You are on page 1of 1

ᲚᲔᲒᲔᲜᲓᲔᲑᲘ

ლეგენდა საქართველოზე –
სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთმა
შეკრიბა ყველა ერი და გადაწყვიტა
გაენაწილებინა მათთვის ქვეყანა. ამ
შეკრებაზე ქართველებმა
დააგვიანეს, რადგან ამ დროს
ღმერთს ადიდებდნენ და მის
სადღეგრძელოს სვამდნენ. როცა
ისინი ღმერთთან მივიდნენ,
ღმერთმა აუწყა, რომ უკვე
გაენაწილებინა სამყარო.
ქართველებმა აუწყეს დაგვიანების
მიზეზი, რომ ისინი მისი სადიდებელი
სადღეგრძელოს გამო შეყოვდნენ.
მოუსმინა რა ღმერთმა, უთხრა რომ
ისინი ამიერიდან მისთვის
შემონახულ ადგილას
დასახლდებოდნენ. ასე აღმოჩდნენ
ქართველები სამოთხის იმ პატარა
ნაწილში, რომელიც მათ ღმერთმა
უბოძა. ამ ლეგენდის მოთხრობის
შემდეგ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი
მიწა-წყალი სწორედ ღმერთმა
გვიბოძა, რომ ჩვენი ქვეყანა პატარა
სამოთხეა, ლამაზი ბუნებით: მთებით,
ზღვით და ა. შ., უხვ-მოსავლიანი
მიწით, მდებარეობით და რაც
მთავარია ხალხით, ჩვენი
სტუმართმოყვარეობით, რომ ყველა
სტუმარი ქართველისთვის
ღმერთისგან ნაბოძები საჩუქარია,
რაშიც ისინი მოგზაურობის
განმავლობაშიც დარწმუნდებიან.

მითი ამირანზე – ლეგენდის


თანახმად ამირანი გახლდათ
ნადირობის ქალღმერთის —
ოქროსთმიანი დალის შვილი.
დალიმ ქალღმერთობისთვის
უღალატია და მოკვდავი
დარჯალანი შეჰყვარებია. მამაც
მონადირეს საოცრად ეჭვიანი და
ბოროტი ცოლი ჰყავდა. მან
ადვილად მიაგნო შეყვარებულების
ადგილსამყოფელს, მძინარ ქალს
ჩუმად მიეპარა და ოქროს ნაწნავები
ძირში წააჭრა. ცოლზე გაბრაზებული
დარჯალანი შინ დაბრუნდა და მას
მერე ქალღმერთთან არც
გამოჩენილა. დალი მონადირისგან
ფეხმძიმედ დარჩა. თმის
დაკარგვასთან ერთად ძალაც
დაკარგოდა და მშობიარობის უნარი
არ შესწევდა. ქალის კივილი კეთილ
მონადირე სულკალმახს გაუგია და
მის დასახმარებლად წასულა.
დალიმ მონადირეს თავისი ამბავი
მოუყვა და სთხოვა: მისთვის
ალმასის დანით მუცელი გაეჭრა და
ბავშვი ამოეყვანა. თუ ვაჟი იქნებოდა
ამირანი დაერქვა. ბავშვს მუცლიდან
ამოყვანის შემდეგ სამი თვე
დეკეულის მუცელში უნდა
გაეტარებინა ხოლო სამი თვე კუროს
ფაშვში. ამის შემდეგ მონადირეს
ჩვილი ოქროს აკვანში უნდა
ჩაეწვინა და აკვანი იამანის წყაროზე
დაედგა. იქ მისი მომნათლავი
გამოივლიდა და ბავშვს
მონათლავდა. ქალღმერთმა
სულკალმახს ისიც გაუნდო, რომ
მისი შვილი გმირი გამოვიდოდა.
შეწუხებული მონადირე თავიდან
უარზე იდგა, თუმცა ქალღმერთმა
მაინც მოახერხა მისი დათანხმება.
ქალს მზის მსგავსი ვაჟი ეყოლა,
რომელსაც დედის თხოვნით ამირანი
ეწოდა. სულკალმახმა დანაბარები
შეასრულა და ამირანი ოქროს
აკვნით დატოვა იამანის წყაროზე.
ყველა გამვლელი ეკითხებოდა ვაჟს
მისი მშობლებისა და მომნათლავის
შესახებ, ამირანი კი პასუხობდა, რომ
დედ-მამის ვინაობა არ იცოდა,
ხოლო მისი ნათლია თვითონ
ღმერთი იყო. ამ დროს ღმერთს
ჩაუვლია წყაროზე და მასაც იგივე
უკითხავს ამირანისთვის. პასუხის
მოსმენის მერე ღმერთმა მართლაც
მონათლა ამირანი და დაქანებული
ზვავის შეუდრეკელობა, თორმეტი
უღელი ხარ-კამეჩის ღონე, მგლის
მუხლი, ბავშვობაში სისაწყლე და
სიბეჩავე, ვაჟკაცობაში ომი და
ჭირსახადი დაანათლა. უბოძა მას
ალმასის ხანჯალი და დაუბარა, რომ
იგი მხოლოდ უკიდურეს გაჭირვების
დროს გამოეყენებინა. შემდეგ
დალოცა და უთხრა, რომ მისი
მომრევი ქვეყნად არავინ იქნებოდა.
ამირანი იამანმა იშვილა და თავის
ორ ვაჟს ბადრისა და უსიპის უძმო.
ვაჟები მალე დაობლდნენ ხოლო
მათი სახლ-კარი დევებმა დაიპყრეს.
უპატრონოდ დარჩენილი ძმები
უაღრეს გაჭირვებაში გაიზარდნენ.
ამირანმა მრავალი საგმირო საქმე
ჩაიდინა: გაათავისუფლა მზე დევ-
ვეშაპის მუცლიდან, მოკლა ბაყბაყ
დევი, დახოცა გველეშაპები,
მიწასთან გაასწორა ცხრა ძმა
დევების სამეფო. მან ზეციდან
ჩამოიყვანა თავის საცოლე-
ღრუბელთა მბრძანებლის ასული
ყამარი, მოკლა ავი სული ქალ-ხარი.
ბოლოს გმირმა ღმერთის
დამარცხება გადაწყვიტა, რისთვისაც
ღმერთმა ის სასტიკად დასაჯა და
კავკასიის ქედზე სამუდამოდ
მიაჯაჭვა.

ლეგენდა არგონავტებზე –
ლეგენდის მთავარი გმირები იაზონი
და მედეა. იაზონი იოლკოსის
კანონიერი მეფე ეზონის ვაჟი იყო.
ეზონი მისმა ნახევარძმამ პელიასმა
ტახტიდან ჩამოაგდო და
საპყრობილეში ჩააგდო, ჯერ კიდევ
მაშინ როდესაც იაზონი დედის
საშოში იმყოფებოდა. როდესაც
იაზონი დაიბადა, ეზონის მეუღლემ
დაარწმუნა პელიასი, რომ ბავშვი
მკვდრადშობილი იყო,
სინამდვილეში კი ახალშობილი
სასახლიდან გააპარა. იაზონი
კენტავრმა ხირონმა გაზარდა. უკვე
ყმაწვილკაცობაში შესული იაზონი
იოლკოსში დაბრუნდა, რომ
კუთვნილი ტახტი დაებრუნებინა.
პელიასი დათანხმდა ტახტის
დაბრუნებაზე იმ პირობით, თუ
იაზონი ერთ ძალიან სახიფათო
დავალებას შეასრულებდა:
კოლხეთის მეფე აიეტის
სამფლობელოდან ლეგენდარულ
ოქროს საწმისს წამოიღებდა. საწმისი
ხეზე ეკიდა და მას მარად ფხიზელი
გველეშაპი დარაჯობდა. იაზონი
დათანხმდა ამ გამოწვევას და
საბერძნეთის 50 რჩეულ ვაჟკაცთან
ერთად გემ “არგოთი” კოლხეთისკენ
გაემართა. გზად უამრავი
დაბრკოლების გადალახვის შემდეგ,”
არგო” კოლხეთის ნაპირებს მიადგა.
მეფე აიეტი მზად იყო, ოქროს
საწმისი იაზონისათვის გადაეცა, თუკი
იგი წარმატებით გაართმევდა თავს
შეუძლებელ ამოცანას: მას უღელში
ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი
უნდა შეება და მათი დახმარებით
მინდორი მოეხნა, ხოლო მინდორზე
გველეშაპის კბილები დაეთესა. ამ
ამოცანის შესასრულებლად იაზონს
მოულოდნელი დახმარება
აღმოუჩინა აიეტის ქალიშვილმა
მედეამ, უძლიერესმა ჯადოქარმა,
რომელსაც იაზონი შეჰყვარებოდა.
მედეამ იაზონს ჯადოსნური სითხე
მისცა, რომელმაც იგი
ცეცხლისმფრქვეველი ხარებისაგან
დაიცვა, ასე რომ, იაზონმა
დაიმორჩილა ხარები და მინდვრის
მოხვნაც შეძლო. სამწუხაროდ, აიეტი
სულაც არ აპირებდა, ოქროს
საწმისი კოლხეთიდან ვინმესათვის
გაეტანებინა და ყველანაირად
შეეცადა, იაზონთან დადებული
პირობა დაერღვია. იაზონს ისევ
მედეა დაეხმარა და არა მარტო
ოქროს საწმისისაკენ მიმავალი გზა
უჩვენა, არამედ ელექსირიც მისცა,
რომლის მეშვეობითაც იაზონმა
საწმისის მცველი გველეშაპი
დააძინა. არგონავტებმა აფრები
აუშვეს და იოლკოსისაკენ დაიძრნენ,
მაგრამ მათ გზა აიეტის ფლოტმა
გადაუღობა. მედეას საზრიანობამ
ისევ იმარჯვა: მან შეტყობინება
გაუგზავნა თავის ძმას, აფსირტეს,
თითქოსდა იგი მოიტაცეს, და
ემუდარებოდა, ერთ–ერთ კუნძულზე
მისულიყო მისი ტყვეობიდან
გამოსახსნელად. როდესაც
აფსირტემ დის თხოვნა შეასრულა
და დანიშნულ ადგილას მივიდა,
მედეამ იგი მოკლა, მისი სხეული
დაანაწევრა და ნაწილები ზღვაში
გადაყარა. მან იცოდა, რომ, ვიდრე
აიეტი თავისი ვაჟის ნეშტის
შეგროვებით იქნებოდა დაკავებული,
იაზონი დროს მოიგებდა და
გაიქცეოდა.

ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲢᲣᲠᲔᲑᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘ

L O S T – შესახებ სალაშქრო ტურები არქიტექტურა


თბილისი, დიღომი, N ბოხუას
პარტნიორები პარაგლაიდინგი ლეგენდები ქ#5

სიახლეები ჯომარდობა კულტურა ტელეფონი: 555-59-59-52 /


Viber – WhatsApp
კონტაქტი კანიონინგი TOP 10
ელ.ფოსტა: info@lost.ge
მთავარი ზიპლაინი

  
© COPYRIGHT 2018! POWERED BY დაჯავშნე შენზე
MYWEBS.GE
მორგებული ტური

You might also like