You are on page 1of 5

მ ონ ღ ო ლ ე ბ ი

მეთერთმეტე საუკუნეში, თანამედროვე მონღოლეთის ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ


მონღოლურ ენაზე მოლაპარაკე ტომები. რომლებსაც ერთი საერთო სახელი ჯერ არ
ჰქონდათ. ერთ-ერთი ძლიერი ტომის თათრების სახელი მეზობელმა ხალხებმა სხვა
მონღოლურ ტომებზეც გაავრცელეს და მათ თეთრი „ თათრების“ და „შავი თათრების“
სახელით იხსენიებდნენ. სახელი „ მონღოლი“ მონღოლთა სახელმწიფოში შემავალ ყველა
ტომს მეცამეტე საუკუნეში ეწოდა. ყოველ მონღოლურ ტომს ჰქონდა საკუთარი
სამომთაბარო რაიონი ყიშლალ- იალაღებით. (საზამთრო და საზაფხულო საძოვრებით.
ტომის ბელადებს თავიანთი ხალხი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ.
მომთაბარენი ცხოვრობდნენ ქეჩის კარვებში, რომლებსაც „ იურთა“ ერქვა. ზოგიერთი
კარავი ადვილად იშლებოდა და ნაწილ- ნაწილ გადაჰქონდათ. ზოგს კი ურემზე
დგამდნენ და ისე გადაჰქონდათ. მონღოლები ძირითადად ხორცითა და რძის ნაწარმით.
იკვებებოდნენ. „ მათ პურის გემო არ იცოდნენ“. ევროპელი ბერი პლანო კარპინი
აღნიშნავს რომ „ ისინი სჭამენ ყველაფერს, რისი დაღეჭვაც შეიძლება.“ მომთაბარე
მონღოლები ნადირობასა და თევზჭერას მისდევდნენ. იცავდნენ სისხლის აღების წესს.
მონღოლებს წარმართული სარწმუნოება ჰქონდათ. მათ სჯეროდათ, რომ არსებობდნენ
ბოროტი და კეთილი სულები. მრავალი კერპი ჰქონდათ. , მაგრამ ყველაზე დიდ
პატივს ერთ ღმერთს მიაგებდნენ. რომელიც სამყაროს შემოქმედათ მიაჩნდათ.
‘მარადიული ზეცა“. ქურაითების ტომის ზედა ფენას ჯერ კიდევ მეთერთმეტე
საუკუნეში მიუღია ნესტორიანობა. ხოლო ნაიმანებს შორის გავრცელებული ყოფილა ,
როგორც ბუდიზმი ისე ნესტორიანული ქრისტიანობაც.
მონღოლები იყვნენ კარგი და ძლიერი მეომრები. უბადლო ცხენოსანი და მოისარნი.
თავიანთ შვილებს მკაცრად ზრდიდნენ. ბავშვი სანამ სიარულს დაიწყებდა, მანამდე ,
უნდა სცოდნოდა ცხენზე ჯდომა. მონღოლებში მრავალცოლიანობა იყო მიღებული.
იმდენი ცოლი ჰყავდათ, რამდენის შენახვაც შეეძლოთ. დედის და დის გარდა ყველა
სხვა ქალზე შეეძლოთ დაქორწინება. მშობლების სახლში უმცროსი ვაჟი რჩებოდა.
მონღოლებს ერთი უცნაური ტრადიცია ჰქონდათ. უცხო ქვეყნიდან ჩასულ ადამიანს ორ
კოცონს შორის გაატარებდნენ. თუ რაიმე ბოროტი განზრახვა ჰქონდა, ცეცხლი
მოსპობდა. ცეცხლით განწმენდის შემდეგ შეეძლო უცხოელს მონღოლი მბრძანებლის
წინაშე წარდგომა. მონროლები დაპყრობილ ხალხებს თავიანთ სარწმუნოებასა და წეს-
ჩვეულებებს თავს არ ახვევდნენ. მონღოლები ცბიერები იყვნენ, ფიცის გატეხვა და
ტყუილი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ნათქვამს მხოლოდ მაშინ არ გადაუხვევდა თუ
ფიცვერცხლი ექნებოდა დალეული. გარეგნულად ძალიან შეუხედავები იყვნენ.
ბრძოლებში მათ წინ წითელი დროშა მიჰქონდათ. რაც მტრის დაღვრილი სისხლის
სიმბოლო იყო.

მეცამეტე საუკუნის დასაწყისში მომთაბარე მონღოლებმა გაერთიანება დაიწყეს. მათ


გაერთიანებას ხელს უშლიდა ჩინეთი, მაგრამ მაინც შეძლეს გაერთიანება, თემუჩინის
მეთაურობით. გადმოცემის მიხედვით , როდესაც თემუჩინი დაიბადა ხელში
შედედებული სისხლის კოლტი ჭერია. მათი რწმენით ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ ეს
ადამიანი მონღოლთა რწმენით იქნებოდა დიდი მეომარი და სამყაროს ბედს შეცვლიდა.
11 წლის იყო მამა რომ მოუკლეს, (მოწამლეს). და დედამ უთხრა, სძულებოდა მამის
მკვლელები და შური ეძია. მან ძარცვა- რბევით დიდძალი სიმდიდრე დააგროვა. და
სახელიც გაითქვა.
მონღოლებში ტომის დიდგვაროვან უხუცესთა საბჭოს ერქვა ყურლუთაი, რომელიც
ირჩევდა ნოინს. 1206 წელს ყურლუთაიზე აირჩიეს თემუ- ჩინი და მას ჩინგიზ-ხანი
უწოდეს (ძლიერთა მბრძანებელი). არჩევა მოხდა მდინარე ონონის სანაპიროზე.ჩინგიზ
ყაენმა დაამყარა მკაცრი დისციპლინა იასა.(. იასას წიგნი).კანონები. ამ კანონებმა
მონღოლურ საზოგადოებას მისცა სამხედრო ორგანიზაციის ხასიათი. ადმინისტრაციულ
ერთეულებად გადაიქცა , ათეულები, ასეულები, ათასეულები, და დუმნები. გადასვლა
ერთი დუმანიდან მეორეში აკრძალული იყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ თითოეული
დუმანი , ერთი ტომის წარმომადგენელთაგან შედგებოდა. ჩინგიზ ყაენის დაპყრობები
იწყება 1207 წლიდან. პირველად მონღოლებმა დაიმორჩილეს ტომები, რომლებიც
ცხოვრობდნენ , მდინარე ენისეის დაბლობსა და თურქისტანში. ბურიტები, იაკუტები,
ტუნგუსები. მათვე დაამარცხეს თანგუთის სამეფო ჩრდილო- დასავლეთ ჩინეთში. 1211
წელს მონღოლთა ძირითადმა ძალებმა გადალახეს გობის უდაბნო და შეიჭრნენ ჩინეთში.
ჩინეთში ამ დროს ვითარდებოდა მეცნიერება და ტექნიკა. გამოგონილი იქნა
ქსილოგრაფია , წიგნების ბეჭვდა, გრავირებული დაფებიდან. მსოფლიოში სახელი
გაითქვა ჩინურმა ფაიფურმა. მეათე საუკუნეში გამოიგონეს კომპასი. რომელიც სულ მალე
ცნობილი გახდა არაბი ვაჭრებისთვის., და მათი მეშვეობით გავრცელდა ევროპაში.
მეთერთმეტე საუკუნიდან ჩინეთში დაიწყეს დენთის გამოყენებაც. თანგუთებისა და
უიღურთა ტომების დამორჩილების შემდეგ 1211-1215 წლებში ორგზის ილაშქრა
ჩრდილოეთ ჩინეთში. მეორე ლაშქრობის დროს მან აიღო ჩინეთის დედაქალაქი და
დაამხო ცინის დინასტიის ბატონობა და მისი სამფლობელო თავის სახელმწიფოს
შეუერთა.

ჩინგიზ- ხანი მდიდარი ნადავლით დატვირთული დაბრუნდა ჩინეთიდან ამ ლაშქრობის


დროს მონღოლებმა გაიცნეს ჩინური სამხედრო ტექნიკა და თან დიდძალი საბრძოლო
იარაღი, და საჭურველი წამოიღეს, მათ შორის ლოდსატორცნი და კედელსანგრევი
მანქანები. წამოიყვანეს ათასობით ოსტატი. გარდა საერთო ლაშქრისა, ჩინგიზ -ხანს
ყავდა, განსაკუთრებული გვარდია- ქეშიკის რაზმი., რომელსაც პირადად ყაენის დაცვა
და ქვეყნის შიგნით წესრიგის დამყარება ევალებოდა. ჩინეთის დაპყრობის შემდეგ
ჩინგიზ ხანმა გაანადგურა ნაიმანების საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო. ამის შემდეგ,
ყაენის მთავარ სამიზნეს შუა აზიის ყველაზე დიდი სახელმწიფო -ხორეზმი
წარმოადგენდა. ხორეზმშაჰი იყო მოჰამედი . მისი მეფობის დროს მისი სამეფოს
შემადგენლობაში შედიოდა შუა აზია მდინარე სირდარიამდე. მთელი ირანი და
ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი . მოჰამედს მთელს მუსლიმანურ აღმოსავლეთში
უდიდესი ჯარი ჰყავდა, მაგრამ ლაშქრის ძირითადი ბირთვი ყივჩაღთა და
თურქმანთაგან შედგებოდა. რაც არ იყო სანდო. 1219 წელს ჩინგიზ -ხანი ხორეზმისკენ
დაიძრა. მოჰამედი გაიქცა, და 1220 წლისთვის მონღოლებმა მთელი შუა აზია დაიპყრეს.
მოჰამედს ჩინგიზ- ხანზე უფრო დიდი ლაშქრის შეგროვება შეძლო. მოჰამედმა დაქსაქსა
თავისი ძალები და ისე დამარცხდა, რომ გადამწყვეტი ბრძოლა არ გაუმართაცს
მონღოლებთან. სამარყანდიდან ჩინგიზ - ხანმა თავისი ორი საუკეთესო სარდალი, ჯებე
და სუბუდაი გაგზავნა 30 ათასი რჩეული მეომრით და ხორეზმშაჰის შეპყრობა დაავალა
მათ. ეს რაზმი არსად არ უნდა შეჩერებულიყო დიდი ხნით. მისი მიზანი მუჰამედის
დატყვევება იყო. მუჰამედის ვაჟი ჯალალ-ად დინიც გაიქცა. საბოლოოდ
ძალაგამოცლილმა ხორეზმშაჰმა თავი შეაფარა კასპიის ზღვის ერთ-ერთ კუნძულს.
სადაც მალე გარდაიცვალა. 1220 წლის ზამთარში მონღოლები აზერბაიჯანში გამოჩნდნენ.
გზად ისინი არბევდნენ და აოხრებდნენ ქალაქებსა და სოფლებს. ძარცვავდნენ და
ჯლეტდნენ მოსახლეობას. ის ზამთარი აზერბაიჯანში გაატარეს მონღოლებმა.
აზერბაიჯანის ათაბაგმა უზბეგმა მონღოლებთან ზავი დადო. და დიდძალი ფულის
გადახდით დაიხსნა თავი. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ
მონღოლები მოულოდნელად მოადგნენ ჩვენს ქვეყანას და თითქოს ქართველებმა
არაფერი იცოდნენ. ეს მოსაზრება ტენდენციურია და მტრის მოულოდნელი გამოჩენით
გამოწვეულ მარცხის ახსნას. ცდილობდნენ ამით. ისტორიკოსები. როგორც ჩანს
საქართველოში სათანადოდ ვერ შეაფასეს მოახლოებული საშიშროება. რუსუდანის
წერილიდან რომის პაპისადმი ირკვევა ,რომ გიორგი მეოთხე ლაშა მონღოლთა
შემოსევების წინ ჯვაროსანთა ომში მონაწილეობისა და წმინდა ადგილების
დასახსნელად ლაშქრობისთვის ემზადებოდა. სწორედ ამ დროს მოადგნენ მონღოლები
საქართველოს და რადგან მონღოლები სხვადასხვა რელიგიას მისდევდნენ, რუსუდანი
წერს პაპს , რომ ჩვენ ისინი ქრისტიანები გვეგონენო. 1220 წელს აზერბაიჯანში
გამოზამთრების შემდეგ, გზად მიმავალ მონღოლებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა
მოუხდათ., რომელიც იმხნად მდინარე არაქსს გასდევდა. მონღოლებთან
შესაბრძოლებლად ქართველებმა 10 ათასიანი ლაშქარი გამოიყვანეს. მაგრამ
დამარცხდნენ და ბევრი მეომარი დაკარგეს. არაბი ისტორიკოსი იბნ-ალ-ასირი წერდა;“
ადამის დროიდან დღემდე ქვეყნიერებას ასეთი განსაცდელი და უბედურება არ
განუცდიაო. თათრები არავის ინდობდნენ. ხოცავდნენე ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს.
ხოლო ფეხმძიმე ქალებს მუცელს უფატრავდნენ“. იმ დროს მონღოლტა მიზანს
საქართველოს დაპყრობა არ წარმოადგენდა და ისინი მალევე უკან გაბრუნდნენ ,
მუღანში გამოსაზამთრებლად. ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა და ხლათის მეთაურებმა
გადაწყვიტეს ასე სასტიკ და დაუნდობელ მტერს საერთო ძალებით დაპირისპირებოდნენ.
მაგრამ ჯარების შეკრება ვერ მოასწრეს . 1221 წლის იანვარში მონღოლები კვლავ
შემოიჭრნენ საქართველოში. განძისა და ნახჭევანის დაპყრობის შემდეგ, ამჟამად
ქართველები მათ მომზადებულნი შეხვდნენ. ბრძოლა გაიმართა მდინარე ბედრუჟის
ნაპირებთან. საგიმის ველზე. მონღოლებმა თავისი ჩვეული ხერხი იხმარეს; სუბუდაი
ბრძოლაში ჩაება ლაშქრის ძირითადი ნაწილით. ჯებე კი ოდნავ მოშორებით. ერთ
მოფარებულ ადგილას იდგა. ხუთი ატასი მეომრით. მცირე ბრძოლის შემდეგ სუბუდაიმ
უკან დაიხია და ქართველები იქით გაიტყუა, სადაც ჯებეს რაზმი იყო ჩასაფრებული.
მონღოლებმა შუაში მოიქციეს ქართველები და ოცდაათი ათასი კაცი დახოცეს.
გადარჩენილმა ქართველებმა და მეფემ თავს გაქცევით უშველეს. მონროლები მესამედაც
შემოვიდნენ და მათთან ბრძოლაში დაიჭრა ლაშა -გიორგი და გარდაიცვალა 1223 წლის 18
იანვარს..

You might also like