You are on page 1of 2

დავალება აკადემიურ წერაში

(თათია მერებაშვილი)

თხრობითი აბზაცი
დავიწყარი ახალი წლის დადგომა საქართველოს ყველა მხარეში სხვადასხვანაირად
აღინიშნება. ძალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანია შობა-ახალი წლის ტრადიციები
საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში გურიაში. გურულები ახალ წელს ("კალანდას ")
ლამაზად და საგულდაგულოდ მორთული ჩიჩილაკით ეგებებიან. ხის სუფთა თეფშებზე
უგემრიელეს ხაჭაპურს, მადისაღმძვრელ ღორის თავს და ტკბილეულს აწყობენ შემდეგ კი
ბედნიერებისა და კეთილდღეობის სადღეგრძელოს სვამენ. ვიდრე კალანდობის ღამე
შემოვა ისინი წინასარ საგულდაგულოდ ცეცხლს ამზადებენ და ბუხარს ანთებენ,
კალანდობის დადგომისთანავე კი მთელ ღამეს ოჯახის წევრებთან ან ახლობლებთან
ერთან მხიარულად და სასიამოვნოდ ატარებენ. სანამ 12 საათზე თოფების გამაყრუებელი
ბათქაბუთქი არ ატყდება სოფელში მხოლოდ ძაღლების ყეფა და შეშის ტკაცუნი ისმის ....

1) აბზაცი არის კონკრეტული: კალანდობის დღესასწაული გურიაში

2)აბზაცში არის მთავარი წინადადება: კალანდობა გურიაში

3)აბზაცში არის წამყვანი აზრი:: გურულებს ახალი წლის საინტერესო ტრადიცია აქვთ .

4)აბზაცს აქვს მთლიანობა

5) ლოგიკურია და უკავშირდება მთავარ წინადადებას

აღწერითი აბზაცი
იმ დროს როცა ჩვენ თხრობას ვიწყებთ, ოთარაანთ ქვრივის შვილი გიორგი
ოცდაერთი წლის ბიჭი იყო. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი ყმავილი დადგა. კუპრსავით
შავი და კარგად დაკოკრებული წვერ-ულვაში ლამაზად უხდებოდა მის
შავგვრემანს და მოხდენილად მოყვანილს სახესა. თვალადობით მეტად
სანდომიანი და მარილიანი იყო, და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი დიდრონი
ქორული თვალები ცოტა მრისხანედ არ გამომეტყველებოდნენ. თვალთა
მეტყველების ჭექას აძლიერებდა გადაბმული წარბები. ეს მარილიანობას სახისას
ბევრს უშლიდა. ამის გამო კაცი უნებურად თვალს მოარიდებდა პირველ თვალის
მოსწრებაზედ. ხოლო რამდენსაც უფრო დააკვირდებოდით მის პირისახეს და
თვალებსა, უფრო და უფრო მოგეწონებოდათ გიორგი. იშვიათად იცოდა ღიმილი,
მაგრამ როცა კი გაიღიმებოდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე უხდებოდა
ღიმილი. თანაც ერთი ბრგე კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი და კარგად ჩასხმული.
(ოთარაანთ ქვრივი-ილია ჭავჭავაძე)

1)აბზაცი არის კონკრეტული: აღერილია გიორგის გარეგნობა

2) მთავარი წინადადება და წამყვანი აზრი არის ის რომ გიორგი კარგი ყმავილი


იყო და ავტორსაც კარგი დამოკიდებულება აქვს მისდამი.

4)აბზაცს აქვს მთლიანობა

5) აბზაცი არის თანმიმდევრული, ნათელი და ლოგიკური

ახსნითი აბზაცი
"გეორგიევსკის ტრაქტატმა გამოიწვია დააჩქარა საქართველოში რუსიფიკაციის
რეჟიმი"

საქართველოს მეფე ერეკლე მეორემ 1783 წელს რუსეთთან გააფორმა


გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელმაც ხელი შეუწყო საქართელოს რუსიფიკაციას .
ტრაქტატის დადებით საქართელოს ხელისუფლება დაექვემდებარა რუსეთს ანუ
მის ქვეშევრდომობაში შევიდა , რამაც გამოიწვია 1801 წელს ქართლში მეფობის
გაუქმება და რუსი მოხელის ხელისუფლად დანიშვნა. გარდა ამისა ტრაქტატის
დადებამ გამოიწვია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება.
ამიერიდან იგი სურეთის სინოდს დაექვემდებარა. გეორგიევსკის ტრაქტატით
საქართველოში ჩამოსვლა დაიწყეს რუსმა მოხელეებმა, რომლებიც ცდილობდნენ
ქართული სულის ჩაკვლას და რუსეთის გავლენის გაძლიერებას. აიკრძალა
სკოლებში ქართული ენა და სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო, ქვეყანაში ყველაფერი
რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, ჟურნალ-გაზეთებშიც კი ყველაფერი რუსულ ენაზე
იბეჭდებოდა.

1) აბზაცი არის კონკრეტული: გეორგიევსკის ტრაქტატის როლი საქართველოს


რუსიფიკაციის პროცესში.

2)მთავარი წინადადებაც და ამყვანი აზრის ცხადია არის

4) აბზაცს აქვს მლიანობა

5) ლოგიკურია და თანმიმდევრული

You might also like