You are on page 1of 17

ბაბილონი


უდიდესი ქალაქი ძველ ახლო აღმოსავლეთში (ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2
ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე). მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის
ნაპირზე. მისი ნანგრევები თანამედროვე ქალაქ ჰილასთანაა ახლოს,
ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთით. ლურსმულ მატიანეებში პირველად იხსენიება
აქადის დინასტიის მმართველობისას (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები). ძვ. წ. III
ათასწლეულის ბოლოს, ურის მესამე დინასტიის მეფეების დროს, ბაბილონი
მცირე ზომის პროვინციული ცენტრი იყო, სადაც მეფისნაცვალი, გადასახადების
ამკრეფი იმყოფებოდა .
ბაბილონის
იშთარის კარიბჭის
დეტალი


 ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც
შუამდინარეთის ქალაქთა უმრავლესობა, ამორეველთა
კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა
(ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა
საფუძველი (პირველი ბაბილონური დინასტია, ძვ. წ. 1894–
1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის
მმართველობისას, როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ
სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი პირველად გახდა
ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს
ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი
მფარველი ღვთაება მარდუქი საერთო შუამდინარულ
პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა.

ძვ. წ. II ათასწლეულის მე-2 ნახევარში, სამხრეთ შუა
მდინარეთში ახალი მმართველი დინასტიის გამეფებიდან,
ბაბილონი სამხრეთ შუამდინარეთის დედაქალაქად დარჩა.
ქალაქი გამდიდრდა, წარმატებით განვითარდა ხელოსნობა
და ვაჭრობა, სწრაფად გაიზარდა მოსახლეობა.
ეკონომიკური ზრდა აისახა გარეგნულ იერზეც: შემუშავდა და
განხორციელდა ქალაქის განაშენიანების გეგმა, აიგო
ახალი კედლები და ჭიშკრები, სატაძრო პროცესიებისათვის
გაიყვანეს ახალი გზები ცენტრისკენ. ძვ. წ. XIV საუკუნეში
ბაბილონს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება, მისი
მცხოვრებლები თავისუფლები იყვნენ სახელმწიფო ბეგრისა
და სამხედრო გადასახადისაგან.

სემირამიდას (ამიტისის) დაკიდული ბაღები


 სემირამიდას დაკიდული ბაღები, მსოფლიოს 7
საოცრებიდან ერთ-ერთი. უფრო კორექტული
იქნება თუ მას ვუწოდებთ ამიტისის (ამანისის)
დაკიდულ ბაღებს, რადგან ეს საოცრება
აშენებული
იყო ნაბუქოდონოსორ II (605—562 ძვ.წ.აღ.)
მეუღლის, ამიტისის საპატივსაცემოდ.

 შენობა მდებარეობდა ძველ ქალაქ ბაბილონში, ახლანდელი ალ-
ხილლა. ბაღის აშენების მიზეზი გახლდათ ის, რომ ამიტისი იყო
მიდიის მეფის კიაკსარის ქალიშვილი და გაიზარდა მთებში, მის
გარშემო მუდამ მწვანე ბუნება და სილამაზე იყო. ბაბილონი კი,
სადაც მას მოუწია ცხოვრება, ნაბუქოდონოსორ II ქორწინების
შემდეგ უდაბნო და უსიცოცხლო ადგილი იყო, რაც დედოფალს არ
მოსწონდა. ამის გამო მეფემ ბრძანა დაკიდული ბაღების აშენება.
ბაღებმა დაახლოებით 2 ასწლეულს გაუძლო, რის შემდეგადაც ის
განადგურდა.
შენობას ჰქონდა პირამიდის ფორმა და შედგებოდა 4
იარუსისაგან. მის ძირს ჰქონდა ოთხკუთხედის ფორმა, თითოეულ
იარუსს იჭერდა 25 მეტრი სიმაღლის სვეტები. მცენარეები კი
მიდიიდან იქნა ჩამოტანილი. იმისათვის რომ სარწყავ წყალს არ
გაეჟონა, ყველა იარუსის ზედაპირი იფარებოდა ჯერ ლერწმით,
შემდეგ კი მასზე დიდ ფენათ იყრებოდა ნოყიერი მიწა, სადაც
ირგებოდა მრავალი სახის ხეები, ბუჩქები, ყვავილები და ბალახი.

 ბაღის მოსარწყავად მუშები 24 საათის განმავლობაში
ატრიალებდნენ ამწე ბორბალს, რომელიც წყალით მთელ
ბაღს ამარაგებდა.
სემირამიდას დაკიდული ბაღები მართლაც სამოთხეს
გავდა ცხელ ბაბილონში, ის მარად მწვანე იყო, მაგრამ
დროთა განმავლობაში მან დაკარგა თავისი ხიბლი და
სტუმრების რაოდენობაც შემცირდა, მას იშვიათად თუ
სტუმრობდნენ სპარსეთის მმართველები, თავის დიდ
იმპერიაში მოგზაურობისას. ძვ.წ.აღ. IV საუკუნეში
ის იქცა ალექსანდრე მაკედონელის რეზიდენციად,
სწორედ აქ გაატარა ალექსანდრემ სიცოცხლის ბოლო
წუთები.


 მეცნიერები ბაბილონს ძველი სამყაროს და
საერთოდ, ჩვენი ცივილიზაციის, ყველაზე
პირველ «მეგაპოლისად» თვლიან. ევფრატის
სანაპიროსთან მოხერხებული გეოგრაფიული
მდებარეობის და ხელსაყრელი კლიმატური
პირობების გამო, ქალაქი ბაბილონეთის (ძვ. წ. II
ათასწლეულის დასაწყისი – ძვ. წ. 539 წ)
დედაქალაქი იყო. ქალაქის ისტორიის ყველაზე
კარგ პერიოდში, მისი მოსახლეობის,
დაახლოებით, 200 000 კაცს აღწევდა.
ზიქურათი — ტაძარი ბაბილონის ცენტრში


ბაბილონის ცენტრში ზიქურათი
მდებარეობდა. ეს
მრავალსაფეხურიანი საკულტო
ნაგებობა იყო, რომელიც
თავდაპირველად ტაძრის
ფუნქციას ასრულებდა, ხოლო
შემდეგ – ადმინისტრაციული
ცენტრი გახდა. შენობის
სიმაღლე 90 მეტრს აღწევდა და
შუა საუკუნეებში, როდესაც
ევროპიდან მოგზაურები
ჩადიოდნენ, მისი მასშტაბური
ნანგრევები, შეცდომით,
ლეგენდარული ბაბილონის
გოდოლის ნანგრევები ეგონათ.
მეფე ხამურაბი — პირველი კანონების კრებულის ავტორი


მეფე ხამურაბის (ძვ. წ. აღრ.
1793-1750 წწ.) მმართველობის
წლებში ბაბილონეთის
ტერიტორია რამდენჯერმე
გაიზარდა. ხელისუფლებაში
ყოფნის 43 წლის მანძილზე, მან
თავი საუკეთესო
პოლიტიკოსად და
მხედართმთავარად
წარმოაჩინა. ჩვენამდე
მოაღწია ხამურაბის კოდექსმა,
რომელიც ყველაზე უძველესი
კანონების კრებულია
მსოფლიოში. 282 მუხლში
კონკრეტულად არის
გაწერილი ვალდებულებები
ხელფასების, ქორწინების,
მონებით ვაჭრობის, საიჯარო
გადასახადების,
ნაბუქოდონოსორ II — ბაბილონის აყვავების
მწვერვალი


 ბაბილონეთის ყველაზე წარმატებულ მმართველად
ნაბუქოდონოსორ II (634—562 წწ) ითვლება. მისი მეფობის
პერიოდში, რამდენიმე ასწლეულის მანძილზე
დაკნინებულმა ქალაქმა აღორძინება და ყველა
მიმართულებით განვითარება დაიწყო. ნაბუქოდონოსორის
მმართველობის პერიოდს «ბაბილონის რენესანსსაც»
ეძახიან. მეფე გამუდმებით ომებს აწარმოებდა, ახალ
ტერიტორიებს იპყრობდა, ხელს უწყობდა კულტურის და
ეკონომიკის განვითარებას. სწორედ მისი მმართველობის
დროს შეიქმნა ყველასათვის ცნობილი დაკიდებული
ბაღები, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრებიდან, ერთ-ერთი
საოცრება არის.

 როდესაც ძვ. წ. აღრ. 331 წელს ალექსანდრე მაკედონელი თავისი
ჯარით ბაბილონს მიადგა, ქალაქი ბრძოლის გარეშე დანებდა,
ხოლო მთავარსარდალი ბაბილონის მეფედ გამოაცხადეს.
ალექსანდრე მაკედონელმა ქალაქი, აზიური ლაშქრობის დროს,
დაპყრობილი ტერიტორიების დედაქალაქად გამოაცხადა. მან
არ დაანგრია ქალაქი-სახელმწიფო, უფრო პირიქით –
წარმართული ტაძრების აღდგენის განკარგულება გასცა.
 სახელგანთქმული მთავარსარდალი, 32 წლის ასაკში, ბაბილონში
გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ქალაქი პართიელებმა დაიკავეს.
მათ საკუთარი იმპერიის ტერიტორიაზე დედაქალაქები სელევკია
და ქტესიფონი დაარსეს, ხოლო ბაბილონმა თანდათანობით
დაკარგა თავისი მდგომარეობა და მიტოვებულ ადგილად იქცა.

ალექსანდრეს
ბაბილონში
ტრიუმფით
შესვლა. ჩარლს
ლე ბრენი
ბაბილონის აღმოჩენა


 XIX საუკუნის ბოლომდე, ბაბილონი მითად ითვლებოდა, ვიდრე
1899 წელს გერმანელმა არქეოლოგმა რობერტ კოლდევეიმ ის არ
აღმოაჩინა. გათხრები ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა.
 სწორედ მაშინ აღმოაჩინეს იშთარის კარიბჭე, რომელიც
ბაბილონის ციხე-ქალაქის, 9-დან ერთ-ერთი კარები იყო. ის ძვ . წ .
აღრ. 575 წ. ააშენეს ნაბუქოდონოსორ II მმართველეობის დროს.
იშთარის კარიბჭე ნახევრადწრიულ თაღის წარმოადგენს,
რომელიც ორივე მხრიდან, გიგანტური ზომის კედლებით არის
შემოფარგლული. კარიბჭე ქალღმერთ იშთარს ეძღვნება და
აგურით არის აშენებული. ხოლო მისი კედლები, გარედან, ღია
ცისფერი, ყვითელი, თეთრი და შავი ფერებით არის
მომინანქრებული. კარიპჭე და კედლები მთლიანად ულამაზესი
ბარელიეფებით არის დაფარული.
დღეს იშთარის კარიბჭე
რესტავრირებულია და მისი ნახვა
ბერლინის მუზეუმში შეიძლება.

You might also like