You are on page 1of 3

6.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

როგორც ვიცით 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრე I-მა, მართლმადიდებლური


საეკლესიო კანონის უხეში დარღვევით გამოსცა ბრძანებულება საქართველოს უძველესი
სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შესახებ. კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს, საქართველოს
მართლმადიდებელი კლესიის კათოლიკოს-პატრიარქის სახელო გააუქმეს და ქართულ
ეკლესიას სათავეში რუსეთის სინოდს დაქვემდებარებული ეგზარქოსი ჩაუყენეს.
საქართველოს ეკლესია რუსეთის სინოდალურ კანტორას დაუქვემდებარდა.საქართველოში
ავტოკეფალისტური მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა XX საუკუნის დასაწყისში, ამ
მოძრაობაში სასულიერო პირებთან (ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, ამბროსი,
კალისტრატე და სხვები) ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული საერო პირებიც, მათ შორის
ქვეყნის პოლიტიკური და სამეცნიერო-კულტურული ელიტა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა სწორედ XX საუკუნის


დამდეგს დაიწყო. ავტოკეფალიისთვის ბრძოლას სათავეში ედგნენ: ეპისკოპოსი კირიონი
(გიორგი საძაგლიშვილი), ეპისკოპოსი ლეონიდი (ლონგინოხ ოქროპირიძე), არქიმანდრიტი
ამბროსი (ხელაია), დეკანოსი კალისტრატე (ცინცაძე).

1905 წლის ივნისში, თბილისში, მოიწვიეს ქართველი სამღვდელოების კრება, რომლის


გადაწყვეტილება ასეთი იყო: „მხოლოდ თავისუფალ თვითმმართველ ეკლესიას ძალუძს და-
იცვას წმინდა რწმენა თავისთავში და მთლიანად ფლობდეს ხმას თავის მაღალ ღვთაებრივ
ცნობასა, რომლისგანაც აალდება ადამიანთა გულები“. ქართველი სამღვდელოების ასეთმა
ერთსულოვნებამ მოთმინებიდან გამოიყვანა საქართველოს ეგზარქოსი ალექსი. ეგზარქოსმა
გამოიძახა რუსი ჯარისკაცები და საშინელი ცემა-ტყეპით დააშლევინა საქართველოს
სამღვდელოების კრება. ეს ამბავი იმდენად სამარცხვინო იყო და ისე გახმაურდა, რომ
ოფიციალური ხელისუფლება იძულებული შეიქნა საქართველოდან გაეწვია ეგზარქოსი.
ახალი ეგზარქოსის ნიკონის დანიშვნას ქართული სასულიერო საქართველოს ეგზარქოსი
ალექსი წოდება დაუფარავი პროტესტით შეხვდა. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ რუსეთის
იმპერატორი ნიკოლოზ II იძულებული იყო 1906 წელს პეტერბურგში ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიის საკითხების განსახილველად დაენიშნა „სინოდის წინარე სხდომა“. კომისიის
სხდომახე მოხსენებებით გამოვიდნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდი, პროფესორები:
ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემა
შემდეგ საკითხებს ეხებოდა: 1. საქართველოს საეკლესიო საკითხი; 2. რა აიძულებს
ქართველებს იბრძო- ლონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენი- ეპისკოპოსი ლეონიდი
სათვის; 3. რომელ წელს მიენიჭა ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია; 4. ეროვნული პრინციპი
ეკლესიაში".

ალექსანდრე ცაგარელის მოხსენება ეხებოდა XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს


ეკლესიის ოფიციალურ მიმოწერას. იგი ასაბუთებდა, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდსა და
რუსეთის მთავრობას არავითარი უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია. ამისთვის საჭირო იყო საქართველოსა და მსოფლიოს საეკლესიო კრებების
თანხმობა. ალექსანდრე ცაგარელმა თავის მოხსენებაში დაასაბუთა ის უარყოფითი შედე-
გები, რაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოჰყვა.

ალექსანდრე ხახანაშვილის მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკლესიისა და


განათლების მდგომარეობას XVIII საუკუნეში, დასაბუთებული იყო ქართული ეროვნული
შეგნების, ქართული ენისა და, საერთოდ, განათლების განვითარებაში საქართველოს
ეკლესიის როლი და მნიშვნელობა. ნიკო მარის მოხსენებამ -„საქართველოს ეკლესიის
ისტორიული განხილვა ძველი დროიდან“ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა
სხდომაზე. ექვთიმე თაყაიშვილის გადმოცემით, ნიკო მარმა „თავისი რიხიანი გამოსვლებით,
ღრმა ცოდნით და უამრავი ფაქტების მოტანით ჩვენი ეკლესიის თვით მმართველობისა და
მისი მამების უაღრესად განათლებული მოღვაწეობის აღნუსხვით ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიის მოწინააღმდეგენი ჩიხში მოამწყვდია“. სინოდის წინარე სხდომაზხე
ქართველი ერის მოთხოვნამ ასეთი სახე მიიღო:

1. ცნონ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც ივერიის ეკლესიას ებოძა VI


მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით და, რომელიც ცნეს კონსტანტინოპოლისა
და ალმოსავლეთის პატრიარქებმა.
2. აუცილებელია აღდგეს ქართლის, სამცხის, კახეთის, სამეგრელო-სამურზაყანოს, გურიის
ეპარქიები. საქართველოს ეკლესიას მიეცეს წელიწადში ორჯერ საეკლესიო კრების მოწვევის
უფლება.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწი ნააღმდეგეებმა უსაფუძვლო რეპლიკებითა და
ქართველი ერის შეურაცხმყოფელი გამოსვლებით ჩაშალეს სხდომა. ქართველმა მეცნიერებმა
და ეპისკოპოსებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, მაგრამ ავტოკეფალიისთვის
ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. ეპისკოპოსმა კირიონმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ,
ისტორიკოსმა თედო ჟორდანიამ, ნიკოლოზ დურნოვომ 1905-1906 წლებში დაბეჭდეს
ნაშრომები, რომლებშიც ასაბუთებდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის
აუცილებლობას,

რუსეთის ხელისუფლება მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა. მას „სინოდის წინარე


სხდომა“ თვალის ასახვევად სჭირდებოდა და არა საქმის ნამდვილი არსის გასარკვევად,
ამიტომ ხელსაყრელ მომენტს ელოდა, რათა ავტოკეფალიის მომხრეთა წინააღმდეგ
რეპრესიები დაეწყო. ასეთი მომენტიც დადგა. 1908 წლის 28 მაისს სოციალ-დემოკრატებმა
თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი. რუსმა ნაციონალისტებმა ნიკონი სამშობლოსათვის
წამებულად გამოაცხადეს და მკვლელობაში დაადანაშაულეს ავტოკეფალისტი ეპისკოპოსები,
განსაკუთრებული დევნა-შევიწროება განიცადა ეპისკოპოსმა კირიონმა. მას ჯერ უშუალოდ
ნიკონის მკვლელობაში დასდეს ბრალი, მაგრამ როცა ეს ვერ დაამტკიცეს, მაშინ იმის
მტკიცება დაიწყეს, რომ თითქოს კირიონი თედო ჟორდანია იცნობდა მკვლელებს. კირიონი
ყოველგვარი გამოძიების გარეშე 1908 წელს კოვნოდან გადაასახლეს ტამბოვის გუბერნიის
ერთ-ერთ მონასტერში და ჩამოართვეს სასულიერო ხარისხი. იგი 1915 წლამდე პოლიციის
მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი ავტოკე-
ფალიისთვის მებრძოლი მღვდელმთავრისა და მეცნიერის განთავისუფლებისთვის იბრძოდა.
რუსეთის იმპერატორის სახელზე იგზავნებოდა მრავალი თხოვნა. ადამიანის უფლებათა
დაცვის ლიგის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა 1909 წლის 10 მარტს გამოგზავნილ წერილში
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სთხოვა ეპისკოპოს კირიონის დაცვა გაუთავებელი
დევნა-შევიწროებისგან.

გადასახლებაში მყოფი კირიონი აგრძელებდა ბრძოლას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის


აღდგენისთვის. იოსებ ჩიჯავაძისადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდა: „ავტოკეფალიას
ნუ მოუყრუეთ ყური, მაგისთანა კითხვა სწრაფად არ წყდება, ხელსაყრელი გარემოებით უნდა
ვისარგებლოთ". 1915 წელს, მართალია, ეპისკოპოს კირიონს დაუბრუნეს სასულიერო წოდება,
მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. მიუხედავად ამისა, საქართველოში
იყვნენ ადამიანები, რომლებიც მედგრად აგრძელებდნენ საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლას. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის
შემდეგ, 1917 წლის 12 მარტს, მცხეთის სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა
სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება „1) ამიერიდან, 12
მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით კათალიკოზ-
პატრიარქის ამორჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოზი
ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველო- ბა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს,
რომელშიც შედიან როგორც საერო, ისე სასულიერო პირები“, ქართველი მღვდელმთავრების
ამ გადაწყვეტილებას მტრულად შეხვდა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება. იყო
მცდელობა, რომ ტერიტორიული ავტოკეფალია შეეცვალათ ეროვნული ავტოკეფალიით,
რომლის თანახმადაც საქართველოს ეკლესია კვლავ რუსეთის ეკლესიის სინოდს უნდა
დამორჩილებოდა. ქართველი სამღვდელოება და მოწინავე საზოგადოება მედგარ
წინააღმდეგობას უწევდა ამ გეგმის განხორციელებას. თბილისში ამ მიზნის მისაღწევად
ჩამოსული პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი არც მუქარას მოერიდა, მაგრამ არაფერი
გამოუვიდა.
1917 წლის მარტიდან სექტემბრამდე საქართველოში დიდი მოსამზადებელი სამუშაოები მიმ-
დინარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად. შემუშავდა
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განისაზღვრა ეპარქიათა რაოდენობა.
რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ეპისკოპოს კირიონს დიდი სიყვარულითა და
პატივისცემით შეხვდნენ ისინი, ვინც ამ დიდებული მოღვაწის პიროვნების ფასი იცოდნენ.
1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
არჩევნები. კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი: მიტროპოლიტი ლეონიდი და ეპისკოპოსი
კირიონი. კათოლიკოს- პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი)
კირიონ II-ის სახელწოდებით. განსაკუთრებული ზეიმით მოხდა კირიონ I-ის აღსაყდრება
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში.

You might also like