You are on page 1of 8

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არქიტექტურა პირველი კურსი

რეფერატი

ლექტორი ხათუნა კიკვაძე


სტუდენტი მარიამ ჯიქიძე

ახალი ბაბილონის ხელოვნება


ბაბილონელებს ძველი შუამდინარეთის სხვა ხალხებისთვის
დამახასიათებელი ცხოვრების წესი ჰქონდათ. ისინი ტალახის აგურებისგან
ნაგებ სახლებში ცხოვრობდნენ და მოსავალი უხვად მოჰყავდათ,რადგან
მიწის დამუშავების მეთოდებში უფრო და უფრო მეტ ცოდნას იძენდნენ.
მოჰყავდათ მრავალი სახეობის ბოსტნეული,მიირთმევდნენ თევზს,ცხვარსა
და თხის ხორცს.მმართველები და ქურუმები,წელიწადის დროების
მიხედვით სხვადასხვა დღესასწაულს აწყობდნენ და ყველა ეთაყვანებოდა
მარდუქს,უძველესი დროიდან ბაბილონის მფარველ ღვთაებას.მაგრამ ძვ.წ.
1750 წელს დიდი მეფე ხამურაბის გარდაცვალების შემდგომ ბაბილონის
ძველმა სამეფომ დაკნინება დაიწყო. ძვ. წ. 729 წელს ბაბილონეთი ასურეთმა
დაიპყრო, ხოლი მისი აჯანყებების შემდეგ მთლიანად დაანგრია ქ.
ბაბილონი (ძვ. წ. 689 და ძვ. წ. 648). მხოლოდ VII საუკუნის ბოლოს შეძლო
ბაბილონეთმა ასურეთის ბატონობისაგან განთავისუფლება. ასურეთის
მეფის ნაცვალი ბაბილონეთში, ქალდეელი ნაბუფალასარი, ქურუმობისა და
სავაჭრო-მონაღმფლობელურ არისტოკრატიაზე დაყრდნობით, განუდგა
ასურეთს და თავი ბაბილონეთის მეფედ გამოაცხადა. ასურეთის
წინააღმდეგ იგი მიდიელებს შეუკავშირდა, ასურეთის დაცემის შემდეგ,
კიაქსართან ერთად გაიყო ასურეთის ტერიტორია. ასე შეიქმნა
ახალბაბილონური სამეფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა
ნაბოფალასარის მემკვიდრის  ნაბუქოდონოსორ II-ის(ძვ. წ. 604 - ძვ. წ. 562)
ზეობაში.ძვ.წ. 626 წელს ახალი დინასტიის მეფეებმა დაიწყეს ბაბილონის
სამეფოს მართვა. ბაბილონის ახალი სამეფოს უდიდესი მმართველი
სწორედ ის იყო. მან ხელახლა გააშენა ქალაქი ბაბილონი,გაამაგრა
გალავანი,ააგო ახალი სასახლე,ტაძრები და გრანდიოზული
ნაგებობები.მანვე გააფართოვა და გააძლიერა სმეფო. ნაბუქოდონოსორ II-ის
სიკვდილიდ შემდგომ სამეფომ მალე დაკარგა დიდება.საუკუნეზე ნაკლებ
დროში იგი სპარსელებმა დაიპყრეს და ბაბილონის სამეფო სპარსეთის
იმპერიის ნაწილი გახდა.ბაბილონის ხელახლა გაშენებასთან ერთად
ნაბუქოდონოსორ II-მ განავრცო და გააძლიერა სამეფო.ვიდრე მეფე
გახდებოდა, ის ბაბილონის არმიას სათავეში ჩაუდგა და ევფრატის
სანაპიროზე, ქარხემიშთან (თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე)
ეგვიპტელები დაამარცხა. სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ ნაბუქოდონოსორ
მეორემ გაამაგრა დამასკო და ორჯერ შეუტია იერუსალიმს. მრავალი
იუდეველი ამის შემდეგ ბაბილონში გადააასახლა.
ბაბილონს იცავდა მტკიცე ორმაგი გალავანი ,რომელშიც ცხრა კარიბჭე
იყო დატანებული.კარიბჭეებს ღმერთებისა და ქალღმერთების სახელები
ერქვათ.მატგან უმთავრესი სიყვარულისა და ომის ქალღმერთ იშთარის
სახელზე იყო აგებული.გალავანში თანაბარი დაშორებით სათვალთვალო
კოშკები იყო დატანებული. მათ წყლიანი თხრილები ჰქონდათ
შემოვლებული.თხრილში მდინარე ევფრატის წყალი იდგა. კედლების
სიმაღლე 25 მეტრს აღწევდა და ისინი საკმარისად ფართო იყო იმისთვის,
რომ გალავანზე ოთხ ცხენშებმულ ეტლს გაევლო. ეს კარიბჭე
მოჭიქურებული თიხის ფირფიტებითაა მოპირკეთებული, რაც
დამახასიათებელი იყო შუამდინარეთის არქიტექთურაში.ეს კარიბჭე
დღესდღეობით ბერლინის მუზეუმში ინახება,რეკონსტრუირებული სახით.
კარიბჭეზე გამოსახულია ფრთოსანი ლომების, თეთრი და ყვითელი
ხარების ,დრაკონებისა და ოქროს ფარფლიანი ლომების გამოსახულებები.ეს
კომპოზიცია შედგენილია თიხის ფირფიტების გეომეტრიული,
დეკორატიული და ფერადოვანი ნახაზით.ის აგრეთვე იყო
მოპირკეთებული სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორინკეცით.
ბაბილონის ბრწყინვალე არქიტექტორული ანსამბლი გამოვლინდა
არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ქალაქი გეგმით დასავლეთიდან
აღმოსავლეთისაკენ წაგრძელებული იყო დაახლოებით 10კმ2 ფართობზე.
ქალაქს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფდა მდინარე ევფრატი. მის მარცხენა
ნაპირზე ძველი ქალაქი იყო გაშენებული,მარჯვენაზე–ახალი; ისინი
ერთმანეთს უკავშირებოდნენ 115 მ სიგრძისა და 6 მ სიგანის
ხიდით.როგორც უკვე ავღნიშნეთ ქალაქს გარს ერტყა სამრიგა,აგურით
ნაშენი ქონგურებიანი გალავანი,რომელსაც მრავალი კოშკი და რვა კარიბჭე
ჰქონდა. ქალაქის ცენტრში მდებარეობდა უზენაესი ღვთაების მარდუქის
სატაძრო კომპლექსი ესაგილა,რომელიც მოკირწყლული ”საპროცესიო
გზით” (აიბურშაბუ) უკავშირდებოდა იშთარის კარიბჭეს. წინა აზიის
ხელოვნებაში არ იყო დამკვიდრებული ავტორების სახელის აღნიშვნა,აქ კი,
ამ ტრადიციის საწინააღმდეგოდ,ისტორიამ ხუროთმოძღვრის სახელი
შემოგვინახა. ეს იყო ხუროთმოძღვარი არადახეშუ, მან ასარხადონისა და
ასურბანიფალის მეფობაში აღადგინა სინაქერიბის მიერ დანგრეული
ზიკურათი. ეზოს ჩრდილოეთით და სამხრეთთ განლაგებული იყო სხვა
ღვთაებების ტაძრები. ლიტერატურული ძეგლების მიხედვით,ბაბილონში
სულ ორმოცდაცამეტი ტაძარი ყოფილა. ახალბაბილონის სამეფოს
ხელოვნების შესახებ მსჯელობა ძირითადად გლიპტიკური ძეგლებისა და
საოჯახო კულტის ტერაკოტის ხატების (მრგვალი ქანდაკების საკმაოდ
უხეში იმიტაცია) მიხედვით შეიძლება.
ქალცედონის,იშვიათად,სარდიონისა და იაშმის ქვის საბეჭდავ-საკიდრებს
წვეთის ფორმა აქვს,ზურგი კი ოვალური ფორმის სიბრტყეა. ამ
საბეჭდავებზე გამოსახულია ერთი და იგივე სტანდარტული
გამოსახულების სხვადასხვა ვარიანტი: საკურთხევლის წინ მდგომი
ქურუმი,ანდა მლოცვარე ადორანტი. ახალბაბილონის სამეფოს
ხელოვნება,არსებითად,დეკორატიული,ორნამენტული ხელოვნება იყო და
დიდი სახელმწიფოების ოფიციალური ხელოვნების განვითარების
გარკვეული ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა. ჯერ კიდევ ასურეთის
ხელოვნებაში ისახება შეკრული ორნამენტული კომპოზიციის ტენდენცია
და თხრობითი ხასიათის კომპოზიციის უარყოფა. ახალბაბილონის
ხელოვნებას უნდა შეექმნა და განევითარებინა ახალი თემა,რომ ასურული
ხელოვნების მიღწევებს დაუფლებოდა და შემოქმედებითად
განვითარებულიყო. მაგრამ არც თემა და არც შესაძლებლობები ასურული
ხელოვნების დარი მას არ გააჩნდა. რელიგიური თემა ვითარდებოდა ძველი
ტრადიციების ჩარჩოებში და სულისკვეთებით,ძველი ფორმებით,არ იყო
არავითარი ახალი აზრი და ახალი ძიება; ახალ მოტივებსაც კი არ
იყენებდნენ. საამისოდ ბაბილონის ქურუმობა საკმაოდ კონსერვატული
აღმოჩნდა.

რაც შეეხება სემირამიდას დაკიდულ ბაღებს, მსოფლიოს 7 საოცრებიდან


ერთ-ერთია. უფრო კორექტული იქნება თუ მას ვუწოდებთ ამიტისის
(ამანისის) დაკიდულ ბაღებს, რადგან ეს საოცრება აშენებული
იყო ნაბუქოდონოსორ II-ის მეუღლის, ამიტისის საპატივსაცემოდ .
შენობა მდებარეობდა ქალაქ ბაბილონში. ბაღის აშენების მიზეზი
გახლდათ ის, რომ ამიტისი იყო მიდიის მეფის კიაკსარის ქალიშვილი და
გაიზარდა მთებში, მის გარშემო მუდამ მწვანე ბუნება და სილამაზე იყო.
ბაბილონი კი, სადაც მას მოუწია ცხოვრება, ნაბუქოდონოსორ II
ქორწინების შემდეგ უდაბნო და უსიცოცხლო ადგილი იყო, რაც
დედოფალს არ მოსწონდა. ამის გამო მეფემ ბრძანა დაკიდული ბაღების
აშენება. ბაღებმა დაახლოებით 2 ასწლეულს გაუძლო, რის შემდეგადაც ის
განადგურდა.
შენობას ჰქონდა პირამიდის ფორმა და შედგებოდა 4 იარუსისაგან. მის
ძირს ჰქონდა ოთხკუთხედის ფორმა, თითოეულ იარუსს იჭერდა 25 მეტრი
სიმაღლის სვეტები. მცენარეები კი მიდიიდან იქნა ჩამოტანილი.
იმისათვის რომ სარწყავ წყალს არ გაეჟონა, ყველა იარუსის ზედაპირი
იფარებოდა ჯერ ლერწმით, შემდეგ კი მასზე დიდ ფენათ იყრებოდა
ნოყიერი მიწა, სადაც ირგებოდა მრავალი სახის ხეები, ბუჩქები, ყვავილები
და ბალახი.
სემირამიდას დაკიდული ბაღები მარათლაც სამოთხეს გავდა ცხელ
ბაბილონში, ის მარად მწვანე იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მან
დაკარგა თავისი ხიბლი და სტუმრების რაოდენობაც შემცირად, მას
იშვიათად თუ სტუმრობდნენ სპარსეთის მმართველები, თავის დიდ
იმპერიაში მოგზაურობისას. ძვ.წ.აღ. IV საუკუნეშიის იქცა ალექსანდრე
მაკედონელის რეზიდენციად, სწორედ აქ გაატარა ალექსანდრემ
სიცოცხლის ბოლო წუთები.

You might also like