You are on page 1of 2

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანის სტუმრობას, ვინც ოჯახს პირველი ესტუმრებოდა.

საახალწლო მეკვლეობის ტრადიის შესახებ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მდიდარი მასალა


არსებობს.

.
სოფელ ატენში, ,,აბრამიანს“ და ,,ბასილის კვერს“ ღვინოსა და სანთელთან ერთად წინა ღამით
ინახავდნენ საბძელში. ახალი წლის დილით, ოჯახის უფროსი ამ ხონჩას-აბრამიანს შეიტანდა
სახლში და ყველას „დააბერებდა“ .

ახალ წელსვე ატენში დილით შეიტანდნენ წიწვიანი ხის ნაჭრებს, შეუკეთებდნენ ცეცხლში და
ნაპერწკლებს რომ გაჰყრიდა შეშა, შემკეთებელი იტყოდა: „ამდენი ცხვარი, ამდენი ძროხა და
სხვ. ახალ წელს ულოცავდნენ საქონელსაც.
ფრონეს ხეობაში ჩაწერილი ინტერვიუებით ირკვევა, რომ ბასილას გამოცხობის შემდეგ,
ვერცხლის ფულს პირთან ჩაარჭობდნენ და იმასაც აბრამიანში ჩასდებდნენ. აბრამიანთან
ჯამით იდგა ღორის ქონი და ყველანაირი მარცვლეული. მეკვლე ამ მარცვალს წყალს
მიულოცავდა და წყალს წამოიღებდა. მერე ღორის ქონს წაუსვებდა ყველა კარს, რომ ბარაქიანი
წელი მოვიდესო. მარცვალს იმიტომ ულოცავდა წყალს, რომ უხვი მოსავალი მოვიდეს წვიმიანი
წელიწადი იყოსო. მეკვლე ჩაივლიდა საქონელთან ბოსელში. საქონელს კვერცხს შემოავლებდა
და კედელს მიახეთქებდა - ასე დაიქცეს თქვენი ავითვალით შემომხედავიო. მეკვლე ბასილადან
ამოღებულ ვერცხლის ფულს პირში გამოავლებდა ოჯახის წევრებს და ეტყოდა: „ასე თეთრად
დაბერდითო“, მერე თაფლიან პურს შეაჭმევდა და ეტყოდა: „ასე ტკბილად დაბერდითო“.

,,საერთოდ, ქართლში, საახალწლო დალოცვაში, მთავარი სიტყვაა „დაბერება“, რაც მთელი


ცხოვრების მანძილზე (სიბერემდე) კეთილ სურვილს ნიშნავს. „ - აღნიშნავს თამარ კოშორიძე.

მეკვლე სამ დღეს არსად წავიდოდა, რომ საქონელი არ დაიფანტოს ამ წელიწადსო. ყველა
თავის ბედის პურს შესჭამდა, ხოლო ბასილას კი, ნათლისღებამდე ინახავდნენ.

მცირედით განსხვავებული რიტუალი სრულდებოდა ახალ წელს სოფელ ბრეთში (ქარელის


რაიონი).
აქ ახალი წლის სამზადისის დროს თონეზე აკრავდნენ ყველას ბედის პურს-ნიგვზით.
აცხობდნენ სამ სხვა პურსაც: ახალი წელი, ძველი და ოჯახი. თუ რომელიმე პური
ჩამოვარდებოდა, ძალიან ცუდი ნიშანი იყო. გააკეთებდნენ აბრამიანს. დიდ გორდაზე (თაბახზე)
დაალაგებდნენ ამ პურებს, ღორის თავს, ტკბილეულს. ოჯახის წევრებს ფაქტობრივად მთელი
ღამე არ ეძინათ. დილით მეკვლე გავიდოდა გარეთ და შემოიტანდა აბრამიანს, მანამდე
დააბრუნებდა კარზე და იტყოდა: „გააღე კარი“ . შინიდან შეეკითხებოდნენ: „რა მოგაქვს?“
პასუხად მეკვლე ილოცებოდა: „მე მომაქვს სავსე გორდა, აიმსეთ ღონითა და ჯანითა. ამის
შემდეგ, მეკვლე მარჯვენა ფეხს შედგამდა სახლში და იტყოდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ
ღმერთი. ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“. მეკვლე მივიდოდა ოჯახის წევრებთან და ღვინით
სავსე დოქზე შემოავლევინებდა ხელს შემდეგი სიტყვებით: „ასე აიმსეთ ჯანითა და ღონითა“,
შეაჭმევდა ტკბილს და იტყოდა: ასე ტკბილათ დამიბერდითო“. დოქზე სანთელი ენთო. მერე
მიულოცავდა საქონელს, ბოსელში კვერცხს შეიტანდა და ეტყოდა: „ესე დარგვალდითო“.
კვერცხს თვითონ შესჭამდა“ .
ახალ წელს სოფელ ქურთაში ათ ბედის კვერს გამოაცხობდნენ. ამის შესახებ ცნობები მუზეუმს
ეთნოგრაფმა ჯულიეტა რუხაძემ შემოუნახა.

ამ ცნობის მიხედვით, მაგალითად, ათი კვერიდან ერთ-ერთი იყო მხართ კვერი, რომელსაც
განსაკუთრებულად მორთავდანენ ნიგვზითა და ჩამიჩით. ამ კვერიდან ამოჭრიდნენ ჯვარს და
იმას ნათლისღებას გუთნისდედს ხარის ქედზე გადატეხავდა- ნაწილს თვითონ შეჭამდა,
ნაწილს ხარს შეაჭმევდა და მცირე ნაწილს სათესლე ხორბალში შეინახავდა. გაზაფხულზე ამ
კვერს თესლთან ერთად მინდორში გაიტანდნენ. მათვე სცოდნიათ ფუტკრის კვერის დაცხობაც,
რაც ჩვენ მიერ სხვაგან არსად დადასტურებულა.

You might also like