You are on page 1of 2

ლეგენდა

ლეგენდა ზეპირსიტყვიერების თხრობითი, სასწაულებრივი ამბავია,


თემატურად რელიგიური, ისტორიული, გეოგრაფიული,
საყოფაცხოვრებო ლეგენდები. თანამედროვე გაგებით ლეგენდას
უწოდებენ ნაწარმოებს რომელშც მხატვრულიგამონაგონი ემყარება
გმირულ, ფანტასტიკურ ამბავს. ვარაუდობენ, რომლეგენდა მითის
დაშლის საფუძველზე გაჩნდა. ბუნების ძალათა ამსახველი პატარ-პატარა
ამბები ბიბლიური ლიტერატურის გავლენით გარდაიქმნენ და ძველი
შეინაარსი გამოცვალეს, გაჩნდნენ ახალი პერსონაჟები წმინდანების,
ეშმაკების, ქრისტესა და სხვათა გავლენით.

ქართული ლეგენდები შეეხება ქვეყნის გაჩენას, ადამიანის წარმოშობას,


ქრისტეს დაბადებას, წმ. გიორგის თავგადასავალს და სხვა. ლეგენდები
უხვად შეიცავს დიდაქტიკურ-მორალურ მომენტებს. ბიბლიური
ლეგენდების უმრავლესობა წარმართული სიტყვიერების საფუძველზე
აღმოცენდა. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ წარღვნის ლეგენდა,
რომელიც დამოკიდებული წარმოშობით არსებობს სხვადასხვა ერის
ფოლკლორში, ქრისტიანული ლეგენდები ღმერთისა და წმინდანების
მიწიურ თავგადასავალს აგვიღწერს, ისინი ორ მადაკად იყოფიან: ზოგი
ადამიანთა მხარესაა და მათ უბედურებისაგან იცავს ხოლო ზოგი ზიანს
აყენებს მათ,. ამის ნიმუშია წმ. გიორგის, ელიას და ქრისტეს ერთად
მოგზაურობა.

ლეგენდა ლომისის წმინდა გიორგიზე. ერთ დროს სპარსელები თავს


დასხმიან საქართველოს, აუოხრებიათ მთა და ბარი, მათ შორის ქსნისა
და არაგვის ხეობებიც, მტერს ხოროსანში 7000 ქართველი ტყვედ
წაუყვანია მაგრამ მოხდა სასწაული 7 წლის განმავლობაშ მათ ქვეყანაში
ბავშვი არ დაბადებულა, ცხვარს ბატკანი არ მოუგია და ცხენს კვიცი.
როდესაც საზრდოს მომცემი მიწა გაბერწდა და ქვეყანა უბედურებამ
მოიცვა, მმართველებმა მოიწვიეს მისანი, მან კი უთხრა: ქვეყანას მანამ
არ ეშველება სანამ 7000 ქართველ ტყვეს არ გაანთავისუფლებთ და
მათთან ერთად წამოღებულ ხატებს უკან არ დააბრუნებთო ,რადგან
მათთან ერთად არის ლომისის წმ.გიორგის ხატი და სწორედ მისი
დამსახურებით ხდება ეს ყველაფერიო, შეშინებულ სპარსელებს
შეუგროვებიათ საქართველოდან წაღებული ხატ-ჯვრები და ანთებულ
საკირეში ჩაუყრიათ, თუმცა უვნებელი ლომისის ხატი ლომად
გადაქცეულა, საკირედან ამოფრენილა, ლომა ხარის რქებზე
დაბრძანებულა და ტყვე ქართველებს ხართან ერთად სამშობლოსკენ
გაძღოლია, თურმე სადაც კი დაისვენებდენენ ყველგან ნიშს აგებდნენ,
ბოლოს კი ხარი ასულა და ქსნისა და არაგვის გამყოფ ქედზე დაწოლილა
და იქვე მომკვდარა, ხატიც იქვე დბრძანებულა იმ 7000 ქართველს კი იმ
ადგილას ტაძარი აუგიათ. მშენებლობისას ქსნელენს და არაგველებს
შორის დავის საგანი გამხდარა ის თუ საით შეებათ კარები უხუცესთა
რჩევით კი დავა ფალავნების შერკინებით დასრულებულა, გაუმარჯვია
ქსნელს და კარებიც ქსნისაკენ შეუბიათ. სამაგიეროდ კი დეკანოზობა
არაგველთ დარჩენიათ, რაც შეეხება ფართოდ გახმაურებულ ლომისის
ჯაჭვს, ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ მასზე რამდენიმე თქმულება
შემოინახა, ერთ-ერთი ვარიანტით ჯაჭვი შეუწირავს ახალგაზრდა ქალს
რომლის ძმაც აზიაში ლაშქრობისას ლომს დაუკბენია, სამშობლოში
დაბრუნებულს ჭრილობები გაავებია და სიკვდილის პირზე მისულა , მის
დას კი ლომისის წმინდა გიორგისთვის უთხოვია: ოღონდ ძმა მომირჩინე
და რაც ყველაზე მძიმე რკინაა ჩვენს სახლში იმას შემოგწირავო.
მართლაც ძმა მორჩენილა დას კი წმ.გიორგისთვის შეუსრულებია
დანაპირები და ლომისის მთაზე კისერზე დაკიდებული ჯაჭი აუტანია.
ლომისის ხატსა და იქ არსებულ ჯაჭვზე ლექსები საკმაოდ
გავრცელებულია ქართულ ფოლკლორში. ჩვენამდე მოღწეული ლექსის
კიდევ ერთი ვარიანტი ჯაჭვის პატრონის ვინაობას შემდეგნაირად
გამოხატავს:“ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია, ბებერი ქალი
ატირდა ეგ ჯაჭვი ჩემი ქმრისია, სიკვილის ჟამსა ნათქომი, დაბარებულიც
მისია, ისეთმა ყრმამა შაირტყას, ვინც ხმარებისა ღირსია.“

You might also like