You are on page 1of 5

გურული

ახალიწელი
წინასაახალწლო სამზადისი გურიაში
წინასაახალწლო სამზადისის შემადგენელი ნაწილი იყო საკალანდო ღორის დაკვლა, რომელიც
გურულის საახალწლო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა...
- საკალანდო ღორი ყველა ოჯახში იკვლებოდა კალანდის წინა დღეს. ღორსაც და ყოველგვარ სხვა
საკლავსაც აუცილებლად მამაკაცი კლავდა, რადგან გურიაში ამბობდნენ, "ქალის დაკლული უგემური
იქნებაო". უკაცო ოჯახში საკლავს პატარა ბიჭები ან მეზობლის მამაკაცები კლავდნენ. დაკლულ ღორს
პირში ანთებულ მუგუზალს უდებდნენ, დაბალ ოთხფეხ სუფრაზე შემოდებდნენ, ცხელ წყალს
გადაასხამდნენ. ღორის თავს და ზოგიერთ სხვა ნაწილს ქვაბში ჩაყრიდნენ მოსახარშად, ხოლო
დანარჩენს დაამარილებდნენ და შეინახავდნენ.
კალანდობა
გურულები ძველით „ახალ წელს″ „კალანდას″ ეძახიან. „კალანდის″ მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის
ჯოხისაგან ამზადებენ. ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას ″ბასილის ფაფუკ წვერებსაც″
ეძახიან.
ძველათ „კალანდას“ ახალ წელიწადს გურიაში მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას
(საახალწლო კვერი), საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ
გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და
დაჩოქილი წმინდა ბასილის ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს და წმ.ბასილას ეხვეწება, რომ
ამ კაკლივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. თუ გატეხვის შემდეგ კაკალი ცარიელი აღმოჩნდა, რაც მისსი რწმენით
უბედურების მომასწავებელია, ის ხელმეორედ ეხვეწება წმ. ბასილს, რომ მისი ოჯახი ცარიელ კაკლს არ დაამსგავსოს.
ამის დასასრულს პროცესია სახლისკენ გაემართება და მეკვლეს კარებს სამჯერ დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!″
სახლიდან სამჯერ უპასუხებენ „რა მოგაქვს?“ ამაზე მეკვვლე უპასუხებს მთელი რიგი სანატრელი საგნების ჩამოთვლით. შემდეგ
კარებს უღებენ და იწყება საახალწლო მილოცვები
ღვინის ტრადიცია
დალოცვის დაწყების დროს ოჯახის უფროსი მამაკაცი ან ოჯახის ერთ-ერთი წევრი გაიტანდა
სახლიდან გობს, ჩიჩილაკს და ღვინის ჭურჭელს, გავიდოდა მარანში, ჭურს როგოს მოხდიდა,
მოულოცავდა: "ჭურო, მრავალ ახალ წელიწადს დაესწარი, პატრონი კარგად გყოლოდესო" და
ამოიღებდა ღვინოს. ჯერ გაავსებდა ღვინის ჭურჭელს, თავზე სიმინდის ფუჩეჩს დაახურავდა და
დადგამდა საფერხავ გობთან, შემდეგ ამოიღებდა ახალ წელიწადს დასალევ ღვინოს დიდ
ჭურჭელში, თავს დაახურავდა და ცალკე დადგამდა. მერე დაიჩოქებდა და სთხოვდა ღმერთს:
"ღმერთო, მოგვეცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგად ყოფნა, ოქრო და
ვერცხლი, უთვალავი რქოსანი საქონელი და ღორის ჯოგი, ქათამი, ბატი, იხვი ჯგროთ. მარანი
ღვინით სამსე, ბეღელი პურით და ღვინით სავსე, ტყავი - ხორცით, ძვალი ტვინით სამსე, ნაჭუჭი
გულით სამსე". შემდეგ შემოაბრუნებდა საფერხავ გობს სამჯერ წაღმა, ადგებოდა და
წამოვიდოდა სახლისაკენ.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like