You are on page 1of 2

ახალ-ბაბილონური სამეფო

(შესავალი) როცა ანტიკური ქალაქები იზრდებოდა, მათ აუცილებლად უნდა


შეემუშავებინათ მმართველობის ახალი სისტემები, საკვების შესანახადა და
გასამრავლებლად ახალი საშუალებები, ასევე საკუთარი თავის დაცვის ახალი გზები.
მოწინავე დასახლებებმა გააფართოვეს ტერიტორიები მეზობელი სახელმწიფოების
დაპყრობით და შექმნეს პირველი იმპერიები.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადრეული იმპერია ბაბილონელებს ეკუთვნოდათ. ჩვენს
წელთაღრიცხვამდე XVIII საუკუნეში მათ დაიპყრეს დიდი ტერიტორია დღევანდელ
ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ შემდეგ დამარცხდნენ მათი მეტოქეების, ხეთების მიერ.
ისინი კვლავ მოღონიერდნენ და მოვიდნენ ძალაუფლებაში ძვ.წ. VI საუკუნეში და მათი
დედაქალაქი ბაბილონი გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი და დიდებული ადგილი ძველ
სამყაროში.
საჯარო სივრცეები - მთავარი გზა გადიოდა ქალაქში და ლურჯი მოჭიქული ფილებით
იყო გაფორმებული. მას იყენებდნენ საზოგადოებრივი შეკრებებისა და რელიგიური
რიტუალებისთვის. მაგ: მეფე გამარჯვებული თუ დაბრუნდებოდა ბრძოლიდან და
წარმატებული ნადირობიდან, ასეთ გზაზე პროცესიას გაივლიდა და ხალხი ეგებებოდა.
მონუმენტური ნაგებობები - იშთარის კარიბჭე ბაბილონის საზეიმო შესასვლელს
წარმოადგენდა, თუმცა მას როგორც რელიგიური მსვლელობისთვის, ისევე
ჩვეულებრივი გადგილებისას იყენებდნენ, ღია იყო.
კერძო სახლები - ჩვეულებრივი სახლები ტალახის აგურით იყო აგებული, ცენტრალური
ეზოთი. ფიქრობენ, რომ მათ არ ჰქონდათ ფანჯრები უდაბნოს სიცხისა და
ჩახუთულობისგან თავის ასარიდებლად.
ორგანიზებული რელიგია - ზიკურათი სახელად ეტმენანკი იყო მარდუქის, ქალაქის
მფარველი ღმერთისადმი მიძღვნილი ტაძარი.
საეფო სასახლე - მდიდრული სამეფო სასახლე იყო მეფის ძალაუფლების სიმბოლო,
რომელიც შექმნილია მისი მტრებისა და ქვეშევრდომებისთვის შიშის ჩანერგვის მიზნით.
ქალაქის კედლები - მდიდარი ქალაქები მომთაბარეებისა და მტრების მთავარი
სამიზნე იყო. ბაბილონი ტალახის აგურის ძლიერი კედლებით იყო დაცული.
მსოფლიოს საოცრება - ბაბილონის დაკიდებული ბაღები მსოფლიოს შვიდი
საოცრებიდან ერთ-ერთი იყო. არავინ იცის ზუსტად სად მდებარეობდა ის, მაგრამ მე-20
საუკუნის დასაწყისში ერაყში ტერასული ბაღების საძირკვლები აღმოაჩინეს.
თავდაცვითი ტექნოლოგია - ქალაქი ბაბილონი საკმაოდ კარგად იყო დაცული.
ჯარისკაცებს ქალაქის კედლებიდან ქვების, შუბების და ისრების წვიმის დაშენა
მტრისთვის ნებისმიერ დროს შეეძლოთ.
მდინარე ევფრატი - ძველი ქალაქები დამოკიდებულები იყვნენ წყლის მარაგზე
როგორც სასმელად, ასევე ნაყოფიერ ნიადაგზე მეურნეობისთვის. ევფრატი
უზრუნველყოფდა ორივეს, ასევე სავაჭრო გზას გემებისთვის.

You might also like