You are on page 1of 4

მოგზაურობა

სვანეთი -2024

1 კვირიანი ბანაკი სვანეთში

კავკასიონის მთების გულში, სადაც დედამიწა ცას წვდება, მდებარეობს სვანეთის


მისტიური ქალაქი - ერთგვარი ბუნებისა და კულტურის სიმფონია. ცისკენ მიმავალი
უსწორმასწორო კლდეები და თოვლით დაფარული მწვერვალები მზის პირველ
სხივებს იჭერენ. მთების სიმშვიდე, კულტურის სიმდიდრე და ადგილობრივი
მოსახლეობის თბილი სტუმართმოყვარეობა მაგრძნობინებდა, რომ რაღაც
განსაკუთრებულის ნაწილი ვიყავი. თავად ქალაქი ტრადიციული სვანური
არქიტექტურის შედევრია, ქვის სახლებით მორთული რთულად მოჩუქურთმებული
ხის აივნები, თუნუქის სახურავები და კოშკები რომლებიც მდუმარე მესაზღვრეებს
ჰგავდნენ. მესტიის ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობისას შესაძლებელია წიგნის
გადაუშლელად წაიკითხო სვანეთის ისტორია. თუმცა, ვფიქრობ რომ მესტიის
მთავარი ხიბლი მის ბუნებრივ სილამაზესა თუ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებში
არ იმალება, არამედ იქ მცხოვრები ხალხის სითბოსა და სტუმართმოყვარეობაში,
რამეთუ გულწრფელი ღიმილით გვიზიარებდნენ მათ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებსა
და ღირსების მათეულ ცნებას. ისინი არიან სვანეთის ცოცხალი ანარეკლები,
რომელიც ყოველდღიურად ხედავენ იმ საოცრებას, რაც ამ პატარა ქალაქშია
თავმოყრილი.

მათთვის, ვისაც სურს უფრო ღრმად ჩასწვდეს სვანეთისა და საქართველოს


კულტურულ მემკვიდრეობას, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმისა
და მარგიანების სახლ–მუზეუმის მონახულება აუცილებელია. არტეფაქტებისა და
ექსპონატების საგანძურის ფონზე, აღმოვაჩინე საქართველოს არა მდიდარი, არამედ
უმდიდრესი ისტორია - უძველესი რელიგიური ხატებიდან დაწყებული ხალხური
ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებამდე.

რაც შეეხება ბანაკს, ბანაკში ერთად მოვხვდით ფირის ფოტოგრაფიით


დაინტერესებული 20 ახალგაზრდა, რომელთაც საშუალება მოგვეცა ერთი კვირის
მანძილზე მიგვეღო ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ცოდნა საქართველოში ერთ-
ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოგრაფისგან - მარიამ სიჭინავასგან.

თბილ და დადებით გარემოში შევისწავლეთ როგორც ციფრული, ასევე ფირის


ფოტოგრაფია. გავიგეთ თუ როგორ მუშაობს სინათლის სხივი, შავ-თეთრი და
ფერადი ფირის განმასხვავებელი ნიშნები და ის თუ რა გზას გადის ფოტო მის
გამჟღავნებამდე. ამასთან, წითელ განათებაში, ქიმიკატებით გავამჟღავნეთ სურათები,
რაც ცალკე ძალიან დიდი სიამოვნება იყო.

ცხადია ყოველივე მხოლოდ ფოტოგრაფიას არ შეეხებოდა, არამედ ჩვენ მიერ


ჩამოყალიბებულ კავშირებს და იმ მოგონებებს, რომლებიც ერთად შევქმენით.
საღამოები სავსე იყო დისკუსიებით, საინტერესო ისტორიებით, სიცილითა და
ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულებით. „ირგვლივ საოცარი ატმოსფერო იყო,
რომელსაც თითოული მონაწილე ქმნიდა“. ყოველ ღამე ვსაუბრობდით საინტერესო
თემებზე, ბევრს ვიცინოდით და განვიხილავდით ბანაკის ყოველდღიურობას. ჩემდა
გასაკვირად, უმრავლესობას შეეძლო სიმღერა და ინსტრუმენტებზე დაკვრა, რაც
გვაძლევდა საშუალებას ჩვენ მიერ დაგროვილი პოზიტიური ენერგიები სასიამოვნო
ხმებში ჩაგვექსოვა.

საკომფერენციო ოთახში ყოველდღიურად ვთამაშობდით ბილიარდს, ვუსმენდით


სიმღერებს, ზოგიერთი ხატავდა, ვთამაშობდით ჭადრაკსა და საინტერესო თამაშს -
Werewolf-ს. განსაკუთრებით მახსენდება თოვლში გუნდაობა. ასევე ერთ-ერთი დღის
თემატიკა, რომელზეც ყველას უნდა გვესაუბრა იყო - „დაიჭირე წამი - აქ და ახლა“
შესაბამისად, უნდა დაგვეჭირა წამი. ჩემი დაჭერილი წამი იყო მომენტი, როდესაც
სავსე მთვარისა და ვარკვლავებიანი ცის ფონზე მოულოდნელად გამოჩნა
სტარლინკის სატელიტები, რომელიც რეაქტიული სისწრაფით მოძრაობდნენ. ასევე,
დასამახსოვრებელი იყო პირველად მოსმენილი მგლის ყმუილი სავსე მთვარის
ფონზე (მანამდე ეს მითი მეგონა) მახსოვს გაყინული ქვაფენილის გზები,
გამომცხვარი პურის გემო და სხვა მრავალი წვრილმანი, მაგრამ მნიშვნელოვანი
დეტალები... გამიხარდა, როდესაც მარიამ სიჭინავამ აღნიშნა, რომ საინტერესო
შეკითხვებს ვსვამდი, მაგრამ ერთი-ორად საინტერესო იყო მისი პასუხები და მისი
განვლილი გზის მოსმენა წარმატებამდე.
სწორედ ეს იყო ჩვენი დაუვიწყარი ერთკვირიანი მოგზაურობის ადგილი, სადაც
ჩავუღრმავდით ფოტოგრაფიის სამყაროს. ახლა ვიცი, რომ ფოტოგრაფიის მეორე
სახელი დროის გაყინვის ხელოვნებაა - ემოციებისა და გრძნობების შენახვის უნარი,
რომელიც საჭიროებს დახვეწას, რათა ჩვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და
საინტერესო გავხადოთ - ყოველი ფოტო არის დროში გაყინული ისტორია, რომელიც
ელოდება გაზიარებას.

სწორედ ამიტომ, ბლოგში გიზიარებთ ფოტოებს, სადაც ჩაქსოვილი ის ისტორია,


რომელსაც ვფიქრობ წაიკითხავთ <3

ვფიქრობ ძალიან კარგი ახალგაზრდები გავიცანი, რომელთაც ნათელი მომავალი


ელით. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით უმეტესად ჩემზე პატარები იყვნენ, ვფიქრობ
მათთან ერთად უფრო გავიზარდე, რადგან ერთი კვირის მანძილზე ვუყურებდი მათი
ემოციების გამოხატვის თავისუფლებასა და სილაღეს. დამეთანხმებით, რომ
ნამდვილი თავგადასავალი სულაც არ არის გარეთ, არამედ ის არის შიგნით და
ვფიქრობ, რომ ყოველივე ჩვენგანმა დავეხმარეთ ერთმანეთს, რათა საკუთარ თავში
აღმოგვეჩინა ჩვენი უკეთესი მახარე.
თითოეული ახალი ადამიანი არის ახალი სამყაროს ჩვენში, რომელიც შესაძლოა
ვერ დავინახოთ სანამ მათ არ შევხვდებით

„ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების შეხებას ჰგავს: თუ რაიმე


რეაქციაა, ორივე გარდაიქმნება“. - კარლ იუნგი - დაკავშირება ნეგატივებთან

You might also like