You are on page 1of 3

1.

სვანური კოშკი
2. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
3. ჭალაათის მყინვარი
4. მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
5. ლაღამის ეკლესია
6. ჰაწვალის საბაგირო და ხედი ზურულდიდან

ტური: სათავგადასავლო/გასტრონომიული/სათავგადასავლო

სვანური კოშკი სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობაა, ჩვეულებრივ 20-25


მეტრი სიმაღლისა. შედგებოდა 4-5, ან იშვიათად 6 სართულისგან. სვანურ კოშკს აგებდნენ
რიყის ქვითა და ლოდებით, იყენებდნენ ფიქალსაც. სვანური კოშკები იუნესკო-
ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, 2011 წელს ქვის
არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა პრემიით „ხალხური
არქიტექტურა“.
სვანეთის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1936 წელს მესტიაში.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მრავალფეროვან ექსპოზიციას
მოიცავს, სადაც წარმოდგენილია სვანეთის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა
ხელოსნობის თითქმის ყველა დარგი . მესტიის მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის
ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები ,
ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები, ძველი სვანეთის
ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა .

ჭალაათის მყინვარი — ხეობის რთული ტიპის მყინვარი საქართველოში , მესტიის


მუნიციპალიტეტში . მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ
კალთაზე , მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადის — მესტიაჭალის სათავეში .
ჭალაათის მყინვარი შედგება ორი ნაკადისაგან და იკვებება 4000 მეტრზე მაღალი
მწვერვალების : უშბის, ჩათინის, კავკასის და ბჟედუხის ფერდობებიდან . იგი
კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე არსებული მყინვარებიდან ყველაზე დაბალ
ნიშნულამდე ზღვის დონიდან 1960 მ ჩამოდის და ტყის ზონაში იჭრება .

მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ -მუზეუმი - ქართველი ალპინისტის , სსრკ


საერთაშორისო კლასის სპორტის დამსახურებული ოსტატისა და კლდის ვეფხვად
წოდებული, მიხეილ ხერგიანის სახლ -მუზეუმი მესტიაში, მემორიალური სახლ -მუზეუმი
ხერგიანის მშობლიურ სახლში 1985 წელს მოეწყო . მუზეუმის I სართულზე
ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის , სპორტის საერთაშორისო ოსტატის მიხეილ
ხერგიანის (1932-1969 წ.წ.) პირადი ნივთები : სამოსი , ალპინისტური აღჭურვილობა ,
ფოტოები , ჯილდოები და საჩუქრები.

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ტაძარია ,


რომელიც მესტიის ერთ-ერთ ძველ უბანში , ლაღამში მდებარეობს . იგი
ორსართულიანი ნაგებობაა . მას მარტივი , სადა ინტერიერი და ბრტყელი
საკურთხეველი აქვს . დასავლეთის მხრიდან მასაც მინაშენი აქვს , რომელიც
მშენებლობის მესამე ეტაპს მიეკუთვნება . ტაძრის სარკმლები მორთულია სადა ,
ლილვოვანი საპირეებით .
მესტიიდან 8 კილომეტრში , ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში , საიდანაც
კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის
მთაზე ასვლა . ზამთარში აქ 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს .
წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის ზვიადი
მთებით , თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით .

სვანეთი, ყველაზე იდუმალებით მოცული მთის რეგიონი საქართველოში, აქ ზღაპრები


რეალურ ცხოვრებაში გადადის. სვანეთი ცნობილია ქვით ნაშენი სახლებით და
კოშკებით,რომელსაც თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა. ამ რეგიონში თავისუფლების
საოცრად მოყვარული ხალხი, სვანები ცხოვრობენ. აქ ტურისტული მარშრუტები თითქმის
გაუკვალავია. სვანეთში მოგზაურობენ ველური და ნამდვილი ბუნების მოყვარულები .

გასტრო-ტურის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების გასტრონომიული


შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და შიდა ტურიზმის
სტიმულირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

1. ფეტვრაალი
2. კუბდარი
3. ნარჩვი
4. ფაჩხი
5. ქნაში

არის ასეთი ხაჭაპური ფეტვრაალი- რომელსაც შიგნით, ცომში, ფეტვიან ყველს უდებენ.
სათაურიც აქედანაა. ადრე მას ფეტვის ნაცვლად კანაფს ურევდნენ. ზოგადად , კანაფის
ტრადიცია სვანურ კერძებში ძალიან ხშირი იყო. შემდეგ ის ფეტვმა ჩაანაცვლა.

კუბდარი არის კუბდარი ტრადიციული სვანური ღვეზელი, რომელიც ხორცით მზადდება.

ნარჩვი ზამთრისთვის შენახული ყველია. მარიამობის შემდეგ, სვანურ ოჯახში იწყება


ნარჩვის კეთება. მამაკაცები ამზადებენ ხის ყუთს, რომელსაც დატანებული აქვს
ნაპრალები ყველის დასაწრეტად. დიასახლისი რამდენიმე თავ ჭყინტ ყველს დაფშვნის,
დაუმატებს მარილს გემოვნებით, და ჩატკეპნის ყუთში,ზემოდან გადააფარებს თეთრ
ტილოს, დაადგამს ხისაგან გაკეთებულ თავსახურს და დაადებს დიდ ქვებს
სიმძიმისათვის, რათა ყველი გაიწუროს წაქისაგან. განსაკუთრებულია ნარჩვისგან
გაკეთებული ხაჭაპური.

ფაჩხი მზადდება მსხლისგან. მსხლის ჯიშს, რომელსაც უწოდებენ ტვიბრას, აშრობენ


ღუმელში, გამომშრალ ხილს ფქვავენ და ფქვილად ინახავენ, შემდეგ წყლით ზელავენ და
აკეტებენ პატარ-პატარა გუნდებად, რომელიც ძალიან ტკბილი და გემრიელია, მას
დესერტად მიირთმევდნენ.
ქნაში ძალიან ორიგინალური კერძია, საინტერესოა მისი მომზადების პროცესი. გოგრის
თესლს გაფცქვნიან და წვრილად დაფქვავენ, შემდეგ ქვაბში მოათავსებენ და დაასხამენ
წყალს ნელ-ნელა უნდა იდუღოს. შეაზავებენ სანელებლებით, გააკეთებენ გუნდებს და
სუფრასთან ისე მიაქვთ.

როგორც ვხედავთ, სვანები უძველეს დროში ამრავალფეროვნებდნენ და ამდიდრებდნენ


თავის სამზარეულოს. დიასახლისი ცდილობდა ნოყიერი და ნატურალური პროდუქტებით
შეექმნა ნაირნაირი კერძები და ოჯახი გამოეკვება ჯანსაღი საკვებით.

You might also like