You are on page 1of 1

სამეგრელოს ტრადიციები და წეს - ჩვეულებები

ძიება... <უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

„მეგრული ადათ - წესები“


წყარო: http://samegrelo.borbonchia.ge/
ყეინობა
ბერიკაობის მეგრული ანალოგი. ამ საერო დღესასწაულს
აღნიშნავდნენ ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, დიდმარხვის
ორშაბათს. დღესასწაული ხელს უწყობდა მტრის
უძლეველობის მითის დამსხვრევას, ზრდიდა მოსახლეობის
მხნეობას და შემართებას. ამ მიზნით შერჩეულ ყეინსა და
დედოფალს სასაცილოდ გამოაწყობდნენ, ამოუყენებდნენ
ხმლებითა და ჯოხებით შეიარაღებული მხლებლებს. ხალხი
ყეინს დასცინოდა, ხოლო დედოფალს ეარშიყებოდა. ვისაც
მხლებლები დაიჭერდნენ ფულს ახდევინებდნენ. ყეინობის
ბოლოს იმართებოდა ცეკვა-თამაში, გართობა.
თამაზ ჯოლოხავა „მეგრული ადათ - წესები“ თბ. 2004
წ. გვ.195-196
თედორობა
თამაზ ჯოლოხავა „მეგრული ადათ-წესები“ ცხენების
გამრავლებასთან და მათ უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული (დაცვა ქურდ-ავაზაკებისაგან) სალოცავი.
ცხენს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა მეგრელის სამეურნეო
და სამხედრო ცხოვრებაში. ამიტომ მათი დაცვა-გამრავლება
მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენდა. იხდიდნენ
დიდმარხვის პირველი კვირის შაბათ საღამოს. ხონჩით და
ცხენის გამომცხვარი ქანდაკებით, მიდიოდნენ და
შესთხოვდნენ წმ.თედორეს ცხენების გამრავლებას და მათ
დაცვას ქურდებისა და ნადირისაგან.
თამაზ ჯოლოხავა „მეგრული ადათ - წესები“ თბ. 2004
წ. გვ.197-198
კირუ - კარუ
კირუ-კარუ ახალ წელს, სადილის შემდეგ, დაღამებამდე,
ძველ კოლხურ ოჯახში ეწყობოდა უჩვეულო-ცერემონია-
რიტუალი, რომელიც აღწერილია ეთნოგრაფიის კრებულში.
სტატიის ავტორი თავიდანვე აცხადებს რომ სიტყვა „კირუ-
კარუ“ გაუგებარია და ჩვენც მხოლოდ აღწერის მიხედვით
ვახსენოთ იგი. ოჯახის დიასახლისი ამ დღეს ხორბლის ან
ჭვავის ფქვილის ცომისაგან ამზადებს სხვადასხვა ცხოველ -
ფრინველის, თუ არასულიერი საგნის კვერებს, რომელსაც
აცხობს ქვის კეცზე („ანგურა“). განსაკუთრებული
გულმოდგინებით გამოყავთ ყურძნის მტევნისა და კრუხის
გამოსახულება, რომელსაც გამოცხობამდე დაწინწკლავენ
-დაჩხვლეტენ ქათმის ფრთის ყუნწით (ალბათ სიმრავლის
სიმბოლოდ). ასევე გამოჰყავთ საცეცხველის, (ოჩამურე,
კაკუტების), ნიჩბის, სანიავებელის („ოხიორაშე“) და სხვათა
ფიგურები, სამხრობის დროს ხდება ინსცენირება-
გათამაშებები. დიასახლისი კრუხის როლში, ოჯახის წევრები
წიწილებია „კრუხი“ მოუხმობს „წიწილებს“ ძახილით და
მიწოდებულ კრუხის ფიგურას წიწკნიან, მასთან „კრუხი“
აიდგამს ენას და ილოცება „ჩე ქოთომი ჩელაია! ჩე
მუნომირხიალეე, ოში ანთასი ჩქიმი თის, აკა მეძობელიში
თის! (თეთრო ქათამო, თეთრმანავ! თეთრი შემომისრიალე
კვერცხი, ასი ჩემსას, მხოლოდ ერთი მეზობლისას). უფრო
გვიან, საღამოთი, ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვება
რიტუალს, ოჯახის წევრები რითიმე დატვირთულები (ზოგჯერ
ერთმანეთსაც აიკიდებდნენ, ოღონდ დატვირთული იყოს).
ხელჯოხიანები უფროსის წინამძღოლობით ეწვევიან მარანს,
დადგებიან საწნახელის გასწვრივ, მას მიაფშვნიან ყურძნის
ფიგურას - კვერს, საწნახელს ურტყამენ ჯოხებს და
გაიძახიან: „ჯუჯელია, ჯუჯელია, ჩქიმი მამული ხარგელია,
შხვაში მამული ფურცელია, ჩანა, ჩანა, ჩქიმი მამულს
ჸურძენი დო შხვაში მამულს ფურცელი.“ („თავი და თავი
თავთავი, ჩემი მამული დახუნძული, სხვისი მამული
ფოთოლი! ცენება, ცენება, ჩემს მამულში, ყურძენი, სხვის
მამულში მხოლოდ ფოთოლი). ასე, რომ ეს რიტუალი ერთი
რომელიმე სალოცავი არაა, სხვადასხვა („კირუ-კარუ“)
ფიგურები მზადება იგი დაბმული საქონლის (კირუ) და
დაუბმელის (კარუ, ოკარიეში შემსვლელის) გამრავლების
მიზანს ემსახურება და ამიტომაც ეწოდა ასეთი უცხო
სახელი. („დაბმულ-დაუბმელის“) მსგავსად „მიჩქდო
ვამიჩქუნისა“ (რაც ვიცი და არ ვიცი).
1973 წელი, მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ.139-
140
მირსაობა
http://samegrelo.borbonchia.ge/mamanti/441-.html
მირსაობა ძველი კოლხეთის წარმართული ღვთაება „მირსას“
სალოცავის რიტუალი აღწერილია „კავკასიის ხალხთა
ეთნოგრაფიის კრებულში“ (ტ.32-ე), მაგრამ სტატიის
ავტორისათვის გაუგებარია, რა უნდა იყოს „მირსა“ და
ვარაუდობს იქნება „ნირსობა“ არისო, რაც ნისლიანობას
ნიშნავს. მართლაც, შეიძლება ნისლიანობაზე ლოცულობდა
მაშინდელი კოლხი, რადგან ამინდის ხალხური პროგნოზის
მიხედვით ნისლიანობა ზამთრის დასასრულისა და
გაზაფხულის დადგომის („ტაროზის“) მიმანიშნებელია. ეს
სალოცავიც სწორედ ასეთ დროს ტარდებოდა დიდმარხვის
დაწყებამდე 24 დღით ადრე. მირსას სალოცავი, როგორც
ყოველი წარმართული სალოცავი, მხვერპლთ შეწირვით
ტარდებოდა „კალანდობის“ (ახალი წლის) აღნიშვნის შემდეგ
ამ სალოცავისათვის ღორს ასუქებდნენ და დიდ პატივში
ჰყავდათ. მას „ომირსეს“ ეძახოდნენ და ჰკლავდნენ სწორედ
დანიშნულ დღეს - დიდმარხვამდე 24 დღით ადრე, შაბათ
დღეს ოჯახის უფროსი „ომირსეს“ მოხარშული თავითა და
გულ-ღვიძლით ეახლებოდა მუხის ხეს - (ღორის მკვებავ
„ჭყონს“), ან ამისათვის მიჩენილ რომელიმე ხეს,
სამსხვერპლო - სალოცავს დააწყობდა ხის ძირას,
დაიჩოქებდა პირით აღმოსავლეთისკენ - მზისკენ და დიდი
მოწიწებით წარმოთქვამდა „მირსას“ სალოცავს. „დღარი
მირსობაში მოზოჯუა! ჩქიმი თოლც ჩქიმი გუმახარებელი
ქაძირი! მა დო ჩქიმი ჩილი დო სქუას ბედი მეჩი, ბედნიერო
დაარინეე, ირი ალაიანი დო ჩალაიანი აშორი, ირი უბადო
შარას, წყარც სი დოთხილეე, სქანი სახელი ხვამელი.’
(დღევანდელი მირსობას მობრძანებავ, ჩემს თვალებს ჩემი
გამახარებელი დაანახვე, მე და ჩემს ცოლ - შვილს ბედი
მიეცი, ბედნიერად ამყოფე, ყოველი ავან-ჩავანი ააცილე.
ყოველ ცუდ გზაზე, წყალში შენ დაიცავი, შე
სახელდალოცვილო). სალოცავიდან მობრუნებული ოჯახის
უფროსი სამსხვერპლოს ტაბუს ახსნიდა, ხორცის ნაჭრებს
ჩამოართმევდა და ოჯახის ყველა წევრთან ერთად სადილს
შეექცეოდა.
1973 წელი, მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ136
მირსობა
მირსობა - კოლხეთში ნისლიანობა „ნირსობა“ მარტ-
აპრილში იცის. სწორედ ამიტომ, ეს სალოცავი დიდ
მარხვამდე 24 დღით ადრე ტარდებოდა. ამ სალოცავისათვის
სპეციალურად ღორს ასუქებდნენ და კლავდნენ დანიშნულ
დღეს. როგორც სხვა სალოცავების შესრულებისას, აქაც
ოჯახის უფროსი გობზე დააწყობდა ღორის თავს, გულ-
ღვიძლს, მიდიოდა მუხის ხესთან, აანთერბდა სანთელს და
ღმერთს ევედრებოდა, რათა ნისლს არ გაენადგურებინა
ხეხილის ბაღი.
მირიან ჯალაღონია. გაზეთი „ილორი“ 23 აგვისტო – 30
აგვისტო 2011წელი გვ.3
მირსობა – დღესასწაული სამეგრელოში, იმართებოდა
თებერვალში დიდმარხვის დაწყებამდე, ხუთშაბათ დღესდა
სწირავდნენ საგანგებოდ გამოზრდილ ღორს ომირსეს.
(იხ.ი.ყიფშ. ს.მაკალათია)
დღარი მირსობაში მოზოჯუა – დღე მირსობის მობრძანება.
ი.ყიფშიძე (ოთარ ქაჯაია "მეგრულ–ქართული ლექსიკონი". თ.
2002 წ. ტ.II გვ.283).
მირსაობა - ძველი კოლხეთის წარმართული ღვთაება
„მირსას“ სალოცავის რიტუალი აღწერილია „კავკასიის
ხალხთა ეთნოგრაფიის კრებულში“ (ტ.32-ე), მაგრამ სტატიის
ავტორისათვის გაუგებარია, რა უნდა იყოს „მირსა“ და
ვარაუდობს იქნება „ნირსობა“ არისო, რაც ნისლიანობას
ნიშნავს. მართლაც, შეიძლება ნისლიანობაზე ლოცულობდა
მაშინდელი კოლხი, რადგან ამინდის ხალხური პროგნოზის
მიხედვით ნისლიანობა ზამთრის დასასრულისა და
გაზაფხულის დადგომის („ტაროზის“) მიმანიშნებელია. ეს
სალოცავიც სწორედ ასეთ დროს ტარდებოდა დიდმარხვის
დაწყებამდე 24 დღით ადრე. მირსას სალოცავი, როგორც
ყოველი წარმართული სალოცავი, მხვერპლთ შეწირვით
ტარდებოდა „კალანდობის“ (ახალი წლის) აღნიშვნის შემდეგ
ამ სალოცავისათვის ღორს ასუქებდნენ და დიდ პატივში
ჰყავდათ. მას „ომირსეს“ ეძახოდნენ და ჰკლავდნენ სწორედ
დანიშნულ დღეს - დიდმარხვამდე 24 დღით ადრე, შაბათ
დღეს ოჯახის უფროსი „ომირსეს“ მოხარშული თავითა და
გულ-ღვიძლით ეახლებოდა მუხის ხეს - (ღორის მკვებავ
„ჭყონს“), ან ამისათვის მიჩენილ რომელიმე ხეს,
სამსხვერპლო - სალოცავს დააწყობდა ხის ძირას,
დაიჩოქებდა პირით აღმოსავლეთისკენ - მზისკენ და დიდი
მოწიწებით წარმოთქვამდა „მირსას“ სალოცავს. „დღარი
მირსობაში მოზოჯუა! ჩქიმი თოლც ჩქიმი გუმახარებელი
ქაძირი! მა დო ჩქიმი ჩილი დო სქუას ბედი მეჩი, ბედნიერო
დაარინეე, ირი ალაიანი დო ჩალაიანი აშორი, ირი უბადო
შარას, წყარც სი დოთხილეე, სქანი სახელი ხვამელი.’
(დღევანდელი მირსობას მობრძანებავ, ჩემს თვალებს ჩემი
გამახარებელი დაანახვე, მე და ჩემს ცოლ - შვილს ბედი
მიეცი, ბედნიერად ამყოფე, ყოველი ავან-ჩავანი ააცილე.
ყოველ ცუდ გზაზე, წყალში შენ დაიცავი, შე
სახელდალოცვილო). სალოცავიდან მობრუნებული ოჯახის
უფროსი სამსხვერპლოს ტაბუს ახსნიდა, ხორცის ნაჭრებს
ჩამოართმევდა და ოჯახის ყველა წევრთან ერთად სადილს
შეექცეოდა.
1973 წელი, მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ136
მირსობა - დუმილის აღთქმა, მდუმარება, ხსენებაზე ტაბუს
დადება. ღვთაება მირსას სახელობის დღე. აღინიშნება
დიდმარხვამდე 24 დღით ადრე, ზოგან ნააღდგომევს,
ახალიკვირის სამშაბათს ან ხუთშაბათს... მირსობას ასე
ლოცულობდნენ: „დღარი მირსობაში მოზოჯუა, მა დო ჩქიმ
ჩილი დო სქუას ბედი მეჩი, ბედნიერო დარინე, ირი ალიანი
დო ჩალიანი ქუგაფართხი, ირი უბადო შარას, წყარს
დოთხილე, სქან სახელი ხვამელი... მირსობის მობრძანებავ,
მეცა და ჩემს ცოლ-შვილს ბედი მოგვეცი, ბედნიერად
გვამყოფე, ყველა სიავე და და მოარული სენი გვაშორე,
ბოროტება განგვიფრთხე, ყველა სიავე ავბედით გზაზე,
წყალში დაგვიცავ, დაილოცოს შენი სახელი... მირსობას
ზოგან მისარონობად, ზოგან ნირსობად იხსენიებენ, ისევე,
როგორც მირსას - მისარონად; სხვა თვალსაზრისით
მისარონობა იგივე მეისარნობაა, წმინდა გიორგი მოისარის
დღე. მირსას სწირავდნენ მასზე შესახლებულ და
საგანგებოდ ნასუქ ღორს ომირსეს. მირსობის დღეს ბავშვებს
სათითაოდ შეულოცავდნენ, მირსაზე შესახელებულ კვერებს
მიადებდნენ ან ჩვრით ამოუწმენდნენ თვალებს და
იტყოდნენ, მირსა, აშორე ამის თვალს ყველანაირი
ავადმყოფობაო.
ალიო ქობალია "მეგრული ლექსიკონი" თბ. 2010წ.
გვ.451-452
მისარონი – იგივეა, რაც მირსობა. (ოთარ ქაჯაია "მეგრულ–
ქართული ლექსიკონი". თ. 2002 წ. ტ.II გვ.283)
Молитва божеству „Мирси“ - „დღარი მისობაში მოზოჯუა! მა
დო ჩქიმი ჩილი დო სქუას ბედი მუჩი, ბედნიერო დარინეე,
ირი ალაიანი დო ჩალაიანი ქგარაი, ირი უბადო შარას, წყარც
სი დოთხილეე, სქანი სახელი ხვამელი. დღარი მისრსობაში
მოზოჯუა! ჩქიმი თოლც ჩქიმი გამახარებელი 10 ქაძირი“.
იოსებ ყიფშიძე „რჩეული თხზულებანი“
თბ.1994წ.გვ.390
ბარბალობა
http://samegrelo.borbonchia.ge/mamanti/439-.html
ბარბალობა ქართველური ტომების წარმოდგენით
წელიწადის იმ დღეს გულისხმობს, როცა მზის სამყაროს ამ
ძირითადი მანათობელის ქმედებაში რაიმე ცვლილება
იგულისხმება. ეს წარმოდგენა წარმათობის გადმონაშთია და
მზესაც ყოვლისშემძლეობა მიეწერება. მაგალითად, ამ
უზენაეს მანათობელს უძველეს სამედიცინო წყაროებში-
„უსთუყუთასის“ მიხედვით ღმერთი ეწოდება, ხოლო სხვა
შემთხვევაში - მზე. „მზეში“ კი განსახიერებულია
ქართველთა წარმართული პანთეონის ქალი - ღვთაება -
ბარბალე. ყოველი წლის დასაწყისიდან ბარბალობა
სამეგრელოში პირველი დღესასწაული იყო და
აღინიშნებოდა 4 დეკემბერს. მისი რიტუალი მარტივი იყო -
ამ დღეს მეგრელი პურ-მარილზე მიიწვევდა მეკვლედ
სასურველ კაცს და შეძლებისდაგავარად პატივს სცემდა,
რათა „კარგი ფეხით“ შემოსულიყო მის ოჯახში. მასვე
ანდობდნენ “ჩიჩილაკისა“ და სხვა „ოკუჩხურის“ გაწყობას.
მეგრელის წარმოდგენით ამ დროიდან - 4 დეკემბრიდან
იწყებოდა მზის ბორბლის შეყოვნება და დღე იწყებდა
მატებას. მაგრამ დღის გადიდება შესამჩნევი ხდებოდა
„ქირსეს“ („შობის“) შემდეგ. „წაკურთხია დიდი დღა რე“ 6
იანვრიდან („ნათლისღებიდან“). სხვა სალოცავი
სამეგერლოში „ობარბალედ“ ტარდებოდა. სვანეთში კი
ბარბალობა იწყებოდა 4 დეკემბერს, მაგრამ მთელ კვირას
გრძელდებოდა როგორც პირუტყვის, ოთხფეხის
(„ვიორთსმალ“) დღესასწაული. აცხობდნენ საქონლის
სალოცავ ლამზირებს (ხაჭაპურებს). ცალ-ცალკე
ულოცავდნენ მეწველ ძროხებსა და გამწევ ხარებს, მათ
მლოცველიც ცალკე ჰყავდათ. სვანური ბარბალობა
(ბარბლვაშ) თავისი შინაარსით ძალიან ემსგავსება მეგრული
„ჟინი ანთარიში ოხვამერც“ (უმაღლესი მანათობლის
სალოცავს) და ბოლო ხანამდე შემორჩენილ „სამგარიოს“
-სამიქამგარიოს, სამიქელგაბრიელოს, რომელიც მთლიანად
ეძღვნება ორინჯის“ ლოცვას. ამ სალოცავებში თითქმის
იდენტური „სათხოვარია“ გატარებული. მაინც ვინაა ის
ბარბალე, ვის სახელსაც სამეურნეო რიტუალი ატარებს?
პასუხისათვის უნდა მოვიძიოთ ქრისტიანული რელიგიის
უძველესი კალენდარი „დიდი ჟამნი“ რომელშიც
ძალაუნებურად მოსჩანს ამ წარმართული წმინდანის
ვინაობა, ჟამნი დ. დეკემბრისა - წ-ისა დიდისა მოწამისა
ვარვარასი ესე წ-ა მოწამე ვარვარა უკუჰე იყო დასაბამითგან
წელთა ხუთი ათას შვიდას ოთხმეოცდაათსა, მეფობასა
მაქსიმილიანესა, ასული დიოსკორე ელინიასა რომელსა
ხელითა აღსარებისათვის წმინდა სამებისა თავი
წარეკვეთა“. ამრიგად, რწმენის (სამების) აღიარებისათვის
თავწაკვეთილს ეწოდა მაცოცხლებელი (ვარვარა მზის)
სახელი ბარბალე და მზის ყოველი მობრუნებისას მას
ლოცვით სათხოვარს აღუვლენენ - ყოფისათვის
-ორენჯისთვის.
1986 წელი, მამანტი კვირტია „კვიმატი“ 2001 წ. გვ134-135
კუჩხა სამეგრელოში
http://samegrelo.borbonchia.ge/dgesaswaulebi/384-.html
ძველით ახალი წლის მომდევნო დღეს სამეგრელოში კუჩხა
აღინიშნება. კარგი ფეხის მქონე სტუმარი - მაკუჩხური -
ყველას ჰყავს. ეს ტრადიცია სამეგრელოში საუკუნეების
წინაც სრულდებოდა და აქტუალობას არც დღეს ჰკარგავს.
კუჩხა- ფერხობა, ბედობა, მეკვლეობა, კალანდის მეორე
დღე.
მაკუჩხური - მეფეხური, მფეხავი, მეკვლე, დამბედებელი.
https://www.youtube.com/watch?v=6e0i0MkpAfg
ახალი წელი სამეგრელოში
http://samegrelo.borbonchia.ge/dgesaswaulebi/383-.html
სამეგრელოში, ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან
რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის
უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა.
შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი
გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო, რაზეც
ოჯახის უფროსი პასუხობდა: „წმინდა ბასილის წყალობა,
კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო,
ვერცხლი, პირუტყვების გამრავლება“ და სხვა ამგვარს. ამ
დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში.
მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს. შემდეგ ჩიჩილაკს
შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. მერე
სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს
ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ კანფეტებით,
შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით. მეგრულ
საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი,
ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდებოდა რაიმე
უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი
საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს
აძლევდა". სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი
მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე.
ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის
ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის
ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება
ექცეოდა მთვარეს და მასზე მკითხაობას.
მეკვლეობა სამეგრელოში
უძველესი ქართული ტრადიცია – მეკვლეობა დასავლეთ
საქართველოში ძველით ახალ წლის დილას 14 იანვარს
სრულდება. მეორე დღე ბედობა, ანუ “კუჩხა” იგივე
რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15
იანვარი უფრო “მძიმე” დღედ ითვლება. ამ დღეს სახლში
აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი
ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში
საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერსახე არ
შეუცვლია. სამეგრელოში ამდღესასწაულს სხვა, უფრო
მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. დეკემბრის მიწურულს,
28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება
იწყებოდა. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი,
ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე
რბილი ხის ჯოხიდან თლიდა ჩიჩილაკს, რომელსაც თავზე
ხისავე ჯვარი უკეთდებოდა და თხმელისა და სუროს
ტოტებით ირთვებოდა. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად
ვაშლი და მანდარინი უკეთდებოდა. ბარაქიანობის ნიშნად
ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებდნენ. ჩიჩილაკს
აუცილებლად ქალები რთავდნენ.
მეგრული ”კალანდა”
გურია-სამეგრელოში ახალი წლის პირველ დღეს "კალანდა"
ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი
მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის
მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან
გარეთ გადიოდა ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული
რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდიოდა,
ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებდა, ჯამს იქვე მიუდგამდა და
თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდებოდა, რომელზეც
ელაგა: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და
სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს
ტკბილეულით "დააბერებდა." საუზმის შემდეგ კი იწყებოდა
თუთის წკნელებით საახალწლო მილოცვები. ახალ
წელიწადს სამეგრელოში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი
ფეხზე დგებოდა მამაკაცები ღორის თავს, ბასილას,
საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს,მორთულ
ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებდნენ და მარნისკენ
მიდიოდნენ. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი
ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დგამდა, ჩაფს
ღვინით გაავსებდა და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის
ბედნიერებას სთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს
იღებდა და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ მას ამ კაკალივით
აევსო მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით. ამის შემდეგ
პროცესია სახლისკენ გაემართებოდა და ოჯახის წევრები
ერთმანეთს ახალ წელს ულოცავდნენ.
www.pertaia.blogspot.com
ახალი წლის მიგებება და ფერხაობა სამეგრელოში
http://samegrelo.borbonchia.ge/dgesaswaulebi/385-.html
ახალი წლის წინა დღითვე თითოეული ოჯახი სამეგრელოში
შეუდგება სამზადისს ახალი წლის მისაგებებლად,
რისთვისაც ყველა ფაცა-ფუცსა და მოძრაობაშია ნიშნად
სიხარულისა. დადგება თუ არა შუაღამე, ყოველი ოჯახიდან
გაისვრიან რამდენჯერმე თოფს და გათენებამდე სულ
სროლაში არიან. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებს
ხელში ჩიჩილაკს, ჩიჩილაკი თხილის ჯოხია, რომელსაც
წვრილ-გრძელი ნათალი აქვს შერჩენილი. ეს ჯოხი
პატარძალივით მორთულ-მოკაზმულია, ზევით ჯვარედინად
აქვს გაკეთებული და წამოცმული ვაშლი, ბროწეული,
ფორთოხალი, მსხალი, თეთრი ვერცხლის მანეთიანი და
გადაკიდებულია ქარვა. ამ ოჯახის უფროსს თან მიჰყვება
ერთიც სხვა ვინმე და პირველად შემოვლენ სახლში, სადაც
ყველა დანარჩენი ოჯახის წევრნი კარებ-ჩაკეტილნი უნდა
დახვდნენ. უფროსი გარედან იძახის: „კარი გამიღეთო“
შიგნიდან უპასუხებენ: „რა მოგაქვსო“. უფროსი დაიწყებს:
წმინდა ვასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და
დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვის
გამრავლება, აბრეშუმის ჭიის ყოფა და სხვა. ამგვარი
განმეორდება სამჯერ და მერე გაიღება კარი, შევა ოჯახის
უფროსი, სხვებთან ერთად დიდად ხარობს და ულოცავს შიგ
მყოფთ ახალი წლის მშვიდობით დასწრებას. მერე ოჯახის
უფროსი ჩიჩილაკით შეივლის მარანში, ბოსელში,
სასიმინდეში ერთის სიტყვით ყველგან, მერე სადილობამდე
დადიან ერთმანეთთან მეზობლობაში და ულოცავენ
ერთმანეთს ახალ წელს კანფეტებით, შაქრის ყინულით და
სხვადასხვა ხილეულობით. სადილობის დროს
დაბრუნდებიან თავ-თავისს და სხვადასხვა საჭმელთა
შორის შემოიტანენ ქონით გატენილ მჭადს, რომელსაც
ეძახიან : „ვასილის მჭადს“. ეს მჭადი უნდა გასტეხოს ვაჟმა
და ქალმა. ერთმა ერთის მხრით უნდა მოჰკიდოს ხელი და
მეორემ მეორეს მხრით და ისე უნდა გასტეხონ, მაგრამ
თითეული მათგანი ცდილობს უფროსი ანატეხი მისკენ
დარჩეს. ეს იმის მომასწავლებელია, რომ თუ ქალსიკენ იქნა
უფრო მეტი ნატეხი, მაშინ აბრეშუმი ბლომად მოვა და თუ
ვაჟისკენ, მაშინ ჭირნახული მოვა ბლომად. ერთ გრძელ
ჯოხზე წამოცმულია სუროები ორსავე წვერზე, ჯოხს შუაში
გასწვავენ და მისცემენ ერთ წვერს ვაჟსა და მეორეს ქალსა,
ჯოხი უნდა გადააგდონ. მეორე ვაჟი ერთ კარებში გავა და
ქალი მეორეში. გარეთ სულ უნდა ირბინონ, გადააგდონ
სუროიანი ჯოხი ეზოს გარეთ და ისევ უნდა მოირბინონ.
თითეული ცდილობს წინ მოსვლას და რომელიც წინ მოვა, ის
გაიმარჯვებს. შინ მყოფ ქალებს უნდათ ქალი წინ მოვიდეს
და თუ მართლა ქალმა მოირბინა წინად, ამბობენ ჩვენ
გავიმარჯვეთო. კაცებს უნდათ ვაჟმა გაუსწროს და წინ
მოვიდეს. ამგვარად მთავრდება სადილი. ახალ წელს
სამეგრელოში, ჩიჩილაკის დამტარებელი უფროსი
მაფეხურად ითვლება და მთელი დღე მხოლოდ ერთსა და
იმავე სკამზე ჯდება. სხვას არავის ნება არა აქვს იმის
ნაჯდომ სკამზე დაჯდეს. ეს იმის მომასწავლებელია, რომ
ქათმები კვერცხების გამოჩეკის დროს არ აირევიან და
კარგადაც გამოსჩეკავენო. ახალი წლის დღეს არავინ წინ არ
უნდა გაუაროს არვის და თუ რამე გთხოვა ვინმემ, უარი არ
უნდა უთხრა, თორემ უარის მთქმელი მთელი წლის
განმალობაში ხელ-დაცარული იქნება. ახალი წლის დღეს
საღამოს დროს იციან ერთნაირი თამაშობა, რომელსაც
„ტაპობას“ ეძახიან. ეს თამაშობა იმაში მდგომარეობს, რომ
მოზელენ სიმინდის ფქვილისაგან ცომს და მეზობლები
ერთმანეთს უგლესენ თავ-პირს. ახალი წლის მეორე დღეს
ფერხობის დღეს ეძახიან და თითეულ ოჯახში ირჩევენ
მაფეხურს: ე.ი. კარგი ფეხის მქონეს, რომელიც სხვაგან უნდა
დაწვეს, ალიონზე, წამოდგეს, თავისას მივიდეს და
უფეხუროს ყველას. ყოველი ავი და კარგი, რაც რომ მოხდება
ოჯახში წლის განმალობაში, მაფეხურის ფეხზეა
დამოკიდებული. საზოგადოდ ნაახალწლევს ერთმანეთში
ნედლი თხილის ჯოხით დადიან.
ტრიფონ კელედარიშვილი, „ივერია“ 1890 წ. №3.
იანვრის პირველი მსგეფსის რიტუალები ძველ
სამეგრელოში
http://samegrelo.borbonchia.ge/etnografia/455-.html
შობა – ახალი წლის მსგეფსი თავის თავში უპირობოდ
ინახავს მზიანი ღამისა და თეთრი დღის (ჩედღაშ),
დღებედნიერის (დღაბედინერის), დღესასწაულის (დღახუს)
შეგრძნებას თუ მოლოდინს. ეს შვიდეული მოიცავს საშობაო
– საახალწლო მისტერიების მთელ კასკადს, რომლის
ცენტრში დგას მზე, როგორც ჰიპოსტასი ყველგანმყოფი და
ყველასთან მყოფი ღმერთისა, რომელიც ქიანაშ გორჩქინუ
და დამარგებუა – სამყაროს შემქმნელი და დამმაგრებელი.
ჩიჩილაკიც (ქუჩუჩი) სხვა არაფერია, თუ არა, პატარა მზე
თითოეულ ოჯახში, და ბევრ სხვა უძველეს ამბავთან ერთად
ინახავს ხსოვნას საკრალურ ხეებზე, რომელთა ნაყოფითა და
შტოებით არის დამშვენებული, იქნება ეს ვაშლი და
ბროწეული, სურო თუ თხილი, კრიკინა თუ უსურვაზი.
მეკვლეობასა და აგუნას გადაძახილზე რომ არაფერი
ვთქვათ, საახალწლო მისტერიებში ბევრია სხვა სიმბოლური
ატრიბუტიკა და თეატრალიზებული ქმედებაც, რომელთაგან
ზოგი მხოლოდ ეთნოგრაფთა ჩანაწერებსა და ღრმად
მოხუცი ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. მათ შორისაა
ხეცება, ხაციცობა, – ოჯახის უფროსის, მფერხავის, მეკვლის –
მაკუჩხურის პირველი ხემსი. იგი სადაგი დღეების
,,საკაკალოსგან’’ – ადრიანი საუზმისაგან განსხვავდებოდა
იმით, რომ რიტუალური ხასიათი ჰქონდა და სახელდობრ
ახალი წლის დილას, აგოთანას, განთიადის დასაწყისს,
ოდნავ გათენებულზე სრულდებოდა. ეს ლოცვა ახალშობილ
მზეს – სულისა და ხორცისთვის პურისმომცემ ღმერთს
ეძღვნებოდა. ამ რიტუალს, როგორც აღვნიშნეთ, ასრულებდა
ოჯახის მამა, ოჯახის უფროსი, რომელიც ახალი წლის წინა
ღამეს მარანში წვებოდა, რომ აქ, მზის საუფლოში, მზისთ
სავსე ოხვამერ ლაგვანებთან – სალოცავ ქვევრებთან
შეხვედროდა განთიადს. აქ გატეხავდა იგი ბასილაშ, ბასლაშ
კვარს (ბასილის რიტუალურ კვერს, რომელიც ღორის
ქონჩაჭრილი, წვერიანი კაცის ფორმის კვერი იყო), აქ
დალევდა ზედაშეს, (ნეს, ჟინ მუნნაღელს), აქ იგემებდა
მოხარშულ კვერცხს , მზისა და სიცოცხლის სიმბოლოს, რომ
სისხლში შესული მზითა და საახალწლო განწყობით
გასულიყო გარეთ თავისი ოჯახისა და ეზო–კარის
დასალოცად. მზისთვის ლოცვის დასრულების შემდეგ
ოჯახის უფროსი მზესთან დაკავშირებული ატრიბუტიკით –
საახალწლო – სამეკვლეო – საფერხო ხონჩით შემოივლიდა
ეზო–კარს. მეკვლეს ხონჩაზე დიდი ჯამით ედგა ღომისა და
სხვა თავთავიანთა მარცვლები (ჩხვერი, ქუმუ), რომელთაც
გზადაგზა ისე აბნევდა გარშემო, როგორც მთესველი კვალში.
ამას უკავშირდება ჩვენი გასაოცარი რიტუალური სიმღერა
"ერეხელი – მერეხელი", რომლის სიტყვიერ დანაშრევებში
ხშირად გვესმის ჩხვერი, ქუმუ, ქუერი, როგორც
ხვავრიელობის, ბარაქის სიმბოლო. მარცვლეული ასევე
მთავარი ატრიბუტია "ქოთომიშ კუჩხა"– ქათმის ფერხვაში.
ქათმის ფერხვისთვის ფერხობა დილას აცხობდნენ ქათმის
ფორმის კვერებს (ქოთომიშ კვარი), რომლებსაც ქათმის
ფრთით აჭრელებდნენ და იტყოდნენ: ბრუიაშე, ჩელაია, ჩეთ
მომირხიალე, თიშ ათას ჩქიმი თის, ართი მეძებელიშ თის.
შემდეგ სახლის ჭერში აისროდნენ მცენარე ღომის
ფქვილისგან მოზელილი ცომის პატარა გუნდებს (ღომის
დიდი მოსავალი იქნებაო), იქიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს
დაითვლიდნენ და მათი რაოდენობის მიხედვით
განსაზღვრავდნენ, რამდენი წიწილის მოყვანის, დასმის
(დოხუნაფაშ) მოლოდინი უნდა ჰქონოდათ. ღომის მარცვლის
ფანტვისას იმეორებდნენ ლოცვას ქათმის
მომრავლებისთვის. სანამ ოჯახის მამა მარცვალს ფანტავდა,
ოჯახის დიასახლისი სამჯერ შემოუვლიდა სახლს და
კრუხივით კრუხუნებდა, ხოლო ბავშვები უკან მისდევდნენ
და წიწილებივით წიოდნენ ( წიუ–წიუ–წიუ! წიუ – წიუ – წიუ!).
იმავე დღეს მეკვლე სამჯერ ჩაყოფდა ფეტვის ან ღომის
მარცვლით სავსე მუჭს წყლიან ჯამში და ყურადღებით
დახედავდა – თუ მუჭაში წყალი გაატანდა და მარცვალს
დაასველებდა, წელიწადი ავდრიანი ქნებოდა, თუ მშრალი –
დარიანი, მზიანი. ქათმის მფერხავი მამასთან ერთად ან
მამის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრიც შეიძლება ყოფილიყო .
მისი მისია იყო მთელი დღე ფეხი არ გაედგა სახლიდან,
რადგან ეზოდან გასვლის შემთხვევაში ქათმებიც გარე–გარე
დაიწყებდნენ სიარულს და მელას ან ტურას საკბილო
გახდებოდნენ. სხვათა შორის ჩიჩილაკსაც, რომელსაც
ნათლის ღების წინა დღემდე ედგათ შინ, ამავე მიზეზით
წვავდნენ ღობის გადაღმა, ქათმების სახლში
გასაჩერებლად. მარცვლეული, დაფქულიცა და დაუფქველიც,
უცილობლად მონაწილეობდა ტყაპობის რიტუალში.
ტყაპობაც ახალი წლის ღამეს იმართებოდა. სოფლის ქალ–
ვაჟები მიუვარდებოდნენ ერთმანეთს სახლში და
ცდილობდნენ ცომით მოეთხუპნათ მასპინძელი, იყო დიდი
წიოკი და სიცილ – ხარხარი. ვინც შეძლებდა თავის დაცვას
და მოთხუპნას გადარჩებოდა, იმ წელს პირნათელი და
ბედნიერი იქნებოდა. ახალი წლის დღეს უფრო ზუსტად
შუადღისას, ოჯახის უფროსი მამაკაცი და დედაკაცი კერიის
თავანზე (ლუხარზე)გადაამტვრევდნენ ბასილას კვერს
სიტყვებით "ბაღუ ეფშა, მარან ეფშა!". თუ უფრო დიდი ნატეხი
მამაკაცს შერჩებოდა ხელში, ღვინო იქნებოდა მეტი, თუ
ქალს – სიმინდის მოსავალი. ამავე რიტუალს, ოღონდ
თხილის წკნელებით ქალ –ვაჟებიც იმეორებდნენ. კერაზე
გარდი–გარდმო გადებდნენ თხილის წკნელებს და
დაელოდებოდნენ, როდის გადაწვავდა მას ცეცხლი ორ
ნაწილად. შემდეგ თავ–თავიანთ ნახევრებს ხელს
დაავლებდნენ, კარში გაიქცეოდნენ, რაც შეიძლება, შორს
მოისროდნენ და უკანვე გამოიქცეოდნენ. თუ ქალი
შეასწრებდა შინ, აბრეშუმი იქნებოდა ბევრი, თუ ვაჟი –

You might also like