You are on page 1of 4

თურქეთი

ასწლეულების განმავლობაში თურქეთი იყო ოსმალეთის იმპერიის ცენტრი,


რომელიც დაიშალა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო.

1923 წელს გამოცხადდა რესპუბლიკად. პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ქემალ


ათათურქი იყო. 1952 წლიდან თურქეთი ნატოს
წევრია.

თურქეთის ერთ-ერთი მთავარი


ღირსშესანიშნაობა გახლავთ აია-სოფია,
სტამბოლში, ყოფილი ბიზანტიური
მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც
ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების
შემდგომ, აღარ იყო ქრისტიანთა კუთვნილება,
მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა, შემდეგ
მუზეუმი იყო, ამჟამად კი ისევ მეჩეთია. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ
ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად
მოიხსენიებენ.

ერთ-ერთი ტრადიციული კერძი თურქეთში


არის შაურმა, რომელიც უკვე არაერთ
ქვეყანაშია გავრცელებული და ძალიან
უყვართ.მზადდება მოტრიალე შამფურზე,
სანელებლებით გაჯერებული ხორცის
წვრილი ნაჭრებით, ბოსტნეულით, კეჩუპით,
მაიონეზით, ახვევენ ლავაშში.

ბაირამი ტრადიციული, ყოველწლიური


რელიგიური დღესასწაულია, რომელიც იწყება
რამადანის შემდგომ და სამი დღე გრძელდება.
დილის ლოცვის შემდგომ აუცილებლად
პირუტყვს კლავენ, რაც მადლიერების
მსხვერპლად ითვლება.

შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს


ჯანმრთელი, ცხვარი არანაკლებ 6 თვისა, ხოლო
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი - სულ მცირე ორი წლის. ყუბან-ბაირამის სამი დღე
განსაკუთრებული საზეიმო განწყობით გამოირჩევა.
ინგლისი
ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ანგლური ტომისგან, რომლებიც ინგლისის
ტერიტორიზე ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე V-VI საუკუნეებში დასახლდნენ.

ინგლისში იქნა მოწვეული პირველი წოდებრივ- წარმომადგენლობითი ორგანო,


ინგლისის პარლამენტი. აქ მოხდა პირველი ინდუსტრიული რევოლუცია.

ინგლისი გახლავთ სამშობლო ფეხბურთის, რაგბის, ჩოგბურთის...

ინგლისის ერთ-ერთი სიმბოლო გახლავთ ბიგ-ბენი,


უზარმაზარი საათი.იგი ლონდონში, უესტმინსტერის
სასალხის კოშკშია მოთავსებული. საათი 1859 წლის 21
მაისს ამუშავდა. 2012 წლიდან ბიგ-ბენს
ოფიციალურად ,,ელისაბედის კოშკს’’ უწოდებენ.

ინგლისში ყოველი წლის 21 აპრილს აღნიშნავენ დედოფლ ელისაბედ II- ის


დაბადების დღეს, როცა ბუკინგემის
სასახლეში ტრადიციულად
ქვემეხებს ისვრიან. წელს
დედოფალი 94 წლის გახდა. თუმცა,
მსოფლიო პანდემიის გამო,
ქვემეხების გასროლის გარეშე
აღინიშნა.

ინგლისურ სამზარეულოში დიდი


პოპულარობით სარგებლობს სენდვიჩი,
რომელიც მზადდება ორი ან მეტი პურის ან
ფუნთუშას ნაჭრისგან ,ხორცისა და სხვა
შიგთავსისგან.ქვეყნის დიდ ქალაქებში,
სენდვიჩი კვების კულტურის ნაწილი გახდა.
ამბობენ,რომ დედოფალიც სენდვიჩის
დიდი მოყვარულია, მაგრამ ვინაიდან
დიეტაზეა, მისთვის გამზადებულ სენდვიჩვს
პურის ქერქები აუცილებლად მოჭრილი
უნდა ჰქონდეს.
საქართველო
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფო ერთეულის არსებობა ჩვენს
წელთააღრიცხვამდე XII საუკუნეში დასტურდება. ერთიანი სახელმწიფო კი X
საუკენეში
წარმოიქმნა. საქართველოს ხშირად უწევდა სხვადასხვა მტერთან გამკლავება,
მათი დაინტერესება ქვეყნის გეოპოლიტიკური უპირატესობით იყო
განპირობებული.
საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ღირშესანისნაობა გახლავთ სვეტიცხოვლის
ტაძარი, რომელიც შეიძლება ქართველი
ხალხის სულიერი სიმტკიცის სიმბოლოდაც
ჩაითვალოს.ის საქართველოს ძველ სატახტო
ქალაქ მცხეთაში მდებარეობს, მის საძირკველში
დაფლულია უფლის კვართი. ქრისტიანები
სხვადასხვა ქვეყნიდან მუდმივად ჩამოდიოდნენ
პილიგრიმად მცხეთაში, აქ სულიერი ცხოვრება
განსაკუთრებით იგრძნობოდა. ამ მიზეზთა გამო, მას მეორე იერუსალიმადაც
მოიხსენიებენ.

1979 წლიდან საქართველოში


ყოველწლიურად, შემოდგომაზე
აღნიშნავენ ,,თბილისობას’’ .ამ დროს
დედაქალაქში ერთმანეთს ხვდება
წარსული და აწმყო.ცოცხლდება
ძველი ცხოვრების სურათები.
თბილისის ისტორიულ უბნებში
დადიან კინტოები, ყარაჩოღელები,
ეროვნულ სამოსში გამოწყობილი
ადამიანები, სეირნობენ ფაიტონით,
მტკვარზე კი- ტივით, სადაც ქეიფიც კი
იმართება.თბილისობაზე ხდება ქვეყნის ტრადიციების წარმოჩენა: იწურება ყურძენი,
იწვება მწავდი, ისმის სადღეგძელოები, უკრავს არღანი,იმართება თეატრალური
წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, კითხულობენ ლექსებს, ირჩევენ
თბილისის საპატიო მოქალაქეებს...,,თბილისობაზე’’ უცხოელ სტუმრებს აქვთ
შესაძლებლობა, მოკლე დროში და საკმაოდ კარგად გაიცნონ საქართველო.

ქართულ სამზარეულოს
პოპულარულ კერძებს შორის,
გახლავთ ხაჭაპური, რომელსაც
ყველა კუთხე სხვადასხვა
ინტერპრეტაციით ამზადებს და
განსხვავებული გემოთი გამოირჩევა, თუმცა, ძირითადი ინგრედიენტები ერთია:
ცომი, ყველი, კვერცხი...

You might also like