Professional Documents
Culture Documents
ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ
ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ
***
***
კასპერმა მზეთუნახავი პიპას გული მოიგო, როცა
მგზნებარედ შეჰფიცა სიყვარული ფითრის
გირლანდის ქვეშ, ხელი ყველას წინაშე სთხოვა და
დაქორწინება შესთავაზა.
– მეფე–დედოფალს გაუმარჯოს! – კასპერი და პიპა
ჰაერში აიტაცეს სასიხარული შეძახილებით და
როცა გული იჯერეს, სადღესასწაულო სუფრას
მხიარული ჟრიამულით მიუსხდნენ. კრისტიანი
სიძის ხელისმომკიდე გახდა, პიპას კი ოჯახის
ყველაზე უმცროსი წრუწუნა დაუსკუპეს გვერდით.
კასპერის დიდ ოჯახს სადღესასწაულო სუფრაზე
საუკეთესო შვეიცარული ყველის მთელი თავი
ჰქონდა სამყოფად თავისი ერთგული მეგობარი
ზღარბის მოხერხებულობის წყალობით. კასპერის
დედა უბედნიერესი არსება იყო მთელს
სათაგვეთში, ისე ამაყობდა თავისი გონიერი
და კეთილშობილი ვაჟით.
ასე იქორწინეს პიპამ და კასპერმა ახალი წლის
დადგომამდე. იმ დღის შემდეგ ბედნიერად
ცხოვრობდნენ. მათ ბევრი შვილი ეყოლათ,
რომლებიც ყველასგან გამოირჩეოდნენ.
დედასავით თეთრები იყვნენ, ატმისფერი
თათებით და ყურებით, ხოლო ქოჩორი მამასავით
რუხი ფერის ჰქონდათ. პიპამ მათ ყველაფერთან
ერთად ლაბირინთში გზის გაკვლევაც ასწავლა
ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა ეს არასდროს
დასჭირვებიათ.
დასასრული