You are on page 1of 4

XAMICI DA BAtRAzI

მითოლოგიური ტექსტები ძუერებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრია ოსურ ფოლ.ში. ის


დღესაც დიდ როლს ასრულებს, ვინაიდან ზოგიერთი ძუარის დღეობა დღესაც რესპუბლიკის
საერთო დღესასწაულადაა გამოცხადებული.

ერთ-ერთი მკვლევარ მილერი აღნიშნავს რომ ეს სიტყვა ძუარი ქართული სიტყვა ჯვარიდან
არის ნასესხები, რომელიც აღნისნავს სამლოცველოს, ამავე მოსაზრებას ადასტურებს აბაევიც.
და მართლაც ეს ტერმინი როგორც, მფარველი წმინდანის აღმნიშვნელი ოსეთში ქათველთა
მიერ ქრისტიანობის გავრცელების შედეგია, ზოგადად საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში
მფარველი წმინდანების სახელი ჯვარია, მაგრამ მას მსაზღვრელად ახლავს სოფლის ან
ადგილის სახელწოდება, მაგ: კარატის ჯვარი, ხახმატის ჯვარი და სხვა. ქართველთა მსგავსად
ოსების ყოველ თემ-სოფელს თავისი საკუთარი მფარველი ძუარი ჰყავს, მაგ: ძივღისის,
რექომის, რეგახი და სხვა. ძუარს ისეტივე ფუნქცია აქვს , როგორც ჯვარს აღმოსავლეთ
საქართველოს მითიანეთში, გარდა ამისა ძუარის ადგილი შეიძლება ეკლესიის ნანგრევი,
ეკლესია ან თავად წმინდა ხე იყოს. ოსებში ძუართა რამდენიმე ჯგუფი გამოიკვეთება:

1. ძუარები, რომლებსაც იცნობენ და თაყვანს სცემენ :რექომი, მიქელგაბირთა, ხეთაგის ძუარი


2.თვიტონ ხეობის მფარველი ძუარები, რომელსაც ადიდებს ამავე ხეობაში მყოფი ხალხი :
ძივღისის, სანიბა და სხვ. 3. სასოფლო ძუარები: ფირი, რეგახი. 4. გვარის მფარველი ძუარები
5. ოჯახის მფარველი ძუარები. ოსებს სწამთ, რომ თითოეულ ადამინს თავისი მფარველი
ანგელოზი ჰყავს.

მაშინ როდესაც ქართული ფეოდალური მონარქია დაეცა, მონღოლთა ბატონობისა და ტემურ


ლენგის შემოსევების შემდეგ, ოსეთში ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტები გაანადგურეს, ამ
ნანგრევბზე კი შემდეგომ არა ერთი რელიგიური კულტი აღორძინდა, და ძუარს როგორც
მფრაველ წმინდანს თაყვანს სცემდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. ძუარებს
თანამედროვე მკვლევარები უწოდებენ ასევე ღვთაებებს, მაგრამ მისი ამგვარი დახასიათება
უნდა მივაწეროტთ საბჭოთა იდეოლოგიას, ვინაიდან სწორედ საბჭოთა ეპოქის მკვლევრებმა
უწოდეს მას. თავად ოსები კი აღიარებენ იმას, რომ ღმერთი არის ერთადერთი , რომელსაც არ
ჰყავს თანასწორი, მას მოიხსენებენ, როგორც „ხუცაუ“, ხოლო ძუარი და ანგელოზი ეს არის
მფარველი წმინდანი, რომელიც ასევე ზეციური ბინადარია. ის შუამავალია ღმერთსა და
ადამიანებს შორის, რომელიც ხუცაუმ შექმნა და ადამიანთა დასახმარებლად გამოგზავნა. რაც
შეეხება საქართველოს მტიანეთს აქაც ღმერთი ერთია, რომელსაც მორიგე ღმერთი ჰქვია,
ყველა თემს ჰყავს თავისი მფარველი წმინდანი, მისი სინონიმი არის ხატი, ღვთისშვილი ან
ღვთისნასახი, რომელიც ღმერთმა ადამიანთა დასახმარებლად გამოგზავნა. აღსანიშნავია
ისიც რომ ძუარებისადმი თაყვანისცემა არ არის არც წარმართული და არც
ქრისტიანობამდელი რელიგია, მისი კულტი თავად ქრისტიანულ წიაღში ჩაისახა
ქრისტიანული რელიგიის გახალხურების შედეგად, თავად ძუარი ეს არის გახალხურებული
რელიგია, რომელიც ეფუძვნება ქრისტიანობას.

კულტმსახურება ძუარებში იმავე სახით სრულდება , როგორც აღმოსავლეთ საქ. მთიანეთში,


ძუარლაგი უშუალოდ უძღვის წინ ძუარში რიტუალს, აქაც ქართული კვალი ჩანს, ძუარ-
ჯვარი, ლაგ- კაცი, იგივე რაც ქართულში ხატის კაცი. ძუარლაგებს ძირითადად ირჩევდა
თემი მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ის მემკვიდრეობითაც გადააეცემოდა ხუცესის
მსგავსად ძუარლაგიც საგანგებოდამარხულობდა, დღესასწაულის დაწყებამდე. რაც შეეხება
საკრალულ ნივთებს ქართველებიცა და ოსებიც ამ მხრივ მსგავსია, ისევე როგორც აღმ. საქ.
მთიანეთში , ოსებSიც ძუარლაგი ზარებშებმული საკულტო დროშით ადიდებს ღმერთსა და
ძუარებს. ძუარლაგი ამწყალობებს შესაწირ კურატს, ჭრის სარიტუალო კვერებს. მისი
ხელმძღვანელობით ტარდება მსხვერპლშეწირვა, ისევე როგორც აღმ. საქ. მთიანეთში. მათშიც
რელიგიური რიტუალის მნისვნელოვანი ატრიბუტია ლუდი. რიტუალს იწყებდა ძუარლაგი,
რომელიც პირველად ადიდებდა დიდ ღმერთს, შემდეგ ვასთირჯის, ვასთილას და დანარჩენ
ძუარებს. ძუარლაგი ძუარს სთხოვდა მოსავალს, ბარაქას, ვაჟის დაბადებას, ავადმყოფების
გამოჯანმრთელებას, შორს წასული მშობლების გამოჯანმრთელებას, ოსებს მიაჩნდატ რომ
განსაკუთრებულად ძლიერი ის ძუარები იყო, რომლეცი ქრისტიანული ეკლესიის
ნანგრევებზე აღმოცენდნენ. არსებობს მითოლოგიური ტექსტები ძუარების დაარსების
შესახებ, ისინი სხვადასხვა სახით ევლინებიან თავიანთ რჩეულებს, იქნება ეს ადამიანის
გარეგნობა, რაიმე საკრალური ნივთი, ცეცხლის სვეტი, მტრედი ან სხვა.ის ადამიანის
ნებისაგან დამოუკიდებლად არსდება, თუმცა გვაქვს მითოსები ძუარლაგის მიერ ძუარის
დაარსებისა. დაარსების მითოსში გამოიყოფა რამდენიმე მოდელი, კერზოდ ეს არის ხარის
მიერ ძუარის საბრძანისის აღმოჩენა, ციდან საგნების ცვენა, ნანგრევებსი ჩამარხული
საგანძური ს აღმოჩენა. ხევსურული ანდრეზის თანახმად, კარატის ჯვარი სწრედ თასისა და
შიბის ჩამოვარდნის ადგილას დაარსენულა, ჩრდ. ოსეთის ერთიერთი სატემო ძუარი, ეს არის
ქურთათის ხეობის სიწმინდე - ძივღისის ძუარი, ასევე უკავშირდება ჯაჭვ-საკიდელის ციდან
ჩამოგდებას, მითოსი ამგვარია: ქურთათის ხეობაში შუა ზაფხულის ჟამს მოვიდა ძალიან
დიდი თოვლი, ირგვლივ ყველაფერი თოვლს ჰქონდა დაფარული. ძივღისელ ხალხ
დაუნახავს, რომ ერთ ადგილას თოვლი არ არის, მათ გადაწყვიტეს წასვლა გაუკვალავთ გზა
და დაინახეს, რომ იმ ადგილას მინდორი მწვანედ იყო აბიბინებული, მანდ არსებულ ჯაჭვ-
საკიდელს კი ჯერ კიდევ ასდიოდატ ორთქლი, ისინი მიხვდნენ რომ ზეციდან იყო
ჩამოცვენილი და სწორედ იმ ადგილას სალოცავი აუშენებიათ, და იმ დღიდან ძივღისის
ძუარს ეთაყვანება მთელი ქურთათის ხეობა. ეს დღესასწაული აღინიშნება 15 ივლისს, სადაც
ძუარლაგი ადიდებს ღმერთსა და ძუარებს, ერთი ჯაჭვით მამაკაცებს, ხოლო მეორეთი
ქალებს და მფარველობას სთხოვენ წმინდანს. ოსურ თქმულებებში ძუარი ნიშანს აძლევს
საზოგადოებას ჯაჭვების გამოჩენით და სწორედ ამით მყარდება კომუნიკაცია ძუარებსა და
ადამიანებს შორის, რადგანაც ძივღისელებმა გაცხადებული ჯაჭვ-საკიდებელი ნახეს ც ეს
იმის ნიშანია, რომ ცეცხლმოდებული უნდა წამოსულიყო ციდან, როგორც ცეცხლის სვეტი, ეს
ნიშანია იმისა, რომ ძუარმა თავად აირჩია თავისი საბრძანისი აერჩია, მან ხალხს მიკარების
საშუალება მისცა რათა იმ ადგილას კულტი დაარსებულიყო. ის ადგილი რომელიც
თოვლსიც კი მწვანედ ბიბინებდა ეს არის მარადიული გაზაფხულის ნიშანი. ჯაჭვ-
საკიდელის ზოგადი მითოსი ვიცით, რომ მის ქვეშ ამოდის იფანი და მასზე შემოხვეულია
გველი, ან მეორე ვარიანტი გველი ჩამოჰყვება ამ ჯაჭვ-საკიდელს, ჩაძვრება ქვაბში და მთელი
ოჯახი იღუპება რძლისა და ბავშვის გარდა, ამგვარ, ზეციური წარმოშობის ჯაჭვ-საკიდელზე
ოსმა ხალხმა არაერთი გადმოცემა შემოინახა, აღსანიშნავია „ჯერიათების რახისი“, რომელიც
გადმოგვცემს ერთ-ერთი საგვარეულოს მფარველი ძუარის დაარსებას. ჯერიათებს ერთ დღეს
დაუნახავთ რომ მათი სახლის სათიბიდან თივის ზვინზე რაღაც ბრიალებდა, ახლოს რომ
მივიდნენ ჯაჭვ-საკიდელი, იყო გავარვარებული, თუმცა თივს ცეცხლი არ ეკარებოდა, მაშინ
მიხვდნენ რომ ეს იცო ზეციური ქურდალაგონის გამოჭედილი, ამიტომ იმა დგილას
სალოცვი ააგეს. კერიის ჯაჭვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსურ ტრადიციაში
სწორედ აქ ლოცულობდნენ, დებდნენ ფიცს და ასევე მიჰყავდათ ბავშვი დასალოცად,

სწორედ ხარს მიეწერება ზოგიერთი ძუარის საბრძანისის აღმოჩენა, ხარს დიდი როლი
აკისრია სწორედ მას სწირავენ მლოცველები დღესასწაულზე, განსაკუთრებული ღირებული
იყო თუთირის თვეი დაბადებული ხარები, ნართების ეპოსში გვხდება ადგილი სადაც
თუთირის დღესასწაულზე დაბადებულმა ორმა ხარმა აიტანა სოფიოს აკლდამამდე ბათრაძის
ცხედარი. ოსური გადმოცემების მიხედვით საკუთარი ხარები ჰყავდა ვასთირჯის რომლის
ნება სურვილითაც აგებულა რექომის ძუარი სადაც ადამიანის ხელი არ ერია, ოსები
მეხისაგან გარდაცვლილ ცხედრებს დებდნენ ურემზე, სადაც ისინი გაჩერდებოდნენ სწორედ
იქ მარხავდნენ მიცვალებულს, მეხდაცემულის დაკრძალვას უკავშირდება ოსური რიტუალი
ცოფაი. მითოლოგიური გადმოცემების თანახმად სიზმარში ეცხადებიან და ევლინებიან
თავიანთ რჩეულებს და საიდუმლოს უცხადებენ.

განძი

ოსური მითოსის თანახმად განძს ძუარი პატრონობს, განძის მოტივით მდიდარი არის ასევე
ქართული მითოსი, რომელიც საიდუმლო საგანძურის შესახებ გვიამბობს, ზოგადად
ანდრეზების მიხედვით ყველაზე პოპილარული ადგილი სადაც კი შეიძლება განძი
აღმოჩნდეს ეს ნანგრევებია, ამ მხრივ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თასი, ერთ-ერთი
მითოსის თანახმად მივიწყებული ძუარი ხალხს განძის სახით ევლინება, ძუარის კულტის
განახლეას სოფელ რეგახში, უკავშირდება ეკლესიის ნანგრევებში ჩამარხულ განძს, სწორედ
ამ მოტივით უკვე შეიძლება ითქვას, რომ ის თემი რომელიც მას ეთაყვანებოდა და შემდეგ
აღმოაჩინა გადარჩენილია, ერთხელ სოფელი რეგახის მცხოვრებს შავი ჭირი დარევიათ,
პანდემიამ ერთიანად გაანადგურა ხალხი, ამიტომ ერთი ბრძენი მოხუცის თხოვნით მატ
გათხარეს მიწა, სადაც ნახეს ეკლესიის კედლები არმოაჩინეს სარიტულო ნივთები, და
გადაწყვიტეს რომ აქ ლოცვა აღევლინათ ამის შემდეგ ერთინად შეწყდა პანდემია. ამ ძუარს
რეგახის ძუარი ჰქვია.

მოვლენილი განსაცდელი - პანდემია მიანისნებს ძუარის განახლებას და მისი ნივთების


საკრალურობას.

ხეთაგის ტყის სასწაული

მთავარი პერსონაჟი ყაბარდოში მცხოვრებითავადის უმცროსი ვაჟია, უფროსმა ძმებმა მისი


მოკვლა განიზრახეს, ვასთირჯი კი იცავს მას, და იმ ადგილას სადაც ზებუნებრივი
სასწაულით გადარჩა ჭაბუკი ის საკრალულრობას იძენს ყაბარდოში უცხოვრია მოხუც თავად
სახელად ინალს, რომელსაც ჰყავდა სამი ვაჟი ესნი იყვნენ: ბიასლანი, ტასოლთანი და ხეთაგი,
აქედან ხეთაგი გაქრისტიანებულა და როდესაც ეს ძმებმა გაიგეს მისი მოკვლა განიზრახეს
ხეთაგი გაქცეულ და განსაცდელის ჟამს მას ხმა მოესმა ხეთაგ ტყისაკენო“ თუმცა ტყე კარგა
მაანძილით იყო დაშორებული ერ მიასწრებდა მას უთქვამს ხეთაგი ტყეში ვერ შეასწრებს დაე
ტყემ მიუსწროს ხეთაგსო, მართლაც ამდროს ხშირი ტყე ზეაწეულა მდინარის მეორე ნაპირას
გადმოსულა და ჭაბუკისატვის დაუდია საფარველი, ეს რომ დაინახეს ძმებმა სასწრაფოდ
დატოვეს ის ადგილი ხეთაგს აქ ერთი წელი გაუტარებია შემდეგ კი სოფელ ნარში გადავიდა
სადაც შექმნა ხეთაგურების გვარი, თქმულება შეიცავს რამდენიმე მოტივს, საფარველის
დადებას, გვარის დაარსებას, ზებუნებრივ სასწაულსა და სალოცავის დაარსებას.

ღმერთის სამი ცრემლი. მიქელგაბირთასა და რექომის დაარსების შესახებ გვიამბობს თავად


ნართების თქმულება, ტექსტის ტანახმად, როდესაც ბათრაძი გარდაიცვალა ღმერთმა მისი
დაკრძალვა ანგელოზებსა და ძუარებს სთხოვა სოფიოს აკლდამაში, თუმცა მათ ბათრაძის
ცხედარი ვერ ასწიეს. ვერც 12-მა ხარმა, მაშინ ღმერთმა ურჩია მათ რომ თუთირის
დღესასწაულზე დაბადებული ორი ხარი მიეყვაანა და მართლაც როდესაც შეაბეს სწორედ
მათ წაიყვანეს ცხედარი სოდიოს აკლდამამდე, მაგრამ ახლა კი შიგნიტ შეტანა გაუჭირდათ,
ანგელოზებმა კი ისევ ღმერთს მიმართეს დასახმარებლად. ის ჩემგან ითხოვს საჩუქარსო თქვა
ღმერთმა და სამი ცრემლი ჩამოაგდო, მაშინ ანგელოზებმა თავისუფლად შეიტანეს ცხედარი
და დამარხეს აკლდამაში, იქ სადა სამი ცრემლი დავარდა აიგო სამი სალოცავი:

თარანჯელოზი

რექომი

მიქელგაბირთა

როგორც ჩანს ქართულმა გარემოებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ოსურ გადმოცემებში,
მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი პროცესი არ ყოფილა, ოსებიდანაც შემოსულა არაერთი
ელემენტი ჩვენში, ეს ორი ხალხი ერთმანეთის ზეპირსიტყვიერებას ამდიდრებდა,
მაგალითად ოსური ენის გავლენად უნდა მივიჩნიოთ ფშავ-ხევსურეთის საყმოების
მფარველის სახელი იახსარი.ჯვარ ხატთა და ძუართა სიმვბოლოები წარმოდგენილია ერთი
და იმავე სიმბოლოებით: ცეცხლის ღრუბელი, წმინდა თასი, სამსხვერპლო ქორა ხარი,
ზეციური ჯაჭვი და სხვა. ოსური ძუარებისა და ქართული მთიელების ჯვარ-ხატთა
დაარსების ანდრეზები ერთი საერთო წყაროებიდან იღრბენ სათავეს.

You might also like