You are on page 1of 9

საგანი: ექსკურსიათმცოდნეობა

სპეციალობა: ისტორია
სტუდენტი: დოდო თამაზაშვილი
ლექტორი: მანანა ალადაშვილი

14.04.2020
ექსკურსიის დაგეგმვა 5-8 კლასის ბავშვებისათვის

ექსკურსია არის ფორმა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობის, რომლის


დროსაც ადამიანთა ჯგუფი გათვიცნობიერების მიზნით, ექსკურსიამძღოლის
ხელმძღვანელობით მიდის ადილზე დასათვალიერებლად, სწავლობს საგანს ან მოვლენას,
მიდი ბუნებრივი მოცემულობის პირობებში.
ექსკურსიები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამცდილებას სძენს. ამ დროს
მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას,
განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუსავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. თუმცა
ყოველივე ეს ვერ მოხერხდება, თუ მასწავლებელმა სწორად არ ჩამოაყალიბა ამ
ღონისძიებისმიზანი. ამიტომ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა წინასწარ დროში გაწერილი
გეგმა შექმნას ექსკურსიისათვის.

ექსკურსიისთვის აუცილებელია შემდეგი პირობები:

• დროში ხანგრძლივობა (1 აკადემიური საათიდან 16 საათამდე)


• ჯგუფის არსებობა
• გამოცდილი ექსკურსიამძღოლის არსებობა
• საექსკურსიო ობიექტების არსებობა
• ობიექტების დათვალიერება მოძრაობაში და გაჩერებებზე
• დათვალიერება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით
ექსკურსია კახეთში

იმისათვის რომ მოსწავლეები მგზავრობით არ გადაიღალონ და ბევრი დრო დარჩეთ გართობისა და


შემეცნებისთვის, საჭიროა შეირჩეს ახლოს მდებარე ადგილები, რომლებიც საინტერესო და
შემეცნებითო იქნება მათთვის. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ყვარელი. ყვარლის მუნიციპალიტეტი
გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით.

ყვარელში ექსკურია მოიცავს შემდეგ მარშუტებს:

 გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი


 ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
 ილიას ტბა
 ნეკრესის მონასტერი
 
 იმისათვის რომ საექსკურსიო გეგმა განხორციელდეს აუცილებელია ტრანსპორტის საკითხის
მოგვარება, რომელსაც უნდა მართავდეს გამოცდილი მძღოლი,რადგან სწორედ მისი
პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა იყვნენ ექსკურსანტები., ხოლო იმისათვის რო
დარწმუნებულები ვიყოთ და შეგვეძლოს მძღოლის ნდობა აუცილებელია დავუკავშირდეთ
სპეციალურ სააგენტოს რომელიც ექსკურსიისათვის გამოყოფს ტრანსპორტსა და მის
მძღოლს, შემდგომში უნდა მოხდეს შეთანხმება კლასის ხელმძღვანელსა და მძღოლს შორის
იმის შესახებ თუ სადიქნება შესაძლებელი შეხვედრა ექსკურსანტებისა და მძღოლის
ექსკურსიის განსახორციელებლად.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დავუკავშირდით სპეცილურ სააგენტოს და შევთანხმდით რომ
შეხვედრა მოხდება თელავში, პირველ საჯარო სკოლასთან,15 აპრილს, დილის 9 საათზე.

 გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მთელი კლასის ბავშვებიზე პასუხიმგებლოობას


მხოლოდ ერთი მასწავლებელი ვერ აიღებს საკუთარ თავზე, ამიტომ აუცილებელია
დამატებით რამდენიმე მშობლის წაყვანაც ექსკურსიაზე, რათა უფროსების
პასუხისმგებლობები გადანაწილდეს და თითოეულ ბავშვზე საჭირო ყურადღება
გამახვილდეს.

 შემდეგი საკითხი რომლის მოგვარებაც აუცილებელია, არის საკვები. ექსკურსია საკმაოდ


ხანგრძლივი იქნება, ამიტომ აუცილებელია ყველასათვის საკვების მიღება, ამ საკითხის
მოგვარება კი წარმოადგენს მშობლებისა და მასწავლებელის მოვალეობას, ამიტომ ჩვენ
დავნიშნეთ მშობელთა კრება სადაც გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა გარკვეული
რაოდენობის თანხა და ერთობლივად შეგვეძინა არამალფუჭბადი, ჯანსაღი და ყველასათვის
o პირველი ადგილი, სადაც თელავიდან წავალთ არის გრემი, რადგან თელავიდან
ყვარლისაკენ მიმავალ გზაზე სწორედ ეს კომპლექსი მდებარეობს. მისი სიღრმისეულად
შესწავლისათვის და ბავშვებისათვის გასაცნობად აუცილებლად დაგვჭირდება გიდი ,
რომელიც ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის ბავშვებს ამ ადგილის შესახებ.
შემდგომში უკვე შეგვიძლია მოვინახულოთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი,რომელიც
ყვარლის ცენტრში მდებარეობს. იგი მოიცავს ჭავჭავაძეების საგვარეულო კოშკს, ილია
ჭავჭავაძის მამისეულ სახლს, მარანს, თონეს, ბეღელს, წყლის წისქვილსა და მემორიალური
ნივთების ექსპოზიციას. მისი მონახულებისას და შესწავლისასაც რა თქმა უნდა დაგვჭირდება
გიდი, რათა მან ექსკურსანტებისათვის უფრო საინტერესო გახადოს მისი მონახულება.
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შემდეგ კი მოვინახულებთ ილიას, იგივე,
ყვარლის ტბას.ტბას ცალი მხრიდან გარს ერტყმიან ფოთლოვანი ტყეებით
დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი
პარკი, კაფეები, რესტორნები, გასართობი ატრაქციონები, რომლებიც
ბავშვებისათვის საკმაოდ სახალისო და წამახალისებელი იქნება.
და ბოლოს ვესტუმრებით ნეკრესის ულამაზეს მონასტერს, რომელიც მდებარეობს
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის
განშტოებაზე. იმისათვის რომ ეს ადგილი მოვინახულოთ, აუცილებლად დაგვჭირდება
სპეციალური ავტობუსი, რომელიც ექსკურსანტებს ეხმარება აღმართზე ასვლაში. იქ კი
გამოფენილი იქნება საეკლესიო ნივთები, სანთლები, ხატები რომელთა ყიდვაც
ნეკრესის მონახულების შემდეგ კი შეგვეძლება მის მახლობლადვე, ერთ-ერთ
ფაცხასთან მოთავსება, სადაც შესაძლებელი იქნება ემოციებით სავსე და შემეცნებითი
ექსკურსიის მსვლელობის შემდეგ დროებითი შესვენება, სუფრის გაშლა და საკვების
მიღება ორგანიზებულად. ჭამის შემდეგ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ, არ შეიძლება
ნარჩენების იქვე დატოვება, ამიტომ დარჩენილი ნაგავი და არასაჭირო ნივთები უნდა
შეგროვდეს ერთად და შემდგომში მოხდეს მისი ნაგვისურნაში მოთავსება, რათა არ
დავაბინძუროთ და ზიანი არ მივაყენოთ გარემოს.

მანამ სანამ მშობლები და მასწავლებელი ორგანიზებას გაუწევენ სუფრის


ალაგებას და მოწესრიგებას, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გართობის, სხვადასხვა
თამაშების მოწყობის, შეეძლებათ ასევე ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, რათა
შემდომში ტკბილად გაიხსენონ ერთად გატარებული მოგონებები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდეგ მოხდება მომზადება სახლში


დასაბრუნებლად, ექსკურსანტები განთავსდებიან თავიაანთ ადგილებზე, ექსკურსიის
ხელმძღვანელი კი ორგანიზებას გაუწევს მათ შემოწმებას, დათვლას და უსაფრთხოდ
ყოფნას.საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ექსკურსიის მოწყობას დაჭირდება 11-
12 საათი, რაც მიზანშეწონილია და არ აღემატება 16 აკადემიუ საათს. საღამოს
შევძლებთ თელავში დაბრუნებას, ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც დღის დასაწყისში
გავალთ ( პირველ საჯარო სკოლასთან), აქედან კი თითოეული ბავშვის მშობელს
შესაძლებლობა ექნება მოაკითხოს შვილს და შინ მშიდობით წაიყვანოს.

You might also like