You are on page 1of 26

რომანოზ I ლეკაპინე.

ლეონ ფოკა არსებულ ვითარებას არ შეურიგდა და რომანოზ


უზურპატორის წინააღმდეგ ჯარით დაიძრა. ამ უკანასკნელმა შემხვედრი დარტყმა მიაყენა.
მან გამოიყენა ორი თავისი ფარული ჯაშუში -- მღვდელი და მეძავი. ისინი ხალხში
ავრცელებდნენ წერილს ასლს, რომელიც თითქოსდა ახალგაზრდა იმპერატორს ეკუთვნოდა.
მასში იმპერატორი ამტკიცებდა, რომ მისი სიმამრი სრული ნდობით სარგებლობდა.
მღვდელი დააპატიმრეს, ხოლო მეძავმა თავისი სამუშაო შეასრულა და ამბოხებულებმაც
იარაღი დაყარეს. თვით ლეონი შეიპყრეს, თვალები დასთხარეს და ხელბორკილებით
ბითინიის ერთი სოფლიდან კონსტანტინოპოლში ჩამოიყვანეს.

რომანოზისათვის ტახტისაკენ პირდაპირი გზა გაიხსნა, მაგრამ ამისათვის საჭირო ოყო


ახალგაზრდა კონსტანტინეს ფეხქვეშ ამოდება. პატრიარქის მოქმედებით 920 წლის
გაზაფხულზე მოიწვიეს სინოდი, რომელმაც გადასინჯა მეორედ ქორწინების კანონიერება.
კანონის თანახმად, მეოთხედ ქორწინება დაუშვებელი იყო და ისინი ეკლესიიდან განკვეთას
ექვემდებარებოდნენ, თუმცა კონსტანტინეს დაბადებას უხალისოდ, მაგრამ კანონიერად
აღიარებდნენ. ზოია რომანოზმა თავისი მოწამვლის მცდელობაში დაადანაშაულა. ეს
საკმარისი იყო მისი ბედის საბოლოო გადაწყვეტისათვის. მას ისევ შეკრიჭეს თმები და
მონაზვნად აღკვეცეს.

რომანოზმა ახლა უკანასკნელ მტერსაც მიხედა. კონსტანტინეს მოძღვარმა თეოდორემ


რომანოზის აღზევებაში დიდი როლი შეასრულა. შეთქმულებაში ბრალდებული თეოდორე
თავის სამშობლოში, ანატოლიაში გადაასახლეს. კონსტანტინემ ამით ბოლო მოკავშირეც
დაკარგა. კონსტანტინემ რომანოზი ჯერ ცეზარად დანიშნა, ხოლო 920 წლის 17 დეკემბერს
თავზე იმპერატორის დიადემა დაადგა. თეორიულად კონსტანტინე, რასაკვირვერლია,
უზენასეს იმპერატორად რჩებოდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მონეტებზე რომანოზის
პორტრეტი გამოჩნდა.

რომანოზ I ლეკაპინეს ცხოვრების შესახებ ჩვენ ცოტა რამ ვიცით. მამამისი თეოფილაქტე
აუტანელი სომეხი გლეხი იყო, რომელმაც ერთხელ ბასილი I-ის სიცოცხლე იხსნა
არაბებისაგან. ამით მან ადგილი იპოვა საიმპერატორო გვარდიაში და შვილს კარიერის
გაკეთებაში დაეხმარა. რომანოზი 30 წლის ასაკში სამოსას თემში სტრატეგოსად დაინიშნა. 912
წელს მან შეცვალა გიმერისი უმაღლესი ადმირალის თანამდებობაზე. ტახტზე ასვლის დროს
მას 6 შვილი ჰყავდა, ხოლო შემდეგ ჯიდევ ორი შვილი გაუჩნდა. 924 წლისათვის ოთხი
ვაჟიშვილიდან, სამი რომანოზმა იმპერატორის თანამმართველად აიყვანა; ყველაზე უმცროსი
თეოფილაქტე ევნუხი იყო და მას პატრიარქის კარიერას უმზადებდნენ.

ბასილი I-ის მსგავსად, ახალი იმპერატორი თავისი დინასტიის დაარსებას ესწრაფვოდა.


წინამორბედისაგან ხასიათის სირბილით გამოირჩეოდა. მას ეხერხებოდა ეშმაკობა და
მოტყუება, მაგრამ არ იყო უხეში და მკაცრი. მას შეეძლო ფიზიკურად არაჯანმრთელი
კონსტანტინე იმპერატორი გზიდან ჩამოეშორებინა, მოეწამლა: ბასილი ასეთ შემთხვევაში
უკან არ დაიხევდა, მაგრამ რომანოზმა ეს არ გააკეთა და ახალგაზრდა იმპერატორისათვის
ხელი არ უხლია.

კონსტანტინეს უბედური ბავშვობა ჰქონდა: ადრე გარდაეცვალა მამა, დედა ორჯერ


გადაუსახლეს, უკანონო შობილად მიიჩნევდნენ. ყოველივე ამას ის ჩუმად და მოთმინებით
იტანდა. ურიცხვ მტერთა შორის ის მარტო იყო, არავის ის არ უნდოდა და არავის არ უყვარდა.
საბედნიეროდ მის ფიზიკურ სისუსტეს ცოცხალი და შემოქმედებითი გონება აბალანსებდა:
როგორც ჩანს ის იყო ნიჭიერი მხატვარი, ხოლო მისმა ინტელექტუალურმა
ცნობისმოყვარეობამ საზღვრები არ იცოდა. კონსტანტინე საათობით სწავლობდა ბიზანტიის
საიმპერატორო კარის რთულ მზაკვრებობსა და ცერემონიალებს. ამ თვალსაზრისით უდაოდ
საინტერესოა მისი ნაშრომი „De Ceremonilis Aulae Byzantinae”, („ბიზანტიის სამეფო კარის
ცერემონიალების შესახებ“) რომელიც დღემდე ყველაზე ფასეული წყაროა ამ სფეროში.

კონსტანტინე არანაირ მცდელობას არ იჩენდა ძალაუფლების განსამტკიცებლად. როცა ის,


რომელსაც უზენაესი იმპერატორის სტატუსი ჰქონდა, რომანოზმა გვერდზე გადასწია და
თავისი ვაჟიშვილები თანამმართველებად გაიხადა, მას პროტესტის ნიშნად ერთი სიტყვაც არ
უთქვამს. მან იცოდა, რომ ჰქონდა ერთი ძირითადი ვალდებულება - სიკვდილისაგან თავი
დაეღწია.

იმპერიის ფარგლებს გარეთ რომანოზისათვის ძირითად პრობლემას ბოლგარები


წარმოადგენდნენ. ტახტზე ასვლისთანავე შეეცადა ბოლგარებთან კეთილმეზობლური
ურთიერთობები აღედგინა, მაგრამ სიმეონს ამის გაგონება არ სურდა. 919-923 წწ. სიმეონმა
არაერთი წარმატება მოიპოვა, მაგრამ ხმელეთიდან კონსტანტინოპოლი მიუდგომელი
აღმოჩნდა. ორივე მხარე მოლაპარაკებების მომხრე იყო. 924 წლის 9 სექტემბერს კოსმიდიაში
(ოქროს რქის ჩრდილო დასალიერში) შედგა რომანოზისა და სიმეონის შეხვედრა. სიმეონი
საზეიმოდ მორთული გამოცხადდა; იმპერატორი, რომელსაც თან მიჰქონდა ქალაქის წმინდა
რელიკვია - მარიამ ქალწულის მანტია, ჩაფიქრებული და შეწუხებული ჩანდა. ამ
უკანასკნელმა ბიზანტიური მანერით თავის მტერს ქრისტიანული მხარეების წარმოჩენით
უქადაგა და მოუწოდა უკეთესობისკენ. რომანოზმა მოკლედ მოითხოვა ზავის დადება და
პირობებიც თვითონ წამოაყენა. გადიდებულ ხარკს დაემატა ყოველწლიური საჩუქარი,
რომელიც ასეულობით მდიდრულ აბრეშუმის ქსოვილს შეადგენდა. სანაცვლოდ სიმეონი
ტოვებდა იმპერიის ტერიტორიას, შავი ზღვის სანაპიროების ჩათვლით.

სიმეონმა უხმოდ დატოვა მოლაპარაკებები და თავის სამფლობელოში დაბრუნდა.


ამიერიდან მას იმპერიის ტერიტორია არ შეუწუხებია. ამ დროს ის 60 წლამდე იყო. მოკლედ,
მას იმპერიის გვირგვინზე ფიქრი ამიერიდან თავში არ მოსვლია, ხოლო 925 წელს რომისა და
ბოლგარების ბასილევსის ტიტულის მითვისება უბრალოდ ჭირვეული ბავშვის თამაშს
ჰგავდა. მას შეეძლო ბაღდადის ხალიფიც ეწოდებინა თავისთვის თუ ამის სურვილი
ექნებოდა. მომდევნო წელს სიმეონმა ბოლოს და ბოლოს ბოლგარეთის ეკლესიის
დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თავისი არქიეპისკოპოსი პატრიარქის რანგში აიყვანა. 927
წლის 27 მაისს 69 წლის ასაკში სიმეონი გარდაიცვალა.

სიმეონის შემდეგ ბოლგარეთის გვირგვინი თავზე დაადგეს მის შვილ პეტრეს, რომელიც
ჯერ კიდევ სრულწლოვანი არ იყო. მას რეგენტად დაენიშნა თავისი ბიძა დედის მხრიდან
გეორგი სურსუბული. ამ უკანასკნელს სურდა ბიზანტიასთან სამშვიდობო ხელშეკრულება
დაედო, რომელიც შემდეგ საქორწინო კავშირებით განმტკიცდა. რომანოზ ლეკაპინეს უფროსი
შვილის ქრისტეფორეს ქალიშვილი მარიამი დააქორწინეს პეტრეზე 927 წლის 8 ოქტომბერს.
წყვილები პატრიარქმა სტეფანე II-მ აკურთხა.

აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ცოტა რამ ვიცით. რომანოზ ლეკაპინე დათანხმდა


ბოლგარეთის საპატრიარქოს დამოუკიდებლობას და პეტრეს მიერ იმპერატორის ტიტულის
„მეფის“- ბერძნულად „ბასილევსის“ მიღებას. პირველი გადაწყვეტილება ნაკლებად აწუხებდა
რომანოზს, ხოლო მეორე პუნქტი დიდად არ მოსწონდა, რადგან ის რეალისტი იყო. თუმცა
ქორწინებითი კავშირი იმპერიის უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა. ამ მიზნით ის
ნებისმიერ დათმობაზე მიდიოდა.

ქვეყნის შიგნით რომანოზს მღელვარების საფუძველი არ ჰქონდა. ყველა საკვანძო


თანამდებობა მის ხელში იყო. საზღვაო ფლოტი და ჯარის დიდი ნაწილი მას უჭერდა მხარს.
მონურად მორჩილი პატრიარქი პრობლემებს ვერ შექმნიდა. ერთადერთო შესაძლებელი
მეტოქე, მისი სიძე, კონტროლის ქვეშ ჰყავდა. სხვა მხრივ რომანოზი ყოველი მხრიდან
დაცული იყო. რაც შეეხება ბოლგარეთს, ის იმპერიას არ აწუხებდა.

ეს არ ითქმოდა ბიზანტიის აღმოსავლეთის საზღვარზე, მაგრამ 923 წლიდან მდგომარეობა


გაუმჯობესდა. ბრწყინვალე ბიზანტიელი მხედართმთავრის იოანე კურკუასის მოქმედების
შედეგად მუსლიმების წინააღმდეგობა გატეხილი იქნა. ბოლო მოეღო პირატი ლეონ
ტრიპოლიელის მოქმედებებს; სომხეთში კონსოლიდირებული საიმპერიო ხელისუფლება
შეიქმნა; 934 წელს იმპერიის საზღვრებში ინკორპირებული იქნა არაბეთის საემირო
მელიტინი. ყოველივე ამის გამო კურკუასს „მეორე ტრაიანე“ და „მეორე ველისარი“ შეერქვა.

ბიზანტიას ახლა უბედურება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოელოდა. 941 წელს მოხუცებს


ჯერ კიდევ ახსოვდათ რუსების თავდასხმები. სწორედ ამ წლის ივნისის დასაწყისში კიევის
მთავარმა იგორმა ბიზანტიის წინააღლმდეგ დიდი არმადა გაგზავნა. ბიზანტიის მთელი ჯარი
აღმოსავლეთის საზღვარზე იმყოფებოდა, ხოლო ფლოტი ხმელთაშუა და შავი ზღვის
აკვატორიებზე იყო განლაგებული. მცირე ძალები ვინმე თეოფანეს ხელმძღვანელობით, 15 -
ოდე ხომალდით, რომელიც ჩამოსაწერი იყო, გაგზავნეს ბოსფორში. თეოფანე დროზე ჩავიდა:
11 ივნისს, დილით რუსები ჰორიზონტზე გამოჩნდნენ. მან უცებ შეტევა დაიწყო.

ბიზანტიის ისტორიაში ბერძნელი ცეცხლის უარყოფა ყოვლად შეუძლებელია.


სარკინოზებმა ეს ძალიან კარგად გამოსცადეს, მაგრამ რუსებისათვის მოულოდნელი იყო.
როცა მათ ერთ ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, სხვებმა პირი იბრუნეს, გავიდნენ ბოსფორიდან
და შავი ზღვის სანაპიროთი ბითინიისაკენ გაემართნენ. ბითინიაში რუსები ხმელეთზე
გადავიდნენ და გამოუთქმელი სისასტიკე გამოიჩინეს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.
ტერორი რამდენიმე კვირა გაგრძელდა; ბოლოს არმენიაკის სტრატეგოსმა ბარდა ფოკამ და
კურკუასის ძალებმა მტერს შეუტიეს და რუსები იძულებულნი გახდნენ თავდაცვაზე
გადასულიყვნენ. შემოდგომა ახლოვდებოდა და რუსები უკან დაბრუნებას ჩქარობდნენ,
მაგრამ ეს უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. ღია ზღვაზე ბიზანტიის ფლოტი იმყოფებოდა.
ოქტომბრის დასაწყისში რუსები ცდილობდნენ ბლოკადის გარღვევას, მაგრამ ბერძნულმა
ცეცხლმა თავისი საქმე გააკეთა და მთელი ზღვა კვამლმა დაფარა. რუსები სასტიკად
დამარცხდნენ, ხოლო თეოფანეს კონსტანტინოპოლში გმირის გვირგვინი დაადგეს.

სამი წლის შემდეგ იგორმა ახალი რეიდი განახორციელა და ახლა სადესანტო ოპერაცია
გამოიყენა. რომანოზმა შეტაკების თავიდან აცილება სცადა და მისი ელჩები დიდ მთავარს
დუნაის ნაპირზე შეხვდნენ და მარტივად მათგან თავი გამოისყიდეს. მომდევნო მეოთხედი
საუკუნის მანძილზე კიევსა და კონსტანტინოპოლს შორის თანაბარი ურთიერთობები
არსებობდა.

ამასობაში იოანე კურკუასი თავისი ჯარით აღმოსავლეთში დაბრუნდა. ყველას


ხელსაყრელად მოეჩვენა შეწყვეტილი შეტევების განახლება. 942 წლის შემოდგომაზე იოანე
ედესაში შევიდა. მართალია, ეს ქალაქი 641 წელს მოექცა მუსლიმთა გავლენის ქვეშ, მაგრამ
საპატიო ქრისტიანული ტრადიციებით ისევ სიამაყეს ინარჩუნებდა. უწინარეს ყოვლისა, იგი
ცნობილი იყო ორი რელიკვიით: იესო ქრისტეს ეპისტოლეთი და მხსნელის პორტრეტით.
ცნობილია, რომ ეს ორივე საგანი ნაყალბევია, მაგრამ ლეგენდები სიმართლეზე უფრო
ძლიერი იყო. კურკუასს უფრო პორტრეტის ხელში ჩაგდება სურდა. ედესის მაცხოვრებლებმა,
ვიდრე ამ საგანძურს გადასცემდნენ, ხალიფასთან თათბირი არჩიეს და ამ უკანასკნელმაც
სანქცია მისცა, რადგან ქალაქის სხვაგვარად დახსნა შეუძლებელი იყო. პორტრეტი
ცერემონიების სრული თანხლებით კონსტანტინოპოლში დააბრუნეს და წმ. სოფიას ტაძარში
მოათავსეს.
ყოველივე ამას რომანოზ ლეკაპინე არ ესწრებოდა. 70 წლის იმპერატორი მთელ დროს
ბერებთან უფრო ატარებდა, ვიდრე მინისტრებთან. იმპერატორი ავადმყოფურად
რელიგიური გახდა. მის სულს აშფოთებდა ის, რომ მან ტახტი მოტყუებისა და ფიცის გატეხის
შედეგად მიიღო, კანონიერი ბასილევსი ტახტს ჩამოაშორა და იმპერატორის რანგში
უვარგისი ვაჟიშვილები აიყვანა. რომანოზი ამაში ხედავდა საკუთარი დამხობის ნიშნებს.

რომანოზის ერთადერთი გონივრული საქციელი ახალი ანდერძის შედგენა იყო. მასში


კონსტანტინე პორფიროგენეტის უზენაესობა იყო დამტკიცებული. ამრიგად, რომანოზის
გარდაცვალების შემდეგ მისი შვილები ტახტიდან უნდა მოეშორებინათ. მისი შეცდომა იმაში
მდგომარეობდა, რომ მან ეს თავისი ანდერძი გამოაქვეყნა: მის შვილებს საშინელება ელოდა.
944 წელს, შობამდე ხუთი დღით ადრე, ორი ახალგაზრდა ლეკაპონე თავის
თანამზრახველებთან ერთად შეიპარა რომანოზის ოთახში. მან წინააღმდეგობა არ გაუწია,
როცა ის მიიყვანეს პატარა ყურე ვუკოლეონში, საიდანაც უმალვე პრინცების კუნძულის გზას
გაუყენეს. მას იქ მოპარსეს ტონზურა და აიძულეს ბერული აღთქმის დადება. შეიძლება
ვიფიქროთ, რომ ის ამით მხოლოდ მოხარული იქნებოდა.

სანამ რომანოზ ლეკაპინეს ვაჟიშვილები დაბრუნდებოდნენ, მთელი კონსტანტინოპოლი


ფეხზე იდგა. არავინ ფიქრობდა რომანოზის ბედზე, ყველა კონსტანტინესთან გარბოდა..
განრისხებული ბრბო სასახლის ჭიშკართან შეიკრიბა. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა
იმპერატორი ფანჯრიდან ეჩვენა ხალხს, ისინი დაიშალნენ. აღმოჩნდა, რომ კონსტანტინე
ხალხს უყვარდა. ის ამ სიყვარულის მოპოვებას არასოდეს ცდილობდა, პირიქით, მუდამ
ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. მაგრამ კონსტანტინეს ჰქონდა ერთი ღირსება -
ლეგიტიმურობა. ბასილი დიდის შვილიშვილი, ბიზანტიის კანონიერი იმპერატორი იყო.
ლეკაპინები კი იყვნენ მეტიჩრები და მათ ბიზანტიელები ვერ იტანდნენ.

როცა ძმებმა ნახეს, რომ ანგარიშში მოტყუვდნენ, ერთადერთი გზა გამონახეს:


კონსტანტინე უზენაეს იმპერატორად ეღიარებინათ. რბილი, თავმდაბალი კონსტანტინე
შეიძლება ამაზე წასულიყო, მაგრამ მისი მეუღლე ელენე, რომანოზის ქალიშვილი უფრო
მყარი მასალისაგან იყო შექმნილი. 12 წლის მანძილზე ელენე მეუღლისადმი ერთგულებას
იჩენდა, იცავდა მის ინტერესებს ოჯახში და ახლა გადამწყვეტი მოქმედებები მოითხოვა. 945
წლის 27 იანვარს ორივე თანამმართველი დააპატიმრეს, ტონზურა გაპარსეს და სხვადასხვა
ადგილებში გადაასახლეს. დარჩენილი ლეკაპინეებიდან მხოლოდ პატრიარქი თეოფილაქტე
და ბოლგარეთში მყოფი დედოფალი მარიამი ინარჩუნებდნენ სახელისუფლებო პოზიციებს.

რაც შეეხება მოხუც იმპერატორს, ის მონასტერში აგრძელებდა ცხოვრებას. სინდისი მას


მოსვენებას არ აძლევდა. 946 წლის წმინდა ხუთშაბათს 300 ბერის წინაშე, რომანოზ ლეკაპინემ
ყველა თავისი ცოდვა ჩამოთვალა და ყველასაგან მიტევება ითხოვა. 948 წლის 15 ივნისს ის
გარდაიცვალა. შემდეგ მისი სხეული გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და მირელის
მონასტერში მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

რომანოზი იყო კარგი იმპერატორი, შეიძლება - დიდიც. მართალია, ძალაუფლება


არაკეთილსინდისიერი გზით მიიღო, მაგრამ გამოავლინა სიბრძნე და ზომიერება. მის
წინამორბედებს ორი პრობლემა ჰქონდათ: ეკლესია და ბოლგარები. რომანოზმა ორივე
მშვიდობიანი გზით გადაჭრა. მხოლოდ აღმოსავლეთში მისი წყნარი დიპლომატია აღმოჩნდა
უშედეგო. აქ მტრისთვის შეიარაღებული ძალები ერთადერთი არგუმენტი იყო, ხოლო
ბოლგარებთან არც ერთი მეომარი არ დაუკარგავს. ფაქტი ფაქტად რჩება - ისლამის
აღმავლობის დროიდან მოკიდებული მხოლოდ იმპერატორ რომანოზის დროს მოხდა
მუსლიმების წინააღმდეგ ინიციატივის ხელში აღება.
რატომ არ სარგებლობდა რომანოზ ლეკაპინე თავისი ქვეშევრდომებისაგან
განსაკუთრებული სიყვარულით? ის არ იყო დიდი მეომარი და დიდი კანონმდებელი. ის
იშვიათად ჩნდებოდა პუბლიკაში და არასოდეს ცდილობდა იპოდრომზე სანახაობა მოეწყო.
სხვა სიტყვებით, რომანოზმა მაქსიმალური გააკეთა იმისათვის, რომ ხალხი პურით
უზრუნველეყო, მაგრამ სანახაობებს აშკარად არ იწონებდა. შესაბამისად ადამიანები
იხსენებდნენ არა მის გონებას, არამედ იმ უფერულ გზას, რომელიც ტახტისაკენ მიდიოდა.

სწავლული და მეცნიერი იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (945-963 წწ.).


945 წელს კონსტანტინე ძოწითშობილი ერთპიროვნული მმართველი გახდა. ახლა ის ძლიერ
შეიცვალა: ეს უკვე ავადმყოფი ახალგაზრდა კი არ იყო, არამედ მხარბეჭიანი მამაკაცი.
მამამისისაგან, ლეონ ბრძენისაგან მან მემკვიდრეობით კითხვისა და სამეცნიერო
შრომებისადმი მისწრაფებები მიიღო. ამისათვის მას დიდი დრო ჰქონდა. შრომები, რომელიც
მან დატოვა ძალზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებენ. არც ერთ იმპერტატორს არ შეუვსია ჩვენი
ცოდნა თანამედროვე ეპოქაზე ისე, როგორც ეს კონსტანტინე VII პორფიროგენეტმა მოგვცა.
მან თავისი შვილისათვის დაწერა პრაქტიკული სახელმძღვანელო სახელმწიფოს მართვის
ხელოვნების შესახებ -„ De Administranndo Imperio”. ეს ნაშრომი მრავალგვარი საგნების დიდ
დიაპაზონს მოიცავს; სხვა რჩევებს შორის ის თავის შვილს რომანოზს ურჩევს, რომ
იმპერატორის ოჯახის წევრებმა ცოლად არ უნდა მოიყვანონ სხვა ქვეყნიდან - გამონაკლისი
მხოლოდ ფრანკებისათვის კეთდებოდა. აქ მოულოდნელად ზედაპირზე ამოდის
კონსტანტინე VII-ის დიდხანს გამოუთქმელი გულისწყრომა სიმამრისადმი:

„თუ ისინი გეტყვიან, რომ თვითონ უმაღლესმა იმპერატორმა რომანოზმა დადო მსგავისი
ალიანსი, მისცა თავისი შვილიშვილი ბოლგარეთის მეფეს პეტრეს, შენ უნდა უპასუხო, რომ
იმპერატორი რომანოზი - უხეში, უზრდელი იყო, რომელსაც არ მიუღია განათლება
სასახლეში და არ იყო რომაული ტრადიციების მატარებელი. მას არ ჰქონდა არც
საიმპერატორო, არც უბრალოდ არისტოკრატიული გვაროვნობა და შესაბამისად მიდრეკილი
იყო თვითნებობისა და თვითდაჯერებულობისაკენ“.

შრომების დიდი ნაწილი იმპერატორმა პირადად დაწერა; ურიცხვი გადამწერების


დახმარებით მან შეადგინა სახელმძღვანელოები და ტრაქტატები სამხედრო სტრატეგიის,
ისტორიის, დიპლომატიის, იურისპრუდენციის, აგიოგრაფიის, მედიცინის, აგრონომიის
შესახებ. ვეტერინალურ ქირურგიაზე. ასწლეულის მანძილზე ეს შრომები იმპერიის
სხვადასხვა სამსახურზე დიდ მნიშვნელობას ასრულებდა.

კონსტანტინე დიდი კოლექციონერიც იყო. ის არა მარტო წიგნებსა და ხელნაწერებს


აგროვებდა, არამედ ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოებებსაც. ზოგიერთი ინფორმაციის
თანახმად, ის თვითონ იყო ბრწყინვალე მხატვარი. კონსტანტინე გულუხვად მფარველობდა
მწერლებს, მეცნიერებს, მხატვრებსა და ხელოსნებს.

დაბოლოს, კონსტანტინე VII იყო ბრწყინვალე იმპერატორი: ის იყო კომპეტენტური,


კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე მმართველი. მას არ ეშლებოდა კადრების შერჩევა
ყველა სფეროში. მან დიდი ამაგი დასდო განათლების სფეროს და განსაკუთრებულ ინტერესს
ავლენდა სამართლის სისტემის ფუნქციონირებისადმი.

ყველა წყარო ერთხმად ამტკიცებს, რომ კონსტანტინე ჭამდა და სვამდა უფრო მეტს, ვიდრე
ეს აუცილებელი იყო ჯანმრთელობისათვის, მაგრამ მისი ბიოგრაფები ერთსულოვანი არიან
იმაში, რომ ის უხასიათოდ არასოდეს უნახავთ: ის ყველას მიმართ თავაზიანობას იჩენდა და
ერთი წუთითაც არ კარგავდა თავდაჭერილობის უნარს, რაც ბიზანტიელებს ესოდენ
მოსწონდათ.
კონსტანტინემ ფოკას ოჯახის მიმართ კეთილი დამოკიდებულება გამოიჩინა. ეს
უკანასკნელნიც არ მალავდნენ სიმპათიას კონსტანტინესადმი. ამიტომ ბუნებრივად ჩანდა
იოანე კურკუასის მენმკვიდრედ აღმოსავლეთის ჯარების მთავარსარდლად ლეონის ძმის
ბარდა ფოკას დანიშვნა, ხოლო მისი შვილების ნიკიფორესა და ლეონის ანატოლიკისა და
კაპადოკიის თემების სტრატეგოსად დანიშვნა. ლეკაპინეს ოჯახიდან მხოლოდ ერთი
წარმომადგენელი სარგებლობდა კონსტანტინეს სრული ნდობით და ეს მხოლოდ მას შემდეგ,
როცა მას კასტრირება გაუკეთეს. ეს იყო რომანოზის უკანონო შვილი ბასილი, რომელიც
იმპერატორის კარის მმართველად დანიშნეს.

საგარეო პოლტიკაში კონსტანტინე VII წინანდელი იმპერატორის კურსს აგრძელებდა. 953


წელს ბარდა ფოკა სერიოზულად დაიჭრა და ის მისმა შვილმა ნიკიფორემ შეცვალა,
რომელმაც ქალაქი ადატი და პამფილია დაიკავა. მეორე ტრიუმფი შედგა 958 წელს, როცა
მეორე ბრწყინვალე მხედართმთავარმა იოანე ციმისხიოსმა სამოსატა აიღო ევფრატზე.

დასავლეთში გერმანიის მეფე ოტო საქსონელმა, რომელმაც 936 წელს დაიკავა ტახტი
აღმოსავლეთში თავისი ქვეყნის საზღვრები წასწია, შეავიწროვა სლავები და თავისი გავლენა
მეზობელ სახელმწიფოებზე გააფართოვა. კონსტანტინემ აქტიურად იგრძნო ამ ახალგაზრდა
დინამიური მონარქის უნარი და მასთან კავშირები გააბა; ამასთან მას არ შეეძლო განეჭვრიტა,
რომ სამი წლის შემდეგ მისი გარდაცვალების შემდეგ, ოტო რომში როგორც დასავლეთის
იმპერატორი ეკურთხებოდა.

საშინაო პოლტიკაში კონსტანტინე აგრძელებდა რომანოზ I ლეკაპინეს მიერ დაწყებულ


პოლტიკას. ამ უკანასკნელმა საკანონმდებლო აქტებით სცადა სტრატიოტების (გლეხები,
რომლებიც მცირე მიწებს ფლობდნენ სამხედრო ბეგარის პირობით) მდიდარი ფეოდალი
არისტოკრატებისაგან დაცვა, რომლებიც „დონატების“ („ძლევამოსილების“) სახელწოდებას
ატარებდნენ. კონსტანტინეს, როგორც არისტოკრატს, გარდაუვლად უნდა ჰქონოდა დიდი
სიმპათიები ამ უკანასკნელი ჯგუფის მიმართ, ვიდრე მეტიჩარა სომები სიმამრის
ჯგუფისადმი; მაგრამ მან შეუპოვრად გააგრძელა რომანოზ ლეკაპინეს აგრარული პოლიტიკა.
ფეოდალიზაციის პროცესი მაკედონელთა დინასტიის დროს იმდენად სწრაფი ტემპით
წარიმართა, რომ დიდი საშიშროება შეიქმნა არმიის რიგითი ჯარისკაცების რაოდენობის
შემცირებისა და თავისუფალი გლეხობის მასობრივად ყმებად გადაქცევის გამო. იგივე
გარემოება ხაზინის შემოსავალს მკვეთრ შემცირებას უქადდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ
შემდეგ თვით იმპერატორები იძულებულნი გახდნენ, მიეღოთ ზომები ამ პროცესის
შესაჩერებლად.

პირველი იმპერატორი, რომელმაც ამ საშიშროების მნიშვნელობა გაითვალისწინა იყო


რომანოზ I ლეკაპიონე. მისი მმართველობის დროს მიწების დაკარგვის გამო მიმდინარეობდა
თავისუფალი გლეხობის ბრძოლა. გლეხთა მძლავრი აჯანყება მოხდა მცირე აზიაში
დაახლოებით 932 წელს ვინმე ბასილის, მეტსახელად „სპილენძის ხელის“
ხელმძღვანელობით. 934 წელს სლავთა ტომების აჯანყება დაიწყო პელოპონესში. ყველა ეს
აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს. გლეხთა აჯანყებების გავლენითა და იმ მოსსაზრებით, რომ
შეენარჩუნებინათ ჯარის სულ ცოტა 120 -ათასიანი კონტინგენტი და სახელმწიფო
გადასახადები, იკმპერატორმა 922 და 943 წლებში გამოსცა ნოველები რომლებითაც
ცდილობდა შეეზღუდა მიწათმფლობელობის ზრდა გლეხური მეურნეობის ხარჯზე.

922 წელს გამოცემული ნოველის მიხედვით, გლეხური მიწების გასხვისების შემთხვევაში


მიწის შესყიდვის უფლება გლეხის ნათესავებს, მეზობლებს და თანასოფლელებს ჰქონდათ,
და მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ შორის მყიდველი არ გამოჩნდებოდა, შეიძლებოდა ამ მიწის
უცხო პირებისათვის მიყიდვა. ამ ნოველით, დინატებს გლეხური მიწების ყიდვა
ეკრძალებოდათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ ამ სოფელში საკუთარი მიწები
ჰქონდათ. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში დამნაშავე ისჯებოდა იმით, რომ იგი ნაყიდ
მიწას უკან აბრუნებდა საფასურის მიუღებლად და უნდა გაეღო ფულადი ჯარიმა
სახელმწიფოს სასარგებლოდ. 947 წელს კონსტანტინე VII-მ გლეხთა მიწების კომპენსაციის
გარეშე რესტიტუციის ბრძანება გასცა. ეს ეხებოდა იმ მიწებს, რომლებიც დონატებმა შეიძინეს.
ამდენად, მისი მმართველობის ბოლოს გლეხთა მიწები, რომელიც იმპერიის ეკონომიკური და
სამხედრო ძლიერების ფუნდამენტს წარმოადგენდა, უფრო უკეთეს მდგომარეობაში
აღმოჩნდა, ვიდრე ასი წლის უკან იყო.

959 წლის სექტემბერში იმპერატორი აზიაში გაემგზავრა, რათა მოენახულებინა თავისი


ძველი მეგობარი - კიზიკიის ეპისკოპოსი. აქედამ ის გაემართა ბურსაში იმ იმედით, რომ
განთქმული ადგილობრივი ცხელი წყლები მას მუდმივი ციებისაგან განკურნავდა; როცა ამ
მკურნალობამ ვერ უშველა, ის გაემართა მაღალ მთაზე მდგარ მონასტერში, რომელიც
ქალაქიდან ოც მილზე მდებარეობდა. ამ მომენტისათვის ჩანდა, რომ ის სასიკვდილოდ იყო
განწირული. ბერებმა მას სიკვდილისათვის მზადება ურჩიეს. კონსტანტინე სასწრაფოდ
დაბრუნდა დედაქალაქში და 959 წლის 9 ნოემბერს 54 წლის ასაკში ოჯახურ გარემოცვაში
გარდაიცვალა: აქ ესწრებოდნენ მისი მეუღლე ელენე, მისი ხუთი ქალიშვილი და 12 წლის
რომანოზი, რომელმაც ტახტი მემკვიდრეობით მიიღო.

რომანოზ II (959-963 წწ.). იმპერია ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ასი


წლის მანძილზე ყველაზე კარგ მდგომარეობაში იყო. ინტელექტუალური, პროფესიული და
კულტურული რენესანსი მაკედონური დინასტიისა მწვერვალზე იდგა. ყველასათვის
საყვარელი იმპერატორის შვილი, პორფირში დაბადებული ფიზიკურად მომხიბვლელი იყო.
რომანოზი დიდი პოპულარული იყო ქალებში. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დანიშნეს ჰუგო
არლელის ქალიშვილ ბერტაზე, რომელიც მალე გარდაიცვალა. მან უარი თქვა მამამისის მიერ
შერჩეულ საცოლეზე, რადგან უგონოდ უყვარდა პელეპონესელი მეფუნდუკეს ქალიშვილი
თეოფანო.

თეოფანოს სილამაზე გაოცებას იწვევდა. თეოფანო უკიდურესად ამბიციური იყო და


ამასთანავე განუსაზღვრელი მორალური თავისუფლების მატარებელი გახლდათ. ჯერ კიდევ
18 წლის იყო, როცა მისი მეუღლე ტახტზე ავიდა და მას უკვე სრულად ხელმძღვანელობდა.
გახდა რა დედოფალი, პირველ რიგში შეეცადა მამამთილისა და მისი ხუთი ქალიშვილის
საქმის გარკვევას. ელენე სასახლის ბოლოს გააგზავნეს და იქ მარტოობაში გარდაიცვალა.
კონსტანტინე VII-ის ოთხივე ქალიშვილი მონაზვნებად იქნენ აღკვეცილნი. რომანოზი ამაოდ
ცდილობდა დების დახსნას. პატრიარქმა პოლიევქტიმ საკუთარი ხელით შეკრიჭა თმები
დებს. თეოფანომ საბოლოო დარტყმა თავის მულებს იმით მიაყენა, რომ ისინი სხვადასსხვა
მონასტრებში გააგზავნეს.

დედოფალ თეოფანოს წყალობით მთავრობაში ბევრმა დაკარგა მაღალი პოსტები.


ხელისუფლებაში მხოლოდ დარჩა ორი გავლენიანი ადამიანი. ბასილი, იმპერატორის კარის
ყოფილი მმართველი, რომელმაც მიიღო ახალი ტიტული -„პროედრი“ (სიტყვასიტყვით -
„თავმჯდომარე“; სენატის თავი) და ფაქტობრივად იმპერატორის მარჯვენა ხელი იყო, ხოლო
მისი ადგილი დაიკავა ევნუხმა იოსებ ვრინგასმა, რომელიც კონსტანტინეს მმართველობის
დროს უმაღლესი მინისტრი და უმაღლესი ადმირალი იყო. ქრონიკები ვრინგასს
წარმოგვიდგენენ, როგორც უნარიან და საკმაოდ ბოროტ პერსონაჟს. ძალიან ჭკვიანი,
ენერგიული, დიდი უნარის მქონე, ასევე იყო ხარბი, ანგარებიანი და სასტიკი ადამიანი.
მოკლედ რომ ვთქვათ, ვრინგასის ძალაუფლება რომანოზის ტახტზე ასვლის შემდეგ ერთი
ორად გაიზარდა.
რომანოზ II-ის ტახტზე ასვლიდან სამი კვირის შემდეგ მომზადდა მასშტანიანი ახალი
ექსპედიცია კრეტაზე. 50-ათასიან ჯარში დაქირავებული რუსებისა და ვარიაგების რაზმებიც
იყვნენ. ფლოტი შედგებოდა 1000 დრომონის, 308 ტრანსპორტისა და არანაკლებ 2000
ცეცხლმატარებელი ხომალდისაგან. ამ უზარმაზარი შეიარაღებული ძალების მეთაური იყო
გარეგნულად უშნო, მკაცრი, ღრმად რელიგიური პიროვნება ნიკიფორე ფოკა. იგი
ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერი, უშიშარი ბრძოლაში და ბრძოლის დროს ნებისმიერ
სიტუაციაში შეეძლო მანევრირება. ჯარისკაცების ნებისმიერი საჭიროების მიმართ
განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა და ამიტომ ჯარი მას სრულად ენდობოდა. ჯარის
გარეთ მას არანაირი ინტერესი არ გააჩნდა, გარდა რელიგიისა. მას გამოარჩევდა ბერული
ასკეტიზმი. ამიტომ ბევრს ის ჩაკეტილ და ცივ ადამიანად მიაჩნდა.

960 წლის ივნისში ფლოტმა გაცურა კრეტას მიმართულებით. ნიკიფორემ იგი პირდაპირ
კანდიაში გაგზავნა. კუნძულზე ეს იყო უდიდესი ქალაქი. მისი აღება მთელ კრეტას
თავდაცვის საშუალებას წაართმევდა. ალყა 8 თვე გაგრძელდა და ზამთრის
მოახლოვებისთანავე მოქალაქეთა საბრძოლო სულისკვეთება ეცემოდა, მაგრამ ნიკიფორე
იმედისა და მამაცობის ძალას მატებდა მებრძოლებს. 961 წლის 7 მარტს ქალაქი დაეცა. 136
წლის შემდეგ იმპერიის დროშა ისევ აღიმართა კრეტაზე. ბიზანტიის ისტორაში ეს დიდი
მნიშვნელობის მოვლენა იყო. წმ. სოფიას ტაძარში იმპერატორისა და დედოფლის
თანდასწრებით უდიდესი სამადლობელი ღმრთისმსახურება ჩატარდა. იყო ერთი ადამიანი,
რომელსაც არ ეზეიმებოდა და შეშფოთებული იყო. ეს იყო ევნუხი იოსებ ვრინგასი, რომელიც
დიდი ხანია ვერ იტანდა ფოკების ოჯახს, ხოლო ნიკიფორე მოულოდნელად იმპერიის გმირი
გახდა. უძლეველი მხედართმთავრები ყოველთვის იყვნენ საფრთხის შემცველნი და ამიტომ
ვრინგასმა პრევენციული ზომების გატარება გადაწყვიტა. როცა ნიკიფორე ფოკა ამაყად
დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, ნიკიფორეს აგრძნობინეს, რომ ის ახლა დედაქალაქში კი
არა, არამედ აღმოსავლეთში იყო საჭირო. მხედართმთავარს სხვა გზა არ რჩებოდა და
მონარქის ნებას დაჰყვა.

კრეტას ექსპედიციის დროს ნიკიფორემ დატოვა აღმოსავლეთში ჯარების


მხედართმთავრის პოსტი. მისი ადგილი დაიკავა ნიკიფორეს უმცროსმა ძმამ ლეონმა. მას
მაშინათვე მოუწია იმპერიის მტერ - მოსულის ემირთან სეიფ ედ-დაულთან შეტაკება,
რომელმაც 944 წელს ალეპო დაიპყრო. ეს უკანასკნელი იყო პოეტი და მეცნიერი,
ლიტერატურისა და ჰუმანიტარული მეცნიერების მფარველი, ყველაზე დიდი საჯინიბოსა და
ბიბლიოთეკის, ყველაზე მდიდარი ჰარემის მფლობელი. იგი ყოველ წელს ახორციელებდა
იმპერიის ტერიტორიაზე სერიოზულ თავდასხმებს. ყოველივე ამას ლეონ ფოკა
უმკლავდებოდა და ნიკიფორეს დახმარებას არ საჭიროებდა, მაგრამ ნიკიფორეს გაგზავნა
აღმოსავლეთში სხვა მოტივებით იყო ნაკარნახევი. ორივე ძმა სათავეში ჩაუდგა ჯარს და ომის
თეატრში მისი მსვლელობა შეცვალეს. 962 წლის დასაწყისში ბიზანტიელებმა დაიბრუნეს
კილიკიაში 55 ქალაქ-სიმაგრე და რამდენიმე თვის შემდეგ ისინი უკვე იდგნენ ალეპოს
კედლებთან. ამ პერიოდში ეს ქალაქი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა.
სეიფის სასახლე ყველაზე ლამაზი და მდიდიდრული იყო მთელ მუსლიმურ სამყაროში.
ღამით ბიზანტიელებმა აიღეს ქალაქი და სასახლე მთლიანად გაძარცვეს. როგორც კანდიაში,
იმპერიის ჯარმა არავინ დაინდო. ერთ-ერთი არაბი ისტორიკოსის სიტყვებით, სასაკლაო
მაშინ შეწყდა, როცა დამპყრობლები უკიდურესად დაიქანცნენ.

მართალია, ალეპო დაიკავეს, მაგრამ მისი სრული დაცემა არ მომხდარა. ჯარისკაცების


ჯგუფი ციტადელში გამაგრდა და დანებებას არ აპირებდნენ. ამას ნიკიფორე ფოკა
ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ქალაქს მეტი ძალა არ შესწევდა. მან წასვლის ბრძანება გასცა
და გამარჯვებული ჯარი შინ დაბრუნდა. ის კაპადოკიამდე მივიდა, როცა მოვიდა ცნობა, რომ
რომანოზ II გარდაიცვალა.

ნიკიფორე II ფოკა (963-969 წწ.). 963 წლის 15 მარტს რომანოზ II გარდაიცვალა. მეორე დღეს
დაირხა ხმა, რომ ის თეოფანომ მოწამლა. ამ ლამაზმა დედოფალმა საშინელი რეპუტაცია
შეიძინა. მას შეეძლო მეუღლე მოეწამლა, მაგრამ ამით ის ვერაფერს მოიგებდა. არსებობს
ყველა საფუძველი, რომ მას რომანოზი უყვარდა და ამის შედეგი იყო 4 შვილის გაჩენა.
ყველაზე უმცროსი ქალიშვილი იმპერატორის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაიბადა.
მეუღლის სიცოცხლეში თეოფანოს პრაქტიკულად მთელი ძალაუფლება ხელთ ეპყრა და
შვილების მომავალიც გარანტირებული ჰქონდა. როცა იმპერატორი გარდაიცვალა თეოფანო
სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. მას ჯერ კიდევ მშობიარობის შემდგომი პერიოდი
დასრულებული არ ჰქონდა და საწოლში იწვა. მისი ორი ვაჟიშვილი ბასილი და კონსტანტინე
იმპერატორის თანამმართველები ჯერ კიდევ 6 და 3 წლისანი იყვნენ. თეოფანოს
მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ იმპერიაში სახელგანთქმული მხედართმთავრები
ძმები ფოკები და იოანე ციმისხიოსი ცოცხლები იყვნენ. ცხადია, თეოფანო ფიქრობდა, რომ
ისინი ტახტის დაკავებას შეეცდებოდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, დედოფალი ძალზე ძლიერ
დამცველს საჭიროებდა. ფარულად მან მიმართა ნიკიფორე ფოკას, რათა დაუყოვნებლივ
დაბრუნებულიყო.

ნიკიფორემ არ დააყოვნა და აპრილის დასაწყისში დედაქალაქში დაბრუნდა. ვრინგასმა


ამაზე პროტესტი გამოთქვა და მისი დაუყოვნებლივი დაპატიმრება ბრძანა, მაგრამ
დედოფლისაგან მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. ამასობაში სასახლის წინაშე შეიკრიბა ბრბო და
მოითხოვა, რომ ნიკიფორე ფოკა შესაფერისი პატივითა და დიდებით მიეღოთ. ასეთი
ტრიუმფიც შედგა: მას განსაკუთრებით ამშვენებდა იოანე ნათლისმცემლის ტუნიკა,
რომელიც ალეპოდან წამოიღეს. ეს ტუნიკა ახლა მოჰქონდათ ნიკიფორეს წინ -„თეთრი
სიკვდილი სარკინოზებს“- ყვიროდნენ იპოდრომზე. მისი პოპულარობის წინაშე ვრინგასი
უძლური იყო. მას ყველაზე მეტად ის აშინებდა თუ ნიკიფორე იმპერატორი გახდებოდა, რა
ბედი ელოდა მას. ამიტომ მან ეშმაკური გეგმები დააწყო და, როცა ყველაფერი მზად იყო,
ნიკიფორე სასახლეში გამოიძახა. ნიკიფორე სანამ სასახლეში გამოცხადდებოდა წმ. სოფიას
ტაძარში გაემართა და გამოაცხადა, რომ ევნუხი მისი მოკვლის მიზნით შეთქმულებას
აწყობდა. შეიკრიბა მძვინვარე ბრბო, რომელსაც თვით პატრიარქიც შეუერთდა. ვრინგასი
მომხდარს გულისწყრომით უყურებდა.

ამასობაში სენატმა ნიკიფორეს სახელისუფლო რწმუნებები დაუმტკიცა და ივალდებულა,


რომ მისი თანხმობის გარეშე სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა.
მხედართმთავარმა მადლობა გადაუხადა სენატორებს ნდობისათვის და ანატოლიაში
დაბრუნდა. სასოწარკვეთილმა ვრინგასმა ბოლო კატრები გაითამაშა. მან წერილები
გაუგზავნა მაღალ სამხედრო მხედართმთავრებს, რომლებიც ნიკიფორე ფოკას მეთაურობის
ქვეშ იმყოფებოდნენ. ესენი იყვნენ: რომანოზ კურკუასი და იოანე ციმისხიოსი. ის მათ
სთავაზობდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დომესტიკოსის პოსტს მეთაურისადმი
ღალატის სანაცვლოდ.

ვრინგასი ანგარიშში შეცდა. ციმისხიოსი სწრაფად გაემართა ნიკიფორესთან და მას წერილი


აჩვენა. 963 წლის 3 ივლისს კესარიის კედლებთან ჩამწკვრივებულმა ჯარმა მხედართმთავარი
ძველი წესით დიდ ფარზე დასვა, მაღლა ასწია და რომის იმპერატორად გამოაცხადა. შემდეგ
ნიკიფორე ფოკა დედაქალაქში ჩავიდა. ვრინგასი არც ახლა შეურიგდა დამარცხებას. მან
მაკედონიიდან გამოიძახა ევროპული ჯარის ნაწილი, რომლებიც ტრადიციულად
ანატოლიელებს ვერ იტანდნენ. ამით ნიკიფორე ფოკა დიდად არ შეწუხებულა. მან იცოდა,
რომ კონსტანტინოპოლში მყოფი ზოგიერთი მისი თანამებრძოლი ღამით მასთან მოვიდოდა,
რაც ასე მოხდა. ერთ-ერთი იყო მისი ძმა ლეონი, რომელმაც შემაშფოთებელი ამბავი მოიტანა.
მათი მოხუცი მამა (90-მედე წლის) ბარდა ფოკა ვრინგასმა მძევლად აიყვანა. მოხუცმა ბარდამ
გაქცევა მოახერხა და წმ. სოფიას ტაძარს შეაფარა თავი. ვრინგასმა მას დაადევნა ერთი რაზმი
ლაშქრისა, მაგრამ დაავიწყდა, რომ საკვირაო ღმრთისმსახურება იყო: ტაძარი ხალხით იყო
სავსე. ბარდა პალხში პოპულარული ფიგურა იყო და ბრბომ ჯარისკაცები ეკლესიიდან
გააძევა. ვრინგასი მიუხედავად თავისი უარყოფითი თვისებებისა, არ იყო მხდალი. ის
გაქანდა ტაძარში, გაარღვია ბრბო და ამბიონიდან ხალხს მიმართა სიტყვით, რომ სრულიად
შეუწყვეტდა ქალაქს სურსათის მიწოდებას. ეს იყო ცარიელი მუქარა და ხალხს ამისი არ
შეშინებია. გაშმაგებული ვრინგასი დაელოდა ხალხის წასვლას. მაშინ ვრინგასმა მოაყვანინა
ორი ბავშვი-იმპერატორი, მოკიდა მათ ხელი და მოხუც მეხედართმთავართან მიიყვანა,
რომელიც ამბიონის ერთ ნაწილში წყნარად იჯდა. მათი საუბრის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით
. ცხადია, ბავშვები მძევლები იყვნენ. რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ბარდა
ვრინგასს გაჰყვა.

მეორე დღეს წმ. სოფიას ტაძარში დღის მეორე ნახევარში ხალხმა ისევ იწყო დენა და როცა
იქ ბარდა ვერ ნახეს, რისხვა პირველ რიგში დაატყდა პატრიარქს, რომელმაც ლტოლვილი ვერ
დაიცვა. შეშინებული პოლიევქტი სასახლეში წავიდა და ეკლესიაში ბარდასთან ერთად
დაბრუნდა. ტაძარში სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ რამდენიმე წუთში ვრინგასი
მაკედონელთა რაზმით მოვიდა და ხალხის მოთმინების ფიალაც აივსო. უბედური მოხუცი
ერთმა რიგმა სახლში წაიყვანა და მას ყარაული მიუჩინეს, სხვებმა კი რაც ხელში მოხვდათ,
საეკლესიო ნივთების ჩათვლითაც კი ჯარისკაცებს დაუშინეს.

აჯანყება ქალაქში ელვის სისწრაფით გავრცელდა. მას ხელმძღვანელობას უწევდა


რომანოზ I ლეკაპინეს უკანონო შვილი ბასილი. როგორც ჩანს, თავისი კანონიერი შვილების
ინტერესების დაცვის მიზნით, რომანოზმა მისი კასტრირება ბავშვობის ასაკში ბრძანა;
ბასილი ძალზე ჭკვიანი ადამიანი აღმოჩნდა და დიდხანს მნიშვნელოვან როლს ასრულებდა
სახელმწიფო საქმეებში. მან ბრბო პირდაპირ სასახლეში ვრინგასს მიუსია. თუ რამე ძვირფასი
იყო ყველაფერი წაიღეს და სასახლე ფერფლად აქციეს. ძარცვა და ცეცხლი ყველგან გაჩაღდა.
სამი დღის შემდეგ ბასილიმ თავისი ხალხი გაგზავნა ნიკიფორე ფოკას ჩამოსაყვანად.

963 წლის 16 აგვისტოს ნიკიფორე ფოკას წმ. სოფიას ტაძარში ორი ბავშვი-იმპერატორის
თანდასწრებით პატრიარქმა პოლიევქტმა ბასილევსს თავზე დიადემა დაადგა. ნიკიფორე
ტანით მაღალი არ იყო, ჰქონდა ფართე მხრები, გამოზნექილი გულმკერდი, უჩვეულოდ
გრძელი შავი ხვეული თმები, ხშირი წარბები და პატარა მუქი თვალები. ამ ადამიანს
გამიოარჩევდა მორალური ფასეულობები და გამჭრიახი, თუმცა შეზღუდული გონება. ის იყო
მოუსყიდავი, მტკიცე როგორც ქვა, უმოწყალო და სასტიკი და ხანდახან წვრილმანობასა და
სიხარბეს ავლენდა. მრავალი წლის მანძილზე მას არ ეჭამა ხორცი, არ ეძებდა ქალების
სიყვარულს, ეძინა ღია ცის ქვეშ და რამდენიმე საათს ლოცვაში ატარებდა. ამ დრის ის 50
წლისა იყო.

პირველ რიგში მან ვრინგასის საქმე მოაგვარა. ის თავის სამშობლოში ველურ


პაფლაგონაში გააგზავნა. თავის მამას ბარდას კეისარის ტიტული მიანიჭა; მისი ძმა ლეონი
კუროპალატი და სასახლის დაცვის მეთაური გახდა; იოანე ციმისხიოსი დომესტიკისა და
ანატოლიაში ჯარების მხედართმთავრად იქნა განწესებული. დარჩა თეოფანო. მის მიმართ
ნიკიფორეს ურთიერთობა ძალზე საოცარი იყო: მან თეოფანო სასახლიდან გაგზავნა ძველ
სიმაგრე პეტრიონში, რომელიც ოქროს რქის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობდა.
თეოფანო აქ ერთი თვე დარჩა. ასე იმიტომ მოხდა, რომ მისთვის შესაფერის საცხოვრისს
ეძებდნენ. მაგრამ თეოფანოს სილამაზემ ასკეტი ნიკიფორე დააბრმავა და ეკლესიასთან დიდი
ბრძოლის შემდეგ მასზე დაქორწინდა.

ნიკიფორე II-სათვის სარკინოზებთან ბრძოლა არსებითად ჯვაროსნულ ხასიათს


ატარებდა. თავისი მოვალეობის აღსრულებაზე მას ვერც თეოფანოს სიყვარულმა შეუშალა
ხელი. 965 წელს მან თარსი დაიბრუნა და ამავე წელს კვიპროსი ბიზანტიის თემი გახდა. ამაში
მას ხელს უწყობდა აბასიდების სახალიფოს დაცემა. ალეპო იმპერიის ვასალი გახდა. 969
წელს, 332 წლის შემდეგ ძველი ქალაქი ანტიოქია ისევ ქრისტიანების ხელში გადავიდა.

დასავლეთთან ურთიერთობაში საქმეები წარმატებული არ ყოფილა. ევროპასთან


კონტაქტი საჭიროებდა დიპლომატიას, ხოლო ნიკიფორე ამას მოკლებული იყო.
ხელისუფლებამ ის გააბრუა; დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო ქედმაღალი გახდა.
დიდი უხეშობა გამოიჩინა ბოლგარების მიმართ, რომელიც ბუფერს წარმოადგენდა იმპერიას
მადიარებსა და რუსებს შორის. აი, ერთი მაგალითი: 965 წელს ბოლგარეთის ელჩობას,
რომელიც ჩამოვიდა ყოველწლირი სუბსიდიების მისაღებად იმპერატორი ლანძღვით
შეეგება. ბოლგარებს უწოდა ჭუჭყიანები, გულისამრევი მათხოვრები, რომელსაც მართავს
ცხოველი მთავარი.

შემდეგ ის მიუახლოვდა ბოლგარების საზღვრებს და რამდენიმე ციხე-სიმაგრე დაიკავა.


იმის შიშით, რომ აღმოსავლეთში არ დაესუსტებინა ჯარი, წინ არ წაწეულა, მაგრამ კიევის
დიდ მთავართან სვიატოსლავთან დადო შეთანხმება, რათა დიდი თანხის გადახდის ფასად
ბოლგარეთი დაეპყრო. ამით მან მშვიდობისმოყვარული მეზობელი მტრად გადაიკიდა.

ნიკიფორე ფოკას ხასიათი, მანერები და გარეგნობა ხელს არ უწყობდა იმას, რომ მას
ქვეშევრდომების გულები დაეპყრო. რაც მთავარია, ისინი ვერ იტანდნენ, რომ იმპერატორი
მფარველობდა მხოლოდ საზოგადოების ორ სეგმენტს - ჯარსა და ანატოლიის
არისტოკრატიას. იმპერიის გარნიზინი დედაქალაქში საღამოს ხმაურითა და ლოთობით ისე
აწუხებდა მოსახლეობას, რომ მოქალაქეებს ღამით გამოსვლის ეშინოდათ. დონატებს ბედმა
გაუღიმათ. არისტოკრატი-მიწათმფლობელები საკუთარ მამულებს უფრო და უფრო
ზრდიდნენ. მდიდარი უფრო მდიდარი ხდებოდა, ხოლო ღარიბი უფრო ღარიბი.
კონსტანტინოპოლის მოსახლეობა თავის უკმაყოფილებას არ მალავდა.

ოპოზიციური განწყობილების კიდევ ერთ წყაროს ეკლესია წარმოადგენდა. ასკეტური


მისწრაფების იმპერატორი შოკირებული იყო მონასტების უზომო სიმდიდრით. ეკლესიას
სახნავი მიწების უზარმაზარი სამფლობელოები გააჩნდა. ნიკიფორემ უკომპრომისო
გადაწყვეტილება მიიღო: აიკრძალა ეკლესიისათვის მიწების გადაცემა. ამ ედიქტმა,როგორც
შავი, ასევე თეთრი სამღვდელოების უკმაყოფილება გამოიწვია. მაგრამ უარესი წინ იყო:
გამოვიდა ბრძანება, რომ ეპისკოპოსი იმპერატორის პირადი სანქციის გარეშე არ
დაინიშნებოდა. და ბოლოს, განურჩევლად ყველა ფენას დაედო უპრეცენდენტო
გადასახადები, რომელიც მის დაუსრულებელი ომების დაფინანსებისათის იყო საჭირო.

ნიკიფორეს მიმართ უკმაყოფილება დღითიდღე იზრდებოდა. ცხოვრებაში იმპერატორი


პირველად შეშინდა, როცა მას ბრო ქუჩაში ლანძღვით შეხვდა. ის უფრო პირქუში გახდა.
უკვე მის მიერ რელიგიური წესების შესრულება ჯანმრთელი ადამიანის ნიშნებს არ ტოვებდა.
მას ახლა საწოლში კი არ ეძინა, არამედ ჯიქის ტყავში გახვეულს იატაკზე, იმპერატორის
საძინებლის კუთხეში. ამასობაში სხვა რამეც მოხდა, რომელიც თეოფანოს უკავშირდება.
რანაირი გრძნობაც არ უნდა ჰქონოდა ადრე ნიკიფორეს მიმართ, უჭველია, რომ მას ამ
დროისათვის ვნებიანად შეუყვარდა გამორჩეული სილამაზის მქონე იოანე ციმისხიოსი.
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ამ დაბალი ტანის, მაგრამ მომხიბლავ სომეხს მსგავსი
გრძნობები გააჩნდა თუ არა თეოფანოს მიმართ: მისი შემდგომი მოქმედებები შეიძლება სხვა
მიზეზებით იყო ნაკარნახევი. ასე თუ ისე თეოფანო თავისი 28 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ
კარგავდა თავის სილამაზეს.

დასაწყისში თეოფანომ დაარწმუნა ქმარი, რომ არასწორად მოექცა მის ძველ მეგობარს,
რომლისგანაც დავალებული იყო გვირგვინის მიღებაში. ბასილევსი დათანხმდა, რომ
ციმისხიოსს ჯარიდან გამოიწვევდა, მაგრამ დარჩებოდა თავის საცხოვრებელ ქალკიდონში
და კონსტანტინოპოლში მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვის შემდეგ ჩამოვიდოდა.
ცხადია, საყვარელის თვალსაზრისით, სიტუაცია იდეალური არ იყო, მაგრამ იოანე ყოველ
საღამოს შეუმჩნევლად გადმოცურავდა ყურეს და სასახლის კუთხეში ხვდებოდა დედოფალს.
ორივემ დაგეგმა ბასილევსის მოკვლა. ამ საქმეში თანამონაწილის პოვნა არ იყო რთული.

იმპერატორის მკვლელობის დღედ დანიშნეს 10 დეკემბერი. დღის მეორე ნახევარში ქალის


ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე შეთქმული სასახლეში შევიდნენ თითქოსდა
დედოფლის მოსანახულებლად. თეოფანამ ისინი რამდენიმე პატარა ოთახში მოათავსა და
პირობით ნიშანს დაელოდნენ. შეთქმულები იოანე ციმისხიოსის გარეშე მოქმედებას ვერ
ბედავდნენ. ამასობაში თეოფანამ ქმარს შეატყობინა, რომ გადაწყვეტილი აქვს ორ ბოლგარელ
პრინცესასთან შეხვედრა, რომლებიც ეს ესაა ქალაქში ჩამოვიდნენ. ნიკიფორეს არაფერი
უთქვამს. რამდენიმე ხანი ბასილევსი რელიგიურ წიგნს კითხულობდა და ლოცულობდა.
ბოლოს იმპერატორი გაეხვია ჯიქის ტყავში და იატაკზე დაწვა, რათა დაეძინა.

შუა ღამე იყო, როცა შეთქმულებმა სტვენით მოქმედების ნიშანი მიიღეს. საქმეში მონაწილე
ევნუხმა ისინი იმპერატორის საძინებელში შეიყვანა. შეთქმულები რაღაც მომენტში დაიბნენ,
რადგან საწოლში არავინ იწვა, მაგრამ ევნუხმა მათ მშვიდად მიუთითა მსხვერპლისკან,
რომელსაც ღრმად ეძინა. ხმაურში ნიკიფორეს გაეღვიძა და წამოწევა სცადა, მაგრამ
რომელიმე ლეონ ვალანტმა მას მახვილით ყელში დარტყმა მიაყენა. იმპერატორმა მარიამ
ღრმთისმშობელს შველა სთხოვა და საწოლისკენ გაიხედა, სადაც იოანე ციმისხიოსი იჯდა.
ნიკიფორე იატაკზე უძრავად იწვა. მისი ყოფილი თანამებრძოლი მას უმადურობისათვის
წყევლიდა, ფეხს ჰკრავდა და წვერიდან თმებს აგლეჯდა. შემდეგ დანარჩენი შეთქმულების
ჯერი დადგა - თითოეულს ნიკიფორესთან თავისი ანგარიში ჰქონდა. უდაოდ უსამართლობა
იყო, ეს ადამიანი თავისი ცხოვრების უკეთეს ფინალს იმსახურებდა.

იოანე I ციმისხიოსი (969-976 წწ.). 969 წლის შობა დღეს ახალი იმპერატორის კორონაცია
შედგა. თუ ჩვენ შევადარებთ იოანე ციმისხიოსს ნიკიფორეს, პირველს უდაო უპირატესობა
აქვს. წყაროები იმ სასტიკი მკვლელობის გვერდით იოანეს რაინდად სახავენ, რომელმაც არ
იცოდა თუ რა იყო შიში. ისინი ხაზს უსვამენ არა მხოლოდ მის მამაცობას, ასევე სიკეთესა და
დიდსულოვნებას, მის პატიოსნებასა და გონებას, გადაჭრით მოქმედებას და პიროვნულ
თვისებებს. ისინი ამბობენ მის სილამაზეზე - მოწითალო წვერზე, ქერა თმაზე, ნათელ და
ცისფერ თვალებზე, მოხერხებულობასა და ძალაზე. ის ფლობდა ბუნებრივ
მომხიბვლელობას, რომელიც ადვილად იპყრობს ადამიანების გულებს და ქალებთან
ურთიერთობაში განუმეორებელია. ცხადია, ის თავისი წინამორბედის კონტრასტს
წარმოადგენდა. ქვეშევრდომებს განსაკუთრებით მისი გულუხვობა ხიბლავდა.

იმპერიას ბედმა გაუღიმა, რომ ამ დროს ტახტზე სწორედ იოანე ციმისხიოსი აღმოჩნდა.
რუსები იმპერიაში შეჭრით იმუქრებოდნენ. სვიატოსლავმა დალაშქრა ბალკანეთი და
დაარბია ფილიპოპოლი (970 წ.). მის მიერ დათესილმა პანიკამ თვით კონსტანტინოპოლს
უწია. მაგრამ რუსები იმპერიის საბედნიეროდ დღევანდელ ბურგასთან დამარცხდნენ და
იმპერატორს საშუალება მიეცა მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაძრულიყო მათ წინააღმდეგ
(971 წ.). ვიდრე ბიზანტიის ფლოტი აღმა მიუყვებოდა დუნაის, ციმისხიოსი ბალკანეთში
შეიჭრა, დოროსტოლში (სილისტრია) ალყა შემოარტყა სვიატოსლავს, აიძულა ქედი მოეხარა
და საწრაფოდ დაეტოვებინა ქვეყანა. ბულგარეთი იმპერიამ შეიერთა, დამოუკიდებელი
საპატრიარქო კი გაუქმებული იქნა. იმპერიის საზღვრებმა დუნაიმდე გადაინაცვლა.

ამასობაში აღმოსავლეთიდან მოვიდა ცნობა, რომ ნიკიფორეს ძმისშვილი ბარდა ფოკა


გადასახლებიდან გაიქცა და კესარიაში დაბრუნდა. აქ თავის ბაზაში ის მრავალრიცხოვანმა
შეკრებილმა ბასილევსად გამოაცხადა. მალე ამის შემდგ მოვიდა ცნობა, რომ ლეონ ფოკამ და
მისმა შვილმა, რომლებიც ლესბოსში იყვნენ გადასახლებულნი, ანატოლიაში ჩააღწიეს და
ხალხი უზურპატორ იოანე ციმისხიოსის წინააღმდეგ ააჯანყეს. იმპერატორი
მიზანმიმართულად მოქმედებდა. ლეონსა და მის შვილს სასამართლოზე სასიკვდილო
განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ ეს საქმე იოანემ გადასინჯა და მათ მუდმივი გადასახლება
გამოუტანა. ბარდას წერილი გაუგზავნა და დაჰპირდა, რომ სიცოცხლესა და ქონებას
შეუნარჩუნებდა თუ იარაღს დაყრიდა, მაგრამ ბარდა ჯარით დედაქალაქისკენ დაიძრა. მაშინ
იმპერატორმა თავის ყველაზე საუკეთესო მხედართმთავარს ბარდა სკლიაროსს
მოქმედებისაკენ მოუწოდა. იმპერატორს სისხლისღვრა არ უნდოდა და დაუმოჩილებელს
იარაღის დაყრას თხოვდა იმ პირობით, რომ არ შეეხებოდნენ. ამით ბარდა სკლიაროსი
მოხარული დარჩა, რადგან ბარდა ფოკას ძველი მეგობარი იყო. ასეთი მეგობრობა დღეს
სანატრელია.

სკლიაროსმა ბარდას ბანაკში გაგზავნა რამდენიმე აგენტი მაწანწალას ტანსაცმელში


გადაცმული, რათა აჯანყებულები მოესყიდათ. ეს წამოწყება ძალზე წარმატებული აღმოჩნდა.
ყოველ ღამეს მეტი და მეტი ტოვებდა ფოკას ბანაკს. ასე მიტოვებული ფოკა დანებდა და
სიცოცხლის შენარჩუნება ითხოვა. იოანე ციმისხიოსმა თავისი სიტყვა შეასრულა. მისი
განკარგლებით ბარდას ტონზურა გაკრიჭეს და ოჯახთან ერთად ხიოსის კუნძულზე
გაგზავნეს. აქ კი ნამდვილი წალკოტი იყო.

შემდეგში იოანეს სხვა სირთულეები არ ჰქონია. ახლა ტახტის ლეგიტიმური დაკავება


იმპერატორის ოჯახის წევრის გარეშე შეუძლებელი იყო. თეოფანოზე ქორწინება
გამორიცხული ჩანდა, მაგრამ, საბედნიეროდ, რომანოზ II-ს ხუთი და ჰყავდა, რომლებიც
თეოფანომ მონასტერში გააგზავნა. მათგან ერთ ერთზე თეოდორაზე იოანე ციმისხიოსი
დაქორწინდა (971 წ.). 12 წლის იზოლაციამ თეოდორას გარეგნობაზე თავისი დაღი დაასვა,
მაგრამ იოანეს ეს ახლა არ აინტერესებდა, რადგან ის ამით მაკედონელთა დინასტიის
საიმპერატორო ოჯახის წევრი ხდებოდა.

ამ დროისათვის საიმპერატორო დონის ახალი ქორწინება მოხდა. დასავლეთის


იმპერატორის მემკვიდრე ოტო II საქსონელი იოანე ციმისხიოსის ძმისწულზე თეოფანოზე
დაქორწინდა. ამით აღმოსავლეთისა და დასავლეთის იმპერიის კავშირი განმტკიცდა. როცა
თეოფანო რომში ჩავიდა აღმოჩნდა, რომ იგი პორფირში არ დაბადებულა. საბოლოოდ ოტო
მასზე დაქორწინდა და ისინი აკურთხა პაპმა იოანე XIII-მ წმ. პეტრეს ტაძარში. ქორწინება
ბედნიერი აღმოჩნდა. დედოფალი ბიზანტიურ წესებს გულმოდგინედ იცავდა და მათი
შვილი ოტო III უფრო ბერძენი იყო, ვიდრე საქსონელი.

972 წლის ვნების კვირის შემდეგ იოანემ დაამარცხა ბოლგარები და რუსების დიდი
მთავარი სვიატოსლავი. ამ უკანასკნელმა ზავი ითხოვა და ბოლგარეთიდან უკან დაბრუნება
ივალდებულა. ძველი სავაჭრო ხელშეკრულება ისევ განახლდა. ბოლგარეთის მეფეს ბორისს
კონსტანტინოპოლში მეფის გვირგვინი დაადგეს. ამიერიდან ბოლგარეთი იმპერიის
პროვინცია ხდებოდა, ხოლო მისი პატრიარქატი გაუქმდა და ეს ეპარქია კონსტანტინოპოლს
დაექვემდებარა. იოანემ ბორისს მაგისტრის საპატიო წოდება მიანიჭა. რაც შეეხება ბორისის
უმცროს ძმას რომანოზს, მას კასტრაცია გაუკეთეს. ეს იყო კრუმის დინასტიის სამარცხინო
დასასრული, რომელმაც არაერთხელ შეაშფოთა ბიზანტია.

ამის შემდეგ ჯერი აღმოსავლეთზე მიდგა. ფატიმიდთა სახალიფო თავისი


ექსპანსიონისტური პოლიტიკის განხორციელებას შეუდგა. მათი ჯარი სინას
ნახევარკუნძულს მიადგა და ადვილად დაიპყრეს პალესტინა და სირია. 971 წელს
ფატიმიდთა ჯარი ანტიოქიას უტევდა, ხოლო 973 წლის ივლისში ამიდას კედლებს, სადაც
ბიზანტიის ჯარი მთლიანად გაანადგურეს. 974 წლის გაზაფხულზე იოანე საფუძვლიანად
მოემზადა ფატიმიდთა წინააღმდეგ სალაშქროდ. მის ჯარში 10 ათასამდე სომეხი იყო,
რომელიც მეფე აშოტმა გაგზავნა. მესოპოტამიის დაბლობამდე მის ჯარს სერიოზული
წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მაგრამ რატომ არ დალაშქრა მან ბაღდადი გამოცანად რჩება.
სავსებით დემორალიზებული ქალაქი შეტევას ვერ გაუძლებდა. ამის მაგივრად იმპერატორი
ანტიოქიისაკენ გაბრუნდა. მან იქ ჯარი დატოვა და სასწრაფოდ კონსტანტინიპოლისაკენ
იბრუნა პირი. 974 წლის ზაფხულის დასაწყისში კარდინალ- დიაკონმა ფრანკომ პაპ
ბენედიქტე VI-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო. ეს უკანასკნელი ოტო II-ის მარიონეტი
იყო. ფრანკომ თვითონ დაიკავა პაპის ტახტი ბონიფაციუს VII-ის სახელით, მაგრამ
კონტრგადატრიალების შემდეგ მან თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. მის ნაცვლად
ახალგაზრდა ოტომ პაპად დასვა სურტიის ეპისკოპოსი ბენედიქტე VII-ის სახელით. ამ
უკანასკნელმა თავისი წინამორბედი ეკლესიიდან განკვეთა. ჩამოგდებული პაპის ბოსფორში
ჩასვლა ბიზანტიას დიდ სირთულეს უქმნიდა. ბოლოს და ბოლოს ბიზანტიამ რომთან
ურთიერთობის გაწყვეტა ამჯობინა.

ბიზანტიის პატრიარქი ვასილი I (970-974 წწ.) ბონიფაციუსის ეკლესიიდან განკვეთას


მხარს უჭერდა. ყოველთვის პაპის სტატუსს სადაოს ხდიდნენ კონსტანტინოპოლის ის
პატრიარქები, რომლებიც საერო საქმიანობაში გამოცდილნი იყვნენ. ასკეტებისათვის მსგავსი
აზრი მიუღებელი იყო. თვით ვასილი განსაკუთრებულ ცხოვრებას ეწეოდა: ის მხოლოდ
ხილსა და წყალს მიირთმევდა, ატარებდა ერთდაიმავე ჭუჭყიან ანაფორასმანამ, სანამ
ვარგისი იყო, ეძინა შიშველ მიწაზე. ვასილი საეკლესიო წრეებში პოპულარული არ იყო და
როცა დადგა მისი შეცვლის საკითხი, არაერთი ეპისკოპოსი წავიდა მის წინააღმდეგ. თვითონ
კი დაჟინებით ითხოვდა, რომ საეკლესიო კრებას გადაეყენებინა, რომელსაც პაპიც
დაესწრებოდა. იოანე ციმისხიოსის დაბრუნების შემდეგ გამართულმა იმპერიის
სასამართლომ ვასილის საქციელი სწორად არ მიიჩნია.

ამრიგად, ვასილი I გადაასახლეს, ბენედიქტეს აღიარებაზე უარი უთხრეს, ხოლო


ბონიფაციუსი 984 წლის აპრილამდე კონსტანტინიპოლში დარჩა. ამ უკანასკნელმა
ბიზანტიის დახმარებით პაპი იოანე XIV დაამხო და პონტიფიკის ტახტი დაიბრუნა. ამჯერად
მან ტახტზე 15 თვე დაჰყო და, როგორც ირკვევა, იგი მოწამლეს. ქრონისტების მოწმობით, მის
გაშიშვლებულ სხეულს მთელი ქალაქი დაატარებდნენ და ბოლოს კაპიტოლის პირდაპირ
დააგდეს.

975 წლის გაზაფხულის დასაწყისში იოანე ციმისხიოსი აღმოსავლეთში დაბრუნდა და


ბოლო წარმატებული ლაშქრობა ჩაატარა. ზაფხულის ბოლოსათვის პალესტინის, სირიისა და
ლიბანის დიდი ნაწილი იმპერიის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. მაგრამ წლის ბოლოს იოანე
ციმისხიოსი კონსტანტინოპოლში მოკვდა. ამაში სამი ავტორიტეტული წყარო ადანაშაულებს
პარაკიმომენ ბასილი ნოფს. ისინი ამტკიცებენ: იმპერატორმა გაიგო, რომ ერთ-ერთი
აყვავებული მამული, რომელზეც მან გაიარა, ეკუთვნოდა ბასილის და მისგან ახსნა-
განმარტება მოითხოვა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ბითინიაში იოანე თავის ვასლებთან
სადილობდა, მას ნელი მოქმედების შხამი ჩაუსხეს თასში. მეორე დილით იმპერატორი
ძლივს ადგა და როცა ბოსფორის ნაპირებს მიუახლოვდა სუნთქვა ეკვროდა. რაღაცნაირად
მან მიაღწია წმ. სოფიას ტაძრამდე, სადაც ღმრთისმსახურება მიმდინარეობდა. ბასილევსმა
ტაძარს შესანახად ორი ნადავლი გადასცა, რომელიც აღმოსავლეთიდან მოჰქონდა. ესენია:
ქრისტეს სანდლები და იოანე ნათლისმცემლის თმები. შემდეგ იმპერატორი სახლში
დაბრუნდა და დაწვა. ყველა თავისი სიმდიდრე მან უანდერძა ღარიბებსა და ავადმყოფებს.
ღმრთისშობლის წინაშე ლოცვისას, 976 წლის 10 იანვარს, ბასილევსი გარდაიცვალა.
იმპერატორი ამ დროს 51 წლის გახლდათ.
3.1. კონფლიქტის საფუძველი

1054 წლის განხეთქილება არ იყო მოულოდნელი მოვლენა, რომელსაც მანამდე არავითარი


საფუძველი არ გააჩნდა. ის რეალურად საუკუნეების განმავლობაში მწიფდებოდა. ამ
კონკრეტულ სქიზმას, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა, შემდეგმა გარემოებამ მისცა ბიძგი:
სამხრეთ იტალიაში, კონსტანტინეპოლის დაქვემდებარებაში არსებულ ეკლესია-
მონასტრებში ლათინურმა საეკლესიო წესებმა იწყო გავრცელება. ამის საპასუხოდ
პატრიარქმა მიქაელ კერულარიოსმა კონსტანტინეპოლში არსებულ ლათინურ ეკლესიებს
ბერძნული საღვთისმსახურო წესების აღსრულება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი მათი
დახურვის ბრძანება გასცა.

პატრიარქი მიქაელი და მისი თანამოაზრენი კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ


ევქარისტიაში უფუარი პურის გამოყენების ლათინური პრაქტიკისა. გაჩაღდა პოლემიკა.
სტუდიის მონასტრის ბერს, ნიკიტა სტითატსა და ეპისკოპოს ლეონ ოქრიდელს ევალებათ
ანტილათინური ტრაქტატების წერა. თუმცა ცნობილია, რომ შემდგომში ნიკიტამ “დაწვა
თავისი პოლემიკური თხზულება” . როგორც სტივენ რანსიმენი წერს, იმპერატორმა „აიძულა
ნიკიტა საკუთარი ტრაქტატი უარეყო და ლეგატების წინაშე პირადად მისულიყო და ბოდიში
მოეხადა“ . ბუნებრივია, იმპერატორი პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე რომთან
დაპირისპირების წინააღმდეგი იყო. მეორე დღეს ბერი ნიკიტა პაპის ლეგატებთან მიდის,
მათგან „ისმენს ყველა იმ საკითხის ახსნა-განმარტებას, რომელთა შესახებაც თავის ნაშრომში
წერდა. კიდევ ერთხელ გმობს თავის ნაწერს, რის შემდეგაც იგი ლეგატების მიერ მიღებულ
იქნა საეკლესიო ერთობაში“ .

პაპის ლეგატების გამგზავრების შემდეგ პატრიარქი მიქაელ კერულარიოსი ანტიოქიის


პატრიარქს წერს საკმაოდ „ტენდენციურ წერილს“, რომელშიც მოვლენათა განვითარების
საკუთარ ვერსია წარმოადგინა. მას სურდა ეჩვენებინა, რომ თითქოს პაპის
წარმომადგენლებმა არა მხოლოდ კონსტანტინეპოლის ეკლესიას მიაყენეს შეურაცხყოფა,
არამედ „მთელი მართლმადიდებლური ეკლესია განკვეთეს“ (“the whole Orthodox church had
been excommunicated”) , გულისხმობდა რა, ბუნებრივია, ანტიოქიის ეკლესიასაც. ა. ლებედევი
კი პატრიარქ მიქაელის ანტილათინურ ბრალდებებზე შემდეგს აღნიშნავდა:

„თუნდაც რომ მრავალი ამ ბრალდებათაგან სამართლიანი ყოფილიყო, რისი თქმაც


არანაირად არ შეიძლება, ამ შემთხვევაშიც კი ქრისტიანული სულის თანახმად მას გაგებითა
და დუმილით უნდა აევლო გვერდი მათთვის; მაგრამ ამას ვერ დაუშვებდა კერულარიოსი.
მან ასო აიყვანა დოგმატის დონემდე; საკითხები, რომლებიც ყურადღების ღირსიც არ იყო,
უდიდეს დანაშაულად წარმოაჩინა; მნიშვნელოვანი აურია უმნიშვნელოში“.

ავტორი იქვე მიუთითებს ამავე საუკუნის რამდენიმე ცნობილ მოღვაწეზე (ანტიოქიის


პატრიარქი პეტრე, არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე ბულგარელი, ქართველი ბერი, გიორგი
მთაწმინდელი), რომელთათვისაც მიუღებელი იყო კერულარიოსის ინტრიგები.
თეოფილაქტე ბულგარელი ნამდვილად იყო გამონაკლისი ფიგურა დიდი განხეთქილების
ეპოქაში. როგორც რანსიმენი მიუთითებს, ის „ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწავლული“
იყო. თეოფილაქტე 1090 წელს კონსტანტინეპოლელი დიაკონის, ნიკოლოზის
ანტილათინური წერილის გაცნობის შემდეგ „შოკირებული“ დარჩა. წერილის ადრესატი იყო
ბულგარეთის ეკლესიის ხელმძღვანელი - ოქრიდის არქიეპისკოპოსი. ამ დროისთვის კი ეს
თანამდებობა თეოფილაქტეს ეკავა. მან ვრცელი საპასუხო წერილი დაწერა, სადაც
მიმოიხილა ყველა „ლათინური ცდომილება“, რომლებსაც თავად უმნიშვნელოდ თვლიდა,
იქნებოდა ეს ჯვრისწერისა და ნათლობის განსხვავებული წესი, ლათინთა მიერ უწმინდური
ცხოველის (ძველი აღთქმის განსაზღვრებით) ხორცის ჭამა. მას „სასაცილოდ მიაჩნდა“
მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ლათინი სამღვდელოება წვერის პარსვის, ოქროს ბეჭდისა
და სხვადასხვა ფერის სამოსელის ტარების გამო ეკლესიიდან განკვეთას იმსახურებდა.
ბერძენთა მიერ ლათინების მსგავს ცდომილებებზე (რომელთაც ისინი ხშირად ერესებსაც
უწოდებდნენ) თ. კოლბაბა შენიშნავდა: „მრავალი ამ განსხვავებათაგან უფრო მეტად
ეთნიკურ (ethnic) ხასიათს ატარებდა, ვიდრე რელიგიურს“ .

რაც შეეხებოდა სხვა რიტუალურ განსხვავებებს:

„უფუარ პურთან დაკავშირებით არანაირი აკრძალვა არ არსებობდა არც წმინდა წერილში და


არც შვიდ მსოფლიო კრებათა კანონებში. თეოფილაქტეს აზრით, უფრო შესაფერისი იყო
საფუარიანი პურის გამოყენება, მაგრამ მას ლოკალურ ტრადიციად თვლიდა და არა საღვთო
განაწესად. ასევე შაბათის მარხვის პრაქტიკა, თეოფილაქტეს აზრით, არ იყო მხარდაჭერილი
მოციქულთა და საეკლესიო მამების მიერ, თუმცა ის არც არავის ჰქონდა დაგმობილი,
როგორც არაკანონიერი. ის მიუთითებდა, რომ ასეთი მიდგომით საკუთარ თანამემამულეთა
შორის გავრცელებული ზოგიერთი წეს-ჩვეულებაც კი შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ
დაეყენებინათ; თეოფილაქტე მისთვის დამახასიათებელი მკაცრი მჭერმეტყველებით
კიცხავდა იმ შეზღუდული და ახირებული (narrow and fault-finding) დამოკიდებულების
შესახებ, რომელსაც ბიზანტიელები ხშირად ამჟღავნებდნენ” .

„ფილიოკვე“ კი, თეოფილაქტეს აზრით, „არასწორი თეოლოგიური“ დანამატი იყო მრწამსზე,


„თუმცა ის სკრუპულოზურად განმარტავდა, რომ წარმოადგენილი არგუმენტები მხოლოდ
მის პირად პოზიციას წარმოადგენდა“. მისი მითითებით, აქ მთავარი პრობლემა ლათინური
ენის თეოლოგიური ტერმინოლოგიის სიღარიბეს უკავშირდებოდა, რადგან მხოლოდ ერთ
ლათინურ სიტყვას procedere ბერძნულ თეოლოგიურ ენაში ოთხი ეკვივალენტი ჰქონდა .

ამ დროისათვის უკვე პაპის სახელს აღარ იხსენიებდნენ კონსტანტინეპოლის ეკლესიის


დიპტიქში. ბერძნული წყაროებიდან ირკვევა, რომ ეს ვითარება შეიძლება უკავშირდებოდეს
ე. წ. „ორი სერგის სქიზმას“, ანუ იმ პერიოდს, როცა შესაბამისი ეკლესიების მწყემსმთავრებს
ერთი და იგივე სახელი ჰქონდათ: პაპი სერგი IV (1009- 1012) და პატრიარქი სერგი (1001-
1019). პირველმა მათგანმა მიიღო მრწამსის დამატება (ფორმულა „და ძისაგან“), მეორემ კი
შეწყვიტა პაპის სახელის მოხსენიება ლიტურგიისას, რადგან აღნიშნული დამატება ერესად
მიიჩნია.

ვითარების გასარკვევად რომის პაპი კონსტანტინეპოლში აგზავნის სამ ლეგატს: კარდინალი


ჰუმბერტი, რომის ეკლესიის კანცლერი ფრიდრიხი (მომავალი პაპი სტეფანე IX, 1057-1058) და
არქიეპისკოპოსი პეტრე ამალფიტელი . დელეგაციის მეთაურად შერჩეულ იქნა კარდინალი
ჰუმბერტი (შესაძლოა, იმიტომ, რომ მან კარგად იცოდა ბერძნული, რაც იმხანად იშვიათობა
იყო დასავლეთში). ეს არჩევანი არ იყო წარმატებული, რადგან ჰუმბერტი გამოირჩეოდა
შეუპოვარი და კონფრონტაციული ხასიათით (თუმცა არც პატრიარქ მიქაელ კერულარიოსს
ახასიათებდა დიპლომატია და საკმარისი კონსტრუქციულობა).

რომის პაპმა ხსენებულ ლეგატებს სამი წერილი გამოატანა: (1) იმპერატორ კონსტანტინე
მონომახისადმი; (2) პატრიარქ მიქაელ კერულარიოსისადმი; (3) საპასუხო წერილი
ბულგარეთის არქიეპისკოპოს ლეონ ოქრიდელის ეპისტოლეზე , რომელიც მიმართული იყო
იოანე ტრანიელისადმი. მეოთხე წერილი პაპმა ანტიოქიის პატრიარქ პეტრეს გაუგზავნა.

ცნობილია, რომ ჰუმბერტმა საფუძვლიანად გადაამუშავა პაპის წერილი ლეონ


ოქრიდელისადმი, ფიქრობდა რა, რომ იგი სათანადოდ ვერ პასუხობდა პოლემიკურ
მოთხოვნებს. ლეგატების კონსტანტინეპოლში ყოფნისას დაწერილია ასევე ნაშრომი - „პასუხი
ნიკიტა სტითატის წიგნზე”, რომლის ავტორადაც ისტორიკოსთა უმრავლესობა ჰუმბერტს
ასახელებს. ოლივიე კლემანი კი ზოგადად აღნიშნავს, რომ „ეს წერილები, რამდენადაც პაპი
ამ დროს ნორმანთა ტყვეობაში იმყოფებოდა, დაწერილი იყო ჰუმბერტის მიერ“ .
კერულარიოსს ეჭვი შეეპარა ამ წერილების ავთენტურობაში, რადგან პაპი ლეონ IX ცნობილი
იყო თავისი მშვიდობისმოყვარე ხასიათით.

კარდინალ ჰუმბერტის შედგენილი იყო აგრეთვე განკვეთის (ექსკომუნიკაციის) აქტი,


რომელიც მან წმინდა სოფიის ტაძრის საკურთხეველში დატოვა 1054 წლის 16 ივლისს.
ჰუმბერტი თავის თანამოძმეებთან ერთად სასწრაფოდ მიემგზავრება კონსტანტინეპოლიდან.
პასუხად კერულარიოსმა 1054 წლის 20 ივლისს მოიწვია კრება და მასზე გამოიტანა განჩინება
კარდინალი ჰუმბერტისა და მისი თანამოაზრეების ანათემაზე გადაცემისა და ეკლესიიდან
განკვეთის შესახებ.

3.2. ბულგარეთის საკითხი

ბულგარეთის ეკლესიის იურისდიქცია ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, როგორც


ფოტიოსის, ისე დიდი განხეთქილების დროს. ერთი მხრივ, ბიზანტიას და, მეორე მხრივ,
დასავლეთს, განსაკუთრებით გერმანელ საეკლესიო მოღვაწეებს, დიდი მისიონერული
წარმატებები ჰქონდათ სლავთა შორის. მალე ეს ორი მისიონერული ტალღა ერთმანეთს
შეხვდა. როდესაც ბერძნებმა და გერმანელებმა შეამჩნიეს, რომ ერთ ქვეყანაში მოქმედებდნენ,
კონფლიქტი გარდაუვალი აღმოჩნდა. ამ ლოკალური პოლემიკის დროს ბუნებრივად
წამოიჭრა ფილიოკვეს საკითხი, მაგრამ დაპირისპირების ძირითადი მიზეზი მაინც
ბულგარეთის ეკლესიაზე იურისდიქციის თემა იყო.

თავდაპირველად ბულგარეთის მეფე გერმანელი მისიონერებისაგან, ანუ დასავლეთისაგან,


ითხოვდა ნათლობას, მაგრამ როგორც კ. უერი აღნიშნავს, მან „ბიზანტიური შემოსევის
მუქარის შედეგად პოლიტიკა შეცვალა“ და 865 წელს ბიზანტიელი სამღვდელოებისგან
მიიღო ნათლობა. ცოტა უფრო ვრცლად, იმავეს მოგვითხრობს ეპისკოპოსი ილია მინიატისი:

„ბულგარელები ბიზანტიის იმპერიისთვის საშიში ხალხი იყო, რომელიც თავისი ხშირი


შემოსევებით დიდ ზიანს აყენებდა მას. იმპერატორმა მიქაელმა და ბარდა კეისარმა
ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლეს და როდესაც მთელ ბულგარეთში მოუსავლიანობის
გამო დიდი შიმშილი მძვინვარებდა, მათ წინააღმდეგ უზარმაზარი ლაშქრით დაიძრნენ და
ზღვიდან თუ ხმელეთიდან ალყაში მოაქციეს. თავიანთი მეფის, ვოგორის თანხმობით
ბულგარელებმა გადაწყვიტეს, უბრძოლველად დანებებულიყვნენ, ქრისტიანობა მიეღოთ და
თავისი სამეფო ბიზანტიის იმპერატორისთვის, ხოლო ეკლესია კონსტანტინეპოლის
პატრიარქისათვის დაექვემდებარებინათ“ .

ცოტა ქვემოთ მინიატისი წერს, რომ ბულგარელებს ბიზანტიელებმა „პირველებმა აუხილეს


თვალი სახარებით“ (პარ. 21), არაფერს გვამცნობს რა, მანამდე გერმანელი მისიონერების მიერ
გაწეულ ღვაწლზე.

869-870 წლების საეკლესიო კრებამ იმპერატორისაგან მოითხოვა, განესაზღვრა ბულგარეთის


ეკლესიის სტატუსი. მიღებულ იქნა გადაწვეტილება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსადმი
მისი დაქვემდებარების შესახებ.

4. ნაბიჯები შერიგებისკენ (XX ს.)

XI საუკუნეში რომისა და კონსტანტინეპოლის ეკლესიების მხრიდან წარმოთქმული


ურთიერთანათემები ამავე ეკლესიების პირველიერარქების მიერ 1965 წლის 7 დეკემბერს
გაუქმდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მისი აღნიშვნა აუცილებლად მიგვაჩნია ამ
თემაზე მსჯელობისას.
ვატიკანის მეორე კრების (1962-65 წწ.) დასასრულს გამოქვეყნდა პაპ პავლე VI-სა და
მსოფლიო პატრიარქ ათენაგორას ერთობლივი განცხადება ეკლესიის ხსოვნიდან 1054 წლის
ანათემების წარხოცვის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ისინი „სწუხან შეურაცხმყოფელი
სიტყვების, დაუსაბუთებელი ბრალდებების და დასაგმობი ქმედებების გამო, რომელთაც
ადგილი ჰქონდა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან და რომლებიც იმ ეპოქის სავალალო
მოვლენებს თან ახლდა“ 104 .

1975 წლის 14 დეკემბერს ვატიკანში დიდი ზეიმით აღინიშნა ამ ფაქტის ათი წლისთავი.
სიქსტის კაპელაში პაპმა პავლე VI-მ ეკუმენური სიტყვა წარმოთქვა, ქალკედონის
მიტროპოლიტ მელიტონთან მივიდა, დაიჩოქა და წაღებზე ეამბორა. ასევე 1987 წლის 6
დეკემბერს, რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში პაპმა იოანე-პავლე II-მ და მსოფლიო პატრიარქმა
დიმიტრიოსმა ერთხმად წარმოთქვეს ლოცვები და რწმენის სიმბოლო.

ბუნებრივია, რომ რომაულ-ბიზანტიურ დაპირისპირებაში არ შეიძლება მხოლოდ ერთი


რომელიმე მხარის დადანაშაულება. ამას კარგად აცნობიერებდა, მაგალითად, რომის პაპი
იოანე-პავლე II. იგი თავის ცნობილ ენციკლიკაში Ut Unum Sint საუბრობს რა იმის შესახებ,
რომ არ შეიძლება საკუთარი პასუხისმგებლობის სხვაზე გადაცემა და რომ ქრისტიანული
ერთობის დარღვევაში ორივე მხარე დამნაშავეა, შემდეგ სიტყვებს ამბობს: „კათოლიკურმა
ეკლესიამ არ უნდა დაივიწყოს, რომ მის წიაღში არიან ისეთებიც, რომლებიც ამახინჯებენ
ღვთის განგებას“ .

1204 წელს კონსტანტინეპოლი დარბევა-გაძარცვის, ასევე ინკვიზიციის, ყმაწვილთა


კასტრაციის და სხვა მსგავს მოვლენათა გამო იოანე-პავლე II-მ 2000 წლის 12 მარტს
კათოლიკური ეკლესიის სახელით საჯარო სინანული გამოთქვა. პაპმა ბენედიქტე XVI-მ ჯერ
კიდევ კარდინალობის დროს აღიარა ინკვიზიციის შეცდომები. მისი აზრით, „ეკლესიამ კი არ
უნდა შექმნას წამებულნი, არამედ თავად უნდა იყოს მარტვილი“ 106 .

ამ კონტექსტში აგრეთვე აღსანიშნავია, რომ 2004 წლის ნოემბერში იოანე-პავლე II-ის მიერ
ვატიკანში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისადმი იოანე ოქროპირისა და გრიგოლ
ღვთისმეტყველის წმინდა ნაწილების საზეიმო გადაცემა, რომლებიც 1204 წელს
კონსტანტინეპოლის გაძარცვისას იქნა გატაცებული. ასევე პაპმა რუსეთის პატრიარქ ალექსი
II-ს დაუბრუნა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი.

5. საეკლესიო კონფლიქტების მიზეზებისთვის

ეკლესიათა შორის მომხდარ განხეთქილებებს, ისტორიკოსთა ნაწილის აზრით,


უმეტესწილად განაპირობებდა გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება, ძალაუფლებისკენ
ლტოლვა. მაგრამ საეკლესიო კონფლიქტების მიზეზების ძებნა სხვაგანაც შეიძლება,
მაგალითად, გაუგებრობაში, თუნდაც ენობრივი, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით.

აღმოსავლეთში წარმოქმნილი მრავალი ერესის წინააღმდეგ მიმდინარე თეოლოგიური


პოლემიკების შედეგად, ბერძნული ენა ძალზე განვითარდა და დაიხვეწა. ბუნებრივი
საჭიროება იყო ახალი, უფრო ზუსტი ტერმინების შემოღებისა, რათა მკაფიოდ და
არაორაზროვნად გამოთქმულიყო ესა თუ ის დოგმატური ფორმულა. ლათინურენოვან
დასავლეთში კი თეოლოგიური პოლემიკების ტემპერატურა არასოდეს ყოფილა ასეთი
მაღალი. შესაბამისად, აქ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია არ გამოირჩეოდა დიდი
სინატიფითა და დახვეწილობით, როგორც ბერძნულ სამყაროში. ლათინური ენა უფრო
„ხისტი და არაელასტიური იყო“ . მეორეს მხრივ, ბერძნულ ენაშიც არ მოიძებნებოდა
ზოგიერთი ლათინური სიტყვის ეკვივალენტი, მაგალითად, ტერმინების: infallibilitas და
vicarius, რომელთაც პირველადი მნიშვნელობა ჰქონდათ პრიმატთან დაკავშირებული
რომაული პრეტენზიების ადეკვატური გაგებისთვის. როგორც ჯონ ერიქსონი შენიშნავს,
„1054 წლის ლათინები გამოირჩეოდნენ ბერძნული ენისა და საერთოდ ბერძნული
თეოლოგიური ტრადიციის ძალზე მწირი ცოდნით, ბერძნები კი მეტისმეტად იყვნენ
დაკავებულნი იმდროინდელ სომეხ და ებრაელ თეოლოგებთან პოლემიკით იმისათვის, რომ
სათანადოდ შეეფასებინათ ლათინთა პოზიციები“ . ენობრივ გაუგებრობათა კონკრეტული
მაგალითებისა და ზოგადად აღმოსავლურ-დასავლური თეოლოგიური მეთოდების გაცნობა
შესაძლებელია ჯონ მეიენდორფის , ჯონ ერიქსონის , აიდან ნიკოლსის , ვასილი
კრივოშეინის, სტივენ რანსიმენის და სხვათა ნაშრომებში.

ყველაზე ხშირად კი საეკლესიო კონფლიქტებს, სამწუხაროდ, განაპირობებდა


ძალაუფლებისკენ სწრაფვა და არა მხოლოდ პიროვნული ხასიათის დაპირისპირებანი ან
თეოლოგიური ხასიათის გაუგებრობა. მაგალითად, ისტორიკოსი მიხეილ პოსნოვი იმოწმებს
რვა ისტორიკოსს, რომლებიც ე.წ. ეკლესიათა განყოფის ანუ დიდი სქიზმის მთავარ მიზეზად
„ძალაუფლებისათვის ბრძოლას ასახელებენ“.

ამ მხრივ, საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლური ქრისტიანობის შვედი მკვლევრის,


სამუელ რუბენსონის მოსაზრებაც, რომლის თანახმად, არც ორიგენეს ანათემირებას ჰქონდა
თეოლოგიური საფუძველი და არც მელეტის სქიზმა უკავშირდებოდა რაიმე თეოლოგიურ
საკითხს. „როგორც ჩანს, არიანული პაექრობაც კი წარმოიშვა არა იმდენად დოგმატიკიდან
(Dogmatics), არამედ უფრო ლიდერობასთან (Leadership) და ავტორიტეტის (Authority)
საკითხთან დაკავშირებული უთანხმოებიდან" .

ამრიგად, როგორც ჩანს, დიდი სქიზმის დროსაც, წეს-ჩვეულებით თუ დოგმატურ


საკითხებთან დაკავშირებული ბრძოლების უკან ძალაუფლებისკენ სწრაფვისა და
თვითდამკვიდრების წყურვილს ნამდვილად არ ეჭირა უმნიშვნელო ადგილი და ეს არც არის
გასაკვირი.

5. ბერძნულ-ლათინური ანტაგონიზმის შერბილებულად წარმოჩენის მცდელობა

მიუხედავად ზემოთ აღწერილი საკმაოდ დრამატული ვითარებისა როგორც IX, ისე XI


საუკუნეებში, ზოგიერთი ავტორი მაინც ცდილობს, ასე ვთქვათ, შემსუბუქებულად და
შელამაზებულად წარმოაჩინოს ლათინებისა და ბერძნების საუკუნოვანი დაპირისპირება თუ
ურთიერთგაუცხოვება, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა დიდი განხეთქილების
დროს. მაგალითად, ამერიკელი ისტორიკოსის, ჯორჯ დენისის აზრით, 1054 წელს რომისა და
კონსტანტინეპოლის ეკლესიების პრელატებს შორის კონფრონტაციას არ მოჰყოლია
საეკლესიო სქიზმა:

“XII საუკუნის შუა ხანებამდე ჯერ კიდევ იყო ერთობა, შესაძლოა სუსტი, მაგრამ
განხეთქილება ნამდვილად არ ყოფილა. XIII საუკუნის პირველ ათწლეულებში ეს გაუცხოება
სრულ სახეს იძენს და აქ უკვე კორექტულია სქიზმაზე საუბარი. ამ დროს როგორც ლათინებს,
ისე ბერძნებს საკუთარი ეპისკოპოსი ჰყავთ, მაგალითად, კონსტანტინეპოლში, პეტრასა და
ათენში“ .

ამ მოსაზრების გასამყარებლად, ჯ. დენისი რამდენიმე ფაქტზე მიუთითებს: 1054 წლიდან


ათიოდე წელიწადში „იბერიელმა ბერმა გიორგიმ“ (ანუ წმინდა გიორგი მთაწმინდელმა)
იმპერატორი კონსტანტინე დუკასი დაარწმუნა, რომ ლათინები პეტრე მოციქულის და ასევე
თავად ქრისტეს მსგავსად იყენებენ უფუარ პურს ლიტურგიის აღსრულებისას; 1089 წელს
პაპი ურბან II და ბიზანტიელი იმპერატორი ალექსი კომნენოსი ცდილობდნენ
„კეთილგანწყობილი ურთიერთობის აღდგენას (restore good relations)“119; 1095 წელს პაპ
ურბანი მოუწოდებს დასავლელ ქრისტიანებს აღმოსავლელი ქრისტიანების დასახმარებლად
ჯვაროსნული ლაშქრობების სახით.

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მოკლებულია დამაჯერებლობას. გიორგი მთაწმინდელი


ქართული და არა ბიზანტიური სივრცის წარმომადგენელი იყო და მისი დამოკიდებულება
რადიკალურად განსხვავდებოდა ბერძნების ანტილათინური პოზიციისგან (ვრცლად იხ.
თავი „გიორგი მთაწმინდელი და რომის ეკლესია“). რაც შეეხება პაპი ურბან II-ისა და ალექსი
კომნენოსის მიერ „კეთილგანწყობილი ურთიერთობის აღდგენის“ მცდელობას: სწორედ ეს
გარემოება ცალსახად მიუთითებს, რომ ლათინებსა და ბიზანტიელებს შორის გაუცხოება და
დაპირისპირება უკვე შემდგარი ფაქტი იყო, რაც ნიშნავს კიდეც განხეთქილებას, განყოფას ორ
მხარეს შორის. ამას გარდა, კარგად არის ცნობილი ალექსი კომნენოსის საკმაოდ მტრული
დამოკიდებულება ლათინებისადმი, განსაკუთრებით ჯვაროსნებისადმი. მაგალითად,
როდესაც 1097 წლისთვის იერუსალიმისკენ მიმავალ ჯვაროსნებს კონსტანტინეპოლი უნდა
გაევლოთ, იმპერატორმა ალექსი ისინი არათუ მოკავშირეებად მიიჩნია და დახმარების ხელი
გაუწოდა, არამედ, როგორც ლათინი მემატიანე წერს, მათი დახოცვა გადაწყვიტა .
მკვლევართა მითითებით, ალექსი კომნენოსის ურთიერთობა რომის პაპთან „პრაგმატული
მანიპულაციებით“ ხასიათდებოდა (ლათინებისადმი ალექსი კომნენოსის
დამოკიდებულების შესახებ ვრცლად იხ. მეხუთე თავი ლათინებისა და ქართველების
ურთიერთობაზე საქართველოს მიღმა).

პაპ ურბანის მიერ 1095 წელს, იერუსალიმის განთავისუფლების მიზნით, ჯვაროსნული


ლაშქრობების წამოწყება კი ნამდვილად არ გულისხმობს რომისა და კონსტანტინეპოლის
ეკლესიებს შორის განხეთქილებისა და დაპირისპირების არარსებობას. ამ ორ ეკლესიას
შორის განხეთქილებაზე მსჯელობისას მსგავსი „არგუმენტის“ მოყვანა არასერიოზულია.

ავტორის აზრით, საეკლესიო განხეთქილებაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც


ერთ ქალაქში თითოეულ რელიგიურ ჯგუფს ცალკე ეპისკოპოსი ჰყავს. მაგრამ ეს შეიძლება
ერთ-ერთი ნიშანი (სიმპტომი) იყოს განხეთქილებისა. ამასთან საკმაოდ დაგვიანებული
სიმპტომი! როგორც ჩანს, ავტორს (დენისს) ეს ხელს აძლევს: მის სტატიაში აშკარად
იგრძნობა, რომ მიზანი ამ ორი ეკლესიის ურთიერთობის რაც შეიძლება უმტკივნეულო და
პოზიტიური სახით წარმოჩენაა. მაგრამ ამ შემთხვევაში ისტორიის რეალური სურათი ძლიერ
ბუნდოვანდება. შესაძლოა, რომელიმე ქვეყანაში რომელიმე ეკლესიას (ვთქვათ, რელიგიურ
უმცირესობას), სხვადასხვა მიზეზით, არ ჰყავდეს საკუთარი ეპისკოპოსი, მაგრამ ყველასთვის
ცხადი იყოს, რომ ხსენებული რელიგიური თემი არ ეკუთვნოდეს უმრავლესობას და არც
თავად ეს თემი მოიაზრებდეს თავს მის ნაწილად.

ამრიგად, მოცემულ საკითხზე უფრო დამაჯერებლად გვეჩვენება ს. რანსიმენის მიერ ჯ.


დენისამდე ორი ათეული წლით ადრე გამოთქმული შეხედულება, რომლის თანახმადაც,
რომსა და კონსტანტინეპოლს შორის “სქიზმის მდგომარეობა მხოლოდ მაშინ გახდა
რეალური, როდესაც თითოეული ეკლესიის რიგითი წევრი (average member) გრძნობდა ამას
ამგვარად“.

ამ თემაზე მსჯელობისას მოგვიწევს დიპტიქის საკითხსაც შევეხოთ. ეკლესიის ისტორიაში


სათანადოდ გათვითცნობიერებული მკვლევრისთვის დღეს უკვე ცხადია, რომ დიპტიქში
მოხსენება-არმოხსენების თემა არანაირ კავშირში არ არის სქიზმის საკითხთან. მაგალითად,
ს. რანსიმენის აზრით, იყო შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ კათედრის პირველი იერარქის
სახელი დროებით გამორიცხული იყო დიპტიქიდან მისი არჩევის არაკანონიკურად მიჩნევის
ან საეჭვო თეოლოგიური შეხედულებების გამო. ასევე არსებობდა საკმაოდ ხანგრძლივი
დროის მონაკვეთები (მაგალითად, არაბული ექსპანსიის ეპოქა), როდესაც აღმოსავლეთის
საპატრიარქოები მოკლებულნი იყვნენ ერთმანეთთან ურთიერთობას. შესაბამისად,
დიპტიქებიც ნაკლული იყო სათანადო ინფორმაციის არქონის გამო. ამრიგად, „დიპტიქში
მოუხსენიებლობა აუცილებლად არ ნიშნავდა სქიზმას“124 . კ. უერის აზრით, ის ფაქტი, რომ
1009 წლის შემდეგ რომის პაპის სახელი არ გვაქვს კონსტანტინეპოლის დიპტიქში, არაფერს
ნიშნავს. ეს, მისი აზრით, საკითხის მხოლოდ ტექნიკური მხარეა და „არ იქნებოდა
მართებული ამ ტექნიკური მომენტის გაზვიადება. დიპტიქები ხშირად იყო არასრული...“125
გაბრიელე ბრაგანტინი კი შენიშნავს, რომ თუ მართებულია სქიზმის განსაზღვრა დიპტიქში
რომის პაპის მოუხსენიებლობით, მაშინ „[1054 წლის] განხეთქილების თარიღი თითქმის
ნახევარი საუკუნით ადრე უნდა გადავწიოთ, თუმცა ეკლესიის მეთაურის სახელის
გამორიცხვა დიპტიქიდან ავტომატურად არ ნიშნავდა ეკლესიათა შორის განხეთქილებას“
126 . ბუნებრივია, აღნიშნულ მიდგომას ვიზიარებთ, მაგრამ ეს საკითხის მხოლოდ ერთი
მხარეა. თუკი დიპტიქში მოუხსენიებლობა არის შეგნებული აქტი (მისგან რომელიმე
პატრიარქის/პაპის გამორიცხვა) და არა ობიექტურად განპირობებული ვითარება, რომელიც
ერთგვარი ინერციით, გაუგებრობით ან ინფორმაციის არქონის შედეგად იქმნება, მაშინ ამ
გარემოებას ვეღარ მივიჩნევთ „ტექნიკურ მომენტად“. ამიტომ ფრიად საყურადღებოდ
მიგვაჩნია, მაგალითად, მ. თამარაშვილის მოსაზრება, რომელიც შემდეგს წერდა: “ბერძნებმა
პაპების სახელები გამოყოფისთანავე ამოშალეს თავიანთი დიპტიქიდან, მაშინ როცა
ქართველებმა XII საუკუნის დასასრულამდე გააგრძელეს პაპების დასახელება ხუთი
პატრიარქის ჩამოთვლისას“ 127 . თამარაშვილის მოსაზრებას შევავსებდით შემდეგი
მაგალითით: როდესაც XI საუკუნეში არსენ იყალთოელი ბერძნულ თეოლოგიურ ტრაქტატს
თარგმნიდა, რომელშიც რომის პაპის სახელი ამოშლილი იყო დანარჩენი ოთხი პატრიარქის
გვერდით, არსენი შეგნებულად უმატებს პაპის სახელს თავის ქართულ თარგმანში128 .
ამგვარ მოქმედებებს კი უკვე ნამდვილად აქვს თავისი მნიშვნელობა, რადგან დიპტიქიდან
რომის პაპის შეგნებული გამორიცხვა ან მისი დამატება თავის თავში აშკარად გულისხმობს
ნეგატიურ თუ პოზიტიურ დამოკიდებულებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯ. დენისის
აზრით, რელიგიური ჯგუფები ერთმანეთისგან გაყოფილად მხოლოდ მაშინ შეიძლება
მოვიაზროთ, თუკი თითოეული მხარე საკუთარ ეპისკოპოსს ითხოვს მოცემულ რეგიონში (ამ
საკითხზე ჩვენი კომენტარი იხ. ზემოთ). ავტორი საეკლესიო სქიზმის მეორე ნიშანზეც
მიუთითებს. ეს ნიშანია, როდესაც თეოლოგიური სხვაობების განსახილველად იკრიბებიან
ორივე ეკლესიიდან: “მხოლოდ 1234 წელს, როდესაც ბერძნული და ლათინური იერარქიის
წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს ნიმფაიონში (Nymphaion) მათ შორის არსებულ
რელიგიურ სხვაობებზე სამსჯელოდ, აქ უკვე აშკარა იყო, რომ ისინი წარმოადგენდნენ ორ
ერთმანეთისგან განცალკევებულ ეკლესიას” 129 . მაგრამ ამგვარი თეოლოგიური დიალოგი
1234 წლამდე ბევრად ადრე შედგა. სტივენ რანსიმენის მითითებით, 1113-1114 წლების
მიჯნაზე „მილანის არქიეპისკოპოსი, პეტრე ქრისოლანი კონსტანტინეპოლში ჩადის, სადაც
მიწვეული იყო ბერძენ თეოლოგებთან დისკუსიისთვის (იმპერატორის თანდასწრებით)
სულიწმინდის გამომავლობისა და უფუარი პურის გამოყენების საკითხების შესახებ“ 130 .
მაინც რომელი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ყველაზე სანდო სქიზმის განსაზღვრისას?
დიპტიქში მოუხსენიებლობა, საკუთარი ეპისკოპოსის ყოლა, განსხვავებული თეოლოგიური
საკითხების განსახილველად შეკრების ფაქტი თუ ევქარისტიული კავშირის არქონა? ორი
რელიგიური ჯგუფის მიერ საკუთარი ეპისკოპოსების ყოლა ან მათ შორის თეოლოგიურ
განსხვავებებზე მსჯელობის დაწყება შეიძლება საკმაოდ დაგვიანებული ნიშნები იყოს
სქიზმისა. ჩვენი აზრით, უფრო მეტად რეალისტური და დროული ნიშანი სქიზმისა
დიპტიქში განხორციელებული შეგნებული ცვლილებაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. აქვე
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოებაც: ტრადიციულად სქიზმის შესახებ
საუბრობდნენ იმ შემთხვევებისას, როდესაც ორი ეკლესიის იერარქიასა და მრევლს შორის
ევქარისტიული კავშირი წყდებოდა როგორც კანონიკურ-დისციპლინარული, ისე
დოქტრინალურ-დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. ასე რომ,
სწორედ დიდი განხეთქილების დროიდან (1054 წ.) და არა მოგვიანო პერიოდში, ყველა ეს
ნიშანი არსებობდა - ბერძნებმა დიპტიქიდან ამოშალეს პაპის სახელი, რის შედეგადაც,
ბუნებრივია ევქარისტიული კავშირიც ავტომატურად შეწყდა მათ შორის. აქ ასევე უნდა
გავითვალისწინოთ რანსიმენის მითითებაც, რომლის მიხედვითაც განხეთქილება სახეზეა,
როცა თავად ხალხის (მრევლი, სამღვდელოება) განწყობაა შესაბამისი. ბერძენი ხალხის
განწყობა კი ნამდვილად იყო რადიკალურად ანტილათინური და ბერძნულ-ლათინური
ანტაგონიზმი 1054 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო. როგორც დ. ნიკოლი წერს, იმპერატორთა
პროლათინური პოლიტიკა „უკიდურესად არაპოპულარული“ 131 იყო ბიზანტიაში.
რანსიმენის აზრითაც, მძაფრად ანტილათინური განწყობა არსებობდა ბერძენ მოსახლეობაში
(populace), რომელიც დედაქალაქში „დემონსტრაციებსა და ამბოხებებსაც“ (demonstration and
riots)132 კი აწყობდა შესაბამისი მოთხოვნებით. ასევე „ბიზანტიელ კლერიკოსთა (churchmen)
უმეტესი ნაწილი აშკარად მტრულ (openly hostile) დამოკიდებულებას ავლენდა რომისადმი“
133 . ამას გარდა, ჯ. დენისის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბერძნებსა და ლათინებს შორის
განხეთქილება რეალურად მოხდა არა XI საუკუნეში, არამედ მოგვიანებით,
არადამაჯერებლად გვეჩვენება იმის გათვალისწინებით, რომ თავად ბერძენთა თვითშეგნებაც
განსხვავებული იყო: “XIV საუკუნეში ბერძნებს სჯეროდათ, რომ სქიზმა კერულარიოსის
დროს იყო მომხდარი“ 134 . რაც შეეხება სხვა ნიშანს, რომელიც განხეთქილების რეალობაზე
მეტყველებს, კერძოდ, თეოლოგიურ განსხვავებების განხილვისთვის შეკრებას, ის, როგორც
აღვნიშნეთ, განხეთქილების საკმაოდ დაგვიანებული სიმპტომს წარმოადგენდა. ამრიგად,
დაუსაბუთებლად მიგვაჩნია ჯ. დენისის მოსაზრება, რომლის თანახმად “XII საუკუნის შუა
ხანებამდე ჯერ კიდევ იყო ერთობა, შესაძლოა სუსტი, მაგრამ განხეთქილება ნამდვილად არ
ყოფილა. XIII საუკუნის პირველ ათწლეულებში ეს გაუცხოება სრულ სახეს იძენს“.
სამწუხაროდ, ხშირად ვერ ცნობიერდება თუ რამდენად მძიმე იყო ამ ორ ცივილიზაციას
შორის დაპირისპირება. მაგალითად, ცნობილი ბერძენი მემატიანე ნიკიტა ხონიატი,
რომელიც ბიზანტიის სამეფო კარზეც მსახურობდა, ლათინებს, არც მეტი, არც ნაკლები,
„ანტიქრისტეს წინამორბედებს“ უწოდებდა. ბერძნებსა და ლათინებს შორის სხვაობაზე კი
შემდეგს აღნიშნავდა: “ჩვენსა და მათ შორის უფართოვესი უფსკრულია. ერთი აზრიც კი არ
გაგვაჩნია საერთო. სრულიად დაპირისპირებული მხარეები ვართ“ 135 . ბერძენისთვის ასევე
უდიდეს შეურაცხყოფას წარმოადგენდა, თუკი მას ვინმე ლათინს შეადარებდა. მაგალითად,
როდესაც ლიონის კრებიდან (1274) ბიზანტიის საიმპერატორო კარის ერთი წარმომადგენელი
ბრუნდებოდა, ბერძნები მას დაცინვით მიმართავდნენ შემდეგი სიტყვებით: „ფრანკს
დამსგავსებულხარ“ 136 . არც ეკლესიის იერარქებს ჰქონდათ განსხვავებული
დამოკიდებულება ლათინებისადმი. მაგალითად, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი, ნიკიტა
მუნტანესი (Nicetas Muntanes, 1186-1189) სოფიის ტაძრიდან საკუთარ თანამემამულეებს
მოუწოდებდა: “თუ ბერძენი ასობით ლათინელ პილიგრიმს მოკლავს, მაშინ მიიღებს თავისი
ცოდვების შენდობას, თუნდაც რომ ამ დროს ათი ბერძენიც შემოაკვდეს” 137 . ჯვაროსნობის
ისტორიის ბრიტანელი მკვლევარი თომას ესბრიჯი ბიზანტიელი ბერძნების შესახებ
ზოგადად აღნიშნავს, რომ მათ საკუთარი თავი „რომაული ცივილიზაციის კულტურულ
მემკვიდრეებად მიაჩნდათ, თვლიდნენ რა ლათინებს ველურ ტომებზე ოდნავ უკეთეს
ხალხად... დასავლეთთან ურთიერთობაში ბიზანტიელებს კარგად გათვლილი და ამაყი
პოზიცია ეჭირათ და არც არასოდეს (never) თვლიდნენ მათ თანასწორ მეზობლად” 138 .
ამრიგად, შესაძლებელია იმის თქმა, რომ ბოლო სქიზმა რომსა და კონსტანტინეპოლს შორის
მოხდა 1054 წელს, თუმცა დაძაბულობანი, უთანხმოებანი და სხვა სქიზმები მანამდეც
ხდებოდა ამ ორ საპატრიარქოს შორის. შედარებისთვის: ანტიოქიის კათედრა რომთან
სქიზმაში მოიაზრება თითქმის ნახევარი საუკუნის შემდგომ. როგორც რანსიმენი წერს, „ჩვენ
გადაჭრით (definitely) შეგვიძლია იმის თქმა, რომ ანტიოქიის ეკლესიაში [რომთან] სქიზმა
იწყება 1100 წლიდან“ 139 . ამ დროიდან ანუ ჯვაროსნების მიერ მართლმადიდებელი
პატრიარქის იოანე ოქსიტელის განდევნის შემდგომ დასაბამი დაედო ერთმანეთთან მოქიშპე
ორ პარალელურ იერარქიას. რაც შეეხება იერუსალიმის საპატრიარქოს პოზიციას დიდი
განხეთქილების ეპოქაში. როგორც ჩანს, ამ კათედრის პირველიერარქები მჭიდრო კავშირში
არიან კონსტანტინეპოლთან და იზიარებენ იქ არსებულ ანტირომაულ დამოკიდებულებებს:
ვიცით, რომ იერუსალიმის პატრიარქი იოანე 1157 წლის კონსტანტინეპოლის კრებას ესწრება,
რომლის შემდეგაც, 1160 წლისთვის ანტილათინურ პაფლეტს წერს140 . მივუბრუნდეთ ჯ.
დენისის თვალსაზრისის სხვა ასპექტებს. გაუგებარია ასევე 1095 წელს პაპ ურბან II-ის მიერ
დასავლელი ქრისტიანებისადმი მოწოდება იერუსალიმის სიწმინდეების
განთავისუფლებისთვის ანუ ჯვაროსნული ლაშქრობების წამოწყება რატომ უნდა ნიშნავდეს
კონსტანტინეპოლის ეკლესიისადმი გამოხატულ კეთილგანწყობას? მით უმეტეს, რომ
პირველივე ჯვაროსნული ლაშქრობისას როგორც იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა, ისე
კონსტანტინეპოლის ბერძენმა მოსახლეობამ, არც მეტი, არც ნაკლები, ზურგი აქცია ლათინ
ჯვაროსნებს, რის გამოც მთელი კათოლიკური სამყარო მათ მოღალატეობაში
ადანაშაულებდა. ამ მხრივ, არც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობაა დასავიწყებელი, როცა 1204
წელს, კონსტანტინეპოლი იქნა დარბეული და უმოწყალოდ გაძარცვული. ვფიქრობთ,
შეუძლებელია ასეთ ვითარებაში რაიმეგვარ კეთილმეგობრულ ან თუნდაც ნეიტრალურ
ურთიერთობაზე საუბარი ბერძნებსა და ლათინებს შორის. ჯ. დენისის აზრით, ჯვაროსნების
მიერ კონსტანტინეპოლში გამოვლენილი ძალადობა, „ეფუძნებოდა კულტურულ, ეთნიკურ
და სხვა სახის განსხვავებებს, მაგრამ არა თეოლოგიურ სხვაობებს. ორივე მხარე ერთმანეთის
რელიგიურ გამოხატულებასა და პრაქტიკას, შესაძლოა, უცნაურად (odd) ან
არასრულყოფილად (imperfect) აღიქვამდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყალბად (false).
თუკი ისინი აღმოსავლეთში ბერძნულ ქალაქებს ძარცვავდნენ და წვავდნენ, ამას არავითარი
კავშირი არ ჰქონდა სულიწმინდის გამომავლობასა და პაპის პრიმატის საკითხთან” 141 .
მსგავსი მსჯელობა ტენდენციურად გვეჩვენება, რადგან ბერძნებისა და ლათინების
დაპირისპირების დროს არასწორია მხოლოდ თეოლოგიურ ასპექტზე ყურადღების
გამახვილება. ამ მძიმე და ურთულეს პროცესში არანაკლებად „მუშაობდა“ პოლიტიკური,
კულტურული, ენობრივი, სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები.
თუნდაც რომ მხოლოდ თეოლოგიის ანუ დოქტრინალური და რიტუალური წესების ვიწრო
თემით შემოვიფარგლოთ, ობიექტური მკვლევარისთვის სრულიად ნათელია, რომ ამ
სფეროშიც სწორედ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, შუა
საუკუნეებში შეუძლებელი იყო რელიგიისა და ცხოვრების სხვა ასპექტების ერთმანეთისგან
გამიჯვნა, რის გამოც ხშირად განსხვავებული რელიგიური იდენტობა განაპირობებდა ზოგად
ადამიანურ აგრესიას. ჯ. დენისი ახსენებს ორიოდე ისტორიულ ფიგურას, როგორც
ლათინური, ისე ბერძნულ მხარეს, რომლებიც პოზიტიურ დამოკიდებულებით
გამოირჩეოდნენ: „1098 წლის ოქტომბერში ბარში გამართულ საეკლესიო კრებაზე პაპმა ურბან
II-მ ანსელმ კენტერბერიელს სთხოვა სულიწმინდის გამომავლობის შესახებ სწავლების
ლათინური ვერსიის დაცვა. საკითხზე მისი მსჯელობა იყო პოზიტიური მშვიდი,
ყოველგვარი მტრული განწყობის გარეშე (…) იმავე დროს, თეოფილაქტე, ბულგარეთის
ბერძენი არქიეპისკოპოსი ამგვარად პასუხობს მეგობარს, რომელმაც მას ლათინთა
შეცდომების გაბათილება სთხოვა: ‘არ მგონია, რომ მათი შეცდომები იმდენი და ისეთი
ბუნების იყოს, რომელიც ეკლესიის გაყოფას იწვევს, განსაკუთრებით თუკი რომელიმე
მათგანი არ შეეხება რწმენის მთავარ პუნქტებს’ (PG 126, c. 221-49). ის ზომიერად (temperate)
აკრიტიკებს ფილიოკვესა და ლათინურ ლიტურგიულ თავისებურებებს...“ 142 ბუნებრივია,
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი სახის დაპირისპირებისას
აუცილებლად არსებობდნენ და ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებსაც
უმრავლესობისაგან განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ. მით უმეტეს, როდესაც
საუბარია ისეთ ვრცელ გეოგრაფიულ არეალზე, როგორიცაა ბიზანტიის იმპერია და
ლათინური დასავლეთი (ჩრდილოეთ ევროპის ჩათვლით). ამიტომ სრულიად ლოგიკურია,
რომ როგორც დიდ განხეთქილებამდე, ისე მის შემდგომ არსებობდნენ ცალკეული
გამონაკლისი ნათელი ფიგურები, რომლებიც გამოირჩეოდნენ უფრო შემწყნარებლური
დამოკიდებულებით. ასეთ მოღვაწეებს, ბუნებრივია, ჩვენც ვახსენებთ წინამდებარე
კვლევაში, თუმცა მათ არანაირად არ შეეძლოთ ზოგად ვითარებაზე გავლენის მოხდენა.
ამიტომ ნაძალადევია ზოგადად ბერძნულ-ლათინური დაპირისპირების ნაკლები სიმძიმის
ჩვენება ამგვარი გამონაკლისების საფუძველზე. ისინი უიმედოდ ღრმა უმცირესობას
წარმოადგენდნენ. როგორც ჯ. დენისი მიუთითებს, XII საუკუნეში სულ უფრო ინტენსიური
ხდება ბერძნებსა და ლათინებს შორის ურთიერთობა, თუმცა ის ნეგატიურ ხასიათს იძენდა.
მაგალითად, „კონსტანტინეპოლში იტალიელი ვაჭრების მზარდი რაოდენობით
გამოწვეულმა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია 1182 წელს, როდესაც მოეწყო ანტი-
ლათინური ჯანყი. შურისძიების მიზნით 1185 წელს თესალონიკი და 1204 წელს
კონსტანტინეპოლი სასტიკად იქნა აოხრებული და გაძარცვული. მაგრამ ანტიპათია,
სიძულვილი, ხოცვაჟლეტვაც (massacre) კი არ ნიშნავს სქიზმას“ 143 . აქ მთავარი ლათინებსა
და ბერძნებს შორის არსებული სწორედ ამგვარი „სასტიკი“ (brutal) განწყობაა, რაც შემდეგ
განაპირობებს ყველა „სიკეთეს“: საეკლესიო სქიზმას, სამხედრო დაპირისპირებებს,
კულტურულ კონფლიქტს თუ ეკონომიკურ გართულებებს. ჯ. დენისი თავისი
თვალსაზრისის უფრო გასამყარებლად განსაკუთრებულად ახსენებს შერეულ ქორწინებებს
ლათინებსა და ბერძნებს შორის, ეყრდნობა რა ბიზანტინისტ დონალდ ნიკოლის სტატიას ამ
თემაზე144 . მაგრამ თუ ხსენებულ სტატიას ყურადღებით გავეცნობით, შერეული
ქორწინებების პრაქტიკასთან დაკავშირებით ვითარება სხვაგვარი იყო მთლიანობაში.
დონალდ ნიკოლი თავის სტატიას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „ეკლესია ყოველთვის
ითხოვდა, რომ ქორწინებისას ორივე პარტნიორი ყოფილიყო არა მხოლოდ ქრისტიანი,
არამედ იგივე მრწამსისა და დოგმის მიმდევარი“ 145 . ბოლო სიტყვებით, რასაკვირველია,
აღინიშნება ქრისტიანობის შიგნით არსებული კონფესიური ანუ დენომინაციური
განსხვავება. შემდეგ ავტორი ახსენებს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების კანონს,
რომლის მიხედვითაც ორთოდოქს ქრისტიანებს ეკრძალებოდათ ერეტიკოს ქრისტიანებთან
ქორწინება და თუ ამგვარი რამ მაინც მოხდებოდა, ქორწინება გაუქმებულად უნდა
ჩათვლილიყო. აღნიშნული კანონი განმეორებით იქნა მიღებული ანუ დადასტურებული
რამდენიმე საუკუნის შემდგომ, ტრულის საეკლესიო კრებაზე. ავტორი ასევე ახსენებს
ჩვენთვის საინტერესო ეპოქაში, კერძოდ, XII საუკუნეში მოღვაწე გავლენიან ბიზანტიელ
კანონისტს, თეოდორე ბალსამონს, რომლის კანონშემოქმედება, შეიძლება ითქვას, რომ
აღმოსავლური საქრისტიანოსთვის ერთგვარ სტანდარტად ითვლებოდა მოცემულ ეპოქაში.
ბალსამონი უფრო მკაცრ დამოკიდებულებას იჩენს. ის ეკლესიიდან განკვეთასაც კი ადგენს
ამგვარ ქორწინებაში მონაწილე პირთათვის. რამდენიმე ფურცლის შემდგომ დ. ნიკოლი
მიუთითებს ასევე XIII საუკუნის ბიზანტიელ კანონისტთა შორის „ყველაზე განათლებულ“
დემეტრიოს ხომატიანოსს, ოხრიდის არქიეპისკოპოსს, რომელიც ბერძნების სახელით
აქტიურად გამოდიოდა ლათინთა წინააღმდეგ. მისი აზრით, „არანაირი სიკეთე არ
მოჰყვებოდა ბერძენთა და ლათინთა ქორწინებებს“ 146 . ამასთან უნდა გავითვალისწინოთ ის
გარემოებაც, რომ ამგვარი შერეული ქორწინებები პოპულარული იყო საერო ხელისუფალთა
შორის, რაზეც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიას. დ. ნიკოლიც
სამართლიანად ასახელებს ამ იმპერატორებს: „XII საუკუნეში კომნენოსთა დინასტიის
წარმომადგენელი ხუთი იმპერატორიდან ოთხს - იოანე II, მანუელ I, ალექსი II და
ანდრონიკოსი, - ლათინი ცოლები ჰყავდათ“ 147 . იქვე აღნიშნულია, რომ იმპერატორ
მანუელის „ლათინოფილური პოლიტიკა უკიდურესად არაპოპულარული“ იყო ბიზანტიაში.
1204 წელს კონსტანტინეპოლის დაპყრობის შემდეგ ვითარება უფრო უარესდება.
რელიგიური ანტიპათია უფრო ძლიერდება ლათინებისადმი, თუმცა მმართველი კლასის
წარმომადგენლები ამ მხრივ ინდიფერენტულები არიან და კვლავ ცდილობენ
იტალიელებთან დაქორწინებას. ეს კი აშკარად გადახრად, დევიაციად ითვლებოდა
ბიზანტიელთა თვალში. ამრიგად, ბერძენთა მიერ ლათინებთან ქორწინება არანაირად არ
ნიშნავდა მათი რელიგიური იდენტობისადმი სიმპათიას ან ლოიალობას. შეიძლება ითქვას,
რომ, პირიქით, ამგვარი ქორწინებები ერთგვარ პროზელიტურ ხასიათსაც კი ატარებდა,
რადგან ლათინი პარტნიორი „დაჩაგრულ“ მდგომარეობაში რჩებოდა. შესანიშნავ
ბიზანტოლოგს არც ეს ასპექტი რჩება ყურადღების მიღმა. კერძოდ ის წერს: „ბერძნებს
მიაჩნდათ, რომ შერეული ქორწინებისას ორთოდოქს პარტნიორს აუცილებლად უნდა
შეენარჩუნებინა ბერძნული წესი და მრწამსი. ამას გარდა, მათი შვილებიც ორთოდოქსული
რწმენით უნდა აღზრდილიყვნენ“ 148 . შერეული ქორწინებები რეალურად არა მხოლოდ
დახვეწილ რელიგიურ შეტევას წარმოადგენდა, არამედ ასევე პოლიტიკურსაც. ამას კარგად
აცნობიერებდა, როგორც ლათინური, ისე ბერძნული მხარე. მაგალითად, 1204 წელს
ლათინთა მიერ ბიზანტიის დედაქალაქის დაპყრობის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორები
ცდილობდნენ „საკუთარ დამპყრობლებთან შერეული ქორწინებებით“ 149 დაემყარებინათ
კავშირი, ფიქრობდნენ რა, რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული ხერხი იქნებოდა ძალაუფლების
დაბრუნებისა. თავის დასასრულს საჭიროა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის
საქრისტიანოების გაუცხოებაში, რასაკვირველია, შეუძლებელია რომელიმე მხარის
გამართლება და მეორის დადანაშაულება. ამ დაპირისპირებაში დამნაშავენი თანაბრად
იყვნენ როგორც ბერძნები, ისე ლათინები. დიდი სქიზმა ორივე მხარისთვის მოუშუშებელი
ჭრილობაა. როგორც ჯონ ერიქსონი შენიშნავს, „ალბათ, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ
არც კათოლიკურ და არც მართლმადიდებლურ ეკლესიებს არ მოუხდენიათ თავისი
შესაბამისი გმირების კანონიზაცია“ 150 . ლათინებს შეეძლოთ მრავალი პრეტენზიის
გამოთქმა ბიზანტიელთა წინააღმდეგ. მაგალითად, როგორც მართლმადიდებელი თეოლოგი,
კალისტოს უერი წერს, „მართლმადიდებლებმა უნდა განიკიცხონ თავი მედიდურობისა და
ქედმაღლობისთვის, რითაც ისინი ბიზანტიურ ეპოქაში უყურებდნენ დასავლელ
ქრისტიანებს. მათ უნდა განიკიცხონ თავი ისეთი ინციდენტებისთვის, როგორიც იყო 1182
წლის ბუნტი, როცა კონსტანტინეპოლში მცხოვრები ლათინები გათელილ იქნენ
ბიზანტიელების მიერ (თუმცა, ბიზანტიური მხარის არც ერთი ბოროტმოქმედება არ
შეიძლება შევადაროთ 1204 წლის ძარცვას)“151 . მაგრამ ბერძნებსაც ბევრი მიზეზი ჰქონდათ
ლათინების სიძულვილისთვის: ჯვაროსნული ლაშქრობები, რომელთაც თან სდევდა
სამწუხარო ექსცესები; იტალიელ ვაჭართა წარმატებული კონკურენცია ბერძენთა შორის152 .
რომის პაპთა ჰეგემონისტური მიდრეკილებები; ერთობის მიღწევის უშედეგო მცდელობები
და განსაკუთრებით, ფლორენციის კრების წარუმატებლობა153; ბერძნების შთაბეჭდილება,
რომ თურქული საფრთხის წინაშე ისინი დასავლეთმა მიატოვა; კულტურული პროცესები
დასავლეთში, რამაც შვა ახალი სქოლასტიკური თეოლოგია154 და სხვა.

You might also like