯვებისა. მას მთე-
ლი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინა, თუ ვინ იყო სინამდვილე-
ში ღმერთის რჩეული. ჯაჰანს ძალიან აღიზიანებდა მსგავსი მსჯე-
ლობა. მბრძანებლის გარდა, ამ შეჯიბრებაში ხუროთმოძღვრებს
ხალხიც იწვევდა და სინანს უდიდესი მათემატიკოსის - ანთე-
მიუსისა და უდიდესი ფიზიკოსის - ისიდორუსის მეტოქეობას
აკისრებდა. სწორედ იმ ადამიანების, ვინც ოდესღაც ურჯულოთა
ტაძარი აღმართეს.
- რა გაწუხებს? ვხედავ, ძალიან გულჩათხრობილი გახდი, -
ჰკითხა ჯაჰანს ოსტატმა.
იმ დღეს, ჩვეულებისამებრ, გვერდიგვერდ შრომობდნენ. ო
შუბლებს გამჭვირვალე ხილაბანდივით უფარავდათ ოფლი,
ფეხსაცმელებს კი - მტვრის თხელი ფენა. უკიდურესი დაღლი-

421
ლობის მიუხედავად, ისე თავდაუზოგავად მუშაობდნენ, თითქოს
თითოეული დღე ემათთვის უკანასკნელი იყო.
- ერთი სული მაქვს, როდის დავასრულებ და გავეცლები
აქაურობას, - უპასუხა ჯაჰანმა.
- ოთხ კვირაში მოვრჩებით, თუ ალაჰმა ინება, - ჩაილაპარაკა
სინანმა მილეული ხმით.
ჯაჰანს ოთხი კვირა საუკუნედ მოეჩვენა, მაგრამ ხმა არ
ამოუღია. წუწუნს როგორ იკადრებდა, როცა ოთხმოც წელს გა-
დაცილებული ოსტატი გათენებიდან შებინდებამდე თავაუღებ-
ლად შრომობდა. რამდენს ეხვეწებოდნენ შეგირდები, მაგრამ
დასვენებაზე მაინც უარს ამბობდა. როგორც ცეცხლი ფარვანას,
ისე იზიდავდა სამშენებლო მოედნის მტვერი, ჭუჭყი და მძიმე,
ერთფეროვანი სამუშაო. ეს ხელებდაკოჟრილი და ფრჩხილებ-
დაბზარული ადამიანი თხემით ტერფამდე მუშაკაცი იყო, მიუხე-
დავად აბრეშუმის ხალათებისა, რომლებსაც საზეიმო შემთხვე-
ვებში იცვამდა. ამით თავის შეგირდებზე უდავოდ დიდ ზეგავლე-
ნას ახდენდა. სამუშაოდ გასული ოსტატი ბრძოლის ველზე გასუ-
ლი სარდლის მსგავსად აღუძრავდა ხელქვეითებს სურვილს,
რომ თავი არ დაეზოგათ და სულ უფრო მეტი ეშრომათ.
- მოგვინელებს ჩვენ ეს მეჩეთი, - თქვა ერთხელ ჯაჰანმა.
სინანი ჩაფიქრდა და უთხრა:
- სწორი შენიშვნაა.
ჯაჰანი არ ელოდა, მის შიშებს ოსტატიც თუ იზიარებდა და
ენის ბორძიკით ჩაილაპარაკა:
- ესე იგი, თქვენც ასე ფიქრობთ...
- წარმოიდგინე ჩვილი დედის საშოში. ის დედის ხარჯზე
ცხოვრობს და თანდათან ქანცს აცლის. როცა რამეს ვაშენებთ,

422
ჩვენც იმ დედას ვემსგავსებით. ბავშვი რომ იბადება, ჩვენზე ბედ-
ნიერი ამქვეყნად არავინ არის.
მშენებლობისა და მშობიარობის შედარებამ ჯაჰანს ღიმილი
მოჰგვარა, მაგრამ იმწამსვე სხვა აზრიც ეწვია:
- ერთი რამ ვერ გამიგია. სულთანი ჩვენთან ერთად არ შრო-
მობს. მაშ, რატომ აცლის ძალას ეს შენობა?
- სულთანი ძალიან არის მიჯაჭვული ამ მეჩეთზე, - უპასუხა სი-
ნანმა.
- რამდენი რამ აგვიგია, ხიდები იქნებოდა ეს, მეჩეთები, მედ-
რესეები თუ აკვედუკები... რატომ არასდროს მქონია მსგავსი
განცდა? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- გქონია, მაგრამ აღარ გახსოვს. ესეც ბუნებრივია. წარსულ-
ში განცდილი ხშირად გვავიწყდება ხოლმე. აქაც მშობიარე დე-
დას გავიხსენებდი.
სინანი დადუმდა, თითქოს ყოყმანობდა, გაეგრძელებინა თუ
არა.
- თუმცა მშობიარობაც არის და მშობიარობაც. ზოგი რთუ-
ლია, ზოგიც ნაკლებად.
- ოსტატო, ნუთუუ იმის თქმა გსურთ, რომ ჩვენმავე ქმნილე-
ბამ შეიძლება ბოლო მოგვიღოს?
- მოკვლით არ მოგვკლავს, მაგრამ დაგვასუსტებს, - თქვა სი-
ნანმა.

სამ კვირაში სულთანმა სინანს წერილობით აცნობა, რომ ად-


რიანოპოლში ჩასვლა და მშენებლობის ბოლო ეტაპისთვის მეთ-
ვალყურეობის გაწევა პირადად სურდა. გზაში ცხენოსანთა
რაზმს უნდა გასძღოლოდა, ამიტომ სპილო ესაჭიროებოდა. მაჰ-

423
მუდი შერისხული იყო და უახლოეს მომავალში კეთილგანწყო-
ბას ნამდვილად ვერ დაიბრუნებდა, ამიტომ არჩევანი ძალაუნე-
ბურად კვლევ ჩოტაზე შეჩერდა.
ოსტატის ნებართვითა და კურთხევით, ჯაჰანი სასახლეში
დაბრუნდა. სანამ სპილო თავლაში ისვენებდა, მაჰაუტმა სამხე-
ცის ძველ ბინადრებს მიაკითხა, მეორე დილით კი გასამგზავ-
რებლად მოემზადა.
ერთ ნახვად ღირდა ეს მსვლელობა. იანიჩრები, რჩეული
მცველები და მშვილდოსნები ხასხასა ფერის სამოსში გამოწყო-
ბილიყვნენ. სულთანს უამრავი ხარჭა მიჰყვებოდა თან. ისინი
მძიმე ფარდებით დაფარულ ეტლებში ისხდნენ. ჰაერი სასიამოვ-
ნო მღელვარებითა და სიამაყით იყო გაჯერებული, თუმცა ამ
ყველაფრის მიღმა მაინც იგრძნობოდა ერთგვარი მოუსვენრო-
ბა. ასე ხდება ხოლმე, როცა შორს, კაშკაშა მზით გასხივოსნებუ-
ლი ცის დასალიერზე, საავდრო ღრუბლები იყრის თავს. საქმე ის
იყო, რომ კვიპროსის დაკარგვითა და ეკლესიების მეჩეთებად
გადაკეთებით თავზარდაცემულ ქრისტიანებს წმინდა ლიგა შე-
ექმნათ და ახლა შურისძიებისთვის ემზადებოდნენ. რომის პაპის
მეომრებმა, ესპანელებმა და ვენეციელებმა ძველი შუღლი
მიივიწყეს და გაერთიანდნენ. როცა ისინი ადრიანოპოლზე გასა-
ლაშქრებლად ემზადებოდნენ, კორინთის ყურეში, ლეპანტოს-
თან, ოსმალებსა და ქრისტიანებს შორის უკვე გააფთრებული
ბრძოლა იყო გაჩაღებული.
ერთ საათში გამოჩნდა სახეაწითლებული, პირმრგვალი
სულთანი. ჯარისკაცებს სალამი მისცა და თავისი ცხენისკენ,
წმინდა სისხლის შავი ულაყისკენ გაემართა. სწორედ ამ დროს
მოხდა ფრიად უცნაური რამ: ყოვლად გაურკვეველი მიზეზით,
ცხენი უცებ წინ გაიჭრა და ფეხი დაუცდა. ყველას ოხვრა აღმოხ-

424
და. ეს ავისმომასწავებელი ნიშანი იყო. არავის გამოჰპარვია,
რომ სელიმი ძალიან შეწუხდა. ახლავე შეაბრუნეთ თავლაში,
დათარსულ ცხენზე ჯდომას ნამდვილად არ ვაპირებო, ბრძანა.
შავ ულაყს შემცვლელი სწრაფად მოუძებნეს. ეს გახლდათ ჩო-
ტა. სულთანსაც ეს უნდოდა. ქალაქიდან პომპეზურად სურდა
გასვლა და ადრიანოპოლშიც ამგვარად აპირებდა შებრძანებას,
სპილო კი საამისოდ ზედგამოჭრილი იყო. ჯაჰანს სასწრაფოდ
მოატანინეს ჰაუდა და ბრჭყვიალა თავსაბურავი, რომელიც ჩო-
ტას სასტიკად სძაგდა. სულთანი კიბეს ჩაებღაუჭა და ზედ რის
ვაივაგლახით აბობღდა. ის იყო, ჰაუდაში უნდა მოკალათებული-
ყო, რომ უცებ ჩოტა მთელი სხეულით შეირხა. ძნელი სათქმე-
ლია, რამ გამოიწვია მისი ეს მკვეთრი მოძრაობა, თავსაბურავის
შეხება არ ესიამოვნა, თუ ეშმაკი ჩაუჯდა გვამში. მბრძანებელმა
წონასწორობა დაკარგა. ბუმბულით გაწყობილი მისი მთასავით
ჩალმა მაჰაუტის ფეხებთან დაეცა. ჯაჰანმა ჩალმას ხელი დაავ-
ლო და კიბეზე აცოცდა. სულთანი და მაჰაუტი პირველად აღმოჩ-
ნდნენ ერთმანეთის პირისპირ. ჯაჰანი კიბეზე იდგა, სულთანი კი
ჰაუდაში იჯდა. სანამ მაჰაუტი მოწიწებით ქედს მოუხრიდა, მათი
თვალები ერთმანეთს შეხვდა.
ჯაჰანი ცალი ხელით თოკს ჩაებღაუჭა, მეორე ხელით კი ჩალ-
მა გაუწოდა.
- მომეცი! - შეუღრინა სელიმმა და ჩალმა გამოართვა, მაგრამ
ხელიდან გაუსხლტა და კვლავ ძირს ჩაუვარდა. ახლა უკვე მსა-
ხურები დაფაცურდნენ, ჩალმა აიღეს და სულთანს ჯაჰანის ხე-
ლით გადააწოდეს. ამჯერად მბრძანებელმა ჩალმა უსიტყვოდ,
ფრთხილად გამოართვა. სახეზე მკვდრისფერი დაედო.
- შეგიძლია წახვიდე, მაჰაუტო, - უთხრა ჯაჰანს.

425
ჯაჰანმა კიბე ფაცხაფუცხით ჩაირბინა და ჩოტას ხორთუმზე
ხელი ჩამოჰკრა. ცხოველმა აიყვანა და ჩვეულ ადგილას, კეფაზე
შემოისვა. ლოცვითა და უფლის სადიდებლებით დაიძრნენ ად-
რიანოპოლისკენ სულთნის მხლებლები. გზისპირას გამწკრივე-
ბული ხალხი აღტაცებული მისჩერებოდა საზეიმო მსვლელობას.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს ერთი შეხედვით დიდებუ-
ლი სანახავი იყო, მგზავრებს მაინც ეტყობოდათ, რომ გული სა-
გულეში არ ჰქონდათ. ფლოქვების თქარუნის, ბორბლების
ჭრიალისა და ჩოტას თავსაბურავზე მიკერებული ზანზალაკების
წკრიალის გარდა ჩამიჩუმი არ ისმოდა. ჯაჰანს ამდენი ხალხის
ასე უხმაუროდ გადაადგილება ადრე არასოდეს ენახა.
სტამბოლი უკან რომ მოიტოვეს, მგზავრები ოდნავ გამხნევ-
დნენ, მაგრამ ქალაქ ადრიანოპოლის კარიბჭესთან ძალიან ცუ-
დი ამბავი დახვდათ. ოსმალეთის იმპერიის ფლოტს დამამცირე-
ბელი, შემზარავი დამარცხება ეწვნია და მთლიანად განადგურე-
ბულიყო. თუკი სიტყვა „ყიამეთი“ რაიმე სხვა სიტყვით შეიძლე-
ბოდა ჩანაცვლებულიყო, ეს ალბათ „ლეპანტო“ უნდა ყოფილი-
ყო. ასობით მეომარი დაიხრჩო, სხვები ბრძოლაში დაეცნენ ან
ტყვედ ჩავარდნენ. ამ ამბავმა ყველას თავზარი დასცა, მაგრამ
ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ელდას უკმაყოფილება და რის-
ხვა მოჰყვა. ანაზდად ყველა განუდგა სულთან სელიმს. ჯაჰანს
ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ქუჩაში გასვლის. ერთხელ,
როცა ჩოტასთან ერთად მისეირნობდა, ვიღაცამ ქვა ესროლა.
ქვამ მაჰაუტს ყურთან ჩაუწუილა და სპილოს ხორთუმში მოხვდა.
ჯაჰანმა მიმოიხედა. რამდენიმე ბიჭი კოჭობანას თამაშობდა, ქუ-
ჩის მოვაჭრე შიგნეულობას ჰყიდდა, ორიოდე გამვლელი სად-
ღაც მიიჩქაროდა. ნებისმიერ მათგანს შეეძლო ამის ჩადენა. ჯა-

426
ჰანმა უნებურად დაასკვნა: ხალხი სპილოსაც და მის მაჰაუტსაც
სულთანთან აკავშირებდა და მათ ზიზღსაც სწორედ ეს იწვევდა.
სამშენებლო მოედანზეც საკმაოდ პირქუში განწყობა სუფევ-
და. ის, რაც იმედიანად დაიწყო, სრული წყვდიადით დასრულდა.
შემართებას სასოწარკვეთილება მოჰყვა, ძლევას - მარცხი,
კვიპროსს კი - ლეპანტო. სელიმიე თითქოს უჩინარ ქანქარაზე
იდგა და საპირისპირო მხარეებს შორის მერყეობდა. ამ ყველაფ-
რის ეპიცენტრში კი იყო ოსტატი სინანი, აუმღვრეველი, შეუპო-
ვარი, შეუჩერებლად მომუშავე...
მშენებლობა გრძელდებოდა. სელიმიეს მინარეთები სინატი-
ფით, მოხდენილობითა და სიმაღლით ყველა ადრინდელ მინა-
რეთს ჩრდილავდა. გალერეებზე ოთხრიგად გამწკრივებულ
სარკმლებში უხვად იღვრებოდა შუქი, ფილებზე ირეკლებოდა
და, მშენებელთა უგუნებობის მიუხედავად, მეჩეთს ცინცხალ,
მხიარულ ელფერს სძენდა. ქვიშაქვით მოპირკეთებულ ფასადს
თაფლისფერი დაჰკრავდა, რაც მთელ შენობას თბილსა და მიმ-
ზიდველს ხდიდა. გაშლილი შიდა სივრცეც ახარებდა თვალს.
მუხლებზე დაჩოქილი ნებისმიერი მლოცველი ყველა წერტილი-
დან ხედავდა მიჰრაბს, საიდანაც იმამი ლოცვას უძღვებოდა.
ყველა ერთნაირ სიახლოვეს გრძნობდა ზენაართან. მეჩეთის
მოსახატად კუნძულ ქიოსიდან ბერძენი მხატვრები მოიწვიეს.
მათ შორის ერთი მაჰმადიანიც ერია. მეოცნებე კაცი გახლდათ,
სახელად ნაკაშ აჰმედ ჩელები. მეჩეთით ისე იყო აღტაცებული,
რომ მის სანახავად დღეში რამდენჯერმე მოდიოდა.
ამ დროს ღია ზღვაში ომი მძვინვარებდა. მოწინააღმდეგეები
კუნძულებს იპყრობდნენ, ფლოტილიები იძირებოდა, მაჰმა-
დიანები და ქრისტიანები საომარ ასპარეზზე ერთმანეთს ხოცავ-

427
დნენ, სინანის ჭუპრისებრ სამყაროში კი გვერდიგვერდ შრო-
მობდნენ.
მარმარილოსა და გრანიტის სვეტებზე დაყრდნობილი გუმბა-
თი რვა მხრიდან მომცრო ნახევარგუმბათებით დამშვენებულ
ოთხკუთხა ნაგებობას აგვირგვინებდა და, მომაჯადოებელი სი-
ლამაზის გარდა, მნახველებს სხვა რამითაც აოცებდა: ზომებით!
გეომეტრიის მცოდნე ოსტატებმა კარის მთავარ ასტრონომთან,
თაკიუდინთან ერთად, გულმოდგინედ აზომეს მისი მოცულობა.
ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: აჯობა თუ არა ამ
ლაჟვარდისფერმა გუმბათმა აია სოფიას გუმბათს? ერთი მხრივ,
დიახაც, აჯობა. ძირიდან კენწერომდე რომ გაგეზომათ, სელიმი-
ეს მეჩეთის მრგვალი გუმბათი სიმაღლით ნამდვილად ჩრდი-
ლავდა იუსტინიანეს ტაძრის ბრტყელ გუმბათს. მაგრამ აზომვა
საძირკვლიდან რომ დაგეწყოთ, აია სოფია მაინც აჯობებდა მას!
ჯაჰანი ოსტატს შეკითხვას ვერ უბედავდა, მაგრამ თავისთვის ვა-
რაუდობდა, რომ სინანი ამ ეფექტის მიღწევას შეგნებულად ცდი-
ლობდა.

ვენეციის ბაილო მარკანტონიო სტამბოლს ტოვებდა. ამ კაც-


მამ ოსმალეთის ცის ქვეშ სრული ექვსი წელი გაატარა და, ამ
ქვეყანაში ნამყოფი სხვა მოგზაურებისგან განსხვავებით, ნამ-
დვილი სტამბოლელი გახდა. გულითადი კაცი იყო, მეგობრები
უხვად ჰყავდა, მაგრამ ორ მათგანს - დიდვეზირ სოკოლუსა და
სინანს განსაკუთრებით აფასებდა. განათლებული, ხალისით
სავსე ვენეციელი დესპანი ქანდაკებასა და ხუროთმოძღვრებაში
კარგად ერკვეოდა და დროდადრო სტუმრობდა სინანს, რომ-
ლის ნამუშევრებსაც fabuloso-ს (ზღაპრული (იტალ.)) უწოდებდა.

428
თავის მხრივ, სინანიც არაერთხელ სწვევია შინ, რის გამოც მა-
ვანნი მწყრალი თვალით შესცქეროდნენ, აქაოდა, ურჯულოსთან
მეგობრობსო!
ამ ქალაქში იყო კიდევ ერთი სულიერი, რომელიც ელჩს ბო-
ლო დროს ძალიან შეუყვარდა. ეს გახლდათ ჩოტა. თუ სადმე ჯა-
ჰანს შეეჩეხებოდა, მარკანტონიო ცხოველს აუცილებლად
მოიკითხავდა და ხშირად მისთვის პირის ჩასატკბარუნებელიც
მიჰქონდა. ცნობისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილი იტალიელი
ჯაჰანს ხშირად ეკითხებოდა სპილოების შესახებ, მაგრამ ამ
ცხოველების წონა და სიცოცხლის ხანგრძლივობა როდი აინტე-
რესებდა. ასეთ შეკითხვებს ჯაჰანი შეჩვეული იყო. მარკანტონი-
ოს კითხვები სულ სხვა ხასიათისა გახლდათ: „მართალია, რომ
სპილოები ქალების მსგავსად ტირიან, როცა გული სწყდებათ?“
„როგორ ფიქრობთ, რა ესიზმრება ამ ცხოველს, როცა სძინავს?“
და ა.შ.
ჯაჰანმა, რომელსაც ამ შეკითხვებზე პასუხები არ ჰქონდა,
ელჩს არაერთხელ დართო ნება, ცხოველი დაეპურებინა და
გაესეირნებინა, რათა ამ საიდუმლოებების გასაღები თავად
ეპოვა.
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, ორი მსახურის თანხლე-
ბით, მარკანტონიო სამხეცეში გამოჩნდა. მსახურები უკან მოჰ-
ყვებოდნენ და უზარმაზარ ჩარჩოს მოათრევდნენ.
- დიდვეზირს გამოსამშვიდობებელ საჩუქარს ვუტოვებ! - გა-
მოაცხადა ბაილომ ცუღლუტური ღიმილით.
- შეიძლება ვნახო? - სთხოვა ჯაჰანმა.
როცა სურათს ტილო ჩამოხსნეს, გაოცებულ მაჰაუტს თავად
ელჩის პორტრეტი შერჩა ხელში. ჩალმასა და ხალათში გამოწ-
ყობილი მარკანტონიო ტახტზე იჯდა, მაგრამ სხვა ფრანკებივით

429
ფეხი ფეხზე როდი ჰქონდა გადადებული. ოსმალურ ყაიდაზე ცა-
ლი ფეხი უკან ჰქონდა შეკეცილი, მეორე კი - მუხლში მოხრილი.
ღია ფანჯარაში ჩანდა სტამბოლი, თავისი მწვანედ აბიბინებული
ფერდობებით, ფაფუკი ღრუბლებითა და ქაიაქებით დაწინწკლუ-
ლი ულურჯესი ზღვით. პორტრეტზე გამოსახული პირი ერთი შე-
ხედვით ბაილოს არც ჰგავდა. მარკანტონიოს მოყვითალო, ფო-
რებიანი პირისკანი ჰქონდა, პორტრეტზე გამოსახულ კაცს კი -
ნორჩი და ჯანსაღი. არც ცხვირის კეხი ჩანდა, არც ნესტოებიდან
ამოჩრილი ბუსუსები და არც ხალი, რომელსაც ბაილო უმარი-
ლით ყოველდღიურად გულმოდგინედ ნიღბავდა. ოსმალური სა-
მოსისა და მხატვრის მიერ შერჩეული პოზის მეშვეობით, ამ კაც-
მა თითქოს რაღაც სხვა საუფლოში შეაბიჯა, სადაც ყველაფერი
გაცილებით უფრო შერბილებული იყო და ხალისიანი ელფერი
დაჰკრავდა. ჩარჩოს ქვედა ნაწილზე წარწერა ჰქონდა: საუკეთე-
სო მეგობარს, მეჰმედ ფაშას.
რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა ჯაჰანი ამ ნამუშევარს,
მით უფრო უმძაფრდებოდა უცნაური განცდა, რომ სურათი მის
თვალწინ ცოცხლდებოდა. ზღვაზე ნელ-ნელა დაიწყეს სრიალი
ქაიქებმა, გაისმა ნიჩბების დგაფუნი, ჰორიზონტზე შექუჩებული
ღრუბლები კი ღველფისფრად შეწითლდნენ. შემდეგ პორტრეტ-
ზე გამოსახულმა ბაილომ ზანტად გაახილა თვალები და მზერა
ნამდვილი ბაილოსკენ გააპარა, თითქოს სურდა, ამ ორი კაცის
მსგავსება შეეფასებინა. ჯაჰანს გააჟრჟოლა და სასწრაფოდ ტი-
ლო ჩამოაფარა. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჩარჩოში სული ბუ-
დობდა, ოღონდ ვერ გარკვეულიყო, ავი იყო ეს სული თუ კეთი-
ლი.
ოთხშაბათს, როცა შეგირდები მორიგ ნახაზზე მუშაობდნენ,
მარკანტინიომ კიდევ ერთი ძღვენი გამოაგზავნა. ამჯერად სინა-

430
ნისთვის. პალისანდრის მოჩუქურთმებულ კოლოფზე ოქროს
ასოებით იყო ამოკვეთილი ინიციალები: „მ.ბ.“ კოლოფში ტყავ-
გადაკრული ფოლიანტი იდო. ეს გახლდათ ვიტრუვიუსის „ხუ-
როთმოძღვრების ათწიგნეული,“ რომელიც თვით მარკანტონი-
ოს ძმამ თარგმნა და შენიშვნებიც დაურთო. სინანს ეს ნაშრომი
წაკითხული ჰქონდა, მაგრამ ამ ახალი, იტალიურენოვანი გამო-
ცემის საჩუქრად მიღება ძლიერ ესიამოვნა. ოსტატმა კოლოფი
მკერდზე მიიკრა და ბიბლიოთეკაში განმარტოვდა. მოგვიანე-
ბით ჯაჰანს უხმო და სთხოვა:
- მოდი, დამეხმარე.
ჯაჰანისთვის იოლი არ აღმოჩნდა დახვეწილი, ნატიფი იტა-
ლიურით დაწერილი ტექსტის თარგმნა. გონების დაუძაბავად
ვერც ერთ წინადადებას ვერ გაართვა თავი. სვენებ-სვენებით მი-
უყვებოდა წიგნის გვერდებს, თვალებმოჭუტული და ჩაფიქრებუ-
ლი სინანი კი ყურადღებით უსმენდა.
„ხუროთმოძღვრება მეცნიერებაა, - ნათქვამი იყო წიგნში, იგი
სამი თვისებისგან შედგება: forza,71 utilità დანიშნულება და
bellezza.“72
- მითხარი, რომელ ერთს დათმობდი, დათმობა რომ აუცილე-
ბელი გახდეს? - ჰკითხა ოსტატმა.
- სილამაზეს! - უპასუხა ჯაჰანმა თავდაჯერებულად, - სიმტკი-
ცეს და დანიშნულებას ნამდვილად ვერ დავთმობთ, სილამაზის
გარეშე კი გაძლებს კაცი, თუ საქმემ მოიტანა.

71 სიმტკიცე.
72 სილამაზე.

431
სინანის სახის გამომეტყველება სრულიად საწინააღმდეგოზე
მეტყველებდა.
- სილამაზეს ვერ დავთმობთ! - თქვა მან.
- მაშ, რომელი უნდა გავიმეტოთ?
- არც ერთი, - თქვა სინანმა სათნო ღიმილით, - თუ ერთი მა-
ინც დათმე, სამივეს დაკარგავ.
ამ დროს ოთახში კაჰიას ვაჟი შემოიჭრა და ოსტატს სასახლი-
დან გამოგზავნილი წერილი გადასცა. სინანმა ბეჭედი ახსნა, გა-
დაიკითხა და თვალებში ქარვისფერი ნაპერწკლები აუკიაფდა.
აღმოჩნდა, რომ სულთანი სელიმი მარკანტონიოს პატივსაცე-
მად დიდ ნადიმს აწყობდა. ეს უდავოდ დიდი პატივი გახლდათ
და იმაზე მეტყველებდა, რომ მბრძანებელი ბაილოს მიმართ კე-
თილად იყო განწყობილი.
- რა გულუხვია ჩვენი სულთანი! - შენიშმა ჯაჰანმა.
- როგორც ვატყობ, შენც მოგიწევს ნადიმზე დასწრება, - თქვა
სინანმა.
- მე?!
ჯაჰანი ვერაფრით დაიჯერებდა, რომ სულთანი წერილში პი-
რადად მას ახსენებდა. მართლაც, გაირკვა, რომ წერილი სულ-
თნის სახელით სოკოლუს გამოეგზავნა, მაჰაუტის ნაცვლად კი
სპილო იყო ნახსენები. დიდვეზირმა იცოდა, როგორ უყვარდა
ბაილოს ეს ცხოველი და ითხოვდა, რომ ჩოტას მენადიმეები გა-
ერთო.
ჯაჰანს გულმა რეჩხი უყო.
- რა გაწუხებს? - ჰკითხა სინანმა.
- მე ხუროთმოძღვართუხუცესის შეგირდი ვარ, დიდვეზირი კი
ისე მიყურებს, როგორც მაჰაუტს.

432
- გამხიარულდი! მინდა, ამ ნადიმზე თან მეახლო. როცა და-
ნაყრდები, წარმოდგენასაც მაშინ შესთავაზებ სტუმრებს, - დაამ-
შვიდა ოსტატმა.
ჯაჰანი გაოცებული მიაჩერდა. სამხეცეში, მომთვინიერებ-
ლებთან ერთად, რიგრიგობით წახემსების ნაცვლად, დიდ დარ-
ბაზში, საპატიო სტუმრების გვერდით უნდა ენადიმა! გული ვერ
იტევდა სასიამოვნო მღელვარებას, მაგრამ მადლობის ნაც-
ვლად უნებურად წამოსცდა:
- ჩოტამ ილეთები არ იცის!
- არც არის საჭირო, - უთხრა ოსტატმა, - უბრალოდ, სტუმრე-
ბის წინ ჩამოატარე. რამდენიმე მარტივი ილეთი იკმარებს. მათ
ის უფრო აინტერესებთ, რა შექმნა ღმერთმა, ვიდრე ის, თუ რას
გააკეთებინებს ამ ქმნილებას ადამიანი!
ჯაჰანს გული საგულეში ჩაუდგა. ამდენი წლის შემდეგ ჯერაც
არ ჰქონდა მონელებული ის სიმწარე, რაც სულთნის მეუღლის,
ჰიურემის სიცოცხლეში იწვნია. ჭირივით ეზარებოდა ამის გაკე-
თება, მაგრამ სპილოს გავარჯიშებას მაინც მიჰყო ხელი. ღონის-
ძიების წინა დღეებში ცხოველს საგანგებოდ შეკერილი ყვითე-
ლი ასალი მოარგეს. ამ ახალ სამოსში გამოწყობილი ჩოტა შო-
რიდან ვეებერთელა ცეცხლოვან ბურთს ჰგავდა. ამის შემდეგ
ფეხებზე ზანზალაკებიანი ვერცხლის საწვივეები წამოაცვეს. სპი-
ლო დაიბნა. რამდენიმე ტლანქი ნაბიჯი გადადგა და ისევ გაჩერ-
და. ვერაფრით მიმხვდარიყო, საიდან მოდიოდა ეს წკრიალა
ხმები.
და აი, დიდი დღეც დადგა. ნაშუადღევს ჯაჰანმა ჩოტა აბანავა,
დავარცხნა და ეშვები ზეთით გაუპოხა. შემდეგ ასალი გადააფი-
ნა, საწვივეები კარგად მოარგო და მიესიყვარულა:

433
- რა ლამაზი ბიჭი ხარ! მე რომ მდედრი სპილო ვიყო, გულში
ჩამივარდებოდი!
ჩოტას მხიარულად აუციმციმდა თავის ვეება ტანთან შედარე-
ბით უსაშველოდ პატარა, დანაოჭებული თვალები. სპილომ და
მაჰაუტმა ჭიშკარი გაიარეს და სერალის ეზოში შევიდნენ.
საღამო საჩუქრების გადაცემის ცერემონიით დაიწყო.
ბაილოს ძვირფასი შალები, ფეხსაცმელი, პატიოსანი თვლებით
შემკული ქამრები, მოოქროვილ გალიებში გამომწყვდეული
ბულბულები და კარგა მოდიდო ქისით ათი ათასი აქჩე მიარ-
თვეს. გაისმა აღელვებული ჩურჩული. ყველა სულთან სელიმის
გულუხვობას აქებდა, მაგრამ თავად მბრძანებელი არსად ჩან-
და. ელჩი სასადილო დარბაზში შეიპატიჟეს. მაღალჭერიან პა-
ლატში საპატიო სტუმრებისთვის ოთხი მაგიდა მოემზადებინათ.
მარკანტონიო, დიდვეზირი და ოსტატი სინანი ერთ სუფრას მიუს-
ხდნენ, სულთანი კი, სასახლის წესისამებრ, განმარტოებით ვახ-
შმობდა. ჯაჰანს გაახსენდა, რომ ფრანკი მეფეები და დედოფლე-
ბი ყოველთვის თავიანთ ამალასთან ერთად უსხდნენ სუფრას.
„ნეტავ ვისი ზნე-ჩვეულებები სჯობს, მათი თუ ოსმალების?!“
გაიფიქრა მაჰაუტმა. „აბა, ვის ესიამოვნება, სხვა მოკვდავთა
მსგავსად, მეფემ რომ ყველას თვალწინ ქათმის ბარკალი ჯიჯ-
გნოს, პირი აწკლაპუნოს და აბოყინოს?“
ვახშამს რომ სხვებთან ერთად არ ესწრებოდა, ეს სულთანს
უდავოდ რესპექტაბელურობას მატებდა, თუმცა, იმავდროულად,
გარშემომყოფთათვის მიუწვდომელს და ძნელად გასაგებს ხდი-
და. ცხადია, ადამიანისკენ გულმა რომ გაგიწიოს, მასთან პური
ერთხელ მაინც უნდა გატეხო...
ჯერი დანარჩენ სტუმრებზე მიდგა. მათ შორის იყო ჯაჰანიც.
ისინი შედარებით მომცრო დარბაზში შეიპატიჟეს. დატრიალდა

434
განიერ მწვანე შარვლებში გამოწყობილი, ერთნაირი სიმაღ-
ლის, თითქოს ერთ თარგზე გამოჭრილი ორმოცდაათიოდე
ახალგაზრდა მსახური. საჩქაროდ მოარბენინეს დიდი, მრგვალი
ლანგრები და ხის საყრდენებზე დაამაგრეს. ლანგრებზე კოვზები
ეწყო. ზეთისხილი, მწნილი და საკმაზები ისეთი პატარა ფიალე-
ბით მიართვეს სტუმრებს, რომ მათი დამსხვრევის შიშით შიგ თი-
თის ჩაყოფას ვერავინ ბედავდა. შემდეგ მსახურმა ბიჭებმა ტაშ-
ტები და ვერცხლის დოქები შემოიტანეს და სტუმრებს ხელები
დააბანინეს. ბოლოს პირსახოცები და პესკირებიც (ტრადი-
ციული ჭრელი ხელსახოცი.) ჩამოარიგეს და ხელის შესამშრა-
ლებლად სტუმრებს მუხლებზე დაუფინეს. ჯაჰანმა ზრდილობის
ფასი კარგად იცოდა და თანამეინახეების მიხრა-მოხრას ყურად-
ღებით აკვირდებოდა. ასეთი დარბაზობების დროს ყველაზე დი-
დი ცოდვა ღორმუცელობა იყო. რაგინდ საყვარელი კერძი მიერ-
თმიათ, სტუმარს სიხარბე არამც და არამც არ უნდა გამოეჩინა
და აუჩქარებლად, თავშეკავებულად უნდა ეჭამა. ჯაჰანი სამ
თითს ფრთხილად იშველიებდა და ყველა ღონეს ხმარობდა,
რომ სუფრა ცხიმით არ მოესვარა. საბედნიეროდ, მისი მსგავსი
ხალხი აქ ბლომად იყო. ისინიც სხვებს მისჩერებოდნენ და ერ-
თმანეთს ზრდილობაში ბაძავდნენ. დროდადრო მათი თვალები
ერთმანეთს ხვდებოდა და ასეთ წუთებში ისინი ერთმანეთს თა-
ვაზიანად უკრავდნენ თავს.
სტუმრებს ხორბლის წვნიანი და შავი პურის ნაჭრები მიარ-
თვეს. კერძი იმდენად მსუყე იყო, რომ ჯაჰანს თავისუფლად შე-
ეძლო, ამით დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ მალე მსახურებმა
თიხის ჭურჭელი გაიტანეს და სტუმრებს ვაზის ფოთლებში გახ-
ვეული დაკეპილი ხორცი, კედრის თხილით შეკმაზული ბრინჯი,
ქათმისა და სოკოს ქაბაბი, ერბოში შებრაწული ბატკნის ხორცი,

435
შემწვარი მტრედები და გნოლები, ცხვრის ბარკლები, ვაშლით
დატენილი ბატი, დამარილებული ქაფშია, ჩრდილოეთის ცივ
ზღვებში დაჭერილი უზარმაზარი წითელი თევზი, ხორციანი ბო-
რეკი და ხახვმოყრილი კვერცხი შესთავაზეს. ამას მოჰყვა ჰოშა-
ფით73 სავსე ფიალები და ხილის ტკბილი ნახარშით სავსე დოქე-
ბი. ჯაჰანს ნაირგვარმა მსუყე სურნელებამ მადა გაუღვიძა და
ყველა კერძი მოსინჯა. ჯესნიჩი74 და ქილირჯი75 დარბაზში ბოლ-
თას სცემდნენ და წესრიგს თვალყურს ადევნებდნენ. ზემოთხსე-
ნებულ კერძებს სხვადასხვა დესერტიც მოჰყვა: ნუშის ფახლავა,
ღუმელში შემცხვარი, ამბრით შეზავებული მსხალი, ალუბლის
მობრაწულა, ყინულის ნატეხებში ჩაწყობილი, დაშაქრული მარ-
წყვი და თაფლში ჩამტკბარი ლეღვი.
ვახშმის შემდეგ სტუმრები გარეთ გავიდნენ. ყველა მათგანი
უღონოდ ჩაესვენა წინასწარ გამზადებულ სავარძლებში. ირ-
გვლივ ბრჭყვიალა ჟილეტებში გამოწყობილი ფაკირები დაქ-
როდნენ, აკრობატები ყირაზე გადადიოდნენ, ხმალიყლაპიები
ალესილ ხმლის პირებს სანსლავდნენ. ბოლოს გამოჩნდა სამი
ძმა: ჩემბერბაზი, შიშებაზი და ჯანბაზი. ერთი სალტეებით ჟონ-
გლიორობდა, მეორე - ბოთლებით, მესამე კი თვალუწვდენელ
სიმაღლეზე გადაჭიმულ ბაგირებზე დახტოდა და სიკვდილს ეთა-
მაშებოდა.

73 ჩირის საწებელი.
74 ჭაშნაგირი.
75 სუფრაჯი.

436
როცა სპილოს ჯერი დადგა, ჯაჰანმა მასთან ერთად მოჩვენე-
ბითი თავდაჯერებით გაიარ-გამოიარა სტუმრების წინ. საბედ-
ნიეროდ, ის მცირეოდენი ილეთი, რომელიც ჩოტას ნასწავლი
ჰქონდა, ისე წარმოადგინეს, რომ გაუთვალისწინებელ ინციდენ-
ტებს ადგილი არ ჰქონია. ბოლოს ჩოტამ ჯაჰანის სარტყლიდან
ყვავილი ამოიღო და გაუწოდა ბაილოს, რომელმაც ყვავილი
მხიარული სიცილით გამოართვა.
ამის შემდეგ ოსტატმა, მისმა შეგირდმა და სპილომ სასახლე
დატოვეს. სამივენი თავ-თავიანთ ფიქრებში იყვნენ ჩაძირულნი.
რაღაც დასრულდა და ეს განცდა ახლა ჰაერში ტრიალებდა. ვე-
ნეციელი ბაილო ოსმალეთს ტოვებდა და ზაფხულიც თანდათან
ილეოდა...
სულთანი სელიმი მთელი საღამო არ გამოჩენილა. ხმები და-
დიოდა, რომ მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. „ეს
წუთისოფელიც ერთი დიდი წარმოდგენაა და სხვა არაფერი.ა ამ
„აღლუმში“ ყველა შეძლებისდაგვარად მონაწილეობს და თითო
საჩვენებელი ილეთით იწონებს თავს; ზოგი დიდხანს ძლებს, ზო-
გიც არა. ბოლოს ყველა უკანა კარიდან იპარება,ყ ყველა ერ-
თნაირად უკმაყოფილოა, ყველას ჰგონია, რომ ტაში მოაკ-
ლდა...“ ფიქრობდა ჯაჰანი.
სელიმიეს მეჩეთის საზეიმო გახსნის შემდეგ სულთანს მე-
ლანქოლიამ მთლად ბოლო მოუღო. ისეთმა წყვდიადმა მოიცვა
მისი სული, რომ მის სახელზე აგებულმა ძეგლმაც კი ვერ მოჰ-
გვარა სიხარული. „რა უცნაურია, რიგითი მლოცველები ახალი
მეჩეთის ულამაზეს არქიტექტურასა და დიდებულებას იმ მბრძა-
ნებელზე მეტად შეჰხარიან, რომელმაც მის აგებას თანხები შეს-
წირა,“ ფიქრობდა გაოცებული ჯაჰანი.

437
ექიმების ვარაუდით, სულთნის უგუნებობას მის სხეულში
დაგროვილი შავი ნაღველი იწვევდა. ამადაც ერეოდა დაუძლე-
ველი სევდა, დღისით თუ ღამით. რა არ იღონეს მკურნალებმა:
კოტოშებს აყრიდნენ, სისხლს უშვებდნენ, გულის ასარევად ხა-
რისძირაც ბლომად ასვეს, მაგრამ კაეშანი ვერაფრით გამოდე-
ნეს მისი გულ-გვამიდან.
ჯაჰანი ოსტატის, მისი შეგირდებისა და ჩოტას თანხლებით
სტამბოლს დაბრუნდა და, თავის აღსაზრდელთან ერთად, კვლავ
სამხეცეში დაბინავდა. დეკემბრის ერთ ღამეს სულთანი სელიმი
სუფის76 თანხლებით სასეირნოდ გამოვიდა. ჯაჰანი თავლაში
იყო და სპილოს საკვებს უმზადებდა. ამ ბოლო დროს ჩოტას
სხვა მომვლელებიც მიუჩინეს, მაგრამ ჯაჰანი მაინც ვერ ისვენებ-
და, მათ საქმიანობას განუწყვეტლივ ამოწმებდა და სპილოს
მოთხოვნილებების ჯეროვნად დაკმაყოფილებას თვალს ადევ-
ნებდა. სწორედ ამ დროს მოჰკრა თვალი სულთანსა და მის თან-
მხლებს, რომლებიც დინჯად მოუყვებდნენ სასახლის ვარდნარს.
ჯაჰანი თივის ზვინზე ავიდა და სტუმრებს ჭუჭრუტანიდან დაუწყო
თვალთვალი. წვერგაბურძგნილ სელიმს ჩამომჭკნარ სახეზე
სიყვითლე შეჰპარვოდა და წონა აეკრიფა; თვალები შეშუპებუ-
ლი ჰქონდა, რაც გამუდმებულ ლოთობაზე მიანიშნებდა, თუმცა
ჯაჰანმა სხვა რამეც გაიფიქრა და თავზარი დაეცა: იქნებ სულთა-
ნი ჩუმჩუმად ტიროდა კიდეც!
სტუმრები ველური კატების გალიებთან, ქვის მერხზე ჩამოს-
ხდნენ. ჯაჰანი თვალებს არ უჯერებდა: მართლმორწმუნეთა წი-
ნამძღოლი, წინასწარმეტყველის მემკვიდრე და სამყაროს

76 იგულისხმება ჰალვეთი შეიხ სულეიმან ეფენდი.

438
მპყრობელი ცივ, უსუფთაო ქვაზე იჯდა! მათი ხმები მდინარის
რაკრაკივით აღწევდა ჯაჰანის ყურამდე, მაგრამ საუბრის შინა-
არსი არ ესმოდა. უცებ სელიმმა თანამოსაუბრეს ასეთი კითხვა
დაუსვა:
- მართალია თუ არა, რომ ალაჰს უყვარს განწმენდილნი?
ჯაჰანი მიხვდა, რომ სულთანი მონანიებას77 გულისხმობდა.
მბრძანებელს ყურანის ეს ადგილი ისე მოსწონდა, რომ კონიაში
აგებული ერთ-ერთი მეჩეთის კედელზე კალიგრაფებს თულუთის
სახითაც კი მიაწერინა. ჯაჰანს სევდამ შემოუტია, ამან კი სითამა-
მე შეჰმატა და გააბედინა ის, რასაც სხვა დროს ვერ გაბედავდა:
სამალავიდან გამოძვრა და სტუმრებს შეეგება.
- სპილო როგორ გყავს? - ჰკითხა სელიმმა, რომელმაც ჯაჰა-
ნის სახელი ვერა და ვერ დაიმახსოვრა.
- კარგად, მბრძანებელო. გასეირნებას ხომ არ ინებებს თქვე-
ნი უდიდებულესობა?
- სხვა დროს იყოს, მაჰაუტო, - ჩაიბუტბუტა სულთანმა, რომ-
ლის ფიქრები იმ წუთებში აშკარად სხვაგან ქროდა.
მაგრამ ეს „სხვა დრო“ აღარ დამდგარა. იმავე კვირას სელი-
მი ჰამამში წაიქცა და იატაკს თავი დაჰკრა. ერთნი ამბობდნენ,
რომ მბრძანებელი სიმთვრალეში გამოესალმა სიცოცხლეს,
სხვები ამტკიცებდნენ, რომ ფხიზელი იყო, მაგრამ ღრმად ჩაფიქ-
რებულს ნაბიჯი აერია.
მეტისმეტად გოროზი და გავლენიანი მბრძანებლის ვაჟმა, მე-
ტისმეტად ვრცელი იმპერიის მპყრობელმა, მეტისმეტად ფაქიზი
სულის პატრონმა, მეოცნებემ და მგოსანმა, სელიმ ლოთმა, სე-

77 ყურანი, სურა IX. მონანიება.

439
ლიმ ოქროსფერთმიანმა, სელიმ ბედკრულმა, (სულთან სელი-
მის მეტსახელები.) სააქაო ორმოცდაათი წლის ასაკში დატოვა.
ნურბანუმ მისი ნეშტი ყინულში შეინახა და მისი გარდაცვალების
ამბავს ანატოლიაში მომსახურე ვაჟიშვილის, მურადის ჩამოს-
ვლამდე მალავდა. სულთან მურადი ტახტზე ავიდა. ჯერ ძმები
დასაჯა სიკვდილით, შემდეგ მამა დაკრძალა. ნებისმიერი სხვა
მმართველის მსგავსად, მასაც უყვარდა შთამბეჭდავი მეჩეთები,
მაგრამ, ბაბუა სულეიმანისგან განსხვავებით, სიდიადეს არად
აგდებდა. არც მამისგან გამოჰყვა სილამაზის ტრფიალი. მის-
თვის არც forza ფასობდა და არც bellezza. მხოლოდ ერთი რამ
იყო მნიშვნელოვანი - utilità.
პრაქტიკული დანიშნულება მისთვის სილამაზესა და სი-
დიადეზე მაღლა იდგა. ცხადი იყო, ასეთი მმართველის ხელში
სინანისა და მისი შეგირდების ცხოვრებაც საგრძნობლად უნდა
შეცვლილიყო.

ერთ ღამეს ჯაჰანი საშინელმა გნიასმა გააღვიძა. ჭიხვინი, ყე-


ფა, დრტვინვა, ბღავილი და ღრენა იქაურობას აზანზარებდა. ჯა-
ჰანმა საბანი გადაიძრო და ფეხზე წამოხტა. სხვებიც აწრიალ-
დნენ თავ-თავიანთ ლოგინებში. ციმბირელმა ტარასმა, რომელ-
საც განსაცდელის დროს სიმშვიდე არასოდეს ღალატობდა, გა-
რეთ გასვლა სხვებს დაასწრო. სანამ მისი მეგობრები სიბნელე-
ში ტანსაცმელს ეძებდნენ, ჯაჰანმა უსინათლოსავით, ხელის ცე-
ცებით შეაბიჯა სულთნისეულ ბაღში. მთვარე ძლივსღა ბჟუტავ-
და, სამაგიეროდ საიდანღაც ჩანჩქერივით იღვრებოდა მოწითა-
ლო, ბრდღვიალა შუქი. ჯაჰანს ბევრი არ უფიქრია, უცებ მიხვდა,
რაც ხდებოდა.

440
- ხანძარია, ხანძარი! - იღრიალა ვიღაცამ.
ჯაჰანმა სასახლეს გახედა და თავისი თვალით დაინახა მის
შუაგულში მოგიზგიზე ცეცხლის ალი. ამ ბაღის ფანჩატურებსა და
ტალავერებში სხვა დროს ისეთი სიმშვიდე სუფევდა, რომ იქ
მყოფთ საკუთარი თმის შრიალიც კი ესმოდათ, ახლა კი აქაურო-
ბას სასოწარკვეთილი შეძახილები აზანზარებდა. ერთ წამში ნა-
ცარტუტად იქცა სულთან სულეიმანის მიერ ოდესღაც შემოღებუ-
ლი სიჩუმის კანონი.
ხანძარმა სერალის აღმოსავლეთით, ერთ-ერთი ეზოს გა-
ლავნის გადაღმა იფეთქა. ჯაჰანი კარგად იცნობდა იქაურობას.
საკუჭნაო, ხორცის შესანახი, მარანი, საველე სამზარეულო და
სხვა სათავსოები სწორედ იქ იყო განლაგებული, და ახლა ეს
ყველაფერი ნელ-ნელა, უალოდ ღვიოდა. ოსტატმა და მისმა შე-
გირდებმა ეს ნაგებობები არცთუ დიდი ხნის წინ შეაკეთეს, ახლა
კი მათ ცეცხლი ნთქავდა. ცოტა ხანში ხანძარმა დასავლეთისკენ
გადაინაცვლა და ცეცხლის ალი ნელა, მაგრამ საფუძვლიანად
მოედო საფრინველეებს. „ნეტავ ფრინველების გამოშვება თუ
მოასწრო ვინმემ?“ გაუელვა ჯაჰანს. სულით ხორცამდე შეიძრა,
როცა წარმოიდგინა, რა დღეში იქნებოდნენ დაფეთებული
ფრთოსნები, რომლებიც ალბათ უმწეოდ ფრთხიალებდნენ და
აფრენას ვერ ახერხებდნენ. პირველი ეზო, სადაც ისინი ახლა
იმყოფებოდნენ, ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო, მაგრამ ქარი
ძლიერდებოდა და მიმართულებას სწრაფად იცვლიდა. ნაცრის
სქელი, რუხი ფანტელები მკვდარი პეპლებივით დაფარფატებ-
დნენ ჰაერში. კვამლი თვალებს წვავდა, ფილტვებს ახშობდა. ში-
შისგან გონდაკარგული, კბილებდაკრეჭილი და თვალებგადმო-
კარკლული მაიმუნები გააფთრებით უშენდნენ თათებს გალიის
ძელებს. სამხეცის მუშაკები მიხვდნენ, რომ ცხოველები უსაფ-

441
რთხო ადგილას უნდა გადაეყვანათ, ეს კი სულაც არ იყო ადვი-
ლი. როცა ცხოველს რაღაცას აიძულებ, ის საკმაოდ უცნაურად
იქცევა. მართალია, სულთნის ბაღი მათ ბუნებრივ საბინადროს
არ წარმოადგენდა, მაგრამ მაინც მშობლიურ გარემოდ მიაჩ-
ნდათ. არავის შეეძლო წინასწარ თქმა, როგორ მოიქცეოდნენ
ისინი, როცა მათ რკინის გალიებიდან გამორეკავდნენ და ხის
ყუთებში გამოამწყვდევდნენ. სამხეცის მუშაკთა განკარგულება-
ში სულ რამდენიმე ორთვალა იყო. ეს საზიდრები ბევრ ცხო-
ველს ერთად ვერ დაიტევდა, ამიტომ ერთ ჯერზე სულ რამდენი-
მე ცხოველის გადაყვანა თუ მოხერხდებოდა. ასეთი სიძნე-
ლეებისთვის სრულიად მოუმზადებელმა და დაბნეულმა მომ-
თვინიერებლებმა თავი მოიყარეს და თათბირი გამართეს. ჩერ-
ქეზი მეჯინიბეები გაჯიუტდნენ, მთავარი თეთრი საჭურისისგან
ბრძანებებს უნდა დაველოდოთო, მაგრამ როცა ხანძრის ახალი
ტალღა აგორდა და აზვირთებული ნაცარი მათკენ წამოიღო, ხმა
ჩაიკმინდეს. დრო არ იცდიდა. გადაწყდა, რომ ჯერ მაიმუნები უნ-
და გადაეყვანათ. განა იმიტომ, რომ ისინი სხვა ცხოველებზე მე-
ტად ფასობდნენ, უბრალოდ, მათ გნიასს უკვე ვეღარავინ უძლებ-
და. ამის შემდეგ ჯაჰანმა თავლიდან ჩოტა გაიყვანა. ჭკვიანმა
ცხოველმა მომვლელებს ხელი არ შეუშალა, პირიქით, სასარ-
გებლო სამსახური გაუწია და მორჩილად შეება საზიდარში, რო-
მელშიც გალეშილი, თავაწყვეტილი ლოთებივით ტორტმანებ-
დნენ აკივლებული მაიმუნები. ცხენები, აქლემები, ზებრები, ჟი-
რაფები, გაზელები და ირმები თავლებიდან გამოუშვეს, მაგრამ
რომ არ გაფანტულიყვნენ, ერთმანეთს სადავეებით გადააბეს და
შედეგად მიიღეს სხვადასხვა ჯიშის ცხოველებისგან შემდგარი
უჩვეულო ქარავანი. ამ საქმეს რომ მორჩნენ, ზოგნი ცხენებს შე-
ახტნენ, ზოგნიც საზიდრებში ჩასხდნენ და იმ ცხოველებს გაჰ-

442
ყვნენ თან, რომლებსაც წლობით უვლიდნენ. მაგრამ, მიღებული
ზომების მიუხედავად, მოულოდნელობამ მაინც იჩინა თავი:
თითქოს ეშმაკი შეუჯდათო, ზებრებმა ანაზდად აიწყვიტეს, დაღ-
მართს ჭენებით ჩაუყვნენ და მთელი ქარავანი თან გაიყოლეს.
მომვლელები თავ-პირის მტვრევით გამოუდგნენ უკან. დადგა
ოფლის, მტვრისა და წყევლა-კრულვის კორიანტელი. შეიქმნა
საშიშროება, რომ ცხოველები ერთმანეთს გადაჯეგავდნენ, მაგ-
რამ რის ვაი-ვაგლახით მაინც მოხერხდა ზებრების მოთოკვა.
მომთვინიერებლებმა ხელკეტების, ბადეების, მუქარისა და
ტკბილეულის გამოყენებით საზიდრებზე სხვა ცხოველებიც აიტ-
ყუეს: გველები, ქამელეონები, სირაქლემები, კუები, ენოტები,
სინდიოფალები, ფარშავანგები და უზომოდ შეშინებული ლამე-
ბი. შემდეგ მელიების, აფთრების, ჯიქებისა და ლეოპარდების ჯე-
რიც დადგა. არავინ იცოდა, სანამდე მოაღწევდა ცეცხლი. ამი-
ტომ ცხოველებით სავსე საზიდრები სასახლის კედლებს გას-
ცდნენ, დაღმართი ჩაიარეს და ყურის ნაპირზე, ერთ გავაკებულ
ადგილს მიადგნენ.
სპილო და მაჰაუტი ცხოველებისთვის საკვებისა და წყლის
მოსატანად სამხეცეში რამდენჯერმე დაბრუნდნენ. როცა ამ საქ-
მეს მორჩნენ, ჯაჰანმა ჩოტასაც დაუდგა ნორჩი ფოთლებით სავ-
სე კალათა, შემდეგ სპილო ჩინელ ტყუპებს ჩააბარა და სამხეცე-
ში კიდევ ერთხელ, შესამოწმებლად დაბრუნდა. თუმცა ამ შემ-
თხვევაში მხოლოდ პროფესიული ჩვევა არ ამოძრავებდა. მას
შემდეგ, რაც კაპიტანი გარეტი გაუჩინარდა, ჯაჰანმა ქურდობაზე
ხელი აიღო, მაგრამ ყველა ქურდის მსგავსად, მანაც კარგად
იცოდა, რომ ხანძარი სიმდიდრის მოულოდნელად ხელში ჩაგ-
დების შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. თუმცა არც ეს გახ-
ლდათ მისი დაბრუნების მთავარი მიზეზი. ჯაჰანი მიჰრიმაჰზეც

443
ფიქრობდა. თავისი ძმის, სელიმის გარდაცვალების შემდეგ
სულთნის ასული სასახლეში დიდხანს არ გამოჩენილა, მაგრამ
ამ ღამით ისიც ჰარამხანაში იმყოფებოდა. „რა შეშინებული იქ-
ნება?!“ გაიფიქრა მაჰაუტმა, „ან ის დედაბერი როგორ სუნთქავს
ნეტავ ამ ბუღში!“
ჯაჰანის ვარაუდით, რამდენიმე საათში ცეცხლი სერალის სა-
ქალებოს აუცილებლად მიაღწევდა და ახლა ყველანაირად ცდი-
ლობდა, რომ მის ბინადრებს საფრთხე ასცდენოდა. თავგზააბნე-
ულმა გუშაგებმა ყურადღება არც კი მიაქციეს. ცეცხლის ენები
თანდათან წინ მოიწევდნენ, უკვე ვარდნარის ირგვლივ შემოვ-
ლებულ გალავანს ლოკავდნენ და ოქროსფერ, ტკაცუნა ნაკვერ-
ჩხლებს აფრქვევდნენ.
როცა დიდი კატების სადგომს მიუახლოვდა, ჯაჰანი სახტად
დარჩა. ლომები (ორი ძუ და ერთი ხვადი) ჯერ კიდევ გალიაში
იყვნენ! ღონიერი მხეცები აქეთ-იქით აწყდებოდნენ და ისე იღ-
რინებოდნენ, თითქოს შორიდან მუქარას უთვლიდნენ უხილავ
მტერს, რომელსაც მხოლოდ თავად ხედავდნენ. გალიასთან
ოლევი იდგა. იხტიბარს არც ამჯერად იტეხდა, ჯაჰანს რიხიანად
შესძახა:
- ჰეი, ინდოელო, რატომ დაბრუნდი?
- შემოვირბინე, დავხედე აქაურობას, - უპასუხა ჯაჰანმა, -
დახმარება ხომ არ გჭირდება?
- აბა, რა გითხრა... გოგოები შეშინებულები არიან. ამ ყმაწ-
ვილს კიდევ გარეთ გამობრძანება არ უნდა. მომიწევს ძალით
გამოთრევა. ცეცხლში დასაბუგად ნამდვილად არ მემეტებიან.
ოლევს საკუთარ ხუმრობაზე ჩაეცინა და გალიაში უიარაღოდ
შევიდა. ჯაჰანი თვალს ადევნებდა, როგორ მიუახლოვდა ერთ--
ერთ ძუს და მშვიდად გამოელაპარაკა. დიდი კატა გაუნძრევ-

444
ლად იდგა და მომთვინიერებლის ყოველ მოძრაობას თვალს
აყოლებდა. ოლევმა ყელზე ქამანდი ჩამოაცვა, გალიიდან
ფრთხილად გამოიყვანა, შემდეგ ვიწრო ფიცარზე გაატარა და
საზიდარზე შემოდგმულ ხის ყუთში ჩაკეტა. ამ ხერხმა სხვა ძუს-
თანაც გაჭრა, მაგრამ როცა გალიას მეორე ძუც ტოვებდა, კუთ-
ხეში მიყუჟულმა ხვადმა მზერა გააყოლა. თვალები ტოპაზის ნამ-
სხვრევებივით უელავდა. ჯაჰანს კეფა აეწვა და თანდათან შიში
შეეპარა. შორს, ცის დასალიერზე უკვე აციაგდა განთიადის პირ-
ველი შუქი. უცებ ოლევს ნირი ეცვალა, ნესტოები აუთრთოლდა
და სახე უცნაურად დაეღრიჯა. ახლა ორნი იყვნენ გალიაში: ლო-
მი და კაცი. ოლევს ხელში თოკი ისე მოუხერხებლად ეჭირა,
თითქოს მისი დანიშნულება არც კი იცოდა. ამ კაცის ყოყმანი ჯა-
ჰანს ადრე არასოდეს ენახა. ლომმა ლძლივს გასაგონად შეუღ-
რინა, თითქოს ისიც ორჭოფობდა. ჯაჰანს გულმა ბაგაბუგი აუტე-
ხა, ხელკეტი მოიმარჯვა და გალიაში ცალი ფეხით შეაბიჯა.
- უკან დაიხიე! - უყვირა ოლევმა. - მოშორდი აქაურობას!
ჯაჰანმა ამოიოხრა და უსიტყვოდ დაემორჩილა.
- კარი ჩაკეტე! - უბრძანა ოლევმა.
ჯაჰანმა ეს ბრძანებაც შეასრულა. შიშისგან გახევებულს უკვე
ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა. ოლევის წითური „ცხენის კუდი“
უცებ გაიშალა და გრძელი თმა მხრებზე გადაეფინა. სანამ მომ-
თვინიერებლი გაოფლილ შუბლს ხელით იმშრალებდა, ლომმა
დრო იხელთა, კიდევ ერთხელ შეუღრინა და ისე მიაშტერდა,
თითქოს პირველად ხედავდა; თითქოს ეს ის კაცი არ იყო, წლო-
ბით რომ უვლიდა და ყოველ დილით, სანამ თავად ისაუზმებდა,
მას აპურებდა.
მხეცმა თათი აიშვირა, კლანჭები გამოუშვა და ისკუპა. ოლე-
ვი წაიქცა. უცნაური მზერა ჰქონდა ამ წუთებში: ტკივილი არსად

445
ჩანდა. მხოლოდ გაოგნება. შვილისგან გაწბილებული მამის
მზერა იყო ეს... ჯაჰანი შეშლილივით ყვიროდა, ხელებს იქნევდა
და ცალ ხელში ჩაბღუჯულ ხელკეტს გალიის ძელებს უბრახუნებ-
და, იმ იმედით, რომ ლომის ყურადღებას მიიპყრობდა. მხეცი
დაჭრილს მოშორდა და მისკენ გამოემართა. ოლევი წამოდგა,
მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კარისკენ დაძრულიყო, ლომს ბარ-
ბაცით გამოუდგა უკან და დაუძახა. ამის შემდეგ ყველაფერმა
ელვის სისწრაფით, სიზმარივით ჩაიარა ჯაჰანის თვალწინ: ნა-
დირმა მაჰაუტს თვალი მოსწყვიტა, ისევ თავის მომვლელს მი-
ვარდა და ყელში ჩააფრინდა. ჯაჰანი ისე აკივლდა, რომ საკუთა-
რი ხმა თვითონვე ეუცხოვა. გალიას იქამდე უშენდა ხელკეტს,
სანამ ზედ არ მიამსხვრია, თან შეძახილებით ცდილობდა ცხოვე-
ლის დაფრთხობას. შორიახლოს კიდევ ერთი ხელკეტი ეგდო,
ჯაჰანმა ხელი სტაცა და გალიაში ისე შევიდა, ლოცვის წარმოთ-
ქმაც კი დაავიწყდა. ოლევი სისხლის გუბეში ცურავდა. ლომს მის
მიმართ ინტერესი დაკარგოდა და ისევ თავის კუთხეში მიბრუნე-
ბულიყო. ჯაჰანს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა მოქ-
ცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი ისევ ისკუპებდა. აუჩქა-
რებელი, ფრთხილი მოძრაობით გაათრია დაჭრილი გალიიდან,
თან ლომს თვალს წამითაც არ აშორებდა. თვალებდაჭყეტილ,
ყელგამოღადრულ ოლევს პირიდან თქრიალით მოსდიოდა სის-
ხლი. საუღლე ვენა გადახსნილი ჰქონდა. ჯაჰანმა კარი სწრაფად
გამოიხურა და ლომი გალიაში დატოვა. მის სიცოცხლეს უკვე
არად აგდებდა, ემეტებოდა კიდეც ცეცხლისთვის.
ოლევი სერალის მიმდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. ხვა-
დი ლომი კი, სურდა თუ არა ეს ჯაჰანს, სიკვდილს გადაურჩა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხანძარს სამხეცემდე არ მიუღ-

446
წევია და მომთვინიერებლების მცდელობა სრულიად ამაო აღ-
მოჩნდა.
ნაცარტუტად იქცა სასახლის სათავსოები და სამზარეულო.
დაიწვა ჰარამხანის ნაწილი და სულთნის პირადი პალატი. სი-
ნანსა და მის შეგირდებს მოგვიანებით მოუწიათ, ეს ყველაფერი
აღედგინათ.
ოლევის დაკრძალვის შემდეგ (რომელსაც მხოლოდ მომთვი-
ნიერებლები და მეჯინიბეები ესწრებოდნენ) ჯაჰანს უცნაური გან-
ცდა დაეუფლა. თითქოს გუმანი კარნახობდა, რომ ერთის სიკ-
ვდილს სხვების სიკვდილიც მოჰყვებოდა. გულში ბოღმა უდუღ-
და, მაგრამ მისი მეგობრის მკვლელ ლომზე როდი მოსდიოდა
ბრაზი. საკუთარ თავს ვერ პატიობდა, გალიაში შესული მეგობა-
რი მხეცს მარტო რომ შეატოვა და სათანადო ზომები დროულად
არ მიიღო; ვერ პატიობდა სულთანს, აინუნშიც რომ არ ჩააგდო
თავისი მსახურები, რომლებმაც მის უსაფრთხოებას ლამის თავი
შესწირეს; ვერ პატიობდა სინანს, რომელიც, ამდენი უბედურე-
ბის მიუხედავად, სულ მშენებლობით იყო დაკავებული. უბრაზ-
დებოდა ღმერთსაც, რომელიც კაცთ ასეთი სატანჯველისთვის
იმეტებდა და სანაცვლოდ სამადლობელ ლოცვებს ითხოვდა.
დდიახ, სამყარო მშვენიერი იყო, მაგრამ ეს სილამაზე ჯაჰანს
მხოლოდ აღიზიანებდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, წყენით აევსე-
ბოდათ გული თუ სიხარულით, მართალ საქმეს ემსახურებოდ-
ნენ თუ სცოდავდნენ? მზე მათ არყოფნაშიც ძველებურად ამოვი-
დოდა და ჩავიდოდა, მთვარე კი კვლავინდებურად მიილეოდა
და აივსებოდა. ერთადერთი არსება, რომელზეც ჯაჰანი არ ბრაზ-
დებოდა, იყო ჩოტა. იმ მძიმე დღეებში გვერდიდან არ შორდებო-
და და მისი სიმშვიდით ტკბებოდა. თუმცა ბრაზი არ იყო ერთა-
დერთი განცდა. მას სხვა რამეც ახლდა თან: ეს გახლდათ პატივ-

447
მოყვარეობა, რომელიც ჯაჰანისთვის მანამდე სრულიად უცხო
ხილი იყო. ახლა მთელი გულით ეურჩებოდა სინანს, რომელმაც
შეგირდად დაიყენა, სულთანს, რომელმაც მაჰაუტობა დააკის-
რა, და ღმერთს, რომელმაც ასეთ უსუსურ არსებად გააჩინა. მაგ-
რამ ყველაზე მეტად მიჰრიმაჰის ჯიბრი არ ასვენებდა, სწორედ
იმ მიჰრიმაჰის, რომელმაც უტყვ და მორჩილ ტანჯულად აქცია.
ამ ფიქრებით გულამღვრეული ჯაჰანი ბევრს შრომობდა და
ცოტას ლაპარაკობდა.
სწორედ ამ ყოფაში იყო, როცა სინანი და სამი შეგირდი და-
ზიანებული შენობების აღსადგენად სასახლეში გამოცხადდნენ.
- სანაპიროზე ახალი აბანოები უნდა ავაგოთ და ფანჩატურები
გავაშენოთ, - თქვა სინანმა, - ჰარამხანა და სულთნის პირადი
პალატიც აღსადგენი და გასაფართოებელია. ოღონდ რასაც ავა-
შენებთ, ყველაფერი სასახლის საერთო იერს უნდა ეხამებოდეს.
ოსტატი წამით დადუმდა, შემდეგ კი განაგრძო;
- გეგმის დახაზვას თქვენ გავალებთ. ვინც უკეთეს ნამუშევარს
წარმოადგენს, ჩემი მთავარი თანაშემწეც ის გახდება.
ჯაჰანი მისმა სიტყვებმა გააოცა. აქამდე ოსტატი თავის შე-
გირდებს ერთნაირად ეპყრობოდა (თუმცა მათ სულაც არ ჰქონ-
დათ თანასწორი შესაძლებლობები), ახლა კი ერთმანეთთან გა-
ჯიბრებას აიძულებდა. ჯაჰანს ესმოდა, რომ ამ სასიამოვნო გა-
მოწვევას მისთვის გული უნდა აეჩქროლებინა, მაგრამ გონების
კარნახს გული არ აჰყვა. მაინც მოჰკიდა ხელი სამუშაოს, თუმცა
მეგობრებთან ერთად ბაღში მუშაობას თავი აარიდა, თავლაში,
ჩოტას გვერდით მოიკალათა და ნახაზები იქ დაასრულა.
რამდენიმე დღეში სინანმა შემოუთვალა, რომ მასთან სას-
წრაფოდ გასაუბრება სურდა.ო ოსტატს ოთხივე შეგირდის ნახა-
ზი ერთმანეთის გვერდიგვერდ გაემწკრივებინა.

448
- აბა, მოდი, ამ ნამუშევრებს თვალი შეავლე და შენი აზრი
მომახსენე, - მიმართა ჯაჰანს.
ჯაჰანმა არ იცოდა, რომელი ნამუშევარი რომელ შეგირდს
ეკუთვნოდა. სამივე ნახაზი დაათვალიერა და საკუთარს შეადა-
რა. აღმოჩნდა, რომ ძველი აბანოების დანგრევისა და ჰარამხა-
ნის გაფართოების აზრი მხოლოდ მას მოსვლოდა თავში. მარ-
თალია, მიჰრიმაჰი სასახლის ჰარამხანაში აღარ ცხოვრობდა,
მაგრამ ჯაჰანმა ამ პროექტის შექმნისას მის კომფორტზეც იფიქ-
რა. როცა ნახაზები უფრო ყურადღებით შეისწავლა, თანდათან
იცნო დაუდის მტკიცე ხელწერა, ნიკოლას მუყაითი ხელით გაკე-
თებული მონახაზები და იუსუფის მსუბუქი, ლაღი მანერა.
- აბა, რას ფიქრობ? - ჰკითხა ოსტატმა.
ჯაჰანი შეიშმუშნა და რიგრიგობით დაასახელა ყველა ნამუ-
შევრის დადებითი მხარე.
- ვიცი, რაშიც არის მათი სიძლიერე. სისუსტეებზე მელაპარა-
კე, - უთხრა ოსტატმა.
- როგორ გითხრათ... აი, ეს ნაჩქარევად არის შესრულებუ-
ლი, - თქვა ჯაჰანმა, - ეს კი მუშაობისას აშკარად ოსტატს ბაძავ-
და და ნახაზს თავისი სული არ ჩააქსოვა, - დასძინა მან და
მეორე ნახაზზე მიუთითა.
- ამაზე რას იტყვი? - ჰკითხა სინანმა და ჯაჰანს მისივე ნამუშე-
ვარი უჩვენა.
- დიახაც მოსაწონია, რომ ავტორმა ჰარამხანის ბინადრებზე
იზრუნა და მათი ცხოვრების გაადვილებას შეეცადა, მაგრამ... -
ჯაჰანს ღაწვები აეწვა.
- მაგრამ პროექტში სრულებით არ არის გათვალისწინებული
გარემო. ახალ და ძველ ნაგებობებს შორის სრული დისჰარმო-
ნიაა, - დაასრულა აზრი ოსტატმა.

449
სინანს თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და ბოლო გრაგ-
ნილს დასწვდა.
- ამაზე რას იტყვი? - ჰკითხა ჯაჰანს.
- გულმოდგინე, გაწონასწორებული ნამუშევარია. ავტორმა
შენობას პატივი სცა და მისი გაფართოებისას პროპორციები არ
დაარღვია, - თქვა ჯაჰანმა.
- კეთილი და პატიოსანი.ა ახლა ეს მითხარი: ამ შენს ნახაზში,
რომელიც უდავოდ ყველას სჯობს, სასახლეს ყურადღება რატომ
არ მიაქციე? - ჰკითხა სინანმა.
ჯაჰანს სახე მოეღრუბლა.
- არც კი ვიცი, რა გითხრა, ოსტატო...
- დიახ, შენი ნამუშევარი საუკეთესოა, მაგრამ ერთი ნაკლი
აქვს. შენობებს ცარიელ სივრცეში არ ვაგებთ. შენობა ირგვლივ
არსებული ჰარმონიის ანარეკლია, მის გარემომცველ ბუნებას
და თვით იმ ადგილის სულს ასახავს!
ასე გახდა მუნჯი შეგირდი ოსტატის მთავარი თანაშემწე. ჭარ-
ხალივით გაწითლებულ იუსუფს ბაგეზე მორცხვი ღიმილი დას-
თამაშებდა. თვალებდახრილი იდგა, თითქოს ნატრობდა რომ
მიწას მისთვის პირი ეყო. ჯაჰანი კი ერთ რამეს მიხვდა: დადგა
წუთი, როცა მის ნიჭს ან გაფურჩქვნა, ან სამუდამო განადგურება
ელოდა, და რომ მთავარ მოწინააღმდეგეებად დაუდი, იუსუფი
და ნიკოლა კი არ უნდა ეგულებინა, არამედ საკუთარი თავი.
მთელი ზაფხული მიუძღვნეს სინანმა და მისმა შეგირდებმა
ნახანძრალი სასახლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის აღ-
დგენასა და გაფართოებას. მუშაობისას თავი არასოდეს დაუზო-
გავთ, მაგრამ ახლა სულ სხვა შემართებით შრომობდნენ. პირ-
ველად ხდებოდა, რომ ფიცრების თრევის, ჭოჭონაქების დატ-
რიალებისა და დროდადრო წახემსებისას მუშების მოცლილი

450
ლაყბობა, ოხუნჯობა და ქირქილი აღარ ისმოდა. როცა მარმა-
რილოს სვეტს აღმართავდნენ, რამდენიმე ათეული კაცი ერთმა-
ნეთს ხელს აშველებდა, მაგრამ უხეში ბაგირისგან ხელისგუ-
ლებგადაყვლეფილები უწინდებურად აღარ გაჰყვიროდნენ: „ა-
ლაჰ!“ „ალაჰ!“ არც ათისთავები უქებდნენ მუყაითობას თავიანთ
ხელქვეითებს. ხოტბის ნაცვლად მეტი შრომისკენ მოუწოდებ-
დნენ. უროების, ბირდაბირებისა და ცულების ხმაურიც კი არ იყო
ისეთი ყურთასმენის წამღები, როგორც სხვა დროს. ირგვლივ
უხერხული სიჩუმე ჩამოწოლილიყო და ყველას ისეთი შეგრძნე-
ბა ჰქონდა, თითქოს ღრმა ძილიდან ახლახან გამორკვეულიყ-
ვნენ.
აი, ასე მოქმედებდა ადამიანებზე სულთან მურადის სიახლო-
ვე...
იმ დღეებში ჯაჰანმა ისეთი მსახურები გაიცნო, რომლებსაც
ადრე არასოდეს შეხვედრია, და ისეთი დარბაზები იხილა, რო-
მელთა არსებობაზე წინათ არაფერი სმენოდა. სასახლე წარმო-
ადგენდა ერთ დიდ ლაბირინთს, ერთმანეთში გამავალი, აურაც-
ხელი ოთახებითა და მიხვეულ-მოხვეული დერეფნით, რომელიც
გველივით თავის კუდს ეპოტინებოდა. აქ ისეთი სიმარტოვე სუ-
ფევდა, რომ ადამიანი საკუთარ ჩრდილსაც კი შეჰხაროდა, და
ამავე დროს ისეთი ხალხმრავლობა იყო, რომ სუნთქვა ჭირდა.
სელიმის ზეობისას ამ ჭერქვეშ გაცილებით მეტი ხალხი იყრი-
და თავს, ვიდრე სულეიმანის დროს. ჰარამხანაში ქალები მომ-
რავლდნენ, ჭიშკრებთანაც მეტი გუშაგი იდგა. იმატა მსახურები-
სა და მათ მიერ მორთმეული კერძების რიცხვმაც. სასახლე იმ
თევზს დაემსგავსა, რომელიც ძღომას ვეღარ გრძნობს და ირ-
გვლივ ყველაფერს განურჩევლად ნთქავს.

451
როცა შეგირდებმა გაპარტახებული სათავსოების შეკეთება
დაასრულეს, ჰარამხანის მიმდებარე ნაგებობების აშენებას მიჰ-
ყვეს ხელი. ხარჭებმა სასახლის შიდა ოთახებში გადაინაცვლეს
და თვალს მიეფარნენ.
ჯაჰანს იმედი ჰქონდა, რომ თავად მიჰრიმაჰს თუ არა, მის
კუთვნილ ნივთს მაინც მოჰკრავდა თვალს - ცხვირსახოცი იქნე-
ბოდა ეს, ხავერდის მაშია თუ სპილოს ძვლის სავარცხელი. პოვ-
ნით ვერაფერი იპოვა, მაგრამ რამდენიმე დღეში მიჰრიმაჰმა შე-
მოუთვალა, დადასთან ერთად ქმრისეულ სახლში ვბრუნდები
და შუადღისას პირველ ჭიშკართან ჩამოვივლითო.

სასიამოვნოდ აღელვებული და, ამავე დროს, შეშინებული ჯა-


ჰანი ვაშლის ხის ყველაზე მაღალ ტოტზე მოკალათებულიყო და
იცდიდა. მწიფე ნაყოფი ძილისმომგვრელი, მცხუნვარე მზის შუქ-
ზე კიაფობდა. მის მოკრეფას ვერავინ ბედავდა, რადგან ეს ხეხი-
ლი სულთანს ეკუთვნოდა, არადა, თავად მას მსგავსი წვრილმა-
ნებისთვის არ ეცალა. უცებ ჯაჰანმა ყური ცქვიტა. შორიდან რა-
ღაც ხმაური გაისმა. გამოჩნდა ეტლი, რომელიც მის სამალავს
აუჩქარებლად უახლოვდებოდა. ჯაჰანს ისეთი განცდა ჰქონდა,
თითქოს ერთადერთი უძრავი სულიერი თავად იყო ამქვეყნად,
სამყარო კი კვლავინდებურად განაგრძობდა ფუსფუსს. ამ უკი-
დეგანო სივრცეში საკუთარი გულის ფეთქვაც აღარ ჩაესმოდა
და ახლა იგი ოდენ უსიტყვო დამკვირვებელი იყო. ჩვეული მოვ-
ლენებიც კი რატომღაც საოცრად ეუცხოებოდა. ფოთლები
კვლავინდებურად შრიალებდნენ, ლოკოკინები ტაატით მიიზ-
ლაზნებოდნენ, ნიავს აყოლილი ფარვანებიც კვლავინდებურად
დაფარფატებდნენ ჰაერში, მაგრამ ჯაჰანი გრძნობდა, რომ

452
მსგავსი წუთები აღარასდროს დაუდგებოდა და ახლა ყოველ
წვრილმანს ტკბილეულივით აგემოვნებდა. დრო იქცა მდინა-
რედ, ყველასგან მიტოვებული, მარტოსული ჯაჰანი კი მოლით
მოფენილ ნაპირზე იდგა და მჩქეფარე ნაკადს თვალს აყოლებ-
და. ე
ეტლი გაჩერდა. სარკმლიდან უცხო ფრინველივით თვალ-
წარმტაცი ხელის მტევანი გამოჩნდა და ფარდა გადასწია. მიჰ-
რიმაჰმა ხეს ახედა, ჯაჰანის მოსიყვარულე მზერა დაიჭირა და
სახე მოულბა. სულთნის ქალიშვილი კიდევ ერთხელ დარწმუნ-
და, რომ ათწლეულების, ნაოჭებისა და ჭაღარის მიუხედავად,
მათ შორის არაფერი შეცვლილიყო. ჯაჰანმა თვალი არ აარიდა,
მისალმების ნიშნად მისთვის თავიც არ დაუხრია, ჯიქურ შესცქე-
როდა და მზერას დიდხანს არ აშორებდა. მიჰრიმაჰმა ნაზად
ჩაიღიმა და წამოწითლდა, შემდეგ უბიდან სურნელოვანი ცხვირ-
სახოცი ამოიღო, უყნოსა, ისევ ზემოთ აიხედა და ცხვირსახოცი
ხის ძირში დააგდო, რათა ხიდან ჩამოსულ ჯაჰანს მოგვიანებით
აეღო.

სულის შემხუთველი საღამო იდგა. რამადანის დღეები იყო


და მარხვისგან დაუძლურებული მშენებლები ძალიან ნელა მუ-
შაობდნენ. ჯაჰანს შიმშილი ნაკლებად აწუხებდა, მაგრამ წყურ-
ვილი კლავდა. საჰურის78 დროს რამდენი წყალიც არ უნდა
დაელია, მეორე დილით სამშენებლო მოედანზე მისულს პირი
ისე უშრებოდა, თითქოს მტვრით ჰქონდა ამოვსებული. მეტის

78 ვახშამი მაჰმადიანური ხსნილის დროს.

453
ატანა ვეღარ შეძლო. სამზარეულოების უკან რომ აუზი იყო,
იქითკენ გაემართა, რათა პირში წყალი გამოევლო და როგორ-
მე ეს უსიამოვნო, მქისე გემო მოეცილებინა. „თუ ჩამეყლაპება
და, ჩამეყლაპოს!..“ ფიქრობდა თავისთვის. ასეთი ცუღლუტობა,
ცხადია, ცოდვად ითვლებოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ
ღმერთს არაფერი ექნებოდა საწინააღმდეგო, თუკი მის ულევ
მარაგს ორიოდ წვეთი წყალი მოაკლდებოდა.
შადრევანს რომ უახლოვდებოდა, უცებ მის წინ ვიღაცის ლან-
დმა გაიელვა და სწრაფად, მალულად გაძვრა ბუჩქებში. ჯაჰანმა
მუნჯი შეგირდი იცნო და უკან გაჰყვა. დადგა წუთი, როცა ერ-
თხელ და სამუდამოდ უნდა გაერკვია, იყო თუ არა იუსუფი მოღა-
ლატე. მუნჯმა იმ გუბურისკენ აიღო გეზი, რომელშიც დროდად-
რო ჩოტა იგრილებდა სხეულს. მიუახლოვდა და მის კიდეზე ჩა-
მოჯდა.ა ამ წუთებში მის სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდით. თა-
ვიდან ჯაჰანს ეგონა, რომ გუბურას ისიც წყურვილის მოსაკლა-
ვად მიადგა, მაგრამ იუსუფი გაუნძრევლად იჯდა, წყალში თავის
ანარეკლს ჩასცქეროდა და ისეთი ნაღვლიანი და დათრგუნული
იყო, თითქოს რამდენიმე წუთის წინ უძვირფასეს ადამიანთან
განშორება მოუწია. ჯაჰანი კარგა ხანს ადევნებდა თვალს, იუსუ-
ფის ფიქრები კი სადღაც სხვაგან ქროდა. ხელებს ოდნავ ამოძ-
რავებდა და დროდადრო სამშენებლო მოედნისკენ იხედებოდა.
ეს მოძრაობები რომ არა, ადამიანს ეგონებოდა, ისიც ერთი იმ
უცნაური, უსულო ქმნილებათაგანი იყო რომლებსაც მთავარი
თეთრი საჭურისი აგროვებდა და ინახავდა.
უცებ იუსუფმა მთვარეულივით, ანგარიშმიუცემლად გაიძრო
ხელთათმანები. ქათქათა, ნატიფ ხელებზე დამწვრობის ნიშან-
წყალი არ ეტყობოდა. „რატომ ატყუებდა ყველას?“ გაიფიქრა ჯა-
ჰანმა, მაგრამ იმავ წამს კიდევ უფრო გამაოგნებელი რამ მოხ-

454
და: იუსუფმა უცებ სიმღერა წამოიწყო! ჩუმად ღიღინებდა; მელო-
დიური, ნაზი და საამური იყო მისი ხმა, რომელიც აქამდე არავის
სმენოდა. ჯაჰანი მიხვდა, რომ რაღაც ბნელით მოსილ, სრულიად
უცნაურ საიდუმლოსთან ჰქონდა საქმე, სუნთქვა შეეკრა და ყუ-
რადღებით მიაჩერდა შეგირდს, რომელიც მთელი ამ დროის
მანძილზე მუნჯი ეგონა.
იუსუფმა ღიღინი შეწყვიტა. ჯაჰანს სხვა აღარაფერი დარჩე-
ნოდა, გადაწყვიტა, იქაურობას დროზე გაცლოდა, მაგრამ სიჩქა-
რეში ხმელ ფიჩხს ფეხი დააბიჯა. იუსუფი შეხტა და უკან მოიხე-
და. ჯაჰანის დანახვისას ნირი წაუხდა და სახე ასატირებლად
მზადმყოფი ბალღივით დაებრიცა. ისეთი დაფეთებული ჩანდა,
რომ მაჰაუტს დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, მასთან მიერბი-
ნა და დაემშვიდებინა. იმ წუთიდან უკვე დანამდვილებით იცოდა,
რომ მის საიდუმლოს არასგზით არ გათქვამდა; ჯაჰანი უსიტ-
ყვოდ გატრიალდა, სამუშაოს მიუბრუნდა და შეეცადა, ეს ამბავი
თავიდან ამოეგდო, მაგრამ მთელი დარჩენილი დღის განმავ-
ლობაში თვალი უნებურად იუსუფისკენ გაურბოდა, რომელიც
ერთთავად მიწას დასჩერებოდა.
ნავახშმევს ჯაჰანმა თავს უფლება მისცა, ნანახსა და გან-
ცდილს საფუძვლიანად ჩაღრმავებოდა. თვალწინ წარმოუდგა
უწვერული სახე, გრძელი, აპრეხილი წამწამები, კალთაში მოკ-
რძალებულად ჩაწყობილი ხელთათმანიანი ხელები... და ყოვე-
ლივე ამან თანდათან მიიყვანა ლოგიკურ დასკვნამდე.
მეორე დილით საღებავებითა და მურით მოთხუპნულ შე-
გირდს ხატვის დროს დაადგა თავზე. ჯაჰანის დანახვისას იუსუფს
საქციელი წაუხდა, გაფითრდა და წელში გაიმართა.
- მინდა დაგელაპარაკო. გთხოვ, გამომყვე, - წასჩურჩულა ჯა-
ჰანმა.

455
იუსუფი დაემორჩილა. უსიტყვოდ მიუახლოვდნენ მახლობელ
ხეს და მის ჩრდილში, მიწაზე ფეხმორთხმით ჩამოსხდნენ.
ჯაჰანმა ჩაახველა და დაიწყო:
- ყოველთვის მშურდა შენი. ნიჭიერი ხარ. გასაკვირი არ
არის, ოსტატმა მთავარ შეგირდად შენ რომ აგირჩია...
ამ დროს მხარზე ქვებით სავსე კალათით მებარგულმა ჩა-
მოიარა. ჯაჰანმა საუბარი მხოლოდ მაშინ განაგრძო, როცა მისი
ფეხის ხმა მიწყდა:
- ...მაგრამ შენ ძალიან უცნაურად იქცეოდი. თავიდან ისიც კი
გავიფიქრე, რომ იმ უბედურ შემთხვევებში შენი ხელი ერია.
იუსუფს გაოგნებისგან სახე მოეღრიცა.
- ახლაღა ვხვდები შენი გულჩათხრობილობის მიზეზს, - გა-
ნაგრძო ჯაჰანმა, - შენ მუნჯი არა ხარ. აქამდე ხმას იმიტომ არ
იღებდი, რომ... ქალი ბრძანდები!
იუსუფმა მთვალი თვალში გაუყარა. ისეთი შიშით უმზერდა,
თითქოს ჯაჰანი მოჩვენება იყო. შემდეგ ტუჩები აამოძრავა. თა-
ვიდან უხმოდ აცმაცუნებდა პირს, მაგრამ როცა ალაპარაკდა,
წლობით დახშული ხმა არ დაემორჩილა, ზუსტად ისე, როგორც
ახალწამოჩიტულ ბარტყს არ ემორჩილება პატარა ფრთები.
- ხომ არავის ეტყვი?
- არც მიფიქრია...მ- ჩაილაპარაკა ჯაჰანმა.
იუსუფს ხელები აუკანკალდა.
- თუ სადმე წამოგცდა, დავიღუპე და ეგ არის.
ჯაჰანს გააჟრჟოლა და თავი ნელა გაიქნია.
- სიტყვას გაძლევ.

456
მუნჯი შეგირდის საიდუმლოს აღმოჩენამ ჯაჰანს არა მხო-
ლოდ მის მიმართ, არამედ სინანის მიმართაც აღუძრა ცნობის-
მოყვარეობა. მაჰაუტი დარწმუნებული იყო, რომ ოსტატმა ყვე-
ლაფერი იცოდა. იმასაც კი ეჭვობდა, რომ ეს სწორედ მან
მოიფიქრა. დიახ, მისი სურვილი იყო, მან დაუშვა, მანვე წააქეზა
ეს ადამიანი - ერთადერთ ქალი ასობით მუშას შორის - რომ
წლიდან წლამდე მათ გვერდიგვერდ ეშრომა.
ჯაჰანი ამ ამოუხსნელ გამოცანას მთელი კვირა ფიქრებით
უტრიალებდა. ბბოლოს ოსტატთან გასაუბრება გადაწყვიტა და
შინ ესტუმრა. სახეგაბადრული სინანი თბილად მიეგება:
- ჩემს ინდოელ შეგირდს სალამი! რას შეუწუხებიხარ? ვხე-
დავ, რაღაც გაქვს სათქმელი.
- თუ ნებას დამრთავ, უნდა გკითხო: შენს შეგირდებს როგორ
ირჩევ, ოსტატო? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- უნარიან და მარჯვე ახალგაზრდებს შორის საუკეთესოს და-
ვადგამ ხოლმე თვალს, - იყო პასუხი.
- სასახლის სკოლაში ასეთებს რა გამოლევს. მხაზველად ყვე-
ლა გამოდგება, - თქვა ჯაჰანმა.
- ზოგიერთი მათგანი ალბათ გამოდგება... - სინანი შეყოვ-
ნდა, სათქმელი არ დაასრულა და დაუმთავრებელი წინადადება
ჰაერში ჩამოეკიდა.
- ადრე მეგონა, რომ ჩვენზე უკეთესი მოწაფეები არასოდეს
გყოლია, - სიტყვა ჩამოართვა ჯაჰანმა, - ჰოი, პატივმოყვა-
რეობავ! ახლა კი ყველაფერს ვხვდები. შენ საუკეთესოებს არ
ირჩევ, ოსტატო. შენ იმათკენ მიგიწევს გული, ვინც ნიჭიერებას-
თან ერთად... - ჯაჰანი გაჩუმდა და შესაფერის სიტყვას დაუწყო
ძებნა, - გზააბნეულია და პატრონი არავინ ჰყავს! - დაასრულა
აზრი.

457
სინანი კარგა ხანს დუმდა. ბოლოს თქვა:
- მართალი ხარ. შეგირდებს დიდი სიფრთხილით ვირჩევ. გუ-
ლი ისეთებისკენ მიმიწევს, ვისაც ნიჭი მოსდგამს, მაგრამ გასა-
ქანი არა აქვს.
- რატომ? - ჰკითხა ჯაჰანმა.
ოსტატმა ამოიოხრა და განაგრძო:
- აი, შენ ზღვით გიმოგზაურია, ოკეანე გადაგილახავს...
ეს შეკითხვა არ იყო, მაგრამ ჯაჰანმა თანხმობის ნიშნად თავი
დაუქნია.
- ზღვის კუც გექნება ნანახი, ნაპირზე რომ დაღოღავს. მიდის
და მიდის წინ, სანამ ძალა არ გამოეცლება, მაგრამ მისი უბედუ-
რება ის არის, რომ სწორ გზას არ ადგას. ვიღაცის ხელი სჭირდე-
ბა, რომელიც ზღვისკენ, სწორი მიმართულებით უქცევს პირს,
რადგან სწორედ ზღვა არის მისი ბუნებრივი საბინადრო.
სინანმა ბოლო თვეების განმავლობაში კარგა გვარიანად გა-
ჭაღარავებული წვერი მოიწიწკნა და განაგრძო:
- როცა პირველად გნახე, ასე გავიფიქრე: „ჭკუა არ აკლია,
ყველაფერს სწრაფად აითვისებს, ოღონდ როგორმე ცუდი ჩვე-
ვები უნდა მოვაშლევინო, წარსულს მოვწყვიტო და მომავლის-
კენ ვუქციო პირი.“
როცა ჯაჰანი თავის ოსტატს უსმენდა, უცებ გაახსენდა ის სიტ-
ყვა, რომელსაც ეძებდა: გატეხილი. გაახსენდა და მაშინვე მიხ-
ვდა, რასაც აკეთებდა სინანი მთელი ამ ხნის მანძილზე. ჯაჰანი,
დაუდი, ნიკოლა და იუსუფი უკიდურესად განსხვავებული ადა-
მიანები იყვნენ, მაგრამ ერთი რამ უდავოდ აერთიანებდათ: გა-
ტეხილი ყველა მათგანს ეთქმოდა. ოსტატი სინანი კი მათ არა
მხოლოდ ასწავლიდა, არამედ თავისი რბილი, მაგრამ ამავ-
დროულად მტკიცე ხელით ამთელებდა!

458
ჯაჰანმა დაპირება შეასრულა: იუსუფის საიდუმლო არავის გა-
უმხილა, თვით ჩოტასაც კი! ცრურწმენით შეპყრობილს იმის ში-
ში ჰქონდა, რომ ეს ახალი ამბავი ცხოველის ზურგზე შემომდგარ
ტახტრევანში გადაინაცვლებდა, ტახტრევანი კი იმ ადამიანებს
გადასცემდა, რომლებიც მასში სხდებოდნენ. შესვენებების
დროს იუსუფი ნაწყვეტ-ნაწყვეტ უამბობდა თავის თავგადასა-
ვალს. უფრო სწორად, იმას, რაც ამ თავგადასავლისგან მის მეხ-
სიერებას შემორჩა. თავისი ოდინდელი სახელიც გაუმხილა -
სანჩა.
სანჩა ქალაქ სალამანკაში ცხოვრობდა, გლიცინიებში ჩაფ-
ლულ, ქათქათა, დიდ სახლში. მამამისი განთქმული დასტაქარი
ყოფილა. თავის პაციენტებს ლმობიერად ეპყრობოდა, ცოლ--
შვილთან კი საკმაოდ მკაცრი იყო. ერთი რამ სურდა ყველაზე
მეტად: სამივე ვაჟს მისი კეთილშობილი ხელობა უნდა აერჩია.
თუმცა, მისი დაჟინებული მოთხოვნით, განათლება ქალიშვილ-
საც უნდა მიეღო. ამიტომ მასწავლებლები, რომლებიც მათთან
სახლში გაკვეთილების ჩასატარებლად დადიოდნენ, ოთხივე
ბავშვს ამეცადინებდნენ.
ერთ ზაფხულს, როცა სანჩა რვა წლის გახდა, ქალაქის კარიბ-
ჭეში შავმა ჭირმა შემოაბიჯა. სიკვდილმა ერთმანეთის მიყოლე-
ბით წამოუსვა ხელი მის სამივე ძმას. მხოლოდ სანჩა გადარჩა.
ტვირთად დააწვა დანაშაულის გრძნობა გოგონას. მისთვის უძ-
ვირფასესი ადამიანები წავიდნენ, თვითონ კი ცოცხლობდა! მწუ-
ხარებისგან დამუნჯებულმა დედამისმა ვალიადოლიდის მონას-
ტერს შეაფარა თავი, შინ კი სანჩა და მამამისი დარჩნენ. გოგონა
ზრუნვას არ აკლებდა, მაგრამ მამას არაფრისთვის სცხელოდა.
თუმცა გავიდა დრო და თანდათან მაინც მიჰყო ხელი ქალიშვი-
ლის წვრთნას, ოღონდ არა მედიცინაში (ქალს, მისი აზრით, ამის

459
უნარი არ შესწევდა), არამედ სხვა დისციპლინებში: არითმეტი-
კაში, ალგებრასა და ფილოსოფიაში. ყველაფერს ასწავლიდა,
რაც თვითონ იცოდა. სანჩა კარგი მოწაფე გამოდგა, ყველაფერს
სწრაფად ითვისებდა. თავიდან იმდენად სწავლის წყურვილი არ
ამოძრავებდა, მამის გულის მოგებას ცდილობდა მხოლოდ.
დროთა განმავლობაში უკეთესი მასწავლებლებიც გამოუჩნდა.
ერთი ხელმოკლე, მოხუცი ხუროთმოძღვარი მასთან მეცადი-
ნეობას საკმაოდ ბევრ დროს უთმობდა, შესვენებისას კი მისკენ
მალულად, საკოცნელად მიიწევდა.
მამას სამეგობროში ბევრი თანამოაზრე ჰყავდა. ძირითადად,
მამაკაცები იყვნენ, განათლებისა და სიბრძნის დიდი დამფასებ-
ლები. ზოგი კათოლიკე იყო, ზოგიც - კათოლიკედ მოქცეული ებ-
რაელი ან მაჰმადიანი (მათ შორის, არაბებიც). თუმცა ირგვლივ
შიში და ეჭვი გამეფებულიყო. რჯულგანდგომილებს სამარცხვი-
ნო ბოძებთან წვავდნენ და დამწვარი ხორცის მყრალი სუნი ჰა-
ერს წამლავდა.მ მამას თანდათან ჯანმრთელობა შეერყა, და
ერთ დღესაც სანჩას გამოუცხადა, წლის ბოლოს შენს ბიძაშვილს
უნდა მისთხოვდეო. სანჩას ეს მდიდარი ვაჭარი ადრე არასოდეს
ენახა, მაგრამ უკვე სძაგდა. რამდენი არ ევედრა მამას, რამდენი
ცრემლი არ ღვარა, რამდენი არ ეცადა მის გადარწმუნებას, მაგ-
რამ არაფერი გამოუვიდა. და აი, ხომალდს, რომლითაც იგი თა-
ვის საქმროსთან შესახვედრად გაემგზავრა, მეკობრეები დაეს-
ხნენ თავს. რამდენიმეკვირიანი ტანჯვა-წამების შემდეგ, რომ-
ლის გახსენებაც კი ზარავდა, სანჩამ სტამბოლში ამოყო თავი და
მონის მდგომარეობაში აღმოჩნდა. გოგონა კარის მუსიკოსს
მიჰყიდეს, რომელიც სინანთან მეგობრობდა. ახალი პატრონი
წესიერი კაცი აღმოჩნდა, სანჩას გულისხმიერად ეპყრობოდა,
ყალმითა და ქაღალდითაც ამარაგებდა,მ მაგრამ სამაგიეროდ

460
მისი ორი ცოლი გოგონას ყოველდღიური ტანჯვით სულს ხდიდა.
მათ სანჩას ახალგაზრდობისა და სილამაზის შურდათ და ქმარს
წარამარა შესჩიოდნენ, ეს რაღა მხევალია, ხელს არ ანძრევს,
არაფერში გვეხმარებაო! რამდენჯერმე თავით ფეხებამდე გასინ-
ჯეს და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ადგილზე ჰქონდა, მაგ-
რამ მის ქალობაში მაინც ეჭვი ეპარებოდათ. სანჩამ ისლამი
მიიღო და ნერგიზი დაირქვა, მაგრამ ჩუმჩუმად მაინც ეკლესი-
ებს, ჯვრებს და სამრეკლოებს ხატავდა. ცოლებს ქმართან ენა
მიჰქონდათ, მაგრამ ოჯახის უფროსს ხსენებული ნახატების
დათვალიერება არც ერთხელ არ მოუთხოვია.
ერთ დღეს მუსიკოსი სადღაც გაემგზავრა. მისმა ცოლებმა
სანჩას ნახატები ნაკუწებად აქციეს, თვითონ გოგონა კი სასტი-
კად სცემეს და ტანსაცმელი შემოაფლითეს. ქმარი იმავე საღა-
მოს დაბრუნდა შინ. უფრო გვიან რომ დაბრუნებულიყო, სანჩას
ნატკენი ადგილები მოურჩებოდა და მისი ბედიც სხვანაირად წა-
რიმართებოდა, მაგრამ ამჯერად ოჯახის უფროსმა სანჩას დალი-
ლავებული სახე და შეშუპებული თვალებიც იხილა დად ნაკუწე-
ბად ქცეული ნამუშევრებიც. ერთი ნახატი უვნებლად გადარჩენი-
ლიყო. მუსიკოსმა იგი სინანს უჩვენა. მისდა გასაოცრად კარის
ხუროთმოძღვართუხუცესმა ნამუშევარი მოიწონა და მის ავ-
ტორთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
- ავტორი ახალგაზრდა ქალია, ჩემი მხევალი გახლავს, და
თუმცა ქალწულობას უკვე გამოემშვიდობა, მზესავით ლამაზია.
სიამოვნებით გაჩუქებ, რაც გინდა, ის უყავი. ჩემს სახლში თუ
დარჩა, ჩემი ცოლები ჩვარივით ფეხქვეშ გაიგებენ! - უთხრა მუ-
სიკოსმა.
ასე აღმოჩნდა სანჩა კარის ხუროთმოძღვართუხუცესის ოჯახ-
ში. მას ნება დართეს, ბიბლიოთეკით ესარგებლა და ეხატა, რად-

461
გან სინანის მეუღლეს, კაირას, საოჯახო საქმეში დაუზარებლად
ეხმარებოდა. ერთი წლის თავზე სინანმა მის მეცადინეობას მოჰ-
კიდა ხელი. ოსტატი ამ უჩვეულო მოწაფით ძალიან კმაყოფილი
იყო, მაგრამ სამშენებლო მოედანზე მისი წაყვანა არც უფიქრია.
როცა სინანმა შეჰზადეს სახელობის მეჩეთის საძირკველში პირ-
ველი ქვა ჩადო, სანჩა შეევედრა, მასთან ერთად მუშაობის ნება
დაერთო. რამდენჯერმე უარი რომ მიიღო, მაკრატელს დასწვდა,
გრძელი თმა შეიჭრა, ცეცხლში ჩააგდო და ნაცრის გროვა ოსტა-
ტის ზღურბლთან დატოვა. დილით სახლიდან გამოსულმა სინან-
მა ფეხი აბრეშუმივით ხასხასა „კორდზე“ დაადგა, ყველაფერს
მიხვდა და სანჩას მამაკაცის ტანსაცმელი უყიდა. როცა ქალიშ-
ვილმა ეს სამოსი მოირგო, ოსტატი თან გახალისდა და თან
გაოცება ვერ დამალა: სანჩას „ბიჭობაში“ ეჭვი არავის შეეპარე-
ბოდა! ერთადერთი დაბრკოლება ხმა იყო. ხმა და ხელები.მ მაგ-
რამ ეს სიძნელე დუმილისა და ხელთათმანების მეშვეობით გა-
დაილახა. ასინანის გადაწყვეტილებით, სანჩა ამიერიდან მისი
„მუნჯი“ შეგირდი უნდა გამხდარიყო.
სანჩამ ეს ყველაფერი ჯაჰანს მაშინ უამბო, როცა მოლა ჩე-
ლების მეჩეთს აშენებდნენ - ოთხი კოშკურითა და კამაროვანი
კაპიტელებით დამშვენებულ, გუმბათიან ექვსკუთხა შენობას.
ორივენი ეზოში ისხდნენ და მიჰრაბის ნახევარგუმბათს გასცქე-
როდნენ.
- ვინმემ თუ იცის, ოსტატის გარდა? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- მისმა მეუღლემ, კაირამ, - უპასუხა სანჩამ.
- კიდევ?
- კიდევ ერთმა ადამიანმა იცის. აი, იმ იტალიელმა არქიტექ-
ტორმა, ტომაზომ.ე ეგ კაცი ჩვენს ოსტატს კუდში დასდევს. ვში-
შობ, ერთხელ ჩემი ხმა გაიგონა... - თქვა სანჩამ.

462
ჯაჰანმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ უცებ უცნაური ხმები
ჩაესმა - თითქოს ბუჩქებში რომელიღაც ღამის ცხოველმა გაიშ-
რიალა. შეშინებული ჯაჰანი იქითკენ მიტრიალდა. ირგვლივ
ძრწოლისმომგვრელი სიჩუმე სუფევდა. ჯაჰანი მთელი არსებით
გრძნობდა ახლა, რომ ისინი მარტო არ იყვნენ. გულმა ბაგაბუგი
აუტეხა, წამოდგა და ირგვლივ მიმოიხედა.
შორიახლოს რამდენიმე ადამიანი დაბორიალებდა. ჯაჰანმა
ერთი მათგანი იცნო. სალაჰადინის ძმა იყო. მაჰაუტს კარგად ახ-
სოვდა სასაფლაოზე მათი მწარე შეხლა-შემოხლა. იცოდა, რომ
ახალგაზრდა კაცს სინანი სძაგდა, რადგან თავისი ძმის დაღუპ-
ვაზე პასუხისმგებლობას მას აკისრებდა. საფრთხე აშკარა იყო:
ამ კაცს ოსტატისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. თუმცა ეს ადა-
მიანები შეიძლება ქურდებიც ყოფილიყვნენ. მოედნის ირგვლივ
მუდამ ტრიალებდნენ ქურდები და თვალი სამშენებლო მასალე-
ბისკენ ეჭირათ.
ჯაჰანი ისედაც დაზაფრული სანჩას დაფრთხობას მოერიდა
და თავისი ეჭვები გულში შეინახა.
- ერთხელ დაგინახე ტომაზოსთან ერთად... - მცირე დაყოვნე-
ბის შემდეგ განაგრძო სანჩასთან საუბარი, მაგრამ უცებ ახალი
აზრი ეწვია და სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.
- მივხვდი, რასაც აკეთებს: მუქარით გძალავს იმას, რაც
სჭირდება!
სანჩამ თვალები დახარა.
- შენ ხომ მდიდარი არა ხარ?! რა უნდა ამ კაცს შენგან?
- ეგ სიმდიდრეს არ ეძებს, - ჩაილაპარაკა სანჩამ და პერანგის
ბოლო თითებით მოჭმუჭნა, - ოსტატის ნახაზების ხელში ჩაგდება
უნდა.
ჯაჰანმა შიშით თვალები დააჭყიტა.

463
- მერე, რა ქენი?!
- რამდენიმე უმნიშვნელო, მდარე ჩანახატი გადავეცი. დღემ-
დე ჰგონია, რომ ეს ჩვენი ოსტატის ნამუშევრებია. სინამდვილე-
ში მე დავხატე.
ორივეს ჩაეღიმა. ახლა მათ მეგობრული თანადგომის საამუ-
რი გრძნობა აერთიანებდათ. სანჩას საიდუმლო რომ არ სცოდ-
ნოდა,ა ამ განცდას ჯაჰანი ძმობასაც კი უწოდებდა.
ერთი რამ მაინც არ გაამხილა სანჩამ. თურმე გულში მაინც
ჩაიტოვა საიდუმლო, რომელიც ჯაჰანმა მხოლოდ მოგვიანებით
შეიტყო. ეს გრძნობა ანიჭებდა ძალას ახალგაზრდა ქალს, ეეს
გრძნობა იყო მისი უებრო ერთგულების საწინდარი. როცა ღამე-
ებს მარტოობაში ატარებდა და ძილის წინ ტირილით თვალებს
იღამებდა, გულს სწორედ ის აზრი უთბობდა, რომ გადაულახავი
ზღვარის მიუხედავად, ძვირფას ადამიანთან მაინც ერთ ჭერქვეშ
ცხოვრობდა და მისი მზრუნველობით ტკბებოდა, თუნდაც ეს
ზრუნვა მხოლოდ მამობრივი გრძნობებით ყოფილიყო ნაკარნა-
ხევი. სანჩა მისი შეგირდი იყო. მისი მხევალი. ასაკით ქალიშვი-
ლად ერგებოდა, მაგრამ იუსუფ-ნერგიზ-სანჩა გარსია დე ერერა,
ადამიანი, რომელიც თავისი ნაზი მხრებით უამრავ სახელს ატა-
რებდა, ოსტატ სინანს ეტრფოდა...
ჯაჰანსა და სანჩას ასეთი გულწრფელი საუბარი მას შემდეგ
არასდროს ჰქონიათ.
იმავე დღეს კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. შენობის
ბურჯიდან დიდი ქვა დაცურდა, სალოცავ დარბაზში ჩავარდა, გა-
ლერის ორი მონა დააშავა და სინანის ერთგული ათისთავი, გაბ-
რიელ თოვლისკაცი შეიწირა. რაკიღა დროგამოშვებით მსგავსი
რამ ხდებოდა, ყოველივე ეს ბედის უკუღმართობას მიეწერებო-

464
და, მაგრამ, ამავე დროს, ეს შემთხვევები ერთმანეთს უცნაურად
ჰგავდა და მათი თანმიმდევრულობაც გაოცებას იწვევდა.
- თუ არ გამოიყენე, რკინა ჟანგდება, ხე ლპება, ადამიანი კი
სწორ გზას სცდება. ამიტომ მუშაობა გვმართებს! - ამბობდა
ხოლმე სინანი, და მისი შემყურე შეგირდებიც ისე თავგადაკლუ-
ლად შრომობდნენ, თითქოს განკითხვის დღე ახლოვდებოდა და
ქვეყნის დაქცევამდე საქმე უნდა მოესწროთ. აშენებდნენ ჯუმა
მეჩეთებს, მასჯიდებს, მედრესეებს, ყურანის შემსწავლელ სკო-
ლებს, ხიდებს, აბანოებს, საავადმყოფოებს, ლაზარეთებს, დავ-
რდომილთა თავშესაფრებს, მარცვალსაცავებსა და სხვადასხვა
ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი მოგზაურების დასაბინავებელ
ქარვასლებს. ამ ნაგებობათა უმრავლესობა სულთნის დაკვე-
თით შენდებოდა, სხვები კი - მისი დედის, ცოლების, ქალიშვი-
ლებისა და წარმატებული ვეზირების ინციატივით. თუმცა სინანს
ამა თუ იმ შენობის აგებას მხოლოდ მდიდრები და ძლევამოსი-
ლები როდი უკვეთდნენ. აი, თუნდაც აკლდამები, რომლებსაც
ოსტატი და მისი შეგირდები არანაკლები რუდუნებით აგებდნენ.
სინანს ამ საქმისთვის არაერთხელ თავადაც გაუღია თანხები,
„შემკვეთები“ კი იყვნენ უბრალო ადამიანები, რომლებიც ამა თუ
იმ აკლდამის აღმართვის საჭიროებას სიზმარში ხედავდნენ.ა ამ-
რიგად, კარის ხუროთმოძღვართუხუცესს, მშენებლობისა და
აზომვითი სამუშაოების გარდა, წინასწარმეტყველური სიზმრე-
ბის ასრულებაც ეკისრებოდა!
მსგავსი მოთხოვნით მისთვის ნებისმიერ ადამიანს შეეძლო
მიემართა, ჯარისკაცი იქნებოდა ეს თუ სასტუმროს მფლობელი,
ჭურჭლის მრეცხავი თუ მათხოვარი. ისინი სინანს მოწიწებით,
მაგრამ, ამავე დროს, დაჟინებით უკაკუნებდნენ კარზე და იმ წუ-
თებში გული სიამაყით ჰქონდათ სავსე, თითქოს მხოლოდ მათ

465
ერგოთ განსაკუთრებული პატივი, რომ ზეციდან საიდუმლო
გზავნილები მიეღოთ. შემდეგ სხდებოდნენ და სიზმარს ყვებოდ-
ნენ. მათ სიზმრებში მეტწილად წმინდანები ან ბრძენკაცები ფი-
გურირებდნენ, რომლებიც სასტიკად წუხდნენ იმის გამო, რომ
მათ საფლავებს ზიანი მიადგა. ზოგჯერ წამებულებიც გამოეცხა-
დებოდნენ ხოლმე, თავიანთი ნეშტის ადგილმდებარეობას უსა-
ხელებდნენ და წესიერ დაკრძალვას ითხოვდნენ. იყვნენ, აგ-
რეთვე, მწვალებლობისთვის სიკვდილმისჯილი მისტიკოსები,
რომლებიც თუკი საერთოდ იკრძალებოდნენ, მხოლოდ მალუ-
ლად.
ამ ხილვების დროს მკვდრები დიდ მოუთმენლობას იჩენ-
დნენ, მათი მოთხოვნები კი ერთობ კატეგორიულ ხასიათს ატა-
რებდა. ადამიანებს, რომლებიც ოსტატს ამ საქმესთან დაკავში-
რებით მიმართავდნენ, ჯაჰანი „მოაჯე მესიზმრეებს“ უწოდებდა.
ისინი ხუროთმოძღვრისგან და მისი შეგირდებისგან ითხოვ-
დნენ, რომ ყველა საქმე (თუნდაც მეჩეთის მშენებლობა) შეეწ-
ყვიტათ და მათი მითითებების მიხედვით ემოქმედათ. ზოგი მათ-
განი იმუქრებოდა კიდეც, ამა და ამ წმინდანს დიდი ძალა აქვს
და თუ მისი მოთხოვნა არ შეასრულეთ, წყევლა არ აგცდებათო!
ყოველ კვირას თითო შეგირდს მორიგეობით ევალებოდა მე-
სიზმრეების მოსმენა. ამოცანის სირთულე იმაში მდგომარეობ-
და, რომ ყური განურჩევლად ყველასთვის უნდა დაეგდოთ, შემ-
დეგ კი მართალი ხალხი ცრუპენტელებისგან გაერჩიათ. ასე
დაებედა ჯაჰანს ხუთშაბათობით უცნობების პირისპირ ჯდომა და
მათი მოსმენა. გვერდით თავჩაღუნული მწერალი ეჯდა და შეუს-
ვენებლად აფხაჭუნებდა კალამს. რა სისულელეებიც უნდა მოეჩ-
მახა ამ ხალხს, ყველაფრის ჩაწერა აუცილებელი იყო. სინანი
გულითადად ეგებებოდა სტუმრებს და ეუბნებოდა, ჩემი შეგირ-

466
დი მიგიღებთ, გონიერი კაცია, შეგიძლიათ, სათქმელი მას
გაუზიაროთო; მერე ჯაჰანისკენ თვალს ეშმაკურად გააპარებდა,
ულვაშებში ჩაიღიმებდა და იქაურობას გაეცლებოდა. იჯდა ჯაჰა-
ნი და ოფლად იღვრებოდა, რადგან ათობით წყვილი თვალი მის
ყველა მოძრაობას დაჟინებით აკვირდებოდა, პატარა, დახშული
ოთახი კი გაჭირვებით იტევდა ამდენ ხალხს და მათ მოლოდი-
ნებს. საიდან აღარ მოდიოდნენ „მესიზმრე მოაჯეები.“ ხალხმრა-
ვალი ნავსადგურებიდან თუ მიყრუებული სოფლებიდან. ისინი
შეგირდებს მშენებლობის ადგილებს უსახელებდნენ. ეს შეიძ-
ლებოდა ყოფილიყო ქალაქი ან მიყრუებული სოფელი, მივიწყე-
ბული პატარა ფერმა ან ვრცელი მამული, რომელიც გველების
ბუდედ ქცეულიყო. მესიზმრეთა უმრავლესობა სხვადასხვა ასა-
კის მამაკაცი იყო. მამებს ხშირად სკოლის მოწაფე ბიჭუნები ახ-
ლდნენ თან. დროდადრო ქალებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე,
მაგრამ ისინი ჩუმად იყვნენ და კარებთან იცდიდნენ, სანამ მათი
ქმრები ან ძმები თავიანთი სიზმრების შინაარსს ჰყვებოდნენ.
ერთხელ გლეხების ერთმა ჯგუფმა მოითხოვა, რომ სინანს
ბიზანტიის დროიდან შემორჩენილი წყარო აღედგინა, რომელიც
ოდესღაც მთელ სოფელს ამარაგებდა. გლეხებს ამ თხოვნით მა-
ნამდე ყადისთვისაც მიემართათ, მაგრამ უშედეგოდ. და უეცრად
ვიღაც მოხეტიალე ხელოსანმა წინასწარმეტყველური სიზმარი
ნახა - ძლევამოსილი და მრისხანე წმინდანი გამოეცხადა და გა-
უმხილა, რომ ამ წყაროს ქვეშ სუფი დერგას ნეშტი იყო დაკრძა-
ლული.
- სანამ ეს წყალი მიედინებოდა, დავრიშები მშვიდად განისვე-
ნებდნენ, მაგრამ როგორც კი წყარო დაშრა, მათი სულები შე-
წუხდნენ. ამიტომ წყარო დაუყოვნებლივ უნდა გაცოცხლდეს! -
უბრძანებია სიზმრად გამოცხადებულ წმინდანს.

467
როცა ჯაჰანმა თავისი გასაუბრებების ჩანაწერები ოსტატს წა-
რუდგინა, სინანმა განსაკუთრებული ყურადღების ღირსად სწო-
რედ ეს ამბავი მიიჩნია.
- ოსტატო, ნუთუ გჯერა, რომ ისინი სიმართლეს ამბობენ? -
შეედავა ჯაჰანი.
- მნიშვნელობა არა აქვს, რისი მჯერა. მათ წყალი სჭირდე-
ბათ, - იყო პასუხი.
გამოხდა ხანი. წყარო აღადგინეს. სოფელი კმაყოფილი დარ-
ჩა. კმაყოფილი დარჩა ოსტატი სინანიც. სწორედ იმ დღეებში გა-
მოჩნდა ერთი მეწისქვილე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მუ-
შაობის დროს ქალის სიმღერა ჩაესმოდა, ტკბილი და მომნუს-
ხველი. მეწისქვილემ დაასკვნა, რომ ჯინთან ჰქონდა საქმე და ეს
ამბავი ფერდობზე შეფენილ სოფელს შეატყობინა. მეორე დღეს
ქალის ხმა ისევ გაისმა, მიუხედავად იმისა, რომ მეწისქვილემ
მხარუკუღმა მარილი გადაყარა და ცეცხლში სამჯერ ჩააფურ-
თხა. სოფლის თავკაცმა ძილის წინ ყურანის კითხვა ურჩია. მე-
წისქვილემ ეს რჩევაც გაითვალისწინა. იმავე ღამეს ქალი სიზ-
მრად მოევლინა. სახე ისე უბრწყინავდა, თითქოს მის კანქვეშ
ლამპარი ენთო. მბზინვარე, ქერა თმა მხრებამდე სწვდებოდა.
ქალმა განუმარტა მეწისქვილეს, რომ ოდესღაც სულთნის დე-
დის ბრძანებით მოგუდეს, თუმცა სახელი არ უხსენებია. მას შემ-
დეგ მისი სული დედამიწაზე დაეხეტებოდა და ეძებდა სხეულს,
რომელიც ზღვის ფსკერზე განისვენებდა.
- ერთმა მეთევზემ ჩემი თმიდან კუს ბაკნის სავარცხელი
ამოიღო. ეს მაშინ მოხდა, როცა ფეხებზე ქვა გამომაბეს და
წყალში გადამიძახეს. მეთევზემ ნივთი კოლოფში შეინახა. ახლა
ერთადერთი სათხოვარი მაქვს. ის სავარცხელი უნდა მოძებნო
და მიწას ჩემი ნეშტის სანაცვლოდ მიაბარო. ამ გზით მაინც ვი-

468
პოვი სამუდამო განსასვენებელს და სიმშვიდე მეღირსება, - დას-
ძინა ქალმა.
- თავისი ვინაობა რატომ არ გაუმხილა მეთევზეს? - იკითხა
დაეჭვებულმა ჯაჰანმა.
- ეგ მეთევზე შარიანი კაცია, - უპასუხა მეწისქვილემ, - რუმე-
ლიის ციხესიმაგრიდან ერთი ხელის გაწვდენაზე ცხოვრობს.
გულწითელას კვერცხივით ცისფერიამ მისი ქოხი.
- შენ თუ ხარ მასთან ნამყოფი? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- რა თქმა უნდა, არა, ეფენდი. ეს ყველაფერი იმ ქალმა სიზ-
მარში მიამბო. მე ერთი ღატაკი კაცი ვარ, ჩემი ცოლი შეუძლოდ
არის, ვაჟები არ მყავს, რომ ხელი წამაშველონ. იმ გადასაკარ-
გავში როგორღა წავიდე?
ჯაჰანი მიხვდა, რასაც ითხოვდნენ მისგან, და უპასუხა:
- ვერც მე წავალ. აქ უფრო საჭირო ვარ!
ჯაჰანს მეწისქვილის გაწბილებული მზერა ალმოდებული ისა-
რივით მოხვდა გულში, მაგრამ რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირ-
ვება, როცა ოსტატმა მისი მონათხრობი მოისმინა და უბრძანა,
წადი და იქაურობა დაზვერეო.
მეორე დღესვე გაუდგნენ გზას სპილო და მაჰაუტი. ჯაჰანმა
მეთევზე ადვილად იპოვა, მაგრამ მასთან გასაუბრება შეუძლე-
ბელი აღმოჩნდა. ერთი უჟმური, თვალებამოღამებული კაცი
იყო, მის ბაგეს ღიმილი წლობით არ გაჰკარებია. ჯაჰანმა პირ-
ველსავე შეხედვაზე შეატყო, რომ ეს ადამიანი თავის ნივთებში
ქექვას არავის დაანებებდა, ამიტომ სხვა გეგმა შეიმუშავა. რო-
გორც კი ფერდობს გადაღმა სოფელს მიაღწიეს, სპილო გააჩერა
და ძირს ჩამოხტა. შემდეგ ჩოტა ისეთ წვრილ ტირიფს მიაბა, რო-
მელსაც ცხოველი, სურვილის შემთხვევაში, სულ ადვილად, ძი-
რიანად ამოთხრიდა.

469
- ახლავე მოვალ, - წასჩურჩულა ჯაჰანმა, ბილიკს ჩუმად ჩაუყ-
ვა, ეზოს ფეხაკრეფით შემოუარა და თევზის სუნით აქოთებულ
ქოხში შეაბიჯა. აქ კოლოფები ბლომად იყო, მაგრამ სავარცხე-
ლი ვერც ერთ მათგანში ვერ იპოვა. ჯაჰანი უკვე წასვლას აპი-
რებდა, მაგრამ იატაკზე ერთ კალათას მოჰკრა თვალი. ხელის
კანკალით დასწვდა და შიგ ჩაიჭყიტა. სწორედ იქ იდო ქარვის-
ფერი, შავად დაწინწკლული, კიდეებდაბზარული სავარცხელი.
ჯაჰანმა ნივთი ჯიბეში გაიქანა და მოქუსლა.
საბედნიეროდ, სინანს გამოკითხვა არ დაუწყია, თუ როგორ
ჩაიდგო ხელში ნივთი. მმხოლოდ ეს უთხრა:
- ამ ქალმა განსასვენებელი უნდა ჰპოვოს.
- ოსტატო, სავარცხლის დაკრძალვა ვის გაუგია? - გაიოცა ჯა-
ჰანმა.
- რატომაც არა? თუ სულ ეს დარჩა ადამიანისგან, რა გაეწყო-
ბა? - თქვა სინანმა.
ოსტატმა და მისმა შეგირდებმა თუთის ხის ქვეშ ღრმა ორმო
გათხარეს და სავარცხელი შიგ დაფლეს. როცა საფლავს მიწას
აყრიდნენ, ლოცვაც წარმოთქვეს და მეწისქვილის სიზმრისეულ
ქალს (მიუხედავად იმისა, სინამდვილეში ცოცხლობდა იგი
ოდესმე თუ არა) საფლავის ქვაც დაადეს. ქვაზე შემდეგი წარწე-
რა იყო:
ილოცეთ მისი სულისთვის, ვისი სახელიც ჩვენთვის უცნობია,
მაგრამ ვისაც ყოვლისშემძლე უფალი იცნობს და სწყალობს.

1575 წლის გაზაფხულზე ვარსკვლავთმრიცხველმა თა-


კიუდინმა სინანთან სტუმრობას მოუხშირა. მეგობრები ბიბ-
ლიოთეკაში იკეტებოდნენ და საათობით საუბრობდნენ. მნიშ-

470
ვნელოვანი სიახლის სუნი ახალგამომცხვარი პურის სურნელი-
ვით ტრიალებდა ჰაერში. რაღაც აშკარად აღელვებდა ამ დრო-
ულ კაცებს, რომლებიც პატარა ბიჭებივით ცქმუტავდნენ.კ კარის
ხუროთმოძღვართუხუცესი და კარის ასტრონომი ყოველთვის
პატივს სცემდნენ ერთმანეთს. დროდადრო თაკიუდინი მეჩეთის
საზეიმო გახსნის ცერემონიებსაც ესწრებოდა და ფართობის
აზომვაშიც მონაწილეობდა. არითმეტიკაში ორივე შესანიშნავად
ერკვეოდა, მაგრამ თაკიუდინი სინანს ამ მეცნიერების კანონებს
უფრო საფუძვლიანად აცნობდა. ორივე თავისუფლად კითხუ-
ლობდა რამდენიმე ენაზე: თურქულად, არაბულად, სპარსულად,
ლათინურად და ცოტა იტალიურად. იყო წიგნებისა და იდეების
გაცვლა-გამოცვლა. ჯაჰანი ეჭვობდა, რომ საზიარო საიდუმ-
ლოებებიც ბლომად ჰქონდათ და ამ ორ კაცს მხოლოდ რიცხვე-
ბისადმი ტრფიალი როდი აერთიანებდა. მუყაითობაც ერთნაირი
მოსდგამდათ. ორივეს ღრმად სწამდა, რომ ალაჰისთვის, რო-
მელმაც ისინი ნიჭით დააჯილდოვა, მადლი სწორედ მძიმე შრო-
მით უნდა შეეწირათ.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ ჰქონდათ საერთო, ისინი
ერთმანეთისგან საოცრად განსხვავდებოდნენ. თაკიუდინი
გრძნობების კაცი იყო. მის სახეზე ყველა განცდა ისე იკითხებო-
და, როგორც გადაშლილი წიგნის ფურცლებზე. სიხარულის
დროს თვალები აენთებოდა ხოლმე და კრიალოსანს ისე გამა-
ლებით მარცვლავდა, რომ ლამის გაეწყვიტა ძაფი, რომელზეც
მძივები იყო ასხმული. ეს კაცი ცოდნის წყურვილით ისე იყო შეპ-
ყრობილი, რომ, ხალხის თქმით, საფლავის ქურდებსაც კი ურიგ-
დებოდა, რათა მასთან გვამები მოეტანათ გასაკვეთად. ვინმეს
რომ ეკითხა მისთვის, ვარსკვლავთმრიცხველს ადამიანის
სხეულის შესწავლა რაღაში სჭირდებაო, დაუფიქრებლად უპასუ-

471
ხებდა, რომ უფალმა დიდი და პატარა კოსმოსი პარალელურად
შექმნა.
თაკიუდინი ხშირად უჩიოდა ულემთა ქედმაღლობასა და
ხალხის უვიცობას.ა ამ კაცის სულში ისეთი ცეცხლი ღვიოდა,
რომ მეგობრები სერიოზულად შიშობდნენ, ამ ცეცხლს საბოლო-
ოდ არ შთაენთქა ეს გულანთებული, ენერგიული კაცი. თაკიუდი-
ნი სინანის სრული ანტიპოდი გახლდათ. ოსტატი მგზნებარე
გრძნობებს იშვიათად ავლენდა და ზოგადად მშვიდი და თავდა-
ჭერილი კაცი იყო, მაგრამ ამჯერად ისიც აღელვებული ჩანდა,
მეტიც - აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც არ ასვენებდა. მთელ
დღეებს, როგორც ყოველთვის, კითხვასა და ხატვას ანდომებდა,
მაგრამ ფანჯარაში ხშირად იხედებოდა უცნაურად განყენებული,
შემცბარი სახით, რაც სხვა დროს არ ახასიათებდა. ჯაჰანმა რამ-
დენჯერმე მოჰკრა ყური, როგორ ეკითხებოდა მსახურებს, წერი-
ლი ხომ არ მომსვლიაო.
ერთ ოთხშაბათ დღეს, როცა შეგირდები ოსტატის სახლში მუ-
შაობდნენ, შიკრიკმა მართლაც მოიტანა ნანატრი გრაგნილი.
სინანმა წერილი შეგირდების ქორული მზერის ქვეშ გახსნა და
წაიკითხა, დაძაბული სახე უცებ მოულბა, ბაგეზე შვების ღიმილი
გადაეფინა და გამოაცხადა:
- ობსერვატორია უნდა ავაშენოთ!
ობსერვატორია! სახლი, რომლის კედლებშიც მეცნიერებს
ზემოდან გადაშლილი, იდუმალებით მოცული სივრცე უნდა შე-
ესწავლათ. ამ შენობას ზომებით აღმოსავლეთსა თუ დასავლეთ-
ში აქამდე აგებული სხვა შენობები უნდა დაეჩრდილა. მსოფლი-
ოს ყველა ქვეყნიდან უნდა ჩამოსულიყვნენ ასტრონომები თავი-
ანთი ცოდნის სრულყოფის მიზნით. უჩინარი გუმბათის პოვნის

472
სურვილით ანთებულ თაკიუდინს სულთანმა მურადმა მხარდა-
ჭერა ადრეც აღუთქვა, და ახლა დანაპირებს უსრულებდა.
- ეს სამყაროს ჩვენეულ აღქმას მთლიანად შეცვლის! - უთხრა
სინანმა შეგირდებს.
- მაინც რას მოგვცემს ეს კვლევები? - იკითხა დაუდმა.
- ილმი79 ეტლია, რომელშიც უამრავი ცხენია შებმული. თუ
რომელიმე მათგანი ნაბიჯს აუჩქარებს და სხვებს გაასწრებს,
ამით ალიმი80 იხეირებს. ერთ სფეროში შეტანილი შესწორება
სხვა სფეროების დახვეწას შეუწყობს ხელს. ხუროთმოძღვრება
ასტრონომიასთან მეგობრობს, ასტრონომია - არითმეტიკასთან,
არითმეტიკა - ფილოსოფიასთან, და ასე დაუსრულებლად... - გა-
ნუმარტა ოსტატმა.
- აი, რას გეტყვით კიდევ: ხსენებულ ობსერვატორიას თქვენ
ააშენებთ!მ მე მხოლოდ თვალს მივადევნებ თქვენს მუშაობას.
ეს თქვენი მიღწევა იქნება!
შეგირდები საკუთარ ყურებს არ უჯერებდნენ და ოსტატს გა-
ოგნებულები მისჩერებოდნენ. რამდენი შენობა აღუმართავთ,
მაგრამ საკუთარი არასოდეს არაფერი შეუქმნიათ!
- ოსტატო, შენთან ვალში ვართ. ეს დიდი პატივია! - უთხრა
ნიკოლამ.
- უფალმა გზა გაგინათოთ! - დალოცა ოსტატმა.
რამდენიმე კვირაში შეგირდებმა ოსტატს ნახაზები წარუდგი-
ნეს. ობსერვატორიის ასაშენებლად თოფჰანეს მიდამოებში ერ-
თი ფერდობი აირჩიეს. შეგირდებმა ნიადაგი და ტენიანობა

79 ცოდნა ა(არაბ.)
80 ყყოვლისმცოდნე, ცოდნის მაძიებელია (არაბ.)

473
შეამოწმეს. მიუხედავად იმისა, რომ ოსტატის განსაკუთრებულ
კეთილგანწყობას ერთმანეთს კვლავინდებურად ეცილებოდნენ,
ამჯერად ძალები მაინც გააერთიანეს და ურთიერთჯიბრი ერთად
შენების სიამოვნებამ გადაწონა.
თაკიუდინი მთელ იმპერიაში უბედნიერეს ადამიანად
გრძნობდა თავს. მთლად დაკარგა მოსვენება. დღენიადაგ სამ-
შენებლო მეოდანზე ტრიალებდა, ყველასთვის გაუგებარ შეკით-
ხვებს სვამდა და თავისი სათაყვანებელი ობსერვატორიის მშე-
ნებლობის დასრულებას მოუთმენლად ელოდა. სიკვდილის ში-
ში დასჩემდა. პირდაპირ შეპყრობილი იყო იმ აზრით, რომ შე-
საძლო ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო შენობის
დასრულებას ვერ მოესწრებოდა. ჯაჰანს ძალიან უკვირდა, რომ
ეგზომ გონიერი კაცი თავს ვერ ერეოდა.
ამასობაში მომავალი ობსერვატორია ყოველი მხრიდან მა-
რაგდებოდა სათანადო აღჭურვილობით. მის კედლებში თავი
უნდა მოეყარა წიგნებისა და ციურ სხეულთა რუკების დიდ კო-
ლექციას. მომრგვალებული ფორმის, ვრცელი ბიბლიოთეკის
დიდი ფანჯრებიდან უხვად იღვრებოდა დღის კაშკაშა შუქი.
ხვეული კიბე სარდაფში ჩადიოდა. ეეს დარბაზი ჯაჰანის საყვა-
რელ ადგილად იქცა. ძალიან ეამაყებოდა, რომ მის დაგეგმარე-
ბაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული.
მშენებლობის პროცესში ჯაჰანმა თაკიუდინი უკეთ გაიცნო.
დამასკოში დაბადებულ სწავლულს განათლება ნაბლუსსა და
კაიროში ჰქონდა მიღებული. შემდეგ სტამბოლში დაბინავდა,
რადგან ასე სწამდა, რომ სწორედ ამ ქალაქში განავითარებდა
თავის, როგორც მეცნიერის, შესაძლებლობებს. მართლაც გაშა-
ლა ფრთები, სამსახურებრივ კიბეს აუყვა და ბოლო საფეხურს -
კარის მთავარი ასტრონომის წოდებას მიაღწია. ჯაჰანმა მოგ-

474
ვიანებით შეიტყო, რომ ეს იდეა მას ეკუთვნოდა და სულთანიც
სწორედ მან დაარწმუნა ობსერვატორიის აგების აუცილებლო-
ბაში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ თაკიუდინმა სულ-
თნის კარზე ყველას მიმხრობა მოახერხა. თუკი მავანნი უდიდეს
პატივს სცემდნენ, ბევრს ჭირივით სძულდა, ამიტომ მტერიც
ბლომად ეხვია გარს და მოყვარეც.
თაკიუდინმა მათემატიკოს ჯამშიდ ალ-კაშის აღმოჩენები გა-
მოიყენა, ნასირ ალ-დინ ალ ტუსის მიერ შემუშავებული ხელსაწ-
ყოები სრულყო და ახლა გამოჩენილი ასტრონომის, მათემატი-
კოსისა და სულთნის, ულუგ ბეის მიერ სამარყანდში დაარსებუ-
ლი ობსერვატორიის მიღწევების გაღრმავებას ცდილობდა.
- მეცნიერებმა სამყაროს საიდუმლოებებს თითქმის ორი
ასეული წლის წინ ახადეს ფარდა, მაგრამ ეს უდიდესი მონაპო-
ვარი განვითარების ნაცვლად დავიწყებას მიეცა. ფასდაუდებე-
ლი ცოდნა დაიკარგა და მომავალ თაობებამდე ვეღარ მოაღ-
წია.აარადა, სამყარო სავსეა სიბრძნის მარგალიტებით, რომლე-
ბიც მიწაში დაფლული, განძით სავსე სკივრებივით გველიან.
ამიტომ სწავლის მიზანი არა იმდენად აღმოჩენის, არამედ უკვე
აღმოჩენილის გახსენება გახლავთ, - ამბობდა თაკიუდინი. იგი
ხშირად ახსენებდა ფრანკ ვარსკვლავთმრიცხველს, ტიქო ბრა-
ჰეს. როცა შეგირდები ობსერვატორიის საძირკველს ყრიდნენ,
შორეულ ურანიბორგში ბრაჰეს ობსერვატორიაც შენდებოდა. ეს
ორი ადამიანი ერთმანეთს, ქიშპობის ნაცვლად, პატივისცემითა
და აღტაცებით სავსე წერილებს უგზავნიდა.
- ჩვენ ერთსა და იმავე ქალს ვეტრფით! - გამოაცხადა ერ-
თხელ თაკიუდინმა.
- რას გულისხმობთ? - ჰკითხა გაკვირვებულმა ჯაჰანმა.

475
- ზეცამ ორივეს თავბრუ დაგვახვია. სამწუხაროდ, ორივენი
მოკვდავები ვართ. როცა ამ ქვეყნიდან წავალთ, მას სხვები
გაუმიჯნურდებიან!
როცა ციური სხეულების გამოსაკვლევ აღჭურვილობას რკი-
ნის თაროებზე კუთვნილი ადგილი მიუჩინეს, თაკიუდინმა სინან-
სა და მის შეგირდებს შენობა დაათვალიერებინა. ჯაჰანს თვალ-
ში მოხვდა სამციფერბლატიანი, ჩინებულად აწყობილი ასტრო-
ნომიული საათების სიმრავლე. ერთ განცალკევებულ ოთახში
სხვადასხვა ზომის წყლის საქაჩებიც იყო თავმოყრილი.
- ამ ხელსაწყოებს ზეცასთან ნამდვილად არაფერი აკავში-
რებს.უ უბრალოდ, ეს ჩემი მორიგი გატაცებაა, - განმარტა თა-
კიუდინმა.
შენობის მეორე სართულზე გრძედისა და განედის საზომი
ხელსაწყო - მასიური, ექვსსალტიანი ასტროლაბი, ე.წ. დჰატ ალ
ჰალაქი გაემართათ; კიდევ ერთი მოწყობილობა, სახელწოდე-
ბით ლიბნა, კედელში იყო ჩაშენებული და ორი მასიური კვად-
რანტისგან შედგებოდა.ე ეს დანადგარი ოდესღაც მზისა და ვარ-
სკვლავების დახრილობის გამოსათვლელად გამოიგონეს. ხის
მასიური დგამი, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად უსარგებ-
ლოდ გამოიყურებოდა, მთვარის პარალაქსის განმსაზღვრელი
ხელსაწყო აღმოჩნდა, სპილენძის სალტეებიანი აღჭურვილობის
მთავარი დანიშნულება კი ვარსკვლავების აზიმუტის გამოთვლა
გახლდათ. მის გვერდით ბუნიაობის წერტილების დასადგენი
დანადგარი იდგა, მაგრამ ჯაჰანს ყველაზე მეტად ციურ
სხეულებს შორის მანძილის გასაზომმა ხელსაწყომ, სექსტანტმა
მოსტაცა თვალი.
სადაც არ უნდა შესულიყვნენ, ყველგან ხვდებოდათ თითო
ამგვარი ხელსაწყო, რომელიც ზესკნელის ამა თუ იმ საიდუმ-

476
ლოს ხდიდა ფარდას. კარის ვარსკვლავთმრიცხველის განმარ-
ტებით, ციური სხეულების შესწავლისას, ისევე როგორც სხვა
შემთხვევებში, ადამიანს სწორი მეგზური უნდა აერჩია. იმის ნაც-
ვლად, რომ მიზანში მთვარე ამოეღო, ამჯერად ორი ცთომილი
ვარსკვლავის, ვენერასა და ალბედარანის შესწავლას მიჰყო ხე-
ლი. ეს ბოლო სახელწოდება ჯაჰანს ისე მოსწონდა, რომ ლექსის
სტრიქონივით, გუნებაში ხშირ-ხშირად იმეორებდა.
ახალთახალი ხელსაწყოებისგან განსხვავებით, ობსერვატო-
რიის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები და ხელნაწერები საუკუ-
ნეებს ითვლიდა. სწორედ აქ ინახავდა თაკიუდინი თავის საყვა-
რელ ნაშრომებს გეომეტრიის, ალგებრისა და მოძრაობის კანო-
ნების შესახებ. კარის ვარსკვლავთმრიცხველი დიდად ასიამოვ-
ნა სულთნის ბოლო განკარგულებამ, რომელიც სტამბოლის ყა-
დებს გადაეცათ. მბრძანებელი ქალაქის მცხოვრებლებს მოუწო-
დებდა, რომ მათ ხელთ არსებული ძვირფასი წიგნები კარის ობ-
სერვატორიისთვის შეეწირათ.
„როცა ამ ბრძანებას მიიღებთ, მოიძიეთ წიგნები ასტრონო-
მიასა და გეომეტრიაში, და გადაეცით ისინი ჩემს ღრმად პატივ-
ცემულ ვარსკვლავთმრიცხველს, თაკიუდინს, რათა მან ჩემი
მფარველობის ქვეშ გააგრძელოს თავისი ჩინებული კვლევები.“

ობსერვატორიის მომავალი მუშაკები დარწმუნებულები იყ-


ვნენ, რომ ასეთი ძლიერი მფარველის ხელში აღარაფერი უნდა
გასჭირვებოდათ. მცირე ხანშიუ აიგო შიგნიდანაც და გარედანაც
ერთნაირად უზადო შენობა, რომლის ღია ფანჯრებში საღა-
მოობით ცისარტყელას ფერები იღვრებოდა და რომელიც თოფ-
ჰანეს ფერდობიდან ქალაქს ლამპარივით დაჰნათოდა.

477
დიდებული იყო ობსერვატორიის გგახსნის ცერემონია. სტუმ-
რებს თავზე უხვად დაჰკაშკაშებდათ მცხუნვარე მზე. ცა ლურჯად
კიაფობდა, თუმცა ჰაერში უჩვეულო სუსხი იგრძნობოდა, თით-
ქოს ზამთარსაც და ზაფხულსაც ერთნაირად სურდა ამ დიდებულ
დღესასწაულზე დასწრება. თოლიები ცაში კამარას კრავდნენ,
მაგრამ ამჯერად მათი ჭყივილი არ ისმოდა. მერცხლები ძირს
ეშვებოდნენ და მარმარილოთი მოპირკეთებული შადრევნიდან
წყალს სვამდნენ. კარისკაცების სამოსი და წვერები გაჟღენთი-
ლი იყო ნელსაცხებლების სუნით, რომელიც ჰალვის ტკბილ
სურნელს ერეოდა (ეს ნუგბარი, თაკიუდინის ბრძანებით, იმ მუ-
შებს ჩამოურიგეს, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამდნენ, რათა
შენობა დროზე დაესრულებინათ).
ზეიმს მიხაკისფერ ხალათში გამოწყობილი, ხახვის ფორმის
ჩალმით თავდამშვენებული სინანიც ესწრებოდა. ოსტატი თი-
თებს ისე ათამაშებდა, თითქოს კრიალოსანს მარცვლავდა. შე-
გირდები მის უკან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგნენ და
სიხარულს გულში ვერ იტევდნენ. დამსწრე საზოგადოება აამ წუ-
თებში სულთან მურადის ჯანმრთელობისა და კარის ვარ-
სკვლავთმრიცხველის წარმატებისთვის ლოცულობდა, მაგრამ
ამ დაწესებულების დაარსებაში სინანის შეგირდებსაც უდავოდ
დიდი წვლილი მიუძღოდათ. გასაკვირი არ იყო, გული რომ
სიამაყით ევსებოდათ. მათ ხომ საკუთარი ხელით ორი შენობა
დაგეგმეს, ააშენეს და მომხმარებელს მზა სახით ჩააბარეს. მარ-
თალია, ოსტატი მათ საქმიანობას თვალს ადევნებდა, მაგრამ ეს
მაინც მისი შეგირდების შემოქმედება იყო (შემოქმედმა მიუტე-
ვოს მათ ეს სიტყვა!) და მხოლოდ მათ ეკუთვნოდა!
ობსერვატორიის გალავანთან უამრავ ცნობისმოყვარესა და
კეთილისმსურველს მოეყარა თავი. ქარი აქეთ-იქით დააფ-

478
რიალებდა მათ აღელვებულ ხმებს. უცხოელი ელჩები ყურადღე-
ბით აკვირდებოდნენ მოვლენებს, ვაჭრები ხარჯებს ითვლიდნენ,
მწირები ლოცვებს ბუტბუტებდნენ, მათხოვრები მოწყალებას
ითხოვდნენ, ქურდები ნადავლს დაეძებდნენ, მამების მხრებზე
ჩამოსკუპებული ბავშვები კი თვალს არ აშორებდნენ უცნაურ
სახლს, რომლიდანაც მზის, მთვარისა და სხვა მნათობების
თვალთვალი შეიძლებოდა. მეტიც - ციდან მოწყვეტილი ვარ-
სკვლავების ასავალ-დასავალსაც გაიგებდა კაცი...
ქათქათა სამოსში გამოწყობილი, ახოვანი და წარმოსადეგი
თაკიუდინი მხრებგაშლილი იდგა ეზოს შუაგულში. ორმოცი
ცხვარი და ამდენივე ძროხა შესწირეს ობსერვატორიის საზეიმო
გახსნას, ხორცი კი დილიდან უპოვართა შორის უპოვრებს
დაურიგდათ. თაკიუდინსაც კი შუბლი სისხლით ჰქონდა დაწინ-
წკლული. ოცდაოთხი სახეგაბადრული ვარსკვლავთმრიცხველი
გამწკრივებულიყო მის გვერდით.
ანაზდად ყველა ხმა მიწყდა და დამსწრეთა რიგებს ჩუმი
მღელვარების ტალღამ გადაუარა. გამოჩნდა სულთანი მურადი.
მისი მხედრიონი ჯერ კიდევ შორს იყო, თავად მბრძანებელმა კი
ცხენი ეზოში შემოაგელვა და ერთბაშად ისე აავსო ცარიელი
სივრცე, როგორც წყლის ნაკადი მოედება ხოლმე ყველა კუთხე-
კუნჭულს.მ მოვიდა უფლის ჩრდილი დედამიწაზე, რათა ამქვეყ-
ნად ყველაზე დიდი ობსერვატორიის კარი თავისი ხელით
გაეღო.
ამასობაში სულთნის ამალამაც მოაღწია და სუფი შეიხმა რი-
ხიანი, მაგრამ ამავე დროს ტკბილი ხმით ლოცვა წამოიწყო.
- ალაჰის მეოხება ნუ მოაკლდება ჩვენს მოწყალე მბრძანე-
ბელს! - წარმოთქვა სუფიმ.

479
- ამინ! - გაისმა პასუხად და თითოეულ ადამიანს ეს სიტყვა
ტკბილეულივით დაადნა ენაზე.
- ალაჰის მეოხება ნუ მოაკლდება ჩვენს დიდებულ იმპერიას.
ალაჰმა გვიწინამძღვროს კეთილ საქმეებში, მისი შეწევნით პირ-
ნათელნი მივუვიდეთ იმქვეყნად მათ, ვისაც ამქვეყნად მარ-
თლად უვლია! ალაჰმა გადმოხედოს ამ სახლს და განუხვნას ზე-
ცის საიდუმლოების კარი მათ, ვისაც ძალუძს ამ ტვირთის ზიდვა.
- ამინ!
როცა ჯაჰანი სუფის სიტყვებს ყურს უგდებდა, მზერით ჩა-
მოუარა რჯულისკაცებს, რომლებიც ზეიმს ესწრებოდნენ. ხალ-
ხში ხმები დადიოდა, რომ შეიხ-ულ-ისლამმა ობსერვატორიის
გახსნისას ლოცვის აღვლენაზე უარი თქვა. ჯაჰანი მის სახეს და-
აკვირდა. გარეგნულად თავშეკავებულსა და ტბასავით აუმღვრე-
ველ კაცს უცებ ტუჩ-პირი დაეღრიჯა, თითქოს რაღაც მწარე შე-
მოეჭამაო. ჯაჰანი მიხვდა, რომ ეს არავის შეუმჩნევია, რადგან
ყველა ლოცვით იყო გატაცებული. ცაში მონავარდე კონდორი
რომ უცებ ძირს დაეშვება, სწორედ ასე, ელვის სისწრაფით შეეც-
ვალა სახე შეიხს. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგ-
ში იყო, მაგრამ ჯაჰანს გული უთქვამდა, რომ სინამდვილეში
კარგი არაფერი ელოდათ. რაღაც დაჟინებით ჩასძახოდა, რომ
ეს სინანმაც იცოდა, რადგან ოსტატი თითებს ნერვიულად ათამა-
შებდა. თაკიუდინი კი ისე იყო გართული, რომ ეჭვი არაფერზე
აუღია.
მოგვიანებით ჯაჰანი საკითხს ღრმად ჩაუფიქრდა და ბოლომ-
დე გაისიგრძეგანა. სინანს სასულიერო პირებთან ურთიერთო-
ბის დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ მათი მხრიდან უარ-
ყოფით დამოკიდებულებას ნამდვილად გრძნობდა. თაკიუდინი
კი პირიქით, ყველაზე კარგად იცნობდა რჯულისკაცებს. მას ხომ

480
ოდესღაც მოსამართლედაც ემუშავა, ღვთისმეტყველიც იყო, მუ-
ვაკიტიც (მეჩეთში მუვაკიტის მოვალეობას ეზანის ანუ ლოცვის
დროის განსაზღვრა წარმოადგენდა.) და მედრესეს მასწავლებე-
ლიც. მიუხედავად ამისა, ოსტატისა და მისი შეგირდისგან გან-
სხვავებით, ამ წუთებში სრულიად მშვიდად იყო. „იქნებ ადა-
მიანებს სიახლოვე აბრმავებს, მანძილი კი პირიქით, თვალს
უხელს“ - გაიფიქრა ჯაჰანმა.
იმხანად თაკიუდინი ციურ სხეულებზე ნაშრომს წერდა, რო-
მელსაც „ჯიზს“ უწოდებდა. ამიტომ განუწყვეტლივ უკირკიტებდა
და დაწვრილებით აღწერდა მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და
სხვა ციური სხეულების განლაგებას, მანძილებსა და მოძრაობის
ტრაექტორიას. ამ საქმით წლობით იყო დაკავებული. მისი
თქმით, ეს წიგნი უნდა გამხდარიყო მეგზური მარადისობაში.
- ჯიზი რუკა გახლავთ. ღვთის ხელით შექმნილი სამყაროს
რუკა! - ამბობდა ხოლმე კარის ვარსკვლავთმრიცხველი.
- უხსოვარ დროში ერთმა ურწმუნო ბრძენკაცმა, სახელად
არისტომ, (იგულისხმება არისტოტელე.) რომელმაც თავის
დროზე ისკანდერ დიდი (იგულისხმება ალექსანდრე მაკედონე-
ლი.) ცოდნას აზიარა, იმის დამტკიცება სცადა, რომ დედამიწა
სამყაროს ცენტრია და, სხვა ციური სხეულებისგან განსხვავე-
ბით, არ მოძრაობს, ხოლო მის ირგვლივ მბრუნავი ციური სფე-
როების რიცხვის დადგენა სხვა ასტრონომებს მიანდო.
- თქვენ თუ მოახერხეთ მათი რიცხვის დადგენა? - ჰკითხა ჯა-
ჰანმა, როცა ობსერვატორიის საზეიმო გახსნის შემდეგ ის და
დაუდი ოსტატს სტუმრად ეწვივნენ.
- რვა! - მტკიცედ განაცხადა თაკიუდინმა. - რვიანი მართლაც
რომ უზადო რიცხვია და საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი არსე-
ბობს. დედამიწის ფორმა, ციური სხეულების განლაგება, სამყა-

481
როს შრეები, ყველაფერი ისეთი წესრიგის მიხედვით ააწყო
უფალმა, რომ მოკვდავთ მათი შესწავლისა და ფიქრის სა-
შუალება მისცა.
რაც მეტს საუბრობდა თაკიუდინი, მით უფრო ეშლებოდა ლა-
პარაკის საღერღელი.
- არისტო ბრწყინვალე მეცნიერი იყო, მაგრამ ისიც კი ცდებო-
და. სამყაროს ცენტრში დედამიწა კი არა მზეა, სხვა ციური
სხეულები კი ამ ცეცხლოვანი ბურთის გარშემო სრულყოფილე-
ბამდე მისული სიზუსტით უვლიან წრეებს, - დასძინა მეცნიერმა
და ჯაჰანს უჩვენა წიგნი, რომელიც, მისი თქმით, ამ ვარაუდს
ადასტურებდა. ჯაჰანმა წიგნის სათაური ხმამაღლა წაიკითხა. კე-
თილხმოვანი ლათინური სიტყვები სრიალ-სრიალით სწყდე-
ბოდნენ ენიდან და ციური სხეულებივით ბრუნავდნენ ჰაერში.
„კოპერნიკი! რა უცნაური გვარია!“ გაიფიქრა მაჰაუტმა, კარის
ასტრონომმა კი ლოცვის მსგავსად, ძრწოლითა და კრძალვით
გაიმეორა ეს გვარი.
- კოპერნიკს სატრფო ჰყავდა, მაგრამ ეს ქალი ცოლად არა-
სოდეს შეურთავს, - თქვა თაკიუდინმა და ტყავისყდიან ფოლიან-
ტზე ისე მიუთითა, თითქოს ის ცოცხალი არსება იყო, - რაკი სა-
კუთარი შვილები არ ჰყავდა, დისშვილები დაზარდა.
- რატომ არ დაქორწინდა? - იკითხა დაუდმა.
- უფალმა უწყის, - უპასუხა თაკიუდინმა, - ალბათ ქალს
გაუწია ანგარიში. მუდამ ზეცას მიჩერებულ ქმარს, აბა, რომელი
ცოლი აიტანდა?
დაუდმა და ჯაჰანმა ერთმანეთს გადახედეს, რადგან ორივეს
ერთნაირი ფიქრი ეწვია: თაკიუდინი დაქორწინებული იყო, მაგ-
რამ ღამეებს ობსერვატორიაში ათევდა!

482
შეგირდებს აინტერესებდათ, კოპერნიკზე საუბრისას თავის
თავსაც თუ გულისხმობდა. მაგრამ კითხვა ვეღარ გაუბედეს. ბო-
ლოს დაუდმა და ჯაჰანმა ხუროთმოძღვართუხუცესს და მის თა-
ნაშემწეებს მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ. როგორც
კი სახლიდან გავიდნენ, ორივენი ერთბაშად ჩაითრია გაუვალი
ნისლის დიდმა ტალღამ. ბრმებივით, ბარბაცით მიიწევდნენ წინ,
ჩოტას გაჭირვებით მიაგნეს, მის ზურგზე თავ-თავიანთი ადგი-
ლები დაიკავეს და ტაატით გასწიეს ქალაქისკენ. სულ რამდენი-
მე ნაბიჯი ჰქონდათ გადადგმული, როცა ჯაჰანმა დაუძლეველი
სურვილი იგრძნო, უკან მიეხედა. უცნაური სურათი გადაეშალა
თვალწინ. ობსერვატორიის ორი მაღალი შენობიდან არც ერთი
აღარ ჩანდა. სანთელიც კი არ ლიცლიცებდა მათ სარკმლებში.
არც ზედა ტერასებზე განლაგებულ ასტრონომიულ ხელსაწყოებ-
სა და დანადგარებს გაუდიოდათ ლაპლაპი. შენობის კონტურები
ისე შთანთქა ნაცრისფერმა მორევმა, რომ ამ დაწესებულების
არსებობაშიც კი წამით ეჭვი შეგეპარებოდათ, ხოლო ის, რაც მის
ჭერქვეშ ითქვა და გაკეთდა, ქვიშიან ზედაპირზე ჯოხით დაჯღაბ-
ნილ წარწერასავით გაუჩინარდა.

ერთ ქარიან დღეს ოსტატმა და შეგირდებმა, ჩვეულებისა-


მებრ, სამუშაოდ გასწიეს. ჯაჰანი ჩოტას კეფაზე იჯდა, შეგირდებს
კი ჰაუდაში მოეკალათებინათ. თაკიუდინი ეზოში დახვდათ. ისე-
თი დაზაფრული ჩანდა, რომ ჯაჰანმა გაოცება ვერ დამალა. სწავ-
ლულის მუდამ გაბადრულ სახეს სიბერე შეჰპარვოდა, სულ
მთლად გალეულიყო. მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ორი
დროული კაცი ფანჩატურში განმარტოვდა და ახლა ვაზის ტალა-
ვერიდან მათი მოგუდული, დაძაბული ხმები ისმოდა. შეგირდებ-

483
მა ახლოს მისვლა არ ისურვეს, მაგრამ იქაურობას ვერ სცილდე-
ბოდნენ და ფეხს ითრევდნენ. ბოლოს სამზარეულოში, ფანჯა-
რასთან მოიკალათეს და, მზარეულის ბუზღუნის მიუხედავად,
განმარტოებით მსხდომთ იქიდან დაუწყეს თვალთვალი. ცხა-
დია, მათი საუბარი აღარ ესმოდათ, მაგრამ ვარაუდებს მაინც გა-
მოთქვამდნენ.
- გული მიგრძნობს, აქ რაღაც ამბავია, - თქვა დაუდმა.
- იქნებ საქმეზე მსჯელობენ? - ჩაერია ნიკოლა, რომელიც
ჩვეულ ოპტიმიზმს არც ახლა ღალატობდა.
თაკიუდინს თან თავისი ერთ-ერთი თანაშემწე მოეყვანა -
ახალგაზრდა ვარსკვლავთმრიცხველი, ნაყვავილარი სახითა და
თხელი წვერით, რომელსაც ჩამავალი მზის სხივთა დარად, ცეც-
ხლისფერი დაჰკრავდა. საუბარი რომ დასრულდა, შეგირდებმა
შეკითხვები მიაყარეს. თანაშემწემ თავის დაძვრენა სცადა, მაგ-
რამ ბოლოს სათქმელი მაინც არ დამალა:
- ჩემმა ოსტატმა მშვილდოსნის ზოდიაქოში კომეტა აღმოაჩი-
ნა!
ჯაჰანმა ამხანაგებს გადახედა. ნიკოლა უხერხულად
წრიალებდა, დაუდი დაეჭვებული ჩანდა; სანჩას გულისნადებს
ვერავინ მიუხვდებოდა, რადგან, ჩვეულებისამებრ, იატაკს დას-
ჩერებოდა. ჯაჰანი მიხვდა, რომ მხოლოდ თვითონ არ იყო უვი-
ცი, და თაკიუდინს შეკითხვით მიმართა:
- ეს რაღაა?
ვარსკვლავთმრიცხველმა ამოიოხრა.
- კუდიანი ვარსკვლავია. უზარმაზარი. ახლა ჩვენკენ მოიწევს.
- მერე, რა უნდა ვქნათ? - იკითხა დაუდმა.
- მაგას თაკიუდინი გვეტყვის, - უპასუხა ვარსკვლავთმრიც-
ხველმა.

484
- ვერ დავიჯერებ, რომ არაფერი იცი, - არ ცხრებოდა დაუდი.
- აბა, რა გითხრა... ზოგიერთი კომეტა წყალდიდობას იწვევს;
ერთ სამეფოში ყველა ქალს მუცელი მოუშალა; ერთხელ სამფე-
ხა ძაღლების წვიმაც კი გამოიწვია.
შეგირდები გაოგნებულები უსმენდნენ თაკიუდინის თანაშემ-
წეს, მას კი ლაპარაკის საღერღელი აეშალა და სიამოვნებით გა-
ნაგრძო კომეტით გამოწვეული ათასგვარი უბედურების ჩამოთ-
ვლა:
- ერთმა კომეტამ გვალვა გამოიწვია, რომელიც შვიდი წელი
გრძელდებოდა, თან იმ მხარეში ისეთი ქარი მძვინვარებდა,
რომ ყველა ნარგავი ძირიანად ამოთხარა. რაც დარჩა, კალიებ-
მა მოუღეს ბოლო.
- ჩუმად! მოდიან! - გააჩერა ნიკოლამ, თუმცა მათი გაგონება
გარედან არავის შეეძლო.
უსაქციელო ბავშვებივით დამორცხვებული შეგირდები ბაღში
გავიდნენ და უფროსებს მიეგებნენ. სინანს ეტყობოდა, რომ თა-
კიუდინის საწუხარს მისთვისაც მოეშხამა გუნება.
- ერთი ამათ შეხედე! - შეიცხადა ვარსკვლავთმრიცხველმა
და შეგირდებზე მიუთითა.
- ჭორი კომეტაზე სწრაფად დაფრინავს! - ჩაილაპარაკა სინან-
მა (ასეთ გამკილავ ტონს ყოველთვის მაშინ მიმართავდა ხოლ-
მე, როცა შეგირდებს მამობრივი მზრუნველობით რაღაცისთვის
ჰკიცხავდა).
- განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ენას კბილს ვერ
აჭერს! - მხარი აუბა თაკიუდინმა და თავის თანაშემწეს თვალი
თვალში გაუყარა. თანაშემწემ თავი ჩაქინდრა და წამოწითლდა,
ასტრონომმა კი დასძინა:
- თუმცა მაგას რა სჯობს, მთელი ქალაქი გაიგებს!

485
ჯაჰანი გათამამდა და იკითხა:
- ამ კომეტის გამოჩენა ჩვენთვის რას უნდა ნიშნავდეს?
- დიდ არს ალაჰი. ყურადსაღებია მის მინიშნებები, - უპასუხა
თაკიუდინმა, - ჩვენ, მოკვდავნი, ამას ვერ ჩავწვდებით, მაგრამ
ბოლოს ყველაფერი ნათელი გახდება.
ჯაჰანმამ მის პასუხში სანუგეშო ვერაფერი ჰპოვა. იდგა და-
ზაფრული, სათქმელს თავს ვერ უყრიდა და ასტრონომს უსიტ-
ყვოდ მისჩერებოდა. არც სხვები იყვნენ უკეთეს დღეში. მანამდე
შეგირდები მხოლოდ წარმოსახვით საფრთხეებს განიხილავ-
დნენ, ახლა კი ყველა მათგანი გრძნობდა, რომ რეალურად
ემუქრებოდათ რაღაც ძალა, რომლის არსს გონებით ვერ სწვდე-
ბოდნენ და რომლის დასამარცხებლად ღონე არც ერთ მათგანს
არ ეყოფოდა.
ჭორის გავრცელების სისწრაფეზე საუბრისას სინანი არ შემ-
ცდარა. რამდენიმემ დღეში სტამბოლელებს სხვა სალაპარაკო
აღარ ჰქონდათ. დამფრთხალი ჩურჩული და ავბედითი წინას-
წარმეტყველებები კედლის ღრიჭოებსა და ქვაფენილის ნაპრა-
ლებში ძვრებოდა, საკლიტურების ხვრელებში აღწევდა, სანიაღ-
ვრე არხებს მიჰყვებოდა და ჰაერს წამლავდა.მ ცოტა ხანში სულ-
თანმა წარჩინებულთა საიდუმლო თათბირი მოიწვია, რომელ-
საც ნაზირ-ვეზირები და ულემები ესწრებოდნენ. ეს იყო სახელ-
დახელო კრება, რომელზეც თაკიუდინს მიმდინარე მოვლენების
შესახებ ანგარიში უნდა წარედგინა. ჯაჰანს ფრთები შეესხა, რო-
ცა შეიტყო, რომ თათბირზე აზრის გამოსათქმელად სინანიც მი-
იწვიეს.
- გთხოვთ, მეც თან წამიყვანოთ! - შეევედრა ოსტატს.
სინანმა მწველი მზერა ესროლა და ჰკითხა:

486
- რატომ უნდა წაგიყვანო?! იმიტომ, რომ ცნობისმოყვარეობა
არ გასვენებს?
- სხვები მაინც წაიყვანეთ. ეს ობსერვატორია ხომ ჩვენ ავაშე-
ნეთ! - არ ცხრებოდა ჯაჰანი.
ოსტატმა დიდხანს აღარ ახვეწნინა და დაჰყაბულდა:
- წადი, მოემზადე!
შუადღის ლოცვის შემდეგ ოსტატი და მაჰაუტი სასახლეს მი-
ადგნენ. სათათბირო დარბაზში დაახლოებით ორმოცამდე წარ-
ჩინებულს მოეყარა თავი. ზოგს მრავალრიცხოვანი ამალა ახ-
ლდა და ეს ადამიანები ახლა ვრცელი ოთახის ორივე მხარეს
გამწკრივებულიყვნენ. შუაგულში, მოქროვილ ტახტზე სულთანი
მურადი იჯდა.
შემოიყვანეს თაკიუდინი.მ მან სულთნის წინაშე მუხლი
მოიყარა და მის ხალათს ემთხვია, შემდეგ დივანის წევრებს
მოკრძალებულად დაუკრა თავი, გულხელი დაიკრიფა და თავი
ჩაქინდრა. იმ წუთებში მის ადგილას ყოფნას არავინ ინატრებდა.
- კარის ვარსკვლავთმრიცხველო, - მიმართა დიდვეზირმა
სოკოლუმ, - აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ ჩვენს მოწყალე მბრძა-
ნებელს მოახსენოთ, რას გვიპირებს მოახლოებული კუდიანი
ვარსკვლავი.
- თუ თქვენი უდიდებულესობა ნებას დამრთავს, ახლავე წაგი-
კითხავთ.
თაკიუდინმა ხალათის უბიდან გრაგნილი ამოიღო და ხმამაღ-
ლა კითხვა დაიწყო:
- მე, თაკიუდინ იბნ მარუფმა, როგორც კარის ასტრონომმა,
ვაწარმოე დაკვირვება და ვიხილე კომეტა მშვილდოსნის ზო-
დიაქოში. შემდეგ ჩემი ჯიზი მოვიშველიე და გრძედი და განედი

487
ნაზირ-ალ ტუსის მსგავსად, ტურკეტუმის81 მეშვეობით გამოვით-
ვალე. მშვილდოსანში გრძედი 26, ჩრდილოეთ განედი კი - 22
გრადუსია. მუშაობისას ორიენტირად სამი დიდი ვარსკვლავი
გამოვიყენე: ალდებარანი, ანუ ხარის თვალი; ალგობარბი, ანუ
ყორანი; და ალტიარი - ანუ გაფრენილი სვავი. რამდენიმე დღე
ვაკვირდებოდი მის მოძრაობას და მისი ბუნების ამოცნობას
ვცდილობდი. დაკვირვების შედეგები კი ჩემს დავთარში წვრი-
ლად აღვწერე. დე, ახალგაზრდა ვარსკვლავთმრიცხველებმა შე-
ისწავლონ ყოველივე ეს, როცა ჩემი სული ჩრდილების საუფ-
ლოში გადაინაცვლებს.
თაკიუდინი დადუმდა. დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამო-
ვარდა.
- შვიდი ღამეა, არ მძინავს.მ მე და ჩემი შეგირდები ერთმა-
ნეთს ვენაცვლებით და საკითხს განუწყვეტლივ ვიკვლევთ, - გა-
ნაგრძო ვარსკვლავთმრიცხველმა.
- მაშ, გაგვანდეთ თქვენი კვლევის შედეგები და მოგვახსე-
ნეთ, რას უნდა ველოდოთ ამ ვარსკვლავისგან! - ბრძანა სოკო-
ლუმ.
თაკიუდინმა ჰაერი ისე ღრმად შეისუნთქა, თითქოს სურდა
ერთიანად შთაენთქა ეს წუთები, ეს დარბაზი, ყველაფერი, რაც
ირგვლივ იყო. თვალი გადაავლო მეგობრებისა და მტრების სა-
ხეებს, რომლებიც მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდნენ, და
ალბათ იმ კომეტასავით ეულად იგრძნო თავი, რომელსაც ბო-
ლო დროს გაფაციცებით აკვირდებოდა. შემდეგ გრაგნილს თი-

81 ასტრონომიული ხელსაწყო შუა საუკუნეებში.

488
თი დაადო და ჩანაწერების ბოლო მონაკვეთი კვლავ ხმამაღლა
წაიკითხა:
- დაკვირვებისას გაირკვა აგრეთვე, რომ ამ კომეტას ვენერა
იზიდავს; მისი კუდი აღმოსავლეთისკენ არის მიმართული და ის
ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოძრაობს. შევისწავლე რა ამ
კომეტის აგებულება და იმ პლანეტის ხასიათი, რომელიც მას
იზიდავს, მივედი დასკვნამდე, რომ სხვა კომეტებისგან განსხვა-
ვებით, რომლებიც ცის კაბადონზე ადრე გამოჩენილან, ეს კომე-
ტა კეთილი ბუნებისაა და ცუდს არაფერს გვიქადის, - დაასკვნა
თაკიუდინმა.
დამსწრე საზოგადოებამ შვებით ამოისუნთქა. გაისმა კმაყო-
ფილი ჩურჩული. სულთანმა თავი დინჯად დააქნია და ხმა პირვე-
ლად ამოიღო:ლ
- კეთილი. სხვას რას გვეტყვი?
- ამ კომეტას საავდრო ღრუბლები მოჰყვება, წვიმები კი უხვი
მოსავლის საწინდარია, - უპასუხა თაკიუდინმა.
- ბრძოლის ველზე რა გველის? - იკითხა ალაჰის ჩრდილმა.
- ჩვენი ლაშქარი დიდ გამარჯვებას მიაღწევს, თქვენო უდიდე-
ბულესობავ! - იყო პასუხი.
კიდევ ერთხელ დაუარა დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო
მღელვარების ტალღამ.ყ ყველას თვალები გაუბრწყინდა. კრე-
ბაც ამით დასრულდა.
მაგრამ თაკიუდინის არც ერთი სიტყვა არ გამართლდა. ირან-
თან ომი ისე ვერ წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო.
მართალია, ოსმალებმა ტრიუმფალურ გამარჯვებას მიაღწიეს,
მაგრამ მსხვერპლიც უდავოდ დიდი იყო.
ომს გვალვა მოჰყვა. სურსათის სათავსები დაცარიელდა,
ბავშვები მშივრები იძინებდნენ. მაგრამ ყველაზე უარესი იყო მი-

489
წისძვრა, რომელმაც ქვეყნის რამდენიმე მხარეში ქვა ქვაზე
აღარ დატოვა. ამის შემდეგ კვლავ იფეთქა შავი ჭირის ეპიდემი-
ამ. ზღვა ხალხი მიაბარეს მიწას. საითაც გაიხედავდით, ყველგან
გაჭირვება და მწუხარება მეფობდა.
კომეტამ უბედურება მოიტანა, მაგრამ ყველაზე მეტად თვი-
თონ თაკიუდინი დაზარალდა. ულემებმა მის წინააღმდეგ პირი
შეკრეს. ახალი შეიხ ულ ისლამი, აჰმედ შამსედინ ეფენდი, ხელ-
საყრელ მომენტს ელოდა და ახლა მთელი ძალით შეუტია კარის
მთავარ ასტრონომს.
- სულ იმ ობსერვატორიის ბრალია, ასეთი უბედურება რომ
დაგვატყდა თავს! ვინ არიან ესენი, რომ ღმერთს თვალი ადევ-
ნონ? განა პირიქით, ღმერთმა არ უნდა გვადევნოს თვალი მოკ-
ვდავთ? ადამიანს მზერა მიწისკენ უნდა ჰქონდეს მიპყრობილი
და არა ზეცისკენ! - ამბობდნენ რჯულისკაცები.
სულთანმა შენობის დანგრევის ბრძანება გასცა. როცა შე-
გირდებმა ეს ამბავი შეიტყვეს, ოსტატთან გაიქცნენ. ლაპარაკის
თავი არცერთ მათგანს არ ჰქონდა, მთვარეულებივით მიიწევ-
დნენ წინ. სინანმა ის დღე ფანჩატურში გაატარა. ალბათ იგონებ-
და იმ დროს, როცა აქ თაკიუდინთან ერთად იჯდა და მათი გუ-
ლები იმედითა და რწმენით იყო სავსე. საღამოს ლოცვის შემდეგ
ფანჩატურიდან გამოვიდა და შეგირდებს ისეთი ამო ხმით
შეესიტყვა, თითქოს მათთვის სასიხარული რამ ჰქონდა საუწყე-
ბელი:
- ობსერვატორია თქვენ ააგეთ და თქვენვე უნდა დაანგრიოთ!
- რას ბრძანებთ, ოსტატო?! - გააწყვეტინა აღშფოთებულმა ნი-
კოლამ.

490
ჯაჰანი თავს ვეღარ მოერია. ოლევის დაღუპვის შემდეგ მის
გულში ბრაზი დუღდა და ამ ღვარცოფმა ახლა ერთბაშად იფეთ-
ქა.
- გამოდის, შენობის აგება ჩვენ სწორედ ამიტომ დაგვაკის-
რეთ. იცოდით, რაც მოხდებოდა, და ამ საქმეს ხელი არ მოჰკი-
დეთ! - უთხრა ოსტატს.
შეგირდები გაშრნენ. ყველას იგივე ფიქრი უტრიალებდა თავ-
ში, მაგრამ ახლა გაოცებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ ჯა-
ჰანს ეყო თავხედობა ამ აზრის ხმამაღლა გამოსათქმელად.
- არაფერიც არ ვიცოდი, - უპასუხა სინანმა, - რომ მცოდნოდა,
ამ საქმეს არ დაგაკისრებდით!
მმაგრამ ჯაჰანს უკვე ვეღარაფერი აჩერებდა.
- მაშ, რატომ არ დაიცავით ობსერვატორია? როგორ დაუშ-
ვით ეს ყველაფერი?!
სინანს სევდიანად ჩაეღიმა და თვალის უპეები ნაოჭებით
დაესერა.
- არის რაღაცები, რაც ჩემს ხელთაა, მაგრამ ყველაფერს ნამ-
დვილად ვერ ვმართავ.ა ადამიანებს ნგრევას ვერ დავუშლი. ერ-
თადერთი, რაც შემიძლია, აღმშენებლობის გაგრძელებაა!
დადგა ობსერვატორიის აღების დღე. შეგირდებმა საუბარს
თავი აარიდეს და დაიფანტნენ. ყველა თავის კუთხეში შეიყუჟა.
ოსტატი ოჯახთან ერთად ზედა სართულზე, ჰარემლიკში ავიდა,
ნიკოლა სახელოსნოში განმარტოვდა, დაუდი არსად ჩანდა. სან-
ჩა სინანის სახლის უკანა მხარეს, პატარა ოთახში გამოიკეტა,
ჯაჰანი კი - თავლაში. საბრალო კაჰიამ ვახშმად თავი ვერავის
მოუყარა და იძულებული გახდა, საჭმელი თითოეული მათგა-
ნისთვის ლანგრებით ცალ-ცალკე შეეგზავნა.

491
ჯაჰანი ჩოტას მოვლას მონატრებული იყო და ახალგაზრდა
თანაშემწე დაითხოვა. გულის სიღრმეში სწამდა, რომ ცხოველს
მასავით ვერავინ მოუვლიდა. ჩვეულებისამებრ, ჯერ შარდით
მოსვრილი იატაკი გაწმინდა, ნიჩბით ნაკელი აკრიფა, კასრი
წყლით გაავსო და საკვებურში ნედლი ფოთლები ჩაყარა. შემ-
დეგ ჩოტას ტერფებს მიადგა: დიდი და მომრგვალებული წინა
ტერფებიც გულმოდგინედ გაუხეხა და ოვალური ფორმის, შედა-
რებით მომცრო უკანა ტერფებიც. შემდეგ თვრამეტივე ფრჩხილი
სათითაოდ დაუთვალიერა, გაუსწორა, გაუწმინდა და საცხით
დაურბილა. სამშენებლო მოედნებზე შრომამ და წლიდან წლამ-
დე აღმა-დაღმა სიარულმა თავისი ქნა: სპილოს ოთხი ფრჩხილი
გაბზარვოდა, ერთი კი თითქმის მომძვრალი ჰქონდა. დადგა
ხორთუმის ჯერიც. ჯაჰანმა გაიხარა, როცა ზედ ვერც ერთი მეჭე-
ჭი ვერ აღმოაჩინა. შემდეგ კუდს დასწვდა და რწყილებსა და ტკი-
პებს დაუწყო ძებნა. სპილოებს ყურებთან განსაკუთრებულად
რბილი კანი აქვთ და ამ ადგილას ტილები იბუდებენ ხოლმე,
სპილოს ტილი კი მკბენართა შორის ყველაზე მავნებელია.
საოცარია, როგორი უმწეო ხდება ეს გოლიათი ცხოველი ამ უმ-
ცირესი ქმნილების წინაშე. არადა, ყველასთვის ცნობილია, რომ
ერთ ტილსაც კი შეუძლია სპილოს გუნების წახდენა. საბედ-
ნიეროდ, ჯაჰანმა რამდენიმე პატარა, მუქი ფერის კოშტის გარ-
და, საგანგაშო ვერაფერი აღმოაჩინა, სპილო დაბანა, კეფაზე
იარები და ჩირქგროვები მოუსინჯა და გამომშრალი კანი მალა-
მოებით დაუამა. ჩოტა მოთმინებით ელოდა პროცედურის დას-
რულებას და მზრუნველობას იფერებდა. ჯაჰანსაც სიამოვნებდა
ეს საქმე, რომელიც უნებურად ავიწყებდა თავის საწუხარს, თუმ-
ცა ისიც იცოდა, რომ ჭირი თავს მალე შეახსენებდა. როცა ჯაჰანი

492
საქმეს მორჩა, ჩოტამ ხორთუმი გაიქნია, თითქოს სთხოვდა, აბა,
თვალი შემავლე, როგორ გამოვიყურებიო:
- კარგი ბიჭი ხარ! - უშეაქო მაჰაუტმა.
დ სწორედ ამ დროს ჩაესმა ჭიშკრის გაღების ხმა.
ჯაჰანს ეგონა, რომ მსახურს მასთან საჭმელი მოჰქონდა, და
ხმამაღლა გასძახა:
- აქა ვარ!
რაოდენ დიდი იყო მისი გაკვირვება, როცა ხელში ოსტატი სი-
ნანი შერჩა. ჯაჰანმა გაზეთილი ჩვრით ხელები გაიწმინდა და სი-
ნანს მიეგება:
- მობრძანდით, ოსტატო!
თავლაში სტუმრის შეპატიჟება ვერაფერი ზრდილობა იყო,
ამიტომ გარეთ გასვლა შესთავაზა, მაგრამ სინანმა იუარა და
სთხოვა, აქ ვისაუბროთო. ჯაჰანმა თივის ზვინზე ჩოტას ასალი
დააფინა და სტუმარს ხავერდის ქსოვილისა და ჩალისგან სა-
ხელდახელოდ გაკეთებული უცნაური სკამი შესთავაზა.
- ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ასეთი თხოვნით
მოგმართავდი, - უთხრა ოსტატმა, როცა მოხერხებულად მოკა-
ლათდნენ.
- რას გულისხმობთ? - ჰკითხა ჯაჰანმა, თუმცა დარწმუნებული
სულაც არ იყო, რომ პასუხის მოსმენა სურდა.
- შენი ოსტატობა დამჭირდა, - თქვა ოსტატმა, - ამჯერად ხაზ-
ვის ოსტატობა არა მაქვს მხედველობაში. ვგულისხმობ უნარს,
რაშიც ადრე იყავი დახელოვნებული, თუკი მას უნარი შეიძლება
ეწოდოს.
სინანი ხედავდა, რომ ჯაჰანი ვერაფერს ხვდებოდა და დინჯად
განუმარტა:

493
- იყო დრო, როცა სხვების საკუთრებას ითვისებდი. ისიც ვი-
ცი, რომ ახლა ამ საქმეს აღარ მისდევ.
სირცხვილი და თავისმოჭრა! ესე იგი, ოსტატს მისი ქურდბა-
ცაცობა არ გამოჰპარვია! ჯაჰანს თხემით ტერფამდე დაუარა და-
ნაშაულის მტანჯველმა გრძნობამ, მაგრამ ოსტატის სიტყვები მა-
ინც არ უარყო:
- დიახ, ასე იყო. მაგრამ იქნებ ამიხსნათ...
- რაღაცები უნდა მოგაპარინო, შვილო, - თქვა სინანმა.
ჯაჰანი გაშრა, ოსტატმა კი განაგრძო:
- როგორც იცი, ობსერვატორიის შენობების აღება სახვალი-
ოდ იგეგმება. თაკიუდინმა ხელსაწყოებისა და წიგნების წამოღე-
ბა ვეღარ მოასწრო, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხ-
და. შენობის კარები დაკეტილია.
ჯაჰანი თანდათან ყველაფერს მიხვდა და თავი დაუქნია.
- რამდენიმე წიგნი მაინც რომ გამოგვატანინა, ესეც ნუგეში
იქნებოდა ჩემი მეგობრისთვის, - დასძინა სინანმა.
- მართალს ბრძანებთ, ოსტატო, - თქვა ჯაჰანმა.
- ცხადია, უფლება გაქვს, უარი თქვა. ვერ არის კარგი ჩანა-
ფიქრი...
- მე კი მგონია, რომ ბრწყინვალე ჩანაფიქრია! - უპასუხა ჯა-
ჰანმა.
- საფრთხე გელის, იცოდე, შვილო.
- ოსტატო, ნუ მიწყენ, ქურდობას საფრთხე ყოველთვის ახ-
ლავს.
სინანმა სევდიანი ღიმილით შეხედა თავის შეგირდს, თითქოს
მისი ყურება ერთდროულად ტკივილსაც ჰგვრიდა და მხნეობა-
საც ჰმატებდა. ერთხანს დუმდა, შემდეგ თქვა:
- ეს ამბავი ჩვენ შორის საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

494
- ჩოტას დავიხმარ! - თქვა უცებ ჯაჰანმა. - სპილო ცხენზე მშვი-
დად დადის და მეტი ნივთის წამოღება შეუძლია.
- კეთილი. თან წავიყვანოთ ჩოტა!
- როგორ? თქვენც მოდიხართ?!
- რასაკვირველია! მარტო ხომ ვერ გაგიშვებ?!
ჯაჰანი წამით ჩაფიქრდა. ის რომ დაეჭირათ, ჩვეულებრივ
ქურდად ჩათვლიდნენ, მაგრამ სინანი რომ ჩავარდნოდათ ხელ-
ში, სანიმუშო რეპუტაციასა და სულთნის კარზე თავის საპატიო
ადგილს სამუდამოდ უნდა გამომშვიდობებოდა. დაიღუპებოდ-
ნენ მისი მუშები, ოჯახი, მოწაფეები, ყველა, ვისაც სინანი ნამ-
დვილ მამად მიაჩნდა..
- არ შემიძლია, - თქვა ჯაჰანმა, - თუ ვინმე მახლავს, ვერ ვმუ-
შაობ. არ გამომდის!
დიდხანს დავობდნენ ოსტატი და შეგირდი. სინანმა ჩანაფიქ-
რზე ხელის აღებაც კი დააპირა და გამოაცხადა, გადავიფიქრე,
ჩემი თხოვნა ძალაში აღარ არისო, მაგრამ ჯაჰანმა დაარწმუნა,
რომ უკან დახევა უკვე აღარ ღირდა და მისი თხოვნის შესრულე-
ბა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს იყო სიტყვების უცნაური
ომი. თუკი უჩხუბრად ჩხუბი შესაძლებელია, ისინი სწორედ ასე
ჩხუბობდნენ.
- კეთილი, - ხელი ჩაიქნია ბოლოს სინანმა, რაც ჯაჰანმა ნდო-
ბის მანიშნებელ ჟესტად აღიქვა და არა უკან დახევის.
ოსტატმა შეგირდს მონეტებით სავსე ქისა გადასცა და უთხრა:
- თუ ღამის დარაჯს გადაეყარე, იქნებ მოქრთამო. გაჭრის თუ
არა ქრთამი, ეგ არავინ იცის, ყველაფერი იმ ადამიანის განწყო-
ბაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, განგების ნებაც გასათვა-
ლისწინებელია. ვინ იცის, რას გიმზადებს იგი?

495
უცებ ნაბიჯების ხმა გაისმა. ოსტატი და შეგირდი შეკრთნენ და
საუბარი შეწყვიტეს. მსახურმა ბიჭუნამ ლანგრით ცხელი
წვნიანი, პური, წყალი და ფახლავა მოარბენინა.
- მიირთვი! - უთხრა ოსტატმა ჯაჰანს, როცა მსახური წავიდა. -
გრძელი ღამე გელის.
ჯაჰანმა პურს ყუა მოატეხა, წვნიანში ჩააწო და პირში ჩაიდო.
ცხელმა ლუკმამ ენა დაუფუფქა.
- პირველ რიგში რა უნდა წამოვიღო? - ჰკითხა ოსტატს.
- ჰოო... - ჩაილაპარაკა სინანმა, რომელიც ამ შეკითხვას აშ-
კარად ელოდა, - ხელსაწყოებს ნუ წამოიღებ, ძალიან მძიმეა.
რაც შეიძლება, მეტი წიგნი უნდა გადავარჩინოთ. თუ თაკიუდი-
ნის ჯიზს მოძებნი, კარგი იქნება. ხომ იცი, რამდენი იშრომა.
„ამ კაცმა წლები შეალია მზის, მთვარისა და ციური სხეულე-
ბის რუკების შედგენას. რატომ თან არ წამოიღო ეს ნაშრომი?-
“გგაიფიქრა ჯაჰანმა,ო ოსტატმა კი, თითქოს მისი აზრები
წაიკითხაო, უპასუხა:
- თაკიუდინი ამ ძვირფას მასალას ობსერვატორიაში იმიტომ
ინახავდა, რომ თავის სახლად მიაჩნდა.
ჯაჰანმა რამდენიმე კოვზი წვნიანი შეხვრიპა, პურის ნატეხი
პირში ჩაიგდო, მორჩენილი საქამრეში შეინახა და თქვა:
- მზად ვარ, ახლავე შევუდგე საქმეს!

სავსე მთვარე ქქალაქს მარადიული ხანძარივით დაჰგიზგი-


ზებდა. ჩოტაზე ამხედრებული ჯაჰანი ღამის ჩრდილებით სავსე
ქუჩებს მიუყვებოდა თოფჰანეს უბნისკენ. ტყვიისფერი ზეცის
ფონზე ობსერვატორიის შენობები ერთმანეთს ჩახუტებულ, დამ-

496
წუხრებულ გოლიათებს ჩამოჰგავდნენ. ჯაჰანს ტკივილმა გული
დაუსერა. ხვალიდან მათი სახსენებელი აღარ იქნებოდა! ჯაჰანი
სპილოდან ჩამოხტა და ღამეს მიაყურადა. დარწმუნდა, რომ ირ-
გვლივ არავინ ჭაჭანებდა.
- აქ მომიცადე, - წასჩურჩულა ჩოტას და მსხლითა და თხი-
ლით გაუმასპინძლდა. ცხოველმა წამში გადასანსლა შემოთავა-
ზებული სასუსნავი, ჯაჰანმა კი წიგნების ჩასაწყობად დიდი ტომ-
რები გაამზადა, იღბლისთვის სპილოს ხორთუმზე სამჯერ აკოცა
და ობსერვატორიისკენ დაიძრა.
შენობის წინკარზე ჟანგიანი ბოქლომი ეკიდა. ჯაჰანმა თან წა-
მოღებული ბასრი საგნებით სცადა მისი გატეხვა და მიხვდა, რომ
ბოქლომს ამ ხელსაწყოებით ადვილად მოერეოდა, მაგრამ
მეორე დღეს, გატეხილი ბოქლომის დანახვისას ყველა მიხვდე-
ბოდა, რომ ობსერვატორიაში ვიღაც შეიჭრა, ამიტომ სხვა გზას
დაადგა: შენობას შემოუარა და უკანა კარების გაღება სცადა.
ორ ფლიგელს შორის შიდა გასასვლელი არსებობდა, ამიტომ
მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი კარიდან შეაღწევდა შენობა-
ში, მაგრამუ უცებ ერთი აზრი ეწვია და მიხვდა, რომ ყველაზე
კარგ გამოსავალს მიაგნო. ობსერვატორიის ქვედა სართულზე
მრგვალი სარკმელი ეგულებოდა. გაახსენდა, რომ ამ ზამთარს
სარკმლის ანჯამა მოიშალა, მისი შეკეთება კი დაგვიანდა. თა-
კიუდინი ჩიოდა კიდეც, მუშებმა ზერელედ იმუშავესო, მაგრამ ეს
ამბავი მასაც ისევე მალე მიავიწყდა, როგორც სხვებს.
ჯაჰანი სარკმელს მიადგა და ჯაჯგური დაუწყო. ცოტა ხანში ან-
ჯამამ გაიტკაცუნა, ჯაჰანმა სარკმელი გააღო და გადაძვრა. შე-
ნობაში საშინლად ბნელოდა, ჯაჰანი კი ამისთვის ისეთი მოუმზა-
დებელი აღმოჩნდა, რომ მუხლი მოეკვეთა. კარგა ხანს აჩვევდა
თვალს სიბნელეს, და თანდათან დაიწყო საგნების გარჩევა. სპი-

497
რალისებურ კიბეს აუყვა და ბიბლიოთეკაში შეაბიჯა. უცებ ეცა
ქაღალდის, ეტრატების, მელნისა და ტყავის მძაფრი სუნი. თი-
თოეული თარო თითქოს ღია ჭრილობა იყო, რომლისგან წამო-
სული სისხლი ღამის წყვდიადს ერთვოდა... ჯაჰანმა ნაბიჯი
შეანელა და ირგვლივ მიმოიხედა. თაროებზე ათასობით წიგნი,
რუკა და ხელნაწერი ეწყო. როგორ უნდა გაერჩია მათგან ყვე-
ლაზე ღირებული? რა მოსაზრებით უნდა ეხელმძღვანელა? სიძ-
ველე გაეთვალისწინებინა, ავტორის პოპულარობა თუ თემის
აქტუალობა?
ჯაჰანი აქეთ-იქით აწყდებოდა, თაროებიდან წიგნებს საეგები-
ოდ იღებდა, ყნოსავდა, ხელით სინჯავდა, შემდეგ ფანჯარასთან
მიჰქონდა და მთვარის შუქზე ათვალიერებდა. შადრევანივით
ამოხეთქა ლათინურმა, არაბულმა, ოსმალურმა, ებრაულმა,
ბერძნულმა, სომხურმა, სპარსულმა სიტყვებმა. მაჰაუტს სუნ-
თქვა შეეკრა, მაგრამ გონს მოეგო და თავის თავს გაუბრაზდა.
რა დროს ჭოჭმანი იყო! დაფეთებულმა სტაცა ხელი ტომრებს და
რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი შიგ ჩაყარა. რაკი შერჩევა არ
შეეძლო, ამისათვის დროც აღარ დაუკარგავს. ტომარაში ჯერ
პირველი, შემდეგ კი მეორე და მესამე თაროს „ბინადრებმა“
ამოყვეს თავი. ასე გაივსო ერთი ტომარა, მეორე ტომარამ კი
შემდეგი სამი თარო შთანთქა. სხვა აღარაფერი შეეძლო. ჯაჰან-
მა ხელი დაავლო და წასვლა დააპირა, მაგრამ ტვირთი ძალიან
ემძიმა და წაბარბაცდა. იძულებული გახდა, ტომრიდან რამდე-
ნიმე ფოლიანტი ამოეღო. ერთიანად კანკალებდა და კბილს
კბილზე აცემინებდა, თითქოს ყოველი მხრიდან სუსხიანი, გამ-
ჭოლი ქარები უტევდნენ.
- ახლავე მოვბრუნდები... - ჩაიბუტბუტა და გარეთ გავიდა.
ჩოტა მოძებნა, წიგნები ჰაუდაზე აიტანა და ქოშინით გაქანდა შე-

498
ნობისკენ. თავბედს იწყევლიდა იმის გამო, რომ ურიკის წამოღე-
ბა დაავიწყდა. არადა, რა ჭკუას იზამდა! ისევ გაავსო ტომრები,
მორიგი ხუთი თარო გამოათავისუფლა და ეზოში გავარდა. სათ-
ვალავი დაეკარგა, რამდენჯერ მოუწია ასე სირბილმა. თან ისე
ქოშინებდა და ოხრავდა, შეეშინდა, ვინმეს არ გაეგო და ამ წვა-
ლებას ფუჭად არ ჩაევლო. პირი უშრებოდა, ნერწყვს გამალე-
ბით ყლაპავდა და ცდილობდა, როგორმე მოეთოკა თავი.
ამასობაში სარკმლებს ცისკრის პირველი სხივიც მოადგა.
„ერთხელაც!...“ გაიფიქრა ჯაჰანმა და შენობაში უკვე მერამდე-
ნედ შეაბიჯა. რისი გადარჩენაც შეეძლო, გადაარჩინა, რასაც
ვერ მოერია, თავი მიანება და წასასვლელად მოემზადა. აი, სწო-
რედ მაშინ მოხდა ის, რაც ხუროთმოძღვრის შეგირდს მრავალი
წლის შემდეგ, სიბერეშიც კი არავისთვის გაუმხელია: წიგნებმა,
ხელნაწერებმა და რუკებმა უცებ ენა ამოიდგეს! თავიდან მოგუ-
დული, შემდეგ სულ უფრო მჭახე ხმით ეძახდნენ და ევედრებოდ-
ნენ, თან წაგვიყვანეო. ჯაჰანი თვალნათლივ ხედავდა ქაღალდის
ბაგეებს და მელნის ცრემლებს. წიგნები თაროებიდან ცვიოდნენ,
ერთმანეთს აწყდებოდნენ, გზას უღობავდნენ, სიმწრით აბ-
რიალებდნენ შიშისა და ზაფრისგან დაჭყეტილ თვალებს. ჯაჰანს
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს აბობოქრებულ ზღვას ნავით
მიაპობდა და ათიოდე ადამიანის გადარჩენას ცდილობდა, მის
ირგვლივ კი ასობით სხვა ადამიანი იხრჩობოდა. ცრემლი მოად-
გა თვალზე. კიდევ რამდენიმე ტომარა გაავსო და ისე მოქუსლა,
თითქოს უჩინარ მდევარს გაურბოდა. როგორ აბობღდა სპილოს
ზურგზე, როგორ მიაღწია სინანის სახლამდე, თავადაც არ ახ-
სოვდა. ოსტატს ყველა წიგნი ჩააბარა და იქაურობას სასწრა-
ფოდ გაეცალა, იმის შიშით, რომ წიგნები კვლავ გამოელაპარა-
კებოდნენ.

499
- როგორ გიყოჩაღნია, ინდოელო! - შეაქო სინანმა.
- ერთი ამდენი იქ დავტოვე... - უპასუხა დაღონებულმა შეგირ-
დმა.
სინანმა ტომრები დაცალა, წიგნები გაწმინდა და თავის ბიბ-
ლიოთეკაში მიუჩინა ადგილი. მოგვიანებით ჯაჰანს აცნობა, რომ
ოთხას ოთხმოცდაცხრა წიგნი გადაერჩინა.
სახლამდე რომ მიაღწია, თავის ლეიბზე მიესვენა და სული
მოითქვა. მაშინღა გაახსენდა მაჰაუტს, რომ თაკიუდინის ჯიზის
წამოღება დაავიწყდა! ვერა და ვერ აიცდინა კარის ვარსკვლავ-
თმრიცხველმა ის, რაც ყველაზე მეტად ზარავდა. ცოდნა ხომ ნა-
კადივით უნდა მიედინებოდეს ერთი თაობიდან მეორემდე, თა-
კიუდინის მემკვიდრეებს კი ყველაფერი თავიდან უნდა დაეწ-
ყოთ!
მეორე დღეს, გამთენიისას, როცა ზეცამ ქალაქს თავისი სის-
ხლი დააპკურა, სინანი, მისი შეგირდები და სპილო ობსერვატო-
რიას მიადგნენ. ექვსივე მათგანი მზად იყო, დაენგრიათ ის, რაც
თავადვე ააგეს. ერთი მტრედი არ გაფაჩუნებულა შენობის ლავ-
ნგარდანებში. ნიავიც კი არ იძროდა. ჯაჰანმა სანჩას თვალებში
ცრემლები შენიშნა. უსიტყვოდ შეუდგნენ მუშაობას. მთელი
დღეე ხელმძღვანელობდნენ ჩაქუჩებით, უროებითა და დენთით
შეიარაღებულ მუშახელს. სანამ შენობას ჩამოშლიდნენ, კარ--
ფანჯარა ჩამოიღეს. ჩოტა მთელი ძალით ექაჩებოდა ხის ბოძებ-
ზე მიბმულ თოკებს. სამშენებლო მოედანზე მოსეირეებმა მოიყა-
რეს თავი. ზოგი შეძახილებით, ზოგიც ტაშით აგულიანებდა ცხო-
ველს; სხვანი გაოგნებულები იდგნენ და დუმდნენ. ხუთი დღის
შემდეგ ბოლო ქვა გაიტანეს ობსერვატორიის ეზოდან.გ გაისმა
ლოცვის ხმა, ზუსტად ისევე, როგორც სამი წლის წინ, როცა სი-
ნანმა და მისმა შეგირდებმა შენობის საძირკველი ჩაყარეს.

500
ოღონდ ამჯერად დამსწრენი ღმერთს მადლობას იმისთვის სწი-
რავდნენ, რომ „ცოდვის ბუდე“ დაინგრა.
ობსერვატორიასთან ერთად, თითქოს ჯაჰანის სულიც ნან-
გრევებად იქცა. მიჰრიმაჰი რომ ასე არ ყვარებოდა, ოსტატის მი-
მართ ასეთი ერთგული რომ არ ყოფილიყო, უთუოდ დატოვებდა
დაფშვნილი აგურისა და დამწვარი ხის ქალაქს. „წადი, წადი!“
ჩასჩურჩულებდა შინაგანი ხმა, მაგრამ სად წაესვლებოდა? ახა-
ლი თავგადასავლებისთვის მეტისმეტად ხანდაზმული იყო. „წა-
დი, წადი...“ ევედრებოდა ხმა, მაგრამ როგორ წასულიყო? სტამ-
ბოლმა, რარიგ გაბუტულიც არ უნდა ყოფილიყო მასთან, სამუ-
დამო ტყვეობაში მოიქცია მისი სული. სიზმრადაც კი ამ ქალაქში
ტრიალებდა. „წადი, წადი!“ აფრთხილებდა ხმა, მაგრამ ღირდა
კი წასვლა? ეს ქვეყანა იყო დიდი ქვაბი, რომელშიც ერთი და
იგივე ცოდვა-მადლი დუღდა.
წლები შეალია ამ ქალაქს, რომელშიც ყოველთვის უცხოდ
გრძნობდა თავს; სიყვარული შეალია ქალს, რომელზეც ხელი
არ მიუწვდებოდა; ახალგაზრდობა შეალია ხელობას, რომელიც
დიახაც ფასობდა, მაგრამ ვითარების უმცირესი ცვლილებაც კი
კმაროდა იმისათვის, რომ არარად ქცეულიყო; მათ ხომ წლო-
ბით ნაშენებს ერთ დღეში ანგრევინებდნენ! ყველაფერი ბედის
ჭირვეულობაზე იყო დამოკიდებული, ხოლო ბედი რომ ერთი
ახირებული ვინმე იყო, ჯაჰანს ამაში ეჭვი აღარ ეპარებოდა.
შემდგომი რამდენიმე კვირა სტამბოლში მისი დასახლების
დღიდან ყველაზე უსიხარულო იყო ჯაჰანისთვის. განუწყვეტლივ
ეკითხებოდა თავის თავს: რატომ ხარჯავდნენ ამდენ ენერგიას
წვრილმანებზე, როცა არც სულთანს, არც ხალხს და ალბათ არც
ღმერთს ესმოდა, რა ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ ეს ყოვე-
ლივე. ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ზრუნავდნენ: შენობა დიდი

501
უნდა ყოფილიყო, მნახველზე გარკვეული შთაბეჭდილება მოეხ-
დინა და მკრეხელური არაფერი გაჭაჭანებულიყო. რატომ უთ-
მობდა სინანი ამდენ დროს უმნიშვნელო წვრილმანებს, როცა
მათ ცოტა ვინმე ამჩნევდა და თითქმის არავინ აფასებდა? ადამი-
ანს შინაგანად ისე არაფერი ანგრევს, როგორც ფარული ბოღმა.
ერთი შეხედვით, ჯაჰანი უწინდებურად საქმიანობდა: ოსტატის
გვერდით დაუღალავად შრომობდა და ჩოტას აპურებდა (ცხოვე-
ლის სხვა ყოველდღიურ მოთხოვნილებებს ბოლო დროს ახალი
მომვლელები აკმაყოფილებდნენ), მაგრამ გრძნობები უც-
ნაურად მოუჩლუნგდა და ამ გახევებამ სიხარულის ნასახიც კი
ამოშალა მისი გულიდან, ისე, როგორც თოვლის დნობისას ქრე-
ბა მასზე დარჩენილი ნაფეხურები). თავგამოდებულ შრომაში
თანდათან შემოელია რწმენა. რა იცოდა მაშინ, რომ რწმენა
მხოლოდ სიმტკიცით როდი ფასობს. მთავარი ხომ ის არის, რამ-
დენჯერ შეძლებ შემოლეული რწმენის კვლავ აღდგენას!

ხალხი ამბობდა, რომ ეს იყო ყველაზე სუსხიანი დღე ბოლო


ორმოცი წლის განმავლობაში. დღე, როცა მიჰრიმაჰი გარდაიც-
ვალა. უსქუდარის უბანში მაწანწალა კატები ერთი სახურავიდან
მეორეზე გადახტომისას იყინებოდნენ და ჰაერში ბროლის ლამ-
პრებივით ეკიდნენ. გლახაკები და მწირები, მოხეტიალე დავრი-
შები და ყველა ისინი, ვისაც მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონ-
და, ლოლუებად ქცევის შიშით თავშესაფრებს ეხიზნებოდნენ.
„რატომ აირჩია მიჰრიმაჰმა ასეთი დღე საიქიოში წასასვლე-
ლად? ის ხომ გაზაფხულზე დაიბადა და გაფურჩქნილი ყვავილე-
ბი უყვარდა...“ ფიქრობდა ჯაჰანი.

502
მიჰრიმაჰმა რამდენიმე თვე იავადმყოფა. მისი ჯანმრთელობა
დღითიდღე უარესდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ
ექიმების ზღვა ეხვია. ჯაჰანმა ამ საზარელ თვეებში ექვსჯერ
მოინახულა და ყოველ ჯერზე ხედავდა, რომ სულთნის ასული
თანდათან ილეოდა. ჯაჰანისა და მიჰრიმაჰის არცთუ ხალისიან-
მა შიკრიკმა, ჰესნა ხათუნმა სამხეცეში სიარულს მოუხშირა.
სულთნის ასულისგან ბარათები მოჰქონდა, შემდეგ განზე დგე-
ბოდა და იცდიდა, როდის დაწერდა ჯაჰანი საპასუხო ბარათს. ჯა-
ჰანი არ ჩქარობდა, სიტყვებს გულმოდგინედ არჩევდა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ძიძა მოუთმენლად ქშენდა და ოხრავდა. შემდეგ
დაბეჭდილ წერილს გამოგლეჯდა ხელიდან, თვალებს გადმოუბ-
რიალებდა და უჩინარდებოდა.
1578 წლის იანვრის იმ სუსხიანი დილითაც სწორედ მორიგი
წერილის მოლოდინში იყო ჯაჰანი, როცა ქურქში გახვეული ძიძა
თავზე დაადგა და წერილის ნაცვლად მიჰრიმაჰის დანაბარები
გადასცა.
- მის უმაღლესობას შენი ნახვა უნდა.
ჯაჰანის წინ კვლავ გაიღო დახშული ჭიშკრები. კვლავ აბ-
რდღვიალდა შუქი იდუმალ დარბაზებში. გუშაგები მისი დანახვი-
სას ზურგით დგებოდნენ და თავი ისე ეჭირათ, ვითომ ვერ ხედავ-
დნენ. ყველაფრის თადარიგი წინასწარ იყო დაჭერილი. როცა
მიჰრიმაჰის საძინებელს მიაშურა, ჯაჰანმა ნაძალადევად გაიღი-
მა. მიჰრიმაჰს სახე გასწითლებოდა და სხეული შეშუპებოდა. ფე-
ხები, მკლავები, კისერი, თითებიც კი ისე ჰქონდა აფუებული,
თითქოს იმ ბზიკს ეკბინა მისთვის, რომელსაც ოდესღაც, ბავ-
შვობაში გაექცა.
- ჯაჰან, ძვირფასო... - ჩაილუღლუღა ავადმყოფმა.

503
მაჰაუტს თავის მოკატუნების ძალა აღარ ჰქონდა, ლოგინის
კიდეზე დაემხო და სახე ზეწრის არშიაში ჩარგო. განგებამაც ხომ
სწორედ ეს ადგილი მიუჩინა: მიჰრიმაჰის ცხოვრების კიდეზე იდ-
გა და ქალს ყოველთვის გვერდიდან უმზერდა! როცა მიჰრიმაჰ-
მა მის თვალებზე ცრემლი შენიშნა, ხელი ასწია და ნაზად წას-
ჩურჩულა:
- ნუ იზამ ამას.
ჯაჰანმა სასწრაფოდ მოუბოდიშა. მიჰრიმაჰმა კი გაიმეორა:
- ნუ იზამ ამას.
ჩარაზულ ფანჯრებზე მძიმე ფარდები ეკიდა. ამიტომ ოთახში
სუნთქვა ჭირდა. ჯაჰანს ერთი სული ჰქონდა, წამომხტარიყო და
ფანჯრები გაეღო, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა. მიჰრიმაჰს
თხოვნა შეუსრულა და ახლოს მიუჩოჩდა, მიუხედავად იმისა,
რომ ჰესნა ხათუნი თვალებით ხვრეტდა. სულთნის ასულმა
მკლავზე ხელი დაადო. ადრე მხოლოდ მალულად ეხებოდნენ
ერთმანეთს, ახლა კი პირველად იგრძნო ჯაჰანმა, რომ ქალის
სხეული მისთვის მიუწვდომელი აღარ იყო. დაიხარა, ბაგე
დაუკოცნა და მიწის სურნელი იგრძნო.
- შენ და შენმა თეთრმა სპილომ ჩემს ცხოვრებაში სიხარული
შემოიტანეთ, - თქვა მიჰრიმაჰმა.
ჯაჰანი მის გამხნევებას შეეცადა, მაგრამ შესაფერისი სიტყვე-
ბი ვერ იპოვა. ცოტა ხანში მსახურმა ავადმყოფს ვარდის წყლით
შეზავებული კრემი შემოუტანა. ტკბილმა სურნელმა, რომელიც
სხვა დროს ალბათ მადას გაუღვიძებდა, ახლა გული აურია. ჯა-
ჰანმა წყალი მიაწოდა. მომაკვდავი ხარბად დაეწაფა წყალს.
- როცა არ ვიქნები, შეიძლება, რაღაც ისეთი ჩაგაწვეთონ
ყურში, რაც არ მოგეწონება.

504
- ჭორი ვინ უნდა შემოგბედოთ, თქვენო უმაღლესობავ! - აღ-
შფოთდა ჯაჰანი.
მიჰრიმაჰმა მოქანცული იერით ჩაიღიმა.
- რაც არ უნდა მოხდეს ჩემი სიკვდილის შემდეგ, მინდა, რომ
თბილად მომიგონო. შემპირდი, რომ მოლაყბეებსა და ცილის-
მწამებლებს ყურს არ ათხოვებ.
- არასოდეს! - იყო პასუხი.
მიჰრიმაჰს ამ სიტყვამ აშკარა შვება მოჰგვარა, მაგრამ უცებ
სხვა აზრი ეწვია და სახე მოეღუშა.
- ეჭვი რომ შეგეპაროს?
- თქვენო აღმატებულებავ, არასოდეს...
- თუ ოდესმე ჩემში ეჭვი შეგეპარა, - გააწყვეტინა მიჰრიმაჰმა,
- გახსოვდეს, რომ ყველაფერს რაღაც ფარული მიზეზი აქვს.
ჯაჰანს უნდოდა დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა, მაგრამ ამ
დროს ნაბიჯების ხმა მოესმა. ოთახში მიჰრიმაჰის სამი შვილი
შემოიყვანეს. ჯაჰანი განცვიფრდა. როგორ გაზრდილიყო აიშე
მას შემდეგ, რაც ბოლოს ნახა! ბავშვები დედას რიგრიგობით ემ-
თხვივნენ ხელზე. თითოეული მათგანი მოწიწებით დუმდა. უმ-
ცროსი ვაჟი თავს ძალით იმხნევებდა, მაგრამ აკანკალებული
ქვედა ტუჩი ღალატობდა.
როცა ბავშვები წავიდნენ, ჯაჰანმა ჰესნა ხათუნს ტკივილით
სავსე მზერა შეავლო. ძიძა მოუსვენრად წრიალებდა. ცხადი
იყო, ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა ჯაჰანი იქაურო-
ბას. ჯაჰანს კი წასვლა არ უნდოდა, ამიტომ შვებით ამოისუნთქა,
როცა მიჰრიმაჰმა წასჩურჩულა:
- დარჩი.
შებინდებისას ავადმყოფს სუნთქვა გაუჭირდა. ჯაჰანი და ჰეს-
ნა ხათუნი მის სასთუმალთან ფეხმოუცვლელად იდგნენ. მოხუცი

505
ლოცულობდა, ჯაჰანი კი წარსულს იგონებდა. რამდენიმე საათ-
მა ბურანში ჩაიარა. შუაღამე გადასული იყო, მაგრამ მაჰაუტი
ჯიუტად ებრძოდა ძილს, რადგან ამ წუთებში საღ გონებას სრუ-
ლიად მოკლებული იყო და სჯეროდა: სანამ თავად ფხიზლობდა,
სნეული იცოცხლებდა!
დილით ლოცვისკენ მომწოდებელი მუეძინის ხმამ გააღვიძა.
საძინებელში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მაჰაუტს პანიკური შიშისგან
გააცივა, დაფეთებული წამოხტა და ჰესნა ხათუნს მიაჩერდა. მო-
ხუც ქალს ეტყობოდა, რომ ძილი წამითაც არ გაჰკარებია.
- წავიდა, - ჩაილაპარაკა გამწარებულმა, - წავიდა ჩემი შვე-
ლი...

გავიდა ათი თვე. სინანმა და მისმა შეგირდებმა სოკოლუს მე-


ჩეთს უკანასკნელად შეავლეს ხელი. უკვე მზად იყო მთავარი
გუმბათი, რვა თაღი, რვა იარუსი, ორსართულიანი ეზო. მზად
იყო დახურული გალერეა, რომელიც დიდი ფანჯრებიდან გად-
მოღვრილ მზის სხივებში ბანაობდა და ვეებერთელა სალოცავ
დარბაზს ემიჯნებოდა. დასრულებული იყო ქათქათა მარმარი-
ლოთი მოპირკეთებული და ფირუზისფერი ფილებით მოარ-
შიებული მინბარი.82 შენობას ირგვლივ კოხტა აივნები მიუყვე-
ბოდა. მართალია, ეს მეჩეთი სულთნის მეჩეთივით მომაჯა-
დოებელი ვერ იყო, მაგრამ მის გოროზ ბუნებას უდავოდ შეეფე-
რებოდა.

82 კიბიანი კათედრა მეჩეთში.

506
ერთ დღეს დიდვეზირი სოკოლუ სამშენებლო მოედანზე გა-
მოცხადდა. თან მრჩევლების, გუშაგების, ლაქიებისა და მლიქ-
ვნელების მთელი ამალა ახლდა. დიდვეზირმა მისი სახელის უკ-
ვდავსაყოფად აგებული სალოცავი დაათვალიერა და მუშებს
უამრავი შეკითხვა დააყარა. აშკარა იყო, ერთი სული ჰქონდა,
როდის დასრულდებოდა სამუშაო. თავი ღირსეულად ეჭირა იმ-
პერიის ამ ყველაზე შორსმჭვრეტელ, ცბიერ და გაქნილ კაცს,
რომელიც ცხოვრების განმავლობაში სამი სულთნის - სულეიმა-
ნის, სელიმისა და მურადის სამსახურში იდგა.
რამ გააძლებინა ამდენ ხანს, როცა ბევრ სახელმწიფო მოღ-
ვაწეს უმნიშვნელო გადაცდომის გამო თავი არ შერჩა მხრებზე?
ეს შეკითხვა ბევრს უტრიალებდა თავში. ხალხი იმასაც ამბობდა,
რომ სოკოლუს დახმარებას უწევდა ქალი ჯინი, რომელიც გაგი-
ჟებით ეტრფოდა და რომლის სახელს ამქვეყნად ვერც ერთი სუ-
ლიერი ვერ წარმოთქვამდა. როცა სოკოლუს საფრთხე ემუქრე-
ბოდა, სწორედ ეს არსება აფრთხილებდა.
ჯაჰანი დიდვეზირს შორიდან აკვირდებოდა. კარგად ახსოვდა
ის შორეული დღე სიგეთვარში, როცა მან და სოკოლუმ ჩოტას
ჰაუდაში გარდაცვლილი სულთნის ცხედარი ჩასვეს და ბოლომ-
დე თავს იკატუნებდნენ, რომ მბრძანებელი ცოცხალი იყო. მას
შემდეგ დრომ, ამ მუყაითმა მოქანდაკემ, დიდვეზირის ნაკვთები
საბოლოოდ დახვეწა და კიდევ უფრო მკაცრი გამომეტყველება
მიანიჭა.
„როგორ დაბერებულა?!“ გაუკვირდა ჯაჰანს, მაგრამ ამის გა-
ფიქრებაც ვერ მოასწრო,დ დიდვეზირი უცებ გაჩერდა და უკან
მოიხედა. თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
- ჰეი, მაჰაუტო! - შესძახა ჯაჰანს და თითები მედიდურად და-
ატკაცუნა. - ვხედავ, ჭაღარა მოგრევია. მობერებულხარ!

507
ჯაჰანმა თავი მოწიწებით დაუკრა და არაფერი უპასუხა. მიჰ-
რიმაჰის წასვლის შემდეგ წლების ტვირთი სულ უფრო და უფრო
ემძიმებოდა.
საუბარში სინანი ჩაერია.
- ჯაჰანი ჩემი საუკეთესო შეგირდია, ბატონო.
სოკოლუმ ჯაჰანიც მოიკითხა და მისი სპილოც, მაგრამ პასუ-
ხებს აღარ მოუსმინა, ერთ საათში ცხენს დეზი ჰკრა და იქაურო-
ბას გაეცალა. ჯაჰანი იქამდე არ აშორებდა თვალს, სანამ მისი
ფიგურა გზისპირას ატუზული ჩრდილებივით ბუნდოვანი არ გახ-
და და მწუხრის ბურუსმა საბოლოოდ არ შთანთქა.
იმავე ღამით ძლიერ გაავდრდა. ქარმა ხეები წამოაქცია და
ყველაფერი თავდაყირა დააყენა, კოკისპირულმა წვიმამ კი მიწა
გუბეებით დაფარა. მეორე დილით ყველაფერი ლაფში იყო
ამოსვრილი. ყოველი მხრიდან მღვრიე ნაკადულები მოჩქეფდა.
ათამდე მუშა ტალახში ჩაფლული ურიკის ადგილიდან დაძვრას
ცდილობდა. სხვები ფოლადის ჭოჭონაქების დახმარებით მა-
სიური ხის ძელების აღმართვას ცდილობდნენ და ალაჰს ისეთი
განწირული ხმებით შეჰღაღადებდნენ, თითქოს ეს მშენებლობა
კი არა, წმინდა ომი იყო, რომელიც სიცოცხლის ფასად უნდა
მოეგოთ. დამრეც სახურავზე მუშები იდგნენ და დაზიანებული
ადგილების შეკეთებას ცდილობდნენ. საითაც გაიხედავდით,
ყველგან საქმიანი ფუსფუსი გაჩაღებულიყო. მხოლოდ ჩოტა
მცონარობდა იმ დღეს: დილიდან წუმპეში გორაობდა და ნეტა-
რებას ეძლეოდა.
მეჩეთის შორიახლოს, ნართექსის პირისპირ, სახელდახე-
ლოდ აშენებული ფარდული იდგა, რომელშიც სინანი დასასვე-
ნებლად შედიოდა ხოლმე. იმ დღეს ოსტატი ზურგს იტკივებდა და
მთელი დღე იატაკზე დაგებულ ლეიბზე, თბილ პირსახოცებში

508
გახვეულმა გაატარა. ებრაელმა მკურნალმა ორი ფიალა სის-
ხლი გამოადინა, რათა მისი სხეული უწმინდური ბალღამისგან
გაეთავისუფლებინა, შემდეგ კი მტკივან სახსრებზე ცხელი საფე-
ნები დაადო.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ფარდულის კარი გაიღო და სინანი
გამოჩნდა.გ გაბრუებული და ფერგამკრთალი ჩანდა, მაგრამ
თავს აშკარად უკეთ გრძნობდა. მგამოსვლისთანავე ჯაჰანს ხე-
ლი დაუქნია და ის იყო, უნდა მისალმებოდა, რომ უცებ უცნაური
რამ მოხდა. ერთ-ერთი მუშა სახურავის გადასახურ ტყვიის ფურ-
ცლებს მიათრევდა. უცებ თოკმა ტკაცანი გაადინა და მთელმა
ტვირთმა სწორედ იმ ადგილას მოადინა ბრაგვანი, სადაც ოსტა-
ტი იდგა. ვიღაცის ყვირილმა ცა და დედამიწა შეძრა. მჭახე ხმა
იყო, აშკარად ქალი ყვიროდა. სანჩა აღმოჩნდა. ორადორი სიტ-
ყვა დასცდა მის ბაგეებს:
- ოსტატო, ფრთხილად!
ლითონის ფურცლები საშინელი ხმით დაენარცხა მიწას. სი-
ნანმა თავის არიდება მოასწრო და სასწაულებრივად გადარჩა.
გვერდზე რომ არ გამხტარიყო, ეს ტვირთი დამოკლეს მახვილი-
ვით, შუაზე გააპობდა. დაფეთებული ხუროები გარს შემოეხვივ-
ნენ, მაგრამ ოსტატმა მათი დამშვიდება მოახერხა. მაშინ კი მო-
ატრიალა ყველამ თავი სანჩასკენ, რომელმაც გამჭოლ მზერებს
ვეღარ გაუძლო და ჭარხალივით გაწითლდა. უხერხული სიჩუმე
ისევ სინანმა დაარღვია:
- გვეღირსა იუსუფის ხმის გაგონება!ა აკი ნათქვამია, შიში
ენას ამოგადგმევინებსო!
აკანკალებულმა სანჩამ თავი ჩაქინდრა. სხეული ჭინჭის თო-
ჯინასავით მოეჩვარა. მთელი დღე გაურბოდა ირგვლივ მყოფთ.
ჯაჰანი ახლოს მისვლასაც ვერ ბედავდა. მუშები ეჭვის თვალით

509
უყურებდნენ. „ჰუნსა გვყოლია გვერდით!“ ჩურჩულებდნენ ისინი
და სანჩასკენ თვალს ალმაცერად აპარებდნენ. მუსლიმთა რწმე-
ნით, ჰუნსას - ადამიანს, რომელიც ნახევრად ქალი იყო და ნა-
ხევრად კაცი, არც სამოთხეში მიესვლებოდა და არც ჯოჯოხეთ-
ში. ხოლო ის აზრი, რომ იუსუფი შეიძლებოდა ნამდვილი ქალი
ყოფილიყო, თავში არავის მოსდიოდა.
მეორე დღეს სინანის მთავარი შეგირდი მშენებლობაზე არ
გამოცხადდა. არც შემდეგ დღეს გამოჩენილა. მუშებს განუმარ-
ტეს, რომ იუსუფი თავს შეუძლოდ გრძნობდა და რამდენიმე კვი-
რით ქალაქიდან უნდა წასულიყო. ზედმეტი შეკითხვა არავის და-
უსვამს. საიდუმლო ყველას თვალწინ გაცხადდა, მაგრამ უსაფ-
რთხოების მიზნით ყველა დუმილს ამჯობინებდა. მხოლოდ ჯაჰა-
ნი მიხვდა, რომ ეს დასასრული იყო. სანჩა მათთან ერთად აღა-
რასდროს იმუშავებდა. რომ დაბრუნებულიყო, ოსტატსაც გან-
საცდელში ჩააგდებდა და საკუთარ თავსაც. ჰოდა, ისიც დანებდა
და დაუბრუნდა მხევლის ცხოვრებას, რომელიც უზომოდ სძულ-
და.
ჩაიარა ერთმა კვირამ. ფიქრებში ჩაძირული ჯაჰანი სამშენებ-
ლო მოედანზე დახეტიალებდა. უცებ თვალი მოჰკრა თოკს, რო-
მელიც ჩოტას ტალახში ჩაეტკეპნა. ჯაჰანს ბევრი არ უფიქრია,
თოკს მაშინვე დასწვდა და ყურადღებით შეათვალიერა. რამდე-
ნიმე ძაფი აშკარად დანით იყო ჩაჭრილი. ვიღაცას თოკი განგებ
დაეწვრილებინა. ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა, მაგრამ
სინამდვილეში კვერცხის ნაჭუჭივით სუსტი იყო.
ჯაჰანმა თოკი ოსტატს მიურბენინა და თქვა:
- ვიღაცამ მახე დაგვიგო!
სინანმა თოკს უსიტყვოდ დახედა და ჰკითხა:
- შენი აზრით, ეს შემთხვევითი არ იყო?

510
- აბა, რა გითხრათ... - ჩაილაპარაკა ჯაჰანმა. - იმ დღეს ფარ-
დულიდან რატომ გამოხვედით, ოსტატო?
- ვიღაცამ დამიძახა, - უპასუხა სინანმა.
- სწორედ ამ ადამიანის ჩაფიქრებული იქნება ეს ბნელი საქ-
მე. იცოდა, რომ თოკი გაწყდებოდა, იმიტომ, რომ თვითონ ჩაჭ-
რა. საწყალი სან... საწყალი იუსუფი... მან თქვენი გადარჩენა
სცადა და ამ ამბავს შეეწირა კიდეც! - თქვა ჯაჰანმა.
- გატყობ, ბევრი რამ გცოდნია... - უთხრა სინანმა და თვალებ-
ში უსაშველო სევდა ჩაუდგა. - ისიც გეცოდინება, რომ იუსუფი
ჩემს ოჯახში ცხოვრობს.
- ოსტატო, თქვენთან მუშაობა მისი ერთადერთი სიხარულია.
უკან უნდა დააბრუნოთ! - არ ცხრებოდა ჯაჰანი, მაგრამ სინანმა
უარის ნიშნად თავი გაიქნია.
- მაგას ვერ ვიზამ. საშიშია.
ჯაჰანმა ენას კბილი დააჭირა. იცოდა, პირზე მომდგარი სათ-
ქმელი რომ არ შეეკავებინა, მწარედ ინანებდა.
- ამის ჩამდენი არ უნდა ვიპოვოთ?
- აბა, რანაირად? ყველას ხომ ვერ დავკითხავ? თუ ერთხელ
უნდობლობა შემატყვეს, მუშაობის ხალისი დაეკარგებათ, - უპა-
სუხა ოსტატმა.
ჯაჰანი მაინც ვერ ისვენებდა. მისთვის რომ გეკითხათ, სინანს
თითოეული მუშა უნდა დაეკითხა და დამნაშავე აუცილებლად
უნდა გამოევლინა. უცებ ისეთი რამ შეჰბედა ოსტატს, თავადაც
რომ არ ელოდა:
- მიქელანჯელომ თავისი თანაშემწე საკუთარი ვაჟივით იგ-
ლოვა. თქვენ კი... არად გვაგდებთ! ისე გვიყურებთ, როგორც
შუშას, ხეს, მარმარილოსა და ლითონს... სამშენებლო ხელსაწ-
ყოებივით გვიყენებთ. სულ ესა ვართ თქვენთვის!

511
- ცდები! - უპასუხა ოსტატმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ,
მაგრამ ჯაჰანი უკვე აღარ უსმენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეგირდის ხელი შემოაკლდა,


ოსტატმა სოკოლუს მეჩეთი მაინც დროზე დაასრულა. წარმოით-
ქვა შესაბამისი ლოცვები, მეჩეთს ინით შეღებილი ცხვრები და
ვერძები შესწირეს. სიამაყისა და სიხარულისგან გაბადრულმა
სოკოლუმ მშენებლებს ბაქშიში დაურიგა და ასი მონა გაათავი-
სუფლა. გავიდა რამდენიმე დღე. დივანის შეკრებაზე დიდვეზირს
დავრიშად გადაცმული უცნობი კაცი ეწვია. სოკოლუს თანამემა-
მულე გახლავართ, ბოსნიიდან გეახელითო, ამტკიცებდა. სამუ-
დამოდ გაურკვეველი დარჩა, რატომ დათანხმდა სოკოლუ მის
მიღებას და რატომ სთხოვა, მომიახლოვდიო. უცნობმა დანა იძ-
რო და სიცოცხლე მოუსწრაფა. მკვლელობის მიზეზიც გაურკვე-
ველი დარჩა, რადგან „დავრიში“ იქვე გაკოჭეს და მოკლეს.
წავიდა იმქვეყნად დიდვეზირი და ხუროთმოძღვართა უკანას-
კნელი მფარველი - სოკოლუ, იგივე სოკოლოვიჩი. მდედრმა
ჯინმა (თუკი ასეთი ვინმე არსებობდა) მისი გაფრთხილება ამჯე-
რად ვერ მოასწრო.
სოკოლუს მკვლელობის შემდეგ სულთანმა დიდვეზირის თა-
ნამდებობაზე ზედიზედ რამდენიმე პირი დანიშნა, მაგრამ წინა-
მორბედს ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრებოდა. მოთუხთუხე
ქვაბს უცებ თითქოს ხუფი აეხადა და დასანახი ყველამ დაინახა:
იმპერიის დაცლილი ხაზინა, გაუფასურებული ფული, დაბოღმი-
ლი იანიჩრები, დაზაფრული გლეხობა, უკმაყოფილო რჯულის-
კაცები და მობერებული, დაუძლურებული ოსტატი, რომელსაც
მუნჯი შეგირდი გვერდს აღარ უმშვენებდა.

512
იმ ღამით ჯაჰანს ესიზმრა, თითქოს მშობლიურ სოფელში იყო
და სახლისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვებოდა. მცხუნვარე მზე კე-
ფას სწვავდა. ჭიშკარი ღია დახვდა, მაგრამ ეზოში არავინ ჭაჭა-
ნებდა. უცებ ხის ქვეშ რაღაც გაფაჩუნდა. ვეფხვი იყო. შორიახ-
ლოს ფარშავანგი დაგოგავდა, ხაოიან მოლზე ირემი დააბიჯებ-
და და ძოვდა. მხეცების ყურადღება რომ არ მიეპყრო, ჯაჰანმა
გზა ფეხაკრეფით განაგრძო, მაგრამ სულ ტყუილად ფრთხი-
ლობდა: დიდმა კატამ მაინც შეამჩნია, თუმცა საკმაოდ გულგრი-
ლად შეავლო მოელვარე მზერა. ჯაჰანი წინ მიიწევდა და ყოველ
ნაბიჯზე ახალ-ახალ ცხოველებს აწყდებოდა: ბეჰემოტს, დათვს,
ჟირაფს...
მის არყოფანში მის ოჯახს სამხეცე გაეშენებინა! სახლიც გა-
დასხვაფერებულიყო. მისთვის ოთახებიც მიეშენებინათ და სარ-
თულებიც. ჯაჰანი მარმარილოთი მოპირკეთებულ დერეფნებს
მიუყვებოდა და გამალებით დაეძებდა დედას და დებს.ბ ბოლოს,
ზემო სართულზე, სულთნის დარბაზის მსგავს ოთახში განმარ-
ტოებულ მამინაცვალს დაადგა თავზე. მამინაცვალმა ხელით
ანიშნა, ფანჯარაში გაიხედეო. ჯაჰანი ასეც მოიქცა, მაგრამ ფან-
ჯრიდან უკანა ბაღი ვეღარ დაინახა. მმის ადგილას მდინარე
მოსჩქეფდა და პატარა ნავს მოაქანებდა. ნავში ოსტატი სინანი
იჯდა. ჯაჰანი აყვირდა. მისი ხმის გაგონებისას სინანი წამოდგა,
მაგრამ წონასწორობა დაკარგა, ხელები გაშალა და ასაფრენად
გამზადებული ფრინველივით აფართხალდა. ნავი გადაყირავდა
და ოსტატი წყალში ჩავარდა. ჯაჰანთან ერთად, ვიღაც სხვაც ყვი-
როდა და მუჯლუგუნებს ურტყამდა:
- გაიღვიძე, ინდოელო!

513
მაჰაუტმა თვალები გაახილა და გული გადაუქანდა. თავზე ის
კაცი ადგა, ვის ნახვასაც ამ წუთებში ყველაზე ნაკლებად ელო-
და: დათვების მომთვინიერებელი მირკა! ჯაჰანს იმ საშინელი
ღამის მოგონება ქარქაშიდან ამოღებული ხმლის სისწრაფით
დაუბრუნდა და მირკას თვალები დაუბრიალა. მირკამ უკან
დაიხია და თავდაცვის მიზნით სხეულზე ხელები აიფარა.
- ცუდი ამბავია. რომ არ გვეთქვა, არ შეიძლებოდა... - თქვა
ბოლოს.
მხოლოდ მაშინ დაინახა ჯაჰანმა მირკას გვერდით მდგარი
აბე, ჩოტას ახალი მომთვინიერებელი.ე ეს ტანადი, შავკანიანი
აფრიკელი სულ თექვსმეტი წლის თუ იქნებოდა. კეთილი, მაგ-
რამ ისეთი გამოუცდელი ბიჭი იყო, რომ ჯაჰანი არათუ სპილოს,
ბოცვერსაც კი არ ანდობდა.
- რა მოხდა? - იკითხა ჯაჰანმა.
მმირკამ განზე გაიხედა და ჩაილაპარაკა:
- სპილო არ ჩანს. გაქცეულია...
ჯაჰანმა საბანი სწრაფად გადაიხადა, ფეხზე წამოხტა და აბეს
მკლავში ჩააფრინდა.
- შენ სად იყავი? რატომ არ მიხედე?!
დაფეთებული ბიჭი ცარიელ ტომარასავით მოიჩვარა მის
მკლავებში.მ მირკამ ჯაჰანს ხელი ჰკრა და ჩამოაშორა.
- ამისი ბრალი არ არის! სპილო ისე გადაირია, რომ აიწყვი-
ტა. ასეთი გაშმაგებული სხვა დროს არასოდეს მინახავს.
- ალბათ რაღაცამ გააღიზიანა. თქვი, რა დაუშავე? - ისევ
შეუტია ჯაჰანმა აბეს.
- არაფერი, - უპასუხა ბიჭმა შიშისგან მილეული ხმით, - ვერ
გამიგია, რამ შეშალა!

514
ჯაჰანმა შარვალი ამოიცვა და სახეზე წყალი შეისხა. სამივენი
გამოვიდნენ საძინებლიდან, სამხეცეს მიაშურეს და ცარიელი
თავლის კართან გაჩერდნენ, მაგრამა ამაოდ ეძებდნენ რაიმეს,
რაც მომხდარის მიზეზზე ოდნავ მაინც მიანიშნებდა.
- საით გაიქცა? - ჰკითხა ჯაჰანმა.
მმირკამ და აბემ ერთმანეთისკენ თვალი გააპარეს.
- ჭიშკარს ისე გასცდა, გუშაგებმა ვერასგზით გააჩერეს.
ჯაჰანი დადარდიანდა. როგორ უნდა ეპოვა სპილო ამხელა
ქალაქში, სანამ რაიმე უბედურებას მოიწევდა?
- ცხენი და წერილობითი ნებართვა მჭირდება, - უთხრა მირ-
კას.
- ეს ყველაფერი მთავარ თეთრ საჭურისს უნდა ვთხოვოთ. ძა-
ლიან კი გაგვიწყრება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ჩოტა უნდა
ვიპოვოთ.
ჯაჰანს ცხენი მალე მოჰგვარეს და ქალაქის გზას დაუყოვნებ-
ლივ დაადგა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, საით უნდა წასუ-
ლიყო. სტამბოლის ქუჩები ერთმანეთის მიყოლებით, მარაოსა-
ვით იშლებოდა მის წინ. ბებერი წაბლა თავიდან ფეხს ითრევდა,
თუმცა თანდათან ნაბიჯს აუჩქარა.
ნავარდით ჩაუარეს ბაზრებსა და მოედნებს. ერთ-ერთ მოსახ-
ვევში ღამის მზირსა და ორ იანიჩარს შეეჩეხნენ. მზირმა ხელკე-
ტი მოიქნია და შესძახა:
- შეჩერდი!
ჯაჰანი დაემორჩილა.
- ვინ ხარ, კაცი თუ ჯინი?
- ჯინი რად ვიქნები?! შენსავით მოკვდავი ვარ, ეფენდი! -
მიუგო ჯაჰანმა.

515
- ახლავე ჩამოდი ცხენიდან!ა ამ შუაღამისას ქუჩაში რა გინ-
და? სულთნის წესებს რა უფლებით არღვევ? აბა, გამოგვყევი! -
შეუტია მზირმა.
- სასახლიდან მოვდივარ, ეფენდი. ცხოველი გაგვექცა და მის
დასაჭერად გამომიშვეს, - მოახსენა ჯაჰანმა და საბუთი გაუწო-
და.
- რა ცხოველზეა საუბარი? - იკითხა მზირმა, როცა ნებართვა
ჩაიკითხა.
- სპილო გაგვექცა, - უპასუხა ჯაჰანმა.
მზირი ხმას არ იღებდა.
- სპილო ამქვეყნად ყველაზე დიდი ცხოველია, - განუმარტა
მაჰაუტმა.
- მერედა, როგორ უნდა დაიჭირო? - გაიკვირვა მზირმა.
- მე მისი მომთვინერებელი ვარ. ვიცი, რომ დამიჯერებს, -
უპასუხა ჯაჰანმა, მაგრამ უცებ ხმა ჩაუწყდა, რადგან თავის ნათ-
ქვამში დარწმუნებული ნამდვილად არ იყო. საბედნიეროდ, მზი-
რი აღარ ჩაეძია. ჯაჰანმა გზა განაგრძო და იმ ადგილს კარგა
მანძილზე დაშორდა, მაგრამ ღამის გუშაგთა დაჟინებულ მზერას
კვლავაც გრძნობდა. დილის ლოცვისთვის მეჩეთში მიმავალ
მუეძინს რომ გადაეყარა, მაშინღა მიხვდა, ჩოტას ძებნაში კარგა
დიდი დრო გასულიყო. ანაზდად მოაკითხა ოდინდელმა მოგო-
ნებამ. გაახსენდა ძველი სასაფლაო, რომელიც ოქროს რქას გა-
დაჰყურებდა. ისიც გაახსენდა, რა უთხრა მაშინ ინდოელმა სან-
გრამმა: „უცნაური რამ მსმენია სპილოებზე. ამბობენ, რომ ისინი
სიკვდილის ადგილს თავად ირჩევენ. როგორც ჩანს, ამანაც
შეიგულა სათავისო ადგილი!“
სასაფლაოც გამოჩნდა. მთვარე ღრუბლის ფაფუკ ფთილას
ეფარებოდა. ჰაერში მლაშე სურნელი ტრიალებდა. ჯაჰანმა შო-

516
რიდანვე დალანდა ვიღაცის ვეება ჩრდილი, რომელიც თავიდან
დიდი ლოდი ეგონა. ცხენიდან ჩამოხტა და მიუახლოვდა.
- ჩოტა!
„ლოდი“ ოდნავ შეირხა.
- აქ რა გინდა?!
ჩოტამ წამით ასწია თავი და ისევ ჩაქინდრა. თან უმწეოდ
აღებდა უკბილო პირს.
- ეს რა ჩაიდინე, შე ცუღლუტო, მეორედ აღარ გაბედო, იცო-
დე! - დაუცაცხანა ჯაჰანმა, ხორთუმზე მოეხვია და აქვითინდა.
ერთად შეესწრნენ დღისა და ღამის გასაყარს. ზეცამ ულამა-
ზესი ფერებით მოიწონა თავი მათ წინაშე, ზუსტად ისევე, რო-
გორც ქსოვილებით მოვაჭრე აწონებს მყიდველებს უძვირფასეს
დიბა-სტავრას. სტამბოლი ქვევით იყო, თავისი თოლიებით, ცი-
ცაბო ფერდობებითა და კვიპაროსებით. ჯაჰანმა მის ხედებს თვა-
ლი მოავლო და უცებ მიხვდა, რომ ამ ქალაქში მათი ცხოვრება
დასასრულს უახლოვდებოდა. თუმცა ამ აზრმა სევდა არ მოჰგვა-
რა. იცოდა, რომ ეს განცდა მოგვიანებით მოაკითხავდა. სევდა
ხომ ყოველთვის იგვიანებს...
კარგა ხანს ეხვეწა და ემუდარა სპილოს. ბოლოს დაიყოლია
და სასახლის გზას გაუყენა. ჩოტა თავლაში შეაბრუნეს, ჯაჭვით
დააბეს და საკვებურები ახალი მწვანილეულით გაუვსეს. ყველას
იმედი ჰქონდა, რომ მისი გაპარვა მალე აღარავის გაახსენდებო-
და, მაგრამ მაჰაუტმა მაინც გაუსწორა თვალი სიმართლეს: სპი-
ლო მომაკვდავი იყო. აღსასრულის მოახლოებისას კი გოლიათ
ცხოველს მარტო ყოფნა სურდა.

517
ოსტატის შემდეგ

სამოთხეში ერთი ხე იზრდება. მიწიერ ხეებს არა ჰგავს ის ხე.


მისი რტოები გამჭვირვალეა, ფესვები კი წყლის ნაცვლად რძეს
ისრუტავენ; მისი ტანი თითქოს ყინვისგან არის დათრთვილული,
მაგრამ მასთან მიახლოებისას სიცივეს არ იგრძნობთ. ხის თი-
თოეული ფოთოლი ამა თუ იმ ადამიანის სახელს ატარებს. წე-
ლიწადში ერთხელ, შაბანის თვეში, სანამ გათენდება დღე მეთ-
ხუთმეტე, ღამით ყველა ანგელოზი ამ ხესთან იყრის თავს. შეკ-
რავენ დიდ წრეს და ფრთებს ერთდროულად ააშრიალებენ. ამო-
ვარდება ძლიერი ქარი, ხე შეირხევა და ფოთლების ნაწილს
ძირს ჩამოყრის. ზოგ ფოთოლს დრო სჭირდება, სხვა კი თვალის
დახამხამებაში სწყდება ტოტს. როგორც კი ფოთოლი მიწას
შეეხება, იმწამსვე ამოხდება სული ადამიანს, რომლის სახელ-
საც ის ატარებს. ამიტომაც არ აბიჯებენ გამხმარ ფოთოლს
ბრძენნი და სწავლულნი. ის ხომ ვიღაცის სულის საბინადროა...
1588 წლის ერთ წვიმიან დღეს სინანის ფოთოლიც დაეშვა მი-
წაზე. ოსტატს ჯანისა და გონების სიმრთელე ბოლომდე არ მოჰ-
კლებია და თავგამოდებული შრომა წამითაც არ შეუწყვეტია.ბ
სულ რამდენიმე კვირა იავადმყოფა.მ ლოგინად ჩავარდნილს
სამი შეგირდი და განუყრელი ათისთავი დასტრიალებდა თავს.
საბურველებში გახვეული ქალები კარებთან გამწკრივებულიყ-
ვნენ, და თუმცა ჯაჰანი მათკენ გახედვას ვერ ბედავდა, ზუსტად
იცოდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სინანის მოტრფიალე მხევალი
იყო, სახელად სანჩა.

518
ერთხელ, როცა საძინებლის დარაბებში განთიადის სუსტი
შუქი შემოიპარა, კარის ხუროთმოძღვართუხუცესმა შეგირდებს
ჩურჩულით ამცნო:
- ანდერძი უკვე შედგენილი მაქვს. როცა ამ ქვეყნიდან წა-
ვალ, წერილს ბეჭედს ახსნით და წაიკითხავთ.
- არსადაც არ წახვალთ, ოსტატო, უფალმა დიდხანს გვიმყო-
ფოს თქვენი თავი! - წამოიძახა ნიკოლამ და ცრემლი მალულად
მოიწმინდა.
ოსტატმა ხელი აიქნია, თითქოს ცდილობდა, ფუჭი თავა-
ზიანობის ყოველგვარი გამოვლინება აღეკვეთა.
- დამაცადეთ. ისეთი რამ უნდა გითხრათ, რაც აუცილებლად
უნდა იცოდეთ. ალბათ გახსოვთ, მშენებლობის დროს რამდენი
უბედურება შეგვემთხვა, ხელი რამდენჯერ შეგვიშალა გაურკვე-
ველმა დაბრკოლებებმა. უკვე ვიცი, რა ედო ამას საფუძვლად.
ეყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა, მაგრამ ადრე ვერ ვხედავ-
დი...
სუნთქვაშეკრული შეგირდები ოსტატს პირში მიაჩერდნენ.
ანაზდად შეიცვალა ატმოსფერო. აქამდე მწუხარებით გაჯერებუ-
ლი სივრცე დაძაბულმა მოლოდინმა შეავსო.
- ანდერძი ჩემი სიკვდილის შემდეგ ორმოც დღეში უნდა
წაიკითხოთ, - განაგრძო სინანმა ენის ბორძიკით, - ნახავთ, ვი-
საც ვასახელებ ჩემს მემკვიდრედ. ეს უფლის ნებაა. მშენებლობა
უნდა გააგრძელოთ. თქვენმა ნახელავმა უნდა დაჩრდილოს ყვე-
ლაფერი, რაც კი ოდესმე შემიქმნია.
- ოსტატო, უბედური შემთხვევები ახსენეთ. მაინც, ვინ იდგა
მათ უკან? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- ჯაჰან, ცეცხლოვანო სულო! შენ ყოველთვის სხვებზე ცნო-
ბისმოყვარე იყავი... - ძლივს გასაგონად წაიბუტბუტა სინანმა. -

519
უმიზეზოდ არაფერი მომხდარა. მიზეზზე უნდა იფიქროთ და პი-
როვნებები არ შეიძულოთ.
ჯაჰანს მიჰრიმაჰის უკანასკნელი სიტყვები გაახსენდა და ისე-
თი ტკივილი იგრძნო, რომ საუბარი ვეღარ გააგრძელა. სიკვდი-
ლის წინ მიჰრიმაჰმაც ხომ ასე თქვა, ყველაფერს თავისი მიზეზი
აქვსო...
ამაოდ ელოდნენ შეგირდები ოსტატისგან განმარტებებს.
ავადმყოფი გადაიღალა და ექიმებმა ოთახიდან ყველა დაით-
ხოვეს. ჯაჰანს მას მერე აღარ უნახავს თავისი ოტატი. მეორე ღა-
მით სინანს დროზე ადრე ჩაეძინა და აღარც გაუღვიძია.
ასე განეშორა სააქაოს სულთნის კარის ხუროთმოძღვართუ-
ხუცესი, რომელიც თითქმის ორმოცდაათი წელი იღწვოდა, და
ქვეყანას, აკლდამებისა და შადრევნიანი აუზების გარდა, ოთხა-
სამდე საუცხოო ნაგებობა დაუტოვა. თავის ქმნილებებს ყოველ-
თვის აკლებდა თითო წვრილმანს, იმის ნიშნად, რომ თავადაც
არ იყო სრულქმნილი.
უზადო ხომ ამქვეყნად მხოლოდ უფალია!
სიკვდილმაც ისეთ დროს უწია, როცა დიდებულ, მრგვალ თა-
რიღამდე ნახევარი წელიღა აკლდა: ოთხმოცდაცხრამეტ--
ნახევარი წლისა აღესრულა!

მეშვიდე დღეს ოჯახმა გარდაცვლილის სულისთვის ლოცვა


აღავლინა. ამ რიტუალში ნათესავებმა, მეზობლებმა, ფაშებმა,
ხელოსნებმა, მოწაფეებმა, მუშებმა და უბრალო გამვლელებმა
მიიღეს მონაწილეობა. საიდან აღარ მოდიოდნენ ადამიანები.
სინანის ეზომ სტუმრები ვეღარ დაიტია და მთელი უბანი ხალხით
გაივსო. სრულიად უცნობებიც კი ისე გლოვობდნენ, თითქოს სი-

520
ნანი მათი ახლობელი იყო. მდიდარსაც და ღარიბსაც უხვად
დაურიგდა ტკბილეული და შარბათი, ბრინჯი და ხორცი. სანამ
მოლები ყურანს თავიდან ბოლომდე ჩაიკითხავდნენ, ზეთისხი-
ლის რტოები იწვოდა, დამსწრენი კი ერთხმად იმეორებდნენ
გარდაცვლილის სახელს:
„იუსუფ სინანეთინ ბინ აბდულა... იუსუფ სინანეთინ ბინ აბდუ-
ლა...“
ეს სახელი შელოცვასავით ჟღერდა და ადამიანებს დახშული
გულის კარებს უღებდა.
უცებ ჯაჰანს ნაცნობი სურნელი ეცა. ამბრისა და ჟასმინის ნა-
ზავი. სინანი ამ სუნამოს თავის ხალათებს აპკურებდა ხოლმე.
ჯაჰანმა მიმოიხედა, თითქოს სინანი აქვე ეგულებოდა; თითქოს
მისი ოსტატი კედლის რომელიმე ნიშში, ან საკურთხევლის უკან
იდგა და ჩვეული ღიმილით უგდებდა ყურს, თუუ რას ბჭობდნენ
კაცნი მის შესახებ. მაჰაუტს სანჩა მოაგონდა. ისიც სადღაც ახ-
ლოს იყო ახლა. ამ კედლებს ეფარებოდა, შუბლით ეყრდნობო-
და გისოსიან სარკმელს. მოკლედ შეკრეჭილ თმას გამჭვირვალე
მანდილი უფარავდა. ჯაჰანს კიდევ ერთხელ გაახსენდა, რომ
სანჩა მათ გვერდით ვეღარასდროს იმუშავებდა, და ამ ტკივი-
ლის მომგვრელ ფიქრებს ისე დაუცაცხანა, როგორც ყვავების
გუნდს.
ლოცვის შემდეგ სინანის შეგირდები - ნიკოლა, დაუდი და ჯა-
ჰანი ქუჩაში ერთად გამოვიდნენ. ბინდგადაკრული, მოქუფრუ-
ლი ზეცა თითქოს მათ ნაღვლიან განწყობილებას ირეკლავდა.
ზღვაური ხმელ ფოთლებს დააფრიალებდა, თოლიები ისრის
სისწრაფით ეშვებოდნენ ძირს და საკბილოს დაეძებდნენ. შე-
გირდები კვლავინდებურად დუმდნენ. მხოლოდ მწუხარება იყო
ახლა მათი თანმდევი. თუმცა კიდევ იგრძნობოდა რაღაც სრუ-

521
ლიად ახალი, რაც მანამდე არასოდეს განუცდიათ. უცებ ჯაჰანი
მიხვდა, რომ წლების განმავლობაში სინანი მათი დამაკავშირე-
ბელი ძაფი იყო. მართალია, ერთმანეთში კინკლაობა და ქიშპო-
ბა ხშირად უწევდათ, მაგრამ ჯაჰანის აზრით, ამას თავისი მიზეზი
ჰქონდა: ისინი ოსტატის სიყვარულში ეცილებოდნენ ერთმა-
ნეთს. თითეულ მათგანს სურდა, რომ მის თვალში გამორჩეული
ყოფილიყო, ახლა კი ხედავდა, რომ მათ შორის განსხვავება მე-
ტი იყო, ვიდრე მსგავსება. ეს სამი კაცი სამი სხვადასხვა მიმარ-
თულების ქარივით მიუყვებოდა თავის გზასავალს. ჯაჰანი არ
იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს იგრძნო. ყველანი ამჩნევ-
დნენ ამ გაუცხოებას, ყველანი გრძნობდნენ, რომ საუბრისას
სიტყვებს გულმოდგინედ არჩევდნენ. ამასობაში მიადგნენ ბა-
ზარს და ფექმეზიანი83 ბრტყელი პური იყიდეს. მგლოვიარე
ოჯახში ჭამას მოერიდნენ, და ახლა, სეირნობისას, ყველას მო-
შივებოდა. როცა ჯაჰანი ხაბაზს ევაჭრებოდა, უკნიდან დაცემინე-
ბის ხმა მოესმა. ვიღაც უცხო ეგონა, მაგრამ რომ მოიხედა, ნიკო-
ლა შერჩა ხელში. სახეზე რატომღაც ხელს იფარებდა, თითქოს
რცხვენოდა. როცა ხელი ჩამოუშვა, ჯაჰანმა მის ხელისგულზე
სისხლის წვეთები შენიშნა.
- რა გჭირს? ხომ მშვიდობაა?
ნიკოლამ თავი ჩუმად დაუქნია. სახეზე, როგორც უღრუბლო
ცარგვალზე, მოწყვეტილი ვარსკვლავებივით ელავდა მისი თვა-
ლები. დაუდს არაფერი შეუმჩნევია, რადგან იქვე ვიღაც გლეხი
კუებს ყიდდა და მათი თვალიერებით იყო გართული. ბოლო
დროს ამ ცხოველს დიდი გასავალი ჰქონდა, რადგან ხმა გავარ-

83 ფფექმეზი - ბბადაგი (თურქ.)

522
და, კუს ბაკანს თუ დაფქვავ და აჭრილი რძის წვნიანთან ერთად
მიირთმევ, მრავალი სენისგან განიკურნებიო.
შეგირდები თავჩაქინდრული ტირიფის ძირას ჩამოსხდნენ,
პური გატეხეს და საუბარი გააჩაღეს. ძირითადად, სამგლო-
ვიარო ცერემონიას იხსენებდნენ და ასახელებდნენ ყველას,
ვინც დაკრძალვას ესწრებოდა და ვინც არ გამოცხადდა. მაგრამ
იყო ერთი საკითხი, რომლის წამოჭრასაც ვერავინ ბედავდა: ვის
უნდა გაეწია ოსტატ სინანის მაგივრობა? ანდერძის გახსნამდე
ამას ვერავინ შეიტყობდა, ამიტომ მარჩიელობას აზრი არ ჰქონ-
და. ანკი საიდან უნდა შეეტყოთ ვარსკვლავთა იდუმალი ზრახვე-
ბი, როცა ეს თვით თაკიუდინმაც კი ვერ მოახერხა? ერთხანს კი-
დევ მიედ-მოედნენ მთისას და ბარისას და დაიშალნენ.
მეორე დღეს ჯაჰანი მთავარი თეთრი საჭურისის ბინაში მიიწ-
ვიეს და ამცნეს, რომ სასახლესთან არსებულ სკოლაში მასწავ-
ლებლობას სთავაზობდნენ. ჯაჰანმა სიამაყე იგრძნო ამ პატივის
გამო, მაგრამ, ამავდროულად, მოსვენებაც დაკარგა. მოგვიანე-
ბით, როცა თავის მოწაფეებს შეხვდა, მათ ნორჩ სახეებზე გუ-
ლუბრყვილობაც ამოიკითხა და ცნობისმოყვარეობაც, ამპარ-
ტავნებაც და უვიცობაც, სიმარჯვეცა და სიზარმაცეც. „ამ თვისე-
ბებიდან ნეტავ რომელი იძალებს?“ გაიფიქრა ჯაჰანმა, „ოსტატი
რომ ცოცხალი ყოფილიყო, ასე იტყოდა: ყოველ კაცს თავისი
ყისმათი დაჰყვება, რადგან ღმერთი ერთსა და იმავე ბედს არა-
სოდეს იმეორებს!“
საკუთარი საზრუნავით გადაღლილი ჯაჰანისთვის რამდენიმე
კვირამ შეუმჩნევლად ჩაიარა. გვიანღა გაახსენდა, რომ არც
დაუდისგან და არც ნიკოლასგან მთელი ეს ხანი ამბავი არ მოს-
ვლია. ორივეს ბარათი გაუგზავნა, მაგრამ პასუხები რომ არ
მიიღო, აფორიაქდა. განსაკუთრებით ნიკოლას ამბავი ადარ-

523
დებდა. დაუდს ცოლ-შვილი ჰყავდა, სანჩა კვლავინდებურად სი-
ნანის სახლში ცხოვრობდა, თავად ჯაჰანს ჩოტა ჰყავდა, სამხეცე-
ში თავისი კუთხე ჰქონდა და ბოლო დროს სასახლის სკოლაშიც
იყო დასაქმებული. ნიკოლას კი, მოხუცი მშობლების გარდა,
ცხოვრებაში არავინ ჰყოლია და არცთუ დიდი ხნის წინ ისინიც
დაეხოცა. ჯაჰანი მიხვდა, რამდენად ცუდად იცნობდა თავის მე-
გობარს. წლების განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ, გვერდიგ-
ვერდ შრომობდნენ, მაგრამ ერთმანეთისთვის მაინც გამოცანად
რჩებოდნენ.
სამშაბათ დილით ჯაჰანმა ნიკოლას მონახულება გადაწყვი-
ტა. ქალაქში ნისლი ჩამოწვა. მზე მკრთალი შარავანდედივით
ილანდებოდა მის ნაცრისფერ ფთილებში. ოქროს რქის შორე-
ულ ნაპირებზე გადაჭიმულ გალათას ერთი შეხედვით ცვლილე-
ბა არ ეტყობოდა. ქვისა და ხისაგან ნაგები სახლები ძირმომპა-
ლი კბილებივით გამწკრივებულიყვნენ უბნის ვიწრო ქუჩებში.
აქა-იქ უზარო ეკლესიებს მოჰკრავდით თვალს. ეკვდერებიდან
სანთელ-საკმევლის სუნი გამოდიოდა. ვინ აღარ ირეოდა ირ-
გვლივ: ფლორენციელები თუ ვენეციელები, ბერძნები თუ სომ-
ხები, ებრაელები თუ ფრანცისკანელი ბერები.
ჯაჰანმა ცხენი ჩორთით მიუშვა. გზადაგზა მიდამოს ყურადღე-
ბით ათვალიერებდა. როცა ვიწრო ქუჩაბანდებში შეუხვია, ბრბო
საგრძნობლად შეთხელდა. აქ რაღაც სხვანაირი სიჩუმე დახვდა.
დარაბები დახურული იყო, კარები - ჩარაზული; გამგელებული
ძაღლები ხროვებად დაძრწოდნენ აქეთ-იქით, ქვაფენილებზე
მკვდარი კატები ეყარნენ, ირგვლივ აუტანელი სუნი იდგა. ნიკო-
ლას ქუჩაზე რომ გაუხვია, ჯაჰანს ისე გააჟრჟოლა, თითქოს სუს-
ხიანმა ნიავმა ჩამოუქროლაო. ზოგიერთ სახლზე საღებავით

524
ჯვარი იყო გამოსახული, ვიღაცას ლათინურად და ბერძნულად
ნაჩქარევად და ნაწყვეტ-ნაწყვეტად მიეჯღაბნა ლოცვები.
ჯაჰანი ცხენიდან ჩამოხტა და ერთ-ერთ წარწერას ახლოდან
დააკვირდა.ე ეს სიტყვები ნიკოლას კარზე იყო მიწერილი. კარგა
ხანს იდგა ასე. არც ფეხს იცვლიდა ადგილიდან და არც სახლში
შესვლის სურვილი ჰქონდა. უცებ უცნობი კუზიანი მოხუცი მიუახ-
ლოვდა და ჰკითხა:
- რა გინდა?!
- აქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ნიკოლა ჰქვია, იქნებ იც-
ნობთ?
- მე ყველას ვიცნობ. შიგნით ნუ შეხვალ! - უთხრა მოხუცმა.
- რა ხდება?
- წყევლა დაბრუნდა!
- რას გულისხმობთ? - დაიბნა ჯაჰანი და იმწამსვე იგრძნო,
როგორი ზიზღი აღუძრა უცნობს თავისი უვიცობის გამო.
თურმე ქალაქს ისევ მოსდებოდა შავი ჭირი.
- რას ამბობთ?! მმე რომ არაფერი გამიგია?! - აღშფოთდა ჯა-
ჰანი.
- ბრიყვებო! თქვენ მარტო ის გესმით, რისი გაგონებაც გინ-
დათ! - მიაძახა უცნობმა და გაეცალა. მაგრამ შორს არ წასულა.
მოპირდაპირე მხარეს, სახლის ზღრუბლთან დადგა და იქიდან
არ აშორებდა ჭუჭრუტანებივით ვიწრო თვალებს.
ჯაჰანმა სარტყელი მოიხსნა, ცხვირ-პირი შეიხვია და ნიკო-
ლას სახლის კარს ხელი ჰკრა. ჩაკეტილი რომ ყოფილიყო, უკან
დაიხევდა, მაგრამ კარი ღია აღმოჩნდა. მეტიც, რომ არ მიხურუ-
ლიყო, ვიღაცას ქვევიდან სოლი შეეშველებინა. ჩანდა, რომ ეს
ვიღაცა დაბრუნებას აპირებდა, შიგნით კი კარის გამღები არავინ
ეგულებოდა.

525
როგორც კი ზღურბლს გადააბიჯა, ჯაჰანს მოულოდნელ დარ-
ტყმასავით თავზარდამცემი, ამაზრზენი სუნი ეცა. ვიწრო დერე-
ფანში ისეთი უკუნი იდგა, რომ კარგა ხანი დასჭირდა, სანამ სიბ-
ნელეს თვალს შეაჩვევდა. პირველი ოთახი ცარიელი აღმოჩნდა.
მეორეში სანთელი ბჟუტავდა, ჭილოფზე კაცი იწვა. მის მუქ თმას
მბზინვარება შემოლეოდა, პირისკანს კი ფერი გასცლოდა. გუმ-
ბათივით მაღალი შუბლი ოფლით ჰქონდა დაცვარული. ჯაჰანმა
ხეირიანად ვეღარც კი იცნო ნიკოლა, რომელსაც ყოველთვის
კოხტად გაპარსულ სახეზე ახლა ჯაგარივით მოსდებოდა კარგა
ხნის გაუპარსავი წვერი. მის გვერდით ხისგან გამოთლილი, წაბ-
ლისფერწვერიანი და გრძელთმიანი კაცის ქანდაკება და თიხის
ორი ფიალა იდგა. ერთი წყლით იყო სავსე, მეორე კი - ძმრით.
ავადმყოფს ტანსაცმელი ოფლით ჰქონდა გაჟღენთილი, ტუჩები
დასკდომოდა. ჯაჰანმა შუბლზე ხელი დაადო. ნიკოლა იწვოდა.
ხელის შეხებისას ოდნავ შეირხა, თავი ძლივძლივობით მოაბრუ-
ნა, მაგრამ ჩანდა, რომ ვეღარაფერს ხედავდა.
- ნიკოლა, მე ვარ! - ჩასძახა ჯაჰანმა.
- წყალი!.. - ამოიხავლა უცებ სნეულმა. უ
უცნაური ხმა ამოსდიოდა პირიდან, თითქოს ბუხარში ჩაგდე-
ბული, მუგუზლებად ქცეული ჯირკი შიშინებდა.
ჯაჰანმა ჭიქა პირთან მიუტანა. ავადმყოფი წყალს ხარბად
დაეწაფა. პერანგის ღია გულისპირიდან მოშავო-მოიისფრო ლა-
ქები უჩანდა, იღლიები საშინლად შეშუპებოდა. ჯაჰანს დაუძლე-
ველმა სურვილმა დარია ხელი, გაქცეულიყო უბედურების ამ ბუ-
დიდან და თუმცა მხდალი გონება ამ რჩევას ჩასჩურჩულებდა,
სხეული ადგილიდან არ იძროდა.

526
უცებ კართან რაღაცამ გაიჩხაკუნა და ოთახში ორი მონაზონი
შემოვიდა. გრძელი, მუქი კაბები ეცვათ, პირზე თეთრი მიტკლის
ნიღბები ჰქონდათ აკრული.
- ვინა ხარ და აქ რა გინდა? - ჰკითხა უფროსმა მონაზონმა.
- მეგობარი ვარ, - უპასუხა ჯაჰანმა, - აწ განსვენებული ხუ-
როთმოძღვართუხუცესის ხელმძღვანელობით მთელი ცხოვრე-
ბა ერთად ვმუშაობდით.
მონაზონი შეცბა და კარგა ხანს ხმა აღარ ამოუღია.
- ვწუხვარ, რომ უხეშად მოგმართეთ. ქურდი მეგონეთ, - თქვა
ბოლოს.
ჯაჰანს ელდა ეცა. თითქოს ეს ქალი, თავისი ქვასავით უძრავი
და ბებერი თვალებით ადამიანებს შიგნიდან ხედავდა!
- ამ სახლებში არავინ შემოდის, ქურდების გარდა.
- ქურდების?
- დიახ, შემთხვევით სარგებლობენ და მოდიან ხოლმე.
მონაზონმა საუბარი აღარ გააგრძელა, ნიკოლას მიუახლოვ-
და, მათარიდან წყალი დაალევინა და ძმარში ამოვლებული სა-
ფენით შუბლი მოსწმინდა. თავისუფლად ეხებოდა. ეტყობოდა,
რომ ჯაჰანისგან განსხვავებით, ავადმყოფის მიმართ არავითარ
ზიზღს არ გრძნობდა. ამასობაში მეორე მონაზონმა შარდით და
განავლით მოსვრილი ზეწარი გაასუფთავა.
ჯაჰანს უნდოდა ეკითხა, სიკვდილის როგორ არ გეშინიათო,
მაგრამ თავი შეიკავა და ესღა წაიჩურჩულა:
- ბევრია ასეთი ავადმყოფი?
- ჯერ არა, მაგრამ იქნება... - უპასუხა მონაზონმა.
ნიკოლას ხველება აუტყდა და ცხვირ-პირიდან სისხლი წას-
კდა. უფროს მონაზონს ჯაჰანის შეძრწუნება არ გამოჰპარვია და
ურჩია:

527
- სჯობს წახვიდეთ, მაინც ვერაფერს უშველით.
მაჰაუტს ამ სიტყვებმა ერთდროულად შვებაც მოჰგვარა და
სევდაც.
- რით დაგეხმაროთ? - ჰკითხა მონაზონს.
- ილოცეთ! - უპასუხა მონაზონმა.
ჯაჰანი კარისკენ დაიძრა და უცებ გაჩერდა.
- ეს რა ფიგურაა? - ჰკითხა მონაზონს.
- წმინდა თომა, - უპასუხა მონაზონმა დაღლილი ღიმილით, -
დურგალთა, ხუროთმოძღვართა და კირითხუროთა მფარველი.
ეს წმინდანი „ურწმუნოს“ სახელითაც არის ცნობილი. უნდოდა
თუ არ უნდოდა, ყველაფერში ეჭვი ეპარებოდა, ამიტომაც შეარ-
ქვეს ურწმუნო. თუმცა ღმერთს ისიც სხვებივით უყვარდა.
ორ დღეში ჯაჰანს ნიკოლას გარდაცვალების ცნობა მოუვიდა.
ამ ცვალებად და ჭრელ წუთისოფელში სინანის შემდეგ ეს ერთი
ადამიანი ეგულებოდა, ვისაც ბოლომდე ენდობოდა. ნიკოლას
სხვებიც მიჰყვნენ. ასობით ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს.
სენმა გალათადან უსქუდარში გადაინაცვლა, სტამბოლს ეძგე-
რა, მაგრამ თითქოს ვიღაცამ რისხვით ხელი ჰკრაო, უკან ისკუპა
და ისევ გალათას მიაწყდა.
კვლავ მოედო ქალაქის ქუჩებს ბრბო, რომელიც დამნაშავეს
ეძებდა. არც სასახლე აღმოჩნდა შეუვალი. ჩინელმა ტყუპებმა,
რომლებიც სულთნის სამხეცეში მაიმუნებს უვლიდნენ, სხვა მოკ-
ვდავების მსგავსად დატოვეს წუთისოფელი. ცხოველებმა ნირი
იცვალეს და აგრესიულები გახდნენ. გული აღარ უდგებოდათ
სულთნისეულ გალიებში, სადაც მათ წინაპრებს საპატიო სტუმ-
რებივით ელოლიავებოდნენ. ციმბირელი ტარასი ფარდულში
შეიმალა. რცხვენოდა, ამ ასაკის კაცი კვლავაც რომ ცოცხალი
იყო. გარდაიცვალა სანგრამიც - სერალის ეს გულკეთილი და

528
ერთგული მსახური, რომელიც მუდამ მშობლიურ ჰინდოსტანში
დაბრუნებას ნატრობდა, მაგრამ მაინც უცხოობაში ამოხდა სუ-
ლი. ა
ავადმყოფობის ბოლო მსხვერპლი პერას მეწიგნე, სიმეონი
აღმოჩნდა. მისი ცოლი მოხეტიალე ხელოსნებმა და ვაჭრებმა
დაიბრიყვეს და წიგნები ნივრის ფასად გამოსტყუეს. მსოფლიოს
ყველა კუთხიდან ჩამოტანილმა ძვირფასმა ტომეულებმა მონ-
ჯღრეული ურიკებით დატოვეს პერა და დანიშნულების ახალ--
ახალი ადგილებისკენ აიღეს გეზი. ბევრი მათგანი გზაში
დაიფანტა. სიმეონი ყოველთვის კარგი ბიბლიოთეკის დაარსე-
ბაზე ოცნებობდა, მაგრამ თავისი კოლექცია ისეთს ვერავის გა-
დააბარა, ვინც ამ განძს ჯეროვნად დააფასებდა.
„ვინ იქნება შემდეგი?“ გაიფიქრა ჯაჰანმა, როცა ეს ყველაფე-
რი შეიტყო. მაგრამ მისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზით სენ-
მა იგი დაინდო, მტაცებელი ფრინველივით სამხრეთისკენ იქცია
პირი და გზადაგზა შავი ჩრდილი მოჰფინა იმ ქალაქებსა და
სოფლებს, რომლებსაც ზემოდან გადაუქროლა.
ქრისტიანულ სასაფლაოზე, ღვთისმშობლის წყაროსთან,
ოდესღაც იმპერატორ იუსტინიანეს მიერ აგებული ეკლესია იდ-
გა. ტაძარი აღარ იყო, მაგრამ წყარო ჯერაც მოჩუხჩუხებდა. ნი-
კოლას საფლავის ქვა იუწყებოდა:
ხუროთმოძღვარი ნიკოლა ზეცად აიჭრა, მსგავსად იმ კოშკე-
ბისა, რომლებსაც აგებდა. დე, მისმა სულმა განისვენოს ზეციურ
სავანეში.დ დე, წმინდა თომამ გაუწიოს მეგზურობა.

529
სასახლეში დაბრუნებულ ჯაჰანს ჩოტა მარტო დახვდა. მა-
ჰაუტის დანახვისას სპილომ მხიარულად დასჭექა და ფეხები
ააბაკუნა. ჯაჰანმა ხორთუმზე ალერსიანად ჩამოუსვა ხელი და
მსხალი და თხილეული შესთავაზა. ადრე ჩოტა საყვარელი ნუგ-
ბარის სუნს იქამდეც კი გრძნობდა, სანამ ჯაჰანი თავლაში ფეხს
შემოდგამდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალ-ღონესთან ერთად
ყნოსვამაც უღალატა. მაჰაუტი კასრზე ჩამოჯდა და სპილოს ნი-
კოლას დაკრძალვის შესახებ უამბო. ცხოველი ყურადღებით უს-
მენდა და, როგორც ყოველთვის, თვალებს ეშმაკურად კუსავდა.
ჯაჰანს ტირილი წასკდა. ჩოტამ მკერდზე ხორთუმი ჩამოუსვა და
მიიხუტა. მაჰაუტს კვლავ ეწვია უცნაური განცდა, რომ ამ არსე-
ბას ყველაფერი ესმოდა.
ცოტა ხანში ნაბიჯების ხმა გაისმა და ზღურბლზე ორი ლანდი
გამოჩნდა. სანგრამის ვაჟი, რომელმაც მამამისის მოვალეობები
გადაიბარა, გარეგნობითაც და მიხრა-მოხრითაც ისე ჰგავდა მა-
მას, რომ ყველა მის სახელს ეძახდა. მართლაც, ისეთი შთაბეჭ-
დილება რჩებოდა, თითქოს ჭაბუკს მოხუცი მამის სული ჩასახ-
ვოდა, სიკვდილი კი სხვა არაფერი იყო, თუ არა უბრალო თამა-
ში.
სანგრამს ჩოტას მომვლელი, აბე ახლდა თან.
- ჯაჰანი მოსულა! - წამოიძახა გახარებულმა სანგრამმა, რად-
გან მაჰაუტს ბავშვობიდან იცნობდა და ღვიძლ ბიძასავით უყვარ-
და.
- მე კი მოვედი, მაგრამ ეს სად დაბოდიალებდა ნეტავ?! - შე-
უღრინა ჯაჰანმა და აბეზე მიუთითა.
- რატომ დატოვე სპილო? ვერ ხედავ, ერთი ფრჩხილი მოტე-
ხილი რომ აქვს? ნეტავ იცოდე, ეს რა მტკივნეულია! დაზიანე-

530
ბულ ფრჩხილს ჩამოჭრა და გაწმენდა სჭირდება... თავლაშიც
არეულობაა. ბოლოს როდის მოაწესრიგე აქაურობა?!
აბემ ბუტბუტით მოიბოდიშა, ჯაგრისს ხელი დაავლო და
ხეხვა-წმენდას მოჰყვა. ჭუჭრუტანებიდან შემოპარულ მზის შუქზე
გამოჩნდა ჰაერში აჭრილი მტვრის კორიანტელი. სანგრამ--
უმცროსი ჯაჰანს შეწუხებული სახით მიუახლოვდა.
- ახალი ამბავი გაიგე?
- რა ხდება?
- დაუდი დააწინაურეს.
- რაო?!
- ყველა ამაზე ლაპარაკობს. შენი მეგობარი კარის ხუროთ-
მოძღვართუხუცესი გახდა!
- ჩვენი დაუდი? - წაიბუტბუტა ჯაჰანმა.
- ჩვენი უკვე აღარ არის. სად ჩვენ და სად ის! ნახე, სად აიჭრა!
- თქვა სანგრამ-უმცროსმა და თითი ჭერისკენ აიშვირა, სადაც
ობობის აბლაბუდაში მკვდარი ბუზი ქანაობდა.
- ესე იგი, ანდერძი გახსნეს? - ჰკითხა ჯაჰანმა.
სანგრამ-უმცროსმა აშკარა სიბრალულით შეხედა და უპასუ-
ხა:
- დიახ. როგორც ჩანს, ოსტატს სურდა, რომ სწორედ დაუდი
ყოფილიყო მისი მემკვიდრე!
- ძალიან კარგი... - ისევ წაიბუტბუტა ჯაჰანმა და უცებ ისეთი
ძლიერი თავბრუსხვევა იგრძნო, თითქოს მის ფეხქვეშ უფ-
სკრულს დაეღო პირი და ახლა მის ხახაში ისრის სისწრაფით
მიექანებოდა.

531
ჩაიარა კიდევ რამდენიმე დღემ. სინანის მეუღლემ, კაირამ,
ქმრის სიკვდილის შემდეგ, ტრადიციისამებრ, ბევრი მონა
გაათავისუფლა. პირველი ბერატი84 სანჩამ მიიღო. ჯაჰანს ად-
რეც ჰქონდა ეჭვი, რომ კაირას საკმაოდ წინააღმდეგობრივი და-
მოკიდებულება ჰქონდა მის ჭერქვეშ მცხოვრები ამ უცნაური
მხევლის მიმართ, რომელსაც მის ქმართან ისეთი საქმეები აკავ-
შირებდა, რაზეც თავად ხელი არ მიუწვდებოდა. სანჩას საქ-
ციელი85 სინანის მეუღლეს სულაც არ ეპრიანებოდა, მაგრამ ამ
გრძნობებს გულში იხვევდა. ჯაჰანი თითქმის დარწმუნებული
იყო, რომ კაირამ სინანის მიმართ სანჩას სიყვარულის შესახებ
იცოდა და ეს სულაც არ მოსწონდა. ამ ორ ქალს აშორებდა იდუ-
მალი უფსკრული, რომელზეც ხიდი ვერავინ გადო, თვით სინან-
მაც კი!ა ახლა, როცა ოსტატი ამქვეყნად აღარ იყო, კაირას ყვე-
ლაზე ნაკლებად სწორედ სანჩას ნახვა სურდა. თუმცა მხევლის
წყენინება მაინც არ ისურვა, ძვირფასი ქსოვილები და ნელსაც-
ხებლები უსახსოვრა და, სანამ სახლიდან დაითხოვდა, დალოცა
კიდეც.ა
ასე მიიღო თავისუფლება სტამბოლში რამდენიმე ათ-
წლეულის წინ ტყვედ ჩამოყვანილმა სანჩა დე ერერამ, სახელ-
განთქმული ესპანელი დასტაქრის ქალიშვილმა. იმავე დღეებში
მან ჯაჰანს წერილი მისწერა. შფოთვითა და მღელვარებით იყო
სავსე წერილის სტრიქონები. გასამგზავრებლად ვემზადები,
თავგზა მაქვს აბნეული და უნდა მომეხმარო. არც დაუდის დახმა-
რება მაწყენდა, მაგრამ დაუდმა ხომ სიმართლე არ იცის. ეეგ კი

84 საბუთი მონის გათავისუფლების შესახებ.


85 ბიჭურად ჩაცმა და სამშენებლო მოედანზე მუშაობა.

532
არა, ჯერ თავადაც ვერ გამიგია, ვინ ვარ - მშენებელი იუსუფი თუ
მხევალი ნერგიზი! - წერდა სანჩა.
ჯაჰანს ბევრი არ უფიქრია, დაჯდა და პასუხი მისწერა:
პძვირფასო სანჩა!
შენმა წერილმა ერთდროულად სიხარულიც მომგვარა და
მწუხარებაც. სიხარული იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს თავი-
სუფლება მოიპოვე; მმწუხარება კი იმიტომ, რომ აქაურობას ტო-
ვებ. ხუთშაბათს აუცილებლად მოგაკითხავ და დაგეხმარები.
სამზადისის სიძნელეები ნუ შეგაშინებს. შენ ამ ცვლილებისთვის
კარგა ხანია მზად ხარ.
დათქმულ დღეს ჯაჰანი სინანის სახლში გამოცხადდა და
ცხოვრებაში პირველად იხილა კაბიანი სანჩა. კონუსის ფორმის
ქვედაბოლოანი, ზურმუხტისფერი კაბა მისი თვალების ფერს
ხაზს უსვამდა. თმა ჯერ კიდევ მოკლე ჰქონდა და ზედ სწორედ
ისეთი ქუდი ეხურა, ფრანკისტანის ქალები რომ ხმარობდნენ.
- ასე ნუ მიყურებ. საშინლად მახინჯი მგონია თავი, - გაწით-
ლდა სანჩა.
- მაგას როგორ ამბობ? - გაიოცა ჯაჰანმა.
- მე თუ მკითხავ,ლ ლამაზი ტანსაცმლისთვის მეტისმეტად ბე-
ბერი ვარ.
ჯაჰანი მისმა მორცხვობამ ხუმრობის გუნებაზე დააყენა და და
გამოაჯავრა:
- ერთი ჩვენს კირითხუროებს სცოდნოდათ, რა ტურფა უმშვე-
ნებდათ გვერდს მშენებლობის დროს?! ალბათ მუშაობას შეწ-
ყვეტდნენ და ლექსებს მოგიძღვნიდნენ, ჩვენ კი ვერაფერს ავა-
შენებდით.

533
სანჩამ ჩაიცინა, თვალები დახარა და კაბის ნაკეცებს თითე-
ბით დაუარა. ქვედაწელი ვეშაპის ულვაშით მჭიდროდ ჰქონდა
შეკრული.
- ისეთი ვიწროა, სუნთქვა მიჭირს, - შესჩივლა ჯაჰანს, - მიკ-
ვირს, როგორ უძლებენ ამას ქალები?
- მალე შეეჩვევი, - დაამშვიდა ჯაჰანმა.
- არა, ამას წლები დასჭირდება, იქნებ ამდენი ვეღარც ვიცოც-
ხლო, - თქვა სანჩამ ღიმილით, მაგრამ უცებ სახე შეეცვალა და
ჩუმად ჩაილაპარაკა:
- ნეტავ ვენახე ასე გამოწყობილი...
ზემოდან კაშკაშა, ლაჟვარდოვანი, მოსარკული ზეცა გად-
მოჰყურებდათ. სადღაც შორიახლოს ურიკამ ჩაიხრიგინა. ჯაჰან-
მა ფანჯრიდან გადმოიხედა. ურიკა თვალებზე ჩაჩებჩამოფხატუ-
ლი ქორ-შავარდნების გალიებით იყო დატვირთული. ჯაჰანი
ფრინველების ყურებამ გაიტაცა და ვერც კი შეამჩნია, რომ სანჩა
ჩუმად სლუკუნებდა. ჭაბუკმა, რომელიც ქალიშვილი აღმოჩნდა,
მუნჯმა, რომელმაც ენა ამოიდგა, მხევალმა, რომელიც იმავ-
დროულად ხუროთმოძღვარიც იყო, მასავით შენიღბულად, სიც-
რუით იცხოვრა.
- მეგონა, თავისუფლება სიხარულს მოგგვრიდა, შენ კი ტი-
რი... - უსაყვედურა ჯაჰანმა.
- მიხარია, მაგრამ... - სანჩა შეყოყმანდა, - აქ... მისი საფლა-
ვია. აქ მეგულება ყველაფერი, რაც ოდესმე უკეთებია. მან უფრო
დაატყო ხელი ამ ქალაქს, ვიდრე რომელიმე სულთანმა.
- ოსტატი აღარ არის, მაგრამ ნუ გაქვს ისეთი განცდა, თით-
ქოს ამ ქალაქთან განშორებით მას სამუდამოდ შორდები, - და-
ამშვიდა ჯაჰანმა.

534
სანჩა ცდილობდა, სინანზე აღარ ელაპარაკა, მაგრამ თავს
ამაოდ ებრძოდა.
- როგორ ფიქრობ, ვუყვარდი? - ჰკითხა უცებ ჯაჰანს.
- დარწმუნებული ვარ, - უპასუხა ჯაჰანმა ცოტა ხნის ფიქრის
შემდეგ, - რომ არ ყვარებოდი, განა ნებას დაგრთავდა, რომ
ჩვენთან ერთად გემუშავა? ვინმეს რომ გაეგო, უსიამოვნება ხომ
არ ასცდებოდა!
- ჩემი გულისთვის თავი საფრთხეში ჩაიგდო... - ამაყად
ჩაილაპარაკა სანჩამ, - თუმცა სიყვარულით არასოდეს ვყვარე-
ბივარ. ყოველ შემთხვევაში ისე არა, როგორც მე მიყვარდა.
ჯაჰანმა აღარაფერი უპასუხა. არც სანჩა ელოდა მისგან პა-
სუხს. მხოლოდ ეს უთხრა:
- შევიტყვე, რომ ორ კვირაში სტამბოლს ვენეციური გემი მო-
ადგება.
ჯაჰანმა თავი დაუქნია. წარსულში არაერთხელ უნახავს ამ
ხომალდის ანძა, რომელიც სახურავებსა და ხეებს ზემოდან გად-
მოჰყურებდა.
- მაგას მე მოგიგვარებ, - შეჰპირდა სანჩას.
- დიდად დამავალებ, - მიუგო სანჩამ და უცებ თვალები მოუს-
ვენრად ააცეცა.
- იქნებ შენც წამოხვიდე, რაღა გაკავებს აქ?
ჯაჰანი გაოცდა, მაგრამ შეეცადა, მღელვარებას არ აჰყოლო-
და.
- ესპანელი დიდგვაროვნებისთვის სასახლეებს ავაგებდით.
მფარველის პოვნა კი არ გაგვიჭირდებოდა, მე უკვე დავიჭირე
თადარიგი. ერთმანეთზე ხომ უნდა ვიზრუნოთ?!. - აზრი დაასრუ-
ლა სანჩამ და ჯაჰანს მკლავში ხელი ჩაჰკიდა. ნაზი და გრილი
იყო მისი ხელი. ჯაჰანს გული შეუტოკდა. მათ ოსტატ სინანზე მო-

535
გონებები აერთიანებდათ. და კიდევ თავიანთი ხელობა. სიყვა-
რული კი საჭირო არც იყო. ცხოვრება მის გარეშე სჯობდა, სიყვა-
რულს ხომ მხოლოდ ტკივილი მოჰქონდა...
- უფრო ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი, იქნებ შვილებიც
გვყოლოდა... - ისე ფრთხილად შეაპარა სანჩამ, თითქოს თი-
თოეულ სიტყვას წონიდა.
ჯაჰანი გაიბადრა.
- გოგოებს შენი თვალები ექნებოდათ და შენსავით გაბედუ-
ლები იქნებოდნენ...
- ...ბიჭებს კი - შენი ცნობისმოყვარეობა და სიკეთე გამოჰყვე-
ბოდათ, - დასძინა სანჩამ.
- ჩოტას რაღა ვუყო? - გაახსენდა ჯაჰანს.
- ჩოტა დაბერდა. სასახლეში ბედნიერად იცხოვრა. ნუ გეში-
ნია, კარგად იქნება. მე და შენ კი შენება უნდა განვაგრძოთ, -
უპასუხა სანჩამ.
„სიბრძნე ციდან არ იფრქვევა, ის მიწიდან ამოდის. მას შრო-
მა შობს!“ გაიხსენა ჯაჰანმა ოსტატის სიტყვები.
- კვლავაც უნდა ავაშენოთ გუმბათიანი ნაგებობები, - განაგ-
რძო სანჩამ, - ამ გუბათებმა ხალხს უნდა შეახსენოს, რომ ღმერ-
თი არსებობს; რომ ის შურისძიებისა და ჯოჯოხეთისკენ კი არ
მიგვიძღვის, ის მოწყალებისა და სიყვარულის ღმერთია! ჯაჰანმა
თავი ხელებზე ჩამოაყრდნო და თვალები დახუჭა.
- მეშინია, - თქვა უცებ სანჩამ, - იმდენად დიდი ხნის წინ მომ-
წყვიტეს მშობლიურ მიწას, რომ ახლა იქაურებისთვის სრულიად
უცხო აღმოვჩნდები.
- ნუ ღელავ, კარგად იქნები, - სცადა მისი დამშვიდება ჯაჰან-
მა.

536
- კარგად ვიქნები, თუ შენც წამოხვალ. რას იტყვი? - არ ეშვე-
ბოდა სანჩა.
სწორედ იმ წუთებში მიხვდა ჯაჰანი, რომ ცხოვრება იმ გადაწ-
ყვეტილებების ჯამია, რომლებზეც არჩევანი არასოდეს შეგვიჩე-
რებია, და იმ ბილიკებისგან შედგება, რომლებსაც არასოდეს
შევდგომივართ. ჯაჰანი ადრე სანჩას ასეთი თანაგრძნობით არა-
სოდეს მოჰკიდებია. ახლაღა შეებრალა, როცა უარით ისტუმ-
რებდა. ქალმა ეს წინააღმდეგობრივი განცდები მის სახეზე
ამოიკითხა. თვალებში წამით ტკივილი ჩაუდგა, მაგრამ ერთი
ცრემლიც არ ჩამოვარდნია. ცრემლები მას თავისი ერთადერთი
სიყვარულისთვის - ოსტატ სინანისთვის ჰქონდა შემონახული.
- არ დამივიწყო, გთხოვ... - შეევედრა ჯაჰანს, და მხოლოდ წა-
მით შეეპარა ხმაში ბზარი, როცა იქვე დასძინა: - მე არასოდეს
დაგივიწყებ!
დაახლოებით ერთ კვირაში ვენეციური ხომალდი86 გასამ-
გზავრებლად მზად იყო. ბოლო ხანებში ვენეციელმა ვაჭრებმა
დათმეს თავიანთი პრივილეგირებული მდგომარეობა სტამ-
ბოლში და ფრანგი, ნიდერლანდელი და ინგლისელი ვაჭრების
წინაშე უკან დაიხიეს. ხომალდის კაპიტანს, რა თქმა უნდა, არ
ეპიტნავებოდა ეს გარემოებები და სახეზე ისეთი უგუნებობა ეწე-
რა, თითქოს ზედმეტად მჭიდრო სამოსი აწუხებდა; თუმცა ბევრი
ფიქრისთვის არ ეცალა, რადგან გამგზავრებას მეტისმეტად ბევ-
რი ფუსფუსი ახლდა თან. მეზღვაურები წინ და უკან დარბოდნენ
და ხომალდზე კასრებს ტვირთავდნენ, მეწვრილმანეები თავი-
ანთ საქონელს ასაღებდნენ. მგზავრების მომცრო ჯგუფი განზე

86 სამანძიანი კარაკა მომრგვალებული კიჩოთი.

537
იდგა და ელოდა. ესენი იყვნენ: იეზუიტი ბერები, კათოლიკე მო-
ნაზვნები, მოგზაურები და ერთი უცნობი ბრიტანელი დიდგვარო-
ვანი, რომელსაც მსახურები თავს ევლებოდნენ და მარაოთი
უნიავებდნენ. სხვა დანარჩენები კი ტლანქი, უბირი მეზღვაურები
იყვნენ.
ჯაჰანმა ხელი მოიჩრდილა და ირგვლივ მიმოიხედა. სანჩა
არსად ჩანდა. „ხომ არ გადაუფიქრებია? ვაითუ დილით გაიღვი-
ძა, ჩაფიქრდა და უცებ ძალიან ეშორა, ეუცხოვა და აუხდენელ
ოცნებასავით მიუწვდომელი ეჩვენა თავისი სამშობლო?!..“
გაუელვა მაჰაუტს, მაგრამ როცა დასატვირთად გამზადებულ
კასრებს შორის გზას ზიგზაგისებური მოძრაობით მიიკვლევდა,
უცებ სანჩა დაინახა. ქალის გრძელი ჩრდილი თითქოს განზე
მიიწევდა, ეურჩებოდა და სტამბოლში დარჩენას ცდილობდა.
საოცარი ის იყო, რომ სანჩას თავისი შეგირდობის დროინდელი
სამოსი ამოექექა და ახლა კვლავ მამაკაცურად ჩაცმული იდგა
მის წინ.
- ასე მირჩევნია... - განუმარტა ჯაჰანს.
მაჰაუტმა თვალით მებარგულებს დაუწყო ძებნა, მაგრამ ვე-
რავინ შენიშნა.
- შენი ბარგი სად არის? - ჰკითხა სანჩას.
სანჩამ ერთ ზურგჩანთაზე მიუთითა.
- კაბები და კაირას საჩუქრები სად წაიღე?
- არ გამამხილო. ღარიბებს დავურიგე! სულ ეს მიმაქვს, რაც
ოსტატმა მისახსოვრა, - თქვა სანჩამ, ჩანთა გახსნა და ჯაჰანს სი-
ნანის ნაჩუქარი, მისივე ნახელავი, მოჩუქურთმებული ზარდახშა
უჩვენა. აქვე იყო რამდენიმე გრაგნილი და ძვირფასი ყელსაბა-
მი.

538
ტრაპამდე, რომელიც მიწას ხომალდთან აკავშირებდა, მდუ-
მარედ იარეს.
- დაუდთან გამომშვიდობება ვერ მოვახერხე, - თქვა სანჩამ, -
მოკითხვა და კეთილი სურვილები გადაეცი ჩემგან. არც კი მჯე-
რა, რომ კარის ხუროთმოძღვართუხუცესი გახდა!
- გადავცემ, - სევდიანად ჩაიდუდუნა მაჰაუტმა და ამოიოხრა.
საქმე ის იყო, რომ დაუდისთვის დაწინაურება თავად არც კი
მიელოცა. არ ჰქონდა ამის სურვილი.
- გაფრთხილებ, არავინ მიხვდეს, რომ ქალი ხარ! თუ ვინმეს
შეატყვე, რომ...
- ნუ გეშინია, თავს მივხედავ, - უპასუხა სანჩამ და წელში ამა-
ყად გაიმართა.
- ვიცი, რომ შეგიძლია, - თქვა ჯაჰანმა.
- წუხელ საშინელი სიზმარი ვნახე. თითქოს დაჭერილი იყავი.
მეძახდი, მაგრამ ვერ გპოულობდი. ფრთხილად უნდა იყო, იცო-
დე!.. - უთხრა სანჩამ და თვალი თვალში გაუყარა.
ამ დროს ხომალდის კიჩოდან ხმამაღალი ბრძანებები გაის-
მა. ჯაჰანს გული ყელში მოებჯინა. გრძნობდა, ყველაფერი იც-
ვლებოდა, ყველაფერი შეუჩერებლად მიიპარებოდა სადღაც,
როგორც ქვიშა თითებს შორის. მიჰრიმაჰმა უკვე გადალახა დი-
დი ბჭე და ჯაჰანს ახლა ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა
მისი დრო. ოსტატი და ნიკოლა აღარ იყვნენ; ჯაჰანი და დაუდი
იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს; ჩოტას საამქვეყნო პირი
აღარ უჩანდა; ახლა კი სანჩაც მიდიოდა. შეცდა ჯაჰანი, როცა
მხოლოდ ნიკოლა შეებრალა მარტოობის გამო. თავადაც არა-
ნაკლებ მარტოსული იყო. წამით დაუძლეველი სურვილი მოეძა-
ლა, თან გაჰყოლოდა სანჩას, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც

539
რაღაცად უღირდა. წავიდოდა კიდეც, სპილო რომ არ ყოფილი-
ყო.
კარგა ხანს გასცქეროდა ხომალდს, რომელსაც უკან თო-
ლიები მისძახოდნენ და მზის შუქი გამჭვირვალე მანდილივით
შემოჰხვეოდა. მიცურავდა ხომალდი, ცხვირით მსუბუქად
მიაპობდა ზღვის წყალს და სულ უფრო და უფრო აშორებდა
აქაურობას მუნჯ შეგირდსა და მის თავგადასავალს.
იმავე დღეს ჯაჰანმა დაუდისთვის წერილის გაგზავნა გადაწ-
ყვიტა, მაგრამ განცდების ქაღალდზე გადატანა გაუჭირდა და
დახმარებისთვის გადამწერს მიმართა. გადამწერმა ყურადღე-
ბით მოუსმინა და წერას შეუდგა. თავაუღებლად წერდა, დრო-
დადრო თუ ჩააწობდა მელანში კალამს. როცა დაასრულა, ჯა-
ჰანს ხელში შერჩა გულითადი სალამ-ქალმითა და მილოცვებით
სავსე გრძელი უსტარი, რომელიც ექვსი ასპერი დაუჯდა. ნამ-
დვილად არ ელოდა, რომ ასეთი აღზევებული კაცი მალე გამო-
ეხმაურებოდა, მაგრამ დაუდმა პასუხი არ დააყოვნა. მის გრაგ-
ნილს წითელი ბეჭედი ამშვენებდა. წერილს საუცხოო კალიგრა-
ფის ხელი ეტყობოდა.
„ყველაფერი სწრაფად მოხდა,“ იუწყებოდა დაუდი,
ჩვენმა მოწყალე სულთანმა (დე, ასი წლის სიცოცხლე მიუბო-
ძოს უფალმა!) ოსტატის ანდერძი გახსნა, მის ნებას გაეცნო, და
მე, მის მოკრძალებულ ქვეშევრდომს, განსაკუთრებული პატივი
დამდო: ოსტატის ძვირფასი ხალათი მომასხა უბადრუკ მხრებზე!
როგორ უნდა მეთქვა უარი?“ დაუდი თითქოს თავს იმართლებდა
და ჯაჰანისგან მხარდაჭერას ელოდა. შემდეგ სთხოვდა, მესტუმ-
რე, ძველი დრო გავიხსენოთ და, როგორც ყოველთვის, მომა-
ვალ სამუშაოზე ვიმსჯელოთო. მაჰაუტს ძალიან უნდოდა მასთან
სტუმრობა, მაგრამ არ შეეძლო. გული არ ჰქონდა სუფთა. ეში-

540
ნოდა, რომ დაუდი მის თვალებში ამოიკითხავდა შურს, რომლი-
თაც მთელი მისი არსება გაჟღენთილიყო. არცთუ დიდი ხნის წინ
თანასწორები იყვნენ, ამიერიდან კი მისი მეგობარი ბედის ნე-
ბიერი გამხდარიყო! ჯაჰანს ესმოდა, რომ ერთნაირ მდგომა-
რეობაში მყოფ ორ ახლობელს შორის ყველაზე მტკივნეული
სწორედ ეს იყო: როცა ერთი ზევით მიიწევდა, მეორე კი ადგი-
ლიდან არ იძროდა. იმ იშვიათ წუთებში, როცა ჯაჰანი შურს
ერეოდა, დანაშაულის გრძნობა დარევდა ხოლმე ხელს. იმის
ნაცვლად, რომ დაუდის წარმატებით ეხარა და ელოცა მისთვის,
მისი იღბალი ეხარბებოდა.
„ოსტატი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩემ მაგივრად შერცხვე-
ბოდა,“ ფიქრობდა ხუროთმოძღვრის შეგირდი.
მაგრამ დღეები გადიოდა, ჯაჰანი ფეხს ითრევდა, დაუდის შე-
სახებ ამბები კი, უნდოდა თუ არ უნდოდა, მაინც მოსდიოდა.
მისხალ-მისხალ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ყოველი მხრიდან იფ-
რქვეოდა ცნობები: როგორ გადასცეს საპატიო ცერემონიის
დროს დაუდს ოქროს საჭრეთელი, მონეტებით სავსე ქისა და ოს-
ტატ სინანის ნაქონი ნეფრიტის ბეჭედი; როგორ გამოაწყვეს
დაუდი უძვირფასეს ხალათში, რომელსაც სულთნის ნებართვის
გარეშე ვერავინ ჩაიცვამდა; როგორ მოსწონდა დაუდს ჩერქეზი
ხარჭები და როგორ გაავსო ჰარამხანა ამ მოდგმის ქალებით;
როგორ შეირთო მეორე და მესამე ცოლი (ფერიებივით თვალ-
წარმტაცები!); როგორ დაუდიოდა ეზოში ფარშავანგები და რო-
გორ ჩამოუყვანეს სამარაყანდიდან დაგეშილი მიმინო...
ჯაჰანი ეჭვობდა, რომ ეს მითქმა-მოთქმა ნაწილობრივ ცრუ
იყო, მაგრამ რისიც სჯეროდა, დასაბოღმად ისიც ჰყოფნიდა. სა-
სახლის სკოლაში კვლავინდებურად მასწავლებლობდა და ნუ-
გეშს თავის უმანკო მოწაფეებთან ურთიერთობაში ჰპოვებდა.

541
ღამღამობით, როცა ლოგინში განმარტოვდებოდა, ოცნებაში
სრულიად არარეალური პროექტები უტრიალებდა. მაგალითად,
ბაღი, სადაც გარეული ცხოველები თავისუფლად დასეირნობ-
დნენ, ადამიანებისთვის კი შემინული გვირაბების მთელი ლაბი-
რინთი იყო აგებული, საიდანაც მათ უსაფრთხოდ შეეძლოთ
ცხოველების თვალიერება.
ამასობაში ჩოტას კიდევ ორი ფრჩხილი მოსძვრა. ჯაჰანს ეჭვი
გაუჩნდა, რომ სპილოს რაღაც სენი ღრღნიდა. ამიტომ ამ ბოლო
დროს აბეს დაუდევრობისთვის აღარ ადანაშაულებდა. სპილო
დაბერდა. დაბერდა თვითონ ჯაჰანიც, თუმცა ამის აღიარება არ
სურდა...
ერთი თვის თავზე ჯაჰანმა ბარათი მიიღო. სტამბოლის ერთ--
ერთ ფერდობზე მორიგი მეჩეთის აგება იგეგმებოდა და მთავარი
ათისთავის თანამდებობას სთავაზობდნენ. თურმე როგორ ენ-
დობოდა დაუდი, როცა თვითონ შურით იწვოდა! რაკი მეგობარ-
მა ასეთი პატივი მიაგო, მასთან ურთიერთობას ამიერიდან თავს
ვეღარ აარიდებდა. საპასუხო წერილი ამჯერად თვითონ მისწე-
რა, ამ პატივისთვის მადლობა გადაუხადა და სტუმრობის ნებარ-
თვა ითხოვა. მეგობარმა ეიუფში, ოქროს რქასთან, ახალ სახ-
ლში მიიწვია.
დაუდის საცხოვრებელი ადვილი მისაგნები აღმოჩნდა. მთე-
ლი უბანი აღფრთოვანებული იყო მისი დიდი სახლით, რომე-
ლიც თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმულ, სურნელოვან ბაღ-
ში იდგა. კარზე დაკაკუნების საჭიროება არ იყო, რადგან ჯაჰანს
ელოდნენ. მამაკაცი მსახური სახლში შეუძღვა და ვრცელ, ნა-
თელ ოთახში შეიყვანა. მარტო დარჩენილმა ჯაჰანმა ირგვლივ
მიმოიხედა. ოთახი ავეჯით არ იყო გადატვირთული, მაგრამ სა-
დაფით ინკრუსტირებული კარადა და ასეთივე დაბალი ტაბლები

542
საუცხოო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტახტზე მოქარგული ბალი-
შები მიმობნეულიყო, კედლებზე მოოქროვილი კანდელაბრები
ეკიდა. სპარსული აბრეშუმის ხალიჩა იმდენად ლამაზი იყო,
რომ ადამიანს ზედ ფეხის დადგმა დაენანებოდა. ოთახის
შუაგულში თითბრის ღუმელი იდგა, ამჯერად მიძინებული. ნიავს
საიდანღაც ზარების მელოდიური წკრიალი მოჰქონდა. მთელ
სახლში სრული სიჩუმე მეფობდა. არც ქალების ხმა აღწევდა ჰა-
რამხანიდან, არც ეტლების რახარუხი ისმოდა ქუჩიდან, თო-
ლიების ჭყიპინიც კი არ სწვდებოდა აქაურობას. ჯაჰანს აინტერე-
სებდა, როგორ შეეგუა დაუდის პირველი მეუღლე ამ ცვლილე-
ბებს და დაუდის ახალ-ახალ ცოლებს. მაჰაუტს, სხვა ბევრ რა-
მესთან ერთად, ესეც ყოველთვის აოცებდა, მაგრამ ვერასოდეს
აეხსნა. ცოტა ხანში გამოჩნდა კიდევ ერთი მსახური და მოახსე-
ნა, რომ მისი ბატონი სტუმრის მისაღებად მზად იყო. ჯაჰანი მსა-
ხურთან ერთად კიბეს აუყვა, თან ცალი ხელით მოაჯირს იშვე-
ლიებდა, თითქოს ცდილობდა, ამ გზით მოეკრიფა შემოლეული
ძალ-ღონე.
დაუდს წონა აეკრიფა. ლაჟვარდისფერი ხალათი, მაღალი
ჩალმა, მოკლედ და კოხტად გაკრეჭილი, მომრგვალებული წვე-
რი სულ სხვა იერს სძენდა. კაკლის მაგიდასთან იჯდა, ხელში ბა-
ტის ფრთა ეჭირა და რაღაც მნიშვნელოვან საბუთს ხელს აწერ-
და. თავზე ოთხი შეგირდი ადგა. გულხელდაკრეფილები, თავჩა-
ქინდრულები, ერთნაირად ჩაცმულები, ისინი ორივე მხრიდან
ორ-ორად ამოსდგომოდნენ თავიანთ ოსტატს.
ჯაჰანის დანახვისას დაუდი წამოდგა და ღიმილად დაიღვარა.
- როგორც იქნა, მეღირსა შენი ნახვა!
დადგა ყველაზე უხერხული წამები. ჯაჰანმა არ იცოდა, რო-
გორ უნდა მისალმებოდა ადამიანს, რომელიც სულ ახლახან მი-

543
სი მეგობარი იყო, ახლა კი მის უფროს ოსტატად ქცეულიყო. უნ-
დოდა მისთვის თავი დაეხარა, მაგრამ დაუდი მიუახლოვდა,
მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
- ამ ოთახის კედლებს რომ გავცდებით, ხელქვეითობა უნდა
გამიწიო, მაგრამ ამ ჭერქვეშ ისევ მეგობრებად ვრჩებით!
ჯაჰანმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ დანაშაულის გრძნობამ
კვლავ დარია ხელი. აკანკალებული ხმით გამოთქვა კეთილი
სურვილები და მოიბოდიშა, ადრე რომ არ ესტუმრა.
- აი, ხომ მოხვედი! - დაამშვიდა დაუდმა.
ჯაჰანმა იუსუფის გამგზავრების შესახებ უამბო, მაგრამ ბევრი
რამ არ გაუმხილა. არ იყო გამორიცხული, რომ სანჩას საიდუმ-
ლოს დაუდიც ხვდებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
- ორნიღა დავრჩით... - წაიჩურჩულა უცებ დაუდმა.
- რას გულისხმობ? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- ოთხიდან ორნი დავრჩით. ჩვენ სინანის მემკვიდრეები
ვართ. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ! - თქვა დაუდმა.
ამ დროს შავკანიანმა მსახურმა სასმელებით სავსე ლანგარი
შემოიტანა და ტაბლაზე ჩუმად ჩამოდგა. შეგირდები
ხმაამოუღებლად და გაუნძრევლად იდგნენ ოთახის კუთხეში.
„ხის ნერგებს ჰგვანან, თითქოს ხალიჩის ქვეშ ფესვები გაუდ-
გამთ და იატაკში ჩაზრდილან...“ გაიფიქრა ჯაჰანმა.
მიხაკით შეზავებულ შარბათს რაღაც არაამქვეყნიური გემო
ჰქონდა. სასმელი ყბურსის მთებიდან ჩამოტანილი ყინულის ნა-
ტეხებით იყო ჩაციებული, რაც მხოლოდ მდიდართა ხვედრი გახ-
ლდათ. თეფშზე სამი სხვადასხვა სახის ფახლავა დაეხვავები-
ნათ. ტაბლაზე სქელი კრემით პირთამდე სავსე დიდი ფიალაც
იდგა.
თითო ჭიქა შარბათი რომ გადაკრეს, დაუდმა თქვა:

544
- სამუშაოს ვერ ავუდივარ. ჩემი ცოლები წუწუნებენ, კარის
ხუროთმოძღვართუხუცესი ხარ, საკუთარ სახლში კი მესერი ვერ
შეგიკეთებიაო!
ჯაჰანს გაეღიმა.
- შენნაირი პატიოსანი კაცი მჭირდება გვერდით, - განაგრძო
დაუდმა, - ჩემი მარჯვენა ხელი უნდა გახდე. ყველაფერს ერთად
გავაკეთებთ. ჩემი მთავარი ათისთავი იქნები.
დიდად ნასიამოვნებმა ჯაჰანმა მადლი მოახსენა, მაგრამ
უცებ თავისი მოწაფეები გაახსენდა და მოიწყინა.
ცხადი იყო, მათ უნდა გამომშვიდობებოდა...
როგორც ჩანს, დაუდმა დაბნეულობა შეატყო და ჰკითხა:
- რაზე ფიქრობ? ხომ არ გეძნელება ჩემგან ბრძანებების მი-
ღება?
- არა, - უპასუხა ჯაჰანმა, თუმცა ორივემ იცოდა, რომ სწორედ
ეს ქმნიდა გარკვეულ უხერხულობას.
- მაშ, სხვა არაფერი გვაქვს გასარკვევი, - თქვა დაუდმა და
ხელები ერთმანეთს შემოჰკრა.
- აბა, მიირთვი!
სანამ ფახლავას შეექცეოდნენ, დაუდმა ჯაჰანს იმ ცვლილებე-
ბის შესახებ უამბო, რომლებიც უახლოეს დროში უნდა დაენერ-
გა. საქმე ის იყო, რომ ანატოლიის დაბლობებზე გაჩაღებული
აჯანყებებისა და შეხლა-შემოხლის ფონზე პროვინციებიდან სამ-
შენებლო მასალის ჩამოტანა სულ უფრო ძნელდებოდა. მასიურ
ჯუმა მეჩეთებს აღარავინ უკვეთდა, რადგან ხაზინა ხარჯებს ვე-
ღარ აუდიოდა.დ დასრულდა ძველი დრო. ომებით მოპოვებული
ნადავლის გარეშე მშენებლობისთვის საჭირო თანხებს ვერც ერ-
თი მბრძანებელი ვეღარ უყრიდა თავს. იმისათვის, რომ დედაქა-

545
ლაქში ხუროთმოძღვრება კვლავინდებურად აყვავებულიყო,
სულთანს მთელი დუნია ომებით უნდა აეკლო. ე
- მე თუ მკითხავ, დროულად წავიდა ჩვენი ოსტატი. დღეს რომ
ცოცხალი იყოს, გული გაუსკდებოდა, - სევდიანად ჩაილაპარაკა
დაუდმა.
ფანჯრიდან ჩანდა ჩამავალი მზე, რომელიც ოთახს აბრეშუმი-
სებრ ნაზ, ნარინჯისფერ შუქში ხვევდა.
ვახშმის დროს ჯაჰანმა და დაუდმა ხელოსნების საკითხიც გა-
ნიხილეს. მხიარულად მუსაიფობდნენ, სიტყვები მტვრის ნაწი-
ლაკებივით, აუჩქარებლად ტრიალებდნენ ჰაერში.
ცოტა ხანში შიკრიკმა წერილი მოარბენინა. ჩანდა, რომ მნიშ-
ვნელოვანი გზავნილი იყო. დაუდი მაგიდას მიუჯდა. შეგირდებმა
ისევ მის გვერდით დაიკავეს ადგილები. ჯაჰანი მიხვდა, რომ
დაუდი დიდხანს ვერ მოიცლიდა, და წამოდგა.
- დარჩი! - ჩაილაპარაკა დაუდმა ისე, რომ სამელნისთვის
თვალი არ მოუშორებია. - ერთად ვივახშმოთ.
- არ მინდა მოგაცდინო, - უთხრა ჯაჰანმა.
- დარჩი, გთხოვ! - გაუმეორა დაუდმა.
სხვა გზა არ იყო, ჯაჰანი ცოტა ხნით ფანჯარასთან დადგა და
სანამ დაუდი წერდა, სათევზაო ნავს აკვირდებოდა. მისრიალებ-
და პატარა ნავი და სულ უფრო შორდებოდა იმ ზოლს, სადაც
ზღვა ნაპირს ლოკავდა. ჯაჰანი ფანჯარას მოშორდა, დინჯად
მიუახლოვდა წიგნის თაროებს. სიამოვნებით შეისუნთქა მელ-
ნის, ქაღალდისა და დროჟამის სურნელი და წიგნების ყუებს თი-
თებით დაუარა. პირველად ერთი უცნაური ბერის, სახელად მარ-
თინ ლუთერის წიგნს - „ომი თურქთა წინააღმდეგ“ - მოჰკრა თვა-
ლი. მის გვერდით იდო „გუბერნატორის წიგნი“ რომელიც ინ-
გლისელმა კაცმა, ვინმე ელიოტმა, თავის მეფეს მიუძღვნა.

546
ჯაჰანმა თვალი გადაავლო უნგრეთის მეფე მათიასის ბიბ-
ლიოთეკიდან წამოღებულ ტრაქტატებს. ამ ტყავგადაკრულ ტო-
მებს შორის ზოგი სქელტანიანი იყო, ზოგიც სიფრიფანა. აი, გა-
მოჩნდა დანტეს „ღვთაებრივი კომედია,“ რომელიც მაჰაუტმა სი-
მეონ მეწიგნისგან ოდესღაც საჩუქრად მიიღო და რამდენჯერმე
გადაკითხვის შემდეგ ოსტატს გადასცა. ხუროთმოძღვრის შე-
გირდმა ხელის კანკალით ჩამოიღო წიგნი, მისი სიმძიმე იგრძნო
და გვერდებს მზერა შეავლო. ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ეს წიგნი
მისი ნაქონი იყო. „ალბათ დაუდმა ოსტატის ბიბლიოთეკა მიით-
ვისა,“ გაუელვა თავში.
თაროებს მსახური მიუახლოვდა, ერთ-ერთ შანდალს დას-
წვდა და სანთელი აანთო. მაჰაუტის ჩრდილი კედელს აეკრა და
კიდევ უფრო დაგრძელდა. სწორედ ამ დროს მოხვდა თვალში
ვიტრუვიუსის De Architectura, წიგნი, რომელმაც ბუდადან სტამ-
ბოლში იმოგზაურა. ჯაჰანმა ესეც ჩამოიღო და ერთხანს ხელში
ატრიალა. როცა წიგნს თაროზე დებდა, უცებ კუთხეში მიჭეჭყილ
გრაგნილს გამოსდო ხელი, გაშალა და სელიმიეს მეჩეთის გეგმა
იცნო. ახლა უფრო მოსტაცა თვალი მისმა დიდებულებამ. ნახაზს
სხვა ფერის მელნით ჩასწორებები ეტყობოდა. თითქოს ვიღაც
ვერ ისვენებდა და ხარვეზებს სამუშაოს დასრულების შემდეგაც
ასწორებდა. „ოსტატის ხელია,“ გაიფიქრა ჯაჰანმა. მართლაც,
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სინანი დაშვებული
შეცდომების გაანალიზებას ცდილობდა. ჯაჰანმა ქაღალდის კი-
დე მოათვალიერა და თარიღი მოძებნა: 1573 წლის 18 აპრილი.
ნეტავ რას აკეთებდნენ იმ დღეს? ჯაჰანს განსაკუთრებული არა-
ფერი გაახსენდა. უცებ უკნიდან რაღაც ბუტბუტი გაისმა. დაუდს
სამუშაო დაესრულებინა და მსახურებს ვახშამთან დაკავშირე-
ბულ განკარგულებებს აძლევდა. მაჰაუტმა გრაგნილი ადგილზე

547
დააბრუნა და მასპინძელს მიუბრუნდა. მსახურებმა რძის ცივი
წვნიანი, ბატკნის ხორციანი ბრინჯი, მჟაუნას წვენში ჩაწყობილი
მამალი, საქონლის ბულიონში ჩაშუშული ხოხობი და ცხვრის
ხორცის გულსართიანი ბორეკი მიართვეს. დიდ, ოვალურ ლან-
გარზე კიდევ რაღაცის ხორცს ასდიოდა ოხშივარი, მაგრამ რისი
ხორცი იყო, ჯაჰანი ამჯერად ვერ მიხვდა.
- ეს პირდაპირ ზეციდან გამომიგზავნეს! - გამოაცხადა დაუდ-
მა, თუმცა მასპინძლისგან საკუთარი კერძების ქება ვერ იყო სა-
კადრისი საქციელი.
- რა არის? ვერ ვხვდები, - დაინტერესდა ჯაჰანი, თუმცა მსგავ-
სი შეკითხვები სტუმარსაც არ ეკადრებოდა.
- ირმის ხორცია! წუხელ მოინადირეს! - უპასუხა დაუდმა.
ჯაჰანს სულთან სულეიმანის მიერ მონადირებული ირემი გა-
ახსენდა და გული აემღვრა, მაგრამ მასპინძლის მოერიდა და
ხორცი ოდნავ მოციცქნა.
- შაქარივით დნება პირში. დავკვირვებივარ, რაც უფრო მალე
კვდება ნადირი, მით უფრო გემრიელია მისი ხორცი. შიში გემოს
აფუჭებს! - თქვა დაუდმა.
- არ ვიცოდი, თუ ნადირობდი! - გაიოცა ჯაჰანმა და ოდესღაც
ნანახი, აწ კაცთა საკბილოდ ქცეული ირმის ხორცი უგემურად
გაღეჭა. დაუდმა შენიშნა, რომ სტუმარს რაღაც არ სიამოვნებდა,
და ხორციანი ლანგარი გვერდზე გასწია.
- არა, მე არ ვნადირობ.ა სამაგისოდ არც დრო მყოფნის და
არც გამბედაობა.
ვახშამს რომ მორჩნენ, დაუდმა სტუმარი ჭიშკრამდე მიაცი-
ლა. უცებ ჯაჰანს ნაცნობი სუნი ეცა. ნედლი მცენარეულის სუნი
იყო, დაუდის ტანსაცმელს ასდიოდა, მაგრამ ღამის ნიავს ისე

548
სწრაფად შეერწყა, რომ ჯაჰანმა ვეღარ გაიხსენა, სად იგრძნო
იგი პირველად.

როგორც კი მეცადინეობებს და დაუდის ხელმძღვანელობით


სამშენებლო მოედანზე მუშაობას მორჩებოდა, მაჰაუტი მაშინვე
ჩოტასკენ გარბოდა. ნახაზები თან მიჰქონდა, შევიდოდა თავლა-
ში, აძვრებოდა თივის ზვინზე87 და იქ განაგრძობდა ხაზვას. ჩოტა
აღტაცებული შესცქეროდა, თუმცა ჯაჰანი არ იყო დარწმუნებუ-
ლი, რომ სპილო რამეს ხედავდა. ისედაც სუსტი მხედველობის
მქონე ცხოველი სიბერეში ლამის დაბრმავებულიყო. საწყალი
აბე თავს ევლებოდა, და ამას მხოლოდ ჯაჰანის შიშითა და რი-
დით არ აკეთებდა. ბიჭს ძალიან უყვარდა თეთრი სპილო. მაინც
უშედეგო აღმოჩნდა მისი შრომა: ჩოტას სამი დარჩენილი კბი-
ლიდან კიდევ ერთი კბილი ჩამოსძვრა და ახლა საკვების ღეჭვა
უჭირდა. ჯაჰანს ამიერიდან აღარ უწევდა ქარაქოის ნავსადგურ-
ში, ტვირთის ასაწონ გიგანტურ სასწორზე მისი დაყენება. ისედაც
ხვდებოდა, რომ სპილოს წონა საგრძნობლად დაეკარგა. ფეხზე
ვეღარ იდგა, თვლემის დროს წონასწორობას კარგავდა, ქანა-
ობდა და ტორტმანებდა. როცა წყალს სვამდა, ჭყუმპალაობდა ან
ბაღში სეირნობდა, შენელებულად მოძრაობდა. უცებ ჩაქინ-
დრავდა თავს და თვალის დახამხამებაში გაუყვებოდა სიზმარე-
თის გზას. მაჰაუტს გულს უკლავდა მისი ამგვარი უმწეობა. რამ-
დენჯერმე თვალი ისეთ დროს შეასწრო, როცა სპილო სევ-

87
რომელსაც მომთვინიერებლები ხუმრობით ტახტს უწოდებ-
დნენ.

549
დიანად გაჰყურებდა ცაცხვის ხეს, რომლის ფოთლებსაც ოდეს-
ღაც ასე სიამოვნებით წიწკნიდა. ჯაჰანმა და აბემ დაქუცმაცებუ-
ლი ფოთლები და ვაშლის რბილობი წყალში აურიეს და ეს ფა-
ფისებური ნაზავი ძაბრით ჩაასხეს პირში. სპილომ ნახევარი
უკან ამოაპურჭყა, მაგრამ იმითაც კმაყოფილები დარჩნენ, რა-
ღაც მაინც რომ იგემა.
ჩოტას სამხეცედან გაპარვა მას შემდეგ აღარ უცდია. სულ
უფრო და უფრო უმოძრაო ხდებოდა, საყვარელ გუბურასაც კი
იშვიათად აკითხავდა. აბეს მისი ნაკელი გაჰქონდა, საკვებურსა
და ბაგას უსუფთავებდა, რძესა და შარბათს ასმევდა, მაგრამ
ყველა ხედავდა: ცხოველი ცეცხლზე გახურებული ცვილის ნაჭე-
რივით ილეოდა.
ჯაჰანს ძილი გაუკრთა. ღამღამობით მოუსვენრად წრიალებ-
და და ჩოტას გამო წუხდა. სწორედ ერთ ასეთ უძილო ღამეს,
სრულ სიჩუმეში, ჯაჰანი უცებ თავისი ოსტატის ანდერძზე დაფიქ-
რდა. ვერა და ვერ იჯერებდა, რომ სინანმა უკანასკნელ წერილ-
ში არც ჯაჰანი მოიხსენია და არც ჩოტა. თავის ოსტატს სულ სხვა
კაცად იცნობდა და სწამდა, რომ სინანი აუცილებლად უსახსოვ-
რებდა რამეს (თუნდაც მცირედს) იმ ორ არსებას, რომლებიც მის
გვერდით წლობით მუშაობდნენ. სანჩამ სინანის ნაჩუქარი კო-
ლოფი, ყელსაბამი და სხვა ნივთები წაიღო თან. ნუთუ ოსტატმა
მათ არაფერი დაუტოვა? იქნებ ანდერძში ჩაწერა კიდეც, მაგრამ
ასეთი უმნიშვნელო წვრილმანებით თავი არავინ შეიწუხა და ჯა-
ჰანს ეს ამბავი არ შეატყობინა. ერთი რამ უდავო იყო: თუკი ოს-
ტატს ჩოტასთვის უკანასკნელი საჩუქარი ჰქონდა შემონახული,
ჯაჰანს ეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგო, რადგან ეჭვი აღარ რჩე-
ბოდა, რომ სპილო მომაკვდავი იყო. ამ ფიქრებმა გადააწყვეტი-
ნა მთავარ თეთრ საჭურისთან წასვლა.

550
- მინდა ოსტატ სინანის ანდერძზე გესაუბროთ. თქვენ თუ
გაეცანით მის უკანასკნელ ნებას? - ჰკითხა ქამილ აღას ჯაჰანმა.
საჭურისმა სურმით მოხატული ლურჯი თვალებით ალმაცე-
რად გადმოხედა.
- რატომ მეკითხები?
- კარისკაცთა შორის პირველი ხართ. სხვას ვიღას ველაპარა-
კო?
- დიახ, გავეცანი.
ჯაჰანი გაიბადრა.
- ჩოტა თუ არის ამ ანდერძში ნახსენები?
- ახლა გამახსენდა. სინანმა სპილოს ლამაზი ასალი დაუტო-
ვა. გავცემ ბრძანებას და ნივთს უახლოეს დღეებში აუცილებ-
ლად მოგართმევენ.
- ძალიან დამავალებთ, - თქვა ჯაჰანმა, თავი ჩაქინდრა და
მოიღუშა.
- ჩემზე რას იტყვით?
- შენ წიგნები გიანდერძა.
- თუ ასეა, ოსტატმა დაუდმა რად დამიმალა ეს ამბავი? მე მის
სახლში ოსტატ სინანის წიგნები ვნახე. გამოდის, რომ ის წიგნები
ჩემია!
- არა, როგორც ჩანს, შენ სხვა წიგნები დაგიტოვა, - მოუთმენ-
ლად გააწყვეტინა ქამილ აღამ, - ძალიან ბევრ კითხვას სვამ, ინ-
დოელო!მ მე ვიზრუნებ იმაზე, რომ სპილოს ასალიც გამოგიგ-
ზავნონ და ის შენი კუთვნილი წიგნებიც. ახლა კი წადი. ერთსაც
გეტყვი: ცხოველთან ამდენ დროს ნუღარ ატარებ. ხუროთმოძ-
ღვარი ხარ და ისე მოიქეცი, როგორც ამ ხელობის კაცს შეეფე-
რება.

551
ჯაჰანმა თავი მორჩილად დაუკრა, მაგრამ მისი სახლიდან მა-
ინც გულნაკლული გამოვიდა.

მეორე დღეს, ჩოტას გაპარვიდან სამი კვირის თავზე, ჯაჰანი


სკოლიდან საღამო ხანს დაბრუნდა და ლოდზე მჯდარ, მტირალ
აბეს შეეჩეხა.
- სპილო... - წაიბუტბუტა აბემ და ხმა ჩაუწყდა.
ჯაჰანმა უსიტყვოდ შეაღო თავლის კარი. ჩოტა მარტო იყო.
ძლივს სუნთქავდა. მაჰაუტმა ხორთუმი ხელისგულებით მოუს-
რისა და წყალი მიაწოდა. სპილომ წყალი მოსვა და მოწითალო--
მოთაფლისფრო თვალებით მიაჩერდა თავის მომთვინიერე-
ბელს. ამ თვალებში დაინახა ჯაჰანმა ყველა იმ მოკლე თუ გრძე-
ლი გზის ნაკვალევი, რომელიც ერთად ჰქონდათ გამოვლილი.
გაახსენდა, როგორი იყო ჩოტა ორმოცდაათი წლის წინ, როცა
სტამბოლში პირველად გემით ჩამოიყვანეს: მტვერსა და განა-
ვალში ამოგანგლული, სიკვდილის პირამდე მისული, უსუსური
არსება.
- მაპატიე, უფრო კარგად უნდა მომევლო შენთვის... - წასჩურ-
ჩულა მაჰაუტმა და ღაწვებზე ცრემლები გადმოუგორდა.
იმ დღეს წამითაც არ მოშორებია ცხოველს, ღამით მის გვერ-
დით ეძინა, ძილშიც კი მის სუნთქვას აყურადებდა. იქნებ ესიზ-
მრა კიდეც რამე, მაგრამ დილით ვეღარაფერს იხსენებდა. გამ-
თენიისას კოდალას კაკუნმა გააღვიძა. ფრინველი თითქოს და-
შიფრულ სიგნალებს უგზავნიდა. თავლაში სიჩუმე იყო. ჯაჰანს
ჩოტასკენ გახედვა არ უნდოდა, მაგრამ მაინც მიტრიალდა. სპი-
ლო გაუნძრევლად იწვა. სხეული ისე დასივებოდა, თითქოს ძი-

552
ლის დროს ქარს მის ხორთუმში შეეღწია და ცხოველი ბუშტივით
გაებერა.
- საკადრისი დაკრძალვა უნდა მოვუწყო! - უთხრა ჯაჰანმა სა-
კუთარ თავს. შემდეგ მკვდარი სპილო განბანა, სხეული ნელსაც-
ხებლებით დაუმუშავა და სუნამო აპკურა. ამ ყველაფერმა ისე
მოქანცა, რომ ცოტა ხნით დასვენება დასჭირდა. სწორედ ამ
დროს გაახსენდა, როგორ შეინახა ნურბანუმ სულთან სელიმის
სხეული, სანამ მისი შვილი ტახტზე ავიდოდა; მიდგა-მოდგა და
მართლაც იშოვა ცოტაოდენი ყინული, და თუმცა ვეება ცხოვე-
ლისთვის ყინულის რამდენიმე ნატეხი არ კმაროდა, ჯაჰანს მტკი-
ცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სპილოს სხეული როგორმე შეენა-
ხა, სანამ ჩოტას საკადრისი დაკრძალვის ცერემონიალი მომ-
ზადდებოდა. ერთ საათში ამ ამბავმა მიხაკ ქამილ აღას ყურამდე
მიაღწია და ისიც სასწრაფოდ გამოცხადდა სამხეცეში. მთავარი
თეთრი საჭურისი ხომ სერალში უკლებრივ ყველაფერს ზედამ-
ხედველობდა, მათ შორის კაცთა მწუხარებასა და სიგიჟემდე მი-
სულ უგუნურებასაც.
- გავიგე, დაკრძალვის რიტუალი გქონია ჩაფიქრებული, - უთ-
ხრა ჯაჰანს.
- ჩოტა თავის დროზე დიდმა შაჰმა დიდ სულთანს მოართვა
ძღვნად! - უპასუხა ჯაჰანმა.
- ცხოველი ცხოველია! - მოუჭრა ქამილ აღამ.
- სამეფო ცხოველი სულ სხვაა! - თავისას არ იშლიდა ჯაჰანი.
საჭურისმა ზრდილობის წესების ასეთი დარღვევა ფრიად გა-
იკვირვა, მაგრამ გაბრაზებით არ გაბრაზებულა.
- კმარა ეს სიგიჟე! ახლავე დაემშვიდობე. საფრანგეთის ელჩს
მისი გაკვეთა სურს.
ჯაჰანმა ისე ამოიგმინა, თითქოს მუცელში ხიშტი გაუყარეს.

553
- რაო? უნდა გაფატროთ?! ამას არ დავუშვებ!
- ეს სულთნის სურვილია, - მიუგო ქამილ აღამ.
- გასაგებია, მაგრამ... - ჯაჰანს სიტყვა პირში გაუწყდა და შე-
კითხვა ვეღარ დაასრულა.
„განა სულთანმა არ იცის, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოველი არ
არის?“ ეს კითხვა ექოსავით მოედო მისი სულის ყველა კუთხე--
კუნჭულს. ო, როგორ ნატრობდა ახლა, რომ სინანი ცოცხალი
ყოფილიყო! ოსტატი ნამდვილად არ დაიბნეოდა, სათქმელსაც
მოუყრიდა თავს და ქცევაც არ შეეშლებოდა...
იმავე დღეს გვირგვინებითა და ყვავილწნულებით შემკული
ჩოტას ნეშტი საზიდარზე დაასვენეს და სტამბოლის ქუჩებში უკა-
ნასკნელად ჩამოატარეს. საზიდარში ექვსი ხარი იყო შებმული.
ხალხი ძრწოლვითა და აღტაცებით შეჰყურებდა ამ სანახაობას,
კისრებს იგრძელებდნენ, ტაშს უკრავდნენ და პროცესიას შეძა-
ხილებით ესალმებოდნენ. ყველამ საქმე მიატოვა და საზიდარს
გაედევნა, თუმცა სიბრალულზე მეტად ალბათ ცნობისმოყვა-
რეობა ამოძრავებდათ. ჯაჰანი პროცესიას ცხენით მიუძღოდა
წინ, მოსეირეთა ზღვას ზედაც არ უყურებდა და ჰორიზონტს მის-
ჩერებოდა. ამ წუთებში არავის ნახვა არ სურდა. მწუხარებითა
და გლოვით გულდამძიმებულმა მიაღწია ელჩის რეზიდენციას
და სპილოს სხეული ისე გადააბარა, როგორც სამსხვერპლო
კრავი - ყასაბს.
მეორე დღეს მაჰაუტი მთავარი თეთრი საჭურისის პალატებში
დაიბარეს. ჯაჰანს ეგონა, რომ ქამილ აღა საყვედურებს მიაყრი-
და, რაკი ჩოტას უკანასკნელი ღამე სამხეცეში გაატარა. მის
ბრძანებას რომ შეეწინააღმდეგა და ელჩისთვის ცხოველის ლე-
შის გადაცემაზე უარს ამბობდა, ამით არაფერი შეცვლილა. გაკ-
ვეთის პროცედურა მაინც შედგა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩ-

554
ნდა იმისთვის, რომ ქამილ აღას ბოღმა გულში ჩაედო. რაოდენ
უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ჯაჰანს ეს აღარ ადარდებდა. ბო-
ლო დროს საოცრად თამამი გახდა, რითიც ადრე ნამდვილად
ვერ დაიკვეხნიდა.
ოთახში რომ შეიყვანეს, მარმარილოს იატაკს მიაჩერდა და
უხალისოდ დაელოდა მიხაკ ქამილ აღას.
- თავი ასწიე! - გაისმა შოლტის მოქნევასავით ხისტი და მკაც-
რი ბრძანება.
ჯაჰანი დაემორჩილა. რაც სასახლეში დასახლდა და ქამილ
აღასგან ის დაუვიწყარი სილა იწვნია, მას შემდეგ პირველად შე-
ხედა ამ ადამიანს ნარშავისებრ, მუქლურჯ თვალებში.
- მთელი ეს წლები თვალს გადევნებდი, - დაიწყო საჭურისმა,
- საკმაოდ სწრაფად აიჭერი მაღლა. ასეთი მწვერვალისთვის
მომთვინიერებელთაგან სხვას არავის მიუღწევია. მაგრამ შენ-
დამი ჩემი კეთილგანწყობა მხოლოდ ამით არ არის განპირობე-
ბული. გითხრა, ყველაზე მეტად რა მომწონს შენში?
ჯაჰანმა არაფერი უპასუხა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ქა-
მილ აღა მის მიმართ კეთილად იყო განწყობილი.
- ყველა დევრიშმე და მდნარი ფოლადისგან არის ჩამოქნი-
ლი. თუმცა უფრო სწორი იქნებოდა, გადამდნარი მეთქვა. ჩვენ
გვერდიგვერდ იცხოვრე, ინდოელო, მაგრამ უცნაური ის არის,
რომ თავის ჭკუაზე ვერავინ გადაგიყვანა. შენსას არასოდეს იშ-
ლიდი. ოღონდ უნდა იცოდე, რა იყო შენი მთავარი შეცდომა!
- ბრძანეთ, ეფენდი, - ჩაილაპარაკა ჯაჰანმა.
- სიყვარული! - უპასუხა ქამილ აღამ და ისე დაიჭყანა, თით-
ქოს ამ სიტყვამ პირში მჟავე გემო დაუტოვა.
- ჩვენს ქალაქში ასობით შეგირდი ცხოვრობს. ისინი ოსტა-
ტებს პატივს სცემენ. შენ კი შენი ოსტატი გიყვარდა. იგივე ით-

555
ქმის სპილოზეც. შენი მოვალეობა იყო მისი მოვლა. უნდა გეზ-
რუნა იმაზე, რომ ცხოველს კუჭი სავსე ჰქონოდა. შენ კი ის გიყ-
ვარდა!
- ამას შეგნებულად არ ვაკეთებდი, ეფენდი. რა ვქნა, ასეთი
ვარ!.. - თქვა ჯაჰანმა.
- ზედმეტად ნურავინ გიყვარს! - მოუთმენლად გააწყვეტინა
საჭურისმა, - რადგან შენი ოსტატი აღარ არის, დღეიდან შენს მე-
ურვეობას მე ვკისრულობ. მიერთგულე და არასოდეს დამარ-
ცხდები, იცოდე!
- მე ომში არა ვარ, ეფენდი! - უპასუხა ჯაჰანმა.
საჭურისმა წაუყრუა და განაგრძო:
- მინდა დაგეხმარო. არის სახლი, სადაც სასოწარკვეთილება
შეგიძლია წყალს გაატანო.ა ამ სახლს „მჭმუნვართა ჰამამს“
უწოდებენ.
ჯაჰანმა თვალები აახამხამა. ეს ორი სიტყვა ადრეც გაეგონა,
მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ეს უხსოვარ დროს, ვი-
ღაც სხვა ადამიანის ცხოვრებაში მოხდა.
- ვინც იქ დადის, ყველაფერს ივიწყებს. ყველაფერს, გესმის?
ჯაჰანმა ვერაფერი გაიგო, მაგრამ თავი მაინც დაუქნია.
- მაშ მოემზადე, ამაღამ იქ უნდა წაგიყვანო! - თქვა ქამილ
აღამ.
როგორც კი დაღამდა, ჯაჰანს მსახურმა მოაკითხა. ზორბა აღ-
ნაგობის, მხარბეჭიანი კაცი იყო, სხვა მსახურებივით ყრუ-მუნჯი.
ხელში ჩირაღდანი ეჭირა. ჯაჰანი უკან გაჰყვა. ეზო გაიარეს და
ნახევრად შენიღბულ, საიდუმლო კარს მიადგნენ. მათთვის ყუ-
რადღება არავის მიუქცევია. ბილიკს რომ მიუყვებოდნენ, მათ
ფეხქვეშ წვრილ ქვა-ღორღს ხრაშა-ხრუში გაჰქონდა, ირგვლივ
კი აბეზარი მწერები ირეოდნენ და პირდაპირ ცხვირ-პირში აფ-

556
რინდებოდნენ. ეს რომ არ ყოფილიყო, ჯაჰანი იფიქრებდა, რომ
ორივენი უჩინარ არსებებად ქცეულიყვნენ და სასახლის გუშაგე-
ბიც ასე მშვიდად სწორედ ამიტომ უთმობდნენ გზას.
მოშავო-მოლურჯო ცა ხავერდის მანტიასავით მოესხა ღამის
ქალაქს. ჯაჰანსა და მსახურს გარეთ უკვე ელოდათ ეტლი, რო-
მელშიც ოთხი ულაყი იყო შებმული. მთვარის მბჟუტავ შუქზეც კი
ჩანდა მოოქროვილი ბალთებითა და სპილოსძვლის ტვიფრუ-
ლებით შემკული ეტლის თვალწარმტაცი სილამაზე. მის ფარდე-
ბიან სარკმლებში ვერც ერთი მოკვდავის მზერა ვერ გაატანდა.
სიასამურის ბეწვით გაწყობილ ლაბადაში გახვეული საჭურისი
ეტლში იცდიდა. როგორც კი ჯაჰანი გვერდით მიუჯდა, ქამილ
აღამ ჭერს ხელჯოხი მიუკაკუნა და ცხენებიც მყისვე მოსწყდნენ
ადგილიდან. საოცარი სისწრაფითა და ხმაურით მიჰქროდნენ
ქალაქის ქუჩებში. ჯაჰანი დარწმუნებული იყო, რომ ამ წუთებში
ყველას მათკენ ჰქონდა თვალი და ყური: ხაბაზებს, რომლებიც
საცხობებში მიიჩქაროდნენ; დედებს, რომლებიც უძინარ ჩვი-
ლებს არწევდნენ; ქურდებს, რომლებიც სამალავებისკენ ნადავ-
ლიანად მიიპარებოდნენ; ლოთებს, რომლებიც დილიდან ყელს
ისველებდნენ, და მორწმუნეებს, რომლებიც მორიგი ლოცვის-
თვის ემზადებოდნენ. ალბათ არაერთ ადამიანს მოეხსენებოდა
მთავარი თეთრი საჭურისის ღამეული გასეირნებების შესახებ,
მაგრამ ყველა დუმილს არჩევდა. არსებობდა საიდუმლოებები,
რომლებიც მთელმა ქალაქმა იცოდა, მაგრამ ისინი მაინც
საიდუმლოებებად რჩებოდა.
ბოლოს ისეთ ვიწრო და ჩაბნელებულ ქუჩაბანდს მიადგნენ,
რომ ჯაჰანს ეტლიდან ფეხის ჩამოდგმა გაუჭირდა. მეეტლე მბჟუ-
ტავი ლამპრით ხელში გაუძღვათ წინ. ქუჩის ორივე მხრიდან
ლანდებად ატუზულიყვნენ ბებრუხუნებივით მოკუზული, მონ-

557
ჯღრეული ქოხმახები. საუკუნე გავიდა თითქოს, სანამ მოჩუქურ-
თმებულ ალაყაფს მიადგებოდნენ. ქამილ აღამ ზედ ჯერ ბეჭდით,
წამიერი პაუზის შემდეგ კი ხელით სამჯერ დააკაკუნა.
- ჰიაცინტი? - გაისმა შიგნიდან.
- ჰიაცინტი! - გაიმეორა მთავარმა თეთრმა საჭურისმა.
ჯაჰანს სუნთქვა შეეკრა. „საიდან იციან ჩემი ბავშვობის მეტ-
სახელი?!“ გაიფიქრა დაფეთებულმა და გამბედაობამ ისე უმტყუ-
ნა, რომ ეზოში ფეხის შედგმაც კი გადაიფიქრა, მაგრამ ამასობა-
ში ჭიშკარი გაიღო და სტუმრებს ისეთი ციცქნა ქალი შემოეგე-
ბათ, რომლის მსგავსი ჯაჰანს თვალით არასოდეს ენახა. ძუძუ--
მკერდის გარდა, ყველაფერი საოცრად პატარა ჰქონდა - ხელის
მტევნებიც, მკლავებიც და ფეხებიც...
- რაო, ჯუჯა არასდროს გინახავს? იქნებ არც ქალი გინახავს
არასდროს? - გაეცინა მასპინძელს.
ჯაჰანი გაწითლდა, რამაც ქალი კიდევ უფრო გაახალისა. მე-
რე ქამილ აღას მიუბრუნდა და ჰკითხა:
- სად იპოვე?
- ჯაჰანი ჰქვია. ხუროთმოძღვარია. ნიჭიერი კაცია, მაგრამ
სუსტი გული აქვს, - მიუგო ქამილ აღამ.
- არა უშავს, ვუწამლებთ, - თქვა ჯუჯამ, - კეთილი იყოს შენი
ფეხი მჭმუნვართა ჰამამში!
ჩანდა, რომ მთავარი თეთრი საჭურისისთვის აქაურობა უცხო
არ იყო. ქამილ აღა კაშკაშა ფერის რბილ ბალიშებზე ნებივრად
მიესვენა და ჯაჰანსაც იგივე შესთავაზა. ამასობაში გამოჩნდა ხუ-
თი ტურფა. ხელში მუსიკალური საკრავები ეჭირათ: ბარბითი,
დაირა, ქნარი და ლერწმის სტვირი. ჯაჰანმა ხუთივე სათითაოდ
შეათვალიერა და მზერა ბოლო ქალზე შეაჩერა, რომელიც გა-
ნიერი შუბლით, თლილი ცხვირით, წვეტიანი ნიკაპითა და დიდ-

558
რონი თაფლისფერი თვალებით საოცრად ჰგავდა მიჰრიმაჰს! ჯა-
ჰანს რეტი დაესხა. ქალმა თითქოს იგრძნო, რა ზემოქმედებაც
მოახდინა სტუმარზე, თავი მისკენ მოატრიალა და ეშმაკურად
ჩაიღიმა. მხევლებმა მხიარული ჰანგი დასცხეს.
ამასობაში სტუმრებს ვერცხლის ლანგრით ცომისებური მა-
სის ბურთულები მიართვეს. დაახლოებით კაკლისოდენა გორ-
გლებს ზაფრანისფერი დაჰკრავდა. ჯაჰანი ერთს დასწვდა, თი-
თებში მოიქცია და შეათამაშა, ქამილ აღამ კი სამი აიღო და ერ-
თმანეთის მიყოლებით გადასანსლა. შემდეგ წამოწვა და თვა-
ლები მინაბა. ჯაჰანი გათამამდა და თავადაც ჩაიგდო პირში
ბურთულა, რომელსაც ფრიად უცნაური გემო აღმოაჩნდა: თავი-
დან მძაფრი და ტკბილი, შემდეგ კი თავშავას თესლივით ცხარე.
მსახურებმა წითელი დოქებით ღვინო მოიტანეს. ჯაჰანი თა-
ვიდან ფრთხილად სვამდა, რადგან აქ არავის ენდობოდა.
უცებ ჯუჯა ქალი გვერდით მიუჯდა და წასჩურჩულა:
- გავიგე, საყვარელი არსება დაგიკარგავს.
- დიახ, სპილო მომიკვდა.
ჯაჰანს სულ ტყუილად ეგონა, რომ ქალი მასხრად აიგდებდა.
ჯუჯამ ჭიქა შეივსო და თქვა:
- ვიცი, რასაც გრძნობ.მ მეც მომიკვდა ძაღლი. საშინელ დღე-
ში ჩავვარდი. არავის ესმოდა ჩემი. „ძაღლია, ზეინაბ, ნუ გადაჰ-
ყევი!“ მეუბნებოდა ყველა. ეეჰ, აბა, მაგათ რა გაეგებათ? ადა-
მიანებთან მეგობრობას ცხოველთან მეგობრობა სჯობს!
- მართალი ხარ, ცხოველი უფრო გულწრფელია, - კვერი და-
უკრა ჯაჰანმა და კიდევ მოსვა.
მუსიკა კვლავინდებურად ჟღერდა. მსახურებმა ბურთულე-
ბიანი ლანგარი მეორედ მოარბენინეს. ამჯერად ჯაჰანმა მოდი-
დო ბურთულას დაავლო ხელი და ღვინო დააყოლა. ძალიან

559
ცდილობდა, თვალი არ გაესწორებინა იმ ქალისთვის, მიჰრი-
მაჰს რომ ასე გამაოგნებლად ჰგავდა, მაგრამ თავს ვერ
ერეოდა. დილის ნისლივით გამჭვირვალე, მსუბუქი, ფრიალა
პირბადის მიღმა ილანდებოდა მისი სახე. ანგელოზისებრი ღიმი-
ლი, ტუჩების მოძრაობა - ყველაფერი ზედმიწევნით მიუგავდა
სულთნის ასულს.
ეს ქალი სხვა მხევლებზე ლაღად გრძნობდა თავს, იქნებ იმი-
ტომ, რომ ნაკლები სადარდებელი ჰქონდა.
ჯაჰანი ისევ ზეინაბის ხმამ გამოაფხიზლა.
- გინდა მისი ტანსაცმელი გიჩვენო? - ჰკითხა ჯუჯამ.
ჯაჰანი ვერაფერს მიხვდა.
- ჩემი ძაღლის ტანსაცმელს ვგულისხმობ. გინდა განახო?
- მინდა!
კარგა გვარიანად შექეიფიანებულმა მიხაკ ქამილ აღამ ორი-
ვეს შეუბღვირა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ჯაჰანს ერთი სული
ჰქონდა, როდის მოშორდებოდა მის ქორულ მზერას, და ზეინაბს
დიდი ხალისით გაჰყვა სახლის უკანა ნაწილში. ჯუჯა ქალი ერთ
დიდ დარბაზში შეუძღვა. აქ ყველაფერი მცირე ზომის იყო: საწო-
ლი, მაგიდები, ნოხი. ერთ კუთხეში პაწაწინა, ვარდისფერი ხის
კომოდი იდგა. მისი მრავალრიცხოვანი უჯრები სავსე იყო ციც-
ქნა პერანგებით, ტყავის მოსაცმელებით, ბეწვეულითა და მო-
სასხამებით. რაღაც ჟილეტის მსგავსიც კი ერია ამ გარდერობში,
რომელიც აშკარად მეტყველებდა იმაზე, რომ მისი პატრონი
მართლაც მცირეგაბარიტიანი ვინმე უნდა ყოფილიყო.
- ლეკვი იყო, რომ ვიპოვე, - ჩაიქსუტუნა ზეინაბმა, - მთელი
დღე დედას ეძებდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ ჯუჯა ქალივით
მასაც აღარავინ ჰყავდა ამქვეყნად. იმ დღიდან განუყრელები ვი-
ყავით.

560
ჯაჰანმა ცხვირსახოცი მიაწოდა. ჯუჯამ მზერა გაუსწორა და
თქვა:
- ოცდაათი წელია, აქ ვტრიალებ. ჯოჯოხეთიც მინახავს და სა-
მოთხეც; ანგელოზებსაც შევხვედრივარ და ავსულებსაც, მაგრამ
გადავრჩი, იმიტომ, რომ პირზე ბოქლომი მადევს და სხვების
საქმეში არასოდეს ჩავრეულვარ. შენ მიმართ თავიდანვე კეთი-
ლად განვეწყვე. კარგი კაცი ჩანხარ...
უცებ მეზობელი ოთახიდან რაღაც გაურკვეველი ხმები გაის-
მა. ალბათ თაგვი ფხაკურობდა იატაკქვეშ. ჯუჯამ ხმა დაიდაბლა
და წაიჩურჩულა:
- საჭურისს უფრთხილდი, იცოდე!
- მაგას რატომ ამბობ? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- უფრთხილდი-მეთქი! - გაიმეორა ზეინაბმა და ტახტიდან წა-
მოხტა.
როცა ოთახში დაბრუნდნენ, ქალები ჯერ კიდევ მღეროდნენ,
თუმცა ამჯერად მხიარული ღიღინი სევდიანი ჰანგებით შეეცვა-
ლათ. ზეინაბი ქამილ აღას მიუსკუპდა, ხოტბა შეასხა და საჭმელ-
სასმელი შესთავაზა. ჯაჰანმა თვალები მილულა და ტახტზე მიეს-
ვენა. ის იყო უნდა ჩასძინებოდა, რომ უცებ, სევდიანი მელოდიის
ფონზე ვიღაცის ხმა გაისმა:
- ნებას დამრთავ?
ჯაჰანმა თვალი გაახილა. ისევ ის ქალი იყო - მიჰრიმაჰის ას-
ლი! მაჰაუტს გული გადაუქანდა. ქალმა მის წინ ჩაიმუხლა, თავი-
სი შრიალა კაბის კალთა მუხლებზე გადააფინა და ღვინო ჩამო-
უსხა. როცა ჯაჰანმა ჭიქა ჩაცალა, ქალმა ფეხსაცმელი გახადა,
შემდეგ მისი ტერფი მკერდზე მიიკრა და ნაზად მოუსრისა.
„ვაითუ მიმიზიდოს, ვაითუ სურვილს ვერ მოვერიო?“ უეცრად შა-
ვი ნაღველივით აზვირთდა პანიკური შიში ჯაჰანის გონებაში. გა-

561
მეტებით მოუჭირა ქალს ხელი, ოღონდ ვერავინ იტყოდა, მის შე-
საჩერებლად აკეთებდა ამას, თუ პირიქით.
- მოგწონს ჩემი ხელები? - ჰკითხა ქალმა.
- ვიღაცას მაგონებ... - წასჩურჩულა ჯაჰანმა.
- კარგი, ერთი! მაინც ვის გაგონებ? ალბათ იმას, ვინც გიყ-
ვარდა, არა?
ჯაჰანი ჭიქას დასწვდა. ქალმა იმწამსვე შეუვსო და ჰკითხა:
- ახლა სად არის?
- მკვდარია, - უპასუხა ჯაჰანმა
- მებრალები, საყვარელო, - ჩაიბუტბუტა ქალმა და აკოცა.
მის ტუჩებს ჩაცივებული შარბათის გემო ჰქონდა. მისი ენა წამით
ჯაჰანის ენას მისწვდა და კვლავ უკან დაიხია. ჯაჰანი აენთო.
ქალს ხელისგულები მისთვის კეფაზე შემოეჭდო და გასაქანს არ
აძლევდა. უცებ მაჰაუტი მიხვდა, რომ ირგვლივ ყველა სადღაც
გაუჩინარებულიყო. მუსიკოსები, ზეინაბი და მიხაკ ქამილ აღა
აღარსად ჩანდნენ.
- სად არიან? - იკითხა გაოგნებულმა.
- დაწყნარდი, ყველა თავის ოთახშია. მათ გარეშეც მშვენივ-
რად ვიქნებით, - უპასუხა ქალმა.
ისევ აკოცეს ერთმანეთს. ქალი მკლავებში სწვდა და მისი ხე-
ლისგულები სხეულზე ჩამოისვა. გზადაგზა სულ უფრო მეტად
აგულიანებდა და საალერსოდ უშვერდა ძუძუებსა და მომრგვა-
ლებულ, სავსე ტუჩპირს. ჯაჰანმა ქვედაკაბა აუწია, ფენებად დახ-
ვავებული აბრეშუმის ქსოვილი ააშრიალა, ქალის ფეხებს შუა
თითებით გაიკვლია გზა და მიადგა ბნელ, ნოტიო, პატარა მღვი-
მეს. ტანთ გაიხადა და ქალიც გააშიშვლა, შემდეგ ქოშინით და-
ემხო ზედ. უკვე ვეღარაფერი გააჩერებდა.
- ჩემო ლომო... - წასჩურჩულა ლამაზმანმა.

562
ჯაჰანმა თავიდან კისერში მსუბუქად უკბინა, შემდეგ კი უფრო
ხარბად ჩაასო კბილები.
- თუ გინდა, მიჰრიმაჰი დამიძახე... - ამოიგმინა ქალმა.
ჯაჰანს უცებ მოეჩვენა, რომ მის თავში ვიღაც მთელი ხმით
აკივლდა. მხევალი უხეშად მოიშორა და ფეხზე წამოდგომა სცა-
და.
- საიდან იცი ეს სახელი?!
ქალი შეკრთა.
- თვითონ არ მითხარი?
- მე არავინ მიხსენებია!
- ახსენე. ამ წუთში ახსენე, თვითონაც აღარ გახსოვს!
ჯაჰანი დაეჭვდა. ნუთუ მართლა წამოსცდა? ქალს მისი ჭოჭმა-
ნი არ გამოჰპარვია, დრო იხელთა და მის დარწმუნებას შეეცა-
და:
- ახსენე, შემიძლია დავიფიცო! უბრალოდ, ღვინომ გონება
აგირია და აღარ გახსოვს!
ჯაჰანს გულისრევამ წამოუარა და ხელები თავში იტაცა. უკვე
მზად იყო, მისი ნათქვამი დაეჯერებინა, მაგრამ ქალს ყბა უკანკა-
ლებდა და ამან დააეჭვა.
- მომშორდი, გთხოვ!.. - უთხრა ჯაჰანმა.
- ბავშვივით ნუ იქცევი, - დამცინავი ღიმილით უთხრა ქალმა
და გულში ისევ ჩაიკრა. მის რბილ მკერდში თავჩარგულმა ჯა-
ჰანმა ხაფანგში მომწყვდეულ ტყვედ იგრძნო თავი და ორივე მა-
ჯაში ისე მაგრად ჩასჭიდა ხელი, რომ თითების სახსრები
გაუთეთრდა. უკვე გრძნობდა, მისი მომაჯადოებელი ხიბლი უკან
ახევინებდა, მაგრამ უცებ ისე ძლიერად და სწრაფად ჰკრა ხელი,
რომ ქალმა იატაკზე ზღართანი მოადინა, ერთი ამოიგმინა და
ხმა ჩაუწყდა. ირგვლივ სრული სიჩუმე ჩამოწვა. ჯაჰანი რის

563
ვაივაგლახით წამოიმართა და დაინახა, რომ ქალს ბუხრის
ცხაურისთვის ჩამოეკრა თავი. სანამ მაჰაუტი აზრებს მოიკრებ-
და, კარი გაიღო და ოთახში ყვირილით შემოიჭრა ზეინაბი. ჯუჯა
ქალი დაიხარა, წაქცეულის სუნთქვას მიაყურადა და ფერფური
წაუვიდა.
- მკვდარია! მკვდარია! - იკივლა შიშისგან თვალებგადმო-
კარკლულმა. - ეს რა ჰქენი?! ქამილ აღას საყვარელი მხევალი
მოუკალი!
ჯაჰანი ოთახიდან გამოვარდა, ბაღში გაიჭრა და წყვდიადით
მოცულ ქუჩაბანდს ჩაუყვა. ყოველ წამს ელოდა, რომ ბნელი
კუთხიდან ვიღაც ისკუპებდა და თავს დაესხმოდა. როგორც იქნა,
გააღწია სამშვიდობოს. რომელიღაც დიდ ქუჩას მიადგა. შუბლი
ოფლით ჰქონდა დაცვარული და ისე ქშენდა, რომ ეშინოდა, ამ
ხმას მჭმუნვართა ჰამამამდე არ მიეღწია. კიდევ სცადა ნაბიჯის
გადადგმა, მაგრამ უეცრად ზვირთივით მოაწყდა გაუსაძლისი
სევდა. არსაით წაესვლებოდა. სასახლის დარბაზებში დაბრუნე-
ბა საშიში იყო, რადგან მთავარი თეთრი საჭურისი პირველ რიგ-
ში იქ დაუწყებდა ძებნას. ვერც მომთვინიერებლებს მიმართავდა
დახმარების თხოვნით, რადგან ყველას არ ენდობოდა, ერთი
მოღალატე კი სავსებით კმაროდა.
ამ ფეთებაში რომ იყო, უცებ ერთი აზრი ეწვია: დაუდი! თავის
დიდ ქონაქში88 რამდენიმე დღით ადამიანის შეფარება დაუდს
ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. ასეთ გამოჩენილ კაცს ალბათ
იმის ძალაც შესწევდა, რომ მეგობრისთვის მთავარი თეთრი სა-
ჭურისის რისხვა აეცილებინა. მაგრამ ამ შუაღამისას ეიუფამდე

88 სასახლე ან დიდი რეზიდენცია ოსმალეთის იმპერიაში.

564
ფეხით მისვლა იოლი საქმე არ გახლდათ. ცხენი იყო საჭირო.
ეტლი, რომელმაც ჯაჰანი აქ მოიყვანა, შორიახლოს, თავლაში
ელოდა. სხვა გზა არ ჰქონდა, თავლისკენ აიღო გეზი, თან გზა-
დაგზა ლოცულობდა, ნეტავ მეეტლე ჩაძინებული დამხვდესო.
არ გაუმართლდა იმედი. მეეტლეს თვალები დაჭყეტილი ჰქონდა
და, თავისი ბატონის მსგავსად, დროს მხიარულად ატარებდა.
სანამ ქამილ აღა ჰაშიშითა და ღვინით ტკბებოდა, მისი მსახური
თავისებურად ლაღობდა. ჯაჰანი ფეხაკრეფით მიეპარა, თუმცა
ეს სიფრთხილე სრულიად ზედმეტი იყო: მეეტლე და მისი ტურფა
ისე იყვნენ გართულნი, რომ მისთვის არ სცხელოდათ. სამა-
გიეროდ ცხენები ფხიზლობდნენ. ყურებდაცქვეტილები და გა-
ლურსულები იდგნენ და თვალებს ისე აბრიალებდნენ, თითქოს
გრძნობდნენ, რაც ხდებოდა.
ჯაჰანი ეტლში შებმული ოთხი ცხენიდან ერთ-ერთს, ქვაფენი-
ლივით ნაცრისფერ ულაყს მიუახლოვდა, სადავეში სწვდა და
თავლიდან აუჩქარებლად გამოიყვანა. მეეტლეს ზუსტად ამ
დროს დაუდგა ტკბობის წუთი, რაღაც დაიწკმუტუნა და უფრო
სწრაფად ამოძრავდა. ჯაჰანმა სადავეები უფრო ძლიერად მოქა-
ჩა. ცხენმა თავი გაიქნია, მაგრამ საბედნიეროდ, არ დაიჭიხვინა.
მაჰაუტმა უფალს მადლობა შესწირა. ცხადი იყო, ოთხი ცხე-
ნიდან ყველაზე მორჩილი ამოერჩია! თუმცა უნებურად ისიც
ეფიქრებოდა, რომ ახლა მის ბედს ვიღაცის სული წარმართავდა.
მიჰრიმაჰის სული იყო, ნიკოლასი თუ ოსტატ სინანის? იქნებ ჩო-
ტასიც კი! ვინ იცის? აჩრდილებს რა გამოლევდა მის ირგვლივ...
ცოტაც და, უკვე გამალებით მიაქანებდა ულაყს. ქარი თმას
უწეწავდა.ა ამიერიდან აღარ ეშინოდა ბნელ კუთხე-კუნჭულებში
ჩასაფრებული ჯინებისა, რადგან საბოლოოდ გააცნობიერა,
რომ ადამიანზე საშიში ამქვეყნად არავინ იყო. მთელი გზა ცდი-

565
ლობდა, ჩრდილში ყოფილიყო და ღამის მზირებისთვის თავი
აერიდებინა. ასე მიაღწია დაუდის სასახლემდე.უ უდროო დროს
მოსული სტუმრის დანახავისას მსახურებს ელდა ეცათ, მაგრამ
მაინც გაუძღვნენ მასპინძლის საძინებლისკენ. მძინარე დაუდი
ლოგინში ოდნავ შეირხა და სტუმარს გაოგნებული მიაშტერდა:
- ხომ მშვიდობაა?!
- დიდ ბოდიშს გიხდი, მაგრამ სხვაგან არსად წამესვლება... -
უთხრა ჯაჰანმა და მსახურს მუშკით შეზავებული შარბათით სავ-
სე ჭიქა გამოართვა. ხელები ისე უკანკალებდა, რომ სასმელი
ხალიჩაზე გადმოეღვარა. სახელოდან სითხის ჩამოწმენდა სცა-
და, მაგრამ ტანსაცმელი კიდევ უარესად მოისვარა. თავი უღო-
ნოდ ჩაქინდრა, იატაკს მიაჩერდა და უცებ დაინახა ის, რაც პირ-
ველი სტუმრობისას მის მზერას გამოეპარა. უცნაურია, როგორ
იპყრობს ადამიანის ყურადღებას სრულიად უმნიშვნელო
წვრილმანები ისეთ წუთებში, როცა მძიმე ჟამი უდგას და ამის
თავი, წესით, არ უნდა ჰქონდეს. ახლაღა დაინახა ჯაჰანმა, რომ
იატაკზე სინანის ნაქონი ხალიჩა ეგო!
- ადამიანი მოვკალი, - როგორც იქნა, გაუმხილა მასპინ-
ძელს.
დდაუდს სახეზე მტუტისფერი დაედო.
- ვინ? როგორ?!
- მთავარი თეთრი საჭურისის საყვარელი მხევალი, -
წაილუღლუღა ჯაჰანმა და, სანამ გააგრძელებდა, კარგა ხნით
დადუმდა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და წვრილად უამბო იმ ღამის
თავგადასავალი. უამბო ჯუჯა ქალზე, მუსიკოსებზე, ხარჭაზე, რო-
მელმაც მისი შეცდენა სცადა და ამას მიაღწია კიდეც. ერთი რამ
არ გაუმხელია მხოლოდ: ქალის საოცარი მსგავსება მიჰრიმაჰ-
თან.

566
- არ ვიცი... - განაგრძო ჯაჰანმა და ოხვრას გული ამოაყოლა,
- ამ ბოლო დროს უცნაური რაღაცები ხდება. ისეთი გრძნობა
მაქვს, რომ ეს ყველაფერი ოსტატ სინანთან არის დაკავშირებუ-
ლი.
დაუდმა წარბები აწკიპა.
- ჩვენი ოსტატი (დე, სამოთხე იყოს მისი სამუდამო სავანე!)
ამქვეყნიურ წვრილმანებზე მაღლა იდგა!
- მართალი ხარ. დაილოცოს მისი სული. მაგრამ მე მისი მემ-
კვიდრეობის სადარაჯოზე ვდგავარ. აკი გუშინ შენც ასე მითხა-
რი, ორნი დავრჩითო!
ჯაჰანი წამით დადუმდა და მეგობარს ჯიქურ მიაჩერდა.
- ვფიქრობ, საფრთხე შენც გელის.
დაუდმა უარის ნიშნად ხელი აიქნია და უპასუხა:
- ნუ გეშინია. მე არაფერი მომივა!
- ქალი მოვკალი! - გაიმეორა ჯაჰანმა და უფროსების ნუგეშს
დანატრებული, ნაწყენი ბავშვივით დაიწყო აქეთ-იქით ქანაობა.
- ხვალ დილით ყველაფერს გავარკვევ. ახლა კი უნდა დაის-
ვენო, - უთხრა დაუდმა.
დაუდის ბრძანებით, ჯაჰანს ლოგინში ლეღვითა და ფინიკით
სავსე ჯამები და ერთი დოქი ბოზა მიართვეს. ჯაჰანმა პირი არა-
ფერს დააკარა, სასმელი ოდნავ მოწრუპა და მშფოთვარე, უსიზ-
მრო ძილს მისცა თავი. ავი სულები არ ასვენებდნენ და მის სულ-
ზე ნადირობდნენ, მაგრამ მაინც ეძინა. როცა გაიღვიძა, მზე შუ-
ბისტარზე იდგა, ტახტზე კი ახალთახალი ტანსაცმელი ეწყო. ჯა-
ჰანს გული მადლიერებით აევსო, სამოსი მოირგო და კიბეს ჩა-
უყვა. დაუდი, თავის სამ შვილთან ერთად, უკვე ელოდა. უმცრო-
სი გოგონა ჯერ ოთხი წლისაც არ იყო. ბიჭები მამას გაჭრილი
ვაშლივით ჰგავდნენ და აშკარად ეთაყვანებოდნენ. ჯაჰანს გული

567
მოეწურა. თავად არც ცოლი ჰყავდა და არც შთამომავლები.
ლანდებისა და იდუმალი ხმების ქალაქს თავის დროზე მარტო
ესტუმრა და დღემდე კენტად დაიარებოდა.
- ცუდი ამბებია, - ჩურჩულით უთხრა დაუდმა, რათა ბავშვებს
არაფერი გაეგონათ, - არ შემცდარხარ. ეგ ქალი მართლა მკვდა-
რია.
ჯაჰანმა იგრძნო, რომ სული ეხუთებოდა და ჰაერი ხარბად
შეისუნთქა. აქამდე ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ ქალი მხო-
ლოდ დაშავდა.
- რას აპირებ? - ჰკითხა დაუდმა ფრთხილად.
- სტამბოლში ვეღარ გავჩერდები. უნდა წავიდე აქედან!.. -
უპასუხა ჯაჰანმა.
- შეგიძლია ჩვენთან დარჩე, სანამდეც მოგესურვება, - შესთა-
ვაზა დაუდმა.
ჯაჰანს გაეღიმა.დ დაუდის სულგრძელობამ გული აუჩუყა. ეგ-
ზომ წარჩინებული სხვა პიროვნება შარში გახვეულ ადამიანს
უდავოდ თავს აარიდებდა. ჯაჰანს მართლაც ჰქონდა განზრახუ-
ლი მის ოჯახში კარგა ხნით დარჩენა, მაგრამ როცა დაუდის მცი-
რეწლოვანი შვილები იხილა, მიხვდა, რომ მათ საფრთხეს ვერ
შეუქმნიდა.
- შენი მადლობელი ვარ, მაგრამ უნდა წავიდე. აასე აჯობებს.
დდაუდი დაფიქრდა.
- თრაკიის მახლობლად ხეხილის ბაღია. ეგ მიწა ჩემს სი-
მამრს ეკუთვნის. სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება, მანდ უსაფ-
რთხოდ იქნები. ცხენს მოგცემ. წადი და ჩემგან ცნობებს დაელო-
დე.
გადაწყდა, რომ უსაფრთხოების მიზნით ჯაჰანს ღამე ემგზავ-
რა. მაჰაუტმა ის დღე ბავშვებთან თამაშში გაატარა, თუმცა ყო-

568
ველ გაფაჩუნებაზე ფეთდებოდა. ნავახშმევს დაუდმა ცხენი გა-
მოუყვანა, თბილი ლაბადა და ფულით სავსე ქისა გადასცა.
- გულს ნუ გაიტეხ! ნახავ, რა მალე დაბრუნდები.
- არ ვიცი, რით გადავიხადო ეს სიკეთე.
- ჩვენ ერთად გავიზარდეთ. გაიხსენე, რა გვითხრა ერთხელ
ოსტატმა - ძმები არა ხართ, მაგრამ ერთმანეთის ბილიკები იცი-
თო.
ჯაჰანმა თავი დაუქნია. ოსტატის სიტყვები ბოლომდე გაიხსე-
ნა და ყელში ბურთი გაეჩხირა.
თქვენ კარგად იცით ერთმანეთის გზები, ამიტომ თუ რომე-
ლიმეს მხარი ექცა, ამას იოლად მიხვდებით. მიჰყევით ბრძენ-
კაცთა, მღვიძართა, მოსიყვარულეთა და გამრჯეთა ნავალ ბი-
ლიკებს!
მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ და წამით მოეჩვენათ,
თითქოს მათ გულებთან ერთად ძლივს გასაგონად ფეთქავდა
მესამე გულიც. თითქოს სინანიც იქ იყო, თავის შეგირდებს უმ-
ზერდა და მათთვის ლოცულობდა.

ჯაჰანი აუჩქარებლად მიუყვებოდა ჩრდილების საუფლოდ


ქცეულ, ჩაბნელებულ ქუჩებს. დაუდისთვის არ უთქვამს, მაგრამ
გულში გადაწყვეტილი ჰქონდა, სტამბოლი ისე არ დაეტოვებინა,
რომ ჩოტასთვის უკანასკნელი პატივი არ მიეგო. ცოტა ხანში მი-
ადგა ფრანგი ელჩის საცხოვრებელს. დაუპატიჟებელ სტუმრო-
ბას ვერც უცხოელი დესპანი მოუწონებდა და ვერც სხვა ვინმე,
მაგრამ რატომღაც იმედი ჰქონდა, რომ ამას აპატიებდნენ. თუმ-
ცა მსახური, რომელიც კართან მიეგება, სხვა აზრის აღმოჩნდა:

569
ბატონს ძილი უყვარდა და მისი შეწუხება დაუშვებელი იყო! ჯაჰა-
ნი გაჯიუტდა და მსახურთან ისეთი აყალმაყალი მოუვიდა, რომ
საძინებლიდან პატრონის ნამძინარევი ხმა გაისმა:
- ვინ არის მანდ, აჰმედ?
- ვიღაც თავხედი მაწანწალაა, ბატონო! - გასძახა მსახურმა.
- პური მიეცი და დაითხოვე! - გაისმა ბრძანება.
- პური არ უნდა. აუჩემებია, სახლის პატრონს სპილოს შესა-
ხებ უნდა ვესაუბროო!
- ოჰო!.. - ჩაილაპარაკა ელჩმა.
- შემოიყვანე, აჰმედ! - გაისმა წამიერი დუმილის შემდეგ.
მისაღებში გამოჩნდა ფიგურა პარიკისა და უმარილის გარე-
შე, გრძელ ღამის პერანგში, რომელიც უზარმაზარ ღიპს ვერ
უფარავდა. ჯაჰანმა ელჩი ძლივს იცნო და თავი მდაბლად დაუხა-
რა:
- უკაცრავად, რომ შემოგეჭერით.
- ვინ ბრძანდებით? - იკითხა მასპინძელმა.
- მე იმ სპილოს მაჰაუტი ვარ, თქვენ რომ გაკვეთეთ, თქვენო
უდიდებულესობავ.
- გასაგებია... - ჩაილაპარაკა ბატონმა ბრევმა და მაშინვე გა-
ახსენდა შავტუხა მომთვინიერებელი, რომელმაც ცხოველის
ლეში ჩააბარა.
ჯაჰანმა სასწრაფოდ მიახალა ჯერ კიდევ გზაში მოფიქრებუ-
ლი ტყუილი:
- წუხელ საშინელი სიზამარი ვნახე. საბრალო სპილო ტკივი-
ლისგან იტანჯებოდა და მევედრებოდა, მომასვენეო!
- ჩვენ ამაზე უკვე ვიზრუნეთ, - გააწყვეტინა ბატონმა ბრევმა, -
სამწუხაროდ, ლეში აყროლდა და მიწას მივაბარეთ!
ჯაჰანს ტკვილმა გული დაუსერა.

570
- სად არის მისი საფლავი?
ელჩმა არაფერი იცოდა. ლეშის დაფლვა მსახურებისთვის
დაევალებინა და მათაც მისი ბრძანება უსიტყვოდ შეესრულები-
ნათ. მაგრამ მობუზულ ჯაჰანს თვალი რომ შეავლო, შესთავაზა:
- ნუ დაღონდებით, მეგობარო! გამომყევით, რაღაც უნდა გიჩ-
ვენოთ.
ერთად შევიდნენ წიგნებით, წერილებით და რელიკვიებით
სავსე ოთახში. სხვა ელჩებისგან განსხვავებით, რომლებსაც
მხოლოდ ხელისუფალთა კინკლაობა აინტერესებდათ,მ ბატონი
ბრევი დიდად გასნწავლული კაცი იყო, ოსმალეთის იმპერიას
კარგად იცნობდა და უზადოდ ფლობდა თურქულ, არაბულ და
სპარსულ ენებს. არაერთი ხელნაწერი ჰქონდა წაკითხული და
სურდა, პარიზში არაბული სტამბა დაეარსებინა, რათა წიგნებს,
ელჩების მსგავსად, დაუბრკოლებლად ემოგზაურათ. ახლა მიხ-
ვდა ჯაჰანი, რატომ არ შერისხა ბატონმა ბრევმა მის კართან
მომდგარი გვიანი სტუმარი. პირიქით, გაუხარდა კიდეც ისეთი
ადამიანის ნახვა, რომელსაც ახლახან ჩატარებული გაკვეთის
შედეგებს დაწვრილებით გააცნობდა. თავისი მიღწევებით აღ-
ფრთოვანებულმა სასწრაფოდ გადასცა ჯაჰანს ჩანახატები.
მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი არ იყო, სპილოს ანატომია
დაწვრილებით გამოესახა.
- ერთ მშვენიერ დღეს ტრაქტატსაც დავწერ, - გამოაცხადა ბა-
ტონ ბრევმა, - ადამიანები აუცილებლად უნდა გაეცნონ ასეთი
დიდებული ქმნილების აგებულებას!
ჯაჰანს თვალი გაექცა ერთი თაროსკენ, რომელზეც სპილოს
პრიალა ეშვი იდო. ელჩმა მის მზერას თვალი გააყოლა და განუ-
მარტა:
- ეს მისი სახსოვარია.

571
- შეიძლება, დავათვალიერო? - ჰკითხა ჯაჰანმა.
ელჩმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ჯაჰანი ფრთხილად
დასწვდა ეშვს და თვალები ცრემლებით აევსო.
ბატონი ბრევი უსიტყვოდ ადევნებდა თვალს და სახეს უც-
ნაურად მანჭავდა, თითქოს საკუთარ თავს ეკინკლავებოდა.
ბბოლოს ამოიოხრა და თქვა:
- ეს ეშვი თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ!..
- რას ბრძანებთ?!
- ვხედავ, ეს ცხოველი ყველაზე მეტად თქვენ გყვარებიათ. მე
ნახატებიც მეყოფა. პარიზში ამითაც ყველას გავაკვირვებ!
ელჩმა დაუდევრად ჩაიქნია ხელი, თუმცა მის ამ ჟესტში თა-
ნაგრძნობაც შეიმჩნეოდა.
- დიდი მადლობელი ვარ თქვენი, - უპასუხა ჯაჰანმა მისუსტე-
ბული ხმით.
ჯაჰანმა სპილოს ეშვს ხელი დაავლო და ელჩს გამოემშვიდო-
ბა. წინა ღამისგან განსხვავებით, გაცილებით იმედიანად იყო
განწყობილი. ეშვი შუქს ასხივებდა და ეს შუქი გულს ისე უთბობ-
და, თითქოს ჩოტა ახლა მასთან ერთად იყო. ზურგჩანთაში კი-
დევ ეწყო რამდენიმე ნივთი, რომლებიც ბატონ ბრევმა გამოატა-
ნა. ეს გახლდათ ნიჩაბი, სანთელი, წითელი თავსაბურავი და ბა-
წარი. გგეგმა მზად ჰქონდა. ცხენს მოახტა და საჩქაროდ გასწია
დანიშნულების ადგილისკენ. მიჰრიმაჰის მეჩეთს რომ მიაღწია,
ცხენიდან ჩამოხტა და გალავანს ჩაუყვა. იქვე წითლად გაკვირ-
ტული არღავანის ხე იდგა. სწორედ ამ ადგილას ამოთხარა
ღრმა, მართკუთხა ორმო. შეეძლო ეშვი თავისთვის სამახსოვ-
როდ დაეტოვებინა, მაგრამ ეს მისი მხრიდან თავკერძობა იქნე-
ბოდა. ჩოტამ ნამდვილად დაიმსახურა, რომ მისი საფლავი
ძეგლს დაემშვენებინა. დიდებულ ძეგლებს მხოლოდ სულთნებს,

572
ვეზირებსა და სხვა ბობოლებს უდგამდნენ, ღარიბ-ღატაკთათვის
კი სააქაოს დატოვების შემდეგ არავის არაფერი ემეტებოდა.
მხოლოდ ნათესავები და ახლობლები თუ ილოცებდნენ მათი სუ-
ლებისთვის. ყველა მოკვდავი ტოვებდა ამ ქვეყანაზე რაღაც ნი-
შანს (თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს და ეფემერულს), ცხოვე-
ლების გარდა. სიკვდილის შემდეგ ისინი თითქოს არც არსებობ-
დნენ. არადა, თავიანთ პატრონებს მთელი ცხოვრება ემსახურე-
ბოდნენ, მათთვის იბრძოდნენ და მათთვისვე იგდებდნენ თავს
სასიკვდილო საფრთხეში. ჯაჰანს არ სურდა, რომ ჩოტას იგივე
ხვედრი რგებოდა. ეს არსება ყველას სიყვარულით უნდა მოეხ-
სენიებინა. იქნებ მსგავსი აზრები მკრეხელობადაც კი მიეჩნია
ვინმეს, მაგრამ ეს ნაკლებად ადარდებდა. იმაზე ფიქრიც კი ტკი-
ვილს ჰგვრიდა, რომ ჩოტა სამოთხეში ვერ მოხვდებოდა. თუ
ხალხი მისთვის ილოცებდა, ცხადია, ამით სპილოს ზეცად ამაღ-
ლებას ხელს შეუწყობდა. ასე ფიქრობდა ჯაჰანი.
ეშვი ფრთხილად ჩაუშვა ორმოში და ჩაილაპარაკა:ლ
- მშვიდობით. სამოთხეში შევხვდებით. ამბობენ, რომ იქ კარ-
გი ხეები იზრდება. იმედია, მათი ფოთლებით პირს ჩაიტკბარუ-
ნებ!
უცებ უცნაური სიმშვიდე იგრძნო. ცხოვრებაში პირველად
შეურიგდა საკუთარ თავს და სამყაროს განუყოფელ ნაწილად
იგრძნო თავი. „ალბათ ეგ არის ქვეყნიერების ცენტრი. არც აღ-
მოსავლეთში უნდა ეძებო იგი და არც დასავლეთში. სამყაროს
ცენტრი იქ არის, სადაც ადამიანი სიყვარულს ნებდება; სადაც
საყვარელი არსება განისვენებს.“
ჯაჰანმა ნიჩაბს დაავლო ხელი და საფლავი თანდათან ამოავ-
სო. შემდეგ ორმოს ბაწარი შემოავლო, იქ სადაც, სავარაუდოდ,
ჩოტას თავი უნდა ყოფილიყო, მიწაში ხმელი ტოტი ჩაარჭო და

573
თავსაბურავით შეკრა, გვერდით სანთელი ჩაარჭო, შემდეგ იქვე
ფეხმორთმით ჩამოჯდა, წელში გაიმართა და გამვლელებს
დაელოდა.დ დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირვებია. გამოჩნდა
ახალგაზრდა, ტანადი ჭაბუკი, თხების მწყემსი.
- რას აკეთებთ, ეფენდი? - ჰკითხა ყმაწვილმა და სხაპასხუპით
წაიბუტბუტა რაღაც ლოცვა. - ვინ გარდაიცვალა? ახლობელი
იყო?
- ჩუმად! - გააწყვეტინა ჯაჰანმა. - მოწიწება გმართებს!
მწყემსმა თვალები დააჭყიტა.
- ასეთი ვინ იყო?
- წმინდანი გახლდა. თანაც ფრიად ძალმოსილი, - უპასუხა ჯა-
ჰანმა.
- ამ მიდამოებში წმინდანის შესახებ არაფერი მსმენია! - გაიკ-
ვირვა მწყემსმა.
- თავად არ სურდა, რომ ცნობილი ყოფილიყო. ამიტომ ასი
წლის განმავლობაში მისი არსებობა საიდუმლოდ რჩებოდა, -
განუმარტა ჯაჰანმა.
- თქვენ როგორღა გაიგეთ?
- სიზმარში მიკარნახა თავისი საფლავის ადგილსამყოფელი!
მწყემსმა საფლავთან ჩაიმუხლა და მიწას ისე დაჟინებით
მიაჩერდა, თითქოს იმედი ჰქონდა, რომ წმინდანის ნეშტს
დაინახავდა.
- ავადმყოფობას თუ კურნავს? - ჰკითხა ჯაჰანს.
- ყველაფერს კურნავს! - უპასუხა ჯაჰანმა.
- ჩემი და უშვილოა. სამი წელია გათხოვილია, მაგრამ დღემ-
დე შვილს ვერ ეღირსა.

574
- მოიყვანე. წესით, უნდა ეშველოს. არც მის ქმარს აწყენდა
მოსვლა. ვინ იცის, იქნებ სწორედ მისი მიზეზით არიან უშვი-
ლოები.
- რა ჰქვია წმინდანს?
- ჩოტა ბაბა.
- ჩოტა ბაბა... - გაიმეორა მწყემსმა.
ჯაჰანი ნელ-ნელა წამოდგა.
- ახლა უნდა წავიდე. საფლავს თვალი ადევნე, არავინ წა-
ბილწოს. ამ წუთიდან ჩოტა ბაბას ძვალთშესალაგის მცველი
ხდები. შემიძლია გენდო?
მწყემსმა დინჯად დაუქნია თავი.
- დარდი ნუ გაქვს, ეფენდი, მე სიტყვის კაცი ვარ!
აი, ასე შეემატა შვიდ ბორცვზე გაშენებულ ქალაქს, ასამდე
სხვადასხვა, ძველი თუ ახალი, მაჰმადიანური თუ ქრისტიანული,
ებრაული თუ წარმართული სიწმინდის სავანეს - კიდევ ერთი
წმინდანი, რომლის საფლავს მისი მცხოვრებლები ჭირსა თუ
ლხინში მოაკითხავდნენ.

ჯაჰანმა ცხენით მთელი დღე იარა და გზის გასაყარს მიადგა.


ერთი ბილიკი მარჯვნივ, ჩრდილოეთისკენ უხვევდა და დამშრა-
ლი მდინარეების კალაპოტებით თრაკიისკენ მიემართებოდა.
დაუდმა ჯაჰანს სწორედ ამ მიმართულებით ურჩია წასვლა.
მეორე ბილიკი დასავლეთისკენ მიიკლაკნებოდა. ეს აღმართ--
დაღმართებიანი გზა უფრო ლამაზი ჩანდა და სიმწვანით თვალს
ახარებდა, მაგრამ მასზე არჩევანის შეჩერება აშკარად არ ღირ-
და. გარდა იმისა, რომ გაცილებით გრძელი და ძნელად სავალი
იყო, ეს გზა საშიშიც გახლდათ, რადგან აქაურ ტყეებში ყაჩაღები

575
დაძრწოდნენ. ჯაჰანმა მარჯვნივ გახვევა დააპირა, მაგრამ უცებ
ერთი აზრი ეწვია: ჩოტა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მეორე გზას
აირჩევდა. ჯაჰანს ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, ამიტომ არც აცია,
არც აცხელა, და სწორედ ამ გზას დაადგა. ცხენი ჩორთით მიუშ-
ვა. თვალს სტაცებდა ულამაზესი მიდამო. ჰაერში ფიჭვის, ტალა-
ხისა და ნესტის სუნი ტრიალებდა. უცებ რაღაცამ ჩასძახა, რომ
დასახული ბილიკიდან უნდა გადაეხვია, ცხენს პირი უქცია და
ახალ გზას მინებდა. მალე მზეც ჩავიდა და აღმოსავლეთის მხრი-
დან ცაზე ოდნავ გამოკრთა ნამგალა მთვარე. სწორედ ამ დროს
გაახსენდა სასტუმრო, რომელშიც მან და დაუდმა რომიდან დაბ-
რუნებისას ივახშმეს. მაშინ ახალგაზრდა, ლაღი და მხიარული
შეგირდები იყვნენ. „თუ მეხსიერება არ მღალატობს, სწორედ აქ
იყო ის ფუნდუკი,“ გაიფიქრა ჯაჰანმა. ფუნდუკს რომ მიაგნო, უკ-
ვე ბნელოდა. მეჯინიბემ ცხენი თავლაში შეიყვანა, ჯაჰანი კი
დარბაზში შევიდა. აქ ყველაფერი ძველებურად იყო: ზემო სარ-
თულზე დახუთული საძინებლები, ქვემოთ კი ვრცელი,
ხმაურიანი სასადილო დარბაზი, რომელშიც შემწვარი ხორცის
მსუყე სუნი ტრიალებდა. სამყაროში, სადაც ყველაფერი თვალსა
და ხელს შუა ქრებოდა, მასზე ალბათ დამამშვიდებლად უნდა
ემოქმედა ამ ადგილს, რომელსაც ამ ხნის მანძილზე ფერი სრუ-
ლებით არ ეცვალა. მმაგრამ ჯაჰანის გული პირიქით, სასოწარ-
კვეთილებამ მოიცვა. ერთბაშად ნიაღვარივით მოაწყდა მჭმუნ-
ვართა ჰამამთან დაკავშირებული ყველა მოგონება. თვალწინ
დაუდგა იმ ახალგაზრდა მხევლის სახე, მისკენ საკოცნელად
რომ დაიხარა. ეს სახე უეცრად მიჰრიმაჰის სახედ იქცა და ჯაჰანს
ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს იმ ღამით უცნობი მხევალი კი
არა, თავისი სატრფო მოკლა, თანაც გულის სიღრმეში სწორე-
დაც რომ ეწადა ამის ჩადენა!

576
იჯდა ქვის ბუხრის შორიახლოს, უხეშად გამოჩორკნილ მაგი-
დასთან და თავში გამალებით დაურბოდა მოუსვენარი ფიქრები.
თან ყურს უგდებდა კერიაში ჩაგდებული ჯირკების ტკაცატკუცს,
სტუმრების ჩურჩულსა და მოგუდულ ხითხითს. დარბაზში მსახუ-
რი ბიჭები დარბოდნენ. ერთი შეხედვით, ძმებს ჰგავდნენ. ცოტა
ხანში ერთ-ერთი ჭაბუკი მის მაგიდასთან მივიდა და შეკვეთა
მიიღო. ხალისით სავსე ადამიანი ჩანდა. ვინ ბრძანდებით და სა-
ით გაგიწევიათო, მხიარულად ჰკითხა სტუმარს. მის თვალებში
ჯაჰანმა ნაცნობი ნაპერწკლები შენიშნა. თავადაც ასეთი მზერა
ჰქონდა ახალგაზრდობაში. ბიჭს ცხადლივ ეტყობოდა ცინცხალი
ცნობისმოყვარეობა და დაუძლეველი სურვილი, რაც შეიძლება
მალე გასცლოდა მშობლიურ მხარეს, რადგან გულით სწამდა,
რომ ნამდვილი ცხოვრება სადღაც სხვაგან ჩქეფდა. ცოტა ხანში
ჭაბუკმა ჯაჰანს საქონლის ხორცისა და ბოსტნეულის ცხელი ნა-
ხარში მიართვა.
- როცა აქ ბოლოს ვსტუმრობდი, შენ დაბადებულიც არ იქნე-
ბოდი, - უთხრა ჯაჰანმა.
- რას ამბობთ?! - დაინტერესდა ჭაბუკი, - ალბათ მამაჩემი
გემსახურებოდათ.
- სად არის ახლა? - ჰკითხა ჯაჰანმა და წვნიანის ხვრეპა გა-
ნაგრძო.
- სადღაც აქ ტრიალებს. მარჯვენა ყურში ცუდად ესმის, სამა-
გიეროდ მარცხენა უჭრის კარგად. ახლავე გადავცემ თქვენს
ნათქვამს. ამ ბოლო დროს სულ წარსულზე ლაპარაკობს!
ჯაჰანმა თავი დაუქნია და წვნიანს მიუბრუნდა. სწორედ მაშინ,
როცა თეფშს პურის ნაჭრით აპრიალებდა, ფუნდუკის მეპატრო-
ნე გამოჩნდა. წონა აეკრიფა, კასრისოდენა ღიპი მოეზარდა. ჯა-
ჰანმა დაინახა, როგორ მიუთითა შვილმა მისკენ, თან ყურში რა-

577
ღაც ჩასჩურჩულა. წამიც, და მეფუნდუკე ჯაჰანის მაგიდასთან
გაჩნდა.
- ჩემმა ბიჭმა მითხრა თქვენზე, ხუროთმოძღვარია და აქ
ოდესღაც ნამყოფიაო.
- დიახ, ასეა. მეგობარიც მახლდა, - უთხრა ჯაჰანმა ხმამაღ-
ლა.
მეფუნდუკემ ალმაცერად გადმოხედა. ერთხანს გაჯგიმული
იდგა, მერე კი ჩუმად ჩაილაპარაკა:
- მახსოვს...
ჯაჰანს გაუჭირდა ამის დაჯერება. „საიდან ვახსოვარ, ამდენი
მუშტარი ესევა!“ გაიფიქრა თავისთვის.მ მეფუნდუკე თითქოს ეჭ-
ვებს მიუხვდა, მაგიდას მიუჯდა და ჯაჰანს შემდეგი სიტყვებით მი-
მართა:
- იმ შენი თანამგზავრის გამო დამამახსოვრდი. უცნაური ვინ-
მე იყო. მახსოვს, ჩემთვის გავიფიქრე: ესენი მეგობრები არიან
თუუ მტრები-მეთქი...
- რას გულისხმობთ? - გაოცდა ჯაჰანი.
- იმ დღეს ხორცის საჭრელი პატარა წალდი მთხოვა. ვკითხე,
რად გინდა-მეთქი. ხომ იცით, აქ ათასი არამზადა დაძვრება და
შარში არ მინდა გავეხვიო. აბა, როგორ არ უნდა მეფიქრა, რომ
ვიღაცის მოკვლა ედო გულში? თუმცა, მალე დაგიბრუნებო, შემ-
პირდა, და სიტყვა არ გატეხა.
ჯაჰანმა ცარიელი თეფში გვერდზე გაწია და უცებ გულისრევა
იგრძნო. მეფუნდუკეს კი გაჩუმება არც უფიქრია.
- ეჭვი ავიღე, კარებთან დავდექი და თვალთვალი დავუწყე.
შენ ქვევით იყავი. ყველა სტუმარი იქ იყო.
- მერე, რა ნახეთ? - ჰკითხა ჯაჰანმა.

578
- შენი მეგობარი (ეს სიტყვა მეფუნდუკემ დამცინავად წარ-
მოთქვა) რაღაც ტყავისყდიან წიგნს მიადგა და შეშასავით დაჩე-
ხა.
- ჩვენ ხომ გაგვქურდეს?! - გააწყვეტინა ჯაჰანმა, - ჩემი ნახა-
ტები... ჩემი დღიური...ყყველაფერი იმ დღეს დაიკარგა.
- არა, ეფენდი. ჩემს ფუნდუკში ეგეთები არ ხდება. მე აქ წე-
სიერი დაწესებულება მაქვს. ეს ნივთები შენმა „მეგობარმა“
გაანადგურა. ნარჩენები სად წაიღო, უფალმა უწყის.
- როგორ ფიქრობთ... რა მიზანი ჰქონდა?
- ეჰე-ჰეე! თუ მაგას გაარკვევ, მესტუმრე და მიამბე. თვითო-
ნაც ძალიან მაინტერესებს!
როცა მეფუნდუკე წავიდა, ჯაჰანმა იქაური ლუდი შეუკვეთა.
ისე კანკალებდა, თითქოს ის მოუსვენარი ქარი ოთახებშიც ქრო-
და და ძვლებში ატანდა. როცა სმას მორჩა, მიმტანს ჯიბის ფული
დაუტოვა და თავლაში დაბრუნდა.
- ჩემი ცხენი თუუ დააპურეთ? - ჰკითხა მსახურებს.
- დიახ ეფენდი, წყალიც დავალევინეთ.
- მაშ, შეკაზმეთ!
- უკვე მიბრძანდებით? ქარიშხალი ახლოვდება. ტყე კი ღამით
ძალიან საშიშია!
- ტყეში წასვლას არ ვაპირებ, ქალაქში ვბრუნდები, - მიუგო
ჯაჰანმა და სტამბოლის გზას გაუდგა.

გზად ერთმანეთის გვერდიგვერდ გამწკრივებული თელები


და მოჩუხჩუხე ნაკადულები ხვდებოდა. ქარიშხალი დაგეშილი
მწევარივით მისდევდა ფეხდაფეხ. ქუხილის ხმაზე ცხენი წარამა-
რა უფრთხებოდა. ავდარი ძალას იკრებდა და შხუილით უახ-

579
ლოვდებოდა, მაგრამ ჯაჰანმა როგორღაც მოახერხა და წვიმას
გამოასწრო. ვერა და ვერ დაეწივნენ ტყვიისფერი ღრუბლები.
ბოლოს გაუვალ წყვდიადში შეაბიჯა. სრულმა სიშავემ ერთმანე-
თის მიყოლებით შთანთქა ყველა სხვა ფერი. „ალბათ ასეთია
სიკვდილი! არც ისე საშიში ყოფილა, თუმცა საკმაოდ ღრმა გან-
ცდაა,“ გაიფიქრა ჯაჰანმა და კიდევ ერთ ტრიალ მინდორს მიად-
გა. ირგვლივ უზარმაზარი ლოდები მიმობნეულიყო, რომლებიც
შორიდან სიცივისგან მოკუნტულ ბერიკაცებს მოგაგონებდათ.
როცა მათ გვერდს უვლიდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
ისინი ჩამქრალი მზერით მიაცილებდნენ. ასეთი მზერა აქვს ადა-
მიანს, რომელსაც ლხენა არაერთხელ ქცევია ჭირად, და უკვე
აღარაფერი ახარებს.
როცა ჯაჰანი სტამბოლს მიუახლოვდა, ქარმა მიმართულება
შეიცვალა, გზა მოუჭრა და ქალაქში შეასწრო. სადღაც შორს,
ელვამ გაიკვესა და გუმბათებსა და ფერდობებზე კაშკაშა ლურჯი
შუქი გადმოიღვარა. ციდან თითქმის ვერტიკალურად გადმოსუ-
ლი ეს თვალისმომჭრელი სინათლე ისეთ შთაბეჭდილებას ქმნი-
და, თითქოს ზეცის კარი გაიხსნა და იმქვეყნიურ სავანეს წამით
ფარდა აეხადა. ჯაჰანმა კი კიდევ ერთხელ გაიფიქრა: „რა ლამა-
ზია ეს ქალაქი, ასეთი გულქვა რომ არ იყოს!“
მალე ნოტიო მიწა ქვა-ღორღით მოფენილმა ბილიკებმა შეც-
ვალა. ჯაჰანმა ბელგრადის კარიბჭისკენ აიღო გეზი, რადგან მი-
სი ვარაუდით, ეს იყო ერთადერთი შესასვლელი, რომელსაც
არასოდეს კეტავდნენ. ვარაუდი გამართლდა. კარიბჭესთან
ფარ-ხმლით შეიარაღებული და მაღალი ქუდებით თავდამშვენე-
ბული იანიჩრების ჯგუფი გუშაგობდა. ერთ-ერთ მათგანს ზე-
ზეულად ეძინა. ჯაჰანმა მოახსენა, რომ სასახლესთან არსებული
სკოლის მასწავლებელი იყო, თავისი ბეჭედიც უჩვენა, მაგრამ

580
გუშაგები მაინც დაეჭვდნენ და გამოკითხვა დაუწყეს. თუმცა უპა-
ტივცემულობა არ გამოუჩენიათ, რადგან მიხვდნენ, რომ ასეთი
თანამდებობის პირი სერალის მაღალ წრეებთან დაახლოებული
უნდა ყოფილიყო. ბოლოს გამოკითხვა მობეზრდათ და გზა და-
უთმეს. ჯაჰანი კარგა ხანს გასცქეროდა ზღვას, რომელსაც შო-
რიდან მელნისფერი დაჰკრავდა. ბობოქარ, მრისხანე ქარიშ-
ხალს ორფერდა სახურავებზე გააფთრებული იერიშები მიჰქონ-
და, ნორჩ ხეებს წელში დრეკდა და ბოსფორის ტალღებს აზვირ-
თებდა. უცებ თავსხმა დაიწყო. ასეთი კოკისპირული წვიმის
დროს სტამბოლელები ხშირად ამბობდნენ, ეს პატარა განკით-
ხვის დღეა, სამყარო დიდი წარღვნისთვის ემზადებაო! როგორ
არ ეცადა ჯაჰანი სახლების ლავგარდანებისთვის თავი შეეფარე-
ბინა, მაგრამ სანამ დაუდის სახლს მიადგებოდა, თავით ფეხამდე
გაიწუწა. სადღაც ძაღლმა დაიყეფა. ვიღაც მამაკაცმა უცნობ ენა-
ზე რაღაც წამოიძახა. მერე ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე,
რომელსაც წვიმის ხმა სულაც არ არღვევდა, პირიქით - მხო-
ლოდ აძლიერებდა. როცა ჯაჰანმა დაუდის კარ-მიდამო პირვე-
ლად მოინახულა, არც კი შეუმჩნევია, რა კარგად იყო იგი დაცუ-
ლი მაღალი მესრით, რკინის ალაყაფითა და ცოცხალი ღობით.
მაგრამ უცებ დაუდის სიტყვები გაახსენდა, ცოლები მიჩივიან კა-
რის ხუროთმოძღვართუხუცესი ხარ და შინ მესერი ვერ შეგიკე-
თებიაო. ჯაჰანმა ცხენი ბოძზე მიაბა, უკანა ბაღის მესერს ჩაუყვა
და იმ ადგილს დაუწყო ძებნა, რომელიც შეკეთებას საჭიროებ-
და. მართლაც, ერთი ადგილი კარგა გვარიანად მორღვეულიყო.
ჯაჰანმა სარი ოდნავ შეანჯღრია, იოლად ამოაძრო და გასაძრო-
მი მონახა. ბაღმა თავბრუდამხვევი კეთილსურნელება შეაგება.
ჯაჰანი ერთხანს ბოლთას სცემდა და ფიქრობდა, სახლში რო-
გორ შეეღწია. თუმცა ეს გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე

581
ეგონა. ყველას მოეხსენება კარგად გამაგრებული სახლების ერ-
თი სუსტი წერტილი: პატრონის მედიდური თავდაჯერება. ასეთი
სახლების მფლობელები ხშირ შემთხვევაში დარწმუნებულები
არიან, რომ მათთან ქურდი ვერასოდეს შეაღწევს, ამიტომ თავი-
ანთი კარ-მიდამოს ხშირი შემოწმებით თავს არ იწუხებენ. არა-
და, დროთა განმავლობაში ყველაზე მაღალი მესერიც კი იშლე-
ბა და ყველაზე ბასრი სარიც ბლაგვდება. ჯაჰანი ანჯამებმოშ-
ლილ ხის პატარა კარს მიადგა და აღმოჩნდა სათავსოში, რომე-
ლიც ერთი შეხედვით (უფრო სწორად, ერთი შესუნთქვით) სა-
კუჭნაოს ჰგავდა. როცა სიბნელეს თვალი შეაჩვია, უფრო გაბე-
დული ნაბიჯებით დაიძრა ადგილიდან. თაფლითა და შავი ბადა-
გით სავსე ქოთნების, თხის ყველითა და კარაქით სავსე დერგე-
ბის, გამხმარი ბოსტნეულისა და ჩირის ასხმულების, ხორ-
ბლეულითა და თხილით სავსე კასრების დანახვისას უნებურად
ჩაეღიმა. წარმოიდგინა, რა დღეში ჩავარდებოდა ჩოტა, ეს ყვე-
ლაფერი რომ ენახა! გაახსენდა ის ღამე, როცა სულთნის ობსერ-
ვატორიაში გულის ფანცქალით შეიპარა. მაშინ ყველაფერი
სხვანაირად იყო: მისი ოსტატი ფეხზე იდგა და წარმატებით იღ-
წვოდა. ჩოტაც ცოცხალი იყო, თვითონ ჯაჰანი კი მიჯნური გახ-
ლდათ!
დერეფნის ნიშაში პატარა ლამპარი ბჟუტავდა. ჯაჰანმა ხელი
დაავლო და კიბეს აუყვა. ოთახი, რომელშიც მან და დაუდმა წინა
ღამით ივახშმეს, ამჯერად უფრო დიდი ეჩვენა, თითქოს რამდე-
ნიმე საათში გაზრდილიყო. ჯაჰანი წიგნის თაროებს მიუახლოვ-
და. თავადაც არ იცოდა, რას ეძებდა, მაგრამ დარწმუნებული
იყო: საპოვნელს იპოვიდა. გადაწყვიტა, ჯერ გრაგნილები დაეთ-
ვალიერებინა, რაც წინა დღეს ვერ მოახერხა. ერთ-ერთი გრაგ-
ნილი გახსნა და თვალი გადაავლო, თუმცა უჩვეულო ვერაფერი

582
აღმოაჩინა. შემდეგი ორი ნახაზის დათვალიერებას უფრო ნაკ-
ლები დრო მოანდომა: ერთი ბაზრის პროექტი იყო, მეორე კი -
ლაზარეთის. უცებ საიდანღაც ძლივს გასაგონი შრაშუნი გაისმა.
თითქოს ბნელში ფარვანა აფრთხიალებდა თავის მსუბუქ
ფრთებს. ჯაჰანი წელში გასწორდა, გაშეშდა და ყურები ცქვიტა,
მაგრამ ირგვლივ მხოლოდ წყვდიადი და მისი თანმხლები, დამ-
თრგუნველი სიმშვიდე მეფობდა. ჯაჰანმა მორიგი გრაგნილი
გახსნა. ამჯერად წერილი შერჩა ხელში. მყისვე იცნო ოსტატის
ხელწერა.
ჩემო ერთგულო შეგირდო, ჯაჰან!
დღეს მოგაკითხე, მაგრამ არ შემომიშვეს. უკვე მეორედ მიკ-
რძალავენ შენს ნახვას. დიდვეზირის ბრძანებააო, მიმტკიცებენ.
სხვა დროს შევეცდები, სულთანს ხმა მივაწვდინო და საგანგებო
ნებართვა სწორედ მისგან ავიღო. მანამდე კი ამ წერილს გიგ-
ზავნი. მინდა იცოდე, რომ შენთვის ვლოცულობ, შვილო. მინდა
გჯეროდეს, რომ სიხარული არ მეღირსება, სანამ ამ კედლებში
ხარ!
ჯაჰანს სუნთქვა შეეკრა. თურმე ოსტატი სატუსაღოში აკით-
ხავდა,მ მის ნახვას ცდილობდა და ვერ ახერხებდა! უცებ გაჩნდა
ბუნებრივი კითხვა: რატომ ვერ მიიღო ეს წერილი? რა ან ვინ აბ-
რკოლებდა ამ წერილებს? აკანკალებული ხელებით გახსნა
მეორე გრაგნილი და ამჯერად ქირქჩეშმეს აკვედუკების პროექ-
ტი იხილა. სწორედ აქ დატრიალდა რიგით მესამე უბედური შემ-
თხვევა. რვა მუშა დაკარგეს იმ დღეს. მათ შორის სალაჰადინიც.
ისევ იცნო ოსტატის ხელწერა. მისი მოოქროვილი კალმის ნატი-
ფი მონასმი.მ ისევ მოჰკრა თვალი სხვა მელნით გაკეთებულ
ჩასწორებებს, ზუსტად ისეთებს, როგორიც სულეიმანიეს მეჩე-
თის პროექტში იხილა პირველად. ჯაჰანმა ყურადღება დაძაბა

583
და მიხვდა, რომ ნახაზზე სწორედ ის ადგილები იყო მონიშნული,
სადაც უბედურება მოხდა.
მესამე გრაგნილს (მოლა ჩელების მეჩეთის პროექტს) რომ
ათვალიერებდა, ჯაჰანმა ერთი წვრილმანი შეამჩნია, რომელმაც
თავზარი დასცა. მანამდემ ყურადღებას, ძირითადად, ხარაჩოებ-
ზე ამახვილებდა, ახლა კი მიჰრაბის ზემოთ, ნახევარგუმბათის
ირგვლივაც ცხადლივ ხედავდა იდუმალ ნიშნებს. უცებ ამოუტი-
ვიტივდა გონებაში ერთი სცენა თავისი ცხოვრებიდან: სანჩა და
ჯაჰანი ბალახზე ჩამომსხდარან. გაფითრებული სანჩა წკრიალა
ხმით, წამღერებით ყვება თავისი დატყვევების ამბავს. მისი
გრძელი ჩრდილი ბალახზე გაწოლილა. შორიახლოს ორი კაცი
დაბორიალებს. ერთი მათგანი სალაჰადინის ძმას ჰგავს. რაღაც
ცუდად დაძრწიან...
მაშინ მან და სანჩამ ეს ხალხი სამშენებლო მასალების ქურ-
დებად მიიჩნიეს, მით უმეტეს, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. რა
არ მიჰქონდათ ქურდბაცაცებს?! ზოგჯერ დანაშაულის ჩადენის-
კენ სიღარიბე უბიძგებდათ, ზოგჯერ კი ხელმრუდობა, უბრა-
ლოდ, სიამოვნებას ჰგვრიდათ. ახლაღა მიხვდა ჯაჰანი, რომ იმ
კაცებს სულს სხვა რამ ედოთ გულში: მშენებლობის ჩაშლა
ჰქონდათ განზრახული! კარგა ხანს იყიალეს, მაგრამ სანჩასა და
ჯაჰანის წასვლას ვერ ეღირსნენ და ბრძანება ვერ შეასრულეს.
სამაგიეროდ, იმავე დღეს უბედური შემთხვევა სალოცავ დარ-
ბაზში მოხდა.
„ტყუილად ვფიქრობდი, რომ ოსტატი თავის ნახაზებში შეც-
დომებს მერე ასწორებდა. ვიღაცამ მანამდე მონიშნა უბედური
შემთხვევების ადგილები!“ დაასკვნა ჯაჰანმა, და აღშფოთებულს
გრაგნილი ხელიდან გაუვარდა. დაწყევლა თავისი მოუხერხებ-
ლობა, გრაგნილის ასაღებად ჩაიმუხლა და... უცებ ოთახში სამმა

584
წყვილმა ფეხმა შემოაბიჯა. მის წინ დაუდი იდგა. ღამის პერანგის
ამარა იყო, ორი მსახური ახლდა.
- ეს რა ხდება?! ქურდი მეგონა და მეგობარი შემრჩა ხელში! -
წამოიძახა გაკვირვებულმა.
ჯაჰანი აუჩქარებლად გაიმართა წელში. თავის გამართლება
არც კი უცდია.
- რას ეძებ? - ჰკითხა დაუდმა.
- მოლა ჩელების მეჩეთს, - უპასუხა ჯაჰანმა და შუბლზე ოფ-
ლმა დაასხა.
- ჩვენი ნამუშევრებიდან საუკეთესო ნამდვილად არ არის,
მაგრამ სილამაზით არ დაიწუნება, - თქვა დაუდმა და ჩაიღიმა.
თუმცა ღიმილმა მხოლოდ ერთი წამით გაიელვა მის ბაგეზე. რო-
ცა კვლავ ალაპარაკდა, ამჯერად მკვახე, უხეში ხმა ამოუვიდა პი-
რიდან.
- ეს ნახაზები კარგა ხნის წინ უნდა გამენადგურებინა, მაგრამ
ვერ გავიმეტე. ისინი ძველ დროს, ჩვენს საუკეთესო წლებს მა-
გონებენ. როგორც ვხედავ, შეცდომა დავუშვი. აი, რა ფასად და-
მიჯდა ჩემი გულჩვილობა!
ჯაჰანმა მზერა მსახურებისკენ გააპარა. სანთლების შუქზე
ორივეს თვალები უელავდა. ჯაჰანმა ერთ-ერთი მათგანი იცნო
და შიშმა მყისვე გაუყარა მუცელში თავისი ბასრი ეკალი. ეს ის
ყრუ-მუნჯი იყო, რამდენიმე დღის წინ მთავარი თეთრი საჭური-
სის ეტლში რომ უკრა თავი! ოღონდ ამ მოგონებას დამაჯერებ-
ლობა აკლდა, თითქოს ყველაფერი ოდესღაც, სხვა ცხოვრებაში
მომხდარიყო.
- სწრაფი ცხენიც შემოგთავაზე და უსაფრთხო სამალავიც. რა-
ტომ დაბრუნდი? - ჰკითხა დაუდმა.

585
- დიახ, შემომთავაზე! - მკვახედ მიუგო ჯაჰანმა. - მაგრამ ახ-
ლა უკვე მგონია, რომ სხვა სურვილი გამოძრავებდა: თავიდან
მიცილებდი!
- იყავი მადლიერი! მხოლოდ შაითანს აკლია მადლიერება! -
გააწყვეტინა დაუდმა.
- ერთი რამ ვერ გამიგია: რატომ შემომთავაზე ათისთავობა?
რისთვის გჭირდებოდა ეს მსახიობობა? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- ალაჰია მოწმე, რომ ეს ჩემი წრფელი სურვილი იყო, - უპასუ-
ხა დაუდმა, - თავიდან მართლაც მეგონა, რომ ერთად ვიმუშა-
ვებდით, მაგრამ შენ ყველაფერი არად ჩააგდე. ოსტატის ანდერ-
ძის შესახებ ძალიან ბევრი კითხვა გაგიჩნდა. რატომ ვერ ისვე-
ნებ, რატომ ვერ კმაყოფილდები იმით, რაც გაქვს?
დაუდმა ფანჯარაში გაიხედა და სადღაც შორს, ერთ წერტილს
მიაშტერდა. წვიმას ფანჯრის მინებზე გაგულისებული იერიშები
მიჰქონდა.
- ყოველთვის ასეთი იყავი... - ჩაიბუტბუტა დაუდმა დაღლი-
ლი, გაწბილებული ხმით, - შენდა ჭირად, ძალიან ცნობისმოყვა-
რე ხარ.
- ესე იგი, შენ და მთავარი თეთრი საჭურისი თანამზრახველე-
ბი ხართ, არა?
- თანამზრახველები? - გაიმეორა დაუდმა. - რაებს ამბობ?!
- შენ რა სიტყვას გამოიყენებდი? - ჩაეძია ჯაჰანი.
დდაუდმა შეკითხვას წაუყრუა და განაგრძო:
- მე ადრეც ვუთხარი ქამილ აღას, რომ იმ ცოდვის ბუდეში შე-
ნი წაყვანა ვერაფერი ჭკუა იყო. არ დამიჯერა, ეგონა, კახპებითა
და ჰაშიშით მოგიქონავდა თავს. ეგ საქმე ჩემთვის რომ მოენდო,
უბედურება არ დატრიალდებოდა!

586
დაუდი გაჩუმდა და ჯაჰანს ისე მიაჩერდა, თითქოს ნუგეშს
სთხოვდა.
- ოსტატი ყოველთვის წუხდა, ნახაზები მეკარგებაო. სინამ-
დვილეში კი არ კარგავდა, შენ პარავდი! - მიახალა ჯაჰანმა. - ის
უბედური შემთხვევებიც შენ დაგეგმე! აბა, გაიხსენე სალაჰადი-
ნის ძმა. ეს ბიჭი შენს სამსახურში იდგა. დღემდე არ იცის, რომ
ძმა შენ მოუკალი! კიდევ რამდენი ადამიანი მოატყუე? როგორ
იკადრე ეს ყველაფერი?!
ერთხანს სიჩუმე იყო. შემდეგ დაუდი მსახურებს მიუბრუნდა
და უბრძანა, გარეთდ დალოდებოდნენ. ორივე მსახური ყრუ--
მუნჯი იყო (ჯაჰანს ამაში ეჭვი არ ეპარებოდა), მაგრამ ისე იყვნენ
გამოწვრთნილები, რომ საუბრის შინაარსის გამოცნობა ტუჩე-
ბის მოძრაობით შეეძლოთ, ამიტომ ბრძანება იმწამსვე შეასრუ-
ლეს.
დარჩნენ ორნი ერთმანეთის პირისპირ. როგორც კი მსახუ-
რებმა სანთლები თან წაიღეს, ოთახში თითქოს უფრო აცივდა და
ჩამობნელდა. სინათლის ერთადერთი წყარო ახლა ის პატარა
მბჟუტავი ლამპარი იყო, ჯაჰანმა რომ ქვემოდან ამოიტანა. პირი
დამდუღრულივით უშრებოდა, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია:
- შენ არ იყავი, აია სოფიას შეკეთების დროს უბნის მცხოვ-
რებლებთან პირი რომ შეკარი და საქმე უკუღმა წაიყვანე? მაინც
რა უთხარი იმ ხალხს?!
- სიმართლე ვუთხარი! - დაუდმა ეს სიტყვები ნაპერწკლები-
ვით ამოტყორცნა პირიდან. - ავუხსენი, რატომაც აგდებდნენ
სახლებიდან: ვუთხარი, რომ სულთანს და მის მორჩილ ტიკი-
ნებს ურჯულოთა ტაძრით ტკბობა მოენატრათ! დ
დაუდი წამით დადუმდა. ჩანდა, რომ მთელი ძალით მოაწყდა
იმდროინდელი მოგონებები.

587
- შენ და ნიკოლა ძალიან მიამიტები იყავით. ის ორი ბავშვიც
მე მოვქრთამე. მმე დავარიგე, თავიანთ ქოხში ძალით შეეყვა-
ნეთ და ავადმყოფი მამა და კნუტები ეჩვენებინათ თქვენთვის.
კარგად ვიცოდი, რომ გული აგიჩუყდებოდათ.
- ისიც იცოდი, რომ ოსტატს გავუბრაზდებოდით, - გააწყვეტი-
ნა ჯაჰანმა, - შენ ოსტატს უმუხთლე!
დაუდმა თვალი გაუსწორა. ახლა მის მზერაში წრფელი გუ-
ლისტკივილი გამოსჭვიოდა.
- მსგავსი არაფერი გამიკეთებია...
- ყველაფერი იღონე, რომ ოსტატისთვის ზიანი მიგეყენებინა.
განა ეს ორგულობა არ არის? - შეუტია ჯაჰანმა.
- არა, - მშვიდად უპასუხა დაუდმა, - არ არის.
ჯაჰანს ხმა აუკანკალდა, მაგრამ თავს მოერია და ჰკითხა:
- თუ გახსოვს, რომში ყოფნისას ერთი ტილო ვნახეთ. მოღა-
ლატედ ქცეული მოციქულის პორტრეტი იყო. ნუთუ იმ კაცში შე-
ნი თავი ვერ დაინახე?
- მახსოვს ის ტილო, - თქვა დაუდმა,მ- მაგრამ არც მე ვარ მო-
ციქული და არც ჩვენი ოსტატი იყო იესო ქრისტე!
- ტომაზოზე რას იტყვი? - არ ცხრებოდა ჯაჰანი. - იტა-
ლიელებს ჩვენი ოსტატის ნახაზების ხელში ჩაგდება მართლა
უნდოდათ თუ ეს ყველაფერი შენი ხრიკები იყო?
- ტომაზოსთან დაკავშირებით არ შემცდარხარ. ხარბი კაცი
აღმოჩნდა. მაგრამ მეტისმეტად პატარა, უმნიშვნელო კაცი. ცო-
ტა ხანს ჩემი მიზნებისთვის ვიყენებდი, შემდგომში კი ამის საჭი-
როება აღარ იყო, - უპასუხა დაუდმა.
ამ წუთამდე ჯაჰანი დაუდის სახეზე ხედავდა სხვადასხვა გან-
ცდის ნაზავს: რისხვას, მწუხარებას, გულისწყრომას... მხოლოდ
ერთი რამ არსად ჩანდა - სინანული.

588
- ნუთუ სინდისის ქენჯნას ვერ გრძნობ? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- რატომ უნდა ვიგრძნო? შენ გინდა გჯეროდეს, რომ მე უღირ-
სი კაცი და შაითანის დამქაში ვარ, - დაუდს ხმა ჩაუწყდა, მაგრამ
ცოტა ხანში კვლავ რიხიანად განაგრძო:
- მართალია, ოსტატს ვატყუებდი. თავს ვიკატუნებდი, ვითომ
მშობლიურ სოფელში ოჯახი მყავდა დატოვებული. ვითომ წერი-
ლებს ვწერდი და საჩუქრებს ვუგზავნიდი.მ მე კი ამ ყველაფერს
თვალის ასახვევად ვამბობდი.
- არ მესმის...
დდაუდმა უსიხარულოდ ჩაიცინა.
- სინამდვილეში არავინ მყავს. ყველა ამომიხოცეს. ეს შენმა
სასიქადულო სულთანმა ჩაიდინა!
- რომელმა? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- რა მნიშვნელობა აქვს?! - მოუთმენლად აუქნია ხელი დაუდ-
მა, - ყველანი ერთნაირები არ არიან? სულეიმანი, სელიმი, მუ-
რადი.მ მამა, შვილი თუ შვილიშვილი! განა მთელი ცხოვრება
იმას არ აკეთებდნენ, რაც მათ წინაპრებს უკეთებიათ?
- ვწუხვარ. ეს რა გადაგხდენიათ... - ჩაილაპარაკა ჯაჰანმა.
- სულთან სულეიმანის დროს გადაგვხდა! - დააზუსტა დაუდ-
მა. - იმ წელს ისევ ცუდი მოსავალი გვქონდა და გადასახადი ვერ
ავკრიფეთ. ჩვენ შიიტები არ ვიყავით, მაგრამ ბევრი ამბობდა,
როგორც კი დაზამთრდება, ავიბარგოთ და ირანის შაჰს ვეახ-
ლოთ, ჩვენთვის ასე აჯობებსო. „იქ უკეთესია, ვიდრე აქ“! ამბობ-
დნენ თავიანთ ლექსებში ჩვენი პოეტები. „იქ უკეთესია, ვიდრე
აქ!“ ღიღინებდნენ ჩვენი ქალები. ჰოდა, თქვენმა სულთანმაც
ჭკუა გვასწავლა. ნამდვილად მოახერხა ამის გაკეთება. მაშინ
ათი წლის ვიყავი...

589
ამასობაში ძლიერი წვიმა მსუბუქმა ჟინჟღლმა შეცვალა. ჯა-
ჰანს სულ ახლოდან ჩაესმა თევზსაჭერი ნავის დგაფუნი.
დაუდმა კი განაგრძო:
- ბევრს წააცალეს მაშინ თავი. სამი დღით წამოაცვეს მათი
მოკვეთილი თავები შუბისწვერებზე. ისევ აჯანყდა ხალხი. ისე
დასაჯეს ადამიანები სიკვდილით და მათი გვამები ერთი კვირა
ქანაობდა ქარში. დღემდე მესიზმრებიან ისინი. ამას დიდი აჯან-
ყება მოჰყვა. მთელი სოფელი ფეხზე დადგა.
- შენ როგორღა გადარჩი? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- დედაჩემმა საკუჭნაოში ჩამკეტა და მთელი დღე იქ მაყურყუ-
ტა. შიში იმდენად არ მტანჯავდა, როგორც შიმშილი. რა სულე-
ლი ვიყავი! რომ გამოვედი, უკვე დაღამებული იყო. გვამებს
მთვარე ანათებდა. ჩემი ძმები, ბიძები, დედაჩემი - ყველა იქ
იყო...
- რატომ არ უამბე ეს ყველაფერი ოსტატს? დაგეხმარებოდა! -
კარგა ხნის დუმილი დაარღვია ჯაჰანმა.
- კარგი, ერთი! - წამოიძახა დაუდმა და ქედმაღლური ზიზღით
გადმოხედა. - როგორ უნდა დამხმარებოდა? იესოსავით
მკვდრებს ხომ ვერ გააცოცხლებდა?!
- შვილივით უყვარდი... - ჩაილაპარაკა ჯაჰანმა.
- მეც მამასავით მიყვარდა, მაგრამ ვერაფერი მამობა გამი-
წია. დიდი აღმშენებელი იყო, მაგრამ მხდალი კაცი აღმოჩნდა.
არც ბოროტების წინააღმდეგ დაუძრავს ოდესმე სიტყვა და არც
უსამართლობას აღუშფოთებია. მაშინაც კი, როცა ციხეში ლპე-
ბოდი, თითი არ გაუნძრევია შენს დასახმარებლად!
- შეიბრალე, განა რა შეეძლო? ეს ხომ მის ძალებს აღემატე-
ბოდა!

590
- დიახაც შეეძლო სულთნისთვის ეთქვა: მბრძანებელო, ან
გამოუშვი ჩემი შეგირდი, ან მშენებლობაზე ხელს ავიღებო!
- ხომ არ შეიშალე?! სიკვდილით დასჯიდნენ! - აღშფოთდა ჯა-
ჰანი.
- ჰოდა, ღირსეულად მოკვდებოდა, - მოუჭრა დაუდმა, - ის კი
რას აკეთებდა? საცოდავ წერილებს გწერდა!
- ესე იგი, იცოდი, რომ მწერდა, არა? - ჩაილაპარაკა ნირწამ-
ხდარმა ჯაჰანმა, - ოსტატი ბოლომდე გენდო. ალბათ დაარწმუ-
ნე, რომ ამ წერილებს ციხეში მოხერხებულად შეაგზავნიდი, მაგ-
რამ სინამდვილეში არაფერიც არ გააკეთე, რადგან ძალიან გინ-
დოდა, რომ ოსტატზე გავნაწყენებულიყავი.
დაუდმა მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს ჯაჰანის შენიშვნა სრუ-
ლიად უადგილო იყო.
- ამ კაცს შენების მეტი არაფერი აინტერესებდა. მეჩეთს მე-
ჩეთზე აგებდა, მაგრამ ვის უნდა ელოცა ამ მეჩეთებში? დავრდო-
მილებსა და ღატაკებს? აი, სწორედ ეს არ ადარდებდა. მუშაობა,
მუშაობა და მუშაობა. წლიდან წლამდე - სხვა არაფერი! ახლა
სახსრებიც ვიკითხოთ. საიდან მოდიოდა ისინი? საიდან და ომე-
ბიდან! ომი და ხოცვა-ჟლეტა იყო შემოსავლის ერთადერთი წყა-
რო! გეკითხები, წუხდა თუ არა ამის გამო ოსტატი სინანი? არა
და არა!
- ცდები!
- ყველა დიდებული მეჩეთი მორიგი დამპყრობლური ომიდან
მიღებული შემოსავლებით შენდებოდა. სანამ ბრძოლის ველამ-
დე მიაღწევდა, გზად მთელ სოფლებს მიწასთან ასწორებდა ოს-
მალთა ჯარი. მუსრი გაავლეს ჩემს თანამემამულეებს, მაგრამა
ამ უბედურებებისთვის ჩვენს ოსტატს არ სცხელოდა, ყველაფერ-
ზე თვალებს ხუჭავდა, არ უნდოდა იმის აღიარება, რომ სის-

591
ხლისღვრის გარეშე თანხას ვერსაიდან მოიძიებდი, თანხის გა-
რეშეე კი დედაქალაქში აგურს აგურზე ვერ დადებდი!
- კმარა!
დაუდი უცებ ფრთხილ ჩურჩულზე გადავიდა, თითქოს ჭირვე-
ულ ბავშვს აშოშმინებდა:
- აბა, რა გითხრა... გადამთიელი ხარ და არაფერი გაგეგება.
ჯაჰანმა მხრები უღონოდ ჩამოუშვა, თავი ჩაქინდრა და
მოულოდნელად აღიარა:
- შენ ერთადერთი კაცი არა ხარ, ვინც ზღაპრებს თხზავდა.მ მე
რომ მიყურებ, ჰინდოსტანი თვალით არ მინახავს. შაჰის ხელს
არასოდეს ვმთხვევივარ. ეს ყველაფერი სიცრუე იყო!
დაუდი ყურადღებით დააკვირდა და ჰკითხა:
- ოსტატმა თუ იცოდა ეს?
- მგონი, იცოდა, მაგრამ მიფრთხილდებოდა და დუმდა, - უპა-
სუხა ჯაჰანმა.
- მაშ, ის სპილო საიდან მოვიდა?
- ბედის ამბავია. ზენაარმა შეგვყარა მე და ჩოტა.
- ერთი რამ კი გვქონია საერთო. თუმცა შენ მაინც სხვა კაცი
ხარ.
დაუდი წამით დადუმდა და განაგრძო:
- ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ადა-
მიანებს ორ ჯგუფად ვყოფ: ერთნი ბედნიერებას მიელტვიან,
მეორენი - სამართლიანობას. შენ ბედნიერ ცხოვრებას ესწრა-
ფოდი, მე კი ადალეტს.89 ამიტომ ჩვენი მორიგება არ იქნება!
ჯაჰანი კარისკენ გაექანა.

89 სამართალი, კანონიერება (თურქ.)

592
- საით გაგიწევია? - მიაძახა დაუდმა.
- არ მინდა შენს სიახლოვეს ყოფნა, -უუპასუხა ჯაჰანმა.
- გონს მოდი, აბა, სად უნდა გაგიშვა?! - შეუტია დაუდმა.
აქამდე ჯაჰანს აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს კაცი რამეს
დაუშავებდა. დაუდი თითქოს მიხვდა ამას და ვითარების სწო-
რად გააზრებაში დაეხმარა:
- მეტისმეტად ბევრი რამ იცი!
ჯაჰანი კარს ეცა, მაგრამ ორმა მსახურმა გზა გადაუღობა და
კვლავ ოთახში შეაბრუნა.
- უთხარი ამ შენს ძაღლებს, თავი დამანებონ! - მიუბრუნდა
მასპინძელს.
- სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. მშვიდობით, ინდოელო! -
ჩაილაპარაკა დაუდმა და კარისკენ დაიძრა.
სახტად დარჩენილმა ჯაჰანმა კარგა ხანს ვერ მოიფიქრა, რა
უნდა ეღონა.
- მიშველეთ! მიშველეთ! - აყვირდა ბოლოს რაც ძალი და ღო-
ნე ჰქონდა, რადგან ამ სახლში უამრავი სხვა ადამიანი ეგულე-
ბოდა: დაუდის შვილები, ცოლები, ხარჭები... და ახლა იმედი
ჰქონდა, რომ რომელიმე მათგანი გამოეხმაურებოდა. ამ დროს
ერთ-ერთმა მსახურმა ხელი ჰკრა და წააქცია. ჯაჰანმა ლოცვის
წარმოთქმა სცადა, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. სხვა
აღარაფერი დარჩენოდა: ღრმად ჩაისუნთქა და სიკვდილისთვის
მოემზადა, რადგან ეჭვი წამითაც არ შეჰპარვია, რომ მოგუდავ-
დნენ. ამ დროს გარედან ჩიტის გალობა შემოესმა. უკვე თენდე-
ბოდა. მოგუდვას კი გადარჩა, მაგრამ მსახურებმა კეფაში რაღაც
მძიმე საგანი ჩასცხეს და ისეთი ბრაგვანი მოადინა, იატაკი ლა-
მის ჩაიზნიქა მისი სიმძიმისგან. ჩიტის გალობა იყო ერთადერთი
ხმა, რომელიც ჩაესმა, სანამ თვალთ დაუბნელდებოდა. თავზე

593
რაღაც ფარჩის მაგვარი, მძიმე და ხისტი ქსოვილი ჰქონდა შე-
მოხვეული.ა ამის გამო სუნთქვა უჭირდა და ირგვლივ ვერაფერს
ხედავდა. სცადა მოეშორებინა, მაგრამ ხელ-ფეხგაკოჭილმა ვე-
რაფერი მოახერხა. თავიდან თითქოს ქსოვილის ნაჩვრეტებში
ხედავდა ყველაფერს, თუმცა ძალიან ბუნდოვნად. მაგრამ თან-
დათან მიხვდა, რომ არავითარი ქსოვილი არ არსებობდა, უბრა-
ლოდ, მხედველობამ უმტყუნა. შეშუპებულ მარჯვენა თვალს სა-
ერთოდ ვერ ახელდა. მარცხენას კი დაფეთებული ახამხამებდა
და ცდილობდა გარკვეულიყო, სად იმყოფებოდა. პირში სის-
ხლის გემოს გრძნობდა. როგორც ჩანს, ხელჩართული ჩხუბის
დროს ენაზე ეკბინა. ხელჩართული ჩხუბი კი ნამდვილად იყო.
ჯაჰანს (უფრო სწორად, მის სხეულს) ეს გარკვევით ახსოვდა. კი-
დურები შეშუპებოდა, ხელის სახსრები დაზიანებული ჰქონდა,
თავი უსკდებოდა, ყველაზე ძლიერ ტკივილს კი მარჯვენა ფეხში
გრძნობდა. ღაწვიც ეწვოდა, მაგრამ მიზეზი მხოლოდ მოგვიანე-
ბით შეიტყო. გაახსენდა, როგორ გავიდა ოთახიდან დაუდი, რო-
გორ შეატოვა თავის მცველებს და როგორ გაშეშდა ყველაფერი.
შემდეგ ეტლში ამოყო თავი. ცხენები ისრის სისწრაფით მიჰ-
ქროდნენ. ყრუ-მუნჯები, რომლებიც ჯაჰანს გვერდით ესხდნენ,
არ ელოდნენ, რომ ასე მალე მოვიდოდა გონს. კვლავ დაუშინეს
მუშტები. ჯაჰანმა ხელი შეუბრუნა, გამწარებულმა გააღო კარი,
გაქანებული ეტლიდან ისკუპა, ფეხი გადაუბრუნდა და არხში ჩა-
ვარდა. ისევ დაადგნენ თავზე ყრუ-მუნჯები. ისევ ჩამოწვა გაუვა-
ლი წყვდიადი.
ჯაჰანმა დახშული, მქისე ჰაერი შეისუნთქა და მკერდში აუტა-
ნელი ტკივილი იგრძნო. ხელი აამოძრავა, თითებით რაღაც
მყარ ზედაპირს შეეხო და საბოლოოდ დარწმუნდა, რასაც აქამ-
დე მხოლოდ ეჭვობდა: უცნობი ქოხის სოხანეზე იწვა, ხელფეხგა-

594
ბაწრული. საიდანღაც უცნაური შრიალი ჩაესმოდა და ეს ხმა რა-
ტომღაც სმენას უტკბობდა. მერე საბოლოოდ მიიბნიდა და კარგა
ხანს ცნობამიხდილი იწვა. გონს რომ მოეგო, ისე შესცივდა,
კბილს კბილზე აცემინებდა. ვერ გარკვეულიყო, მეორე თვალიც
დაეხუჭა თუ უკვე დაღამებულიყო. ცხოვრებაში პირველად ჩაის-
ველა, და ახლა სიმყრალეზე მეტად სირცხვილი აწუხებდა. თუმ-
ცა ეგ კიდევ არაფერი იყო. შიმშილის ატანა შეეძლო, მაგრამ
წყურვილი სრულიად გაუსაძლისი აღმოჩნდა. ულმობლად ჩაჰ-
ფრენოდა სხეულში და ისე ჯიჯგნიდა, როგორც წალდი ჯიჯგნის
კუნძის დაძარღვულ სხეულს. ტუჩებს ისე გამალებით ილოკავ-
და, თითქოს ნუგბარი რამ მოართვეს და იმას აგემოვნებსო. ამ
აზრმა სიცილი მოჰგვარა, მაგრამ უცებ შიშმა შეიპყრო, ხომ არ
შევიშალეო. შხუილი, რომელიც საიდანღაც გამუდმებით ესმო-
და, ზღვის ხმაური აღმოჩნდა. ამ აღმოჩენამ ერთდროულად კი-
დეც დაამშვიდა და კიდეც დააფრთხო. დაამშვიდა იმიტომ, რომ
ზღვა ყოველთვის უყვარდა. გარდა ამისა, ზღვის სიახლოვე თა-
ვისთავად მოასწავებდა სტამბოლთან სიახლოვეს. შიში კი იმით
იყო გამოწვეული, რომ თევზების საკბილოდ ბოსფორში გადაგ-
დებული ხარჭები გაახსენდა.
- მიშველეთ! - დაიძახა რამდენჯერმე.
არავინ გამოეხმაურა. ჩოტა რომ აქ ყოფილიყო, ალბათ მას
უამბობდა, რა უცნაური გრძნობა ეუფლება ადამიანს, რომელიც
ამ ხალხით გაძეძგილ, ხმაურიან ქალაქში უპატრონოდ კვდება.
კარგა ხანი დაჰყო ამ ყოფაში. ხან მორჩილად მიჰყვებოდა ბუ-
რანს, ხანაც გონს მოდიოდა. დრო კი ნელა მიიზლაზნებოდა.
ტკივილით გათანგული ჯაჰანი ზოგჯერ თვლემას ეძლეოდა, მაგ-
რამ მალევე დაფეთებული იღვიძებდა, თითქოს მის სულს არ
სურდა მარცხის აღიარება. ამ სულს მთლიანად დაეპატრონა ან-

595
გარიშმიუცემელი, მოუთოკავი რისხვა. ნუთუ სინანის შეგირდი
მწვერვალისკენ იმიტომ მიიწევდა, რომ ბოლოს ასეთი უღირსი
დასასრული რგებოდა? მიუხედავად იმისა, რომ ასე ცუდად და-
შორდნენ ერთმანეთს, მაინც ვერასგზით დაეჯერებინა, რომ
დაუდი სიკვდილისთვის ასე იოლად გაიმეტებდა. მაგრამ არც
დაუდი გამოჩენილა და არც მისი ხელქვეითები. ჯაჰანი ვერ
ხვდებოდა, რიჟრაჟი იყო თუ მზე ჩადიოდა. არც ის ახსოვდა, რა
დრო გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ძალით შემოათრიეს. ნ„ნეტავ
რამდენ ხანს ძლებს ადამიანს უწყლოდ?“ გაუელვა ფიქრმა. გა-
ახსენდა სადღაც ამოკითხული ცნობა იმის შესახებ, რომ სპი-
ლოები უწყლოდ ოთხი დღე ძლებენ, მაგრამ იმედი არ ჰქონდა,
რომ ადამიანს ამ მხრივ მეტი შესაძლებლობა გააჩნდა. დრო-
დადრო მიჰრიმაჰი ესიზმრებოდა. ისევ ცამეტი წლის გოგონა
იყო. იჯდა ცხრატყავას ძირში და არხეინად კისკისებდა. მის სხე-
ულს ჯერ არავინ შეჰხებოდა, მისი სახე ჯერაც არ დაეჩრდილა
კაეშანს, სული კი ჯერაც არ შეერყვნა პატივმოყვარეობას. ისევ
ის მხიარული გოგონა იყო, სასახლის ბაღში რომ გაიცნო ოდეს-
ღაც.
- წამოდი, წამოდი! - ჩასჩურჩულებდა ჯაჰანს და შორიდან
ხელს უწვდიდა.
ჯაჰანი დაიძრა კიდეც ბაღისკენ, სადაც სულთნის ასული
ელოდა, მაგრამ შუა გზაზე მისი ყურადღება რაღაცამ მიიქცია.
საიდანღაც ხმაური აღწევდა. ნაბიჯების ხმა იყო. ვიღაც ქოხში
შემოღწევას ცდილობდა, მაგრამ არა კარიდან, არამედ ფანჯრი-
დან. გაისმა ტკაცუნი, თითქოს ხის ზედაპირს რკინის ხელსაწყო-
ებს უშენდნენ. ფანჯარა გაიღო და ოთახში ბზრიალით შემოიჭრა
სუსხიანი, გამჭოლი ქარი.
- ცარიელია. წამოდი! - დაიძახა უცნობმა.

596
უცებ ვიღაცამ იატაკზე ბრაგვანი მოადინა. უცნობი მამაკაცი
იყო. მას მეორე მოჰყვა. ორივე დაუპატიჟებელმა სტუმარმა ფე-
ხაკრეფით დაიარა ქოხი, მაგრამ ჯაჰანი არ შეუმჩნევიათ. ლამ-
პარი, რომელიც ერთ-ერთ მათგანს ხელში ეჭირა, მხოლოდ
ერთ წერტილს ანათებდა.
- სკივრი მოძებნე, სადმე აქ იქნება.
- რა სუნია?!
- რა ვიცი, ალბათ მკვდარი ვირთხა აგდია სადმე.
- დარწმუნებული ხარ, რომ ამ სოროში სახეიროს ვიპოვით
რამეს?
- რამდენჯერ უნდა გითხრა?! ჩემი თვალით ვნახე, რომ ორმა
ოყლაყმა ამ ქოხში რაღაც ტვირთი შემოათრია!
- ნეტა ფხიზელი თუ იყავი იმ დროს?
- ვიცი, რასაც ვამბობ, რეგვენო! აქ საიდუმლო რაღაც ინახე-
ბა.
„ქურდები არიან!“ გაიფიქრა ჯაჰანმა და ტანში გასცრა. „და-
ვიღუპე, თუ მიპოვეს, ამკუწავენ! თუმცა დასაკარგი არაფერი
მაქვს, მაინც ვკვდები,“ დაასკვნა ბოლოს და ძლივს გასაგონად
ამოიხავლა.
- ვაიმე, ეს რა იყო?! - წამოიძახა ახლად მოსულთაგან ერთ--
ერთმა.
ჯაჰანს ისევ აღმოხდა ხრინწიანი გმინვა.
- ვინ ხარ მანდ?! - შესძახეს დაფეთებულმა ქურდებმა.
ჯაჰანს ენა რომ არ ამოედგა, ალბათ გულიაბანი90 ეგონებო-
დათ და სასწრაფოდ მოქუსლავდნენ იქიდან, მაგრამ ამჯერად
ხმა ამოიღო და შეევედრა:

90 ავსული (თურქ.)
597
- მიშველეთ, მიშველეთ!..
ბევრი ძებნა არ დასჭირვებიათ. იქვე, ყუთებსა და ტომრებში
იპოვეს, ბედს დამორჩილებული, ნახევრად გონმიხდილი და
აკანკალებული. ერთ-ერთმა ქურდმა მხრებში ხელი წაავლო და
თუთის ხესავით შეანჯღრია.
- რას აკეთებ?! ვერ ხედავ, ისედაც ნაბეგვია ეს უბედური! -
შეუტია მეორემ.
- მინდა გამოვაფხიზლო! - უპასუხა პირველმა.
- თავი დაანებე, ეყოფა, რაც მოხვდა!
- აჰა, გყავდეს, რაც გინდა, ის უქენი!
- გაიქეცი, წყალი მოიტანე ახლავე!
ცოტა ხანში სათლით ზღვის წყალი მოარბენინეს და ჯაჰანს
თავზე გადაასხეს. მარილმა ჭრილობებით დასერილი, დაკაწრუ-
ლი კანი სასტიკად აუწვა და ლამის ძვლებში გაატანა. ჯაჰანი აკ-
ვნესდა. სწორედ ამ დროს გაისმა კიდევ ერთი ადამიანის უხეში,
საოცრად ნაცნობი ხმა.
- ჰეი! რა ხდება მანდ?!
- კაცი ვიპოვეთ. კარგა გვარიანად არის გალახული, - უპასუ-
ხეს ამხანაგებმა.
ნაბიჯის ხმა ახლა უფრო ახლოდან გაისმა.
- თქვე ლენჩებო, ვერ ხედავთ, რომ წყურვილით კვდება?! ვი-
ღაცას ჩვარივით გაუგდია ფეხქვეშ, თქვენ კი რას აკეთებთ, ჭრი-
ლობებზე ზღვის წყალს ასხამთ?! მოშორდით აქაურობას, თქვე
უმაქნისებო!
ჯაჰანმა მათარის თავსახურის ტკაცუნი გაიგონა. უცნობმა
ცხვირსახოცი მტკნარი წყლით დაასველა და ტუჩებზე მიადო.
- ცოტაც!.. - წაიჩურჩულა ჯაჰანმა და ქსოვილიდან წყალი
ხარბად შეისრუტა.

598
- მოიცა, ძმაო, ნუ ჩქარობ! - გააწყვეტინა უცნობმა და ამფსო-
ნების დახმარებით მისი მოწესრიგება დაიწყო. დიდხანს უწმენ-
დდნენ სახეს. ერთი სული ჰქონდათ, ამ უბედურ ვარსკვლავზე
დაბადებული კაცისთვის სისხლის, ტალახისა და ჭვარტლის სქე-
ლი ფენა მოეცილებინათ და მისი ნამდვილი სახე ენახათ.
ჯაჰანს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ყოველი სიტყვა, ყოვე-
ლი ამოსუნთქვა ტკივილს აყენებდა, ამიტომ ხმა ვერ ამოიღო და
თავი უმწეოდ ჩაქინდრა.
- ღმერთო დიდებულო! ლამპარი მოიტანეთ, ჩქარა! - იბღავ-
ლა ახლად შემოსწრებულმა უცნობმა. - ზეცა რატომ არ დამემ-
ხობა თავზე! ეს ხომ ჯაჰანია! ნეტავ როდის ისწავლის ეს კაცი
ჭკუას! ხან გაყინულ წყალში აგდია, ხან - ვირის აბანოში, ახლა
აგერ, ამ საღორეში გამომეცხადა! სულ შარში როგორ უნდა გა-
ეხვიოს ადამიანი?!
- ბა...ლა...ბან... - წაიბუტბუტა ჯაჰანმა ენის ბორძიკით.
- ჰო, მე გახლავარ!
ჯაჰანს სიცილი წასკდა. საზარელი ხმა იყო, შეშლილი კაცის
ხითხითს ჰგავდა.
- ხომ ხედავ, ბელადო, ვერ არის სრულ ჭკუაზე... - თქვა ერთ--
ერთმა ბოშამ.
- რაღა ეშველება ამ უბედურს?! - ჩაილაპარაკა მეორემ.
ბალაბანმა თავი გააქნია.
- გაჩუმდით! ამას რომ უყურებთ, სპილოსავით ამტანია. აი,
ნახავთ, მოსულიერდება! - თქვა მშვიდად, ჯაჰანს გაკოჭილი
ხელ-ფეხი გაუთავისუფლა და წამოჯდომაში მიეშველა. და-
მოუკიდებლად სიარული ჯერ კიდევ არ შეეძლო. დალილავებუ-
ლი მარჯვენა ფეხი რუმბივით გასივებოდა. ბოშებმა იღლიებში
ხელები ამოსდეს და გარეთ გაიყვანეს. სუსხიანმა ქარმა ნაჭრი-

599
ლობევი სახე შუშის ნამსხვრევებივით დაუჩხვლიტა, მაგრამ
აღარაფერს დაეძებდა, მთავარი ის იყო, რომ კიდევ ერთ განსაც-
დელს გადაურჩა. ეს უკვე მერამდენედ დაეშვა ფსკერზე, მერამ-
დენედ მიუახლოვდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს, ბოშის ხელ-
მა კი კვლავ მერამდენედ მოაბრუნა უკან!
ჯაჰანზე ზრუნვა ბალაბანის ცოლმა იკისრა. ჭრილობებზე
ცხელ საფენებს და მტრედის სკორეს ადებდა, დდილა-საღამოს
ძალით ასხამდა პირში რაღაც ნახარშს, რომელსაც ჟანგის ფერი
და არანაკლებ შემზარავი გემო დაჰკრავდა. ჯაჰანს დასერილი
ღაწვიდან კუნთის ყოველ გატოკებაზე სისხლი სდიოდა. ბოშა
ქალმა გამოაცხადა, რომ ჭრილობა გასაკერი იყო. არც აცია,
არც აცხელა და ეს საქმე თვითონ იკისრა. ყოჩაღად მუშაობდა,
ხელი არც ერთხელ არ აჰკანკალებია, თუმცა ავადმყოფს კივი-
ლით ცა ძირს ჩამოჰქონდა და წიხლებს იქნევდა. როცა მორჩა,
ჯაჰანს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
- ახლა ნახე, როგორ დაგესევიან მთელი ქვეყნის ტურფები.
ხომ იცი, ქალებს უყვართ ბრძოლის ველზე დაჭრილი მამაკაცე-
ბი!
- მე ომში არ ვყოფილვარ... - მისუსტებული ხმით შეედევა ჯა-
ჰანი.
- მაგას ვინ გაიგებს?! მწიფე ქლიავივით დაცვივდებიან შენს
ფეხებთან. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე! - თქვა ბოშა ქალმა, ხელ-
ზე დაიფურთხა და სველი ხელისგული კედელს მიარტყა.
- აი, შენი ფეხი კი ძალიან არ მომწონს. ჯარა-ექიმს უკვე ვუხ-
მეთ და ის მოგხედავს.
- ეგ ვინღაა? - იკითხა ჯაჰანმა.
- ნახავ... - უპასუხა ქალმა იდუმალი ხმით, - ისევ ისეთი გახ-
დები, როგორიც ღმერთმა შეგქმნა!

600
მეორე დღეს მართლაც გამოჩნდა ძონძებში გახვეული, ჩხი-
რივით გალეული ქონდრისკაცი, რომელსაც კისერზე ხის კოვზი
ეკიდა. ჯაჰანს თავიდან თვალში ეპატარავა, მაგრამ მალე მიხ-
ვდა, რომ საშინლად ცდებოდა. მკურნალმა ფეხი სწრაფად და-
უთვალიერა და დაასკვნა:
- მოტეხილობა არ არის, მაგრამ კარგა მაგრად გაქვს ნაღ-
რძობი!
ჯაჰანს რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვერ მოასწრო. ბე-
რიკაცმა ხის კოვზი პირში ჩაუდო, ფეხში ხელი წაავლო და სწრა-
ფად გადაუგრიხა. ავადმყოფმა ისე შეჰყვირა, რომ სულეიმანიეს
მეჩეთის ეზოში მტრედები დაფრთხნენ. მკურნალმა პირიდან
კოვზი გამოუღო და ხის ზედაპირზე ჯაჰანს თავისი კბილების ნაკ-
ვალევი უჩვენა. თუმცა კოვზს სხვისი ნაკბილარებიც აშკარად
ეტყობოდა.
- ყველას მოტეხილობა ჰქონდა? - იკითხა ჯაჰანმა.
- არა მხოლოდ. მშობიარე ქალებიც მყოლია. ისინი უფრო
მაგრად იკბინებიან! - უპასუხა მოხუცმა.
- შარდს ყურადღება მიაქციე. იცოდე, ყვითელს ექვსი ელფე-
რი აქვს, წითელს - ოთხი, მწვანეს - სამი, შავს კი - ორი. ექიმმა
ავადმყოფის სახის თვალიერებას ბევრი დრო არ უნდა დაუთ-
მოს. შარდს უნდა დახედოს. იქ გამოჩნდება, რა უჭირს! - თქვა
მკურნალმა.
მისივე განკარგულებით ჯაჰანს ქოთანში მოაშარდინეს. ბე-
რიკაცმა შარდი შეანჯღრია, დაყნოსა, მოსვა კიდეც, და დაადგი-
ნა:
- შიდა სისხლდენა არა გაქვს. შეიძლება, წყალმანკმა შეგაწუ-
ხოს. შავნაღვლიანობისკენაც ხარ მიდრეკილი. სხვა მხრივ მშვი-
დობაა!

601
იარებგაკერილი, მოსულიერებული, დაპურებული ჯაჰანი
ლოგინში ჩააწვინეს და ორი დღე გადაბმულად ეძინა. თვალი
რომ გაახილა, ბალაბანი სასთუმალთან ეჯდა, კალათს წნავდა
და მის გაღვიძებას ელოდა.
- კეთილი იყოს შენი ფეხი სააქაოში! ნნეტავ ვიცოდე, კიდევ
სად და როდის მომიწევს შენი გადარჩენა?!
ჯაჰანს გაეცინა, თუმცა სახეზე ახალგაკერილი ჭრილობა ჯერ
კიდევ სტკიოდა.
- სპილო როგორ გყავს? - ჰკითხა ბალაბანმა.
- მომიკვდა.
- ვწუხვარ, ძმაო. ცუდი ამბავი მოგსვლია.
ერთხანს ფიქრებში იყვნენ. ჯაჰანმა პირველმა დაარღვია სი-
ჩუმე.
- როგორ ფიქრობ, ცხოველები სამოთხეში თუ ხვდებიან? იმა-
მებს რომ ჰკითხო, ასე არ არის.
- აბა, იმამებს ცხოველებისა რა გაეგებათ? ეგ იმამს კი არა,
გლეხკაცსა და ბოშას უნდა ჰკითხო. ისე, გირჩევ, მსგავსი ფიქ-
რებით თავი არ შეიწუხო. როცა სამოთხეში მოვხვდები, ღმერთს
დაველაპარაკები. თუ მეტყვის, რომ ცხოველებისთვის იქ ადგი-
ლი არ არის, შევეხვეწები და ჩოტას მაინც შეიხიზნავს! - უპასუხა
ბალაბანმა.
ჯაჰანი გახალისდა და თვალები აუციმციმდა.
- კაცი ქურდობ, სვამ, თამაშობ, ქრთამს იღებ. როგორ ფიქ-
რობ, მაინც სამოთხეში მოხვდები?!
- იცი, რას გეტყვი, ძმაო? ამ ვითომ ღვთისმოსავ ხალხს რომ
ვუყურებ, სულ იმას ვფიქრობ, ესენი თუუ მიიღეს, მე რაღა
დავაშავე-მეთქი. აბა, რით მჯობნიან?! იცოდე, მე ცოდვების ჩე-
მეული საზომი მაქვს! - თქვა ბალაბანმა და ღვინო დაისხა.

602
- დასანანია, მამას რომ ვერ ნახავს... - ჩაილაპარაკა უცებ.
- ვის გულისხმობ? - გაიოცა ჯაჰანმა.
- შენი სპილოს ვაჟიშვილს!
- როგორ? ჩოტას შვილი ჰყავს?!
- ტახო! (დიახ, ნამდვილად.) აბა, რა გეგონა, ტყუილად ვჯახი-
რობდით? საწყალი გულბაჰარი, რომ იცოდე, რამდენ ხანს მაკე-
ობდა!
- ეგრეა. სპილოები დიდხანს მაკეობენ, - კვერი დაუკრა ჯა-
ჰანმა.
- დიდხანს?! ასე მეგონა, საუკუნე გავიდა!
- პატარას რა დაარქვი?
- თუ გახსოვს, ერთხელ შენ მიამბე, ქვეყნიერება ოთხ სპი-
ლოს უჭირავს, ერთი რომ ადგილიდან დაიძრას, მიწისძვრები
დაიწყებაო, - შეახსენა ბალაბანმა და ღვინო კვლავ მოწრუპა, -
ჰოდა, ახალშობილს ფანჯი დავარქვი. ეს სიტყვა ხუთიანს ნიშ-
ნავს. იყოს მეხუთე, შუაში მაინც ჩაუდგება, თუ იმ ოთხს შეშვე-
ლება დასჭირდა!
ჯაჰანს ყელში ბურთი გაეჩხირა.
- არ გინდა შენი შვილიშვილის ნახვა? - ჰკითხა ბალაბანმა.
- მინდა, როგორ არა!
ჯაჰანი ცხენშებმულ საზიდარზე დააწვინეს და გზას გაუყენეს.
ჩოტას პირმშო თავლაში დახვდათ. ხორთუმს მოუსვენრად იქ-
ნევდა, სხეულზე საავდრო ღრუბელივით რუხი ფერი დაჰკრავდა.
ჯაჰანმა მეეტლეს სთხოვა, საკაცე ახლოს მიეტანა, რომ ცხოვე-
ლისთვის ხელი შეევლო. დედა სპილო ქორულ მზერას არ აშო-
რებდა სტუმარს, მაგრამ ჯაჰანმა მის პატარას ხორთუმზე ხელი
მაინც ჩამოუსვა და თხილი შესთავაზა. ფანჯმა სიამოვნებით გა-
დასანსლა და სტუმარს ქსუტუნით ანიშნა, კიდევ მინდაო. საზ-

603
რიანი სპლიყვი იყო, ფრთხილი და ხალისიანი. ჯაჰანს თვალები
ცრემლით აევსო. წამით მოეჩვენა, რომ ჩოტას უმზერდა. ჩოტამ
ახალი სიცოცხლე ჰპოვა ამ არსებაში, რომელსაც მამა არასო-
დეს ენახა და რომელიც მისგან მხოლოდ ფერით განსხვავდებო-
და.
თავლიდან გამოვიდნენ და გზას გაუდგნენ. ცხენი ზანტად მი-
ითრევდა ფეხს. ეზო რომ გაიარეს, ნიავმა უცებ რაღაც სუნი
მოიტანა და ჯაჰანის გონების რომელიღაც შორეულ, ბნელ კუნ-
ჭულს ნიშანი მისცა.
- გააჩერეთ! - იყვირა მაჰაუტმა.
ბოშებს ეგონათ, რომ რაღაც იტკინა და სასწრაფოდ მისცვივ-
დნენ.
- საიდან მოდის ეს სუნი? - იკითხა ჯაჰანმა.
- გეჩვენება. დაწექი ახლავე! - დაუცაცხანა ბალაბანმა.
ერთ-ერთ ბოშას ულვაშებში ჩაეღიმა.
- ვხვდები, რისი სუნიც სცემს:დ დაკი დეიმ ამასწინათ ბალახე-
ბი მოხარშა!
- გაიქეცი, აქ მომგვარე დაკი დეი! - უბრძანა ბალაბანმა.
ცოტა ხანში მოიყვანეს წელში გამართული, სახეგაბანჯგვლუ-
ლი დედაბერი.
- რისთვის მეძახდი, ბელადო? - ჰკითხა ბალაბანს.
- მე მჭირდებოდი, ბებო, - უთხრა ჯაჰანმა, - იქნებ მითხრა, წე-
ღან რას წვავდი?
მოხუცი უკმაყოფილოდ აიმრიზა, მაგრამ პასუხი არ დაუგ-
ვიანა:
- ამ მცენარეს შავწამალას ეძახიან. ყოველ ორშაბათ დილით
და სავსემთვარეობისას ცეცხლში ვაგდებთ ხოლმე. მისი კვამლი

604
ავსულებს აფრთხობს. მტრები თუ გყავს, მის ნახარშში უნდა იბა-
ნაო. თუ გინდა, ცოტას გიწილადებ.
- ერთი ეს მითხარი. ბოშების გარდა კიდევ ვინ ხმარობს ამ
მცენარეს? - ჰკითხა ჯაჰანმა.
მოხუცი დაფიქრდა და უპასუხა:
- ისინი ხმარობენ, ვისაც სუნთქვა უჭირს. ყველგან თან და-
აქვთ ხოლმე.
- ესე იგი, სულის ხუთვას შველის... - ჩაიბუტბუტა შეშფოთე-
ბულმა ჯაჰანმა და თვალები დახუჭა. მ
მის ფეხქვეშ იატაკი შექანდა.
იმ ღამით ცეცხლს ტორფი შეუკეთეს და დიდი კოცონი დაან-
თეს. ბალაბანის ცოლმა ცეცხლში მარილი ჩაყარა. ოქროს მტვე-
რივით იფეთქა ნაკვერცხლებმა. ამ სანახაობით მონუსხულმა ჯა-
ჰანმა მეგობრებს გადახედა და ამცნო:
- სულ მალე გზას უნდა გავუდგე!
ბალაბანი ამ სიტყვებს ელოდა და მხოლოდ ერთი შეკითხვა
დაუსვა:
- როდის?
- კიდევ ერთ ადამიანს მოვინახულებ და ამ ქალაქს სამუდა-
მოდ დავემშვიდობები.
დაუდი მართალი გამოდგა. ჯაჰანი შურისმაძიებელი კაცი არ
იყო. მაგრამ დაუდი ბოლომდე მაინც ვერ ჩასწვდა მის ბუნებას.
ჯაჰანი ცხოვრებაში მხოლოდ ბედნიერებას არ დაეძებდა. სიმარ-
თლისკენაც მიუწევდა გული!
დედაბერმა წყლით სავსე ვერცხლის ჯამში ჩაიხედა უცებ
წყლის ზედაპირზე ჭავლები გაჩნდა და ჯამის ფსკერი ერთიანად
გაშავდა. მოხუცმა კოპები შეკრა. აშკარად არ მოეწონა ის, რა-
საც ამ წუთებში ხედავდა. წლების განმავლობაში მისი ჯანმრთე-

605
ლობა საგრძნობლად გაუარესებულიყო. სუნთქვის დროს ფილ-
ტვებიდან უსიამოვნო ხმა ამოსდიოდა და ჰაერში სტვენით იჭრე-
ბოდა. უეცრად თავისი ჩამომხმარი, დაძარღვული ხელი კატას
თავზე ჩამოუსვა, - ერთი ამას უყურეთ?! არც ისე ბრიყვი ყოფი-
ლა! - ჩაიბუტბუტა და ღია ფანჯარაში გაიხედა. გამჭოლი ქარი
სისინით იპარებოდა ოთახში. რამდენჯერ გააფრთხილა მოახ-
ლე, ფანჯარას ღიად ნუ ტოვებო, მაგრამ ეს გომბიო, როგორც კი
დროს იხელთებდა, თავისას მაინც არ იშლიდა. მიზეზად სიცხეს
და დახუთულობას ასახელებდა, მაგრამ სინამდვილეში სუნი
აწუხებდა. აქაურობა მხოლოდ მოხუცის ქარებისა და ოფლის გა-
მო არ ყარდა. მას კიდევ რაღაცის სუნი ასდიოდა. ძველთაძვე-
ლი, დამტვერილი წიგნი ყარს ხოლმე ასე, რაც არ უნდა წმინდო.
მოახლეს ძალიან ეშინოდა ამ კუდიანის, როგორც მას ზურგსუ-
კან ყველა უწოდებდა. მოხუცს აბრეშუმის კაბა ეცვა. ზოგიერთის
აზრით, ასეთი კაშკაშა ფერის, მოკაზმულ-მოგვირისტებული სა-
მოსი მისი ასაკისთვის შეუფერებელი იყო. თუმცა ხალხის აზრი
ნაკლებად ადარდებდა. პრიალა ქსოვილი ვერც მტკივან სახ-
სრებს უამებდა და ვერც კუზიან მხრებს უფარავდა. მისი სხეული
დროს მოგონებების სასაფლაოდ ექცია. ყოველი გარდასული
დღე კი ისეთივე ბინდით იყო მოცული, როგორც კედელზე მო-
ცეკვავე ჩრდილები. ღმერთთან კინკლაობას კარგა ხანია, თავი
დაანება. უკვე აღარ ეკითხებოდა, რატომ დატოვა ცოცხალი,
როცა სხვები ასე ნაადრევად წაიყვანა. ასაკს წყევლასავით
დაატარებდა და ამაყობდა იმით, რომ ამ წყევლით მიყენებულ
ტანჯვას უძლებდა. ას ოცდაერთი წლის იყო უკვე. დდიახ, ას ოც-
დაერთის! ოდესღაც ლამაზად დატალღულ თმაზე ჟღალი ფერი
აღარ დაჰკრავდა, მაგრამ ასეთი ხშირი დალალები მის ახალ-
გაზრდა მოახლეებსაც კი არ ჰქონდათ. მისი ხმაც ძლიერად

606
ჟღერდა. საუბრისას ერთხელაც არ აუკანკალდებოდა. ეს იყო
ხმა ახალგაზრდა ქალისა, რომელიც მასში დღემდე ცოცხლობ-
და.
უცებ მთელი ტანით შეტოკდა და წყლით სავსე ჯამს ისე სწრა-
ფად მოსწყდა, თითქოს იმ კაცმა, რომელსაც ჯამის ფსკერზე
წლობით ხედავდა, თავადაც შეაგება მზერა და თვალი თვალში
გაუყარა. იქვე ქისა ეგდო. გახსნა, მცენარეები ხელისგულზე
გადმოიყარა და დაყნოსა. როცა აზვირთებული გულმკერდი ჩა-
უწყნარდა, წაიბუტბუტა:
- მაინც მოგვაგნო ინდოელმა. ახლა ჩვენკენ მოემართება...

აქაურობას „შერისხულთა სავანეს“ უწოდებდნენ. ვეებერთე-


ლა სახლს მაღალი ფიჭვები და ვეებერთელა გალავანი ნახევ-
რად ფარავდა. სწორედ აქ ამწესებდნენ იმ ხარჭებს, რომლებიც
სულთანს თვალში აღარ მოსდიოდა და ამის იმედი არც მომა-
ვალში უნდა ჰქონოდათ. ამ ჭერქვეშ ჰპოვებდნენ თავშესაფარს
ზედმეტად ეჭვიანი ან სასახლის ბნელ ინტრიგებში ზედმეტად
ჩაფლული ქალები, რომლებსაც აღზევების იმედი აღარ ჰქონ-
დათ. აქ სახლდებოდნენ ჰარამხანის მსახურები და ოდალისკე-
ბი, რომლებიც დაკისრებულ სამუშაოს სიბერის ან ავადმყოფო-
ბის გამო ვეღარ ასრულებდნენ. ამიტომაც იყო, რომ ამ ჭერქვეშ
ყველა ჯურის ადამიანს მოეყარა თავი: ახალგაზრდასაც და მო-
ხუცსაც, ლამაზსაც და შეუხედავსაც, ჯანღონით სავსესაც და უსუ-
სურსაც...
უსიხარულო ადგილი იყო შერისხულთა სავანე. ამ ჭერქვეშ
არასოდეს ისმოდა სიცილის ექო. ხალიჩებს არასოდეს თელავ-
დნენ მოცეკვავეთა ფეხები. ამ სახლის საკვამურებიდან მწარე

607
ბოღმა და ჯავრი ისე იფრქვეოდა, როგორც თუხთუხა ქოთნიდან
ცხელი ოხშივარი. თუ ვინმე სიმღერას მოინდომებდა, ისე სევ-
დიანად წაიღიღინებდა, რომ მთელ სახლში ერთ მშრალ ცხვირ-
სახოცს ვერ იპოვიდით. სავანის ბინადრები მომავალზე აღარ
ფიქრობდნენ, რადგან მომავალი არ ჰქონდათ. არც აწმყო გააჩ-
ნდათ. იყო მხოლოდ წარსული. ფიქრებით გარდასულ დღეებს
უბრუნდებოდნენ და დღენიადაგ წუხდნენ ჩადენილი შეცდომე-
ბის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების, უვალი გზებისა
და ფუჭად გაფლანგული სიყმაწვილის გამო. ზამთრის ღამეებში,
როცა მათი ლოცვები ჰაერშივე იყინებოდა და უფლის ყურამდე
ვერ აღწევდა, ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ მათი გულებიც
ისე იყო დამზრალი, როგორც ამ შენობის კედლებს მიღმა - ნა-
ზამთრალი მიწა. სულ ტყუილად იდებდნენ ლოგინში გახურე-
ბულ ქვებს - მათ უკვე ვეღარაფერი ათბობდა. ზოგნი იმთავითვე
უსიტყვოდ დამორჩილდნენ ქალებს, რომლებადაც იქცნენ. მაგ-
რამ უმრავლესობას გული ბოღმით აევსო. ბევრი მათგანი
ღვთისმოსავი გახდა და თავისი ცხოვრება არსთაგამრიგეს მიან-
დო, მაგრამ ღვთისმოსაობას ყოველთვის როდი მოაქვს სულის
სიმშვიდე. რომ გეკითხათ, ნებისმიერი მათგანი გიპასუხებდათ,
რომ ყველაფერი (ცუდიც და კარგიც) მის ხელში იყო, მაგრამ
მიღწევებით თუ თავს იწონებდნენ, წარუმატებლობას ყოველ-
თვის სხვებს აბრალებდნენ. საოცარი კონტრასტი იყო სასახლის
ჰარამხანასა და მის უღიმღამო ორეულს შორის. მკაცრი და ურ-
ღვევი წესების მიუხედავად, ჰარამხანა მრავალფეროვანი, ლა-
ღი და ცვალებადი სამყარო გახლდათ. მისი ბინადრები რაღაცას
მაინც შენატროდნენ, რაღაცისკენ მაინც ისწრაფოდნენ და ღამ-
ღამობით საოცნებო არ ელეოდათ. აქ კი, პირველ რიგში, სწო-

608
რედ ოცნებები ჭკნებოდა, შემდეგ თანდათან მიჰყვებოდნენ მე-
ოცნებეებიც.
ჰესნა ხათუნმა ბოლო თხუთმეტი წელი სწორედ აქ გაატარა.
სხვა ქალებს მისი დანახვა ისე აფრთხობდა, რომ ბაღის ბოლო-
ში ერთი სამოთახიანი ქოხი მიუჩინეს და იქედან გამოსვლა აუკ-
რძალეს, მაგრამ ამას დიდად არ შეუწუხებია. სურვილი რომ
ჰქონოდა, დღესვე გადაბარგდებოდა მიჰრიმაჰის ნაანდერძევ
სახლში, მაგრამ ეს უკაცრიელი, ვეებერთელა საცხოვრისი ზა-
რავდა. აქ, ამ მოკრძალებულ კარ-მიდამოში ერჩივნა ცხოვრება.
გარდა ამისა, იქაურ ვარდნარსაც ერიდებოდა, რადგან ყვავი-
ლების მტვრისგან სუნთქვა ეკვროდა და ხველება უტყდებოდა.
სენმა ბოლო დროს მთლად დარია ხელი, მაგრამ დახმარების-
თვის არავის მიმართავდა. სიძულვილით, შიშითა და რიდით
რომ ეპყრობოდნენ, ამას კიდევ იტანდა, მაგრამ სიბრალულის
უფლებას არავის მისცემდა.
- ჯანდაბისკენ გზა ჰქონია ყველას!.. - ბუზღუნებდა ხოლმე, და
ვერც კი აცნობიერებდა, რომ ამ სიტყვებს ხმამაღლა წარმოთ-
ქვამდა. ბოლო დროს ასეთი რამ ხშირად ემართებოდა: ბაგეზე
ადგებოდა ის, რაც თავში უტრიალებდა. არადა, სჯობდა, ეს აზ-
რები თავისთვის შეენახა. ტყვიასავით მძიმე იყო მისი ნაბიჯები.
ზამთარ-ზაფხულ სციოდა, სულ ცეცხლს უშვერდა ხელებს, ცეც-
ხლი კი მუდამ ენთო მის კერიაში. ახლაც ხელები გაითბო, სა-
ვარცხელს დასწვდა, რაფაზე ჩამოსკუპებულ კატას თავზე დაად-
გა და უთხრა:
- აბა, მოდი, ცოტა გავლამაზდეთ!
კატას ხელი დაავლო, ტახტზე ჩამოჯდა და ვარცხნა დაუწყო.
ცხოველი გაუნძრევლად იჯდა და მოწყენილად იმზირებოდა.

609
უცებ ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. შვიდიოდე წლის შინაყმამ მას-
პინძელს აკანკალებული ხმით ამცნო:
- სტუმარი მოგივიდა, ნინე!91 სასწრაფო წერილი მოგართვა!
- გადაეცი იმ ცრუპენტელას, რომ ჩემთვის სასწრაფო საქ-
მეები აღარ არსებობს! - იყო პასუხი.
ბიჭუნამ შიშით თვალი ვერ გაუსწორა და ფეხებზე დაიხედა.
- რას უდგახარ, შე პატარა ყეყეჩო?! - შეუტია მოხუცმა.
- იმ კაცმა დამაბარა, თუ უარი გითხრას, ასე გადაეცი, რომ
წერილი მიჰრიმაჰისგან არისო! - თქვა ბავშვმა.
ამ სახელის გაგონებისას ჰესნა ხათუნი შეკრთა და მკვდრის-
ფერი დაედო, მაგრამ რაკი შიშის წინაშე უკან არასოდეს დაუხე-
ვია, თავს ამჯერადაც მოერია და იკითხა:
- რამდენი გადაგიხადა? არა გრცხვენია?!
ბიჭს ქვედა ტუჩი განზე გაექცა, რაღაც წკმუტუნის მსგავსი ხმა
აღმოხდა და დედაბერს კვლავ რომ არ დაეცაცხანებინა, უსათუ-
ოდ ტირილი წასკდებოდა.
- თუმცა რაღა შენ გიყვირი, წადი და აქ მომითრიე ეგ თაღლი-
თი, ერთი კარგად მივცხო! - უბრძანა პატარა მსახურს.
შერისხულთა სავანეში, საჭურისებისა და მცირეწლოვანი ბი-
ჭების გარდა, მამაკაცებს შესვლა ეკრძალებოდათ. ცხადია, ეს
აკრძალვა უცნობებზეც ვრცელდებოდა, მაგრამ ძიძა თავისი წე-
სებით ცხოვრობდა. კუდიანად რომ თვლიდნენ და უფრთხოდ-
ნენ, ამას სიკეთეც ახლდა.

91 ბებო (თურქ.)

610
რამდენიმე წუთში ჯაჰანი გამოჩნდა. მას ბიჭუნა მოჰყვებოდა
უკან, მაგრამ ოთახში შემოსვლა ვეღარ გაბედა, კარი მიიხურა
და გარეთ დაელოდა.
- შენა ხარ? - ხრინწიანი ხმით ჩაიდუდღუნა დედაბერმა.
ერთმანეთს ამრეზით გადახედეს. სიძულვილის დამალვა არც
ერთ მათგანს არ უცდია. ჯაჰანი ხედავდა, რა უსაშველოდ დაბე-
რებულიყო და გალეულიყო ჰესნა ხათუნი. მთელი სახე ნაოჭე-
ბით დაღარვოდა, წელში მოკაკულიყო, ყურები გაზრდოდა, მან-
დილიდან ინით შეღებილი ჭაღარა თმის ბოლოები მოუჩანდა.
ძნელად თუ იცნობდა კაცი, მაგრამ ერთი რამ მაინც შემორჩენო-
და: უწინდებურად გამჭრიახი, დაჟინებული მზერა.
- როგორ ბედავ ამ სახელის წარმოთქმას?! - შეუტია ჯაჰანს
ჩახლეჩილი ხმით. - ერთი კარგი წკეპლა არ გაწყენდა!
- სხვა გამოსავალი არ მქონდა, - თავი იმართლა ჯაჰანმა, - ეს
რომ არ გამეკეთებინა, თქვენ ხომ ახლოსაც არ გამიკარებდით,
დადა!
ამ სახელით ჰესნა ხათუნს მხოლოდ და მხოლოდ მიჰრიმაჰი
მიმართავდა. მოხუცი შეკრთა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო და ბრა-
ზისგან დამუნჯებულმა პირი უმწეოდ დააღო. ჯაჰანმა ამ სიტყვის
ძალა კარგა იცოდა და ახლა დედაბრის ყველა მოძრაობას გა-
ფაციცებით ადევნებდა თვალს. წელგამართული იდგა, არც ქედი
მოუხრია მისთვის, არც ხელზე მთხვევია.
- შენს სტუმრობას რას უნდა ვუმადლოდეთ? გაუზრდელობას?
- ჰკითხა მასპინძელმა.
ჯაჰანი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და ახლაღა შენიშნა მის
კალთაში მოკალათებული, თოვლივით თეთრი კატა. წლების
წინ მოპარული თმის სარჭი ჯიბიდან ფრთხილად ამოიღო და
ჰესნა ხათუნს მაგიდაზე დაუდო.

611
- მინდა დაგიბრუნოთ. ეს თქვენია!
- რა დიდსულოვნებაა?! ჩემს ასაკში ხომ თმის სარჭი აუცილე-
ბელია! - ყბა აუქცია მოხუცმა. - ამიტომ მოხვედი?
- არა, იმის სათქმელად გეახელით, რომ აქედან სამუდამოდ
მივდივარ.
- კარგად ბრძანდებოდე! - მიუგო ძიძამ შემწყნარებლური ღი-
მილით.
- ოღონდ, სანამ დაგტოვებდეთ, თქვენთან ერთი საქმე მაქვს.
- რა საქმე უნდა გვქონდეს მე და შენ?!
ჯაჰანმა თვალები დახუჭა და წამით მინებდა ქუთუთოებქვეშ
დავანებულ წყვდიადს.
- თქვენ მხოლოდ ძიძა არ იყავით მიჰრიმაჰისთვის. ბავშვო-
ბიდან ზრდიდით. გაღმერთებდათ, თავის საიდუმლოებებს გან-
დობდათ...
- დიახ, მე გავზარდე. ჰიურემ სულთანს (უფალმა შეივრდო-
მოს მისი წაწყმედილი სული!) შვილებისთვის დრო არ რჩებოდა.
განსაკუთრებით, ქალიშვილისთვის! გათხოვების დრო რომ და-
უდგა, მაშინღა მიაქცია ყურადღება, კარგად გააბრიყვა და ჩაით-
რია თავის თამაშებში!
მოხუცს სუნთქვა გაუჭირდა და წამით დადუმდა.
- შენ თუ იცი, რომ მიჰრიმაჰს ძუძუსაც ვაწოვებდი? დიახ, ჩემი
რძით იყო გამოზრდილი! - თქვა ძიძამ და ბრტყელ მკერდზე ამა-
ყად მოისვა ხელი.
ჯაჰანმა არაფერი უპასუხა, რადგან ამ წუთებში მასაც დარია
ხელი მწუხარების კარგად ნაცნობმა განცდამ.
- როცა ჩემი გოგო სიცხისგან იწვოდა, სწორედ მე ვეჯექი სას-
თუმალთან და არა დედამისი. როცა ეცემოდა, მუხლებზე საფე-
ნებს მე ვადებდი და ცრემლებსაც მე ვწმენდდი. პირველად რომ

612
სისხლი წამოუვიდა, ჩემთან მოირბინა. შიშით აღარ იყო, საცო-
დავი, ასე ეგონა, კვდებოდა! ჩვენში ეგეთი წესია: ასეთ დროს
გოგონას ხელი უნდა წამოჰკრა. სულთნის შვილს ამას როგორ
ვაკადრებდი?! ავიყვანე, გულში ჩავიკარი და ვუთხარი, ნუ გეში-
ნიათ, თქვენო უდიდებულესობავ, კი არ კვდებით, ქალი გახდით-
მეთქი.
მოხუცმა თავისი ხორცდაშრეტილი მკლავი გამოიწვდინა და
კატას მოეფერა.
- სულთნის ცოლი რას აკეთებდა, გარდა იმისა, რომ თავის
ბავშვებს სულთანთან წერილებს აწერინებდა? ჩემო ლომო! მა-
ლე დამიბრუნდი ბრძოლის ველიდან. ჩემს მკლავებში დაისვენე!
შენს არყოფნაში ისეთი ცეცხლი შემომეგზნო გულზე, რომ მისი
ჩაქრობა არაფერს ძალუძს. შვილებსაც ძალიან ენატრები. შენი
ქალიშვილი მიჰრიმაჰი დღედაღამ ტირის... - აი, ასეთ სისულე-
ლეებს ჯღაბნიდა ხოლმე!
- თქვენ რა იცით, რას სწერდა ჰიურემ სულთანი თავის მეუღ-
ლეს? - იკითხა ჯაჰანმა.
გაისმა ყურისწამღები ხორხოცი.
- ჰარამხანაში საიდუმლოებები არ არსებო-ო-ობს! - წაიმღე-
რა ჰესნა ხათუნმა. - ჰიურემი ჭკვიანი ცოლი, მაგრამ უვარგისი
დედა იყო. ბიჭები უყვარდა, ქალიშვილი კი არც ახსოვდა!
ჯაჰანს მოგონებები მოაწყდა და სახე დაეღრიჯა. გაახსენდა,
როგორ გაანდო მიჰრიმაჰმა თავისი მარტოობის სევდა, და რო-
გორ გაიოცა ჯაჰანმა, ყოვლისმპყრობელ ადამიანს რომ მარ-
ტოობა აწუხებდა.
- ბავშვობაში მიჰრიმაჰს საუკეთესო მასწავლებლები ჰყავდა.
მამამისს ძალიან უნდოდა, რომ გოგონას განათლება მიეღო. იმ
გაკვეთილებს თქვენც ესწრებოდით. ძალიან უყვარდით და

613
თქვენ რომ არ ყოფილიყავით, მასწავლებლებს ალბათ არც მო-
უსმენდა. რასაც მას ასწავლიდნენ თქვენც იმას სწავლობდით.
- მერედა, ეს ცოდვაა? - იკითხა ჰესნა ხათუნმა.
- არა, ცოდვა რად იქნება?! - გააწყვეტინა ჯაჰანმა. - ჰიურემი
არც კი ამჩნევდა, როგორ უყვარდით მიჰრიმაჰს. სად ეცალა,
სულ სულთანი და შეთქმულებები უტრიალებდა თავში. თავისი
ქალიშვილი კი მთლიანად თქვენ გადმოგაბარათ. მერე კი უცებ
რაღაც მოხდა. ჰიურემმა აგითვალწუნათ.
- საიდან იცი ეს ყველაფერი? - გაოცდა ძიძა.
- მიჰრიმაჰმა მიამბო, მაგრამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნაამბობს ად-
რე თავს ვერ ვუყრიდი. ახლაღა ვცდილობ ამას. მაინც რატომ
მოგიძულათ სულთნის მეუღლემ?
- ერთხელ ჰიურემმა...…
ჰესნა ხათუნს ხველა აუტყდა, თითქოს ეს სახელი შხამი იყო
და მისგან გათავისუფლებას ცდილობდა. როცა კვლავ ალაპა-
რაკდა, ხმაში დაძაბული ნოტები გაერია:
- ერთხელ ჰიურემმა ბავშვებთან ერთად ბურსაში წასვლა გა-
დაწყვიტა. ჩემს მიჰრიმაჰს წასვლა არ უნდოდა. მაშინ სულ ცხრა
წლისა იყო. დადა თუ წამოვა, მეც წამოვალო, უთხრა დედამისს.
აი, მაშინ მიხვდა ჰიურემი, რომ მის ბავშვს მე უფრო ვუყვარდი.
- მიხვდა და დაგითხოვათ კიდეც, ხომ ასე იყო?
- ალაჰი მყავს მოწმე, ორჯერ სცადა ჩემი მოშორება!
- მერე რა მოხდა? როგორ დაბრუნდით?
- მიჰრიმაჰმა ჭამაზე ხელი აიღო, და ისე ავად გახდა, შეეშინ-
დათ, არ მოკვდესო. იძულებულები გახდნენ, უკან მივეყვანეთ.
როგორც კი სასახლეში ფეხი შევდგი, წვნიანით სავსე ჯამი მოვა-
ტანინე და ჩემი ხელით ვაჭამე.

614
- ჰოდა, ხალხშიც იმ დღიდან დაიწყო მითქმა-მოთქმა. კუ-
დიანი შეგარქვეს და სულთნის ასულის მოჯადოება დაგწამეს,
არა?
- კუდიანი ჰიურემი იყო, თუუ იყო! ეგ ყველამ იცის. ჭორებსაც
სწორედ ის მივრცელებდა. ოეგ ბოროტი, ეგა!
- ორი ალქაჯის ომი... - წაიბუტბუტა ფიქრებში წასულმა ჯაჰან-
მა.
ჰესნა ხათუნმა ქედმაღლური ზიზღით გადმოხედა და დასძი-
ნა:
- ოღონდ ეგ მკვდარია, მე კი დღემდე ვცოცხლობ!
ჯაჰანს ტანზე ბუსუსებმა დააყარა.
- მეორე შემთხვევაზე რას იტყვით? ორჯერ გამაგდოო, ასე არ
თქვით?
- ეს მაშინ მოხდა, როცა მიჰრიმაჰი რუსტემ ფაშამ დანიშნა.ჰ
ჰიურემს არ უნდოდა, რომ ამ დროს სასახლეში ვყოფილიყავი.
დაიჯერებ? წმინდა ადგილების მოსალოცად გამამგზავრეს, სწო-
რედ მაშინ, როცა ჩემს გოგოს ყველაზე მეტად ვჭირდებოდი! გე-
მით გამიშვეს. ალაჰი მყავს მოწმე, რაც მე მაშინ ვიტირე...
- მახსოვს, ამბავი მოგვივიდა, რომ უკანა გზაზე თქვენს გემს
მეკობრეები დაესხნენ, თავს... - შეახსენა ჯაჰანმა.
- ცრუ თავდასხმა იყო ეგ! - გააწყვეტინა ძიძამ, მაგრამ
ხველამ ისევ შემოუტია და მთელი ტანით დაიკრუნჩხა.
- ჰიურემს უნდოდა, ჩემთვის ბოლო მოეღო. ის თავდასხმაც
მან მოაწყო.ა ან უნდა მოვეკალით ან დავეტუსაღებინეთ. მის-
თვის სულერთი იყო, ორივე შემთხვევაში კმაყოფილი დარჩებო-
და.
- როგორ გადარჩით? - ჰკითხა ჯაჰანმა.

615
ჰესნა ხათუნმა ამოხედა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავ-
სე.
- ჩემმა გოგომ გადამარჩინა. ისევ შეწყვიტა ჭამა. იმდენი იტი-
რა, რომ სულთანმა სულეიმანმა ჩემ გადასარჩენად ოსმალური
ფლოტი გამოუშვა! ძიძის გამო ამას ვინ გააკეთებდა? ასეთი რამ
თუ სმენია ვინმეს? ე
- მაინც რაში იყო თქვენი ძალა, დადა? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- როგორ ფიქრობ, მართლა ჯადოქარი ვიყავი? სიყვარულში
იყო ჩემი ძალა! ჩემს გოგოს ვუყვარდი! - უპასუხა მოხუცმა.
ჯაჰანი წინ გადმოიხარა და კატას დააშტერდა.
- თქვენც გიყვარდათ მიჰრიმაჰი. მაგრამ ის არ იყო ერთა-
დერთი ადამიანი, რომელიც გეძვირფასებოდათ. ამაზე კარგა
ხანს ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი: სულთანზე კარგავდით ჭკუ-
ას. მმიკვირს, ადრე როგორ გამომეპარა ეს ამბავი!
მოხუცს სახე გაუშავდა, ჯაჰანმა კი განაგრძო:
- იწვოდით სულთნის სიყვარულით.
- ისიც იწვოდა! - ამაყად გამოაცხადა ძიძამ. - მე ვუნდოდი და
არა ჰიურემი! ის ძუ მელა იდგა ჩვენ შორის!
- ნუთუ მართლა გჯერათ, რასაც ამბობთ? სრულ ჭკუაზე თუ
ხართ? - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ჰკითხა ჯაჰანმა, - თქვენ ახ-
ლა ოცნებებში ცხოვრობთ. გონს მოდით, ნატვრას და ოცნებას
ნუ აჰყვებით!
ჰესნა ხათუნი ყურს აღარ უგდებდა.
- ეგ ალქაჯი რომ არ ყოფილიყო, მიჰრიმაჰი ჩემი შვილი იქნე-
ბოდა. თუმცა ისედაც იყო. ისედაც იყო... ჩვენი შვილი... ჩემი და
სულეიმანის...

616
წამით ორივე გაჩერდა. დედაბერი უჟმური გამომეტყველე-
ბით დუმდა. გაოგნებული ჯაჰანი კარგა ხანი ხმას ვერ იღებდა.
ბოლოს ალაპარაკდა:
- როცა ჰიურემი გარდაიცვალა, მიჰრიმაჰი იმპერიაში ყველა-
ზე გავლენიანი ქალი გახდა. თქვენ ფარდის უკან იმალებოდით,
ჩრდილში იყავით. არავინ გხედავდათ...
ჯაჰანი უცებ გაჩუმდა.
- ეს კატა რატომ არ ინძრევა?
- სძინავს, ნუ შეაწუხებ... - უპასუხა ჰესნა ხათუნმა, - მითხარი,
რისთვის მოხვედი?
- სიმართლის გასაგებად.
- სიმართლე პეპელასავითაა, ხან ერთ ყვავილს დააჯდება,
ხან - მეორეს, ადამიანები კი დარბიან და ბადით დასდევენ. თუ
დაიჭირეს, სიხარულით აღარ არიან. მაგრამ პეპელა ხომ დიდ-
ხანს ვერ ცოცხლობს. სიმართლეც მყიფე რამეა...
მოხუცს სუნთქვა დაუმძიმდა, ძვლები ასტკივდა. ჯაჰანი ხე-
დავდა, რომ ძალიან დაიღალა, მაგრამ ვერა და ვერ ეშვებოდა.
- დაუდი როდის ჩაერთო ამ ყველაფერში? - იკითხა ბოლოს.
დდედაბერს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა.
- ეგ ხომ მთელი ცხოვრება თქვენი მორჩილი ტიკინა იყო.
სწორედ თქვენ უშლიდით ხელს მშენებლობისას ჩვენს ოსტატს.
შედეგად, ხალხი დაიხოცა. რა იყო ეს?
ჰესნა ხათუნმა კატას ხელი უფრო ძლიერად ჩამოუსვა. ცხო-
ველს ერთი ბგერა არ დასცდენია. არავითარი კრუტუნი. არავი-
თარი კუდის ქნევა!
- თქვენზე ეჭვი არასოდეს ამიღია, დადა, - განაგრძო ჯაჰანმა,
- არც არავის აუღია. ძიძაზე ვის რა უნდა ეფიქრა? თქვენც
ჭკვიანურად მოქმედებდით. კვალს არ ტოვებდით...

617
- ერთმა ადამიანმა მაინც აიღო ეჭვი. ასე რომ არ იყოს, დღეს
აქ არ იქნებოდი... - შეუღრინა მოხუცმა.
- მახსოვს, ასთმის სამკურნალოდ მცენარეებს რომ წვავდით.
მიჰრიმაჰის თმა და ტანსაცმელი მუდამ იმ მცენარეების სუნით
იყო გაჟღენთილი. ორი დღის წინ დაუდსაც იგივე სუნი ასდიოდა.
გვიანღა მივხვდი.
- კარგი ყნოსვა გქონია, ინდოელო, - თქვა მოხუცმა და ფეხზე
წამოხტა.
- ჩემმა სპილომ მასწავლა, - უპასუხა ჯაჰანმა და წვერზე ხელი
ჩამოისვა, - დაუდს იყენებდით, მაგრამ მალე წაგივიდათ ხელი-
დან. გეურჩებოდათ, ყურს აღარ გიგდებდათ, ხომ ასე იყო?
მმოხუცმა კატა გულში ჩაიკრა და გაიტრუნა.
- რისთვის აკეთებდით ამას? სიმდიდრისთვის? ძალაუფლე-
ბისთვის? ვინ მოგისყიდათ? იტალიელებმა? მათ უნდოდათ ჩემი
ოსტატის გაჩერება?
- ენა დააყენე! რაებს როშავ?! - გააწყვეტინა ჰესნა ხათუნმა. -
გინდა, სიმართლე გითხრა? მაშ, ყური დამიგდე! როგორ ფიქ-
რობ, სულთნის ქალიშვილის თანხმობის გარეშე გავბედავდი
ამას?
- ცრუობთ! - გააწყვეტინა ჯაჰანმა. - მიჰრიმაჰი მკვდარია და
თავს ვეღარ გაიმართლებს! როგორ ბედავთ მის დადანაშაულე-
ბას? მე მეგონა, გიყვარდათ!
- ასე არავინ და არაფერი მყვარებია ამქვეყნად. სწორედ ამი-
ტომ ვასრულებდი მის მითითებებს. შეკითხვებსაც არასოდეს
ვუსვამდი.
- მატყუარავ! - გაიმეორა ჯაჰანმა.
- რას იზამ, ადამიანს იმისი სჯერა, რაც თავად სურს! -
ამოიხავლა დედაბერმა.

618
ქარიშხალი რომ ნელ-ნელა დრტვინავს და ძალას იკრებს,
სწორედ ასე მოიყარა ჯაჰანის სახეზე მშფოთვარე, პირქუშმა
ჩრდილებმა.
- რატომ უნდოდა მიჰრიმაჰს ჩემი ოსტატის დასუსტება?
- შენი ოსტატის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. საკუთარ
მამას ერჩოდა!
- სულთან სულეიმანს?!
- სულეიმანი უდიდესი იყო სულთანთა შორის და, ამავ-
დროულად, ცოდვილთა შორისაც, მიუტევოს უფალმა. არასო-
დეს დამიძრახავს, რადგან კარგად ვიცოდი, ის ჯოჯოხეთის მაშ-
ხალა ურევდა გონებას. მაგრამ მიჰრიმაჰი სულ სხვა კუთხით ხე-
დავდა ყველაფერს. დედას ვერ ადანაშაულებდა. ამიტომ სწო-
რედ იმ ადამიანს ჩაუდგა კრიჭაში, ვინც ყველაზე მეტად უყვარ-
და - მამას!
- არაფერი მესმის... - თქვა ჯაჰანმა.
- სხვანაირი მამაშვილობა ჰქონდათ.მ მიჰრიმაჰი ხომ სულ-
თნის ერთადერთი ქალიშვილი იყო, მისი მარგალიტი. ბავშვო-
ბაში ყველგან თან დაჰყავდა, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი
შეიცვალა. სულთანი მკაცრი და მრისხანე კაცი გახდა, ყველას
შიშის ზარს სცემდა, ყველგან მტრები ელანდებოდა და ქალიშ-
ვილსაც თანდათან ყურადღება მოაკლო. მიჰრიმაჰს გული
სტკიოდა, თუმცა არასოდეს დაუჩივლია. მერე სულთანმა დიდ-
ვეზირი დასაჯა სიკვდილით,კ კაცი, რომელსაც მიჰრიმაჰი სიყვა-
რულით „ძიას“ ეძახდა. გამოხდა ხანი და მეორე ვეზირიც მოაკ-
ვლევინა მბრძანებელმა. შენმა ოსტატმა კი მას მეჩეთი აუშენა.
მერე თავისი ვაჟიშვილები - მიჰრიმაჰის ძმები გამოასალმა სი-
ცოცხლეს. გაანადგურა ეს გოგო ამ ამბებმა. გული ორად გაუყო
სიყვარულმა და სიძულვილმა, მამის მიმართ ერთდროულად

619
რომ გრძნობდა. რამდენჯერ გადმობარგდა ჩემი ლამაზი ქალიშ-
ვილი ჰარამხანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ სულთნისგან შორს
ყოფილიყო. მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. ერთდროულად კი-
დეც სძაგდა მამა და კიდეც აღმერთებდა. ჩემი გზააბნეული გო-
გო... მიჰრიმაჰი უდიდესი ავლადიდების პატრონი იყო. ასეთი
ძალაუფლებით არავინ სარგებლობდა, მაგრამ მისი გული აღარ
გულობდა. რუსტემს რომ მიათხოვეს, არც ამან უშველა. მხო-
ლოდ უფალმა იცის, რა საშინელი ქორწინება იყო ეს. ბოლომდე
უბედური იყო ჩემი მიჰრიმაჰი.ქ ქმარი არასოდეს ჰყვარებია.
არასოდეს!
ჯაჰანს რეტი დაესხა და კუთხეში მიდგმულ ზანდუკზე ჩამოჯ-
და. აქედან უკეთ ხედავდა დედაბრის კალთაში მობუზულ კატას.
ცხოველს უუცნაური თვალები ჰქონდა - ერთ თვალს
მოყვითალო-მომწვანო ფერი დაჰკრავდა, მეორე კი თითქოს
ლურჯად იყო მოჭიქული.
- უბედური შემთხვევები სულეიმანიეს მეჩეთის მშენებლობი-
სას დაიწყო, - თქვა ჯაჰანმა, - თქვენ ამ სამუშაოს შეფერხებას
ცდილობდით.
- მიჰრიმაჰმა იცოდა, რომ მამას ვერასოდეს მოერეოდა. არც
უცდია ამის გაკეთება. ერთი სურვილიღა ჰქონდა: მისთვის სიძ-
ნელეები შეექმნა. იმ მეჩეთს შენი ოსტატი სულთნის უკვდავსა-
ყოფად აშენებდა. შთამომავლობას უნდა ენახა მისი დიდებულე-
ბა. ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, მათთვის ხელი შეგვეშალა. ეს
პატარა შურისძიება იყო.
- ამ საქმისთვის პაიკი გჭირდებოდათ, ჰოდა, მიადექით კიდე-
ვაც შეგირდებს... - სიტყვა ჩააკერა ჯაჰანმა.
- ოთხივე შეგირდი ამოვიღეთ მიზანში. მაგრამ ნიკოლა ძა-
ლიან მორიდებული იყო, იუსუფი ნიჟარასავით საკუთარ თავში

620
ჩაკეტილიყო და სათოფეზე ვერ გაეკარებოდი; შენ იმთავითვე
გაგარიდეთ ამ საქმეს, ამიტომ ყველას დაუდი ვამჯობინეთ -
გულღრძო, პატივმოყვარე კაცი.
- მაგრამ დაუდი ბოლომდე არ დაგემორჩილათ...
- თავიდან, დიახაც, დაგვემორჩილა. მერე სიხარბე მოერია.
მაინც არ ვახლეთ ხელი, არადა, შეგვეძლო ამის გაკეთება. ახ-
ლა უკვე ვიცი, რომ ეს შეცდომა იყო. სულთან სულეიმანის სიკ-
ვდილის შემდეგ მიჰრიმაჰმა დაუდი იხმო და გამოუცხადა, რომ
თამაში დამთავრებული იყო. ეტყობა, ამ კაცმა ჩვენს ბრძანებებს
ჩუმჩუმად სხვა დროსაც არაერთხელ გადაუხვია. ჩემი აზრით, ეს
იმიტომ ხდებოდა, რომ სინანთან ბევრი რამ არ გასდიოდა.
ჯაჰანს გულისრევის შეგრძნებამ წამოუარა.
- დაუდთან საუბრისას თქვენი მცენარეების სუნი ოსტატის
სიკვდილის შემდეგაც არაერთხელ მიგრძნია. სინანი აღარ იყო.
რატომღა ხვდებოდით ერთმანეთს?
ძიძამ პასუხი დაუგვიანა.
- დაუდს უნდოდა, რომ თანამდებობის მიღებაში დდავხმარე-
ბოდი. მემუქრებოდა, თუ არ დამეხმარები, ყველაფერს დავ-
ფქვავ, რასაც ამ წლების მანძილზე სჩადიოდიო.
- მაგას შანტაჟი ჰქვია! - გააწყვეტინა ჯაჰანმა.
ძიძას ყბა აუკანკალდა.
- ჩემი ოსტატის ანდერძს რა უქენით? დავიჯერო, მართლა უნ-
დოდა, რომ დაუდი მისი მემკვიდრე ყოფილიყო?
- არა, - მშვიდად უპასუხა მოხუცმა, - სინანი მემკვიდრედ შენ
გიგულებდა.
ჯაჰანმა დაბნეული მზერა შეავლო მოხუცს.

621
- ოსტატმა ანდერძში შენ მოგიხსენია. ეს იყო მისი ნამდვილი
სურვილი. ერთ ასლს სახლში ინახავდა. მეორეს ვეფაში, ხუ-
როთმოძღვართა არქივში.
- ბიბლიოთეკის მითვისებაც იმიტომ შეძლო დაუდმა. ანდერ-
ძი გაანადგურა!
- უნდოდა ბოლომდე დარწმუნებულიყო, რომ ანდერძის არც
ერთი ასლი აღარ არსებობდა, - თქვა ჰესნა ხათუნმა, - უკვე ყვე-
ლაფერი იცი. ახლა კი გამეცალე, დაღლილი ვარ!
მოხუცი ფანჯარას მიადგა. ჩანდა, რომ ჯაჰანის მიმართ ინტე-
რესი სრულიად დაეკარგა. ჩამავალი მზი შუქზე მისი სახე ქვი-
დან გამოკვეთილს ჰგავდა. მისმა ქცევამ გულისგულამდე შეძრა
ჯაჰანი. მოხუცი სრულიად გულგრილი ჩანდა და აშკარად არა-
ფერს ნანობდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ასაკში იყო და სიკ-
ვდილს თვალებში უყურებდა.
- მე თუ ვუყვარდი მიჰრიმაჰს? - ჰკითხა ჯაჰანმა.
- რა სისულელეს მეკითხები? - შეუღრინა მოხუცმა.
- მინდა ვიცოდე, ესეც სიყალბე იყო თუ არა. სხვა ქალისკენ
წლობით გახედვაც კი მეთაკილებოდა.
ჰესნა ხათუნმა ზიზღნარევი გესლით გადმოხედა და უთხრა:
- ვინ მიგდიხარ? ცხოველის მომთვინიერებელი! თაგვი, რო-
მელიც მწვერვალს ეპოტინება! სულთნის ქალიშვილზე გამიჯნუ-
რებული ყმა! როგორ ბედავ და მეკითხები, უყვარდი თუ არა?!
გულუბრყვილო ყეყეჩო!
მოხუცმა კატას ხელი მოაშორა და ჯაჰანმა ამჯერად ცხოველი
უკეთ დაათვალიერა. ახლაღა იცნო მიხაკი, ჰესნა ხათუნის ბებე-
რი კატა. უხსოვარი დროიდან დღემდე რა გააძლებინებდა? ფი-
ტული იყო. თვალბუდეებში ორი ძვირფასი ქვა - საფირონი და
ზურმუხტი ჰქონდა ჩასმული!

622
დედაბერი კი განაგრძობდა:
- შინაური ცხოველივით უყვარდი მიჰრიმაჰს. ლამაზი ტანსაც-
მელივით. რახათლუხუმივით უყვარდი, რომლითაც პირს იტკბა-
რუნებდა. მაგრამ ხომ იცი, რახათლუხუმს ყოველდღე ვერ შე-
ჭამ, გულს მოგიმსუყებს. არა, ეს სიყვარული არ იყო!
პირმოკუმული ჯაჰანი უსიტყვოდ უსმენდა.
- „სულელი,“ - წაიჩურჩულა დედაბერმა, - „ჩემი ლამაზი სუ-
ლელი,“ -აასე გიწოდებდა მიჰრიმაჰი. სულ შენკენ მოუწევდა გუ-
ლი, მაგრამ განა ამას სიყვარული ერქვა?
ჯაჰანი წამოიჭრა და წაბარბაცდა. ახლა ნამდვილად შეეძლო,
ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა. იქვე მოეკლა ეს ქალი.
საკუთარი მანდილით მოეგუდა. კარი ჩარაზული იყო. ვერავინ
გაიგებდა. რომც გაეგოთ, მის სიკვდილს არავინ იგლოვებდა.
რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა და მის მზერაში შიში დაინახა.
- რამდენი წლისა ხართ, დადა? ალბათ უკვე ასს კარგად გა-
დააცილეთ. მართალია, რომ წყევლა გადევთ და მარადიული
ცხოვრებისთვის ხართ განწირული?
ჰესნა ხათუნმა გადახარხარება დააპირა, მაგრამ ისევ ხველე-
ბა მოერია.
- ეგ მარტო ჩემზე არ ითქმის... - ამოღერღა ბოლოს.
- რას გულისხმობთ? - იკითხა დაფეთებულმა ჯაჰანმა. თუმცა
პასუხი თავადაც იცოდა.
- აბა, დაფიქრდი. ხელოვანი ან, უბრალოდ, პატივმოყვარე
კაცი არ ისურვებდა ასეთ ხანგრძლივ სიცოცხლეს?
ჯაჰანმა თავი გაიქნია.
- თუ ჩემს ოსტატს გულისხმობთ, ის სამაგალითო კაცი იყო,
თქვენნაირ ალქაჯებთან საერთო არაფერი ჰქონდა.

623
- რამდენი წლის იყო, რომ გარდაიცვალა? - ჩაიხითხითა დე-
დაბერმა და ისევ ხველა აუტყდა.
სანამ ძიძა სულს მოითქვამდა, ჯაჰანმა კატის ფიტული ხელი-
დან გამოჰგლიჯა და ცეცხლში გადაუძახა. მიხაკის ბეწვი წამში
აგიზგიზდა, ძვირფასი ქვები ცეცხლის შუქზე თვალისმომჭრე-
ლად ელვარებდა. ა
- ნუ იზამ ამას! - დასჭყივლა ჰესნა ხათუნმა, მაგრამ უკვე
გვიანი იყო.
- დე, მკვდრებმა მშვიდად განისვენონ, დადა! - თქვა ჯაჰანმა.
ალმოდებული კატის დანახვისას მოხუცს ბრაზისგან ნიკაპი
აუკანკალდა და მიაძახა:
- ჩემი სასჯელი არ გაგახარებს, ხუროთმოძღვარო!
ჯაჰანი ისარივით გაქანდა კარისკენ. კარი გააღო, მაგრამ მო-
ხუცმა მაინც დააწია ბოლო სიტყვები:
- მინდა გაუსაძლისი ყოფით გამწარებულმა უფალს მუხ-
ლმოდრეკით ევედრო, რომ წაგიყვანოს. მინდა მის ყურს მის-
წვდეს შენი ვედრება, ნახოს შენი ტანჯვა და შეგიბრალოს, ო, სი-
ნანის უბადრუკო შეგირდო! მაგრამ სიკვდილი... მაინც არ გა-
ღირსოს!
ბალაბანი თავის ხალხს ყოველ დილით ნავსადგურში უშვებ-
და და აბარებდა:
- აბა, ნახეთ, ზღვა თუ დაწყნარდა და ცა თუ მოიწმინდა.
მისი შიკრიკი ყოველ ჯერზე ერთი და იმავე პასუხით ბრუნდე-
ბოდა:
- ღრუბლები ისევ ზღვას დასტრიალებენ, ბელადო. ადგილი-
დან არ იძვრიან.
ნავსადგურში დაუდის დამქაშები დაძრწოდნენ, მგზავრებს
ჩხრეკდნენ და ხომალდზე ასატანად გამზადებულ ტვირთს ამოწ-

624
მებდნენ. ჯაჰანმა ეს შეიტყო და გონივრულად ცნო, ზღვით
მგზავრობაზე ხელი აეღო. სჯობდა, ეტლში ჩუმად ჩამჯდარიყო
და ისე გასცლოდა ქალაქის კარიბჭეს. სამშვიდობოს რომ გავი-
დოდა, სმირნის ან სალონიკის ნავსადგურიდან სცდიდა ბედს.
მაგრამ, საფრთხის მიუხედავად, ბოლოს მაინც იმ გზით ამჯობი-
ნა სტამბოლის დატოვება, რა გზითაც ამ ქალაქში ოდესღაც ჩა-
მოვიდა. დაუდმა მისი ბუნება საკმაოდ კარგად იცოდა და გუ-
ლისნადებს მიუხვდებოდა. ჯაჰანმა და ბალაბანმა სახელდახე-
ლო გეგმა შეიმუშავეს. გადაწყდა, რომ ნავსადგურში გადაცმუ-
ლები უნდა მისულიყვნენ.
- მე ბოშას იოლად მიმასგავსებენ. თუ ერთნაირად გამოვეწ-
ყობით და ერთად ვიქნებით, ვერაფერს მიხვდებიან, - თქვა ჯა-
ჰანმა.
ბალაბანმა ეს თავდაჯერებული აზრი არ გაიზიარა.
- ბოშად შენიღბვა საქმეს გაგირთულებს.ა არც ზღვაში ყოფ-
ნისას დაგადგება კარგი დღე და არც ხმელეთზე. ნუ ინატრებ
იმას, რომ ჩვენსავით მოგექცნენ, ძმაო. ბოშად ყოფნა ვერაფერი
ხეირია.
ახლა სხვა ვერსია განიხილეს: ჯაჰანს ვაჭრის სამოსი უნდა
გადაეცვა. მდიდარი ბობოლის იერს თუ მიიღებდა, ხომალდზე
ასვლისას ნაკლებ სიძნელეებს წააწყდებოდა, მაგრამ როგორც
კი ხომალდი ზღვაში გავიდოდა, მეზღვაურები პირწმინდად გა-
ძარცვავდნენ. დარბაისელი, მაგრამ არც ისე მდიდარი კაცის
ნიღბის მორგება ყველაზე ხელსაყრელი იყო ჯაჰანისთვის. ამი-
ტომ გადაწყდა, რომ იტალიელი მხატვარი განესახიერებინა -
ერთგვარი მეოცნებე, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებში
დაეხეტებოდა, თავს ხელოვნების ნიმუშების გაყიდვით ირჩენდა
და ახლა, მობერებული და დაბრძენებული, შინ ბრუნდებოდა.

625
თუ ვინმე მის ტილოებს მოიკითხავდა, ეტყოდა, რომ ისინი სხვა
გემით გააგზავნა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართე-
ბოდა, ათიოდე დღეში ფლორენციას მიაღწევდა. ბალაბანსა და
მის ამფსონებს მისთვის სათანადო სამოსის შერჩევა არ გასჭირ-
ვებიათ, მაგრამ ზუსტი ზომის პოვნა არ გამოდგა იოლი საქმე.
ბოშებმა ჯაჰანს ტანსაცმლით სავსე ტომარა გადასცეს, მიტკლის
პერანგი, გრძელსახელოებიანი მოსაცმელი, ტყავის ჟილეტი და
შარვალი, რომელიც მუხლებზე ბაფთით იკვრებოდა. საუცხოო
ქსოვილისგან შეკერილი ეს სამოსი შეუფერებლად დიდი ზომის
აღმოჩნდა. ბალაბანი ჯაჰანის დანახვისას დამცინავად გაიკრიჭა
და მიაძახა:
- სინიორ ჯაჰანიონი, როგორ ჩაფუშულხართ!
ბოშები პატარა ბიჭებივით ახითხითდნენ (გულის სიღრმეში
იყვნენ კიდევაც პატარა ბიჭები). გაირკვა, რომ ბალაბანის დამ-
ქაშებს დღისით-მზისით ვენეციელი დოჟის მდივანი გაექურდათ,
ეს კაცი კი ჯაჰანზე გაცილებით ზორბა აგებულებისა ყოფილა.
საქმეს ბალაბანის ცოლმა უშველა: ტანსაცმელი ჩაკერა და ჯა-
ჰანს ზუსტად მოარგო. მანვე დაჟინებით მოსთხოვა, რომ თმა--
წვერი ინით შეეღება. როცა ამ საქმესაც მორჩა, სინანის შეგირ-
დმა საკუთარი თავი ძლივს იცნო სარკეში.მ მისი აღკაზმულობის
გვირგვინი გახლდათ ხავერდის მოიისფრო-მოშავო ქუდი. დაბე-
ჟილობები უკვე აღარ ეტყობოდა, ერთადერთი იარა შემორჩე-
ნოდა ღაწვზე, იმ ღამის სახსოვრად, რომლის დავიწყება ასე
ძლიერ სურდა.
ჯაჰანის გამგზავრების დღეს ბალაბანი და მისი ბიჭები სახე-
დარშებმულ ფორანში ჩასხდნენ. მაჰაუტის პატივსაცემად ფორა-
ნი ყვავილწნულებითა და ფერადი ლენტებით შეემკოთ. ფორან-
ში იმდენი ხალხი იჯდა, რომ საბრალო სახედარს არათუ ჩორ-

626
თით წასვლა, ადგილიდან დაძვრა გაუჭირდა. ბოშებმა ჯერ ის კა-
ნონი დაწყევლეს, რომელიც მათი მოდგმის ხალხს ცხენით
მგზავრობას უკრძალავდა, შემდეგ კი ერთმანეთს წაეკიდნენ,
არა შენ გადმოდი, არა შენო. მაგრამ ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, ჯა-
ჰანის გაცილება ყველას უნდოდა. ბოლოს ბოშებმა სამი ფორა-
ნი იშოვეს და ზარ-ზეიმით ჩამოუარეს ქალაქის ქუჩებს. ზედაც არ
უყურებდნენ პირდაფჩენილ გამვლელებს, რომელთაგან ზოგი
ხალისით, ზოგი კი ისეთი ზიზღით უმზერდათ, თითქოს ისინი
სხვა ადამისა და სხვა ევასგან იშვნენ. შუა გზაზე ბალაბანის ბი-
ძამ სიმღერა წამოიწყო; მისი ხრინწიანი, მაგრამ ტკბილი ხმა
ზღვაურმა აიტაცა. ერთმა ბიჭმა საქამრედან სტვირი დააძრო და
ჰანგი ააჟღერა.
- რაზე მღერის? - ჰკითხა ჯაჰანმა ბალაბანს.
ბალაბანმა ისე ჩუმად წასჩურჩულა, რომ ჯაჰანს მისკენ დახ-
რაც კი მოუწია.
- ეს ბიჭი ქორწილში მიდის. ყველა მხიარულობს, ცეკვავს და
სვამს. ესეც ცეკვავს, მაგრამ თან ტირის.
- რა ატირებს?
- ის ატირებს, რომ პატარძალი უყვარს, ჭკუათხელო. იმასაც
უყვარს, მაგრამ სხვაზე ათხოვებენ!
ეს სევდა გადამდები აღმოჩნდა. ჯაჰანს ჰანგმაც და ლექსმაც
გული დაუმძიმა.ნ ნავსადგურს რომ მიუახლოვდნენ, ფორნები
ერთ ამწვანებულ ფერდობქვეშ გააჩერეს.
- აქ უნდა დაგტოვოთ. ასე აჯობებს, - თქვა ბალაბანმა.
ბოშები ფორნებიდან გადმოხტნენ. ჯაჰანმა გაიხადა მოსასხა-
მი, რომლითაც თავის ევროპულ ტანსაცმელს ფარავდა, შემდეგ
სათითაოდ გადაეხვია ყველას. დროულებს ხელები დაუკოცნა,
ბავშვებს კი - ღაწვები. ბალაბანი გაუნძრევლად იდგა, ფორანს

627
მიყრდნობოდა და ჩალის ღერს ღეჭავდა. როცა ყველას გამოემ-
შვიდობა, ჯაჰანი ბალაბანისკენ გაემართა. მაშინღა შეამჩნია,
რომ ბოშას ხელში რაღაც ნივთი ეჭირა, გულწითელას კვერცხი-
ვით მომრგვალებული და ლურჯი.
- ეს რაღაა?
- თილისმა გახლავს. დაკი დეიმ შენთვის დაამზადა. ავი თვა-
ლისგან დაგიცავს. ზღვაში რომ იქნები, უკუღმა დაიკიდე, ნაპირს
რომ მიაღწევ, გადმოაბრუნე.
ტირილი რომ არ წასკდომოდა, ჯაჰანმა ტუჩზე იკბინა.
- მადლობელი ვარ.
- ახლა ყური დამიგდე, იმ მეძავის ამბავი უნდა გითხრა.
გავიკითხ-გამოვიკითხეთ და გავარკვიეთ, რომ მჭმუნვართა ჰა-
მამში რვა ქალი ცხოვრობდა.
- მერე?
- ჰოდა, ახლაც რვაა. არავინ შემატებია, არც არავინ დაჰკლე-
ბიათ.
- რას ამბობ?!
- იმას ვამბობ, რომ მისი დასაფლავება არავის უნახავს. უც-
ნაური ამბავი კია, ნამდვილად. ძალიან არ მინდა, რომ მთელი
ცხოვრება ამაზე იდარდო, ამიტომ გეუბნები: მგონი, არავინ მო-
გიკლავს, ძმაო. ეს ამბავი განზრახ იყო მოწყობილი.
- ჯუჯა ქალი რატომღა თვალთმაქცობდა, ის ხომ ჩემს მხარეს
იყო? - გაოცდა ჯაჰანი.
ბბალაბანმა ამოიოხრა.
- კი ვნანობ, რომ მიდიხარ, მაგრამ თან მიხარია. ძალიან მიმ-
ნდობი კაცი ხარ. ასეთ ადამიანს სტამბოლში არ ეცხოვრება.
ბოშების ბელადმა ტლანქად მიიზიდა ჯაჰანი და მუცელში
ძმური მუშტი უთავაზა.

628
- რა მეშველება უშენოდ? ვინღა მეყოლება დღეიდან გადა-
სარჩენი?!
- ჩოტას შვილს გაბარებ, - უთხრა ჯაჰანმა, - ხომ მიმიხედავ?
- დარდი ნუ გაქვს, აუცილებლად მოვუყვებით, რა მამიკო
ჰყავდა! - მიუგო ბალაბანმა.
სანამ ჯაჰანი საჭირო სიტყვებს ეძებდა, ბალაბანი კოფოზე
დასკუპდა და სადავეს დასწვდა. თვალები დახრილი ჰქონდა.
მისმა მეგობრებმა ჯაჰანს მხარზე ხელი მოუთათუნეს და
გაეცალნენ. როცა ფორნები ადგილიდან დაიძრნენ, ყველამ ხე-
ლი დაუქნია, ბალაბანის გარდა. ამაოდ ელოდა ჯაჰანი, რომ ბე-
ლადი უკანასკნელად მაინც გამოიხედავდა და მზერას შეავლებ-
და. ბალაბანი წინ იყურებოდა. გრძელ, შავ თმას ქარი უწეწავდა.
მხოლოდ მაშინ გამოიხედა, როცა ეტლი მოსახვევში გაჩერდა.
უკვე ძალიან შორს იყვნენ, მაგრამ ჯაჰანი თითქმის დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ ბოშების ბელადის ბაგეზე ღიმილის მაგვარი რა-
ღაც გაკრთა. ჯაჰანმა ხელი ასწია. ბალაბანმაც დაუქნია ხელი.
ბოშები თვალს მიეფარნენ. ტკივილმა ბასრი დანის მსგავსად
გაიარა ჯაჰანის სხეულში. იქვე, კუნძზე ჩამოჯდა და დაფიქრდა.
იმ წუთებში ნამდვილად არ იცოდა, რა ხვედრი შემოინახა მის-
თვის განგებამ, მაგრამ თავზეხელაღებული სითამამით, კიდევ
ერთხელ აპირებდა ამ მორევში ჩაყვინთვას. აკი უკან დასახევი
გზა არც ჰქონდა.
როგორც კი მზე ამოიწვერა, გზას გაუდგა.
ნავსადგურში, როგორც ყოველთვის, ზღვა ხალხი ირეოდა -
მოგზაურები, მეზღვაურები, მონები... ნავმისადგომს რომ მიუახ-
ლოვდა, მაშინვე შთანთქა ამ მშფოთვარე, დინამიკითა და ენერ-
გიით სავსე სივრცემ. ამბობდნენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო
პორტი იყო მსოფლიოში. ხომალდები რომ მოუახლოვდებოდ-

629
ნენ, მეზღვაურებს არც ნიჩბების მოსმა სჭირდებოდათ და არც
ზურგის ქარისთვის ლოცვა-ვედრება. კაპიტნები მთლიანად მი-
ენდობოდნენ ხოლმე დინებას, რომელსაც ხომალდი ნავსად-
გურში შემოჰყავდა. ბოსფორის ორი, ერთმანეთის საწინააღმდე-
გო დინება, თავად ქალაქისგან განსხვავებით, იოლად პროგნო-
ზირებადი და სანდო იყო. ნაპირთან იმ დღესაც უამრავი გემი
იდგა. თუმცა აფრები სულ რამდენიმე მათგანს ჰქონდა გაშლი-
ლი. აქვე იყო მოხდენილი და დიდებული სამანძიანი კარაკი,
რომელიც ვენეციაში მიემგზავრებოდა. ჯაჰანი სწორედ მას უნდა
გაჰყოლოდა. რაკი იტალიელ მხატვრად მოჰქონდა თავი, მო-
ნუსხულივით უმზერდა ყველაფერს, რაც ცნობისმოყვარეობას
აღუძრავდა; ყველა შემხვედრ ქალს, მონაზონი იქნებოდა თუ
წარჩინებული ქალბატონი, ქუდს უხდიდა. ხედავდა ჯვალოთი შე-
მოსილ მწირებს, ჩაჩიან ლაბადებში გამოწყობილ იეზუიტ ბე-
რებს და დიდმოხელეებს, რომლებსაც ხელები მუდამ მელნით
ჰქონდათ მოსვრილი. სახელდახელოდ გამზადებულ მაგიდას-
თან კალიგრაფი იჯდა, მოსეირეები თავზე ადგნენ და თვალს
ადევნებდნენ მის ჯადოსნურ ნაკალმარს. ჯაჰანმა ალბანელი
ვაჭრისგან თაფლის შარბათი იყიდა და საუბარი გაუბა. ვიღაც
კაცს თვალახვეული ცხენი, წმინდა ჯიშის ულაყი, ტრაპით ხო-
მალდზე აჰყავდა. „სად უნდა წაიყვანონ? მოგზაურობას თუ გაუძ-
ლებს ეს მშვენიერი არსება?“ გაიფიქრა ჯაჰანმა. როცა ამ სცენას
თვალს ადევნებდა, სწორედ ამ დროს შეამჩნია დაუდის ყრუ--
მუნჯი ყმები. ისინი ბრბოში გზას მიიკვლევდნენ და პირდაპირ
მისკენ მოემართებოდნენ. ჯაჰანი გაშეშდა და სასმელი მოწრუ-
პა. ყრუ-მუნჯებმა ყურადღება არ მიაქციეს და გვერდი აუარეს.
წამიც და უცებ ყურისწამღებმა კივილმა ცა და დედამიწა შეძრა:
- გაჩერდი, შე მუდრეგო!

630
საუცხოო ულაყი ყალყზე დადგა და მეჯინიბეს წიხლით წყალ-
ში გადაუძახა. გაისმა სიცილი, რომელიც ხმამაღალმა ყიჟინამ
გადაფარა. თვალახვეულმა ცხენმა ტრაპიდან ჩამოირბინა და
ბრბოში შევარდა. ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა, ყველგან
ყუთები ეყარა, ამიტომ ცხოველს გასაქანი არ ჰქონდა, მაგრამ
მაინც თელავდა ირგვლივ ყველაფერს, რაც გზად შეხვდებოდა.
წყლიდან ამოყვანილი მეჯინიბე გაცოფებული იწყევლებოდა და
ცხენს უყიჟინებდა. ჯაჰანი დაეწია და ჰკითხა:
- რა ჰქვია შენს ულაყს?
- რა ჯანდაბად გინდა მისი სახელი? - შეუღრინა მეჯინიბემ.
- მითხარი, რა ჰქვია! - მოუთმენლად გააწყვეტინა ჯაჰანმა.
- აბანოზი! - უპასუხა გაოცებულმა მეჯინიბემ.
ჯაჰანი ცხენს გამოუდგა. ცხოველს თავზე წამოცმული ჩაჩი
გადასძვრა, მაგრამ თვალი რომ აეხილა, უარესად დაფეთდა.
ჯაჰანმა რამდენჯერმე ფრთხილად უხმო. ცხენები სახელებს…
ვერ იმახსოვრებენ, მაგრამ კილოს და განწყობას კარგად
გრძნობენ. ხალხით გარშემორტყმული ცხენი ერთ ადგილას
ტრიალებდა, ჭიხვინებდა და თავს მოუსვენრად იქნევდა. ჯაჰანი
წინ გადაუდგა და ცარიელი ხელები უჩვენა. შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ
მიუახლოვდა და ტკბილი სიტყვები წასჩურჩულა. დაღლილი
რომ არ ყოფილიყო, ცხენი ახლოს არ მიუშვებდა, მაგრამ მოქან-
ცულ ცხოველს წინააღმდეგობის ძალა აღარ შერჩენოდა, ჯაჰან-
მაც ადვილად წაავლო ხელი სადავეში და კისერზე ალერსიანად
ჩამოუსვა ხელი. უცებ გულმა რაღაც უგრძნო და მიტრიალდა.
რამდენიმე ნაბიჯში ყრუ-მუნჯები იდგნენ და თვალის დაუხამხა-
მებლად მიშტერებოდნენ. მათ სახეებზე ვერაფერს ამოიკითხავ-
დით. ეჭვი აიღეს თუ სანახაობით დაინტერესდნენ? ამას დანამ-
დვილებით ვერავინ იტყოდა. ჯაჰანმა მეორედ შეხედვა ვეღარ

631
გაუბედა, გული შიშისგან მოეწურა, კეფაზე ოფლი ჩამოეწუწა და
ტანსაცმელი უცნაურად ემძიმა. წარმოიდგინა, როგორ შეუშლი-
და ხელს ეს სამოსი, გაქცევა რომ მოენდომებინა. თან ორი ქისა
ჰქონდა წამოღებული. ბალაბანის ცოლის მზრუნველი ხელით
ერთი მოსასხამში ჰქონდა ჩაკერებული, მეორე კი - პერანგის
უბეში. თუ გაიქცეოდა, ვერცხლის ფული აჟღარუნდებოდა და
ესეც სიძნელეს შეუქმნიდა. სწორედ იმ დროს ბრბო შუაზე
გაიყო, თითქოს ვიღაცამ უჩინარი დანით გაჭრაო. ხომალდს
ფრანგი ელჩი უახლოვდებოდა. სწორედ ის კაცი, რომელმაც ჩო-
ტას სხეული გულგრილად, უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო
გაკვეთა. გვერდით ცოლი მოჰყვებოდა. ქალს მწვანე ხავერდის
კაბა ეცვა, მოქარგული კორსაჟით. სიმყრალით შეწუხებულს კო-
პები შეეკრა და ნესტოებზე ცხვირსახოცს იფარებდა. წყვილმა
ჯაჰანი ვერ იცნო, გვერდი აუარა და აუჩქარებლად გაემართა
ხომალდისკენ. უკან მსახურების მთელი გუნდი მიჰყვებოდათ.
მათ ხელში ეჭირათ სკივრები და გალიები, რომლებშიც ყველა
სახის არსება სისინებდა, ღუღუნებდა და ყიყინებდა. ბატონი და
ქალბატონი ბრევები საფრანგეთში ბრუნდებოდნენ და თავიან-
თი სამხეცე თან მიჰქონდათ. რას არ ნახავდით ამ გალიებში:
ფარშავანგებს, ბულბულებს, გაზაფხულის დღეებივით ფერად--
ფერად თუთიყუშებს. ელჩს შევარდენიც ჰყავდა, ქორიც და სულ-
თნის ნაჩუქარი, სრულიად უცხო ჯიშის დიდნისკარტა ფრინვე-
ლიც. მაგრამ ჩოჩქოლი მაიმუნების გამო ატყდა. ყველას უნდო-
და მათი ნახვა. მამრებსაც და მდედრებსაც წარჩინებულთა სა-
მოსი ეცვათ. აბრეშუმსა და ხავერდში გამოწყობილი ცხოველები
ბრბოს შეშინებული და, ამავე დროს, მხიარული თვალებით მის-
ჩერებოდნენ. ერთი მდედრი დროდადრო იკრიჭებოდა, თითქოს
საპასუხოდ დასცინოდა ადამიანებს, რომლებიც მას დასცინოდ-

632
ნენ. ჯაჰანმა აურზაურით ისარგებლა და სწრაფი, მოზომილი ნა-
ბიჯით გაეცალა იქაურობას. უკან არც ერთხელ არ მოუხედავს.
ზიგზაგისებურად მიაბიჯებდა ყუთებს, ბაწრებს, ფიცრებს, მეზ-
ღვაურებს, მებარგულებსა და მათხოვრებს შორის. შორიახლოს
კიდევ ერთი კარაკი იდგა. ჯაჰანს წარმოდგენა არ ჰქონდა, სად
მიემგზავრებოდა ეს ხომალდი, მაგრამ იგრძნო, რომ მისკენ უფ-
რო მიუწევდა გული. დაუდი ალბათ მიხვდებოდა, რომ ჯაჰანი
რომში დაბრუნებას მოისურვებდა, და თავის ხალხს უბრძანებ-
და, იტალიის ნავსადგურებში მიმავალი ხომალდებისკენ სჭერო-
დათ თვალი. ამიტომ სხვა მიმართულების არჩევა გაცილებით
გონივრული იქნებოდა. მიქელანჯელოს სამშობლოსკენ გეზის
აღება კი სხვა ნავსადგურებიდანაც შეიძლებოდა. გადაწყვეტი-
ლება მიღებული იყო. ჯაჰანი კარაკის ტრაპზე ავიდა, მაგრამ კა-
პიტანმა გზა გადაუღობა.
- უცხოებს არ ვიღებთ! საიდან უნდა ვიცოდე, რომ დამნაშავე
არა ხარ?
- მხატვარი გახლავართ, - უთხრა ჯაჰანმა, და იმის შიშით,
რომ მისი სიტყვების შესამოწმებლად კაპიტანი თავისი პორტრე-
ტის დახატვას მოსთხოვდა, იქვე დასძინა, - ლანდშაფტებს ვხა-
ტავ!
- სასაცილო ხელობა გაქვთ. ამისთვის ფულს გიხდიან?
- თუ ხელოვნების გულუხვი ქომაგი გამოჩნდა, რატომაც არა?
- ერთი ამათ დამიხედეთ?! - პირქუშად ჩაილაპარაკა კაპიტან-
მა. - ჩვენ აქ წელებზე ფეხს ვიდგამთ, ამათ კი რა ტკბილი ცხოვ-
რება აქვთ?! არა, ვერ წაგიყვან. ემანდ, გზაში უბედურება არ
დაგვაბედო.
- რას ამბობთ, მე კარგი ფეხი მაქვს, გარწმუნებთ! ნება მიბო-
ძეთ აი, ეს მოგართვათ იმის დასტურად, რომ სანდო კაცი ვარ.

633
ჯაჰანმა ქისა ამოიღო და მისი შიგთავსი მაგიდაზე გად-
მოაპირქვავა. კაპიტანს თვალები გაუბრწყინდა. ერთ-ერთ მონე-
ტას დასწვდა და კბილით მოსინჯა.
- კარგი, ამოდი. ოღონდ სწრაფად! სჯობს, ტრიუმში ჩახვიდე.
მეზღვაურებთან ერთად ისადილებ ხოლმე. შეეცადე, რომ
თვალში არ შემეჩხირო.
- გპირდებით! - თავი დაუქნია ჯაჰანმა.
ღუზის აწევას მეორე დღემდე არ აპირებდნენ. ჯაჰანი ქვემოთ,
დახუთულ კაიუტაში იცდიდა. როცა ნაპირს მოშორდნენ, მხო-
ლოდ მაშინ გაბედა გემბანზე ასვლა. შორიდან ქალაქი კაშკა-
შებდა, თავისი ბაზრებით, ყავახანებით, აშოლტილი კვიპაროსე-
ბითა და ტურბეებით92 მოფენილი სასაფლაოებით. ქალაქი, სა-
დაც ჯაჰანმა სიყვარულიც ისწავლა და სიყვარულისადმი უნდობ-
ლობაც. შორიდან მოჰკრა თვალი სულეიმანიეს მინარეთებს და
მამა-შვილი შეჰზადეების მეჩეთებს. ჰორიზონტზე გამოჩნდა აია
სოფიას მოციმციმე გუმბათი და მიჰრიმაჰის მეჩეთი, იმ ქალივით
იდუმალებით მოცული, რომლის სახელზეც ის აშენდა. ჯაჰანმა
მარჯვენა ხელი გულზე მიიდო და უკანასკნელი სალამი უძღვნა
ამ ნაგებობებს, რომლებსაც ოფლი, ლოცვები და იმედები
შეალია. დიახ, ხუროთმოძღვრის შეგირდი სალამს უთვლიდა
არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ქვას, ხეს, მარმარილოსა და
შუშას. ასე ასწავლა ოსტატმა...
თოლიები ხომალდს კარგა ხანს მიჰყვებოდნენ და ჭყივილით
ემშვიდობებოდნენ, მაგრამ როცა ზღვაურმა იმძლავრა, კვლავ
ქალაქისკენ იბრუნეს პირი. უცნაური ის იყო, რომ ფრინველების

92 საძვალე (თურქ.)

634
უკანასკნელი „მშვიდობით“ ჯაჰანის გამოსათხოვარ სიტყვებზე
არანაკლებ სევდიანად ჟღერდა.
„წყევლა. ნეტავ რას გულისხმობდა ის დედაბერი? ხანგრძლი-
ვი სიცოცხლე ხომ ნამდვილი საჩუქარია?!“ ასე ფიქრობდა ჯაჰა-
ნი თავიდან, მაგრამ გვიანღა მიხვდა, რომ ცხოვრებამ მოატყუა.
ის, რასაც ადრე საჩუქრად აღიქვამდა, სასჯელი აღმოჩნდა, ხო-
ლო ის, რაც ჭირად მიაჩნდა, წყალობად ექცა! სულ დადას სიტ-
ყვები უტრიალებდა თავში. რომელი მხატვარი და ხუროთმოძ-
ღვარი არ ინატრებდა საუკუნო სიცოცხლეს? რომელ მათგანს არ
ეშინოდა, რომ დრო სწორედ მაშინ ამოეწურებოდა, როცა
საუკეთესო ქმნილებაზე მუშაობდა? სიკვდილის შიშისგან რა გა-
ნიმოსა, ჯაჰანი მარცხის შიშისგანაც გათავისუფლდა. აეს რომ
ადრე მომხდარიყო, ალბათ უფრო ბევრს იმუშავებდა და ნახე-
ლავიც უფრო მშვენიერი გამოუვიდოდა. მეტიც - იქნებ ოსტატის-
თვისაც კი ეჯობნა!ა ამ აზრით აშეგულიანებულმა და სასიამოვ-
ნოდ აღელვებულმა ბევრი ქალაქი და ქვეყანა მოიარა. იყო
რომში, საფრანგეთსა და ინგლისში. სანჩასთან შეხვედრის იმე-
დით, სალამანკაც მოინახულა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგ-
ნო. გამოცდილება არ აკლდა, თავგამოდებით მუშაობდა და და-
ბალ გასამრჯელოს ითხოვდა. ამიტომ, ცხადია, მუშტარი არ
ელეოდა. არც ერთი გილდიის წევრი არ იყო და დასაქმების უფ-
ლება არ ჰქონდა, მაგრამ მომხმარებელს თავის სამსახურს შემ-
დეგი გზით სთავაზობდა: პროექტებს სხვა ხუროთმოძღვრებს
უხაზავდა. ცოტას უხდიდნენ, მაგრამ ეგ ნაკლებად ადარდებდა.
სხვა საწუხარი უწყალებდა გულს. საქმე ის იყო, რომ ჯადომ
ძალ-ღონე და წლები შესძინა, მაგრამ გარეგნული ახალგაზ-
რდობა ვერ შეუნარჩუნა. ღრმა მოხუცისთვის დამახასიათებელი
ფიზიკური და გონებრივი სისუსტის ნიშანწყალი არ ეტყობოდა,

635
მაგრამ თავისი ასაკის შესაფერისად ნამდვილად გამოიყურებო-
და. ხალხი გრძნობდა, რომ მათ თვალწინ რაღაც უცნაური და
ბნელით მოცული რამ ხდებოდა. ჯაჰანთან საუბრისას ხშირად
აზუსტებდნენ მის წლოვანებას.
- ოთხმოცდათექვსმეტის.
- ოთხმოცდაჩვიდმეტის.
- ოთხმოცდათვრამეტის... - პასუხობდა ჯაჰანი და ისინიც
გაოცებულები მისჩერებოდნენ. ზოგჯერ მათ თვალებში ეჭვიც
გაიელვებდა ხოლმე, თითქოს ფიქრობდნენ, ნეტავ, ეშმაკს ხომ
არ შეეკრაო! თუმცა მსგავსი აზრი ხმამაღლა მხოლოდ ერთმა
ადამიანმა წარმოთქვა.
საითაც უნდა წასულიყო, ჩრდილოეთისკენ თუუ სამხრეთის-
კენ, მოკვდავნი გულგრილად თუ არა, უნდობლობით მაინც ეკი-
დებოდნენ მათ, ვინც ბუნებით დადგენილ ზღვარს გადასცდა.
სწორედ მაშინ ეწვია ჯაჰანს აზრი, რომ ჰესნა ხათუნი მართალი
იყო. ალბათ თავის დროზე ოსტატი სინანიც გაურიგდა იმ ბებერ
ალქაჯს. სინანმა ოსმალური იმპერიის სხვა დიდოსტატებზე მეტ-
ხანს იცოცხლა ამქვეყნად. ვერც ერთი მოკვდავი ვერ ინატრებდა
ამდენი მმშვენიერი შენობის აგებას. იქნებ, ჰესნა ხათუნივით,
სინანსაც ასდიოდა მცენარეების სუნი? ჯაჰანი თავს ძალას ატან-
და, მაგრამ მსგავსს ვერაფერს იგონებდა. მერე ოსტატი დაიღა-
ლა, ის ალქაჯი მოინახულა და სთხოვა, რომ ამ ყველაფრისთვის
წერტილი დაესვა. თუ მართლაც ასე იყო, ჯადოს მოხსნის გზა არ-
სებობდა, სტამბოლიდან წასვლით კი ჯაჰანმა ეს შესაძლებლობა
ხელიდან გაუშვა!
გავიდა კიდევ უამრავი წელი. ჯაჰანმა ხომალდით პორტუგა-
ლიისკენ აიღო გეზი, საიდანაც, ზოგიერთის მტკიცებით, ახალ
სამყაროში გამგზავრება შეიძლებოდა. ერთ მზიან დღეს გემბან-

636
ზე გამხდარი, ტანადი მამაკაცი შენიშნა და გული გადაუქანდა.
ბალაბანი იყო. დახვეულ ბაგირებსა და სხვა საზღვაო აღჭურვი-
ლობას შორის იჯდა. ჯაჰანი დაუფიქრებლად, სიცილ-ხარხარით
დაადგა თავზე, მაგრამ გვიანღა მიხვდა, რომ შეცდა.
- უკაცრავად, სხვა ვინმეში შემეშალეთ, - მოუბოდიშა უცნობს.
- იმედია, მეგობარი იყო. დაბრძანდით, მზით დატკბით, სანამ
ამინდი არ გაფუჭებულა, - შესთავაზა უცნობმა. მერე მოხსნა გუ-
დას თავი და ჯაჰანს თავისი გასაჭირი გადმოულაგა. კარგა ხანს
ლაპარაკობდა. ხან ხმას იმაღლებდა, ხან ჩურჩულზე გადა-
დიოდა. ისიც აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრი ცოდვა ჰქონდა ჩა-
დენილი და ახლა ამ ცოდვებს შორეთში გაურბოდა, რათა მოგ-
ვიანებით ოჯახის წინაშე უფრო დაბრძენებულ კაცად წარმდგა-
რიყო.
- რა ხელობას მისდევთ? - ჰკითხა ჯაჰანს, როცა საუბრით
დაიღალა.
- მშენებლობას. ხუროთმოძღვარი გახლავართ, - მიუგო ჯა-
ჰანმა.
- მაშ, აგრაში წასვლას გირჩევთ. შაჰ ჯაჰანი, თქვენი სეხნია,
მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად იქ დიდებული ნაგებობის აღ-
მართვას აპირებს.
- რა მოუვიდა მის მეუღლეს? - დაინტერესდა ჯაჰანი.
- მშობიარობას გადაჰყვა, - სევდიანად მიუგო უცნობმა, - შაჰს
ძალიან უყვარდა ცოლი!
- მე სულ სხვა გზას ვადგავარ, - თქვა ჯაჰანმა.
- გეზი შეიცვალეთ! ასე აჯობებს, - ურჩია მისმა თანამოსაუბ-
რემ.
და აი, 1632 წელს ჯაჰანი ჰინდოსტანს ჩავიდა, რათა თავისი
თვალით ეხილა საარაკოდ ქცეული ახალი ნაგებობის გეგმა.

637
მავანი ამა თუ იმ ქალაქს იმიტომ სტუმრობს, რომ ასეთი სურ-
ვილი აქვს. მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება: თავად ქალაქს სურს,
რომ ესტუმროთ. როგორც კი აგრის მიწას ფეხი დაადგა, ჯაჰანმა
იგრძნო, რომ ეს ადგილი სიცოცხლეს მატებდა და წინსვლისკენ
უბიძგებდა. გზად უამრავი რამ შეიტყო შაჰსა და იმ ქალაქზე,
რომლის განდიდება მას ასე გულით ეწადა. ამიტომ აგრა სრუ-
ლებით არ ეუცხოვა და ამ ქალაქში ახალჩასულს ისეთი განცდა
დაეუფლა, თითქოს ნაცნობ ადგილს დაუბრუნდა; დასეირნობდა
მის ქუჩებში, მის მძაფრ, მსუყე სურნელებებს ისრუტავდა და მის
ალერსიან მზეს სიამოვნებით უშვერდა ნაიარევ სახეს. ბოლოს
მიადგა მდინარე ჯამნას სანაპიროს, სადაც მშენებლობა მიმდი-
ნარეობდა. სწორედ აქ, ცოტაოდენი თურქულის მცოდნე მოგ-
ზაურის მეშვეობით გაიცნო ერთი მხაზველი. როცა მის რეკომენ-
დაციებს გადახედა და სინანის ბეჭედი თავისი თვალით იხილა,
მხაზველმა ჯაჰანი თავის ზედამხედველს მიჰგვარა. ჯაჰანს უცებ
მოუვიდა თვალში ეს ახოვანი, დიდცხვირა, წარბებდაფანჩული
და მორცხვად მოღიმარი კაცი, რომელსაც სახელად მირ აბდულ
კერიმი ერქვა.
- დიდი კაცი იყო შენი ოსტატი, - უთხრა ზედამხედველმა ხელ-
ქვეითების მისამართით გაცემული ხშირი ბრძანებებისა და ზემ-
დგომთა წინაშე დაუსრულებელი ახსნა-განმარტებებისგან გა-
მობრძმედილი ხმით. ჯაჰანის რამდენიმე ნახაზი ყურადღებით
დაათვალიერა და ყველა დეტალი დაწვრილებით შეისწავლა.
შემდეგ სტუმარს თაფლიანი რძე მიართვა, მშენებარე ნაგებო-
ბის რამდენიმე გეგმა უჩვენა და აზრი ჰკითხა. ჯაჰანმა გულ-
წრფელად მოახსენა თავისი შეხედულებები. ზედამხედველს
არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალები მხიარულად აუციმციმდა,
რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მიღებული პასუხებით კმაყოფი-

638
ლი დარჩა. საუბარს რომ მორჩნენ, მირ აბდულ კერიმმა სტუ-
მარს მაგიდაზე კალმები დაუწყო, აზომვითი სამუშაოების შედე-
გად მიღებული მონაცემები გადასცა და სთხოვა, მათ მიხედვით
თავისი გეგმა დაეხაზა. ჯაჰანმა სამუშაო შეასრულა. ზედამხედ-
ველი ამჯერადაც კმაყოფილი დარჩა, შვებით ამოისუნთქა და
უთხრა:
- სანამ დიდვეზირს არ შეხვდებით, არსად გაგიშვებთ.
რამდენიმე მსგავსი შეხვედრის შემდეგ ჯაჰანი მოულოდნე-
ლად შაჰმა იხმო. მბრძანებელი ფარშავანგის ტახტზე93 იჯდა.
მძიმე ქუთუთოებქვეშ დანაკარგით გამოწვეული ურვითა და
სიამაყით ელავდნენ მისი თვალები. თმაწვერი დარდისგან გაჭა-
ღარავებოდა. მისი სამოსი არც ძვირფასი თვლებით იყო მოოჭ-
ვილი და არც სხვა სამშვენისებით. აამ ყველაფრის გამო შაჰმა
ჯაჰანს სულთანი სულეიმანი მოაგონა. იმხანად მბრძანებელი
საყვარელ მეუღლეს, მუმთაზ მაჰალს გლოვობდა, სასახლის
მშვენებას, ქალს, რომელმაც თვრამეტი წლის განმავლობაში
თოთხმეტი შვილი გაუჩინა. მისი ნეშტი თავიდან მდინარე ტაფ-
ტის სანაპიროზე დაკრძალეს, ახლა კი აგრაში სამუდამოდ უნდა
გადმოესვენებინათ. შაჰმა ყველა სხვა ქალს ანაცვალა მუმთაზ
მაჰალი, რომელსაც, ხალხის თქმით, ისე ერთგულობდა და ენ-
დობოდა, რომ წესად ჰქონდა, ყველა თავის ფირმანს წააკითხებ-

93სუფიური ტერმინია. დიადი უხილავი, ის რაც თვალს ეფარება,


როცა ადამიანი აღარ არსებობს, რადგან ის მთლიანად შეერწყა
ღმერთს. XVII საუკუნეში დამზადებული, მსოფლიოში ყველაზე
მდიდრული ტახტი, ვერცხლის კიბეებით, ოქროს ფეხებით,
ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებითა და ფარშავანგის ორი
კუდით შემკული.

639
და და ბეჭედს მათზე მხოლოდ მეუღლის თანხმობის შემდეგ
დასვამდა. მუმთაზი არა მხოლოდ მისი თანამეცხედრე იყო, არა-
მედ მეგობარი, ნდობით აღჭურვილი პირი და მრჩეველი. შაჰი
უნუგეშო მწუხარებამ შეიპყრო. ღამღამობით მეუღლის საძინე-
ბელს სტუმრობდა, თითქოს სურდა, მისი სურნელი შეეგრძნო ან
მისი აჩრდილი დაელანდა სადმე. მაგრამ გამოცარიელებულ
ოთახში საკუთარ თავთან მარტო რომ აღმოჩნდებოდა, გული
ამოუჯდებოდა ხოლმე და მოჰყვებოდა ქვითინს.
უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, ჯაჰანს უთუოდ შეაშფო-
თებდა მგლოვიარე სეხნიასთან შეხვედრა. სახე აუჭარხლდებო-
და, ხელები გაუოფლიანდებოდა და ხმა აუკანკალდებოდა იმის
შიშით, რომ ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა. მაგრამ ეს დრო
წავიდა. ჯაჰანს აღარც საიდუმლო ჰქონდა და აღარც რაიმეს
ელოდა. ამიერიდან აღარც თავს უწყრებოდა. ერთადერთი რამ
სურდა: ყოფილიყო უბრალო დამკვირვებელი, მშვიდი, აუმ-
ღვრეველი და თავისუფალი. ძალიან ნანობდა, რომ ახალგაზ-
რდობაში აკლდა ეს სულიერი განწყობა, როცა სულთნებთან,
მათ მეუღლეებთან და ვეზირებთან ურთიერთობდა. თავის ოს-
ტატს ოდესღაც ზედმეტად მშვიდ და გაწონასწორებულ ხასიათს
არ უფასებდა, ახლა კი ხვდებოდა, რაოდენ ღირებული იყო ეს
თვისებები.
შაჰმა სინანის ნამუშევრებთან დაკავშირებით კითხვები
მიაყარა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, მბრძანებე-
ლი ოსტატის მემკვიდრეობას კარგად იცნობდა. თითოეულ შე-
კითხვას ჯაჰანი მოკლედ, მაგრამ გულახდილად პასუხობდა. თა-
ვისი წინაპრის, ბაბურისგან განსხვავებით (რომლის დედისთვის
ჯაჰანის ენა მშობლიური იყო), შაჰმა თურქული არ იცოდა. ისინი
სპარსულისა და თურქულის მცოდნე თარჯიმნის მეშვეობით სა-

640
უბრობდნენ და ჰაერში იჭერდნენ საერთო სიტყვებს, რომლებიც
მათ შორის პეპლებივით დაფარფატებდნენ. როცა შეხვედრა და-
სასრულს მიუახლოვდა და ჯაჰანი დარბაზიდან უკუსვლით დაიძ-
რა, შაჰმა კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა:
- ვიცი, რომ დაქორწინებული არასოდეს ყოფილხარ. ეგ რო-
გორ გავიგო?
ჯაჰანი გაჩერდა და თვალები დახარა. დარბაზი თაფლივით
ბლანტმა და მძიმე სიჩუმემ მოიცვა. თითქოს მთელი სამეფო კა-
რი ელოდა ახლა მის პასუხს.
- ჩემი გული ერთადერთს მივუძღვენი, თქვენო უდიდებულე-
სობავ, - თქვა ჯაჰანმა.
- და რა მოხდა? - არ მოეშვა მბრძანებელი.
- არაფერი! - უპასუხა ჯაჰანმა.
ბობოქარ სატრფიალო ისტორიებს შეჩვეული ადამიანების-
თვის, რომლებსაც ბავშვობიდან ესმოდათ, რომ სიყვარული მიჯ-
ნურის გატაცებით, თავზეხელაღებული დარდიმანდობით, გუ-
ლისსწორისთვის რაინდული თავდადებით ან სულაც უბედურე-
ბით სრულდებოდა, სიყვარულის „არაფრით“ დასრულება სრუ-
ლიად გაუგებარი რამ იყო.
- ეს ქალი მიუწვდომელი გახლდათ ჩემთვის. არც ვუყვარდი.
განგებამ ასე ისურვა, მბრძანებელო, - თქვა ჯაჰანმა.
- მაგრამ ირგვლივ უამრავი ქალია! - არ ცხრებოდა შაჰი.
ჯაჰანი სიამოვნებით ეტყოდა იმავეს. რატომ გლოვობდა
დღემდე თავის მეუღლეს? შაჰი მყისვე მიუხვდა გულისნადებს,
რომელიც ჯაჰანმა სიტყვიერად ვერ ჩამოაყალიბა, ბაგეზე ღიმი-
ლი მოადგა და ჩაილაპარაკა:
- ჰო... ალბათ არც ისე ბევრია.

641
მეორე დღეს ჯაჰანს სასახლიდან წერილი მოუვიდა. თანამ-
დებობას სთავაზობდნენ. რაუზა-ი-მუნავარას, ანუ მანათობელი
აკლდამის ორი მთავარი ხუროთმოძღვრიდან ერთ-ერთი სწო-
რედ ჯაჰანი უნდა ყოფილიყო. რუპიებსა და აშრაფებში უხვ გა-
სამრჯელოს აღუთქვამდნენ და ყოველ ექვს თვეში შესაბამის
ჯილდოს ჰპირდებოდნენ. წერილის ერთმა ნაწილმა მისი ყურად-
ღება განსაკუთრებულად მიიპყრო:
ჯაჰან ხან რუმის, ხსოვნის ხუროთმოძღვარს, მსოფლიოში
განთქმული, უბადლო და სასიქადულო ოსტატ სინანის მემკვიდ-
რეს, მივმართავ თხოვნით, მიიღოს მონაწილეობა ამ უდიდებუ-
ლესი მავზოლეუმის აღმართვაში, რომელიც თაობების აღტაცე-
ბას იქამდე გამოიწვევს, ვიდრე განკითხვის დღე არ დაგვიდგება
და მზისქვეშეთში ქვა ქვაზე აღარ დარჩება.
ჯაჰანმა მბრძანებელს უარი ვეღარ შეჰკადრა და მშენებელთა
გუნდს შეუერთდა. საოცარი იყო: ამ უცხო მიწაზე არც ერთ სუ-
ლიერს არ იცნობდა, აწმყოსგან მოქანცული ვერც წარსულს მი-
მართავდა სანუგეშოდ, მაგრამ თავს მაინც შინ გრძნობდა!
შაჰის გრანდიოზული ჩანაფიქრი უაღრესად ძვირადღირებუ-
ლი იყო და მის განხორციელებას სიძნელეც ბევრი ახლდა. ათა-
სობით მუშა, კალატოზი, ქვისმთლელი, კირითხურო, ფილების
დამგები და დურგალი იწყვეტდა წელს სამშენებლო მოედანზე.
ბაბილონის ამბავი მონაგონი იყო, ენათა აღრევა აქ უნდა გენა-
ხათ! მოქანდაკეები ბუხარიდან ჩამოეყვანათ, ქვისმტეხლები -
ისპაჰანიდან, მეჩუქურთმეები - თავრიზიდან, კალიგრაფები -
ქაშმირიდან, მხატვრები - სამარყანდიდან, დეკორატორები -
ფლორენციიდან, ოქრომჭდლები კი - ვენეციიდან. შაჰ ჯაჰანი
ისეთმა მოუთმენლობამ შეიპყრო, რომ აგრაში ლამის მთელი
მსოფლიოს დიდოსტატებს მოუყარა თავი. მუშაობის დროს

642
საოცარ სიმკაცრესა და ულმობლობას იჩენდა. გასაქანს არავის
აძლევდა. მმზად იყო, თვითონ დაეწყო შენობის გეგმების ხაზვა.
ხელოვნებაში ასე კარგად რომ ერკვეოდა, ეს ხუროთმოძღვარ-
თა ცხოვრებას სულაც არ აიოლებდა. ჯაჰანს სხვა დროს არასო-
დეს ენახა მშენებლობის პროცესში ასე აქტიურად ჩაბმული მო-
ნარქი. შაჰი ყოველ მეორე დღეს თათბირს მართავდა, მშენებ-
ლებს შეკითხვებით იკლებდა და, ყველა გვირგვინოსნის წესისა-
მებრ, ძნელად შესასრულებელ დავალებებს აკისრებდა. ეეს
გახლდათ კაცი, რომელმაც თავისი რისხვა ფოლადად, სიყვარუ-
ლი ალმასებად, მწუხარება კი მარმარილოდ აქცია. მისი სახე-
ლით ჯაჰანმა წერილები სტამბოლელ ქვისმთლელებსაც დაუგ-
ზავნა და სიხარულით ცას ეწია, როცა მისი საყვარელი მოწაფე,
ისა, ჩამოსვლას დათანხმდა. ნიჭიერ და ახალგაზრდა კაცს, ჯაჰა-
ნის ვარაუდით, აქ დიდი მიღწევები ელოდა და, აღფრთოვანებუ-
ლი, წინასწარ მგზნებარედ გულშემატკივრობდა. „ნეტავ ოსტატი
სინანი თუ გრძნობდა იმავეს თავისი შეგირდების მიმართ? თუ
მართლაც ასე იყო და ვერ ვხვდებოდი, დიახაც დასანანია!“ ფიქ-
რობდა ჯაჰანი.
სამშენებლო მოედანზე სპილოებიც მუშაობდნენ: მარმარი-
ლოს უმძიმეს ლოდებს და ფიცრებს ეზიდებოდნენ. შებინდები-
სას ჯაჰანი თვალს ადევნებდა ჩამავალი მზის ქვეშ, გუბურებში
მონებივრე ცხოველებს, სიყვარულით თრთოდა და უნებურად
ასე ეფიქრებოდა: „ადამიანს რომ მათსავით ეცხოვრა, არც წარ-
სული გახსენებოდა, არც მომავალზე ეფიქრა და არც ამდენი ეთ-
ვალთმაქცა, იქნებ ეს ქვეყანა უფრო მშვიდი და ბედნიერი ყოფი-
ლიყო.“
მე დავქორწინდი. შაჰმა, რომელსაც ჩვენი საუბარი არ და-
ვიწყებია, ბრძანება გასცა, ჩემთვის ერთი კარგი საცოლე

643
მოეძებნათ. ბრძანება შესრულდა. ჩემი მეუღლე, სამოცდაექვსი
წლით ჩემზე უმცროსი ქალი, ზნეკეთილი და ბრძენმეტყველი
ადამიანი გამოდგა. ორი თვის ორსულს მთელი ოჯახი წყალდი-
დობისას ამოეხოცა, მაგრამ მან მირაბაის94 მიჰბაძა და დაღუ-
პულ ქმართან ერთად თავი კოცონზე არ დაიწვა. მისი მრუმე
თვალები ყველა ჩემს საიდუმლოზე უფრო ბნელით მოსილია;
მისი ბაგე ყოველწამს მზად არის, გაშალოს ღიმილის კვირტი;
მისი შავი, მბზინვარე თმა სურნელოვანი წყალივით ევლება ჩემს
თითებს. ღამღამობით, როცა სანთლის შუქზე მისი ნაკვთებით
ვტკბები, ხშირად ვეუბნები იმას, რაც ისედაც იცის: „ძალიან ხან-
დაზმული ვარ შენთვის, ამინა. როცა მოვკვდები, ახალგაზრდა
კაცს უნდა მისთხოვდე.“
„გაჩუმდი, უფალმა ცუდი ყურით არ გისმინოს, ჩემო მეუღ-
ლევ!“ მესმის ხოლმე პასუხად...
შემოდგომაზე ბავშვი დაიბადა. ლოყებდაჩვრეტილი, საყვა-
რელი ბიჭუნა. ისე შემიყვარდა, თითქოს ჩემი ღვიძლი შვილი
იყოს. სინანი დავარქვი, მაგრამ ჩემი ოსტატის პირველი სახე-
ლიც გავიხსენე და იოსებიც ვუწოდე;95 ჩემი ცოლის ოჯახის პა-
ტივსაცემად კი წინა ორ სახელს მუტამიდიც შევმატე. აგრის უკი-
დეგანო ზეცის ქვეშ მცხოვრებ ურიცხვ მოკვდავთაგან, მეტიც -
თვით ღმერთთაგანაც არვინ მეგულება მისი მსგავსი. დღითიდ-
ღე იზრდება და ძალას იკრებს. ყველასგან ოსმალოდ მიჩნეული
ჭაბუკი ინდოეთში ცხოვრობს, როგორც ოდესღაც ოსმალეთში

94 შუა საუკუნეების ინდოელი პოეტი ქალი.


95
სინანის სრული სახელია აბდულმენან ოღლუ სინანედინ იუსუ-
ფი (იგივე იოსები).

644
ვიცხოვრე მე, ცრუ-ინდოელმა. მას დედის ნათელი სახე და თაფ-
ლისფერი თვალები გამოჰყვა. ზოგჯერ ფიქრიანად შეიჭმუხნის
ხოლმე თავის გაშლილ შუბლს. ცნობისმოყვარეობა არ ასვე-
ნებს. აინტერესებს, როგორ არის მოწყობილი ყველაფერი, რა-
საც ირგვლივ ხედავს. როცა პირველი კბილები ამოეჭრა, დედამ
და დეიდებმა ფერხთით რამდენიმე ნივთი დაუდეს, რათა წინას-
წარ განეჭვრიტათ, რა გზას აირჩევდა ცხოვრებაში. აქ იყო მო-
ვერცხლილი სარკე, კალამი, ოქროს სამაჯური და ცვილის ლუ-
ქი. თუ ბავშვი სარკეს აირჩევდა, სილამაზის მოტრფიალე, მხატ-
ვარი ან პოეტი უნდა დამდგარიყო, თუუ კალამს სტაცებდა ხელს,
ხელობად კარის მდივან-მწერლობა უნდა აერჩია, თუ სამაჯუ-
რისკენ გაუწევდა გული, ვაჭრის ცხოვრება ელოდა, ხოლო ლუქი
დიდმოხელის ხვედრს უქადდა. სინან იოსებ მუტამიდი ერთხანს
გაუნძრევლად იჯდა და კოპებშეკრული დასცქეროდა იატაკზე
მიმობნეულ ნივთებს, თითქოს მათში რაღაც გამოცანა იმალე-
ბოდა.ქქალები ალერსიანად ღუღუნებდნენ, უყვავებდნენ და
აქეზებდნენ, ბიჭი კი ყურადღებას არავის აქცევდა. უცებ ხელი
ჩემი კისრისკენ წამოიღო და დაკი დეის ნაჩუქარ, ავი თვალის
საწინააღმდეგო თილისმას წაეპოტინა.
- ეს რას უნდა ნიშნავდეს, ნეტავ? - შეწუხდა ამინა.
მხიარულად ჩავიხითხითე, მის დებს არ მოვერიდე, ცოლი
გულში ჩავიკარი და დავამშვიდე:
- ცუდი არაფერია, დამიჯერე!
ეეს იმას ნიშნავდა, რომ ბიჭი დამოუკიდებლად აზროვნებდა!
როცა სამნი გარეთ გავდივართ, მთელი ქალაქი მოურიდებ-
ლად მოგვშტერებია. ზოგჯერ მამაკაცები უხამსად მემასხრებიან
და ხითხითებენ, მიხრწნილ ბებერს ეს რა ცოლი გეღირსაო!
ზოგჯერ ისიც კი აინტერესებთ, როგორ ვაკმაყოფილებ მას ასეთ

645
ასაკში! ამიტომ სეირნობისას ამ ბოლო დროს სხვა ხერხს მივ-
მართავთ: ცოლი, ბავშვით ხელში, ჩემ წინ მისეირნობს, მე კი
მძიმე ნაბიჯით უკან მივყვები და ვტკბები მათი ურთიერთალერ-
სით, ბავშვის მიმნდობი, მომხიბლველი ღიმილით და მათი ბუტ-
ბუტით, რომელიც აწ უკვე შორეული ქალაქის ნაპირებთან მოშ-
რიალე ტალღების ხმას მაგონებს.
ამ ყველაფერს გულისყურით ვაკვირდები და უნებურად წარ-
მოვიდგენ იმას, რაც დროთა განმავლობაში აუცილებლად მოხ-
დება: მე აღარ ვიქნები, ისინი კი კვლავინდებურად ისეირნებენ.
დიახ, არაფერი შეიცვლება. მაგრამ ეს აზრი მწუხარებით კი არა,
იმედით, დიახ, უდიდესი იმედით მავსებს!
ჩემი ცოლი არაფრით ჰგავს მიჰრიმაჰს: არც ხმით, არც
იერით, არც ზნით. ვარსკვლავიან ღამეებში, როცა ჩემს სხეულზე
გაიშოტება და თავის სითბოს მანტიასავით შემომახვევს, მე კი,
ასაკით დარცხვენილი, მისი სინაზით ავინთები, ისე დამაცურდე-
ბა ხოლმე ზედ, როგორც მოღერებულ ხმალზე დაშვებული ქარ-
ქაში. თავისი სილამაზით ჩემს სიუშნოვეს ფარავს და ყურში ჩამ-
ჩურჩულებს:
- შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა!
დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთ სიტყვებს მიჰრიმაჰისგან
არასოდეს მოვისმენდი, თუნდაც ერთმანეთისთვის ვყოფილიყა-
ვით გაჩენილნი. არა, მათ შორის საოცარი განსხვავებაა და მე
ამით განუზომლად კმაყოფილი ვარ. თუმცა... სტამბოლიდან
წასვლის შემდეგ დღე არ გავა, რომ მიჰრიმაჰმა ფიქრებში არჰ
გამიელვოს.
დიახ, დღემდე მახსოვს.
დღემდე მტკივა.

646
ეს არის მოხეტიალე ტკივილი, რომელიც ერთი კიდურიდან
მეორეზე ისე სწრაფად ინაცვლებს, რომ ვერც კი ვიგებ, რა მტკი-
ვა. მიჰრიმაჰი არის ჩრდილი, რომელიც ყველგან თან მდევს.
როცა დაღონებული ვარ, თავზე წამომადგება ხოლმე და ნელ--
ნელა იწოვს შუქს ჩემი სულიდან.
ერთი წლის შემდეგ, როცა დიდი შაჰის სამსახურში ჩავდექი,
მანათობელი აკლდამის96 გუმბათის დაპროექტება მთხოვეს.
მინდა გითხრათ, რომ სახელი მეც შევიცვალე. თუმცა კვლავაც
ჯაჰან ხან რუმი მქვია, მაგრამ დიდი და პატარა მაინც გუმბათე-
ბის მშენებელს მიწოდებს. მუშებს ყოველ დილით ვაკითხავ.
კარგა შორი გზა მაქვს გასავლელი და იქ მისვლას დიდხანს ვუნ-
დები. ამასწინათ ერთი მოწაფე წამომეწია. სადავით სპილო მოჰ-
ყავდა.
- რატომ სპილოთი არ მგზავრობთ, ოსტატო? - მკითხა,
შემდეგ ხელი წამაშველა და ამიყვანა. ჰაუდაში ჩავჯექი და
ზემოდან გადავხედე დაუღალავად მოფუსფუსე მუშაკაცებს. ისი-
ნი ღმერთისთვის შრომობდნენ. შრომობდნენ მბრძანებლის-
თვის და წინაპრებისთვის. ზოგს კეთილშობილი მიზანი ამოძრა-
ვებდა, ზოგიც სრულიად გაუცნობიერებლად და უმიზნოდ მუშა-
ობდა. ამ წუთებში მიხაროდა, რომ ზემოდან გადმოვყურებდი და
მათთან ერთად არ ვიყავი, რადგან ცრემლს ვერ ვიკავებდი და
ისე ვქვითინებდი, როგორც უმწეო ბერიკაცს სჩვევია.
ვიცი, რომ ტაჯ-მაჰალის დასრულებას ვერ მოვესწრები. თუ
მაინც ვიცოცხლე, ესე იგი, დადას წყევლას ჯერ კიდევ ძალა შე-
მორჩენია. მაშინ თავად განვეშორები აქაურობას.

96 ახლა რომ ტაჯ-მაჰალს უწოდებენ.

647
ისას და სხვა მოწაფეებს უკვე დავუტოვე მითითებები. თუ
მოისურვებენ, ჩემს რჩევებს მიჰყვებიან. თუმცა ბოლომდე არც
ერთმა ოსტატმა არ იცის, რომელი შეგირდი გადაიბარებს მის
მემკვიდრეობას და რომელი უგანებს. ამას არცა აქვს მნიშვნე-
ლობა. ჩემი თანდასწრებით იქნება თუ უჩემოდ, შენობა მაინც
აღიმართება. ტაჯ-მაჰალის გუმბათზე ზუსტად ისე ვიმუშავებ,
როგორც ჩემმა ოსტატმა იმუშავა შეჰზადეს მეჩეთის გუმბათზე -
ჩვენს პირველ პროექტზე, როცა არც უბედურ შემთხვევებს ჰქონ-
და ადგილი და არც ღალატს; როცა ყველანი ერთად ვიყავით...
მიჰრიმაჰის სახსოვრად სადმე აუცილებლად დავტოვებ დე-
ტალს, რომელსაც მხოლოდ მცოდნე ადამიანის თვალი შეამ-
ჩნევს. ეს იქნება ერთმანეთს საბედისწეროდ გადაჭდობილი მზი-
სა და მთვარის გამოსახულება. აკი მიჰრიმაჰის სახელიც სწო-
რედ ამ აზრის მატარებელია...
მარმარილოს ფილაზე შემდეგი წარწერის ამოტვიფრვა გვიბ-
რძანეს: „ეს ნაგებობა აღიმართა შემოქმედის სადიდებლად.“ მე
კი სიამოვნებით დავძენდი: „და მოყვასის სიყვარულის სადიდებ-
ლად.“
ტაჯ-მაჰალის ოთხივე მხარე ერთნაირია, თითქოს ერთ-ერთი
მათგანი (ოღონდ არავინ იცის, რომელი) დანარჩენებს სარკესა-
ვით ირეკლავს. ქვას წყალი ირეკლავს, ღმერთს - ადამიანი, სიყ-
ვარულს - დაკოდილი გული, სიმართლეს კი - ამბები. ჩვენ ერთი
უჩინარი გუმბათის ქვეშ ვცხოვრობთ, ვშრომობთ და ვკვდებით.
ღარიბი თუ მდიდარი, მაჰმადიანი თუ ქრისტიანი, თავისუფალი
ადამიანი თუ მონა, კაცი თუ ქალი, სულთანი თუ მაჰაუტი, ოსტა-
ტი თუ შეგირდი...
სამუდამოდ დავრწმუნდი, რომ გუმბათი თითოეულ ჩვენგანს
გადასწვდება. მის ქვეშ ქრება ყველა განსხვავება. მის ქვეშ ყოვ-

648
ლისმომცველი სიყვარულის თანმხლებ დიად მდუმარებას ერ-
წყმის ყველა სხვა ხმა - სიხარულის ყიჟინა იქნება ის თუ მწუხა-
რების ოხვრა. როცა სამყაროს ასეთი თვალით ვუმზერ, თავგზა
მებნევა და დანამდვილებით ვეღარ ვამბობ, სად იწყება მომავა-
ლი და სად სრულდება წარსული. საით ეშვება დასავლეთი და
საით მიიწევს აღმოსავლეთი.

649
ავტორისგან

ძნელი სათქმელია, მწერალი ირჩევს ნაწარმოების თემას თუ


პირიქით. პირადად მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ამ წიგნის შემ-
თხვევაში სწორედ პირიქით მოხდა. რომანის იდეა ერთ მზიან
დღეს მეწვია, როცა სტამბოლის ქუჩებს ტაქსით მივუყვებოდი და
საცობში აღმოვჩნდი. შეხვედრაზე მაგვიანდებოდა, მანქანის
ფანჯრიდან გამოვიხედე და ქუჩის გადაღმა, ზღვისპირა მეჩეთს
მოვკარი თვალი. ეს გახლდათ მოლა ჩელების მეჩეთი - სინანის
მშვენიერი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ქმნილება. იქვე ბოშა
ბიჭუნა იჯდა და გადმოყირავებულ თუნუქის ქილას მუშტებს
უშენდა. „თუ მოძრაობა დროზე არ აღდგა, იქნებ ამბის შეთხზვა
წამოვიწყო... ეს იქნება არქიტექტორ სინანის ისტორია, რომელ-
შიც მოქმედ გმირებად ბოშებიც მოგვევლინებიან,“ გავიფიქრე
უნებურად, მაგრამ ამ დროს მანქანა დაიძრა და ეს იდეა სრული-
ად მიმავიწყდა.
მოგვიანებით, დაახლოებით ერთ კვირაში, მეგობარმა გამო-
მიგზავნა გიულრუ ნეჯიფოღლუს წიგნი „სინანის ეპოქა, არქი-
ტექტურული კულტურა ოსმალეთის იმპერიაში“. ერთმა ილუს-
ტრაციამ განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება: წინა პლან-
ზე აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი, ახოვანი სულთანი სუ-
ლეიმანი იდგა. მაგრამ ჩემში ცოცხალი ინტერესი მეორე პლან-
ზე გამოსახულმა ფიგურებმა გამოიწვია. ეს გახლდათ სპილო და
მაჰაუტი. ჩარჩოსთან ახლოს იდგნენ, ნახატის კიდეზე, თითქოს
სულთან სულეიმანსა და მის სახელზე აგებულ სალოცავთან
არაფერი ესაქმებოდათ და ამ სივრციდან გაქცევას ლამობდნენ.

650
თვალი ვერ მოვწყვიტე ამ გამოსახულებებს.ა აი, ასე, თავი-
სით მომაკითხა ამ ისტორიამ.
როცა ამ წიგნს ვწერდი, მსურდა, არა მხოლოდ სინანის, არა-
მედ იმ შეგირდების, მუშების, მონებისა და ცხოველების სამყა-
როს ჩავწვდომოდი, მის გვერდით რომ ტრიალებდნენ. როცა ხე-
ლოვანი ასე დიდხანს ცოცხლობს და ასეთ მრავალრიცხოვან
მემკვიდრეობას ქმნის, მისი ცხოვრების აღწერისას ყველაზე
დიდ სიძნელეს მოქმედების დროის მხატვრულ ჩარჩოებში მოქ-
ცევა წარმოადგენს. იმხანად ერთი მეჩეთის დასრულებას შვიდი-
დან ცხრა თვე სჭირდებოდა, სინანმა კი სამას სამოცდახუთი
სხვადასხვა ზომის შენობა ააგო. თხრობის ტემპი რომ ჯეროვნად
განვითარებულიყო, გადავწყვიტე, მკაცრ ქრონოლოგიურ წეს-
რიგზე უარი მეთქვა და შემექმნა დროის ჩემეული ჩარჩოები,
ნამდვილი ისტორიული მოვლენები კი ამ ახალი ქრონოლო-
გიური თანმიმდევრობის პრინციპებისთვის დამემორჩილებინა.
მაგალითად, სინამდვილეში მიჰრიმაჰი ჩვიდმეტი წლის ასაკში
დაქორწინდა, მაგრამ მე გადავწყვიტე, მოგვიანებით დამექორ-
წინებინა, რათა მას და ჯაჰანს მეტხანს დასცლოდათ ერთად
ყოფნა. მიჰრიმაჰის ქმარი რუსტემ ფაშა 1561 წელს გარდაიცვა-
ლა, მაგრამ მსურდა, როგორც პერსონაჟს, მეტხანს ეცოცხლა
წიგნის ფურცლებზე. კაპიტანი გარეტი მთლიანად გამოგონილი
პერსონაჟია, მაგრამ მისი სახე იმ უამრავი ევროპელი მეზ-
ღვაურის პორტრეტზე დაყრდნობით აღვწერე, ოსმალების სამსა-
ხურში არაერთხელ რომ ჩამდგარან უ(უნდა ითქვას, რომ პირი-
ქითაც ხშირად მომხდარა, მაგრამ ეს ამბები ცალკე თხრობის სა-
განია).
შეგნებულად გადავწყვიტე, თაკიუდინი რომანში უფრო ადრე
შემომეყვანა. სინამდვილეში ეს ადამიანი კარის ასტრონომად

651
სულთან მურადის დროს იქცა, მაგრამ ობსერვატორიის თემა
ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ამავე პრინციპით გადავა-
ვადე დიდვეზირ სოკოლუს გარდაცვალების თარიღიც. მხატვარი
მელქიორი და ელჩი ბუსბექი ისტორიული პიროვნებები იყვნენ
და სტამბოლში დაახლოებით 1555 წელს ჩავიდნენ, ოღონდ მა-
თი ჩამოსვლისა და გამგზავრების ეპიზოდებიც მხატვრული გა-
მონაგონით გავამდიდრე. რომანზე მუშაობისას ჩემს ხელში უამ-
რავმა წიგნმა გაიარა, სადაც გაკვრით არის ნახსენები ოსმალო
ხუროთმოძღვრების რომში გამგზავრების ფაქტი, მაგრამ დანამ-
დვილებით არავინ იცის, რას საქმიანობდნენ ისინი ამ ქალაქში.
მეც გადავწყვიტე, ამ უცნობი ხუროთმოძღვრების როლში სინა-
ნის შეგირდები, ჯაჰანი და დაუდი წარმომეჩინა. რაც შეეხება
სპილოს, ვენაში მართლაც ცხოვრობდა სპილო, სახელად სუ-
ლეიმანი, რომლის ამბავი ლამაზად აღწერა ჟოზე სარამაგუმ თა-
ვის ნაწარმოებში „სპილოს მოგზაურობა.“
ეს რომანი წარმოსახვის ნაყოფია, მაგრამ შთაგონების წყა-
როდ და მეგზურებად ისტორიული მოვლენები და რეალური პი-
როვნებები მექცნენ. დიდი დახმარება გამიწია, აგრეთვე, უამ-
რავმა თურქულმა და ინგლისურმა წყარომ, ოჟიე გისლენ ბუსბე-
ქის „თურქული წერილები“ იქნებოდა ეს თუ მეთინ ენდის „სტამ-
ბოლი. მეთექვსმეტე საუკუნე: ქალაქი, სასახლე, ყოველდღიური
ცხოვრება.“
„დე, წყალივით იდინოს სამყარომ!“ ხშირად ამბოდა ხოლმე
სინანი. ვიტოვებ იმედს, რომ ეს ამბავიც წყალივით ჩაედინება
მკითხველების გულებში.

ელიფ შაფაქი

652

You might also like